Top Banner
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ვანგ შუ 2012 წლის პრიტზკერის არქიტექტურული ჯილდოს ლაურეატია. ლოს ანჯელესი, კალიფორნია – ვანგ შუ, 48 წლის არქიტექტორი, რომელიც მოღვაწეობს ჰანგჟუში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, მიიღებს 2012 წლის პრიტზკერის არქიტექტურულ ჯილდოს – განაცხადა ჰიატ ფაუნდეიშენის (Hy- att Foundation) თავმჯდომარემ ტომას ჯ. პრიტზკერმა. ოფიციალური ცერემონია, რომელიც მსოფლიოში არქიტექტურულ უმაღლეს ჯილდოდ ითვლება, გაიმართება 25 მაისს პეკინში. @523 dizainTbilisi ¦¦ dizaini ¦ arqiteqtura ¦ mediaxelovneba Andro Semeiko is a young artist presenting a millennial project - a prototype for inter- planetary flight. Semeiko has documented the designs for the vehicle, its spectacular launch, and the publicity following the launch. e design of the spaceship recalls the thousands of corks fired from champagne bottles at the turn of the millennium. Like the mythical Icarus, it soars into space only to come back down to earth all too quickly. When we learn the artist is originally Russian/Georgian, we might recall the trajectory of the Soviet space programme and imagine how the work might symbolize post-Soviet life. Alistair Robinson programme director at Northern Gallery for Contemporary Arts, Sunderland Andro Semeiko. Spaceship CORK 2000 Blueprint 35x45cm marker on canvas 2000 Andro Semeiko. Spaceship CORK 2000 1’45” 2001-07 2012 წლის პრიტზკერის არქიტექტურული ჯილდოს ლაურეატი ვანგ შუ How do spacecraſt return to Earth? First they need to slow their speed so the earth’s gravity can ‘catch’ them. is is done by doing a de-orbit burn. e space shuttle then literally falls from the sky - but in a well planned path - to come to an unpowered landing in either Florida at Kennedy Space Center, or at Edwards Airforce Base in California. e commander is in control and so the landing is done manually as there is considerably more risk with a computer controlled one. A parachute slows the shuttle once it has landed. e Russian Soyuz craſt literally fall back to earth onto land, slowed by parachutes. Andro Semeiko. Spaceship CORK 2000 Blueprint 35x45cm marker on canvas 2000 ჩინეთის სამხატვრო აკადემია, II ფაზა, 2004-2007, ჰანგჟუ, ჩინეთი Photo by Lv Hengzhong Photo by Lu Wenyu Photo by Lv Hengzhong ნინგბოს ისტორიის მუზეუმი, 2003-2008, ნინგბო ჩინეთი Decay of a Dome Exhibit (Installation in Venice), 2010, Venice, Italy როგორ მოხვედით საქიდეამშენამდე? პირველი გამოცდილება ჩემთვის მამაჩემთან ერთად მუშაობა იყო, სწორედ მაშინ ავირჩიე ჩემი მომავალი პროფესია. შემდეგ რამოდენიმე ადგილას მომიწია მუშაობა, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი 2006 წელს ლებედევის დიზაინ სტუდიაში, ხოლო შემდეგ სარეკლამო სააგენტო BBDO Moscow-ში მუშაობა იყო. რას იტყოდით ამ სარეკლამო სააგენტოებზე? ლებედევის სტუდია საერთოდ სხვა სამყაროა, აბსოლუტურად განსხვავებული სტანდარტული ორგანიზაციებისგან. რაც ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ იზოლირებული ხარ გარე სამყაროსგან. ალბათ ყველაზე კარგი ის არის რომ ცოდნის გაზიარება დაუწერელი კანონია სტუდიაში. ამ მხრივ ძალიან სწრაფად იზრდები, ვითარდები. პროფესია „დიზაინერი“ აქ უკიდურესად აღმატებით ხარისხშია აყვანილი. (რაზეც სტუდიის სლოგანიც მეტყველებს: „დიზაინი გადაარჩენს სამყაროს“) თავად არტიომი ცალკე თემაა და გარდა დიზაინისა ბევრი რამის სწავლა შეიძლება ამ ადამიანისგან: მან უგულვებელყო არსებული გამოცდილება და სტანდარტები, შექმნა აბსოლუტურად უნიკალური ორგანიზაციული მოდელი და დაახლოებით ორასი ადამიანისგან შემდგარ სტუდიას ისე უძღვება, რომ არცერთი „მძიმე არ ამოიშლება ტექსტიდან“ მის გარეშე. BBDO Mos- cow ერთერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ქსელური სააგენტოა რუსეთში. გაგრძელება ____02 dt ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარეკლამო სააგენტო -- საქიდეამშენი //creative.ge ჩვენ დაუსვით რამდენიმე შეკითხვა საქიდეამშენის კრეატიულ დირექტორს გიორგი პოპიაშვილს ROOMS ____03 dt - ________________________________ dt 008 2 0 1 2 ნაკლები და მეტი: დაუდგენელი მოძრავი ობიექტის ორ სიტყვიანი განმარტება რომელიც Volteis -მა შეიმუშავა სტარკის დიზაინით. V+ არის პირველადი ტესტის ალტერნატივა და პასუხობს მათ მოთხოვნებს ვისაც გადაწყვეტილი აქვს სწორად და განსხვავებულად მოძრაობა. “მინდოდა ალტერნატივა შემომეთავაზებინა. სხვა პასუხი ავტომანქანის მინიმალისტური აღქმისთვის. მარტივი ავტომანქანა. როგორც სათამაშო. 4 ბორბლით. სამართავი ბორბლები. და ელექტრობა. მანქანა მხოლოდ ტრანსპორტირებისთვის. ჩვენთვის და ჩვენი ბიზნესისთვის. სულ ეს არის. იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი. მეტი ჰუმანურობა. მეტი არჩევანი იმის დასანახად, რომ ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე.” home > news > topic > Design
10

DESIGNTbilisi 001-008

Mar 25, 2016

Download

Documents

g z

blockposter
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: DESIGNTbilisi 001-008

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ვანგ შუ 2012 წლის პრიტზკერის არქიტექტურული ჯილდოს ლაურეატია.

ლოს ანჯელესი, კალიფორნია – ვანგ შუ, 48 წლის არქიტექტორი, რომელიც მოღვაწეობს ჰანგჟუში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, მიიღებს 2012 წლის პრიტზკერის არქიტექტურულ ჯილდოს – განაცხადა ჰიატ ფაუნდეიშენის (Hy-att Foundation) თავმჯდომარემ ტომას ჯ. პრიტზკერმა. ოფიციალური ცერემონია, რომელიც მსოფლიოში არქიტექტურულ უმაღლეს ჯილდოდ ითვლება, გაიმართება 25 მაისს პეკინში.

@523 dizainTbilisi ¦¦ dizaini ¦ arqiteqtura ¦ mediaxelovneba

Andro Semeiko is a young artist presenting a millennial project - a prototype for inter-planetary flight. Semeiko has documented the designs for the vehicle, its spectacular launch, and the publicity following the launch. The design of the spaceship recalls the thousands of corks fired from champagne bottles at the turn of the millennium. Like the mythical Icarus, it soars into space only to come back down to earth all too quickly. When we learn the artist is originally Russian/Georgian, we might recall the trajectory of the Soviet space programme and imagine how the work might symbolize post-Soviet life.

Alistair Robinson programme director at Northern Gallery for Contemporary Arts, Sunderland

Andro Semeiko. Spaceship CORK 2000 Blueprint 35x45cm marker on canvas 2000

Andro Semeiko. Spaceship CORK 2000 1’45” 2001-07

2012 წლის პრიტზკერის არქიტექტურული ჯილდოს ლაურეატი

ვანგ შუ

How do spacecraft return to Earth?First they need to slow their speed so the earth’s gravity can ‘catch’ them. This is done by doing a de-orbit burn. The space shuttle then literally falls from the sky - but in a well planned path - to come to an unpowered landing in either Florida at Kennedy Space Center, or at Edwards Airforce Base in California. The commander is in control and so the landing is done manually as there is considerably more risk with a computer controlled one. A parachute slows the shuttle once it has landed. The Russian Soyuz craft literally fall back to earth onto land, slowed by parachutes.

Andro Semeiko. Spaceship CORK 2000 Blueprint 35x45cm marker on canvas 2000

ჩინეთის სამხატვრო აკადემია, II ფაზა, 2004-2007, ჰანგჟუ, ჩინეთი

Photo by Lv Hengzhong

Photo by Lu Wenyu

Photo by Lv Hengzhong

ნინგბოს ისტორიის მუზეუმი, 2003-2008, ნინგბო ჩინეთი

Decay of a Dome Exhibit (Installation in Venice), 2010, Venice, Italy

როგორ მოხვედით საქიდეამშენამდე?პირველი გამოცდილება ჩემთვის მამაჩემთან ერთად მუშაობა იყო, სწორედ მაშინ ავირჩიე ჩემი მომავალი პროფესია. შემდეგ რამოდენიმე ადგილას მომიწია მუშაობა, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი 2006 წელს ლებედევის დიზაინ სტუდიაში, ხოლო შემდეგ სარეკლამო სააგენტო BBDO Moscow-ში მუშაობა იყო.

რას იტყოდით ამ სარეკლამო სააგენტოებზე?ლებედევის სტუდია საერთოდ სხვა სამყაროა, აბსოლუტურად განსხვავებული სტანდარტული ორგანიზაციებისგან. რაც ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ იზოლირებული ხარ გარე სამყაროსგან. ალბათ ყველაზე კარგი ის არის რომ ცოდნის გაზიარება დაუწერელი კანონია სტუდიაში. ამ მხრივ ძალიან სწრაფად იზრდები, ვითარდები. პროფესია „დიზაინერი“ აქ უკიდურესად აღმატებით ხარისხშია აყვანილი. (რაზეც სტუდიის სლოგანიც მეტყველებს: „დიზაინი გადაარჩენს სამყაროს“) თავად არტიომი ცალკე თემაა და გარდა დიზაინისა ბევრი რამის სწავლა შეიძლება ამ ადამიანისგან: მან უგულვებელყო არსებული გამოცდილება და სტანდარტები, შექმნა აბსოლუტურად უნიკალური ორგანიზაციული მოდელი და დაახლოებით ორასი ადამიანისგან შემდგარ სტუდიას ისე უძღვება, რომ არცერთი „მძიმე არ ამოიშლება ტექსტიდან“ მის გარეშე. BBDO Mos-cow ერთერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ქსელური სააგენტოა რუსეთში.

გაგრძელება ____02 dt

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარეკლამო სააგენტო -- საქიდეამშენი //creative.ge

ჩვენ დაუსვით რამდენიმე შეკითხვა საქიდეამშენის კრეატიულ დირექტორს გიორგი პოპიაშვილს

ROOMS ____03 dt

- ________________________________ dt 008

მ ა რ ტ ი 2 0 1 2

ნაკლები და მეტი: დაუდგენელი მოძრავი ობიექტის ორ სიტყვიანი განმარტება რომელიც Volteis -მა შეიმუშავა სტარკის დიზაინით. V+ არის პირველადი ტესტის ალტერნატივა და პასუხობს მათ მოთხოვნებს ვისაც გადაწყვეტილი აქვს სწორად და განსხვავებულად მოძრაობა.

“მინდოდა ალტერნატივა შემომეთავაზებინა. სხვა პასუხი ავტომანქანის მინიმალისტური აღქმისთვის. მარტივი ავტომანქანა. როგორც სათამაშო. 4 ბორბლით. სამართავი ბორბლები. და ელექტრობა. მანქანა მხოლოდ ტრანსპორტირებისთვის. ჩვენთვის და ჩვენი ბიზნესისთვის. სულ ეს არის.

იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი. მეტი ჰუმანურობა. მეტი არჩევანი იმის დასანახად, რომ ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე.”

home > news > topic > Design

Page 2: DESIGNTbilisi 001-008

“დიფენბახი” (“Diefenbach”) არის გერმანულ - ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის საკონდიტრო პროდუქტს სთავაზობს. “დიფენბახი” -ს მიზანია უგემრიელეს პროდუქტთან ერთად ვიზუალური ესთეტიკის შემოტანა ბაზარზე და საკონდიტრო ნაწარმის ჩუქების კულტურის დანერგვა.

მოგვიყევით საკონდიტროს ისტორიასაკონდიტროს გახსნის იდეა დაიბადა ამსტერდამში, შტეფანი დიფენბახს უნდოდა იქ საქმიანობის წამოწყება სარესტორნო ბიზნესში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკმაოდ რთული გზა იყო გასავლელი. შევთავაზეთ გაგვეკეთებინა თბილისში საკონდიტრო. ვიცოდით რომ აქ ასეთი რამ არ არსებობს, ბაზარსაც ასე თუ ისე ვიცნობდით და იდეა ვაქციეთ რეალობად :) დიზაინერები ჩვენს სამეგობროში მოვიძიეთ, ესენი არიან ადამიანები, რომლებთაც აქვთ ხელოვნებასთან შეხება, მეთოჯინე, ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი, მოქანდაკე…

როგორი ურთიერთობა გაქვთ დამკვეთთან

გვავქვს კატალოგები, საიდანაც დამკვეთი არჩევს ტორტის სასურველ დიზაინს. ძირითადად ეს კატალოგები გამოიყენება ინსპირაციისთვის, მათი საშუალებით დამკვეთი ხვდება რა შეგვიძლია ჩვენ. თუ კატალოგში ვერ ნახავს სასურველ დიზაინს, ჩვენ ვეხმარებით იდეის ჩამოყალიბებაში. კორპორატიულ დამკვეთებთან, უმეტეს შემთხვევში, ექსკლუზიური დიზაინია, რადგანაც ტორტი კომპანიის იდეას უნდა გამოხატავდეს, დაბადების დღეებზე თავად ბავშვები გვეუბნებიან რა სურთ თუ კატალოგში ვერ ნახავენ სასურველ დიზაინს. ქორწილის ტორტის ესკიზი ან ფოტო ხშირად თავად დამკვეთს მოაქვს,რადგანაც თბილისში დამკვიდრებულია ეს ტრადიცია, თუმცა ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ინტერნეტში მოძიებული ფოტოები და ჩვენ შევთავაზოთ საქორწილო დიზაინიც.

დაკვეთის მიღებიდან რა ეტაპებს გადის ნაწარმი საბოლოო შედეგის მიღებამდეჩვენი მთავარი პირობაა, რომ შეკვეთა განხორციელდეს ჩვენს სტუდიაში. არ ვიღებთ შეკვეთებს ტელეფონით ძალზე იშვიათი გამონაკლისის გარდა, რადგანაც ვთვლით, რომ ტორტის შეკვეთა ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, ყოველ დეტალს სჭირდება დაწვრილმანება და გათვლა. დიდი შეკვეთები ხორციელდება 10-14 დღით ადრე. მცირე ზომის ტორტის შეკვეთა 2-3 დღით ადრე. შეკვეთის გაფორმების დროს, მენეჯერი დამკვეთის სურვილს და დეტალებს იწერს დიდი ფორმატის ფურცელზე, ეს მეთოდი სპეციალურად დაინერგა, რადგანაც თავიდან იქნეს აცილებული შეკვეთის აღების დროს რაიმე დეტალის გამორჩენა. დამკვეთი თავად ხედავს რას იწერს მენეჯერი. დგინდება თარიღი, თუ როდის უნდა იყოს შეკვეთა მზად. თუ შეკვეთა განხორციელდა კატალოგის დახმარებით, საქმე მარტივად არის, რადგანაც დიზაინი იგივე კატალოგის მიხედვით სრულდება, თუ დიზაინი ექსკლუზიურია, იხატება ესკიზი. თუ დიდი შეკვეთაა, ანუ 100 ზე მეტ პერსონაზე გათვლილი ტორტია, ჩვენ არ ვიზღუდებით დამკვეთთან 1 დღიანი შეხვედრაზე და რამდენიმე დღეში ისევ ვხვდებით ერთმანეთს რათა გავაცნოთ ესკიზი და ასევე გავასინჯოთ წინასწარ გემო, უფასოდ. ქორწილის შემთხვევაში 3-4 ჯერ გვიწევს დამკვეთთან კონსულტაცია და შეხვედრა .ასევე, შეკვეთის აუცილებელი პირობაა 50% -ის წინასწარი გადახდა (ტორტის დიზაინის დაწუნების შემთხვევაში, დამკვეთს თანხა სრულად უბრუნდება). ამ თანხის გადახდის შემდეგ დიზაინერები იწყებენ მუშაობას დიზაინზე, მზადდება ფონდანტის ფერები, ესკიზის მიხედვით ნაწილდება სამუშაო დღეები. თითო ტორტს ვანდომებთ 2-5 დღეს, ყველაფერი ხელით კეთდება და ამიტომ სამუშაო საკმაოდ შრომატევადია. ბისკვიტი და კრემი მზადდება შეკვეთის შესრულების წინა დღეს ან იმავე დღეს. ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს, არანაირ ფხვნილებს.

იყენებთ კომპიუტერულ პროგრამებს ესკიზების გაკეთების დროს?კომპიუტერულ პროგრამებს არ ვიყენებთ :) ყველაფერი კეთდება ხელით. ესკიზიც ხელით იხატება.

უფრო საინტერესოა კორპორატიულ დამკვეთთან მუშაობა თუ სასაჩუქრე ნაწარმის დამზადება?ჩვენთვის ნებისმიერ ტორტზე მუშაობა საინტერესოა, ჯერ არ მომხდარა, რომ ერთი და იგივე ტორტის დიზაინი გაგვეკეთებინა, მცირე დეტალი მაინც იცვლება და არ არსებობს 2 იდენტური ტორტი. კოპრორატიულიც და სასაჩუქრე ტორტიც ერთნაირად შრომატევადი და საპასუხისმგებლოა.

იყენებთ ტორტების მორთულობაში ქართულ ტრადიციულ მოტივებს?კი და ამის პირველი და ყველაზე მასშტაბური პრეცენდენტი ჩვენს პრაქტიკაში თბილისობისათვის შექმნილი ტორტი იყო. ტორტის ოთხ სართულზე კომპოზიციურად გადანაწილებული იყო ფრაგმენტები ძველი თბილისის ხედებიდან, შენობების ფასადები და თემატურად შერჩეული ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ხევსურულ მოტივებზე შექმნილი მინიატურული ხალიჩებიდა სხვადასხვა ქსოვილები, ქართული ჭურჭელი და ხილი. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ მსგავსი თემებით დაინტერესებული მომხმარებლებირას ურჩევდით ახალგაზრდა კონდიტერებს რომელთაც თქვენი გამოცდილების გაზიარება უნდათახალგაზრდა კონდიტერებს რას ვურჩევდით? ვურჩევდით იყონ ინოვაციურები, სიახლის მოყვარულები და ძლიერი კონკურენტები, რადგან ეს ჩვენც ძალიან გვჭირდება :)

dt 001 ________________________________ -

imedi.ge/remonti

Page 3: DESIGNTbilisi 001-008

dt 001 ________________________________ -

რა არის მთავარი რათა იყოთ კარგი კრეატიული დირექტორი?პირველ რიგში უნდა იყოს პროფესიონალი. უნდა შეგეძლოს მოტივირება თანამშრომლების. უნდა იყო ლიდერი და არა “უფროსი” და უნდა ირბინო დღეში ნახევარი საათი.

გაქვთ რაიმე სათანადო განათლება მიღებული?დავამთავრე არქიტექტურის ფაქულტეტი, მაგრამ მარტო დავამთავრე, განათლების მიღების რა მოგახსენოთ... მთლად ინსტიტუტსაც ვერ დავაბრალებ, მესამე კურსის შემდეგ არცერთ ლექციას არ დავსწრებივარ, თუმცა ვფიქრობ რომც მევლო ამით არაფერი შეიცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში იმიტომ, რომ მალევე მივხვდი იმას, რომ არქიტექტურა არ იყო ჩემი პროფესია, ზედმეტად უნებისყოფო ვარ ამისთვის...

რასაც მართლა განათლება ჰქვია სწორედ ახლა ვიღებ, „მაიამი ედ სქულის“ ჰამბურგის ფილიალში. ეს ერთადერთი თუ არა ერთერთი ყველაზე პრესტიჟული ინსტიტუტია სადაც მომავალ არტ დირექტორებს და კოპირაიტერებს „წვრთნიან“. აქ ჩემს პარტნიორ გიორგი ბოხუასთან ერთად ვსწავლობ.

დაახასიათეთ ქართული დიზიანი 3 სიტყვით „დიზაინი“ ცოტა ზოგადი მცნებაა, მაგრამ დაახლოებით ვხვდები რას გულისხმობთ და პასუხსაც ამ კონტექსტში გაგცემთ: არ მიყვარს პესიმისტურ-კრიტიკული გამოსვლები, მაგრამ ფაქტია რომ „ქართული დიზაინი“ როგორც ასეთი არ არსებობს. რაც ჩვენს გარშემო დღეს ხდება ეს მცდელობაა „დავეწიოთ“ არსებულ მიმდინარეობებს. საუკეთესო ქართული ნამუშევარი არის ის, რომელიც ყველაზე ახლოსაა მსოფლიო ტრენდებსა და ტენდენციებთან და ამაში ალბათ ცუდი არაფერია, ჯერ უნდა დავეწიოთ რომ ოდესმე გავუსწროთ კიდეც :)

თქვენი პირადი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევდით?ბეჭდვით რეკლამას WWF -თვის. ეს ალბათ ის თემაა რომელიც რეალურად მაღელვებს, ეს იყო WWF-ის ვეშაპზე ნადრიობის საწინააღმდეგო კამპანია. 99% პროექტებისა რაც გამიკეთებია არ იყო ჩემთვის რელევანტური, ანუ ნაკლებად მაღელვებს დაღეჭავს თუ არა რუსი თინეიჯერი „ჯუსიფრუტს“ ან დააბანდებს თუ არა ქართველი „ბიზნესმენი“ ფულს ბანკ X-ში... მაგრამ ვეშაპები ძალიან მიყვარს, ასე რომ ეს ის პროექტია რომელსაც ყველაზე მეტად ვიზიარებ.

რა მომენტში მოგდით კრეატიული აზრები, ანუ რა შთაგაგონებთ?იდეის პოვნის პროცესი ხანგრძლივია, მაგრამ იდეის მოსვლა წამიერად და მოულოდნელად ხდება, როგორც დევიდ ლინჩი ამბობს იდეის პოვნა ძალიან ჰგავს თევაზაობას, საათობით ზიხარ და ელოდები, ერთ წამში კი თევზი ანკესზეა წამოგებული.

ჩემთვის ყველაზე დიდი შთაგონება საკუთარი თავის რწმენაა, ამიტომ ხშირად როდესაც რაღაც არ გამომდის, ვაკეთებ აბსოლუტურად სხვა რამეს რაც კარგად გამომდის, ეს დიდ ძალას და ენერგიას მაძლევს.

თქვენი ფავორიტი დიზაინერი მსოფლიო მასშტაბით „დიზაინერი“ როგორც ესეთი ვფიქრობ დღეს აღარ არსებობს, რადგან ვიწრო სპეციალიზაცია ამ სფეროსაც შეეხო გასულ ათწლეულებში, ვიღაც ტიპოგრაფიაშია ძლიერი, ვიღაც ილუსტრაციაში, ვიღაც არტ დირექტორია და ასე შემდეგ, მათი შედარება და საუკეთესოს გამოვლენა არასწორი იქნებოდა, მხოლოდ სამი ადამიანი ვიცი (შეიძლება კიდევ ბევრი არსებობს ასეთი) ვინც მეტნაკლებად იმსახურებს ზოგადად ერქვას დიზაინერი, ეს არის - შტეფან საგმეისტერი, მასიმო ვინიელი და არტიომ ლებედევი.

მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა რაიმე კონკურსში ან ფესტივალში?დიახ, ალბათ ათეულობით კონკურსში და ფესტივალში, მაგრამ გამოვარჩევდი სამს: „კიევის საერთაშორისო რეკალმის ფესტივალს“ სადაც ორი ჯილდო მაქვს მიღებული, მოსკოვის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალს სადაც ასევე გავიმარჯვე და ალბათ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი “Epica Awards”-ია სადაც გრინფისის ბეჭდვითმა რეკლამამ გაიმარჯვა.

მიიღებდით თუ არა მონაწილეობას ქართულ დიზაინ ფესტივალში?ზოგადად ფესტივალი კარგია და სასარგებლოა, როცა ბაზარი მეტნაკლებად მომზადებულია ამისთვის, კიდევ ერთხელ უკაცრავად კრიტიკული გამოსვლისთვის, მაგრამ დღეს საქართველოში სტანდარტული ფორმატის ფესტივალი თუ ჩატარდება შესაფასებელი ბევრი არაფერი იქნება, კი, მოიტანს 5 სუბიექტი მეტნაკლებად კარგ ნამუშევარს და 1500 უვარგისს და სავარაუდოდ ეს ხუთი ადამიანი იქნება ის ვისაც აზრი მოეკითხება ამ სფეროში, გაიმარჯვებს ის ვისაც სითამამე ეყოფა და თავის ნამუშევარს მისცემს ხმას :) მსგავს აბსურდში არ მინდა თავის გაყოფა.

თქვენი აზრით რა დადებით შედეგს მოიტანდა ქართული დიზაინ ფესტივალი?ნაწილობრივ ამ კითხვასაც უკვე გავეცი პასუხი, ჩემი აზრით ბევრად სასარგებლო იქნებოდა ვორქშოპების, საუბრების და მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება, რომელიც მიმართული იქნებოდა ცოდნის, გამოცდილების გაზიარებისკენ. ჩემი ნამუშევრების შემფასებელი სიმართლე გითხრათ არ მეგულება საქართველოში, მაგრამ ბევრია ვისაც დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი.

იმედია მალე შეიქმნება საქართველოში იმდენი საინტერესო და კარგი პროექტი, რომ მათში საუკეთესოს გამოვლენა საინტერესო და აქტუალური გახდეს. მაშინ ექნება ფესტივალს აზრი.

წარმატებებს გისურვებთ!!!

//////////// ესაუბრა შოთა მიქაია

ეს საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგექმნას რა ხდება მსოფლიოს ნებისმიერ სხვა სტანდარტულ სარეკლამო სააგნეტოში. აქ ბევრ კარგ ადამიანთან გიწევს მუშაობა, როგორც სააგენტოს ფარგლებში, ასევე სააგენტოს ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე გარდა პროფესიული გამოცდილების მიღებისა ბევრ კავშირებს ამყარებ, რაც პროფესიულ ზრდაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია! BBDO Moscow-ში ჩემ კარიერაში საუკეთესო წელი გავატარე, მიუხედავად ხანმოკლე პერიოდისა, ათამდე ჯილდო მოვუტანე სააგენტოს.

დასაწყისი ____08 dt

- ________________________________ dt 002

Page 4: DESIGNTbilisi 001-008

როდესაც დიზაინზე ვსაუბრობთ პირველ რიგში უნდა გამოიხატოს დამოკიდებულება, რას ვგულისხმობთ ამ დისციპლინაში.

დღესდღეობით დიზაინი ალბათ დაუბრუნდა თავის პირველწყაროს „Disegno“ რომელიც ლეონარდო და ვინჩის იდეით სვხადასხვა ხელოვნების ერთად თავის მოყრას გულისხმობდა. ანუ დიზაინი დღეისათვის გაცილებით მეტია ვიდრე ზედაპირზე ესთეტიკური ექსპერიმენტები... ამ დისციპლინამ შეძლო ეკონომიკური, ეკოლოგიური, კულტურული, ტექნიკური, სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების გაერთიანება. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ ყველა ნამუშევარი ამ კონკრეტულ პრობლემებზე პასუხს გვცემს, არამედ გვაჩვენებს პოტენციალს, რომელიც ამ დისციპლინას გააჩნია. ჩემთვის პირადად კარგი დიზაინი (რა თქმა უნდა აქ მეცნიერულ დისციპლინაზე ვსაუბრობთ და არა ზედაპირების გალამაზებაზე) არ არის აუცილაბლად შესამჩნევი, ხილვადი (visible). თუ რაიმე პროდუქტი ( პროდუქტი შეიძლება როგორც ინდუსტრიული, კულტურული ან პოლიტიკური ობიექტი ან სერვისიც იყოს) კარდაგ ფუნქციონირებს, არავინ უსვამს კითხვას თუ ვინ გააკეთა და რატომ... როგორც კი რაღაც პრობლემა იქმნება, მაშინ იწყება საუბარი და ადამინების მიერ შექმნილი ობიექტები (არა აქვს მნიშვნელობა რამდენი განზომილება გააჩნია მათ) ხდება კრიტიკის საფუძველი, ანუ პრობლემა ხილვადი ხდება.

ჩემთვის კარგი დიზანი არის საზოგადოებისთვის გაუცნობიერებელი სურვილების, პრობლემების აღმოჩენა და მათზე პასუხის (solution) მოძებნა. ამისთვის ბევრი გზები არსებობს, ერთერთი სრულიად მარტივი (სიმარტივე ალბათ ყველაზე ადვილი გზაა მიზნის მისაღწევად) ხერხი ავირჩიე.

პროექტი, რომლის ნაწილიც აქ არის წარმოდგენილი შეიცავს 10 დღეში შესრულებულ 100 გრაფიკულ ნამუშევარს. ეს იყო ორ (2) განზომილებაში გარკვეული პრინციპით (კვარდატული ფორმატი და ერთი შრიფტის გამოყენებით) აწყობილი სხვადასხვა კონტექსტში დაგროვილი იდეები. ჩემთვის საინტერესო იყო თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება ყოფილიყო 100 გრაფიკული ნამუშევარი…

სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ვაკვირდებოდი თუ როგორ ვრცელდებოდა ეს ნამუშევრები და რა რეაქციას იწვევდა მნახველში. ასეთი სახის გამოკვლევები ძალიან საინტერესოა, რადგან ნათელი ხდება საზოგადოების დამოკიდებულება სხვადასხვა პრობლემაზე... ანუ ეს არის იმპულსი რომელსაც გაუშვებ და ელოდები რა გზით განვითარდება პროცესი, რომელშიც შენთვის ან საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციას ამოიკითხავ... დიზაინი ჩემთვის საზოგადოების განვითარების პროცესიც არის...

ირაკლი კიზირიაDESIGNPROVOCATION.COM

რუმსის 2010-11 წლის პროექტი არის სასტუმრო Holiday Inn Tbi-lisi. 2011 წელს რუმსმა გააკეთა სასტუმრო რადისონის ლაუნჯ ბარის ინტერიერის დიზაინი ბათუმში. ამჟამად კომპანია მუშაობს ყაზბეგსა და გუდაურში სასტუმროების ინტერიერის პროექტებზე.

2011 წლის პროექტია რესტორანი Loft –ი, ჯინსების მაღაზიათა ქსელის Factory –ს ბრენდინგი და ინტერიერი. 2012 წელს დაასრულა საიუვილერიო მაღაზია ზარაფხანას ინტერიერის პროექტი, აგრეთვე კომპანია ასრულებს გრატო პასაჟში მდებარე ბრენდებისთვის შექმნილ ინტერიერის პროექტს.

2012 წლის აპრილში რუმსი ახალი კოლექციით წარსდგება მილანში Salone Satellite -ს საგამოფენო სივრცეში, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდა დიზაინერებისათვის. 2012 წლის თებერვალში გამოფენის ორგანიზატორებმა რუმსი მიიწვიეს როგორც საპატიო სტუმარი მილანში. 260 მონაწილეთაგან რუმსი იყო იმ ორ ახალგაზრდა დიზაინ კომპანიას შორის, რომელიც მიწვეული იყო 50 წლისთავისადმი მიძღვნილ პრეს კონფერენციაზე.

რუმსი – დიზაინ სტუდიანატა ჯანბერიძექეთი თოლორაიაROOMS

Armchair Risky. 72x85x115. მასალა: ხე (ნეკერძხალი), ქსოვილი

Pet Lamp. H26cmxW39cm დ21. ხე (ნეკერძხალი), უჟანგავი ფოლადი

Loft ინტერიერი

dt 003 ________________________________ -

Page 5: DESIGNTbilisi 001-008

“Foldy განათების სერია სიმარტივის, ფუნქციურობის და ბუნებრივი მასალების მიმართ ჩემი დამოკიდებულებისა და სიყვარულის გამოხატულებაა.”

Foldy lamps არის მარტივი ლითონის განათება, მოქნილი ფორმითა და ადვილად მოხრადი სტრუქტურით. ძირითადი ნაწილები ხელით არის დამზადებული ლითონის სახელოსნოში, დასაკეცი და მოძრავი დეტალები ცალცალკე გამოიჩარხა შემდეგ აეწყო ყველაფერი ერთად.აწყობისას ყველაზე რთული დამაკავშირებელი მოძრავი გადაბმების მიერთება იყო, რადგან სამივე განათება მოძრავია და ერთ პოზიციაში არ დგას. Foldy floor lamps -ს 11 დეტალი აქვს, რომლებიც სათითაოდ გამოიჩარხა და შემდეგ ერთ ჰორიზონტალურ ღერძზე დამაგრდა.

Foldy Lamp by Ia Kutateladze

ეს ნაშრომი კიბის და მიმღები მაგიდის აბსტრაქტული კომპოზიციებით სპორტში დინამიურობის იდეას გამოხატავს.პირველი ობიექტი, რომელიც თქვენ შეგხვდებათ, არის ინტროვერტული მაგიდა თავისი დაუსრულებელი ბზარით და ექსტრავერტული კიბე - როგორც ღია გზა ოლიმპისკენ, სადაც სამიტი ხვდება საკუთარ გამოსახულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა არასდროს არ მთავრდება, რომ ადამიანის მიღწევებს არა აქვს ზღვარი.შენობა აშენდა XIX საუკუნის ბოლოს კერძო ინვესტორისთვის, შემდეგ კი აქ კომუნისტური პარტიის ერთერთი ხელმძღვანელი ცხოვრობდა. მოგვიანებით 1960-იან წლებში შენობა განაახლეს სამთავრობო მიზნებისათვის და ამ დრომდე მას არავინ შეხებია. შენობის სტრუქტურა გამაგრებულ იქნა სარდაფის დონეზე, რაც საშუალებას გვაძლევს ზედა სართულების კედლებში დავიტანოთ ღიობები და განვათავსოთ კიბე ისე, რომ მან ერთი სივრციდან მეორეში გადმოინაცვლოს და ამგვარად შეაღწიოს სტრუქტურაში. კიბე აშენდა ფოლადის ფუძეზე MDF პანელებით და დასრულდა ნეკერჩხლის ფანერით. საფეხურები და მოაჯირები გაკეთდა იგივე ხისგან.რთული სტრუქტურა Rhino -ში და 3D სტუდიოში აიწყო, მაგრამ დეტალების უმეტესობა ადგილზე შეიქმნა ჩანახატების სახით. კიბის მშენებლობა სამ თვეში დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობა

პროექტი -- Architects of Inventionმდებარეობა -- მაჩაბლის ქ. 22 თბილისი, საქართველოფართობი -- 3000 მ2

შესრულების წელი -- 2011

პროექტზე მუშაობდნენ: ნიკო ჯაფარიძე, გოგიკო საყვარელიძე, ნიკა მაისურაძე, დათო ცანავა, ვილიანა გულიაშვილი, ივანე ქსნელაშვილი, დავით დოლიძე, სოსო ელიავა, დევი ქიტუაშვილი, ეკა ჯაფარიძე

საზოგადოებრივი არტი, ქუჩის ინსტალაციები მნიშვნელოვანია ურბანული სივრცისთვის და თბილისი ამის დეფიციტს განიცდის. თითქმის ყველგან დიდ ყურადღებას აქცევენ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობას ფეხით მოსიარულეთათვის. თბილისის ბაღების, ქუჩებისა თუ პარკების უმეტესობა ვერ ქმნის აუცილებელ იდილიას, რომელიც სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვისაა საჭირო. ქუჩაში ფორტეპიანოს დადგმის იდეა (Play Me, I’m Yours ), რომელზეც ნებისმიერ გამვლელს შეუძლია დაკვრა, ბრიტანელ ლუკ ჯერამს ეკუთვნის. ოთხასამდე ფორტეპიანო ნიუ იორკიდან-სიდნეიმდე, მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში დგას და გამვლელებს იხმობს.

2011 წელს ”Play Me, I’m Yours” ოსტინში, ადელაიდაში, ჟენევაში, ლონდონსა და სან ხუანში დაიდგა. წელს კი ქუჩის ფორტეპიანოს რიგში სოლთ ლეიქ სითია. ფორტეპიანოზე დაკვრა და საყვარელი მუსიკალური თემის სხვებისთვის გაზიარება ურთიერთობის მშვენიერი ფორმაა.

კოლუმბიის დედაქალაქში კი ყოველ კვირას, საღამოს 7-დან ღამის 2 საათამდე ცენტრალური ქუჩების მთელი 120 კილომეტრი მოქალაქეებს ეთმობათ საჯარო ღონისძიებებისთვის, ველოსიპედით თუ ფეხით სეირნობისთვის. ეს ტრადიცია 1976 წლიდან არსებობს. იდეის გაზიარებას უახლოეს მომავალში სან-ფრანცისკოს, კიტოს, ელ პასოს, ჩიკაგოს, ნიუ იორკისა და მელბურნის მთავრობებიც აპირებენ. თბილისში არ ვიცი როგორ არის საქმე. მერიის წარმომადგენლებთან არასდროს მისაუბრია, თუმცა რამდენადაც ფეხით მოსიარულე ვარ, ვიცი, ეს ქალაქი ჩემნაირებისთვის არასტუმართმოყვარეა. კარგი იქნება აქაც თუ გაჩნდება სტუმართმოყვარე ადგილები

პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ტელეკომპანია იმედში და რადიო ფორტუნაში ვმუშაობ.დიზაინი ჩემი ჰობიასოსო კაციტაძე

Aztec Sun - ლითონის ბადეში ჩასმული გამჭვირვალე სამკუთხედი.

ფოტო ანკა გიჯაბიძე

ფოტო N

akanimam

asakhlisi Photo Lab

© 1987porsche944

dt 003 ________________________________ -- ________________________________ dt 004

Page 6: DESIGNTbilisi 001-008

dt 005 ________________________________ -63 Kostava St. Tel: +995 (32) 233 07 02 Fax: +995 (32) 233 04 52 E-mail: [email protected]

Page 7: DESIGNTbilisi 001-008

ნაწყვეტები შვეიცარელი არქიტექტორის Ed-uard Neuen schwan-der ედუარდ ნ ო ი ე ნ შ ვ ა ნ დ ე რ ი ს მიერ გამოცემული წიგნიდან „Abbruchob-jekt Rindermärkt 7,

seine Rettung“ , We rdverlag, 1995, Zürich „დასანგრევი ობიექტი რინდერმარკტ 7, მისი გადარჩენა“, ავტორის ნებართვით გერმანულიდან თარგმნა არქიტექტორმა ნინო ჩაჩხიანმა.

ედუარდ ნოიენშვანდერი (დაბ. 1924) ცნობილი შვეიცარელი არქიტექტორია, ზიგფრიდ გიდიონის და ალვარ აალტოს მოსწავლე. წიგნში აღწერილია ქალაქ ციურიხში დასანგრევად გამეტებული კულტურული მემკვიდრეობის ერთი ძეგლის გადარჩენის ისტორია. სპეციალიტთა ექსპერტიზებმა დაასაბუთეს ციურიხის ძველ ქალაქში არსებული შუასაუკუნოვანი ორნაწილიანი საცხოვრებელი სახლის კატასტროფული მდგომარეობა და დასანგრევად გაწირეს ის. ამას წინ აღუდგა არქიტექტორი ედუარდ ნოიენშვანდერი. სამშენებლო-სტატიკური პრობლემების სრულიად განსხვავებულმა, მარტივმა გადაწყვეტამ შესაძლო გახადა დანგრევის წინაშე მდგომი სახლის ნაწილების გამაგრება და გადარჩენა. აღდგენილი შენობა თავის მრავალრიცხოვან დეტალებში გვაჩვენებს ისტორიული სივრცეების თანამედროვეობას და ილუსტრირებას უკეთებს თეზისს, რომ არ არსებობს სახლი, რომელიც სამშენებლო-ტექნიკური მიზეზების გამო უნდა დაინგრეს.

13ე-14ე საუკუნეებში აშენებული, თავდაპირველად ორი ცალკეული, შემდეგ კი გაერთიანებული შუასაუკუნოვანი სახლის პატრონები ხელოსნები იყვნენ. 1962 წელს ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქის მფლობელობაში გადავიდა. როგორ უნდა მოიქცეს ქალაქი, როდესაც ის სახლის პატრონია, რომლის ფასეულობა მხოლოდ მისი ასაკის და რამდენიმე ისტორიულად მნიშვნელოვანი დეტალის არსებობით განისაღვრება? ან როგორ უნდა გაკეთდეს ასეთი სახლის რეკონსტრუქცია, თუ ამ დროს ორიგინალური ქსოვილის ისეთი დიდი ნაწილი დაიკარგება, რომ ზედმეტი ხდება მის აუთენტურობაზე და შესაბამისად კულტურულ ღირებულებაზე საუბარი?1985 წელს დამოუკიდებელი საინჟინრო დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ სახლის გადარჩენა ძალიან დიდ ტექნიკურ პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული. ქალაქმა გამოაცხადა რეკონსტრუქციის პროექტის კონკურსი. დაუშვეს, რომ მზიდი ნაწილების სრული განახლება და ფასადის აუციელბელი შენარჩუნება იყო საჭირო. ე.ნოენშვანდერი ამ დროს წერდა:„ორიგინალის რამდენ პროცენტს უნდა შეიცავდეს კოპიო, რომ მას ისევ ორიგინალი შეიძლება ერქვას? რაღა დარჩება - მარტო სურათები? ვისაც მარტო ფასადის შენარჩუნება სურს, ის მხოლოდ ამ სახლის ფოტოების შენარჩუნებაზე ფიქრობს. ძველი სახლის სიკვდილამდე რეკონსტრუქციის ეს ახალი მეთოდი არაფერს არ გვიტოვებს უსიცოცხლო პროტეზის გარდა. ბოლოს და ბოლოს გვრჩება სახლი, რომელიც თვისი ხელოვნური კბილებით გვიღიმის და თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს ღიმილი კი არ არის, არამედ ცხედრის გაშეშებული სახეა. მუმია ბეჯითად იკრიჭება ძველი ქალაქის სახლების რიგში, ყველაფერი წესრიგშია - ჩვენ წარმატებით გადავარჩინეთ საფოსტო ბარათი.“1988 წელს გამოცხადდა კონკურსის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ვინაიდან ქუჩის მხარეს საშიშად გადაქანებული ფასადის ჩამონგრევა გამორიცხული არ იყო, გასამაგრებელი სამუშაოების შედეგად არსებული ისტორიული ქსოვილის 75% უნდა

დაკარგულიყო და ამიტომ დასაცავი არაფერი აღარ რჩებოდა ანუ სახლი ძეგლთა დაცვისთვის ყოველგვარ ინტერესესს კარგავდა და ამიტომ გადაწყდა მისი დანგრევა და ახლის აშენება.ძეგლთა დაცვის და სხვა ორგანიზაციების და კერძო პირების საპროტესტო წერილები ყველა გაზეთში იბეჭდებოდა.

ედუარდ ნოიენშვანდერის წერილი, რომლითაც მან ამ სახლის გადარჩენისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო, დაიბეჭდა 1988 წ. გაზეთში Neue Zürcher Zeitung.„ქალაქი და მისი შენობები ეს კონკურსი თავისი წინაპირობებით წარმოადგენს ისტორიის და თანამედროვეობის შეფასებაში ტრაგიკული დეზორიენტაციის მაგალითს, ისევე როგორც პროგრესისადმი რწმენის, თავდაჯერებულობის და საჭირო ისტორიული შინაარსის უცოდინრობის ნარევს. ..ცოტა რამ არის დარჩენილი ჩვენი ძველი სამშენებლო სუბსტანციის, ანსამბლების და მთელი არეალების პირველადი სახისგან. რაც ომებს გადაურჩა, მშვიდობის ოცდაათი წლის მანძილზე ინგრევა.. ეს არის კარგის უფრო “უკეთესის“ მიერ განდევნის პროცესი, რომლისაც ასე სჯერათ „პროგრესულად“ მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, თავს მოგვახვიონ ეს „უკეთესი“....ბუნებისმეტყველის თვალით რომ შევხედოთ დავინახავთ, რომ - ყოველი ცოცხალი ორგანიზმის სიცოცხლეზე უდიდეს გავლენას ახდენს მისი საცხოვრებელი გარემო, რომელიც ასევე მისი დამცავი გარემოც არის. რაც უფრო ძველი და შეჩვეულია გარემო, მით უფრო დაცულად გრძნობს თავს ორგანიზმი. რაც უფრო მრავალფეროვანია გარემოს სტრუქტურა, უფრო ფართო და სტაბილურია ორგანიზმის ინდივიდუალური და სოციალური განვითარების შესაძლებლობები. ასეთი გარემოს არსებობა წარმოშობს ორგანიზმის მისადმი ნდობის გრძნობას და მისდამი კუთვნილების შეგრძნებას, ანუ აქ ორგანიზმი თავს შინ გრძნობს, აქ არის მისი სამშობლო, რომელთანაც ის არაცნობიერ ემოციურ კავშირში იმყოფება. ძველი შენობები ჩვენში განსაკუთრებულ განწყობას იწვევს, რომლის ფესვებიც სწორედ „დაცულობის ნიშნებში“ დევს....გიდიონმა პირველმა დაწერა „ანონიმური არქიტექტურის“ მნიშვნელობის შესახებ. ნორბერგ-შულცმა ეს როგორც genius loci განიხილა. დღეს ყველასთვის ცნობილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადგილის, ქუჩის, უბნის, ქალაქის ხასიათისთვის ანსამბლს - შენობათა ერთობლიობას, მათ მასშტაბს. ხელოვნებათმცოდნეობის თვალსაზრისით ცალკეული ობიექტის ესთეტიკური ღირებულება კი არ არის ის, რაც ჩვენში განწყობას ქმნის, არამედ ძველი, სამშენებლო სტრუქტურების კომპლექსი, მათი ერთობლიობა ...ყველა ამ ელემენტის ერთობლიობა ქმნის განსაკუთრებულ განწყობას, რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს ხელოსნური ხელოვნების ხარისხი და კომპოზიციების ჰარმონია...იმის შემდეგ, რაც ჩვენი ქალაქის მთავრობის დახმარებით და ძეგლთა დაცვის კურთხევით არსებული ისტორიული სამშენებლო სუბსტანციის დიდი ნაწილი დაინგრა, ყოველი მეტ-ნაკლებად ფუნქიონირებადი სიტუაციის შენარჩუნება აუცილებლობას წარმოადგენს. აქაც არის პარალელები ბუნებასთან - ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ გადაშენების პირას მყოფი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, გასხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მცენარის ერთადერთი თესლიდან მთელი პოპულაციის თავიდან გამოყვანაა შესაძლებელი, ნაშენი და დანგრეული სუბსტანცია კი სამუდამოდ არის დაკარგული.....ძველ შენობებს, როგორც კბილებს, იღებენ თავისი ადგილებიდან, და შექმნილ სიცარიელეში სვამენ ახალს, ან უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად მთლიან ხერხემალს აცლიან და მარტო ფასადებს ტოვებენ, იმისთვის რომ პოტიომკინისეული სოფლის

ილუზია შექმნან. ძველი, ისტორიულად გაზრდილი ქალაქი მრავალფეროვანი პირობების ნარევის შედეგია, ადამიანები ყოველთვის ცდილობედნენ მორგებოდნენ მის სტრუქტურებს. განურჩევლად ყველა დეტალი ისტორიის მოწმეა და ამიტომ ის ღირებულებას წარმოადგენს. ახალმშენებლობები კი მონოკულტურებია, რომელთაც ასაკობრივი შრეები არ გააჩნიათ. ...თუკი ქალაქის ცენტრში ბიზნესის თვალსაზრისით დომინანტური ძალებია მოქმედებაში, ხშირად ეს საზოგადოების და სამშენებლო სფეროებში კატასტროფების გამომწვევი ხდება. ... ყოველი ნაშენი სუბსტანცია - საძირკველი, დაბზარული მზიდი კედელი, ლპობის მდგომარეობაში მყოფი კოჭების სისტემა, ყოველი პატარა სამშენებლო დეტალი - წარმოადგენს არსებობის, ისტორიის მოწმობას, კვალს, ის არის ღირებული...როდესაც ძველი სახლის გეგმებს უყურებ, ხედავ მის ისტორიას, როგორც რენტგენის სურათზე - ეს სწორედ ის გადაკვეთებია, რომლებიც საუკუნეების მანძილზე გადაკეთების, მორგების და ახლებურად ხმარების ისტორიას გვიჩვენებენ. არ არსებობს ნაგებობა, რომლის გადარჩენაც ვერ მოხერხდება ისე, როგორც ეს მის ღირებულებას შეესაბამება. შენობის ინტეგრალური შენარჩუნება არაფრით არ ნიშნავს მის მუმიფიცირებას... დიალოგი ძველ შენობასთან შეიძლება ყველაზე პატარა დეტალებამდე დაიყვანო, დიალოგის დროს ჩნდება სხვადასხვა ეპოქებში აღმოცენებული სტრუქტურები, რომლებიც ახალ მნიშვნელობას იძენენ. შენობასთან ურთიერთობა ამ დროს თანამედროვე შემოქმედებით აქტად იქცევა. აკრძალულია გაიდეალება და პირველადი მდგომარეობის ზუსტი გამეორება, რაც სრულიად სპობს ისტორიულ პროცესში წარმოქმნილ შრეებს, ასევე აკრძალულია ისეთი რეკონსტრუქცია, რომელიც მხოლოდ ძველს იმეორებს და დღევანდელ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ხშირად დიდ ხარჯებს იწვევს ის, რომ იმის მაგივრად, რომ ძველი სტრუქტურა გამოყენონ და გაამაგრონ, ახალი სტატიკური და კონსტრუქტიული ზომები იგეგმება, რაც საჭირო არ არის და არც ფუნქციონირებს. ნაკლები ღირს ძველი ელემენტის დატოვება, გამაგრება

და შენარჩუნება, ვიდრე მისი დანგრევა და პირვანდელი სახით აღდგენა, ვინაიდან ამან წინასწარ გაუთვალისწინებელი უამრავი არასასურველი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როცა ძველს შემოქმედებითად უდგები, აღწევ წარსულის და თანამედროვეობის ისეთ ინტეგრაციას, რომელიც არასდროს არ არის ახალმშენებლობაზე უფრო ძვირი, მაგრამ მიღებული შედეგი ბევრად უფრო ღირებულია და მას ვერ შეედრება ვერცერთი ახალაშენებული მონოკულტურა... >>>>ამ წერილმა ქალაქის საკრებულოს ბევრი წევრის დარწმუნება შეძლო, გამოცხადდა ახალი კონკურსი, რომელშიც ნოენშვანდერის კონცეფციამ გაიმარჯვა. არქიტექტორმა დიდი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე - ორიგინალური სუბსტანციის 5% -ზე მეტი ა რ უნდა დაკარგულიყო. მან მოახერხა დასახული უძნელესი მიზნის მიღწევა და სახლის გადარჩენა.სამუშაოების დამთავრების შემდეგ გაზეთი წერდა: „ამ არაჩვეულებრივი სამუშაოს გაკეთება შესაძლებელი გახდა ძველი ქალაქისა და ძველი სახლისადმიდიდი სიყვარულის და სიხარულის, კარგი სამუშაო ჯგუფის და რაც მთავარია, არქიტექტორის ამ სამუშაოს მიმართ ნამდვილად აღფრთოვანებულიდამოკიდებულების გამო, ის ყოველთვის სწრაფად და სწორად იღებდა გადაწყვეტილებებს. ძეგლთა დაცვა გაოგნებული იყო, როცა მშენებლობისდამთავრების შემდეგ ნახა, თუ როგორ ხელშეუხებლად და გაულამაზებლად მოახერხა მან ძველის გადარჩენა, როგორ დაამატა და შეავსო ის ახალი, თანამედროვე ელემენტებით„პროექტის ინჟინერი ნორბერტ რუოსი წერს: „მომდევნო თაობები ჩვენ მარტო იმით კი არ შეგვაფასებენ, თუ რა ავაშენეთ, არამედ იმითაც, თუ როგორ მოვექეცით იმას, რაც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო“.

მშენებლობის დროს აღმოჩენილი მრავალი ნივთის რიცხვში კალენდრის ძველი ფურცელიც იყო, რომელზედაც ეწერა: „ის, რაც ჩვენ მართლა გვიყვარს,არ შეიძლება ახლით შევცვალოთ და თუ ასე მოხდა, ესე იგი ეს სიყვარული არ ყოფილა “.

- ________________________________ dt 006

Page 8: DESIGNTbilisi 001-008

თბილისი, უზნაძის ქ. 2 ტელ: +995 2 969 968 email: [email protected] | თბილისი, დიღომი, რობაქიძის გამზირი ტელ: +995 2 517671 email:[email protected] | ბათუმი, ი. ჭავჭავაძის 21 გ. ტელ: +995 422 278020

Page 9: DESIGNTbilisi 001-008

Iრობი გეთიაშვილი

ნოდარ ამაშუკელიიონა შერაზადიშვილილაშა ტატიშვილი

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე

დავით აბულაძე

ჟიურის წევრები:

ლევან ბერიძეგოჩა მიქიაშვილიგია ნადირაძეთეიმურაზ ჯორჯაძეგიორგი ჭკუასელინიკოლოზ აბაშიძეპაპუნა ძიძიგური

ვახტანგ ტაბატაძეთამარ ალხაზაშვილი

ნათია გონაძე

არქიტექტურული კონკურსის შედეგებიდაბა ბაკურიანი 2012 წელი

კონკურსის თემა: სასტუმროს ტიპის სახლი მოთხილამურე არქიტექტორებისთვის საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტზეკონკურსის ორგანიზატორები: საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, საკ -ის მოთხილამურე არქიტექტორთა კლუბი.

გამარჯვებული პროექტები:

ასევე სამი პროექტის ავტორები წამახალისებელი დიპლომებით დაჯილდოვდნენ

IIტარიელ ჩიგოგიძებესიკ მორბედაძე

IIIვასილ გოგიძე

Page 10: DESIGNTbilisi 001-008

http://designtbilisi.ge

დომუსი FabLab Torino -სთან ერთად დიზაინერებს, არქიტექტორებს, სტუდენტებს და პროფესიონალებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად გლობალურ ღია დიზაინ კონკურსში. კონკურსი მიზნად ისახავს შეიქმნას ავეჯის ხაზი FabLab -თვის მთელ მსოფლიოში და დამზადდეს თვით FabLab -ში. საუკეთესო დიზაინი, რომელსაც გამოავლენს ექპერთტა ჯგუფი, განხორციელდება და დომუსის მიერ წარდგენილი იქნება მილანის ავეჯის სალონზე 2012 წლის აპრილში, გამოქვეყნდება დომუსში და შესაძლებელი იქნება მისი ჩამოტვირთვა domusweb -ის გვერდიდან.

A global open-source design challenge launched by Domus in collaboration with FabLab Torino

Join us for this free Autodesk Virtual Event on March 29, 2012. See how the latest Au-todesk software can help you lead the way in bringing your ideas to life and transforming your business. Take the lead in working smarter and faster with the latest versions of Autodesk® soft-ware. No matter what you design, there’s a software solution built to work the way you do, with customized features for build-ing, infrastructure, product, plant, and fac-tory design. And now you can hear about the latest releases straight from Autodesk executives—including Lynn Allen, Technical Evangelist—and learn more about the latest Autodesk software, Autodesk suites, and more!

This is an event you won’t want to miss. Date: March 29, 2012Time: 9:00 a.m. PT to 1:00 p.m. PThttp://experience.autodesk.com/all/

dt 007 ________________________________ -

გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით

დიზაინთბილისი [email protected]

fonts.ge