ფიფქია და შვიდი ჯუჯა BIBLIONTEKA.COM იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ სამეფოში ერთ ზამთარს დედოფალი გიშრის ჩარჩოიან სარკმელთან იჯდა, კერავდა, თან უყურებდა, რა ლამაზად ცვიოდა ციდან მსხვილი, ფუმფულა, ქათქათა ფიფქები. უნებურად თითში ნემსი იჩხვლიტა. სისხლის სამი წვეთი თოვლს დაეცა და ისე აელვარდა რომ დედოფალმა ინატრა,– ნეტავი გოგონა გამიჩნდებოდეს ამ თოვლივით თეთრი, ამ სისხლივით ლოყაწითელი და ამ გიშერივით შავთმიანიო. არ გასული დიდი ხანი, რომ დედოფალს გოგონა შეეძინა – თეთრყირმიზი და შავთვალწარბა. გოგონას ფიფქია დაარქვეს; მაგრამ სამწუხაროდ, დედოფალი შვილის დაბადებას გადაჰყვა. ერთი წლის შემდეგ მეფემ მეორე ცოლი შეირთო. ახალი დედოფალი ნამდვილი მზეთუნახავი იყო, მაგრამ გოროზი და გული ღვარძლით ჰქონდა სავსე. ვინმეზე რომ გეთქვა, ლამაზიაო, ბოღმით სკდებოდა. დედოფალს ერთი ჯადოსნური სარკე ჰქონდა. ხშირხშირად იხედებოდა შიგ. ტკბებოდა თავისი სილამაზით და თან სარკეს ეკითხებოდა: – სარკევ, სარკევ, მითხარი. ჩემზე კარგი ვინ არი? სარკე პასუხობდა:– შენზე ლამაზი არავინ დაბადებულაო და დედოფალიც ნაამები იღიმებოდა. იცოდა, სარკე არასოდეს ტყუოდა. ფიფქია კი იზრდებოდა და მშვენდებოდქა. შვიდი წლისა დედოფალსაც კი სჯობდა. ერთ დღეს დედოფალმა ისევ ჰკითხა სარკეს: – სარკევ, სარკევ, მკითხარი,
8
Embed
ფიფქია და შვიდი · ფიფქია და შვიდი ჯუჯა biblionteka.com იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
ფიფქია და შვიდი ჯუჯა BIBLIONTEKA.COM
იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ სამეფოში ერთ ზამთარს დედოფალი გიშრის ჩარჩოიან სარკმელთან იჯდა,
კერავდა, თან უყურებდა, რა ლამაზად ცვიოდა ციდან მსხვილი, ფუმფულა, ქათქათა ფიფქები. უნებურად თითში
ნემსი იჩხვლიტა. სისხლის სამი წვეთი თოვლს დაეცა და ისე აელვარდა რომ დედოფალმა ინატრა, – ნეტავი
გოგონა გამიჩნდებოდეს ამ თოვლივით თეთრი, ამ სისხლივით ლოყაწითელი და ამ გიშერივით შავთმიანიო.
არ გასული დიდი ხანი, რომ დედოფალს გოგონა შეეძინა – თეთრყირმიზი და შავთვალწარბა. გოგონას
ფიფქია დაარქვეს; მაგრამ სამწუხაროდ, დედოფალი შვილის დაბადებას გადაჰყვა. ერთი წლის შემდეგ მეფემ
მეორე ცოლი შეირთო. ახალი დედოფალი ნამდვილი მზეთუნახავი იყო, მაგრამ გოროზი და გული ღვარძლით
ჰქონდა სავსე. ვინმეზე რომ გეთქვა, ლამაზიაო, ბოღმით სკდებოდა.
დედოფალს ერთი ჯადოსნური სარკე ჰქონდა.
ხშირხშირად იხედებოდა შიგ. ტკბებოდა თავისი სილამაზით და თან სარკეს ეკითხებოდა:
– სარკევ, სარკევ, მითხარი.
ჩემზე კარგი ვინ არი?
სარკე პასუხობდა: – შენზე ლამაზი არავინ დაბადებულაო და დედოფალიც ნაამები იღიმებოდა. იცოდა, სარკე
არასოდეს ტყუოდა.
ფიფქია კი იზრდებოდა და მშვენდებოდქა. შვიდი წლისა დედოფალსაც კი სჯობდა.
ერთ დღეს დედოფალმა ისევ ჰკითხა სარკეს:
– სარკევ, სარკევ, მკითხარი,
ჩემზე კარგი ვინ არი?
სარკემ მიუგო:
– შენზე ყიერმიზი
მხოლოდ ფიფქიაა,
მასზე ლამაზი ქვეყნად არავინაა!
დედოფალი შურით გულზე გასკდა. თვალს ოჰკრავდა თუ არა გერს, სიძულვილი ახრჩობდა. დღედაღამ მის
თავიდან მოცილებაზე ფიქრობდა.
ერთ მშვენიერ დღეს მოიხმო ერთგული მსახური და უბრძანა:
– წაიყვანე ფიფქია უღრან ტყეში, მოკალი და დასტურად მისი გულღვიძლი მომიტანეო.
მსახურმა წაიყვანა გოგონა ტყეში, ამოიღო დანა და ის იყო, ყელი უნდა გამოეჭრა, რომ დიდქია ტირილით
შეეხვეწა:
– ოღონდ ნუ მომკლავ და თვალით არასოდეს დაგენახვებითო.
შეებრალა მსახურს გოგონა და უთხრა:
– კარი, არ მოგკლავმ, პღონდ აქედან უნდა გადაიკარგოო.
ამ დროს ბუჩქებიდან ირემი გამოვარდა. მსახურმა ესროლა მშვილდისარი, მოკლა, გულღვიძლი ამოუღო და