Top Banner
R ირსეული აობა T N2 გამოიცემა კვარტალში ერთხელ ზამთარი, 2016 წ. „ არჩეული პროფესია უნდა შეესაბამებოდეს პიროვნების ინტერესებსა და ღირებულებებსახალგაზრდული პრობლემები ბულინგი ,,ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზემასწავლებლის გვერდი ქრისტიანული იგავები ჩვენი ენა ქართული„აქტიური ახალგაზრდა3-5 5-6 6 7-8 11 11 10-11 8 მარიამ მესტიაშვილის ნახატი, 15 წლის ფასი 1 ლარი
12

გამოიცემა კვარტალში ერთხელ ფასი 1 ლარი ¡ Tირსეული...

Jul 21, 2020

Download

Documents

dariahiddleston
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: გამოიცემა კვარტალში ერთხელ ფასი 1 ლარი ¡ Tირსეული აობაdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/148250/1/Girseuli_Taoba_2016_… ·

1ღირსეული თაობაზამთარი, 2016 N2

RირსეულიაობაT N2

გამოიცემა კვარტალში ერთხელ

ზამთარი, 2016 წ.

„ არჩეული პროფესია უნდა

შეესაბამებოდესპიროვნების

ინტერესებსა და ღირებულებებს”

ახალგაზრდული პრობლემები

ბულინგი

,,ძვლებიც კი ფიქრობს

საქართველოზე”

მასწავლებლის გვერდი

ქრისტიანული იგავები

„ჩვენი ენა ქართული”

„აქტიური

ახალგაზრდა”

3-5

5-6

6

7-8

11

11

10-11

8

მარიამ მესტიაშვილის ნახატი, 15 წლის

ფასი 1 ლარი

Page 2: გამოიცემა კვარტალში ერთხელ ფასი 1 ლარი ¡ Tირსეული აობაdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/148250/1/Girseuli_Taoba_2016_… ·

2 ღირსეული თაობაზამთარი, 2016 N2

რედაქტორის გვერდი

ძვირფასო მკითხველებო!აი, უკვე ჩვენი მეორე ნომერიც გამოდის. მრავალ ადამიანს გაუჩნდა სურვილი

დახმარებოდა ჩვენს წამოწყებას. გვიხარია, თქვენს თანადგომას რომ ვგრძნობთ და მთელი გულით გიხდით მადლობას.

ჩვენ ისევ ჩვენს პრობლემებზე ვწერთ. სამწუხაროა, მაგრამ ისეთი დრო დადგა, ალბათ, კიდევ უფრო დიდხანს მოგვიწევს ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გულისტ-კივილი. ერთად დავდგეთ, ერთმანეთს ხელები ჩავჭიდოთ და გადავდგათ ნაბიჯები წინ, უკეთესი მომავლისაკენ.

შეიძლება ვინმემ იკითხოს რა არის ჩვენი მიზანი? ჩვენი მიზანი უკეთესი საქართველოს შექმნაა. გვსურს გავუფრთხილდეთ იმ ღირე-

ბულებებს, რითაც ჩვენმა წინაპრებმა შეგვინარჩუნეს სამშობლო.ჩვენ გვსურს „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს”, ამიტომ მოქმედების დროა.

რასაც შევძლებთ და როგორც შევძლებთ, გვჯერა, „ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის...” ძალა ერთობაშია! „კაცთაგან შეუძლებელი კი, შესაძლებელია ღვთისა მიერ.”

რედაქტორისაგან

ალექსანდრე გუნიას ფოტო, 13 წლის

Page 3: გამოიცემა კვარტალში ერთხელ ფასი 1 ლარი ¡ Tირსეული აობაdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/148250/1/Girseuli_Taoba_2016_… ·

3ღირსეული თაობაზამთარი, 2016 N2

Nosce te ipsum - ამბობდნენ ძველი რომაელები. ნებისმიერი ცვლილება ცხოვრებაში საკუთა-რი თავის შეცნობით იწყება. მათ შორის ისეთი ძირეული ცვლი-ლება, როგორიცაა პროფესიის არჩევა.

სიტყვა პროფორიენტაცია სულ რაღაც 2-3 წლის წინ გავიგე პირველად, როდესაც ბაკალავ-რით იურისტმა ფსიქოლოგიურ-ზე გავაგრძელე მაგისტრატურა, პარალელურად კი გიდის კურ-სებს გავდიოდი ერთ-ერთ პრო-ფესიულ კოლეჯში. მივხვდი, ამ ტერმინს ბევრი საერთო ჰქონდა ჩემს პროფესიულ ბიოგრაფიას-თან.

სხვადასხვა კვლევებით, ადამიანების 70%-ზე მეტი არ/ვერ მუშაობს საკუთარი პირ-ველადი სპეციალობით, ხოლო უკვე არსებული სამუშაოთი უკმაყოფილონი არიან. რა გა-რემოებები იწვევენ ასეთ კო-ლოსალურ პროცენტულ მაჩვე-ნებელს? რომელი პროფესიაა კონკრეტული პიროვნებისთ-ვის „ზედგამოჭრილი” და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს არასწორ არჩევანს? წინამდე-ბარე მოკლე სტატიაში შევეც-დები სწორედ ამ კომპონენტებ-

ზე გავამახვილო ყურადღება.ისტორიის მანძილზე ჩნდე-

ბოდა, მოდიფიცირდებოდა ან ქრებოდა უკვე არსებული პრო-ფესიები. უმუშევრობის მაღალ-მა დონემ საზოგადოებაში ლო-გიკურად დასვა საკითხი მისი მიზეზების შესახებ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ და-საწყისში, არასწორად შერჩეულ პროფესიაში იმალება. ამიტომაც შეიქმნა ისეთი ახალი პროფესია, როგორიცაა პროფესიული კონ-სულტანტი.

დღეს ტერმინს „პროფორიენ-ტაცია” სხვანაირადაც აყალიბე-ბენ, მაგ.: პროფესიული კონსულ-ტაცია და კარიერის დაგეგმვა - რაც ხაზს უსვამს პროფკონ-სულტანტის დახმარების არაერ-თჯერადობას, მის განგრძობად ხასიათს.

იდეალურ შემთხვევაში, არჩე-ული პროფესია უნდა შეესაბამე-ბოდეს პიროვნების ინტერესებსა და ღირებულებებს, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნიჭი და უნარები. ამავდროულად, დასაქმების ბაზარზე უნდა არსე-ბობდეს პროფესიაზე მოთხოვნი-ლება.

პროფესიული არჩევანი სწო-რედ ამ კომპონენტების ნარევია.

ისტორიულ წარსულში, პროფე-სიების ჩამოთვლა, ალბათ, ცალი თუ არა, ორივე ხელის თითების დახმარებით ნამდვილად იყო შესაძლებელი. ხშირად ხდებოდა პროფესიის მემკვიდრეობით გა-დაცემა. რამდენიმესაუკუნოვანი ტრადიციის შემდეგ კი მომავალი შთამომავლისათვის მისი გაგრ-ძელება ერთგვარ ვალდებულე-ბად იყო ქცეული. შესაბამისად, არჩევანის საკითხიც ასე მწვა-ვედ არ იდგა, როგორც ეს ჩვენს დროშია.

გენეტიკურად პროფესიის არა, თუმცა უნარებისა და ნიჭის გადაცემა ნამდვილად შეიძლება. რა არის მთავარი პროფესიის არჩევისას? პირველი და უმნიშ-ვნელოვანესი იმის გაცნობიერე-ბაა, რომ არასწორი არჩევანი გაძლევს გარანტიას, დღეში მი-ნიმუმ 8 საათი იყო უკმაყოფილო და „უბედური”. ეს არის არამარ-ტო პიროვნებისეული ტრაგედია, არამედ უდიდესი დანაკარგი სა-ხელმწიფოსათვის, რადგან იგი კარგავს პოტენციურ პროფესი-ონალ კადრს. უფრო აკადემი-ურად თუ ვიტყვით, პროფესიის არჩევისას მთავარია გაიაზრო ახლა გაკეთებული არჩევნის მნიშვნელობა მომავალი ცხოვ-

როგორ ავირჩიოთ პროფესია?

პროფესიული ორიენტაცია - ანუ ჯერ შეიცან თავი შენი

ალექსანდრე გუნიას ფოტო, 13 წლის

Page 4: გამოიცემა კვარტალში ერთხელ ფასი 1 ლარი ¡ Tირსეული აობაdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/148250/1/Girseuli_Taoba_2016_… ·

4 ღირსეული თაობაზამთარი, 2016 N2

რებისთვის. თუ კი ამ მომენტის კარგად გაცნობიერება მოხდება, მაშინ ჩნდება მოტივაცია - რაც შეიძლება კარგად შეისწავლო თავი და მოძებნო პროფესია, ან სპეციფიკაცია პროფესიაში, რო-მელიც იდეალურად მოგერგება

პროფკონსულტანტები ადა-მიანებს ეხმარებიან პროფესი-ული გადაწყვეტულების მიღე-ბაში. მოკლედ რომ აღვწეროთ, მთელი პროცესი ასე გამოიყუ-რება:

1.კლიენტის „აწონვა” და „გა-

ზომვა” სხვადასხვა კრიტერი-უმით და საშუალებებით;

2.პიროვნების მიდრეკილებე-ბისა და ინტერესების გამოკვეთა;

3.ინტერესებისა და შესაძლებ-ლობების კომბინირებით სავარა-უდო პროფესიების გამოკვეთა;

4.შერჩეული პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიღება და დასაქმების ბაზრის შეფასება;

თითოეული ამ ეტაპის გულ-დასმით გავლის შემდეგ, იმის გარანტია მაინც იარსებებს, რომ, სულ ცოტა, ჰუმანიტარუ-ლი ნიჭისა და მიდრეკილებების მქონე ადამიანი არ გადაწყვეტს მიკრობიოლოგიის მიმართუ-ლებით კარიერის გაკეთებას.

ეს, ცხადია, ხუმრობით, თუმცა ზოგადი მიმართულების გან-საზღვრა უკვე ძალიან დიდი დროის დაზოგვას ნიშნავს

მომავალი პროფესიონალის-თვის. სპეციალობით უკმაყო-ფილების შემთხვევაში ბევრად ადვილი ხდება მონათესავე სპეციალობაში გადასვლა/გა-დამზადება, ვიდრე სრულიად ახალ სფეროში ყველაფრის ნუ-ლიდან დაწყება.

ვაკეთებთ დასკვნას, Nosce te ipsum რათა იპოვო შენთვის იდე-ალური პროფესია.

ნიკა გაბლიშვილი

ახალგაზრდული პრობლემები

არჩეული პროფესია უნდა შეესაბამებოდეს პიროვნების ინტერესებსა და ღირებულებებს.

იყო და

არა იყო

რა

იყო და არა იყო რა. უხსო-ვარი დროიდან ასე იწყებენ ზღაპრებს მეზღაპრეები და ყოველ სიტყვას ღრუბელი-

ვით ფაფუკს და გაზაფხულის მდელოსავით ფერადს ხდიან... მოზარდებსაც ასე გვაქვს წარ-მოდგენილი, ისე ვცხოვრობთ, თითქოს ჩვენი ცხოვრება ხუთ-გვერდიანი ზღაპარი იყოს და კვამლით დაბურულ ქვეყანაში ცისარტყელის ფერებს ვეძებთ. თუმცა, არსებობს მოზარდთა გარკვეული ნაწილი, რომელიც ნათელ ფერებს სიბნელისკენ გაურბის.

ძვირადღირებული ტანსაც-მელი, ქურთუკი მდიდარმა მა-მამ აჩუქა. ერთ ჯიბეში ახალი გამოშვების მობილური უდევს, მეორეში - სიგარეტი სანთე-

ბელასთან ერთად. სახეზე ყოველთვის უცვლელი გამო-მეტყველება: წვერი აუცილე-ბელია, მოჭუტულ თვალებთან და პირში სიგარეტთან ერთად. სამწუხაროდ, ამ მომენტში მისი მატერიალური შესაძლებ-ლობა საგრძნობლად უსწრებს მის გონებრივ შესაძლებლო-ბებს.

განათლების დაბალი დონე, ფასეულობების არქონა და უპატივცემულობა საპირისპი-რო სქესისადმი - ეს ის ძირითა-დი პრობლემებია, რაც შეიძ-ლება გამოირჩეს დღევანდელ თაობაში.

Page 5: გამოიცემა კვარტალში ერთხელ ფასი 1 ლარი ¡ Tირსეული აობაdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/148250/1/Girseuli_Taoba_2016_… ·

5ღირსეული თაობაზამთარი, 2016 N2

განათლების დონე, ფასეულობების არქონა და უპატივცემულობა საპირისპირო სქესისადმი - ეს არის ძირითადი პრობლემები.

ახალგაზრდა ადამიანები ცდილობენ მცირედით დაკმა-ყოფილდნენ, რასაც არ სჭირ-დება შრომა, დრო და ძალა.

ფაქტობრივად, ისინი მხოლოდ მატერიალურზე ფიქ რობენ და ცხოვრების ზედაპირული შეფასებით კმა-ყოფილდებიან.

დახეული შარვალი, რომე-ლიმე ცნობილი ბრენდის ფეხ-საცმელი, შავი ტყავის ქურთუ-კი - ეს დღევანდელი ქართველი ვაჟკაცია, რომელიც უწმაწური სიტყვებით ცდილობს თავი მო-აწონოს მანდილოსანს და ეკ-ლესიის ეზოში სიგარეტს აბო-ლებს.

ახლა კი მინდა ჩემთვის დი-დად სამწუხარო, მაგრამ რე-ალური მაგალითი მოვიყვანო და ამ მაგალითით დავახასი-ათო "განვითარების გზაზე" მდგომი მოზარდი გოგონა.

სულ რამდე-ნიმე დღის წინ მარჯა-ნ ი შ ვ ი ლ ი ს მ ო ე დ ა ნ ზ ე მ ი ვ დ ი ო დ ი , ჩემ წინ კი ორი პატარა გოგო სად-ღაც მიიჩქა-როდა. ერთ-ერთ მათგანს

ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელსაც გზადაგზა ფლეთდა და ძირს ყრიდა. არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ რა უნდა მოთხოვო ბიჭს, როდესაც გოგო ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე ამგვარ საქციელს სჩადის.

თუმცა, არსებობენ ადამი-

ანები, მოზარდები, რომელთა დანახვაც ყოველ ჯერზე ღი-მილს მგვრის. ტრანსპორტში ბიჭი ადგილს უთმობს გოგოს. კარში შესვლისას ჯერ გოგოს ატარებს, მერე კი თვითონ შე-

დის. გამყიდველ ბებიას თქვე-ნობით და ღიმილით ესაუბ-რება. მასწავლებელს ზურგს უკან არ აგინებს. ეკლესიიდან გამოსვლისას ეზოში პირჯ-ვარს იწერს. სახლში მისვლისას მშობელს ეხუტება. გასცემს სითბოს და მშვიდი, გაწონას-წორებული ხმით მიმართავს მანდილოსანს, რომლის მიმარ-თაც გულგრილი არ არის. აქვს ზრდილობა და თვალებში თუ ჩახედავ, სიკეთის მეტს ვერა-ფერს დაინახავ..

დიახ! ჯერ კიდევ არის იმე-დი...

და ბოლოს - ჩვენ ბაღში დარგული პატარა ხეები ვართ, რომლებმაც ფეხი უნდა მოიკი-დონ ჭიან და ჭუჭყით სავსე მი-წაში. ფესვები უნდა გაიმყარონ

ირგვლივ, ან უნდა ამოხეთქონ და გასცდნენ საზღვრებს, ან დარჩნენ უმოქმედოდ, უნაყო-ფო.

სალომე შალიკაშვილი

ყოველი პიროვნება გარკ-ვეულ ოჯახში ან გარემოში იბადება,რომელიც პირველი სოციუმია მისთვის. ბავშვი, რომელიც უკვე პატარა პიროვ-ნებაა, იქ ეცნობა სამყაროს თავისებურებებს, უყალიბდება მოქცევის წესები, ღირებულე-

ბათა სისტემა და ა.შ.შემდეგ ჩნდება ცხოვრების

ახალი ეტაპი - საბავშვო ბაღი, სადაც იწყება პიროვნული რე-ალიზება და გრძელდება მთე-ლი ცხოვრება. ბავშვის განვი-თარების ყოველ ასაკს თავისი გამოწვევები აქვს, რომელსაც,

თავის მხრივ, ჯანსაღად გადა-ლახვა სჭირდება, რათა ჩამოყა-ლიბდეს ჯანსაღი მე - იდენტუ-რობა და, შესაბამისად, სწორი ხედვა სამყაროსთან მიმართე-ბაში.

ზოგადად, ყველა ჯგუფს გარკვეული წესები და ურ-

ფსიქოლოგია ბულინგი

Page 6: გამოიცემა კვარტალში ერთხელ ფასი 1 ლარი ¡ Tირსეული აობაdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/148250/1/Girseuli_Taoba_2016_… ·

6 ღირსეული თაობაზამთარი, 2016 N2

იმპულსურობა, მაღალი ან დაბალი თვით-შეფასება, აგრესიულობა - ეს ის შეძენილი თვისებებია, რომლებიც, ცხოვრების სხვადას-ხვა ეტაპზე, სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვია და ერთი მთლიანი ჯაჭვივით არის გადაბმუ-ლი ერთმანეთთან.

თიერთობის ნორმები აქვს, რათა დაცული იქნეს როგორც საკუთარი, ასევე სხვათა უფლე-ბები. ამის გარეშე ვერც ერთი ჯგუფი ვერ იარსებებს. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ურ-თიერთობის ნორმები ირღვევა და ძალადობის, დაცინვის და დამცირების სახეს იღებს, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სა-ზოგადოებაში ადაპტირების არასწორი გზაა გამოყენებული. ამგვარ გამოვლინებებს, ანუ სხვის მიმართ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ფსი-ქოლოგიაში - ბულინგი ეწოდება (ინგლისურად bully - ხულიგანი, მოჩხუბარი, მოძალადე), ხოლო პირს, რომელიც ჩაგვრას ახორ-ციელებს - ბულერი.

ვინ არის ბულერი, რა თვისე-ბები აქვს მას, და საერთოდ, რა-ტომ სჭირდება ამ პიროვნებას ურთიერთობის ასეთი ფორმით ადაპტირება სამყაროში? ვფიქ-რობ, ეს ის კითხვებია, რომელ-ზეც მოზარდები ხშირად უნდა ფიქრობდნენ.

იმპულსურობა, გამაღიზი-ანებლობა, ემოციური მერყე-ობა, მაღალი ან დაბალი თვით-შეფასება, აგრესიულობა, კომუნიკაციური ჩვევების არ-ქონა აღიარებული ნორმებისა და წესების გარეგნულ დაცვას-თან ერთად, თაღლითობისა და

ტყუილისაკენ მიდრეკილება და ა.შ. ეს ის შეძენილი თვისე-ბებია, რომლებიც, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადას-ხვა ფაქტორმა გამოიწვია და

ერთი მთლიანი ჯაჭვივით არის გადაბმული ერთმანეთთან, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ამ თვისებების აღმოცენე-ბას უდევს საფუძვლად - ერთი მხრივ, საკუთარ თავთან არას-წორი კონტაქტისა და მეორე მხრივ, ემპათიის (თანაგანც-დის) არქონის შედეგია. საკუ-თარ თავთან სწორი ურთიერ-თობა იწყება მაშინ, როდესაც პიროვნება დაფიქრდება და აღმოაჩენს თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ეს ნიშნავს, აღმოაჩინო შენი რესურსი და ის არეალი, სადაც უნდა დაიწ-ყო პიროვნული განვითარება.

ნებისმიერ ადამიანს ხომ აქვს ის რაღაც უნიკალური შესაძ-ლებლობა, ტალანტი, რომელ-საც აუცილებლად აღმოჩენა და განვითარება სჭირდება. ეს არის სვლა თვითშემეცნების-კენ. საკუთარ განცდებთან და ემოციებთან ღრმა კონტაქტი კი, თავის მხრივ, დასაწყისია პიროვნული განვითარებისა. ამისთვის მოზარდმა შეიძლება დაიხმაროს მშობელი, ფსიქო-ლოგი და ა.შ.

თუკი მოზარდი საკუთარ თავს აღმოაჩენს, მისთვის უკვე მარტივი ხდება მიიღოს და პატივი სცეს მეორე ადამი-ანის თავისებურებებს. უფრო მეტიც, დაცინვისა და დამცი-რების ნაცვლად დახმარების სურვილიც კი გაუჩნდება სხვის მიმართ.

ამრიგად, როგორი რთული გამოწვევაც არ უნდა მიიღოს პიროვნებამ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, როგორი სირთულეც არ უნდა ჰქონდეს გადატანილი სოციუმში ადაპ-ტირებისთვის, ნებისმიერ დროს შეიძლება მან აიღოს პასუხისმ-გებლობა საკუთარ საქციელზე და სიყვარულით, სიხარულით გააგრძელოს ურთიერთობა ირ-გვლივ მყოფ ადამიანებთან.

სოფიო ტალახაძე

Page 7: გამოიცემა კვარტალში ერთხელ ფასი 1 ლარი ¡ Tირსეული აობაdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/148250/1/Girseuli_Taoba_2016_… ·

7ღირსეული თაობაზამთარი, 2016 N2

„ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე” (ბიოგრაფიები)

ქაქუცა ჩოლოყაშვილიშ ე მ ო დ გ ო მ ი ს

მზიანი დღე იდგა.ვიჯექი ფანჯა-

რასთან და მთაწმი-დას გავყურებდი. შემოდგომის ფე-რებს კიდევ უფრო მ ო მ ხ ი ბ ვ ლ ე ლ ი გაეხადათ ის. ვიხ-სენებდი ყველა იმ დიდ ქართველს, რო-მელთაც სამუდამო სამყოფელად სწო-რედ ეს წმიდა მთა მიუჩინა ერმა. ისინი ლოჟებში მსხდარნი აცრემლებული თვა-ლებით გადმოჰყუ-რებდნენ სახეშეცვ-ლილ თბილისს.

გავყურებდი და ვფიქრობდი ადამი-ანებზე, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს და-მოუკიდებლობისთვის. მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ამ წმიდა სა-ვანეში დამკვიდრება. არ ვიცი რა-ტომ, მაგრამ პირველი ქაქუცა ჩო-ლოყაშვილი გამახსენდა. ღირსეულ წინაპართა ღირსეული შთამომავა-ლი. ლეგენდად ქცეული ქაიხოსრო.

ქაქუცა - ამ სახელის ხსენე-ბისას თვალწინ წარმოგვიდგება საქართველოს ეროვნულ გმირად შერაცხილი, სამშობლოს თავისუფ-ლებისა და ბედნიერებისათვის მებ-რძოლი, ერის საამაყო შვილი.

დაიბადა კახეთში 1888 წელს. პატარაობიდანვე ეტყობოდა, რა სულისკვეთების პიროვნებადაც ჩამოყალიბდებოდა და რომ ამ სუ-ლისკვეთების კაცი, რა თქმა უნდა, სამხედრო სამსახურს აირჩევდა.

1921 წელს ქართულ სულს ბორკილები დაედო.

,,ვაი, მამულო, რამდენს ჰგონია,ვისაც სიტყვა არ აუწონია,

რომ საქართვე-ლოს, ნამძლევ გო-ლიათს,

ხმალამოღებულს არ უბრძოლია.”

უბრძოლია და ვერც ახალ ბოროტე-ბასთან შეწყვეტდა ბრძოლას,მამული ერთგულ შვილებს უხმობდა საშველად.

როგორც მიხეილ ჯავახიშვილი ამბობ-და, ვარდისფერი საქართველო გაწით-ლდა. ქართველებს ქაქუცა ეიმედებო-დათ. ქვეყანა შვი-ლებს იხმობდა. და აი, საქართველოში შეფიცულთა რაზმი გამოჩნდა - ქაქუცას რაზმი.

ვისაც მამულისათვის გული უძგერდა და ვისაც მკლავი უჭრი-და - ყველა ქაქუცასკენ იწევდა. იმ დროიდან ქართველი ერის გულის-ყური, იმედი ჩოლოყაშვილსა და მის შეფიცულ რაზმს დაუკავშირ-და.

„ველად გაჭრილა ქაქუცა,ჩოლოყაშვილის გვარისა, გვერდში ჰყავს ბევრი ვაჟკაცი,მტრის დამყენები თვალისა.არ ეშინიათ სიკვდილის,თავი აქვთ გადადებული,სურთ საქართველო დაიხსნან ურდოთგან აოხრებული.”საქართველოს დამოუკიდებ-

ლობის მოპოვების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა საქართველოს ჯარში დაიწყო სამსახური და მონა-წილეობდა ყველა ბრძოლაში, რომ-ლის გადახდაც ჩვენს ქვეყანას იმ პერიოდში მოუწია.

1924 წელს ქაქუცამ აჯანყების

დროშა ჩაიბარა. დაიწყო აჯანყება საქართველოს თავისუფლებისთ-ვის, მაგრამ მეამბოხეები დამარც-ხდნენ. ქაქუცა იძულებული გახდა თანამებრძოლებთან ერთად სამ-შობლო დაეტოვებინა.

საქართველოს საამაყო მამუ-ლიშვილი, სამშობლოდან შორს, 1930 წლის ივლისში გარდაიცვალა:

„არწივმა მხრები დაუშვა,მძიმედ დახუჭა თვალიააღარ გვყავს ჩოლოყაშვილი,ზეცით დარეკა ზარია.”საფრანგეთში, ქალაქ ლევილში,

ქართველი ემიგრანტების აშენე-ბულ მართლმადიდებლურ სასაფ-ლაოზე დაასაფლავეს ქაქუცა:

„მითხარ შენდობა და ჩემს მხა-რესა, ოდეს მოუთხრობ ამბებს მწა-რესა,

სთქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე, ძვლებიც კი ფიქრობს სა-ქართველოზე!”

გადმოცემით, ოთახში, სადაც ქაქუცამ სიცოცხლის უკანასკ-ნელი დღეები დაჰყო, სავარძლის თავსაყუდზე ჯვარი, ორი თუ სამი წმინდანის ხატი და ტყავში გამოკე-რილი ქართული მიწა ეწყო.

ბედის უკუღმართობით იძუ-ლებით ემიგრირებული ქართველი მამულიშვილის, ქაქუ ცა ჩოლოყაშ-ვილის ოცნება გარდაცვალებიდან 75 წლის შემდეგ ასრულდა. 2005 წლის 21 ნოემბერს მისი ნეშტი ერის რჩეულ შვილთა გვერდით მამადა-ვითის სავანეში გადმოასვენეს:

„და ერმა ვალი მოიხადა.„ცაფირუზმა” შავი გაიხადა.„ხმელეთ-ზურმუხტმა”

გაიხარა.ქაქუცა მთაწმიდის მიწამ მიიბარა.”

ელენე გუნია

Page 8: გამოიცემა კვარტალში ერთხელ ფასი 1 ლარი ¡ Tირსეული აობაdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/148250/1/Girseuli_Taoba_2016_… ·

8 ღირსეული თაობაზამთარი, 2016 N2

ჯანმრთელობა და ჰიგიენა ფრჩხილებივინ არ ოცნებობს ლამაზ და

ჯანმრთელ, ძლიერ და გლუვ ფრჩხილებზე, რომელიც მანდი-ლოსნისთვის თვალსაჩინო სამშ-ვენისია ყურადღების ცენტრში ყოფნისთვის?!

იმისათვის, რომ ფრჩხილები უფრო მაგარი გაგიხდეთ, გთავა-ზობთ რამდენიმე რეკომენდაციას სასურველი შედეგის მისაღწევად.

•საჭიროა სპეციალური დი-ეტა და რეგულარული მოვლა, საკვებში გამოიყენეთ ვიტამი-ნებით მდიდარი პროდუქტები: ნაღები, კვერცხი, სტაფილო, სა-

ლათი, ასკილი, ბარდა, კარტო-ფილი, შავი პური, კომბოსტო, მცენარეული ზეთი. თქვენთ-ვის აუცილებელია მიკროელე-მენტებიც: რკინა, ფოსფორი, კალციუმი. თქვენ მათ იპოვით ყვავილოვან კომბოსტოში, მჟა-უნაში, ჰერკულესის ფაფაში, ყველში, გარგარში, ხორცში, თევზში.

•დღეგამოშვებით გაიკეთეთ აბაზანები ფრჩხილებისათვის: 0,5 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ზეითუნის ზეთს დაუმატეთ ორი სადილის კოვზი ლიმონის წვე-

ნი. ამ ნარევში ჩაყავით თითის წვერები 15-20 წუთით. პროცე-დურის შემდეგ გულმოდგინედ შეიწმინდეთ თითები.

•ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით ორი სადილის კოვზი ზღვის მარილი. ჩაყავით თითები 10-15 წუთით, შემდეგ გადაივ-ლეთ თბილი წყალი.

•ყოველდღიურად, ღამ-ღა-მობით, შეიზილეთ ლიმონის წვენი ფრჩხილების საზრდელში.

•ფრჩხილებზე ლაქის წასმის წინ იოდი წაისვით.

მაია ბერაია

აქტიური ახალგაზრდა„ვგეგმავ, დავრჩე აქტიურ მოქალაქედ. ვთვლი,

რომ ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა”კერძო მრავალპროფილიანი სკო-

ლა ,,ინტელექტი XXI-ს” მოსწავლე, 17 წლის გიორგი მამულაშვილი არის დამფუძნებელი ,,ევროპული ახალ-გაზრდული ცენტრისა” და ,,საქარ-თველოს ახალგაზრდული ევრო-ატ-ლანტიკური კოალიციის”

-როდიდან დაინტერესდი პოლი-ტიკით და რატომ?

-საგარეო პოლიტიკის საკითხე-ბით, განსაკუთრებით კი საქართვე-ლოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრა-ციის საკითხით ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დავინტერესდი. ყურადღებით ვადევნებდი თვალს მიმდინარე პრო-ცესებს, რაც განსაკუთრებით საინ-ტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. მივხვ-დი, რომ საქმე ეხებოდა ჩემი ქვეყნის მომავალს. ამიტომ გადავწყვიტე პროცესებში აქტიური ჩარ-თვაც.

-და როგორ მოახერხე ამ ყველაფერში ჩართვა?

ვინმე თუ დაგეხმარა?-ვფიქრობდი და ახლაც ასე

ვფიქრობ, რომ იმ ეტაპისთვის სა-უკეთესო გზა იქნებოდა არასამ-თავრობო ორგანიზაციის დაფუძ-ნება. ბუნებრივია, განვსაზღვრე ის მიმართულებები, რომელზეც შეიძლებოდა მემუშავა. ამის შემ-დეგ ყოველივე ეს გავაცანი ჩემს თანამოაზრეებს. მოგვიანებით შევძელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან დაკავშირება. მისი საშუალებით კი ,,ნატოსა და ევროკავშირის შე-სახებ” საინფორმაციო ცენტრს დავუკავშირდი. ცენტრმა მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივას.

სწორედ მათი დახმარებით მოხდა ,,ევროპული ახალგაზრდული ცენტრის” დაფუძნება.

-გვესაუბრე თქვენი ორგანიზაციის მიზნებზე.-ორგანიზაცია ,,ევროპული ახალგაზრდული

Page 9: გამოიცემა კვარტალში ერთხელ ფასი 1 ლარი ¡ Tირსეული აობაdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/148250/1/Girseuli_Taoba_2016_… ·

9ღირსეული თაობაზამთარი, 2016 N2

ცენტრი” რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ბუნებრივია, პრიორიტეტულია საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის განხორციელება ძი-რითადად ,,ნატოსა’’ და ,,ევროკავშირის” შესახებ. ვმუშაობთ გარემოს დაცვის საკითხებზეც, დიდ ყურადღებას ვუთმობთ კონფლიქტებისა და უსაფ-რთხოების საკითხებზე მუშაობას. ვთვლი, რომ ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა მნიშვნე-ლოვანია.

- და რა გზით ახერხებთ მათ ჩართვას? ინფორ-მირებას?

-ამის რამდენიმე გზა არსებობს, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ეფექტურია პირდაპირი კომუნი-კაცია, ანუ შეხვედრები მოსწავლეებთან, რომლე-ბიც ხშირად იმართება. ჩვენი წარმომადგენლები სტუმრობენ სკოლებს. აგრეთვე, ვმართავთ დე-ბატების ტურნირებს ევრო-ატლანტიკური ინტეგ-რაციის საკითხებზე, სხვადასხვა მოდელირებებს. იმართება შეხვედრები სპეციალისტებთან, საჯა-რო პირებთან.

- რა უნდა გააკეთოს ახალგაზრდამ იმისთვის, რომ თქვენს ორგანიზაციას შეუერთდეს?

-გასულ, 2015 წელს ორგანიზაციაში შეიქმ-ნა თვითმმართველი პალატა, რომელიც 25 წევ-რით კომპლექტდება. პალატა ერთი წლის ვადით მტკიცდება, ასე რომ, თუ ახალგაზრდა მოტივირე-ბული, დაინტერესებული და აქტიურია, აუცილებ-ლად მოახერხებს ჩვენი ორგანიზაციის წევრობას.

- როგორ ფიქრობ, რამდენად ინფორმირებუ-ლია დღეს საზოგადოება იმ საკითხებზე, რომლებ-ზეც თქვენ მუშაობთ?

- ვფიქრობ, რომ მიუხედავად აქტიური საინ-ფორმაციო კამპანიისა, რომელიც ბოლო რამ-დენიმე წლის განმავლობაში ხორციელდება, საზოგადოების დიდი ნაწილი დღესაც არ არის სრულყოფილად ინფორმირებული.

- თავად ირჩევთ, სად, რომელ სკოლაში მიხვი-დეთ თუ გიკავშირდებიან?

- ძირითადად ჩვენ ვირჩევთ სკოლებს, სადაც უნდა გაიმართოს შეხვედრები, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც თვითონ დაგვიკავშირდ-

ნენ.ჩვენი წარმომადგენლები აუცილებლად მივ-ლენ სკოლაში. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და დავაანონსებ საინფორმაციო კამპანიის ახალ ტალღას თბილისის სკოლებში, რომელიც 25 იანვ-რიდან დაიწყება. გადავწყვიტეთ მივიდეთ დედაქა-ლაქის ყველა სკოლაში.

- როგორ უნდა დაგიკავშირდეთ დაინტერესე-ბული პირი?

- ორგანიზაცია: ,,ევროპული ახალგაზრდული ცენტრი მობ: (+995)557718899

ელ-ფოსტა: [email protected]ორგანიზაცია: ,,საქართველოს ახალგაზრდუ-

ლი ევრო-ატლანტიკური კოალიცია” მობ:(+995)555319797 ელ-ფოსტა: [email protected] სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?- წელს დავიწყებ უნივერსიტეტში სწავლას.

ვფიქრობ, ეს ახალი, საინტერესო ეტაპი იქნება. ვაპირებ სწავლა გავაგრძელო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ბუნებრი-ვია, ვიქნები აქტიური სამოქალაქო სექტორშიც. არაერთი იდეა მაქვს, რომელზეც ახლა ვმუშაობ და უახლოეს მომავალში საზოგადოებასაც გავაც-ნობ. მათ შორისაა მედიაპროექტის დაწყებაც. აგ-რეთვე, ეკო-სკოლის დაფუძნება. ვგეგმავ, დავრჩე აქტიურ მოქალაქედ. ვთვლი, რომ ეს ჩემი პირდა-პირი მოვალეობაა.

- ბოლოსთვის, რას ურჩევ თანატოლებს?- თითოეულ ჩემს თანატოლს მოვუწოდებ მაქ-

სიმალური აქტიურობისკენ. მინდა, კარგად გააც-ნობიერონ, რომ მათი ჩართულობა ამ უმნიშვნე-ლოვანეს მომენტში გადამწყვეტია. სწორედ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წელში ქვეყნის მართვის სადავეებს გადავიბარებთ. ასე, რომ ნუ დაელოდებიან სხვას და დაიწყონ დღეს. ვფიქრობ, სწორედ ასე შევძლებთ ევროპული ტი-პის სახელმწიფოს შექმნას. 2016 წელს კი ვუსურ-ვებ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებასა და წარმატებებს.

გვანცა გოგიაშვილი

Page 10: გამოიცემა კვარტალში ერთხელ ფასი 1 ლარი ¡ Tირსეული აობაdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/148250/1/Girseuli_Taoba_2016_… ·

10 ღირსეული თაობაზამთარი, 2016 N2

მასწავლებლის გვერდიგრიგოლ ხანძთელი, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე

ანუ საქმითმეტყველნი სულნი

VII –IX საუკუნე. არაბთა ბა-ტონობა და არაბთა უღლის წი-ნაააღმდეგ მებრძოლ ქართველ-თაგან ერთი განსაკუთრებული – ნერსე ერისთავი. ,,მამულისა ჩვეულებისამებ სვლის გზა” გამ-რუდებულია. ნერსემ, დიახ, ნერ-სემ ჩამოიყვანა ღვთის ნებით აბო თბილისში. აქ ეზიარა ქრისტეს რჯულს და აქ დაენთო სასანთ-ლესა ზედა, ვითა სანთელი, თა-ვად დაიწვა და რწმენაშერყეულ ქართელობას კი გონება გაუნათა, ღვთისკენ მოახედა. ნერსეს, დიახ, ნერსეს ოჯახში გაიზარდა გრი-გოლ ხანძთელი, დიდი საეკლესიო და საერო მოღვაწე, უდაბნოს ქა-ლაქადმყოფელი, ,,ზეცისა კაცი და ქყვეყანისა ანგელოსი”, ტაო-კლარჯეთის ამაღორძინებელი, ქართველთა სულიერი აღმზრ-დელი. არ ვაჭარბებ, ჭეშმარიტად რომ აღმზრდელი, რადგან მის

მიერ აგებულ ტაძრებში ქადაგებ-დნენ უმთავრესს – ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, მამულის სიყვარულს, თავისუფლების სიყ-ვარულს: ,,ქართლად ფრიადი ქუ-ეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შე-იწირვის და ლოცვაი ესე ყოველი აღესრულების.” ეს პირდაპირი განცხადებაა, რომ საქართველოს ეკლესია უნდა იყოს ავტოკეფა-ლიური, ავტოკეფალიური ეკლე-სია კი საწინდარია თავისუფალი საქართველოსი.

გრიგოლმა რუდუნებით, სიყვარულით აღზარდა ქართ-ველობა, რომელიც მოთმინებით ელოდა ყოჩს, ვინც წინ წარუძღ-ვებოდა პირმეტყველ ცხოვართ ქვეყნის თავისუფლებისაკენ და აი, ,,ზეცამ წყალობად, ნუგეშად ივერსა აოხრებულსა მოუვლინა დავითი, დავით IV და აღიმართა დროშა გორგასლიან- დავითიანი, შეიმუსრა მტერი ვერაგი, დაითრ-გუნა შინაური ღალატი, წინსვლა დაიწყო ქვეყანამ. რეფორმები უდიდესი ძალისხმევით გატარდა და მივიღეთ ქვეყანა ,,ნიკოფსი-იდან დარუბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული.” და ასეთი ქვე-ყანა გადაიბარა შთამომავლობამ დავითისამ, რომელსაც მადლი-ერების გამო ერმა აღმაშენებელი უწოდა და წმინდანად შერაცხა, არსენ იყალთოელმა კი ეპიტაფია ჩამოქნა:

,,ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს.

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვართა გარეთ გამესხნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,

აწცა ამისა მოქმედსა გულზე-და ხელნი დამესხნეს.”

განისვენა დავითმა გელათს, ქართველთ კი ანდერძად დაგვიგ-დო: ,,ფეხი დამადგით, გულზე და-მადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით საქართველოის ყოვლის მპყრობელმან ვისურვე დავით”.

წლები, საუკუნეები გადიოდა. არ შეიძლება ხალხმა დიდი წინაპ-რისაგან მოპოვებული პოზიციები დათმოს, პოზიცია სახელმწიფო-სი, რომელიც თავის სურვილებს ჰკარნახობდა აღმოსავლეთის უძლიერეს სახელმწიფოებს. ამის-თვის ერმა უზღვავი ენერგია გა-იღო.

დადგა 1801 წელი და ფარ-ნავაზის ქართული სახელმწიფი, დავითის დიდი სახელმწიფო, თა-მარის ოქროს ხანის სახელმწიფო რუსეთის იმპერიამ ჩაყლაპა, გაქ-რა საქართველო მსოფლო რუკი-დან. უძლურ იქმნენ ქართველები, ქედი წაუხარეს მონობას. გრი-

Page 11: გამოიცემა კვარტალში ერთხელ ფასი 1 ლარი ¡ Tირსეული აობაdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/148250/1/Girseuli_Taoba_2016_… ·

11ღირსეული თაობაზამთარი, 2016 N2

ქრისტიანული იგავებისახივი - ტვირთიჭალაკი - კუნძულისიყმილი - შიმშილიდაღლარჭნული - დაგრეხილითვალუხვავი - პატივის მიგება მიუკერძოებლად.საჭურჭლე - სიმდიდრეჯაბანი - მხდალიშეფრფინვა - აღტაცებაჭანგი - კლანჭიუსუქარი - გამხდარი

,,ჩვენი ენა ქართული...“

გამოვეხმაუროთ უწმიდე-სისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატ-რიარქის მოწოდებას: მოვიძიოთ ქართულ ენაში არსებული მდიდარი საგანძურიდან სიტყ-ვები - ჩვენი ტკბილი ქართული, დავამკვიდროთ ჩვენს გაღარი-ბებულ მეტყველებაში და ახალი სიცოცხლე შევძინოთ მას.

გოლსა და დავითს მესამე ერისკაცი ამოუდგა გვერდით, ერისკაცი, რო-მელმაც ამოიკვნესა: ,,ოჰ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვე-ღირსოს ჩვენ გაღვიძება” და ერის გამოღვიძებისათვის დაიწყო ბრძო-ლა. ილია დავითივით იბრძოდა, იბრძოდა კალმით, შეგვაგონებდა, გვასწავლიდა, გვკილავდა, გვკიც-ხავდა, გვებრძოდა, თუ ეს საჭირო იყო, არ ინდობდა უნიათობას.

,,წამებულნი და სისხლთა მთხე-ველნი მამულისათვის რამ გვასულ-დგმულა? იმან, რომ ვიცოდით, იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე, მისი ფარ-ხმალი. ვაჟკაცობა უნდოდა – ვაჟკაცნი ვი-ყავით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედ-ვა ვიცოდით. ომის საქმის ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით.

***ბაბუა შვილიშვილს ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას უხსნის:- ყოველ ადამიანში მიმდინარეობს ბრძოლა, რომელიც ძა-

ლიან ჰგავს ორი მგლის ორთაბრძოლას. ერთი მგელი ბოროტებას წარმოადგენს, ეს არის: შური, ეჭვიანობა, სიძულვილი, ეგოიზმი, ამპარტავნება, სიცრუე... მეორე მგელი სიკეთეს წარმოადგენს, როგორიცაა: მშვიდობა, სიყვარული, სასოება, ჭეშმარიტება, ერ-თგულება...

- ბოლოს რომელი მგელი იმარჯვებს? - კითხულობს პატარა.- ყოველთვის ის მგელი იმარჯვებს, რომელსაც შენ კვებავ, -

ღიმილით პასუხობს ბაბუა.

აი, რამ შეგვაძლებინა, რამ შეგვინახა... სილბო გვქონდა ნაქსოვისა, ვით ქრისტიანებს და სიმტკიცე ნაჭედისა, ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი. დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი ვიცოდით, დროთა შესა-ფერი მხნეობა და გამრ-ჯელობა... და წუხდა ილია, რომ წავიდა ეს დრო. დიდი დაკვირვება არ სჭირდე-ბა იმის მიკვლევას, რომ ილიას სიტყვებში დაუოკე-ბელი ენერგია იგრძნობა.

ნახევარი საუკენეც არ დას-ჭირდა ეროვნულ გონს სულის მოსათქმელად, რომ ერთიანად გამოფხიზლებულიყო და ას-პარეზზე გამოსულიყო ქართ-ველი ხალხის მისწრაფებანი. ილიამ დიდი საქართველოს აშენების პროგრამა დაუსახა ხალხსა და ქვეყანას. მაგრამ ოჰ, რარიგად ყვაოდა ღალატი საქართველოში?! დადგა დრო ვარდისფერი საქართველოსი... დრო წითელი საქართველო-სი...… მერე დამუქებულ საქარ-თველოსაც დავაღწიეთ თავი. გრიგოლ ხანძთელი, დავით აღ-მაშენებელი და ილია ჭავჭავაძე დღესაც შეგვთხოვენ: ქართ-ველებო, იღვაწეთ და ააშენეთ

დიდი საქართველო, რადგან საქარ-თველოს არა აქვს უფლება ღირსე-ული ცხოვრებით არ იცხოვროს. ერთბაშად დიდი ქვეყანა არ შენდება, მაგრამ ქართველი ხალხის უკეთეს შვილთა მიერ იმდენი ფიქრია დამწ-ვარი ჭეშმარიტი გზების გასანათებ-ლად, რომ, ილიას თქმისა არ იყოს, საქმეს ითხოვს ეს ნაფიქრი. საქმით მეტყველებაა საჭირო. ქართველებმა საქმეც იციან. წარსულისკენ გავიხე-დოთ, სადაც დგანან ჩვენი წინაპრე-ბი, დგანან და მიმზიდველი, მშვიდი მზერით უკიდეგანო სივრციდან იმე-დით შემოგვცქერიან.

178-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის

მასწავლებელი ციცინო ჯაბახიძე

Page 12: გამოიცემა კვარტალში ერთხელ ფასი 1 ლარი ¡ Tირსეული აობაdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/148250/1/Girseuli_Taoba_2016_… ·

12 ღირსეული თაობაზამთარი, 2016 N2

სარედაქციო კოლეგია: ანა ოქროსიშვილი, კონსულტანტები: ხათუნა ლაბაძე, ციცინო ჯულუხიძე რედაქტორი: ელენე გუნიაააიპ ორგანიზაცია ,,ღირსეული თაობა”

მისამართი: თბილისი 0172, მუხიანის IV ბ მ/რ, კორპუსი N38, ბინა N100ტელ: 555-10-3883, 598-75-35-03, 263-08-26. ISSN 2346-8122 ტირაჟი: 150 ცალი

სარედაქციო კოლეგია მადლობას უხდის ინდ-მეწარმე გია ჯულაყიძეს ფინანსური თანადგომისთვის 9 772346 812005

მარ

იამ

მესტ

იაშვ

ილის

ნახ

ატი,

15

წლის