სახელმწიფო აუდიტის სამსახური ,,ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ“ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ----------------------- ნოე ქაშიბაძე 01 დეკემბერი 2014 წელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში N18/129 2011 წლის 1 იანვარი - 2014 წლის 1 იანვარი
60
Embed
აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის...
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
,,ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ“
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
----------------------- ნოე ქაშიბაძე
01 დეკემბერი 2014 წელი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი
ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში N18/129
2011 წლის 1 იანვარი - 2014 წლის 1 იანვარი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
დეპარტამენტი
ფინანსური აუდიტის ანგარიში
გვერდი 2-60
შინაარსი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე.............................................................................3
სხვა მნიშვნელოვანი საკითხები....................................................................................................................................................4
ბალანსი და მასთან დაკავშირებული ანგარიშები..............................................................................................................9
გვერდი 3-60
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის
(შემდეგში ,,დეპარტამენტი“) ფინანსური აუდიტი, რომელიც მოიცავს ბალანსს 2011 წლის 31
დეკემბრის, 2012 წლის 31 დეკემბრის და 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან
დაკავშირებულ ანგარიშებს: ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით - ბალანსის
დანართი ფორმა №2, არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ-ბალანსის
დანართი ფორმა №2-1, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების
შესახებ-ბალანსის დანართი ფორმა №2-2, წმინდა ღირებულების შესახებ - ბალანსის
დანართი ფორმა №3, სხვა შემოსავლებიდან მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ-
ბალანსის დანართი ფორმა №4, ფულადი გრანტების შესახებ-ბალანსის დანართი ფორმა
№4-1, არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ-ბალანსის დანართი ფორმა №5,
ავტომანქანების ექსპლუატაციაზე გაწეული ხარჯების შესახებ-ბალანსის დანართი ფორმა
№6.
ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია ფინანსური ანგარიშგების
მომზადებაზე"საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ
დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის
№70 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების, „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი
ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“, ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28
დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციისა და ფინანსთა მინისტრის 2008
წლის 16 აპრილის „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული
ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ №364 ბრძანების შესაბამისად.
მოცემული პასუხისმგებლობა მოიცავს შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვას
და შენარჩუნებას, რაც საჭიროა ისეთი ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და
წარდგენისათვის, რომელიც არ შეიცავს შეცდომით, ან განზრახ არამართლზომიერი
1საქართველოს პრეზიდენტის 6.02.1998 წლის №70 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და
ანგარიშგების შესახებ“ დებულების 29-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.12.2007 წლის №1321 ბრძანებით
დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-17 მუხლის
მე-2 პუნქტის და 23-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების მოთხოვნები;
გვერდი 5-60
ტელევიზორის მაგიდა - 1 ცალი) ზედმეტობა. ვინაიდან მოცემული აქტივების ფასები
უცნობი იყო, შესაბამისად ისინი შეტანილი იქნა საივენტარო აღწერაში
ღირებულებების გარეშე.
მიმდინარე აუდიტთან დაკავშირებით შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ ვერ
განახორციელა, მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, გალის რაიონში
განთავსებული დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი რისკის ანალიზისა და
შეფასების სამმართველოს ვეტერინარიის განყოფილებაზე გადაცემული და
საბუღალტრო აღრიცხვებში ნაშთად არსებული 20,564.41 ლარის ღირებულების
(აქედან 2014 წელს შეძენილი და გადაცემულია 20,000.00 ლარის ღირებულების)
მატერიალური მარაგებისა (პრეპარატები/ვაქცინები) და მცირეფასიანი აქტივების
ინვენტარიზაცია. ასევე ჩვენ ალტერნატიული პროცედურებითაც ვერ შევძელით
დავრწმუნებულიყავით 2011-2013 წლებში გალის რაიონში გადაცემული/გახარჯული
(2011 წელს - 10,189.14 ლარის; 2012 წელს - 9751.00 ლარის; 2013 წელს - 10,000.00
ლარის) და მიმდინარე აუდიტის პერიოდში ნაშთად არსებული ზემოაღნიშნული
აქტივების მდგომარეობასა და სისრულეში;
არაფინანსური აქტივების დანაკლისების აღრიცხვა
2011 წლის ბოლოდან ბალანსის საცნობარო მუხლში - პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული
მატერიალური ფასეულობები (02), აღრიცხულია 12,773.00 ლარის აქტივების დანაკლისები,
რომლებიც წარმოადგენენ დეპარტამენტზე შემდგომი განკარგვის მიზნით გადმოცემულ,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება-სურსათის
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს ლიკვიდაციის შედეგად
გამონთავისუფლებულ, მის ბალანსზე რიცხულ საომარი მოქმედებების შედეგად
ოკუპირებულ ტერიტორიაზე (ზემო აფხაზეთში) ჩარჩენილ უძრავ-მოძრავ ქონებას.
ზემოაღნიშნული აქტივების დანაკლისის თანხების არსებული აღრიცხვა ვერ
უზრუნველყოფს ბიუჯეტის ბალანსის აღრიცხვის უტყუარობას, ვინაიდან ამ მუხლში,
არსებული წესის მოთხოვნათა შესაბამისად, უნდა აღირიცხოს ორგანიზაციის მიერ
დროებით, პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობანი2.
პირობითი მოსაზრება
ჩვენი აზრით, წარმოდგენილი 2011, 2012 და 2013 წლის აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
დეპარტამენტის ფინანსური ანგარიშგებები, გარდა წინა პარაგრაფში აღნიშნული საკითხისა,
მთლიანად მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ყველა მნიშვნელოვანი
ასპექტის გათვალისწინებით უტყუარად და სამართლიანად ასახავს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების დეპარტამენტის ფინანსურ მდგომარეობას 2011 წლის 31 დეკემბრის, 2012
წლის 31 დეკემბრის და 2013 წლის 31 დეკემბრისათვის.
2 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი
ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა;
გვერდი 6-60
სხვა მნიშვნელოვანი საკითხები
პირობითი მოსაზრების აბზაცში წარმოდგენილი გარემოებების გარდა გვსურს, ყურადღება
გავამახვილოთ შემდეგზე:
პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების სისრულე აუდიტის პერიოდში ექსპლუატაციაში გაცემულია მარაგები პირველადი აღრიცხვის
დოკუმენტების (გასავლის ზედდებულები ან ჩამოწერის ან შესრულებული სამუშაოს
აქტები ან სხვა) გაფორმების გარეშე, რომლებიც ასახავდნენ სამეურნეო მოვლენის
მოხდენის ფაქტს. ასევე წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებისა და მიღება-ჩაბარების
აქტების თანახმად გაწეულია ხარჯები ა/მანქანის გამართვაზე, დიაგნოსტიკასა და
შეკეთებაზე, თუმცა რიგ შემთხვევევბში არაა წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი,
რომლითაც დადასტურდებოდა კონკრეტულად, რომელ ა/მანქანას ჩაუტარდა რემონტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტიურად ვერ დასტურდება 2,640.82
ლარის ღირებულების მარაგების და ა/მანქანის შენახვაზე გაწეული ხარჯების
მიზანშეწონილობა და სისრულე3.
ძირითადი კაპიტალის მოხმარება
2011 წელს ბალანსის დანართი ფორმა N2-ში რეალურად არსებული ძირითადი კაპიტალის
მოხმარება არასწორად არის შემცირებული 478.34 ლარით (არ არის ასახული
დეპარტამენტის მფლობელობაში არსებული და მის მიერ გამოყენებული ძირითადი
აქტივების ღირებულების შემცირების თანხები), კერძოდ რეალურად ასახული უნდა იყოს
4036.94 ლარი, ნაცვლად ამისა საბუღალტრო მონაცემებით ასახულია 3558.60 ლარი4.
ძირითადი აქტივების ჩამოწერა
2011 წელს ჩამოწერილია დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული 478.34 ლარის საბალანსო
ღირებულების გამოუყენებელი ძირითადი აქტივები და 337 ლარის ღირებულების
მცირეფასიანი ინვენტარი. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება არ არის
განხორციელებული ამ მიზნისათვის კანონმდებლობით გამოყოფილ ადგილებში5.
არაფინანსური აქტივები
ძირითადი აქტივებისა და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების აღრიცხვის
ორგანიზებისა და მოვლა-შენახვაზე არ იყო უზრუნველყოფილი სრული კონტროლი.
3 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი
ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა. 4 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბიუჯეტო
კლასიფიკაციის“ მოთხოვნები;
5 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და
სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი
სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო
დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად
მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
გვერდი 7-60
კერძოდ, ბუღალტრული აღრიცხვით 2011-2013 წლებში შეძენილ ყველა გრძელვადიან
მცირეფასიან ინვენტარზე არ იყო გახსნილი საინვენტარო ბარათები6.
დასკვნა კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის
(შემდეგში ,,დეპარტამენტი“) 2011-2013 წლებში გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან
შესაბამისობის აუდიტი.
ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა
ანგარიშების მომზადებისა და მისი სამართლიანად წარდგენის პასუხისმგებლობის გარდა,
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ასევე პასუხისმგებელია, რომ უზრუნველყოს თავისი
საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
აუდიტორის პასუხისმგებლობა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პასუხისმგებლობაა აუდიტის საფუძველზე გამოთქვას
მოსაზრება დეპარტამენტის მიერ 2011-2013 წლებში გაწეული საქმიანობის მოქმედ
კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. აუდიტი წარიმართა უმაღლესი აუდიტორული
ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისად. აღნიშნული სტანდარტებით
მოითხოვება აუდიტორის მიერ ეთიკის მოთხოვნების დაცვა, აუდიტის დაგეგმვა და
წარმართვა იმგვარად, რომ მიღებულ იქნას დასაბუთებული რწმუნება იმის შესახებ,
შეესაბამება თუ არა დეპარტამენტის მიერ 2011-2013 წლებში გაწეული საქმიანობა მოქმედი
კანონმდებლობის მოთხოვნებს, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით.
მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები საკმარისი და
შესაფერისია განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე
პირობითი მოსაზრების გამოსათქმელად საჭირო საფუძვლის შესაქმნელად.