Top Banner
რრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრრ © მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმ www.tpdc.ge 1
21

random-140909121715-phpapp01.docx

Feb 20, 2016

Download

Documents

Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: random-140909121715-phpapp01.docx

როგორ დავგეგმოთ პროექტგაკვეთილი

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიwww.tpdc.ge

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება

1

Page 2: random-140909121715-phpapp01.docx

იმისათვის, რომ მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროექტგაკვეთილი იყოს ეფექტიანი, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების თავისებურებები, რადგან პროექტზე დაფუძნებული სწავლება სწორედ ამ თანამედროვე საგანმანათლებლლო თეორიიდან ამოდის.პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგია. ასეთი ტიპის სწავლების დროს მოსწავლეები რეალური ცხოვრებისეული პრობლემების კვლევის გზით იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ წარმატებების მიღწევაში.პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მიზანია პედაგოგმა მოსწავლეებს დაანახოს საკითხი, პრობლემა, რომელიც მრავალგვარი მიდგომითა და გზით შეიძლება გადაიჭრას, რომელზეც არ არსებობს ერთი სწორი ან არასწორი პასუხი, საჭიროებს ძიებას, ალტერნატივების დაშვებას და იდეების ჩამოყალიბება-განვითარებას. მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ნასწავლი მასალა, მათ მიერ დამოუკიდებლად მოძიებული ინფორმაცია და პრობლემის გადაჭრის მათეული ხედვა უნდა მიუსადაგონ რეალური ცხოვრების მიზნებსა და მოთხოვნებს. პრობლემის გადაჭრა მოითხოვს აზროვნების ისეთ კომპლექსურ უნარებს, როგორიცაა ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. პირველად უნდა მოხდეს პრობლემის განსაზღვრა, გაანალიზება; შემდეგ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტები; ბოლოს უნდა ამოვარჩიოთ და განვახორციელოთ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა და შევაფასოთ მისი ეფექტურობა. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში, რომელსაც უხდება წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება. კერძოდ, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც მას უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელიც აქვს. ამ მიზნით იგი არკვევს, თუ რა უნდა იცოდეს დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად. Aმ პროცესში მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას და ახერეხებს მის გადაჭრას. ბოლოს, მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს – თვითშეფასება არის მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევა, რაც მას ეხმარება ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავალაში.პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის დროს მოსწავლე არის პრობლემისგადამჭრელი, რომელიც ცდილობს პრობლემის გაგებას, ეძებს გამოსავალს დაამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზას.

მაშასადამე, პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება რამდენიმე საფეხურს მოიცავს:1. პრობლემის გამოკვეთა და განსაზღვრა

2

Page 3: random-140909121715-phpapp01.docx

• შეკითხვების – რა, სად, როგორ, როდის, ვისთან და რატომ – დასმა, რათა მოკლედ აღიწეროს პრობლემა (ტექსტის, დიაგრამის, ფორმულის, ცხრილის გაგება; სხვადახვა წყაროს ერთმანეთთან დაკავშირება და ა.შ.);• პრობლემის დანაწევრება სხვადასხვა შემადგენელ ან დაკავშირებულ პრობლემად;• პრობლემის პრიორიტეტების მიხედვით დალაგება (იმ შემთხვევაში, როცა ერთდროულად რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული პრობლემაა წარმოდგენილი).

2. პრობლემის ჩამოყალიბება და წარმოდგენა• პრობლემის საწყისი საფეხურის აღწერა, დამასრულებელი საფეხურის აღწერა, დასაშვები პროცედურების აღწერა, შეზღუდვების გამოყოფა;• პრობლემის წარმოდგენა ხელსაყრელი გზით, მაგ.: ვერბალურად ან/და ვიზუალურად ან წარმოდგენის ახალი ფორმის მოძებნა.

3. პრობლემის შესახებ ინფორმაციისა და რესურესების ორგანიზება და ცოდნისმობილიზება• პრობლემის შესატყვისი ინფორმაციის ამორჩევა;• პრობლემის გადაქცევა ამოცანად. იმის გამიჯვნა, თუ რა არისცნობილი და რა არის საძიებელი;• გამოცდილებაზე დაყრდნობით ამოცანის ტიპზე წარმოდგენის შექმნა და, შესაბამისად, საძიებელი არეალის შეზღუდვა;• ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება.

4. შესაძლო ალტერნატივების ან გადაჭრის გზების მოძიება• იდეების თავისუფლად, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე წარმოჩენა;• მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებული ყველა ორიგინალურიიდეის, მოულოდნელი და არასტერეოტიპული ანალოგიის და ასოციაციის წარმოდგენა.

5. პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების შერჩევა• პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების შეფასება სხვადასხვა პერსპექტივიდან;• თითოეულ სტრატეგიასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკის განსაზღვრა;• უფრო რეალური და მისაღები სტრატეგიის შერჩევა (რესურსები, დრო და ა.შ.);• შერჩეული სტრატეგიის დამაჯერებლობის დასაბუთება.

6. შერჩეული სტრატეგიის განხორციელება და პროგრესზე დაკვირვება• პრობლემის გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავება (თითოეულისაფეხურის განსაზღვრა თავისი რესურსებით და დროის განრიგით);• პრობლემის გადაჭრის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებისინდიკატორების განსაზღვრა;• მოქმედების გეგმის სხვებისათვის გაზიარება და ცვლილებების შეტანა.

3

Page 4: random-140909121715-phpapp01.docx

7. შედეგების შემოწმება და შეფასება• წარმატების ინდიკატორების შემოწმება (განხორციელდა თუ არა გეგმის მიხედვით; რამდენად რეალური იყო გეგმა; რამდენად საკმარისი იყო რესურსები და სხვ.);• ახალი ცოდნის, უნარ-ჩვევების შეფასება.პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროს:

მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა, რომელსაც თავად უხდება წამოჭრილი პრობლემის გამკლავება - იგი არკვევს, თუ რა უნდა იცოდეს დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად, დამოუკიდებლად ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას, ეძებს და პოულობს გადაჭრის საუკეთესო გზას. ბოლოს, მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს – თვითშეფასება არის მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევა, რაც მას ეხმარება ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავალაში.

მასწავლებელი ქმნის ღია და მხარდამჭერ გარემოს, იგი გამოდის თანამშრომლის, ”ფასილიტატორის” როლში, რაც მოსწავლეს ეხმარება პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ სწავლაზე და გახდეს აქტიური შემმეცნებელი.

მოსწავლე ახდენს ცოდნის სისტემატიზაციას და სკოლაში მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან ინტეგრირებას.

სწავლა მოსწავლისთვის ხდება უფრო საინტერესო და სახალისო, რაც ზრდის მათში შინაგან მოტივაციას;

მოსწავლეებს უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები; მოსწავლეებს უვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის და

კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

როგორ უნდა შეარჩიოს მასწავლებელმა პრობლემური ტიპის ამოცანები?პრობლემური ტიპის ამოცანები შესაძლოა ეხებოდეს სიტუაციებს,სადაც საჭიროა:1. არჩევანის გაკეთება;2. გადაწყვეტილების მიღება;3. შედარება-შეპირისპირება;4. დაკავშირება-კანონზომიერების აღმოჩენა;5. შეუთავსებლობის აღმოფხვრა;6. ობიექტებზე შეხედულების შეცვლა;7. ექპერიმენტის, ცდის ჩატარება;8. კვლევა-ძიება;9. შემოქმედებითი მიდგომის გამოყენება /გადაწყვეტის ორიგინალური გზისძიება

რა კონკრეტული სტრატეგიები შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებისას?

• მოსწავლეებისთვის შეკითხვების დასმა, რომლებიც მათგან მოითხოვს4

Page 5: random-140909121715-phpapp01.docx

ინფორმაციის წარმოდგენის ალტერნატიული გზების მოძებნას, რომლებიც განსხვავებულია ტექსტში მოყვანილი თუ მასწავლებლის მიერ დასახულისგან.• ერთი და იმავე მოვლენის, იდეის და ფენომენის სხვადასხვა კონტექსტშიგანხილვა და შედარება;• ალტერნატიული და განსხვავებული დასასრულის ძიება;• როლების გადათამაშება და ხელმეორედ გადახედვა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გადამოწმდეს, ხომ არ გამორჩა რაიმე ან რაიმე შეცდომა ხომ არ დაუშვა;• ისეთი იდეის ჩართვა, რომელიც, ერთი შეხედვით უცხოა ტექსტისთვის;• ინფორმაციის განზრახ წაშლა ან გამოტოვება;• გათამაშება იმისა, „თუ რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ. . .“;• მოცემული განცხადების, წინადადების ან სიტუაციის სოციალური კონტექსტის განხილვა, გამორკვევა;• სხვადასხვა ტიპის წინასწარი მოსაზრების განხილვა.პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის დადებითი მხარეებია:

• სწავლა არის მოსწავლეზე ორიენტირებული და არა მასწავლებელზეცენტრირებული;• სწავლის მოდელი მოსწავლეებში აყალიბებს თვითკონტროლის დათვითმართვის უნარ-ჩვევებს.• ეს მოდელი მოსწავლეს ასწავლის მომავლის დაგეგმვას, რეალობისგააზრებას, ემოციების გამოხატვას;• მოდელი მოსწავლეს აძლევს უნარს, დაინახოს მოვლენები მრავალმხრივდა უფრო ღრმა პერსპექტივით;• ეს მოდელი მოსწავლეს უვითარებს პრობლემის გადაჭრის უნარს;• ეს მოდელი მოსწავლეს უბიძგებს აითვისოს ახალი მასალა და ცნებებიპორბლემის გადაჭრის პროცესში;• მოსწავლეს უვითარებს კომუნიკაციისა და სოციალურ, ჯგუფური თუგუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს;• ავითარებს მოსწავლის ზედა დონის სააზროვნო უნარ-ჩვევებს (ბლუმისმიხედვით – ანალიზი, სინთეზი და შეფასება), კრიტიკული აზროვნებისდა სამეცნიერო აზროვნების უნარ-ჩვევებს;

• იძლევა თეორიის და პრაქტიკის გამთლიანების შესაძლებლობას. მოსწავლესაძლევს არსებულ ცოდნასთან ახალი ცოდნის შერწყმის დაკონკრეტულ საგანში მსჯელობის უნარ-ჩვევებს;• ზრდის როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის სწავლის და სწავლებისმოტივაციას;• მოსწავლეები სწავლობენ დროის მართვას, ამოცანაზე კონცენტრირებას,მონაცემების შეგროვებას, ანგარიშის მომზადებას და შეფასებას.• მოსწვლეს უვითარებს სწავლის უნარ-ჩვევებს, რითაც მას მთელიცხოვრების მანძილზე შეუძლია „უწყვეტი განათლების“ მიღება.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის ეფექტიან განხორციელებას,

5

Page 6: random-140909121715-phpapp01.docx

შესაძლებელია, ხელი შეუშალოს შემდეგმა გარემოებებმა:

• მასწავლებლებისთვის ძნელია სწავლების ძველი სტილის შეცვლა;• პრობლემური სიტუაციების გადაჭრა მოსწავლისაგან მოითხოვს საკმაოდდიდ დროს და ძალისხმევას;• პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა მოითხოვს მდიდარ სამუშაო მასალასდა კვლევას;• რთულია ამ მოდელის ყველა კლასში განხორციელება, განსაკუთრებით –იმ მოსწავლეებთან, რომელთაც არ ესმით რეალური, სოციალური პრობლემებისმნიშვნელობა.• პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის შედეგების შეფასება საკმაოდ რთულიადა დროში გაწელილი;

ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებსდა განათლების სხვა სპეციალისტებს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლისმეთოდის სწორად გამოყენებაში:• სწავლის პროცესი უნდა დაიწყოს პრობლემის განხილვით. პრობლემაუნდა იყოს კრიტიკული და წარმოადგენდეს „პრობლემას“ მოცემულიასაკის მოსწავლისთვის;• პრობლემური ამოცანის შინაარსი უნდა იწვევდეს მოსწავლეების ცნობისმოყვარეობასდა ინტერესს;• პრობლემური სიტუაცია არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ მოსწავლეებსუკარგავდეს მისი გადაჭრის სურვილს;• პრობლემა მოსწავლეებს უნდა აძლევდეს იმის შესაძლებლობას, რომ მათგაითავისონ პრობლემა და გაუჩნდეთ მისი გადაჭრის შინაგანი სურვილი.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული მეთოდი გახლავთ პროექტით სწავლება. (პროექტით სწავლება იხილეთ ქვეთავში - თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები).

პროექტგაკვეთილი

პროექტგაკვეთილი - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტი თ სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.

6

Page 7: random-140909121715-phpapp01.docx

სხვადასხვა პედაგოგიურ ლიტერატურაში პროექტგაკვეთილი შესაძლებელია მოხსენიებული იყოს შემდეგი სინონიმებით - პროექტმეთოდი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო პროექტები და სხვ.

მოსწავლეები მუდმივად სვამენ შეკითხვებს: რატომ გვასწავლით ამა თუ იმ საკითხს? რაში გამომადგება ეს ცოდნა? ამ კითხვებზე დამაჯერებელი  პასუხის გაცემაში მასწავლებელს სასწავლო პროექტებში მოსწავლეების ჩართვა დაეხმარება. პროექტზე მუშაობის დროს  რეალური პრობლემის გადაჭრისას  მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს  იყენებენ პრაქტიკაში. პროექტით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას  და ზრდის მათ პასუხიმგებლობას. ისინი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს, მაშინაც კი, თუ მათი შესრულება  ხანგრძლივ  ძალისხმევას მოითხოვს.

პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ.

პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში, პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის (როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. პროექტგაკვეთილი, მასწავლებელს მისცემს შესაძლებლობას სრულად წარმოაჩინოს თავისი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია როგორც სასწავლო პარტნიორმა. პროექტების მიმდინარეობისას მასწავლებელი კონსულტანტის როლს ასრულებს, ხელმძღვანელობს სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს  მიმართულებას აძლევს. ასევე, იგი უთითებს საინფორმაციო წყაროებს.

პროექტმეთოდის დამახასიათებელი ნიშნები:

პროექტგაკვეთილი სწავლების სხვა მეთოდებისგან განსხვევებით გამოირჩევა შემდეგი ტიპიური ნიშნებით:

პროექტის ინიციატივა მომდინარეობს პროექტში მონაწილეთაგან - როგორც მასწავლებლისგან, ასევე მოსწავლეთაგან;

პროექტში მონაწილეები თანხმდებიან ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებზე;

ერთად ავითარებენ პროექტის ინიციატივას, რათა საქმიანობა იყოს გააზრებული, რაციონალური;

7

Page 8: random-140909121715-phpapp01.docx

თანხმდებიან პროექტგაკვეთილის მიზანზე, აქტივობებზე, მუშაობის პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე;

თავად შემოსაზღვრავენ დროით ჩარჩოს და ამ დროს ანაწილებენ სხვადასხვა აქტივობებზე;

თანხმდებიან სამუშაოს ჩარჩოებზე - შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით ინაწილებენ სამუშაოს;

მთელი პროექტის მიმდინარეობისას ამჟღავნებენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ინტერესს, ანგარიშს უწევენ ორივეს, ორივეს კრიტიკულად აფასებენ და ავითარებენ;

მოსწავლეებს უვითარდებათ თვითორგანიზაციისა თვითპასუხისმგებლობის გრძნობა;

აფასებენ როგორც საკუთარ, ასევე პროექტის სხვა მონაწილეთა საქმიანობას;

გრძნობენ მუშაობის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებს, დაძაბულობასა და კონფლიქტებს და ცდილობენ მათ გადაჭრას;

მზად არიან სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთის დახმარებისთვის, მაშინაც კი, როცა მათი ინდივიდუალური ინტერესი არ არის წინა პლანზე;

საქმე აქვთ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და საგნებთან; მსჯელობენ ისეთ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე, რომლებსაც

თავად აწყდებიან, ეძებენ მათი გადაჭრის გზებს; თავად გეგმავენ და აწარმოებენ კვლევის პროცესს; თვალნათლივ ხედავენ პროექტის პროდუქტს; ხშირად მათთვის გამოსაყენებელ პროდუქტს იღებენ.

რა სფეროებს შეიძლება მოიცავდეს პროექტგაკვეთილის თემა?

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნაზე და გამოცდილებაზე ახლის დაშენებას, ასევე პროექტმეთოდში დიდი როლი ენიჭება მონაწილეთა მოთხოვნილებებს, მიდრეკილებებსა და ინტერესებს. პროექტგაკვეთილის თემა უნდა იყოს აქტუალური და იგი შესაძლებელია:

ეხებოდეს პრობლემას, რომლის გადაჭრა როგორც ერთი საგნის დისციპლინარული ცოდნით შემოიფარგლება, ასევე დისციპლინათშორისი გამოცდილების გამთლიანებას ემსახურება.

8

Page 9: random-140909121715-phpapp01.docx

სასურველია, რომ სხვადასხვა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ პროექტგაკვეთილები, რადგან საგანთა მომცველი - ინტერდისციპლინარული პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება ერთი და იგივე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში. ამ დროს მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი.

საპროექტო თემა სცილდებოდეს სასწავლო პროგრამას და პროექტის თემის არჩევა განპირობებული იყოს აღმზრდელობითი მიზნით, საზოგადოებაში/თაობაში არსებული პრობლემით, მოსწავლეთა ინტერესით.

კიდევ რას უნდა ითვალისწინებს მასწავლებელი პროექტგაკვეთილის დაგეგმვისას:

პროექტის დაგეგმვის დროს, გასათვალისწინებელია  შემდეგი: სასწავლო პროექტების თემის შერჩევაში, დაგეგმვაში და პრობლემის მართვაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა. მოსწავლე არ უნდა იყოს მხოლოდ შემსრულებლის და მითუმეტეს ტექნიკური შემსრულებლის როლში; პროექტში მონაწილეთათვის გადასაჭრელი პრობლემა იყოს მნიშვნელოვანი, აქტუალური; პროექტგაკვეთილი დაიგეგმოს პრაქტიკული საქმიანობისთვის და არა ღირშესანიშნავი/საჩვენებელი დღეეებისთვის; მაშასადამე, დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას; მოსწავლეთა ასაკობრივი მზაობის შესაბამისი რესურსების გამოყენება. საკმარისია თუ არა მოსწავლეთა კომპეტენცია პროექტით დასახული მიზნების და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად; საკმარისია თუ არა ვადები პროექტის შედეგების მისაღწევად; არის თუ არა  გუნდის წევრებს შორის ფუნქციები განაწილებული ისე,  რომ წარმოჩინდეს ყოველი წევრის ძლიერი მხარე.

მაშასადამე, პროექტგაკვეთილი გამოირჩევა:

9

Page 10: random-140909121715-phpapp01.docx

სიტუაციის ფლობით, ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირით და აქედან გამომდინარე პრაქტიკული გამოცდილებით (ცხოვრებისეული კავშირით სამყაროსთან).

ინტერესთა კავშირით, სადაც ინტერესი შეიძლება პროექტზე მუშაობის პერიოდში წარმოიშვას;

მიზანმიმართული დაგეგმვით; ტემპით და მონაწილეთა ქსელური კავშირით (ინფორმაციის გადაცემა

ელექტრონული გზით); ინტერდისციპლინარობით (საგანთა მომცველი პროექტები); საზოგადოებრივი მნიშვნელობით; მთლიანობით (პროექტი მოიაზრება, როგორც მთლიანი. ეს ნიშნავს,

რომ იგი ფასდება არა მარტო როგორც პროდუქტი, არამედ როგორც ერთიანი სამუშაო პროცესი);

გაკვეთილის დემოკრატიული წარმართვით; სკოლისგარეშე საწავლო დაწესებულების ჩართვით.

ინტეგრირებული პროექტგაკვეთილის შესაძლო თემა/ ნიმუში:

მას შემდეგ, რაც მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა სტატისტიკური მეთოდები და ოპერაციები, გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად (მოსწავლეების აქტიური ჩართულობით) დაგეგმა ინტეგეგრირებული ჯგუფური პროექტგაკვეთილი: მოსწავლეებს უნდა შეეგროვებინათ სტატისტიკური მონაცემები და დაედგინათ კავშირი/კორელაცია ეკონომიკურ მაჩვენებელსა და მოსახლეობის რაოდენობას შორის ქვეყნების მიხედვით.მსგავსი დავალებები ხელს უწყობენ მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის გამომუშავებას, რადგან: ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, არის მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შემცველი; ამ დავალებით მოსწავლეები გამოიყენებენ თეორიულ ცოდნას; მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ შეძენილი გამოცდილება შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვადასხვა სიტუაციაში; მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს ნასწავლი საკითხი დაუკავშიროს მსგავს თემებს სხვა სფეროში.

უნარები, რომლებიც აუცილებელია პროექტზე მუშაობის პროცესში:

პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევები, ასევე ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები. უცილებელია, მასწავლებელმა, როგორც ექსპერტმა იგრძნოს, თუ როდის არის

10

Page 11: random-140909121715-phpapp01.docx

ჩარევა საჭირო და როდის უნდა მისცეს მოსწავლეებს დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება. სპეციალისტები მასწავლებლის ამ როლს უწოდებენ „მასწავლებელი, როგორც მონაწილე ხელმძღვანელი“, ისინი იყენებენ ასევე ცნებას „ხელმძღვანელი მონაწილე“ და ამით ნათელყოფენ, რომ მასწავლებელი ახდენს მოსწავლის პროვოცირებას მისი პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში გადასაყვანად იმისასთვის, რომ მან შეიძინოს ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც გაუადვილებს პროექტზე მუშაობას:

თანამშრომლობის კომპეტენცია, რაც აუცილებელია ჯგუფური პროექტების განხორციელებისთვის;

კომუნიკაციის კომპეტენცია კონტაქტების დამყარებისთვის, პროექტში საერთო განსჯისა და მუშაობისთვის;

ორგანიზაციის კომპეტენცია, რომელიც მას გამოადგება პროექტის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში;

პროდუქციის შექმნის კომპეტენცია, რაც მას გამოადგება ტექსტების, ვიდეოების, ფოტოების, რეპორტაჟების, ვებგვერდების და სხვათა მოსამზადებლად;

ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში ნასწავლის, სხვა სიტუაციაში გამოყენების უნარი;

პასუხისმგებლობის კომპეტენცია; თვითშეფასების კომპეტენცია, რაც ნიშნავს თვითდამკვიდრების,

თვითრეფლექსიის უნარს და მოსწავლეთა დამოუკიდებლობას; პრეზენტაციის კომპეტენცია, რომელიც აუცილებელია პროდუქტის

პლენუმზე ან სულაც საზოგადოების წინაშე წარსადგენად.

პროექტგაკვეთილების ხანგრძლივობა და მოცულობა:

სასწავლო პროექტები იყოფა მცირე, საშუალო და დიდ პროექტებად.მცირე პროექტების ხანგრძლივობა ორიდან ექვს საათამდე გრძელდება და ხშირად მხოლოდ ორი ან სამი კომპონენტისგან შედგება. საშუალო პროექტების ხანგრძლივობა უნდა იყოს საშუალოდ ერთი კვირა ან ორმოცი საათი, რომელიც შესაძლოა გადანაწილდეს ერთ სემესტრზეც. დიდი პროექტების ხანგრძლივობა შესაძლებელია რამდენიმე წელი გრძელდებოდეს და მასში მონაწილეობდეს რამდენიმე ჯგუფი ან ინსტიტუცია.

პროექტმეთოდის სქემა:

პროექტებს გააჩნიათ განსაზღვრული სტადიები. ყველა სტადიაზე მთავარია მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცეს, თავად იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ნამუშევარზე.მოკლედ განვიხილოთ პროექტმეთოდის სქემა.

პროექტის ინიციატივა

11

Page 12: random-140909121715-phpapp01.docx

მასწავლებელი ან ჯგუფის ერთი ან რამდენიმე წევრი აღძრავს კონკრეტულ პროექტზე სტიმულს. იგი ჯგუფის წინაშე წარადგენს იდეას, მის აქტუალობას, მოხაზავს ამოცანებს. ეს არის შეთავაზება აუდიტორიისადმი/მომავალ პროექტში პოტენციური მონაწილეებისადმი. ამ შეთავაზებიდან განვითარდება თუ არა პროექტი გადაწყდება ჯგუფში დისკუსიის შედეგად.

დისკუსია პროექტინიციატივის ირგვლივ (შედეგი - პროექტის მონახაზი)

ამ ეტაპზე ხდება პროექტინიციატივის განხილვა. შემოთავაზებული პროექტინიციატივა დისკუსიის პროცესში შესაძლებელია შეივსოს, დაიხვეწოს. ხშირად ხდება, როდესაც ინიციატივა ახალ იდეებს წარმოშობს. პროექტის პოტენციური მონაწილეები განიხილავენ ყველა შემოთავაზებულ იდეას, მის აქტუალობას, მიზანს, განხორციელების შესაძლებლობებს, მონაწილეობის სურვილს და სხვ.დისკუსია პროექტინიციატივის ირგვლივ შესაძლებელია დასრულდეს ნეგატიური შედეგით. პროექტის იდეამ ვერ ჰპოვოს თანხმობა. პოზიტიური შეთანხმების შემთხვევაში დისკუსია სრულდება პროექტის მონახაზით.

ქმედების სფეროს ერთობლივი განვითარება (შედეგი - პროექტის გეგმა)

ამ ეტაპზე მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ როდის იწყებენ პროექტზე მუშაობას, რა აქტივობებია/ამოცანებია განსახორციელებელი მიზნის მისაღწევად, რა დრო დასჭირდება თითოეული აქტივობის შესრულებას, რა რესურსებია აუცილებელი, სად შეიძლება მათი მოძიება, პროექტში მოსწავლეები სათითაოდ იმუშავებენ თუ ჯგუფებში, იმუშავებენ ერთიდაიგივე, თუ სხვადასხვა თემებზე. განსაზღვრავენ, პროექტის წარმატებით განხორციელებაში რა წვლილის შეტანა შეუძლიათ. ამ დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა ადექვატურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. მაშასადამე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დამუშავდეს ვინ, როგორ, რას და რა დროში აკეთებს. რაც უნდა დასრულდეს პროექტის გეგმით.

დაგეგმილის განხორციელება - როდესაც პროექტში მონაწილეებიშეთანხმდებიან პროექტის გეგმაზე და წერილობით გააფორმებენ მას, იწყება პროექტის განხორციელების პროცესი. პროექტში მონაწილე თითოეული პირი პასუხისმგებელია იმ ამოცანაზე, რომლის შესრულებაც თავად აიღო საკუთარ თავზე, ან პროექტის სხვა მონაწილეებმა დააკისრეს. პროექტის მიმდინარეობის პროცესში სასურველია მოხდეს პროექტის შუალედური შეფასება/მონიტორინგი, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს პროექტის გეგმაში.

პროექტის დასასრული - პროექტგაკვეთილი სრულდება შედეგების პრეზენტაციით (მაგ: წერილობითი ანგარიში, მაკეტი, აქცია, გამოფენა, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა.შ.).

განხორციელებული პროექტის განხილვა და საბოლოო შეფასება - ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეები კიდევ ერთხელ მსჯელობენ პროექტზე, მიღწეულ შედეგზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რაც ხშირად ბადებს ახალი პროექტის განხორციელების იმპულსებს. მაშასადამე, პროექტი მთავრდება და იბადება ახალი პროექტის იდეები.

12

Page 13: random-140909121715-phpapp01.docx

როგორი უნდა გაფორმდეს პროექტის გეგმა?

1. პროექტის დასახელება – პროექტის სათაურში ლაკონურად ასახეთ პროექტის ძირითადი არსი.

2. პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება - აღნიშნეთ კონკრეტული პრობლემა, რომლსაც ეძღვნება პროექტი და არგუმენტირებულად დასაბუთეთ მისი აქტუალობა.

3. მიზანი - ჩამოაყალიბეთ პროექტის მიზანი, რომელიც უნდა იყოს ნათლად და კომპაქტურად ფორმულირებული, იგი უნდა აღწერდეს პროექტის მოსალოდნელ შედეგებს.

მაგალითად, ზემოთ მოყვანილი პროექტგაკვეთილის მიზანი შეიძლება ჩამოყალიბებული იყოს შემდეგნაირად: მიზანი: მოსწავლეებმა შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები და დაადგინონ კავშირი/კორელაცია ეკონომიკურ მაჩვენებელსა და მოსახლეობის რაოდენობას შორის ქვეყნების მიხედვით.

4. აღწერეთ ამოცანები და განხორციელების გზები – ამოცანები ის ეტაპებია, რომელთა თანმიმდევრული და ზუსტი განხორციელებით რეალიზდება მიზანი; მაშასადამე, ამოცანები არის საშუალება მიზნის მისაღწევად. პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი თითოეული ამოცანისათვის წარმოადგინეთ:

მოკლედ და მკაფიოდ ფორმულირებული ამოცანების აღწერა;

ამოცანის განსახორციელებლად საჭირო დრო (შეიძლება დროის ტაბულის შედგენა. რაც ძალზე მოხერხებულია ვადების საჩვენებლად. მაშინ როდესაც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა რამ არის დაგეგმილი, ტაბულაზე ეს შეიძლება თვალსაჩინოდ  აისახოს).

ამოცანის განსახორციელებლად საჭირო რესურსები; ამოცანის მოსალოდნელი შედეგი; მოსალოდნელი შედეგის ამსახველი მასალა. ამოცანის შესრულებაზე ძირითადი პასუხისმგებელი პირი;

განხორციელების გზები - გულისხმობს კიდევ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენს მიერ დასმული ამოცანების შესასრულებლად. განხორციელების გზები არის პროცესი რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვებს:

1) “როგორ?” - როგორ განახორციელებთ თქვენი პროექტის ამოცანებს? 2) “ვინ” - ვინ მონაწილეობს თქვენი პროექტის განხორციელებაში? და რა არის მათი ფუნქციები პროექტში?

13

Page 14: random-140909121715-phpapp01.docx

ამ ეტაპზე მოსწავლეები აგროვებენ მასალას, უკეთებენ ანალიზს. პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ სხვადასხვა უნარები. მაგ. კვლევითი პროექტისას _ ინტერვიუს აღების, ლიტერატურაზე მუშაობის, სტატისტიკური დამუშავების, მასალის ანალიზის და სხვ. უნარები. შემოქმედებითი პროექტის შესრულებისას _ შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი ტექნიკური ცოდნა და უნარები, როგორიცაა ვიდეოკამერასთან მუშაობა; შემოქმედებითი უნარები _ ტრანფარანტების და დროშების დასამზადებლად. საუკეთესოა პროექტი, რომელიც მოსწავლეებისგან მოითხოვს მათი ყველა უნარის გამოყენებას: კვლევითის, შემოქმედებითის, სოციალურის. მასწავლებელმა მოსწავლეებს სასურველია შესთავაზოს განსაკუთრებული მეთოდი ან ტექნიკური მოწყობილობა, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ მუშაობის პროცესში, მაგრამ პასუხისმგებელნი საკუთარ სამუშაოზე თავად მოსწავლეები არიან.

5. მოსალოდნელი შედეგებიამ ნაწილში უნდა აღწეროთ ის სავარაუდო ეფექტი ან მოსალოდნელი შედეგი, რაც მოჰყვება პროექტის წარმატებით განხორციელებას.  შედეგები რეალისტური უნდა იყოს და  პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან უნდა გამომდინარეობდეს.პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად, კორექტული ფორმით იქნება წარმოდგენილი. შედეგები შეიძლება იყოს ანგარიში, ფილმი, გამოფენა, აუდიოკასეტა, ლექცია, სურათი, კონფერენცია... უმჯობესია, თუ წარმოდგენილი იქნება არა მარტო კვლევის შედეგები, არამედ პროექტზე მათი მუშაობის ყველა სტადია; სადაც ჩანს, რას გრძნობენ მოსწავლეები შესწავლილ პროექტთან დაკავშირებით, რა ცოდნა და უნარები შეიძინეს. სამუშაო შეიძლება წარდგენილი იყოს კლასის, ან უფრო ფართე აუდიტორიის წინაშე.

6. პროექტის შეფასება და თვითშეფასება. იმდენად, რამდენადაც ერთი და იგივე პროექტი ხშირად რამდენიმე სფეროს მოიცავს, სამუშაოს შეფასება შეიძლება რამდენიმე პედაგოგს მოუწიოს. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა მარტო აკადემიური კრიტერიუმი, არამედ პროექტში გამოყენებული ყველა ცოდნა და უნარები. პროექტის დაგეგმვის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია მონიტორინგის მექანიზმი და პერიოდულობა - როგორ წარმოუდგენიათ პროექტში მონაწილეებს (როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს) პროექტის შუალედური და საბოლოო მონიტორინგის ჩატარება. შიდა მონიტორინგის დროს პროექტის განმხორციელებლები აფასებენ, რამდენად წარმატებით მიმდინარეობს პროექტი. შუალედური შიდა მონიტორინგის (თვითშეფასების) მუდმივი წარმოება პროექტში მონაწილეებს დაეხმარება, დაინახონ მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომები, გამოასწორონ ისინი, შეძლონ დასახული ამოცანების ადაპტირება, ეს კი ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას და სასურველ შედეგზე გასვლას. გარე მონიტორების მხრიდან პროექტის შუალედური შეფასებისთვის

14

Page 15: random-140909121715-phpapp01.docx

პროექტში ჩართულმა პირებმა პერიოდულად უნდა მოამზადონ შუალედური წერილობითი თუ ზეპირი ანგარიშები. გარე მონიტორების მიერ მიცემული შენიშვნების, რჩევების, რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს აგრეთვე პროექტის წარმატებულ განხორციელებას. პროექტის საბოლოო შეფასება კი საშუალება აძლევს პროექტის განმხორციელებლებს როგორც ძლიერ, ასევე სუსტი მხარეები გაითვალისწინონ შემდგომ პროექტზე მუშაობისას.

7. პროექტის ბიუჯეტი _ არის სასწავლო პროექტები, რომელთა წარმატებთ განხორციელებისთვის აუცილებელია გარკვეული სახსრები. ასეთ შემთხვევაში პროექტის გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გახლავთ პროექტის ბიუჯეტი. ბიუჯეტი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ლოგიკურად უნდა უკავშირდებოდეს პროექტის აღწერაში მითითებულ ამოცანებს. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის შედგენისას თანხები ყველა საჭირო აქტივობებზე და რესურსებზე რაციონალურად და ადექვატურად იყოს განაწილებული.

მაშასადამე, სკოლის პროექტგაკვეთილის მიმდინარეობა შეიძლება დაიყოს შემდეგ ფაზებად:

ინიციატივა _ ინიციატივა ჩნდება, იდეები პროექტგაკვეთილისათვის ნაპოვნია;

დასაწყისი _ პროექტი დაიწყო და დაიგეგმა; განხორციელება _ პროექტი ხორციელდება; პრეზენტაცია _ პროექტის შედეგების წარგენა; შეფასება (რეფლექსია) _ პროექტი ფასდება და გრძელდება.

პროექტგაკვეთილის შეფასება

გასათვალისწინებელია, რომ პროექტგაკვეთილის შეფასებისას აქცენტი უნდა გაკეთდეს როგორც პროდუქტის, ასევე პროცესის შეფასებაზე. გთავაზობთ სასწავლოპროექტის შეფასების სარეკომენდაციო ცხრილს:

კრიტერიუმი კარგი საშუალო სუსტი შენიშვნა

პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებულიმიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადიაამოცანები. რამდენად შეესაბამება

15

Page 16: random-140909121715-phpapp01.docx

თითოეული ამოცანა პროექტის მიზანსგანხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული, რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები გადანაწილებული ჯგუფის წევრებს შორისშედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანსრესურსები. რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული, რა არის საჭირო პროექტით გათვალისწინებული შაქმიანობებისათვისდიზაინი. რამდენად ლოგიკურად არის აგებული პროექტი (თანამიმდევრობა), ლაკონური და მარტივი ენა

უნარები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს პროექტის განხორციელების პროცესში: პრობლემის განსაზღვრის (იდენტიფიცირების); ინფორმაციის მოძიების; თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების; საქმიანობის ორგანიზების; შემოქმედებითობის; მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის; შედეგების ანალიზის; პრობლემის გადაჭრის; გადაწყვეტილებების მიღების.

პროექტის განხორციელების პროცესში

16

Page 17: random-140909121715-phpapp01.docx

მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი კომენტარები

შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფშიიყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაციააგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათიიყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავ-ლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზიჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათიიმოქმედა თუ არა პროექტის განხორ-ციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე (თუ _ კი, მიუთითეთ კონკრეტული მაგალითები)

 გამოყენებული ლიტერატურა:

Frey Karl (2007), Die Projektmethode. “Der Weg zum bildenden Tun”, Beltz Verlag, Weinheim und BaselGugel Guenter (2007), 1000 neue Methoden. Praxismaterial fuer kreativen und aktivierenden Unterricht, Beltz Verlag, Weinheim und BaselBesio Cristina (2009). Forschungsprojekte. Zum Organisationswandel in der Wissenschaft. Transcript, Bielefeld

გახელაძე გ., ლობჟანიძე ს., რატიანი მ. (2011), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

17

Page 18: random-140909121715-phpapp01.docx

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.

ნინიძე ქ. „პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მისი პერსპექტივები“, ჟურნალი მასწავლებელი N 5 2011, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემა : 46-59საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (2009). სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების სახელმძღვანელო ცნობარი, თბილისი

18