Top Banner
. ძოძუაშვილი 2011 POWER POINT
14

Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

Mar 07, 2020

Download

Documents

dariahiddleston
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

 

 

ა. ძოძუაშვილი  

2011 

POWER POINT  

 

Page 2: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

POWER POINT  

ა.ძოძუაშვილი  Page 2  

საპრეზენტაციო პროგრამა - PowerPoint

ნებისმიერი სადემონსტრაციო მასალის თვალსაჩინო წარმოდგენისათვის საჭირო პროგრამული საშუალება MS PowerPoint-ი საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული აპარატია. ამავე დროს ასათვისებლად ადვილი და მოსახმარად მიმზიდველი დიზაინით.

შესავალი

საოფისე პროგრამა PowerPoint - ი ფართოდ გამოყენებადი საპრეზენტაციო პროგრამაა, რომელიც თავიდან საქმიანი წრეებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ახლა იგი ისეთივე წარმატებით გამოიყენება საგანმანათლებო საქმეში, როგოც სასწავლო ტექნოლოგიების შემადგენელი ნაწილი. მოვიყვანოთ რამდენიმე ძირითადი არგუმემენტი:

• PowerPoint - ის გამოყენება წარმატებით შეიძლება როგორც პედაგოგისათვის, ისე სტუდენტისათვის;

• პედაგოგს PowerPoint - ის დახმარებით საშუალება ეძლევა გადასაცემი მასალის ისეთი სტრუქტურა შექმნას (შეიძლება გამოყენებულ იქნას შემოთავაზებული, მზა სტრუქტურები), რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს საგნის იდეასა და შინაარსს;

• საშუალებას იძლევა სლაიდებში გამოყენებულ იქნას ეფექტური ვიზუალური და აუდიტორული ელემენტები, რომლებიც თავის მხრივ ზრდიან მასალის უკეთ ათვისების შანსს;

• PowerPoint - ის ფაილი თავსებადია (შეიძლება მისი გამოყენება) ბევრ ვირტუალურ სწავლების სისტემებში, რაც ანიჭებს მას უპირატესობას სხვა პროგრამებთან შედარებით;

• ადვილია PowerPoint - ის ფაილის რედაქტირება, მისი ნებისმიერი ნაწილის ამობეჭდვა. ამდენად მასალის განახლებისა თუ გადახალისების პროცესი ტრივიალურია;

• გარკვეული ინფორმაცია PowerPoint - ის ფაილში შეიძლება იქნას დამალული. ეს მახასიათებელი ძალზე მნიშვნელოვანია დისტანციური სწავლების ორგანიზების შემთხვევაში (საკონტროლო კითხვების ფორმირება, თვითშემოწმების ტესტების ორგანიზება);

Page 3: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

POWER POINT  

ა.ძოძუაშვილი  Page 3  

PowerPoint-ის სამუშაო ფანჯარას აქვს შემდეგი სახე:

მოცემულ სურათზე გააქტიურებულია ერთერთი მენიუს ლენტი (Ribon), კერძოდ Home. სურათიდან ჩანს ცალკეული მენიუს გასააქტიურებელი ე.წ. ცხელი ასოები, რომელთა კლავიატურიდან გააქტიურების (დაწკაპვის) შემთხვევაში ჩაირთვება შესაბამისი მენიუ. მაგალითად: H - მენიუ Home, N-მენიუ Insert, G- მენიუ Design და ა.შ.

ზომის გასადიდებლად ან შესამცირებლად:

• ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში გასასრიალებელ სახაზავზე შესაბამისად მარჯვნივ ან მარცხნივ გადასწიეთ.

Page 4: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

POWER POINT  

ა.ძოძუაშვილი  Page 4  

ხედის შესაცვლელად:

• გადადით ხედის ცვლილების არეზე ;

• გააქტიურეთ სასურველი რეჟიმი.

ბრძანებათა დამატება სწრაფჩამრთველზე:

• დაწკაპეთ ს სწრაფჩამრთველის მარჯვნივ მოთავსებულ ისარზე:

• აირჩიეთ გამოჩენილი სიიდან სასურველი ბრძანება, დაწკაპეთ და ბრძანება გამოჩნდება სწრაფჩამრთველზე;

ან

• აირჩიეთ More Commands . . . მენიუდან. გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა (ორად გაყოფილი), რომლის ერთი ნაწილიდან ირჩევთ ნებისმიერ ბრძანებას და გადაიტანთ ფანჯრის მეორე ნაწილში, რომელიც შეესაბამება სწრაფჩამრთველ მენიუს;

• აირჩიეთ ბრძანება და დააჭირეთ ღილაკს Add; • OK

სტანდარტული პარამეტრების ცვლილება

Page 5: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

POWER POINT  

ა.ძოძუაშვილი  Page 5  

• დაწკაპეთ ოფისის ღილაკი • გააქტიურეთ PowerPoint Options ;

გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა:

• აირჩიეთ მარჯვნივ მდებარე კატეგორიების უჯრიდან ერთერთი, მაგალითად Popular;

• გააკეთეთ მოდიფიკაცია ერთერთი სტანდარტულად დაყენებული პარამეტრისა, მაგალითად ფერების სისტემისა - Color scheme, ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ ერთერთი ფერი (აქ არჩეულია ლურჯი-Blue);

• OK.

დარწმუნდებით, რომ შეიცვლება ფანჯრის დიზაინი შესაბამისად არჩეული ფერისა.

სავარჯიშოები:

ისწავლეთ კეთების დროს!!

• გახსენით PowerPoint- ი. • შეასრულეთ ზომების ცვლილების ოპერაცია რამდენჯერმე. • გაუკეთედ მინიმიზირება და აღდგენა მენიუს ლენტს. • დააწკაპეთ და მიმოიხილეთ (გაარჩიეთ) მახასიათებლების მენიუ. • დაუმატეთ ბრძანება სწრაფჩამრთველ ინსტრუმენტულ პანელზე. • ჩართედ სხვადასხვა მენიუები ”ცხელი” ღილაკებით.

Page 6: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

POWER POINT  

ა.ძოძუაშვილი  Page 6  

ახალი პრეზენტაციის შექმნა

• დაწკაპეთ ოფისის ღილაკი • New; გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა New Prezentation; სტანდარტულ

ვარიანტში გააქტიურებულია Blank presentation (სუფთა-ახალი); • დაწკაპეთ Create.

შემვსებ ადგილებში ჩაისმება ტექსტი ან სხვა ობიექტი (ნახატი, კლიპი დ სხვა) მომხმარებლის სურვილის შესაბამისად.

ტექსტის ჩასასმელად:

• დაწკაპეთ შემვსებ ადგილას, არსებული ტექსტი გაქრება და გამოჩნდება კურსორი ტექსტის ჩასასმელად;

• ჩასვით თქვენი ტექსტი სანამ კურსორი ჩანს; • როცა დაამთავრებთ ტექსტის შეტანას, დაწკაპეთ შემვსები ჩარჩოს გარეთ.

ახალი სლაიდის ჩასასმელად:

Page 7: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

POWER POINT  

ა.ძოძუაშვილი  Page 7  

• დაწკაპეთ New Slide მენიუს (Home) ჯგუფში Slides. გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა:

• დაწკაპეთ იმ ტიპის სლაიდზე, რომელიც მისაღებია და იგი ჩაჯდება PowerPoint-ის ფანჯრის ცენტრში და მარცხენა პანელზე (შემცირებული სახით).

სლაიდების გადაადგილება, კოპირება, წაშლა და დამხსოვრება

PowerPoint-ის ფანჯრის მარცხენა მხარეს განთავსებული შემცირებული ზომის სლაიდებზე შესაძლებელია შემდეგი ოპერაციების შესრულება: გადაადგილება (ჩავლება და გადასრიალება-Drag & Drop), კოპირება და წაშლა მსგავსად ნებისმიერი ობიექტისა თუ ტექსტისა (მენიუდან Home) ან კლავიატურიდან.

პრეზენტაციის დასამახსოვრებლად:

• დაწკაპეთ • Save As;

Page 8: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

POWER POINT  

ა.ძოძუაშვილი  Page 8  

• აირჩიეთ რომელი ტიპის ფაილად გინდათ დაიმახსოვროთ. შემოთავაზებულია: PowerPoit Presentation და PowerPoit 97-2003 Presentation.

• დიალოგურ ფანჯარაში: Save As აირჩიეთ ადგილი სადაც დაიმახსოვრებთ; • შეიტანეთ დოკუმენტის სახელი; • დაწკაპეთ Save ღილაკი.

სავარჯიშოები:

ისწავლეთ კეთების დროს!!

• გახსენით PowerPoint- ი; • შეიტანეთ ტექსტი სტანდარტულად მოცემულ სლაიდში Title; • ჩასვით სლაიდი Title and Content; • ჩასვით სლაიდი Two Content; • ივარჯიშეთ სლაიდების გადადგილებაზე; • შეასრულეთ სლაიდების კოპირების ოპერაცია; • წაშალეთ ყველა სლაიდი;

ტექსტის ფორმატირების ელემენტები

ტექსტის ფორმატირება PowerPoint - ში თითქმის არ გასხვავდება პროგრამა Word-ის ფორმატირებისაგან. აქ მოვიტანოთ მხოლოდ ზოგიერთი თვალსაჩინო მაგალითი.

შრიფტზე ზემოქმედების მაგალითები ნათლად ჩანს წარმოდგენილ სურათზე.

ტექსტის ჩასასმელად სლაიდში არსებობს სპეციალური ტექსტის შემვსებლები, რომელზედაც ზემოქმედების

Page 9: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

POWER POINT  

ა.ძოძუაშვილი  Page 9  

შემდეგ შეგვიძლია ავკრიბოთ საჭირო ტრექსტი ან გადმოვითანოთ კოპირება-ჩასმით (Copy-Paste).

ქვემოთ მოტანილი თვალსაჩინო მაგალითი გვჩვენებს როგორც ტექსტის ჩასმის ტექნიკას ისე სხვა ელემენტების (ცხრილების, გრაფიკების, სურატების, კლიპების და მედია ფაილების) დამატებას.

ტექსტის შესატანად:

• დაწკაპეთ ტექსტის შემვსებზე;

• შეიტანეთ ტექსტი ან უშუალოდ იქვე აკრეფით ან კოპირება - ჩასმით;

• დააჭირეთ Enter-ს; ახალ სტრიქონზე გამოჩნდება ახალი სანიშნი;

• გაიმეორეთ წინა სამი პუნქტი და ა. შ.

ზუსტად ანალოგიურად ხდება დანომრილი ტექსტის პუნქტობრივი შეტანა.

სავარჯიშოები:

ისწავლეთ კეთების დროს!!

• შეიტანეთ სლაიდში სანიშნებით გაფორმებული ტექსტი; • სანიშნები ტექსტში შეცვალეთ ნომრებით (ციფრებით); • შეუცვალეთ ფერი დანომრილ სიას; • სხვა სლაიდში შეიტანეთ სანიშნებით გაფორმებული სია; • სტანდარტული სანიშნები შეცვალეთ სხვა (ნებისმიერი) სანიშნებით; • სანიშნებს შეუცვალეთ ფერი;

Page 10: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

POWER POINT  

ა.ძოძუაშვილი  Page 10  

გრაფიკის ჩასმა სლაიდში

გრაფიკის ჩასასმელად სლაიდში, რომელიც შეესაბამება კონკრეტულ ცხრილს ვიქცევით შემდეგნაირად:

• PowerPoint- ში (L) Insert Chart გაიხსნება გრაფიკთა გალერეა, საიდანაც ვირჩევთ თუ რა სახის გრაფიკი გვინდა ჩვენი მონაცემებისათვის.

• ვთქვათ ავირჩიეთ 3 განზომილებიანი (3D) გრაფიკი. როგორც კი დავაწკაპებთ შესაბამის ხატულაზე (გამოსახულებაზე) ერთდროულად გაიხსნება გრაფიკი და მისი შესაბამისი, ექსელის სამუშაო გვერდზე მოცემული ცხრილის ნიმუში.

• ამის შემდეგ ვიწყებთ ამ ცხრილის რედაქტირებას, იმ მიზნით, რომ ჩვენ კონკრეტულ მონაცემებს შეესაბამებოდეს. რედაქტირების პროცესში ჩვენ დავინახავთ როგორ იცვლება თავიდან მოცემული გრაფიკის ნიმუში.

ამ სურათზე მოცემულ ექსელის ფრაგმენტზე ცხრილის ნიმუში გადავაკეთეთ გარკვეული კონკრეტული მონაცემებისათვის. ცვლილებები ზუსტა აისახა გრაფიკზე. შესაძლებელია გრაფიკის ტიპის შეცვლა იმის შემდეგ რაც ერთი სახის გრაფიკი მზად არის. ამისათვის (R) გრაფიკზე Change Chart Type ამოირჩევთ სასურველ გრაფიკს OK. შესაძლებელია გრაფიკის დიზაინის ცვლილება (ფერები, ფონი, სახე და სხვა).

Page 11: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

POWER POINT  

ა.ძოძუაშვილი  Page 11  

სავარჯიშოები:

ისწავლეთ კეთების დროს!!

• შეადგინეთ სემესტრული მოსწრების ცხრილი. საგნები, მიღებული ქულები ცალკეული შეფასებებისა: ტესტი, საშუალედო, საბოლოო.

• ააგეთ გრაფიკი, წრფივი და 3 განზომილებიანი; • ექსელის ნიმუშში შეიტანეთ თქვენი ცხრილის შესაბამისი ცვლილებები; • შეუცვალეთ დიზაინი გრაფიკს; • შეადგინეთ დიაგრამა პროცენტული შემადგენლობისა (საგნები საერთო

შეფასებაში);

ფილმის ჩასმა სლაიდში

ფილმის ჩასმა ნებისმიერ სლაიდში შესაძლებელია როგორც ფაილიდან ისე კლიპების ორგანიზების სერვისიდან:

• აირჩიეთ სლაიდი, რომელშიც გინდათ ჩასვათ ფილმი; • აირჩიეთ ცხრილი Insert; • დაწკაპეთ Media Clips-ის ჩამოსაშლელ ისარზე და შემდეგ Movie. აქ არის

ალტერნატივა ჩაისვას ფაილიდან: Movie from file ან Movie from Clip Organizer- კლიპებიდან.

• ვირჩევთ Movie from file. გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა: Insert Movie

• დიალოგური ფანჯრიდან Insert Movie ვიპოვით ჩასასმელ ფაილს; • დაწკაპეთ ფაილის სახელზე; • OK. ფაილი გამოჩნდება იმ

სლაიდში, რომელშიც ჩავსვით ფილმი. როგორც კი ფილმი ჩაისმება სლაიდში ინსტრუმენტულ პანელზე

Page 12: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

POWER POINT  

ა.ძოძუაშვილი  Page 12  

გაჩნდება Movie Tools Options და Picture Tools -ის ინსტრუმენტები; • დიალოგურ ფანჯარაში დაწკაპეთ Automatically ან When Clicked, შესაბამისად

თუ გვინდა ჩასმული ფაილი ავტომატურად გამოჩნდეს სლაიდის გახსნასთან ერთად ან როცა ჩვენ დავაწკაპებთ.

ანიმაციური ეფექტების დამატება

ანიმაციური ეფექტების დასამატებლად:

• აირჩიეთ ტექსტი ან რომელიმე ობიექტი, რომლის ანიმაციას აპირებთ;

• აირჩიეთ ცხრილი Animation: • ჩამონათვალიდან თუ ერთერთს ავირჩევთ

იქვე შეგიძლიათ ანიმაციის ეფექტი იხილოთ.

სლაიდების დათვალიერება რეჟიმში Slide Show View:

• (L) View Normal View

გახსნილი ფანჯრის ქვედა მარცხენა ნაწილში შეხედავთ იმ ნაწილს, რომლის ფრაგმენტიც მოტანილია აქ სრულად ყველა ელემენტის ახსნებთან ერთად.

• აირჩიეთ ღილაკი Slide Show.

Page 13: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

POWER POINT  

ა.ძოძუაშვილი  Page 13  

• თუ დავაწკაპებთ Set Up Slide Show-ზე მივიღებთ ქვემოთ მოცემულ დიალოგურ ფანჯარას, რომელზეც მოცემულია ის პარამეტრები, რომლებიჩ შეიძლება შვცვალოთ (დავაყენოთ მომხმარებლის სურვილის მიხედვით. სურათზე

ახსნილია თვითოეული მათგანი.

Page 14: Power Point - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/PPoint.pdfPOWER POINT ა.ძოძუაშვილი Page 2 საპრეზენტაციო პროგრამა

POWER POINT  

ა.ძოძუაშვილი  Page 14  

მუშაობა სლაიდების ოსტატთან:

• აირჩიეთ ცხრილი View; • დაწკაპეთ Slide Master View ბრძანებას ჯგუფიდან Presentation Views;

როცა ჩაირთვება სლაიდების ოსტატი, მარცხენა მხარეს გამოჩნდებიან ცალსეულ პარამეტრთა მარედაქტირებელი

სლაიდები. მათი ფუნქციები ახსნილია ქვემოთ მოტანილ სურათზე: