Top Banner
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
536

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტიreso-kiknadze.de/bua/ხუთწიგნეულის... ·

Sep 12, 2019

Download

Documents

dariahiddleston
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
  • სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

  • ზურაბ კიკნაძე

    ხუთწიგნეულის თარგმანება

    მეორე გამოცემა

    სულხან–საბა ორბელიანის

    სასწავლო უნივერსიტეტი

    თბილისი

    2012

  • Zurab KiknadzeCommentary on the Pentateuch

    Sulkhan-Saba Orbeliani Teaching UniversityTbilisi2012

    რედაქტორი მერაბ ღაღანიძე

    ISBN 978-9941-0-5140-1 © ზურაბ კიკნაძე, 2012© სულხან–საბა ორბელიანის

    სასწავლო უნივერსიტეტი

  • სარჩევი

    წინათქმა პირველი გამოცემისათვის 7წინათქმა მეორე გამოცემისათვის 8შესავალი 9

    წიგნი დაბადებისა 17წიგნი გამოსვლათა 145წიგნი ლევიანთა 243წიგნი რიცხვთა 311წიგნი მეორე რჯულისა 407

    ბოლოთქმა 511ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა 519საძიებლები 522

  • შემოკლებანი

    აბაკ. — აბაკუმ წინასწარმეტყველი

    გალ. — პავლეს ეპისტოლე გალატელთა მიმართ

    გამ. — გამოსვლანიგამოცხ. — იოანეს გამოცხადებადაბ. — დაბადებაებრ. — პავლეს ეპისტოლე

    ებრაელთა მიმართ ეზეკ. — ეზეკიელ

    წინასწარმეტყველი 1ეზრ. — პირველი ეზრა3ეზრ. — მესამე ეზრაეკლ. — ეკლესიასტეეს. — ესაია წინასწარმეტყველი ეფეს. — პავლეს ეპისტოლე

    ეფესელთა მიმართზაქ. — ზაქარია

    წინასწარმეტყველიიერ. — იერემია

    წინასწარმეტყველიიესო — იესო ნავეს ძეიოან. — იოანეს სახარება იობ. — იობი იონ. — იონა წინასწარმეტყველიიოვ. — იოველ

    წინასწარმეტყველი 1კორ. — პავლეს პირველი

    ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

    2კორ. — პავლეს მეორე

    ეპისტოლე კორინთელთა

    მიმართ

    ლევ. — ლევიანნი

    ლუკ. — ლუკას სახარება

    მათ. — მათეს სახარება

    მალ. — მალაქია

    წინასწარმეტყველი

    მარკ. — მარკოზის სახარება

    1მეფ. — პირველი მეფეთა

    2მეფ. — მეორე მეფეთა

    3მეფ. — მესამე მეფეთა

    4მეფ. — მეოთხე მეფეთა

    მსაჯ. — მსაჯულნი

    ნეემ. — ნეემია

    1ნეშტ. — პირველი ნეშტთა

    2ნეშტ. — მეორე ნეშტთა

    ოს. — ოსია წინასწარმეტყველი

    2პეტ. — პეტრეს მეორე

    ეპისტოლე

    რიცხ. — რიცხვნი

    რომ. — პავლეს ეპისტოლე

    რომაელთა მიმართ

    რუთ. — რუთი

    რჯლ. — მეორე რჯული

    საქმე — მოციქულთა საქმე

    ფსალმ. — ფსალმუნნი

  • წინათქმა პირველი გამოცემისათვის

    ხუთწიგნეულის განმარტებანი ლექციების სახით ეკითხებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ასირიოლო-გიის სტუდენტებს — მადლობა მათ მოსმენისთვის.

    წიგნი იწერებოდა ათწლეულის განმავლობაში (1994-2004) და წერის კვალობაზე იბეჭდებოდა ერთადერთ ქართულენოვან ფარ-თო დიაპაზონის რელიგიურ ჟურნალში „რელიგია“ მის თავდადე-ბულ მუშაკთა — ქ-ნ ნათელა ხურცილავას, ბ-ნ გიგლა აბდალაძის და ბ-ნ გიორგი გიგაურს ხელშეწყობით, რისთვისაც მათ გულითად მადლობას ვუძღვნი.

    მადლობას ვუძღვნი მეგობარს და კოლეგას მერაბ ღაღანიძეს შრომაში გამხნევებისთვის და ნაშრომის დაუზარებლად გაცნობის-თვის, რათა ის უკეთესი გამხდარიყო, ვიდრე დაწერილი იყო.

    მადლობას ვუძღვნი მათ, ვინც იტვირთეს წიგნის გამოცემა — ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრს და, პირადად, მ. პიერ დიუმულენს.

    ზურაბ კიკნაძე

    ალმატი (ძველი ვაშლოვანი) აგვისტო, 2004

  • წინათქმა მეორე გამოცემისათვის

    წინამდებარე გამოცემაში გასწორებულია პირველი გამოცემის ცალკეული უზუსტობანი, ჩამატებულია ზოგიერთი პასაჟი და, რაც მთავარია, ბიბლიური დამოწმებანი ხუთწიგნეულის განახლებულ თარგმანს არის მისადაგებული. დაზუსტებულია და შევსებულია საძიებლები.

    ძირითადი სიახლე ამ გამოცემისა კი ის არის, რომ მას თავად ხუთწიგნეულის ტექსტი ახლავს.

    ზურაბ კიკნაძე

    თბილისი

    ზაფხული, 2012

  • შ ე ს ა ვ ა ლ ი

    ხუთწიგნეული ბიბლიის, კერძოდ, „ძველი აღთქმის“ ერთი ნაწი-ლია, დასაწყისი ნაწილი. თავად ბიბლია ბერძნული სახელწოდებაა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ავტორის, სხვადასხვა მოცულობის წიგნთა, რომლებიც ერთ მთლიანობას ქმნის. წიგნების რიცხვი მერ-ყეობს იმისდა მიხედვით, თუ რა პრინციპით ვიხელმძღვანელებთ მისი დანაწილებისას, მაგრამ ის რჩება ერთი წიგნად. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბიბლია არის ღვთივკაცობრივი ბიბლი-ოთეკა, რომელიც შეიცავს გამოცხადებულ (და არა ადამიანის გონე-ბით მიგნებულ) ცოდნას ადამიანზე, სოფელზე და ღმერთზე. ღვთი-ური ჭეშმარიტების გამოცხადება გადმოთარგმნილია ადამიანურ ენაზე, ადამიანისთვის გასაგები კუთხით, ადამიანში ადამიანურის (პირველადამურის, ღვთის ხატის) ასაღორძინებლად და ღვთაებრი-ვის გასაღვიძებლად.

    მთელი თავისებურება ბიბლიისა, რითაც ის განსხვავდება არა მხოლოდ საერო ლიტერატურისგან, არამედ თუნდაც სხვა რელი-გიური ხასიათის ფუძემდებლური წიგნებისგან, მოცემულია მის ერთ-ერთ სახელწოდებაში — აღთქმა. ბიბლია მოიცავს ორ აღთქ-მას — ძველსა და ახალს. რას ნიშნავს ეს სიტყვა? აღთქმა არის და-დებული პირობა, რომელიც ორ მხარეს მოიცავს: აღთქმის დამდებს (აღმთქმელს) და მიმღებს. აღთქმა კიდევ ნიშნავს ანდერძს (ბერძნ. დიათეკე, ლათ. Testamentum), რომელიც ასევე ორ მხარეს გულისხ-მობს. ბიბლიის ამბებისა და აქტების წარმმართველი უდებს აღთქმას ადამიანებს, რომლებიც იღებენ აღთქმას და აღთქმითვე პასუხობენ. ღმერთი უცხადებს ანდერძს ადამიანებს, რომლებიც დებენ აღთქ-მას, რომ იტვირთავენ მის შესრულებას. ღვთის ანდერძი და აღთქმა

  • 10 ხუთწიგნეულის თარგმანება

    კიდევ იმას ნიშნავს, რომ ღმერთი გაახსენებს თავს ადამიანს, შეჰ-ყავს თავის წრეში, სთავაზობს თავის აბსოლუტურ ნებას და, უფრო მეტიც: თავის მემკვიდრედ ხდის მას — ადამიანს, ერთ-ერთს თავის ქმნილებათაგან. ახალ აღთქმას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს ადამიანი: ქრისტე თავისი ანდერძის ძალით, რომელიც მან დაუტოვა მოწაფეებს და მათი გზით მთელს კაცობრიობას, ღვთის ძეობას აღუთქვამს კაცს. მთელი ქმნილება კი მოუთმენლად მოელის ღვთისშვილად ყოფნის გამოცხადებას (რომ. 8:19). ბიბლია ამ მო-ლოდინით არის ავსებული, რომელიც ედემიდან იწყება და გასდევს მთელს საკაცობრიო ისტორიას.

    ხალხი, რომელიც ახალი აღთქმის შემდეგ სასოებით მოელის ღვთისშვილობას, იგივე ხალხია, რომელზეც ღმერთმა ძველ აღთქ-მაში თქვა: „დღეს გშობე შენ“; იგივე მოდგმაა, რომელზეც მან თქვა: „მე ამოგარჩიე შენ“ და „მე გიხსნი შენ“; იგივე ერია, რომელზეც იგი ამბობს: „ჩემი ერი ხარ შენ“. ამ აღთქმებში, ამ სულიერ დაბადებებში, ამ რჩეულობაში, ამ ხსნის მოლოდინში ძველი აღთქმა ხელს უწვდის ახალ აღთქმას და, როგორც ნეტარი ავგუსტინე წერდა, „ძველ აღთქ-მაში დაფარულია ახალი აღთქმა და ახალში გაცხადებულია ძველი“.

    შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, რომ ძველი აღთქმა იგავია, ახალი აღთქმა კი — მისი განმარტება და, როცა იგავი განიმარტება, იგი უქმ-დება? მეტსაც ამბობენ: ძველი აღთქმა ჩრდილია. მაგრამ ჩრდილი მზის არსებობას გულისხმობს და, როცა ამოდის მზე მთელი თავისი ძალმოსილებით, განა ჩრდილები არ განქარდებიან? ნაწილობრივ ასეა, მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ბიბლიური ამბები და ადამი-ანები არ არიან ჩვეულებრივი იგავები და ჩრდილები. იგავურად მიგ-ვანიშნებენ რა შორეულ ახდომებზე და ჭეშმარიტებებზე, ისინი ინარ-ჩუნებენ რეალურ არსებობას: ბიბლიურ ხდომილებებში რეალური სისხლი და ცრემლია დაღვრილი, მათი მონაწილენი სისხლხორცე-ული არსებანი არიან. აბრაამმა მოგვცა რწმენის იგავი და ის შეიქნა „რწმენის მამა“, მაგრამ დარჩა ცოცხალ კაცად, რომელსაც უფალ-მა მოუვლინა აუწერელი განსაცდელი. აბელმა გამოხატა უბრალო მსხვერპლის იგავი, მაგრამ ის იყო და დარჩა საუკუნეებში ცოცხალ კაცად, რომლის სისხლი დღემდე შეჰღაღადებს მიწიდან ზეცას. ეს და სხვანი მრავალნი ისეთი ჩრდილებია, რომლებიც მზის მიშუქებით კი არ გაქრებიან, არამედ თავად გამოაშუქებენ მანამდე დაფარულ

  • 11შ ე ს ა ვ ა ლ ი

    საზრისს. მთელი ძველი აღთქმა ასეთი ჩრდილი და იგავია, რომე-ლიც ახალი აღთქმის შემდეგაც ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას და თავისთავადობას.

    ***

    ბიბლიის კოდექსი, რომელიც ებრაული ტრადიციით ოცდაცხ-რამეტი წიგნისგან შედგება, ებრაულივე ტრადიციის თანახმად, სამ ჯგუფად იყოფება (რითაც საგრძნობლად განსხვავდება ქრისტიანუ-ლი ტრადიციული დაყოფისგან): ხუთწიგნეული (თორა), წინასწარ-მეტყველნი (ნებიიმ) და წერილნი (ქეთუბიმ). თუ პირველ ნაწილში სრული თანხვედრაა ებრაულ და ქრისტიანულ ტრადიციებს შორის, პრინციპული განსხვავება ამის შემდეგ იჩენს თავს: ებრაული ტრა-დიცია წინასწარმეტყველთა ჯგუფში, საკუთრივ წინასწარმეტყველ-თა (ესაიას, იერემიას, ეზეკიელის და ათი მცირე წინასწარმეტყვე-ლის) გარდა, აქცევს იესო ნავეს ძის, მსაჯულთა და მეფეთა წიგნებს. მესამე ჯგუფში — წერილებში აერთიანებს ყველა წიგნს, რომელმაც წინა ორში ადგილი ვერ ჰპოვა, რის გამოც ეს ჯგუფი საკმაოდ არაერ-თგვაროვანია: აქ ერთმანეთის გვერდით ვხედავთ ფსალმუნებს, სო-ლომონის იგავებს, ქებათა ქებას, ეკლესიასტეს, იერემიას გოდებას, იობის, რუთის, ეზრას, ნეემიას, ესთერის და ნეშტთა წიგნებს და, რაც უცნაურია, დანიელის წიგნს, რომელსაც სეპტუაგინტა (სამოცდაათი ებრაელის თარგმანის, ძვ. წ. III ს.) და მის კვალზე ქრისტიანული ტრადიცია სრულიად სამართლიანად წინასწარმეტყველურ წიგნად მიიჩნევს.

    ქრისტიანული ტრადიცია, რომელიც მისდევს სეპტუაგინტას, ბიბლიაში 51 წიგნს ითვლის: ებრაული ბიბლიის 39 წიგნს ემატება კიდევ 12, რომლებიც ებრაელებმა ადრევე უარყვეს როგორც არა-კანონიკურნი და მალე მათი ებრაული დედნებიც იშვიათობა გახდა. არაკანონიკურად მიჩნეულია ის წიგნები, რომლებზეც არ არის და-ფუძნებული დოგმატური მოძღვრება, მაგრამ ისინი მნიშვნელობას ინარჩუნებს, როგორც ზნეობრივი დამოძღვრის წყარო.

    წმიდა მოციქულთა კანონების 85-ე მუხლში ჩამოთვლილია 46 ბიბლიური წიგნი სამღვდელოთა და ერისკაცთა საყურადღებოდ.

    საერთო ქრისტიანული ტრადიციით, ძველი აღთქმის წიგნები ოთხ ნაწილად არის დაჯგუფებული: I. რჯულის წიგნები: დაბადება,

  • 12 ხუთწიგნეულის თარგმანება

    გამოსვლანი, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული; II. ისტორიული წიგნები: იესო ნავეს ძე, მსაჯულნი, რუთი, 4 მეფეთა, 2 ნეშტთა, I ეზრა, ნეემია, II ეზრა, ივდითი, ესთერი, 4 მაკაბელთა; III. სამოძღ-ვრებო წიგნები: ტობითი, იობი, ფსალმუნები, იგავნი, ეკლესიასტე, ქებათა ქება, სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე იესო ზირაქის ძისა; IV. საწინასწარმეტყველო წიგნები: ესაია, იერემია, იერემიას გოდება, იერემიას ეპისტოლე, ეზეკიელი, დანიელი, ბარუხი, ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქა, ნაუმი, აბაკუმი, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია, III ეზრა.

    ამათგან მართლმადიდებლური ტრადიცია არაკანონიკურად მიიჩნევს II ეზრას, ივდითის, მაკაბელთა წიგნებს, სოლომონის სიბრ-ძნეს, იესო ზირაქის ძის სიბრძნეს, იერემიას ეპისტოლეს, ბარუხისა და III ეზრას წიგნებს. კათოლიკური მოძღვრების თანახმად კი, ჩა-მოთვლილთაგან არაკანონიკურადაა მიჩნეული მხოლოდ III და IV მაკაბელთა წიგნები, II და III ეზრა.

    ძველი აღთქმის 51 წიგნს მოიცავს ბიბლიის თარგმანი ახალ ქართულ ენაზე, რომლის გამოცემა საქართველოს საპატრიარქომ განახორციელა 1989 წელს. ეს არის მაქსიმალური რიცხვი. სავალ-დებულოდ არაა მიჩნეული ბიბლიურ წიგნთა შორის ჩათვალონ IV მაკაბელთა (იგი იოსეფ ფლავიუსს ეკუთვნის) და III ეზრა (რომელიც არც ებრაულ და არც ბერძნულ ენებზე არ არსებობს, შემორჩენილია მხოლოდ ლათინურზე, ძველ სომხურზე და ძველ ქართულზე).

    ***

    ხუთწიგნეულის ანუ ხუთი წიგნის ერთიანობის მოწმობა თავად ძველი აღთქმის ტექსტშია დადასტურებული. რვა განსხვავებული სახელწოდებით იხსენიება ის ბიბლიის სხვადასხვა წიგნებში: „და შემდეგ წაიკითხა იესომ რჯულის ყველა სიტყვა“ (იესო 8:34); „ნუ განეშორება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეებს“ (იესო 1:8); „როგორც ეს წერია მოსეს რჯულის წიგნში“ (იესო 8:31); „როგორც წერია მო-სეს წიგნში“ (1ეზრ. 6:18); „ეზრამ გულს იდვა უფლის რჯულის ძიება“ (1ეზრ. 7:10); „რათა ევლოთ ღვთის რჯულით“ (ნეემ. 10:28); „და ჩა-წერა იესომ ეს სიტყვები ღვთის რჯულის წიგნში“ (იესო 24:26); „თან ჰქონდათ უფლის რჯულის წიგნი“ (2ნეშტ. 17:9).

    რჯულში წმიდა წერილი ხუთწიგნეულს გულისხმობს, რადგან

  • 13შ ე ს ა ვ ა ლ ი

    დანარჩენი წიგნები ამ ეპოქაში ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი, მათი დრო ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი. ეს არის პირველი კრებული, რო-მელმაც დასაბამი მისცა ძველი აღთქმის კორპუსს.

    ახალ აღთქმაში ხუთწიგნეული იმავე სახელწოდებებით იხსენი-ება: რჯულის წიგნი (გალ. 3:10), მოსეს წიგნი (მარკ. 12:26 იესოს პი-რით), მოსეს რჯული (ლუკ. 2:22), უფლის რჯული (ლუკ. 2:23), რჯული (მათ. 12:5, იესოს პირით), რაც მისი მთლიანობის ძველი ტრადიციის გვიანდელი მოწმობაა.

    ამ სახელწოდებებიდან ვიგებთ, რომ 1) ეს არის რჯული თავისი შინაარსით; 2) ეს არის წიგნი თავისი ფორმით; 3) ეს არის უფლის (ღვთის) რჯული (მისი ღვთიური წარმოშობის მოწმობა); 4) ეს არის მოსეს დაწერილი წიგნი (მისი ადამიანური წარმოშობის მოწმობა).

    რას ნიშნავს რჯული, ებრ. თორაჰ? ებრაული სიტყვა წარმოდ-გება ზმნიდან ჲარაჰ, რომლის კაუზატიური ფორმის ამოსავალი მნიშვნელობაა „(ისრის) ტყორცნა“, „სხურება“, „წვიმება“, ხოლო მე-ორადი, მეტაფორული: „მიმართულების მიცემა“, „განსწავლა“, „და-მოძღვრა“. ამრიგად მორეჰ ნიშნავს „მოძღვარს“, „მერჯულეს“ (ვინც იყო მოსე), თორაჰ — „მოძღვრებას“, „კანონს“, „რჯულს“. მეტაფორა ეფუძნება სისწორეს, რომელსაც ქმნის ისრის, უდაბნოს ადამიანის ერთადერთი იარაღის, მიმართულება და, მეორე მხრივ, იდეას ცხო-ველმყოფელობისა, რაც უდაბნოს მკვიდრთათვის მოაქვს წვიმას.

    რჯულს ამ წიგნის სახელწოდებაში ორგვარი მნიშვნელობა აქვს. რჯულს, საკრალურ და საზოგადოებრივ კანონმდებლობას, რაც საფუძვლად უდევს ისრაელის ცხოვრებას, გამჭოლად მოიცავს ხუთწიგნეული, იგი გასდევს ხუთივე წიგნს. მაგრამ ხუთწიგნეულში არანაკლები, შესაძლოა, მეტი ადგილი უჭირავს ნარატივს, რომელიც ინახავს ისრაელის საზოგადოების ასევე ფუძემდებლურ აქტებს, რაც კანომდებლობასთან ერთად მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის განმსაზღვრელ რჯულს წარმოადგენს.

    ამრიგად, ხუთწიგნეული ძველი აღთქმის მონუმენტური შენო-ბის საძირკველია. ამავე დროს, ის მისი განსრულება და გვირგვინიც არის. ის არის ისრაელის საზოგადოების ამგვარყოფნის მიზეზიც და მიზანიც. ამ აზრით, იგი ისტორიის დასაბამში, უდაბნოს თავისუფლე-ბაში შეიქმნა და ისტორიული პროცესის გავლით მეტაისტორიის თა-

  • 14 ხუთწიგნეულის თარგმანება

    ვისუფლებაში გადადის. ვიდრე ხუთწიგნეულის ცალკეული წიგნების განმარტებას შე-

    ვუდგებოდეთ, მოვიხილოთ ეს წიგნები მათს მთლიანობაში, რამაც მისი — ხუთწიგნეულის — საზრისი უნდა წარმოაჩინოს.

    ვფიქრობ, რამდენადაც წიგნის საზრისი რჩეული ერის ქმნა-დობის ისტორიაა (ახლო და შორეულ პრეფიგურატივულ პერსპექ-ტივაში), წიგნი მკვეთრად გეო-ანთროპოცენტრულია. ყველაფერი, რაც იქმნება, ადამიანისთვის იქმნება, ღვთის ხატისთვის, და, საბო-ლოოდ, ისევ ღმერთს, პირველ ხატს უბრუნდება.

    წიგნში ოთხი ეტაპია, შესაბამისად, ოთხი, ურთიერთგარდამავა-ლი და ურთიერთგამმსჭვალავი თემა:

    I. ნივთიერი სამყარო. ცასა და მიწას შორის, რომლებიც შეადგენენ მთელს კოსმოსს, უხილავსა და ხილულ სამყაროს, შემოქმედი აირჩევს მიწას (პირველი არჩევა).

    II. ადამი. ის ჩანაფიქრი და ის წესი, როგორც ადამი შეიქმნა, მის რჩეულობაზე მეტყველებს (მეორე არჩევა).

    III. კაცობრიობა. ვისზეც შემოქმედი ზრუნავს და ვისაც სჯის, არა ანგელოზთა სამყაროა, არამედ ადამის ცოდვილი მოდგმა (მესამე არჩევა).

    IV. ერთი ხალხი. აბრაამის წიაღიდან გამოსული არანაკლები ცოდვილი ხალხი უფლის რჩეული ერია (მეოთხე არჩევა). აქედან გამომდინარე, ხუთწიგნეულის ყურადღების შუაგულ-

    შია მიწა, ადამიანი, კაცობრიობა, რჩეული ერი. ისინი გადასკვნილ-ნი არიან ერთმანეთთან ერთმანეთის მიმართ პასუხისგებლობით, საერთო მომავლისკენ მიმართულნი, ხსნის ერთიან განგებულობაში გაერთიანებულნი. მიწის საიდუმლო ადამიანის საიდუმლოა, კაცობ-რიობის საიდუმლო — რჩეული ერის საიდუმლო, რომლის ისტორია, უნიკალობისა და განუმერებლობის მიუხედავად, პოტენციურად ყვე-ლა ხალხისა და, ბოლოს, მთელი კაცობრიობის ბედისწერის მატა-რებელია.

    ხუთწიგნეულის უმეტესი ნაწილი რჩეული ერის თავგადასავალს აქვს დათმობილი. პირველ რიგში, ეს წიგნი, თუ მას გარედან შევხე-დავთ, ერთი განკერძოებული ხალხის ისტორიაა, რომლის აბსოლუ-ტური გენეზისი იწყება არა მხოლოდ აბრაამ მამამთავრით, არც მხო-

  • 15შ ე ს ა ვ ა ლ ი

    ლოდ ადამით; ის იწყება მიწის გაჩენიდან, როგორც იმ ასპარეზიდან, სადაც უნდა მოსულიყო მხსნელი, რჩეული, იმ რჩეული და შემდგომ მოჯანყე ანგელოზის ხელით დანგრეული სამყაროს აღსადგენად და მოსაპოვებლად. ამ კოსმიური (და, კერძოდ, საკაცობრიო) ამოცანის განხორციელებაში შემოქმედმა არა ანგელოზები, არა ქერუბიმ-სე-რაფიმნი, არამედ ადამიანი აირჩია.

    ხუთწიგნეული მოგვითხრობს ადამიანების და მათ საქმეთა შე-სახებ, და ღვთის შესახებ მხოლოდ იმ მხრიდან, რა მხრიდანაც ის ცალკეულ ადამიანთა და ხალხების ისტორიის წარმმართველია. ამიტომ ვამბობთ, რომ ბიბლია და, კერძოდ, ხუთწიგნეული ანთრო-პოცენტრული წიგნია. ჩვენს წინაშე ჩაივლიან ადამიანები, ადამიან-თა ტიპები — უმნიშვნელონი (ეპიზოდურნი) და მნიშვნელოვანნი, გლახაკნი და დიდებულნი, კერძონი და საზოგადოებრივნი, უჩინონი და რჩეულნი, რომლებზეც მეტ-ნაკლებად გადადის პროვიდენციის მიერ მათზე დაკისრებული საყოველთაო ხსნის ტვირთი. არ უნდა ვი-ფიქროთ, რომ ისინი მონურად ემორჩილებიან განგების ხელს, ისინი ავტომატური არსებანი არ არიან, მათ თავიანთი ერთხელ მოცემუ-ლი ცხოვრება აქვთ და უფრთხილდებიან მას, ყოველთვის არ არიან მზად, ღვთიური განგებისთვის თავის გასაწირად. არ უნდა დაგვავიწ-ყდეს, რომ ისინიც ადამიანები არიან, ჩვენსავით ხრწნადი ხორცით მოსილნი. გვმართებს პიეტეტი მათ მიმართ. მართალია, მათ გან-გებამ ესქატოლოგიური ამოცანები დაუსახა, მაგრამ ეს ამოცანები ყოფით-ადამიანური საშუალებებით ხორციელდება. მათი უშუალო საზრუნავი საკუთარი თავი, ოჯახი, ცხვრის ფარა და უდაბნოში გათხ-რილი ჭებია, უფალი კი ამ საზრუნავების მეშვეობით ახორციელებს უწინარეს ყოველთა საუკუნეთა განგებულებას. მე მინდა ვთქვა, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ამოცანები კი — ღვთიური აქვთ. რამდენად ჰქონდათ მათ შეგნებული საკუთარი მისია? რა იცოდნენ და რა არ იცოდნენ თავიანთი მისიის შესახებ აბრაამმა, ისაკმა (რომელმაც ესავი აირჩია) და იაკობმა (რომელმაც რჩეული შვილი მოსაკლავად გაგზავნა ძმებთან)?

    მარტინ ბუბერი ერთგან წერს, რომ ბიბლია არ იძლევა ადამიან-თა ტიპებს და ხასიათებს, არამედ — ადამიანებს გარემოებებში. და-ვეთანხმებით: ბიბლია არ არის მხატვრული ნაწარმოები, რომ მის ავტორთა მიზანი ტიპებისა და ხასიათების ხატვა იყოს. მე ვიტყოდი,

  • 16 ხუთწიგნეულის თარგმანება

    რომ ესა თუ ის ტიპი და ხასიათი ქმნის ამა თუ იმ, სწორედ ამგვარ და არა სხვანაირ გარემოებას, უფრო სწორად, ადამიანის ხასიათი (ფართოდ გაგებული) განსაზღვრავს იმ გარემოებას, რომელშიც იგი აღმოჩნდება; ადამიანი თავად ქმნის იმ გარემოებას, რომელშიც მას უხდება მოქმედება. სამოქმედო სიტუაცია მისი პიროვნებისგან გან-ყენებულად არ არსებობს. ბიბლიური პატრიარქი იბადება თავისი შე-საძლებლობებით, რომელთა მანიფესტაცია ამა თუ იმ გარემოებაში ხდება. ისაკი ვერ მოხვდებოდა იმ გარემოებაში, რამაც აბრაამისგან მოითხოვა მოტაცებული ძმისწულის, ლოტის, დახსნა ტყვეობიდან, რომლის შედეგად განხორციელდა ესქატოლოგიურ-მეტაისტორი-ული შეხვედრა მელქისედეკთან. ეს არ იყო ისაკის მოწოდება; და არც ხილვა ანგელოზთა კიბისა, რომელიც იხილა მისმა ძემ იაკობმა ლუზში, საზღვარზე, როცა იგი გარბოდა. ისაკი არასოდეს აღმოჩნ-დებოდა ისეთ სიტუაციაში, რომ გასაქცევად ჰქონოდა საქმე. სამაგი-ეროდ, მასზე, როგორც სამსხვერპლო პირუტყვზე, დაღირებული იყო მახვილი და მას უნდა დაეთმინა ეს განსაცდელი. ის, რაც შეემთხვათ აბრაამს და ისაკს მორიას მთაზე, მხოლოდ ამ ორს – მამა-შვილს უნდა შემთხვეოდათ. ჩვენ ვიღებთ ბიბლიურ მამამთავარს ყველა-ფერთან ერთად, მთელს გარემოებასთან ერთად, რომლისგანაც იგი ელის გამოწვევას, რათა უპასუხოს საკუთარი ერთადერთი და უნი-კალური პასუხით, რაშიც ჩათრეულია საგნები, მოვლენები და ადა-მიანები, ურთიერთობები, — ეს მისი ცხოვრებაა, მისი არა მხოლოდ აწმყო, არამედ წარსულიც და მომავალიც.

    ხუთწიგნეულის ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს დაახლოებით 500 წელს, ძვ. წელთაღრიცხვის XVIII-XIII საუკუნეებს, ევფრატის გა-დალახვიდან, როცა აბრაამმა დატოვა ქალდეველთა ური, იორდა-ნის აღმოსავლეთ ნაპირზე დაბანაკებამდე, როცა მისი თესლიდან წარმოშობილი ორმილიონიანი ხალხი მიადგა მას, რათა გადაელა-

    ხა და მამამთავართა მდგმურობის ქვეყანაში დამკვიდრებულიყო.

  • წიგნი დაბადებისა

    ებრაულ ტრადიციაში ხუთწიგნეულის პირველ წიგნს სათაურად აქვს მისი პირველი სიტყვა ბერეშით — „დასაწყისში“; მისგან განსხ-ვავებულია ბერძნული სეპტუაგინტასეული (აქედან ლათინური) სა-ხელწოდება, რომელიც დამკვიდრდა დასავლურ ენებში, მათ შორის, ქართულში: გენესის — „დაბადება“, „შესაქმე“. ეს ორი სახელწოდე-ბა — ებრაული და ბერძნული ორი არსებითი მხრიდან გვიმხელენ წიგნის შინაარსს: მისი ძირითადი თემაა შექმნა-შემოქმედება, რო-გორც ფუძემდებლური ღირებულება, რასაც გამოხატავს მისი პირ-ველი სიტყვა. ამ წიგნში ყველაფერი პირველად ხდება, როგორც აბსოლუტურ დასაწყისში, რომელიც არ გულისხმობს წინაპერიოდს ან მოტივაციას. რა იყო ცა-და-მიწის შექმნამდე ან რატომ შეიქმნა? როგორ ცხოვრობდა აბრაამის საგვარეულო ქალდეველთა ურში და რისთვის გამოვიდა იქიდან? რაც ბერეშითში ხდება, პირველად ხდე-ბა, ამდენად არქეტიპულია ყველა ქმნილება და მოვლენა, მთელი რეალობა და ან მისი ნაწილი: დილა-საღამო — ერთ დღედ, პირ-ველქმნილი მცენარე — თავის გვარისდა მიხედვით, ადამი — ღვთის ხატად, აბრაამი — რჩეული ერის (რაც ღვთისხატობის ერთი გამოვ-ლენაა) სახედ, კაენი — მკვლელის ტიპად, აბელი — მსხვერპლად, ნოე — სრულ და მართალ კაცად... ისაკი — აღთქმის ძედ, ისმაელ-ესავი — ხორციელ შვილად...

    წიგნში შეგვიძლია ოთხი, ერთმანეთთან დაკავშირებული ან ერთმანეთისგან გამომდინარე, ნაწილი გამოვყოთ:

    1. სამყარო ანუ ნივთიერი სინამდვილე — მიწა და რაც მიწაზეა მათი შექმნის პროცესში, შესაქმის ექვსი დღე (1:1-25); ადამის შექმნა, ადამი და ევა სამოთხეში (1:26-31; 2:18-24).

  • 18 ხუთწიგნეულის თარგმანება

    2. ადამის ცოდვა და სასჯელი (3); ადამის ცოდვის ნაყოფი: აბელი და კაენი, კაენის ცოდვა (4).

    3. პირველი კაცობრიობა წარღვნამდე (6:1-12); წარღვნა (6:13-8:1-22); წარღვნის შემდეგ — ნოე და მისი ძენი (9:1-29); ბაბილონის გოდო-ლი და ხალხების განფანტვა (11:1-9).

    4. რჩეული ერის (უფლის ერის), როგორც მთელი ხუთწიგნეულის სუბიექტის, დასაწყისი. აბრაამის გენეალოგია (11:10-32); აბრაამის გამოსვლა ხარანიდან და ქანაანში მდგმურობა, გამოცხადებები (12:1-20); ისაკი, ესავი და იაკობი (21-27); იაკობი ხარანში (28-31); იოსები ქანაანში (37); იოსები ეგვიპტეში, აღზევება (39-41); იაკობი და მისი ძენი ეგვიპტეში (42-50).

    ცა და მიწა(1:1-2)

    ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქვეყანაჲ მოსცა ძეთა კაცთასა.

    (ფსალ. 113:24)

    „დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ — ასე იწყება ბიბ-ლია. ამ სიტყვებს მოსდევს შესაქმის ექვსდღიანი პროცესის აღწე-რა. როგორც ჩანს, ეს „დასაწყისში (სხვანაირად „დასაბამში“, ან, ძველი ქართული ვერსიით, „დასაბამად“) შესაქმის დღეთა გარეშე დგას, წინ უსწრებს მათ და, რაკი წინ უსწრებს, მისი „ადგილი“ უდ-როჟამობაშია. ამ უდროჟამო „დასაწყისში“ უფლის ნება ქმნის „ცას და მიწას“, ანუ უხილავს და ხილულს, სულიერი და ნივთიერი სამყა-როების ერთიანობას, კოსმოსს, რომლის ცნების გადმოსაცემად არც ძველებრაულ ენაში, არც სხვა სემიტურ ენებში, და არც შუმერულში არ არსებობდა საკუთრივი სიტყვა. კოსმოსის ცნება გამოიხატებო-და ამ სიტყვათა (ცა და მიწა) შეწყვილებით. მეორე მხრივ, ცნებაში „ცა“ (დედანში ეს სიტყვა მრავლობით ფორმაშია) იგულისხმება ან-გელოზური სამყარო, რომელიც ღმერთმა მიწაზე უწინარეს შექმნა. წმ. გრიგოლ ნოსელის იგავური თქმით, ეს ცა ის ოთხმოცდაცხრამე-ტი ცხვარია, რომლებიც კეთილმა მწყემსმა, ერთი დაკარგული მე-ასე ცხვრის საძებნად წასულმა, მიატოვა. დაკარგული ცხვარი ადა-

  • 19წიგნი დაბადებისა

    მიანთა მიწაა, რომლისკენაც არის მიპყრობილი შესაქმის ავტორის მთელი გულისყური. დაბადების წიგნი არაფერს გვამცნობს ცის შექ-მნაზე, ანგელოზთა გაჩენაზე, ეს საიდუმლოდ რჩება ადამიანისთვის. როგორია ის ცა, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ვიცით, როგორი იყო მიწა თავდაპირველად, ვიდრე შესაქმის ექვსი დღე დაიწყებოდა.

    მიწის თავდაპირველი მდგომარეობის გადმოსაცემად გამოყე-ნებულია ორი სიტყვა — თოჰუ და ბოჰუ, რომელთა ზუსტი მნიშვნე-ლობა დაუდგენელია, განუსაზღვრელია ისევე, როგორც პირველქ-მნილი მიწის სახე ან, უფრო სწორად, უსახობა თუ უსახურობა. „და მიწა იყო თოჰუ და ბოჰუ“, რაც შეიძლება გავიგოთ როგორც: „მიწა იყო უსახურ-უდაბური“, რაც უნდა გამოხატავდეს მიწის ქაოტურ მდგომარეობას. ეს სიტყვები წყვილად კიდევ ორგზის გვხვდება წმი-და წერილში, ორივეგან „არარაობის“, „შეუქმნელობის“ და „უდა-ბურების“ მნიშვნელობით. „შევხედე მიწას და, აჰა, თოჰუ-და-ბოჰუ იყო“ (იერ. 4:23; იხ. აგრ. ეს. 31:14). ცალკე თოჰუ: „არა ამაოდ (თოჰუ) შექმნა იგი (მიწა), არამედ სამკვიდრებელად“ (ეს. 45:18). ქართული თარგმანის უქმი და ურგი იცავს და ასახავს დედნისეული თოჰუ -უა-ბოჰუს მარცვლების რაოდენობას, რაც თავისი საზრისი აქვს ამ ნა-ხევარ-სიტყვებისათვის; ამავე დროს თავისი უარყოფითი მორფო-სემანტიკით იტვირთავს უდაბურობის ნიუანსს.

    იმავე მუხლში „ბნელი იყო უფსკრულზე“ აზუსტებს პირვანდე-ლი ქაოსის ბუნებას — ეს არის სიბნელე (ხოშექ) და უფსკრული, (თე-ჰომ), მაგრამ ეს არ არის სიცარიელე; აქადური თი(ჰ)ამათ - ზღვის (საიდანაც უნდა იყოს ნასესხები თეჰომ) ანალოგიით — უნდა იყოს წყლის პირველარსებული სტიქია, როგორც ამას ადასტურებს მომ-დევნო ფრაზა: „და სული ღვთისა ფრთონავდა წყლებზე“. მაშასადა-მე, მიწას თავდაპირველად წყლის სტიქიის სახე ჰქონდა, ოღონდ ეს სახე მრუმე და მღვრიეა. ავტორი აქ გადმოსცემს მატერიის შექმნას არარაობიდან — მისი ამგვარი სახე არარაობასა და არსებობას შო-რის შუალედური მდგომარეობის მიმანიშნებელია. ამ ქაოსში სინათ-ლე და წესრიგი, დაბოლოს, სიცოცხლე შეაქვს ღვთის სულს (რუახ ელოჰიმ). მისი მოქმედება გადმოცემულია მიმღეობის ფორმით მე-რახეფეთ ზმნური ძირიდან რხფ, რომელიც ერთხელ კიდევ გვხვდე-ბა ძველ აღთქმაში თავის ბარტყებზე გადაფოფრილი ფრინველის მოქმედების აღსაწერად: „როგორც არწივი... ზედ ეფოფრება თავის

  • 20 ხუთწიგნეულის თარგმანება

    მართვეებს“ (რჯლ. 32:11). ჩვენს თარგმანში „ფრთონავდა“ ფრინვე-ლის ფრთების მოძრაობას გამოხატავს. მართალია, მეტაფორულად, მაგრამ უფრო უკეთესად და უფრო ზედმიწევნით ძნელია ღვთის სუ-ლის (წმიდა სულის) მოქმედების გაგება, როგორც ეს ბასილი დიდს აქვს გაგებული „ექვსთა დღეთაში“, სადაც თავის მხრივ დამოწმე-ბულია ამ ადგილის სირიული თარგმანი: „და ვითარ იქცეოდა იგი ზედა წყალთა? მე გაუწყო შენ, არა თუ თავით ჩემით ვიტყვი, არამედ თქუმულისა მისგან კაცისა ასურასტანელისა, განშორებულისა სიბრ-ძნისაგან ამის სოფლისა და მახლობელისა მეცნიერებისაგან ჭეშმა-რიტისა. რამეთუ იტყოდა იგი, ვითარმედ: სიტყვაჲ ასურასტანელთაჲ უფროჲს გამოჩინებულ არს თარგმანებისათვის წიგნთაჲსა, რამეთუ მახლობელ არს იგი ებრაელებისა. და თარგმანებაჲ, ძალი სიტყვი-საჲ ამის არს რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: იქცეოდა იგი, ესე იგი არს, ვითარმედ: იტფობდა და განაცხოველებდა ბუნებასა წყლისა-სა, ვითარცა იგი ქმნის ქათამმან მატფობარმან, რომელმან მისცის ძალი განმაცხოველებელი მისგან დატფობილთა მათ...“ ღვთის სუ-ლის მოქმედება აქ შემსგავსებულია კრუხის მოქმედებას, რომელიც აზის თავის წიწილებს გასათბობად თუ კვერცხებს გამოსაჩეკად. ასე-ვე „ჩეკს“ სული სამყაროს (ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ებრაული სიტყვა რუახ — „სული“ — დედრობითი სქესისაა).

    ნათელი იქმნება პირველ დღესვე ღვთის სიტყვით: „იყოს ნა-თელი“ (1:3). მეორე დღეს განათებულ ქმნილებაში შემოდის წესრი-გი ღვთისავე სიტყვით: „იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები“. გამიჯვნა — ეს არის კოსმოგონიური პირველადი აქტი, რომელსაც მოჰყვება სხვა აქტები, სიტყვის ძალით აღსრულებული. მესამე დღეს ერთმანეთს ემიჯნება ის ელემენტი, რომელიც ამ ქა-ოსიდან უნდა გახდეს რეალური წყალი, — ეს (ჩვენი) წყალი, — და ის ელემენტი, რომელიც უნდა იყოს რეალური მიწა, — ეს (ჩვენი) მიწა, ნიადაგი, ხმელეთი. ეს ხორციელდება ღვთის სიტყვით: „შეიკრიბოს ერთგან ცისქვეშეთის წყლები და გამოჩნდეს ხმელეთი“ (1:9). ამ აქ-ტით უკვე შექმნილია მიწა, მაგრამ მას ესაჭიროება განმზადება, რაც იმავე, მესამე, დღეს ხორციელდება მცენარეულობის წარმოშობით და გრძელდება მომდევნო დღეებში საფეხურებრივად. აქვე უნდა დავძინოთ, რომ მეორე დღეს შექმნილი ცა (შამაიმ „ცანი“) „მიწი-ერი“, ხილული ცაა და არა ის უხილავი ცა, რომელიც პირველ მუხ-

  • 21წიგნი დაბადებისა

    ლშია დასახელებული. ამ ცას და ამ მიწას – ორივეს — ერთი წიაღი აქვს: თოჰუ-და-ბოჰუ. ეს ცა იმ ცის მიწიერი ხატია, როგორც სიმბო-ლო სულიერი სამყაროსი.

    შესაქმის ხუთი დღე (1:3-23)

    მცენარეს აღმოაცენებს უკვე მიწა თავისი ძალით, რადგან მასში ჩადებულია ეს შესაძლებლობა (უნარი): „აღმოაცენოს მიწამ მცენა-რეული“ (1:11). მცენარე აღმოცენდება (ჲაცა) მიწის წიაღიდან ისეთად, რომ მას შეეძლოს თავისივე მსგავსის, თავისი გვარის წარმომშობი ნაყოფის (თესლის) გამოღება. მცენარემ უნდა გამოიღოს ნაყოფი, რომელშიც იქნება მისივე აღმომაცენებელი თესლი (ზერაყ). მესამე დღეს მიწა (ერეც) განმზადებულია.

    მეოთხე დღე არის შემზადება ცოცხალ არსებათა შესაქმნელად — ამ დღეს ღმერთი აკეთებს (ყასაჰ) ორ მნათობს (მზესა და მთვა-რეს) და ვარსკვლავებს, რაც იმავდროულად არის დღისა და ღამის ერთმანეთისგან გამიჯვნის აქტი. მიწის განმზადების შემდეგ ხდება მიწისზედა შრის, ატმოსფეროს მოწესრიგება (1:14-18).

    მეხუთე დღეს ღმერთი ქმნის (ბარა) წყლის მკვიდრთ (თევ-ზებს და სხვა არსებებს) და ცაში მფრინველთ (1:20-22). ესენიც იმავე პრინციპით იქმნებიან, როგორც მცენარეები წარმოიშვნენ: მცურა-ვი და მფრინველი ატარებენ თავის თავში თესლს, საიდანაც მათი-ვე მსგავსი, მათი გვარის არსება უნდა დაიბადოს. ეს ერთი საერთო დღე მათი შესაქმისა რაღაც ნიშნით აერთიანებს მათ ერთმანეთთან; შესაძლოა, მათ ანათესავებდეთ სივრცეში (ჰაერში და წყალში) გა-დანაცვლების, მოძრაობის ერთგვარობა, ერთი პრინციპი.

    მეექვსე დღე. ცხოველები (1:24-25)

    მეექვსე დღე შესაქმის მწვერვალია. ამ დღეს ღმერთმა გააჩინა საკუთრივ მიწიერი არსებანი — ცხო-

    ველები და ქვემძრომნი — და, ბოლოს, კაცი (1:25-27). ცხოველთა შესახებ ორი რამ უნდა ითქვას. მათ გაჩენაზე ნათქ-

  • 22 ხუთწიგნეულის თარგმანება

    ვამია: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსება (ნეფეშ ხაჲჲაჰ) თავ-თა-ვისი გვარის მიხედვით... (1:24). შემოქმედი კი არ ქმნის მათ უშუალოდ „თავისი ხელით“, არამედ წარმოაშობინებს მიწას. ამით გახაზულია ცხოველში მიწიერი ქვედაზიდული ბუნება, უფრო ზუსტად, ცხოველ-თა სიცოცხლის მიწიერი განსაზღვრულობა. ცხოველის სამშვინველი მიწასთან არის ნაზიარები, კაცის (ადამის) სული კი უშუალოდ ღვთის მიერ არის შთაბერილი. მეორე: „გააჩინა ღმერთმა მიწის ცხოველი (ხაჲჲათ ჰა-არეც) თავ-თავისი გვარის მიხედვით და პირუტყვი (ბე-ჰემაჰ) თავ-თავისი გვარის მიხედვით...“ (1:25). ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთმა ორი ბუნების ცხოველები გააჩინა: ერთნი, რომლებიც ექვემდებარებიან მოშინაურებას; მეორენი, რომლებიც არ ექვემდე-ბარებიან და ადამიანთა საზოგადოების გარეშე ველურებად, გარე-ულებად რჩებიან. მათ შორის ფუნდამენტური სხვაობაა კაცობრი-ობის მთელი ისტორიის მანძილზე. ცხოველთა მოშინაურების პრო-ცესი დიდი ხანია დასრულდა, გარეულნი კი გარეულებად დარჩნენ, რადგან მათი ბუნება სწორედ ამგვარად, „თავისი გვარის მიხედვით“ შეიქმნა. თავ-თავისი გვარი კიდევ იმაზე მიუთითებს, რომ თითოე-ული გვარის პირუტყვი ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებ-ლად შეიქმნა და არა ისე, რომ ჯერ ერთი ცხოველური არსება შექმ-ნილიყო ერთმანეთისგან გვარეობით განსხვავებული ცხოველების წინაპრად.

    ცხოველთა სამყარო მრავალრიცხოვანი გვარის არსებათაგან შედგება, კაცი კი, ადამი, ერთიანი კაცობრიობის წინაპარია. ადამი ერთი უნიკალური გვარისდა მიხედვით შეიქმნა.

    მექვსე დღე. ადამი (1:26-31; 2:1-25)

    კაცის (ადამ) შექმნის მნიშვნელოვნობა გადმოცემულია ზმნის მრავლობითი რიცხვით: „გავაკეთოთ“ (ნაყასე), რაც მხოლოდ ამ შემთხვევაშია გამოყენებული. საეკლესიო გადმოცემით, ეს მრავ-ლობითი რიცხვი გულისხმობს წმიდა სამების (ღმერთი, სიტყვა, სუ-ლიწმიდა) თათბირს ისეთი არსების შესაქმნელად, რომელიც უნდა იყოს ხატი (ცელემ) და მსგავსება (დემუთ) ღვთისა, სხვა დანარჩენ ქმნილებათა შორის გამორჩეული. ამგვარად, კაცი იქმნება როგორც

  • 23წიგნი დაბადებისა

    ღვთის რჩეული. ეს არის მეორე (მიწის შემდეგ) ღვთისმიერი არჩე-ვა შესაქმის პროცესში. პირველ ყოვლისა, ადამიანის ღვთის ხატობა უნდა გამოჩნდეს იმაში, რომ იგი უნდა იყოს ყოველი ქმნილებისა და თავად „მთელი მიწის“ პატრონი (1:26), მსგავსად სამყაროს შემოქ-მედისა და პატრონისა — ღვთისა. რადგან მისთვის არის შექმნილი მიწაც და ყველაფერი, რაც მასზეა, რაც მასშია და რაც მის ზემოთ არის. იოანე ოქროპირი წერს, რომ ღვთის ხატი ადამიანში მისი ბუ-ნების ღირსებაზე კი არ მიუთითებს, არამედ პატრონობის უნარზე. და, როგორც პატრონი აძლევს სახელებს თავის საპატრონებელთ (შვილებს და სხვათა), ასევე ადამს ღმერთმა შექმნისთანავე შესძინა უნარი ცხოველებისთვის სახელების მიცემისა (2:19). ღვთიური თათ-ბირით შექმნილი ადამი, კაცი, რთული არსებაა. კაცი გულისხმობს მამა-კაცს და დედა-კაცს. „მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“, ამბობს ტექსტი (1:27). აქ გამორიცხულია პირველგაჩენილი ადამის წარმოდგენა ანდროგინად, ორსქესიან არსებად, ამის ნებას არ იძ-ლევა სიტყვა „ისინი“. ადამიანი არ არის მხოლოდ მამრი, და არ არის მხოლოდ დედრი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ წყვილი (მამრი და დედრი) არის მთლიანი ადამიანი, ღვთის ხატად შექმნილი ადამის იდეის მატარებელი.

    ებრაული სიტყვა ადამ, რომელიც საერთო ძირს აჩენს მიწის (ნი-ადაგის) აღმნიშვნელ სიტყვასთან ადამაჰ, დაბადების პირველ ორ თავში გვევლინება ერთდროულად ზოგად სახელად პირველქმნი-ლი ადამიანური არსებისა (homo) სხვა ცოცხალ არსებათა საპირის-პიროდ, და მის საკუთარ სახელადაც (Homo). ბიბლიის ამ პასაჟებში, ერთის გარდა, სადაც ის პირველად არის ნახსენები („გავაჩინოთ ადამი...“), ეს სახელი გაფორმებულია განსაზღვრული არტიკლით (ჰა-ადამ), რაც თითქოს გამორიცხავს მის საკუთარ სახელად აღქ-მას დღევანდელი მკითხველისთვის, მაგრამ არტიკლს აქ სხვა ფუნქ-ცია უნდა ჰქონდეს. არტიკლი ჰა- თითქოს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს არსება ერთადერთია ქმნილებათა შორის, როგორც ღვთის ხატი. თუ სხვა არსებებზე (ასევე მცენარეებზე) ნათქვამია, რომ თითოეული მათგანი შეიქმნა მისი გვარის მიხედვით, ანუ სულდგმული მრავა-ლი სხვადასხვა გვარის არსებობს, კაცი შეიქმნა თავისი ერთადერთი გვარის მიხედვით, რომელიც დანარჩენი სამყაროს სულდგმულთა მთელ მრავალსახეობას უპირისპირდება და, როგორც ღმერთია ერ-

  • 24 ხუთწიგნეულის თარგმანება

    თადერთი თავის აბსოლუტურობაში, ასევე ერთადერთია მის ხატად შექმნილი არსებაც.

    დაბადების პირველ ორ თავში ადამ სახელის ხსენების ოცი შემ-თხვევიდან აბსოლუტური უმრავლეობა ჰა ნაწევრით არის; ქრთულ თარგმანში მათ შეესატყვისება ადამი, როგორც მეექვსე დღის ბო-ლოს შექმნილი არსების, კაცის, საკუთარი სახელი, რომელიც ასე-ვე მისი გვარეობითი სახელია (ჰა-ადამ როგორც კაცის სახელი და, როგორც მისი მოდგმის სახელი). დანარჩენ ორიოდე შემთხვევაში, როცა ამ სიტყვას ჰა-ნაწევარი არ ახლავს, იგი ითარგმნება როგორც „კაცი“ („გავაკეთოთ კაცი“, 1:26, „კაცი არ იყო, რომ მიწისთვის ემსა-ხურა“, 2:5).

    ადამ-ადამა(ჰ) - ამ ორი სიტყვის ფონეტიკური დამთხვევა აჩენს ილუზიას, თითქოს პირველკაცის სახელი მიწის სახელიდან მომდი-ნარეობდეს, რაკი ის მიწის მტვერისგან არის გაკეთებული. ბუნებრი-ვად იბადება კაცის სახელის ამგვარი ეტიმოლოგია, მაგრამ როგორც ყოველი ხალხური ეტიმოლოგია, ესეც მცდარია. მიწა (ნიადაგი) არ არის პრიორიტეტული ადამის სუბსტანციისთვის. მის გაჩენაზე ადრე ცხოველებზეა ნათქვამი, რომ „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსება...“ (თუმცა „მიწისთვის“ დედანში გამოყენებულია არა ადამაჰ, არამედ ერეც, რაც არსებით განსხვავებას არ უნდა იძლეოდეს). ბიბლიის ეს ადგილი მიწისეულად უფრო ცხოველს წარმოგვიდგენს, ვიდრე ადამს. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან წარმოშობა მიწიდან (1:24) და შექმნა მიწისგან (2:7) - პირველი ფუნდამენტურ-სიღრმისე-ულია, მეორე - მხოლოდ მასალებრივი.

    ყველაფერი, რაც არსებობს, ამ ექვსი დღის განმავლობაში შეიქ-მნა და, რაც შეიქმნა, სრულყოფილებით შეიქმნა, რასაც ადასტუ-რებს ღვთის მიერ ექვსგზის, ყოველი დღის ქმნილების მოხილვისას, წარმოთქმული: „კარგია“ (ტოვ) და ერთგზის, საბოლოოდ, შესაქმის მთელს ნაყოფზე, მის მთლიანობაზე, ნათქვამი: „ძალიან კარგია“ (ტოვ მე’ოდ). ღვთის მიერ, აბსოლუტური არსების მიერ გამოთქმუ-ლი შეფასება, ცხადია, აბსოლუტური ჭეშმარიტების გამომხატველია.

    შესაქმის, როგორც მთლიანობის, სრულყოფილება მომდევ-ნო თავშიც არის დადასტურებული: „გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მწყობრითურთ“ (2:1). დედნისეული სიტყვა (ცაბა’’), რომელიც აქ თარგმნილია, როგორც „მწყობრი“ შესაძლებელია აღნიშნავდეს

  • 25წიგნი დაბადებისა

    „მორთულობას“ (ან „სამკაულს), ეტიმოლოგიურადაც იგი შეიცავს „სიმწყობრის“ იდეას, რაც ადეკვატურად არის გადმოცემული ბერძ-ნულ თარგმანში (კოსმოს).

    მეშვიდე დღეს შემოქმედი წყვეტს შემოქმედებით პროცესს — ეს დღე „შაბათია“ — (შაბათ) „შეწყვეტა“, საიდანაც იღებს იგი „დასვე-ნების“ მნიშვნელობას. ღმერთმა „წმიდა-ყო“ ეს დღე ანუ გამოაცალ-კევა, გამიჯნა იგი სხვა დღეთაგან, მიანიჭა რა მას განსაკუთრებული სტატუსი. (აქ — 1:3 — პირველად შემოდის ძველი აღთქმის ტექსტში ბიბლიური თეოლოგიისთვის უმნიშვნელოვანესი ცნება-კატეგორია სიწმიდე, რომელიც გაცხადებულია ამ სამ თანხმოვანში: კდშ).

    მეორე თავში ავტორი უბრუნდება ადამს, რადგან ის არის შესაქ-მის გვირგვინი — მისთვის შეიქმნა ყველაფერი, რაც შეიქმნა. ამ თავ-ში სწორედ ამ კუთხით არის განმეორებული მცენარეთა, ცხოველთა და ადამის შესაქმე. მაგრამ ამ მეორე მოთხრობაში შესაქმის რიგი შეცვლილია: „ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო მიწაზე... და ადამი არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა... და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვერისაგან...“ (2:5-7). უფრო ქვემოთ, ადამის გამოსახ-ვის შემდეგ „გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყოველი ცხოველი...“ (2:19). თითქოს ადამის შექმნა წინ უსწრებს მცენარეთა და ცხოველთა გაჩენას. ბიბლიის კრიტიკა ფიქრობს, რომ აქ არსება-თა შესაქმის ორი განსხვავებული ტრადიციაა ერთმანეთზე ხელოვ-ნურად მიკერებული, რომ თითქოს ეს ორი ტრადიცია ეწინააღმდე-გება ერთმანეთს. პასუხი ასეთი იქნება: ეს ორი მოთხრობა თუნდაც განსხვავებული ტრადიციიდან მომდინარეობდეს, ერთმანეთის მი-ყოლებით მათ არსებობას ტექსტში თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს. თი-თოეულ ამ გადმოცემას თავისი ფუნქცია აქვს და სხვადასხვა კუთ-ხით გამგვიმარტავს ადამიანის შესაქმის მიზანს, ადამიანის ბუნებას და მის ადგილს ცოცხალ არსებათა სამყაროს იერარქიაში.

    პირველ თავში ადამიანი შესაქმის ბოლო ეტაპია, როგორც გვირგვინი შესაქმისა. ის ყველაზე ბოლოს იქმნება, როგორ�