Top Banner
გზა ფერმერობისკენ ხეხილოვანი კულტურები კომშის ბოტანიკური აგებულება ბიოლოგიური თავისებურებანი კომში სინათლისა და სითბოს მოყვარული კულტურაა. დაჩრდილულ ადგი- ლებში მისი მოსავლიანობა მკვეთრად მცირდება ან მცენარე საერთოდ არ იძლე- ვა მოსავალს. კომში ადვილად იტანს დაბალ ტემპერატურას. დაზიანების გარეშე შეუძლია გადაიტანოს ტემპერატურის -20°C-მდე დაცემა. კომში მრავლდება თესლით, ფესვის ამონაყრებით, ბუჩქის დაყოფით, კალმით ან გადაწვენით. საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშების უმეტესობა მიეკუთ- ვნება ძლიერი ზრდის ხეებს, ხოლო მცირე რაოდენობა - საშუალო ზრდის ხეებს. მცენარე მსხმოიარობაში შესვლას 5-6 წლის ასაკიდან იწყებს. ბუნებრივ პირობებ- ში კომშს უფრო ხშირად ბუჩქისებური ზრდა ახასიათებს - სიმაღლით 5 მეტრს არ აღემატება, იშვიათად ვითარდება 8 მ სიმაღლის ხედ. ბუჩქის ტოტები გაფარჩხუ- ლია, შტამბის ქერქი მუქი მონაცრისფეროა, ტოტებზე ქერქი მომწვანო ნაცრისფე- რი - ღია ნაცრისფერი ლაქებით და წვრილი მუქი წინწკლებით; ყლორტები მო- მწვანო-ნაცრისფერია და ძლიერი ბუსუსებითაა დაფარული; ფოთოლი მოგრძო კვერცხისებურია, ზოგჯერ განიერი ელიფსური, ფუძესთან გულისებრი ან მრგვა- ლი ფორმის, მოკლე წაწვეტებული წვერით. კომშის ახლად გაშლილი ფოთლები დაფარულია სქელი ქეჩისებური ბუსუსით, რომელიც შემოდგომამდე რჩება ფოთ- ლის ქვედა მხარეს, ზედა მხარეზე კი იკარგება. მცენარე ნაყოფს ივითარებს პირველივე წლის ნაზარდის ბოლოებზე. გა- ზაფხულზე კვირტები იშლება, ყლორტი ზრდას იწყებს და როცა 4-5 სმ სიგრძეს მიაღწევს, მის ბოლოზე მსხვილი ვარდისფერი, თითქმის მჯდომარე ყვავილი წა- რმოიშობა. ნაყოფის გამონასკვის შემთხვევაში, ყლორტი აღარ იზრდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი არ გამოინასკვა, გვერდითი კვირტებიდან ყლორტი იწყებს ზრდას და შემოდგომისთვის საკმაოდ დიდ სიგრძეს აღწევს. მიმდინარე წლის ნაზარდზე განვითარებისათვის ყვავილს დიდი დრო ესაჭი- როება, ამიტომ, კომშის ყვავილის ფორმირება და გაშლა გვიან გაზაფხულზე ხდე- ბა. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში კვირტების დაბერვა მარტის პირველ დეკადაში იწყება, ზრდა - აპრილის შუა რიცხვებში, ყვავილობა კი აპრილის ბო- ლოდან მაისის შუა რიცხვებამდე მიმდინარეობს. komSi Cydonia oblonga Mille კომში ხეხილოვანი კულტურაა ვარდყვავილოვანთა ოჯახიდან. მისი ნედლი ნაყოფი საკმაო რაოდენობით შეიცავს ადამიანის ორგანიზმი- სათვის სასარგებლო ნივთიერებებს: შაქრებს - 9-15 %, მჟავებს - 0,85-2 %. მთრიმლავ ნივთიერებებს - 0,42-0,66 %, პექტინს - 0,31-1,53 %. ვიტა- მინებს. მისი ნაყოფი გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე, გადამუშა- ვებული სახით - კონსერვების, საკონდიტრო ნაწარმისა და უალკოჰო- ლო სასმელების დასამზადებლად. დღეისათვის, ცნობილია კომშის სამი დამოუკიდებელი გვარი: ჩვეუ- ლებრივი კომში (Cydonia oblonga Mille), იაპონური კომში და დოცინი. აქედან, სამეურნეო მნიშვნელობით გამოირჩევა ჩვეულებრივი კომში, რომლის ერთ-ერთ სამშობლოდ კავკასია ითვლება. იაპონური კომ- ში, ძირითადად, დეკორატიული მიზნებისთვის გამოიყენება. კომშის ყვავილედი
3

komSi - Agronavt | Agronavt

Oct 29, 2021

Download

Documents

dariahiddleston
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: komSi - Agronavt | Agronavt

-122- გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

კომშის ბოტანიკური აგებულება

ბიოლოგიური თავისებურებანი

კომში სინათლისა და სითბოს მოყვარული კულტურაა. დაჩრდილულ ადგი-ლებში მისი მოსავლიანობა მკვეთრად მცირდება ან მცენარე საერთოდ არ იძლე-ვა მოსავალს. კომში ადვილად იტანს დაბალ ტემპერატურას. დაზიანების გარეშე შეუძლია გადაიტანოს ტემპერატურის -20°C-მდე დაცემა.

კომში მრავლდება თესლით, ფესვის ამონაყრებით, ბუჩქის დაყოფით, კალმით ან გადაწვენით.

საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშების უმეტესობა მიეკუთ-ვნება ძლიერი ზრდის ხეებს, ხოლო მცირე რაოდენობა - საშუალო ზრდის ხეებს. მცენარე მსხმოიარობაში შესვლას 5-6 წლის ასაკიდან იწყებს. ბუნებრივ პირობებ-ში კომშს უფრო ხშირად ბუჩქისებური ზრდა ახასიათებს - სიმაღლით 5 მეტრს არ აღემატება, იშვიათად ვითარდება 8 მ სიმაღლის ხედ. ბუჩქის ტოტები გაფარჩხუ-ლია, შტამბის ქერქი მუქი მონაცრისფეროა, ტოტებზე ქერქი მომწვანო ნაცრისფე-რი - ღია ნაცრისფერი ლაქებით და წვრილი მუქი წინწკლებით; ყლორტები მო-მწვანო-ნაცრისფერია და ძლიერი ბუსუსებითაა დაფარული; ფოთოლი მოგრძო კვერცხისებურია, ზოგჯერ განიერი ელიფსური, ფუძესთან გულისებრი ან მრგვა-ლი ფორმის, მოკლე წაწვეტებული წვერით. კომშის ახლად გაშლილი ფოთლები დაფარულია სქელი ქეჩისებური ბუსუსით, რომელიც შემოდგომამდე რჩება ფოთ-ლის ქვედა მხარეს, ზედა მხარეზე კი იკარგება.

მცენარე ნაყოფს ივითარებს პირველივე წლის ნაზარდის ბოლოებზე. გა-ზაფხულზე კვირტები იშლება, ყლორტი ზრდას იწყებს და როცა 4-5 სმ სიგრძეს მიაღწევს, მის ბოლოზე მსხვილი ვარდისფერი, თითქმის მჯდომარე ყვავილი წა-რმოიშობა. ნაყოფის გამონასკვის შემთხვევაში, ყლორტი აღარ იზრდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი არ გამოინასკვა, გვერდითი კვირტებიდან ყლორტი იწყებს ზრდას და შემოდგომისთვის საკმაოდ დიდ სიგრძეს აღწევს.

მიმდინარე წლის ნაზარდზე განვითარებისათვის ყვავილს დიდი დრო ესაჭი-როება, ამიტომ, კომშის ყვავილის ფორმირება და გაშლა გვიან გაზაფხულზე ხდე-ბა. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში კვირტების დაბერვა მარტის პირველ დეკადაში იწყება, ზრდა - აპრილის შუა რიცხვებში, ყვავილობა კი აპრილის ბო-ლოდან მაისის შუა რიცხვებამდე მიმდინარეობს.

komSi

Cydonia oblonga Mille კომში ხეხილოვანი კულტურაა ვარდყვავილოვანთა ოჯახიდან. მისი ნედლი ნაყოფი საკმაო რაოდენობით შეიცავს ადამიანის ორგანიზმი-სათვის სასარგებლო ნივთიერებებს: შაქრებს - 9-15 %, მჟავებს - 0,85-2 %. მთრიმლავ ნივთიერებებს - 0,42-0,66 %, პექტინს - 0,31-1,53 %. ვიტა-მინებს. მისი ნაყოფი გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე, გადამუშა-ვებული სახით - კონსერვების, საკონდიტრო ნაწარმისა და უალკოჰო-ლო სასმელების დასამზადებლად. დღეისათვის, ცნობილია კომშის სამი დამოუკიდებელი გვარი: ჩვეუ-ლებრივი კომში (Cydonia oblonga Mille), იაპონური კომში და დოცინი. აქედან, სამეურნეო მნიშვნელობით გამოირჩევა ჩვეულებრივი კომში, რომლის ერთ-ერთ სამშობლოდ კავკასია ითვლება. იაპონური კომ-ში, ძირითადად, დეკორატიული მიზნებისთვის გამოიყენება.

კომშის ყვავილედი

Page 2: komSi - Agronavt | Agronavt

-123-გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

კომშის ნაყოფი

კომშის ძირითადი ჯიშები ჯვარედინმტვერიაა, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ბაღის გაშენებისას. გვიანი ყვავილობის გამო, კომში იშვიათად ზიანდება საგაზაფხულო წაყინვებისაგან.

კომშის ნაყოფი ოქტომბერში მწიფდება, ზოგჯერ ნოემბერშიც კი არის ხეზე. ნა-ყოფი ხშირად ბორცვიანია - სხვადასხვა ზომის, წონით 60 გრ-დან 1200 გრ-მდე. მოყვანილობის მიხედვით, გამოირჩევა მსხლისებრი და ვაშლისებრი ფორმები. ნაყოფის კანი ყვითელია, სურნელოვანი, ყვითელი ბუსუსებით დაფარული, რომე-ლიც მხოლოდ მწიფე ნაყოფს სცილდება. ნაყოფის რბილობი მაგარია, მკვრივი, გულთან კენჭისებრი უჯრედები აქვს განვითარებული. ხასიათდება სასიამოვნო გემოთი და ძლიერი არომატით. სათესლე საკნები დახურული აქვს. თესლი მო-ბრტყო, ღია ან მუქი ყავისფერია, თითო საკანში მისი რაოდენობა 8-დან 10-მდეა, გაწყობილია ვერტიკალურ რიგად, რომლებიც ერთმანეთთან მიწებებულია.

კომშის ნაყოფს -2°C-მდე ტემპერატურა შესამჩნევ ზიანს ვერ აყენებს, ხოლო ძლიერი ყინვის შემთხვევაში, ნაყოფი სურნელებას კარგავს, ხოლო მისი რბილო-ბი ფუტურო ხდება. ნაყოფის სიმწიფე შესამჩნევი ხდება შემდეგი ნიშნებით: სქელი ქეჩისებური შებუსვა მოცილებას იწყებს, ნაყოფის კანი ყვითელ ან ბაც მწვანე ფერს იღებს და სასიამოვნო სურნელება ახასიათებს.

კომში სამეურნეო მნიშვნელობით მოსავალს 35-40 წლის ასაკამდე იძლევა. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ხის ზრდა-განვითარებაზე და გარემო პირობებზე.

საქართველოს რეგიონებში კომშის ძირითად ნარგაობას საკარმიდამო ნაკვე-თებსა და ბაღ-ვენახებში გაფანტულად დარგული ხეები შეადგენს. თუმცა, საერთო მონაცემების დაჯამებით, მას არცთუ ისე მცირე ფართობი უკავია. მიუხედავად იმისა, რომ კომშის ხეს განსაკუთრებულ, თავისუფალ ფართობებს არ უთმობენ და დარგვისა თუ მოვლის მხრივაც სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, მისი პრო-დუქტიულობა საკმაოდ მაღალია.

ჯიშები

საქართველო მდიდარია ადგილობრივი ჯიშებით. ქართლში არჩევენ რამდენი-მე ჯიშს: "ადრეულა კომში", "ვაშლაკომშა", "მალაჩინი", ქართული "მჟავე კომში".

გარკვეული ჯიშები გვხვდება კახეთშიც: "ზაფხულის კომში", "შემოდგომის კომ-ში", "ყვარლის კომში" და "მახრჩობელა კომში".

საზღვარგარეთიდან შემოტანილი კომშის ჯიშები საქართველოში იშვიათად გვხდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ასორტიმენტი ღარიბია კომშის ჯიშებით. მათ შორის, ყველაზე გავრცელებული და ცნობილია - "ანჟერის კომში", "ბერეცკი", "პორტუგალიის კომში", "ორეჟი" და "ჩემპიონი".

ადგილის შერჩევა და ნიადაგის დამუშავება

კომში ხარობს თითქმის ყველანაირ ნიადაგზე, მაგრამ მისი ბაღის გასაშენებ-ლად, საუკეთესოა ნეიტრალური რეაქციის მქონე, საშუალო მექანიკური შემადგენ-ლობის ნიადაგი სწორი ან მცირედ დაქანებული რელიეფით. ძლიერ ჩავარდნი-ლი ადგილები, სადაც ჰაერის მასების ცირკულირება ძნელად ხდება, ბაღისთვის არასასურველია. კომშისათვის გამოუსადეგარია კირიანი, ძლიერ დაჭაობებული და დამლაშებული ნიადაგები.

უხვი და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების მიზნით, საჭიროა შეირჩეს სა-კვები ნივთიერებებით საკმაოდ მდიდარი, საშუალო სიმძიმის თიხნარი ნიადაგი.კომში კარგად უძლებს ნიადაგის მაღალ ტენიანობას, მაგრამ დაბალი ადგილები,

კომშის ყვავილობა

Page 3: komSi - Agronavt | Agronavt

-124- გზა ფერმერობისკენ

ხეხილოვანი კულტურები

კომშის ბაღი

სადაც გრუნტის წყლების სიახლოვე 1-1,25 მეტრია უარყოფითად მოქმედებს მცე-ნარეზე.

წყალი მცენარეს თითქმის მთელი ვეგეტაციის მანძილზე სჭირდება. წყლისადმი მისი მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ვეგეტაციის საწყის პერიოდში, როდე-საც ხდება სავეგეტაციო მასის ძლიერი ზრდა. კომშის ხე კარგად იტანს ნიადაგის პერიოდულ ჭარბტენიანობას, მაგრამ ზედმეტი სინესტის გამო, მისი ნაყოფი უხა-რისხო ხდება, რბილობი ძლიერ მაგრდება და ხევდება. უხარისხოა მშრალ ნია-დაგზე მოყვანილი კომშის ნაყოფიც, მისი რბილობიც უხეშია.

კომშის ბაღის გასაშენებლად შერჩეული ნაკვეთი იწმინდება მცენარეული და სხვა ნარჩენებისაგან, იხვნება პლანტაჟით 50-60 სმ-ის სიღრმეზე, რომელიც შე-მდეგ მოსწორდება დისკებით ან სხვა აგრეგატით. მცენარეთა დარგვა ხდება წინასწარ მომზადებულ ორმოებში, 5X5, 4-5X6-7 მ. კვების არით. ერთ ჰექტარზე საშუალოდ 350-400 ძირი ხე თავსდება.

პლანტაციის გაშენება

კომში ირგვება 2 წლიანი ნამყენის სახით. ასეთ ნამყენზე ვარჯი უკვე სანერგეშია გამოყვანილი. კომში გამოჰყავთ დაბალი ან საშუალო ტანის ხედ, პირამიდული ვარჯით, 4-5 გვერდითი ჩონჩხის ტოტით. დასარგავი ორმოების სიღრმედ მიღებუ-ლია 0,5 მეტრი, ხოლო დიამეტრი 0,6-0,8 მეტრი. ორმოების ამოღება აუცილებე-ლია დარგვამდე 1-2 თვით ადრე. დარგვას აწარმოებენ გაზაფხულზე ან შემოდგო-მაზე. ამავე დროს შეაქვთ კომბინირებული სასუქები 250-300 კგ/ჰა-ზე.

გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებისას, მცენარეებს დამატებით კვებავენ ამონი-უმის გვარჯილით ან სხვა აზოტოვანი სასუქით - 150-200 გრ თითო ძირზე, გამოკვე-ბას იმეორებენ 30-40 დღის შემდეგ.

პირველ წლებში, ახალგაზრდა ხეებს სხლავენ ვარჯის ფორმირებისათვის და მისი მსხმოიარებისთვის მომზადების მიზნით. შემდეგ კი კომშის ხეს განსაკუთრე-ბული სხვლა არ სჭირდება. ვარჯში ზედმეტი ტოტები უნდა გამოისხლას, ხოლო ამონაყრები, რომელსაც კომშის ხე უხვად იძლევა აუცილებლად უნდა ამოიჭრას.

მავნებლები

კომშს აზიანებს ვაშლის ნაყოფჭამია, რომელიც საქართველოში ყველგან გვხვდება. მატლები იჭრებიან მცენარის ნაყოფში და ღრნიან მას.

მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებია მატლების გამოჩეკის ფაზაში მცენარეთა 2-3 ჯერადი დამუშავება სხვადასხვა ინსექტიციდებით: არივო 0,35 ლ/ჰა; კაისო 0,8 კგ/ჰა; ტალსტარი 0,6-0,8 ლ/ჰა; დეცის ბლუ 1 ლ/ჰა; კონფიდორ მაქსი 0,07 კგ/ჰა და სხვა. წამლობა უნდა დასრულდეს მოსავლის აღებამდე ერთი თვით ადრე.

მოსავლის აღება

კომშს კრეფენ სიმწიფის დადგომისას, როდესაც ნაყოფის კანი გაყვითლებას დაიწყებს და ქეჩეჩისებური შებუსვა ადვილად სცილდება. საგვიანო (ზამთრის) ჯი-შის კომშის ნაყოფს ხეზე დიდხანს ტოვებენ.

მოკრეფილ ნაყოფს ათავსებენ ხის ან პლასტიკატის ყუთებში. ქვეშ უფენენ ბურ-ბუშელას, ხოლო გვერდებზე ქაღალდს. კომში კარგად ინახება 5-7°C ტემპერატუ-რასა და 70-75% ტენიანობაზე. შენახვის პერიოდში კომშის ხარისხი უმჯობესდება, რადგან ამ დროს ნაყოფში იკლებს სიმჟავე, მთრთიმლავი და პროტოპექტინური ნაერთების შემადგენლობა. შაქრის შემცველობა მატულობს, ნაყოფი რბილდება და უფრო გემრიელი ხდება.

ვაშლის ნაყოფჭამია

კომშის კრეფა