ჟიულ ვერნი კაპიტან გრანტის შვილები თარგმნა ნიკო კურდღელაშვილმა (ახალი რედაქცია) შოტლანდიაში ინგლისელების ბატონობით უკმაყოფილო მამაცი კაპიტანი გრანტი გადაწყვეტს, გამოიკვლიოს წყნარი ოკეანის კუნძულები, რომ ერთ-ერთ მათგანზე თავისუფალი შოტლანდიური კოლონია დაარსოს. გავიდა ხანი და გრანტის ექსპედიცია უგზო-უკვალოდ დაიკარგა. კაპიტნის თანამემამულე ლორდი გლენარვანი იახტა "დუნკთან" გრანტის საძებნელად მიემართება. დედამიწის ირგვლივ მოგზაურობაში უთუოდ სიამოვნებით დაემგზავრებით ლორდ გლენარვანს, მის მეუღლე ელენს, მაიორ მაკ-ნაბს, კაპიტან ჯონ მანგლსს, გრანტის ქალ-ვაჟს, მერისა და რობერტს; და კიდევ დაბნეულ, გულკეთილ, მაგრამ შესანიშნავ გეოგრაფ ჟაკ პაგანელს. მამაც მოგზაურებს წინ უამრავი ხიფათი ელის. თქვენ მათთან ერთად გადალახავთ სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიას, მიაღწევთ ახალი ზელანდიის სანაპიროებს და ნამდვილი მეგობრობისა და სიყვარულის ძალაში დარწმუნდებით. ნაწილი პირველი თავი I ხვედანა 1864 წლის ივლისის ჩრდილოეთის სრუტეში სწრაფად მისრიალებდა მშვენიერი იახტა. მისი ბიზანის 1 წვერზე ფრიალებდა ინგლისური დროშა, გროტ-ანძაზე 2 კი - ბრეიდ-ვიმპელი 3 , როემლზეც ოქროთი იყო ამოქარგული ინიციალები - "ე. გ.". იახტას "დუკანი" ერქვა. იახტა ერთ შოტლანდიელ პერს, ლორდთა პალატის წევრსა და მთელ გაერთიანებულ სამეფოში ცნობილი ტემზის იახტკლუბის საპატიო წევრს, ლორდ ედუარდ გლენარვანს ეკუთვნოდა. გლენარვანი ამჟამად იახტაზე იმყოფებოდა; მას თან ახლდა ახალგაზრდა მეუღლე ელენი და მისი ბიძაშვილი მაიორი მაკნაბსი. "დუკანი" პირველად გამოსულიყო საცდელად კლაიდის უბიდან რამდენიმე მილის დაშორებით და ახლა თავის ნავსადგურ გლაზგოში ბრუნდებოდა. ის იყო, ჰორიზონტზე ოდნავ აისახა კუნძულ არანის ბუნდოვანი ___________ 1-2 ბიზანი და გროტი - ანძები. 3 ბრეიდ-ვიმპელი - ვიწრო და გრძელი ალამია, ორწვერად დაბოლოვებული.