დანართი №1 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №381 - ვებგვერდი, 10.08.2017წ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდეგში – სამსახური) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და სიმბოლიკა პლანშეტი №1 ესკიზი 1. სამსახურის გერბი 2. სამსახურის დროშა
38
Embed
დანართი№1ssps.gov.ge/res/docs/2018071014492399637.pdf · 2018. 7. 10. · დანართი№1 საქართველოს მთავრობის 2017
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
დანართი №1
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №381 - ვებგვერდი, 10.08.2017წ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდეგში – სამსახური) მოსამსახურეთა ფორმის
ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და სიმბოლიკა
პლანშეტი №1
ესკიზი
1. სამსახურის გერბი
2. სამსახურის დროშა
3. სასწავლო ცენტრის გერბი
აღწერილობა
1. სამსახურის გერბი
სამსახურის გერბი არის ჰერალდიკური მრგვალი ფარი, რომლის ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს
ლაჟვარდის ველზე გამოსახული ოქროს არწივი, რომელსაც კლანჭებით უპყრია ოქროს ხმალი. ოქროს არწივის
მკერდზე გამოსახულია წითელი ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე
ოთხქიმიანი ვარსკვლავი. გერბს გარშემოუყვება შავი არშია, რომელსაც შიდა და გარე მხარეს გარშემოუყვება
ვიწრო ოქროს კანტი. არშიის ქვედა ნაწილში გამოსახულია ოქროს მუხის ფოთლების გვირგვინი, რომლის
ცენტრშიც მოთავსებულია ოქროს წრეში ჩასმული ოქროს ჰერალდიკური ჯვარი. არშიის დანარჩენ ნაწილზე
გაკეთებულია ოქროს წარწერა - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
2. სამსახურის დროშა
ოქროს ველზე განთავსებულია სამ კუწუბოიანი ლაჟვარდის ველი. ლაჟვარდის ველზე გამოსახულია
ოქროს არწივი, რომელსაც კლანჭებით უპყრია ოქროს ხმალი. ოქროს არწივის მკერდზე გამოსახულია წითელი
ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე ოთხქიმიანი ვარსკვლავი.
დროშის პროპორცია 3x4.
3. სასწავლო ცენტრის გერბი
სასწავლო ცენტრის გერბი არის ჰერალდიკური მრგვალი ფარი, რომელზეც გამოსახულია ოქროს
კანტში ჩასმული წითელი ფერის ჯვარი, რომელიც ფერალდიკურ ფარს ყოფს ოთხ ტოლ ნაწილად, თითოეულ
ნაწილში თეთრ ველზე გამოსახულია წითელი ოთხქიმიანი ვარსკვლავი. ჯვრის ცენტრალურ ნაწილში
გამოსახულია წითელი ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია გადაშლილი წიგნი ლაჟვარდისფერი
წარწერით „სდსს“.გერბს გარშემოუყვება ლაჟვარდისფერი არშია, რომელსაც შიდა და გარე მხარეს
გარშემოუყვება ოქროს კანტი. ლაჟვარდისფერ არშიაზე წრიულად, ქართულ და ინგლისურ ენაზე
გაკეთებულია წარწერა სასწავლო ცენტრი, ქართულ და ინგლისურ ასოებს შორის გაკეთებულია თეთრი
გამყოფები.
პლანშეტი №2
უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე (შემდეგში – გენერალი)
(საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი)
ესკიზი
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – შავი შარვალი, რუხი ორბორტიანი პიჯაკი ოქროსფერი აქსელბანდით, რუხი
შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, ქამარი,
შავი ლაქის ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ორბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი
შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, ქამარი,
შავი ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ორბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი
შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი,
ქამარი, შავი ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი №3
გენერალი
(ზამთრის სეზონი)
ესკიზი
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – რუხი პალტო ოქროსფერი აქსელბანდით, შავი შარვალი, რუხი
ორბორტიანი პიჯაკი, რუხი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი
პერანგი, შავი ჰალსტუხი, ქამარი, შავი ლაქის ფეხსაცმელი, თეთრი ხელთათმანი, გენერლის წოდების
შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი შარვალი,
მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი
ჰალსტუხი, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, თეთრი ყელსახვევი, თეთრი ხელთათმანი, გენერლის წოდების
შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი
შარვალი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი ლურჯი
(ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, შავი ყელსახვევი, გენერლის წოდების
შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი №4
გენერალი
(ზაფხულის სეზონი)
ესკიზი
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – შავი შარვალი, თეთრი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით,
მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი წითელი აქსელბანდით, შავი ჰალსტუხი სამაგრით, ქამარი, შავი
ლაქის ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, თეთრი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი
კოკარდით, მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი სამაგრით, შავი ფეხსაცმელი, ქამარი,
გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი
ქუდი კოკარდით, მოკლემკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი სამაგრით, ქამარი, შავი
ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი №5
უფროსი, საშუალო და უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე
(საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი)
ესკიზი
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი) ოქროსფერი აქსელბანდით, მუქი ლურჯი
შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი
თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ლაქის ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი
ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი,
მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი
ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი ქურთუკი, მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, მუქი
ლურჯი ქუდი (კეპი) კოკარდით, გრძელმკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი
ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი №6
უფროსი, საშუალო და უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე
(ზამთრის სეზონი)
ესკიზი
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი პალტო ოქროსფერი აქსელბანდით, მუქი ლურჯი პიჯაკი
(ფრენჩი), მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი
კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, თეთრი ხელთათმანი, შავი ლაქის
ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი ლურჯი
შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი
თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, თეთრი ყელსახვევი, თეთრი ხელთათმანი,
სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი გრძელი დათბილული ქურთუკი, მუქი ლურჯი
პიჯაკი, მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, პულოვერი, მუქი ლურჯი ქუდი (კეპი) კოკარდით,
გრძელმკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ხელთათმანი,
სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი №7
უფროსი, საშუალო და უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე
(ზაფხულის სეზონი)
ესკიზი
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, თეთრი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი
ქუდი კოკარდით, მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი წითელი აქსელბანდით, შავი ჰალსტუხი
სამაგრით, შავი ლაქის ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პერანგის მარცხენა ჯიბის ზემოთ წითელი ფერის წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს“ (სამსახურის
აბრევიატურა).
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, თეთრი შვიდწახნაგიანი
წინაფრიანი ქუდი კოკარდით, მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი სამაგრით, შავი
ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პერანგის მარცხენა
ჯიბის ზემოთ წითელი წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის აბრევიატურა).
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი ქუდი (კეპი)
კოკარდით, მოკლემკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების
შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პერანგის მარცხენა ჯიბის ზემოთ თეთრი წარწერა ქართულ
ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის აბრევიატურა).
პლანშეტი №8
ესკორტირებისა და გადაადგილების მარშრუტების დაცვის განმახორციელებელი დანაყოფები