Top Banner
Microsoft Word ცცცცცცცც 1. ცცცცცცც ცცცცცცც 2. ცცცცცცც ცცცცცცც ცცცცცცცცცცცცც ცცცცცცც 3. ცცცცცცცცცცც ცცცცცც ცცცცცცც 4. ცცცცც ცცცცცცცცც ცც ცცცცცც ცცცცცცცც ცც ცცცცც 5. ცცცცცც ცცცცცცც ცცცცცც 6. ცცცცცცც ცცცცცცცცცცც ცცცცცცცცცცც ცც ცცცცც ცცცცცცც 7. ცცცცცცცცც ცცცცცცცცცცც 8. ცცცცცცც ცცცცცცცცც ცცცცცცც 9. ცცცცცცც ცცცც-ცცცცცცცცცცც 10. Table ცცცცცც ცცცცცცცცცც ცც ცცცცცცცცცცცცც ცცცცც ცცცცცცცცც ცცცცცცცცც ცცცცცცც ცცცცცც. ცცცცცცცც ცცცცცცცცცცც ცცცცც ცცცცცცცცცც, ცც ცცცცცცცცცც ცცცცცცც ცცცცცცცცცცც ცც ცცცცცცცც ცცცცცცცცცცცცცცცცც. ცცცცცც ცცცცცცცცც ცცცცცცცცცცცცცცც ცცცცცც ცცცცცცცც ცცცცცცცცც ცცცცცცცცც ცცცცცცცცცცცცც ცცცც ცცცცცცცცცც ცცცცცცცცცც, ცც ცცცცცცც ცცცცცცცცცცცც ცცცც ცცცცცცცცც ცცცცცცცცცცც. ცცცცცცცცცცცც ცცცცცცცცცც ცცცცცცცც Microsoft Word ცცცცცცცც ცცცცცცცცც ცცცცცცცცცც ცცცც. 1. ცცცცცცც ცცცცცცც MS Office Word ცცცცცცცცცც ცცცცცცც ცცცცცც ცცცცც ცცცცცცცც ცცცცცცცცცცცცც ცცცცცცც ცცცცცცცცცცც ცცცცცცცცცცც, ცც ცცცცცცც ცცცცც. ცცცცცცც ცცცცც ცცცცცცცცც Tables and Borders ცცცცცცცცცცცცცც ცცცცც ცცცცცცცცცცც ცცცცცც ცცცცცცცც ცცცცცცცც Draw Table. ცცცცცც ცცცცცცცცცცც ცცცცცცც ცცცცცცც ცცცცცც, ცც ცცცცც ცცცცცცცცც ცცცცცცც ცცცცცცც ცცცცც ცცცცცცც. ცც ცცცცც ცცცცცც ცცცც, ცცცცცცცცცცც, ცც ცცცცცცც ცც ცცცცც, ცცცცც ცცცცცცცცცცცც ცცცცცცცცც ცცცცცც MS Office Word-ცც ცცცცცცცცცცცცც. ცცცცცცცცცც ცცცცცც, ცცცცცცც ცცცცცცც ცცცც ცცცცცცც ცც ცცცც ცცცცცცცცცცცც: 1. ცცცცცც ცცცცცცც ცცცცცცც Table > Insert > Table. ცცცცცცცცც ცცცცცცცცც ცცცცცცც Insert Table. 2. ცცცცც Number of Columns ცცცცცცცც ცცცცცც 4. 3. ცცცცც Number of Rows ცცცცცცცც ცცცცცც 5. 4. ცცცცცცცცცცც ცცცცცცცცცცც ცცცცცცცც ცცცცცცც ცცცცცცცცცც ცცცცცცცც ცცცცცცც ცცცცცცცცცც ცცცცცცც: ცცცცცცცც Auto ცცცცც Fixed Column Width.
14

Cxrilebi 6mecadineoba

Jun 30, 2015

Download

Documents

datiko43
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: Cxrilebi 6mecadineoba

Microsoft Word ცხრილები

1. ცხრილის შედგენა 2. ცხრილის უჯრებში გადაადგილების შესახებ 3. მონაცემების შეტანა ცხრილში 4. ახალი სტრიქონის ან სვეტის დამატება და წაშლა 5. სვეტის ზომების შეცვლა 6. ცხრილის მონაცემების დახარისხება და ჯამის ფუნქცია7. ცხრილების დასათაურება 8. ტექსტის გარდაქმნა ცხრილად 9. ცხრილის ავტო-ფორმატირება 10. Table მენიუს ბრძანებები

ამ მეცადინეობაში თქვენ გაეცნობით ცხრილების შექმნის წესებს. ცხრილები გამოიყენება მთელი დოკუმენტის, ან დოკუმენტის ნაწილის სტრიქონებად ან სვეტებად ფორმატირებისათვის. ქვემოთ განხილული სავარჯიშოებიდან ყოველი შემდგომი დავალების შესრულება დამოკიდებულია წინა სავარჯიშოს ათვისებაზე, ამ მიზეზით სავარჯიშოები უნდა შეასრულოთ მიმდევრობით. მეცადინეობის დასაწყებად გახსენით Microsoft Word რომელიმე თქვენთვის ოპტიმალური გზით.

1. ცხრილის შედგენა

MS Office Word საშუალებას გაძლევთ ცხრილი ააგოთ სათანადო ინსტრუმენტული პანელის ბრძანებების გამოყენებით, ან დახაზოთ ხელით. ცხრილის ხელით დასახაზად Tables and Borders ინსტრუმენტების ზოლში დააწკაპუნეთ პირველ ხატულაზე წარწერით Draw Table. მაუსის მაჩვენებელი მიიღებს ფანქრის ფორმას, და თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ცხრილის ხელით დახაზვა.

თუ თქვენ ხაზვის ნიჭი, გამოცდილება, ან სურვილი არ გაქვთ, თქვენ დაგეხმარებათ ცხრილების აგების MS Office Word-ის ინსტრუმენტები. შევადგინოთ ცხრილი, რომელიც შედგება ოთხი სვეტისა და ხუთი სტრიქონისგან:

1. მენიუა ზოლიდან აირჩიეთ Table > Insert > Table. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Insert Table. 2. ველში Number of Columns დააყენეთ რიცხვი 4. 3. ველში Number of Rows დააყენეთ რიცხვი 5. 4. განსაზღვრეთ მონაცემების ჩასმისას უჯრების ავტომატური შევსების შესაძლო ქცევებიდან ერთერთი: შეარჩიეთ Auto ველში Fixed Column Width. ეს საშუალებას მისცემს Microsoft Word-ს განსაზღვროს სვეტის სიგანე ავტომატურად. 5. წინაარმდეგ შემთხვევაში უნდა მიუთითოთ სვეტის სიგანის რიცხვითი მნიშვნელობა (მაგ. დიუმებში).6. შეგიძლიათ არჩიოთ სვეტის სიგანე, ავტომატურად მორგებული უჯრაში შეტანილ მონაცემებზე, ან ავტომატურად მოარგოთ სვეტის სიგანე თქვენს მიერ დაყენებულ გვერდის პარამეტრებს, ისე, რომ მთლიანად შეავსოს სივრცე მარჯვენა და მარცხენა მინდორს შორის.7. შერჩეულის დასადასტურებლად დააწკაპუნეთ OK. თქვენი ცხრილი დაახლოებით ასეთ სახეს მიიღებს:

Page 2: Cxrilebi 6mecadineoba

ალტერნატული მეოდი- ცხრილის შედგენა Insert Table ხატულას გამოყენებით

ცხრილის შედგენა შესაძლოა სტანდარტული ინსტრუმენტების ზოლში Insert Table ხატულას გამოყენებით , რისთვისაც უნდა

დააწკაპუნოთ ამ ხატულაზე1. დააწკაპუნეთ ხატულაზე Insert Table.

2. მონიშნეთ იმდენი სტრიქონი და სვეტი, რამდენიც გჭირდებათ. მაგალითად სამი სრიქონი და ოთხი სვეტი (3X4 ცხრილი). შენიშვნა: ამ ხერხით შემდგომი დამატებების ან უჯრების გაყოფის გარეშე, ყველაზე დიდი მხოლოდ ოთხ სტრიქონიანი და ხუთ სვეტიანი ცხრილის აგება შეიძლება.

3. დააჭირეთ Enter (ან დააწკაპუნეთ) მონიშნული სახის ცხრილის შესაქმნელად.

შენიშვნა: Microsoft Office Word-ს აქვს ინსტრუმენტების ზოლი Tables and Borders, რომელიც ასევე გამოიყენება ცხრილის შესაქმნელად და ფორმატირებისათვის. მისი დამატება ფორმატირების ინსტრუმენტული ზოლის ქვეშ შეიძლება სტანდარტული ინსტრუმენტების პანელზე Tables and Borders ხატულაზე დაწკაპუნებით.

Page 3: Cxrilebi 6mecadineoba

დაბრუნება დასაწყისში

2. ცხრილის უჯრებში გადაადგილების შესახებ

ცხრილის ცალკეულ უჯრებში გადასაადგილებლად გამოიყენება კლავიატურის Tab კლავიში. Tab კლავიშზე თანმიმდევრობითი დაწოლით კურსორი გადაადგილდება უჯრიდან უჯრაში მარცხნიდან მარჯვნივ. როდესაც კურსორი გადაადგილდება ქვედა სრტიქონის ბოლო მარჯვენა უჯრაში, Tab კლავიშზე შემდგომო დაწოლა დაუმატებს ცხრილს ახალ სტრიქონს. კლავიშების კომბინაციით Shift+Tab შეიძლება გადაადგილება მარჯვნიდან მარცხნივ. იგივე მოქმედება შეიძლება შევასრულოთ ისრიანი კლავიშებით: მარჯვნივ მიმართული ისრიანი კლავიშით მარჯვნიდან მარცხნივ უჯრაში გადასაადგილებლად და სტრიქონის მარცხენა კიდურა უჯრაზე მისვლის შემდეგ ერთი სტრიქონით ზევით გადასაადგილებლად. ასევე, მარცხნივ მიმართული ისრიანი კლავიშით, მარცხნიდან მარჯვნივ მდებარე უჯრაში გადასაადგილებლად და მარჯვენა კიდურა უჯრაზე გადასვლის შემდეგ ქვედა სტრიქონზე გადასვლით ცხრილის დასასრულამდე. ამგვარად შეიძლება შემოვიაროთ მარცხნივ და მარჯვნივ მიმართული ისრიანი კლავიშით ცხრილის ყველა უჯრა. ზევით და ქვევით მიმართული ისრით შეიძლება მხოლოდ მოცემულ სვეტში განთავსებულ უჯრებში გადაადგილება.

დაბრუნება დასაწყისში

3. მონაცემების შეტანა ცხრილში

მონაცემების ცხრილში შეტანისათვის ჩასვით კურსორი იმ უჯრაში, რომელშიც უნდა შეიტანოთ მონაცემი, ან გადააადგილეთ კურსორი საჭირო უჯრაში ისრიანი კლავიშების ან Tab კლავიშის გამოყენებით. ტექსტი და ნებისმიერი სხვა სიმბოლი ისე შეგვაქვს ცხრილში, როგორც ტექსტურ უჯრაში ან ვკიბავთ ჩვეულებრივი დოკუმენტის ტექსტს. ცხრილში ტექსტის ფორმატირებისათვის ვიყენებთ ფორმატირების უკვე ცნობილ წესებს. თუ გვჭირდება რომელიმე სტრიქონის ან სვეტის მთლიანი მონიშვნა, ვიქცევით ასე:

1. დააწკაპუნეთ სადმე ცხრილის იმ სტრიქონის ან სვეტის უჯრაში, რომლის მონიშვნაც გნებავთ.

2. აირჩიეთ მენიუს ზოლიდან Table > Select > Row. მთელი სტრიქონი მოინიშნება.3. აირჩიეთ მენიუს ზოლიდან Table > Select >Column მთელი სვეტის მოსანიშნად.4. აირჩიეთ მენიუს ზოლიდან Table > Select >Cell იმ უჯრის მოსანიშნად, რომელშიც

ჩასმულია კურსორი.5. ჩასვით ღუზა F8 კლავიშზე დაჭერით სტრიქონის პირველი უჯრის პირველი

სიმბოლოს წინ და მარჯვნივ მიმართულ ისრიან კლავიშზე დააჭირეთ მანამ, სანამ არ მოინიშნება მთელი სტრიქონი.

6. თუ გსურთ უჯრებში ჩანაწერის მარჯვნივ გაწონასწორება, გამოიყენეთ კლავიშთა კომბინაცია Ctrl+r.

7. თუ გსურთ უჯრებში ჩანაწერის მარცხნივ გაწონასწორება, გამოიყენეთ კლავიშთა კომბინაცია Ctrl+l.

დაბრუნება დასაწყისში

4. ახალი სტრიქონის ან სვეტის დამატება და წაშლა

Page 4: Cxrilebi 6mecadineoba

თუ შეავსეთ ცხრილი და მხოლოდ ახლა მიხვდით, რომ კიდევ რამდენიმე დამატებითი სტრიქონი გესაჭიროებათ, ყველაზე მარტივად ცხრილის ბოლოზე ახალი სტრიქონის დამატება შეიძლება Tab კლავიშზე დაწოლით, რაც ზემოთ გვქონდა განხილული. უფრო ხშირად ირკვევა, რომ სასურველია სტრიქონის ან სვეტის დამატება არა ბოლოში, არამედ გარკვეულ ადგილას სხვა სტრიქონებს ან სვეტებს შორის. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოვიქცეთ ასე:

1. ჩავსვათ კურსორი სადმე იმ სტრიქონზე ან სვეტზე, რომელთანაც გვინდა სტრიქონის ან სვეტის დამატება.

2. აირჩიეთ მენიუს ზოლიდან Table > Insert > Rows Above ერთი სტრიქონის დასამატებლად იმ სტრიქონის ზევით, სადაც კურსორია ჩასმული.

3. მენიუს ზოლიდან Table > Insert > Rows Below ერთი სტრიქონის დაუმატებს იმ სტრიქონის ქვევით, სადაც კურსორია ჩასმული.

4. მენიუს ზოლიდან Table > Insert > Columns to the Left ერთი სვეტს დაუმატებს იმ სვეტის მარცხნივ, სადაც კურსორია ჩასმული.

5. მენიუს ზოლიდან Table > Insert > Columns to the Right ერთი სვეტს დაუმატებს იმ სვეტის მარჯვნივ, სადაც კურსორია ჩასმული.

6. მენიუს ზოლიდან Table > Insert >Cells გახსნის დიალოგურ ფანჯარას, რომლიდანაც შეიძლება ავარჩიოთ ერთი უჯრის დამატების შესაძლებლობა.

იგივე ოპერაციები შეიძლება შევასრულოთ ინსტრუმენტების ზოლიდან Tables and Borders.

სვეტის წაშლა

1. მოათავსეთ კურსორი სადმე ცხრილის იმ სვეტში, რომლის წაშლა გსურთ.2. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Table > Delete> შეარჩიეთ Columns და დააწკაპუნეთ.

სვეტი წაიშლება

სტრიქონის წაშლა

1. მოათავსეთ კურსორი სადმე ცხრილის იმ სტრიქონში, რომლის წაშლა გსურთ. 2. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Table > Delete> შეარჩიეთ Rows და დააწკაპუნეთ.

სტრიქონი წაიშლება

უჯრის წაშლა

1. მოათავსეთ კურსორი ცხრილის იმ უჯრაში, რომლის წაშლა გსურთ. 2. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Table > Delete> შეარჩიეთ Cells და დააწკაპუნეთ. 3. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა, რომელიც გთხოვთ გადაწყვიტოთ, რა უნდა

ჩაენაცვლოს წაშლილი უჯრის ნაცვლად. გადაინაცვლოს დარჩენილმა უჯრებმა მარცხნივ, თუ ზევით. აირჩიეთ და დაადასტურეთ შერჩეული OK ღილაკზე დაწკაპუნებით. არჩეული უჯრა წაიშლება და ჩანაცვლდება მარჯვნივ მდებარე ან ქვევით მდებარე უჯრით.

უჯრების გაერთიანება და უჯრის დანაწევრება1. უჯრების გაერთიანებისთვის მონიშნეთ ორი ან მეტი მეზობელი უჯრა, რომელთა

გაერთიანება გინდათ. 2. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Table > Merge Cells და დააწკწპუნეთ. უჯრები

გაერთიანდება. 3. უჯრის დაყოფისთვის ჩასვით კურსორი უჯრაში, რომლის გაყოფაც გინდათ.

Page 5: Cxrilebi 6mecadineoba

4. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Table > Split Cells და დააწკწპუნეთ. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა, რომელშიც უნდა შეარჩიოთ რამდენ სვეტად და სტრიქონად გინდათ ერთი უჯრის დაყოფა.

5. დააწკაპუნეთ OK შერჩეულის დასადასტურებლად. უჯრა დაიყოფა მითითებული რაოდენობის სვეტებად და სტრიქონებად.

დაბრუნება დასაწყისში

5. სვეტის ზომების შეცვლა

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია უკვე არსებული ცხრილის სვეტების სიგანის შეცვლა:

1. ჩავსვათ კურსორი სადმე იმ სვეტზე, რომლის ზომის შეცლა გსურთ2. აირჩიეთ მენიუს ზოლიდან Table > Select > Table მთელი ცხრილის მოსანიშნად. 3. მონიშნულში მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით

გახსნილ კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ Table > Table Properties.

4. აირჩიეთ Column.

5. გახსნილი დიალოგური ფანჯრის რედაქტირების ველში Preferred Width შეიტანეთ თქვენთვის სასურველი ზომა გამოხატული პროცენტებში ან პუნქტებში.

6. დააწკაპუნეთ OK შერჩეულის დასადასტურებლად.

გამოყენებული შრიფტის ზომის შესაბამისად შეიძლება ტექსტი არ ჩაეტიოს უჯრაში ერთ სტრიქონზე და საჭირო გახდეს უჯრის გაფართოება.

უჯრის გაფართოება შესაძლოა ასე:

1. ჩასვით კურსორი სადმე გასაფართოებელ უჯრაში. 2. მენიუდან აირჩიეთ Table > Select > Column. 3. აირჩიეთ Table > Table Properties . 4. აირჩიეთ Column წინა შემთხვევის ანალოგიურად. 5. გახსნილი დიალოგური ფანჯრის რედაქტირების ველში Preferred Width შეიტანეთ

უჯრის სიგანის მომატებული ზომა, მანამ, სანამ არ მიიღებთ სასურველი სიგანის უჯრას.

6. დააწკაპუნეთ OK შერჩეულის დასადასტურებლად.

Page 6: Cxrilebi 6mecadineoba

ალტერნატიული გზა - ორი მომიჯნავე უჯრის სიგანის რეგულირება საერთო ჯამური სიგანის ფარგლებში.

განხილულ მაგალითში პირველი სვეტის პირველ უჯრაში მონაცემები არ ეტევა ერთ სტრიქონში. შეიძლება გავაგანიეროთ პირველი სვეტი მეორე სვეტის სიგანის ხარჯზე. ამისთვის გადაადგილეთ კურსორი ორი მომიჯნავე უჯრის საზღვარზე ისე, რომ კურსორმა მიიღოს ორი პარალელური ვერტიკალური მონაკვეთის სახე მათ შორის გამოხატული ვერტიკალური წყვეტილი ხაზით. ამ ხაზის მდებარეობა წინასწარ გვიჩვენებს სად გადაადგილდება სვეტების საზღვარი მაუსის ღილაკიდან ხელის აღებისას..

დაბრუნება დასაწყისში

6. ცხრილის მონაცემების დახარისხება და ჯამის ფუნქცია

Microsoft Office Word საშუალებას იძლევა შევასრულოთ ცხრილის მონაცემების მარტივი დახარისხება და ჯამის გამოანგარიშება (იქ, სადაც ეს შესაძლებელია):

1. დააწკაპუნეთ სადმე ცხრილის ფარგლებში, და არა აუცილებლად იმ სვეტში, რომლის მონაცემთა მოწესრიგებაც გნებავთ.

2. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Table > Sort. 3. Sort By ჩამოშლად მენიუში ჩანს ცხრილის პირველი სტრიქონის უჯრების ტექსტის

ჩამონათვალი, რომელსაც MS Office Word დასათაურებად მიიჩნევს. აირჩიეთ სასურველი დასახარისხებელი დასახელება.

4. Type ველში აირჩიეთ Text პირველი ორი სვეტისათვის ან Number სხვა სვეტების რიცხვითი მონაცემების დახარისხებისათვის (Data სხვა შესაძლო შემთხვევაში)

5. აირჩიეთ როგორ გნებავთ დახარისხება: ზრდადად თუ კლებადად.. 6. აირჩიეთ Header Row (რადგან ამ სავარჯიშოში მოცემულ ცხრილს აქვს სვეტების

დასახელება 7. გაიმეორეთ იგივე ოპერაციები სხვა სვეტის მონაცემებისათვის დახარისხების

პრიორიტეტის რიგითობის დაცვით.8. დაადასტურეთ შერჩეული OK ღილაკზე დაწკაპუნებით.

მონაწილე ქალაქი 1 ტურის შედეგი

2 ტურის შედეგი

3 ტურის შედეგი

ავთო ლანჩხუთი 2641 2332 3104

გიორგი გორი 2190 2278 2928

დათო თბილისი 4098 4579 3767

ილია ქუთაისი 1801 2528 1903

ლაშა ფოთი 1327 1423 1193

123456 ა ბ გ დ* * * * ** * * * ** * * * *

123456

ა ბ გ დ

* * * * ** * * * ** * * * *

Page 7: Cxrilebi 6mecadineoba

ნიკო ახალციხე 5214 3247 3467

რევაზ ბათუმი 1421 3863 2934

Microsoft Office Word საშუალებას იძლევა შევასრულოთ ცხრილის რიცხობრივ მონაცემებზე მარტივი არიტმეტიკული და ლოგიკური მოქმედებები. განვიხილოთ მაგალითისათვის გარკვეული სვეტების მონაცემების შეკრების ფუნქცია. შეკრებით მიღებული რიცხვების განსათავსებლად დავუმეტოთ ცხრილს ერთი სტრიქონი რომელიმე ზემოთ აღწერილი გზით. გააერთიანეთ დამატებული სტიქონის პირველი ორი უჯრა და წარმოქმნილ უჯრაში ჩაწერეთ ”ჯამი”.

მონაწილე ქალაქი 1 ტურის შედეგი

2 ტურის შედეგი

3 ტურის შედეგი

ავთო ლანჩხუთი 2,641 2332 3104

გიორგი გორი 2,190 2278 2928

დათო თბილისი 4,098 4579 3767

ილია ქუთაისი 1,801 2528 1903

ლაშა ფოთი 1,327 1423 1193

ნიკო ახალციხე 5,214 3247 3467

რევაზ ბათუმი 1,421 3863 2934

ჯამი

Page 8: Cxrilebi 6mecadineoba

1. დააწკაპუნეთ მესამე სვეტში ცარიელ უჯრაში. 2. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Table > Formula. 3. formula რედაქტირების ველში აკრიბეთ

=SUM(ABOVE), თუ თავისით არ აიკრიბა. 4. Number Format ველში აირჩიეთ #,##0. ეს

ფორმატი მიუთითებს, რომ ათასები უნდა გამოიყოს მძიმით.

5. დაადასტურეთ შერჩეული OK ღილაკზე დაწკაპუნებით.

6. გაიმეორეთ ეს ოპერაციები მიმდევრობით 2 ტურის და 3 ტურის შედეგებისათვის.

7. თქვენმა ცხრილმა უნდა მიიღოს სახე:

ხელახალი გადაანგარიშება 1. ექსელის დავთარისგან განსხვავებით Microsoft Office Word ცხრილში

ცვლილებების შეტანისას ავტომატურად არ ცვლის ფორმულით გამოანგარიშებულ მნიშვნელობას. იმისათვის რომ აიძულოთ ხელახალი გამოთვლების შესრულება, ჯერ უნდა გადახვიდეთ კურსორით იმ უჯრაში, რომელიც შეიცავს გამოთვლის ფუნქციას და შემდეგ დააჭიროთ F9 კლავიშს. ან უჯრიდან გამოუსვლელად დააწკაპუნოთ მარჯვენა ღილაკზე და გახსნილ კონტექსტურ მენიუში შეარჩიოთ Update Field.

დაბრუნება დასაწყისში

7. ცხრილის დასათაურება

მრავალ სტრიქონიანი ცხრილის შედგენისას Microsoft Word გახლეჩავს ცხრილს გვერდის დასასრულში და ცხრილის დანარჩენ ნაწილს გამოსახავს შემდეგ გვერდზე სათაურის გამეორების გარეშე. ამ უხერხულობის აღმოფხვრისათვის უნდა განვსაზღვროთ ყოველ გვერდზე ცხრილის პირველი სტრიქონი, როგორც გამეორებადი სათაური. ამისათვის:

1. მოათავსეთ კურსორი სათაურის სტრიქონში. 2. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Table > ჩამოშლილი ქვემენიუდან აირჩიეთ Heading Rows

Repeat.

მაგალითისათვის ნახეთ როგორ ჩანს ასე დასათაურებული ცხრილი, რომელიც ამ ტექსტის ზედა ერთ-ერთ გვერდზე მთლიანად ვერ მოთავსდა.

Page 9: Cxrilebi 6mecadineoba

დაბრუნება დასაწყისში

8. ტექსტის გარდაქმნა ცხრილად

ტექსტი შესაძლებელია გარდაიქმნას ცხრილად. რასაკვირველია საჭიროა გამოიყენოთ რაიმე სიმბოლო, რომელიც განაპირობებს ტექსტის დაყოფას ცხრილის სვეტებად (მძიმე, აბზაცის სიმბოლო, ტაბულირების სიმბოლოან სხვა სიმბოლო). ქვემოთ მოყვანილ მაგალითში ასეთ სიმბოლოდ გამოიყენება სიმბოლო ”,”.

1. ავკრიბოთ შემდეგი ტექსტი: ფერი, სტილი, მანქანა ლურჯი, A980, ფურგონი წითელი, X023, მსუბუქი მწვანე, YL724, თვითმცლელისახელი, ასაკი , სქესი დათო, 23, მამრ თიკო, 18, მდედრ კახა, 29, მამრ

2. მონიშნეთ აკრებილი ტექსტი. 3. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Table > Convert >

Text to Table. 4. ველში Number of Columns შეიტანეთ 3. 5. ველში Fixed Column Width აირჩიეთ Auto. 6. ტექსტის ცალკეულ უჯრებში გამყოფ ნიშანად

აირჩიეთ Commas (”,”). 7. დაადასტურეთ შერჩეული OK ღილაკზე

დაწკაპუნებით. აკრებილი ტექსტი გადაკეთდება ქვემოთ გამოსახულ ცხრილად

ფერი სტილი მანქანა ლურჯი A980 ფურგონი წითელი X023 მსუბუქი მწვანე YL724 თვითმცლელისახელი ასაკი სქესი დათო 23 მამრ თიკო 18 მდედრ კახა 29 მამრ

ცხრილის გახლეჩვა ნაწილებად შესაძლებელია მენიუს ზოლიდან ბრძანებით: Table > Split Table, რისთვისაც კურსორი უნდა ჩავსვათ იმ სტრიქონში რომლიდანაც გვინდა ცხრილის გახლეჩვა და დავაწკაპუნოთ Table ჩამოშლილი ქვემენიუს გააქტივებულ წარწერაზე Split Table . მაგალითად წინა ცხრილი გავყოთ ორ სხვადასხვა ცხრილად მეხუთე სტრიქონიდან. მივიღებთ ასეთ შედეგს:

ფერი სტილი მანქანა ლურჯი A980 ფურგონი წითელი X023 მსუბუქი მწვანე YL724 თვითმცლელი

სახელი ასაკი სქესი

Page 10: Cxrilebi 6mecadineoba

დათო 23 მამრ თიკო 18 მდედრ კახა 29 მამრ

დაბრუნება დასაწყისში

9. ცხრილის ავტო-ფორმატირება

AutoFormats გამოიყენება ცხრილის გასაფორმებლად დეკორატიულ ჩარჩოში ჩასმით, სპეციალური შრიფტების, ფერების და მრავალი სხვა ეფექტების გამოყენებით. Table AutoFormat დიალოგურ ფანჯარაში ჩამოთვლილია ყველა შესაძლო ეფექტები, რომლებიც შეიძლება მოსინჯოთ წინასწარი დათვალიერების ფანჯარაში. გავაფორმოთ ჩვენს მიერ შედგენილი ცხრილი AutoFormat დიალოგური ფანჯრის გამოყენებით.

1. დააწკაპუნეთ რომელიმე უჯრაში იმ ცხრილისა, რომლის ავტო-ფორმატირებაც გსურთ.

2. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Table > Table AutoFormat. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Table AutoFormat.

3. Table Styles უჯრაში დააწკაპუნეთ Table Colorful 1. 4. ჩასვით აღნიშვნის ნიშნები განყოფილებაში

Apply Special Formats To. 5. დააწკაპუნეთ ღილაკზე Apply.

ჩვენს მიერ შედგენილი ცხრილი მიიღებს ასეთ სახეს:

ფერი სტილი მანქანა ლურჯი A980 ფურგონი წითელი X023 მსუბუქი მწვანე YL724 თვითმცლელისახელი ასაკი სქესი დათო 23 მამრ თიკო 18 მდედრ კახა 29 მამრ

დაბრუნება დასაწყისში

10. Table მენიუს ბრძანებები

Table მენიუს საშუალებით დოკუმენტში შესაძლებელია ცხრილის, სვეტების, სტრიქონების და უჯრედების ჩამატება, მონიშვნა, წაშლა. ცხრილის უჯრედების გაერთიანება, დაყოფა, ცხრილის გაყოფა, ავტომატური ფორმატირება, ცხრილის ზომების რეგულირება, პარამეტრების შერჩევა და ა.შ. ქვემოთ ჩამოთვლილია უმეტესი მნიშვნელოვანი ბრზანებები:

Page 11: Cxrilebi 6mecadineoba

Draw Table-- ფანქარი, ნებისმიერი ცხრილის შექმნა;

Insert / Table-- ცხრილის ჩამატება;

Columns to the left -- სვეტის ჩამატება აქტიური უჯრედის მარცხნივ;

Columns to the Ridht --სვეტის ჩამატება აქტიური უჯრედის მარჯვნივ;

Rows Above-- სტრიქონის ჩამატება აქტიური უჯრედის ზემოთ;

Rows Below-- სტრიქონის ჩამატება აქტიური უჯრედის ქვემოთ;

Cells -- უჯრედის ჩამატება;

Delete / Table-- აქტიური ცხრილის წაშლა;

Columns -- აქტიური სვეტის წაშლა;

Rows -- აქტიური სტრიქონის წაშლა;

Cells -- აქტიური უჯრედის წაშლა;

Select / Table -- ცხრილის მონიშვნა;

Columns --სვეტის მონიშვნა;

Row --სტრიქონის მონიშვნა;

Cell -- უჯრედის მონიშვნა;

Merge Cells -- უჯრედების გაერთიანება;

Split Cells -- უჯრედების დაყოფა;

Split Table -- ცხრილის დაყოფა;

Table Auto Format -- ცხრილის ავტომატური ფორმატირება;

AutoFit / AutoFit to Contens -- ცხრილის ზომის რეგულირება აკრეფილი ტექსტის შესაბამისად;

AutoFit to Window --ცხრილის გაფართოება საბეჭდი არის სიგანემდე;

Page 12: Cxrilebi 6mecadineoba

Fixed Column Width -- სვეტის სიგანის დაფიქსირება;

Distribute Rows Evenly -- ცხრილის სტრიქონების სიმაღლით გათანაბრება;

Distribute Columns Evenly -- ცხრილის სვეტების სიგანით გათანაბრება;

Heading Rows Repeat -- სათაურში შეტანილი ცვლილება ყველა გვერდზე აისახება;

Convert / Text to table -- ტექსტის გარდაქმნა ცხრილად;

Table to text -- ცხრილის გარდაქმნა ტექსტად;

Sort --ცხრილის მონაცემების დალაგება;

Formula…--ცხრილის მონაცემების დაკავშირება ფორმულებით;

Show / Hide Grindlines - ბადის ჩართვა / გამორთვა;

Table Properties -- ცხრილის პარამეტრების განსაზღვრა;

დაბრუნება დასაწყისში