Top Banner
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესის მონიტორინგი და სამართლებრივი ანალიზი ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ აპრილი, 2017 წ. ქ. თბილისი
45

თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

Feb 06, 2020

Download

Documents

dariahiddleston
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურიგეგმის განახლების პროცესის

მონიტორინგი და სამართლებრივი ანალიზი

ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“აპრილი, 2017 წ.

ქ. თბილისი

Page 2: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

1

მონიტორინგის პროცესში მონაწილეობდაა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი

არჩილ კაიკაციშვილი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი;გიორგი ზოიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;რუსლან ალექსიძე, მთავარი იურისტი.

სამართლის ჯგუფი:არჩილ ნადირაძე,მარიამ ფირცხალაიშვილი,ია გოგნაძე,გიორგი ჯოჯუა.

C ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობისა და განხორციელებული/მიმდინარე კვლევების,პროექტებისა და დასკვნების შესახებ, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.barristers.geFB: www.facebook.com/AkhalgazrdaAdvokatebihttp://www.youtube.com/youngbarristersმისამართი: საქართველო, თბილისი, ზურაბ ჭავჭავაძის #12ორგანიზაციის ტელეფონი: 2 953518, 599 291202ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერიგიორგი ზოიძე – 599 291202ელექტრონული ფოსტა: [email protected]; [email protected]ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ს/კ 401973094დაარსების თარიღი: 2012 წლის 09 ივლისიბანკი: სს პროკრედიტ ბანკი, ორთაჭალის ფილიალიანგარიშის ნომერი: GE92PC0563600100002778

Page 3: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

2

1. შესავალი

საკითხის ისტორიულ–სამართლებრივი გააზრებისთვის, მნიშვნელოვანია აღნიშნვა გაკეთდეს ქ.თბილისის ურბანული განვითარების სამართლებრივი დოკუმენტების თაობაზე, ვინაიდან სწორიწარმოდგენა გვქონდეს განსახილველი პროცესისა და მისი შედეგების შესახებ. თბილისისქალაქმშენებლობისთვის პირველი გენერალური გეგმა დამტკიცდა 1934 წელს. ქალაქისგანვითარების მეორე გენერალური გეგმა მიღებულ იქნა 1954 წელს. თბილისის მესამე გენერალურიგეგმა დამტკიცებულ იქნა 1972 წელს, რომლის მოქმედებაც განისაზღვრა 2000 წლის მდგომარეობით.საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 25 მაისის #211 ბრძანებულების თანახმად, თბილისისმესამე გენერალურ გეგმას მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე. სწორედაღნიშნული სინამდვილის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის საკრებულომ 2009 წლის 5 ივნისს#6–17 გადაწყვეტილებით მიიღო გადაწყვეტილება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარებისგენერალური გეგმის“ დამტკიცების თაობაზე. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებისსამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენდა „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“საქართველოს კანონის მე–12 მუხლი და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობისსაფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი. მიღებული დოკუმენტი 2009 წლის 23 ივნისიდანაღრიცხულ იქნა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. ფაქტობრივად, 2009 წელსმიღებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა უნდა ჩაითვალოსთბილისის ურბანული განვითარებისა და ქალაქმშენებლობისთვის მოცემული განვითარებისეტაპზე, მეოთხე გენერალურ გეგმად.

ორგანიზაცია ყურადღებას მიაპყრობს სამართლებრივ დილემას, რომლის მიხედვითაცსაქართველოს კანონმდებლობაში არ გვხვდება დედაქალაქის პერსპექტიული განვითარებისგენერალური გეგმის ცნება და მისი ნორმატიული შინაარსი. მართალია, ქალაქ თბილისისსაკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6–17 გადაწყვეტილება „დედაქალაქის პერსპექტიულიგანვითარების გენერალური გეგმის“ დამტკიცების შესახებ დაეყრდნო „საქართველოს დედაქალაქის– თბილისის შესახებ“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“საქართველოს კანონთა საფუძვლებს, მაგრამ ზ/აღნიშნულ არც ერთ კანონში დედაქალაქისპერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის ცნება და მისი ნორმატიული შინაარსი არმოიძებნება. დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის ცნება და მისინორმატიული შინაარსი არ გხვდება არც ერთ იმ კანონში, რომელიც დამოუკიდებელსაქართველოში, თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს განმარტავდა.

2014 წლის 5 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი „ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსი“1, რომლის მე–16 მუხლში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებადგანსაზღვრულია „მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროშინორმებისა და წესების განსაზღვრა, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის,მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათატერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება“.

მნიშვნელოვანია მცირე მიმოხილვა შევქმნათ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისმიღებამდე არსებულ საკანონმდებლო–ნორმატიულ დონეზე არსებული თბილისის პერსპექტიულიგანვითარების საპროექტო გეგმის სამართლებრივი რეგულაციის საკითხთან დაკავშირებით.

1 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ძალაში შესვლის შემდგომ ძალადაკარგულად იქნაგამოცხადებული „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი,„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“საქართველოს კანონი, „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონი და„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი.

Page 4: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

3

1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული კანონი „ადგილობრივითვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, რომლის მე–7 მუხლის თანახმად,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიურ უფლებამოსილებასგანეკუთვნებოდა დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო აღმასრულებელიხელისუფლების ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით, დასახლებული პუნქტებისგენერალური გეგმების შემუშავების და დამტკიცების ორგანიზება და კონტროლიმშენებლობის განხორციელებაზე. ამასთან, კანონის მე–13 მუხლი განსაზღვრავდა სოფლის,თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში,საკრებულოს უფლებამოსილება. ამ კანონით, საკრებულოს ზოგად კომპეტენციასგანეკუთვნებოდა პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმების განხილვა დადამტკიცება, ხოლო კანონის 23–ე მუხლის თანახმად, საკრებულოსათვის წარსადგენადქალაქში ისტორიულ-კულტურული, რეკრეაციული, სამრეწველო, სავაჭრო და სხვასპეციალური დანიშნულების ზონების გამოყოფის, ქალაქის პერსპექტიული განვითარებისგენერალური გეგმით განსაზღვრულ ზონებში მიწათსარგებლობის და საცხოვრებელი,სოციალურ-კულტურული, სამრეწველო-საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტოქსელების მშენებლობის დადგენილი ნორმებისა და წესების შესახებ წინადადებებისმომზადება, კონტროლი მათ დაცვაზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობითდადგენილი წესით კულტურული მემკვიდრეობის–ისტორიულ–არქიტექტურული დაქალაქთმშენებლობის ძეგლების შენახვა და მოვლა-პატრონობა ევალდებოდა საკრებულოსაღმასრულებელ ორგანოს – გამგეობას (მთავრობას).

2. 1998 წლის 20 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „საქართველოს დედაქალაქის– თბილისის შესახებ“, რომლის მე–12 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისისსაკრებულოს კონპეტენციას განეკუთვნებოდა ქალაქ თბილისის მერის წარდგინებითდედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის განხილვა და დამტკიცება.ამავე კანონის 231–ე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის მთავრობისუფლებამოსილებას განეკუთვნებოდა დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისდოკუმენტების, გარდა დასახლების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა, დამტკიცებასაკრებულოს მიერ დადგენილი წესით.

3. 2005 წლის 26 დეკემბერს მიღებულ იქნა ორგანული კანონი „ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ“, რომლის მე–16 მუხლის თანხმად, მხოლოდ თვითმმართველიერთეული იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება შემდეგ საკითხზე:თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველიერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისდამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინროინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დამტკიცება“.

4. 2005 წლის 2 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „სივრცითი მოწყობისადა ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, რომელიც მოიცავს მხოლოდმიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის ცნებებსდა არა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის ცნებას და მისნორმატიულ შინაარსს.

2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერსაპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისსახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი. საკონკურსო წინადადებების მიღებადასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს. აღნიშნული დროისთვის წარმოდგენილ იქნა 11 საკონკურსო

Page 5: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

4

წინადადება. ამავე დღიდან, საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენის მიზნით, მუშაობადაიწყო საკონკურსო კომისიამ.

2015 წლის 17 აგვისტოს საქართველოს მთავრობის #1742 განკარგულების საფუძველზე, ქალაქთბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურსა და უცხოურ საწარმო -„ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“(PricewaterhouseCoopers) შორის გაფორმდა #42030651A001/015 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად,აღნიშნული ორგანიზაცია, საკონკურსო კომისიას, საკონკურსო განაცხადებზე მუშაობის პროცესში,უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას2. აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 400000 ამერიკული დოლარი.

შემოსული 11 განაცხადიდან მეორე ტურში გადასვლა ექვსმა კონკურსანტმა შეძლო. საბოლოოდ,საკონკურსო კომისიამ ექვსივე პრეზენტაციის შეფასების შედეგად, 3 გამარჯვებული გამოავლინა.პირველი ადგილი შპს „თბილისი ჯგუფის”, „სითი ინსტიტუტი საქართველოს”, „Albert Speer &Partner GmbH”-ის (AS&P), ნიკოლოზ ჭეიშვილის და მამუკა სალუქვაძის მიერ წარმოდგენილმაერთობლივმა პროექტმა დაიკავა. მეორე ადგილი, შპს „არტსტუდიო პროექტის”, „MetrogrammaMobility in Chain”-ის, „Aecom”-ისა და გიორგი სულაბერიძის ერთობლივმა ნამუშევარმა, ხოლომესამე ადგილზე, შპს „გეოგრაფიკის”, “KCAP”-ის, „Burohappold Engineering”-ის, „Studio 21”-ის დაგიორგი გოცირიძის ერთობლივი პროექტი გავიდა.

2015 წლის 13 სექტემბერს, საკონკურსო კომისიამ „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია დაკავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ რეკომენდაციით (11.09.2015 წ. საკონკურსოწინადადების შეფასების ანგარიში), გამოავლინა საუკეთესო საკონკურსო წინადადება (ოქმი #5) დაგამარჯვებულად დასახელდა ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელიც დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისთვის თანამშრომლობს ისეთ იურიდიულპირებთან, როგორებიცაა: „AS&P – Albert Speer & Partner GmbH”, Sarl “Atelier Alfred Peter Paysagiste”,Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი, ა(ა)იპ „სენი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამტავრობო ორგანიზაციების ქსელი“და სხვები.

გამარჯვებული კონკურსანტის მიერ საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილი სამუშაოებისსაერთო ღირებულებამ შეადგინა 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი. პირველ ადგილზეგასულ კომპანიასთან მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებას გააფორმებდა, რომლის საფუძველზეც,მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 18 თვეში, კომპანიას უნდა შეესრულებინა დაწარმოედგინა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი.

2015 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა #7/25878 წერილით მიმართასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა ქალაქთბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ საპროექტო მომსახურების -დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო გამარტივებულშესყიდვასთან დაკავშირებით. მიმართვას თან დაერთო საქართველოს მთავრობის განკარგულებისპროექტი და მისი განმარტებითი ბარათი.

2015 წლის 15 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის #2212 განკარგულების თანახმად, ხელიმოეწერა თანხმობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქაალქ თბილისისმუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებულიშესყიდვის საშუალებით განხორცილების შესახებ.

2 https://www.pwc.com/gx/en.html

Page 6: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

5

2016 წლის იანვარში, თბილისის გენერალური გეგმის განვითარებისთვის, ოფიციალურიგანცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ–მინისტრის ინიციატივით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსებობამდე,გარდამავალ პერიოდში განსაზღვრული რეგულაციები უნდა ამოქმედებულიყო. გენერალურიგეგმის დასრულებას დაახლოებით წელიწადნახევარი სჭირდება, გარდამავალ პერიოდშირეგულაციების არარსებობა კი, საზოგადოებაში შეშფოთების საგანია. პრემიერი მიიჩნევდა, რომზუსტად უნდა განსაზღვრულიყო წესები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული მხარეებიგარდამავალ პერიოდში იმოქმედებენ. „ეს მნიშვნელოვანია, რათა რეგულაციების არარსებობისპირობებში, არ გაიცეს ისეთი ნებართვები, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გარემოს,საცხოვრებელ ან სარეკრეაციო ზონას. გენერალური გეგმის არსებობამდე პერიოდი საზოგადოებისსერიოზული შეშფოთების საგანია. კერძო დასახლების მცხოვრებლებს აწუხებთ ის, რომ მათ,შესაძლოა, ოთხივე მხრიდან კორპუსები აუშენონ. მოსახლეობას ამ მიმართულებით განუკითხაობისმოლოდინი აქვს და ეს საკითხი მოკლე ვადებში უნდა მოგვარდეს", - განაცახდა საქართველოსმთავრობის მეთაურმა.3

2016 წლის მაისში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ იქნა დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებისთვის 6 თვის მანძილზე ჩატარებული სამუშაოანგარიში. საკრებულოს სხდომაზე წარდგენილი დოკუმენტი თვითმმართველობის ხელმძღვანელიპირების მიერ დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ „საკრებულოში წარმოდგენილი შუალედურიანგარიში ქალაქში არსებულ მდგომარეობას, როგორც ეკოლოგიური კუთხით, ასევე ტრანსპორტისადა ფუნქციური ზონების მიმართულებებით ზუსტად ასახავს“.4

ქ. თბილისის მერმა, 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია 2017წელს თბილისისთვის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნის თაობაზე. „გეგმა ისეთძირეულ პრინციპებს ითვალისწინებს, როგორიცაა: თბილისი, - ჯანმრთელი, მწვანე,ტოლერანტული, საცხოვრებლად მოსახერხებელი, კომპაქტური, რესურს - დამზოგავი, ბუნებრივიდა ისტორიულ-კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, „ჭკვიანი ქალაქი”(Smart City). აქვე გეტყვით, რომ გენგეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, ჩემი ინიციატივით,„თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელსახლებზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდაზე შეზღუდვა დაწესდა“ -განაცხადა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი დადარგის 200-მდე სპეციალისტი მუშობდა.5

2017 წლის 24 მარტს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმისშემუშავების პროცესის მონიტორინგში ჩართვის შესახებ და კონკურსში გამარჯვებული კომპანიისმხრიდან წარმოდგენილი ანგარიშების სამართლებრივი ანალიზის წარმოდგენის თაობაზე საჯაროგანცხადება გააკეთა.6

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში აღინიშნა, რომ შეფასების საგანს წარმოადგენდამომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი დასაბუთების საკითხი. ამასთან, გამოცხადებულიკონკურსის პირობები, გამარჯვებული კომპანიის გამოცდილება და კონკურსის ჩატარებისგამჭვირვალობის შესწავლის საკითხი. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ თბილისის განაშენიანებისგენერალური გეგმის რედაქტირების პროცესში, წარმოდგენილი მიწათსარგებლობის გენერალური

3 http://www.tabula.ge/ge/story/103924-premieri-tbilisis-gengegmis-arsebobamde-droebiti-tsesebi-unda-amoqmeddes4http://www.city.kvira.ge/2016/06/04/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A85 http://tas.ge/?p=content&type=3&news=713506 http://barristers.ge/ge/page/news_item/990

Page 7: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

6

გეგმის დოკუმენტის სრულ სამართლებრივ შეფასებას მოახდენდა, ორგანიზაცია საკითხთანდაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, საჯაროინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, მიმართავდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაცინტერესის საგანს წარმოადგენდა მერიის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურიგეგმისთვის გამოცხადებული კონკურსის პირობები, ვადები, კონკურსში მონაწილე კომპანიების სია,კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე დაწინაურებული კომპანიების დასახელებები, გამარჯვებულორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რეკომენდაციები, მათი შესრულებისფარგლები და სხვა.

2017 წლის 6 აპრილს, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, პირველადი სამართლებრივი შეფასებაწარმოადგინეს7, სადაც ყურადღება დაეთმო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტოწინადადების საჯაროობის, თანხმობის დოკუმენტად ქცევის, კერძო და საჯარო ინტერესებისპროპორციულობისა და დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმისმიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, რომ თბილისისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არპასუხობდა8.

ორგანიზაციამ მონიტორინგის განხორციელების პროცესში საკითხთან დაკავშირებულიინფორმაცია გამოითხოვა სხვადასხვა საჯარო და ადმინისტრაციული ორგანოებიდან, მათ შორისთბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის ავტორი ორგანიზაციიდან. გამართა 2პრესკონფერენცია, გაავრცელა 3 მედია-რელიზი, მონაწილეობა მიიღო 1 სადისკუსიო შეხვედრაში,აქტიურად ითანამშრომლა მასობრივ-საინფორმაციო საშუალებებთან. ორგანიზაციამ მოახდინამიღებული ინფორმაციის ანალიზი და შემდგომი სამართლებრივი შეფასება. გაეცნო ა(ა)იპ „სითიინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშებს, შეისწავლა საკითხთანმიმართებით მოქმედი კანონმდებლობა, ევროპული ქარტიები და კონვენციები, ყურადღებადაუთმო თემაზე ქართველი ექსპერტების შეხედულებებს, მონიტორინგის მომზადების დროს,მაქსიმალურად წარმოაჩინა პროცესთან დაკავშირებული ყველა მხარის აზრი დადამოკიდებულებები. შესაბამისად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ მონიტორინგსგააჩნია საქმიანი დოკუმენტის პრეტენზია, რომელიც საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარესსაშუალებას მისცემს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტოწინადადებაზე არგუმენტირებული მსჯელობისა და ალტერნატიული შეხედულებებისგაჩენისთვის. მონიტორინგის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში საკითხზე ფართო დისკუსიასდა შემდგომი რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებს.

ორგანიზაცია მონიტორინგს გააცნობს პროცესში ჩართულ ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციასდა გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებსა და პოზიციებს, რომლებიც იქნება თემაზე შემდგომიდისკუსიისთვის საყურადღებო და დასაბუთებული.

7 https://www.youtube.com/watch?v=uNZr476w92A8 http://www.barristers.ge/ge/page/news_item/996

Page 8: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

7

2. დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, არსებულისინამდვილის სამართლებრივი ანალიზი

საპროექტო მომსახურების – ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისმიზნით, ა(ა)იპ სითი ინსტიტუტი საქართველომ 2015–2016 წლებში, გამოაქვეყნა დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების სამი კვარტალური ანგარიში9

და წარმოადგინა ხედვა ცვლილებებისა და რეკომენდაციების თაობაზე, რომელიც უნდაგანხორციელებულიყო არსებულ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში და თბილისისტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების მოქმედ წესებში. ავტორთა აზრით,ამ ცვლილებების მიზანია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებამდე მიწის ნაკვეთისსამშენებლოდ გამოყენების დაუყოვნებლივ შეჩერება რეკომენდირებული ცვლილებების ფარგლებშიდა აღნიშნულის განხორციელება აუცილებლობას წარმოადგენდა, რათა მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის პროექტზე მუშაობის პროცესში, უფლებამოსილი ორგანოების მიერ არმომხდარიყო ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებებისმიღება, რომელიც ნეგატიურ გავლენას იქონიებდა არა მხოლოდ პროექტის დადგენილი წესითსაკანონმდებლო იმპლემენტაციაზე, არამედ ქალაქის პერსპექტიულ განვითარებაზე.

საპროექტო მომსახურების – ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისმიზნით, შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მიწათსარგებლობის გენერალურიგეგმის საპროექტო მომსახურების მიზნები და ამოცანები დაეყრდნო არსებული მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის ნაკლოვანი მხარეებისა და ბოლო წლებში წარმოქმნილი ქალაქმშენებლობითიპრობლემების გადაჭრის საკითხებს. სწორედ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურიგეგმის განახლებულმა პროექტმა ძირითად ამოცანებად დაისახა: 1. მოსახლეობისათვისჯანმრთელი და უსაფრთხო გარემოს შექმნა, 2. ექსტენსიურიდან ინტენსიურ განვითარებაზეორიენტირება, 3. დედაქალაქის როლის განსაზღვრა აგლომერაციის ფარგლებში, 4. სოციალური,სამომსახურებო, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, 5.ქალაქმშენებლობითი პრობლემების გამოვლენა და გადაწყვეტის გზების დასახვა, 6.საზოგადოებრივი სივრცეების, მათ შორის გამწვანებული არეალების, მოედნებისა და ქუჩებისუწყვეტი სისტემის ჩამოყალიბება, 7. ქალაქის ტერიტორიის მონოფუნქციურ სივრცეებად დაყოფისსანაცვლოდ შერეული ზონის სახეობების დაგეგმარება და ქალაქის „გამოცოცხლება“, 8. არსებულისაცხოვრებელი უბნებისა და გარემოს გაუმჯობესება-გაჯანსაღება, 9. საზოგადოებრივიტრანსპორტის განვითარება და ინდივიდუალური ტრანსპორტის მოხმარების შემცირება, 10.ფეხმავალთა და არამოტორიზირებული ტრანსპორტის როლის გაძლიერება, 11. ჰაერის, წყლისა დანიადაგის დაბინძურების შემცირება, 12. მდინარის „დაბრუნება“ ქალაქისათვის, 13. მთაწმინდის,მახათასა, ყეენის მთების და მიმდებარე ფერდობებისათვის განაშენიანების კონცეფციისჩამოყალიბება, 14. ე.წ. „ხრუშჩოვკების“ და სხვა ამორტიზირებული ტერიტორიებისრეკონსტრუქციის გზების დასახვა, 15. ქალაქის პოლიცენტრული განვითარების ხელშეწყობა, 16.მდგრადი ეკონომიკური განვითარების ტერიტორიული საფუძვლების მომზადება, 17. გონივრულიდა ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობა, 18. პირობების გაუმჯობესება შეზღუდულიშესაძლებლობის პირთათვის, ინკლუზიური ქალაქის განვითარება.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების დოკუმენტმა ქ. თბილისისტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში პრიორიტეტი მიანიჭა 5შემდეგი ცვლილების განხორციელებას:

9 პირველი კვარტალური ანგარიშის პერიოდი: ოქტომბერი (2015) – იანვარი (2016), მეორე კვარტალური ანგარიშისპერიოდი: იანვარი (2016) – აპრილი (2016), მესამე კვარტალური ანგარიშის პერიოდი: აპრილი (2016) – ივლისი(2016).

Page 9: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

8

1. „წესებში“ ცვლილებების საბოლოო ჩამოყალიბებამდე, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მოხდესინტენსივობის გაზრდა მხლოდ ერთი საფეხურით, შესაბამისი ქალაქგეგმარებითიდასაბუთების საფუძველზე. ამასთან ერთად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში თანხებისშემცირების თავიდან ასაცილებლად, მოხდეს ინტესივობის 20%-მდე ზრდის შემთხვევაში,მოსაკრებლისგან განთავისუფლების გაუქმება. ამასთან, აღნიშნული მოსაკრებლის გადახდაინტენსივობის ზრდის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვისგაცემამდე. მოსაკრებლის გადარიცხვა უნდა მოხდეს შესაბამისად განსაზღვრულ ანგარიშზედა უნდა მოხმარდეს მხოლოდ იმ უბნის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას,რომელშიც ხდება ინტენსივობის მატება. ასეთი საჭიროების არ არსებობის შემთხვევაში,ინტენსივობის მატებით მიღებული თანხა უნდა მოხმარდეს სოციალური სახლებისდაფინანსებას ქალაქის სხვადასხვა უბანში;

2. დიდ ტერიტორიებზე ფართობით (მინიმუმ 5000 კვ.მ.) სავალდებულო უნდა გახდესგანაშენინანების რეგულირების გეგმების დამუშავება და მხოლოდ ამის საფუძვლზემშენებლობის ნებართვის გაცემა. გარდა ფართობისა, თუ ტერიტორია წარმოადგენსშეუსაბამოდ გამიჯნულ მიწის ნაკვეთებს და ჰყვება ჩამოყალიბებულ გარემოშიჩამოუყალიბებელი ინფრასტრუქტურით, ასევე სავალდებულო უნდა გახდეს გრგ-სდამუშავება. ამასთან, ამ ტერიტორიების მთლიანი ფართის 30% უნდა დაეთმოს გამწვანებულსარეკრეაციო სივრცეებს. პროექტი, ასევე უნდა აკმაყოფილებლდეს ყველაქალაქგანვითარების ნორმატივს;

3. სარეკრეაციო ზონებში დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს საცხოვრებელი ფუნქციითმშენებლობებზე ნებართვის გაცემა. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზემუშაობის დასრულების შემდეგ, მოინიშნება საზღვრები შესაბამისი ზონირებით;

4. განაშენიანების ინტენსივობის ზრდის შემთხვევებისათვის დამუშავდეს ქალაქგეგმარებითიდასაბუთების ეტალონური პროექტი, სადაც სრულად უნდა იყოს ასახულიქალაქგეგმარებითი ნორმატიული მოთხოვნები;

5. ინტენსივობის მომატების შემთხვევაში სავალდებულო უნდა გახდეს ქალაქგეგმარებითიდასაბუთების შესრულება, რომელიც დამტკიცებულ უნდა იქნეს ადგილობრივითვითმმართველობის მიერ.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების დოკუმენტმა არსებულმიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში პირველი ეტაპის გადაუდებელი ცვლილებების საკითხადდააყენა თბილისისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიების არამართებული განვითარების შეჩერება.ტერიტორიები, რომლებსაც ცვლილებები (არ) უნდა შეეხოს, დოკუმენტის ავტორთა აზრით,მდებარეობს: ა) მინდელისა და დიღმის ხიდს შორის, მინდელის ხიდის ჩრდილოეთით ქალაქისადმინისტარციულ საზღვრამდე, ბ) არსენალის მთა, გ) თემქის დასახლებაში ხევის ტერიტორია, დ)კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთის, კალოუბნისა და წნორის წლის ქუჩებს შორის, 60–იანი წლების„ხრუშოვკებით“ განაშენიანებული არეალი, ე) კახეთის გზატკეცილის ჩრდილოეთით მიმდებარეტერიტორიები, ვ) აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ მდებარე დიღმის ტყე–პარკი, ზ) ხეივანი,რომელიც მიუყვება თამარაშვილის ქუჩას და დაფარულია სატრანსპორტო ზოლით, ი) ტერიტორია,რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობასა და საბურთალოს სასაფლაოსასახვევს შორის, კ) ტერიტორია, რომელიც მდებარეობს მდ. გლდანულას ხევსა და სარაჯიშვილისგამზირის გადაკვეთაზე, ლ) ტერიტორია, რომელიც მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,ცირკის ბორცვის აღმოსავლეთი ფერდის მიმდებარედ, მ) ტერიტორია, რომელიც მდებარეობსდადიანის ქუჩიდან თბილისის ზღვისკენ მიმავალი ხუდადოვის ქუჩის გასწვრივ, ნ) 26 მაისისმოედანი, ო) ვაზისუბნისა და ვარკეთილის საცხოვრებელი არეალების მიმდებარე ტერიტორია.

Page 10: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

9

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისთანახმად, საქართველოს კანონმდებლობა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროშიშედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა დაშეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. ესკანონი ადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპებს,რომლის თანახმადაც, ქვეყნის მდგრადი განვითარების, მისი კავკასიური, ევროპული და მსოფლიოინტეგრაციის უზრუნველყოფისათვის სივრცითი მოწყობა და ქალაქთმშენებლობა ხორციელდებაშემდეგი პრინციპებით:

1. შეიქმნას დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული სტრუქტურა,კერძოდ, ქვეყნის თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური,ეკოლოგიური და კულტურული განვითარების ტერიტორიული წინაპირობები;

2. განვითარდეს განსახლების დეცენტრალიზებული და პოლიცენტრული სტრუქტურა;საქმიანობა ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების თვალსაზრისით იყოს სივრცით-ტერიტორიულად კონცენტრირებული და განვითარების ცენტრების სისტემაზეორიენტირებული;

3. დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოსდასახლებათა ტერიტორიების განახლებასა და ინტენსიფიკაციას;

4. განხორციელდეს რეგიონული და სუბრეგიონული კავშირების გეგმარებითიუზრუნველყოფა;

5. შეიქმნას წინაპირობა საბინაო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის;6. უზრუნველყოფილ იქნეს ინფრასტრუქტურის შესაბამისობა დასახლებათა და

დაუსახლებელი ტერიტორიების სტრუქტურასთან; ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაცულიქნეს პარიტეტულობა კომუნიკაციების ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის მიღებისთვალსაზრისით;

7. დასახლებათა განვითარება ორიენტირებულ იქნეს ინტეგრირებული სატრანსპორტოსისტემის ჩამოყალიბებაზე; სატრანსპორტო მომსახურების ეფექტიანობა გაიზარდოსადეკვატური სატრანსპორტო არტერიებისა და კვანძების შექმნით; პრიორიტეტი მიენიჭოსსაზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას;

8. უზრუნველყოფილ იქნეს დასახლებათა, მათ შორის, საზოგადოებრივ-საქმიანი ცენტრების,არქიტექტურულ-გეგმარებითი და მხატვრულ-ესთეტიკური სრულყოფა;

9. გაიზარდოს ქალაქების კონკურენტუნარიანობა ინვესტიციების მოზიდვის, დასაქმებისა დამოსახლეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად;

10. სასოფლო დასახლებები განვითარდეს ინტენსიურად, ქალაქებთან თანაბარუფლებიანი დაპარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე;

11. შენარჩუნდეს და განვითარდეს დაუსახლებელი ტერიტორიების სისტემა; უზრუნველყოფილიქნეს ნიადაგის, წყლის, ფლორის, ფაუნისა და კლიმატის შენარჩუნება და დაცვა;

12. მაქსიმალურად შემსუბუქდეს ინფრასტრუქტურის გავლენა გარემოზე; ინფრასტრუქტურასჰქონდეს პოზიტიური ეფექტი იმ ტერიტორიებისათვის, სადაც განთავსებულია;

13. ხელი შეეწყოს მოწყვლადი ზონებისა და დეპრესიული რეგიონების გათანაბრებას;14. კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა განხილულ იქნეს, როგორც ქვეყნის

განვითარების ერთ-ერთი საფუძველი;15. შენარჩუნდეს ისტორიული და კულტურული კავშირები; კულტურული ლანდშაფტები მათი

დამახასიათებელი ნიშნებით, ისტორიული და ბუნებრივი ძეგლებით;16. შენარჩუნდეს და განვითარდეს სარეკრეაციო ტერიტორიები;17. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს საჯაროობა;18. უზრუნველყოფილ იქნეს სხვადასხვა დარგობრივი გეგმების და დაგეგმვის სხვადასხვა

იერარქიულ დონეებზე შესრულებული გეგმების თავსებადობა;19. ტერიტორიის ჯეროვანი განვითარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით ხელი

შეეწყოს სახელმწიფო და კერძო სუბიექტების ინტერესების ურთიერთშეთანხმებას.

Page 11: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

10

აღნიშნული კანონის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს იმპერატიული მოთხოვნისუზრუნველყოფა, რომელიც უკავშირდება სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროშისაჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების განსაზღვრებას. კანონის მე–6 მუხლის თანახმად:

სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება:ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხოგანვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტოინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივიმემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითიმოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს,უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი;

სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება:ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებულიუძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან,ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისსფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმშემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფსსხვათა უფლებებს.

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონშიგამოყენებულ შემდეგ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი შინაარსობრივი განმარტება:

სივრცითი მოწყობა – ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურისფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივიპოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური დაიურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები დაპროცესები;

ქალაქთმშენებლობა – ქალაქგანვითარება (ურბანული განვითარება); დასახლებათა (მათშორის, სასოფლო დასახლებათა) ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურისფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივიპოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური დაიურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები დაპროცესები;

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა – საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათატერიტორიების გამოყენების, მიწათ სარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის,გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალურიინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლებისტერიტორიულ საკითხებს;

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიცგანსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) დაგანაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო,საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცითასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს;

განაშენიანების რეგულირების გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიცდასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/დააზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-

Page 12: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

11

გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათგეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა დაგანვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას,ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტოინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას;

დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები –ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებულიკანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისსაფუძველზე არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების,გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს;

აღნიშნული კანონის მე–10 მუხლის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობისდაგეგმვის ტიპები და იერარქია მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობა ხდება მიწათსარგებლობისდაგეგმვით (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა) და განაშენიანების დაგეგმვით (განაშენიანებისრეგულირების გეგმა). ამასთან, კანონი განსაზღვრავს, რომ „უზრუნველყოფილი უნდა იქნესსივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების თავსებადობა როგორც დაგეგმვის სხვადასხვაიერარქიულ დონეებს შორის, ისე სხვადასხვა ტერიტორიების გეგმებს შორის. იგივე პრინციპიარეგულირებს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებისა და დარგობრივი დაგეგმვისდოკუმენტების თავსებადობას“. ამასთან, „თუ შემუშავების, განხილვის, შეთანხმებისა დადამტკიცების პროცესში მყოფი გეგმა ეწინააღმდეგება რომელიმე დამტკიცებულ გეგმას, ასეთიწინააღმდეგობა უნდა დაიძლიოს ან დამუშავების, განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცებისპროცესში მყოფ გეგმაში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, ან დამტკიცებული გეგმის ისეთიცვლილებით, რომელიც უზრუნველყოფს გეგმების თავსებადობას“ (მე–11 მუხლი). „სივრცითიმოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის 29–ე და 30–ე მუხლები ზუსტადგანსაზღვრავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმისმნიშვნელობას და მათი შესრულების სავალდებულოობას ყველა სახელმწიფო, ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოსა და დაწესებულებისათვის და სახელმწიფოს მიერ საქართველოსკანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლისიურიდიული პირისათვის, აგრეთვე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის.აქვე, კანონი ადგენს, რომ „სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლორეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს სარეკრეაციო ტერიტორიებზე დაგანსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმისდამტკიცების განსხვავებული წესი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამუფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობისორგანოებზე“ (30–ე მუხლი, მე–8 პუნქტი).

აღნიშნული კანონი ცალსახად მიუთითებს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანებისრეგულირების ზონების ფარგლებში განაშენიანების რეგულირების გეგმის შინაარსთან,მოცულობასა და შემუშავების წესთან დაკავშირებული დამატებითი პირობები დგინდება„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით (30–ე მუხლი, მე–9 პუნქტი). ამკანონში გამოყენებულ შემდეგ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი ნორმატიული შინაარსი:

ისტორიული განაშენიანება – 100 ან მეტი წლის წინ ჩამოყალიბებული, ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე განაშენიანება;

ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო – 100 ან მეტი წლის წინ ჩამოყალიბებულიმხატვრულ-არქიტექტურული, სივრცითი, ლანდშაფტური ან სოციალურ-ეკონომიკურიკონტექსტების ერთობლიობა;

Page 13: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

12

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა (დამცავი ზონა) – კულტურულიმემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენისარეალში ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიცმოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მისსაზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველიზეგავლენისაგან;

ურბანული ქსოვილი – ქალაქთმშენებლობითი სტრუქტურების, მათ შორის, ქუჩათა ქსელის,მოედნების, ბაღების, შენობა-ნაგებობების, ეზოების ან საინჟინრო კომუნიკაციებისერთობლიობა;

ძეგლის მოვლა-პატრონობა – ძეგლის (უძრავი ძეგლის – შემთხვევაში – ასევე მისიტერიტორიის) დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვის, მისი ისტორიულ-კულტურულიღირებულების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამკანონით დადგენილი წესით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37–ე, 38–ე და 39–ე მუხლებითგანსაზღვრულია ისტორიული განაშენიანების, განაშენიანების რეგულირებისა და ისტორიულილანდშაფტის დაცვის ზონებისა და რეჟიმების დადგენა. მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს ამკანონით სავალდებულო რეგულაციებსა და პირობებს:

1. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დადგენის მიზანია მასში დაცული ძეგლებისისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით-არქიტექტურული გარემოს, განაშენიანებისტრადიციული ფორმებისა და იერსახის შენარჩუნება, ქალაქის ისტორიული ნაწილის,როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული ორგანიზმის (დაგეგმარების სტრუქტურა,მორფოლოგია, შენობების მასშტაბი, ხასიათი, სილუეტი, იერსახე, ლანდშაფტი და სხვა),დაცვისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა, სარეაბილიტაციო, სამშენებლო და სხვასამუშაოთა რეგულირება, ქალაქის გარემოს გაჯანსაღება, დეგრადირებული ურბანულიქსოვილის ისტორიულ სახესთან მაქსიმალურად მიახლოება, ისტორიული განაშენიანებისეკონომიკური და კულტურული პოტენციალის რეალიზაცია;

2. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში ქალაქგეგმარებითი და სამშენებლოდოკუმენტაციის შედგენისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ისტორიული გარემოსდაგეგმარების, განაშენიანების, ლანდშაფტის შენარჩუნება, მათი დაკარგული ელემენტებისაღდგენის შესაძლებლობა.

3. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ იმშემთხვევაში, თუ: სამშენებლო ობიექტი ენაცვლება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ,ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებას მოკლებულ შენობას, ნაგებობას ან საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელს და სამშენებლო საქმიანობამ უნდა გააუმჯობესოს დეგრადირებულიურბანული ქსოვილი (შეავსოს ისტორიულ განაშენიანებაში ნგრევის შედეგად გაჩენილისიცარიელეები, შეცვალოს ღირებულ შენობებს შორის მოქცეული არაღირებული ნაგებობები,გაათავისუფლოს სივრცე ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტანინაგებობებისაგან, თავდაპირველი სახით აღადგინოს მისი ისტორიული გარემო და სხვა);

4. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში საქართველოს კანონმდებლობითგანსაზღვრულმა ორგანომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და საექსპერტო დასკვნისსაფუძველზე, სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილიწესით შეიძლება გასცეს ნებართვა ისეთი ტერიტორიის განაშენიანებაზე, რომელიცისტორიულად არ ყოფილა განაშენიანებული;

Page 14: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

13

5. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში ისტორიულად ჩამოყალიბებული ქუჩათაქსელის შეცვლა, გაფართოება, ნიშნულების ამაღლება, დაწევა ან სხვა ცვლილება დასაშვებიამხოლოდ შესაბამისი გეგმარებითი და მეცნიერული დასაბუთების საფუძველზე, ისტორიულიერსახესთან მაქსიმალურად მიახლოებით;

6. განაშენიანების რეგულირების ზონაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ისტორიულადჩამოყალიბებული სივრცითი დომინანტების განმტკიცება და აღდგენა გარემოსარქიტექტურულ-სივრცობრივ ორგანიზაციაზე, ძეგლებისათვის და კულტურულიღირებულების მქონე სხვა უძრავი ობიექტებისათვის არქიტექტურული და სივრცითიგარემოს, ისტორიულად ჩამოყალიბებული დაგეგმარების სტრუქტურის ან მისიფრაგმენტების შენარჩუნება;

7. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონად განისაზღვრება ისტორიული, კულტურული,ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი, სასოფლო ან ურბანული ტერიტორია,რომლის ჩამოყალიბება ისტორიული განვითარების მანძილზე მთლიანად ან ნაწილობრივადამიანის საქმიანობის შედეგია ან რომელიც ცალკეული ძეგლების ისტორიულადჩამოყალიბებული ბუნებრივი გარემოა.

ზემოთ აღნიშნული ღირებულებების, პრინციპებისა და მათი განხორციელების სტრატეგია მიზნადდაისახა 2009 წლის 5 ივნისს მიღებულმა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურმაგეგმამ, რომელიც ქალაქ თბილისის საკრებულომ მიიღო. აღნიშნულ დოკუმენტს, „სივრცითიმოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირებადიტერმინთა მიღმა, შემოაქვს ორი ტერმინოლოგიური ცნება და მათი ნორმატიული შინაარსი.კერძოდ, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმის ტექსტში შემოდის„ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის“ ცნება და „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარებისგენერალურმა გეგმის“ ცნება, რასთანაც გაიგივებულია „სივრცითი მოწყობისა დაქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტითგანსაზღვრული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ცნება და მისი ნორმატიული შინაარსი:

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია – ურთიერთდაკავშირებული დაურთიერთდამოკიდებული პროექტის წინა და საპროექტო დოკუმენტების ერთიანი სისტემა,რომელიც წარმოადგენს დასახლებათა სამართლებლივ, ტერიტორიულ-სივრცითი დაფუნქციური განვითარების საფუძველს;

დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა - მიწათსარგებლობისგენერალური გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი განსაზღვრავს დასახლებათატერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითადპარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავსივრცით-ტერიტორიულ პირობებს, საინჟინრო სატრანსპორტო, და სოციალურიინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლებისტერიტორიულ საკითხებს.

2014 წლის 15 იანვარს საქართველოს მთავრობის #59 დადგენილების საფუძველზე, დამტკიცდატექნიკური რეგლამენტი - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანებისრეგულირების ძირითადი დებულებები“. აღნიშნული რეგლამენტით განისაზღვრა დასახლებათატერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების წესები, დასახლებათა მდგრადიგანვითარების მიზნით, კერძო და საჯარო ინტერესების უზრუნველყოფა.

Page 15: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

14

2014 წლის 30 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ #20–105დადგენილებით, მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისდამტკიცების შესახებ10. მიღებული დადგენილება დაეფუძნა ადგილობრივი თვითმმართველობისკოდექსისა და სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოსკანონის მოთხოვნებს. დოკუმენტის ტექსტში გამოყენებული ძირითადი ცნებები სიტყვასიტყვითმეორდება, რაც წარმოდგენილ იყო 2009 წლის 5 ივნისს მიღებულ დედაქალაქის პერსპექტიულიგანვითარების გენერალური გეგმის შინაარსში. მგგ–ის მე–2 მუხლის თანახმად:

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელსაც თან ახლავს დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა, დამუშავებულია„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოსკანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა დაგანაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების” მოთხოვნათა შესაბამისად დაწარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულკანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს;

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავს დედაქალაქის მთელტერიტორიას „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვისშესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის N574 განკარგულებით და”ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტისადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის27 დეკემბრის N4173-რს დადგენილებით დამტკიცებულ საზღვრებში;

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როგორც ქალაქთმშენებლობითიდოკუმენტი, განსაზღვრავს ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) დაგანაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავიკულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო,საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების სივრცითასპექტებს, აგრეთვე განსახლების ტერიტორიულ საკითხებს და მოქმედებს ქალაქ თბილისისმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2014 წლის 30 დეკემბრის დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გარდამავალდებულებებში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქოსამსახურმა და შემდგომში ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა, მისხელთ არსებული ყველა ანალიტიკური, კვლევითი, გეგმარებითი და ტექნიკური ხასიათისმასალებიდან დააზუსტა დედაქალაქის ტერიტორიების განვითარების ზოგადი და ცალკეულშემთხვევებში კონკრეტული ზონები, დაამუშავა მისი ტექსტური ნაწილი და უახლოესი პერიოდისმოსალოდნელი საჭიროებების შესაბამისი ოპერატიული განვითარებისათვის შეიმუშავა შემდეგიქალაქგეგმარებითი წინადადებები და აღინიშნა, რომ ჩამოთვლილი ქალაქგეგმარებითიწინადადებების აუცილებელი განვითარება, უახლოეს მომავალში მოითხოვს კონკრეტულუზრუნველყოფას საპროექტო დოკუმენტაციით, რეალიზაციის გრაფიკით, შესაბამისი ფინანსურირესურსებითა და ადმინისტრაციული გადაწყვეტით:

ა) რკინიგზასთან დაკავშირებული სამეურნეო ფუნქციების (სასაწყობო, დამხარისხებელი,სარემონტო და სხვა) გატანა თბილისის ცენტრალური ნაწილიდან. დიდუბისა და ნავთლუღისმიმდებარედ კვანძებში მაღალი კატეგორიის პოლიფუნქციური საზოგადოებრივ-საქმიანი სივრცისჩამოყალიბება

10 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2669598

Page 16: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

15

ბ) ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბისსადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150.0 ჰა)ათვისება მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებით;გ) საქალაქო მნიშვნელობის რეგულირებადი (უწყვეტი) მოძრაობის მაგისტრალის შექმნა - კახეთისგზატკეცილი - ცოტნე დადიანის გამზირი - ავჭალის შოსე;დ) ვახუშტის ხიდის მიმართულების გაგრძელება ცოტნე დადიანის გამზირამდე;ე) ავჭალის გზის გაგრძელება-რეაბილიტაცია დასავლეთის მიმართულებით და მისი მიერთებაშემოსავლელ (სატრანზიტო) მაგისტრალთან;ვ) ინტენსიფიკაციის ქუჩის რეაბილიტაცია და კავშირი დავით აღმაშენებლის ხეივანთან დავაშლიჯვარის ჩამოსასვლელი მარშალ გელოვანის გამზირზე;ზ) „ვაკე-საბურთალო 2“, დოლიძის ქუჩის გაგრძელება და მიერთება ვაკესთან, გვირაბის გაჭრაიპოდრომისკენ;თ) აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოება კერესელიძის ქუჩის გადაკვეთაზე;ი) „კუს ტბასთან“ მისასვლელი პარალელური გზის აღდგენა;კ) აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე კვანძი (რობაქიძის გამზირი);ლ) კრწანისიდან შინდისის მიმართულებით გზის გაყვანა.

როგორც უკვე აღინიშნა, 2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპარქიტექტურის სამსახურის მიერ საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი, სადაცგამარჯვებული ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო გახდა“.

2015 წლის 13 ოქტომბერსა და 15 ოქტომბერს, გამარჯვებულ ორგანიზაციასთან: „სითი ინსტიტუტისაქართველო“ გაფორმდა ორი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

2015 წლის 13 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად,ხელშეკრულების საგანი გახდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისწინასაპროექტო მოსაზრების“ შესყიდვა და მასთან დაკავშირებული საავტორო უფლებებისგადაცემა. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 50 000 ლარი. ხელშეკრულების მოქმედებისვადად განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბერი.

2015 წლის 15 ოქტომბერს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და ქალაქ თბილისისმუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურურს შორისგაფორმებული ახალი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საგანი გახდა საქართველოსდედაქალაქის - ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურებისშესყიდვა ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით და მასზე საავტორო უფლებების გადაცემა,ხელსეკრულებით შეძენილი სამი საკონკურსო წინადადების გათვალისწინებით და შემსყიდველისმიერ გაცემული გეგმარებითი დავალების პროექტით დადგენილი შინაარსითა და მოცულობით.საპროექტო მომსახურებამ ასევე მოიცვა ქალაქის ტერიტორიის გამოყენების არსებული გეგმის -„საყრდენი გეგმის“ სამუშაოების შესრულებაც. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 28000 000 ლარი, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით,ხოლო ხელშეკრულების საერთო ვადამ შეადგინა ხელშეკრულების ხელმოწერიდან პერიოდი 20თვის მდგომარეობით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში, 2017 წლის აპრილის თვის მდგომარეობით,განხორციელდა ხუთი ცვლილება, კერძოდ: 2016 წლის 28 იანვარს, 2016 წლის 20 ივნისს, 2016 წლის10 ოქტომბერს, 2016 წლის 4 ნოემბერსა და ბოლო მონაცემით, 2017 წლის 6 აპრილს.განხორციელებული ცვლილებების მიზანს, ძირითადად წარმოადგენა საპროექტო დოკუმენტაციისწარმოდგენის ხელშეკრულებით დადგენილი ვადების გახანგრძლივება. 2017 წლის 6 აპრილისმხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების საერთო ვადამ შეადგინა 23თვე და საბოლოო ეტაპზე მისაწოდებელი მასალის შემსყიდველისთვის წარდგენის ვადად, ნაცვლადმე-18 თვის ბოლო სამუშაო დღისა, განისაზღვრა მე-19 თვის ბოლო სამუშაო დღე.

Page 17: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

16

3. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესწავლის პროცესი

2017 წლის 22 მარტს, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წერილით მიმართეს თბილისისმუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:11

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურიგეგმის შექმნის მიზნით გამოცხადებული კონკურსის პირობები, ვადები, კონკურსშიმონაწილე კომპანიების სია, კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)დაწინაურებული კომპანიების დასახელებები;

2. მოგვაწოდეთ დოკუმენტური ინფორმაცია, თუ რომელი პირობებისა და წარმოდგენილიწინადადების გამო, ყველა სხვა პრეტედენტთან მიმართებით, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტისაქართველო“ აღმოჩნდა უპირატესს მდგომარეობაში და გაიმარჯვა გამოცხადებულკონკურსში?

3. მოგვაწოდეთ ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“, კონკურსის შედეგად, თბილისისმუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმებული ყველა ხელშეკრულების ასლი 2017 წლის 22მარტის მდგომარეობით;

4. მოგვაწოდეთ, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ კონკურსის ფარგლებშითბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ წარმოდგენილი ყველა ანგარიში. მისაღებიაანგარიშების წარმოდგენა ელექტრონული ფორმით.

5. მოგვაწოდეთ ინფორმაცია, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილიანგარიშების შედეგად, შემოთავაზებული რეკომენდაციების რა ნაწილი და რა ფორმით იქნაგაზიარებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან. რა სამართლებრივიაკრძალვები ან/და მოქმედებები განხორციელდა თბილისის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის დამტკიცებამდე ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.(გთხოვთ, მოგვაწოდოთ აღნიშნულ ნაწილში დეტალური ინფორმაცია);

6. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მოქმდიდოკუმენტი 2017 წლის მდგომარეობით;

7. გთხოვთ, მოგავწოდოთ „ძველი თბილისის ურბანული განვითარების კონცეფცია“ 2017 წლისმდგომარეობით;

8. გთხოვთ მოგვაწოდოთ ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წელს დამტკიცებული„დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა“ (2017 წლისმდგომარეობით);

9. გთხოვთ, მოგვაწოდოთ „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყოფისა და განაშენიანებისრეგულირების წესები“ 2017 წლის მდგომარეობით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისარქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 აპრილის #07/2821-13 წერილის თანახმად, ორგანიზაციასგამოეგზავნა კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებისპირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

11 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის 22 მარტის #80 მიმართვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს,დავით ნარმანიას მიმართ. ადმინისტრაციულ ორგანოში წერილის რეგისტრაციის #10/01170811586–01

Page 18: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

17

2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე http://contest.procurement.gov.ge და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის - სსიპ ქალაქთბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე http://tas.ge 2015 წლის 21მაისს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებულიკონკურსის ფარგლებში სამსახურში შემოსულ პრეტედენტთა საკონკურსო წინადადებები,პრეზენტაციები, მათი შემდგომი შეფასების ოქმები (ოქმი N5), რაც გახდა ,,დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების წინასაპროექტო მოსაზრებისა“ და,,საქართველოს დედაქალაქის - ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტომომსახურების შესყიდვის“ მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველი. ასევე, ააიპ„სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებები და დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მიერ წარმოდგენილისამი ეტაპის მასალები. ამასთან, ორგანიზაცის ეცნობა, რომ ამ დროისათვის, დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მიერ წარმოდგენილიახუთი ეტაპის დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეოთხე და მეხუთე ეტაპის მასალებისგანხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მოხდება მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმება, რის შემდეგაც სამსახურს მიეცემა შესაძლებლობა აღნიშნული დოკუმენტაცია გაეცა. ააიპ„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციებიდან გათვალისწინებულიქნა კ2 კოეფიციენტის გადამეტების აკრძალვის საკითხი ქალაქ თბილისის გარკვეულტერიტორიებზე (იხ. ტერიტორიულ სტრუქტურული ზონირების რუკა). კერძოდ, დამუშავდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირებისახალი წესები (24/05/2016, დადგენილება N14-39), სადაც აისახა შესაბამისი აკრძალვა და შევიდაცვლილება ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში - დამტკიცდა ტერიტორიულსტრუქტურული ზონირების რუკა, რომელიც დაემატა უფლებრივი ზონირების ნაწილს (24/05/2016,დადგენილება N14-40). წერილის მე-7 პუნქტთან დაკავშირებით - ,,ძველი თბილისის ურბანულიგანვითარების კონცეფცია“ მომზადდა შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციულისისტემების საკონსულტაციო ცენტრი ,,გეოგრაფიკი“-ს მიერ თბილისის განვითარების ფონდისდაკვეთით, სათაურით ,,ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა“, ,,ისტორიულ-კულტურულისაყრდენი გეგმ“-ის ძირითად რუკაზე არსებულლი 1768 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,შეირჩა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, 2007 წელს დადგენილინუსხის მიხედვით. ამასთან გაცნობებთ, რომ ზემოთაღნიშნული კონცეფცია დამტკიცებული არარის და წარმოადგენს მხოლოდ სარეკომენდაციო ტიპის დოკუმენტს. გიგზავნით ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის გრაფიკულ ნაწილს“12.

2017 წლის 27 მარტს, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წერილით მიმართეს ა(ა)იპ „სითიინსტიტუტი საქართველოს“13 და მოითხოვეს შემდეგი სახის ინფორმაციის უზრუნველყოფა:

1. რამდენად უზრუნველყო ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ საპროექტოწინადადებაზე მუშაობის დროს საერთაშორისო გამოცდილების, სტანდარტებისა დასპეციალისტთა გამოცდილებისა და მათი რეკომენდაციების გაზიარება. დადებითი პასუხისშემთხვევაში, გთხოვთ, მიგვითითოთ, რა ფორმით იქნა აღნიშნული ინფორმაცია მოძიებულიდა გაზიარებული?

2. ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურიგეგმის საპროექტო წინადადების შედგენამდე, რა ტიპის კვლევები ჩაატარა სრულყოფილიდა რელევანტური დოკუმენტური წინადადების წარმოდგენისთვის და შესაქმნელად?

12 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისსამსახურის 2017 წლის 6 აპრილის #07/2821-13 წერილი;13 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის 27 მარტის #97 მიმართვა ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტისაქართველოს“ დირექტორ მამუკა სალუქვაძის მიმართ.

Page 19: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

18

3. ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ განხორციელდა თუ არა იმ ტერიტორიებისწინასწარ შესწავლა, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხას მიეკუთვნება. რაპრევენციული ღონისძიებები და სამართლებრივი გარანტიებია შემოთავაზებული თქვენისაპროექტო წინადადებების მხრიდან, რაც დედაქალაქში უზრუნველყოფს კულტურულიმემკვიდრეობის უვნებლად შენარჩუნებას?

4. არსებობს თუ არა თქვენი ორგანიზაციისთვის წინასწარ შემუშავებული ურბანულიინდიკატორების სისტემა, რის მიხედვითაც განისაზღვრება საბოლოო შედეგის მიმართებამიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დასახულ მიზნებთან და ამოცანებთან?

5. გთხოვთ, მოგავწოდოთ ინფორმაცია, საპროექტო წინადადების დოკუმენტში რატომ არ არისწარმოდგენილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისშემთხვევაში, ახალი გეგმის იმპლემენტაციის ფინანსური ანგარიშის თაობაზე? მუშაობს თუარა აღნიშნულზე ორგანიზაცია თუ საკითხი მიეკუთვნება ადგილობრივითვითმმართველობის განსაზღვრულ კომპეტენციას?

6. მოგვაწოდეთ ინფორამცია, მონაწილეობდა თუ არა დედაქალაქის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის განახლების საპროექტო წინადადების წარმოდგენის პროცესშიადგილობრივი ბიზნესს სფეროს წარმომადგენლები და რა პოზიცია არსებობს მათი დაორგანიზაციის მხრიდან დედაქალაქის ცენტრიდან სტრატეგიული ობიექტების ქალქაგარეთგადატანასტან დაკავშირებით?

7. ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მხრიდან დედაქალაქის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის განახლებისთვის წარმოდგენილ პროექტს ეწოდა „თანხმობისდოკუმენტი“. მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რამდენად საკმარისია საზოგადოების ჯგუფებისჩართვა პროცესში მათი ინფორმირებისა და თანამონაწილეობის გაზრდის მიზნით და რაღონისძიებებს მიმართა ორგანიზაციამ პროცესის მეტი საჯაროობისა დაგამჭვირვალობისთვის?

8. გთხოვთ, მოგვაწოდოთ სრული ინფორმაცია ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილებისა და ურბანული ხასიათისპროექტების განხორციელების თაობაზე?

ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ 2017 წლის 21 აპრილის წერილის თანახმად, პასუხი გაეცაორგანიზაციის მიერ დასმულ ყველა კითხვას და კვლევის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნასაპროექტო ჯგუფის შემდეგი პოზიცია:

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაო პროცესშიაქტიურ მონაწილეობას ღებულობენ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ისეთი საერთაშორისო პარტნიორი და კონსულტანტი ორგანიზაციები, როგორიცაა:ქალაქგეგმარება - „AS&P – Albert Speer & Partner GmbH”, ქალაქგეგმარება/ლანდშაფტი -Sarl “Atelier Alfred Peter Paysagiste“, ტრანსპორტი - “DR. BRENNERINGENIEURGESELLSCHAFT MBH”, ქალაქგეგმარება - “SteinbeisBeratungszentren GmbH”,საზოგადოებრივი გეოგრაფია - FraunhoferInstiute for Industrial Engineering IAO”,ეკონომიკა - Matinus Kanters. პარტნიორ ორგანიზაციებთან ინტენსიური შევედრებისასგანხილული იქნა კონცეპტუალური გადაწყვეტილებები, როგორც ქალაქგეგმარებითი,ასევე სატრანსპორტო, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ეკოლოგიურიმიმართულებით. პრაქტიკულად ყოველთვიურად, თბილისში გამართული Workshop-ების, სისტემატური სატელეფონო და ინტერნეტ კავშირების განმავლობაში გამოვლინდაქალაქის მასშტაბით პრობლემის შემცველი ძირითადი საკითხები და მაქსიმალურად იქნა

Page 20: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

19

გათვალისწინებული საერთაშორისო გამოცდილება მოცემული საკითხებისგადაწყვეტისას;

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ და მისი პარტნიორების მიერ, მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის განახლების პროცესში ჩატარდა გეგმარებითი დავალებისპროექტით განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულითბილისის ფიზიკური და იურიდიული გარემოს კვლევები;

როგორც ცნობილია, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისერთ-ერთი პირობა, თბილისის ისტორიული ნაწილის არასასურველი ზემოქმედებისაგანდაცვა და მისი მდგრადი განვითარება. იგივე კონტექსტში განიხილება კულტურულიმემკვიდრეობის შენარჩუნება. ამიტომ ეს საკითხი მგგ-ს კულტურული მემკვიდრეობისჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა.მგგ-ს მომზადების პროცესში ჩვენს მიერ დამუშავებულია ნაშრომი, რომელიცდაკავშირებულია ქალაქის ისტორიასთან. ნაშრომი შედგება ორი ძირითადიქვეთავისაგან. პირველი მოიცავს ქალაქის ისტრიული განვითარებისა და მისიქალაქმშენებლობითი განვითარების ეტაპებს, ხოლო მეორე ქვეთავში გადმოცემულიაქალაქის თითოეული უბნის განვითარების სტრუქტურის ისტორიულ-არქიტექტურულიანალიზი.ასევე მნიშვნელოვანია აქამდე არსებული მსგავსი სამუშაოების შეფასება. ამიტომ ჩვენსმიერ შესრულებულია ამ ტიპის სამუშაოთა ანალიზი და შეფასებულია მათირეკომენდაციები.თბილისის ისტორიული ნაწილის შესანარჩუნებლად აუცილებელია კულტურულიმემკვიდრეობის მეთოდოლოგიურად გამართული ზონების, მათი კანონიერისაზღვრებისა და რეჟიმების არსებობა, რის გამოც ეს თემა წარმოადგენს გეგმარებითიდავალების ერთ-ერთ პუნქტს. (მგგ-ს დავალება, გვ.20).კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, უფრო ადრინდელ საკანონდებლოაქტებზე და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით დადგენილია 2007 წელსდამტკიცებული საქართველოს კანონით „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“. ჩვენსმიერ შესწავლილია ამ ზონების დადგენის ისტორია და გამოვლენილია მათილეგიტიმური საზღვრები.ასევე ჩვენი შესწავლის საგანია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები ისტორიულიგანაშენიანების დამცავი ზონების გარეთ. ეს არის არქიტექტურის, საინჟინრო,მემორიალური, მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთანდაკავშირებული ძეგლები. ეს ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ერთეულებია,რომელთა მიმართ აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა, კერძოდსასურველია ამ ობიექტებისათვის დაცვის არეალების (ზონების) დადგენა და რუკისშექმნა.მხატვრული ღირებულების გარდა მათი მნიშვნელობა ისტორიული მახსოვრობისკრიტერიუმითაც განსაზღვრება, როგორც ისტორიის როლის შენარჩუნება (კანონი თავიVIII, მუხლი 35.1). ჩვენს მიერ ასევე დამუშავებულია სხვადასხვა რელიგიურ ნაგებობათარუკა. ყოველივე ეს, ჩვენი აზრით, თბილისის ისტორიული განაშენიანების,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების შენარჩუნების გარანტიასიძლევა, მაგრამ მთავარი მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ დეკლარირება, არამედ ამგვარდებულებათა პრაქტიკაში დამკვიდრება და მყარი ნიადაგის შექმნა ისტორიულიმემკვიდრეობის ხელყოფის არასასურველი მცდელობების წარსულში უპირობოდდასატოვებლად. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ეს გახდეს მიზანი ამ საქმიანობითდაინტერებულ სპეციალისტთა და გადაწყვეტილებათა მიმღებთათვის;

საქალაქო (ურბანული) ინდიკატორები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურიგეგმის განახლების სამუშაოების მე-3 ეტაპზე შემუშავდა (საქალაქო ინდიკატორები,მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურება, მესამე ეტაპისანგარიში, 2016). აღნიშნული გულისხმობდა გაეროს დასახლებათა სააგენტოს -UN –

Page 21: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

20

Habitar-ის ურბანული ინდიკატორების აპრობიერებას ქ. თბილისისათვის. ამასთან ჩვენიორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულია ინდიკატორების შეგროვების ოპტიმალურიპერიოდულობა, რაც ორი წლის ვადით განისაზღვრა (მაშინ როცა გაეროს მეთოდოლოგიაგულისხმობს 5 - წლიან ციკლს). აღნიშნული სისტემით შესაძლებელია ქ. თბილისისმთავრობის მიერ, მიწათსარგებლობის გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანებისშესრულების მონიტორინგი;

ბუნებრივია, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფშიმოხდა სავარაუდო გაანგარიშებების ჩატარება კონკრეტული გადაწყვეტილებებისინპლემენტაციასთან დაკავშირებით. (ნაგულისხმევია - მგგ-ის ფინანსურიუზრუნველყოფის შემდგომი საკითხი - ავტ). აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება არითვალისწინებს აღნიშნული საკითხის მომზადებას;

ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოებისაღნიშნული ეტაპის მდგომარეობით, არცერთი სტრატეგული ობიექტი დედაქალაქისცენტრიდან არ გადადის ქალაქგარეთ. ამასთან ქალაქის ცენტრში მდებარე სტრატეგიულიობიექტებიდან, განიხილება წინადადება საქართველოს რკინიგზის 10 კმ-იანიმონაკვეთის ადგილმონაცვლეობის შესახებ ალტერნატიულ ტერიტორიაზე, რომელიცაგრეთვე ქალაქის საზღვრებშია მოქცეული. ამ საკთხთან დაკავშირებით, ვმონაწილეობთმოლაპარაკებებში საქართველოს, ქალაქ თბილისის მთავრობასთან და საქართველოსრკინიგზის წარმომადგენლებთან;

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენეტარული გეგმის განახლების სრულყოფისმიზნით შეიქმნა „საზოგადოებრივ-სამეცნიერო საკოორდინაციო საბჭო“, რომელიცჩამოყალიბდა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. აღნიშნული საბჭოს შექმნა იყო ჩვენიხედვის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი, საზოგადოებრივი ჩართულობისა დაინფორმირების მიზნით.დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოებისფარგლებში გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა და შეხვედრა, სატელევიზიოგადაცემების, ინტერვიუების და ასევე საპროექტო ჯგუფის მხრიდან გამართულიპრეზენტაციების სახით. ამჟამად მიმდინარეობს თბილისის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის განახლების სამუშაოების (1-4 ეტაპის) გამოფენა საქართველოსპარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. წარმოგიდგენთ ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტისაქართველოს“ სოცილაური ქსელის ელ.მისამართს, რომელიც უზრუნველყოფსდაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებას დედაქალაქის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის განახლების სამუშაოებთან დაკავშირებით:https://www.facebook.com/cityinstitutegeorgia

ჩვენმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა შემდეგ კონკურსებში:ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისმიერ გამოცხადებული საკონკურსო განცხადება - საპროექტო მომსახურება -დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფოშესყიდვა.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ახმეტისმუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებისსაპროექტო მომსახურების კონკურსის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვა14.

2017 წლის 27 მარტს, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წერილით მიმართეს სახელმწიფოშესყიდვების სააგენტოს15 და მოითხოვეს შემდეგი სახის ინფორმაციის მიღება:

14 ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორ მამუკა სალუქვაძის 2017 წლის 21 აპრილის წერილი;15 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის 27 მარტის #96 მიმართვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთავმჯდომარე ლევან რაზმაძის მიმართ.

Page 22: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

21

1. 2017 წლის 27 მარტის მდგომარეობით, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ (ს/კ404496675), გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ყველა ხელშეკრულების ასლი;

2. 2017 წლის 27 მარტის მდგომარეობით, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ რამდენტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რამდენ ტენდერში ვერ გახდა გამარჯვებული,როდის და რა საფუძვლებით?

3. 2017 წლის 27 მარტის მდგომარეობით, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ რამდენტენდერში გახდა გამარჯვებული. ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვის საგნის თაობაზე.

4. მოგვაწოდეთ ინფორმაცია, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიმართ, სახელმწიფოშესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების #020 და #817 გაფორმებისას, მოთხოვნილ იქნა თუარა საბანკო გარანტია, მოთხოვნის შემთხვევაში რა ოდენობით და გამოყენებულ იქნა თუ არასაბანკო გარანტია? ასეთი მოთხოვნის წარუდგენლობის შემთხვევაში, გთხოვთ განმარტოთ,რა საფუძვლებით იხელმძღვანელა სააგენტომ?

5. მოგვაწოდეთ სტატისტიკური ინფორმაცია, 2014-2016 წლებში, „სახელმწიფო შესყიდვებისშესახებ“ კანონის მე–101 მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რამდენიხელშეკრულება იქნა გაფორმებული. სასურველია, მითითებულ იქნეს ხელშეკრულებებისგაფორმების კონკრეტული თარიღები და ნომერი;

6. მოგვაწოდეთ ინფორმაცია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში, 2015 წლის 24ივლისის განხორციელებულ ცვლილებამდე, რასაც დაემატა 103 პუნქტი, რა რეგულაციაარსებობდა სააგენტოსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის, როდესაც შემსყიდველი„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე–101 მუხლის მე–3 პუნქტის „ა“ და „დ“ქვეპუნქტების თანახმად, მიიღებდა გადაწყვეტილებას გამარტივებული ტენდერისჩატარებაზე?

7. მოგვაწოდეთ სტატისტიკური ინფორმაცია, 2013 წლიდან დღემდე, კომპანიებს, რომელებსაცგააჩნიათ შექმნიდან საქმიანობის 6–თვიანი გამოცდილება, აქვთ თუ არა გამარჯვებამოპოვებული ისეთ ტენდერებში, რომლის ფასიც აღემატება 1 500 000 ლარს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 7 აპრილის #1632 წერილის თანახმად,ორგანიზაციას ეცნობა, რომ „პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო შესყიდვებისერთიანი ელექტრონული სისტემა (www.tenders.procurement.gov.ge) ფუნქციონირებს 2010 წლის 1დეკემბრიდან, სადაც შესაძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება სახელმწიფო შესყიდვებთანმიმართებაში. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათ შორის გამარტივებული შესყიდვისსაფუძველზე დადებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია, საჯაროა და ხელმისაწვდომიასისტემაში რეგისტრირებული ყველა მომხმარებლისთვის, ასევე სისტემაში სტუმრის სტატუსითfacebook მოდულით ავტორიზაციის გავლის შემდგომ. ამასთან, აღნიშნული სისტემა იძლევამიმწოდებლის მიხედვით ინფორმაციის მოძიების საშუალებასაც. სისტემის მოხმარებასთანმიმართებაში ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსოფიციალურ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) განთავსებულ ,,სახელმწიფო შესყიდვებისერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოში. ასევე, დამატებითგაცნობებთ, რომ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ განისაზღვრებოდა ,,სახელმწიფოშესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“-,,დ“ ქვეპუნქტებთანდაკავშირებული საკითხები, შეგიძლიათ მოიძიოთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნის

Page 23: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

22

ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისშესაბამისი პერიოდის კონსოლიდირებული ვერსიების ნახვის საშუალებით“16.

2017 წლის 27 მარტს, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წერილით მიმართეს საქართველოსიუსტიციის სამინისტროს და მოითხოვეს შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:17

1. რა სამართლებრივ საფუძვლებს დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქალაქთბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6–17 გადაწყვეტილებას დედაქალაქისპერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ, ნორმატიულიაქტების სახელმწიფო რეესტრში უპირობოდ რეგისტრაციის დროს?

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი2009 წლის დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცებისშესახებ გადაწყვეტილების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციამდედა პროექტის მიმართ დადებითი დასკვნის მომზადებამდე, იყო თუ არა ვალდებული,შეემოწმებინა, თუ რამდენად პასუხობდა ქალაქ თბილისის საკრებულოს დასახელებულიდოკუმენტი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“კანონთან ზუსტ შესაბამისობას და დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები და დოკუმენტისსახელწოდება გამომდინარეობდა თუ არა დოკუმენტში მითითებული „საქართველოსდედაქალაქის – თბილისის შესახებ“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობისსაფუძვლების შესახებ“ კანონების ზუსტ ქვემდებარეობასთან.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტება, თუკი რომელიმე კანონქვედმებარენორმატიული აქტი დასახელება არ გამომდინარეობს რომელიმე ზემდგომი კანონისსამართლებრივი დათქმიდან, არ არის ჩამოთვლილი კანონის განმარტებით ნაწილში, უნდამოხდეს თუ არა ასეთი ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია?

4. გთხოვთ, მოგვაწოდოთ 2009 წლის დედაქალაქის პერსპექტიული განვითარებისგენერალური გეგმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 12 აპრილის #2172 წერილის თანახმად,„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განიხილა წერილი, რომლითაც მოთხოვნილიაინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ „დედაქალაქის პერსპექტიულიგანვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009წლის 5 ივნისის N 6-17 გადაწყვეტილების რეგისტრაციისა და მასზე სამართლებრივი დასკვნისგაცემის თაობაზე, ამ სამართლებრივი აქტის დასკვნის ასლის გაცემა. წარმოდგენილ წერილთანდაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს: უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია,საქართველო იუსტიციის სამინისტროს ქმედებები (სამართლებრივი დასკვნის გაცემა, ნორმატიულიაქტის რეგისტრაცია) სამართლებრივად შეფასდეს შესაბამის პერიოდში (2009 წლის ივნისი) მოქმედსაკანონმდებლო აქტებთან მიმართებით. ამასთან, უშუალოდ საქართველოს იუსტიციისსამინისტროს დასკვნის გამოცემის დასაბუთებამდე სასურველია, შევეხოთ, ზოგადად,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის ექსპერტიზისადა რეგისტრაციის საკითხებს.

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის N6-17 გადაწყვეტილების მიღებისმომენტისათვის მოქმედი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (1996 წლის 29

16 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ნანობაშვილის 2017წლის 7 აპრილის #1632 წერილი;17 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის 27 მარტის #88 მიმართვა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეაწულუკიანის მიმართ. ადმინისტრაციულ ორგანოში წერილის რეგისტრაციის #01/5274

Page 24: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

23

ოქტომბრის რედაქცია, ამჟამად ძალადაკარგულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოსკანონით) 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს კანონითა და აღნიშნულ ორგანოთა ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის 54-ემუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულიიყო, იუსტიციის სამინისტროსთვის სარეგისტრაციოდ გადაეცა ნორმატიული აქტი უფლებამოსილიპირის მიერ ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 მე-6 პუნქტებისმოთხოვნათა შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნული ნორმატიული აქტი შეიტანანორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში 2009 წლის 23 ივნისს, რეგისტრაციის 7-დღიანივადის დაცვით და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფოზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-8 მუხლის მე-4პუნქტებიდან, ასევე, „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში არსებულიადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობისორგანოთა საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ“ საქართველოსმთავრობის 2007 წლის 27 ივლისის N154 დადგენილებიდან გამომდინარე, სამართლებრივიდასკვნა, შესაბამის ნორმატიულ აქტთან ერთად, 2017 წლის 24 ივნისს (რეგისტრაციის მომდევნოდღეს) სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, გადაუგზავნა საქართველოსმთავრობის კანცელარიას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქალაქ თბილისის საკრებულოსშესაბამისი ნორმატიული აქტი მისი რეგისტრაციის შემდეგ, „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, 2009 წლის 25 ივნისსგამოქვეყნდა გაზეთ „ საქართველოს რესპუბლიკაში“ (N 127-128).

აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის მოქმედი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოსკანონის 54-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრო, სხვადასხვასაუწყებო ნორმატიული აქტების პროექტებისგან განსხვავებით, ვალდებული იყო, სახელმწიფორეესტრში შეეტანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტი, უპირატესიიურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მისი შეუსაბამობის (უარყოფითი დასკვნის)შემთხვევაშიც კი. მოცემულ შემთხვევაში, „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარებისგენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის N6-17 გადაწყვეტილების მიმართ იუსტიციის სამინისტრომ აქტის რეგისტრაციის შემდეგ გასცადადებითი სამართლებრივი დასკვნა ნორმატიული აქტების მიღებისა და სამართლებრივიექსპერტიზის ჩატარების პერიოდში (2009 წლის ივნისი) მოქმედი კანონმდებლობის -„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (2005 წლის 16დეკემბრის რედაქცია (ძალადაკარგულია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსი“.) „საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოსკანონისა (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია (ძალადაკარგულია საქართველოს ორგანულიკანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“) და „სივრცითი მოწყობისა დაქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა საფუძველზე,აგრეთვე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისსაქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად“.18

2017 წლის 27 მარტს, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წერილით მიმართეს საქართველოსპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს19,პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს20, პარლამენტის დარგობრივი

18 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 12 აპრილის #2172 წერილი;19 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის 27 მარტის #89 მიმართვა საქართველოს პარლამენტის ადამიანისუფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდმარე სოფიო კილაძის მიმართ. წერილისრეგისტრაციის #5946;20 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის 27 მარტის #90 მიმართვა საქართველოს პარლამენტის გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდმარე კახაბერ კუჭავას მიმართ. წერილის რეგისტრაციის#5998;

Page 25: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

24

ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს21 და პარლამენტის რეგიონალურიპოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს22 და მოითხოვეს იდენტური შემდეგი სახისსაჯარო ინფორმაცია:

1. მონაწილეობს თუ არა თქვენი კომიტეტი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურიგეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაში, განხილვაში და სამართლებრივი ექსპერტიზისპროცესში?

2. თქვენი კომიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რაფორმითაა წარმოდგენილი კომიტეტი დოკუმენტის შეფასებაში და გაქვთ თუ არაკონკრეტული წინადადებები ან რეკომენდაციები?

3. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი კომიტეტი არ მონაწილეობს დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაში, განხილვაშიდა სამართლებრივი ექსპერტიზის პროცესში, ხედავთ თუ არა ასეთი ჩართულობისსაჭიროებას და აუცილებლობას?

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2017წლის 30 მარტის #4272/4–9 წერილის თანახმად, „საქართველოს პარლამენტი რეგიონულიპოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი არ მონაწილეობს დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის და მიღების პროცესში.მიუხედავად ამისა, კომიტეტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით,თვალყურს ადევნებს თბილისის მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველამნიშვნელოვან მოვლენას.“23

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2017 წლის 11აპრილის #4638/4-5 წერილის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების კომიტეტს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისგანახლებული დოკუმენტის შექმნაში და განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნულიდოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, გაიმართებამიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულებული დოკუმენტის საჯარო განხილვა დაკომიტეტი აქტიურად ჩაერთვება ამ განხილვაში“24.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის პოლიტიკის2017 წლის 12 აპრილის #4720/4-6 წერილის თანახმად, „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, წინამოწვევის საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისკომიტეტმა მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისსაწყისი ეტაპების სამუშაოების განხილვაში, რომელიც პრეზენტაციის ფორმატით წარმოადგინაორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ. როგორცჩემთვის ცნობილია, ამ დროისთვის, საზოგადოებრივი ჩართულობის თვალსაზრისით, ქ. თბილისისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების კონცეფციის მასალები გამოფენილია ქ.

21 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის 27 მარტის #91 მიმართვა საქართველოს პარლამენტისდარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდმარე რომან კაკულიას მიმართ.წერილის რეგისტრაციის #5949;22 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის 27 მარტის #92 მიმართვა საქართველოს პარლამენტისრეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდმარე გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ.წერილის რეგისტრაციის #5950;23 საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის2017 წლის 30 მარტის #4272/4–9 წერილი;24 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერკუავას 2017 წლის 11 აპრილის #4638/4-5 წერილი;

Page 26: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

25

თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში. მოგეხსენებათ, რომ დოკუმენტის შემუშავებისპროცესში მონაწილეობს საკოორდინაციო-სამეცნიერო საბჭო და დარგის სპეციალისტები. აგრეთვე,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო პერიოდულობით ატარებს სამუშაოშეხვედრებს დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე.აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 მაისი, რა ეტაპზეც ხდება ქ.თბილისის გენგეგმის ძირითადი, საბოლოო ვერსიის გადაწყვეტილებების შეჯერება დადაფიქსირება. ამდენად, ჩვენი აზრით,მართებული იქნება, რომ სწორედ ამ ეტაპზე მოხდესკონკრეტული გადაწყვეტილებების განხილვა და წინადადებების დაფიქსირება, რადგანაცმიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქ. თბილისის მერიაში პროექტის ჩაბარების შემდგომიეტაპი, რათა საჯარო განხილვების შედეგების გათვალისწინებით პროექტმა მიიღოს სრულყოფილისაბოლოო სახე“25.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქოინტეგრაციის კომიტეტის გამოხმაურებას, წერილის გაცნობის შემდგომ სატელეფონოკომუნიკაციით ორგანიზაციას დაუკავშირდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატიიონათამაშვილი26, რომელმაც აღნიშნა, რომ კომიტეტი უშუალოდ არ მონაწილეობს თბილისისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში. მისივე პოზიციით, კომიტეტიდაინტერესებულია მგგ-ის გაცნობით და შეფასებები დოკუმენტის გაცნობის შემდგომჩამოყალიბდება. ორგანიზაციამ კომიტეტს გამოთქმული შეხედულებების წერილობითი ფორმითწარმოდგენა სთხოვა, თუმცა 2017 წლის 26 აპრილის მდგომარეობით, კომიტეტის ოფიციალურიგამოხმაურება არ მომზადებულა.

2017 წლის 27 მარტს, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წერილით მიმართეს საქართველოსმთავრობას27 მოითხოვეს შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფა:

1. საქართველოს მთავრობის მხრიდან, რა აუცილებელ და გადაუდებელ საჭირობს დაეყრდნოსახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით ნებართვის გაცემა ქალაქ თბილისისმუნიციპალიტეტის მერიის მიმართ?

2. მონაწილეობს თუ არა საქართველოს მთავრობა დედაქალაქის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაში, განხილვაში და სამართლებრივიექსპერტიზის პროცესში?

3. თქვენი მონაწილეობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა ფორმითააწარმოდგენილი მთავრობის ადმინისტარცია დოკუმენტის შეფასებაში და გაქვთ თუ არაკონკრეტული წინადადებები ან რეკომენდაციები?

4. იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობის ადმინისტარცია არ მონაწილეობს დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაში, განხილვაშიდა სამართლებრივი ექსპერტიზის პროცესში, ხედავთ თუ არა ასეთი ჩართულობისსაჭიროებას და აუცილებლობას?

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2017 წლის 6 აპრილის #10977 წერილის თანახმად28,ორგანიზაციას მიეწოდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის

25 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთავმჯდომარე რომან კაკულიას 2017 წლის 12 აპრილის #4720/4-6 წერილი;26 http://www.parliament.ge/ge/mp/563227 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის 27 მარტის #93 მიმართვა საქართველოს მთავრობისადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის მიმართ. წერილის რეგისტრაციის #9475;

Page 27: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

26

მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებულიშესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15ოქტომბრის #2212 განკარგულების ადმინისტარციული წარმოების მასალები. კერძოდ,საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ოქტომბრის განკარგულება „ქალაქ თბილისისმუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერსახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“,განმარტებითი ბარათი მთავრობის განკარგულების პროექტზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისმერის 2015 წლის 7 ოქტომბრის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმართგამარტივებული შესყიდვის უფლების თაობაზე. რაც შეეხება ორგანიზაციის წერილით დასმულ მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის2017 წლის 6 აპრილის #10977 წერილით29, შემდგომი გამოხმაურების მიზნით, გადაგზავნილ იქნასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

2017 წლის 20 აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის #12302 წერილით30,ორგანიზაციას მიეწოდა საკითხზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს პოზიცია. კერძოდ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისგანახლებული დოკუმენტის შექმნის პროცესში სამინისტროს 2016 წლის 29 დეკემბერის #11/8094წერილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. წარმოდგენილი დოკუმენტაციისსაფუძველზე, ირკვევა, რომ სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილაწარმოდგენილი დოკუმენტაცია, ხოლო შენიშვნები და რეკომენდაციები მიეწოდა ქალაქ თბილისისმუნციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს. სამინისტროს პოზიცია ა(ა)იპ „სითიინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი მესამე ეტაპის საქმიანობის მიმართ შემდეგია31:

განაშენიანების გეგმების პროგრამა-რუკა - უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიებისგამოყოფას, რომლებზედაც აუცილებელია განვითარებები დაიგეგმოს მხოლოდგანაშენიანების რეგულირების გეგმებით, და ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული უნდა იყოს მიწისნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არითვალისწინებს აღნიშნულ პირობებს სრულად, დამუშავებულია ისევ ჩარჩო-გეგმისდონეზე. არასაკმარისად არის წარმოდგენილი თითოეული გამოყოფილი სექტორისწინასაპროექტო კვლევა და კვლევაზე დაფუძნებული ანალიზი, რის საფუძველზეც უნდამომხდარიყო წარმოდგენილი მასალის დამუშავება;

სივრცითი შეზღუდვების რუკა - მსჯელობის ნაწილში მნიშვნელოვანია აისახოს სივრცითიშეზღუდვების რუკით დაგეგმვის პროცესში გამოყენებადობის შეფასება. დასამუშავებელიასივრცითი შეზღუდვების რუკის გამოყენების წესები, ასევე ხედვითი დერეფნის დამატებისდროს ხედვის წერტილის შერჩევის, განსაზღვრის და დამატების წესი;

საერთო სარგებლობის არსებული გამწვანებული ტერიტორიების და ბაღპარკების რუკა -მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიების აღწერა/კვლევის ჩატარება, ასევედასამუშავებელია გამწვანებული ტერიტორიების სტატუსების მინიჭებისთვის შესაბამისიწესებისა და კრიტერიუმების განსაზღვრა;

28 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, სოფიო სიჭინავას 2017წლის 6 აპრილის #10977 წერილი;29 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, სოფიო სიჭინავას 2017წლის 6 აპრილის #10977 წერილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ;30 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, სოფიო სიჭინავას 2017წლის 20 აპრილის #12302 წერილი;31 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა დასამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ნინო გვენცაძის 2016 წლის 29 დეკემბერის წერილი# 11/8094სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ;

Page 28: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

27

სამშენებლო და განვითარების აკრძალვის ან და შეჩერების რუკა - მსჯელობის ნაწილში არჩანს რა პრინციპით შეირჩა აღნიშნული ტერიტორიები და რატომ გამოირიცხა დანარჩენინაწილი. ასევე მონიშნული ტერიტორიების ნაწილი, მაგალითად #1. დიდი დიღმისსაცხოვრებელი მასივის დასავლეთი მხარე, ისედაც შეზღუდულია სამშენებლოდფუნქციური ზონიდან გამომდინარე. ხოლო #4 ტერიტორიაზე შეთამხმებულია გრგ, რომლისფარგლებშიც გაცემულია ნაწილი მშენებლობის ნებართვები და მიმდინარეობს მშენებლობა.აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახედია შერჩეული ტერიტორიები და შერჩევისმეთოდოლოგია. მისათითებელია განვითარების აკრძალვის ან და შეჩერებისსამართლებრივი საფუძვლები/მექანიზმები;

საზოგადოებრივი სივრცეების, მათი საზღვრებისა და რეგლამენტირების რუკა -წარმოდგენილი სახით რუკა შესაძლოა განვიხილოთ მხოლოდ პირობითი სივრცეებისგანსაზღვრის რუკად;

დაცვისა და რეგულირების ზონის ფარგლებს გარეთ არსებული ისტორიულ-კულტურულიღირებულებების ობიექტის დაცვის არეალების (ზონირების) რუკა - აღნიშნული რუკაარასრულია, საჭიროებს გადამოწმებას და დაზუსტებას, გამორჩენილია ისეთიმნიშვნელოვანი ძეგლი, როგორიცაა უნივერსიტეტი, ბოტანიკური ბაღი და სავარაუდოდ,სხვა ძეგლებიც.

ლადშაფტის დაცვის ზონის რუკა- დასამუშავებელია აღნიშნული რუკით სარგებლობისწესებში ასახვის მექანიზმი;

ქალაქის რაიონებისა და გეგმარებითი ერთეულების მიხედვით ტერიტორიებისგანვითარების არსებული მდგომარეობისა და პოტენციალის შეფასების რუკა.(„პარამეტრული განვითარების რუკას) განვითარების რეგლამენტების (ინტენსივობისკოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებლის) რეკომენდაციებით, რომლებიც უნდაითვალისწინებდეს მომდებარე ინფრასტრუქტურას - წარმოდგენილი მასალაფრაგმენტულია, რაც არ იძლევა სრულად განხილვის და შეფასების საშუალებას;

ურბანული განვითარების და მობილურობის რუკები, რომელიც მოიცავს მრავალფეროვანსატრანსპორტო მოდელებს, ფეხმავალთა გზებს და საველოსიპედო ინფრასტრუქტურას,მთავარ სატრანსპორტო ღერძს ისევე, როგორც წყლის ტრანსპორტის გამოყენებას -წარმოდგენილია კონცეფცია ზოგადი ხედვის ნაწილში, რუკები მასშტაბიდან გამომდინარეარ იძლევა ანალიზის საშუალებას რეალურად განხორციელების შესაძლებლობასთანდაკავშირებით. ასევე არ არის წარმოდგენილი საყრდენი კვლევითი ნაწილის ანალიზი დაზოგადი ეკონომიკური გაანგარიშება წარმოდგენილი კოცეფციის განხორციელებასთანდაკავშირებით;

მიწის სამართლიანი ფასის ატლასი - რუკები დასამუშავებელია დადგენილი ფასისშესაბამისი საზღვრის კონტურების დანატით.

სასურველია კვლევით და დასაბუთებით ნაწილში იყოს მეტი ინფორმაცია შესაბამისი წყაროებისდაზუსტებით, რუკები დამუშავდეს მეტი სიზუსტით და მაღალი გარჩევადობით, შესაბამისისაყრდენი მასალისა და მასშტაბის გამოყენებით.საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ვთვლით, რომ დარგობრივად კონკრეტული ხარვეზებისდასადგენად აუცილებელია დოკუმენტაციას ჩაუტარდეს ექსპერტიზა შესაბამისი დარგებისექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელშიც სასურველია შედიოდეს საერთაშორისო გამოცდილებისმქონდე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები“.

Page 29: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

28

2017 წლის 27 მარტს, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წერილით მიმართეს საქართველოსკულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს32 და მოითხოვეს შემდეგი სახის განმარტება დაინფორმაცია:

1. მონაწილეობს თუ არა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტისშექმნაში, განხილვაში და სამართლებრივი ექსპერტიზის პროცესში?

2. თქვენი მონაწილეობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა ფორმითააწარმოდგენილი სამინისტრო დოკუმენტის შეფასებაში და გაქვთ თუ არა კონკრეტულიწინადადებები ან რეკომენდაციები?

3. იმ შემთხვევაში, თუკი სამინისტრო არ მონაწილეობს დედაქალაქის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაში, განხილვაში და სამართლებრივიექსპერტიზის პროცესში, ხედავთ თუ არა ასეთი ჩართულობის საჭიროებას დააუცილებლობას?

საქართველოს კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროს 2017 წლის 4 აპრილის #13/13-1604წერილით, ორგანიზაციას ეცნობა, რომ მოთხოვნილი ინფორმაციაზე მიმდინარეობდა დამუშავებისპროცესი და ორგანიზაციას მოთხოვნილი ინფორმაცია დამუშავებისთანავე მიეწოდებოდა33.

საქართველოს კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროს 2017 წლის 18 აპრილის #13/13-1812წერილის თანახმად, ორგანიზაცის ეცნობა შემდეგი: „საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებთქვენი 2017 წლის 27 მარტის #094 განცხადების პასუხად, რომელიც ეხება დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაში სამინისტროსმონაწილეობას, გაცნობებთ, რომ 2015 წელს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისგანახლების საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამარჯვებული კონკურსანტებისგამოსავლენად სსიპ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის“ მიერ შექმნილსაკონკურსო კომისიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისსამინისტროს წარმომადგენელმა. 2015 წელს, კონკურსში გამარჯვებული კომპანიის „სითიინსტიტუტი საქართველოს“ მომართვის საფუძველზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის სრულყოფის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისსამინისტროს მიერ კომპანიას მიეწოდა ინფორმაცია ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულიკულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ჩამონათვალისა და კულტურულიდანიშნულების სხვადასხვა ობიექტების (სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ-ების)ადგილმდებარეობისა და დატვირთვის შესახებ. ასევე, დედაქალაქის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის მომზადების პროცესში კომპანიისთვის კონსულტაციების გაწევის მიზნით,სამინისტროდან გამოიყო საკონტაქტო პირები. სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისარქიტექტურის სამსახურის მიერ მოწოდებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურიგეგმის განახლების სამუშაოების მესამე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაცია, კომპეტენციისფარგლებში განიხილა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ,სსიპ„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ ჩართულობით დაარსებული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, სსიპ „საქართველოს კულტურულიმემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ პოზიცია, გადაეგზავნა სსიპ „ქალაქ თბილისის

32 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის 27 მარტის #94 მიმართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის მიმართ. წერილის რეგისტრაციის #4939;33 საქართველოს კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელიპირის, ნინო გადილიას 2017 წლის 4 აპრილის #13/13-1604 წერილი;

Page 30: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

29

მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს“34. ორგანიზაცია, დამატებით აღნიშნავს, რომსამინისტროს მხრიდან წერილთან ერთად, მოწოდებულ იქნა თბილისის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის სამუშაო პროცესთან დაკავშირებით არსებულიწერილობითი სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაციაც.

2017 წლის 27 მარტს, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წერილით მიმართეს საქართველოსფინანსთა სამინისტროს35 და მოითხოვეს შემდეგი სახის განმარტება და ინფორმაცია:

1. მონაწილეობს თუ არა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაში, განხილვაშიდა ფიანსნური ექსპერტიზის პროცესში?

2. თქვენი მონაწილეობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა ფორმითააწარმოდგენილი სამინისტრო დოკუმენტის ფინანსური ხარისხის შეფასებაში და გაქვთ თუარა კონკრეტული წინადადებები ან რეკომენდაციები?

3. იმ შემთხვევაში, თუკი სამინისტრო არ მონაწილეობს დედაქალაქის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაში, განხილვაში და ფიანანსურიექსპერტიზის პროცესში, ხედავთ თუ არა ასეთი ჩართულობის საჭიროებას დააუცილებლობას?

4. მოგვაწოდეთ ინფორმაცია, არის თუ არა განსაზღვრული ედაქალაქის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის ფინანსური უზრუნველყოფა საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტით ან/დამიმდინარეობს თუ არა ამ მიმართულებით ბიუჯეტში მოსალოდნელი ცვლილების საკითხზემსჯელობა?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 5 აპრილის #04-03/48610 წერილის თანახმად,„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს,გააჩნია საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები და საკუთარი პასუხისმგებლობებით იღებსგადაწყვეტილებას თითოეული პრიორიტეტისა და ღონისძიების დაფინანსების შესახებ“36.

2017 წლის 27 მარტს, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წერილით მიმართეს საქართველოსსახალხო დამცველის აპარატს37 და მოითხოვეს შემდეგი სახის ინფორმაციის უზრუნველყოფა:

1. მონაწილეობს თუ არა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაში, განხილვაშიდა სამართლებრივი ექსპერტიზის პროცესში?

2. თქვენი მონაწილეობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა ფორმითააწარმოდგენილი საქართველოს სახალხო აპარატი დოკუმენტის შეფასებაში და გაქვთ თუ არაკონკრეტული წინადადებები ან რეკომენდაციები?

34 საქართველოს კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელიპირის, ნინო გადილიას 2017 წლის 18 აპრილის #13/13-1812 წერილი.35 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის 27 მარტის #98 მიმართვა საქართველოს ფინანსთა მინისტრდიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ.36 საქართველოს ფინანსთა მინისტრის გიორგი კაკაურიძის 2017 წლის 5 აპრილის #04-03/48610 წერილი;37 ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის 27 მარტის #95 მიმართვა საქართველოს სახალხოდამცველ უჩა ნანუაშვილის მიმართ. წერილის რეგისტრაციის #4300/17

Page 31: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

30

3. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არ მონაწილეობსდედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტისშექმნაში, განხილვაში და სამართლებრივი ექსპერტიზის პროცესში, ხედავთ თუ არა ასეთიჩართულობის საჭიროებას და აუცილებლობას?

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2017 წლის 12 აპრილის #04-11/4838 წერილისთანახმად, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების მიმართულებითორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს მიერ შემუშავებულია საპროექტო წინადადებები,რომელთა განხილვა და დამტკიცება მიმდინარე წლის აპრილის თვეში უნდა უზრუნველყოს ქალაქთბილისის საკრებულომ, დასმული საკითხების საპასუხოდ განგიმარტავთ, რომ საქართველოსსახალხო დამცველის აპარატი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულიდოკუმენტის შექმნის, განხილვისა და სამართლებრივი ექსპერტიზის პროცესში, ჩართული არ არის.ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გამოხატავს დაინტერესებასა და მზადყოფნასმისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაერთოს აღნიშნულიდოკუმენტის განხილვის პროცესში“38.

38 საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძის 2017 წლის 12 აპრილის#04-11/4838 წერილი.

Page 32: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

31

4. დასკვნა

ორგანიზაციამ შეისწავლა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმისიურიდიული მნიშვნელობა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისმიმდინარე პროცესის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და ყურადღებას დაუთმობს იმარსებითი მნივნელობის საკითხების შეფასებას, რომელთა წარმოჩენაც და მათზე ფართო დისკუსიამიგვაჩნია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემდგომი სანდოობისა და ეფექტურდოკუმენტად ქცევის აუცილებელ პირობად. ამ თვალსაზრისით, ყურადღება უნდა დაეთმოსთბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების წარმოდგენილისაპროექტო მომსახურების საერთაშორისო კონკურსის ჩატარებას, კონკურსში გამარჯვებულიკომპანიის გამოცდილებას, წარმოდგენილი საპროექტო მომსახურების კვარტალური ანგარიშებისმიზნებსა და ამოცანებს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულიპროექტის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და მისი შემდგომი განხორციელებისფინანსურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

ორგანიზაცია საპროექტო მომსახურების – ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისგანახლების მიზნით, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ 2015–2016 წლებშიწარმოდგენილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურებისსამი კვარტალური ანგარიშის შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ ეტაპზე,დოკუმენტი ჩატარებული საქმიანობიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საზოგადოებისჩართულობის პროცესის შედეგს და მას აშკარად აკლია საჯარო დისკუსიის კომპონენტი. მსგავსიმიდგომა კანონის მოთხოვნაა და აშკარაა მისი უგულებელყოფა. საჯაროობის მნიშვნელოვანკომპონენტს წარმოადგენს შემუშავებული დოკუმენტის ხელმისაწვდომობის ფაქტი. საპროექტოწინადადების თაობაზე სრული ინფორმაცია არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. სწორედ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომუნდა განიხილოს, მიიღოს და დაამტკიცოს დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებულიგენერალური გეგმა. ამასთან, საპროექტო წინადადების მუშაობის პროცესზე სრულყოფილიინფორმაცია არ გვხდება ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.პროცესზე საზოგადოების ინფორმირებას გააჩნია მხოლოდ ფრაგმენტული ხასიათი, ახალი ამბებისსააგენტოებსა და ბეჭდვურ მედიაში მხოლოდ ვრცელდება განცხადებები და ინტერვიუებიპროცესის მომხრე თუ განსხვავებული აზრის მქონე მხარეების ინტერესების გათვალისწინებით, რაცვერ იძლევა ნატურალურ, მკაფიო, დოკუმენტურ წარმოდგენას საპროექტო წინადადებისმომზადების და შესრულებული სამუშაოს სათანადო ანალიზისთვის. პროცესის მიმართსაზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, რასაც მოწმობს დოკუმენტის ავტორთა ჯანსაღი პრეტენზიაც- წარმოდგენილი წინადადებები იქცეს საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტად, თუმცაორგანიზაცია შენიშნავს, რომ დოკუმენტის საჯაროობის მიმართ ღირსი ინტერესი არც კონკურსშიგამარჯვებულ ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მხრიდანაც გამოვლენილა. კვლევისპროცესში აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს (cityinstitute.ge) ფუნქციურიდატვირთვა არ გააჩნია. ფუნქციურია მხოლოდ ორგანიზაციის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი.ასეთ პირობებში, კიდევ უფრო მეტად მართებულად დაისმის საკითხი, თუ რამდენადსაზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტია დედაქალაქის გენერალური გეგმის განახლებულიპროექტი. ამასთან, საჯაროდ არ არსებობს და ავტორ ორგანიზაციას არც დღემდე მოუწოდებიასაზოგადოების სხვადასხვა ფენის თუ დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობის საკითხზე ანმათი მონაწილეობის ხარისხზე, არც ერთი შეხვედრის ან განხილვის ოქმი. ის ფაქტი, რომ ავტორიორგანიზაციის მხრიდან შექმნილ იქნა საზოგადოებრივი დარბაზი ან/და საქართველოსპარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოხდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურიგეგმის განახლების სამუშაოების (1-4 ეტაპის) გამოფენა, საკმარისი არგუმენტი არ არის.ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საპროექტო წინადადებების შესრულების გამოფენა არ ნიშნავსგანახლებული დოკუმენტის საზოგადოებრივი გაცნობის უზრუნველყოფას. მიგვაჩნია, რომთითოეულ დაინტერესებულ მოქალაქეს დასრულებული სამუშაოები შედეგი კი არ უნდა

Page 33: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

32

შეეფასებინა, არამედ დოკუმენტის შექმნის პროცესში, თანამონაწილეობის უფლება უნდაგამხდარიყო უზრუნველყოფილი და პროცესს თან ჰქონოდა განსხვავებული მოსაზრებებისწარმოჩენის პრეტენზიაც. ამ მიმართულებით, თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქთბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებსაც. თბილისის მუნიციპალიტეტისმერიას და საკრებულოს მხრიდან საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებისა და საჯაროინფორმაციის უზრუნველყოფის საკითხებზე მიუთითებს საქართველოს ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც, საჯაროდაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებაშესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით. საჯაროინფორმაციის უზრუნველყოფის ვალდებულებისთვის, კოდექსის III თავით განსაზღვრულიწესებისთვის, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისსაკრებულო წარმოადგენენ საჯარო დაწესებულებას, თუმცა მონიტორინგის პროცესში დაუდგენელიაღმოჩნდა, არსებობს თუ არა ქ. თბილისის მერის ან/და ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისნორმატიული აქტი, რომლითაც თვითმმართველობის ორგანოებს საჯარო ინფორმაციისპროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას დააკისრებდა. მათ, ნებისმიერ შემთხვევაში,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისთვის მომზადებულისაპროექტო წინადადებების დეტაკლური გასაჯაროება და საზოგადოების ინფორმირება, ზოგადიადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული საჯარო ინტერესის პრინციპის დაცვით აკისრიათ,ვინაიდან და რადგანაც, ისეთი კატეგორიის პროექტების შემუშავებისას, რომელთა განხორციელებაცუშუალოდ აისახება ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, პირველადი კონცეფციის შექმნისპროცესიდანვე უნდა განხორციელდეს კვლევებისა თუ სხვადასხვა სოციალური გამოკითხვებისსაფუძველზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლით, მისი ანალიზით და დოკუმენტში შემდგომიგათვალისწინებით.

ამასთან, ორგანიზაცია დოკუმენტის საჯაროობის კომპენენტის მნიშვნელოვან მიმართულებადგანიხილავს არა ავტორი ორგანიზაციის მხრიდან დოკუმენტის შექმნაზე მუშაობის პროცესშიპარტნიორი ორგანიზაციების თუ დამხმარე სპეციალისტების მონაწილეობით გამართულ თემატურშეხვედრებს ან/და გამოფენების მოწყობას, არამედ პროცესში და თემატურ დისკუსიაში საჯაროუწყებების მონაწილეობის საკითხს. ამ თვალსაზრისით, მონიტორინგმა შეისწავლა დედაქალაქისგენერალური გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს მთავრობის, საქართველოსპარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობისსაკითხი. სამწუხაროდ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულიდოკუმენტის პროცესში არ გამოიკვეთა საქართველოს მთავრობის (შესაბამისი სამინისტროების,გარდა ეკონომიკისა და კულტურის სამინისტრების), არც საქართველოს პარლამენტის (შესაბამისიკომიტეტების) და არც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობა დათანამშრომლობის ფორმატი. შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით,დოკუმენტის საჯაროობა და ხელმისწავდომობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს 2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისმერიის მიერ საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისგანახლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონკურსის პირობებს,გამარჯვებული კომპანიის გამოცდილების თავსებადობას საკონკურსო მოთხოვნებთან დასახელმწიფო გამარტივებული შესყიდვის მიზანშეწონილების საკითხს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის თანახმად, ა(ა)იპ„სითი ინსტიტუტი საქართველო“ დაფუძნებულ იქნა 2015 წლის 30 ივნისს, დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებულიკონკურსიდან 41-ე დღეს. საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს,ხოლო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა - 2015 წლის 13 სექტემბერს. ასეთი ფაქტობრივიგარემოება ლეგიტიმურად აჩენს ვარაუდს, სახელმწიფო შესყიდვასთან გამარჯვებული კომპანიის ან

Page 34: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

33

მის წარმომადგენლობაზე უფლებამოისლი პირების წინასწარ არსებული კავშირებისა და საერთოინტერესების თაობაზე. ორგანიზაცია მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს ა(ა)იპ „სითიინსტიტუტი საქართველოსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის მჭიდროთანამშრომლობას. 2015 წლის 7 ივლისსა39 და 10 ოქტომბერს40, თბილისის მერი ევროპის წამყვანიკვლევითი ინსტიტუტის „ფრაუნჰოფერის“ და „სითი ინსტიტუტ საქართველოს'' წარმომადგენლებსშეხვდა, სადაც გაცნობილ იქნა პროექტი „მომავლის ქალაქი“ და ამ პროექტის ფარგლებშიწარმოდგენილ იქნა რვა საპროექტო წინადადება საკითხებზე: ქალაქის ურბანული პროცესები დამართვა, ენერგიის განახლებადი წყაროები, CO2-ის შემცირების, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის,ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და უსაფრთხოების დაცვა, ენერგოეფექტური ქალაქის მოდელი დასხვა. აღსანიშნავია, რომ ყველა ის საკითხი და თემატური მიმართულება, რომელიც წარმოდგენილიიქნა „მომავლის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, არსებითად, ორგანულად და შინაარსობრივადწარმოადგენს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადებისმიზნებსა და ამოცანებს. როგორც 2015 წლის 7 ივლისის პრესკონფერენციაზე, ა(ა)იპ „სითიინსტიტუტი საქართველოს“ ერთ-ერთმა დირექტორმა, მამუკა სალუქვაძიმ განაცხადა:„მოგეხსენებათ, დღეს ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის განვითარებაზემიდის საუბარი, კონკურსია გამოცხადებული და ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამპერიოდს დაემთხვა ამ პროექტის დაწყება თბილისში, რამეთუ სწორედ მოინახოს ის მნიშვნელოვანიდა ძირითადი საფუძველი და კონცეფცია, რომლითაც განვითარდება ქალაქი. გასაგებია, რომ ისჯგუფი, რომელიც ალბათ გაიმარჯვებს გენგეგმის განახლების კონკურსში, სწორედ აი, ამგვარკონცეფციას უნდა დაეყრდნოს, რამეთუ არ შეიძლება ქალაქი ვითარდებოს სხვადასხვაკონცეფციებით. ქალაქი ერთი კონცეფციით უნდა ვითარდებოს და ძალიან კარგია, რომ ამშემთხვევაში, ამის საშუალება ჩვენ გვეძლევა. აქედან გამომდინარე, ეს ორი პროექტი მჭიდროდუნდა თანამშრომლობდეს ერთმანეთთან და ვფიქრობ, რომ ამის მოხერხება ძალიან ადვილი იქნებაიმ შემთხვევაში, როცა ქალაქ თბილისის მერიაც ძალიან დაინტერესებულია ამ პროექტით“41.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზ/აღნიშნული წინამძღვრებითა და გარემოებების გათვალისწინებით,სავსებით ობიექტურად დაისმის კითხვა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისსაპროექტო წინადადების წარმოდგენისთვის გამოცხადებული კონკურსის გამჭვირვალობისა დაკონკურენტუნარიანობის თაობაზე, კონკურსში მონაწილე სუბიექტების თანასწორუფლებიანობისადა შეჯიბრითობის შესახებ, როდესაც ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მდგომარეობათბილისის მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტებისა და მიმდინარე პროექტის ფარგლებში,ბუნებრივად აღმოჩნდა დომინანტური სტატუსით და საკონკურსო პროცესი მთლიანად აღმოჩნდაცალმხრივი, რითაც მნიშვნელოვნად დაირღვა შეჯიბრითობისა და კონკურენციის პრინციპები.სწორედ ზ/აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ნაკლები ყურადღება დაეთმო ორგანიზაციისგამოცდილებას და ყურადღება დაეთმო გამარჯვებული ორგანიზაციის კონტრაქტორ და პარტნიორუცხოურ კომპანიებს, რომლებსაც ინსტიტუციური თანამშრომლობა უკვე აკავშირებდათ ქალაქთბილისის მერიასთან პროექტ „მომავლის ქალაქის“ განხორციელების ფარგლებში და სახით.მოცემულ შემთხვევაში, ორგანიზაცია მიდის დასკვნამდე, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი გერმანულ-ქართული საერთო ინტერესებისპროექტია, რომლის განხორციელებასაც ეროვნულ დონეზე უზრუნველყოფს ა(ა)იპ „სითიინსტიტუტი საქართველო“. ამასთან, მონიტორინგის პროცესში ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმოიმ გარემოებას, რომ პროექტ: „მომავლის ქალაქის“ ნაწილობრივ დამფინანსებელ ორგანიზაცის KFW-სა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაში გამარჯვებულ კომპანიისპარტნიორ, ასევე გერმანულ ორგანიზაციას Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH-ს შორისჩამოყალიბებულია სათანამშრომლო გარემო და მათ ერთობლივი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს

39 http://www.tbilisi.gov.ge/news/112640 http://www.tbilisi.gov.ge/news/158241 https://www.youtube.com/watch?v=wbX7vPdyFfQ

Page 35: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

34

ეროვნული საავტომობილო გზების შეფასებისა და აღრიცხვის მომზადებული დოკუმენტი42.ამასთან, პროექტი „მომავალი ქალაქი“, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25%-იანი და გერმანული ორგანიზაცია KFW-ს 75%-იანი ფინანსური კონტრიბუციით უნდაგანხორციელებულიყო, მონიტორინგისთვის დაუდგენელია, კვლავ ხორციელდება თუ არა,ვინაიდან „მომავლის ქალაქის“ კონცეფციის ყველა მიმართულება უკვე წარმოდგენილი დაგაერთიანებულია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტი წინადადებისიმ დოკუმენტში, რომელიც გამარჯვებულმა ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ 2015-2017 წლებში შექმნა და წარმოადგინა, მის დამასრულებელ ნაწილზე ამჟამადაც მიმდინარეობსმუშაობა.

ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმოს ქართული სასამართლოს განმარტებებს სახელმწიფოშესყიდვებთან მიმართებით სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით. სასამართლო განმარტავს, რომსახელმწიფო შესყიდვები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საჯარო მმართველობით ფუნქციასწარმოადგენს, რომლის სამართლებრივი შედეგები აისახება, როგორც მმართველობისკანონიერებაზე, ისე სახელმწიფო სახსრების რაციონალურ განაწილებასა და ხარჯებზე,სახელმწიფოს, როგორც კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობის პარტნიორის იმიჯისჩამოყალიბებაზე. ასევე, თავად სამეწარმეო სუბიექტებისათვის ჯანსაღი კონკურენციის პირობებისშექმნის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარების, კანონიერი და სამართლიანისამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფაზე

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმე: №ბს-667-642 (კ-13) განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების, როგორც მმართველობითი ფუნქციისკანონიერი განხორციელება გარკვეული ასპექტით პასუხობს საქართველოს სახელმწიფოსკონსტიტუციურ ვალდებულებას, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 30.2 მუხლის მიხედვით,სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციისგანვითარებას. აღნიშნული ვალდებულება მოიცავს, როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროში, როგორცნორმატიულ (საკანონმდებლო), ნორმატიულ-ადმინისტრაციულ (კანონქვემდებარე დაინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, პროცედურები, ადმინისტრაციულიხელშეკრულებები), სამართლიან და თანასწორობაზე დაფუძნებულ მაღალი სტანდარტებისდადგენას. ასევე, დადგენილი ნორმების პრაქტიკულ ვითარებაში სამართლიან და კანონშესაბამისიაღსრულების დამკვიდრებას. სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულების ჯეროვანიშესრულება განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივურთიერთობებში, რამდენადაც სახელმწიფო მისი ადმინისტრაციული ორგანოების სახითსამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე, სამართლებრივი პროცესის შემოქმედი. შესაბამისად,მის კანონიერებაზე და პირის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი სუბიექტია. სახელმწიფოშესყიდვების კანონიერება თავისი სამართლებრივი შედეგებით გავლენას ახდენს, როგორცმმართველობის საჯაროობის, მიუკერძოებლობისა და კანონიერების ხარისხზე, მის მიმართ ნდობისადა ავტორიტეტის ჩამოყალიბების ტემპებზე, საზოგადოების განწყობის ფორმირებაზე, ასევეპრაქტიკაში დამკვიდრებული კლანური ეკონომიკის, გავლენიანი ჯგუფების ბიზნეს ინტერესების,კორუფციული გარიგებების სქემების გატარების ნაცვლად ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკურიპროცესების განვითარებაზე, კონკურენტული გარემოსა და კანონიერი სამეწარმეო ურთიერთობებისტენდენციის შექმნაზე43. სახელმწიფო შესყიდვების კანონიერების როლი და გავლენაგანმსაზღვრელია საჯარო მმართველობის სამართლებრივი იმიჯისათვის, რამდენადაცსახელმწიფოს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო ამოცანების შესასრულებლადმინიჭებული აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურანებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესაძენად, რამდენადაცმმართველობითი საქმიანობის ეფექტიანი შესრულება სხვადასხვა მატერიალური სახის

42http://www.demokratie-leben.org/wp-content/uploads/2015/12/Praxisnahe-Anwendungsbeispiele-zur-Bilanzierung-der-Landesstra%C3%9Fen.pdf43 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე: №ბს-667-642 (კ-13)

Page 36: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

35

საჭიროებებზეა დამოკიდებული, საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა კი ,,სახელმწიფოშესყიდვების შესახებ’’ კანონის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს, რის უზრუნველსაყოფადკანონით მკაცრად რეგლამენტირებული წესები, პრინციპები და სტანდარტებია დადგენილი,რომლის შესრულებას მინიმუმამდე დაჰყავს პროცედურის და მისი შედეგების გაუმჭირვალობა,ინტერესთა კონფლიქტის, კორუფციული სქემების დაშვების შესაძლებლობა.

მოცმეულ შემთხვევაში, ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ 2015 წლის 15ოქტომბრის საქართველოს მთავრობის #2212 განკარგულების თანახმად, ხელი მოეწერა თანხმობასქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქაალქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისსამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებითგანხორცილების შესახებ და 2 800 00 ლარის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა საპროექტოწინადადების განმახორციელებლ ორგანიზაცია ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“.ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს შემდეგ სამართლებრივ გარემოებას. კერძოდ, „სახელმწიფოშესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისთანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დგინდება საქართველოსმთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუმცა ყურადღებას იმსახურებს დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების შესყიდვის პერიოდი და ამპერიოდში კანონში შესული იმ ცვლილებების ანალიზი, რომელიც ტოვებს გარკვეულ ეჭვებსიმისთვის, რომ კანონმდებლობაში გამარტივებული შესყიდვის პროცესში შესული ცვლილებებისდროსა და სივრცეში ამოქმედება გადავადდა.

როგორც ცნობილია, 2015 წლის 21 მაისს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისსაპროექტო წინადადების შესყიდვისთვის გამოცხადებული კონკურსში განაცხადების მიღებადასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს, ხოლო გამარჯვებული გამოცხადდა 2015 წლის 13 სექტემბერს.ამ პერიოდში, კერძოდ, 2015 წლის 24 ივლისს, „შესყიდვების შესახებ კანონში“ განხორციელდაცვლილება და კანონს დაემატა მე-101 მუხლის შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „შემსყიდველმაორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებითგათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებმიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე ნორმატიულიაქტით დადგენილი წესით უნდა შეუთანხმოს სააგენტოს“. განხორციელებული ცვლილებით,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს დაევალა კანონქვემდებარე ნორმატიულიაქტის გამოცემა, რომელიც დაარეგულირებდა სახელმწიფო შესყიდვის წესებსა და პირობებს.კანონის მოთხოვნის თანახმად, 2015 წლის 17 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთავმჯდომარემ მიიღო #13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა დაგამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“, თუმცა ორგანიზაციაყურადღებას დაუთმოს იმ მოცემულობას, რომ კანონში განხორციელებული ზ/აღნიშნულიცვლილებიც და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - ბრძანებაც ძალაში შევიდა 2015 წლის 1ნოემბრიდან. რაც შეეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტოწინადადების კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულ მომსახურებისხელშეკრულებას, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობას მიიღო#2212 განკარგულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ გამარტივებულიშესყიდვის თანხმობის თაობაზე და ამავე დღეს, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ ქალაქთბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებაც 2 800 000 ლარისმომსახურებაზე. იმ შემთხვევაში, თუკი კანონი არ გაითვალისწინებდა ცვლილებების 2015 წლის 1ნოემბრიდან ძალაში შესვლის საკითხს, საქართველოს მთავრობა, კანონის საფუძველზე, არიქნებოდა უფლებამოსილი ერთპიროვნულად მიეღო გამარტივებული შესყიდვის თანხმობაზეგანკარგულება და საჭიროებდა გაცილებით გართულებული, საჯარო და პროცედურულადგამართული წესით ასეთი თანხმობის დადასტურება. ამასთან, ახალი ცვლილებებით უკვედაზუსტდა, რომ პირდაპირი შესყიდვის გამოყენება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საჯარო

Page 37: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

36

ინტერესებთან და მომსახურების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს რეალურ დროში, მკაფიოფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ პროცესში, ასევე განსაკუთრებულყურადღებას იმსახურებს შემსრულებელი ორგანიზაციის გამარტივებულ შესყიდვებშიმონაწილეობის ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც დაკავშირებულია საბანკო გარანტიებისწარმოდგენასთან. მოცემულ შემთხვევაში, დაუდგენელია, გამარჯვებულმა კომპანიამ წარადგინა თუარა საბანკო გარანტია, როდესაც მომსახურების ხელშეკრულება აღემატებოდა 200 000 ათასს ლარს.გამოცხადებულ ტენდერში, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“, კანონის მოთხოვნებისშესაბამისად, საბანკო გარანტიის სახით, უნდა წარედგინა, მაქსიმუმ 140 000 ათასი ლარი დამინიმუმ 56 000 ათასი ლარი.

ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს იმ გარემოებას, რომ თბილისის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის საპროექტო წინადადებით წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშებში მსჯელობაარ არის დათმობილი საერთაშორისო კონვენციებისა და ქარტიების იმპლემენტაციაზე დაშედარებით ანალიზზე. ცვლილებებს, რომელიც დოკუმენტი გვთავაზობს, არ ეფუძნებაისტორიული ქალაქის თუ სხვა ურბანული სივრცეების დაცვისთვის ეფექტური ინსტრუმენტებისგამოყენებას, მათ შორის მკაფიო არ არის, რა ფორმით უნდა მოხდეს ისტორიული დედაქალაქის -თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა და ამ სივრცეში,რამდენად გაზიარებულია დადგენილი საერთაშორისო სტანდარტები. ორგანიზაცი, ამთვალსაზრისით სრულად იზიარებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისეროვნული სააგენტოს შეფასებას44 და აღნიშნავს, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისდოკუმენტაციაში სათანადოდ არ არის ასახული კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისმიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები. კერძოდ, „სივრცითიმოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისთანახმად, „დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისას სავალდებულოა საქართველოსკანონმდებლობით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი ფასეულობებისა დასხვა დამცავი ზონებისა და მათი რეჟიმების გათვალისწინება“. იქედან გამომდინარე, რომ უკვეარსებობს ქ. თბილისის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომელიც წარმოადგენსმრავალდისციპლინური მიდგომის საფუძველზე შემუშავებულ სპეციალურ კომპლექსურსამეცნიერო-კვლევით დოკუმენტს, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავიზონებისა და მათში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველინფორმაციულ და ანალიტიკურ მასალას და შეიცავს რეკომენდაციებს მათი დაცვისათვისაუცილებელი ქალაქთმშენებლობითი და გეგმარებითი რეგლამენტაციის შესახებ, მეორე მხრივსაქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარადგინა თბილისის ისტორიული ნაწილი,სადაც დადგენილია თბილისის ისტორიული ნაწილის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი(ბუფერული) ზონები, რაც მოითხოვს შესაბამისი რეგულაციების დაწესებას, დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი სრულად და სიზუსტითღ ვერასახავს აღნიშნული ზონების დაცვის და შენარჩუნების საკითხებს. მეტიც, წინააღმდეგობაში დაკონფლიქტში მოდის თბილისის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმით დადგენილრეგულაციებთან. კერძოდ, მგგ-ის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონებისსაზღვრების კორექტირების საპროექტო წინადადებაში გათვალისწინებულია რამდენიმე არეალისე.წ. „განაშენიანების რეგულირების ზონის რეკომენდირებული გაფართოების საზღვრებში“ მოქცევა,რომელიც უნდა შეეხოთ მთაწმინდის კალთებს, მამა დავითის ეკლესიას და მის ზედა ნაწილს,მთაწმინდიას პარკის (უძრავი ძეგლის) ჩათვლით. იქედან გამომდინარე, რომ ისტორიულილანდშაფტის დაცვის ზონაში ამჟამად მოქმედი რეჟიმი იცავს ამ ტერიტორიებს შეუსაბამოგანაშენიანებისგან, არსებული რეჟიმი წარმოადგენს გარანტიას კულტურული მემკვიდრეობისდაცვისა და უზრუნველყოფს ამ ადგილების ფასეულობის შენარჩუნებას, საპროექტო წინადადებითშემოთავაზებული ცვლილებები კი იწვევს არსებული განაშენიანების ამკრძალავი რეჟიმის

44 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის #05/09/828წერილით წარმოდგენილი შენიშვნები და წინადადებები.

Page 38: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

37

გაუქმებას და განაშენიანების დაშვებას, ამ არეალში მოქცეული კულტურული მემკვიდრეობის 5ძეგლი - მთაწმინდის პლატოზე არსებული პარკი, მთაწმინდის პანთეონი, მამადავითის ეკლესიისსამრეკო, ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობა და მამადავითის ეკლესია, ყოვლად დაუშვებელისაფრთხის წინაშე ექცევა, რაზედაც ამ დრომდე, არც დისკუსია ყოფილა და არც საჯარო განცხადება.

ორგანიზაცია დამატებით აღნიშნავს, რომ ICOMOS-ის გენერალური ანსამბლეის მიერ 1987 წელსმიღებული ვაშინგტონის საერთაშორისო ქარტია ისტორიული ქალაქების და სხვა ურბანულისივრცეების დაცვის შესახებ ითვალისწინებს და სახელმძღვანელოდ ხდის ისეთი ნაბიჯებისგადადგმას, რომელიც ისტორიული ქალაქების დაცვის, კონსერვაციისა და რესტავრაციისთვის,ამასთან მათი განვითარებისა და თანამედროვე ცხოვრებასთან ადაპტაციისთვის არის საჭირო.ქარტიის თანახმად, ხელი უნდა შეეწყოს მოქალაქეების მონაწილეობას და მათი ქალაქის დაცვაშიჩართვას, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს. არასდროს შეიძლება იმის დავიწყება, რომისტორიული ქალაქების შენარჩუნების პრობლემა პირველ რიგში მის მაცხოვრებლებს ეხება.ისტორიული ქალაქების ან ურბანული არეალების შენარჩუნების გეგმარებამულტიდისციპლინარული ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა იქმნებოდეს. კონსერვაციის გეგმაუნდა ითვალისწინებდეს ყველა განმსაზღვრელ ფაქტორს, როგორიცაა არქეოლოგია, ისტორია,არქიტექტურა, ტექნიკა, სოციოლოგია და ეკონომიკა. გეგმარების მთავარი მიზნები მკაფიოდ უნდაიქნეს განსაზღვრული, ისევე, როგორც მათი რეალიზებისთვის საჭირო საკანონმდებლო,ადმინისტრაციული და ფინანსური საფუძვლები. გეგმარების მიზანი უნდა იყოს ჰარმონიულიწონასწორობის დაცვა ქალაქის ისტორიულ ნაწილებსა და მთელ ქალაქს შორის. გეგმარება უნდაადგენდეს, თუ რომელი შენობები ან შენობების ჯგუფები არის დასაცავი ან რა გარკვეულიპირობების დაცვით უნდა მოხდეს ეს და დიდი გამონაკლისის სახით, რომელი შენობები შეიძლებაიქნეს აღებული. ნებისმიერი სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაკეთდეს არსებული მდგომარეობისზედმიწევნით ზუსტი დოკუმენტირება და გეგმარების პროცესს მხარს უნდა უჭერდეს ისტორიულიარეალის მაცხოვრებლები. ყველანაირი საფრთხე, რომელიც ისტორიული ქალაქის ღირებულებებსემუქრება, წარმოადგენს აგრეთვე საშიშროებას ისტორიული ქალაქის ან ურბანული სივრცისავთენტურობისათვის. 1964 წლის ვენეციის საერთაშორისო ქარტია ძეგლთა დაცვისა დარესტავრაციის შესახებ ცალსახად მიუთითებს, რომ ყოველთვის, როცა არსებობს ტრადიციულიგარემო, იგი შენარჩუნებულ უნდა იქნეს. არ უნდა იქნეს დაშვებული იმგვარი ახალმშენებლობა,ნგრევა ან გადაკეთება, რომელიც შეცვლის მასისა და ფერის არსებულ ურთიერთმიმართებას. 1992წლის ლა-ვალეტას არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენცია ცალკე გამოყოფსარქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის სავალდებულო პრინციპებს, მოუწოდებს ქვეყნებს ამმიმართულებით უზრუნველყონ ზიანის რისკები და კონსერვაცია განხორციელდეს ექსპერტებისადა გამცდილების გაზიარების საფუძველზე. კონვენცია არქოლოგიური მემკვიდრეობისინტეგრირებული კონსერვაციისთვის ყველა მხარის ვალდებულებად მიიჩნევს არქეოლოგების,ურბანისტებისა და მიწათმომწყობების ერთობლივ მუშაობას, რათა რისკების შეფასებით,შესაძლებელი გახდეს იმ მიწათმოწყობების გეგმების შეცვლა, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოსარქიტექტურულ მემკვიდრეობას. მოცემულ შემთხვევაში, დედაქალაქის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის განახლების საპროექტო წინადადებები, მართალია წარმოადგენს ღირებულსტატისტიკურ-ინფორმაციულ და ანალიტიკური მსჯელობის დოკუმენტურ მასალას ქალაქისსამშენებლო, საკომუნიკაციო, სივრცითი მოწყობისა და ინტეგრირების საკითხებზე, მაგრამ მკაფიოწარმოდგენას ვერ იძლევა, თუ რა მეთოდოლოგიით უნდა განხორციელდეს დედაქალაქისურბანული განვითარება და რამდენად წარმოადგენს ცვლილების ობიექტი საჯარო და კერძოინტერესის პროპორციულობის შემადგენელ ნაწილს.

ორგანიზაციის შეფასებით, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“საქართველოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სივრცითი მოწყობისა დაქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვა.დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებასაჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. ცალკე აღებული რომელიმე

Page 39: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

38

ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება დაუშვებელია. საჯარო ინტერესების გათვალისწინებითგამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის კანონით დაცული უფლებებისა დაინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს საჯაროინტერესებისთვის მიყენებულ სიკეთეს, გამოყენებულ უნდა იქნას პირის კანონიერი უფლებისთვისყველაზე ნაკლები ზიანის მიმყენებელი საშუალება. არჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლებაგამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა,შესაბამისად, მიზნის მიღწევის საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს, როდესაცადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებულიმოქმედების თავისუფალ სივრცეს, მის მიერ განხორციელებული მოქმედება კანონშეუსაბამოა დასახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და სამართლებრივიპრინციპის დარღვევა. ამდენად, თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებებიეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი, ხოლო სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლებაშეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს,ხელყოფს სხვათა უფლებებს.

წარმოდგენილ დოკუმენტში მკაფიო არ არის და არც რომელიმე კვლევის საფუძველზეადასაბუთებული მოსალოდნელი ქალაქგეგმარებითი წინადადებების განხორციელების პროცესში,რამდენად იქნება დაცული კერძო სამართლებრივი სიკეთის ხელშეუხებლობის პრინციპი და რაწარმოადგენს გარანტს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და სანდოობისა საჯაროსამართლის სიკეთისთვის უპირატესობის მინიჭების შემთხვევაში.

საჯარო და კერძო ინტერესების პრპორციულობის საკითხი, ყველა არგუმენტის გათვალისწინებითდა მიუხედავად, დგას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულიდოკუმენტით წარმოდგენილ, განსაკუთრებით სამი მოსალოდნელი ინფრასტრუქტურულიცვლილების შემთხვევაში, რაც ეხება რკინიგზის გადატანას, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწროყელის გაფართოებას, ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანისშემდგომ დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის(დაახლ. 150.0 ჰა) ათვისებას მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებისთვის.

ორგანიზაცია საკითხის საზოგადოებრივი, სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკურიმნიშვნელობის ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ წინადადებების განხილვა არ უნდა მოხდესფორსირებულ პირობებში, რამაც შესაძლებელია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თბილისისეკონომიკურ, ურბანულ თუ პოლიტიკურ ინტერესებს. სამწუხაროდ, საკითხის და გამოწვევებისკრიტიკული ანალიზი არ გვხდება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისსაპროექტო წინადადების არც ერთ ნაწილში. პროცესები უდავოდ წარმოადგენს კანონით დაშვებულსაჯარო ინტერესის სფეროს, სადაც საზოგადოების ყველა წევრის აზრს გააჩნია პრიორიტეტულიმნიშვნელობა. ამასთან, დოკუმენტი არ საუბრობს თავად სახელმწიფოს ხედვაზეც, თუ რამდენადსწორადაა დანახული რკინიგზის გადატანა, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოება,ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბისსადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150.0 ჰა)ათვისება მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებისთვის მართლზომიერპრიორიტეტულ მიმართულებებად, როგორი ქალაქი იქნება თბილისი აღნიშნული ობიექტებისშეცვლის შემდგომ და რამდენად პროპორციულია მათ ნაცვლად რეკრიაციული ღონისძიებები,ტრანვაის დაბრუნება ან სულაც ველობილიკები. ამასთან, არც წარმოდგენილი საპროექტოდოკუმენტით და არც სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი არც ერთიშეფასებითი დოკუმენტიც არ არის დასაბუთებული ცვლილებების გავლენა და მისი თანმდევისამართლებრივი და ეკონომიკური შედეგები კონკრეტულად იმ პირთა წრის მიმართ, რომლებიცამჟამად საქმიანობს აგლაძის ქუჩასა და დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე არსებულსივრეში და თავისუფლად ქმნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ დოვლათს სახელმწიფოსთვის და

Page 40: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

39

შრომით ბაზარზე, ანვითარებს მცირე და საშუალო მეწარმეობასა და ბიზნესს, გააჩნია საკუთრებისუფლება და სხვა. დაუდგენელია მათ მიმართ ალტერნატიული წინადადებების საკითხი, შესაძლოკომპენსაციის და საკუთრების უფლების დათმობასთან დაკავშირებით არსებული სამართლიანიფასის პრინციპი. ამასთან, ორგანიზაცია მონიტორინგის ფარგლებში მიდის დასკვნამდე, რომდედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის აღსრულება არითვალსიწინებს შესაბამისი ფინანსური დანახარჯის მონაცემს. საქართველოს ფინანსთასამინისტროს ინფორმაციით, პროცესის ფინანსური უზრუნველყოფის ნაწილზე პასუხისმგებლობამთლიანად ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს, ქალაქ თბილისისმუნციპალიტეტის თვითმმართველობის 2017 წლის ბიუჯეტი კი, მსგავსი მასშტაბური პროექტებისდაფინასნებას არ ითვალისწინებს და თუკი მისი ფინანსური დაზუსტება მოხდება, მნიშვნელოვანიარომელი პრიორიტეტული სფეროსა და მიმართულების ხარჯზე შემცირდება ბიუჯეტი ან/და რაალტერნატიული დაფინანსების წყარო იქნება მიჩნეული დოკუმენტის აღსრულებისთვის.

შეჯამების სახით, ორგანიზაცია, ცალკე გამოყოფს და ყურადღებას დაუთმობს ქალაქ თბილისისსაკრებულოს მიერ 2009 წლის 5 ივნისს მიღებულ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარებისგენერალურ გეგმას, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის თანახმად, უკვერეგისტრირებულია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვსსახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი. მთავარი კითხვა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქთბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხზედაისმის. ამასთან, დადგენას მოითხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქმედება,რომელმაც თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტების სახელმწიფორეესტრში ასახა. მოცემულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა სახელმწიფო უწყებასადგილობრივი თვითმმართველობიდან წარმოდგენილი დოკუმენტის სამართლებრივისტატუსიდან გამომდინარე, მისი უპირობოდ რეგისტრაციის კანონიერი საფუძვლები.

საკითხის შესწავლამ აჩვენა, რომ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმასნამდვილად შემოაქვს ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციისა და დედაქალაქის პერსპექტიულიგანვითარების გენერალურმა გეგმის ცნება და ნორმატიული შინაარსი, რომელიც „სივრცითიმოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამოთვლილტერმინთა განმარტებაში ცალკე სახით არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულის თაობაზე განმარტებასარ იძლევა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოსკანონის მიღებამდე არსებული არც ერთი საკანონმდებლო აქტი. აღნიშნულის თაობზე მსჯელობა არარის არც „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ კანონში, რომელსაც საფუძვლადმიუთითებს ქალაქ თბილისის საკრებულო 2009 წლის გადაწყვეტილების მიღების დროს.აღნიშნულის თაობაზე ცალკე ტერმინი და ნორმატიული შინაარსის განმარტება არ მოიძებნება არც2014 წლის თებერვალში მიღებულ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“.კანონმდებლობაში მხოლოდ საუბარია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თაობაზე,რომელიც თავის მხრივ, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“საქართველოს კანონის თანახმად, განმარტებულია, როგორც ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი,თუმცა მისი მრავალმხრივი შინაარსობრივი მნიშვნელობის მიუხედავად, მიწათსარგებლობისგენერალური გეგმას არ გააჩნია დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმისიურიდიული სტატუსი.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ნორმატიულიაქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულაქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. კანონის მე–7 მუხლით, საქართველოსსაკანონმდებლო აქტია საქართველოს კანონი, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვსუპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება დედაქალაქისპერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ წარმოადგენს

Page 41: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

40

კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ვინაიდან სამართლებრივ საფუძვლებს იღებს „საქართველოსდედაქალაქის – თბილისის შესახებ“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობისსაფუძვლების შესახებ“ კანონებთან ურთიერთქმედებით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის28–ე მუხლის თანახმად, ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი უნდა ითქვას, თუ:გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნორმატიულ აქტს არ ახლავს საქართველოს იუსტიციისსამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან გამოსაქვეყნებლად წარდგენილინორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც საქართველოსიუსტიციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა. ამავე კანონის 25–ე მუხლი განსაზღვრავსნორმატიული აქტის გაუქმების შემთხვევასაც. კერძოდ, „თუ ნორმატიული აქტი მიღებულია(გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანულიკანონისა და საქართველოს კანონის თანახმად განეკუთვნება სახელმწიფო ან ადგილობრივითვითმმართველობის სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას ან მიღებულია ამკანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა(გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიულიძალა არა აქვს“.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ქალაქ თბილისის საკრებულოსმიერ წარმოდგენილი 2009 წლის დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმისდამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრშირეგისტრაციამდე და პროექტის მიმართ დადებითი დასკვნის მომზადებამდე, უნდა შეემოწმებინა,თუ რამდენად პასუხობდა ქალაქ თბილისის საკრებულოს დასახელებული დოკუმენტი „სივრცითიმოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონთან ზუსტ შესაბამისობას დადოკუმენტში გამოყენებული ტერმინები და დოკუმენტის სახელწოდება გამომდინარეობდა თუ არადოკუმენტში მითითებული „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ და „სივრცითიმოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონების ზუსტ ქვემდებარეობასთან.

Page 42: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

41

5. რეკომენდაციები

1. ორგანიზაციას მიზანშეწონილად მიაჩნია ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის მოხდესთბილისის მიწათარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო დოკუმენტისუზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით, დოკუმენტი გამოქვეყნდეს და მოქალაქეებს მიეცეთგონივრული ვადა წინადადებების, შეფასებებისა და ალტერნატიული ხედვებისწარმოდგენისთვის;

2. ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომფორსირებულად, დაჩაქრებული წესით, საზოგადოებრივი აზრისა და სპეციალისტებისჩართულობის გარეშე, არ მიიღოს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისგანახლებული დოკუმენტი, გასწორდეს და არსებულ საკანონმდებლო-რეგულაციისწესებთან შესაბამისობაში მოვიდეს დოკუმენტის ხარვეზული მხარეები, კულტურულიმემკვიდრეობის დაცვის ობიექტებს შეექმნათ მეტი დაცულობის საფუძვლები;

3. ორგანიზაცია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულიდოკუმენტის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის მნიშვნელობისადა ცვლილებების მასშტაბურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევსდოკუმენტის მისაღებობის საკითხზე თბილისის მოსახლეობის აზრის დადგენას. ამთვალსაზრისით, ორგანიზაციას საჭიროდ მიაჩნია, დოკუმენტის მიმართ სამართლებრივი დაპოლიტიკური დამოკიდებულება დადგინდეს 2017 წლის ადგილობრივითვითმმართველობის არჩევნების დღეს, ქალაქ თბილისში მოსახლეობის საყოველთაოგამოკითხვით - პლებისციტის ჩატარების უზრუნველყოფით.

4. ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნვეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურიგეგმის განახლებული დოკუმენტის კენჭისყრის საკითხი დადგეს 2017 წლის ადგილობრივითვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული, ახალი ლეგიტიმაციის შედეგადფორმირებული ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის თვითმმართველობის პირობებში.

5. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტისიმპლემენტაციამდე, აუცილებელია მომზადდეს ანალიზი, რომელიც შეეხება საქართველოსკულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურიგეგმის განახლებული დოკუმენტით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ზემოქმედებისფარგლების მიზანშეწონილობასა და მათი თავიდან არიდების, საფრთხის აღმომფხვრელწინაპირობებს;

6. ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია, სათანადო დასაბუთება მიეცეს თბილისისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტით შემოთავაზებულიისეთი ინსტიტუციური ცვლილებების მიზანშეწონილობას, რომელიც დაკავშირებულიაგანსაკუთრებით სამ მოსალოდნელ ინფრასტრუქტურულ ცვლილებასთან - რკინიგზისგადატანა, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოება, ქალაქის ცენტრალურიტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბის სადგურიდანცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150.0 ჰა) ათვისებამრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებისთვის.

7. ორგანიზაცია აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს თბილისის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის იმპლემენტაციამდე, ცვლილებებისსათანადო ფინანსური დოკუმენტის შექმნა, სადაც მკაფიო გახდება მგგ-ის ფინანსური მხარე,

Page 43: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

42

ასევე კერძო ინტერესების შეზღუდვის შემთხვევებისთვის წინასწარი, სრული დასამართლიანი კომპენსაციის პირობები, სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვის შემთხვევაშიალტერნატიული წინადადებათა დასაბუთების და მათი ეკონომიკურად მომგებიანსივრცეები გადანაწილების საკითხი;

8. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისდამტკიცებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, შეიქმნასინსპექტირების ან/და საზედამხედველო ჯგუფი, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს გეგმითგათვალისწინებული პირობების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების თაობაზედა იმავდროულად, უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის შუალედური და საბოლოოანგარიშების წარდგენას.

Page 44: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

43

ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ

ორგანიზაციის სახელწოდება: ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ს/კ 401973094მისამართი: თბილისი, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა #12

ელ-ფოსტა: [email protected];იურიდიული სტატუსი: არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი

დაარსების თარიღი: 2012 წლის 09 ივლისივებ–გვერდი: www.barristers.ge

FB: www.facebook.com/AkhalgazrdaAdvokatebiბანკი: სს „პროკრედიტ ბანკი“, ორთაჭალის ფილიალი

ანგარიშის ნომერი: GE92PC0563600100002778

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაფუძნდა2012 წლის 9 ივლისს. ორგანიზაციის დევიზია: „ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა“.ორგანიზაცია წარმოადგენს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას და დაფუძნებისდღიდან ერთ-ერთი აქტიური პოზიციის მქონე ორგანიზაციაა ადამიანის უფლებებისა დათავისუფლებების დაცვის სფეროში, საზოგადოებრივი ინტერესებისა და ინსტიტუციურირეფორმების შეფასების პროცესში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2012 წლიდან წარმოადგენს საქართველოს იუსტიციისსამინისტროს იურიდიული დახმარების სამუშაო ჯგუფის წევრ ორგანიზაციას. 2012 წლიდანარის არასამთავრობოთა ალიანსის: „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესისთავისუფლებისთვის” თანადამფუძნებელი და წევრი. 2013 წლიდან წარმოადგენს „სისხლისსამართლის რეფორმის საქართველოს ალიანსის“ წევრ ორგანიზაციას. 2014 წელს გახდასაქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი. 2014წელს გაწევრიანდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქოინტეგრაციის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში, ხოლო 2014-2017წლებში საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. „ახალგაზრდაადვოკატები“, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ გადაწყვეტილებით,დასახელდა „2014 წლის ყველაზე აქტიურ უფლებადაცვით ორგანიზაციად“.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2015 წლიდან მიწვეულ იქნა ადამიანის უფლებების და გენდერულითანასწორობის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწესთან არსებულსამუშაო ჯგუფში. 2015 წლიდან ორგანიზაცია მიწვეულ იქნა საქართველოს მთავრობისინიციატივით შექმნილ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხებზესაერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფში. 2015 წლის აპრილში,ორგანიზაცია მიწვეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში. 2015 წლის დეკემბრიდან მონაწილეობს საქართველოსსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოსსაქმიანობაში. 2016 წელს, ორგანიზაცია მიწვეულ იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისადვოკატთა უმაღლესი სკოლის შექმნის სამუშაო ჯგუფში. ამასთან, 2015 წლის 30 აპრილს,ორგანიზაციამ დააფუძნა სამოქალაქო ორგანიზაციათა მუდმივმოქმედი ალიანსი: „ასოცირებისხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“, რომელიც განახლდა 2016 წლისაპრილში გამოცხადებული კონცეფციის შედეგად. ორგანიზაციის სამოქალაქო ჩართულობისმაგალითს წარმაოდგენს 2015 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედნინო გვენეტაძის წარდგენა და მხარდაჭერა, 2016 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრადშოთა ქადაგიძის წარდგენა და მხარდაჭერა, რომლებსაც საქართველოს პარლამენტმა ნდობაგამოუცხადა.

Page 45: თბილისის მიწათსარგებლობის ......3 1. 1997 წლის 16 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ორგანული

44

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თანამშრომლობს პროფესიულ ჯგუფებთან, საჯაროდაწესებულებებთან, კერძო სექტორთან, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადიპლომატიურ კორპუსთან. ორგანიზაცია მიმართულია კვლევით საქმიანობაზე, ახორციელებსსხვადასხვა პროექტს, ამზადებს დასკვნებს, რეკომენდაციებს, საკანონმდებლო წინადადებებს,ჩართულია ახალგაზრდული პოლიტიკის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა დასამართლებრივი რეფორმების შეფასებაში. ამ მიმართულებით, ორგანიზაცია 2013 წლიდანახორციელებს ინიციატივას: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო,სასამართლო ხელისუფლებასთან“. ორგანიზაცია ახორციელებს უფასო იურიდიულიკონსულტაციის პროგრამას. გამოსცემს პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალს და ამზადებსყოველთვიური საქმიანობის მედია-დაიჯესტს.

ორგანიზაციის პოზიცია არაერთხელ გამხდარა დისკუსიის საფუძველი მას შემდეგ, რაც„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პრინციპული პოზიცია დაასაბუთეს 2003-2012 წლებში, ქვეყანაშიადამიანის უფლებების დარღვევის, სისტემური დანაშაულებისა და მაღალი პოლიტიკურითანამდებობის პირების კანონშეუსაბამო მოქმედებების თაობაზე. ორგანიზაციის მკვეთრიპოზიცია, ცალკეული ჯგუფების მხრიდან აღქმულია, როგორც მიკერძოებულიდამოკიდებულება. შესაბამისად, ორგანიზაციის ბიოგრაფიის ნაწილია ცალკეული სასამართლოდავებიც, რომლიც მიზნად „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანი რეპუტაციის დაცვას დაცილისწამებით მიყენებული ზიანის აღდგენას გულისხმობს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოქმედებს წესდების, შინაგანაწესისა და შიდა ნორმატიულიაქტების საფუძველზე. გააჩნია საქმიანობის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, რომელიცამჟამად განახლებულია 2017-2018 წლების საქმიანობისთვის. ამასთან, 2015 წლის იანვრიდან,„ახალგაზრდა ადვოკატები“ გადავიდა კაბინეტურ მმართველობაზე. ახალი წესდებით,შეიცვალა მმართველობითი რგოლი. ორგანიზაციას, სადამფუძნებლო საბჭოს ერთპიროვნულიმმართველობის ნაცვლად, უხელმძღვანელებს ორი წლის ვადით არჩეული ხელმძღვანელი.ხელმძღვანელი აკომპლექტებს კაბინეტს (გუნდს), რომელიც ანგარიშვალდებულიასადამფუძნებლო საბჭოს და ყველა სხვა მესამე პირთან მიმართებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შემოსავლის წყაროა: საგრანტო პროექტები, შემოწირულობები დაკანონით ნებადართული სხვა შემოსავლები.

„ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ მნიშვნელოვანია მკითხველის აზრიწარმოდგენილი კვლევის შესახებ.

თუკი გსურთ მიიღოთ და გაეცნოთ კვლევისელექტრონულ ვერსიას, გთხოვთ ორგანიზაციას

დაუკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე:[email protected]