Top Banner
ეეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეეეეე Microsoft Excel Microsoft Excel ეეეეეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეეეე: Start Programs Programs → Microsoft Microsoft office office Microsoft Microsoft office office Excel Excel 2007. 2007. ეეეეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეეე Excel, ეეეეეეე ეეეეეეეეეეეეე Windows Windows-ეე ეეეეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეე ეე ეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეეეეეეეე ეეეეე ეეეეეეეე: სსსსსსსს სსსს სსსსსსსს სსსს - ეეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეე ეეეეეე ეეეეეე, ეეეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეე; 1 ეეე. 1
37

Excel

Jun 19, 2015

Download

Documents

datiko43

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოდან 2 დონის ტრენინგ კურსის ფარგლებში (
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: Excel

ე ლ ე ქ ტ რ ო ნ უ ლ ი ც ხ რ ი ლ ე ბ იე ლ ე ქ ტ რ ო ნ უ ლ ი ც ხ რ ი ლ ე ბ ი

Microsoft Excel Microsoft Excel

ელექტრონული ცხრილების გაშვება ხდება შემდეგი მიმდევრობით: Start →→ Programs Programs →→ Microsoft Microsoft officeoffice → → Microsoft Microsoft officeoffice Excel 2007. Excel 2007. მოქმედებათა თანმიმდევრულად შესრულების შემთხვევაში გაიხსნება პროგრამა Excel, რომელიც წარმოდგენილია WindowsWindows-ის სტანდარტული ფანჯრის სახით და გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი:

სათაურის ზოლისათაურის ზოლი - აისახება პროგრამის დასახელება და ფაილის სახელი,

რომელთანაც მოცემულ მომენტში ვმუშაობთ;

მენიუს ზოლიმენიუს ზოლი - სტანდარტულად შვიდი მენიუსგან შედგება და მოიცავს

ყველა იმ ბრძანებას, რომლის შესრულებაც პროგრამას შეუძლია;

1

ნახ. 1

Page 2: Excel

ინსტრუმენტების პანელიინსტრუმენტების პანელი - ღილაკების სახით მოიცავს მენიუს ხშირად

გამოყენებად ბრძანებებს

ფორმულის ზოლიფორმულის ზოლი - გამოიყენება უჯრებში/დიაგრამებში მონაცემებისა და

ფორმულების ჩაწერა - რედაქტირებისათვის.

დოკუმენტის ფანჯარადოკუმენტის ფანჯარა - წარმოადგენს მომხმარებლის ძირითად სამუშაო

არეს, სადაც ხდება მონაცემებისა და ფორმულების შეტანა, ცხრილებისა და

დიაგრამების აგება, მათი შემდგომი ფორმატირება და ა.შ.

სტატუსის ზოლისტატუსის ზოლი - აისახება მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაცია

სამუშაო არის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ.

პროგრამის ფაილს დავთარს/წიგნს (BookBook) უწოდებენ, იგი სტანდარტულად ბადით დაფარულ სამ ფურცელს მოიცავს (Sheet1, Sheet2, Sheet3Sheet1, Sheet2, Sheet3), რომელთა სახელები ეკრანის ქვედა ნაწილშია განლაგებული და თითოეულის გააქტიურება სახლწოდებაზე დაწკაპუნებითაა შესაძლებელი.

აღნიშნული ბადე ელექტრონულია, ბეჭდვისას არ ჩანს და საგრძნობლად ამარტივებს მუშაობის პროცესს. სვეტების სახელწოდებები ლათინური ანბანის სიმბოლოებით (A, B, C, D . . .A, B, C, D . . .), სტრიქონების კი მათივე რიგითი ნომრით განისაზღვრა.

რაც შეეხება სტრიქონისა და სვეტის სახელწოდებათა კომბინაციას, ის მათსავე გადაკვეთაზე მიღებული უჯრის სახელწოდებას განსაზღვრავს და ყოველთვის ფიქსირდება ფორმულის ზოლის მარცხნივ მდებარე Name Box Name Box ველში.

ფურცელთა რაოდენობა მკაცრად განსაზღვრული არაა, ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში ჩაამატოს ახალი ფურცელი ან შესაბამისად წაშალოს არსებული. იმ შემთხვევაში თუ ფურცელთა სიმრავლის გამო მათი სახელწოდებები სრულად არ იკითხება, ისარგებლეთ სპეციალური ღილაკებით:

2

Page 3: Excel

გადასვლა საწყის ფურცელზე -

გადასვლა წინა/მომდევნო ფურცელზე -

გადასვლა ბოლო ფურცელზე -

გადაადგილება ფურცელშიგადაადგილება ფურცელში

კლავიშები ისევე, როგორც მათი კომბინაციები ფურცელში სწრაფი გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა:

HomeHome გადასვლა სტრიქონის პირველ უჯრაზე;

Ctrl + HomeCtrl + Home გადასვლა ფურცლის პირველ უჯრაზე;

Ctrl + EndCtrl + End გადასვლა შევსებული დიაპაზონის მარჯვენა ქვედა უჯრაზე;

Page DownPage Down გადასვლა ეკრანული გვერდით ქვემოთ;

Page UpPage Up გადასვლა ეკრანული გვერდით ზემოთ;

Alt + Page DownAlt + Page Down გადასვლა ეკრანული გვერდით მარჯვნივ;

Alt + Page UpAlt + Page Up გადასვლა ეკრანული გვერდით მარცხნივ;

Ctrl + Page DownCtrl + Page Down გადასვლა მომდევნო ფურცელზე;

Ctrl + Page UpCtrl + Page Up გადასვლა წინა ფურცელზე;

კლავიატურაზე არსებული ისრიანი კლავიშები კი უზრუნველყოფენ გადააადგილებას მარცხენა (), მარჯვენა (), ქვედა () და შესაბამისად ზედა () მეზობელ უჯრაზე;

3

Page 4: Excel

მონიშვნის წესებიმონიშვნის წესები

უჯრაუჯრა ინიშნება უჯრაზე მაუსის ერთი დაწკაპუნებით;

სტრიქონისსტრიქონის ან სვეტისსვეტის სრულად მოსანიშნად საჭიროა მაუსის დაწკაპუნება სვეტის სახელწოდებაზე ან შესაბამისად სტრიქონის ნომერზე;

დიაპაზონის მოსანიშნად კი საჭიროა:დიაპაზონის მოსანიშნად კი საჭიროა:

დააყენოთ მაუსის მაჩვენებელი დიაპაზონის ერთ-ერთი კუთხის უჯრედზე და მაუსის მარცენა ღილაკზე თითის აუღებლად დიაგონალურად გადააადგილდეთ მოპირდაპირე კუთხის უჯრედზე.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ერთდროულად რამდენიმე დიაპაზონის მონიშვნა გაიმეორეთ ზემოთაღწერილი პროცედურა ამჯერად CtrlCtrl კლავიშთან კომბინაციაში.

მოქმედებები დავთარზემოქმედებები დავთარზე

ახალი დავთრის შექმნაახალი დავთრის შექმნა - შესაძლებელია Office Button/New/BlankNew/Blank WorkbookWorkbook ბრძანებით ან სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე არსებული NewNew ღილაკით

არსებული დავთრის გახსნაარსებული დავთრის გახსნა - შესაძლებელია Office Button/OpenOpen ბრძანებით ან სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე არსებული OpenOpen ღილაკით

დავთრის შენახვადავთრის შენახვა - შესაძლებელია Office Button/Save/Save ბრძანებით ან სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე არსებული SaveSave ღილაკით

დავთრის დახურვადავთრის დახურვა - შესაძლებელია Office Button /Close /Close ბრძანებით ან დავთრის სათაურის ზოლში, მარჯვენა კუთხეში მოთავსებული CloseClose ღილაკით

მონაცემთა ჩაწერა უჯრაშიმონაცემთა ჩაწერა უჯრაში

ელექტრონული ცხრილის უჯრედი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვაგვარ ინფორმაციას: ტექსტს, რიცხვით მნიშვნელობებსა და ფორმულებს. მონაცემების შეტანა შესაძლებელია აქტიურ უჯრედში ან ფორმულის სტრიქონში. პროგრამა

4

Page 5: Excel

ავტომატურად ამოიცნობს შეტანილი მონაცემის ტიპს კონტექსტის მიხედვით და მიანიჭებს უჯრას შესაბამის ფორმატს.

გაააქტიურეთ (მონიშნეთ) უჯრედი, რომლეშიც ინფორმაციის შეტანას აპირებთ, აკრიფეთ კლავიატურაზე მონაცემები და დააფიქსირეთ EnterEnter ან TabTab კლავიშების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ მონაცემების შეტანისთანავე ფორმულის ზოლში აისახება როგორც უჯრედის შემადგენლობა, ისე მისი დამუშავებისათვის განკუთვნილი ღილაკები.

ღილაკი ჯვრის გამოსახულებით საშუალებას გაძლევთ მონაცემები უჯრაში დაფიქსირებამდე წაშალოთ, რაც შეეხება უკვე დაფიქსირებულ ინფორმაციას - ახალი მონაცემების აკრეფისთანავე უჯრედში არსებული ავტომატურად წაიშლება.

გაითვალისწინეთ:გაითვალისწინეთ:

უჯრედში შეტანილი ტექსტური მონაცემი დაფიქსირებისთანავე ავტომატურად სწორდება უჯრის მარცხენა, რიცხვითი მნიშვნელობა კი მარჯვენა მხარეს.

იმ შემთხვევაში, თუ რიცხვითი მნიშვნელობა არ ეტევა უჯრედში, მის ნაცვლად აისახება ძიეზის ნიშნები (###). მნიშვნელობის გამოსაჩენად საჭიროა უჯრედის სიგანის გაზრდა;

ტექსტი შეტანისას, შეიძლება არ დაეტიოს მისთვის განკუთვნილ უჯრედში. ასეთ შემთხვევაში იგი გადაფარავს მეზობელ უჯრედებს, მაგრამ რეალურად მაინც ერთ უჯრაში ინახება. თუ ტექსტით გადაფარულ უჯრედში სხვა ტექსტს შევიტანთ, პირველი ტექსტი გაწყდება და დავინახავთ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ამ უჯრამდე ეტევა. თუმცა პროგრამა მონაცემს არ კარგავს ასეთ შემთხვევაში და სვეტის სიგანის გაფართოებისთანავე მთლიანად გამოაჩენს მას.

ფორმულები და ფუნქციებიფორმულები და ფუნქციები

ელექტრონული ცხრილების უპირატესობა ტექსტურ რედაქტორთან შედარებით ფორმულებითაა განპირობებული. მათი დახმარებით

5

ნახ. 2

Page 6: Excel

შესაძლებელია, როგორც მარტივი მოქმედებების (შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა) შესრულება, ისე ურთულესი გამოთვლების (მათ შორის სტატისტიკური, ფინანსური) ჩატარებაც.

იმისათვის, რომ პროგრამამ ფორმულა განასხვაოს ნებისმიერი სხვა ტიპის ჩანაწერისაგან აუცილებელია მისი დაწყება ტოლობის ნიშნით ,,==“

ფორმულებთან მუშაობისას შესაძლებელია არითმეტიკული,არითმეტიკული, ტექსტური,ტექსტური, შედარებისაშედარებისა და სამისამართოსამისამართო ოპერატორების გამოყენება.

არით

მეტ

იკულ

იარ

ითმე

ტიკ

ული

ოპე

რატ

ორ

ები

ოპე

რატ

ორ

ები

შეკრება ++

შედ

არებ

ის ო

პერ

ატო

რებ

იშე

დარ

ების

ოპე

რატ

ორ

ები

ტოლია ==

გამოკლება -- ნაკლებია <<

გამრავლება ** მეტია >>

გაყოფა // ნაკლებია ან ტოლი <=<=

ახარისხება ^̂ მეტია ან ტოლი >=>=

პროცენტი %% არ არის ტოლი <><>

ფორმულის ტექსტში ან მისი არგუმენტის განსაზღვრისას დაშვებული უზუსტობის შემთხვევაში, დაფიქსირებისთანავე უჯრედში ჩნდება შეტყობინება შეცდომის შესახებ, რომელიც იწყება ## ნიშნით.

ფორმულის შექმნისას, მონაცემების შეტანის პროცესში ერთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოიყენოთ კლავიატურა, მეორე შემთხვევაში კი უჯრედის ან უჯრედთა დიაპაზონის მისამართი (მაგ., A5 ან A5:A10). ასეთ შემთხვევაში ფორმულა მიმართავს გარკვეულ უჯრებს და შესაბამისად გამოთვლის შედეგი დამოკიდებული ხდება მათ შემცველობაზე. ტერმინი მიმართვა წარმოადგენს იმ უჯრედის/უჯრედთა ჯგუფის იდენტიფიკატორს, რომელსაც იყენებს ფორმულა არგუმენტის სახით.

აბსოლაბსოლუუტური და ფარდობითი ტური და ფარდობითი

მიმართვებიმიმართვები

ფორმულაში გამოყენებული მიმართები შინაარსის მიხედვით ორგვარი შეიძლება იყოს: ფარდობითი და აბსოლუტურიფარდობითი და აბსოლუტური.

სტანდარტულად ელექტრონული ცხრილის უჯრებს ფარდობითი მისამართები ენიჭებათ, რაც ფორმულის კოპირებისას მასში შემავალი

6

Page 7: Excel

მისამართების ცვლილებას განაპირობებს. მაშასადამე, ფარდობითი მიმართვისას ხდება ფორმულის შემცველი უჯრედიდან მიმართვის უჯრედამდე მოძრაობის მარშრუტის (მიმართულებისა და მანძილის) მითითება.

ფარდობითი მიმართვებია:ფარდობითი მიმართვებია: A5, E7, A3:D8

შენიშვნა :შენიშვნა : სამისამართო ოპერაციებისათვის გამოიყენება სასვენი ნიშნები, ორი წერტილი დიაპაზონის საწყისსა და საბოლოო უჯრებს გამოიყოფს (A3:D8).

თუ გსურთ ფორმულის კოპირებისას მასში შემავალი უჯრედების მისამართები დარჩეს უცვლელი, საჭიროა ფარდობითის ნაცვლად გამოიყენოთ აბსოლუტურიაბსოლუტური მიმართვები.

აბსოლუტური მიმართვა უჯრედის აბსოლუტურ კოორდინატებს იძლევა, იმის მიუხედავად თუ სად არის ფორმულის შემცველი უჯრედი განლაგებული.

აბსოლუტური მიმართვის აღნიშვნა ხდება სვეტის სათაურის ან სტრიქონის ნომრის წინ $$ სიმბოლოს ჩასმით. უჯრის მუდმივობას სწორედ დოლარის ნიშანი უზრუნველყოფს: $A$5$A$5

ფორმულის შექმნა და რედაქტირებაფორმულის შექმნა და რედაქტირება

ფორმულის შეტანის დროს არ არის აუცილებელი უჯრედთა მისამართების კლავიატურიდან აკრეფა. საჭირო უჯრედზე მაუსის დაწკაპუნება მისი მისამართის მონიშნულ უჯრაში ავტომატურ ჩასმას უზრუნველყოფს.

მაგალითისთვის, თუ გსურთ დააფიქსიროთ B7 და B10 უჯრების ნამრავლი, შეასრულეთ მოქმედებები შემდეგი თანმიმდევრობით:

1. მონიშნეთ უჯრა, რომელშიც შედეგის დაფიქსირება გსურთ ან ჩააყენეთ კურსორი ფორმულის ზოლში;

2. შეიტანეთ კლავიატურიდან ,,=“ სიმბოლო

3. მაუსის დაწკაპუნებით მონიშნეთ B7 უჯრა;

4. კლავიატურიდან აკრიფეთ მათემატიკური ოპერაციის ნიშანი (ამ შემთვევაში ,,* “);

5. დააწკაპუნეთ B10 უჯრაზე და მიღებული გამოსახულება დაფიქსირეთ Enter-ით.

ფორმულის დაფიქსირებისთანავე სამუშაო ფურცელზე აისახება გამოთვლის შედეგი, ხოლო ფორმულის სტრიქონში შესაბამისი უჯრედის მონიშვნის შემთხვევაში თავად ფორმულა.

7

Page 8: Excel

აღსანიშნავია, რომ ფორმულაში შეტანილი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში პროგრამა ავტომატურად ახდენს ფორმულის ხელახალ გადაანგარიშებას (განახლებს).

ფუნქციებიფუნქციები

ფუნქციათა ნაწილი წინასწარ გამზადებულ ფორმულებს წარმოადგენს და რთული გამოთვლების სწრაფად/იოლად შესრულების საშუალებას იძლევა.

თითოეული მათგანი გარკვეულ კატეგორიას განეკუთვნება (მაგ., ფინანსური, ლოგიკური, მათემატიკური და სხვ.) და ორი ნაწილისაგან: ფუნქციის სახელისასახელისა და არგუმენტისაგანარგუმენტისაგან შედგება. სახელი გვიჩვენებს თუ რომელ ოპერაციას ასრულებს მოცემული ფუქნცია, არგუმენტები კი მიგვითითებენ მონაცემებს, რომლებზეც ვრცელდება ფუნქციის მოქმედება.

ფუნქციები ინფორმაციას არგუმენტების მეშვეობით ღებულობენ და უმრავლეს შემთხვევაში გვაძლევენ რიცხვით შედეგს, თუმცა შესაძლებელია შედეგის სახით მოგვცეს ტექსტი, ლოგიკური მნიშვნელობა, ინფორმაცია სამუშაო არის შესახებ და ა.შ.

ფუნქციის ჩასმაფუნქციის ჩასმა

ფუნქცია SUM()SUM() ყველაზე ხშირადგამოიყენებადია, რის გამოც სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე ღილაკის სახითაა განთავსებული და უზრუნველყოფს სვეტებში ან სტრიქონებში არსებული რიცხვითი მონაცემების ავტომატურ შეკრებას.

8

ნახ. 3

Page 9: Excel

იმისდამიხედვით სვეტში არსებული რიცხვითი მონაცემების შეკრება გსურთ თუ სტრიქონში, უნდა მონიშნოთ უჯრა შესაკრები მონაცემების ქვემოთ ან მარჯვნივ და დააჭიროთ Auto sumAuto sum ღილაკს;

შედეგად პროგრამა გიჩვენებთ მონიშნულ დიაპაზონს (მონიშვნის შესწორება შესაძლებელია მაუსის საშუალებით), რომლში არსებული რიცხვითი მონაცემების ჯამი დაფიქსირება EnterEnter კლავიშზე დაჭერისთანავე.

ფუნქციის ჩასმა ფორმულაში შესაძლებელია ფუნქციათა ოსტატის გამოყენებითაც:

1. მონიშნეთ უჯრა, რომელშიც ფორმულის შეტანას აპირებთ;

2. აირჩიეთ მენიუ FormulasFormulas-ის ბრძანება Insert FunctionFunction ან ფორმულის სტრიქონში განთავსებული ღილაკი Insert FunctionFunction;

3. გამოსული დიალოგური ფანჯარა FunctionFunction WizardWizard საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ პროგრამის ნებისმიერი ფუნქცია და განსაზღვროთ მისი არგუმენტები:

9

ნახ. 4

Page 10: Excel

CategoryCategory ველში წარმოდგენილია ფუნქციათა კატეგორიები, ხოლო FunctionFunction ველში კი არჩეულ კატეგორიაში შემავალი, ანბანური რიგის მიხედვით დალაგებული ფუნქციების ჩამონათვალი.

იმ შემთხვევაში თუ ზუსტად არ იცით რომელ კატეგორიას განეკუთვნება სასურველი ფუნქცია აირჩიეთ All FunctionAll Function. ამ შემთხვევაში ველში აისახება ყველა ფუნქციის ჩამონათვალი.

ფუნქციის შერჩევის შემდეგ საჭიროა განსაზღვროთ მისი არგუმენტები (მითითება შესაძლებელია როგორც ხელით, ასევე მაუსის საშუალებით) და დაასრულოთ ფუნქციათა ოსტატთან მუშაობა OkOk ღილაკზე დაწკაპუნებით.

ხშირად გამოყენებადი ფუნქციებიხშირად გამოყენებადი ფუნქციები

SUMSUM - განეკუთვნება მათემატიკურ ფუნქციათა კატეგორიას და გამოითვლის არგუმენტების ჯამს. მხედველობაში არ იღებს არგუმენეტებს, რომელთაც ტექსტური ან ლოგიკური ტიპის მნიშვნელობები გააჩნიათ.

ფუნქციები MAXMAX და MINMIN განეკუთვნებიან მათემატიკურ ფუნქციათა კატეგორიას და გამოთვლიან არგუმენტებს შორის უდიდეს და შესაბამისად უმცირეს მნიშვნელობას. ანალოგიურად ავტომატური შეკრების ფუნქციისა, არ

10

ნახ. 5

Page 11: Excel

მოქმედებენ არგუმენტებზე, რომელთაც ტექსტური ან ლოგიკური ტიპის მნიშვნელობები გააჩნია.

AVERAGEAVERAGE - განეკუთვნება სტატისტიკურ ფუნქციათა კატეგორიას და გამოითვლის არგუმენტების საშუალო არითმეტიკულს. მისი არგუმენტები შეიძლება იყოს რიცხვები, მიმართვები უჯრედზე ან უჯრედთა დიაპაზონზე, ფუნქციები. მხედველობაში არ მიიღება არგუმენტები, რომელთაც ტექსტური ან ლოგიკური ტიპის მნიშვნელობები აქვთ.

შენიშვნაშენიშვნა : კონკრეტული ფუნქციის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მიიღოთ Insert Funqtion დიალოგური ფანჯრის ქვედა ნაწილში, ფუნქციის არჩევისთანავე.

სტრიქონებისა და სვეტების ზომების შეცვლასტრიქონებისა და სვეტების ზომების შეცვლა

მაუსის გამოყენებით სვეტის სიგანის შესაცვლელად საჭიროა მოვნიშნოთ რამოდენიმე სვეტი და მაუსის მაჩვენებელი მოვათავსოთ მონიშნულ სვეტთაგან რომელიმეს სათაურის გამყოფ ხაზზე. მას შემდეგ რაც მაუსის მაჩვენებელი მიიღებს ორმხრივი ისრის ფორმას, დააჭირეთ თითი მაუსის მარცხენა ღილაკს და გადააადგილეთ მარცხენა ან მარჯვენა მხარეს იმისდა მიხედვით, მონიშნული სვეტების გაზრდა გსურთ თუ შემცირება.

თუ გსურთ დაარეგულიროთ სვეტის სიგანე მასში შემავალი ყველაზე გრძელი მონაცემის მიხედვით, მაუსის მაჩვენებელი ორჯერ დააწკაპუნეთ სვეტის სათაურის გამყოფ ხაზზე. სვეტის სიგანის შეცვლა შესაძლებელია ამ ხერხითაც:

მონიშნეთ სვეტები, რომელთა სიგანის შეცვლაც გსურთ და აირჩიეთ ბრძანება Format. Format. გახსნილ ქვემენიუში აირჩიეთ Column Width დააირჩიეთ Column Width და დიალოგურ ფანჯარაში შეიყვანეთ სასურველი მნიშვნელობა;

11

Page 12: Excel

სტრიქონის სიმაღლის შეცვლის პროცესი ანალოგიურია სვეტის სიგანის შეცვლის პროცესისა. სტრიქონის სიმაღლე ავტომატურად რეგულირდება ტექსტში არსებული ყველაზე მაღალი შრიფტის შესაბამისად.

მაუსის დახმარებით ერთი ან რამოდენიმე სტრიქონის სიმაღლის შესაცვლელად საჭიროა მოვნიშნოთ, მაუსის მაჩვენებელი მოვათავსოთ სასურველი სტრიქონის ნომრის ქვეშ მდებარე ხაზზე (მაჩვენებელი მიიღებს ორმხრივი ისრის ფორმას) და გადავაადგილოთ ზემოთ ან ქვემოთ მაუსის მარცხენა ღილაკზე თითის აუშვებლად იმისდამიხედვით სტრიქონის სიმაღლეში გაზრდა გსურთ თუ შემცირება.

თუ გსურთ სტრიქონის სიმაღლე დაარეგულიროთ მასში შემავალი ყველაზე მაღალი მონაცემის მიხედვით, საჭიროა მაუსის მარცხენა ღილაკით ორჯერ დააწკაპუნოთ სტრიქონის ნომრის ქვეშ მდებარე გამყოფ ხაზზე.

სტრიქონის სიმაღლის დარეგულირების მიზნით ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ ბრძანებით Format. Format. გახსნილ ქვემენიუში აირჩიეთ Row Heightაირჩიეთ Row Height და და დიალოგურ ფანჯარაში შეიყვანეთ სასურველი მნიშვნელობა;

12

ნახ. 6

Page 13: Excel

ფორმატირებაფორმატირება

ExcelExcel-ში უჯრების სასურველი სახით დაფორმატება შესაძლებელია როგორც მათში მონაცემების შეტანამდე, ისე მონაცემების შეტანის შემდეგ. უჯრედის ფორმატი განსაზღვრავს მისი შიგთავსის გარეგნულ იერსახეს და არანაირ გავლენას არ ახდენს თვით მონაცემთა მნიშვნელობაზე. უჯრედის ფორმატირება ხორციელდება კონტექსტური მენიუდან, რომელიც გამოჩნდება ამ უჯრედზე მაუსის მარჯვენა კლავიშზე დაწკაპუნებით.

მონაცემთა ფორმატირებამონაცემთა ფორმატირება

პროგრამა სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ფორმატირების მიზნით შესაბამის პარამეტრებს გთავაზობთ. თუ გსურთ უჯრედს მიანიჭოთ რაიმე კატეგორიის ფორმატი საჭიროა მონიშნოთ ისინი, აირჩიოთ ბრძანება Format CellsFormat Cells, ხოლო მიღებულ დიალოგურ ფანჯარაში გააქტიუროთ ჩანართი NumbersNumbers:

13

ნახ. 7

Page 14: Excel

CategoryCategory - მონაცემთა ფორმატის კატეგორიის შერჩევა;

ამ კატეგორიის საშუალებით შესაძლებელია შევქმნათ ახალი ან გავაუქმოთ ძველი ფორმატი (იგულისხმება მხოლოდ მომხმარებლის მიერ შექმნილი ფორმატი). გაითვალისწინეთ, რომ სამომხმარებლო ფორმატი მხოლოდ იმ დავთრისათვის არის ხელმისაწვდომი, რომლისთვისაც შეიქმნა.

რიცხვითი ფორმატი - Numberრიცხვითი ფორმატი - Number

განსაზღვრავს ათწილადი ციფრების რაოდენობას მძიმის შემდეგ, მრავალნიშნა რიცხვებისათვის ციფრთა ჯგუფების გამყოფ სიმბოლოს და უარყოფითი რიცხვებისათვის გამოსახვის ფორმას.

Decimal placesDecimal places - მძიმის შემდეგ ათწილადი ციფრების რაოდენობა;

Percentage - პროცენტულიPercentage - პროცენტული

14

ნახ. 8

Page 15: Excel

ფორმატი საშუალებას გვაძლევს წარმოვადგინოთ რიცხვი პროცენტის სახით. ასეთ შემთხვევაში რიცხვი, რომელიც უჯრედშია ფიქსირებული მრავლდება 100-ზე და ემატება პროცენტის ნიშანი.

Currency - ფულადიCurrency - ფულადი

შეიძლება ითქვას რიცხვითი ფორმატია, რომელიც გამოიყენება ფულადი თანხების წარმოსადგენად. ფორმატის არჩევის შემდეგ უჯრაში არსებულ რიცხვს ემატება ვალუტის ნიშანი, რომლის შერჩევა ხდება FormatFormat ველში წარმოდგენილი ჩამონათვალიდან.

Date & Tine - თარიღი და დროDate & Tine - თარიღი და დრო

იმ შემთხვევაში თუ გსურთ უჯრედში ჩაწერილი თარიღის ან დროის სპეციალური ფორმატით გამოსახვა, უჯრედს უნდა მიენიჭოს DateDate ან შესაბამისად TimeTime ფორმატი.

Scientific - სტანდარტული სახეScientific - სტანდარტული სახე

საშუალებას გვაძლევს წარმოვადგინოთ რიცხვი სტანდარტული სახით. მოსახერხებელია ძალიან დიდი და ძალიან მცირე რიცხვების ჩასაწერად.

Fraction - წილადურიFraction - წილადური

FractionFraction ფორმატი უჯრედში შეტანილ რიცხვს წარმოადგენს ჩვეულებრივი წილადის სახით. გაითვალისწინეთ, წილადებსაც გამოსახვის საკუთარი ტიპები გააჩნიათ, რომელთა არჩევა FormatFormat ჩამონათვლის ველშია შესაძლებელი.

Text - ტექსტურიText - ტექსტური

ტექსტური ფორმატი რიცხვითი ფორმატის ექვივალენტურია და მისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მონაცემები უჯრედის მარცხენა ბოლოში ფიქსირდება. რიცხვს ტექსტად არ გადააქცევს, ანუ განიხილავს როგორც რიცხვს, მაგრამ ფორმულის ტექსტური ფორმატით ჩაწერის შემთხვევაში იგი განიხილება, როგორც ტექსტი და შესაბამისად სხვა ფორმულით მასზე მიმართვა არ ხდება.

მონაცემთა განთავსება უჯრედის შიგნითმონაცემთა განთავსება უჯრედის შიგნით15

Page 16: Excel

FormatFormat CellsCells დიალოგური ფანჯრის AlligmentAlligment ჩანართი საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ მონაცემთა ადგილმდებარეობა უჯრედის შიგნით, მათი დახრა ჰორიზონტისადმი გარკვეული კუთხით და ა.შ.

დიალოგური ფანჯრის HorizontalHorizontal ველში არსებული ჩამონათვალი გამოიყენება მონაცემთა ჰორიზონტალური მიმართულებით განსათავსებლად:

GeneralGeneral - მონაცემთა უჯრედს შიგნით განთავსების ადგილი დამოკიდებულია მათ ტიპზე;

LeftLeft - მონაცემი განთავსდება უჯრედის მარცხენა კიდესთან;

CenterCenter - მონაცემი განთავსდება უჯრედის ცენტრში ჰორიზონტალური მიმართულებით;

RightRight - მონაცემი განთავსდება უჯრედის მარჯვენა კიდესთან;

JustifiedJustified - ტექსტი თანაბრად განაწილდება უჯრედის მთელს სიგანეზე, არ გამოვა უჯრედის ფარგლებს გარეთ;

16

ნახ. 9

Page 17: Excel

დიალოგური ფანჯრის VerticalVertical ველში არსებული ჩამონათვალი განსაზღვრავს მონაცემთა ადგილმდებარეობას უჯრედის შიგნით ვერტიკალურად:

TopTop - მონაცემი განთავსდება უჯრედის ზედა კიდესთან;

BottomBottom - მონაცემი განთავსდება უჯრედის ქვედა კიდესთან;

CenterCenter - მონაცემი განთავსდება უჯრედის ცენტრში ვერტიკალური მიმართულებით;

უჯრედში ტექსტის წარმოდგენის პარამეტრები:

Wrap text Wrap text - უზრუნველყოფს ერთი უჯრის შიგნით ტექსტის სხვადასხვა სტრიქონებზე განთავსებას;

Shink to fit Shink to fit - უზრუნველყოფს ტექსტის ზომის ავტომატურ შემცირებას, უჯრაში მისი სრულად ჩატევის მიზნით.

დიალოგური ფანჯრის OrientationOrientation განყოფილებიდან ხორციელდება უჯრედში ჩაწერილი ტექსტის დახრა ჰორიზონტისადმი გარკვეული კუთხით.

ჩარჩოები და ფერებიჩარჩოები და ფერები

17

Page 18: Excel

FormatFormat CellsCells დიალოგური ფანჯრის Border ჩანართი საშუალებას საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სასურველი სტილის და ფერის ხაზი უჯრედის ან უჯრედთა ერთობლიობის საზღვრისათვის.

სურვილის/საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჩარჩოს დაამატოთ ჩრდილის ეფექტი, განსაზღვროთ ჩრდილის ადილმდებარეობა, დაარეგულიროთ მაძილი ჩარჩოსა და ჩრდილს შორის, შეარჩიოთ ჩრდილის ფერი და ა.შ. ამის განხორციელება შესაძლებებლია FormatFormat CellsCells დიალოგური ფანჯრის Fill ჩანართის მეშვეობით.

.

ფორმატის კოპირებაფორმატის კოპირება

18

ნახ. 10

ნახ. 11

Page 19: Excel

სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე არსებული ღილაკი FormatFormat PainterPainter საშუალებას გაძლევთ უჯრას/დიაპაზონს მიანიჭოთ ფორმატი, რომელიც უკვე გააჩნია გარკვეულ უჯრებს.

1. მონიშნეთ უჯრა ან დიაპაზონი, რომლის ფორმატის კოპირებაც გსურთ;

2. აირჩიეთ სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე არსებული ღილაკი Format PaintFormat Painteerr;

3. მონიშნეთ ის უჯრა ან დიაპაზონი, რომელშიც ახდენთ ფორმატის კოპირებას.

მოქმედებები ფურცელზემოქმედებები ფურცელზე

ფურცლის სახელის შეცვლაფურცლის სახელის შეცვლა

1. მიიტანეთ მაუსის ისარი ფურცლის ძველ სახელწოდებასთან (მაგ., Sheet1), მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით გააქტიურეთ კონტექსტური მენიუ და აირჩიეთ ბრძანება RenameRename;

2. აკრიფეთ ფურცლის ახალი სახელწოდება და დააფიქსირეთ რომელიმე უჯრაზე დაწკაპუნებით;

19

ნახ. 12

ნახ. 13

Page 20: Excel

იგივე ხერხით (კონტექსტური მენიუს საშუალებით) შესაძლებელია დავთარში ახალი ფურცლის ჩასმა (ბრძანება Insert), ფურცლის წაშლა (ბრძანება Delete), ფურცლის გადატანა და კოპირება (ბრძანება Move or Copy), დაფარვა (Hide).

დიაგრამებიდიაგრამები

ინფორმაციის ვიზუალურად აღქმისა და ანალიზის გაადვილების მიზნით სასურველია ისარგებლოთ დიაგრამებით, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია დამუშავებული ინფორმაციის თვალსაჩინოდ წარმოდგენა. დიაგრამების ასაგებად შეასრულეთ მოქმედებები შემდეგი თანმიმდევრობით:

1. მონიშნეთ ფურცელზე მონაცემები, რომელთა საფუძველზეც დიაგრამის აგებას აპირებთ;

2. სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე Insert მენიუდან აირჩიეთInsert მენიუდან აირჩიეთ დიაგრამის თქვენთვის სასურველი ფორმა. დიაგრამის თქვენთვის სასურველი ფორმა. იქვე შეგიძლიათ იხილოთ მონიშნული მონაცემების შესაბამისი გრაფიკის წინასწარი ხედი.

20

ნახ. 14

Page 21: Excel

3. გაააქტიურეთ Chart Tools ღილაკი, რის შემდეგაც გამოჩნდება შემდეგი სახის მენიუ:

21

ნახ. 15

Page 22: Excel

მენიუს კომპონენტებია:

Change Chart Type - მისი მეშვეობით შესაძლებელია დიაგრამის ტიპის შეცვლა;

Select Date - ღერძების სახელწოდების შეცვლა, მონიშნულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა;

Chart Layouts - დიაგრამისათვის სახელის მინიჭება, ღერძების სახელის შეცვლა.

დიაგრამაზე ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მის კომპონენტებზე თაგვის მარცხენა კლავიშის მეშვეობით გამოტანილი კონტექსტური მენიუებიდან.

22

ნახ. 16

Page 23: Excel

გვერდის პარამეტრებიგვერდის პარამეტრები

გვერდების პარამეტრების განსაზღვრა შეიძლება PagePage Layout Layout მენიუს მენიუს მეშვეობითმეშვეობით,, რომლის არჩევისთანავე გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში შესაძლებელია ფურცლის პარამეტრების დარეგულირება:

23

ნახ. 17

Page 24: Excel

SizeSize - განსაზღვრავს ფურცლის ფორმატს (მაგ., A4, A5 და ა.შ.);

MarginsMargins - განსაზღვრავს საბეჭდ ფურცელზე მინდვრების ზომას (TopTop - ზედა, BottomBottom - ქვედა, LeftLeft - მარცხენა, RightRight - მარჯვენა)

OrientationOrientation ველის გადამრთველები განსაზღვრავენ ნაბეჭდის ორიენტაციას ფურცლზე (PortraitPortrait - ჰორიზონტალური, LandscapeLandscape - ვერტიკალური;)

Page Preview წინასწარი დათვალიერების რეჟიმიPage Preview წინასწარი დათვალიერების რეჟიმი

Office Button მენიუში Print ქვემენიუს Print Prewiew ბრძანება სავარაუდო ამონაბეჭდს ეკრანზე წარმოადგენს მინიატურის სახით, რაც საშუალებას გაძლევთ წინასწარ იხილოთ თუ როგორი იქნება დოკუმენტი ბეჭდვის შემდეგ.

24

ნახ. 18

Page 25: Excel

ღილაკი Zoom Zoom გამოიყენება მაშტაბის დარეგულირებისათვის (გვერდის გამოსახულების მაშტაბის გაზრდა/შემცირება);

ღილაკები Previous PagePrevious Page და Next PageNext Page - წინა და შესაბამისად მომდევნო გვერდზე გადასვლა;

Close PrewievClose Prewiev - წინასწარი დათვალიერების რეჟიმიდან გამოსვლა;

ბეჭდვაბეჭდვა

25

ნახ. 19

ნახ. 20

Page 26: Excel

ცხრილის დასაბეჭდად გამოიყენეთ სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე განთავსებული PrintPrint ღილაკი. ეკრანზე გამოვა ბეჭდვის დიალოგური ფანჯარა.

დიალოგური ფანჯარა შეიცავს სტანდარტულ ინსტრუმენტებსა და ველებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ განვსაზღვროთ:

properties - საბეჭდი მოწყობილობის პარამეტრები;

Name - პრინტერი;

Selection - მონიშნულ უჯრედთა ან ობიექტთა სიმრავლე;

Active Sheet(s) - აქტიური ან ერთად მონიშნული რამდენიმე ფურცელი. ყოველი ფურცლის ბეჭდვა ახალი გვერდიდან იწყება;

Entire Workbook - მთელი დავთარი;

Print Range - ამოსაბეჭდი გვერდების ნომრები;

Number of copies - ასლების რაოდენობა;

Collate - ფურცლების ბეჭდვის რიგი.

მაგალითი 1. მონაცემების საშუალო არითმეტიკულის გამოთვლა

26

ნახ. 21

Page 27: Excel

ვთქვათ, გვაქვს ცხრილი, სადაც ჩამოწერილია მოსწავლეთა ნიშნები რომელიმე საგანში ტრიმესტრის განმავლობაში.

Excel-ი გვაძლევს საშუალებას მარტივად გამოვთვალოთ თითოეული მოსწავლის ნიშნების საშუალო არითმეტიკული. ამისათვის ვიქცევით ამგვარად:

1. ავირჩიოთ სვეტი, სადაც უნდა ჩამოვწეროთ მოსწავლეთა ნიშნების საშუალო არითმეტიკულების მნიშვნელობები.

2. გავააქტიუროთ უჯრა, რომელშიც უნდა ჩავწეროთ სიით პირველი მოსწავლის ნიშნების საშუალო.

3. მაუსის ისარი დავაწკაპუნოთ ფორმულების ზოლის fx ნიშნულზე.

4. ჩამოშლილი მენიუდან, რომელიც გვთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის ფუნქციებს, ავირჩიოთ კატეგორია All (ან, Most Recently Used).

5. ავირჩიოთ AVERAGE (საშუალო) ფუნქციას და დავადასტუროთ არჩევანი ok ღილაკზე დაწკაპუნებით.

27

Page 28: Excel

6. მოვნიშნოთ პირველი სტრიქონის ყველა უჯრა, რომელიც მდებარეობს გააქტიურებული უჯრის მარცხნივ და ისევ დავაჭიროთ ღილაკს ok. უჯრაში ჩაიწერება საშუალო არითმეტიკულის მნიშვნელობა.

28

Page 29: Excel

7. მოვახდინოთ ფორმულის კოპირება თავდაპირველად მონიშნული უჯრის სვეტის სხვა დანარჩენ უჯრებზე (მაუსის ისარი მივიტანოთ უჯრის მარჯვენა ქვედა კუთხეში და როცა ისარი ჯვრის სახეს მიიღებს, ხელის აუღებლად ჩამოვწიოთ ქვემოთ - სვეტის გასწვრივ. ყველა უჯრაში ჩაიწერება საშუალო არითმეტიკულების შესაბამისი მნიშვნელობები.

29

Page 30: Excel

8. მიღებული მნიშვნელობების დამრგვალება შეიძლება ინსტრუმენტთა პანელის ღილაკის Decrease Decimals მეშვეობით.

მაგალითი 2 . მონაცემების მითითებული პროცენტის გამოთვლა

დავუშვათ, რომ ”მიმდინარე საკლასო დავალებების” კომპონენტის წონაა 25%. როგორ გამოვთვალოთ ამ კომპონენტის მნიშვნელობა თითოეული მოსწავლისათვის Excel-ის გამოყენებით?

B სვეტში ჩამოწერილია მოსწავლეების ნიშნების საშუალო არითმეტიკულები. C2 უჯრაში ჩავწეროთ კომპონენტის წონის მნიშვნელობა - 25.

1. გავააქტიუროთ C3 და ჩავწეროთ მასში:

=B3*$C$2/10030

Page 31: Excel

(როგორც იცით, $C$2 არის აბსოლუტური მიმართვა C2 უჯრედზე) და დავაჭიროთ კლავიატურაზე ღილაკს Enter.

ამ პროცედურის მერე C3 უჯრედში ჩაიწერება B3 - ის მნიშვნელობის 25%.

2. მოვახდინოთ C3 უჯრედში ჩაწერილი ფორმულის კოპირება C4:C14 უჯრედებში: მაუსის მაჩვენებელი მივიტანოთ მონიშვნის ჩარჩოს მარჯვენა ქვედა კუთხესთან ისე, რომ იგი გადაიქცეს შავი ფერის ჯვრად. ამ მომენტში დავაჭიროთ მაუსის მარცხენა კლავიშს და მაცვენებელი გადავაადგილოთ საჭირო უჯრედებზე.

31

Page 32: Excel

3. მიღებული მნიშვნელობების დამრგვალება შეიძლება ინსტრუმენტთა პანელის ღილაკის Decrease Decimals მეშვეობით.

32

Page 33: Excel

მაგალითი 3. დიაგრამების აგება

ვთქვათ, რომ მასწავლებელმა ტრიმესტრის ბოლოს შეაჯამა თავისი შედეგები და მიიღო ამგვარი სურათი: მაღალი შეფასება (8-10 ქულა) აქვს 36 მოსწავლეს, საშუალო შეფასება (6-7) – 50 მოსწავლეს, დაბალი შეფასება (1-5) კი - 8 მოსწავლეს. თუ მასწავლებელი მოისურვებს ეს შედეგები წარმოადგინოს წრიული დიაგრამის სახით, უნდა მოიქცეს ამგვარად:

1. შეიყვანოს მონაცემები ელექტრონულ ცხრილში.

2. მონიშნოს მონაცემები და Insert მენიუში აირჩიოს წრიული დიაგრამის სასურველი დიზაინი.

33

Page 34: Excel

3. დიაგრამაზე აღნიშვნების დამატება შესაძლებელია მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნების მეშვეობით გამოტანილი კონტექსტური მენიუდან Add Data Labels მითითებით.

34