Top Banner
I თავი. -უკვე მიდიხარ? - ჰკითხა დადუს, ნახევრად შიშველმა ქალმა, რომლის მთელი სხეულიც, მთვარიან ღამით, უჩვეულოდ ბრწყინავდა. -ჰო, დღეს ადრე უნდა დავბრუნდე. -სულ ცოტახანი. -არ შემიძლია ძვირფასო, თორემ ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არ წავიდოდი აქედან. -მაშ, კარგი, რა გაეწყობა. მომავალ შეხვედრამდე. -დროებით, მიყვარხარ! - თქვა მამაკაცმა, რომელმაც ძალიან მალე ჩაიცვა ტანისამოსი და წასასვლელად გაემზადა. ქალი კიდევ რამდენიმე წუთი არ მოშორებია საწოლს. შემდეგ, აღელვებულმა მოწია და ძილს მიეცა. დადუ, კი სახლისაკენ მიმავალ გზას გაუყვა, რომელიც უსასრულო და გრძელი ეჩვენებოდა. ნახევრამდე, არ გახლდათ მისული, როდესაც სიმთვრალისგან თავი ვეღარ შეიკავა და იქვე, ერთ-ერთი მიყრუებული ქუჩის ბოლოს მოწყვეტით დაეცა. მას, თავის საყვარელთან ერთად, ერთი ბოთლი ჯეკ დენიელსი ჰქონდა ნასვამი, და რა გასაკვირი იყო რომ ამ ყველაფერს ასეთი დასასრული ექნებოდა? შეიძლება, უარესიც კი ყოფილიყო ამ ყმაწვილის ბოლო, რომ არა ერთი ზრდასრული ასე, 45 წლის მამაკაცი, რომელმაც, ის დაცემის მომენტში შენიშნა, და სახლში წაიყვანა. მთვრალი კვლავ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბოლოს, აუტანელმა ტკივილმა გამოაფხიზლა. იგი, გაკვირვებული ჩანდა, როდესაც მსგავსი სანახაობა გადაიშალა წინ. უცნობი კაცი, იჯდა, სავარძელზე, და რაღაც სქელკანიან წიგნს კითხულობდა. მისი ოთახი, გავსებულიყო სხვადასხვა ლიტერატურული შედევრებით. ამ ადგილსამყოფელს, სახლს ნამდვილად ვერ დავარქმევდით, არა, ეს ბიბლიოთეკას უფრო ჰგავდა. ჰოდა, ამ პატარა, მაგრამ, მრავალფეროვან ბიბლიოთეკაში ამოჰყო თავი დადუმ. -როგორ ხართ? - იკითხა უცნობმა. -ცუდად თავი საშინლად მტკივა -ცუდია, ძალიან ცუდი. -თუმცა კარგად ვიქნებოდი, თუ ერთ ღერ სიგარეტს შემომთავაზებდით. - მის სიტყვებზე, მასპინძელი სამზარეულო ოთახში გავიდა და იქიდან, ერთი კოლოფი გაუხსნელი მარლბორო გადაუგდო სტუმარს. -გმადლობთ. -არაფრის. -ხომ ვერ ამიხსნიდით რა მოხდა? -ისეთი არაფერი, უბრალოდ ქუჩაში უგონოდ ეგდეთ. ბედი თქვენის რომ მე გამოვჩნდი. უმალ წამოგიყვანეთ ჩემთან.
23

I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

Jan 01, 2020

Download

Documents

dariahiddleston
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

I თავი.

-უკვე მიდიხარ? - ჰკითხა დადუს, ნახევრად შიშველმა ქალმა, რომლის მთელი

სხეულიც, მთვარიან ღამით, უჩვეულოდ ბრწყინავდა.

-ჰო, დღეს ადრე უნდა დავბრუნდე.

-სულ ცოტახანი.

-არ შემიძლია ძვირფასო, თორემ ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არ წავიდოდი აქედან.

-მაშ, კარგი, რა გაეწყობა. მომავალ შეხვედრამდე.

-დროებით, მიყვარხარ! - თქვა მამაკაცმა, რომელმაც ძალიან მალე ჩაიცვა ტანისამოსი და

წასასვლელად გაემზადა.

ქალი კიდევ რამდენიმე წუთი არ მოშორებია საწოლს. შემდეგ, აღელვებულმა მოწია და

ძილს მიეცა.

დადუ, კი სახლისაკენ მიმავალ გზას გაუყვა, რომელიც უსასრულო და გრძელი

ეჩვენებოდა.

ნახევრამდე, არ გახლდათ მისული, როდესაც სიმთვრალისგან თავი ვეღარ შეიკავა და

იქვე, ერთ-ერთი მიყრუებული ქუჩის ბოლოს მოწყვეტით დაეცა. მას, თავის

საყვარელთან ერთად, ერთი ბოთლი ჯეკ დენიელსი ჰქონდა ნასვამი, და რა გასაკვირი

იყო რომ ამ ყველაფერს ასეთი დასასრული ექნებოდა? შეიძლება, უარესიც კი ყოფილიყო

ამ ყმაწვილის ბოლო, რომ არა ერთი ზრდასრული ასე, 45 წლის მამაკაცი, რომელმაც, ის

დაცემის მომენტში შენიშნა, და სახლში წაიყვანა.

მთვრალი კვლავ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბოლოს, აუტანელმა ტკივილმა

გამოაფხიზლა. იგი, გაკვირვებული ჩანდა, როდესაც მსგავსი სანახაობა გადაიშალა წინ.

უცნობი კაცი, იჯდა, სავარძელზე, და რაღაც სქელკანიან წიგნს კითხულობდა. მისი

ოთახი, გავსებულიყო სხვადასხვა ლიტერატურული შედევრებით. ამ

ადგილსამყოფელს, სახლს ნამდვილად ვერ დავარქმევდით, არა, ეს ბიბლიოთეკას უფრო

ჰგავდა. ჰოდა, ამ პატარა, მაგრამ, მრავალფეროვან ბიბლიოთეკაში ამოჰყო თავი დადუმ.

-როგორ ხართ? - იკითხა უცნობმა.

-ცუდად თავი საშინლად მტკივა

-ცუდია, ძალიან ცუდი.

-თუმცა კარგად ვიქნებოდი, თუ ერთ ღერ სიგარეტს შემომთავაზებდით. - მის

სიტყვებზე, მასპინძელი სამზარეულო ოთახში გავიდა და იქიდან, ერთი კოლოფი

გაუხსნელი მარლბორო გადაუგდო სტუმარს.

-გმადლობთ.

-არაფრის.

-ხომ ვერ ამიხსნიდით რა მოხდა?

-ისეთი არაფერი, უბრალოდ ქუჩაში უგონოდ ეგდეთ. ბედი თქვენის რომ მე გამოვჩნდი.

უმალ წამოგიყვანეთ ჩემთან.

Page 2: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

უცებ, რამდენიმე წუთიანი დუმილი ჩამოვარდა, რომელიც დადუმ დაარღვია.

-მგონი ჯობია წავიდე. ყველაფრისთვის დიდ მადლობას გიხდით.

-მომავალ შეხვედრამდე. - თქვა კაცმა და წიგნის კითხვა განაგრძო. თან ისე რომ,

სტუმრისათვის ყურადღება აღარ მიუქცევია.

ახალგაზრდამ კარი გაიხურა, და ახლა კი უფრო ფხიზელი წავიდა სახლში, იმ ფიქრების

გარეშე, რომ შეიძლებოდა, სადმე ქუჩაში სიმთვრალისგან დავარდნილიყო.

საშინელი სიცხეები იდგა, იმ ზაფხულს და განსაკუთრებით იმ დღეებში. სადღაც

ივლისის შუა რიცხვები იქნებოდა. თბილისი ისედაც თბილი ქალაქია, რასაც მისი

სახელიც მოწმობს, თუმცა უფრო თბილი მაშინ არის როდესაც ზაფხული პიკს

უახლოვდება, თბილი კი არა - ცხელი.

გარინდული ქუჩები მან, ფიქრებში გართულმა გაატარა. ბოლოს, კი სახლის კარსაც

მიადგა. საშინლად სტკიოდა თავი, თუმცა ამას მასზე ზეგავლენა დიდად არ მოუხდენია,

სახლში შესვლისთანავე აიღო ერთი ბოთლი ღვინო და ამ უკანასკნელმა მას ყველაფერი

გადაავიწყა.

იქვე, საძინებელ ოთახში იწვა მისი ახალგაზრდა, თვალწარმტაცი ცოლი. ის ძალიან

ლამაზი გახლდათ.

მოკლედ, მაგიდაზე მისი შავი სასმისით გავსებული ბოთლი დაიდგა, რომლის

შიგთავსსაც შიგადაშიგ ეტანებოდა. თან კი, ჰქონდა საწერ კალამი და ფურცელი.

მას ძალიან უყვრადა ჩანაწერების კეთება, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც ნასვამი

იყო. ჰოდა, ამ მთვარიან ღამითაც, მიზნის მისაღწევად მოკალათდა. დაწერა სადღაც ორი

თუ სამი სტრიქონი. შემდეგ, კი დასაძინებლად წავიდა.

-სად იყავი? - თქვა საოცარი სილამაზის პატრონმა.

-ბიჭებთან, ცოტა დავლიეთ.

საუბარი დასრულდა. ორივემ თავიანთი ცხოვრება, გამოგონილ სამყაროს დაუკავშირეს.

დილით, დადუ საყვარლის სახლში წასასვლელად გაემზადა. ერთი ფინჯანი ყავა და

სიგარეტი. გარეთ გავიდა და შეერია იმ ერთფეროვან და უსულო ბრბოს რომელიც

თბილისის საზოგადოებას წარმოადგენდა.

ქალაქში ერთი ჩვეულებრივი დღე თენდებოდა. მზის სხივები ამშვენებდნენ

გარინდულსა და ამწვანებულ მთაწმინდას.

ხალხი მიდიმოდიოდა ჩვეული ანერვიულებული და ნაღვლიანი სახეებით. თბილისიც

ნაღვლიანი იყო, მისი ხვნეშა და ბორგვა ნებისმიერ კუთხე კუნჭულში ისმოდა, თუმცა

ამას ვერავინ ხვდებოდა, რადგან არც არავის ადარდებდა.

ლოთი კაცები საიდანღაც მოსული ნოსტალგიით შეჰყურებდნენ ეზოს ბავშვებს და მათ

სახეებზე უცნაურ სიხარულს ამოიკითხავდით, მაგრამ რა იყო ამის მიზეზი? ალბათ არც

არაფერი. გრადუსში მყოფებს ახსენდებოდათ ის ტკბილი დრო როდესაც ცისფერი

ოცნებებით ათენებდნენ ღამეებს, იმის ნატვრაში რაც რეალურად არც არასოდეს

Page 3: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

მოხდებოდა.

ნისლში გახვეული ქალაქი კი უსმენდა ჯაზს, რომელიც ერთ ერთი მუსიკალური

ვიტრინიდან მკაფიოდ ისმოდა. ყველაფერი ნაცრისფერი იყო. ნაცრისფერი შენობები,

ნაცრისფერი ქუჩები, ნაცრისფერი ეზოები და ნაცრისფერი ადამიანები. და ეს

ყველაფერი თითქოს არავის ადარდებდა, პირიქით მოსწონდათ კიდეც.

დადუ მიდიოდა, დანგრეულ და განადგურებულ ნაგებობათა ჯუნგლებში. უცებ, გზაზე

ვიღაც კაცი გადაეჩეხა. მივიდა და სახლში შეიპატიჟა. ჩვენმა, წიგნის გმირმა, გაიკვირა.

არ იცოდა, თუ რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, თუმცა მალევე მიხვდა რომ მსგავსი,

არაჩვეულებრივი აღნაგობის მქონე, მოწესრიგებული ადამიანი ნამდვილად არ

იქნებოდა ან მანიაკი, ან ყაჩაღი, ანდაც რაიმე ამდაგვარი. ამიტომ შეწინააღმდეგების

გარეშე გაჰყვა. ამ ფაქტს კი ისიც ამძაფრებდა რომ, მას ეცნო ეს კაცი, თუმცა არ იცოდა

საიდან, ან როგორ.

-როგორ ხარ? - ჰკითხა მან.

-კარგად, ბატონო. უკაცრავად მაგრამ ვერ გიცანით.

-წამოდი სახლში შევიდეთ. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ უნდა მიცნო,

-მაშ, კარგი.

უცებ, შეაღეს სახლის კარი და შევიდნენ შიგ.

მართლაც, დადუმ იცნო, ის "ბიბლიოთეკა" სადაც წინა ღამეს, რამდენიმე საათი ჰქონდა

გატარებული. ის სავარძელი კვლავ იმავე ადგილას იდგა, წიგნიც, იქვე მაგიდაზე იდო.

ახლა, უკვე საღ გონებაზე მყოფი მივიდა და დახედა ყდას.

"ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო."

-გიყვართ წიგნები ომზე?

-არც ისე. უბრალოდ, გუშინ სხვა საქმე არ მქონდა, და კიდევ ერთხელ გადავავლე

თვალი. თანაც ომ გამოვლილი ვარ და როცა მსგავს ჟანრის წიგნებს ვეტანები მუდამ

მახსენდება ის დრო.

-ბევრს კითხულობთ?

-საკმაოდ, ისევე როგორც თქვენ.

-უკაცრავად... თქვენ რა იცით, რომ მე ბევრს ვკითხულობ?

-იცით, ადამიანი თავისნაირებს, ადვილად ამჩნევს. - უცებ ოთახში დუმილი ჩამოწვა.

დადუ ადგა და წიგნების დიდ ნაკრებს მიუახლოვდა. ყველაფერი ეს, მართლაც

იდუმალი იყო, აბა სხვა რა? ვიღაც, უცნობი კაცი მას ეპატიჟება სახლში რომელზედაც

არაფერი არ იცის, ამ კაცს კი სახლში მსგავსი ლიტერატურული შედევრების კოლაჟი

აქვს.

იმდენი თარო იყო გადავსებული ფერადფერადი ყდებით რომ თავი რომელიმე წიგნის

მაღაზიაში გეგნოებოდათ, ან სულაც სახელმწიფო ბიბლიოთეკაში.

-აქ რისთვის დამიბარეთ?

-ისე, უბრალოდ, მომწყინდა მარტო ყოფნა. ვინმესთან საუბარი მომინდა, მერე კი თქვენ

Page 4: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

გამახსენდით. - თქვა უცნობმა და ფანჯარაში თბილისის სევდიან ქუჩებს გახედა. - ისე,

მგონი ჯობია, შენობით ვილაპარაკოთ. არა?

-აშკარად. - მიუგო დადუმ, და მანაც გახედა თბილისს.

ორივენი იდგნენ ერთმანეთის გვერდზე, უძრავად, და ფიქრობდნენ იმაზე, რომ მათ

შორის, რაღაც საერთო არსებობდა, თუმცა არავინ იცოდა რა. ალბათ არც იყო საჭირო.

-საშინლად ცხელა არა?

-მართლაც, საშინელი სიცხეებია თბილისში, განსაკუთრებით კი ამ დროს.

-ჰო... რამეს დალევ?

-მაინც?

-რავი, ვნახავ, მგონი ერთი ბოთლი ვისკი უნდა მქონდეს სადღაც შენახული.

-დავლევ, მაშ...

უცებ დადუს გაახსენდა, რომ თავისი საყვარელი უნდა ენახა. მაგრამ, როდესაც

გამოჩნდა, ერთი ბოთლი ვისკი, ყველაფერი ეს ძალიან მალე ისევე გადაავიწყდა როგორც

გაახსენდა. და მის წინ მხოლოდ და მხოლოდ, ამა თუ იმ გამოგონილი მწერლის გმირები

დარჩნენ.

უცნობის სახლი ისე იყო მოწყობილი, თითქოს, აქ მართლაც, რომელიმე წიგნის

პერსონაჟი ცხოვრობდა, ან თავადვე იყო, ეს უცნობი რაიმე წიგნის გმირი. თუმცა არა! ის

წიგნის გმირი კი არა, თავადვე ავტორი გახლდათ, რამდენიმე წიგნისა. თუმცა

დაბეჭდვით კი, ჯერ არ გადაეწყვიტა. მან, დადუს ანახა, თავისი შედევრები, და თან

დასძინა, პირველი ხარ ვისაც ამას ვაკითხებო. დადუმ თეთრი ფურცლები

საგულდაგულოდ ამოიდო იღლიაში და გაემართა, თავისი საყვარლის სანახავად. თან

ფიქრობდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს იდუმალებით მოცული მწერალი, რომელიც

სულ მარტო ცხოვრობდა. რასაც ის ფაქტი ადასტურებდა, რომ თქვა, მომბეზრდა მარტო

ყოფნა და ვინმესთან ლაპარაკი მინდოდაო.

საყვარლის სახლთან მალევე მივიდა, დიდი დრო არ დასჭირვებია, რადგან არც ისე შორს

იყო იგი.

კარი ქალმა გაუღო.

სხვათაშორის, მართალია, მისი ცოლი თვალწარმტაცი და იდეალური გახლდათ, მაგრამ

გარეგნობით, არც ეს ქალი აკლებდა რამეს.

ქერა თმა, ცისფერი თვალები, სქელი, სქელი ტუჩები და სქელივე წარბები. კარგი ტანი

ჰქონდა, ამ ახალგაზრდას, თუმცა არა ისეთი, როგორიც მაგალითად, რომელიმე

ვიქტორია სეკრეტის მოდელს. არა, ის უფრო სადად, უბრალოდ გამოიყურებოდა.

მართალია, რომ ამბობენ, სილამაზე უბრალოებაშიაო.

მოკლედ, კარი ქალმა გააღო, რომელმაც, ჩვენი ყმაწვილი შინ შეიპატიჟა.

-როგორ ხარ?

-კარგად, არამიშავს.

-წუხელ, სახლს როგორ მიაგენი? საშინლად მთვრალი გახვედი აქედან.

Page 5: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

-სწორედ მაგის სათქმელად მოვედი ახლა. თურმე, შუა ქუჩაში, წონასწორობა დავკარგე

და დავეცი. ვიღაც, უცნობმა კაცმა, თავისთან ამიყვანა. იქ დავწექი სანამ ცოტათი მაინც

არ გამოვფხიზლდებოდი, შემმდეგ კი სახლისაკენ გავეშურე...

-ჩემო ძვირფასო, რამდენი რამე გადაგხდენია თავს. - გააწყვეტინა ქალმა.

-ჯერ არ დამისრულებია. დღეს შენთან რომ მოვდიოდი, ის კაცი ისევ ვნახე. კვლავ

სახლში შემიპატიჟა. მითხრა, მომბეზრდა მარტო ყოფნა, ვინმესთან ლაპარაკი მინდოდა

და მაგიტომ ამოგიყვანეო. ისე, ცოტა უცნაური კი ჩანს. სახლი, თავიდან ბოლომდე

წიგნებით აქვს გადატენილი. ჩაცმითაც, განსხვავებულად აცვია. ნუ, მოკლედ რა. რას

გაუგებ ამ ხალხს.

-ამაზე არ იდარდო, ჩემო სიცოცხლე.

-შენ როგორ ხარ?

-მე როგორ უნდა ვიყო, კარგად ვარ. სიგარეტი გააქ?

-კი, - უთხრა დადუმ, და იმ უცნობი კაცის მოცემული კოლოფი მარბოლო გაუწოდა

საყვარელს. ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა, და სულ მალე ისინი უკვე ერთად

აბოლებდნენ.

მთელმა დღემ უაზროდ ჩაიარა. საღამოს კი, ყმაწვილმა გადაწყვიტა, სახლში

დაბრუნებულიყო, სადაც თავისი ულამაზესი და უმშვენიერესი ცოლი ელოდებოდა.

თუმცა, არა იგი სახლში უბრალოდ არ დახვდა. მაგიდაზე კი წერილი იდო.

"გვიან დავბრუნდები, მშობლებთან ვარ, არ დამელოდო."

დადუ მართლა არ დაელოდა, მისვლისთანავე მაგიდაზე ახლადგაცნობილი მწერლის

ნაწარმოებები დაიდო და კითხვას შეუდგა. შუაღამემდე კითხულობდა, შემდეგ კი ძილს

ვეღარ გაუძლო და იქვე, ტახტზე ჩათვლიმა.

ისე, ეს რომანები, მართლაც მშვენიერი გახლდათ, მკითხველი ვერასგზით მიხვდებოდა,

რომ მათი ავტორი, იყო, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჯერ საკუთარი

წიგნის დაბეჭდვაც კი არ უცდია.

დილაადრიან, დაახლოებით, 10 საათზე, დადუ უკვე მწერლის სახლში წასასვლელად

გაემზადა. აღელვებული იყო, რადგან, ამ კაცის ნაწარმოებები საოცრად მოეწონა.

უნდოდა, რომ მის შესახებ, და მისი ცხოვრების შესახებ უფრო მეტი რამ გაეგო.

სწორედ ამიტომ, გზა სულმოუთმელად გაიარა, და ბოლოს იმ სახლის კარზეც დააკაკუნა

სადაც უცნობი ცხოვრობდა.

-შემოდი, შემოდი. - თქვა კაცმა, და დადუ სახლში შეიპატიჟა.

-როგორ ხარ?

-არამიშავს, როგორც ყოველთვის მარტო.

-კიდევ წერ რამეს?

-ამჟამად, არა. უბრალოდ, ჩანაწერებს ვაკეთებ-ხოლმე. მეტი არაფერი.

-სამწუხაროა, რადგან შენი წიგნი საოცრად მომეწონა. მართლაც, სერიოზული

Page 6: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

ნამუშევრებია.

-რავიცი, რავიცი. ჯერ არ მიფიქრია საკუთარი წიგნის გამოცემაზე.

-მერე და რატომ?

-არ მცალია, ამჟამად ამისათვის დრო არ მაქვს.

-კი მაგრამ, შენ ხომ მარტო ცხოვრობ, მაშ რითი ხარ დაკავებული?

-კითხვით...

-ბოდიში, მაგრამ ვერ მიგიხვდი.

-ჰო, ჰო, კითხვით ვარ დაკავებული, და სანამ ამ საქმეს არ მოვრჩები, ახალი საქმის

წამოწყება სისულელედ მიმაჩნია.

-და რას კითხულობთ?

-აი, ამ ბიბლიოთეკას, მთლიანად.

-აჰ, ახლა უკვე გასაგებია. - ამოიხვნეშა სტუმარმა, შემდეგ კი არაფრისმთქმელი თვალები

წიგნთა უამრავ თაროს მიაბყრო.

მწერალი, იჯდა თავის კუთვნილ სავარძელში და რაღაცაზე ფიქრობდა. თანაც, ამ

პროცესში საკმაოდ გართული იყო. შემდეგ, მაგიდის ქვედა თაროდან, ერთი ბოთლი

ჯეკი ამოაძვრინა, სტუმარს დაუსხა და ბოლოს კი ბოთლიდანაც დაიწყო მოსმა.

რამდენიმე ყლუპი და თავს უკვე შეუძლოდ გრძნობდა.

ისინი, ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა ჰქონდათ

საერთო, ალბათ, ბევრი რამ, სწორედ ეს იყო, იმის მიზეზი რომ ასე მალე, ასეთ უცნაურ

სიტუაციაში საოცრად დაუახლოვდნენ ერთმანეთს...

-იცი, ჩემს შვილს მაგონებ, რაღაცით... - თქვა უცნობმა.

-მართლა?

-ჰო, მართლა.

-მაინც რითი გაგონებთ?

-იმით, რომ მასაც შენსავით უყვარდა კითხვა, დალევა და ქალები. ისიც შენსავით

ქარაფშუტა იყო. თუმცა, ამავდროულად დინჯი და მიზანმიმართული. ვფიქრობ, რომ

შენც ასეთი ხარ.

-და, ახლა სად არის თქვენი შვილი?

-ის, მოკლეს.

-ვწუხვარ.

-არაფერია, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მეც იძულებული ვარ რომ დავივიწყო

წარსული.

-მართალი ბრძანდებით. - თქვა დადუმ და მისი წყლიანი თვალებით, გახედა უცნობს.

თან სულ იმ სიტყვებზე ფიქრობდა, რომ უთხრა ისიც შენსავით დინჯი და ქარაფშუტა

იყოო, ვერ გაეგო, თუ როგორ შეიძლებოდა ეს ორი თვისება ერთ ადამიანს ჰქონოდა. - კი

მაგრამ, რატომ მოკლეს?

უცნობს აღარაფერი უთქვამს. თავისი უჯრიდან გამოიტანა ერთი ძველი, დაგლეჯილი

Page 7: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

ბლოკნოტი და სტუმარს გაუწოდა.

-აი წაიღე და წაიკითხე. გაიგებ რატომაც მოკლეს.

-ეს რა არის?

-ეს, მისი დღიურია. მკვლელობის ადგილას იპოვეს სამართალდამცავებმა.

უცნობი უკვე აღარ ჰგავდა, იმ კეთილ და უწყინარ მწერალს, არა, ის ახლა

სასოწარკვეთილ, შვილმკვდარ მამას უფრო ჰგავდა.

-და თქვენი ცოლი?

-ცოლს გავშორდი. როდესაც დათო ათი წლის იყო, მას შემდეგ აღარ მინახავს, მგონი

ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. არ ვიცი, იმ დღიდან აღარ გამოჩენილა.

-ძალიან ცუდი, ბევრი რამ გადაგიტანიათ, ბატონო...

-ნუკრი.

-დიახ, ბატონო ნუკრი.

-ხომ გითხარი შენობით ვილაპარაკოთ-მეთქი. - ახლა, კაცს, ისევ მომღიმარი

გამომეტყველება ჰქონდა. თითქოს, ყველაფერი წარსულ წელთა ქრონოლოგიას

დაუბრუნაო.

-ჰო, ჰო კარგი. ახლა უნდა წავიდე. როცა კითხვას მოვრჩები მოვალ. ხვალ ან ზეგ.

-კარგი, მაშინ დროებით.

-კარგი, კარგად იყავი.

დადუ გამოვიდა ამ პატარა, (მაგრამ მრავალფეროვანი) ბიბლიოთეკიდან და პირდაპირ

თავისი სახლისაკენ გაეშურა. ისე, რომ თითქოს გადაავიწყდა თავისი საყვარელი,

რომელიც კიდევ დიდხანს ელოდებოდა.

ქალმა, ბოლოს როდესაც სტუმარი ვერ იხილა, ერთი კარგად შეაგინა მას და მოწევა

დაიწყო.

დადუ კი, მიდიოდა, თბილისის ქუჩებში, ისევ ისე, მოწყენილი სახით, მისი

გამომეტყველება, ჰგავდა სასსოწარკვეთილი ადამიანის გამომეტყველებას. სწორედ,

ისეთს როგორიც უცნობ მწერალს ჰქონდა.

თუმცა არა, დადუსათვის მწერალი აღარ ითვლებოდა უცნობ კაცად. არა ის, ახლა,

ყველაზე ახლობელ ადამიანად ითვლებოდა დედამიწის ზურგზე.

სახლში მისვლისთანავე, მაგიდასთან მოკალათდა და კითხვა დაიწყო.

დროდადრო უფროდაუფრო ეცვლებოდა სახე. ბოლოს ცრემლებმაც კი შეახსენეს თავი.

იგი, ტიროდა, თუმცა, ეს არ ჰგავდა, იმ ცრემლებს რომელიც ადამიანს კარგი წიგნის

კითხვის დრო ეწვევა-ხოლმე. არა, ეს ღრმა ჭრილობის გაღვიძების ცრემლებს უფრო

ჰგავდა.

შედევრი, რომელმაც ასეთი ზეგავლენა იქონია ბიჭზე, მთავრდებოდა სიტყვებით.

"აი, უკვე გამოჩდნენ, ერთ-ერთს ხელში იარაღი უჭირავს. ყველაფერი მორჩა, მინდა

მადლობა გადავუხადო მამას, რომელმაც...."

დადუს, საშინელი, მრისხანე და დაუნდობელი თვალები დაეტყო. თავის ოთახში

Page 8: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

სცემდა ბოლთას. თანაც უკვე ანერვიულებული მესამე ღერს ეწეოდა.

ცოლმა, რამდენჯერმე ჰკითხა თუ რა სჭირდა მას, საპასუხოდ კი დუმილის მეტი

ვერაფერი მიიღო.

მთელი ღამე თვალიც კი არ მოუხუჭავს. საერთოდ, დრო მას, ვერაფერს აკლებდა, მისი

შემზარავი თვალები, უფროდაუფრო იხვეჭდნენ სახელს, სევდამ წამითც კი ვერ დატოვა

იგი.

გათენდა თუ არა, საწერკალამი მოიმარჯვა და წერას შეუდგა. უნდოდა, წერილი ციხეში

გაეგზავნა, ადამიანისთვის, ვისთან ერთადაც მთელი ბავშვობა ჰქონდა გატარებული.

მანამ, სანამ, ერთ-ერთი გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდებოდა..

უნდოდა, წერილში, ძალიან მწარედ შეეგინებინა, მისთვის თუმცა, არსებობდა რაღაც

რაც, მას წინააღმდეგობას უწევდა, ისინი, ერთი დედის შვილები იყვნენ.

მკვლელი, დადუს ძმა იყო... მას, ნიკო ერქვა.

ყველაფერს, ახლა უკვე ნათელი მოეფინა, და ალბათ, ადვილია იმის მიხვედრა, თუ

რატომ ტიროდა, დადუ ისე, თითქოს თავადვე მოეკლა ის საწყალი ბიჭი.

მას, უკვე ეზიზღებოდა ნიკო, სძულდა, უნდოდა რომ მისთვის სილა გაეწნა, შემდეგ, კი

გულდამშვიდებით ეთქვა. "შენი დედა მოვტყან", თუმცა ამის საშუალებას არ იძლეოდა

არც კანონი, არც ღირსება, და არც ვინაობა.

მას ღირსება გააჩნდა, და არაფრისდამიუხედავად, არ აწევდა ხელს, ასეთ ნაძირალაზე.

მართალია, მან ყველაფერი, იცოდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ამ დღიურს

წაიკითხავდა, დაახლოებით 7 წლის წინ, თუმცა მის გულში, ახლა მაინც, რაღაც სულ

სხვა გრძნობამ დაისადგურა.

ახლა, ბიჭი ნანობდა, რომ მან გაიცნო უცნობი მწერალი, რომელიც თითქოს აღარ ჰგავდა

უცნობს.

თუმცა, ნატრობდა რომ უცნობი მწერალი, ცხოვრების ბოლომდე უცნობად

დარჩენილიყო...

წერილი მან, უბრალოდ ვერ დაწერა. სწორედ, ამიტომ ფურცელი დახია და გავიდა

გარეთ. იყიდა, ერთი ბოთლი ვისკი და სახლში დაბრუნდა.

არსად აღარ აპირებდა წასვლას.

საშინელი წყურვილი კლავდა დალევის, და მოახერხა რამდენიმე საათში ისე საშინლად

დათრობა, რომ ვერ ეცნო საკუთარი ცოლი, რომელიც შიშით, შეჰყურებდა მას.

სიმართლე გითხრათ, ლილეს მართლა სიგიჟემდე უყვარდა დადუ, თუმცა დროდადრო

თავის ქმარში რაღაც ცვლილებებს ამჩნევდა, რაც ალბათ იმის ნიშანი იყო რომ დადუს

საყვარელი ჰყავდა.

თვითონ ლილე კი ერთგული გახლდათ, თავისი ქმრისა და პატიოსნების წინაშე.

მას არასდროს უღალატია არცერთისათვის.

Page 9: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

მოკლედ, დადუმ ღორივით დალია, შემდეგ კი სასოწარკვეთილი დაწვა თავის ოთახში,

ნატრობდა რომ ყველაფერი რაც თავს გადახდა სიზმარი ყოფილიყო, და გარდაცვლილის

მამაც არასოდეს ენახა!

II თავი.

დილით, დადუმ კვლავ სასოწარკვეთილმა გაიღვიძა. ამიტომ, გადაწყვიტა თავის

საყვარელთან წასულიყო და მისთვის ყველაფერი ეს დაწვრილებით ეამბნა.

რამდენიმე წუთში ჩაიცვა თავისი ახალთახალი ლევისები და წასვლის წინ კარიც

საგულდაგულოდ გაიხურა.

თბილისის ქუჩები კვლავ ერთფეროვნად უცქერდნენ მზეს, ეს უკანასკნელი კი სხივებს

საშინლად აცხუნებდა.

დადუ, მიდიოდა, და დროდადრო ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა თითქოს ვიღაც მისი

თვალთვალით იყო გართული. რამდენჯერმე შეჩერდა კიდეც, გაიხედ გამოიხედა, ხოლო

როდესაც გარშემო ვერავინ ნახა კვლავ განაგრძო სვლა.

ალბათ, ეს ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფი იყო, ან მართლაც ვიღაც დადუს ნამდვილად

უთვალთვალებდა.

ნიკო რომ ყოფილიყო მის ადგილას კიდე ჰო, ის ხომ ფაქტიურად ქუჩაში ცხოვრობდა, და

ქუჩის ბიჭებს ბევრი მტერი და მოქიშპე ჰყავთ-ხოლმე, მაგრამ ვის რაში სჭირდებოდა

დადუსნაირი უწყინარი ადამიანის გასაღება.

სწორედ ამ ფიქრებში გართულმა საბოლოოდ გააქარწყლა თავისი ეჭვები, რომ

შეიძლებოდა ვიღაც ქილერი მას მოსაკლავად დადევნებოდა, ან შეიძლებოდა

საერთოდაც მასზე ცნობები უცხოპლანეტელეპს აეგროვებინათ, თუმცა, მათი არსებობის

ისევე არ სწამდა დადუს, როგორც მაგალითად კომუნისტებს არ სწამთ ღმერთის.

ჰოდა, სწორედ ამიტომ ამ ფაქტისათვის მას ყურადღება აღარ მიუქცევია.

საბოლოოდ როგორც იქნა, მიაღწია საყვარლის სახლს და კარზეც დააკაკუნა.

კარი ქალმა გაუღო. ისინი მანამ ეხვეოდნენ ერთმანეთს, სანამ მასპინძელმა სტუმარი შინ

არ შეიპატიჟა.

დადუ, დაღლილი ჩანდა. სწორედ ამიტომ, მისვლისთანავე გააბოლა მის ჯიბეში მყოფი

უკანასკნელი მარლბორო. შემდეგ, კი თხრობას შეუდგა.

მან, თავისი განსაცდელისა და სასოწარკვეთილების შესახებ, ყველაფერი დაწვრილებით

მოჰყვა.

ნუცას, შიგადაშიგ, უფროდაუფრო ეცვლებოდა უმანკო და მშვენიერი სახე და ბოლოს

როდესაც მთხრობელმა ნაწარმოებს წერტილი დაუსვა, მან სევდით ამოიხვნეშა.

მისი სახე უკვე აღარ ანათებდა უწინდებურად. ბოლოს კი იძულებითი სიმშვიდით თქვა.

-რამდენი განსაცდელი გამოგივლია ჩემო ძვირფასო, ხომ არ ჯობია დასასვენებლად

წავიდეთ? შენც განიტვირთები და ცოტაარიყოს დამშვიდდები კიდეც.

-კარგი იდეაა, მაგრამ ვაი თუ მიხვდეს ჩემი ცოლი და ორივენი ერთად გამოგვიჭიროს?

Page 10: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

-ვერაფერსაც ვერ მიხვდება, უთხარი, ცოტახნით დასასვნებლად წავალ, განვიტვირთები

და რამდენიმე დღეში დავბრუნდები-თქო.

-და რომ მიხვდეს?

-მიხვდეს და მიხვდეს, რა ვუყოთ, თუ ასე მოხდა, ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად,

და ამის შემდეგ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს, ჰა არ გინდა? რას იტყვი?

-სისულელეებს ნუ ამბობ, ნუცა.

-არა, არ ვამბობ სისულელეებს,

-კი, კი სისულელეა რასაც შენ ამბობ, და იცი რატომ? იმიტომ რომ, უკვე საკმაოდ

დიდი ხანია რაც უშვილობის გამო ვმკურნალობ, და ახლა როდესაც გავიგე რომ ჩემი

ცოლი ფეხმძიმედ არის, არ დავუშვებ ყველაფერი დამთავრდეს. გაიგე, ძალიან გრთხოვ!

ეს უნდა გაიაზრო და გააცნობიერო.

-კი მაგრამ, მეც ხომ შემიძლია ბავშვები გავაჩინო და თანაც იმდენი რომ ჩვენი სახლი

ნამდვილ საბავშვო ბაღად გადაიქცეს. - თქვა ნუცამ, და ახლა თავისი დამანჭული სახე

ღიმილით შეცვალა, მიხვდა რომ მასთან კამათით ვერაფერს გააუმჯობესებდა, პირიქით,

შეიძლებოდა ყველაფერი უარესობისკენ წასულიყო.

-ისე, საბავშვო ბაღის გახსნა, მშვენიერი იდეაა, არა? - თქვა დადუმ, და გაიღიმა, სწორედ

ისე როგორ ეს მაშინ, როდესაც მათი თვალები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, ტკბილი

ნოემბრის წვიმიან ღამით.

რამდენიმე წუთში, ყველაფერი ძველებურ განწყობილებასა და ურთიერთობას

დაუბრუნდა.

-მოდი ჩემთან, ჩემო ძვირფასო, ნუ მიბრაზდები, ხომ იცი როგორ მიყვარხარ?

-მეც, მეც, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.

ახლა, ისინი აღარ იყვნენ ერთმანეთზე გაბრაზებული ახალგაზრდები, არა, ახლა ისინი

სიგიჟემდე შეყვარებული ახალგაზრდები უფრო იყვნენ.

დადუმ ნუცას ვნებებით სავსე ტუჩები დაუკოცნა, შემდეგ კი ორივენი ერთად დაეწაფნენ

სექსს.

ვიღაცამ, კარზე დააკაკუნა...

რა იცოდნენ, ამ ახალგაზრდებმა, უფროსწორედ რა იცოდა დადუმ რომ ბედი, მას ასეთ

განსაცდელს უწყობდა. ის საწოლიდან წამოხტა და ცოფიანი ძაღლივით დაიწყო

აქეთ-იქეთ სიარული.

კი, მაგრამ რისი ეშინოდა ასე საშინლად?

-დაწყნარდი, ჩემო ძვირფასო, ალბათ საგადასახადოდან არიან მოსულები, დამელოდე

ახლავე მოვალ.

-არა, არა, მე გავალ და მე გადავიხდი, შენ აქ იყავი.

-კარგი, თუ ასე გინდა, მაშინ ასე იყოს.

დადუ ნახევრად შიშველი გავიდა მეორე ოთახში.

კარი გააღო და უცებ, ყველაფერი დამთავრდა....

Page 11: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

მის, წინ, თვალწარმტაცი და უმანკო სახის ქალბატონი შენიშნა, რომლის თვალებიც

ალბათ, ყველაფერს ამბობდნენ.

ზიზღნარევი, ღამენათევი გეგონებოდათ, თუ კარგად დააკვირდებოდით, რადგან მას

მართლა არ ეძინა მთელი ღამე და ამ დროის მანძილზე მოგროვილი ზიზღი ყელში

დიდი, ბურთისოდენა ნივთით გაჩხეროდა.

კულულა შავგვრემანი თმები, ახლა როგორც არასდროს ისე ანათებდნენ და მაინც, ქალი

ალბათ ყველაზე და ყველაფერზე ლამაზი იყო.

იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და არც ერთს, არც ერთი სიტყვა არ დასცდენია.

ბოლოს, ლილემ ქმარს, მთელი ძალით გააწნა სილა და ცოტაარიყოს შვებაც კი იგრძნო

ამით, მაგრამ არა, ეს შვება წამიერი გახლდათ, მას საბოლოოდ არაფერი დაამშვიდებდა,

საერთოდ არაფერი...

-შე, ნაძირალა, მოღალატე!

დადუმ ვერაფერი უთხრა, უნდოდა თავი გაემართლებინა ან საერთოდაც პატიება

ეთხოვა, თუმცა ვერა, ვერ გაბედა და ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ მას გააჩნდა

პატივისცემა, მიუხედავად ყველაფრისა ის მართლა განიცდიდა ამას და სწორედ

ამიტომ, იდგა ჩუმად და დანაშაულის გრძნობა მის გულს თითქოს ნაწილებად ფლეთდა

კიდეც.

უცებ ამ სპექტაკლში ნუცაც გამოჩნდა.

ნუცა იდგა სწორედ ისეთი სახით, როგორც ბოზი საყვარლები დგანან-ხოლმე, როდესაც

თავიანთი ბიჭის ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

დიახ, ისიც სწორედ ასეთი, ეგრეთწოდებული "სწერვული" სახით ნატრობდა, რომ ქალს

ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაემთავრებინა. თუმცა არა! ქალი არაფერს

ამთავრებდა, ის ისევ ზიზღნარევი თვალებით უცქერდა, (ახლა უკვე ორივეს) და

ფიქრობდა თუ რაოდენ ამაზრზენები იყვნენ ისინი.

-ჩემს სახლში მოსული აღარ დაგინახო! დღესვე შევიტან განცხადებას, განქორწინების

შესახებ.

თქვა და ჩქარი ნაბიჯებით, ანერვიულებული წავიდა სახლში. დადუ ერთხანს

დაფიქრდა ხომ არ აჯობებდა რომ მას გაჰყოლოდა, თუმცა ამ ჟესტით ალბათ ის

ვერაფერს ვერ გამოასწორებდა და შეიძლებოდა გზად საყვარელიც დაეთმო.

ამიტომ, არ გარისკა და არ გაეკიდა ცოლს...

უბრალოდ, ქანდაკებასავით მდგომმა მოდრიკა სხეული და შიგნით სახლში შებრუნდა.

სიგარეტი მოუნდა თუმცა აღარსად აღარ ეგულებოდა და ლომკაში მყოფი კინაღამ

გაგიჟდა კიდეც.

ნუცამ, რათქმაუნდა უმალ ჩაირბინა მაღაზიაში და რამდენიმე წუთში დადუმ

ფილტვების ბოლით გავსებაც თავისუფლად შეძლო.

ყველაფერი აირდაირია.

ისე დაღამდა, რომ ვერც შეამჩნიეს...

Page 12: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

დილით, თითქოს იმედიანმა გაიღვიძა, მას მაინც სჯეროდა რომ თავისი ცოლი ამასაც

უბრალოდ აპატიებდა და კვლავ ბედნიერად განაგრძობდნენ ყველაფერს. ადგა,

საიდანღაც მოსული, თავდაჯერებით, საყვარელს აკოცა, დაემშვიდობა და გარეთ

გავიდა.

იგი, მიაპობდა, ქუჩებს, შენობებს, ადამიანებს, იმის აზრით, რომ ბოლოს თავის

მაგიდასთან ნახევრად ფხიზელი დაიწყებდა წერას და ცოლს ომახიანი ხმით ეტყოდა.

"ყავა ამიდუღე". ნატრობდა, რომ ოდესმე, გაეგო შვილის პირველი სიტყვები, "მამა".

უცებ, ტელეფონზე დარეკეს.

-გისმენთ!

-დადუ, შენ ხარ? - თქვა, მისმა კარის მეზობელმა.

-ჰო, ჰო, ლაშა, მე ვარ, რა ხდება?

-ისეთი, არაფერი, ვერ გავუგე, ამ კომპიუტერს, მოდი ერთი დამეხმარე რა. რამდენ ხანში

მოხვალ?

-აი, უკვე გზაში ვარ, მალე მოვალ.

-კაი, მიდი აბა, გელოდები.

დადუს ცოტაარიყოს ეუცნაურა ეს ყველაფერი, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია,

იმიტომ, რომ ლაშა ვერასდროს იგებდა კომპიუტერში, ამათუ იმ საკითხს, და სულ მას

აწუხებდა.

ჰოდა, მანაც, ვითომც არაფერი ისე განაგრძო გზა, და ბოლოს თავისი ეზოს, დიდ, თეთრ

შესასვლელსაც მიადგა. თუმცა, რა იცოდა ამ ახალგაზრდა ყმაწვილმა, თუ რაოდენ

ფათერაკს უწყობდა ბედი?

ეზოში, ჯგუფჯგუფად იდგნენ შავებში ჩაცმული მამაკაცები, და ყოველი მათგანი

ოხვრით გაიძახოდა. "ეჰ, საბრალო, ახალგაზრდა, ეჰ საბრალო ახალგაზრდა ქალი".

დადუს, ამ სიტყვების გაგონებაზე გააჟრჟოლა, რაღაც ეჭვები ჰქონდა, თუმცა ამის

გაფიქრებაც კი მისთვის საშინელების ტოლფასი იყო. სწორედ ამიტომ, დასკვნების

გამოტანისაგან თავდაპირებლად თავი შეიკავა და მივიდა ერთ-ერთ მეზობელთან, რათა

ნამდვილი ამბავი გაეგო.

-ქალბატონო მარინა, რა მოხდა?

-არ ვიცი შვილო, არაფერი არ ვიცი. - უთხრა მან და ტირილი განაგრძო, თუმცა ამ ქალმა

ყველაფერი იცოდა, უბრალოდ შეგნებულად არ ეუბნებოდა არაფერს.

დადუ შენობაში შევიდა. რაც უფრო მიიწევდა წინ, მით უფრო იმატებდა ხალხის

რაოდენობა.

ბოლოს კი, ყველაფერი დამთავრდა....

კარებთან მდგომს თავიდან ფეხებამდე გააჟრჟოლა, როდესაც სიდედრის უმოწყალო,

სასოწარკვეთილი ხმა მის ყურთასმენას შეეხო, იგი ტიროდა, სწორედ ისე როგორც

შვილმკვდარი დედები ტირიან-ხოლმე, და ახლა ყველაფერს მიხვდა დადუ.

იგი სასწრაფოდ შევარდა სახლში და ნახა, რომ გარდაცვლილი თავისი ცოლი გახლდათ.

Page 13: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

მის უკან მჯდომი ქალები განუწყვეტლივ ტიროდნენ. დადუს თავზარი დაეცა, მას ბოლო

წუთამდე მაინც არ სჯეროდა ამ ყველაფრის, მაინც სწამდა რომ არსებობდა რაღაც რაც

ამას უბრალოდ არ დაუშვებდა, თუმცა სინამდვილეში არაფერიც არ არსებობდა მსგავსი,

იმას რასაც ბედი ინებებს წინ ვერაფერი აღუდგება.

ჰოდა, სწორედ ამიტომ, თავზარდაცემული და ცხოვრებისგან სასოწარკვეთილი გავიდა

გარეთ, ჰაერზე და ჩუმად, მაგრამ ძალიან მწარედ აქვითინდა..

III თავი.

-ჩემს სახლში მოსული აღარ დაგინახო! დღესვე შევიტან განცხადებას განქროწინების

შესახებ. - თქვა ქალმა და უკანმოუხედავად გავარდა.

ის საშინლად ანერვიულებული იყო. მისი ზიზღნარევი და ამავდროულად შეშლილი

თვალები ყველაფერს ამბობდნენ.

პირველივე მაღაზიაში ორი პაჭკა მარლბორო იყიდა. იმედოვნებდა, რომ ახლა მისი

დაწყნარება სიგარეტს თავისუფლად შეეძლო.

თუმცა, სიყვარულის წინაშე ალბათ, თამბაქოც ყოველი ჩვენგანივით უძლურია.

მაგრამ, ადამიანი რისი ადამიანია რომ ყოველი ღონე არ იხმაროს, მდგომარეობიდან

გამოსასვლელად.

მოკლედ, ქალი სასწრაფოდ შევარდა სახლში და თავისი ფილტვების ბოლით

გამორეცხვა დაიწყო.

იქვე ეგულებოდა ერთი ბოთლი ჯეკ დენიელსი, რომელიც დადუმ წინა ღამეს უბრალოდ

ვერ დაცალა.

თუმცა არათუ დაცლა, არამედ ვერ მოახერხა რომ ის ნახევრამდე მაინც ჩაეყვანა. ჰოდა,

სწორედ ამიტომ, კარადა გამოაღო, და შიგ მოთავსებულ სასმელსაც მშვენივრად შეეგუა.

მშვენიერი იყო, ერთ ხელში სიგარეტი ეჭირა, მეორე ხელში კი ვისკი, თანაც ბოთლით.

თუმცა არა! მშვენიერი არაფერიც არ იყო, პირიქით, ყველაფერი წითელ ხაზს

ესაზღვრებოდა, რომლის იქითაც სიყვარული უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი გრძნობაა

და მეტი არაფერი.

მართალია, ყველაფრისდა მიუხედავად ლილეს დადუ მაინც უყვარდა, მაგრამ, მთავარი

ის არის რომ ამ სიყვარულს არ ჰქონდა ძალა რაიმე გამოესწორებინა.

ქალი იჯდა, საფლავის ქვასავით გაყინული და მოუდრეკელი. არც ტიროდა, არც

იცინოდა, მისი შეშფოთებული სახე საერთოდ არაფერს ამბობდა, თუმცა მისი

გამომეტყველება მალევე დაგარწმუნებდათ იმაში რომ ქალი განადგურებული იყო.

ფანჯარა გამოაღო, რადგან ოთახში გამეფებული დახუთულობა სუნთქვის საშუალებას

აღარ აძლევდა.

ახალგაზრდამ, კიდევ ერთხელ მოსვა ორი ყლუპი ჯეკი და გარეთ გავიდა.

იგი მიაპობდა, ძველი ქალაქის დანგრეულ ქუჩებს!

ქალმა გადაწყივტა, რამე დაეწერა, ლექსი, მოთხრობა ან უბრალოდ, უსულო და

Page 14: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

გამოუსადეგარი ჩანაწერი.

მან, იცოდა რომ ქმარი აუცილებლად მოაკითხავდა ხვალ, ან თუნდაც დღეს.

გადაწყვიტა, იგი გაეგდო, ისე როგორც ავ ძაღლს აგდებენ, გულქვა და უშიშარი

მონადირეები.

ქუჩაში უაზრო და ფუჭი სიარული მალევე შეწყვიტა, ახლა მისი ერთადერთი მიზანი

სახლში დაბრუნება და წერა გახლდათ. აასრულა კიდეც, მივიდა და შავი კალმით,

ჩანაწერის გაკეთება დაიწყო.

"არასოდეს მიღალატია არავისთვის და ვფიქრობ, რომ მოღალატე ადამიანი საკუთარი

თავის ნდობასაც კი ადვილად შორდება.

არ ვიცი... ალბათ, ყველაფერს ვიმსახურებდი რაც მივიღე.

ან არ ვიმსახურებდი და უსამართლოდ მარგუნა ბედმა.

რას ვიზამთ,

ღალატი შესაძლებელია,

მაგრამ, პატიება, შეუძლებელი"

დაუსვა თუ არა ბოლო სიტყვას წერტილი, მიხვდა რომ ვერაფერს შეცვლიდა, ვერც

აპატიებდა და ვერც მიატოვებდა. წერილი იქვე, კარადის უკან დადო, გადაწყვიტა,

ამიერიდან, წერილები იქ მოეთავსებინა.

საკუთარი გულის ცემა მოესმა, ნერვიულობდა ადგილზე არ გავთავდეო, და მართლაც

ადგილზე გათავდა.

რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა კვლავ შეძლო შემდეგ კი მოწყვეტით დაეცა ძირს.

ბოლოს, სიკვდილის წინ მას აღმოხდა საშინელი, სატანისებური ხმა და მიქელამაც

ჩასჭიდა ხელი.

ყველაფერი დამთავრდა...

ქალი უგონოდ ესვენა გაყინული პარკეტის პრიალა ზედაპირზე.

ის ვერავინ შეამჩნია მანამ, სანამ ერთ-ერთმა მეზობელმა არ შეაღო კარი, მხოლოდ

იმიტომ რომ დადუსათვის ერთი კოვზი ყავა ეთხოვა.

თუმცა, რაღა ყავა, ისეთი რამ ნახა, რომ საერთოდ ყველაფერი გადაავიწყდა.

დადუც, ყავაც და საკუთარი თავიც.

მან, სასწრაფოდ ამოუშვა, კვნესა დამჭკნარი სხეულიდან.

უმალ შემოვარდნენ დანარჩენები.

ღმერთო ჩემო!

ახალგაზრდა, ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა.

IV თავი.

რამდენიმე დღე განუწყვეტლივ მოდიოდნენ ადამიანები, ჭირისუფალს

მიუსამძიმრებდნენ და შემდეგ ისევ თავიანთ გზას დაადგებოდნენ. ასეთია, ადამიანის

ბედი, უნდა იშრომოს, იწვალოს, ინერვიულოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, შემდეგ კი

Page 15: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

ბრახ... მოვა მიქელა და წარსულ წელთა ქრონოლოგიას ერთი ხელის მოსმით წალეკავს.

ასე მოხდა, ლილეს ცხოვრებაშიც, ის უკვე არსად აღარ სუნთქავდა, თუმცა მისმა

ახლობელმა ადამიანებმა, ისწავლეს ცხოვრება მის გარეშე.

...და აი, დაკრძალვის დღეც დადგა.

წვიმას ხალხზე დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია. ეზო დილაადრიან შავებში ჩაცმუმლი

კაცებითა და ქალებით გაივსო.

ყველა ოხრავდა, ყველა ხვნეშდა. იხსენებდნენ იმ წუთებს, რომელიც გარდაცვლილთან

ჰქონდათ გატარებული.

ამბობდნენ დადუზე, რომელსაც მათი თქმით მარტოს უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება,

ანუგეშებზდნენ, აწყნარებდნენ, თუმცა ეს დადუსათვის ზღვაში წვეთი თუ იქნებოდა

მხოლოდ, ის აღარავის აღარ უსმენდა, იყო სადღაც შორს, კოსმოსში ან იმის იქით.

-ვიზიარებ... - თქვა უცნობმა მწერალმა და დადუს ხელი მხარზე დაადო.

-მადლობა. - უპასუხა მან, რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ კი ჰკითხა. -კი მაგრამ

თქვენ საიდან გაიგეთ ამის შესახებ?

-ეჰ, მეგობარო, თბილისი პატარა ქალაქია, აქ ყველაფრის გაგებაა შესაძლებელი თუ

მოინდომებ.

-დიახ, დიახ. - ბოლო სიტყვები მან უკვე უაზროდ, უგულოდ, და უშედეგოდ

წაილუღლუღა.

ხელებზურგზეშემოწყობილი მწერალი ახლა უკვე გამობრუნდა და წასვლა დააპირა.

-მოიცადეთ, დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწერებით?

-არ ვიცი, რომელ საათზეა?

-მორჩა, ახლა წავალთ სასაფლაოზე.

-მაშ, კარგი. დავრჩები.

-გმადლობთ. - თქვა დადუმ, და სიგარეტის ბიჩოკი იქვე ეზოში უმისამართოდ ისროლა.

დაკრძალვის ცერემონია დაიწყო.

მესაფლავე, წიგნიდან, ნაწყვეტების კითხვას შეუდგა.

გარდაცვლილის დედამ, კიდევ ერთხელ მორთო ქვითინი.

უცნობი მწერალი, იდგა უძრავად, მოშორებული ამ ბრბოთა ნაწილს, და ფიქრობდა. და

ალბათ მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრება, ჩალის ფასიც კი არა ღირს, საერთოდ,

ადამიანის ცხოვრება არ იყიდება, რადგან, შეუძლებელია, არაფერზე ღირებულება

დააწესო.

-ახლა კი დროა მიცვალებულს მიწა მივაყაროთ! - თქვა მესაფლავემ და ერთი მუჭა მიწა

თავადაც მოიმარჯვა ხელში.

პირველი დადუ მივიდა თავის ალაგას, მოვალეობა პირნათლად შეასრულა შემდეგ კი

კვლავ ქვითინი დაიწყო.

Page 16: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

-დაწყნარდი! ნერვიულობა კარგს არაფერს მოგიტანს, რაც მოხდა მოხდა. - გაისმა

უცნობი მწერლის ნუგეში. - ცხოვრება მეტად ხანმოკლეა, რომ წარსულზე ვიდარდოთ,

დამიჯერე.

-კი, მაგრამ, რატომ მაინც და მაინც მე?

-ალბათ, იმიტომ, რომ ღმერთმა საჭიროდ ასე ჩათვალა. ნუ ღელავ, მთავარი ის არის რომ

ზევით ჯერ არ გივიწყებენ.

-ვინ? ვინ არ მივიწყებს ზევით?

-უფალი, რადგან განსაცდელის ჟამს ის მუდამ შენთანაა, შენს გვერდით. ასეა მეგობარო.

შენ, კვლავ ახსოვხარ მას.

მეტი აღარაფერი უთქვამს, არც დადუს დასცდენია რამე.

წვიმდა!

ყველაფერი ნაცრისფერი იყო. დადუს ცრემლები, უერთდებოდნენ ზეციდან ჩამომავალ

წვეთებს და მათი სინქრონული მოძრაობა, აღელვებულსაც კი დაგტოვებდათ.

უცნობმა მწერალმა, დაიხურა თავისი შლაპა და სახლისაკენ მიმავალ გზას გაუდგა.

ნელნელა, სახეზე ცრემლთა ნაკვალევიც დაეტყო.

მისი წყლიანი თვალები ამბობდენ იმას რომ ადამიანი, შეიძლება იყოს სასოწარკვეთილი

და კიდევ უფრო სასოწარკვეთილი. თუმცა მწერალი, ამ ორ ვარიანტს შორის, არცერთს

არ ექვემდებარებოდა. ის, ყველაზე სასოწარკვეთილი ადამიანი იყო.

და რატომ? ალბათ, გაახსენდა თავისი შვილის პატარაობა.

თავსხმა წვიმაში რომ უყვარდა, გარეთ სიარული. გაახსენდა, თუ როგორ უთხრა

ერთხელ, "მამა, სახლში მინდა, გავცივდები."

ექოსავით ჩაესმოდა მისი სევდიანი და ამავდროულად ბავშვური ხმები.

უნდოდა ამ ყველაფრისთვის ბოლო მოეღო!

თუმცა არაფერმა უშველა.

"მამა! მამა! მამა! მამა....." - აგრძელებდნენ ისინი.

ღმერთო, ნუთუ გაგიჟდა? ეს ნამდვილად არ გახლდათ გამორიცხული. საშინლად

მოუნდა სასაფლაოზე საკუთარი შვილის დარაჯი გამხდარიყო. როდესაც ადამიანს

რაიმე საშინლად უნდა ის ამას ასრულებს კიდეც, ასე მოხდა მწერლის შემთხვევაშიც. მან,

უმალ იცვალა მარშრუტი და კვლავ სასაფლაოზე დაბრუნდა, ოღონდ იმ მხარეს აღარ

გაუხედავს, სადაც ახალი საფლავები ეგულებოდა. რადგან, ის დაბრუნდა თავის

შვილთან და არა ვიღაც სხვა, ახლადგაცნობილი კაცის მეუღლესთან. დიახ! ის საკუთარ

შვილთან დაბრუნდა.

უნდოდა, შვილისათვის ხელი გადაესვა თავზე და ეთქვა. "ჩემო ვაჟკაცო ბიჭო, შენ უკვე

დიდი ხარ." შემდეგ კი ფუჭ სიტყვებს, ასდოლარიანიც მიეყოლებინა.

ის 17 წლის მოკლეს.

რათქმაუნდა ამ ხნის ბიჭი, ასდოლარიანით ქალებში დააპირებდა წასვლას, რაც

მამამისმაც კარგად იცოდა. თუმცა მწერალს ახლა აღარც შვილი ჰყავდა და აღარც

Page 17: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

ასდოლარიანი ჰქონდა, და რომც ჰქონოდა ვეღარაფერს შეცვლიდა.

საფლავზე ჩამოჯდა. მისი გაყინული თვალები ერთ ადგილს დაშტერებოდნენ.

წვიმამ გადაიღო.

მწერალს, უკნიდან რაღაც ყრუ მაგრამ ნაცნობმა ხმამ შეახსენა თავი. ამის გაგონებაზე,

შეკრთა კიდეც, ტანში ჟრუანტელმა დაუარა და გადაწყვიტა, მობრუნებულიყო. თავიდან

გაუჭირდა, რადგან, ტანი რატომღაც არ ემორჩილებოდა. შემდეგ, კი მაინც მიაღწია

მიზანს.

-შვილო! - შეჰკივლა და უკან გადავარდა. თითქოს დაიბნაო, თუმცა არა, რაღა თითქოს,

ის მართლა დაიბნა, და დარწმუნებული ვარ მის ადგილას ალბათ, ყველა დაიბნეოდა.

აბა, როგორი გასაგებია, როდესაც შვილის საფლავზე ზიხარ, მას დასტირი და უცებ,

უკნიდან შენივე შვილი, რომელსაც გლოვობ დაგელაპარაკება.

-როგორ, ხარ მამა?

-კარგად, შვილო, კარგად ვარ, შენ როგორ ხარ, ჩემო ერთადერთო?

-კარგად. მამა, როგორ შეცვლილხარ, ამ ხნის მანძილზე. შენ ხომ, ყოველთვის

მოუდრეკელი და უშიშარი ადამიანი იყავი. რა დაგემართა?

-ჰო, შვილო ვიყავი, მაგრამ შენმა დაკარგვამ შემცვალა. ო, როგორ მომნატრებიხარ ჩემო

ბიჭო. აქამდე როგორ მოაღწიე?

-ამაზე ნუ იდარდებ მამა, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი ის არის რომ აქ

ვარ, შენთან.

-ჰო, მაგრამ შენ არ მომკვდარხარ? ღმერთო დიდებულო!

-არა მამი, მე როგორ მოვკვდებოდი, არა გრცხვენია? - გაიღიმა მან.

-არა შვილო, აღარაფრის აღარ მრცხვენია, რაც შენ დაგტოვე იმის შემდეგ ყველაფერმა

დაკარგა ფასი.

-მამი, ეს შენ არ შეგეფერება. შენ ასეთი არ ხარ, იქ ვამაყობდი, უშიშარი მამა მყავდა-თქო,

შენ კი, ზიხარ ჩემს საფლავზე და ქალივით ქვითინებ.

-მაპატიე შვილო, მაპატიე, უბრალოდ არ შემეძლო რომ არ მოვსულიყავი, აი, ხომ ხედავ,

მოვედი და შენც დაბრუნდი. ხომ კარგია?

-კარგია, მამი, კარგია, რათქმაუნდა. ისე, ხე თუ გაქვს დარგული?

-კი, შვილო, დარგული მაქვს, რატომ მეკითხები? ეს რა შუაშია?

-არა მამი, უბრალოდ, იქ ამის გარეშე არ მიგიღებენ.

-სად შვილო?

-სად და სამოთხეში.

-და შენ, შენ გაქვს ხე დარგული?

-არა მამი.

-მაშ, აბა როგორ მიგიღეს, შვილო? როგორ მოხვდი იქ.

-ეჰ! მამი... ეჰ! - თქვა და სადღაც უმიზნო სივრცეში გაუჩინრდა.

-შვილო! შვილო! - რამდენჯერმე შეჰკივლა მწერალმა. თუმცა ყოველ ჯერზე

Page 18: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

უშედეგოდ. ბოლოს მოეშვა და ტირილი დაიწყო. არც ამან უშველა.

ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა, ადამიანს ეგონებოდა გააფრინაო, თუმცა არა, არავისაც

არაფერი არ ეგონებოდა, რადგან მან მართლა გააფრინა.

ნაწვიმარ სასაფლაოზე იჯდა, და ხითხითებდა, სატანისებური ხმით.

კვლავ ის ექო ჩაესმოდა.

"მამი, მამი, მამი!" - უკვე აღარ ანებებდა თავს.

შარვლის ჯიბიდან, ერთი ღერი ამოიღო და გააბოლა.

როდესაც, მორჩა, კიდევ ერთი ამოიღო, შემდეგ კიდევ ერთი, და ასე მანამ, სანამ არ

დაამთავრდებდა კოლოფს.

კოლოფში, 15 ღერი იდო. ყველა მოწია, და ყველა ზედიზედ.

დასალევი საშინლად მოუნდა.

წამოდგა და მაღაზიისაკენ გააგრძელა გზა. მისი შეშლილი თვალები, აქეთიქით

იცქირებოდნენ.

არც ისე კარგად გამოიყურებოდა. ტალახში ასმოვრილიყო, თუმცა ხალხი ყურადღებას

საერთოდ არ აქცევდა, რადგან არავისაც არ აინტერესებდა.

იგი მიაპობდა, ქალაქის ერთ-ერთ ხმაურიან ქუჩას, მანამ სანამ მაღაზიას არ გადაეყარა.

-უკაცრავად, ერთი ბოთლი ჯეკ დენიელსი მომეცით.

-დარწმუნებული ხართ?

-სავსებით, თუ შეიძლება.

-მე მაინც არ გირჩევდით....

-უკაცრავად, ერთი ბოთლი ჯეკ დენიელსი! - ხმამაღალი ხმით, გააწყვეტინა

გამყიდველს.

-ახლავე!

გამოართვა და გარეთ გამოვიდა. აღარ იცოდა სად წასულიყო. სახლში დაბრუნება

ნამდვილად არ უშველიდა, გადაიფიქრა და კვლავ სასაფლაოზე გადაწყვიტა წასვლა.

გზაში, ველურივით ყვიროდა, შემდეგ ხითხითი დაიწყო, ასეთი რამ მხოლოდ

ფსიქიატრიულში თუ ექნება ადამიანს ნანახი.

ის მართლაც გიჟივით იქცეოდა. მაგრამ, ის ხომ გიჟი იყო? აბა სხვანაირად როგორ

მოიქცეოდა?

კვლავ იმავე ადგილას მოკალათდა, თუმცა ახლა, სატანისებური ღრიალით,

გარდაცვლილები აღარ შეუწუხებია.

იჯდა თავისთვის, ჩუმად და რაღაცას ბუტბუტებდა.

გაგიჟდა... ნამდვილად გაგიჟდა...

V თავი.

ორმა თვემ განვლო. ადამიანებმა საკუთარი ცხოვრება განაგრძეს. ერთადერთი, დადუმ

არ იცოდა, თუ რა უნდა გაეგრძელებინა, და ან საერთოდ რა უნდა დაეწყო.

Page 19: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

იდგა, ფანჯარასთან, უძრავად, სვავდა ყავას და ეწეოდა. თანაც, იმხელა ნაპასებით, რომ

გრძნობდა როგორ ულპებოდა ფილტვები.

აღარ უნდოდა, მას ასეთი ცხოვრება, უფრო სწორედ, ცხოვრებას აღარ უნდოდა ასეთი

დადუ, და რასაკვირველია, ამის შემდეგ, არც დადუს აღარ ენდომებოდა ცხოვრება,

ნებითა თუ უნებლიედ.

იგი, მთელი თავისი სხეულით, მიენდო ბედს, რომელიც კარგს არაფერს უწყობდა.

სვამდა, თითქმის ყოველდღე, შემდეგ კი მთვრალი დაეხეტებოდა, თბილისი, დანგრეულ

ქუჩათა, შორის. აღარ უნდოდა, ცხოვრება, ლილეს გარეშე.

ერთხანს იფიქრა, ომში ხომ არ წავიდე მოხალისეთო, თუმცა მალევე გაახსენდა რომ

საქართველო არავისაც არ ეომებოდა, და აბა ვისთან უნდა ეომა? ნამდვილად, არ

აპირებდა, ავღანეთში, ან თუნდაც სირიაში წასვლას.

ამიტომ, გადაიფიქრა, და შემდეგი იდეა თავში აღარასდროს მოსვლია.

დაჯდა და დალევა დაიწყო. სვავდა, მანამ, სანამ არ გაილეშებოდა.

საბოლოოდ გაილეშა კიდეც.

მოკლედ, არაფერი განსხვავებული, წინა დღე, მომდევნო დღისაგან არაფრით

განსხვავდებოდა. მის ცხოვრებაში, ერთფეროვნული ყოფის, ხანა დაიწყო.

საბოლოოდ, ანგარიში ამოეწურა. 0.00.

დაფიქრდა, და გააცნობიერა რომ ასეთი ცხოვრება კარგს ნამდვილად არაფერს

მოუტანდა. მან, პირველად სწორედ ამ დროს ინანა, რომ სკოლაში სათანადო სწავლა არ

მიუღია.

სწორედ, ამ დროს, გაახსენდა მასწავლებლის სიტყვები.

"დადგება, დრო და ინანებ, ასე უქმად რომ მიზიხარო"

მაშინ, ის ამაზე საერთოდ არ ფიქრობდა და ალბათ, არცერთი ბავშვი არ ფიქრობს იმ

მომენტში ამაზე, ყველას ყურადღება ზარისაკენ არის მიმართული.

მოკლედ, ჯიბეში ხელი ჩაიყო, და ნახა, რომ არაფერი ჰქონდა, საერთოდ არაფერი.

შემდეგ, თავში ერთი იდეა მოუვიდა.

იფიქრა, რომ ჩემი ცოლი, ისეთი ქალი არ იყო, რაიმე შავი დღისთვის არ გადაენახაო.

ამიტომ, კუპიურების ძებნას შეუდგა.

ფული ვერ იპოვა, მაგრამ, რაღაც კონვერტისმაგვარს ნამდვილად მოკრა თვალი. გახსნა

და კითხვა დაიწყო.

"არასოდეს მიღალატია არავისთვის და ვფიქრობ, რომ მოღალატე ადამიანი საკუთარი

თავის ნდობასაც კი ადვილად შორდება.

არ ვიცი... ალბათ, ყველაფერს ვიმსახურებდი რაც მივიღე.

ან არ ვიმსახურებდი და უსამართლოდ მარგუნა ბედმა.

რას ვიზამთ,

ღალატი შესაძლებელია,

მაგრამ, პატიება, შეუძლებელი"

Page 20: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

დაასრულა თუ არა, თვალზე ცრემლები მოადგა, უნდოდა, მთელი ძალით ეყვირა, რომ

ის არ იმსახურებდა იმას რაც მიიღო. უნდოდა, მთელი ძალით ეყვირა, რომ ძალიან

უყვარდა და არ უნდოდა მისი გაშვება, უნდოდა, თუნდაც მთელი ძალით ეყვირა.

"მაპატიე!"

თუმცა, ახლა ამას აზრი უბრალოდ აღარ ჰქონდა.

იგი, იჯდა, მაგიდასთან მოკალათებული და მისი სასოწარკვეთილი გამომეტყველება,

თითქოს, ნელნელა, ჭკნებოდა. ჭკნებოდა, და აღარ ცოცხლდებოდა.

წერილი დაკუჭა და მაგიდაზევე მოუკიდა ცეცხლი, ახალთახალი სანთებელათი.

ასე, იჯდა, საათზე მეტი მანამ, სანამ კაკუნი არ დაარღვევდა, ირგვლივ გამეფებულ

სიჩუმეს.

ბნელ ოთახში, სინათლემ შემოანათა.

ეს, ნუცა იყო. დადუს საყვარელი.

დადუ მოეხვია, ყელზე აკოცა და მიხვდა, რომ მასზე ძვირფასი აღარავინ ჰყავდა, არც აქ

და არც იქ.

ისინი, თავიდან, მაინც მორცხვობდნენ, არ უნდოდათ გარდაცვლილისათვის

შეურაცხყოფა მიეყენებინათ.

თუმცა, დადუს ასეთი რაღაცეების არ სწამდა და ორი ყლუპის შემდეგ, საყვარელს,

ვნებიანად აკოცა. სიმართლე გითხრათ, არც საყვარელს უყოყმანია. ისინი, შეერთდნენ,

ზუსტად, იმ საძინებლის ზუსტად იმ ალაგას, სადაც ლილე წვებოდა-ხოლმე.

ქალის აღგზნებული, შიშველი სხეული, საოცრად ლამაზი იყო.

მოკლედ... მათ სექსი, ლილეს გარდაცვალებიდან ორ თვეში ჰქონდათ.

-ხვალ მოხვალ?

-კი, რატომაც არა, მოვალ.

-საერთოდ, ხომ არ აჯობებდა, ჩემთან გადმოსულიყავი?

-ეს კარგი აზრია, თუმცა, შენები რომ მოვიდნენ? წარმოგიდგენია რა მოხდება?

-ჩემები არ მაინტერესებს.

-არა! არ მინდა, პრობლემები შეგექმნას.

-პრობლემები, დამიჯერე არ შემექმნება.

-არა-მეთქი! მორჩა.

-ჰო, კარგი.

-დროებით, ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ.

-მეც, მეც ძალიან მიყვარხარ.

საღამოხანს, დადუმ, კიდევ ერთხელ, უკანასკნელი ცენტებით შეიძინა ვოდკა, და

დალევა დაიწყო. გადაწყვიტა, ეკონომიურად, დაეცალა. ამიტომ, ოთხი ყლუპის შემდეგ,

კარები გაიხურა და გარეთ გავიდა.

ერთხანს, ასე, უმიზნოდ, უაზროდ და უსულოდ დადიოდა.

შემდეგ, კი გაახსენდა ის მწერალი კაცი, რომელიც დაკრძალვის მერე აღარც უნახავს.

Page 21: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

ის გაეშურა, მის სანახავად. ახლოს, იყო და მალევე მივიდა.

მწერალი სახლში არ დახვდა და უკან გამობრუნდა.

ამ დროს ვიღაც გიჟს შეეფეთა სახეში, რომელსაც სახეზე ნაცნობი ნაკვთები ემჩნეოდა.

ერთხანს გაკვირვებული უყურებდა დადუ, ვერადა ვერ ამოიცნო მისი სახე. შემდეგ, კი

გაახსენდა, გაახსენდა რომ ეს უცნობი მწერალი იყო, ოღონდ ცოტა მოგიჟიანებული,

უფრო სწორედ გიჟი.

-სალამი, მწერალო, როგორ ხართ?

მწერალმა, არაფერი უპასუხა, პირიქით, მისი ხმის გაგონებაზე, თითქოს შეკრთა,

გააჟრჟოლა და აკანკალდა.

კი მაგრამ რატომ?

რა იყო ამის მიზეზი?

მას, დადუს ხმასთან ერთად ჩაესმოდა, შორიდან მომავალი უხილავი ძახილი, რომელიც

გამუდმებით უმეორებდა.

"არ შემოუშვა, ის მკველია, მკვლელი, იცოდე!"

ამ ხმების გაგონების მეტი არც არაფერი უნდოდა მას, უმალ დაიწყო, თავის ენაზე,

ბუზღუნი, შემდეგ კი ადამიანურ ხმებსაც დაუახლოვდა.

-გადი, გადი აქედან, აქ მოსული აღარ დაგინახო! - თქვა და საკუთარი სახლის კარი

გააღო.

დადუ, ამ დროს უკვე ქუჩაში აუღელვებლად დასეირნობდა.

და თან ფიქრობდა, თუ რა მოხდა, ამ კაცის ცხოვრებაში, რომ ასეთ მოკლე ხანს

უკიდურესად გააფრინა.

ეჭვმა, შეიბყრო, ნუთუ ხომ არ იცის ყველაფერი მისი და მისი ძმის შესახებ?

არა, როგორ უნდა იცოდეს?

მან, ამის შესახებ არაფერი იცის, უბრალოდ გაგიჟდა, გაახსენდა თავისი შვილი და

გაგიჟდა, ეს არ არის გასაკვირი.

ისე, ხომ არ ჯობია, მივიდეს და ფსიქიატრიულში წაიყვანოს?

არა, რათქმაუნდა არ ჯობია, რადგან, ეს მისი საქმე არ არის, და არც აინტერესებს.

-მეგობარო, რას შვრებიიიიიიიიიი? წინ იყურეეეე! - დაიყვირა მთელი ძალით მძღოლმა

და საკუთარი მანქანა მთელი სისწრაფით დაატორმუზა.

დადუ, უგონოდ მიაბიჯებდა.

სახლში მივიდა თუ არა, წამოწვა, და კვლავ განაგრძო ფიქრი, იმის შესახებ, თუ რა

სჭირდა მწერალს.

ალბათ, ყველასათვის ნაცნობი დაავადება.

სიგიჟე!

დილით, ადრიანად მოესმა კაკუნი. თვალები აფერისტული ღიმილით, მოიფშვნიტა და

კარები გააღო. წინ, გადაშლილმა სანახაობამ, მთელი თავისი ცხოვრება შეცვალა, არ

Page 22: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

იცოდა რა გაეკეთებინა, რადგან კრიმინალური საქმეების არაფერი გაეგებოდა. კივილიც

კი არ შეეძლო, ამ დროს მეზობლები გამოცვივდებოდნენ, და ყველაფერი სააშკარაოზე

გამოეფინებოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, ბიჭისათვის ხელი მოეკიდა, მოხმარებოდა

ნაბიჯის გადადგმაში და სახლში შეეყვანა. დიახ, ასეც მოიქცა. რამდენიმე წუთში ისინი,

უკვე ოთახში იყვნენ. ბიჭი, საწოლზე წამოწოლილიყო, და ყოველ წამს, საკუთარი

სისხლით თეთრეულს უფროდაუფრო სვირდა.

-ეს, რა არის, ბიჭო, რა მოგივიდა? - უთხრა დადუმ.

-ყველაფერს მერე მოგიყვები, ოღონდ ახლა გრთხოვ დამეხმარე, ო, ღმერთო როგორ

მტკივა, დადუ, გრთხოვ რამე მიშველე.

-რა გიშველო? შეიძლება სასწრაფოში დარეკვა?

-არა, არავითარ შემთხვევაში, სჯობს, აქვე დავლიო სული, ვიდრე კვლავ იმ ჯოჯხეთს

დავუბრუნდე.

-მაშ, მაშ, რა ვქნა, არ ვიცი, ო ღმერთო.

-დადუ, ღვთის გულისათვის, რამე წამალი მომეცი.

დადუსათვის, ახლა ყველაფერი აირდაირია, შემდეგ კი გაახსენდა რომ ნუცა ექიმი იყო,

უმალ მოიმარჯვა ტელეფონი და მასთან დარეკა.

-ალო, ნუცა, ბევრი საუბრის დრო არ მაქვს, ჩემთან მოდი, სასწრაფოდ, და რაიმე წამლები

წამოიღე, გრთხოვ ჩქარა, ჩქარა!

-რა მოხდა? რა ხდება?

-აქ მოდი, დაჭრილია, და ჩქარა, ძალიან გრთხოვ.

-ო, ღმერთო, 1 საათში ოპერაცია იწყება, რა ვქნა.

-ღვთის გულისათვის, ნუცა, მოდი, გრთხოვ, დაჭრილია, ჩემი ძმა, ჩემი ძმა არის

დაჭრილი, ალბათ, კვლავ რაღაც უსიამოვნებაში გაეხვია.

-კარგი, ვიზამ რამეს, იქ დამელოდე, ყოველი შემთხვევისთვის სასწრაფოში არ... -

გაითიშა.

რამდენიმე წუთში, დადუმ, ბინტი იპოვა. მივიდა, დაჭრილთან და შეხვევა დაიწყო.

მშვენივრად, კი გამოუვიდა ისე, წუნს ვერ დაუდებდი. სიკვდილის პირას მისული, ნიკო,

კი კვლავ უმოწყალოდ კვნესდა, თითქოს აწამებენო, თუმცა, აბა სხვა რა უნდა

დავარქვათ, ამ ყველაფერს, მას მართლა აწამებდნენ, უფროსწორედ, მას ტკივილი

აწამებდა, ნუ როგორც არის.

-კი, მაგრამ, აქამდე როგორ მოაღწიე? ან, საერთოდ რა მოხდა? ამიხსნი?

-ახლა, ამის ახსნის თავი ნამდვილად არ მაქვს, დიდი ამბავია.

-როდის გამოხვედი?

-3 დღის წინ, შეწყალებით გამომიშვეს.

-ო, ღმერთო!

-მტკივა, ძალიან მტკივა.

-ვიცი, ვიცი, მაგრამ, მე რა გიშველო? აბა, მითხარი რა გიშველო?

Page 23: I თავი - Palitral..."ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო." -გიყვართ წიგნები ომზე?

-ლილე, ლილე სად არის?

ამ სიტყვების გაგონებაზე, დადუს გამომეტყველება შეეცვალა. ჩაფიქრიანდა და გაითიშა

კიდეც. საბოლოოდ, მუჯლუგუნმა მოიყვანა გონს. დაჭრილმა, მას, თავისუფალი ხელი,

თავში წამოარტყა.

-რა ხდება, დადუ? რა მოგივიდა?

-არა, არა, არაფერი.

-მაშ, სად არის ლილე?

-ამას, მერე გეტყვი, ახლა ამის დრო არაა.

-ჰო, კარგი, კარგი, ასე იყოს. ო, ღმერთო, როგორ მტკივა, ძალიან, ძალიან.

-ცოტა, ცოტაც გაუძელი, ძმაო, სულ მალე ჩემი მეგობარი, ექიმი მოვა, უკვე დავურეკე და

გზაშია.

ნიკოს აღარაფერი უთქვამს, არც დადუს შეუწუხებია თავი. ისინი ისხდნენ

ქანდაკებებივით მანამ, სანამ სტუმარი არ მოვიდოდა.

დადუმ, კარი გიჟივით გააღო და მოძრავი აფთიაქით, დამშვენებულ ნუცას, იმედიანად

შეხედა.

-მადლობა ღმერთს!

-სად არის?

-აქეთ, აქეთ. - თქვა და ხელი დაჭრილისაკენ გაიშვირა.

ნუცას აღარაფერი უთქვამს, მან დაკისრებული მოვალეობის ბეჯითად შესრულება

დაიწყო.

შეასრულა კიდეც. ახლა, ღრმა ძილში მყოფი პაციენტის სიცოცხლეს, საფრთხე აღარ

ემუქრებოდა.

ნუცამ, დადუს აკოცა და ჩუმი ხმით უთხრა.

-გადარჩა, ღრმა ჭრილობას ვერც დავარქმევთ, დანით არის მიყენებული, ეტყობა, ჩხუბის

დროს მოხვდა. არაუშავს, მოკლედ, თუ ტკივილები დაეწყება, აი, რამდენიმე წამალი და

დაალევინე, ყველა ტკივილგამაყუჩებელია.

-მადლობა, ჩემო სიცოცხლე, დიდი მადლობა, არ ვიცი სამაგიერო როგორ გადაგიხადო.

მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ!

-მეც, ძვირფასო, ამაზე ნუ იდარდებ, ყველაფერი ჩაივლის. რომ გაიღვიძებს, ეცადე,

გაარკვიო რა ჩაიდინა.

-კარგი, კარგი. დროებით, ვიცი გეჩქარება და ოპერაციაზე უნდა წახვიდე.

-დროებით, სამსახურის მერე მოვალ. - თქვა და გავიდა.

ოთახში სრული სიჩუმე იყო. დადუ, იჯდა, დაჭრილის გვერდზე და სვავდა

თანაც ძალიან ბევრს...