Top Banner
Google ააააააააა აააააა აა აააააა 1. ბბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბ, ბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბ ბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ (ბბბბბბბბბბბბბ www.gmail. com ) 2. ბბბბ ბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ, ბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბ (ბბბბბბ ბბბბბბბ) ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბ ბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბ User ბბ Password ბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბ ბბბბბბ - Sign in. 3. ბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბ Create an account ბბ ბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ. ბბბბბბბბბბბბბბბბბ ბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბბ 1) ააააააააააა აააააააა ააააააააა აააააააა ააა 1
20

Google

May 24, 2015

Download

Education

datiko43

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოდან 2 დონის ტრენინგ კურსის ფარგლებში
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: Google

Google ანგარიშის შექმნა და შესვლა

1. ბრაუზერში აკრიფეთ რომელიმე საფოსტო სერვერის მისამართი, რომელზეც გაივლით ან უკვე გაიარეთ რეგისტრაცია (მაგალითისთვის www.gmail. com )

2. უკვე რეგისტრირების შემთხვევაში, გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში (იხილეთ სურათზე) მიუთითეთ რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული მომხმარებლის სახელი და შესაბამისად პაროლი User და Password ველებში და დააჭირეთ ღილაკს - Sign in.

3. ფოსტაში დასარეგისტრირებლად დააჭირეთ ღილაკს Create an account და მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.

რეგისტრაციისათვის უნდა გაიაროთ შემდეგი საფეხურები

1) ჩამოსაშლელი მენიუდან ამოირჩიეთ სასურველ ენა

2) შემდეგ შეავსეთ სარეგისტრაციო კითხვები:

1

Page 2: Google

First Name (სახელი) - შეგყავთ სახელიLast Name (გვარი) - თქვენი გვარიDesired Login Name (სასურველი სარეგისტრაციო სახელი) - სასურველი სახელი ელფოსტისათვის აქვე შეგიძლიათ შეამოწმოთ,რამდენად ხელმისაწვდომია თქვენს მიერ არჩეული სარეგისტრაციო სახელი Check Aviability - ღილაკზე დაჭერითChoose a password (პაროლი) - აირჩიეთ პაროლი, რომელიც იქნება 8 ან 8 სიმბოლოზე მეტიRe-enter password (პაროლის ხელახლა შეყვანა) - დაადასტურეთ პაროლი, აქ აუცილებლად უშეცდომოდ უნდა აკრიფოთ იგივე პაროლი

Security Question (საიდუმლო შეკითხვა) - შეკითხვა, რომელიც პაროლის დაკარგვის შემთხვევაში გამოგადგებათ.Answer (პასუხი) - პასუხი საიდუმლო შეკითხვაზე

2

Page 3: Google

Secondary e-mail (დამატებითი ელფოსტა) - თუ უკვე გაქვთ ალტერნატიული ელფოსტა, აქ ჩაწერეთ (ან მიუთითეთ მეგობრის).

Location (ადგილმდებარეობა) - აირჩიეთ ქვეყანაWord Verification (სიტყვის დადასტურება) - შეიყვანეთ მითითებული სიმბოლოები ამ ველშიTerms of Service (მომსახურების პირობები) მოცემულ პირობებზე დასადასტურებლად და შესაბამისად დასარეგისტრირებლად, საბოლოოდ დააჭირეთ ღილაკზე I accept, Create my accountამით თქვენ დაასრულეთ რეგისტრაცია.

ელექტრონული ფოსტა

ელექტრონული ფოსტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს გაუგზავნოთ წერილი თუკი მასაც გააჩნია ელ. მისამართი. ელ. ფოსტას წერილების გაგზავნა-მიღების გარდა უამრავი შესაძლებლობები გააჩნია. ფაილების გაგზავნა, ფორუმებსა და ტელეკონფერენციებში მონაწილეობა, სამისამართო წიგნთან ურთიერთობა, წერილების ფილტრაცია, დახარისხება, ხელმოწერის ფაილების დამატება წერილის ბოლოს და სხვა.

ელ.ფოსტას გააჩნია მისამართების სივრცე, რომლის დანიშნულებაა გაგზავნილი წერილის ადრესატამდე მისვლის უზრუნველყოფა. ელ.წერილის გაგზავნას მინიმუმ ორი მისამართი ჭირდება: გამგზავნის და მიმღების.

3

Page 4: Google

ელ.ფოსტის მისამართი ერთმანეთისაგან @@ (კლავიატურაზე Shift+2 კომბინაცია) სიმბოლოთი გამოყოფილი ორი ნაწილისაგან შედგება:

[email protected]

pedagogebi– მომხმარებლის სახელია;

gmail.com – დომენი, ანუ სერვერის სახელწოდება;

დომენიდომენი – ეს ის სერვერია, რომლიდანაც მომხმარებელი სარგებლობს ელ.ფოსტით.

ელ.ფოსტის მისამართი სიმბოლოთა რეგისტრის მიმართ მგრძნობიარეა. მასში როგორც წესი, ლათინური ანბანის დიდი ასოები არ იხმარება, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ ელ.ფოსტით, თავდაპირველად უნდა გაიაროთ რეგისტრაციარეგისტრაცია რომელიმე საფოსტო სერვერზე. არსებობს ფასიანი და უფასო, ქართულენოვანი, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და ა.შ. საფოსტო სერვერები.

როგორ გავაგზავნოთ წერილი როგორ გავაგზავნოთ წერილი

წერილის გასაგზავნად თქვენს Gmail ანგარიშში შესვლის შემდეგ შეასრულეთ მოქმედებები შემდეგი თანმიმდევრობით:

1. დააწკაპუნეთ ჰიპერბმულზე Compose Mail, და გაიხსნება შემდეგნაირი ფანჯარა

2. To ტექსტურ ველში მიუთითეთ ადრესატის ელ.ფოსტის მისამართი;

3. Subject ტექსტურ ველში დააფიქსირეთ წერილის სათაური. აღსანიშნავია, რომ სათაური წერილის გახსნამდე ჩანს ადრესატის ეკრანზე და წარმოდგენას იძლევა წერილის შინაარსზე;

4. ფანჯრის ძირითად არეში დაწერეთ წერილი,

4

Page 5: Google

5. წერილის ადრესატამდე გასაგზავნად დააწკაპუნეთ Send ღილაკზე;

შესაძლებელია Cc (Curbon Copy) და Bcc (Blind Curbon Copy) ტექსტური ველებით სარგებლობაც, იმ შემთხვევაში თუკი ერთი და იგივე შინაარსის წერილის დაგზავნა რამოდენიმე პირთან გსურთ.

ამ შემთხვევაში ერთ მისამართს წერთ To ველში, ხოლო დანარჩენს Cc ან შესაბამისად Bcc ველებში. (ელ.ფოსტის მისამართები ერთმანეთისაგან გამოიყოფა ხდება წერტილ-მძიმით).

შენიშვნა:შენიშვნა:

Cc (Curbon Copy) ველში ჩაწერილ მისამართზე ადრესატთან მისული წერილი შეიცავს ამ წერილის სხვა ადრესატების სიასაც.

თუ ადრესატისათვის სხვა ადრესატების ცოდნა არ არის საჭირო, ელ.მისამართების ჩამონათვალი იმავე წესით უნდა ჩაიწეროს Bcc (Blind Curbon Copy) ველში. ასეთ შემთხვევაში ადრესატთან არ მივა ინფორმაცია სხვა ადრესატების არსებობის შესახებ.

ფაილის გაგზავნა ელექტრონული ფოსტით

წერილთან ერთად ფაილის გაგზავნის შემთხვევაში შეასრულეთ მოქმედებები შემდეგი თანმიმდევრობით:

1. აირჩიეთ ბრძანება

2. ეკრანზე გამოსულ Choose File დიალოგურ ფანჯარაში შეარჩიეთ გასაგზავნი ფაილი და დააწკაპუნეთ Open ღილაკზე;

შედეგად ადრესატი წერილთან ერთად მიმაგრებულ ფაილსაც მიიღებს.

შენიშვნა:შენიშვნა:

გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნეტ პროვაიდერების დიდი ნაწილი ზღუდავს გასაგზავნი ფაილების ზომას, არ არის მიზანშეწონილი 1 მეგაბაიტზე დიდი ფაილების

გაგზავნა.

თქვენი ელექტრონული საფოსტო ყუთი

ელექტრონული ფოსტა წერილების დახარისხების მიზნით საქაღალდეების სტრუქტურას იყენებს. მაგალითად, ერთ-ერთ საქაღალდეში ავტომატურად ინახება შემოსული წერილები და მას Inbox ქვია.

როგორ წავიკითხოთ მიღებული წერილიროგორ წავიკითხოთ მიღებული წერილი

5

Page 6: Google

მიღებული წერილის წაკითხვის მიზნით დაწკაპუნებით გახსენით Inbox საქაღალდე, ხოლო გამოსული ჩამონათვალიდან ასევე «მაუსით» დააჭირეთ იმ წერილის სათაურის ბმული (ლინკი), რომლის წაკითხვაც გსურთ.

აღსანიშნავია, რომ Inbox საქაღალდე საშუალებას გაძლევთ მიიღოთ წერილის შესახებ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა გამოგზავნის თარიღი, წერილის ზომა, კორესპონდენტის (გამომგზავნის) ვინაობა და მისი ელ.ფოსტის მისამართი და ა.შ.

გარდა მიღებული წერილებისა, შესაძლებელია თქვენივე გაგზავნილი წერილების ნახვაც. ამის საშუალებას იძლევა საქაღალდე Sent Mail.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საქაღალდე Trash, რომელიც სანაგვე ყუთის ფუნქციას ასრულებს - აქ წაშლილი წერილები ინახება, რომელთა აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ხოლო რაც შეეხება საქაღალდეს Draft, იგი საშუალებას გაძლევთ შეინახოთ გასაგზავნი წერილების დაუსრულებელი ვერსიები.

Google-ჩეთი

Gmail Chat-თქვენს საფოსტო ყუთის ანგარიშში გეძლევათ თქვენს კოლეგებთან, მეგობრებთან ონლაინ რეჟიმში საუბრის საშუალება, თუ კი მათაც ასევე აქვთ Gmail ანგარიში გახსნილი. Gmail Chat-ი გაძლევთ ვიდეო-აუდიო და ტექსტური ფორმატის ინფორმაციის გაცვლის, ასევე რამდენიმე

ადამიანთან კოლექტიურად (მხოლოდ ტექსტურ რეჟიმში) საუბრის სინქრონულად განხორციელების შესაძლებლობას. თქვენი gmail-ანგარიშის მარჯვენა კუთხეში მოცემულ ჩეთის საძიებო ველში მიუთითეთ იმ პირის gmail-ანგარიშის მისამართი, რომელთანაც გსურთ საუბარი ონლაინ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ იმ მომენტში ისიც ზის კომპიუტერთან და გახსნილი აქვს თავისი gmail-ანგარიში, მისი სახელის გასწვრივ გამოჩნდება მწვანე ბურთულა, რომელიც გატყობინებთ, რომ მასთან საუბარი შესაძებელია. დააჭირეთ Chat-ღილაკს და თქვენი მონიტორის მარცხენა ქვემო კუთხეში გამოჩნდება მასთან სასაუბრო დიალოგის ფანჯარა.

6

Page 7: Google

Google დოკუმენტებიGoogle დოკუმენტები საშუალებას იძლევა შეინახოთ, გაუზიაროთ და მოახდინოთ დოკუმენტების ონლაინ რედაქტირება. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა პედაგოგედბისათვის მოახდინონ სტუდენტთა ჯგუფებთან სხვადასხვა ნაშრომებზე კოლაბორაცია, უსაფრთხოდ შეინახონ საჭირო დოკუმენტები ონლაინ და ჰქონდეთ უნივერსალური წვდომა საკუთარ ელექტრონულ მასალასთან.

თქვენს პერსონალურ Google ანგარიშის მენიუდან, დააჭირეთ Documents- (დოკუმენტები) ბმულს, და დაიწყეთ ფაილებთან მუშაობა შემდეგნაირად:

დოკუმენტის შექმნა:

ჰორიზონტალურ მენიუდან ამოირჩიეთ ბრძანება New (ახალი), და ამოირჩიეთ დოკუმენტის ის ტიპი, რომელიც უნდა შექმნათ:

Document-ტექსტური დოკუმენტი Presentation-საპრეზენტაციო დოკუმენტი Spreadsheet-ცხრილები Form-კითხვარის ფორმა, Folder-საქაღალდე

7

Page 8: Google

ნებისმიერი მათგანის ამორჩევის შემთხვევაში, ახალ ფანჯარაში გაიხსნება შესაბამისი პროგრამისათვის საჭირო ინსტრუმენტების პანელი, მაგალითად, ტექსტის რედაქტირება, სურათისა და ობიექტის ჩასმა, ცხირილების ფორმის შეცვლა, და ა.შ. ამ ფანჯარაში თქვენ შეგიძლიათ ონლაინ შექმნათ ახალი დოკუმენტი და დაიმახსოვროთ თქვენს ონლაინ Google საქაღალდეებში.

მაგალითისათვის, განვიხილოთ ტექსტური დოკუმენტის შექმნა:

დააჭირეთ ჩამონათვალიდან Documents, ახალ ფანჯარაში გაიხსნება ტექსტური დოკუმენტისათვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი ინსტრუმენტების პანელი და საწერი ველი (ისევე როგორც ეს Microsoft Word-შია).

ტექსტზე მუშაობის პროცესში თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ შესრულებული სამუშაო და გააგრძელოთ მუშაობა ღილაკ Save (დამახსოვრება)-ზე დაჭერით.

თუ საბოლოოდ დაასრულეთ მუშაობა დოკუმენტზე და გინდათ შეწყვითოთ მუშაობა, მაშინ გამოიყენეთ ღილაკი -Save & Close (დამახსოვრება და დახურვა).

არსებული ნამუშევარი, შეგიძლიათ გაუზიაროთ ( Share ) სხვებსაც, (Share with others);

გაუგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, როგორც მიბმული ფაილი (Email as Attachment); გამოაქვეყნოთ და გაუზიაროთ როგორც ვებ გვერდი (Publish as web page); ან წინასწარ ნახოთ, როგორ გამოიყურება თქვენი ნამუშევარი როგორც ვებ გვერდი (View as Web page (Preview).

გაზიარების ამ სახეებს განვიხილავთ სათითაოდ:

8

Page 9: Google

1) Share with Others-ბმულზე დაჭერის შემდეგ, თქვენ აკონკრეტებთ დოკუმენტზე მოქმედების იმ უფლებებს, რომელსაც მიანიჭებთ მოწვეულ პირებს. მაგალითად:

იწვევთ ადამიანებს, როგორც:

ა) თანამონაწილეებს (As collaborators) - ამ შემთხვევაშიც მათ აძლევთ დოკუმენტზე მუშაობის, რედაქტირების საშუალებაა;

ბ) დამთვალიერებლებს (as viewers) - ამ შემთხვევაში მათ აძლევთ ინფორმაციის მიღება/წაკითხვის უფლებას.

ამ მაგალითზე მონიშნულია პირველი ვარინტი. თავისუფალ ველში, მიუთითეთ მოსაწვევი პირების ელ.ფოსტის მისამართები. ქვემოთ მოცემული დამატებით პარამეტრებში აკონკრეტებთ დამატებით უფლებებს მათთვის, როგორიცაა:

Collaborators may invite others - თქვენს მიერ მოწვეულ თანამონაწილეებს აქვთ უფლება მოიწვიონ ასევე სხვებიც,

ან, Invitation may be used by anyone - მოწვევა შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა.

ბრძანების დასრულებისათვის დააჭირეთ ღილაკს - Invite Collaborators, დამთვალიერებლების მოწვევის შემთხვევაში ეს ღილაკი შეიცვლება Invite viewers - ფორმით. გახსოვდეთ, რომ მათ, ვისაც დოკუმენტზე მუშაობის თანამონაწილეებად იწვევთ, აუცილებლად უნდა ქონდეთ შექმნილი საკუთარი Google-ანგარიში და თქვენ Google-ელ.ფოსტაზე უნდა გაუგზავნოთ მოსაწვევი.

2) დოკუმენტის ელ-ფოსტის მეშვეობით მიბმული ფაილის სახით გაგზავნის სურვილის შემთხვევაში, გამოვა სპეციალური ფანჯარა.

9

Page 10: Google

დოკუმენტს აგზავნით ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ ელექტრონული წერილის გაგზავნის დროს არის საჭირო:

To: მწკრივში მიუთითეთ ადამიან(ებ)ის ელ.ფოსტის მისამართები.

შეგიძლიათ მონიშნოთ შემდეგი ბრძანებები:

Paste the document itself into the email message - ჩააკოპირე თავად დოკუმენტი ტექსტის ველში ავტომატურად

(Attach the document as) - მიამაგრე დოკუმენტი როგორც... და ჩამონათვალის მენიუდან ამოირჩიეთ სასურველი ტექსტური დოკუმენტის ფაილის ტიპი.

Subject-ველში მიუთითეთ სახელწოდება. Message-ველში კი წერილის ტექსტი. CC me- ნიშნავს -გაუგზავნეთ საკუთარ თავს წერილის ასლი. Send ღილაკზე დაჭერით გააგზავნით დოკუმენტს ადრესატთან.

3) დოკუმენტის ვებ გვერდის სახით გამოქვეყნებისას თქვენს დოკუმენტს მიენიჭება უნიკალური მისამართი (URL), და ყველას შეეძლება მისი ნახვა, დოკუმენტის გამოქვეყნება აქვე შეგიძლიათ თქვენს ბლოგზეც.

10

Page 11: Google

ბრძანების ღილაკებზე დაჭერით, ავტომატურად სრულდება შესაბამისი მოქმედებები: Publish Document -დოკუმენტის გამოქვეყნება,

Post to blog-ბლოგზე განთავსება.

დოკუმენტის გამოქვეყნების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ ბრძანება, Automatically re-publish when changes are made - ამ შემთხვევაშიც, დოკუმენტზე ცვილებების განხორციელების დროს, ის ავტომატურდ გამოქვეყნდება ხელახლა.

დოკუმენტის ატვირთვა:

იმ შემთხვევაში, თუ კი ოფ-ონლაინ რეჟიმში რომელიმე საოფისე პროგრამის გამოყენებით შექმნილი დოკუმენტის ან რაიმე მასალის ატვირთვა გსურთ თქვენს Google-საქაღალდეში, გამოიყენეთ მენიუდან ბრძანება Upload (ატვირთვა) შემდეგნაირად:

11

Page 12: Google

Browse your computer to select a file to upload - მოიძიეთ ასატვირთი ფაილი თქვენს კომპიუტერში

enter the URL of a file on the web - მიუთითეთ ფაილის ვებ მისამართი (თუ კი ის უკვე გამოქვეყნებულია და აქვს URL მისამართი)

What do you want to call it? ველში მიუთითეთ დოკუმენტის სახელწოდება, (თუ გსურთ ფაილის სახელწოდებისგან განსხვავებული სახელი)

ბოლოს დააჭირეთ ღილაკს -Upload file.

გახსოვდეთ, რომ HTML და ტექსტური ფაილების ასატვირთად 500KB მოცულობის ლიმიტი გაქვთ, კომპიუტერში არსებული საპრეზენტაციო ფაილების ასატივრთად - 10MB, ხოლო ონლაინ საპრეზენტაციო ფაილების შემთხვევაში - 2 MB; ელექტრონული ცხრილების ასატვირთად 1 MB.

GOOGLE Calendar

12

Page 13: Google

Google კალენდარი საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ და დაათვალიეროთ ჩანაწერები კვირის/თვეების მიხედვით. ასევე გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს თქვენი გეგმების კალენდარი და მათაც მისცეთ საშუალება ჩანაწერები გააკეთონ კალენდარში ისე, რომ ეს თქვენთვისაც თვალსაჩინო იყოს. Google კალენდარი წარმატებით გამოიყენება ორგანიზაციებში თუ სკოლებში, თანამშრომლებს ან რომელიმე კონკრეტული სამუშაოს გუნდის წევრებს შორის შეხვედრების სინქრონული ინფორმაციის განთავსება/გაზიარების მიზნით. თქვენს მიერ ერთხელ შექმნილი ჩანაწერი ჯგუფურ კალენდარში, ავტომატურად იქნება მიღებული კალენდრის წევრების მიერ.

მოცემულ მენიუში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი, რომელიმე კონკრეტული სამუშაოსათვის ან მიზნისათვის განკუთვნილი კალენდარი. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს Create- და მიანიჭეთ კალენდარს სახელწოდება, სპეციალურ ფანჯარაში- Calendar Name. (მაგ, მივანიჭოთ სახელი -Personal).

13

Page 14: Google

Description: მწკრივში შეგიძლიათ მიუთითოთ კალენდრის აღწერა

Location-მწკრივი შეგიძლიათ მიუთითოთ ქალაქი, ქვეყანა, რაც ტერიტორიულ ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას განსაზღვრავს, ანუ თუ სად განხორციელდება ამ კალენდარში გაკეთებული ჩანაწერები.

იმ შემთქვევაში, თუ სურვილი გაქვთ, რომ ეს კალენდარი გაუზიაროთ სხვებს, მონიშნეთ სპეციალური ფანჯარა -Make this calendar public -ბრძანების წინ.

საბოლოოდ, დააჭირეთ ღილაკს- Create Calendar. აღნიშნული კალენდარი გაჩნდება, თქვენს სხვა კალენდრების ჩამონათვალის მწკრივში.

კალენდარში ჩანაწერის დასაფიქსირებლად, დააჭირეთ სასურველ გრაფას თარიღის მიხედვით, რის შემდეგაც ავტომატურად გამოჩნდება ფანჯარა ინფორმაციის შესაყვანად.

14

Page 15: Google

What-გრაფაში, მიუთიეთ შეხვედრის/გეგმის სახელწოდება ან აღწერა.

Calendar-მენიუდან, ამოირჩიეთ ის კალენდარი, სადაც გსურთ რომ განთავსდეს ჩანაწერი მისი შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით.

ბოლოს დააჭირეთ ღილაკს- Create Event.

GOOGLE Blogger

15

Page 16: Google

ბლოგი არის პერსონალური ელ.დღიური. ყოველდღიური ჩანაწერები. კოლექტიური კოლაბორაციის სივრცე. ახალი ამბებისა და ბმულების კრებული. თქვენი პირადი ფიქრები. ჩანაწერები მსოფლიოსათვის.

თქვენი ბლოგი არის ის, რაც გინდათ რომ იყოს. არსებობს მილიონობით ბლოგები,

სხვადსახვა დიზაინისა და შინაარსის- და არ არსებობს რაიმე რეალური წესები.

მარტივად რომ ვთქვათ, ბლოგი არის თქვენი ვებსაიტი. სადაც თქვენ ათავსებთ,

მუდმივად ანახლებთ ინფორმაციას. სიახლეები ჩნდება დასაწყისში, მაშასადამე, თქვენს

ვიზიტორებს, შეუძლიათ ადვილად შეამჩნიონ, რა არის სიახლე. მათ შეუძლიათ

კომენტარი გაუკეთონ იქვე თქვენს ინფორმაციას, ან ბმულით დააკავშირონ საკუთარ

გვერდს/ბლოგს, ან სულაც მოგწერონ ელექტრონული ფოსტით.

Blogger- შეიქმნა 1999 წლიდან. და მან განსხვავება შემოიტანა ვებში, ზეგავლენა

მოახდინა პოლიტიკაზე, გამოაფხიზლა ჟურნალისტიკა, და მილიონობით ადამიანს

მისცა საშუალება გამოეხატათ აზრი და დაკავშირებოდნენ სხვებს.

ბლოგის შექმნა ძალიან მარტივია, ამისათვის მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.

1) აკრიფეთ ვებ მისამართი: www.blogger.com ან თქვენი Gmail ანგარიშიდან ამოირჩიეთ ბლოგ სერვისი. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Create a Blog და მიყევით ინსტრუქციებს.

1) პირველ რიგში, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. ამისათვის მხოლოდ Display name - მწკრივში მიუთითეთ სახელი, რომელიც გამოყენებული იქნება ბლოგების რეგისტრაციისას. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს - CONTINUE.

16

Page 17: Google

2) NAME BLOG – ბლოგის მისამართის მისაღებად, Blog Title-მწკრივში მიუთითეთ თქვენი ბლოგის სახელწოდება, რომელიც გამოჩნდება გამოქვეყნებულ ბლოგებზე და თქვენს პროფილში. შემდეგ ამოირჩიეთ დომენური სახელი, რომლითაც შეიქმნება თქვენი უნიკალური ბლოგ მისამართი. აქვე შეგიძლიათ, შეამოწმოთ არის თუ არა შესაძლებელი სასურველი სახელწოდების გამოყენება მისამართისათვის. დადასტურების შემთხვევაში “This blog address is available”, დააჭირეთ ღილაკს -

CONTINUE.

3) Choose template - თქვენ შეგიძლიათ მოცემული ნიმუშებიდან, ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი დიზაინი, მონიშნეთ ნიმუში და დააჭირეთ ღილაკს -CONTINUE.

გილოცავთ, ამით თქვენი ბლოგის რეგისტრაცია დასრულებულია.

17

Page 18: Google

როგორ განათავსოთ ჩანაწერები ბლოგზე?

TITLE- მწკრივში მიუთითეთ თემის/ჩანაწერის სახელწოდება;

თავისუფალ ველში ჩაწერეთ ტექსტი, და შეასრულოთ სურვილისამებრ ტექსტის რედაქტირება თქვენთვის ცნობილი ბრძანებების/ღილაკების მეშვეობით.

აქვე შეგიძლიათ განათავსოთ სურათი ან ვიდეო ფაილი. ღილაკების გამოყენებით.

Preview-ფუნქცია მოგცემთ ტექსტის/ვიდეოს და სურათის ვებზე განთავსების საბოლოო სახით წარმოდგენის წინასწარ ჩვენებას.

18

Page 19: Google

Labels for this post: ამ მწკრივში მიუთითეთ საკვანძო სიტყვა, რომელიც შინაარსობრივად უკავშირდება თქვენს ჩანაწერს, რაც გააიოლებს ბლოგ ჩანაწერის ძიებას მომავალში.

ჩანაწერის მონახაზის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ შეინახოთ ტექსტი გამოქყვენების გარეშე SAVE NOW ღილაკზე დაჭერით.

ჩანაწერის გამოქვეყნების მიზნით დააჭირეთ PUBLISH POST ღილაკს.

ბლოგ ჩანაწერების გაკეთებისა და /ან გამოქვეყნების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მათი რედაქტირება ან საერთოდ წაშლა. ამისათვის მენიუდან გამოიძახეთ Edit POSTS ბრძანება.

შემდეგ, მონიშნეთ საჭირო ჩანაწერ(ებ)ი და დააწექით ღილაკს DELETE SELECTED , რის შემდეგ, აღნიშნული ჩანაწერები წაიშლება ბლოგ საიტიდან.

Google თარჯიმანი

19

Page 20: Google

http://translate.google.com

თუ თქვენს მიერ მოძებნილ ვებ რესურსზე ინფორმაცია არ არის მოცემული თქვენთვის ნაცნობ ენაზე, ან რომელიმე სიტყვა, ფრაზა უცნობია, შეგიძლიათ გამოიყენოთ Google თარჯიმანი, რომელიც სიტყვას, წინადადებას, პარაგრაფსა თუ მთლიანად ვებ გვერდს ავტომატურად გადაგითარგმნით თქვენთვის სასურველ ენაზე. სამწუხაროდ ეს სერვისი ქართულ ენაზე თარგმნას არ გვთავაზობს.

მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:

20

1) დააკოპირეთ ტექსტი ან ვებ გვერდის მისამართი

4) გადათარგმნე2) ამოირჩიეთ ენა,

რომლიდანაც უნდა ითარგმნოს ტექსტი

3) მიუთითეთ ენა, რომელზეც უნდა ითარგმნოს ტექსტი