Top Banner
მმმმმმმმმმმ 2. მმმმმმმმ მმმმმმმმმმ 1. მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ 2. მმმმმმმ მმმმმმმმ 3. მმმმმმმ მმმმმ 4. მმმმმმმ მმმმმმმმ 5. მმმმმმმ მმმმმმმმ 6. მმმმმმმმმ მმმმმმმმ მმ მმმმმმმ 7. მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმ, მმმმმმ მმ მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ 8. მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმ/მმმმმმმ 9. მმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმ მმმმმ 1. მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ ააააააა ააააააა აააააააააააა ააააა ააააააააააა აა აააააა ააააააააააა. 1. მმმმმმ ააააააააააააა ააააააააააა აააააა ააააააააააა აააააააა ააააააააა ააააააა აა ააააააააააა ააააააა აააააა აააააააა ააააააა აააააა ააააააა. 2. მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ აააააააააა აააააააა აააააააააააა აააააააააააა: - აააა ააააააააა ააააა; - აააა ააააააააა აააააა; - აააა აააააააა (ააააააააა) აააააააა; - აააა აააააააა (ააააააააა) აააააააა; Ctrl აა - აააა ააააააა ააააა; Ctrl აა - აააა ააააააა აააააა; Ctrl აა - აააა ააააააა აააააააა; Ctrl აა - აააა ააააააა აააააააა; Home – ააააააააა აააააააააა; End – ააააააააა ააააააააა; Ctrl აა Home – აააააააააა აააააააააა; Ctrl აა End – აააააააააა ააააააააა; ააააააააა ააააააა აააააააააა 2. მმმმმმმ მმმმმმმმ 1
8

Ziritadi Operaciebi 2mecadineoba

Jun 10, 2015

Download

Documents

datiko43
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: Ziritadi Operaciebi 2mecadineoba

მეცადინეობა 2. ძირითადი ოპერაციები

1. გადაადგილება დოკუმენტში2. ტექსტის მონიშვნა3. ტექსტის წაშლა4. ტექსტის გადატანა5. ტექსტის კოპირება6. ბრძანების გაუქმება და აღდგენა7. ტექსტის ფრაგმენტის ძებნა, შეცვლა და ობიექტზე სწრაფი გადასვლა8. არაბეჭდვადი სიმბოლოების ჩვენება/დამალვა 9. სპეციალური ნიშნების და სიმბოლოების ჩასმა

1. გადაადგილება დოკუმენტში

არსებულ ტექსტში გადაადგილება ხდება კლავიატურის ან მაუსის საშაუალებით. 1. მაუსით გადაადგილების შემთხვევაში მაუსის მაჩვენებელი მიგვყავს

შესაბამის ადგილას და ვაფიქსირებთ კურსორს მაუსის მარცხენა ღილაკზე ერთჯერ დაჭერით.

2. კლავიატურის კლავიშებით დოკუმენტში კურსორის გადაადგილება შესაძლებელია:

- ერთი სტრიქონით ზემოთ; - ერთი სტრიქონით ქვემოთ; - ერთი პოზიციით (სიმბოლოთი) მარჯვნივ; - ერთი პოზიციით (სიმბოლოთი) მარცხნივ;Ctrl და - ერთი აბზაცით ზემოთ;Ctrl და - ერთი აბზაცით ქვემოთ;Ctrl და - ერთი სიტყვით მარჯვნივ;Ctrl და - ერთი სიტყვით მარცხნივ;Home – სტრიქონის დასაწყისში;End – სტრიქონის დასასრულს;Ctrl და Home – დოკუმენტის დასაწყისში;Ctrl და End – დოკუმენტის დასასრულს;

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

2. ტექსტის მონიშვნა

ტექსტის ფრაგმენტის მონიშვნა აუცილებელია მასზე რაიმე მოქმედების შესასრულებლად (ფორმატირება/რედაქტირებისათვის).

სტანდარტულად ტექსტის მოსანიშნად მაუსის მაჩვენებელი მივიტანოთ მოსანიშნი ფრაგმენტის დასაწყისთან, დავაჭიროთ თითი მაუსის მარცხენა კლავიშს და არ აუშვათ მაუსს ისე გადავიტანოთ მაჩვენებელი ფრაგმენტის ბოლოს. მონიშნული ფრაგმენტი გამოიყოფა თეთრი ტექსტით შავ ფონზე.

მაუსით მონიშვნის ხერხები : სიტყვა მოინიშნება სიტყვაზე მაუსის ორჯერ დაჭერით (ან ნებისმიერი ლუწი

რაოდენობის დაწკაპუნებით);

1

Page 2: Ziritadi Operaciebi 2mecadineoba

წინადადება მოინიშნება Ctrl კლავიშითა და მაუსის წინადადების არეში ერთდროული დაჭერით;

მაუსის ერთჯერ დაჭერით მარცხენა მინდორში (როდესაც მაუსის მაჩვენებელი მარჯვნივ გადახრილი ისრის ფორმას იღებს) მოინიშნება მის გასწვრივ მდებარე სტრიქონი;

აბზაცი მოინიშნება აბზაცის არეში (ან მარჯვენა მინდორში) მაუსის სამჯერ დაჭერით;

მაუსის ორჯერ დაჭერით მარცხენა მინდორში მოინიშნება მის გასწვრივ მდებარე აბზაცი (როდესაც მაუსის მაჩვენებელი მარჯვნივ გადახრილი ისრის ფორმას იღებს. ან კიდევ უფრო მარცხნივ, როდესაც მაუსის მაჩვენებელი მარცხნივ გადახრილი ისრის ფორმას იღებს);

მაუსის სამჯერ დაჭერით მარცხენა მინდორში მოინიშნება მთელი ტექსტი.კლავიატურის საშუალებით ტექსტის ფრაგმენტის მოსანიშნად კურსორი

დავაფიქსიროთ მოსანიშნი ფრაგმენტის დასაწყისში ან ბოლოს, გავააქტიუროთ Shift კლავიში და გადაადგილების კლავიშების დახმარებით მოვნიშნოთ ფრაგმენტი საჭირო მიმართულებით.

მთელი დოკუმენტის მოსანიშნად გამოიყენება Ctrl და A კლავიშთა კომბინაცია.მონიშვნის გასაუქმებლად მაუსის მარცხენა ღილაკზე დავაჭიროთ კურსორის (ან

მაჩვენებლის) ტექსტის ნებისმიერ ან მარჯვენა მინდორის ნებისმიერ არეში მოთავსებისას.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

3. ტექსტის წაშლა

ტექსტში ერთი სიმბოლოს წაშლისათვის გამოიყენება Delete ან Backspace კლავიშები. Delete შლის კურსორის მარჯვნივ მდებარე სიმბოლოს, ხოლო Backspace შლის კურსორის მარცხნივ მდებარე სიმბოლოს. Ctrl და Backspace შლის კურსორის მარცხნივ მდებარე სიტყვას ან სიტყვის ფრაგმენტს, Ctrl და Delete შლის კურსორის მარჯვნივ მდებარე სიტყვას ან სიტყვის ფრაგმენტს.

ტექსტის ფრაგმენტის წასაშლელად საჭიროა მოვნიშნოთ ტექსტის შესაბამისი ფრაგმენტი და შემდეგ წავშალოთ Delete ან Backspace კლავიშით.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

4. ტექსტის გადატანა

ტექსტის გადატანა დოკუმენტის ერთი ადგილიდან მეორეზე, ერთი დოკუმენტიდან სხვა დოკუმენტში ან სხვა პროგრამაში, შესაძლებელია შუალედური მეხსიერების ანუ ბუფერის გამოყენებით.

ტექსტის გადატანის პროცესი ხორციელდება შემდეგი მიმდევრობით:1. მოვნიშნავთ ტექსტის შესაბამის ფრაგმენტს;2. მონიშნული ტექსტის დოკუმენტიდან ამოჭრა და ბუფერში გადატანა შესაძლე-

ბელია მოცემული ბრძანებებიდან ერთ-ერთის გამოყენებით: Edit მენიუდან Cut ბრძანებით;

სტანდარტული ინსტრუმენტების ველიდან Cut ღილაკით; Ctrl და X კლავიშთა კომბინაციით.

მაუსის მარჯვენა კლავიშის დაჭერით გახსნილი კონტექსტური მენიუდან Cut ღილაკით.

2

Page 3: Ziritadi Operaciebi 2mecadineoba

3. კურსორი დავაყენოთ იმ ადგილას, სადაც გვინდა ამოჭრილი ტექსტის ჩასმა;4. ტექსტის ფრაგმენტის ჩასამელად ბუფერიდან დოკუმენტში შესაძლებელია

მოცემული ბრძანებებიდან ერთ-ერთის გამოყენებით: Edit მენიუდან Paste ბრძანებით;

სტანდარტული ინსტრუმენტების ველიდან Paste ღილაკით; Ctrl და V კლავიშთა კომბინაციით;

მაუსის მარჯვენა კლავიშის დაჭერით გახსნილი კონტექსტური მენიუდან Paste ღილაკით.

ფურცლის ფარგლებში ტექსტის ფრაგმენტის გადატანა შესაძლებელია მაუსის საშუალებით:

1. ვნიშნავთ ტექსტის შესაბამის ფრაგმენტს;2. მივიტანოთ მაუსის მაჩვენებელი მონიშნულ ფრაგმენტთან ისე, რომ

მაუსის მაჩვენებელმა მიიღოს ისრის ფორმა, დავაჭიროთ ხელი მაუსის მარცხენა ღილაკს და გადავიტანოთ მონიშნული ფრაგმენტი შესაბამის ადგილას.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

5. ტექსტის კოპირება

ტექსტის კოპირების პროცესი ხორციელდება შემდეგი მიმდევრობით:1. მოვნიშნავთ ტექსტის შესაბამის ფრაგმენტს;2. მონიშნული ტექსტის დოკუმენტიდან ბუფერში კოპირება შესაძლე-

ბელია მოცემული ბრძანებებიდან ერთ-ერთის გამოყენებით: Edit მენიუდან Copy ბრძანებით;

სტანდარტული ინსტრუმენტების ველიდან Copy ღილაკით; Ctrl და C კლავიშთა კომბინაციით;

მაუსის მარჯვენა კლავიშის დაჭერით გახსნილი კონტექსტური მენიუდან Copy ღილაკით;

3. კურსორი დავაყენოთ იმ ადგილას, სადაც გვინდა ტექსტის ჩასმა;4. ტექსტის ფრაგმენტის ჩასამელად ბუფერიდან დოკუმენტში შესაძლე-

ბელია მოცემული ბრძანებებიდან ერთ-ერთის გამოყენებით: Edit მენიუდან Paste ბრძანებით;

სტანდარტული ინსტრუმენტების ველიდან Paste ღილაკით; Ctrl და V კლავიშთა კომბინაციით;

მაუსის მარჯვენა კლავიშის დაჭერით გახსნილი კონტექსტური მენიუდან Copy ღილაკით:

სტანდარტული ინსტრუმენტების ველიდან Paste Special ღილაკით, როცა გვინდა კოპირება ფორმატირების მოხსნით ან შეცვლით (მაგალითად: როცა არ გვინდა კოპირებულ ფრაგმენტში ბმულის შენარჩუნება, Paste Special დიალოგურ ფანჯარაში ავირჩევთ: Unformatted text)

ფურცლის ფარგლებში ტექსტის ფრაგმენტის გადაკოპირებისათვის შესაძლებელია მაუსის საშუალებით:

1. მოვნიშნავთ ტექსტის შესაბამის ფრაგმენტს;

3

Page 4: Ziritadi Operaciebi 2mecadineoba

2. მივიტანოთ მაუსის მაჩვენებელი მონიშნულ ფრაგმენტთან ისე, რომ მაუსის მაჩვენებელმა მიიღოს ისრის ფორმა, გავააქტიუროთ Ctrl კლავიში და მაუსზე თითის აუღებლად გადავიტანოთ მონიშნული ფრაგმენტი შესაბამის ადგილას.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

6. ბრძანების გაუქმება და აღდგენა

შესრულებული ბრძანების გაუქმება ანუ ერთი მოქმედებით უკან დაბრუნება შესაძლებელია მოცემული ბრძანებებიდან ერთ-ერთის გამოყენებით:

1. Edit მენიუდან Undo ბრძანებით;

2. სტანდარტული ინსტრუმენტების ველიდან Undo ღილაკით;3. Ctrl და Z კლავიშთა კომბინაციით.

გაუქმებული ბრძანების აღდგენა ანუ ერთი მოქმედებით წინ გადასვლა შესაძლებელია მოცემული ბრძანებებიდან ერთ-ერთის გამოყენებით:

1. Edit მენიუდან Redo ბრძანებით;

2. სტანდარტული ინსტრუმენტების ველიდან Redo ღილაკით;3. Ctrl და Y კლავიშთა კომბინაციით.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

7. ტექსტის ფრაგმენტის ძებნა, შეცვლა და ობიექტზე სწრაფი გადასვლა

Microsoft Word-ის დოკუმენტთან მუშაობისას შესაძლებელია ტექსტის ფრაგმენტის ძებნის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლა სხვა ფრაგმენტით.

ტექსტის ფრაგმენტის ძებნა და შეცვლა შესაძლებელია მოცემული ბრძანებებიდან ერთ-ერთის გამოყენებით:

1. Edit მენიუდან Find (Replace) ბრძანებით;2. F5 ფუნქციონალური კლავიშით;ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა Find and Replace, რომელსაც გააჩნია სამი

ჩანართი: Find, Replace, Go To.

ტექსტის ფრაგმენტის ძებნა ხდება Find ჩანართით:

Find what – ველში იკრიბება საძიებელი ტექსტი;

Find next – ღილაკით სრულდება ძებნის ბრძანება.

ნაპოვნი ტექსტის ფრაგმენტი გამოი-ყოფა დოკუმენტში, დიალოგური ფანჯარა კი რჩება ეკრანზე, Find next ღილაკით შესაძლებელია ძებნის გაგრძელება, თუ იგივე ფრაგმენტი ტექსტში მეორდება.

More ღილაკის გააქტიურებით დიალოგურ ფანჯარას ემატება Search Options განყოფილება შემდეგი შესაძლებლობები:

Search ჩამოშლად სიაში შეგვიძლია მიუთითოთ ძებნის დიაპაზონი: Up-ზევით, Down-ქვევით an All-ყველგან ძებნა.

4

Page 5: Ziritadi Operaciebi 2mecadineoba

Match case – ჩამრთველი უზრუნველყოფს, რომ ძებნა განხორციელდეს რეგისტრის გათვალისწინებით;

Find Whole words only – ჩამრთველი უზრუნველყოფს, რომ ტექსტის მითითებული ფრაგმენტი მოიძებნოს, როგორც ცალკე სიტყვა.

ტექსტის ფრაგმენტის ძებნა და შეცვლა ხდება Relpace ჩანართით:Find what – ველში იკრიბება

საძიებელი ტექსტის ფრაგმენტი;Replace with – ველში იკრიბება ტექსტის

ფრაგმენტი რომლითაც უნდა შეიცვალოს მოძებნილი ტექსტი;

Replace – გამოყოფილი ფრაგმენტის შეცვლა და ძებნის გაგრძელება;

Replace All – ყველა მითითებული ფრაგმენტის შეცვლა;Find Next – ძებნის გაგრძელება გამოყოფილი ფრაგმენტის შეუცვლელად;

Go To ჩანართის საშუალებით ხდება სხვადასხვა ობიექტზე სწრაფი გადასვლა.Go to what ჩამონათვალში ვირჩევთ

ობიექტს, ხოლო Enter page number (ან Section, Line, და ა.შ.) ველში კი რიცხვი ან ობიექტის დასახელება. მაგალითად: იმის მიხედვით მოცემული გვერდიდან რამდენი გვერდით გვინდა წინ ან უკან გადანაცვლება, შეგვყავს შესაბამისი დადებითი ან უარყოფითი რიცხვი.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

8. არაბეჭდვადი სიმბოლოების ჩვენება/დამალვა

ტექსის აკრეფისას გამოყენებული ზოგიერთი სიმბოლო არ იბეჭდება, მაგრამ გამოიყენება დოკუმენტში ტექსტის განლაგების კონტროლისათვის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ჩანდეს ასეთი სიმბოლოები ტექსტის აკრეფვისას, თუ იყოს ისინი უხილავი. ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი მათგანი:

აღნიშნავს ცხრილს 

.. აღნიშნავს ინტერვალს

¶ აღნიშნავს პარაგრაფის დასასრულს

.... აღნიშნავს ფარულ ტექსტს

იმისათვის, რომ გამოჩნდეს არაბეჭდვადი სიმბოლოები საჭიროა:

5

Page 6: Ziritadi Operaciebi 2mecadineoba

1. მონახეთ სტანდარტული ინსტრუმენტების ზოლზე ღილაკი პიქტოგრამით

2. დააწკაპუნეთ Show/Hide ღილაკზე. არაბეჭდვადი სიმბოლოების საჩვენებლად ღილაკმა უნდა მიიღოს ნარინჯისფერი.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

9. სპეციალური ნიშნების და სიმბოლოების ჩასმა

ტექსტში სპეციალური ნიშნების და სიმბოლოების ჩასმისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დიალოგური ფანჯარა Insert.

სიმბოლოების ჩასასმელად:1. მიიყვანეთ კურსორი ტექსტის იმ ადგილას, სადაც გინდათ სიმბოლოს ჩასმა და დააწკაპუნეთ.2. Insert მენიუში დააწკაპუნეთ ოპციაზე Symbol და გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში აირჩიეთ Symbols.3.ორჯერ დააწკაპუნეთ სიმბოლოზე, რომლის ჩასმაც გინდათ. (მაგალითად: ჩავსვათ ევროს აღმნიშვნელი სიმბოლო €)4.დახურეთ დიალოგური ფანჯარა.

სპეციალური ნიშნების ჩასასმელად:

1. მიიყვანეთ კურსორი ტექსტის იმ ადგილას, სადაც გინდათ სიმბოლოს ჩასმა და დააწკაპუნეთ.2. Insert მენიუში დააწკაპუნეთ ოპციაზე Symbol და გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში აირჩიეთ Special Caracters.3. ორჯერ დააწკაპუნეთ სპეციალური ნიშანზე, რომლის ჩასმაც გინდათ. (მაგალითად ჩავსვათ საავტორო უფლების აღმნიშვნელი სპეციალური ნიშანი ©) შენიშვნა სპეციალური ნიშნის © ჩასასმელად შიძლება გამოიყენოთ კლავიშების კომბინაცია Alt+Ctrl+C. 4. დახურეთ დიალოგური ფანჯარა.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

6

Page 7: Ziritadi Operaciebi 2mecadineoba

7