კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკის მეცნიერებათა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი - ქეთი ჯოჯიშვილი პროსპექტუსი „პოლიტიკური პროცესების გენდერული ასპექტი სამხრეთ კავკასიის მაგალითზე“ თბილისი - 2018
21
Embed
პროსპექტუსი - openscience.ge · 5 პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პოლიტიკის მეცნიერებათა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის
დოქტორანტი - ქეთი ჯოჯიშვილი
პროსპექტუსი
„პოლიტიკური პროცესების გენდერული ასპექტი
სამხრეთ კავკასიის მაგალითზე“
თბილისი - 2018
2
სამეცნიერო ნაშრომი შესრულებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
სამეცნიერო ხელმძღვანელი: თამარ კიკნაძე
პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი,
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის
პროფესორი
ოფიციალური რეცენზენტები:
3
ანოტაცია
სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება პოლიტიკური პროცესების გენდერული
ასპექტების შესწავლას სამხრეთ კავკასიის მაგალითზე. კერძოდ, საქართველოს,
სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითზე მოხდება გენდერული პრობლემების
თავისებურებების შესწავლა და ასევე მათი შედარებითი ანალიზი.
ნაშრომში ასახული იქნება ცივი ომის შემდგომი პერიოდის, საბჭოთა და პოსტ
საბჭოთა სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გენდერული პოლიტიკის
განვითარების ეტაპები (კერძოდ, ქალის როლი, ქალთა შესაძლებლობების
ზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ასევე მათი აქტიური/პასიური
მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში).
Annotation
The dissertation aims to study the gender aspects of political processes in the South
Caucasus Region. In particular, on the example of Georgia, Armenia and Azerbaijan
the gender issues and its fundamental characteristics will be studied along with the
comparative analyses highlighted in the research.
The work focuses on the different stages in gender policy in the Soviet and post-
Soviet Georgia, Armenia and Azerbaijan following the end of the Cold War (In
particular, the role of women, their increased engagement in decision making
processes as well as their active/passive participation in political process).
4
სადისერტაციო პროექტის სტრუქტურა
შესავალი
(თემის აქტუალურობა)
გენდერული პრობლემა და მისი თანმდები შედეგები ოდითგანვე აქტუალური
იყო, მაგრამ აღნიშნული პრობლემატიკა განსაკუთრებული ყურადღებისა და
ანალიზის საგანი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გახდა. აღსანიშნავია, რომ
ეს პერიოდი მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ გარდაქმნებთან არის
დაკავშირებული. მთელ მსოფლიოში და მათ შორის სამხრეთ კავკასიაში
გენდერული თანასწორობის მიღწევა ჯერ კიდევ უმნიშვნელოვანეს
პრიორიტეტად რჩება, რადგან გენდერული უთანასწორობის და სხვა მსგავსი
პრობლემების აღმოფხვრის გარეშე ქვეყანას გაუჭირდება დემოკრატიულ
ფასეულობებთან ზიარება. გარდა ამისა, გენდერული თანასწორობა
აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ შეიქმნას სტაბილური და უსაფრთხო
გარემო, ეკონომიკური ზრდა, თანასწორობის კულტურის ჩამოყალიბება და
ყველა იმ დემოკრატიული ღირებულებების ქმედებაში მოყვანა, რაც ქვეყნისთვის
იქნება საკეთილდღეო. და ბოლოს, კანონმდებლობით გენდერული თანასწორობა
ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები
თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, მაგრამ თავის მხრივ, სოციალური
კონსტრუქცია არ აძლევს ქალს უფლებას აკეთოს ის, რაც მას სურს. აქედან
გამომდინარე, ქალის ხმა ნაკლებად ისმის დღევანდელ საზოგადოებაში და ბუნებრივია
ისიც, რომ ქალი ნაკლებად ან საერთოდ არ არის ჩართული საზოგადოებასა თუ
5
პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ადამიანთა გარკვეული
სეგმენტის ჩაგვრა ხდება, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ერთმევა
უფლება წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, რაც თავის მხრივ
ამცირებს სახელმწიფოს განვითარების პოტენციალს და აუარესებს მისი დაცულობის
ხარისხს სოციალური, პოლიტიკური და სხვა სახის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მაშასადამე, მიმაჩნია, რომ თემა აქტუალურია პირველრიგში იმიტომ, რომ
გენდერი არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. მეორეც, საინტერესოა ის
ფაქტი, რომ ერთ სივრცეში იმყოფება საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი
და საერთო გეოპოლიტიკა აქვთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მათ
შორის არსებული მსგავსებებისა და განსხვავების დადგენა. ამასთანავე,
აქტუალურია გენდერული პრობლემების მიმოხილვა პოლიტიკურ ჭრილში
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მაგალითზე, რადგან ორი ასეთი თვალშისაცემი
პრობლემის (გენდერი და პოლიტიკა) შერწყმა საკითხს კიდევ უფრო
საინტერესო ელფერს სძენს.
პროსპექტუსის გეგმა
არჩეული სადოქტორო თემის აქტუალურობა
თემის ჰიპოთეზა და საკვლევი კითხვები
თემის მიზნები და ამოცანები
თემის მეცნიერული სიახლე
6
თემის დამუშავების დროს გამოყენებული სავარაუდო მეთოდოლოგია
კვლევის მეთოდები
თემის პრაქტიკული მნიშვნელობა
კვლევის მოსალოდნელი შედეგების განხილვა
სადოქტორო ნაშრომის გეგმა
ლიტერატურული წყაროები
კვლევის მიზანი და ამოცანები
წარმოდგენილი საკვლევი თემის მიზანია პოლიტიკურ პროცესებში ქალთა
ჩართულობის შესწავლა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის
მაგალითზე და მათი შედარებითი ანალიზი.
მიზანი იშლება შემდეგ ორ ამოცანად:
1. ქალის როლის განსაზღვრა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
2. დადგინდეს ქალის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, მისი
ეროვნული მექანიზმები და ასევე ქალთა პოლიტიკური აქტივობის აღქმის
მახასიათებლები.
ჰიპოთეზა
პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობა და მათ მიერ გადაწყვეტილების
მიღების პროცესში ჩართულობა ევოლუციას განიცდიდა მთელს სამხრეთ
კავკასიის ქვეყნებში, მაგრამ მიუხედავად არსებული პროგრესისა სასურველია,
7
რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა უფრო მეტი ღონისძიება გაატარონ ქალთა
პოლიტიკური აქტიურობისთვის.
საჰიპოთეზო კითხვები
1. ქალის როლის განსაზღვრა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის
საზოგადოების ცხოვრებაში
2. როგორია ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში
3. რატომ გახდა გენდერული საკითხი ცივი ომის შემდგომ აქტუალურ
პრობლემად
4. გენდერული პრობლემების გადაჭრის რა თავისებურებები არსებობდა
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში
5. რა ეროვნული მექანიზმები არსებობს გენდერული თანასწორობისთვის
პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში.
კვლევის საგანი და ობიექტი
სადისერტაციო კვლევის ობიექტს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
ქალთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა.
8
კვლევის საგანს წარმოადგენს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის
პოლიტიკური პროცესები და ქალის როლის ევოლუციის ისტორიული ეტაპები.
თემის შესწავლის მდგომარეობა
დღესდღეობით, გენდერული თანასწორობის პრობლემები შესწავლულია
ყველა მხრივ და ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა,
შესწავლილია გენდერული უთანასწორობის გამომწვევი მიზეზები და ასევე
მათი მოგვარების გზებიც. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კვლევა არსებობს
გენდერსა და სამხრეთ კავკასიაზე, პოლიტიკური პროცესების გენდერული
ასპექტის შესწავლა ახალი ფენომენი და ყველას ინტერესის სფეროა.
დღესდღეობით, პოლიტიკური პროცესების შესწავლა მნიშვნელოვან
პრიორიტეტს წარმოადგენს და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში, რადგან ისე
ფართოდ და დეტალურად არ არის შესწავლილი საქართველო, სომხეთი და
აზერბაიჯანი, როგორც ევროპა. აღსანიშნავია შემდეგი სახელმძღვანელოები: