Top Banner
თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები და რელიგია ლიკა ოქროპირიძე სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსტიტების მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნების შესაბამისად პროგრამა: სოციოლოგია სამეცნიერო ხელმძღვანელი: ქეთევან გურჩიანი, ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2016
45

თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები...

Sep 18, 2019

Download

Documents

dariahiddleston
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები და რელიგია

ლიკა ოქროპირიძე

სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსტიტების

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციოლოგიის მაგისტრის აკადემიური

ხარისხის მინიჭების მოთხოვნების შესაბამისად

პროგრამა: სოციოლოგია

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ქეთევან გურჩიანი, ასოცირებული პროფესორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2016

Page 2: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

I

როგორც წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ

ნაშრომი წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა

ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან

დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის

მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

ლიკა ოქროპირიძე

________________

თარიღი: 27.06.2016

Page 3: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

II

აბსტრაქტი:

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მემარცხენე იდეოლოგია ბევრი იმ

ახალგაზრდული ჯგუფის საყრდენია, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი

სამოქალაქო პროცესებში. ამ ჯგუფებს არსებობა უწევთ იმ გარემოში, სადაც მათზე და მათ

მიმართებებზე რელიგიურ საკითხებთან საბჭოთა კავშირიდან გადმონაშთი

წარმოდგენები არსებობს. ნაშრომში თბილისში არსეული ახალგაზრდული მემარცხენე

ჯგუფებისა და რელიგიის თემა განხილული იქნება ამ ჯგუფების ადგილობრივ

კულტურასთან ადაპტაციისა და მემარცხენე იდეოლოგიის „თარგმნის“ ჭრილში.

ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების დამოკიდებულებებზე მსჯელობა მოხდება

სიღრმისეული ინტერვიუების, კონტენტ და დისკურსის ანალიზის საფუძველზე რაც

შესაძლებლობას შექმნის გაანალიზდეს მემარცხენეობის ქართული თარგმანის სპეციფიკა,

გამოკითხული ჯგუფების პოზიციები/ტაქტიკები რელიგიურ საკითხებთან მიმართებაში

და ასევე, გამოკითხული მემარცხენე ახალგაზრდების იდეოსკეიპი.

ძირითადი ტერმინები: მემარცხენე იდეოლოგია, რელიგია, იდეების „თარგმნა“,

თვითპრეზეტაცია, „იდეოსკეიპი“.

Page 4: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

III

მადლობა

ქეთევან გურჩიანს ხელმძღვანელობისთვის და მუშაობის პროცესში გაწეული

დახმარებისათვის.

იმ ადამიანებს, რომლებიც დამეხმარნენ რესპონდენტებთან დაკავშირებაში და

კვლევასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

რესპონდენტებს, რომლებიც ჩაერთვნენ კვლევაში და დამეხმარნენ სათანადო მასალების

მოპოვებაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სამეცნიერო ლიტერატურისა და სამუშაო სივრცის

ხელმისაწვდომობისთვის.

Page 5: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

IV

სარჩევი

1. შესავალი ....................................................................................................................................................1

2.ლიტერატურის მიმოხილვა ........................................................................................................................4

3.მეთოდოლოგია .......................................................................................................................................... 11

4.კვლევის მიზანი და საკვლევი კითხვები .............................................................................................. 14

5.შედეგები ..................................................................................................................................................... 15

5.1 გამოკითხული ახალგარზდული მემარცხენე ჯგუფები და მათი საქმიანობა......................... 16

5.2 რელიგიური საკითხების როლი თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე

ჯგუფების საქმიანობაში .......................................................................................................................... 18

5.3 საქართველოში არსებული რელიგიური სიტუაციის შეფასება გამოკითხული ჯგუფების

მიერ ............................................................................................................................................................. 21

5.4 რესპონდენტების დამოკიდებულება ადამიანების რელიგიურობისადმი .............................. 28

5.5 გამოკითხული ჯგგუფების პოზიცია რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებთან ............. 31

5.6 რესპონდენტების დამოკიდებულება ქრისტიანობასთან............................................................ 35

5.7 რესპონდენტების ინდივიდუალური დამოკიდებულებები რელიგიის მიმართ ................... 37

6. დასკვნა ....................................................................................................................................................... 39

7. ბიბლიოგრაფია ......................................................................................................................................... 40

Page 6: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

1

1. შესავალი

დღევანდელ ქართულ ინტერნეტ სივრცესა და საპროტესტო ტალღებზე დაკვირვების

საშუალებით აშკარა ხდება იმ ახალგაზრდების მზარდი აქტიურობა, რომლებიც

საუბრობენ მემარცხენე დისკურსიდან და არიან გაერთიანებულნი სხვადასხვა

პროფილიან ჯგუფებად.

ეს ჯგუფები ძირითადად საუბრობენ არსებული შრომითი პირობების, საქართველოს

კანონმდებლობაში არსებული პრობლემატიკის, რელიგიური თუ სექსუალური

უმცირესობების, ასევე ეკოლოგიური პრობლემების შესახებ და მონაწილეობენ ან

ორგანიზებას უკეთებენ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ საკითხებს

ეხება. მოცემულ ნაშრომში აქცენტი სწორედ ამ ჯგუფებზე და მათ იმ პოზიციებზე იქნება

დასმული, რომელიც რელიგიას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

რელიგიის სოციოლოგის თეორეტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ რელიგიის შესწავლა

აუცილებელია არა მხოლოდ რელიგიურ ინსტიტუტებში, არამედ მათ გარეთაც. იმის

მიუხედავად, რომ ამ ინსტიტუტებს ძლიერი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე,

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ „რელიგიური ცხოვრების დიდი ნაწილი

ინსტიტუციური ადგილების გარეთა მიმდინარეობს“1. როგორც ბერგერი იხსენებს ჯერ

კიდევ 1967 წელს წერდა თომას ლუკმანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია

სოციოლოგიისთვის, რომ ყურადღება მიექცეს რელიგიის ფენომენს, რომელიც

„ინსტიტუციურად გაფანტულია“.2 მოცემულ ნაშრომშიც რელიგიაზე საუბარი იქნება არა

მისი უშუალო ინსტიტუციის ფარგლებში, არამედ მის გარეთ, ახალგაზრდულ მემარცხენე

ჯგუფებში, რომელთა რელიგიურობის შესახებაც მოსალოდნელია, რომ საზოგადოებაში

არსებობდეს სხვადასხვა სტერეოტიპული წარმოდგენები.

1 Peter L. Berger, Foreword, Everyday Religion Observing Modern Religious Lives, Nancy T. Ammerman, Oxford University press, 2007:V 2 Peter L. Berger, Foreword, Everyday Religion Observing Modern Religious Lives, Nancy T .Ammerman, Oxford University press, 2007:V

Page 7: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

2

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უახლოეს წლებში

ამოქმედებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების შესახებ ინფორმაციის მოპოვება

ვერ მოხერხდა, გარდა ერთისა (ახალგაზრდა სოციალისტები), რომელიც, როგორც

ცნობილია3 ჩამოყალიბდა 1996 წელს, როგორც ერთ-ერთი პარტიის ახალგაზრდული

ფრთა, შემდეგში კი გამოეყო მას და დღემდე ფუნქციონირებს. რაც შეეხება საქართველოს

უფრო შორეულ წარსულსა და დამოუკიდებლობის მოპოვებამდე არსებული მემარცხენე

გამოცდილების შესახებ არსებულ ინფრომაციას, აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან

დაკავშირებული მასალები დღეს არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების

ინტერესის საგანიცაა და ისინი თავიანთ ბლოგებზე, საიტებსა თუ ოფიციალურ

გვერდებზე წერენ კიდევაც ამის შესახებ, ერთ-ერთმა ასეთმა ჯგუფმა (თბილისის

ფაბიანური საზოგადოება) კი უკვე გამოსცა ქართული მემარცხენეობის ქრესტომათიის

პირველი ტომი და მიზნად ისახავს კიდევ ორი ტომის გამოცემას.

საინტერესოა, რომ 1996 წლიდან ინფორმაცია ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების

დაარსების/საქმიანობის შესახებ 2011 წლამდე, არ მოიძებნა. 2011 წელს დაარსდა

ახალგარზდული მემარცხენე ჯგუფი „ლაბორატორია 1918“, მომდევნო წლებში კი მსგავსი

ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდებოდა. მოძიებული ინფორმაციით 2016 წელს

ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების რაოდენობა, მხოლოდ თბილისში, ათს

გადაცილებულია. 4

წარდგენილი კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა თბილისში არსებული

ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების დამოკიდებულება რელიგიისა და

საქართველოში მიმდინარე რელიგიური პროცესების მიმართ. ცხადია, რომ როდესაც

ლაპარაკია მემარცხენე იდეოლოგიაზე არსებობს გარკვეული მოლოდინები რელიგიურ

საკითხებთან ამ იდეოლოგიის მატარებლების დამოკიდებულებების შესახებ, მაგრამ იმის

გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მემარცხენე

აქტივიზმი ჯერ კიდევ ახალი და მრავალწლიანი გამოცდილების არმქონეა, ეს თემა

3 http://www.ysg.ge/?48/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/

(უკანასკნელი ნახვა: 25.06.2016) 4 ინფორმაცია მოპოვებულია ინტერნეტ მოკვლევისა და ინტერვიუების საფუძველზე

Page 8: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

3

საინტერესო იქნება როგორც რელიგიის სოციოლოგიით, ასევე, ზოგადად თანამედროვე

მემარცხენე დისკურსის ანალიზით დაინტერესებული ადამიანებისთვის მით უფრო, თუ

გავითვალისწინებთ ქვემოთ წარმოდგენილ რამდენიმე გარემოებას.

პირველ რიგში სახეზეა პოსტ-საბჭოთა საქართველო, რომლის მოსახლეობის გარკვეულ

ნაწილს მემარცხენეობის შესახებ საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბებული წარმოდგენები

აქვს და მეორე მხრივ ის ახალგაზრდები, რომლებიც გაიზარდნენ დამოუკიდებელ

საქართველოში, დაინტერესებულნი არიან მემარცხენე იდეოლოგიით, ეცნობიან მის

ძირითად ავტორებს, ერთიანდებიან ჯგუფებად და მუშაობენ სხვადასხვა სოციალურ

პრობლემაზე ზოგადი, გლობალური მემარცხენე პოზიციიდან. ეს ყველაფერი კი ხდება

ისე, რომ მათ უწევთ იმ ადგილობრივი ვითარების გათვალისწინება სადაც შეიძლება

მოვიაზროთ როგორც მემარცხენეობის შესახებ თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში

ისტორიულად ჩამოყალიბებული მიმართებები, ასევე თანამედროვე სოციალური,

პოლიტიკური და რელიგიური გარემო.

გასათვალისწინებელია საქართველოში არსებული ის მდგომარეობაც, რომელიც აღწერს

მისი მოსახლეობის დამოკიდებულებებს რელიგიის მიმართ. 2015 წლის მონაცემებით

საქართველოს მოსახლეობის 82% თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, 12%

ისლამის აღმსარებელია, 4% სომხური სამოციქულო ეკლესიის, 1% რომელიმე სხვა

რელიგიის/დენომინაციის, 1% კი საერთოდ არც ერთ რელიგიასა თუ დენომინაციას არ

მიაკუთვნებს თავს.5 ამასთან, მოსახლეობის 41% და 49% რელიგიას ყოველდღიურ

ცხოვრებაში ძალიან და საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს.6 ამ შემთხვევაში

მნიშნელოვანია ახალგაზრდების რელიგიურობის მაჩვენებელი, რომელიც შემდეგია: იმ

ადამიანებიდან, რომლებისთვისაც რელიგია ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან

მნიშვნელოვანია 37% ახალგაზრდებზე (18-33წწ.) მოდის, ყველაზე დაბალი, 26 % კი 56

წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ხოლო იმ ადამიანებიდან ვინც რელიგიას მათ

ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნნევს 31% ახალგაზრდების

ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. ეს მონაცემები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ

5 http://caucasusbarometer.org/en/cb2015ge/RELGION/ უკანასკნელი ნახვა 18.06.2016 6 http://caucasusbarometer.org/en/cb2015ge/RELIMP/ უკანასკნელი ნახვა 18.06.2016

Page 9: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

4

საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის და ამ შემთხვევაში ახალგაზრდებისთვის

რელიგია მნიშვნელოვანი საკითხია და ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესო ხდება იმ

ადამიანების დამოკიდებულება რელიგიური საკითხების მიმართ, ვინც მემარცხენე

იდეოლოგიას ამგვარ რელიგიურ გარემოში ატარებს.

ნაშრომში განვითარებულია აზრი, რომ ზემოთ აღწერილი მდგომარეობა: ისტორია,

კულტურა, სოციალური და პოლიტიკური რეალობა ფორმას აძლევს და თავისებურად

„თარგმნის“ იდეებს, ამ შემთხვევაში კი საუბარი იქნება მემარცხენეობის იდეაზე

რელიგიის შესახებ და მის თანამედროვე ქართულ მოდელზე, როგორც ის დანახული,

„თარგმნილი“ ან/და განხორციელებულია თბილისში არსებული ახალგაზრდული

მემარცხენე ჯგუფების მიერ. აქვე განიხილება თუ როგორ პოზიციონირდებიან და რა

პლასტებად ერთიანდებიან ეს ჯგუფები და როგორ აფასებენ თავად ისინი ამ პროცესებს.

2.ლიტერატურის მიმოხილვა

მოცემული ნაშრომის ფარგლებში უნდა შემოწმებულიყო შეიძლება თუ არა

ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების დამოკიდებულებებს რელიგიურ საკითხებთან

დაკავშირებით ეწოდოს მემარცხენე იდეოლოგიის „თარგმანი“ და თუ კი როგორ ხდება

გლობალური იდეის „თარგმნა“ ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, რომელია ის

პლასტები/შრეები, რომლებშიც ერთიანდებიან ეს ჯგუფები, ასევე, თუ როგორ

პოზიციონირდებიან რელიგიურ საკითხებთან მიმართებაში ისინი და რას აქვს ამ

პოზიციაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა.

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების ანალიზისათვის გამოიყენება რამდენიმე ავტორის

იდეებისგან შექმნილი სქემა. იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რამდენად შეიძლება

ეწოდოს თანამედროვე საქართველოში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე

ჯგუფების პოზიციებს მემარცხენეობის იდეის თარგმანი, გამოიყენება ჰომი ბაბას თეორია

კულტურული თარგმნის შესახებ. არჯუნ აპადურაის თეორიაზე ყურადღება

გამახვილდება იმის ასახსნელად თუ რამდენად შეგვიძლია განვიხილოთ ისინი

Page 10: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

5

იდეოსკეიპის ნაწილად. ირვინგ გოფმანის ნაშრომის „თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ

ცხოვრებაში“ მეშვეობით კი განიხილება ის, თუ საკუთარი თავის წარმოჩენისა და

პოზიციონირების რა მექანიზმები არსებობს გამოკითხულ ჯგუფებში.

იმისათვის, რომ თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების

მემარცხენე იდეოლოგიისადმი მიკუთვნებულობა აღიწეროს საინტერესო იქნება ამ

ჯგუფების იდეოსკეიპების ჭრილში განხილვა. ამიტომაც განიხილება არჯუნ აპადურაის

ის ნაშრომი, სადაც ის ფოკუსირდება თანამედროვე გლობალურ ტენდენციებზე.

სტატიაში “განცალკევება და განსხვავებები გლობალურ კულტურულ ეკონომიკაში“

აპადურაი თანამედროვე გლობალური ინტერაქციების ცენტრალურ პრობლემად

ასახელებს დაძაბულობას ჰომოგენიზაციასა და ჰეტეროგენიზაციას შორის.

ჰომოგენიზაციის პრობლემა მისთვის მხოლოდ ამერიკანიზაციამდე არ მიდის და ამბობს,

რომ იგივე მდგომარეობა აქვთ კორეელებს იაპონიზაციასთან, ან სომხებს

რუსეთიფიკაციასთან მიმართებაში. გარდა ამისა, მისი აზრით, ჰომოგენიზაციის

პრობლემა სახელმწიფოს საკუთარ უმცირესობებთან მიმართებაშიც შეიძლება ჰქოდეს.

აპადურაის თქმით გლობალური კულტურული ეკონომიკა გაგებული უნდა იყოს

როგორც კომპლლექსური, განცალკევებული წესრიგი, რომელიც აღარ უნდა

ასოცირდებოდეს ცენტ-პერიფერულ მოდელთან.7 მისი მტკიცებით, გლობალური

მარკეტის კომპლექსურობა გადაჯაჭვულია ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის

განცალკევებასთან, რომლის თეორეტიზაციასაც ის ხუთი კონცეპტუალური სივრცის,

გლობალური კულტურის ხუთი „სკეიპის“ მეშვეობით ცდილობს. ეს სკეიპებია:

ეთნოსკეიპი, მედიასკეიპი, ტექნოსკეიპი, ფინანსური სკეიპი და იდეოსკეიპი. სუფიქსის

„სკეიპი“ გამოყენებით მას სურს აჩვენოს, რომ ისინი ობიექტური მოცემულობები კი არა

არამედ სხვადსხვა პერსპექტივაში მოცემული კონსტრუქტებია.

აპადურაის თქმით ეს სკეიპები გამოხატავენ ადამიანების მიერ მათი რეალობის აღქმის

ისტორიულ წესს. ის თვლის, რომ თანამედროვე მსოფლიოში ბევრი ადამიანი

7 Arjun Appadurai, Disjuncture and Difference in the Global Cultural Economy, The cultural Studies Reader, Simon During,Routledge,2007:217

Page 11: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

6

ანდერსონისეულ „წარმოდგენილ კომუნაში8“ კი არა „წარმოდგენილ სამყაროში“

ცხოვრობს. წარმოდგენილი სამყარო აპადურაისთვის არის სამყაროების მრავალგვარობა,

რომლებიც ადამიანების ან ჯგუფების ისტორიულად ჩამოყალიბებულ წარმოდგენების

მეშვეობით ჩამოყალიბდა. 9

ეთნოსკეიპი ასახავს ადამიანების მიგრაციას კულტურებისა და საზღვრების მიღმა, ეს

მიმართება კი მსოფლიოს არა სტატიკურად, არამედ მოძრავად და ფლუიდურად

წარმოიდგენს. ტექნოსკეიპის აღწერისას აპადურაი ტექნოლოგიების მზარდ გავრცელებას

უსვამს ხაზს და კულტურების ინტერაქციების უპრეცედენტო სისწრაფეზე საუბრობს.

მედიასკეიპი შეიძლება გაგებული იქნას როგორც ის მედია საშუალებები, რომელიც

„წარმოსხვითი სამყაროს“ ფორმირებას ახდენენ, სადაც მონათხრობები და

გამოსახულებები წარმოადგენენ რეალობის იმ ნაწილებს, რომლებიც აყალიბებენ

აღქმებსა და ფანტაზიებს. ფინანსური სკეიპი იმ ეკონომიკური რესურსის აღმწერელია,

რომელიც, აპადურაის აზრით, ახლა ყველაზე უფრო ამოუცნობ და რთულ სკეიპს ქმნის.

რაც შეეხება იდეოსკეიპებს, ისინი ფოკუსირდებიან მთავრობებისა და მათი

მოწინააღმდეგეების იდეოლოგიებზე, რომლებიც ძალიანაა დამოკიდებული

დამკვირვებლის კონტექსტზე. იდეოსკეიპები დამოკიდებულები არიან კულტურების

ჩვეულებებზე იმიტომ, რომ მათ ამ კულტურებში მნიშვნელობის მოპოვების სურვილი

აქვთ. აპადურაის ამ განსაზღვრების შემდეგ იდეოსკეიპის ცნება გამოიყენება იმის

აღსაწერად, თუ როგორ ახერხებს საერთაშორისო იდეოლოგიების ნაკადი ინდივიდების

შთაგონებას. ანუ, ეს ცნება უკვე გამოიყენება, როგორც გავრცელებული იდეების

ტრანსნაციონალური ნაკადების გაანალიზების საშუალება. 10

აპადურაის აზრით საქმე გვაქვს ამ სკეიპების მზარდ განცალკევების ტენდენციასთან. ამ

ფენომენის ერთ-ერთი მაჩვენებელი კი ისაა, რომ ის კულტურული ჯგუფები, რომლებიც

8 კომუნების ისეთი ტიპი, რომლებიც არაა დაფუძვნებული ყოველდღიურ პირად ურთიერთობებზე, სადაც

ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში მხოლოდ საერთო კომუნის შესახებ წარმოდგენაში არსებობენ.

Benedict Anderson, Imagined Communities, The cultural Studies Reader, Simon During,Routledge,2007:256-257 9 Arjun Appadurai, Disjuncture and Difference in the Global Cultural Economy, The cultural Studies Reader, Simon During,Routledge,2007:218 10 Airin D. Martinez, Ideoscapes, The Wiley-Blackwell Encyclopedia of Globalization,Edited by George Ritzer,Blackwerll Publishing, 2012

Page 12: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

7

საკუთარი ტერიტორიისგან მოშორებით ცხოვრობენ იძენენ ახალ სიტუაციებთან

ადაპტაციის უნარს და ერთი მხრივ ცდილობენ, რომ ღია იყვნენ გლობალურ

პროცესებთან მიმართებაში და ამავე დროს სურვილი აქვთ შეინარჩუნონ კულტურული

იდენტობა. აქ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს წარმოდგენილი ერთობების

მიერ პოლიტიკური დისკურსების ახლებურ ფორმაციას, სწორედ ამიტომ განიხილება

აღნიშნული თეორიის მიხედვით თბილისში არსებული მემარცხენე იდეოლოგიის

მატარებელი ახალგაზრდული ჯგუფები და მათი საქმიანობა. შედეგების ანალიზისას

ვნახავთ, თუ რამდენად შეიძლება ამ ჯგუფებს ეწოდოთ იდეოსკეიპში გაერთიანებულები

და როგორ არიან წარმოდგენილები ისინი სხვა დასახელებულ სკეიპებში.

როგორც ზემოთ აღინიშნა ის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მემარცხენე იდეოლოგიის

თარგმნად და როგორია თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების

კულტურასთან ადაპტურობა განხილული იქნება ჰომი ბაბასეული კულტურული

თარგმნის ცნების საშუალებით.

ნაშრომში „კულტურის მდებარეობა“ ბაბა კულტურულ თარგმნას ინდოეთში

დაბადებული ბრიტანელი ნოველისტის სალმან რაშდის ნოველის განხილვით ცდილობს.

მას აინტერესებს ის დისკურსი სადაც ინდოეთიდან დასავლურ კულტურაში გადასული

მიგრანტი ხვდება და მსჯელობს იმ ორ ძირითად შესაძლებლობაზე, რაც ამ შემთხვევაში

იკვეთება. პირველ შემთხვევაში მიგრანტი ახალ კულტურაში მოხვედრისას უცვლელი

რჩება, მეორე შემთხვევაში კი ის ადაპტირდება ახალ კულტურასთან. ანუ, ბაბას

ძირითადი კითხვა ეხება იმ ფუნდამენტურ დილემას, რომლის წინაშეც მიგრანტი

ოჯახების მეორე და მესამე თაობა დგას: მაგალითად, რომელი ენა უნდა გამოიყენონ მათ

შინ საუბისას და ა.შ. ამ მეთოდით ცდილობდა ბაბა პოსტკოლონიალური მიგრაციის

კულტურული პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობას.

ბაბასთან თარგმნა დანახულია, როგორც კულტურულ ჯგუფებს შორის კომუნიკაციის

ზოგადი აქტივობა11, ესაა დისკურსების რიგი, რომლებიც ჰიბრიდული ხდება

კულტურული საზღვრების გადაკვეთისას. თარგმნის დროს ფოკუსი შედეგის ნაცვლად

11 Anthony Pym, Exploring Translation Theories, 2014: 139

Page 13: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

8

პროცესზეა დამოკიდებული და არ არსებობს არც საწყისი და არც საბოლოო ტექსტი, ანუ,

ეს პარადიგმა საშუალებას იძლევა, რომ ვიფიქროთ მსოფლიოს გლობალიზაციაზე, სადაც

საწყისი და სამიზნე წერტილები არც სტაბილურია და არც უცვლელი.

ბაბასთვის, კულტურული თარგმნის მთავარი მიზეზი ხალხის მოძრაობა უფროა, ვიდრე

ტექსტების(ობიექტების). მნიშნლოვანია, რომ ის თარგმნის ცნებას გამოიყენებს არა

მხოლოდ მიგრაციით ჩამოყალიბებულ ჯგუფებთან, არამედ სხვადასხვა

უმცირესობებთან მიმართებაშიც, განიხილავს მათი წარმომადგენლების ნაშრომებს და

ამბობს, რომ სადაც საზღვრები იკვეთება, იქ დიდი შანსია, რომ რომ კულტურული

თარგმანი წარმოიშვას.

ცნება, რომელიც ჰომი ბაბამ კულტურული თარგმნის მანამდე არსებული თეორიიდან

აიღო არათარგმნადობაა. ეს ცნება მას სჭირდება იმის საჩვენებლად, რომ რაც თარგმნადი

არაა ის სინამდვილეში კულტურაში სრული ინტეგრაციის წინააღმდეგობაა მაგრამ

ამავდროულად ესაა მიგრანტის სურვილი გადარჩეს და შეინარჩუნოს იდენტობის რაღაც

ნაწილი მაინც.

ბაბა კულტურულ თარგმნაზე მსჯელობას ლიტერატურულ ტექსტებთან მიმართებაში

იწყებს და შემდეგ ეს გლობალიზაციის პირობებში კულტურის ანალიზით სრულდება.

საბოლოო ჯამში ავტორი კულტურული თარგმნის შემდეგ განმარტებამდე

მიდის:“[კულტურული თარგმნა] დესაკლარიზებას უკეთებს დაშვებას კულტურის

უზენაესობის შესახებ და ითხოვს კონტექსტის სპეციფიკურობის გათვალისწინებას,

ისტორიულ განსხვავებებს უმცირესობების პოზიციებს შორის.12 ანუ, აქ აქცენტი

დასმულია ახალ კულტურასთან ურთიერთობის პროცესში მასთან ადაპტურობის

აუცილებლობლობაზე.

ბაბას მიერ ჩამოყალიბებული ეს ცნება წარმოდგენილ ნაშრომში საინტერესო იქნება,

რადგან შესაძლებლობას შექმნის ვიმსჯელოთ თბილისში არსებული ახალგაზრდულ

მემარცხენე ჯგუფების ზოგადი მემარცხენე იდეებისა და არსებული პოზიციების შესახებ

12 Homi K. Bhabha, The Location of Culture, 1994/2004: 327;

Page 14: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

9

საქართველოს ისტორიულ, პოლიტიკური და კულტურული კონტექსტის

გათვალისწინებით.

ნაშრომში ყურადღება გამახვილებული იქნება იმაზეც, თუ როგორ პოზიციონირდებიან

თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები რელიგიასთან

მიმართებაში, ამ თემასთან დაკავშირებით კი საინტერესო იქნება ირვინ გოფმანის

ნაშრომის „თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში“ გახსენება, სადაც ავტორი

აღწერს დრამატურგიულ მიდგომას ყოველდღიურობისადმი და ასახელებს იმ

დრამატურგიულ პრინციპებს, რომლებსაც ადამიანები იყენებენ ერთმანეთთან

ურთიერთობის პროცესში.

გოფმანის მიხედვით ყველა ადამიანი მსახიობია და მათ ყოველდღიურად უწევთ

სცენაზე, აუდიტორიის წინ თამაში. ის როლები, რომლებსაც ადამიანები ასრულებენ

განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავნიც არიან.

მნიშვნელოვანია, რომ ავტორი რომელიმე ჯგუფთან მიკუთვნებულობასაც ადამიანის

კიდევ ერთ როლად წარმოიდგენდა რადგან ამ შემთხვევაში მას მოუწევს ისე მოქცევა,

როგორც არჩეული ჯგუფის წევრს მოეთხოვება მის მიერ შექმნილი წინა პლანის გამო.

გოფმანთან „შესრულება“, ანუ, პერფორმანსი, არის ინდივიდის ისეთი მოქმედება,

რომელიც მიმართულია სხვა ინდივიდზე ან ინდივიდებზე შთაბეჭდილების

მოსახდენად. მისი აზრით, ადამიანები სასურველი შთაბეჭდილების მოსახდენად

შესრულებით ფარავენ თავიანთ ნამდვილ სახეს და სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა

პერფორმანსის დადგმით ბევრ როლს, ნიღაბს იქმნიან. ეს ადამიანს აქცევს მსახიობად,

რომელიც ასრულებს სპექტაკლს და რომელსაც აფასებს აუდიტორია. ხოლო იმისათვის,

რომ ესა თუ ის შესრულება წარმატებული აღმოჩნდეს, საჭიროა, რომ შემსრულებელმა

შეიქმნას ის გარეგნული სახე, რომელიც იქნება გარკვეული სტერეოტიპული მოლოდინი,

რომელიც აუდიტორიას აქვს ამ შემსრულებლის მიმართ. ანუ, იმის გათვალისწინება, თუ

რას ითხოვს აუდიტორია შემსრულებლისგან ხდება წარმოდგენის წარმატების ერთ-ერთი

გარანტი. მოცემულ ნაშრომში კი ვნახავთ, თუ როგორ ასრულებენ თბილისში არსებული

ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების წევრები მათგან მოსალოდნელ როლებს და რა

მეთოდებს იყენებენ იმისათვის, რომ მათი შესრულება წარმატებული აღმოჩნდეს.

Page 15: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

10

კვლევისთვის საინტერესოა ისიც, რომ გოფმანი განიხილავს შემთხვევებს, როდესაც

შესრულებას არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდი, არამედ ინდივიდთა ჯგუფი

წარმოადგენს, ანუ, როდესაც საქმე გვაქვს გუნდურ შესრულებასთან. შესრულების

გუნდად გოფმანი მოიაზრებს ინდივიდების იმ შემადგენლობას, რომლებიც

თანამშრომლობენ კონკრეტული რუტინული სამუშაოს ფარგლებში.13 ამ ინდივიდებს

შესაძლებლობა აქვთ თავიანთი შეუსაბამო ქცევით ზიანი მიაყენონ ან სულაც ჩაშალონ

შესრულება, თუმცა , ამ რისკის მიუხედავად გუნდის წევრები იძულებულნი არიან

ერთმანეთს ენდონ და თითოეულს იმედი აქვს, რომ სხვები მოიქცევიან ისე, რომ გუნდის

წინა პლანი არ შეილახოს. ჯგუფების და მათი გუნდური შესრულების დეტალური

განხილვა კი საინტერესოა იმიტომ, რომ დრამატურგიული მიდგომის მეშვეობით

გაანალიზდეს წარმოდგენილი კვლევისთვის საინტერესო საკითხები.

გოფმანი განიხილავს იმასაც, თუ როგორ შეიძლება ჯგუფებმა თავიანთი წარმოდგენის

წარმატებაზე იზრუნონ. მისი თქმით, იმისათვის, რომ ჯგუფების შესრულება

წარმატებული იყოს და აუდიტორიაზე სასურველი გავლენა მოახდინონ, ისინი

ცდილობენ, რომ გარკვეული ინფორმაია კულისებში დარჩეს და მის წინა პლანზე

გასვლას მაქსიმალურად უფრთხიან. გოფმანი აღწერს ბნელ, სტრატეგიულ და შიდა

საიდუმლოებებს. ბნელი საიდუმლოებების გამჟღავნება ფაქტობრივად დამანგრეველია

გუნდისათვის, სტრატეგიული საიდუმლოებები ის ფატქებია, რომლებიც გუნდის

საქმიანობას ეხება და მათი წინა პლანზე გამოსვლა გუნდის წარმოდგენისთვის საშიში არ

არის, თუმცა საიდუმლოდ დარჩენა საქმიანობას უფრო ეფექტურს ხდის, ხოლო შინაგანი

საიდუმლოებები კი ყველაზე ნაკლები სიმწვავის მქონე საიდუმლოებებია. ეს ის

ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც გუნდის წევრების ამოცნობა ხდება შესაძლებელი.

ნაშრომში ყურადღება გამახვილებული იქნება თბილისში არსებულ ახალგაზრდულ

მემარცხენე ჯგუფებში არსებულ იმ სტრატეგიებზე, რომელთა საშუალებებითაც

ცდილობენ სასურველი წინა პლანის ფორმირებას და არასასურველი ინფორმაციის

კულისებში დატოვებას.

13 ირვინ გოფმანი, თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში, „დიოგენე“, თბილისი, 2007:102

Page 16: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

11

გუნდების მოქმედებების აღსაწერად მნიშვნელოვანი იქნება იმის შემოწმებაც თუ როგორ

იყენებენ ისინი გოფმანის მიერ აღწერილ ხასიათის მიღმა კომუნიკაციებს. ამ შემთხვევაში

ყურადღება გამახვილებული იქნება არდამსწრეთა განსჯასა და სცენურ საუბრებზე.

არდამსწრეთა განსჯა არის აუდიტორიის ან თანამშრომელი გუნდის დაცინვა

კულისებში, სცენური საუბრების დროს კი გუნდის წევრები კულისებში ღიად

განიხილავენ საკუთარ როლებს, წარმოდგენის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ასევე

რეაქციას, რომელიც ჰქონდა აუდიტორიას.

საბოლოო ჯამში, თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების

მოქმედებების გოფმანის ამ ნაშრომის ფონზე განხილვა საშუალებას იძლევა დადგინდეს

სპექტაკლზე თამაშის მათ მიერ შემუშავებული წესები, გამოვლინდეს ის შთაბეჭდილებები,

რომლის მოხდენასაც ცდილობენ აუდიტორიაზე და აღიწეროს ის სტრატეგიები,

რომელთა საშუალებითაც ცდილობენ ამ შთაბეჭდილებების მოხდენას.

3.მეთოდოლოგია

იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ანალიტიკური მსჯელობა თბილისში

არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფებისა და რელიგიის შესახებ, შეირჩა

კვლევის თვისებრივი მეთოდი.

კვლევის პირველი ეტაპი იყო იმ ჯგუფების შერჩევა, რომელთა წევრებთანაც

ჩატარდებოდა ინტერვიუები. ჯგუფების შერჩევა განხორციელდა ინტერნეტ მოკვლევისა

და მემარცხენე აქტივისტებთან კონსულტაციების საფუძველზე: შეირჩა ისეთი

ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც ატარებდნენ მემარცხენე იდეოლოგიას და

თავიანთ საქმიანობას ახორციელებდნენ ამ იდეებზე დაყრდნობით.

გამოკითხული ჯგუფების უმრავლესობა უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაშია

ჩამოყალიბებული, ხოლო ისეთი ჯგუფი, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ

ფუნქციონირებს, როგორც კვლევამ დაადგინა, მხოლოდ ერთია (ახალგაზრდა

სოციალისტები).

Page 17: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

12

კვლევის ფარგლებში ჩატარდა თვრამეტი სიღრმისეული ინტერვიუ (აქედან თხუთმეტი

პირადად, სამი კი ინტერნეტ სივრცეში). რესპონდენტებად შეირჩნენ თბილისში

არსებული იმ 8 ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფის წევრები, რომელთან დაკავშირება

და ინტერვიუებზე დათანხმებაც შესაძლებელი გახდა. ის ჯგუფები და მათი

წარმომადგენლები, ვისთან ინტერვიუც ვერ მოხერხდა, მთავარ მიზეზად ასახელებდნენ

დროის პრობლემას, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ არ ასახელებდა მიზეზს.

ჯგუფები, რომლებთანაც ინტერვიუები ჩაიწერა იყვნენ:

1. ქალთა მზერა

2. თვითორგანიზების ქსელი

3. თბილისის სოლიდარობის ქსელი

4. ახალგაზრდა სოციალისტები

5. ახალგაზრდა მწვანეები

6. თბილისის ფაბიანური საზოგადოება

7. მწვანე მუშტი

8. ანარქისტული ბიბლიოთეკა

9. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხერხდა ინტერვიუების ჩაწერა სხვა

ახალგაზრდულ მემარცხენე ჯგუფებთან, მათი წევრების ზოგადი

დამოკიდებულებებისა და განცხადებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება

მოხერხდა ინტერნეტ სივრცეში არსებული სხვადასხვა მასალის (დაკვირვება

სოციალურ ქსელებში მათ პირად პოსტებსა და კომენტარებზე) ანალიზისა და იმ

ადამიანებთან არაფორმალური საუბრებით, ვინც სისტემატიურად მონაწილეობენ

ამ ჯგუფების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობაში. ამ საკითხთან

დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანი იყო კვლევაში ჩართული მათი კოლეგების

აღქმები, შეფასებები და მოწოდებული ფაქტები.

გამოკითხული რესპონდენტებიდან 8 მდედრობითი, 10 კი მამრობითი სქესის

წარმომადგენელი იყო, აქედან ოთხს მიღებული ჰქონდა სრული უმაღლესი განათლება ,

Page 18: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

13

დანარჩენი თოთხმეტი კი ჯერ კიდევ სწავლობდა უმაღლესი განათლების რომელიმე

საფეხურზე.

თავდაპირველად, დაკავშირება ხდებოდა ჯგუფის ერთ წარმომადგენელთან, ისინი კი,

თავის მხრივ, ან თავად უთანხმდებოდნენ საკუთარი ჯგუფის წევრებს ინტერვიუზე, ან

რეკომენდაციას უწევდნენ ამა თუ იმ წევრს. რეკომენდაციების გაცემა შემდეგი წესით

ხდებოდა: ისინი იხსენებდნენ ადამიანებს, რომლებსაც უმუშავიათ რელიგიასთან

დაკავშირებულ საკითხებზე ან ჰქონდათ პირადი, მათი აზრით შესაბამისი და

საინტერესო გამოცდილება ამ სფეროში.

თითოეული ჯგუფიდან წარმოდგენილი იყო ერთი, ორი ან სამი რესპონდენტი. ყველა

ჯგუფში თანაბარი რაოდენობის რესპონდენტებთან დაკავშირება და კვლევაში ჩართვა,

სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მოხერხდა. ინტერვიუების ხანგრძლივობა, საშუალოდ,

ერთი საათი იყო. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში.

სიღრმისეული ინტერვიუების საშუალებით შესაძლებელი გახდა ამომწურავი პასუხების

მიღება კვლევის ყველა კითხვაზე. რესპონდენტები გულახდილად საუბრობდნენ ისეთ

საკითხებზეც, რომლის გამოაშკარავებასაც საჯაროდ, როგორც წესი, ამბობდნენ, რომ

ერიდებიან, ამის გამო შედეგების განხილვისას არ დასახელდება არც ერთი

რესპონდენტის სახელი და გვარი.

კვლევის მიმდინარეობისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილებაც, რომ ციტირებისას არ

დასახელდეს კონკრეტული ჯგუფი. ამის მიზეზი გახდა ის, რომ რესპონდენტები ხშირად

თავს იკავებდნენ ჯგუფის სახელით ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებისგან, ამ

გადაწყვეტილებამ კი შესაძლებელი გახადა დაფიქსირებულიყო რესპონდენტების

პირადი დამოკიდებულებები და შეფასებები, როგორც თავიანთი გუნდის წევრების, ასევე

ჯგუფის პოზიციის შესახებაც.

კვლევის ფარგლებში, გარდა სიღრმისეული ინტერვიუებისა, გაანალიზდა ინტერნეტ

სივრცეში არსებული ყველა ის მასალა, რომელიც გამოქვეყნებულია ახალგაზრდული

მემარცხენე ჯგუფების წევრების ან ცალკეული მემარცხენე ადამიანების მიერ და

რომელიც ეხება რელიგიას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

Page 19: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

14

კვლევისთვის საინტერესო აღმოჩნდა იმ ადამიანების მონაყოლიც, რომლებიც თავად არ

არიან არც ერთი ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფის წევრი, მაგრამ სისტემატიურად

უერთდებიან ამ ჯგუფებს სხვადასხვა აქტივობის (აქციები, კონფერენციები)

განხორციელებისას.

კვლევისას გამოყენებულმა როგორც კონტენტ, ასევე დისკურს ანალიზმა შესაძლებელი

გახადა საკვლევი კითხების შესახებ მსჯელობა რამდენიმე სხვადსხვა პერსპექტივიდან.

4.კვლევის მიზანი და საკვლევი კითხვები

კვლევის მიზანი იყო თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების იმ

დამოკიდებულებებისა და სამოქმედო გეგმების შესწავლა, რომელიც ეხება რელიგიას ან

არის საქართველოში მიმდინარე რელიგიურ პროცესების პასუხი, რეაქცია ან შეფასება.

კვლევისთვის მნიშვნელოვანი კითხვები იყო თუ:

1. როგორ აფასებენ თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები

თანამედროვე საქართველოში არსებულ რელიგიურ სიტუაციას?

2. როგორ ახასიათენენ თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები

საკუთარი ჯგუფის დამოკიდებულებას რელიგიისა და რელიგიური პროცესების მიმართ?

3. როგორ ახასიათენენ თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები სხვა

მემარცხენე ჯგუფების დამოკიდებულებას რელიგიისა და რელიგიური პროცესების

მიმართ?

4. რა კონტექსტში განიხილავენ თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე

ჯგუფები ადამიანების რელიგიურობას?

5. რა პირადი დამოკიდებულებები აქვთ თბილისში არსებულ ახალგაზრდული

მემარცხენე ჯგუფების წევრებს რელიგიისადმი?

აღნიშნულმა კვლევამ შესაძლებელი გახადა ინფორმაციის მიღება იმ საკითხებთან

დაკავშირებით, რომელიც განიხილება მოცემულ ნაშრომში.

Page 20: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

15

5.შედეგები

2016 წელი მემარცხენე ჯგუფებისა და რელიგიის შესწავლის კუთხით განსაკუთებით

საინტერესო აღმოჩნდა რადგან პირველი მაისი - მშრომელთა უფლებების დაცვის დღე და

მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაული ერთმანეთს დაემთხვა. მოხდა ისე, რომ

თუკი წინა წლებში ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები აქციებს უწევდნენ

ორგანიზებას და მშრომელთა უფლებების დაცვის დღეს ქუჩაში აღნიშნავდნენ, 2016 წელს

არც ქუჩაში გასულა აქციებისთვის არავინ და არც იმ დღის აღსანიშნავი არანაირი

ღონისძიება არ გამართულა. ის, რაც მემარცხენეებმა პირველ მაისს გააკეთეს იყო ვიდეო,

სადაც საუბარი იყო განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე და ასევე, ერთმა

ჯგუფმა გამოაქვეყნა მიმართვა, რომელიც ეხებოდა მშრომელთა უფლებების დაცვის

დღეს და რომელიც იწყებოდა შემდეგი წინადადებით: „ვულოცავთ მართლმადიდებელ

ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს...“14

როგორც აღმოჩნდა, ჯგუფის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა

სხვა ჯგუფებისთვის, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მართლმადიდებლებისთვის

აღდგომის მილოცვამ მათში დიდი გაკვირვება გამოიწვია, ხოლო ის ფაქტი, რომ პირველ

მაისს არ ჩატარებულა არანაირი ღონისძიება, რომელიც მშრომელთა უფლებებს

მიეძღვნებოდა გამოკითხული მემარცხენეების უმრავლეს ნაწილს პრობლემად არ

მიაჩნია. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით „აქციის გაკეთებაზე ორიენტირი არ არის

სწორი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დამუშავდა ამ პერიოდში მუშებთან

დაახლოების თვალსაზრისითაც, თეორიული მუშაობის თვალსაზრისითაც. ეს

მანიფესტაცია ტექნიკური მიზეზების გამო არ იყო.15“ ეს ტექნიკური მიზეზები მოიცავდა

დასვენების დღეების გამო მემარცხენე აქტივისტების მასიურ გადინებას დედაქალაქიდან

და ამასთან იმას, რომ პირველი მაისი უქმე დღე იყო და ცარიელ შენობებთან ჩხუბით

არაფერი შეიცვლებოდა: „როცა აქამდე ტარდებოდა პირველი მასის აქციები, იქ იყო

14 https://www.facebook.com/tbilisisolidarity/photos/a.433325146876098.1073741828.425705297638083/5156860186

40010/?type=3&theater (უკანასკნელი ნახვა: 25.06.2016) 15 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 21: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

16

გარვეული ობიექტები, რომლებზეც უნდა მიეტანათ იერიში და რადგანაც ეს იყო

დასვენების დღე, ცარიელ შენობებთან ჩხუბი გამოვიდოდა ამის გაკეთება“. მიუხედავად

ზემოთ დასახელებული არგუმენტებისა, ყველა რესპონდეტი აღნიშნავს იმასაც, რომ მათ

გაითვალისწინეს თუ რა მოსალოდნელი რეაქცია შეიძლება ჰქონოდა საზოგადოებას

აღდგომის დღესასწაულზე თუ ქუჩებში წითელ დროშებს ააფრიალებდნენ და

გადაწყვიტეს სიფრთხილე გამოეჩინათ. „საზოგადოება გამოსვლებს რელიგიური

გრძნობების შეურაცხყოფად ჩათვლიდა და ჩვენ ეს გააზრებული გვქონდა16“ - აღნიშნა

ერთ-ერთმა რესპონდენტმა, თუმცა, ზოგადი დამოკიდებულება პირველ მაისთან

დაკავშირებით იყო ის, რომ „მთელი გაზაფხული იყო პირველი მაისი17“.

რესპოდენტთა მეორე ნაწილი იაზრებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ არგუმენტს, მაგრამ

მაინც გამოთქვამენ სურვილს, რომ „რაღაცა მაინც უნდა გაკეთებულიყო18“. მათი თქმით,

ყველა ჯგუფი ერთმანეთს ელოდებოდა, რომ აქციის ან რაიმე ღონისძიების ორგანიზებას

გააკეთებდა და ზოგ შემთხვევაში გამბედაობის, ზოგ შემთხვევაში კი რესურსების

უქონლობის გამო, ვეღარაფერი გაკეთდა.

ეს შემთხვევა ერთი კონკრეტული დღის ამბავია, ქვემოთ კი განხილული იქნება

თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების ზოგადი

დამოკიდებულებები და სტრატეგიები რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით.

5.1 გამოკითხული ახალგარზდული მემარცხენე ჯგუფები და მათი საქმიანობა

დღეისათვის თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების ძირითადი

საქმიანობა ინდუსტრიული ზონების/მშრომელთა კერების ათვისება და იქ

წინააღმდეგობრივი მოძრაობების ჩამოყალიბება, გაფიცვების, საპროტესტო აქციებისა და

საჯარო ლექციების ორგანიზება, ტექსტების თარგმნა და სხვადასხვა საგანმანათლებლო

აქტივობის დაგეგმვაა. ახალგაზრდა მემარცხენეები აცხადებენ, რომ მათი მიზანი

საყოველთაო სიკეთის მიღწევაა და ამ მიზნის მისაღწევად მათი ჯგუფები, მიუხედავად

16 ინტერვიუ, თბილისი, 2016 17 ინტერვიუ, თბილისი, 2016 18 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 22: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

17

სხვადასხვა იდეოლოგიური განსხვავებისა, ხშირად ერთიანდებიან. „არის, რა თქმა უნდა,

იდეოლოგიური განსხვავებები, თუმცა, ამ ეტაპზე მდგომარეობა იმდენად მძიმეა,

იმდენად ახალია მემარცხენეობა, რომ ახლავე იმაზე გადახტომა, თუ იდეოლოგიურად

ვინ რომელ მიმდინარეობას მიეკუთვნება, ჯერ-ჯერობით ნაივური იქნება19“ განაცხადა

ერთ-ერთმა რესპონდენტმა. ჯგუფების თანამშრომლობას კიდევ უფრო იოლს ხდის ის

ფაქტიც, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი ადამიანი ერთდროულად რამდენიმე მემარცხენე

ჯგუფის წევრია.

ზოგადად მემარცხენეობაზე და მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელ ადამიანზე

საუბრისას რესპონდენტები გამოარჩევენ რამდენიმე ძირითად მახასიათებელს, რომლის

გაერთიანებაც შემდეგ ფორმულირებაში შეიძლება: „მემარცხენე არის ადამიანი

რომელსაც შეუძლია ჩაგვრების ისტორიულობის და მიზეზშედეგობრიობის დანახვა, არა

აქ და ახლა, არამედ გამომწვევი წინარე ფაქტორების აღმოჩენა20.“ ამასთან აუცილებლად

მოიაზრება ყოველგვარი ჩაგვრის და მისი გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ ბრძოლა.

რესპონდენტები აცხადებენ, რომ საქართველოში თანამედროვე მემარცხენე ჯგუფების

ჩამოყალიბება ძირითადად 2011 წელს შექმნილ მემარცხენე ჯგუფს „ლაბორატორია 1918“

უკავშირდება. მათი თქმით, დღეს საქართველოში არსებული ახალგაზრდული

მემარცხენე ჯგუფები სწორედ ამ ჯგუფის დაშლის შემდეგაა შექმნილი ხოლო ის ფაქტი,

რომ მემარცხენე აქტივიზმი დამოუკიდებელი საქართველოსთვის ახალი მოვლენაა,

რესპონდენტების თქმით, მრავალ პრობლემას იწვევს. მათი თქმით, ჯერ-ჯერობით

„ძალიან არაჩამოყალიბებული არის მემარცხენე დისკურსი და მემარცხენე

მოთხოვნები21“, რაც გამოიხატება იმაში, რომ არის ბევრი ისეთი საკითხი, რაზეც

მემარცხენე ძალები ან არ მუშაობენ, ან კიდევ არ გააჩნიათ ეფექტური სამოქმედო გეგმა.

ერთ-ერთი გამოკითხული ამის მიზეზად წინა გამოცდილების უქონლობას ასახელებს და

ამბობს, რომ: „შეიძლება თვითდეკლარირებული მემარცხენე ჯგუფები ადრეც

19 ინტერვიუ, თბილისი, 2016 20 ინტერვიუ, თბილისი, 2016 21 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 23: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

18

არსებობდნენ მაგრამ ხილვადობა 2009-2010 წლიდან არის, ჩვენ მანამდე არსებული

მემარცხენე გამოცდილება არ მიგვიღია“.

თითქმის ყველა გამოკითხულ ჯგუფში აღნიშნავენ, რომ დღეს საქართველოში

მემარცხენეობა ძალიან მარგინალიზებულია, რაც მათი საქმიანობისთვის დიდი

დაბრკოლებაა. „1921 წლის შემდეგ მანამდე რა მემარცხენე გამოცდილებაც არსებობდა

ჩვენს ქვეყანაში, დაახლოებით 34 წლიანი, საბჭოთა კავშირმა განდევნა ქართული

ინტელექტუალური სივრციდან, ის ჩვენ არ გვახსოვს და შესაბამისად სოციალიზმი

გვგონია ის, რაც კომუნისტებს, საბჭოთა კავშირს ჰქონდა22.“ რესპონდენტების თქმით,

ხშირია შემთხვევები, როდესაც მათი კომუნისტებთან ასოცირებება ხდება. ახალგაზრდა

მემარცხენეები წუხან იმის გამო, რომ ის იდეები და სიმბოლიკა, რითაც ისინი

მოქმედებენ, არასწორადაა გაგებული საზოგადოების მიერ და მათი საქმიანობის ერთ-

ერთ მიზნად სწორედ მემარცხენე ცნობიერების ამაღლებას ასახელებენ.

5.2 რელიგიური საკითხების როლი თბილისში არსებული ახალგაზრდული

მემარცხენე ჯგუფების საქმიანობაში

გამოკითხული რესპონდეტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათი ჯგუფის

საქმიანობაში რელიგია და რელიგიური საკითხები თითქმის არაა წარმოდგენილი. ამ

ჯგუფების დამოკიდებულებების პირველი სახასიათო ნიშანი არის ის, რომ მათი

უმრავლესობა აღნიშნულ საკითხთან მხოლოდ ირიბი გზით თუ მისულა და ამ

შემთხვევაშიც მათი პოზიცია ამ საკითხის თავიდან არიდება ყოფილა. ერთ-ერთი

რესპონდენტი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „მწყობრი პოლიტიკური პოზიცია

არ გვაქვს ამ საკითხთან (რელიგიასთან) მიმართებაში იმიტომ რო ძაან ბევრ რაღაცას

ვითვალისწინებთ: კონტექსტს, იმ სეგმენტს, რომელზეც გავდივართ და ესე ღიად არ

ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციებს.23“ მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს სხვა რესპონდენტებმაც

და ამასთან აღნიშნეს, რომ ეს ის სამწუხარო ფაქტია, რომელზეც მემარცხენე ძალებმა

აუცილებლად უნდა იმუშაონ და რომ მნიშვნელოვანია დაიწყოს რელიგიის ღია კრიტიკა.

22 ინტერვიუ, თბილისი, 2016 23 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 24: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

19

ანუ, ამ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ეს ჯგუფები ერთი მხრივ კულტურის ნაწილნი არიან

და ითვალისწინებენ ამას, მეორე მხრივ კი მემარცხენეობის გლობალური იდეის ფონზე

საკუთარ ქმედებებს თავადვე აკრიტიკებენ.

როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულ მემარცხენე ჯგუფების

უმრავლესობას უშუალო გადაკვეთა რელიგიასთან არ ჰქონია, მათი საქმიანობის დროს ეს

თემა მაინც იწევს ხოლმე ზედაპირზე. ამასთან დაკავშირებით რესპონდენტები იხსენებენ

შემდეგს:

„სამწუხაროდ, არ გვიმუშავია რელიგიურ საკითხებზე, მაგრამ როდესაც ვმუშაობთ

გენდერულ საკთხებზე, აქ უკვე ვიკვეთებით რელიგიასთან. როცა გენდერულ

საკითხებზე ვმუშაობდით, იქ ძალიან იჭრებოდა რელიგიის თემა, განსაკუთრებით

რეგიონებში და ხშირად ახალგაზრდები სწორედ ამ რელიგიური საკითხებით

აპელირებდნენ. ამ შემთხვევაში სულ ვცდილობთ მსგავს საკითხებს რამენაირად გვერდი

ავუაროთ, რადგან ძალიან სენსიტიური თემაა. რელიგიასთან დაკავშრებით გარკვეული

შიშები, მემარცხენე ჯგუფებში, ზოგადად, არსებობს.24“

თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ძალები კრიტიკულად აფასებენ და

ეხმიანებიან საქართველოში მიმდინარე რელიგიასთან დაკავშირებულ პროცესებს.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა მათ მიერ აღიქმება როგორც

მის მიერ ისტორიის მითვისება, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული აქტივობების

დროსა კი, როგორც გამოვლინდა, ძალიან ხშირად მომხდარა რელიგიურ საკითხებთან

მათი გადაკვეთა. „არ ყოფილა რელიგიასთან უშუალო გადაკვეთა მაგრამ შეხება მაინც

გვაქვს ხოლმე როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ვუწევთ ხოლმე

მონიტორინგს, ამ დროს ხშირად გვაქვს ხოლმე ძალიან კრიტიკული რეპორტები, რომ

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც არ ეკუთვნის მხოლოდ ქართულ

ეკლესიას. არის დაზიანებული, თუნდაც იმ მარტივი ოპერაციებით, რომ ვთქვათ

მეთერთმეტე - მეთორმეტე საუკუნეების ტაძარში გამოჭრილია კონდენციონერისთვის

კედელი, გამოჭრილია უნიკალური ჭედური სპილენძის კარები. .. ეს ყველაფერი

24 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 25: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

20

მიუღებლად მიგვაჩნია და ყოველგვარი პოლიტკორექტულობისა თუ

ფსევდოპოლიტკორექტულობის გარეშე ვაკრიტიკებთ, ვსაუბრობთ ამაზე, რომ უნდა

ერეოდეს სახელმწიფო ასეთ საკითხებში და აუცილებლად უნდა იცავდეს კულტურულ

მემკვიდრეობას.25“ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათ კრიტიკულ ანგარიშებზე რეაგირება

სახელწიფოს არც ერთხელ არ მოუხდენია, რაც ამ ჯგუფის მიერ გაგებულია, როგორც

სახელმწიფოს უმოქმედობა და სეკულარიზმის კრიზისი. აღსანიშნავია, რომ

სეკულარიზმს რესპონდენტების უმრავლესობა განიხილავს როგორც დადებით

მოვლენას, რადგან მათი აზრით საქართველო რომ სეკულარული სახელმწიფოს

პრინციპებს იცავდეს ის პრობლემები, რასაც ისინი ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ

რელიგიასთან მიმართებაში, ასე მწვავედ არ იარსებებდა.

როგორც ზემოთ მოყვანილ ციტატებში გამოჩნდა მემარცხენე ჯგუფები რელიგიურ

საკითხებს ეხებიან გენდერულ და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ

საკითხებზე მუშაობისას, თუმცა, რესპონდენტთა თქმით, ხშირია ის შემთხვევაც,

როდესაც რელიგიურ საკითხებთან გადაკვეთა ლგბტ თემებზე მუშაობისას, გარემოს

დაცვითი ღონისძიებებისა და სხვადასხვა საპროტესტო აქციის დროსაც ჰქონიათ:

„ტყიბულში იყო ძაან საინტერესო, როდესაც შახტის შენობა დაიკავეს მუშებმა ... ამდენი

ხანი იქაური მღვდელი არ გამოჩენილა არსად და როცა შენობა დაიკავეს და აყალმაყალი

იყო ცოტა და არეულობა, ამ დროს ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა .. დაურეკა

იქაურ მღვდელს. ... ამოვიდა შენობაში მღვდელი, არავის არ უთხოვია, არავინ

ყურადღებას არ აქცევდა, მარა ეუბნებოდა მუშებს, რომ კურთხევას გაძლევთ, რომ

გახვიდეთ შენობიდანო და რომ გამოვედით თითქმის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

მღვდელს და მუშებს შორის, ეს მუშები უყვიროდნენ რომ რა გიწერია სახარებაში, რატომ

ხარ კომპანიის მხარეს და ეს იყო საქართველოსთვის უპრეცედენტო მომენტი როცა

მუშები ღია პოლიტიკურად დაუპირისპირდნენ მღვდელს26“ - ყვება ერთ-ერთი

რესპონდენტი. აღსანიშნავია, რომ როდესაც საუბარი ეხება მსგავს პრეცედენტებს,

რესპონდენტები ძირითადად საუბრობენ ხალხის რეაქციებსა და ქმედებებზე და

25 ინტერვიუ, თბილისი, 2016 26 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 26: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

21

აღნიშნავენ, რომ თავად რელიგიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ძალიან

ფრთხილად ეკიდებიან.

რესპონდენტები აცნობიერებენ თავიანთ ჯგუფთან მიკუთვნებულობის მნიშვნელობას

და ჯგუფის სახელით ოფიციალური განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. ეს

შეიძება გავიგოთ როგორც მცდელობა, რომ არ შელახონ მათი ჯგუფის წინა პლანი მაგრამ

მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენე ჯგუფები საჯაროდ რელიგიის შესახებ საუბარს

ჯგუფის სახელით ერიდებიან, ხშირად საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ინდივიდუალურ

დონეზე. ჯგუფის სახელით ძირითადად კეთდება რეაქციული ხასიათის განცხადებები,

მაგალითად, ანტიდისკრიმინაციულ კანონთან, გენდერთან, და სექსუალური

უმცირესობების თემატიკასთან დაკავშირებით. ეს განცხადებები ვრცელდება ამ

ჯგუფების საიტებზე/ბლოგებზე ან კიდევ სოციალურ ქსელში მათ ოფიციალურ

გვერდებზე და ძირითადად ფოკუსირდება ფაქტების აღწერას, დაგმობასა და

სახელმწიფოსთვის შემუშავებულ რეკომენდაციებზე. რესპონდენტების თქმით,

განსხვავებაა ჯგუფის სახელით გავრცელებულ განცხადებებსა და იმ პირად პოსტებს

შორის, რომლებსაც მათი ჯგუფის წევრები აქვეყნებენ. თუ ჯგუფის სახელით მკვეთრი

განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ, ინდივიდუალურ დონეზე (პირად

პროფილებზე) ხშირად ხდება რელიგიისა და რელიგიური სიტუაციის არა მხოლოდ

კრიტიკა, არამედ ზოგ შემთხვევაში ქილიკიც კი.

5.3 საქართველოში არსებული რელიგიური სიტუაციის შეფასება გამოკითხული

ჯგუფების მიერ

თანამედროვე საქართველოში რელიგიური სიტუაციის შეფასებისას რესპონდენტები

ასახელებენ რამდენიმე ძირითად პრობლემას და შედარებით უჭირთ დადებით

მხარეებზე საუბარი. ძირითადი ხაზი, რაც ეკლესიას და მის გარშემო არსებულ

პრობლემატიკას ეხება შემდეგია: მემარცხენე ჯგუფები ეკლესიას27 განიხილავენ როგორც

ძალაუფლებისა და ჩაგვრის წყაროს.

27 მოიაზრება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია

Page 27: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

22

პირველი პრობლემა, რაც სახელდება არის ის სახელმწიფო დაფინანსება, რომელსაც არა

მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ სხვა რელიგიური

ინსტიტუტებიც იღებენ. აქცენტი ძირითადად კეთდება მართლმადიდებელ ეკლესიაზე

იმ მიზეზით, რომ ის საქართველოში დომინანტი ეკლესიაა და კრიტიკაც, ძირითადად

მას მიემართება.

სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება და მისთვის

პრივილეგიების მინიჭება არის ის, რაზეც აბსოლუტურად ყველა რესპონდენტი

საუბრობს. მათ აქვთ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ „...საპატრიარქო

პრივილეგირებულ ჯგუფადაა ქცეული და იღებს თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან

მაშინ, როდესაც მათი ბიზნესი არის სრულიად დაუბეგრავი28.“ ერთ-ერთი რესპონდენტი

აღნიშნავს, რომ „როდესაც მემარცხენე ხარ და ითხოვ ჯანდაცვის პროგრამას, ან

განათლების სფეროში მეტი ფულის დაბანდებას, სეკულარიზაციის მომხრე მაინც უნდა

იყო იმიტომ რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ეკლესია29.“ რამდენიმე

რესპონდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ საერთოდ შეუწყდეს რელიგიურ ინსტიტუტებს

სახელმწიფო დაფინანსება და ამასთან, საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი,

თუ რას დააფინანსებს თავისი გადასახადებიდან.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსების გარდა ახალგაზრდა მემარცხენეები

მიუღებლად ასახელებენ იმ ფაქტსაც, რომ „ძალიან ბევრი რელიგიური ჯგუფი თავად

წარმოადგენს ბიზნეს ერთეულს30“. „გამდიდრებისთვის და საკუთარი ქონების

გასამდიდრებლად იყენებენ ხოლმე [ეკლესიას] შიგნით დასაქმებული პირები და

თუნდაც მათთან დაახლოებული პირები. ... თუ ვინმე საპატრიარქოს გავლით

დაარეგისტრირებს ბიზნესს, მას შეღავათები აქვს ძალიან დიდი31“- ამბობს ერთ-ერთი

გამოკითხული მემარცხენე და აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის შეფასებები ისმის სხვა

რესპონდენტებისგანაც.

28 ინტერვიუ, თბილისი, 2016 29 ინტერვიუ, თბილისი, 2016 30 ინტერვიუ, თბილისი, 2016 31 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 28: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

23

თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანია

ყოველგვარი, მათ შორის რელიგიური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა. მათთვის ამ კუთხით

პრობლემატური აღმოჩნდა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ თემთან საქართველოს

დანარჩენი მოსახლეობის დამოკიდებულების საკითხი. მათი თქმით, ის ფაქტი, რომ

საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს მინარეთებს უნგრევენ, არ აძლევენ მეჩეთების

აშენების უფლებას და მეჩეთის კარზე ღორის თავს უკიდებენ არის სახელმწიფოს

არასწორი პოლიტიკის დამსახურება. მთავრობის მხრიდან მსგავს ფაქტებზე შესაბამისი

რეაგირების უქონლობა და ასევე ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ყოველგვარი

რეგულაციების გარეშე ასხვისებს მიწებს სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, ადგილობრივ

მოსახლეობაში იწვევს პროტესტს და ეს პროტესტი იზრდება ყველა იმ ადამიანისადმი

უარყოფით დამოკიდებულებაში, რომელიც განსხვავებული რელიგიის თუ ეროვნებისაა.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ახალგაზრდა მემარცხენეები საქართველოს

მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში ხედავენ (სხვა ეკლესიების კრიტიკა არც

ერთ შემთხვევაში არ ყოფილა, როგორც აცხადებენ, ინფორმაციის და მათი გავლენის

ნაკლებობის გამო) არის ერთი მხრივ სასულიერო პირების ჩართულობა პოლიტიკაში და

მეორე მხრივ, პოლიტიკოსების მიმართება ამ ეკლესიასთან:

„მართლმადიდებლურ ეკლესიაში რასაც ვხედავთ არის ის, რომ ძალიან ჰეგემონიას

ცდილობს. ცდილობს, რომ პოლიტიკა აკეთოს და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და

უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ ის მთავრობები, რომლებიც იცვლებიან და მოდიან

ცდილობენ .... მანიპულირება მოახდინონ ამ ინსტიტუციით, რომელსაც აქვს

ისტორიულად მასების მომხრობის და მართვის უნარი32.“ როგორც ამ შემთხვევაში, ისე

დანარჩენ რესპონდენტებთანაც, პრობლემურია არა მხოლოდ ერთი - მხოლოდ

პოლიტიკური ან მხოლოდ რელიგიური მხარე, არამედ ორივე ერთად. რელიგიას და

პოლიტიკას ახალგაზრდა მემარცხენეები განიხილავენ, როგორც ერთმანეთის

ხელშემწყობ ორ ინსტიტუციად.

32 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 29: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

24

გამოკითხული რესპონდენტებში არ შეინიშნა უმუშევრობისა და სიღარიბის

რელიგიურობასთან კავშირის ტენდენცია. ისინი ადამიანების რელიგიურობაზე

საუბრისას მსჯელობენ როგორც ეკონომიკურად სუსტ, ასევე ეკონომიკურად ძლიერ

კლასებზე და აღნიშნავენ, რომ ადამიანების რელიგიურობის ერთი მთავარი მიზეზი არ

არსებობს და ეს მიზეზები შემთხვევიდან შემთხვევამდე იცვლება.

რესპონდენტების შეფასებით ის ფაქტი, რომ ეკლესია ხშირად ერევა სხვადასხვა

პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებში, არის ხელისშემშლელი მოსახლეობისთვის

სიტუაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამის მაგალითად კი მოყავთ შემდეგი ტიპის

მაგალითები: „რელიგიური თემები ამბობენ ხოლმე, რომ არ ერევიან პოლიტიკაში მაგრამ

ნებისმიერი გაფიცვის დროს, იქნება ეს კაზრეთში თუ ჭიათურაში, რელიგიური პირები

გამოჩნდებიან ხოლმე და ძირითადად მხარს უჭერენ ხოლმე საწარმოს მფლობელებს და

ცდილობენ ამ პროტესტის გაუნებელყოფას, ვითომ კონსტრუქციულ ჩარჩოებში

გადატანას, რაც ნიშნავს ამ რადიკალური პროტესტის შერბილებას. ისინი ძირითადად

მუშაობენ ხოლმე ამ მემარცხენე პროტესტების შერბილებაზე და ძირითადად

აღმოჩნდებიან ხოლმე კაპიტალისტების მხარეს33.“

რესპონდენტები იხსენებენ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც მოსახლეობას პროტესტი

გამოუთქვამს ასეთი ფაქტების გამო და ამბობენ, რომ რაც ჩანს მუშებთან პირად

საუბრებში არის ის, რომ ისინი ბევრად უფრო პროგრესულები არიან, ვიდრე მათ ხატავს

მედია და სხვადასხვა კვლევები. პროგრესულობაში აქ მოიაზრება ის, რომ ისინი

კრიტიკულად არიან განწყობილნი ეკლესიის მიმართ და არ ერიდებიან საკუთარი აზრის

გამოხატვას. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით: „..მუშები იაზრებენ როგორც ეკლესიის

მიერ სხვა რელიგიების დევის პრობლემურობას, ისე ეკლესიის ეკონომიკური

საქმიანობის პრობლემურობას და არის ისეთი განწყობები, რომ მაგალითად,

გაფიცვებისას რას აკეთებს ეკლესია, რატომ არ ერთვება იქ სადაც ერი არის მძმე

მდგომარეობაში, თუმცა, ეს ჯერ საერთო პროტესტში არ გადასულა34.“

33 ინტერვიუ, თბილისი, 2016 34 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 30: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

25

იმის გამო, რომ მოსახლეობაში რაღაც დოზით მაინც არის ზემოთ აღნიშნული

განწყობები, მემაცხენე ძალების ერთ-ერთ მიზნად სახელდება ის, რომ ხელი შეუწყონ

მუშებს ადგილობრივი ეპარქიების მიმართ პროტესტის დაწყებაში. ხელის შეწყობა

შეიძლება იყოს პირადი საუბრები, შიშველი ფაქტების მიწოდებით. მაგალითად, როგორც

ერთ-ერთი გამოკითხული ამბობს: „ძალიან იოლია იმის გაგება, რომ ეკლესია, რომელიც

ფლობს რაღაცა წილს კაზინოსი, რაღაცას არაქრისტინულად აკეთებს35.“ ხალხის

ინფორმირება და მათში პროტესტის გაღვივება არის ის გზები, რომელთა მეშვეობითაც

ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფების აზრით ყველაზე კარგად მოგვარდება ყველა ის

პრობლემა, რომელიც რელიგიასთან არის დაკავშირებული, თუმცა, საკუთარი სამოქმედო

გეგმის დასახვა ყველას უჭირს. რამდენიმე ჯგუფში დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც,

როდესაც გამოხატეს სურვილი სხვა ჯგუფებთან ინტერვიუების დროს დასმულიყო

კითხვა, თუ მათი აზრით, როგორ უნდა პოზიციონირდნენ მემარცხენე ჯგუფები

რელიგიურ საკითხებთან მიმართებაში.

რაც შეეხება სიტუაციის შეცვლისა და პრობლემების გადაჭრის მოლოდინს, აქ ყველა

გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბრობს და ავითარებენ შემდეგი ტიპის მსჯელობას :

„ეკლესიას ძალიან ხშირად აღმოვაჩენთ ერთ ლოგინში ძალაუფლებასთან და ფულთან და

არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის. მანამ, სანამ სახელმწიფო არ დაინახავს, რომ

ხალხში არის პროტესტი ეკლესიის მსგავსი საქციელის მიმართ, მანამდე სახელმწიფო

მეგობრობას არ დაამთავრებს ეკლესიასთან36“. გამოკითხულთა ნაწილი მნიშვნელოვან

იმედებს ამყარებს რეგიონებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ამ

საკითხთან დაკავშირებით მათი ეს პოზიცია ძალიან ჰგავს მია ლოვჰოიმის იმ

მოსაზრებას, რომელიც ინტერნეტს ტრადიციული რელიგიის გამოწვევად მიიჩნევს. ამ

ავტორის ერთ-ერთ სტატიაში37 აღწერილი მოსაზრება, რომ „კიბერსკეიპი“ „რელიგიური

ავტორიტეტებისა და ტრადიციებზე დაფუძვნებულ თაყვანისცემის ფორმებისთვის

გამოწვევა იქნება და კომპიუტერზე დაფუძვნებული ინტერაქციები იმ სტერეოტიპებს

35 ინტერვიუ, თბილისი, 2016 36 ინტერვიუ, თბილისი, 2016 37 Mia Lovheim ,Virtually Boundless? : Youth Negotiating Tradition in Cyberscape, Everyday Religion , Nancy T.

Ammerman, Oxford University Press, 2007

Page 31: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

26

დაანგრეენ, რომელიც ტრადიციული, პირადი ურთიერთობებისთვის არის

დამახასიათებელი“38 გამოკითხული მემარცხენეების მიმართებასაც გამოხატავს. მათი

თქმით სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მოსახლეობის

დამოკიდებულებებს ნელ-ნელა აუცილებლად შეცვლის.

რაც შეეხება ეკლესიის სოციალურ პოლიტიკას მასზე საუბრისას რესპონდენტები აქცენტს

ძირითადად ფინანსური რესურის არამიზნობრივ ხარჯვასა და ადაიანის უფლებებზე

სვამენ. ისინი ხშირად იხსენებენ საპატრიარქოს დაარსებულ ბავშვთა სახლებსა, სკოლებსა

და მიუსაფართა თავშესაფრებს და ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს

მიერ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა დადებითად შეიძლება აღიქმებოდეს, ისიც

გასათვალისწინებელია, რომ ამ დაწესებულებებში საშინელი პირობებია და იმ

დაფინანსებით, რაც საპატრიარქოს არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებიდან,

არამედ ადგილობრივი თვითმმართველობებისგანაც აქვს, ბევრად უფრო მეტი და

ხარისხიანი სოციალური პროექტის გაკეთებაა შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში რელიგიურ სიტუაციაზე მსჯელობისას თუ

აქცენტი ძირითადად პრობლემებზე კეთდებოდა და ყველა რესპონდენტმა შეძლო

პრობლემატურ საკითხებზე საუბარი, ვითარება შეიცვალა როდესაც იმ დადებითი

ფაქტორების გახსენება მოუწიათ, რაც საქართველოში რელიგიურ სიტუაციასთან იყო

დაკავშირებული.

რესპონდენტები რელიგიებისა და რელიგიურობის დადებით მხარეებზე ძირითადად

ფუნქციონალისტური მიდგომის საშუალებით მსჯელობენ. ადამიანების

რელიგიურობაში დადებითი, გამოკითხულთა აზრით, არის ის, რომ ეს მათთვის

ფსიქოლოგიური დამშვიდების საშუალებაა. რესპონდენტთა აზრით, ადამიანებს

უადვილდებათ სირთულეების გადალახვა, როდესაც იციან, რომ ღმერთი მათ არ

მიატოვებთ, მაგრამ ამ ფაქტს ერთმნიშვნელოვნად დადებითად მაინც არ განიხილავენ და

ამბობენ, რომ ის ფაქტი, რომ ადამიანებმა ყველაფერი ღმერთს მიანდონ შეიძლება

38 Mia Lovheim, Virtually Boundless? : Youth Negotiating Tradition in Cyberscape, Everyday Religion , Nancy T.

Ammerman, Oxford University Press, 2007:87

Page 32: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

27

დაბრკოლებაც იყოს რადგან დიდ შანსი ჩნდება, რომ არ იბრძოლონ უკეთესი

ყოფისათვის. ერთ-ერთი რესპონდენტი ამ თემაზე საუბრისას იხსენებს შემდეგ ისტორიას:

„შობის ღამე იყო როცა ერთ-ერთმა მემარცხენემ თქვა ხო არ წავიდეთ შობის ღამესო

ეკლესიაშიო. ჯერ ხო ძაან გამიკვირდა მაგრამ მერე მიხვდი, რომ ჩვენც კი გვინდა, რომ

ცოტა ხანი მოვდუნდეთ და ჩვენც ამ ილოზურულ სიმშვიდეში ცოტა ხანი ვიყოთ და ჩვენც

ღმერთს მივანდოთ ყველაფერი და დავაკვირდეთ იქ როგორ ხდება39“. ანუ, როგორც

აღმოჩნდა, მიუხედავად ზემოთ აღნიშნული დაბრკოლების აღიარებისა, იმ მემარცხენე

ჯგუფებშიც კი ვლინდება რელიგიისგან ფსიქოლოგიური სიმშვიდის მიღების სურვილი,

რომლის წევრებიც არარელიგიურ ადამიანებად მიიჩნევიან. დაახლოებით ასეთ

შემთხვევებს ის ადამიანებიც იხსენებენ, რომლებიც ხშიტად ერთვებიან ახალგაზრდული

მემარცხენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციებში. ერთ-ერთი მათგანი ყვება: „ვიყავი

მაგათ აქციაზე, ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით გამართულზე, ხოდა ყვირილით ხო

დავიარეთ ლესელიძე, მერე ეკლესიასთან ყველას ჩაუწყდა ხმა, ჩუუ ეკლესიასთან

სირცხვილიაო, რომელიღაცა ლიდერმა იყვირა. ... ჩვენი მემარცხენეებით გაოცებული ვარ.

ეტყობა კულტურა მაინც იდეოლოგიაზე ფესვგადგმულია40.“ როგორც ჩანს ახალგაზრდა

მემარცხენეები ერთი მხრივ კრიტიკულად არიან განწყობილნი რელიგიური პრაქტიკების

მიმართ და მათზე ზოგადი მემარცხენე იდეოლოგიის გადმოსახედიდან საუბრობენ,

მეორე მხრივ კი მათში მაინც მოქმედებს კულტურული ელემენტი.

რელიგიის და ამ შემთხვევაში ეკლესიის წევრობის დადებით მხარეებზე საუბრისას

აღინიშნება ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც არიან რელიგიურები და არიან რომელიმე

ეკლესიის მრევლი, გამოკითხულთა აზრით, იქმნიან მნიშვნელოვან სოციალურ

კაპიტალს, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც მრევლი ეხმარება მის იმ წევრებს,

რომლებსაც სხვადასხვა სახის დახმარება სჭირდებათ. ლოცვებზე სიარული განიხილება

სოციალიზაციის კარგ საშუალებად იმ ადამიანებისთვისაც, რომელსაც შეიძლება

მრევლისგან არანაირი დახმარება არ სჭირდებოდეთ, მაგრამ ჰქონდეთ სურვილი

საზოგადოებაში მიღებულები იყვნენ.

39 ინტერვიუ, თბილისი, 2016 40 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 33: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

28

დადებით ფაქტორად სახელდება მართლმადიდებლური ეკლესიის ნარკოპოლიტიკაც.

რამდენიმე რესპონდენტის აზრით, იმ ქვეყანაში სადაც სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა

არაჰუმანურია, მართლმადიდებლური ეკლესიის ის დამოკიდებულება, რომ ის

ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს განიხილავს როგორც ინდივიდებს,

რომლებსაც დახმარება სჭირდებათ და არა დასჯა, არის სწორი და დასაფასებელი.

5.4 რესპონდენტების დამოკიდებულება ადამიანების რელიგიურობისადმი

ადამიანების რელიგიურობაზე საუბრისას აქცენტი ამ შემთხვევაშიც

მართლმადიდებლობაზე კეთდება და რესპონდენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ

საქართველოს მოსახლეობის რელიგიურობა (მართლმადიდებლობა) შორსაა იმისგან,

რასაც ისინი ნამდვილ მართლმადიდებლობად მიიჩნევენ. როგორც ჩანს ქართულ

კულტურაში ნათარგმნი მემარცხენეობის იდეა მართლმადიდებლობის ზოგად არსს,

სხვადასხვა მიზეზის გამო, მხარს უჭერს, მის თანამედროვეობაში წარმოდგენილ ფორმას

კი აკრიტიკებს.

გამოკითხული რესპონდენტების აზრით მათი საქმიანობისთვის ყველაზე პრობლემური

არის ის, რომ დღევანდელ საქართველოში ეკლესიას ოკუპირებული აქვს სამოქალაქო

საზოგადოების სივრცე, ეს კი სამოქალაქო აქტივიზმის ძლიერი დამაბრკოლებელი

ფაქტორია. ისინი აღნიშნავენ, რომ ქრისტიანობის ის ფორმა, რომელსაც ვხვდებით

თანამედროვე საქართველოში ძალიან შორსაა იქიდან, რაც, მათი აზრით, ქრისტიანობის

საფუძველია. „ყველა იმ უბედრურებაზე, რაც საქართველოს სჭირს, ყველა სოციალურ

ეკონომიკურ თუ კულტურულ პრობლემაზე მალამოს ადებს ქართული ეკლესია, რომ

ამაზე პროტესტი არ გამძაფრდეს41“ - მსგავს აზრს ავითარებს რესპონდენტების

უმრავლესობა.

გამოკითხულთა აზრი რელიგიურობასთან დაკავშირებით ორად იყოფა. ერთი მხარე

თვლის, რომ თუ ადამიანი მორწმუნეა, ის ძალიან ბევრი რამის ექსკლუზიას აკეთებს

რადგან მათი აზრით ქრისტიანობა „ჰეტერონორმატიული პატრიარქალური როლებით

41 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 34: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

29

დატვირთული კაცის რელიგიაა42“. „ქალების საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება, რომ

მეორე სქესი ხარ რელიგიაში და ამ დროს შენ გწამდეს მაგის43.“ - აღნიშნავს ერთ-ერთი

რესპონდენტი. სხვები ამბობენ, რომ მემარცხენეობა შეუთავსებელია რელიგიურობასთან

: „ვერ წარმომიდგენია, რომ მემარცხენე, როომელიც არ არის ჰომოფობი და სექსისტი იყოს

რელიგიური44.“ რესპონდენტთა ამ ნაწილის აზრით ეკლესიის განცხადებები და

დამოკიდებულებები ყოველთვის ანტიჰუმანურია, იქ მომსახურე პირები მხოლოდ

საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან და რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუცია არ არის

თავისთავად კარგი: „... ხშირად ყოფილა განცხადებები პატრიარქისა და სხვა სასულიერო

პირების მხრიდან, რომლებსაც უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით. არ მახსოვს, რომ

ეკლესიის გამონათქვამებისთვის ჩვენ მხარი დაგვეჭირა, იმიტომ, რომ მათი

დამოკიდებულებები ყოველთვის ანტიჰუმანური იყო და ადამიანის უფლებებს

ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ ძაან დიდი პროტესტი გვაქვს ხოლმე45“ - აღნიშნა ერთმა

რესპონდენტმა, მეორე რესპონდენტი კი შემდეგ სურვილს გამოთქვამს: „ეკლესია

შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო და ადამიანებს შეეძლოთ თვითორგანიზება თუნდაც

რელიგიური კუთხით46.“

გამოკითხულთა მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ რელიგიურობა ჩაგრული

ადამიანებისთვის იმედი, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ამასთან,

თითოეული ადამიანის პირადი თემაა, რის გამოც მასთან დაპირისპირება

არასამართლიანი და წამგებიანია. ერთი რესპონდენტის თქმით „რელიგიისადმი უნდა

გვქონდეს ორმხრივი დამოკიდებულება, რომ ეს არის გაუცხოების პროდუქტი და

ჩაგრული ადამიანების თავშესაფარი და ამავე დროს ის, რომ მას აქვს რევოლუციური

პოტენციალი. ჩვენი კონტესქსტის გათვალისწინებით ეს მეორე მომენტი იზღუდება და

ამის პერსპექტივას მინიმუმ 30 წელი ვერ ვხედავ47“, სხვა რესპონდენტის აზრით კი

„ქრისტიანობა დღეს საქართველოში ძაან დამახინჯებული ფორმით არის და ეს

42 ინტერვიუ, თბილისი, 2016 43 ინტერვიუ, თბილისი, 2016 44 ინტერვიუ, თბილისი, 2016 45 ინტერვიუ, თბილისი, 2016 46 ინტერვიუ, თბილისი, 2016 47 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 35: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

30

გამოწვეულია ქართული ეკლესიის მაღალი გავლენით, ძალაუფლებით და

ავტორიტეტით, მათ გასდით ყველაფერი, მითებს ქმნიან. ადამიანეს შეუძლიათ

შეუძლიან შექმნან საერთო სიკეთე, სოციალური სამართლიანობა სადაც ყველა ადამიანს,

განურჩევლად ნიშნებისა ექნება უფლება იცხოვროს ისეთად, როგორიც უნდა რომ იყოს,

ამას კი ხშირ შემთხვევაში რელიგია კრძალავს48“. ანუ, საბოლოო ჯამში, რესპონდენტების

ეს ნაწილი რელიგიურობასთან და ეკლესიასთან ბრძოლაში ვერ ხედავს პრობლემების

გადაჭრის გზას, თუმცა მნიშვნელოვნად მიაჩნია ეკლესიის კრიტიკა, რადგან, მათი

აზრით, ეკლესიის კრიტიკა ნიშვნავს, რომ აკრიტიკებ სახელმწიფოსა და კაპიტალიზმს.

გამოკითხულთა ეს ჯგუფი ძირითადად საუბრობს შემდეგი პოზიციიდან: „თუ

დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, რომ პატრიარქმა ეს თქვა, ეს იქნება სიმპტომებთან

ბრძოლა. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ გაღარიბებული მასები, განათლების

პრობლემა. ის მძიმე ფორმები, რომელსაც ქართული რელიგიურობა იძენს, არა იმდენად

რელიგიურობასთან არის დაკავშირებული, რამდენადაც ღარიბი და ჩაგრული ფენების

გარიყვასთან სოციალური ცხოვრებიდან, სადაც ერთადერთი თავშესაფარი არის ეკლესია

და ეკლესიური იდეოლოგია. მდიდარი ფენებისთვისაც ეს სოციალური ცხოვრების ერთი

ფორმაა49“, ანუ, ამ პოზიციის მატარებელი რესპონდენტებისთვის ყველა იმ პრობლემის

მოგვარების გზად, რომელიც რელიგიასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს,

სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და არა უშუალოდ რელიგიურ

ინსტიტუტებთან ბრძოლა წარმოადგენს, თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ ეკლესიის

მიმართ კრიტიკულობა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით მაინც

აუცილებელია და მათ ერთ-ერთ მიზანს სწორედ ეს საგანმანათლებლო საქმიანობა

წარმოადგენს. მემარცხენე იდეოლოგიის ქართული თარგმანის კონტექსტში ეს ძალიან

საინტერესოა, რადგან როგორც იკვეთება რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებულ

პრობლემებზე ამ ადამიანების სამოქმედო გეგმა მოსახლეობის განათლება, ცნობიერების

ამაღლებაა.

48 ინტერვიუ, თბილისი, 2016 49 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 36: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

31

5.5 გამოკითხული ჯგგუფების პოზიცია რელიგიასთან დაკავშირებულ

საკითხებთან

რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით გამოკითხული ახალგაზრდული ჯგუფების

პოზიცია თითქმის ერთგვაროვანია. ისინი ცდილობენ, რომ მათი ჯგუფის წინა პლანი

იყოს ისეთი, სადაც არ გამოჩნდება მათი ჯგუფის წევრების ზოგადი დამოკიდებულებები

რელიგიასთან დაკავშირებით და სადაც რელიგიურ საკითხებზე ისაუბრებენ იმ კუთხით,

რომ ეს გამაღიზიანებელი არ იყოს რელიგიური ადამიანებისთვის.

რესპონდენტების დიდი ნაწილი აქცენტს სწორედ იმაზე აკეთებს, რომ მათი მიზანი

რელიგიასთან ბრძოლა არაა, მაგრამ იხსენებენ იმასაც, რომ ყველა იმ მემარცხენეების

უმრავლესობა, რომელსაც იცნობენ, როგორც წესი, ძალიან ნეგატიურად არის

განწყობილი რელიგიური სუბიექტების მიმართ. მათი თქმით, ეს განწყობა იქმნება

სასულიერო პირების, როგორც მმართველების და მჩაგვრელების აღქმით და ამ აზრით

ისინი უპირისპირდებიან რესპონდენტთა მეორე ნაწილს, რომელთა მიმართებასაც ერთ-

ერთი რესპონდენტი აღწერს და აფასებს შემდეგნაირად: „[ისინი ფიქრობენ, რომ] ... თუ

სოციალისტი ხარ ეს ნიშნავს, რომ შენი ბიბლია გაქვს: უნდა იყო ათეისტი და მარქსის

უნდა მოგწონდეს ყველაფერი, ეს არის ხშირად გაუცნობიერებლობა50“ ანუ,

გამოკითხული ახალგარზდა მემარცხენეებისთვის არსებობს მემარცხენე იდეოლოგიის

ორი თარგმანი. პირველი თარგმანი რელიგიას განიხილავს როგორც მარქსისეულ ოპიუმს

და ჩაგვრის საშუალებას და პიროვნულ დონეზე მემარცხენისგან მისდამი აუცილებლად

ნეგადიტიურ დამოკიდებულებას მოითხოვს, მაგრამ უფლებას აძლევს მათ ეს

დამოკიდებულება არ გამოიტანონ სცენაზე და ჯგუფის სტრატეგიულ საიდუმლოდ

დატოვონ. მეორე თარგმანის მიხედვით კი მემარცხენე რელიგიას ადამიანის პირად

საქმედ განიხილავს და მემარცხენისგან აუცილებლად უარყოფით დამოკიდებულებას არ

ითხოვს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ხდება რელიგიისა და ეკლესიის გამიჯვნა,

ეკლესია გაგებულია როგორც ჩაგვრის საშუალება, რელიგია კი თავისთავად პრობლემას

არ წარმოადგენს.

50 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 37: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

32

რელიგიასთან დაკავშირებით წარმოდგენილი გუნდური შესრულების დროს ამ

საკითხთან დაკავშირებული კრიტიკა უმრავლეს შემთხვევაში კულისებში ინაცვლებს.

ყველა გამოკითხული რესპონდენტი საუბრობს იმაზე, თუ რა სირთულეებია

დაკავშირებული ეკლესიის მიმართ კრიტიკული პოზიციების დაფიქსირებასთან. მათი

თქმით, მემარცხენე პოზიციის ჩამოყალიბება არის ძალიან რთული, როგორც მორწმუნე

სეგმენთტან ისე არამორწმუნე სეგმენტთან მიმართებაში. იმის გამო, რომ თავს

მარგინალიზებულად თვლიან, რესპონდენტების უმრავლესობა თვლის, რომ ჯერ იმიჯის

აღდგენა არის საჭირო საზოგადოებაში და იმ შემთხვევაში, თუ ისეთ სენსიტიურ

საკითხზე, როგორიც რელიგიაა მკვეთრი განცხადებები გაკეთდება, დიდი შანსია

მომხრეების დაკარგვის. „რელიგიურ კრიტიკას თავს არიდებენ პოპულიზმის გამო.

მასები რომ რელიგიური არის და ელექტორატი რელიგიურია, გამოდის, რომ თუ

რელიგია აკრიტიკე, კარგავ ელექტორატის ნდობას. ინდივიდუალურ დონეზე ბევრი

ათეისტიცაა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე მაგას ნაკლებად გამოხატავენ51“- ნათქვამია

ერთ-ერთ ინტერვიუში.

ინტევიუებიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ

თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები ხდილობენ

მემარცხენეობის იდეის „თარგმნას“ ქართული კონტექსტის გათვალისწინებით.

რესპონდენტები იხსენებენ ჯგუფში მიმდინარე იმ განხილვებს, რაც რელიგიას

შეეხებოდა. ერთ-ერთი ჯგუფის წევრი შემდეგს იხსენებს: „ერთხელ განვიხილეთ ის

საკითხები, თუ რა პოზიციების დაფიქსირებას უნდა ვერიდოთ ჩვენ სამიზნე ჯგუფებთან.

შევთანხმდით, რომ უნდა ვერიდოთ იმ საკითხების გამოაშკარავებას, რომ ჩვენ გვაქვს

რელიგიაზე კრიტიკული შეხედულებები, ის, რომ არ ვართ ჰომოფობები52“. დაახლოებით

იგივე სიტუაციაზე ისაუბრა სხვა ჯგუფის წევრმაც და მოყვა მისი ორგანიზაციის მიერ

არჩეულ იმ გზაზე, რომლის მიხედვითაც ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, რომ არ

შეხებოდნენ და არც ეხსენებინათ რელიგიური საკითხები. ამის მიზეზად, ერთის მხრივ

ხალხში მისაღები რეპუტაციის მიღწევა, ხოლო მეორე შემთხვევაში თავად ჯგუფის

51 ინტერვიუ, თბილისი, 2016 52 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 38: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

33

შიგნით არსებული რელიგიურ აზრთა სხვადასხვაობა სახელდება. რესპონდენტების

აზრით „არის შიში, რომ ხალხის თვალში არ ჩნდებოდე როგორც ორგანიზაცია, რომელიც

უპირისპირდება ამდენ ხალხს და რელიგიას და ქართველობას, რომ აგრესია არ

გამოიწვიო53“, მათი თქმით, ეს სიფრთხილის საკითხია, რადგან მემარცხენე ჯგუფებმა არ

იციან, თუ რა პოზიცია უნდა ჰქონდეთ. ანუ, მათი კრიტიკული დამოკიდებულებები

ეკლესიასთან და სექსუალური უმცირესობებისადმი კეთილგანწყობა ამ ჯგუფებისთვის

სტრატეგიურლ საიდუმლოდ არის ქცეული, მათი მემარცხენე იდეოლოგია კი

საქართველოსთან და აქ არსებულ წარმოდგენებთან არის ადაპტირებული.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული ჯგუფების დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ

ისინი თავად ერიდებიან რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებულ კრიტიკას, ხშირად,

ძალიან კრიტიკულები არიან სხვა მემარცხენე ჯგგუფების მიმართ. კოლეგების იმ

პოლიტიკის მიმართ, რომელიც რელიგიას მიემართება ისინი იყენებენ ისეთ ტერმინებს,

როგორებიცაა პოპულიზმი და ოპორტუნიზმი. ესეც, თავის მხრივ, თარგმანად შეიძლება

აღვიქვათ, რადგან როგორც ჩანს ეს ჯგუფები თავისებურ სტრუქტურებს ქმნიან.

მაგალითად, ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს: „...ძაან ხშირია ოპორტუნისტული

მიდგომა. მემარცხენე სტრატეგიები ბევრი დაწერილა და ჩვენი მემარცხენე ჯგუფები

რომელს ემხრობიან, დღემდე ვერ გავიგე. ხშირ შემთვევაში ვხედავ იმას, რომ ოღონდ

ხალხამდე ხმის მიღწევა შეძლონ ამ ჯგუფებმა...ივიწყებენ თავიანთ კრიტიკულ მიდგომას

და ერგებიან კონტექსტს. ზედმეტად ადაპტურები არიან ამ კონტექსტთან54“. ანუ,

როგორც წესი, მათ ესმით და იზიარებენ იმ მიზეზებს, თუ რატომ აქვთ სხვა ჯგუფებს

არჩეული ის გზა, რომ თავი აარიდონ რელიგიისა თუ რელიგიური სუბიექტების

კრიტიკას, მაგრამ მიზეზებით სიტუაციის გამართლება არ ხდება. აქ საინტერესო ხდება

ის ფაქტი, რომ რესპონდენტებისთვის ოპორტუნისტი, ყველა შემთხვევაში, არის „სხვა“.

რესპონდენტთა იმ ნაწილისთვის, რომელთა ჯგუფებსაც უფრო მეტად აქვთ

გამოცდილება ეკლესიის მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთებაში ამბობენ, რომ

„მემარცხენე მოძრაობებმა ყოველთვის უნდა დადონ მაქსიმალური კრიტიკა რელიგიურ

53 ინტერვიუ, თბილისი, 2016 54 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 39: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

34

საკითხებთან მიმართებში მაგრამ მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ აღიქვას საზოგადოებამ

სწორად55“. საზოგადოების მიერ კრიტიკის სწორად აღქმა, ანუ მათი წარმატებული

შესრულება კი გაგებულია ისე, რომ ადამიანებმა ეს კრიტიკა არა უშუალოდ რელიგიასთან

ბრძოლასთან, არამედ ეკლესიის და მისი არასწორი საქმიანობის გმობასთან გააიგივოს.

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ერთიანი პოზიციის არარსებობისა თუ

რამე კონტექსტის ანალიზი გაჩნდება რელიგიურობასთან და რელიგიასთან

დაკავშირებით, აუცილებელია, რომ მემარცხენე პერსპექტივიდან გაჩნდეს, იმიტომ, რომ

მხოლოდ მათ აქვთ უნარი, რომ ხალხის ინტერესი დააყენონ ყველაფერზე წინ და არ

იბრძოლონ კერძო საკუთრების ან სხვა პირადი ამბიციებისთვის. ეს შეიძლება

განიხილებოდეს, როგორც მათი ოფიციალური პოზიცია, რომელიც განსხვავდება მათი

ყოველდღიურობისა და ტაქტიკისაგან. რესპონდენტების დიდი ნაწილი რელიგიის

კრიტიკაზე საუბრისას ახსენებს ლიბერალებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია

მემარცხენე ფრთა არ მოიქცეს ისე, როგორც ლიბერალები იქცევიან: „ჩვენ არ გვინდა, რომ

გავხდეთ იმ ლიბერალური შიზოფრენიის ნაწილი, რომელიც ქვა რომ გადაბრუნდება, აი

დამპალი პატრიარქი - ასე ამბობენ56“, მათი აზრით, ლიბერალების მიზანი „ხალხისთვის

ნერვების მოშლაა57“, ხოლო მემარცხენეების მიზანი კი ის უნდა იყოს, რომ ფრთხილად და

გონივრულად მოხდეს საზოგადოებასთან საუბარი და მათთან საჭირო მესიჯების მიტანა.

გამოკითხული მემარცხენეების აზრით, რელიგიის ლიბერალური კრიტიკა ხალხისთვის

ხელსაყრელ შედეგს ვერ გამოიღებს რადგან ისინი რელიგიას საკუთარი მიზნის გამო

ებრძვიან: „მათ ურჩევნიათ აკრიტიკონ, რომ რაღაც საპატრიარქოს ხელშია მხოლოდ

იმიტომ, რომ რელიგიურობის და სიბნელის იარლიყი მიეკერება .. მაგრამ არ აკრიტიკებენ

იმას, რომ გინდ საპატრიარქოს ხელში იყოს და გინდ სახელმწიფოს ხელში, რომელიც

პრივატიზებას მოახდენს იმ მიწის, რომელიც საპატრიარქოს ლარად აჩუქა მაღლივში და

ეკლესიას აშენებენ, თუ პრივატიზებას მაოხდებს და გაასხვისებს ინვესტორზე, რომელიც

ააშენებს სასტუმროს ან რაღაც ისეთს რაც იქ არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არა აქვს. ანუ ის

55 ინტერვიუ, თბილისი, 2016 56 ინტერვიუ, თბილისი, 2016 57 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 40: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

35

ლიბერალური კრიტიკა, რაც მიემართება რელიგიებს, მაინც არ არის ხალხისთვის

გამოსადეგი კრიტიკა58“. აქედან გამომდინარე შეიძლება გამოიკვეთოს ტენდენცია, რომ

იმის პოზიციონირებას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მემარცხენე ძალები რელიგიურ

საკითხებთან მიმართებაში რესპონდენტები ხშირ შემთხვევაში აკეთებენ ლიბერალური

პოზიციების კრიტიკაზე დაყრდნობით.

5.6 რესპონდენტების დამოკიდებულება ქრისტიანობასთან

რესპონდენტების უმრავლესობა ამბობდა, რომ მიუხედავად მათზე არსებული

წარმოდგენებისა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად კარლ მარქსს უნდა

ციტირებდე და რელიგიას ებრძოდე, მათი რეალური მიზანი ეს სულაც არაა. როგორც

ზემოთ აღინიშნა, რესპონდენტები ხშირად უსვამდნენ ხაზს მათ იმ კრიტიკულ

დამოკიდებულებას, რომელიც მიემართება თანამედროვე ქართულ ეკლესიასა და

მისდამი სახელმწიფოს დამოკიდებულებას და არა რელიგიის, როგორც ფენომენის ან

ცალკეული რელიგიური პირების წინააღმდეგ ბრძოლას, ეს ფაქტი კი მნიშვნელოვანი იყო

ქრისტიანობის შესახებ მათი პოზიციების გამოსავლენად.

გამოკითხული რესპონდენტები სხვადასხვანაირად ახასიათებდნენ მემარცხენე

აქტივისტის როლს/ნიღაბს. თუ მათი ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ მემარცხენე

აქტივისტი არც ერთი რელიგგიის მიმდევარი უნდა ყოფილიყო, მეორე და უფრო დიდი

ნაწილის აზრით ქრისტიანად ყოფნა არათუ ხელისშემშლელი, არამედ ხელშემწყობი

ფაქტორიც კია მემარცხენე აქტივიზმისთვის. „ქრისტიანობას აქვს პროტესტის გაჩენის

პოტენციალი. მაგალითად, ლათინურ ამერიკაში ეს მოძრაობები და საფრანგეთში 30-იან

წლებში მუშა მღვდლების მოძრაობები, რომლებიც წავიდნენ ქარხნებში და იქ დაიწყეს

მუშაობა და იქ მსახურობდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ სახარება სწორედ ამას ქადაგებს

ან იგივე კამილო ტორესი, რომლის არგუმენტი ის იყო, რომ სახარება იმას ქადაგებს, რომ

უნდა დადგე ღარიბების გვერდით, არის ის პოტენციალი, რომელიც არის დადებითი

მხარე59“ - აღნიშნავს ერთ-ერთი მემარცხენე აქტივისტი, რომელსაც დაეთანხმებოდა მისი

58 ინტერვიუ, თბილისი, 2016 59 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 41: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

36

რამდენიმე კოლეგა, რომლებიც ქრისტიანობის რევოლუციურ პოტენციალზე საუბრისას

იშველიებს გათავისუფლების თეოლოგიის მაგალითს და ავითარებს მსგავს პოზიციას,

რომ „გათავისუფლების თეოლოგიის მიმდევრები არიან კათოლიკურ ეკლესიაშიც და

მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც და პროტესტანტულ მიმდევრობებშიც და ამ

თეოლოგიის მთავარი სათქმელი არის ის, რომ ეკლესიის ფუნქციაა ადამიანს აუხსნას,

რომ ის არის ჩაგვრაში. ეკლესიის ფუნქციაა, რომ მსხვერპლი და ჯალათი თუ არიან

ჩართული გარკვეული ტიპის ბრძოლაში, ... ეკლესია დადგეს მსხვერპლის მხარეს60.“

თავისუფლებაზე, თანასწორობაზე და ძმობაზე საუბრისასაც, რესპონდენტთა ნაწილი

ამბობს, რომ ეს სამივე ქრისტიანული იდეალია. „მე ვფიქრობ, რომ ქრისტე იყო

რევოლუციონერი და პირველი სოციალისტი მთელ მსოფლიოში. ქრისტეს დევნიან

ვაჭრების დარბევის გამო, გვახსოვს ადგილი სადაც წერია, რომ მდიდარი ისე ვერ შევა

სასუფეველში, როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, შეგვიძლია გავიხსენოთ

იგავები ქვრივზე, რომელმაც ქრისტეს შესწირა. ღვთისმშობლის სიტყვები ქრისტეზე, რომ

ეს იქნება ადამიანი, რომელიც ღარიბს აღავსებს და მდიდარს ხელცარიელს გაუშვებს,

უამრავი მსგავსი პასაჟია. ... არასოდეს ქრისტე არ ყოფილა მებაჟეების და სხვათა

პარტნიორი, ყოველთვის იდგა გაჭირვებულების, კეთროვნების, გაუბედურებულებისა

და დაჩაგრულების გვერდით.61“

ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან გამოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც

ქრისტიანობისა და მემარცხენეობის შეთავსებადობაზე საუბრობენ ეყრდნობიან

ქრისტიანული სწავლების შესახებ არსებულ ცოდნას და აღნიშნავენ, რომ ქრისტიანობას

აქვს სოციალური აქტივიზმის გაჩენის პოტენციალი მაგრამ ამატებენ იმასაც, რომ

ქრისტიანობა, რა ფორმითაც ის წარმოდგენილია თანამედროვე საქართველოში, ამ

პოტენციალისგან ძალიან შორს დგას. სწორედ ამიტომ აკრიტიკებენ ისინი ეკლესიას და

არა ქრისტიანობას: „...ჩვენ თვითონაც ქრისტიანები ვართ, თუმცა ათეისტებიც გვყავს

ჯგუფში. ქრისტიანები ვართ მაგრამ არ მოგვწონს კაპიტალისტურ წარმოებაში ჩართულ

60 ინტერვიუ, თბილისი, 2016 61 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 42: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

37

ძლიერ მოთამაშედ ქცეული რელიგიური ჯგუფები62“ აღნიშნა ერთმა რესპონდენტმა და

მის ამ აზრს ემთხვევა კიდევ რამდენიმე რესპონდენტის კომენტარიც.

საინტერესოა ისიც, რასაც იხსენებს ერთ-ერთი რესპონდენტი ქრისტიანობაზე საუბრისას:

„ალავერდში ერთ-ერთი გლეხი შევიდა პირდაპირ ეკლესიაში, როდესაც გამწვავებული

იყო ურთიერთობა გლეხებს და ეპარქიას შორის, ამოიღო ბიბლია და ბიბლიის კითხვა

დაიწყო ხმამაღლა, რაღაც პერფორმანსი ჰქონდა და არგუმენტი ის იყო, რომ თქვენ რასაც

აკეთებთ არ არის ქრისტიანული და აი ესაა ქრისტიანობა და უკითხავდა სახარებას63.“ ამ

და სხვა მაგალითებზე დაყრდნობით რესპონდენტები გამოთქვავენ ვარაუდს, რომ

ეკლესიის ქრისტიანობასთან აცდენის ფაქტს საზოგადოებაშიც ხედავენ და მიუხედავად

იმისა, რომ კოლექტიურ აქტებში, სუფრებზე და კვლევებში ძალიან რელიგიური ჩანს

საქართველოს მოსახლეობა, რეალური სიტუაცია, შეიძლება, აბსოლუტურად სხვა იყოს.

5.7 რესპონდენტების ინდივიდუალური დამოკიდებულებები რელიგიის მიმართ

როგორც აღმოჩნდა იმ მორწმუნე საზოგადოებაში ცხოვრება, რომლის ცნობიერების

გაზრდასაც მემარცხენე ჯგუფების მიზნად მიიჩნევენ ახალგაზრდა მემარცხენეებს არ

უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი თავს ათეისტად მიიჩნევს ან ამბობს,

რომ გულგრილია რელიგიური საკითხების მიმართ. როგორც ჩანს ეს ადამიანები ქმნიან

თავის იდეოსკეიპს, რომელიც ერთი მხრივ ყოველდღიურ პირად და ვირტუალურ

ურთიერთობებში მსგავსი შეხედულებების ადამიანებთან ურთიერთობას გულისხმობს,

მეორე მხრივ კი თავშესაყრელად ისეთი ადგილების არჩევას, რომელიც

რელიგიურობისგან მთლიანად დაცლილია.

რესპონდენტები იხსენებენ მათ პირველ კავშირს რელიგიასთან და აღნიშნავენ, რომ მათი

რელიგიით დაინტერესება სკოლაში მოხდა და მშობლებს ძალდატანება არასოდეს

გამოუჩენიათ. მეტიც, რესპონდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათი მშობლები არც

ისე რელიგიურები ან ზედაპირულად რელიგიურები არიან და ისინი ან არ ან აღარ

62 ინტერვიუ, თბილისი, 2016 63 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 43: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

38

საუბრობენ მშობლებთან რელიგიურ საკითხებზე, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მშობლები

უკვე შეგუებულები არიან შვილის არჩევანს. მიუხედავად რელიგიისადმი გულგრილი

დამოკიდებულებისა, გამოკითხული მემარცხენეების დიდი უმრავლესობა ერთვება

რელიგიურ დღესასწაულებში და ატარებს სხვადასხვა სახის რელიგიურ სიმბოლოსაც. ეს

სიმბოლოები, მათთვის რელიგიური მნიშვნელობისგან არიან დაცლილნი, ხოლო

რელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობა კი კულტურულ ჭრილში განიხილება:

„რელიგიურ დღესასწაულებს უფრო კულტურულ ჭრილში ვუყურებ, მიუხედავად იმისა,

რომ ათეისტი ვარ, ჩემ მეგობარს შეიძლება დავურეკო და ვუთხრა „ქრისტე აღსდგა64“-

აღნიშნავს ერთ-ერთი რესპონდენტი.

გამოკითხული მემარცხენეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ყველაზე უსიამოვნო

სიტუაცია ნათესავების შეკრებისას, სუფრებზე ჰქონიათ. ამ დროს მათი მშობლების

ნაწილი ურჩევს მათ, რომ დამოკიდებულებები ხმამაღლა არ განაცხადონ და ისინიც

კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად ასე იქცევიან. გარკვეული ნაწილი კი თავისი

პოზიციის ახსნას გამუდმებით ცდილობს: „ვცდილობ ყოველთვის, რომ ამაზე დისკუსია

დავიწყო მაგრამ სუფრა არის ყველაზე მოუხერხებელი ადგილი ამისთვის და ეს

პატრიარქის სადღეგრძელო მათთვის არის უფრო პერფორმატიული და როდესაც

ამბობენ, რომ პატრიარქის სადღეგრელო დავლიოთ ფეხზე წამოვდგეთ, მე რაც მახსოვს

არასდროს არ გამიკეთებია ეს65.“ აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულ მემარცხენეთა

აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ისინი მსგავსი სახის შეკრებებს მხოლოდ

უკიდურეს შემთხვევებში ესწრებიან. იმის გამო, რომ მათი თაობის ადამიანები, როგორც

წესი, მათგან განსხვავებულად ფიქრობენ და სხვა პრიორიტეტები აქვთ მათი სამეგობროს

თავშეყრის ადგილები კი სპეციფიკური და როგორც წესი, რელიგიურობისგან

დაცლილია. ასეთ ადგილებად სახელდება რამდენიმე ბარი, კლუბი და ღონისძიება,

რომელიც სისტემატიურად იმართება.

ზემოთ ჩამოთვლილი მიმართებების საშუალებით გამოკითხული ახალგაზრდა

მემარცხენეები მემარხცხენე იდეოლოგიისა და კულტურის შერწყმას ცდილობენ და

64 ინტერვიუ, თბილისი, 2016 65 ინტერვიუ, თბილისი, 2016

Page 44: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

39

კულტურასთან ამ ადაპტაციის მეშვეობით ცდილობენ სოციალურად მიღებულნი იყვნენ

იმ ადამიანებისთვისაც, რომლების რელიგიური კუთხით ცნობიერების ამაღლებასაც

ისურვებდნენ. ამ პროცესში წმინდად ერთი ჯგუფის პოზიციებით ცხოვრება ვერ

ხერხდება, რადგან როგორც ნენსი ამერმანიც აღნიშნავს „არც ერთ ინსტიტუციასა თუ

ჯგუბს არ შეუძლია თავისი სიწმინდის შენარჩუნება, იქამდე, ვიდრე მისი წევრები ერთზე

მეტი ჯგუფის წევრები არიან და სხვაგან არსებული რესურსებისა და სქემების არევის

საშუალება არ აქვთ.“66 ქართული საზოგადოებისა და მემარცხენე იდეოლოგიის

ნაწილებად ყოფნა კი ახალგარზდა მემარცხენეებს კულტურასთან მათ იდეების

ადაპტაციისკენ უბიძგებს, ეს კი მათ ერთი მხრივ მემარცხენე იდეის მთარგმნელებად,

მეორე მხრივ კი იმ იდეოსკეიპის ნაწილებად აქცევს, რომელიც თავისი იდეებისათვის

საბრძოლველად ისეთ წარმოდგენას ქმნის, რომლის დროსაც აუდიტორიის ხასიათი

მათზე შთააბეჭდილების მოსახდენადაა გათვალისწინებული.

6. დასკვნა

წარმოდგენილ ნაშრომში თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები

და რელიგია გაანალიზდა მემარცხენე იდეოლოგიის ქართულ კულტურასთან

ადაპტაციის, ანუ თარგმნის მეშვეობით. გამოვლინდა, რომ მ ჯგუფების წევრების პირადი

მიკუთვნებულობა ადგილობრივ კულტურასთან და ამავდროულად ჯგუფის მიერ

გათვალისწინებული სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული გარემო ფორმას

უცვლის და თარგმნის მემარცხენე იდეებს. მემარცხენეობის ქართული თარგმანი კი

არაერთგვაროვანია, რადგან ახალგარზდულ მემარცხენე ჯგუფებში არაა შემუშავებული

ის პოზიცია, რაც მათი აზრით მემარცხენე ინდივიდს ან ჯგუფს უნდა ჰქონდეს

რელიგიურ საკითხებთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, ეს ჯგუფები თავიანთ

საქმიანობაში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირდებიან იმგვარად,

რომ, მიუხედავად ეკლესიისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა, საზოგადოებაში

რელიგიასთან, ეკლესიასთან და ქართველობასთან მებრძოლებთან არ ასოცირდნენ,

66 Nancy T. Ammerman, Studying Everyday Religion: Challenges Fot the Future, Everyday Religio, Nancy T.

Ammerman, Oxford University Press, 2007:228

Page 45: თბილისში არსებული ახალგაზრდული მემარცხენე ჯგუფები …api.ning.com/files/hhXki1INxcFSp-39nWrQXHVn29ih1vFMf96HUlgzx5uEQ5TI0N0... ·

40

ინდივიდუალურ დონეზე კი ისინი ისეთი იდეოსკეიპის ნაწილები არიან, რომელიც

რელიგიურობისგან მთლიანად დაცლილია.

7. ბიბლიოგრაფია

1. Ammerman T. Nancy , 2007, Studying Everyday Religion: Challenges Fot the Future,

Everyday Religio, Nancy T. Ammerman, Oxford University Press.

2. Anderson Benedict, 2007, Imagined Communities, The cultural Studies Reader, Simon

During,Routledge.

3. Appadurai Arjun, 2007, Disjuncture and Difference in the Global Cultural Economy, The

cultural Studies Reader, Simon During,Routledge.

4. Berger L. Peter, 2007, Foreword, Everyday Religion Observing Modern Religious Lives,

Nancy T .Ammerman, Oxford University press.

5. Bhabha K Homi, 1994/2004, The Location of Culture, 1994/2004.

6. Lovheim Mia , 2007, Virtually Boundless? : Youth Negotiating Tradition in Cyberscape,

Everyday Religion , Nancy T. Ammerman, Oxford University Press.

7. Martinez D. Airin D. 2012, Ideoscapes, The Wiley-Blackwell Encyclopedia of

Globalization,Edited by George Ritzer,Blackwerll Publishing.

8. Pym Anthony, 2014, Exploring Translation Theories.

9. ირვინ გოფმანი, 2007, თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში, „დიოგენე“.

lshisa
Typewriter
ნაშრომი განთავსებულია საიტზე:
lshisa
Typewriter
www.Qwelly.com