5/23/13 Fact.ge - news www.fact.ge/news.aspx?i=72f4cf60-fb39-4993-9356-ed348ade9043 1/6 მთავარი ჩვენს შესახებ პარტნიორები კონტაქტები რთული ძებნა ძიება... ქარ eng рус თემები პოლიტიკა ეკონომიკა სამართალი რუსული ინტერვენცია საზოგადოება კულტურა რეგიონი მსოფლიო სულიერება კავკასია მედიცინა სპორტი სამხედრო თემა ფოტო-Fact ანონსი ლიტერატურა. თარგმანები საზოგადოება ”მწვანე ალტერნატივა ” მიიჩნევს , რომ ვაზიანი - გომბორი - თელავის გზის რეაბილიტაციის პროცესმა შესაძლოა გარემო დააზარალოს 2009 წლის 10 12, ხუთშაბათი - 11:44 გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” შეფასებით, ვაზიანი – გომბორი – თელავის გზის რეაბილიტაციის პროექტმა, განხორციელების შემდგომ ეტაპებზე , შესაძლოა, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს. ”მწვანე ალტერნატივამ” ვაზიანი – გომბორი – თელავის გზის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” ერთად, ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. ”მწვანე ალტერნატივას მიზანს წარმოადგენდა პროექტის გამჭვირვალობის გაზრდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა, მთავრობისა და დონორების ანგარიშვალდებულებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება და მდგრადი განვითარების პრინციპების შესატყვისი გადაწყვეტილებების ლობირება. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა როგორც პროექტთან დაკავშირებული კონკრეტული დარღვევები, ისე სისტემური პრობლემები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლენილი შეუსაბამობების დროულად გახმოვანებამ და მიზანმიმართულმა ლობირებამ ამ ეტაპზე უკვე მოიტანა ხელშესახები დადებითი შედეგები პროექტის გაუმჯობესებისა და ხარჯვის ეფექტურობის ამაღლების კუთხით”, - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციაში. ექსკლუზივი 27-12-2012 - 23:46 კანონპროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 20-04-2012 - 16:27 სააღდგომო ეპისტოლე