Top Banner
ზზზზზ ზზზზზზზზზ 1 ზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზ
260

azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

Oct 10, 2020

Download

Documents

dariahiddleston
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 1

ზურაბ ანდღულაძე

სივიწროვე

თავი 1შუადღის კაშკაშა სინათლე კოკისპირულ წვიმასავით ატყდებოდა არემარეს

თუმცა დაბურული თხილნარის ტოტებქვეშ ამ თავსხმის წვეთებიღა ჟონავდნენ. მათ ხალვათობას ღამესავით გაემუქებინა მიტოვებულ ბაღში მდგარი ჩრდილი.

ოთხი ადამიანი თითქმის უკვე გამოერიდა ხეებ ქვეშ გამეფებულ ბინდბუნდს და გაშლილ, მზიან ადგილს მიადგა სადაც არც თხილი იზრდებოდა

Page 2: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 2

და არც სხვა მცენარეს გაედგა ფესვი. ქვადქცეულ თიხის ფილებში მხოლოდ ნაკადულს გამოეღრღნა კალაპოტი, რომლის ნაპირებს ხავსი მოჰფენოდა.

- გივი, შეხედე, შეხედე! - დაძაბულად წაუჩურჩულა ნათელამ ქმარს, როცა მათ სულ ერთი ნაბიჯიღა აშორებდათ ხავსის ნოხს, - მგლის ლეკვები!

- ვხედავ, - ჩუმადვე უპასუხა კაცმა ისე, რომ თვალი არ მოუცილებია ხასხასა მწვანე ხალიჩაზე მოთამაშე სამი პატარა ცხოველისთვის.

გივი უსიამოვნოდ გააკვირვა დანახულმა - თავისი საცხოვრებლის შემოგარენი რახანია გაწმენდილი ეგულებოდა მტაცებლებისგან და აი, ახლა ასე მოულოდნელად წაადგა მათ თავს!

თუმცაღა, არც ისე მოულოდნელად - ჯერ ერთი აქ, ლოდებით დავიწროვებულ კალაპოტში, ღელე ხმამაღლა ჩუხჩუხებდა და იოლად ახშობდა ნაბიჯების ხმას.

მეორეც - მან, ნათელამაც და ბავშვებმაც უკვე დიდი ხანია ისწავლეს უხმოდ სიარული. მათ ახლაც ისე ყურადღებით ამოიარეს ხშირი ბუჩქნარი რომ ერთხელაც არ შეხებიან მცენარეთა ტოტებს. შეეძლოთ სულაც გაუჩერებლივ წადგომოდნენ თავს პატარა მტაცებლებს და სწრაფადვე მოეღოთ მათთვის ბოლო, მაგრამ აჩქარებაც არ შეიძლებოდა.

„ეჰ, ბავშვები ნეტა სახლში დაგვეტოვებინა!“ - გაჰკენწლა გივის უსიამოვნო აზრმა.

თითქოს ქმრის ფიქრები ამოიცნოო, ნათელამ ჯერ მას შეხედა, მერე ტყუპებს. პატარები განუძრევლად იდგნენ და ხან ცხოველებისკენ აპარებდნენ მზერებს და ხანაც მშობლებს შეავლებდნენ თვალებს. გივიმ ხელის აწევით დაამშვიდა ცოლ--შვილი და კიდევ ერთხელ, ყურადღებით დააკვირდა იქაურობას.

მერე ისევ თავისიანებს გახედა და შუბი მოიმარჯვა. ნათელამ თვალებით გამოჰკითხა ქმარს ჩანაფიქრი. გივიმ მას თითით მიანიშნა წელზე, სადაც ქალს ბოხჩაში პისტოლეტი ეგულებოდა.

ნათელამ, განაგრძო რა მათი უსიტყვო საუბარი, თავი დაუქნია ქმარს, თავისი შუბი იქვე თხილის სქელ ტოტს მიაყრდნო ფრთხილად და ცეცხლსასროლი იარაღის ბოხჩა შეხსნა.

გივი ყურადღებით, მაგრამ მშვიდად ადევნებდა თვალს მეუღლის სამზადისს, თუმცა ისე უშფოთველად ნამდვილად ვერ გრძნობდა თავს, როგორადაც ცდილობდა წარმოეჩინა.

კაცს არ ასვენებდა ამ ლეკვების მშობლებზე ფიქრი. სად არიან დიდი მგლები? და, რაც მთავარია, აქ სადმე მათი ხროვა ხომ არაა ჩასაფრებული?

„არა, არც თინიკო და მით უმეტეს არც შოთიკო შეშინდება, თუ რამე მოხდა. დიდები არიან უკვე და მაგისთანა რამეები კარგად ესმით“, - დაამშვიდა მან საკუთარი თავი.

უცებ გივიმ ახალი სუნი შეიგრძნო და წამსვე გამოერკვა ფიქრებიდან. ნათელაც და ბავშვებიც უმალვე დაიძაბნენ. მომდევნო წამს ქალმა უკვე ბოხჩიდან ამოღებულ იარაღზე უჩუმრად ჩამოსწია დამცველის ღილაკი.

ოჯახი თვალის დახამხამებაში მიხვდა თავის იღბალს. ლეკვების არ იყოს, მათაც რუს ჩუხჩუხის გამო ვერ გაიგეს თუ როგორ მოადგა მეორე მხრიდან ბუჩქს დიდი რუხი მგელი. კიდევ კარგი, სიო ნადირისაგან მათკენ ქროდა!

ცოტაც და მძლავრი ცხოველი ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა მზით გაჩახჩახებულ მწვანე საფარზე. ლეკვები უმალვე გამოეგებნენ მას.

ნათელამ ქმარს გახედა. გივიმ დასტურის ნიშნად თავი დახარა. მაშინ ქალმა ნელა გასწია იარაღი წინ, ორივე ხელი მოჰკიდა ტარს და საგულდაგულოდ დაუმიზნა მისგან სულ რაღაც ხუთიოდე მეტრში მდგარ მტაცებელს. ისედაც განაბულმა ბავშვებმა საერთოდ შესწყვიტეს სუნთქვა.

გასროლამ მეხის ქუხილივით დაიგრგვინა!

Page 3: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 3

იმავე წამს მგელი, თითქოს რაღაცამ უსაშველო ძალით უბიძგაო, ყირამალა გადატრიალდა. ცხოველის გახეთქილი თავის ქალიდან ტვინისა და სისხლის წვეთებმა იშხეფა და ქვის ფილები კალმახის გვერდს დაამსგავსა.

ლეკვები წკმუტუნ-წკმუტუნით გაექანენ ნაკადის გაყოლებით იქეთ მხარეს, საიდანაც წყარო ბაღის ჩრდილიდან ცოტა ხნით მზის გულზე გამოედინებოდა.

გივი დაუყოვნებლივ გამოხტა სამალავიდან და პატარა ნადირთაგან ერთს გამეტებით ჩაჰკრა შუბი მარცხენა ბეჭის ოდნავ ზემოთ. ცხოველმა ხმის ამოუღებლად დალია სული. მეორე ლეკვს ნათელა დაეწია და ტყვიის დაზოგვის ჩვეულებამ ისიც აიძულა შუბით განეგმირა მომავალი მტაცებელი.

ცოცხლად ერთი ლეკვიღა დარჩენილიყო. მას არც მცენარეულობაში მიმალვა უცდია და არც გაქცევა. ორ დიდ ქვას შორის შეყუჟული, იგი ხმამაღლა წკმუტუნებდა. შუბებმომარჯვებული ცოლ-ქმარი ორი მხრიდან უახლოვდებოდა განწირულ ცხოველს. პატარა ნადირმა იგრძნო სიკვდილის მოსვლა და კიდევ უფრო საცოდავად აწკავწკავდა.

- მამიკო! - მკვეთრი ხმით დაიძახა თინამ.გივის კინაღამ შუბი გაუვარდა, ისე სწრაფად მოუტრიალდა იგი ბავშვს. - რ იყო, მამი? - ვერ შენიშნა რა ხიფათი, შვებით იკითხა მან.- არ შეიძლება ეს რომ არ მოკლათ შენ და დედიკომ?ცოლ-ქმარმა გაკვირვებით გადახედა ერთმანეთს.- თინა, კი მაგრამ ხომ გახსოვს, რა მოგიყვათ მამიკომ? - დაძაბული

ღიმილით ჩაეკითხა გოგონას დედამისი, - რატომ ვკლავთ მტაცებლებს? აბა გაიხსენე.

თინა უკმაყოფილოდ დაიმანჭა. ნათელა ყურადღებით აკვირდებოდა შვილს, თუმცა ცალ თვალს დატყვევებული მხეცისკენაც აპარებდა დროდადრო. მამაც არ ტოვებდა ლეკვს უყურადღებოდ.

- მახსოვს. - ბოლოს და ბოლოს ნაძალადევად წარმოთქვა გოგონამ და მოკლედ შეკრეჭილ ხორბლისფერ თმაზე გადაისვა ხელი.

თინიკოს, მის ოვალური სახეზე, ამჟამად ერთდროულად მორიდებისა და სიჯიუტის გამომეტყველება აღბეჭდვოდა.

შოთიკოც გაკვირვებით უყურებდა დას და ნიკაპს ისერსდა. ეს ჩვეულება მამისგან დაჰყვა, ისევე როგორც შავი გრუზა თმა და სხეულის მომავალი მძლავრი აღნაგობა.

და-ძმა ტყუპები იყვნენ მაგრამ ერთმანეთს არ ჰგავდნენ. თინიკო უფრო დედის „ასლი“ იყო, მასავით ტანწერწეტა, მოქნილი, თუმცა არა სუსტი.

- მახსოვს, - უხალისოდ გაიმეორა თინამ, - ახლა ჩვენ და მტაცებლები ერთი და იმავე საჭმელისთვის... ხორცისთვის ვიბრძვით... იმიტომ რომ მარტო კიტრით ე-ე... და იმით... მცენარეებით ვერ გამოვიკვებებით.

გოგონა ერთი წამით დადუმდა და მერე შეკითხვით დაამთავრა თავისი პასუხი:

- ბევრი საჭმელი რომ იყოს არ მოვკვლავდით? - მაშინ არა, - დაეთანხმა დედა, - უწინ ადამიანებსაც და ცხოველებსაც

ჰყოფნიდათ, ხოლო მერე ხალხი ძალიან გამრავლდა, მხეცებს აღარაფერი დარჩათ.

გივისაც უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ამ დროს შოთიკოს გამყივანი შეკივლება გაისმა.

მამაკაცი მყისვე მიტრიალდა იქეთ სადაც თავისი ბიჭი ეგულებოდა და საშინელმა სურათმა ლამის დამბლა დასცა: ორ უზარმაზარ ხვად მგელს ჩაესო კბილები მისი შვილისთვის! ერთს ყელში და მეორეს მუცელში. სისხლი ორივე ჭრილობიდან უხვად სდიოდა შოთიკოს.

Page 4: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 4

გივიმ ვერ გაიგო როგორ, მაგრამ ყელზე კბილებწაჭერილმა ბიჭუნამ შესძლო და კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ხმამაღლა იწივლა. გივიმ ელვისებურად სტყორცნა შუბი მგელს!

ამ მკვეთრმა მოძრაობამ, მოულოდნელად და საკვირველად, სრულიად შეცვალა სურათი, რომელსაც იგი თვალის დახამხამების წინ ხედავდა.

ახლა ის მოჩუხჩუხე ღელის ნაპირზე კი აღარ იდგა, არამედ სასტუმროს ნომერში, ფართო საწოლზე წამოგორებულიყო. თხილის ბუჩქების ნაცვლად ოთახის ღია მწვანე კედლები შემორტყმოდნენ.

რის ვაივაგლახით ზმანებას გამორიდებულმა კაცმა ფანჯრისაკენ მიაბრუნა თავი. მზე უკვე საკმაოდ დახრილიყო და საცაა თვალებში შეუჭყიტინებდა. როგორც იქნა, მისმა გონებამ საბოლოოდ ჩამოიფერთხა ძილი და გივიმ მოისზრა - ნასადილევს კონდიციონერის სიგრილეში ჩამძინებიაო.

მეზობელ ლოგინზე ბავშვები გასაბერ ლეიბს ეცილებოდნენ ერთმანეთს და კივილი, რომელმაც გივი გააღვიძა, შოთიკოს კი არა თინიკოს პირიდან ამოდიოდა.

გივიმ თვალები მოიფშვნიტა და ბავშვებს გახედა:-კი მაგრამ, რა დღეში ხართ თქვენ ? - ჯერ ისევ ძილისაგან გათანგული,

ნელი ხმით შეეკითხა იგი პატარებს.- მამიკომ გაიღვიძა-ა! - პირველი თინიკო აწკრიალდა და იმწამსვე საქმეზე

გადავიდა: - წავიდეთ რა უკვე ზღვაზე-ე!- ჰო წავიდეთ, - უფრო თავშეკავებით აჰყვა მას ძმაც, - თორემ მალე

დაღამდება და ბანაობასაც ვერ მოვასწრებთ და ხვალ რომ გაწვიმდეს, სულაც ტყუილად ვიქნებით ამ ქობულეთში! გუშინ კიდევ ბათუმში ვისეირნეთ, არ გვიბანავია!

გივიმ ერთ წამს დაფიქრებით უყურა მათ, მერე ტუჩები მოკუმა და ცხვირის ნესტოებიდან უხმო ხითხითი გამოუშვა. შემდეგ წამს მისი მზერა აივნის კარს გადაეყარა და იქ დანახულმა ისევ, ამჯერად გულში ჩააცინა:

„ეს რა ხდება? აივნის კარიც ღიაა, კონდიციონერიც მუშაობს, რა ხალხში მაქვს საქმე? ჰეჰ! ეს რომ სასტუმროს პატრონმა დაინახოს, ა?“

- გესმის ნათუ, - გასძახა მან ნომრის აივანზე მჯდომ ცოლს, - ეს ხალხი ამბობს, ხვალ წარღვნა იწყება და დღეს თუ არ ვიბანავეთ, საბოლოოდ ვიღუპებითო.

ბავშვები გაკვირვებით მიაჩერდნენ მამას. ნათელამ ქმარს გაუღიმა, წამოდგა და ოთახში შემოვიდა.

- ესე იგი ვერ გადავრჩებით? - ეშმაკურად თვალმოჭუტული მიუბრუნდა იგი შვილებს.

ბავშვებს გივიმ დაასწრო:- გამახსენდა! - წამოიძახა მან და ერთ წამს უსინათლოს მზერით მიაშტერდა

ოთახის მოლისფერ კედელს.მერე თავის გაოცებულ ცოლ-შვილს მოუბრუნდა და ოდნავ შესამჩნევი

დაბნეულობით წარმოთქვა:- იცით, რა უცნაური და საშინელი სიზმარი ვნახე?! გადამრია კაცი! ძლივს

მოვდივარ ჭკუაზე!- წამო რა, ზღვაზე მოგვიყევი-ი! - გულამოსკვნით წააგრძელა თინამ. - გოგო, შენ თუ გასწავლე მე, უფროსებს არ გააწყვეტინო- მეთქი?! -

დაღლილი ხმით შეეკითხა გივი შვილს.- შენ მასწავლე, გაწყვეტინება საერთოდ უზრდელობააო, უფროსი არ

გიხსენებია, - სერიოზული სახით შეეცადა თავის მართლებას თინა. - ბიჭოს! გესმის ეს ჭინკა როგორ მასულელებს? - ნაძალადევად

გაოგნებული სახით მიუბრუნდა კაცი ცოლს.

Page 5: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 5

- კარგი, გივი, - ნათელამაც გათამაშებული ტრაგიკულობით ამოიოხრა - მართლა იქ მოგვიყევი ან გზაში, თორემ ესენი თავს გადაგვჭამენ.

ცოლის სიტყვების გამგონე გივიმ მოსიყვარულე დამცინავი ღიმილით გადახედა ტყუპებს, მერე ერთი-ორჯერ ყოყმანით გააქნია თავი და ამოოხვრით წამოდგა ლოგინიდან.

- აუ, რა ბერიკაცივით ხვნეშავ, - უზარმაზარი წუხილით გამოეხმაურა მის ძლიერ ტანჯვას ნათელა,- რამდენი წლის ბერიკაცი ხარ? გამახსენე ერთი.

- მე თუ ბერიკაცი ვარ, მაშინ შენ დედაბერი ყოფილხარ! - გამქირდავად მიუგო მას ქმარმა და სააბაზანოსკენ გაეშურა.

მან ნათელას უკნიდან ჩაუარა და წამიერად გახედა რა ხალისიან სამზადიშში მყოფ ბავშვებს, ცოლს კაი გვარიანად მოუჭირა ტორი წელს ქვემოთ, ფუმფულა და მკვრივ, როგორც თავად ეძახდა - „ხელის სიამოვნებაზე“.

- ესეც შენ! - თითქმის უჩუმრად მიაყოლა მან ნიშნისმოგებით.ქალმა მყისვე, ხმაამოუღებლად და უკანმოუხედავად მოიქნია ხელი,

თუმცაღა ფუჭად - იქ უკვე აღარავინ იყო, სიმაღლით თითქმის ორმეტრიან გივის სულ ერთი ნაბიჯი ეყო სააბაზანომდე.

- ჰა-ჰაა! - სასაცილო ქედმაღლობით გადმოხედა მან ცოლს.- დედი, მამიკო რატომ დაგცინის? - არ გამოეპარა ეს თვალმახვილ თინას.- იმიტომ რომ საკუთარი ხუმრობები ძალიან სასაცილო ჰგონია. ცოდოა, -

დამწუხრებული ხმით, ქმრის გასაგონად უპასუხა ბავშვს ნათელამ.- ვინაა ცოდო?! - თეატრალურად განრისხდა გივი.- ვინა და შენ! - წკრიალა ხმით გადაიკისკისა თინიკომ.- ვაი შენს დღეს! მე თქვენ გაჩვენებთ სეირს! ერთი მივიდეთ ზღვაზე! - ამ

სიტყვებით უკვე სიცილთან ბრძოლაწაგებულმა კაცმა საშხაპის კარი მიიხურა.

თავი 2ცოტა ხანში მათ თავისი, როგორც გივი ეძახდა - „გრანდ ჰოტელ „ციტრუსი“

უკან მოიტოვეს და ქუჩას მიადგნენ. ბავშვები ხელჩაკიდებით მიჰყვებოდნენ მშობლებს მაგრამ ეს მხოლოდ იქამდე, სანამ ჯალაბი მანქანაუხვ, ხმაურიან აღმაშენებლის გამზირს გადაკვეთდა და პატარა, კარუსელებიან სკვერს მიადგებოდა. ამის მერე ტყუპებმა დედ-მამას ხელები უშვეს და ზღვისკენ გაიქცნენ.

- მაინც რა დაგესიზმრა ისეთი საშინელი? - შეახსენა ნათელამ ქმარს მაშინ, როცა უკვე ცოლ-ქმრის ფოსტლებმაც დააწყებინეს პლაჟის კენჭებს ხრაშუნი.

- მოიცა, ჯერ ცოტა გავგრილდე, ამ სიცხეში რა მალაპარაკებს? - იუარა კაცმა. მერე ერთი შორიახლოს მომლოდინე ბავშვებს გახედა და მაშველებისკენ აიღო გეზი. ნათელაც აღარ ჩააცივდა ქმარს და შვილებისკენ გაეშურა.

როცა გივიმ ორი პლასტმასის საწოლი მოათრია რახრახით, შოთა და თინა უკვე გახდილნი და საბანაოდ გამზადებულნი დახვდნენ.

- წავიდეთ რა მამი-ი! - იმწამსვე მოითხოვა თინიკომ.- მაცალე გოგო შარვლის გახდა! აუ-უ, ეს რა სულწასულია! - ხელები

გაშალა და ბოლო სიტყვები ზეცას შეჰღაღადა მამამისმა.ბავშვების მოთმინება ის-ისაა ბუშტივით უნდა გამსკდარიყო როცა გივიმ

როგორც იქნა შორტები გაიხადა და ტალღებისკენ წაუძღვა მათ. პატარებს, რაღა თქმა უნდა, ლეიბიც თან მოჰქონდათ, რომლის დათმობას კვლავინდებურად არც ერთი მათგანი აპირებდა.

- მამი, გამოგყვები რა ლეიბით ტივტივამდე-ე? - ჩვეულებისამებრ გაწელა თინიკომ.

- შენ რატომ?! - იმწამსვე წარბები შეიკრა და თავისკენ მოქაჩა გასაბერი ტივი შოთამ, - ვისი ტიკი-ტომარა ხარ, ყველგან პირველი რატომ ეჩრები?

Page 6: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 6

- კარგით, ბავშვებო! - გადაულაპარაკა მათ მამამ და თან შეეცადა სიმკაცრე განესახიერებინა, - იმ სიშორეზე არავინ წამოხვალთ! აქ იბანავეთ და ლეიბზეც რიგრიგობით იცურავეთ!

- მამა, გეხვეწები... - საწყალი ხმით დაიწყო თინამ, მაგრამ შოთამ უმალვე გააწყვეტინა დას: - ე-ე, ამის თხის გულისათვის...

- ჰე-ჰე! - თავის მხრივ მასაც გააწყვეტინა გივიმ.- ნეტა მართლა თუ გადახვედით თქვენ მეორე კლასში, ასე ბაღის ბავშვებივით რომ იქცევით? - და ხანმოკლე, როგორც თვითონ ჩათვალა, პედაგოგიური პაუზის შემდეგ, დაამატა:

- მოკლედ, ან იჯერებთ რასაც მე და დედათქვენი გეუბნებით, ან ნაპირზე „ცურაობთ“ საღამომდე!

მერე, მათი მობუზული სახეების შემხედვარემ, გივიმ ცალყბა ღიმილით დაუქნია პატარებს თითი, მოტრიალდა და წყალში გადაეშვა.

ათიოდ წუთში მან ჩვეულებისამებრ ზოზინით მიღწია ტივტივას, შემოუარა მას და ცოტა ხანში ისევ ნაპირთან აღმოჩნდა. აქ მისი ცურვის არმცოდნე ცოლი ბავშვებთან ერთად ჭყუმპალაობდა ოდნავ შესამჩნევ ტალღებში.

გივიმ სამივეს პეშვით შეასხა წყალი სახეებში და საპასუხო, დაუნდობელ კონტრშეტევას გამორიდებული, სირბილით ავარდა პლაჟზე.

ცოტა ხანში მას ნათელაც აჰყვა და ისიც პლასტმასის ტახტრევანზე წამოწვა. ისინი ცოტა ხანს დუმდნენ, მერე კი ქალმა ისევ სიზმრის ამბავი შეახსენა კაცს.

- კი მაგრამ, - ოდნავ დამცინავი ღიმილით მოუბრუნდა მას ქმარი, - მეცნიერ ქალს მართლა ასე გაინტერესებს რაღაც სიზმარი?

- მეცნიერება და სიზმარი სულაც არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, - სერიოზულად მიუგო ნათელამ, - მე ხანდახან დამსიზმრია ისეთი რამ, რასაც უკარნახია რა მოხდება ცხადში.

- რანაირად უკარნახია? - გაიკვირვა კაცმა.- აი მაგალითად, - დაიწყო ახსნა ნათელამ, - თუ ვინმე, ჩემთვის უსიამოვნო

ადამიანი დამესიზმრა, მაშინ თითქმის უეჭველად, უახლოეს დღეებში არასასურველი შემემეთხვევა. შენ არ მოგსვლია მასე?

გივი დაფიქრდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო, მაგრამ იმავე წამს, შეამჩნია რა ნათელას დაკვირვებული მზერა, ჩვეული დამცინავი ღიმილით ალაპარაკდა:

- ჰაჰ! ესე იგი რა? სწავლული ქალი მეუბნები, წინასწარმეტყველება და მისთანა ჯადოები არსებობსო?! ერიჰაა!

- ჯადოები არ არსებობს, - მოთმინებით განუმარტა თავისი აზრი ცოლმა, - უბრალოდ, ე-ე, რა ვქნა, პლაჟის პირობაზე ნამეტარი მეცნიერული სიტყვები უნდა დავახვავო... თუმცა შენ ხომ მაინც მიხვდები? - ეშმაკურად გაუღიმა მან ქმარს.

- ამას უყურე შენ! - მოჩვენებით აღშფოთდა გივი, - შენ ხვდები და მე ვერ მივხვდები? მიდი ერთი, მიდი!

- კი ბატონო, - სწრაფადვე დამორჩილდა ქმარს ნათელა, - მოკლედ, მეცნიერება ჯერ შორსაა იმისგან, რომ ბოლომდე გაერკვეს დრო-სივრცის... ე-ე, ქსოვილის თვისებებში. ანუ გაუგებარია როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან აწმყო და მომავალი. ჩვენ მხოლოდ წარსულისა და აწმყოს კავშირი ვიცით.

მცირე პაუზის შემდეგ ნათელამ დაამატა:- არსებობს ვარაუდი რომ ძალიან მცირე ალბათობით და ძლიერი

დამახინჯებით, მომავლის ინფორმაცია აწმყოში ჟონავს.გივიმ ცოტა ხანი დაფიქრებით უყურა ცოლს და მერე თქვა:- მგონი გავიგე რასაც ამბობ. მომავლის ცნობები ხანდახან გადმოდიან

აწმყოში, მაგრამ ძალიან იშვიათად და... კაცმა არ იცის, ან გადმოდის და ან არა, - სიცილით დაამთავრა მან.

Page 7: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 7

გივის ჩვეული ურწმუნობის შემხედვარე ნათელამაც ღიმილით გააქნია თავი. მცირე დუმილის შემდეგ კაცმა დიდ გასაჭირს შეგუებული ადამიანივით ამოიოხრა და მოყოლა იწყო:

- კარგი გავამხელ, აბა მეცნიერებას ხომ ვერ ვეტყვი უარს? - ხელები გაშალა მან და მერე, სანამ მოყოლას დაიწყებდა, თავისი მძიმე, წინგამოწეული ნიკაპი მოისრისა.

დაასრულა თუ არა თხრობა, გივი ცნობიმოყვარეობით მიაჩერდა ცოლს. ნათელას წარბები შეეჭმუხნა და ჩაფიქრებით იკვნეტდა ქვედა ტუჩს. ბოლოს რაღაც ნაძალადევად გაუღიმა ქმარს:

- კი გითხარი ცნობები გადმოდის მომავლიდან-მეთქი, მაგრამ უმეტესწილად... არა, უმეტესწილად კი არა თითქმის მთლიანად, სიზმარი ცხადში განცდილის ანარეკლია.

გივიმ ჯერ დაკვირვებით შეხედა ცოლს, თითქოს რაღაცას იხსენებსო, ხოლო მერე მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ასწია და ხმამაღლა წამოიძახა:

- მართალი ხარ. ახლა მივხვდი რატომ დამესიზმრა ეს სისულელე: რადიოს გამო!

- რადიოს? - ვერ გაიგო ნათელამ.- ჰო! სანამ ჩამეძინებოდა ტელეფონით მოვისმინე, კახეთში მგელმა ბავშვი

დაჭამაო. ნამდვილად ეგ გამყვა ძილში.- უი, რას მეუბნები?! - შეიცხადა ნათელამ, - მერე როგორაა ის ბავშვი?- გადარჩაო. მამამისმა მიუსწროო და....იხსნაო მოკლედ. - გივი წამით

გაყუჩდა და თავის ქნევით, ცალყბა ღიმილით დაამატა, - კიდევ კაი პლაჟზე არ მოგვაქვს ტელეფონები თორემ ვინ იცის, ახლაც მოვისმენდი რაიმე უბედურობას.

ნათელა ჩააღიმა მისმა სიტყვებმა თუმცა შემდეგ წამს მასაც გაახსენდა რაღაც:

- ის გახსოვს? აი, თბილისში ვუყურეთ წამოსვლის წინ?- რას ვუყურეთ? - ჩაეკითხა გივი და სანამ ცოლი სათქმელს ეტყოდა, ხელი

გადასწია და საწოლებს შორის მყოფი პარკიდან ჯერ ისევ სიცივეშენარჩუნებული „ნაბეღლავის“ ბოთლი ამოიღო.

- აი რომ ყვებოდნენ, მგონი „კურიერში“, - დაიწყო ნათელამ, - შორეულ აღმოსავლეთში და ავსტრალიასთან ზვიგენები გამოჩნდნენო?

გივი ყურადღებით უსმენდა ცოლს და თან პირზე ბოთლმოყუდებული წყურვილს იკლავდა.

- მოკლედ, - ამასობაში აცნობდა მას ნათელა, - წელს ზვიგენებმა იმისთანა ადგილას დაჭამეს ხალხი, ადრე რომ არასდროს გამოჩენილანო.

- აა, გამახსენდა! - როგორც იქნა მოიშორა გივიმ ბოთლი და ნათელას გაწვდილ ხელში ჩადო.

ახლა ქალმა მიიდო ბოთლის პირი ტუჩებზე, კაცი კი ალაპარაკდა: - განმარტეს კიდეც, მტაცებლების სანადავლო ხალხმა შეჭამა და იმიტომ

ხდება ეგ ამბებიო, - თქვა გივიმ და მცირე დაფიქრების შემდეგ თავისი კომენტარიც დააყოლა გაგონილს:

- შვიდ მილიარდს გადავშორდით, აღარაფერი გვყოფნის ამ ხალხს და საწყალმა ცხოველებმაც რა ქნან, სად წავიდნენ?

- სადა? - ირონიული ღიმილით იკითხა ნათელამ, რომელიც მინერალური წყლის ბოთლს ისევ პარკში დებდა,- ეგერ, კოსმოსში, ათასობით პლანეტა აღმოაჩინეს სხვა მზეებთან და არ ეყოფათ?

- რავა, აგდებ მაგ საცოდავებს? - ყასიდი წუხილით შეეკითხა გივი ცოლს.- არ ვაგდებ, - ამოიოხრა ნათელამ, - იმას ვამბობ, ნეტა ისე ნუ იზამენ ეგ

ზვიგენები და შავ ზღვაში ნუ შემოვლენ მეთქი.- რატომ ვერ უნდა შემოვიდნენ ვითომ? ვიზა დასჭირდებათ მე შენ გეტყვი,

თუ პასპორტი? - გაიცინა კაცმა.

Page 8: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 8

პასუხად ნათელამ მხოლოდ თავი გააქნია, აღარაფერი უთქვამს, გუნებაში განაგრძნო მსჯელობა:

„არ ვიცი როგორი ალბათობით შემოდის ჩვენს სიზმრებში მომავლის ინფორმაცია, მაგრამ შოთიკოს მეტი ყურადღება უნდა მივაქციო დღეს... ნეტა რას ნიშნავს გივის სიზმარში მგლები? ნიშნავს კი რამეს საერთოდ...? და მე რომ მოვკალი? რა კავშირი მაქვს ვინმეს სიკვდილთან?...“ - ამ კითხვებმა რაღაც უსიამოვნო შეგძნება გაუჩინეს ტანში და მის გასაქარვებლად ქალმა, რადგან სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გივისგან მალულად საფეთქლები მოისრისა - ცუდ აზრებს მოვიშორებ თავიდანო.

ამასობაში ბავშვები ისევ ლეიბს ექაჩებოდნენ თავთავისკენ: შოთიკო ჩვეულებისამებრ ჩუმად და თინიკო წივილ-კივილით. ბიჭუნას, როგორც იქნა, მოსწყინდა თინას წივილი და მან ბიძგით მიუგდო დას ლეიბი ისე, რომ გოგონა მოულოდნელობისგან ჩაყურყუმალავდა.

ამოყვინთვისთანავე მან ჩაბღუჯა ნადავლი, აძვრა ზედ და ჩქარ-ჩქარა მოუსვა ხელები. ცოტათი მოშორდა თუ არა ძმას, მობრუნდა და ბრაზიანად დაიძახა:

- სულელო!უკვე ნაპირის გასწვრივ მოცურავე შოთიკომ მოიხედა, მჯიღი მოუღერა დას

და მისკენ ისკუპა. თინამ შეჰკივლა და ღრმა ზღვისკენ გააქანა თავისი ხომალდი. ბიჭუნამ იმდენი ცურვა არ იცოდა რომ სიღრმეში გასდევნებოდა ლეიბზე მოკალათებულ დას, ამიტომ მალევე მოტრიალდა ნაპირისკენ.

რადგან ძმისაგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თინამ მშობლებს გახედა. დედამისმა ჯერ თითი დაუქნია და მერე ანიშნა - დაბრუნდიო. გოგონა მყისვე მიხვდა: დედიკო მაინცდამაინც არაფერს მაძალებსო და საჩვენებლად ერთი კი მოაბრუნა თავისი მუქი იასამნისფერი ტივი ნაპირისკენ, მაგრამ როგორც კი ნათელამ თვალი მოაშორა, ისევ უკან, ზღვისკენ მიატრიალა. ამ დროს დედამისს თავისი მზერა უკვე შოთიკოზე გადაეტანა.

გოგონას დიდი ხანია აინტერესებდა რისგანაა დამზადებული ის უზარმაზარი წითელი ბურთი, რომლის იქითაც ცურვა აკრძალულია ხოლო მამა სულ გარშემო უვლის მას. მისი აზრით, ახლა ზუსტად შესაფერისი დრო იყო თავისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

მან კიდევ ერთხელ გახედა ლაპარაკში გართულ მშობლებს, მოჭყუმპალავე ძმას და ლეიბზე მუცლით დაწვა. მერე ხელები გვერდზე გადასწია და ნიჩბებივით აამუშავა.

იგი საკმაოდ ჩქარა მიცურდა ბურთთან და გაბედულად მოუთათუნა ხელი.- პლასტმასი ყოფილა, - იმედგაცრუებით ჩაილაპარაკა გოგონამ ისე,

თითქოს ტივტივა აუცილებლად რაიმე არაჩვეულებრივი მასალისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული.

თავი 3ხვადმა თევზი დაიჭირა და შიმშილისგან გასავათებულს უმალვე უნდოდა

გადაეყლპა, მაგრამ დიდი გაჭირვებით მაინც შეიკავა თავი.მან თავისი გამხდარი, თუმცა ჯერ ისევ ძლიერი და მოქნილი სხეული

მოატრიალა და პატარა მოძებნა. ის სულ უკან დაჰყვებოდა მამას და ახლაც სადღაც თავისი კუდის სიახლოვეს ეგულებოდა ხვადს.

პატარა არსად იყო. მოულოდნელობისაგან დაბნეული ხვადი რამდენიმე წამს უაზროდ ჩააცქერდა წყალქვეშეთის უკიდეგანო, დაბინდულ სივრცეს. მერე პირში თევზგაჩრილი ელვის სისწრაფით გაექანა უკან - შიმშილისაგან დასუსტებული პატარა ხომ არ ჩამომრჩაო?

Page 9: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 9

თითქმის მაშინვე, ქვემოთ, ზღვის სიღრმეში, რაღაც ათინათს მოჰკრა თვალი. წამიც და ხვადმა გაარჩია თავისი პატარა, რომელიც რატომღაც უჩვეულოდ ამობრუნებული ცურავდა.

ხვადი თვალის დახამხამებაში მიეჭრა მას და თევზი ზედ პირთან მიუტანა. მაგრამ ამჯერად პატარა არ ეძგერა ნადავლს - თავის საყვარელ ქაფშიას. იგი ისევ უმოძრაოდ, თვალდახუჭული იძირებოდა.

ცოტაც და ხვადი მიხვდა. ასევე თვალდახუჭული და უმოძრაოდ ჩაიძირა ძუ, როცა მათ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს თევზის დაჭერა. ხვადს უმალვე თავისი მაშინდელი მუცლის ტკივილი გაახსენდა. მუცელი ახლაც სტკივა და ისევ შიმშილისგან...

მერე მათ ორი ქაფშია დაიჭირეს, რომლებიც იმ დიდ, ხმაურიან და ლაქების დამტოვებელ რაღაცას გამოექცნენ, რითაც ადამიანები თევზებს იჭერენ. ის თევზები პატარას შეაჭამეს, ხოლო მერე ძუ თვალდახუჭული ჩაიძირა.

ახლა პატარაც ჩაიძირა. იმიტომ რომ თევზია ცოტა - ადამიანები იჭერენ ბევრს. მათ არც მის პატარას დაუტოვეს თევზი და ისიც ჩაიძირა.

ბოლოს და ბოლოს ხვადმა მოისაზრა - პატარას თევზი აღარ სჭირდებაო და თვითონ შეჭამა. ლიფსიტაზე ოდნავ უფრო დიდმა ნადავლმა შიმშილის დაოკების მაგიერ კიდევ უფრო გაუმწვავა იგი. დამარტოხელებული ხვადი ზედაპირისაკენ დაიძრა. მით უმეტეს, ჰაერის უკმარისობასაც გრძნობდა უკვე.

იგი გამოქანებით ამოხტა წყლიდან და ჩასუნთქვასთან ერთად ხმელეთისკენც გაიხედა. იქ, როგორც ყოველთვის, როცა მზე ანათებდა და თბილოდა, ადამიანები იყვნენ წყალში. მათი ერთი პატარა სხვებზე შორს დაცილებულიყო ნაპირს. იგი იმ მრგვალ რაღაცას უტყაპუნებდა, რომელიც ფსკერზეა მიმაგრებული.

ადამიანის პატარას ეტყობა არ შიოდა, რადგან თამაშობდა. ხვადს კი ძალიან შიოდა. მაგრამ ისინი ხომ ადამიანის პატარებს არ ჭამენ? თუმცა, ეს პატარა ახლახანს გადაყლაპულ ქაფშიასავით უსუსურად გამოიყურებოდა...

ხვადი უცქეროდა ადამიანის თამაშს და ისევ ის ქაფშია ახსენდებოდა. დროდადრო იგი საერთოდ ვეღარ ხვდებოდა რას უყურებს - თევზს თუ ადამიანის ნაშიერს.

.... უცებ თინამ ლეიბის ქვეშ, ზღვის სიღრმეში მოსრიალე დიდ ლანდს მოჰკრა თვალი. გოგონას ჯერ გაოცებისაგან სუნთქვა შეეკრა. მერე კი, სულ რაღაც ერთ წამში, როცა უფრო კარგად გაარჩია ლანდის კონტურები, უზომო სიხარული იგრძნო - ეს რამოდენა თევზი დავინახეო! ცოტაც და მას უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის გავიდოდა ნაპირზე და დაიტრაბახებდა - უზარმაზარი თევზი შემხვდაო!

თუმცა სულ მალე სიხარული მწუხრებამ შეცვალა. მას მოაგონდა რომ ტელეფონი თან არა აქვს და ვიდეოს ვერ გადაიღებს! ხოლო უმაგისოდ შეიძლება არ დაუჯერონ. განსაკუთრებით იმ საზიზღარმა შოთიელამ.

ლეიბზე მწოლიარე გოგონას ისღა დარჩენოდა წყალს ჩაშტერებულიყო და თევზის ცურვისთვის მიედევნებინა თვალი. კამკამა წყალში თინა კარგად ხედავდა ცხოველის მოქნილ, სრიალა და გლუვ სხეულს. თევზი მისი ლეიბის შორიახლო ტრიალებდა და ეტყობა ჯერ არ აპირებდა ზღვის სიღრმეში გაუჩინარებას.

ბავშვს ცოტა გაუკვირდა კიდეც - რატომ ტრიალებს ეს თევზი ამდენ ხანს მის ლეიბთან? და საერთოდ, რა თევზია ეს? თინა დაფიქრდა და სცადა გაეხსენებინა, თევზების რა სახელები იცოდა.

მოაგონდა ვეშაპი, რომელიც ძალიან დიდია. წიგნში ის გემისტოლაა და თავზე შადრევანი აქვს... არა, ეს ის არ იყო.

შემდეგი სახელი „ზვიგენი“ გაახსენდა, მაგრამ არც ის ჰგავდა ამ თევზს - ზვიგენს საშინელი, გრძელკბილებიანი ხახა აქვს.

Page 10: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 10

მერე ქაფშია მოაგონდა, დედა რომ მჭადის ფქვილში წვავს ხოლმე. მასაც და შოთიელასაც ძალიან უყვართ იმ პატარა თევზების ტყემალში ამოწება და კნატუნი.

„არა! ის ერთიციდა ქაფშიები ამხელა როგორ გაიზრდებოდნენ?!“ - იქვე უარყო მან ეს აზრი და მერე, როცა მოისაზრა, თუ რა მოხდებოდა, ასეთი რამ რომ შოთიელასთან წამოსცდენოდა, გაბრაზებით გაჰკიცხა საკუთარი თავი - რა სისულელეაო!

უცებ თინამ კინაღამ წამოიყვირა, როცა გუშინდელი დღე გაახსენდა: - „დელფინი, ეს დელფინია!“ თინამ თავმოწონებით მიმოიხედა თითქოს თავისი მიხვედრილობის

მოწმეებს ეძებსო, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ ზღვის ლურჯ-მწვანე ზედაპირი ლივლივებდა ზანტად და გულგრილად. გოგონას უმალ გაახსენდა სადაც იმყოფება და იმედგაცრუება იგრძნო. მერე ისევ თევზს გახედა - სწორად თუ გამოვიცანი ვინ არის ესო?

თითქოს სიბეჯითეს უწონებსო, „თევზმა“ მართლაც ამოყვინთა წამით და გოგონა საბოლოოდ დარწმუნდა რომ იგი დელფინს ხედავს: ზუსტად ასეთი „მომღიმარ სახიანი“ თევზები ნახა მან გუშინ დელფინარიუმში.

თინას დელფინთან დაკავშირებით კიდევ რაღაც-რაღაცები გაახსენდა. ის კაცი წარმოდგენის დაწყებამდე რომ ყვებოდა. თან რა სასაცილო სახელი ჰქონდა - ბერდია!

ამ სახელის გახსენებაზე თინას ახლაც გაეღიმა, მაგრამ უმალვე შეიჭმუხნა და შეეცადა მოეგონებინა, რას ყვებოდა დელფინებზე ის ბერდია, ვისაც თინა არც ისე ყურადღებით უსმენდა, რადგან ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებოდა წარმოდგენა.

გოგონას გაახსენდა: ბერდიას თქმით გამოდიოდა, თითქოს დელფინები სინამდვილეში მთლად თევზები არ არიან თურმე. იმიტომ რომ... თინამ ისევ შეიჭმუხნა შუბლი და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. იგი დაძაბულად იხსენებდა, თუ რატომ არ იყვნენ ესენი თევზები.

„გამახსენდა! - რამდენიმე წამის შემდეგ, გუნებაში შესძახა მან საკუთარ თავს, - დელფინები არ არიან თევზები, რადგან მათაც ჩვენსავით ჰაერით უნდა ისუნთქონ და ამიტომ ხანდახან უნდა ამოყვინთონ!... ნეტა ამან თუ იცის იმათსავით თამაში და მაღლა ხტომა? რა იქნება, მე რომ იმ... რა ქვია იმას... მწვრთნელივით ავუქნიო ხელი?“

ეს აზრი ბავშვს ძალიან მოეწონა და მან გადაწყვიტა, როგორც კი თევზი ისევ ამოყვინთავდა, მოესინჯა და მართლაც აექნია მისთვის ხელი. ახლა თინას იმის შიში გაუჩნდა, ვაითუ დელფინს უკვე მოსწყინდა ჩემი თვალიერება და წავიდესო. მაგრამ, მისდა გასახარად, მისი ახალი ამხანაგი ჯერ ეტყობა არსად აპირებდა წასვლას.

- ნეტა რა დაინახა იმ ბავშვმა? - ნათელას ხელის მტევანი წარბებზე მიედო და ისე ირიდებდა დაისის სხივებს, - რამდენჯერაც გავხედე, სულ ქვემოთ იყურება, ასეთი საინტერესო რა ნახა წყალში?

მაგრამ წარმოთქვა თუ არ ეს, ნათელამ თავისი ყურადღებიანი მზერა ისევ თანატოლებთან მიჭყუმპალავე საკუთარ ვაჟზე გადაიტანა. ბიჭები ახლა იმით ირთობდნენ თავს რომ ცდილობდნენ ერთმანეთი რაც შეიძლება დიდი ხნით ჩაეყურყუმალავებინათ. ნათელაც, ვერა და ვერ იშორებდა რა თავის მძიმე ფიქრებს, თითქმის არ აშორებდა მათ თვალს.

ცოლის სიტყვების გამგონე, ზღვისკენ ზურგშექცევით მწოლიარე გივი გადმოტრიალდა. ჩამავალი მზის სხივებით ალაპლაპებულ წყლის ზედაპირზე მანაც მხოლოდ თვალების მოჩრდილვის შემდეგ გაარჩია ტივტივას შორიახლოს მოქანავე ლეიბი და მასზე გულჩაღმა მწოლიარე თავისი პატარა ქალიშვილი.

Page 11: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 11

- უყურე შენ, რამხელაზე გასულა ეს მაიმუნი! - სიამაყეშეპარული გაკვირვებით გამოთქვა მან თავისი ვითომდა უკმაყოფილება.

- მერე უთხარი, წამოვიდეს! - დაუყოვნებლივ და სრულიად გულწრფელად აჰყვა მას ცოლი, რომელიც შვილის ამ თავნებობაში, ქმრისგან განსხვავებით, კარგს ვერაფერს ხედავდა, - ეჰ, ნეტა მაშინ მართლა მომებრუნებინა! - დაგვიანებული სინანულით აღმოხდა მას.

... ამოყვინთა თუ არა დელფინმა, თინა მაშინვე გადაიწია ლეიბიდან, მარჯვენა ხელი გაშალა და გვერდულად აიქნია, თანაც თითებს არხევდა. დაახლოებით ასეთი რამ დაამახსოვრდა მას გუშინ ნანახიდან.

თინამ აშკარად დაინახა როგორ გააყოლა მისი ხელის მოძრაობას თვალები "თევზმა“. თანაც ძალიან სასაცილოდ გამოუვიდა, რადგან დელფინს სინამდვილეში მარტო თვალების გაყოლება არ შეეძლო, მას თავიც და ტანიც უნდა მიეყოლებინა მზერისთვის.

... ადამიანის მოძრაობამ ხვადი დაბნეულობიდან გამოიყვანა. აქამდე ცხოველი ვერაფრით არკვევდა ქაფშიას ხედავს თუ ადამიანს, მაგრამ ახლა საბოლოოდ დაიჯერა - ეს არსება ნაწილობრივ თევზიაო. ყოველ შემთხვევაში, მისი სხეულის ის ნაწილი რომელიც ადამიანის პატარამ წყლის ახლოს ჩამოატარა, ნამდვილად თევზით მთავრდებოდა.

შიმშილმა ახალი ძალით აატკივა კუჭი ხვადს და მანაც გადაწყვიტა ის თევზი წაერთმია ადამიანისათვის. იგი გამოქანებით ამოვარდა წყლიდან და თავისი დაფჩენილი ბასრკბილებიანი ხახით ნადავლს ეძგერა. მისდა სამწუხაროდ ამჯერად ვერაფერს ეღირსა - ადამიანს უკვე დაემალა თევზი.

პირველ წამს თინას სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა დაინახა რა შედეგი მოჰყვა მის მცდელობას. ხოლო მერე ბავშვი რაღაცამ დააფიქრა. მას ვერ გაეგო, რატომ ჰქონდა დელფინს ასე დიდზე დაღებული ხახა? ამაზე უფრო დიდ უცნაურობად კი ის მოეჩვენა, როგორ მკვეთრად, კბილების ხმამაღალი ჭახუნით დახურა ცხოველმა პირი.

„კი მაგრამ, იქ ხომ ჩემი ხელი უნდა ყოფილიყო? - მოისაზრა თინამ და გაკვირვებისგან პირიც კი დააღო, - ეს რა, კბენას მიპირებდა?“

ამ აზრმა პირველად გააოგნა ბავშვი, მერე ეჭვები გაუჩინა.„ეს ხომ შინაური არაა! - გაახსენდა მას, - და იქნება ესენი იკბინებიან კიდეც

და მათთან თამაში არ შეიძლება?“თინა ცოტა ხნით გაყუჩდა და მერე დაასკვნა:„ჰოდა თუ მასეა უნდა გავეცალო! ნაპირზე გავალ!“ის იყო ბავშვმა ხელების წყალში ჩაყოფა იფიქრა როცა დელფინის

კბილებით გავსებული ხახა დაუდგა თვალწინ.თინას გააჟრჟოლა და მოეჩვენა თითქოს მის გულს წამით ყინულის ნატეხი

მიადეს. ბავშვმა წყალს გახედა, სადაა ცხოველიო?დელფინი რაღაც ძალიან დაჟინებით უვლიდა გარს მის ლეიბს. თავი

თითქმის სულ წყლის ზემოთ ჰქონდა და ცალ თვალს საერთოდ არ აშორებდა გოგონას.

თინა უფრო ყურადღებით დააკვირდა მას და ამჯერად სულ სხვანაირ იერიანი ეჩვენა ეს ცხოველი. ბავშვი თითქმის დარწმუნდა რომ იგი სულ არ ჰგავდა გუშინ ნანახებს.

დელფინი ჩასაფრებულივით გამოიყურებოდა და თითქოს პირის კიდეეებიც არ ჰქონდა აწეული, თავისი „მოღიმარი“ თანამოძმეების დარად. იგი რისხვით პირმოკუმული კაცს მოაგონებდა თინას.

„ თუ ხელი ვერ ჩავყავი წყალში და ვერ მოვუსვი, ნაპირზე როგორღა გავალ? - ისევ შეშფოთების ტალღამ გადაუარა ბავშვის გულს, - იქნებ მამიკოს დავუძახო?...“

Page 12: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 12

ამ აზრმა თავიდან ვითომ შვება აგრძნობინა, მაგრამ უმალვე ისევ ჩააფიქრა: ხომ შეიძლება დელფინმა მამიკოსაც უკბინოსო?

თინამ ისევ ნაპირს გახედა და ცოტა მოეფონა გულზე, როცა მისკენ მომზირალი მშობლები დაინახა, თუმცა ამასთან ერთად უსიამოვნოდ ენიშნა რომ თურმე ხმელეთი იმაზე გაცილებით შორსაა ვიდრე აქამდე ეგონა.

უცაბედად რაღაც რუხი და უზარმაზარი წამოიმართა წყლიდან! ელდანაცემმა თინამ გამყივანად შეჰკივლა.

ნაპირთან მდგარი გამუდმებული ჟივილ-ხივილის ფონზე თინას შორეული შეძახილისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. ერთმა ბიჭუნამ კი შესძახა გაოცებით:

- შეხედეთ ტო, დელფინიო! - მაგრამ თამაშში გართულმა მისმა თანატოლებმა, რომელთა შორის შოთიკოც იყო, მისი შეძახილი არად ჩააგდეს.

სამაგიეროდ თინას ელდანაცემ ხმას იმავე წამს დედამისის შეშინებული შეძახილი მოჰყვა:

- გივი ეს რა არის?! - თვალებგაფართოებული, დაბნეულად შეაჩერდა იგი ქმარს.

- დელფინია, ხომ ხედავ... ეთამაშება, ეტყობა.- გივიმ ვითომ მშვიდად წარმოთქვა ეს სიტყვები, მაგრამ ამავე დროს სწრაფად წამოიწია, იდაყვებს დაეყრდნო და ყურადღებით მიაჩერდა ზღვაში საკმაოდ შორს მყოფ თავის შვილს.

- როგორ ვანიშნო ამ ბავშვს წამოვიდეს ნაპირისკენ? აქეთ სულ არ იყურება! - აღელვება სულ უფრო აშკარად ერეოდა ნათელას.

- იქ დელფინს ეთამაშება და ჩვენსკენ გამოახედებ ახლა მაგას? - უდარდელად თქვა გივიმ.

მერე ზანტად წამოიწია და ასევე აუჩქარებლად წამოჯდა შეზლონგზე, თუმცა, ამავე დროს, ერთი წამითაც არ მოაშორა ზღვას დაძაბული მზერა.

- კი ეთამაშება მაგრამ, - ვერ დააწყნარა ქმრის სიტყვებმა ნათელა, - ეს ხომ მაინც გარეული ცხოველია და არა გაწვრთნილი?

- მერე რა, დელფინები არ ესხმიან ადამიანს! - რიხიანდ და მხნედ შეახსენა გივიმ ცოლს, - შინაურმა ცხოველმა შეიძლება გიკბინოს ან გირქინოს მაგრამ ამათი სიავე გსმენია ოდესმე? თუ შენი აზრით, ეს დელფინი რაღაცით განსხვავებულია? - ამ დამცინავი შეხუმრებით გივიმ კიდევ ერთხელ სცადა ცოლის დამშვიდება.

ნათელა შეშფოთებულ მზერას არ აშორებდა ლეიბზე მოტივტივე შვილს და თან ქმრის სიტყვების დაჯერებას ცდილობდა. დელფინი კი იმ ნახტომის შემდეგ ისევ გაუჩინარდა.

ამან ოდნავ დააყნარა ქალი და იმის სათქმელად გაათამამა, რის თქმასაც სულ რაღაც ერთი წამის წინ ვერ ბედავდა:

- დელფინები არ ესხმიან ადამიანსო... ჰმ, გაიხსენე აბა რამ დაგასიზმრა დღევანდელი სიზმარი? დღეს მტაცებლები სხვანაირად იქცევიან და ბოლო-ბოლო ესეც ხომ მტაცებელია? - მოაშორა რა მზერა ზღვას, შეწუხებული მოლოდინით შეაჩერდა იგი ქმარს.

გივის უნდოდა ისევ დამცინავი ღიმილით ეპასუხა ცოლისთვის, მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა. მას დროულად გაახსენდა ის, რაც სინამდვილეში არც დავიწყნია: ნათელა სულ ახლახან დააწინაურეს კათედრის გამგის მოადგილედ ბიოლოგიის ფაკულტეტზე.

ოცდაათი წლის ქალისთვის ეს მართლაც დიდი მიღწევა იყო და გივისაც ძალიან ეამაყებოდა ცოლის წარმატება. ამასთან ერთად უკვირდა - როგორ ახერხებდა ნათუ ოჯახზე ზრუნვასაც და სამეცნიერო საქმიანობასაც?

გივი თვითონაც არ ერიდებოდა საოჯახო საქმეებს მაგრამ მისი სამშენებელო ობიექტები საქართველოს ხან ერთ კუთხეში იყო და ხან მეორეში,

Page 13: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 13

რის გამოც სახლში არყოფნაც ხშირად უწევდა და ცოლსაც ამ მხრივ ბევრს ვერაფერს ეხმარებოდა.

მოისაზრა რა ეს ყველაფერი, გივიმ უმალ მოიშორა სახიდან დამცინავი გამომეტყველება და ხანმოკლე პაუზის შემდეგ თქვა:

- შენ ამბობ, ეს ამდენი სეინერი რომ დღე და ღამე თევზისგან ასუფთავებს ზღვას... ე-ე, ჰმ, ამით დელფინებსაც აკლდებათ საკვებიო...? - კიდევ მცირე დუმილის შემდეგ, მან თავადვე უპასუხა საკუთარ კითხვას:

- თუმცაღა, რაკი ზვიგენები გამოჩნდნენ იქ, სადაც ისინი აქამდე არავის უნახავს, ამათ რა შეუშლის ხელს? ესენიც ხომ დიახ, მართლაც მონადირეები არიან? - სერიოზულად შეაცქერდა იგი ნათელას.

... თინა უკვე რამდენიმე ხანია ზღვის სიღრმეს აკვირდებოდა. ბოლოს რომ ამოხტა და სულ შხეფებში გაახვია გოგონა, დელფინი იმის მერე აღარ გამოჩენილა. გოგონა ამასობში დამშვიდდა კიდეც და უკვე წყენაც კი იგრძნო:

„ეტყობა მოსწყინდა ჩემთან თამაში და სულაც არ აპირებდა ჩემს კბენას. მეც რა გავინაზე სულელივით! - უკვე ამრეზით ესაუბრებოდა იგი საკუთარ თავს, - და კიდევ, რის გაბრაზებული სახე, არა ის, სადა აქვს თევზს სახე?“

გოგონამ კიდევ ერთხელ ჩახედა წყალს, ამჯერად თავიც კი ჩაჰყო მასში, მაგრამ მაინც ვერაფერი დაინახა. მხოლოდ ბოლოს, როცა უკვე ჰაერი უთავდებოდა და ამოყვინთვა დააპირა, თინას მოეჩვენა, თითქოს სიღრმეში ისევ ნაცნობ ლანდს მოჰკრა თვალი.

იყო იქ სინამდვილეში რამე თუ მართლა მოეჩვენა, გოგონას ამაზე ფიქრი აღარ გაუგრძელებია, იგი წამოიწია და ხელი დაუქნია მშობლებს. მერე ისევ ჩვეულად მუცლით დააწვა ლეიბს და ჯერ მარჯვენა მტევანი მოუსვა რამდენიმეჯერ, რომ ლეიბი ზუსტად ნაპირისკენ მიემართა, და მერე ორივე ხელი აამუშავა.

სულ რამოდენიმე მეტრით დაშორდა იგი ტივტივას, როცა დაინახა როგორ ამოცურდა სიღრმიდან ცხოველის გრძელი სხეული.

გოგონამ იგი, მისი პრიალა და ციმციმა ფერის გამო, დიდ და ძალიან წაგრძელებულ ჰაერის ბუშტულას მიამსგავსა. ისეთს, რანაირებსაც ყვინთვის დროს თვითონაც უშვებდა პირიდან და მერე ადევნებდა თვალს, როგორ უხმოდ, სრულ სიჩუმეში მილივლივებდნენ ისინი ზედაპირისაკენ.

დელფინმა გაასწრო ლეიბს, მერე შემობრუნდა და მისკენ დაიძრა. იგი თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა თინას „ხომალდთან“ და სანამ გოგონა გაშეშებული ელოდა რა მოხდება, ცხოველმა წამიერად ამოყვინთა, ჰაერი ჩაისუნთქა და ისევ ლეიბის ქვეშ გაუჩინარდა.

- ფუჰ, რა ცუდი სუნი გქონია პირში! - მიადევნა თინამ დელფინს.თუმცა ამის თქმა მან მხოლოდ იმის მერე შესძლო, როცა გაშეშებამ გაურა

და გულზე ცოტა მოეშვა. ცხოველის ამ განავარდებამ საბოლოოდ დაარწმუნა ბავშვი - ეს „თევზი“ უბრალოდ მეთამაშება და არაფერ ცუდს მიპირებსო. მან უფრო მხნედ და თავისუფლად წარმართა თავისი ტივი ნაპირისაკენ.

უცებ თინას მოეჩვენა თითქოს მის თითს ცეცხლწაკიდებული მუგუზალი მიადეს. გამწარებულმა ბავშვმა საშინლად იკივლა! ტკივილი ახლაც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მაშინ, პატარობას რომ განიცადა და მერე არასოდეს დავიწყნია.

დედა სარეცხს აუთოებდა როცა ტელეფონმა დარეკა. მან უთო ცერაღმა დააყენა და ხალათის ჯიბიდან ყურმილი ამოიღო. ქალს ცოტა გაუგრძელდა ლაპარაკი და იგი მოშორდა საუთოო მაგიდას, დივანზე დაჯდა.

თინას ყოველთვის იზიდავდა უთოს პრიალა ზედაპირი მაგრამ დედა სულ უშლიდა მასზე ხელის მიკარებას. იმ წამს კი პატარამ დრო იხელთა, მკვირცხლად მიეჭრა უთოს, ხელი ასწია და ხუთივე თითი ლამაზ, ანარეკლებიან რკინას ჩამოუსვა.

Page 14: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 14

მისმა შეკივლებამ ნათელას ტელეფონიც კი გააგდებინა ხელიდან! მაშინ თინას თითქოს ცეცხლი მიეწება თითებზე და დედიკო ვერაფრით აშორებდა იმ საშინელ სიმხურვალეს. ნათელა ეფერებოდა შვილს, თითებზე სულს უბერავდა, მერე ცივ წყალშიც ჩააყოფინა, თუმცა წყალმა ძალიან ცოტა ხნით უშველა.

მალევე იგი თითქოს ადუღდა და უკვე ვეღარ ანელებდა თითებზე მიკრულ ცეცხლს. მერე მამამ მოირბინა და წამალი მოიტანა. დედამ წაუსვა - წვას გაგიყუჩებსო. არც წამალს უშველია მაინცდამაინც - მხურვალება არა და არ შორდებოდა მის პატარა თითებს.

ახლაც ისეთივე ტკივილი იგრძნო თინამ, რომელსაც ამჯერად უსაზღვრო განცვიფრებაც დაერთო. გოგონა ვერ ხვდებოდა - საიდან უნდა ყოფილიყო ზღვაში ცეცხლი?! მან მყისვე ამოიღო წყლიდან ხელი და პირთან მიიტანა - სულს შევუბერავო.

თვალის დახამხამებაში, როგორც კი თავისი მარჯვენა დაინახა, ბავშვს ერთი წამით ყველაფერი დაუტრიალდა თვალწინ. საჩვენებელი თითის მაგიერ მხოლოდ ძვალიღა შერჩენოდა, რომელსაც მტევნიდან მოწანწკარე სისხლი თანდათან წითლად ღებავდა.

ერთ წამს თინა გაშტერებული უყურებდა თავის ხელს და არ სჯეროდა საკუთარი თვალების. ასეთი რამ ხომ მართლაც არ შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში!

სად წავიდა მისი თითი? მას რა, დღეიდან მართლა მარტო ძვალი ექნება საჩვენებელი თითის მაგიერ? ეს როგორ შეიძლება? არ შეიძლება. ჰო მაგრამ, აბა მისი ხორცი სადაა? ვინ დაუბრუნებს?

უცებ თინა ყველფერს მიხვდა. მიხვდა და იმწამსვე იგი შიშის ნიაღვარმა წალეკა.

- მიშველეთ! - რაც შეეძლო ხმამაღლა შეჰკივლა მან ნაპირს.იმავე წამს ლეიბი მკვეთრად შექანდა. თინამ, რომელიც ამ დროს ნაპირს

შეჰყვიროდა და ხელს აჩვენებდა მშობლებს, თავი ვერ შეიკავა და წყალში გადავარდა.

ელდანაცემი ბავშვი რამდენიმე წამს განუძრევლად ტივტივებდა წყლის სიღრმეში, თვალებიც არ დაუხუჭავს. მერე მისი ყურადღება მუქმა ლაქამ მიიპყრო, რომელიც სულ უფრო სქლად ეხვეოდა მარჯვენა მტევანს.

წამიც და გოგონა მიხვდა - ეს მისი ხელიდან გამოდენილი სისხლია! შიშმა ისევ აუმოქმედა ბავშვს თავის გადარჩენის ინსტინქტი, მან ხელ-ფეხი აამოძრავა და სწრაფად ამოცურდა ზედაპირზე.

იმავდროულად წყლიდან დელფინიც ამოვარდა. თინამ ერთხელ ტელევიზორში ნახა თუ როგორ ამოარღვია ზღვა წყალქვეშა ნავიდან გაშვებულმა რაკეტამ. ცხოველის ახლანდელი ამოხტომა ზუსტად იმას ჰგავდა.

ბავშვმა შიშისაგან ისევ იყვირა და რაც შეეძლო სწრაფად მოუსვა ხელ-ფეხი ლეიბისკენ. იმავე წამს საშინელი წვა იგრძნო თეძოში. ტკივილისაგან გაგიჟებულმა თინამ ხელი იტაცა ჭრილობაზე და მყის იგრძნო - მის ფეხს რაღაც აკლდა!

მაგრამ ამჯერად გოგონას ეს აღარ გაკვირვებია და იგი არც საოწარკვეთილებას აჰყვა. თინა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როდის გადაარჩენს მას მამიკო. როდის მოცურდებოდა და გადენის ამ საშინელ ცხოველს...

როგორც კი მანძილით შესუსტებულმა ბავშვის ძახილმა მის მშობლებს მიაღწია, ისინი გულგახეთქილნი წამოხტნენ და ერთდროულად გავარდნენ წყლისკენ. შიშისგან შეძრწუნებულმა ცოლ-ქმარმა დაინახა, რომ ლეიბზე მჯდომარე თინა მათ რაღაცას აჩვენებს.

შორიდან დანამდვილებით ძნელი გასარჩევი იყო, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს პატარას მარჯვენა ხელზე წითელი ზონარი შემოხვეოდა. გივის ეს ძალიან ცუდად ეცნო. მერე ლეიბი უცებ შექანდა და თინა წყალში გადავარდა.

Page 15: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 15

აქამდე გივი არასოდეს დაფიქრებულა რა სიშორეზეა ტივიტივა ნაპირიდან მაგრამ ახლა თავისი შვილი სადღაც შორს, სამყაროს დასალიერში მყოფად ეჩვენა.

სუნთქვაშეკრულმა კაცმა მიმოიხედა, იქნებ სადმე ნავი ან სკუტერიაო. მისი მზერა მსგავსს ვერაფერს წააწყდა - მხოლოდ ხალხი, დიდი და პატარა ჭყუმპალაობდა და ჟრიამულობდა ნაპირთან. ქობულეთის ღრმა ზღვაში ცურვას არც ისე ბევრი ვინმე ბედავდა და ახლაც არავინ იყო პლაჟიდან რამდენიმე მეტრზე უფრო შორს. მარჯვნივ, თუმცა ნაპირიდანაც და მისგანაც უიმედოდ დიდ მანძილზე, „ბანანი“ ასეირნებდა გოგო-ბიჭებს.

ამასობაში ნათელამ შეჰკივლა და ელდანაცემმა გივიმ უმალ ისევ ლეიბისაკენ მიიხედა. დანახულმა მას ლამის გული გაუხეთქა. თინა საერთოდ აღარ ჩანდა წყლის ზედაპირზე! თითქოს რაღაც ძალამ აიტაცა გივი და ტალღებში გადაისროლა. მან უკვე თითოჯერ მოასწრო ორივე ხელის მოსმა, როცა ცოლის სასოწარკვეთილი ხმა მოესმა:

- გივი, ჩქარა რა, ჩქარა რა! მას დელფინი დაესხა!მამაკაცი ისედაც რაც შეეძლო სწრაფად იქნევდა ხელებს და ასავსავებდა

ფეხებს. შუა გზას გაცდენილმა გივიმ უკვე სუნთქვის გაჭირვება იგრძნო და მიხვდა რომ ძალინ დიდი, თავისთვის შეუფერებელი სიჩქარით მიცურავს. სამაგიეროდ დაღლილობამ მას პანიკის გრძნობა გაუნელა და აზროვნების, თუნდაც არცთუ მთლად დალაგებულის, საშუალება მისცა.

„როცა მივცურდები, ნეტა დელფინი რას იზამს? შეეშინდება ჩემი და მოგვშორდება? თუ როგორ გავდენო? - შეეკითხა იგი თავს, - ვნახავ, ჯერ მთავარია დროზე მივიდე!“

მერე სხვა ეჭვი გაუჩნდა:„გაგიჟდა ეს დელფინი თუ რა ხდება? ნეტა ამათი ცოფიც არსებობს?“აქ გივის ჯერ რაღაც ბუნდოვნად გაახსენდა და მერე თითქმის უმალვე აზრი

მკვეთრად გამოესახა გონებაში:„ნუთუ მართლა მშიერია?!“ - ამ მიხვედრამ გივი ისე გააოგნა, რომ მან

წამით ცურვაც კი შესწყვიტა.მაგრამ თინას ახალმა, უფრო ახლოდან გაგონილმა ყვირილმა, ლამის ისევ

თავზარის მდგომარეობაში ჩააგდო მამამისი.გულგახეთქილმა გივიმ ცურვისას წყალში სანახევროდ ჩაყოფილი თავი

ამოჰყო, წინ გაიხედა და ათიოდე მეტრში თავისი ბავშვის შეძრწუნებული, გაფითრებული სახე დაინახა. თინიკოს შიშისგან თვალები გაშეშებოდა და მათში იმედის კვალიც წაშლილიყო. ბავშვი თითქოს შერიგებოდა თავის ბედს.

მამის დანახვაზე თინას თვალებში ისევ იფეთქა გაბრძოლების ნაპერწკალმა. მან ხელი ასწია და მამას დაუქნია, თან თვალს არ აშორებდა წყალს.

გივის ჯერ გაუხარდა ბავშვი რომ რაღაცნაირად შეეხმიანა, მაგრამ როგორც კი თინიკოს ხელს კარგად დააკვირად, კაცს მოეჩვენა თითქოს გულში მახათი ჩაერჭო! ერთი თითის მაგიერ თინიკოს ხელზე წყლისგან გაპრიალებული ძვალიღა დარჩენილიყო!

თვალის დახამხამებაში გივის სისხლს ადრენალინის უზომო რაოდენობა შეერია და უმალ განდევნა მისი სხეულიდან დაღლილობაც და უძლურებაც. კაცი გიჟივით გაქანდა ბავშვისკენ.

- ნუ გეშინია, მოვედი, მამიკო, აწი ის ვერაფერს... - აქოშინებით ალაპარაკდა გივი, მიცურდა რა ბავშვთან, მაგრამ უმალვე გაჩუმდა, რადგან ამ დროს ისეთი რამ დაინახა, ეჭვიც კი შეეპარა, ისევ სიზმარში ხომ არ ვარო: საიდანღაც სიღრმიდან დელფინი ამოვარდა და თინას ფერდში ჩაავლო ყბები!

გოგონამ საზარლად იყვირა!

Page 16: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 16

გივი ერთი წამითაც არ დაყოვნებულა და არც შიშის ან დაბნეულობის უფლება მისცა თავს. მან სწრაფად გადახარა ტანი უკან, ხოლო ფეხები პირიქით წინ გასწია და მთელი ძალით ჩაარტყა ცხოველს გვერდში.

დელფინის სხეული ისე გაღუნა ამ მძლავრმა დარტყმამ რომ გივის ერთი წამით მოეჩვენა ხერხემალი გადავუტეხეო და ოდნავი შვებაც კი იგრძნო - საფრთხე მოვაშორე შვილსო.

მაგრამ ცხოველის სხეულს დრეკადობის დიდი მარაგი ჰქონია. იგი ისევ გასწორდა, თუმცა ამავდროულად ბავშვსაც მოშორდა. დაინახა რა ეს, გივიმ ერთი კი შეხედა მკვდარივით გაფითრებულ თინას და მერე ლეიბი მოძებნა თვალებით, რომელიც მისგან ხელმარცხნივ, იქვე ახლოს ტივტივებდა.

გივიმ მსწრაფლ შემოისვა ბავშვი ზურგზე და უკვე ლეიბისკენ აპირებდა გაცურვას როცა უკანასკნელ წამს, ყოველი შემთხვევისათვის ზღვაში ჩაყო თავი და რამდენადაც შეეძლო, წყლის ბუნდოვანი მზერით სიღრმე დაზვერა. იქ, სადაც ზღვას მათი ლეიბის ჩრდილი ოდნავ აბნელებდა, მან დელფინის ლანდი შენიშნა.

გივიმ ამოყო თავი წყლიდან, რამდენადაც შეეძლო პირი ზურგისკენ მიიბრუნა და მშვიდი ხმით უთხრა თინას:

- მამიკო, ნუ გეშინია. მგონი ეს დელფინი ჯერ ვერ დაწყნარდა და ჩვენსკენ მოდის, მაგრამ ხომ დაინახე, წეღან როგორ ვუთავაზე? ახლა უარესს ვუზამ და მერე ლეიბზე შეგსვამ.

- ხო, მამიკო, შენ ძალიან ძლიერი ხარ, - ჩუმი სლუკუნით უპასუხა ბავშვმა. უკანასკნელმა განწირულმა კივილმა საბოლოოდ გამოაცალა თინას ძალა, - წეღან კინაღამ შუაში გატეხე ის. ნეტა კიდევ რაღა უნდა? - გივი მიხვდა რომ მისი პატარა ძლივს იკავებს ქვითინს.

თუმცა ქვითინი არ აწუხებდა გივის, მას ბავშვის ჭრილობებიდან გამოდენილი სისხლის უამრავი რაოდენობა ზარავდა. მაგრამ სასოწარკვეთის დროც აღარ იყო და გივიმ ისევ ჩასწია სახე წყალში.

ამასობაში ცხოველი ისევ მიუახლოვდა მათ. გივის არ აშინებდა არც მხეცის სისწრაფე და არც მისი ღონე. მან თავისი ფართო გულმკერდის ძლიერი კუნთები დაძაბა, ქვედა ყბა წინ წამოსწია და შვილის დასაცავად გაემზადა.

უკანასკნელ წამს დელფინმა აარიდა თავი შეტაკებისთვის გამზადებულ ადამიანს და ზღვის ზედაპირზე ასრიალდა. კაცმაც ამოჰყო თავი წყლიდან და ერთხელ ძლიერად გააქნია იგი - თვალებიდან წყლის წვეთები მოიშორა. მერე ისევ მეტოქე მოძებნა.

დელფინი წრეზე უვლიდა მათ მაგრამ თავდასხმას ეტყობა ჯერ არ აპირებდა. გივიც ისე ტრიალებდა, რომ ყოველთვის ბავშვსა და ცხოველს შორის ყოფილიყო. ერთი მზერა მან ხმელეთისკენაც სტყორცნა, იქნებ რაიმე შველა მოდისო.

იქ, წყლის პირზე, ხალხშემორტყმული ნათელა წითელმაისურიან მაშველს ხელების ქნევით ეუბნებოდა რაღაცას და ამ უკანასკნელს უკვე რადიო მიეტანა ტუჩებთან. გივის კარგად ენიშნა ეს და იგი უფრო დაჯერებით და უშიშრად შემოუბრუნდა ცხოველს.

უცებ მის ზურგს ამოფარებულმა თინამ უცნაურად ამოიხავლა და მისი მარცხენა ხელი, რომელიც მამის ყელზე ჰქონდა შემოხვეული, უმწეოდ მოეშვა.

- რა იყო მამი, რატომ გამიშვი ხელი? - თავის მოუბრუნებლად, სწრაფად შეეკითხა იგი ბავშვს.

პასუხის მაგიერ გივიმ იგრძნო თუ როგორ მოშორდა მის ზურგს ბავშვის სხეული. მამაკაცი დაუყოვნებლივ შემობრუნდა, დელფინი საერთოდ დაავიწყდა.

თინას პირი დაეღო, თვალები გაშეშებოდა და ნელ-ნელა იძირებოდა. გივიმ კინაღამ იყვირა შიშისაგან, მაგრამ უმალ მოერია თავს. მან ხმის ამოუღებლად

Page 17: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 17

ამოუდო მარცხენა ხელი ბავშვს, შემდეგ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი წრეზე მოსრიალე დელფინს და ისევ ლეიბისკენ გაეშურა.

მისცურა რა თავის გასაბერ ტივთან, მან ფრთხილად შემოდო ბავშვი ზედ და უმალვე ჩაეკითხა:

- მამი, როგორ ხარ, მამი? - გივი ცდილობდა, რაც შეიძლება მშვიდი ხმა ჰქონოდა.

როცა თინამ არ იქნა და არ გასცა ხმა, გივიმ მას ყური დაადო გულზე. მშობელს ჯერ მოეჩვენა თითქოს შვილის ძალიან სუსტი გულისცემა გაიგონა, მაგრამ წყლის ტყლაპუნში დანამდვილებით მაინც ვერაფერი გაიგო.

მაშინ იგი ცოტა უკან გაიწია და ლეიბზე მწოლიარე უგონო ბავშვის სხეული მთლიანად დაათვალიერა. თინას ჭრილობებიდან მოწანწკარე სისხლის დანახვაზე გივიმ იგრძნო როგორ შეეკუმშა მას კუჭი და ყელში მოაწვა ის ყველაფერი, რაც კი იმ დღეს ჰქონდა ნაჭამი!

მამაკაცმა უკიდურესად დაძაბა ნებისყოფა და ისევ მოთოკა საკუთარი სხეული, რომელზედაც შიშმა კინაღამ დააკარგვინა კონტროლი.

ასე გივის მაშინაც არ შეშინებია როცა ის პაჭუა, გასიებულ სახიანი მხეცი ტანკიდან ავტომატს უმიზნებდა. მაშინ მათ ჯავა უკვე დატოვებული ჰქონდათ, მოწინააღმდეგე გამალებით უტევდათ და გივის თითქმის დაკარგული ჰქონდა იმ ჯოჯოხეთიდან ცოცხლად გამოღწევის იმედი. იგი იმაზეღა ფიქრობდა, რაც შეიძლება მეტი ნადირი წაეყოლებინა თან.

მაგრამ როცა მტერმა ავტომატის ლულის ზემოდან თავისი ღრმადჩამჯდარი, ბოროტი თვალებით მას გველივით უმოწყალოდ შეხედა, გივის მაინც კინაღამ გაუჩერდა გული იმის შიშით რომ აწი ვეღარასოდეს ნახავს ვერც თავის პატარებს, ვერც ნათელას და ვერც ვერავის!

გივის ბედად მის მარჯვენა ფლანგზე მყოფ ზურას ყუმბარმტყორცნში კიდევ ერთი ჭურვი შერჩენოდა. ახლო მანძილიდან გაშვებულმა ყუმბარამ ტანკის ჯავშანი იოლად გახვრიტა, თვითონც აფეთქდა და რაც იმათ საბრძოლო მანქანაში ჭურვები იყო, ისინიც ააფეთქა.

ის სახეგასიებულიც და დანარჩენებიც, რომლებიც შიგ იყვნენ, ჭურვების ნამსხვრევებმა ნაფლეთებად აქციეს, ხოლო მათი ტანკის ჯავშანი ამჯერად გივის და ზურას მოევლინა მხსნელად. ნამსხვრევებმა მისი შიგნიდან გამორღვევა ვეღარ შესძლეს.

მაგრამ ახლანდელი შიში გაცილებით უარესი იყო, ახლა სიკვდილი მას კი არა მის პატარა გოგოს მოსდგომოდა.

გამწარებული ადამიანი ცხოველს მიუბრუნდა და გააფთრებით შესძახა:- ეს რა ქენი, შე მხეცო?! გაეთრიე აქედან! - გავეშებულმა მან ხელიც კი

მოუქნია დელფინს, თუმცაღა მოშორებით მცურავ ცხოველს ამით რას დააკლებდა?

დაკლებით მართლაც ვერაფერი დააკლო მაგრამ დელფინმა მაინც შეწყვიტა წრეზე მოძრაობა. იგი შეჩერდა, წყლიდან ამოიწია და ჯიქურ მიაშტერდა ადამიანს.

გივიმც გაუსწორა მას თვალი. სრულიად მოულოდნელად კაცმა იგრძნო, რომ მტრის თვალებში ჩახედვამ მისი რისხვა არათუ გააძლიერა, არამედ გასაოცრად, ცოტა გაანელა კიდეც! შემდეგ წამს ცხოველი მკვეთრად მიტრიალდა და დიდი სისწრაფით გაექანა შუა ზღვისკენ.

გივიც უმალვე გამოერკვა თვალებით ამ უცნაური საუბრისგან და მყისვე თინიკოს ერთი შეხედვით უსულო სხეულს მიუბრუნდა.

როცა მამამ ბავშვი ნაპირზე გაიყვანა, იქ, პლაჟის კიდესთან, უკვე სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა.

... - აბა რის ექიმები ხართ?! - გაოგნებით კითხულობდა სინამდვილეს ვერა და ვერ შეგუებული გივი, - ბავშვი მიკვდება, თქვენ კი მას უმოქმედოდ

Page 18: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 18

დაჰყურებთ! ქენით რამე! - მერამდენეჯერ, სასოწარკვეთით შესძახა მან ექიმს, სარეანიმაციო მანქანის კარებზე მიყრდნობილ, ორმოციოდე წლის, ჭაღარაშეპარულ ქალბატონს, - გადაუსხით სისხლი!

ეს საწორკვეთილება მას ნაპირზე გასვლიდან დაახლოებით თხუთმეტ წუთში დაეპატრონა საბოლოოდ. ამ ხნის განმავლობაში კი ექიმმა გულის მასაჟიც ჩაუტარა ბავშვს, დეფიბრილატორით დენის ხანმოკლე ზვავიც დაატეხა და ხელოვნურის სუნთქვაც მოსინჯა, მაგრამ არა... სიკვდილმა აღარ გაუშვა თავისი ხარბი კლანჭები ერთხელ უკვე მისაკუთრებულ ნადავლს.

- სამწუხაროდ, უკვე გვიანია, ბატონო გივი... გვიანი უკვე მაშინ იყო, როცა თქვენ ნაპირზე გამოხვედით.- ექიმს, პროფესიული გამოცდილების მიუხედავად, მაინც ძალიან უჭირდა ყოველი შემდეგი სიტყვის წარმოთქმა, - ბავშვმა ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, წყალში ეს განსაკუთრებით სწრაფად მოხდა. გაგიგიათ ალბათ, თვითმკვლელები ვენებს რომ იჭრიან აბაზანაში, ამას იმიტომ შვებიან..., მოკლედ, სხეული დაუშვებლად გაცივდა და ამას გულის გაჩერება მოჰყვა..., - აქ ექიმის თვალები გივის მზერას წააწყდნენ და მათში დანახულმა მომაკვდინებელმა რისხვამ ქალი აიძულა შიშით გულგახეთქილს წამსვე ხმა ჩაეწყვიტა.

ნათელა საკაცეზე დასვენებული შვილის გვამთან მუხლებზე დაჩოქილიყო და თავისი მჯიღისთვის მოეჭირა კბილები. ქალი ვერც კი გრძნობდა და ვერც ხედავდა რომ საკუთარი თითების კანი უკვე გაეკვინტა და ხელიდან სისხლი სდიოდა. შოთიკო დედას მიყრდნობოდა და დაბნეული სახით გაშეშებულიყო.

მათ ირგვლივ თავმოყრილ ადამიანებს სახეებზე გაოცება და უნდობლობა აღბეჭდოდათ. ისინი ვერა და ვერ იჯერებდნენ მომხდარს. სულ რაღაც ნახევრი საათის წინ უდარდელ და ლაღ დამსვენებლებს ახლა შიში შეპარვოდათ გულებში. თავიანთ შეშფოთებულ მზერას ისინი ხან აქამდე უსაფრთხო შავი ზღვისკენ აპარებდნენ და ხან იქვე გასუსული შვილებისკენ.

გივი უძრავად ჩააშტერდა მიწას. ექიმის საბოლოო, ყველაფრისთვის აზრის დამკარგავმა პასუხმა იგი შურის მაძიებელი კითხვების მორევში ჩაძირა: ვის უნდა მოჰკითხოს პასუხი შვილის სიკვდილისათვის - ექიმს? თუ იმ დელფინს? მაგრამ რა მოეთხოვება ცხოველს? ის ხომ უბრალოდ თავის გამოკვებას ცდილობს და არავისი მტრობა არა აქვს გულში. მაგრამ ვიღაცა ხომაა დამნაშავე?! იქნებ ბედი? თუ?...

ანაზდეულად მან ზღვას გახედა და იმწამსვე, დარდისგან განადგურებულ კაცს, დელფინის ის ჯიქური მზერა გაახსენდა. როგორც კი მეხსიერებაში ცხოველის გამოხედვა აღიდგინა, გივი მიხვდა რა დაინახა მაშინ: დელფინის თვალებში იყო აზრიც და გრძნობაც. აზრი უიმედობას გამოხატავდა, ხოლო გრძნობა- ტკივილს!

„ნუთუ ნამდვილად ასე დავიწროვდა დედამიწა, - გაახსენდა მას დღევანდელი ნაფიქრალი, - რომ ვეღარ გვინახავს ყველას? და რა ქნან ცხოველებმა, მართლა გადასახლდნენ? სად?...“

გივიმ უნებურად ასწია თავი და დელფინის თვალებში დანახული უიმედობა და ტკივილი ზეცას აჩვენა.

ქვეყნიერების გუმბათი ამ საღამოს განსაკუთრებით ჩაშავებულიყო. თითქოს კითხვას პასუხობსო, იგი სულ უფრო მეტ ვარსკვლავს უჩენდა კაცს და იმას მიანიშნებდა პირქუშად, რომ ამ ურიცხვი მნათობის ირგვლივ კიდევ უფრო მეტი პლანეტა ბრუნავს, ადგილის მეტი რააო?

მაგრამ გივისთვის ახლა ისევე არ არსებობდნენ ის შორეული, ციური ზღვები, ტყეები და ტრამალები, როგორც მისი პატარა შვილისთვის არ მოიძებნა ადგილი ამ პლანეტაზე...

თავი 4

Page 19: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 19

გივიმ თვალი მოარიდა ზეცას, რომელისგან შველის, ან ნუგეშის, ან თანადგომის იმედი ისედაც არასდროს ჰქონია და მზერა თავისი ცოლშვილისკენ მიმართა - იმათკენ, ვისთანაც ერთად დღეიდან საერთო დარდი უნდა ეტარებინა გულში.

შოთიკო, რა თქმა უნდა, ჯერ ვერ ჩასწვდომოდა მომხდარს და კვლავინდებურად არეული მზერით იყურებოდა სადღაც. გივიმ ცოლს შეხედა. ნათელას თვალებში იგი მხოლოდ უსაზღვრო დარდისა და სევდისა დანახვას ელოდა და იმანაც კი გაუელვა, მეუღლის სახემ თავად მე არ გამომაცალოს ძლივს შემორჩენილი სიმტკიცეო.

გივი ხომ ამდენ ხანს ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვით იკავებდა გოდებას და თავისი ბედი-იღბლის წყევლა-კრულვას. ამაში ისიც ეხმრებოდა რომ კაცს ჯერ ვერ აღექვა მომხდარი უბედურების განუსზღვრელობა - ეტყობა ბუნებრივი, რაღაც ფსიქიკური იმუნიტეტის მსგავსი რამ იცავდა მის გონებას და ხან ცაზე აფიქრებდა, ხან ცხოველზე და ხანაც სასწრაფოს ხალხთან ადავებდა, რომ ტკივილის პირველი, ყველაზე დამანგრეველი ტალღა როგორმე გაენელებინა.

ახლა სად ჰქონდა მას სისუსტისა და გრძნობების აყოლის საშუალება - იგი სალ კლდესავით უნდა დადგომოდა თავის ცოლ-შვილს გვერდში. მაგრამ კლდის სიმტკიცესაც ხომ საზღვარი აქვს? ჰოდა გივისაც ის აფიქრებდა, ნათელას გულიდან ამოხეთქილ კაეშნის ნიაღვარს ჩალის ღობესავით არ წაელეკა მისი ვითომდა შეუვალი გალავანი.

მაგრამ, თავისდა გასაოცრად და მოულოდნელად, მეუღლის თვალებში განუზომელ მწუხარებასთან ერთად მან სხვა რამეც შენიშნა: ნათელას სახიდან თანდათან ქრებოდა ყოვლისმომცველი უიმედობის გამომეტყველება და მის ადგილს მიზანდასახულობა იკავებდა.

ნათელა სულ უფრო იჭმუხნიდა წარბებს და მისი გამოხედვა სულ უფრო მკვეთრად აჩენდა ქალის ფსიქიკაში მიმდინარე ცვლილებებს.

- ბავშვი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ ბათუმში, - ნათელა წამოდგა და ეს გადაწვეტილება მკვეთრად, ყოველგვარი გრძნობის გარეშე, რობოტივით გამოუცხადა ექიმს.

ჩანდა რომ ეს სიტყვები მან მართლა მექანიკურად ამოილაპრაკა - მათი წარმოთქმისას იგი აშკარად სულ სხვას ფიქრობდა. თუმცაღა, მიუხედავად იმისა თუ როგორი მიზანდასახულობა აესახა ნათელას სახეზე, გივიმ მაინც შეამჩნია რომ მის ცოლს, მართალია თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც უცახცახებს ნიკაპი.

ექიმმა სცადა არ გამოემჟღავნებინა თავის გაკვირვება და რაც შეიძლება რბილად უპასუხა ნათელას:

- დიახ, დიახ, ესე იგი... თქვენ გინდათ ბავშვი, ე-ე, მინდოდა მეთქვა - ცხედარი, გადა...ავადგილოთ აქაურ, ქობულეთის მორგში? - ყოყმანით დაასრულა მან კითხვა.

გივიც ვერ გაერკვა ცოლის ჩანაფიქრში. კი, ის თანახმაა რომ ამ წყეულ ქობულეთში აღარაფერი ესაქმებათ მაგრამ ბათუმშიც რა უნდათ? უკეთესი იქნება თუ პირდაპირ სახლში წავლენ საწყალ თინასთან... დიახ თინასთან ერთად! და არა გვამთან, როგორც ამ დედაკაცმა წამოროშა!

- არა, - ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, ეტყობა ისევ ნებისყოფის სრული დაძაბვით შეინარჩუნა საქმიანი ტონი ნათელამ, - ახლა, რეანიმობილით, რაც შეიძლება ფრთხილად მაგრამ ამავე დროს სწრაფად უნდა წავიყვანოთ ჩემი შვილი ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

ექიმმა ამჯერად ვეღარ შესძლო გაოგნების დამალვა. მან წარბები აქაჩა და ნათელას მოულოდნელი თხოვნით დაბნეულმა საერთოდაც უადგილოდ დააზუსტა:

- ეს ის მაღალი შენობაა, უცხოელებს რომ ასწავლიან იქ?

Page 20: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 20

გივის გაკვირვებამაც იმატა, თანაც უსიამოვნო ეჭვმაც გაჰკენწლა - ნეტა რა ხდება ნათელას თავსო? ამან ცოტა ააღელვა კიდეც კაცი. იგი, ექიმის არ იყოს, ყურადღებით ჩააცქერდა ცოლს და ხელადვე იგრძნო როგორ შემოეპარა გულში ახალი დარდი.

ნათელამ შენიშნა მათი მზერები და კაცს მოეჩვენა რომ მისი მეუღლის თვალებში დაცინვის თუ არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც დაყვავების მსგავსმა ნამდვილად გაიელვა.

ამის დანახვა გივის ჩამავალი მზის ბოლო სხივმა შეაძლებინა. შემდეგ წამს კი მნათობის საბოლოოდ ზღვაში „ჩავარდნის“ მერე, სანაპირო მთლიანად ლამპიონების იმედზე დარჩა. დღის ვარსკვლავის დამრეცი სხივებისგან განსხვავებით, რომლებიც ადამიანებს სახეებს უშუქებდნენ, ნათურების სინათლე ზემოდან ეფინებოდა არემარეს და სასწრაფოს მახლობლობაში თავმოყრილ ხალხს კეფებს უნათებდა, ხოლო სახეებს პირიქით - ჩამუქებულ ნიღაბებად უქცევდა.

ეს უსახო ხალხი ახლა ერთის მხრივ ვითომ ახლოს იდგა რეანიმობილთან, მაგრამ, მეორეს მხრივ, არც ისე რომ სეირის მაყურებლებად გამოჩენილიყვნენ ანდა ექიმისა და უბედური ოჯახის საუბრისთვის მიეყურადებინათ.

ამასობაში ნათელა, რომელსაც თითქოს სამუდამოდ ჩამორეცხოდა ყოველგვარი ემოცია, განმარტავდა:

- იქ არამარტო ასწავლიან, კვლევებიც ტარდება. უახლესი ბიოდანადგარი აქვთ... უარს არ მეტყვიან თინას იქ მოთავსებაზე, ხოლო მერე სახლში წავიყვანთ მათივე მოძრავი ლაბორატორიით.

სანამ ექიმი მისი სიტყვების აზრს ჩასწვდებოდა, ნათელამ გივის გადაულაპარაკა:

- შენ და შოთიკომ აიღეთ სასტუმროში ახლა რაც დაგვჭირდება ის ნივთები და გამოგვყევით. გზაში ტელეფონს მომცემ და მე უნივერსიტეტის ხალხს დავუკავშირდები.

აქ, როგორც იქნა, ექიმმა გაიგო რას ავალებდნენ:- მე მესმის და ვიზიარებ თქვენს უზომო მწუხარებას, - დაბეჯითებით

ალაპარაკდა იგი, - მაგრამ საქმე ისაა, ჩვენი რეანიმობილი მიწერილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის განყოფილებაზე და ბათუმში წასვლას ვერაფრით...

გივი ისედაც უკვე ცუდი თვალით უყურებდა ამ ყბედ ქალს, ლამისაა თინიკოს სიკვდილის თანამონაწილედ თვლიდა და მისმა უკანასკნელმა, გარეგნულად ვითომ თანაგრძნობით განმსჭვალულმა, სინამდვილეში კი უაღრესად გულგრილმა სიტყვებმა გაუბედურებულ მამას თითქმის დააკარგვინა საკუთარ თავზე კონტროლი:

- მომისმინე, შენ, პატივცემულო, - ბრაზის დაუფარავად, კბილებში გამოსცრა გივიმ, - ჯერ ვერაფრით დაეხმარე ჩემს შვილს როცა ის ცოცხალი იყო. ორ წუთს მიუსვ-მოუსვი ეს შენი ბრჭყვიალა სათამაშო და უცებვე მკვდრად გამოაცხადე. ახლა კიდე მეუბნები თინიკო ჩვენს მანქანაში... უ-უხ! ჩვენს მანქანაში უნდა ჩავდოთ როგორც ტვირთი? იქნებ სულაც საბარგულში, ჰა?

ამ განრისხებული ლაპარაკისას გივი თავისდაუნებურად უახლოვდებოდა უკვე დაფეთებულ ქალს და ამანაც შეშინებულმა უკან დაიხია.

სასწრაფოს მძღოლმა, იქვე მდგომმა გამხდარმა, მხრებგანიერმა, ოცდაათამდე წლის მამაკაცმა, რომელიც აქამდე უჩუმრად ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს და ის იყო სიგარეტის მოკიდებას აპირებდა, დაძაბულობის შენიშვნისთანავე ამოღებული ღერი ისევ ჩააბრუნა კოლოფში. იგი მიუახლოვდა გივის და მშვიდად უთხრა:

Page 21: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 21

- ბატონო გივი, იცით რა არის? დავუშვათ და სანამ მე თქვენ ბათუმში ჩაგიყვანთ, თქვენ იქ მოელაპარაკებით, მერე ჩვენ დავბრუნდებით, ვინაა თავდები რომ ამასობაში კიდევ ვინმეს არ დავჭირდებით აქ, ქობულეთში?

მან გივის სწრაფი მზერა შეავლო და როცა დაინახა - კი, ეს კაცი მისმენსო, დაასრულა სათქმელი:

- ხოლო თქვენ, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სასწრაფო აღარ გჭირდებათ.გივიმ ისმენდა ამ კაცის სიტყვებს თუმცა თავად ექიმს მისჩერებოდა.

თითქოს ელოდა რომ ეს ქალი კიდევ რაიმეს წამოროშავს და მისი გალანძღვის ახალი საბაბი გაუჩნდება. ქალმა ეტყობა იგრძნო ეს და აღარ იღებდა ხმას, გატრუნული იდგა. გივიმ ერთხანს დაჟინებით უყურებდა მას სანამ ბოლოს და ბოლოს არ გაიზარა რომ სასოწარკვეთილება რაღაც სისულელეს ანდომებს. იგი ისევ მძღოლს მოუბრუნდა:

- თქვენ, კაცო, მთელს რაიონში ერთი სასწრაფო გყავთ? - რაც შეეძლო წყნარად იკითხა მან, - რა, არასდროს ყოფილა რომ ორი ადამიანი ერთდროულად გამხდარიყოს ავად?

- არა, მანქანა ჩვენ რამდენიმე გვყავს, მაგრამ... კიდევ ისაა, აი, რომ ვინმემ დაგვინახოს, მერე როგორ ავხსნით, რა გვინდოდა ბათუმშიო? და კაცმა რომ თქვას... ე-ე, ძალიანი ბოდიში, მარა ჩვენი იქ წასვლის მიზეზი ხომ მართლაც აღარ არსებობს? და ხომ იცით ხალხის ამბავი.., - დამწუხრებული ხმით უხსნიდა მას მძღოლი.

- მომისმინეთ, - ნათელას მოუთმენლობა დაეტყო, - ამ დროში, რაც ამ ფუჭ ლაპარაკში დაიხარჯა, ნახევარი გზა გვექნებოდა გავლილი. ნუთუ თქვენ, სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი ვერ ხვდებით რომ ახლა ყოველ წამსა აქვს მნიშვნელობა?

ექიმი გაოგნებით მიაჩერდა ნათელას:- მაპატიეთ, მაგრამ მე... ნუთუ დროს რაიმე... კიდევ ერთხელ ვითხოვ

პატიებას, ძალიან მიჭირს ამ სიტყვების თქმა, მაგრამ ახლა დროს რაღა მნიშვნელობა აქვს?

ამ სიტყვების გამგონე, გივისაც შეეცვალა გამომეტყველება - განრისხებასთან ერთად მის სახეზე დაფიქრებაც აისახა.

მაგრამ ნათელამ, თითქოს საერთოდ ვეღარ აღიქვამს სხვების ლაპარაკსო, ერთი უცნაური მზერა შეავლო ქმარს და კვლავინდებურად უყოყმანოდ უთხრა ექიმს:

- დამერწმუნეთ, აქვს მნიშვნელობა, - მერე მძღოლს მიუბრუნდა:- თქვენი სახელი?- შალიკო, - სწრაფად უპასუხა მამაკაცმა.- შალიკო, - ენერგიულდ, თუმცა ამავდროს გარეგნულად აუღელვებლად

ალაპარაკდა ნათელა და თან რეანიმობილის შესასვლელს მიუახლოვდა, - მესმის, დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, სხვა ქალაქში სიარული უბრალოდ არ შედის თქვენს ხარჯთაღრიცხვაში. ბოლოს და ბოლოს თქვენ ტაქსი ხომ არა ხართ. მაგრამ ე-ე... ეჭვიც არ შეგეპაროთ, ჩვენ ყველაფერ ამას უყურადღებოდ არ დავტოვებთ, - მან სახე ექიმისკენ მიაბრუნა, - ამაში ნუ დაეჭვდებით. ხოლო თქვენი ხელმძღვანელი, დარწმუნებული ვარ, სწორად შეაფასებს ყოველივეს.

გივის თითქმის გული აუჩუყა ცოლის სიტყვებმა. მან, როგორც პრაქტიკულ ცხოვრებაში გაცილებით უფრო გამოცდილმა ადამიანმა, ძალიან კარგად იცოდა რომ ამისთანა ლაპარაკით არ ხდება ხალხთან, საქმიანი ურთიერთობის დამყარება. მაგრამ, ამასთან ერთად, გაკვირვებით ნამდვილად არ გაკვირვებია ნათელას ეს უცოდინარობა: საიდან უნდა იცოდეს მისმა ცოლმა ასე დაწვრილებით მთელი ეს მიდგომა-მოდგომები, თუკი მას სულ სხვა გარემოში უწევს ურთიერთობა?

Page 22: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 22

მის მეუღლეს ცხოვრებაში უმეტესად ავტოკლავები, ცენტრიფუგები და რა ჰქვია იმას... ელექტრონული მიკროსკოპები და საერთოდ, ხელსაწყოები და ქიმიკატები ახვევია. მათში იგი მუდმივად შლის და აწყობს ქიმიურ მასალებს რომლებთანაც მოლაპარაკება სულაც არაა საჭირო, მხოლოდ უნარი და თავისი საქმის ცოდნა.

- ვაიმე, რატომ კადრულობთ მაგისთანა რაღაცეებს, - დაუყოვნებლივ და განაწყენებით იუკადრისა ექიმმა, - ჩვენ მართლა სამარშრუტო ხომ არ ვართ, შეკვეთით ვატაროთ ხალხი? ამ რეანიმობილში უძვირფასესი აპარატურა იმიტომაა ჩამონტაჟ...

მეტის თქმა ექიმმა ვეღარ მოხერხა. შალიკო მიხვდა რომ ეს უსარგებლო კამათი ინტელიგენტებს, ანუ მისი ტერმინოლოგიით - ნასწავლ ხალხს შორის, როგორც ყოველთვის უსასრულოდ გასტანს და ბოლოს ყველა თავის აზრზე დარჩება. ხოლო იმის ყურებას თუ ვინ ვის აჯობებს ენით, ურჩევნია მანქანა მართოს. ბოლოს და ბოლოს მართლა ვინ რას ეტყვის? ვინ სულელი ვერ მიხვდება, რომ სასწრფოს მანქანით ჭკუათმყოფელი კაცი არ იტაქსავებს და სახლში ცემენტს არ მიიტანს?!

სწრაფად მოისაზრა რა ყველაფერი ეს, შალიკომ ხისტად და მოულოდნელად, თან ისეთი იერით ვითომც აქ არაფერიო, შეწყვიტა ეს ახალდაწყებული დავა:

- კმარა! ამ ხალხმა ბავშვი დაკარგა და ჩვენ აქ ამდენ ხანს ვვაჭრობთ! წავიდეთ და! ერთი ისაა, საწვავი არ მეყოფა ბათუმამდე, დამიმატეთ გზაში,- მიუბრუნდა იგი გივის.

გივიმ ჯერ მადლიერად შეხედა მას და თვალებითვე ანიშნა - მიგიხვდი ფანდსო, მერე კი მათ საკაცე ასწიეს და მანქანაში მოათავსეს. როგორც კი თინას სხეული რეანიმობილში აღმოჩნდა, გივიმ უსიტყვოდ აჩვენა ყველას რომ ავტომობილში ჩამსხდარიყვნენ, თვითონ კი შოთიკოს ჩაჰკიდა ხელი.

ექიმს ეტყობა კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ხანმოკლე წაყოყმანების შემდეგ გადაიფიქრა და ისიც, მძღოლის არ იყოს, სასწრაფოს კაბინისკენ გაემართა, ოღონდ მანქანის მეორე მხრიდან.

ნათელაც ავიდა ძარაში და გვერდულა სკამზე დაჯდა ისე, რომ თვალი ერთი წამითაც არ მოუცილებია სარეანიმაციო ნაკვეთურის შუაში მდგარი საკაცისგან, სადაც მისი შვილის ცხედარი ესვენა.

გივიმ ცალი ხელით ჯერ ერთი კარი დაკეტა და სანამ მეორესაც მიხურავდა ნათელას შეხედა:

- რა ხდება? - ოდნავ გასაგონად გადაულაპარაკა მან მეუღლეს, - რა გვინდა ბათუმში? ეს მოძრავი ლაბორატორიაო... რისთვისაა საჭირო?

ნათელა ჩაფიქრდა. მან რამდენიმეჯერ დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ თითქოს ბოლო წამს შიშობდა, არასწორი სიტყვები არ წამომცდესო, ქვედა ტუჩს იკვნეტდა და დუმდებოდა.

მიუხედავად რეანიმობილის სალონის არც ისე ძლიერი განათებისა, გივი კარგად ხედავდა რომ მისი ისედაც თეთრკანა ცოლი ახლა კიდევ უფრო გათეთრებულიყო. გივის გაახსენდა, ზღვაზე წამოსვლის წინ როგორ აჯავრებდა მას, ქართულმა რივიერამ შენს ფიფქიაობას ბოლო უნდა მოუღოსო. „რივიერათი“ მათ თავისი წლევანდელი მარშრუტი: ბათუმი-ქობულეთი-შეკვეთილი-ურეკი-ანაკლია მონათლეს. დაგეგმეს რომ წელს ყველა ამ კურორტზე იბანავებდნენ. ეჰ, იბანავებდნენ...

ამ გახსენებაზე გივის მზერა თინიკოს მიადგა. ბავშვის უჩვეულოდ, არაბუნებრივად უძრავმა, ყოველგვარ გამომეტყველებას მოკლებულმა სახემ მას კინააღამ დააკარგვინა რეალობის შეგრძნება. აქამდე კაცი ისედაც ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვით ახერხებდა თავისი გრძნობების დამორჩილებას მაგრამ

Page 23: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 23

ამჯერად უბედურებამ მაინც მოუნახა ბზარი ნერვების გალავანს და უსაშველო ნაღველისა და მწუხარების ურდოებს გაუხსნა გზა მისი გულისაკენ.

გივიმ ღრმად ჩაისუნთქა, იგი გამწარებული ცდილობდა თავი შეემაგრებინა, მაგრამ მაინც იგრძნო ჯერ როგორ მოადგა ცრემლი თვალებზე და მერე როგორ ჩამოუგორდა ლოყაზე. ვინმემ არ შემამჩნიოსო, მან ვითომ სახე მოიფშვნიტა და ამასობში მალულად, როგორც გაეწყობოდა ცრემლები დამალა.

ამ დროს ნათელაც გამოერკვა ძნელი ფიქრებისგან და თავი ასწია. კაცისგან განსხვავებით ქალს არც უცდია თავისი ჩვეულებრივ მიმზიდველი და სანდომიანი, ხოლო ამჯერად ტკივილისაგან დამახინჯებული სახის დამალვა. ეტყობოდა, რომ ქვითინის შეკავების ძალას აქამდე მას უახლოესი გეგმების შედგენა აძლევდა, თუმცა ახლა ცრემლები მასაც ღაპაღუპით ჩამოსდიოდნენ ლოყებზე და მერე ციდან ჩამოვარდნილ წვიმასავით ეწვეთებოდნენ მის საცურაოს ლიფს.

გივის სახის დანახვა ეტყობა მწუხარების ის უკანასკნელი შეტევა იყო, რომლის დაძლევა მან ვეღარ მოახერხა. ნათელა გადმოიხარა, გივის მკერდს დაეკრო სახით და გულამოსკვნით ატირდა. კაცმა იგრძნო თავის გულზე მეუღლის ცხელი ცრემლების ნაკადი და თვითონაც სასოწარკვეთით შეეჭიდა ცრემლების ახალ მოზღვავებას.

ამჯერად მწუხარების მოთოკვაში მას რისხვა მოეხმარა. დარდისგან გათავებული ცოლის დანახვამ ისევ ის შურისძიებით გაჟღენთილი კითხვები აღმოუცენა გონებაში: ვის უნდა აზღვევინოს თინიკოს სიკვდილი და სკუთარი ოჯახის გაუბედურება?! არის კი ვინმე აქ, ვისგანაც გივის ყოველგვარი დანდობის გარეშე შეუძლია პასუხის მოთხოვნა? ვინ, ეს ექიმი?

შემდგომ წამს გივი გაოცებული დაუფიქრდა თავის ბოლო კითხვას და უცებ, ჩაწვდა რა მის აზრს, შეძრწუნებულმა გაიაზრა რომ უბედურებამ იგი გონებრივ ჩიხში მოაქცია და უკვე თითქმის მოსწყვიტა რეალობას. რომ საჭიროა ისევ მოიკრიბოს ჭკუა, არ შეიძლება აღვირი მიუშვას თავის გრძნობებს და მარტივი, მაგრამ უკიდურესად სულელური საქციელი გამოსავლად და შველად მიიჩნიოს. მან გარკვევით უნდა შთააგონოს თავს რომ ერთადერთი რასაც ახლა მნიშვნელობა აქვს, შოთიკოზე და ნათელაზე ზრუნვა და მათი დარდის შესამსუბუქებლად ყველა ღონის ხმარაა.

მან შოთიკოს შეხედა. მანქანის ძარას მომდგარი ბავშვი მოტირალ დედას გაფართოებული თვალებით ამოსქეროდა და გივი მიხვდა რომ ახლა ისიც ატირდება. მან ბიჭს ხელი მოხვია მხრებზე, მერე ბეჭები დაუზილა თითქოს მასაჟს უკეთებსო. გივის მოფერებამ შოთიკოს მართლაც გადაატანინა ყურადღება და მან როგორღაც შეიკავა ტირილი. მეორე ხელი გივიმ ნათელას მოხვია.

- ნუ ტირი, ნათუ, - ყურში ჩაულაპარაკა მან გულზე მიკრულ ცოლს, - დამშვიდდი, შენ ხომ რატომღაც გინდა თინიკოს ბათუმში წაყვანა, ხოდა წავიდეთ. ხომ თქვი ყველა წამს მნიშვნელობა აქვსო? - ალერსიანი ხმით აწყნარებდა კაცი ქალს.

მისი სიტყვების გამგონე ნათელამ ჯერ დამშვიდების მაგიერ პირიქით, უმატა ქვითინს, თუმცა ხანმოკლედ. მალე გივიმ იგრძნო ნათელას სუნთქვის თანდათანობითი შენელება, ხოლო ცოტა ხანში მისმა ცოლმა ქვითინი საერთოდაც შესწყვიტა.

მერე, რადგან სხვა არაფერი ჰქონდა, თავაუწევლად, ხელებით მოიწმინდა სახე და როცა გადაწყვიტა რომ რაც ახლა გაეწყობოდა იმის შესაფერისად უკვე მოყვანილი ჰყავს თავი წესრიგში, მოსცილდა გივის და ისევ გამართულად დაჯდა სკამზე.

Page 24: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 24

შალიკომ და ექიმმა, რომლებიც უკან თავმობრუნებულნი მოთმინებით და გულწრფელი თანაგრძნობით ადევნებდნენ თვალს ამ სცენას, ისევ მოარიდეს მზერა გაუბედურებულ ოჯახს და საქარე მინას მიაჩერდნენ.

ნათელამ როგორც იქნა საბოლოოდ დაიწყნარა სუნთქვა და თუმცაღა ნაწყვეტ-ნაწყვეტად, მაგრამ მაინც ალაპარაკდა. თან ბევრიც არაფერი უთქვამს:

- ხო მართალია. უნდა წავიდეთ... დანამდვილებით ახლა ვერაფერს გეტყვი, გივი. დროც არაა, მერე ვილაპარაკოთ რა. - ხანმოკლე დუმილის შემდეგ მან კიდევ უფრო დაუწია ხმას, ფიქრით და რაღაცა გამოუცნობით, რომელიც ძალიან ჰგავდა ძრწოლას, სავსე მზერა მიაპყრო ქმარს და უთხრა, - არავითარი მოძრავი ლაბორატორია არ არსებობს.

ამ ბოლო რამდენიმე წუთში გივი უკვე მერამდენედ გააკვირვა ცოლის სიტყვებმა თუმცა ნათელამ აღარ აცალა რაიმეს გარკვევა და თხოვნით სავსე ხმით გაუმეორა:

- წავიდეთ რა...პასუხად გივიმ ჯერ თავისი მძიმე ნიკაპი მოფშვნიტა მაგრამ მაშინვე

მოისაზრა რომ ახლა არც დროა და არც ადგილი ასეთი ლაპარაკისთვის: - კარგი, წადით, ტანსაცმელს გზაში დაგაწევ.- გივი, - სანამ მისი ქმარი საბოლოოდ მიკეტავდა კარს, ნათელამ

გადაწყვიტა კიდევ რაღაცა ეთქვა მისთვის, - აქ, - მან საკაცისკენ გაიშვირა ხელი, - თინიკო აქ აღარაა და... სანამ ის არ დაბრუნდება, მას ვერავინ დამართებს რამეს.

მან სიყვარულით შეხედა ქმარ-შვილს, მერე რიგ-რიგობით ორივეს ნაზად მოუსვა ხელი სახეებზე:

- დამიჯერეთ, ჩვენ დასაკარგი აღარაფერი დაგვრჩა... წავედით.გივი კიდევ ერთ წამს აკვირდებოდა ცოლს. ჩანდა რომ ვერაფერი გაუგო

მეუღლის ნათქვამს. უფრო მეტიც - გივი გრძნობდა რომ არც უნდოდა იმის გაგება, რაც ამ წამს ნათელას სიტყვების შინაარსში მოიაზრა.

კაცმა უსიტყვოდ მიხურა მეორე კარიც და სწრაფი ნაბიჯით, შოთიკოსთან ერთად მიუახლოვდა სასწრაფოს კაბინას. აქ მან მძღოლს თავისი გეგმა გააცნო:

- მე და შოთიკო გავიქცევით ახლა სატუმროში, რაღაცეებს ავიღებთ და დაგეწევით. კი გეცოდინება ბენზინის გასამართი იქ, ქალაქის ბოლოს, ბობოყვათის გზაზე როა? ხოდა იქ დამელოდე.

პასუხად შალიკომ მხოლოდ თავი დაიქნია. გივი მის ზურგსუკან კაბინაში შეიწია, თავი სარეანიმაციო ნაკვეთურისკენ მიაბრუნა და ცოლს ჰკითხა:

- ტანსაცმელი რომელი წამოგიღო?- მთლიანად ჩემოდანი ჩააგდე მანქანაში, - მოუთმენლად უპასუხა ქალმა.კაცი უსიტყვოდ გამოიწია გარეთ და შალიკოს ანიშნა წადიო. სასწრაფოს

მანქანა დაიძრა და სულ ათიოდე მეტრით დაშორდა პლაჟისა და ბალახის გამყოფ ზოლს როცა გივი, თითქოს გონს მოეგოო, თავადაც ამ წყეული ადგილიდან წასასვლელად გაექანა. ამ დროს იგრძნო რომ იდაყვზე ექაჩებოდნენ, არა უხეშად მაგრამ მაინც დაჟინებით. გივი მოტრიალდა. მრგვალსახიანი, სასიამოვნო შესახედაობის, საკმაოდ ჩაპუტკუნებული ქალი პარკს უწვდიდა.

- მაპატიეთ, - მორიდებული ხმით ალაპარაკდა მანდილოსანი, - ასეთი უბედურების დროს... ე-ე. - ქალი შეიშმუშნა, ეტყობა მდგომარეობის შესაფერის სიტყვებს ირჩევდა, - ახლა რამეს აღარა აქვს მნიშვნელობა მაგრამ... მე თქვენი ნივთები ჩავალაგე მაინც.

გივის დრო დასჭირდა იმის მისახვედრად თუ რას ეუბნებოდნენ. მერე ნაწამების ღიმილით მადლობა მოუხადა ქალს, პარკი გამოართვა და გამომშვიდობების ნიშნად თავი რამდენიმეჯერ დაუკრა.

Page 25: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 25

აღმაშენებლის გამზირზე, როგორც ყოველთვის ამ დროს - სიბნელის დადგომისას, მანქანების ნაკადი საგრძნობლად გაზრდილიყო. დღის განმავლობაში გავარვარებულ ჰაერს დამწვარი ბენზინისა და სიცხისგან გამლღვალი გუდრონის სუნი შერეოდა. ეს ნაზავი ქუჩის სიახლოვეს მდგარ ბუღს საერთოდ აუტანელად აქცევდა. მოუთმენელი მძღოლები წამდაუწუმ ასიგნალებდნენ - თავს იმშვიდებდნენ ალბათ, თორემ ამით მანქანების მდორე დინებას როგორ ააჩქარებდნენ?

გივის გაახსენდა და პარკიდან თავისი და შოთიკოს ფოსტლები ამოიღო, რომლებიც მათ სწრაფად ჩაიცვეს. მერე ბავშვი ხელში აიტაცა და შეუჩერებლად, თითქოს უკაცრიელი მინდორიაო, ისე გადაკვეთა მაგისტრალი. შოთა უკვე დიდი ხანია არავის აძლევდა მასთან ასე, როგორც პატარა ბავშვთან, მოპყრობის უფლებას, მაგრამ ამჯერად უხმოდ აიტანა „დამცირება“.

ისინი სირბილით ავარდნენ მეორე სართულზე და მალევე თავის ნომერში აღმოჩნდნენ. გივიმ გამოიტანა კედელთან მდგარი უზარმაზარი ჩემოდანი ოთახის შუაგულში და მასში ტანსაცმლის ჩაყრა იწყო - თითქმის განურჩევლად, გარდა საცურაო სამოსისა.

მან წუთზე ნაკლებ დროში შეაგროვა ყველაფერი რაც ლოგინებზე და სკამებზე იყო გადაფენილი, მერე კარადის კარი გამოაღო, ერთი ხელის მოსმით, საკიდურებიანად ჩამოხსნა რაც იქ ეკიდა და აგრეთვე ჩემოდანში ჩაჩურთა.

მიუხედავად იმისა, გამალებულ საქმიანობაში იყო გართული, კაცმა მაინც შენიშნა რომ შოთიკო სააბაზანოში შევიდა. ტყუპების გაჩენის მერე გივის თავისდაუნებურად გამოუმუშავდა ჩვეულება: როცა ერთ მათგანს ხედავდა, აუცილებლად მეორეც უნდა მოეძებნა თვალებით.

ახლაც, შოთიკოს შემხედვარემ ძალაუნებურად თინას სამყოფელის გახსენება სცადა. დროებით დამარცხებული დარდი მყისვე მორიელივით გამოძვრა თავისი შავბნელეთიდან და უმოწყალოდ ჩაასო მის გულს შხამიანი ნესტარი. გივიმ ამოიგმინა და ისევ იგრძნო როგორ მოაწვა თვალებზე ცრემლი.

„არა! - მრისხანედ შეუღრინა მან თავს და გაუთვითცნობიერებლად მუშტებიც კი მოკუმა, - რა დროს ეგაა? ნათელა გზაშია!“

ამ აზრმა გივის ისევ ცოლის სიტყვები გაახსენა.„ჰო მაგრამ სად მივდივართ?... ა? განა ნათელამ თქვა: თინიკო თბილისში

წასასვენებლად უნდა გავამზადოთო? არა. მაშ რაო? რაო და... მეტი არაფერი, უნივერსიტეტში მივდივართ აუცილებლად და თან რაც შეიძლება ჩქარაო... ჰმ, არაფერი მესმის... მაგრამ ნათუს ხომ ესმის? ხოდა ახლა ესეც საკმარისია“. - დაასკვნა მან.

ამ დროს აბაზანის კარი გაიღო და იქედან კვლავინდებურად ჩუმი შოთიკო გამოვიდა. გივიმ ჩემოდანს თავი ანება და იქვე, კარადის ერთ - ერთ განყოფილებაში ჩამონტაჟებულ სეიფს მიუბრუნდა. აკრიფა რა საჭირო რიცხვები, მან კარი გამოაღო და სამალავიდან ნათელას პატარა ჩანთა დააძრო, რომელშიც ისინი ფულს და საბუთებს ინახავდნენ.

- მამი, დაჯე, - შეეხმიან იგი ბავშვს, - ახლავე მოვრჩები და გავიქცევით.შოთიკომ ყურადღებით შეხედა მამამისს, ერთი წამით დაფიქრდა, თითქოს

რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც კვლავინდებურად უხმოდ ჩამოჯდა ლოგინზე.

ამასობაში გივიმ ჩანთა გახსნა და იქიდან ფულის შეკვრა ამოაძვრინა. მერე მიიხედ-მოიხედა, ფულიცა და ჩანთაც იქვე ლოგინზე, შოთიკოს გვერდით დააგდო, თუმცა წამიერი დაფიქრების შემდეგ მოუთმენლად ამოიქშინა, ისევ ჩემოდანს ეცა და იქედან სულ ერთი წამის წინ ჩატენილი თავისი ნაცრისფერი, ჯინსების ყაიდაზე შეკერილი შარვალი დააძრო.

მერე ლოგინზე დაგდებული ფულის შეკვრა ისევ აიღო და შარვლში, მუხლისთავზე მყოფ, „მწებარე“ სარქვლიან ჯიბეში ჩატენა. როცა ამ სამოსის ისევ

Page 26: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 26

ჩემოდანში ჩაბრუნება მოინდომა, ბოლოწამს გაშეშდა, ტანზე დაიხედა და მწარე ღიმილით შეაქანა თავი ერთი-ორჯერ - ახლაღა აღმოაჩინა რომ მხოლოდ საცურაოს ამარაა. მან ბავშვიც შეათვალიაერ - ისიც ასევე თითქმის შიშველი ყოფილა ამდენ ხანს.

გივი ისევ ჩემოდნისკენ დაიხარა, შვილის ტანასცმელს მოვნახავო, მაგრამ დროზე ის პარკი გაახსენდა, უცნობმა ქალმა რომ მისცა პლაჟზე. „ვინ იყო ნეტა ის დალოცვილი?“ - გაუელვა გივის.

მან პარკი სწრაფად გადმოაპირქვავა და ლოგინზე ახლადგაჩენილ საგანთა მცირე გროვას შვილის მოკლე ჯინსები და ლურჯ-მოწითალო ზოლებიანი „ბარსელონას“ მაისური ააცალა. მცირე დაფიქრების შემდეგ გივი მიხვდა რომ ჩემოდანში ჩაძვრომა და ტანსაცმელში ქექვა მაინც მოუწევდა.

- მამიკო, გამოიცვალე, ესენი ჩაიცვი, - გაუწოდა მან ტანსაცმელი და საცვალი შოთას, - აბა ჰე, შვილო, ვიჩქაროთ.

შოთიკო ისევ საშხაპეში შევიდა. გივიმ დაიხედა სველ საცურაოზე და მცირეოდენი ყომანის შემდეგ, სანამ მისი შვილი ჯერ ისევ იქ იყო, თავდაც გამოიცვალა და შარვალიც ჩაიცვა - „ავადმყოფობის დრო არაა ახლა“-ო.

- რა ვქნათ, შვილო, წავედით? - კითხა გივიმ ჩაცმულ შვილს. თვითონ ამასობაში წითელფოთლებიანი, „ჰავაის“ სტილის, ანუ პირველად რომელიც ამოჰყვა ჩემოდნიდან, ის პერანგიც ჩაიცვა და საბუთებიანი ჩანთაც უკვე ჩემოდნის შიგნითა ჯიბეში ჩადო.

- მამი, - როგორც იქნა, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა ბიჭუნამ, - თინიკოს მოარჩენენ?

გივიმ თავაუწევლად გააგრძელა ჩემოდნის საკეტთა ჩხიკინი, თუმცა სინამდვილეში იმათ სამაგისო არაფერი სჭირდათ - უბრალოდ ასე უცებ ვერ მოიფიქრა რა ეთქვა ბავშვისთვის. უფრო მეტიც, ისიც კი არ იცოდა, საკუთარ თავისთვის რა ეპასუხა ამ კითხვაზე. სინამდვილეში ხომ ნათელას მისთვის არაფერი უთქვამს გარკვეულად, მხოლოდ ბუნდოვანი მინიშნებები დაუტოვა.

ახლა შოთას კითხვამ აიძულა უფრო გულდასმით ემსჯელა ნათელას სიტყვებზე და საქციელზე იმდენად, რამდენის საშუალებას დროის უქონლობა იძლეოდა. დაფიქრდა თუ არა, გივის ანაზდეულად გაახსენდა რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ალბათ სამიოდე თვის, მეტის არა, ნათელა თავისი ექსპერიმენტების შინაარსს უყვებოდა მას. გამოდიოდა რომ თითქოს... გივის დაწვრილებით აღარ ახსოვდა ცოლის მაშინდელი სიტყვები მაგრამ მათი შინაარსი კი იმაში მდგომარეობდა რომ სიცოცხლისთვისაც არსებობს ისეთივე წამომწყები მოვლენა, როგორიც ნაპერწკალია შიგაწვის ძრავაშიო.

სამაგიეროდ ახლა გივის გარკვევით გაახსენდა ის, რასაც მაშინ მაინცდამაინც არ მიაქცია ყურადღება: ამ ამბავს რომ უყვებოდა, იმ საღამოს მისი ცოლი რატომღაც სულაც არ იყო გახარებული. არადა წარმატება უნდა ახარებდეს ადამიანს...

ხო მაგრამ, რა შუაშია ეს ყველაფერი მის გოგოსთან?... ან შიგაწვის ძრავი და ნაპერწკალი?

გივიმ სკოლაში ნასწავლი მოიშველა, მეტი ცოდნა ამ დარგში მაინც არ ჰქონდა:

„რა შუაშია და, - იხსენებდა იგი, - როცა ცილინდრში ჰაერისა და ბენზინის ნაზავს ნაპერწკლის ალი დაემატება, მაშინ ჩამქრალი ძრავი ისევ ამუშვდება!“

გივიმ ჯერ კმაყოფილება იგრძნო, მეხსიერება კაი მქონიაო, მაგრამ თვალის დახამხამებაში მისი გული თითქოს მართლა დენის ნაპერწკალმა განჭოლა, ხოლო თმის ძირები გავარვარებულ ნემსებად ექცნენ!

იმიტომ რომ გივიმ გააყოლა გონების თვალი თავისი მიხვედრილობის ლოგიკურ ძეწკვს და დაინახა თუ საით მიჰყავდა იგი ამ მსჯელობას. მან დაუყოვნებლივ ამოიგდო თავიდან ეს აზრები, რომლებმაც ასე იოლად და

Page 27: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 27

სწრაფად დაზაფრეს. შეეშინდა გივის, ცუდუბრალო იმედს თავი არ დავაჩაგვრინოო.

შეშფოთებული კაცი ისევ შოთიკოს კითხვას მიუბრუნდა. რა უპასუხოს შვილს? ბავშვს ხომ ვერ მოატყუებს და ხომ ვერ ეტყვის რომ მისი და გამოკეთდება? ვერა, ვერ ეტყვის. მაშ რატომ მიდიან, სადაც მიდიან? მისი ცოლი რა, გაგიჟდა? გივიმ ნათელას თვალები გაიხსენა, მაშინდელი, როცა სასწრაფოს კარებს კეტავდა. არა, იმ მზერაში არაფერი საშიში და საგანგაშო დაუნახია - ნათუს თვალებში მხოლოდ გაძლიერებული აზროვნების მანიშნებელი სიმუქე ჩამდგარიყო. მაშ რა ხდება? - ამ საღამოს უკვე მერამდენეჯერ შეეკითხა კაცი საკუთარ თავს.

- შოთიკო, მამა, რაო რა შემეკითხე? - როგორც იქნა მიაგნო გამოსავალს და თავი ასწია გივიმ, - თუმცა მოიცა, ახლა საუბრის დრო არ გვაქვს, უნდა გავიქცეთ. იქნება მერე, გზაში ვილაპარაკოთ, თუ ძალიან დიდი მოძრაობა არ იქნა, კაი, მამი?

- კარგი, - უღიმღამო ხმით დაეთანხმა მამამისს ბიჭუნამაშინვე ორთავემ თავთავიანთ ღია ფერის, თითქმის ერთნაირ, ტყავის

სანდლებში გაუყარეს ფეხები და ქვემოთ ჩავიდნენ. სასტუმროს ჰოლში ამ საღამო ხანს არავინ იყო. დამთრგუნავ დღის სიცხეს როგორც იქნა ძალა შემოელია და ტურისტებსაც მიეცათ საშუალება კონდიციონერებს მოშორებოდნენ, ზღვისპირას ესეირნათ, ანდა, უმეტესად კაფეებში, რომლებიც თითქმის ერთმანეთს ადგნენ თავზე, შეევსოთ ადგილები.

მხოლოდ ლია, სატუმროს მეპატრონის ცოლი და შეთავსებით ადმინისტრატორი - ხმელი, შავტუხა, ოდნავ მოგრძოცხვირიანი ქალი, როგორც ყოველთვის გულთბილი ღიმილით შეხვდა მათ, მაგრამ როგორც კი გივის ხელში ჩემოდანი და პარკი დაინახა, ღიმილი გაკვირვებად შეეცვალა:

- რაშია საქმე, ბატონო გივი? თქვენ ხომ მომავალ ორშაბათამდე გაქვთ გადახდილი? დღევანდელი შაბათიდან იქამდე რვა დღეა კიდევ... რაიმემ შეგაწუხათ?

- ნომერი დარჩეს ჩვენს სახელზე, დანარჩენი ბარგისთვის მერე მოვალ, ახლა წასასვლელი ვართ, - პირქუშად, ჩვეული გულითადობის გარეშე უპასუხა მას გივიმ და წამიერი დაყოვნების შემდეგ დაამატა, - არა თქვენ არაფერ შუაში ხართ, აქ... აქ ყველაფერი მოგვწონს, ასე გამოვიდა...

მერე ის და შოთიკო გამოემშვიდობნენ გაოგნებულ დიასახლისს და სწრაფი ნაბიჯით გაეშურნენ პატარა, მხოლოდ სტუმრებისთვის განკუთვნილი ავტოსადგომისაკენ.

გივიმ გასაღების ტარზე წინასწარ დააჭირა ღილაკს და როცა ისინი თავის „პაჯეროს“ მიუხლოვდნენ, მანქანის საბარგულს თითქმის მთლიანად დაეღო „ხახა“. ავტომობილი დიდი კაკლის ხის ძირას იდგა და იქვე წამოყუდებული ლამპიონის სინათლე თითქმის ვერ აღწევდა ხშირ ფოთლებს შორის. ამიტომ გაღებულ საბარგულიანი მანქანა ბინდბუნდში ისე გამოიყურებოდა თითქოს უზარმაზრ ურჩხულს ამოეყვინთოს სიბნელიდან და მათი შთანთქმა განეზრახოს.

გივიმ თავის მაგიერ ჩემოდანი შესწირა ხახას და აღარ დაელოდა როდის ჩარაზავდა ურჩხულის პირს ელექტროძრავი. მან სალონის უკანა კარი გამოაღო და ჯერ უცნობი ქალის მიერ მოწოდებული პარკი, რომელშიც ტელეფონები ეგულებოდა, სავარძელზე დადო. მერე, როგორც კი შოთიკო პარკის გვერდით მოკლათდა და უსფრთხოების ღვედი შეიკრა, თვითონაც სწრაფი ნაბიჯით შემოუარა მანქანას და საჭეს მიუჯდა.

პროსპექტზე გამოსვლაში გაუმართლათ, თუ შეიძლება ასე ითქვას. სასტუმროს ცოტა ზემოთ, ქალაქის მხარეს, საითაც მათი გეზიც იყო, ორ მსუბუქ მანქანას ეტყობა სულ ცოტა ხნის წინ ტრასა ვერ გაეყოთ ერთმანეთში და ახლა

Page 28: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 28

ამ შეჯახებულ ავტომობილებს დროებითი ჯებირი შეექმნათ ქალაქიდან მომავალ სამოძრაო ზოლზე.

ამან რა თქმა უნდა გაუიოლა გივის მისი გავლა და საშუალება მისცა, პატარა მონაკვეთზე კიდევ ერთი ავარიის საშიშროების მიუხედავად, უდიერად ჩაკვეხებულიყო ცენტრისკენ მიმავალ ნაკადში.

იმწამსვე უკან მომყოლი „ლენდკრუიზერიდან“ გაღიზიანებული, გაბმული სიგნალი გაისმა. გივიმ ბოდიშად ავარიული ნათურები ააციმციმა ორ-სამჯერ. „ლანდკრუიზერმა“ ეტყობა ეს საკმარისად მიიჩნია და შესწყვიტა თავისი კლაქსონის ჭყვიტინი.

შემდგომში გივი ასევე ავარიის ზღურბლის სიახლოვეს მიიწევდა წინ, თუმცა ძალიანაც კარგად ხვდებოდა ასეთი საქციელის უაზრობას: რომ ვინმესთვის თუნდაც ოდნავ წაეკრა მანქანა, მერე რამდენი გარჩევა მოჰყვებოდა ამას და, რაც მთავარია, რამდენი დრო შეეწირებოდა ყოველივეს?

მიუხედავად ყოველივე ამის ნათლად გააზრებისა გივი ვერ და ვერ თოკავდა საკუთარ ნერვებს. იგი უყოყმანოდ ეჩრებოდა სულ ერთი წამით განთავისუფლებულ გზის მონაკვეთებში, უსირცხვილოდ უჭრიდა გზას სხვა მანქანებს და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას მათ კლაქსონებსა და ლანძღვა-გინებას.

მით უმეტეს, სხვა მძღოლთა შეძახილები თითქმის არ ესმოდა - მანქანის ფანჯრებიც ბოლომდე ასწია და კონდიციონერის ვენტილატორიც მაღალ ბრუნებზე მუშაობდა, თუმცა ჰაერის ცივი ნაკადი მან საქარე მინისკენ მიმართა, შოთიკო არ გავაცივოო. ამსთან ერთად საგზაო ხმაურიც ახშობდა ადამიანთა ხმებს.

როგორც იქნა ქობულეთის რკინიგზის სადგურიც გამოჩნდა და მალევე გივიმ მარჯვნივ - ბათუმისაკენ გადაუხვია. ცოტაც და ქალაქის გამოსასვლელში მან ბენზინის სადგურიც დაინახა და ლამპიონებით განათებული რეანიმობილის მაღალი კორპუსიც, მის გვერდზე მიხატული დიდი წითელი ჯვარით.

თავი 5ამ საღამომდე თითქმის სამი თვით ადრე, ახალდაწყებული მაისის წყნარი,

თბილი, მზიანი, უქარო და საერთოდ ალბათ სამოთხეც რომ არ დაიწუნებდა ისეთი დღე იდგა პასადინაში.

ბუნების ეს კეთილგანწყობა რომ ვერ შეგენიშნა ადამიანს ან ნარკოზში უნდა ყოფილიყავი, ან კომაში, ანაც საფიქრელში იმდენად ჩაძირული რომ სხვა არაფერი დაგჭირვებოდა შეგრძნებების გასათიშავად - ისედაც ვერ აღიქვამდი გარემომცველ სამყაროს.

ჯიმი ფიტცმაიერს კომაში, თუნდაც ხელოვნურში ყოფნისა არაფერი ეტყობოდა. ლაბორატორიიდან გამოსვლისთანავე იგი მხნედ დაუყვა დერეფანს და ასევე შეუჩერებლივ მოიტოვა კორპუსის კარები.

ხოლო რადგან ქუჩაში გამოსულმა მაინც ვერ იგრძნო იმ დღის ჯადოსნური მომხიბლავობა, გამოდიოდა რომ ძალიან დიდ თავსატეხს გაეწყვიტა მისი კავშირი სინამდვილესთან. იგი შეჩერდა და ისე მიმოათვალიერა არე-მარე თითქოს პირველად ხედავს აქაურობას და არა მეოთხედი საუკუნის განმავლობაში თითქმის ყველა დღეო.

მოულოდნელად ჯიმი მოტრიალდა და ამ წამს გამოვლილ კარიბჭეს ისე ჩააცქერდა, მისი შემხედვარე კაცი იფიქრებდა უკან შებრუნებას ფიქრობსო. მაგრამ ამის ნაცვლად მან თავი ასწია და უხილავის მზერა მიაპყრო თაღს ქვემოთ მიკრულ აბრას: „უილიამ კერკჰოფის სახელობის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ლაბორატორიები“.

Page 29: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 29

თუმცა, აბრა აბრად იყოს და იქ მოღვაწე პროფესორები თუ სტუდენტები ამ სპილოსძვლისფერი ფილებით მოპირკეთებულ და სუროთი დაფარულ შენობას უბრალოდ ბიოინჟინერიის კორპუსად მოიხსენებდნენ ხოლმე და მათ ეჭვიც არ ეპრებოდათ რომ ბიოლოგიის საიდუმლოებათა ახსნის წინა ხაზზე იმყოფებიან. რომ მსოფლიოში კიდევ სამი ოთხი ადგილიდან თუ შეიძლება ელოდე რომ ვინმე მოგასწრებს ბუნებისთვის მორიგი საიდუმლოების გამოგლეჯას. თურმე სად ხარ?...

ჯიმი ისევ ქუჩას მოუბრუნდა - სამხრეთ უილსონის ავენიუს. ამ მომენტში იგი როგორც იქნა გამოვიდა მენტალური გადატვირთვით გამოწვეული „კომიდან“ და რეალობას დაუფიქრდა - მარცხნივ, აღმოსავლეთ კალიფორნიის ბულვარისკენ წავიდე თუ მარჯვნივ - დელ მარისკენო?

გზის იქითა მხარეს მდგარ თავის „სუბარუსაც“ კი გაჰხედა ერთი, მაგრამ იგრძნო რომ ჯერ არ უნდოდა აქაურობის მთლად დატოვება. საბოლოოდ მარცხნივ გაეშურა - ამ მხარეს, სამი-ოთხი კვარტალის იქეთ, თავისი ამოჩემებული კაფე ეგულებოდა. ჯიმიმ იქ ჩამოჯდომა განიზრახა მანამ, სანამ გონებას დაიწყნარებს და გაარკვევს რის ხასიათზეა - სახლში წასვლისა თუ უნივერსიტეტში დაბრუნების?

მით უმეტეს რომ ამ დროს, როცა შუადღე - ლანჩების დრო უკვე გასულიყო ხოლო საღამოს დადგომას კარგა ხანი უნდოდა, ვინმე ნაცნობს არ უნდა გადაჰყროდა იქ. არადა კალტექის „ქალაქის“ მცხოვრებთაგან ყველას თუ არა ძალიან ბევრს იცნობდა ჯიმი და ჩვეულებრივ დროს აუცილებლად შეეფეთებოდა აქ ვინმეს, ვისთან ყბედობაც თავის ფიქრებთან დარჩენის იმედს დაუნდობლად მოუსპობდა.

ჯიმი ფიტცმაიერი კალტექში კი არა, მთლიანად პასადინაშიც საკმაოდ ბევრ ხალხს იცნობდა, თანაც არა იმიტომ, რომ თავისი კოლეგა სწავლულებისაგან რაღაცით განსხვავებული ხასიათი ჰქონდა და მათსავით კარჩაკეტილ ცხოვრებას არ ეწეოდა.

არა, მიზეზი სხვა იყო - იგი იმ უიშვიათეს, ჯერ სტუდენტთაგანს და მერე პროფესორთაგანთ განეკუთვნოდა, ვინც ამ ცნობილი სამეცნიერო კერის მასპინძელ ქალაქ პასადინაში დაიბადა და გაიზარდა.

ძირითადად ხომ კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩამოსულები სწავლობენ. ბოლო წლებში კი საერთოდაც უმეტესობა აზიელი - ჩინელი და კორეელი სტუდენტები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, საკუთრივ ამერიკელები ნამდვილად უმცირესობას შეადგენდნენ უცხოელებთან შედარებით.

ჯიმი ორმოც წელს ცოტა ხნის წინ გადაცილებული საშუალო ტანის მამაკაცი იყო რომელსაც გრძელი, ზედა ნაწილში გამობერილი თავი ჰქონდა, სახე კი ქვემოთ, ნიკაპისკენ, უვიწროვდებოდა. მოყვითალო თმა საკმაოდ შეთხელებოდა ხოლო თვალებზე ვიწრო, მართკუთხა ლინზებიანი სათვალე ეკეთა. როცა ჯიმის დაძაბული ფიქრი, ან სემინარის დროს თავისი აზრის დამტკიცება უხდებოდა ხოლმე, იგი წამდაუწუმ ისწორებდა ამ ოქროსფერჩარჩოიან მხედველობის ყავარჯენს.

დილიდან მოყოლებული სარეკორდოდ ბევრჯერ შეახსენა მეცნიერს ამ ჩვეულებამ თავი. ამდენჯერ სადოქტორო დისერტაციას რომ იცავდა იმ დღესაც არ შეუსწორებია თვალების თანაშემწე.

არადა ასეთი მოვლენა როგორ არ დაუტყვევებდა გონებას? გუშინ საღამოს ხომ მას, გამოცდილ და ბევრის მნახველ სწავლულს, ცხოვრებამ თითქოს წკიპურტი დაჰკრა ცხვირზე და შეუნიღბავი დამცინავობით წარმოუჩინა მოკლე გზა იმ მიზნისკენ, რომლის მიღწევაც ჯიმის უფრო ზღაპრულ ნატვრად მიაჩნდა, ვიდრე სინამდვილეში განხორციელებად სამეცნიერო პროექტად.

საქმე კი ის იყო რომ ჯიმიმ მხოლოდ ამ ღამეს გაიგო სად მდებარეობს ადგილი, სადაც დიდ შემეცნებით გარღვევაზე წამოაყენეს განაცხადი. არადა,

Page 30: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 30

ტერიტორიას რაც შეეხება, მართლა თუ მთელი გულისყურით არ ადევნე თვალი ამ ყველაფერს და მთლიანად არ ანებე შენს საქმეს თავი, როგორ გაიგებ ვინ სადაა?

ადრე მსოფლიო იოლად იყო მოწყობილი. მაგალითად, არსებობდა სახელმწიფო იუგოსლავია - ევროპის სამხრეთში. მაგრამ ახლა ვინ იცის სადაა სლოვენია და სადაა სლოვაკია? რითი განსხვავდებიან ესენი? ენით? დამწერლობით?...

ან აფრიკა აიღე. იქ ხომ თითქმის ყველა კვირაში სახელმწიფო იქმნება. ყოველ შემთხვევაში იმ ბანდის მეთაური, რომელიც რაიმე ტერიტორიას ძარცვავს, მას სასწრაფოდ ახალ ქვეყნად აცხადებს. ამ რუსების იმპერიას რომ ჩამოენგრა ფასადი? როდის უნდა ისწავლოს კაცმა სად მდებარეობენ ყირგიზეთი ან მოლდავეთი? გეოგრაფიის გაკვეთილები ჯიმიმ სკოლაში მოიტოვა უკან.

ან ეს ჯორჯია სადღაა? ჯიმი ფიტცმაიერმა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იცოდა რომ ასეთი სახელი აქვს შტატს, რომელიც ქალაქ ატლანტას ირგვლივაა გაშენებული და რომელშიც რეი ჩარლზი დაიბადა.

დღეს კი ირკევა რომ თურმე ასეთ სახელიანი შტატი რუსებსაც ჰქონიათ და ამჟამად იგი აგრეთვე სულ ცინცხალი სახელმწიფოა. და ასეთი ქვეყანაში, რომლის ბიუჯეტი ალბათ მისი მშობლიური პასადინასას არ აღემატება, თავი დავანებოთ მთლიანად კალიფორნიის შტატს, ვიღაც ახალგაზრდა ქალი აცხადებს რომ მან შესძლო ის, რაც სხვაგან, ვერც ერთ იმ ადგილას სადაც მეცნიერება მართლა განვითარებულია და მას ნამდვილი, ოცდმეერთე საუკუნის შესაფერი დაფინანსება გააჩნია, ვერ შესძლეს!

ამ ფიქრებში ჩაძირულმა და აუჩქარებლად მოსეირნე სწავლულმა ბულვარის სამი კვარტალიც ჩაიარა და სენტ ლეიკ ავენიუს გზაჯვარედინსაც მიადგა, რომლის ხელმარცხნივაც იყო მისი სასურველი კაფე.

ბუნებრივია, პირველად თვალში დაწესებულების დიდი აბრები მოხვდნენ. ერთზე, რომელიც ამ ადგილის ეზოსკენ „იყურებოდა“ - სახურავს შემოყოლებულ, დეკორატიულ გისოსებს მიმაგრებულზე, თეთრი ასოებით, გაქნეული ხელით მწვანე ფონზე ეწერა: „პიტის ყავა და ჩაი“. მეორეს, ქუჩის მხარეს მიშვერილ, კირქვის თეთრი ფილებით მოპირკეთებულ კედელზე მიჭედილს, იგივე ფერის მაგრამ ნაბეჭდი ასოები ეხატნენ, რომლებიც იუწყებოდნენ: „ძმები აინშტაინების ბუბლიკები“-ო.

სწავლულმა თავიდან თითქოს ვერც კი შეამჩნია ეს უთვალავჯერ ნანახი დაფები და მზერა პირდაპირ კაფეს შესასვლელზე გადაიტანა მაგრამ შემდეგ ერთი წამით გაშტერდა, გაოგნებული თვალთახედვა ისევ ერთ აბრათაგანს მიუბრუნა და ისე მიპყრო, თითქოს როგორც იქნა, ამდენი ხნის შემდეგ, პირველად გაიგო იქ დაწერილი სიტყვების შინაარსიო! კიდევ ორ-სამწამიანი გონებრივი გარჯის შემდეგ მან სევდიანი მხიარულებით ჩაუცინა თავის ფიქრებს:

„ა ბატონო, ჩემი კითხვების პასუხი აგერ არ მიწერია ამხელა ასოებით თვალწინ? - შეეკითხა იგი თავს გუნებაში, - მასე განვითარებულობის და ფულის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, სამყაროს აგებულების გამომცნობი განა რაღაც საპატენტო ბიუროს რიგითი თანამშრომელი, ოცდახუთი წლის ბიჭი უნდა ყოფილიყო? რა თქმა უნდა არა! განა ის რომ მსუქანის ხელზე შემობნეულ საათში წამები უფრო ნელა წიკწიკებენ, ვიდრე გამხდარისაზე, საქვეყნოდ განთქმული, მდიდარი სამეცნიერო ცენტრის ღვაწლმოსილ და მსოფლიოში დაფასებულ პროფესორს არ უნდა აღმოეჩინა?! კი უნდა ექნა მაგრამ სინამდვილეში სრულიად მოულოდნელად, შეუფერებელ ადგილზე და ჰეჰ, არასწორმა ადამიანმა რომ ქნა ეს?...“

ჯიმიმ კაფეში შესვლამდე კიდევ ერთხელ ახედა აბრას და ამჯერად ცალყბად, ნაღვლიანად გაიღიმა. სხვა მაგალითიც იმწამსვე მიაჩეჩა საკუთარმა

Page 31: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 31

მეხსიერებამ თანაც მისი ბიოლოგიის „ამხანაგისგან“ - მედიცინიდან. კუბაში სადაც, როგორც მან იცოდა თვეში ასი დოლარი ადამიანისთვის ნორმალურ შემოსავლად ითვლება, საიდან უნდა იყოს მსოფლიოში თითქმის ყველაზე მოწინავე მედიცინა? ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ დარგში?

შენობაში შესული იგი დახლისკენ გაემართა მაგრამ შუა გზაზე შეჩერდა და გეზი კედელთან მდგომ მაგიდისკენ აიღო. მართალია დახლიდარი, სიტყვაძუნწი და ჯმუხი მორისი ლაპარაკით არ შეაწუხებდა, მაგრამ ხომ შეიძლება იქ ვინმე მოსჯდომოდა გვერდით და თავაზიანი საუბრით გამოელაყებინა ტვინი?

ქერა, ცხვირში, ტუჩებში და ვინ იცის კიდევ სად, ბრჭყვიალა რგოლებ გაყრილ მიმტან გოგონას მან კაფეს მეპატრონეთა სეხნია განთქმული მეცნიერის სახელობის, სამაშველო რგოლს დამსგავსებულ ნამცხვართან ერთად ნაღებიანი ყავა შეუკვეთა.

ჯიმის ვარაუდი სავსებით გამართლდა - პატარა დარბაზი თითქმის ცარიელი დახვდა, მხოლოდ ერთი ხანშიშესული ქალბატონი იჯდა ფანჯარასთან, ქუჩის მხარეს.

მაგიდას მიმჯდარი, ხელში ფინჯან აღებული ჯიმი ისევ წინა საღამოს გაჩენილი და იქედან მოყოლებული, გულზე მაჯლაჯუნასავით შემოხვეულ უგუნებობის გაგრძელებას ელოდა, მაგრამ მოულოდნელად სულ სხვა რამ მოხდა - როგორც კი მან პირველი ყლუპი მოსვა, თავისდა გასაკვირად გაიაზრა რომ უსამართლობის გრძნობამ, რომელიც იმ შორეული ჯორჯიიდან მოსული შეტყობინების პირველი წაკითხვიდანვე სდევდა, კლება იწყო.

ჯერ იფიქრა - ეს ალბათ აინშტაინის სახელიანი აბრის დამსახურებააო მაგრამ მალევე, როცა ჭეშმარიტი გულწრფელობით ჩაეკითხა და მერე უპასუხა საკუთარ თავს, მიხვდა რაშიც იყო საქმე: იმ შეტყობინებამ და მით გამოწვეულმა სულიერმა ტკივილმა ამ წამს, როგორც იქნა, ჯიმის თვალი გაასწორებინა იმ სინამდვილისთვის, რომლის არსებობასაც იგი დღემდეც და გუშინდელ საღამომდეც მშვენივრად გრძნობდა მაგრამ ვერ ბედავდა მის აღიარებას.

თითქოს მის ცნობიერებაში მყოფი აქამდე მტკიცე კაშხალი როგორც იქნა ჩამოირღვა და ჯიმი სიმწრით გამოუტყდა თავს: თავის ხელობაში იგი ამხელა მწვერვალის დამპყრობი არაა. იმ უბრალო მაგრამ დაუძლეველი წინაღობის გამო, რაც მას ბუნებამ, უნარების ამ ერთადერთმა, სრულიად უაზრო, არანაირი წესის მცნობმა ამ საკითხში და უსამართლო გამნაწილებელმა, ვინაც არასდროს ცვლის თავის გადაწყვეტილებას და ვისზეც არც ხვეწნა მოქმედებს და არც ქრთამი, ასევე განურჩევლად მოექცა მას და არ აღჭურვა იგი გონების სათანადოდ ძალით. არ განალაგა მისი სხეულის მთავარ მოლეკულაში - დნმ-ში, რამდენიმე ქიმიური ელემენტი ისე, რომ ჯიმისაც ხელეწიფებოდეს ისტორიული სამეცნიერო გარღვევა.

ჰოდა ყოველი მომდევნო წუთის განმავლობაში იგი სულ უფრო მკაფიოდ ხვდებოდა რომ სწორედ სიმართლის ბოლოს და ბოლოს ყოველგვარ მიკიბ-მოკიბვის გარეშე დანახვა იყო ის მალამო, რომელმაც მისი მორალური იარის მოშუშება იწყო.

ძალიან ცოტა ხანში, რომლის განმავლობაში მან კიდევ ორი ყლუპი მიირთვა ფინჯანიდან და ერთხელ ჩაკბიჩა ნამცხვარი, ჯიმის ისეთი რამ გაახსენდა რამაც კიდევ უფრო გამოუკეთა გუნება: რამდენი ჩემნაირი მეცნიერი გაჩნდება მსოფლიოში სულ მალეო - აქაც ამერიკაში, ევროპაშიც, იაპონიაში, ჩინეთში... რომლებსაც ასევე მოუწევთ სიმართლის გააზრება და თავიანთ შესაძლებლობათა სიმწირის ნაღვლიანი აღიარებაო.

ამ მოსაზრებამ ჯიმის საბოლოოდ ჩამოაცილა იმედგაცრუების გრძნობა და ცოტა გააამხიარულა კიდეც. ზუსტად დროული იყო, იმიტომ რომ დღეს იგი მამამისთან სტუმრობას აპირებდა. ასეთი წესი ჰქონდათ - პარასკევობით მამასთან გავლა სამსახურის მერე. დიახ, სამსხურის მერე, რადგან ბატონმა

Page 32: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 32

ფიტცმაიერმა გადაწყვიტა რომ მან უკვე საკმარისად მოინელა მის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილება, მზადაა დაუბრუნდეს თავის საქმეს და უფრო დაწვრილებით, საქმიანად და მშვიდად გაეცნოს იმ ახალ ჯორჯიაში მცხოვრები ქალის ნააზრევს.

თავი 6- დიდი ხანია მელოდებით? - იკითხა გივიმ როცა მისმა ცოლმა

რეანიმობილის „ალაყაფი“ გამოაღო და ძარიდან ასფალტზე ჩამოინაცვლა. როგორც კი ეს დაინახა, შალიკომ ხელადვე დაძრა მანქანა და ბენზინსვეტთან მიაყენა. კაბინიდან გადმოსული იგი შორიდან შეეკითხა გივის:

- რამდენი ჩავასხმევინო? - გაავსოს, - უგულისყუროდ გასძახა გივიმ.მძღოლისთვის ეს ხელგაშლილობა ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა:- ამდენი არ სჭირდება ბათუმში ჩასვლას. ჰმ, ჩემი მანქანა რომ იყოს კიდე

ჰო...- აბა რა ვქნა? - დაინტერესდა გივი, - ჩაუშვი მაშინ რამდენიც გჭირდება და

დანარჩენს ფულად მოგცემ, მერე ჩაასხამ შენს მანქანაში. მძღოლს გაუკვირდა ასეთი პასუხი მაგრამ მაინც ხმაამოუღებლად დაიქნია

თავი. გასამართის მუშაკმა, რომელიც იქვე შორიახლო იდგა და ისმენდა მათ საუბარს, გაიმეორა შალიკოს ჟესტი და საქმეს შეუდგა.

- არაა დიდი ხანი, - გივის კითხვას მიუბრუნდა ნათელა, - ხუთი წუთამდე იქნება, მე ხომ დროს კარგად ვგრძნობ, ექსპერიმენტატორი არა ვარ? - გაღიმება სცადა მან, - რას შვება შოთიკო, როგორაა, რას ამბობს? - გივიმ შენიშნა რომ ნათელა გამოსულა წინანდელი, უკიდურესად დათრგუნული მდგომარეობიდან.

ამის შემყურე კაცი მიხვდა რომ მისი მეუღლის მძლავრი გონება უკვე თითქმის მთლიანად ამოქმედდა და ახლა მხოლოდ იმითაა დაკავებული, როგორ უშველოს თინას. რომ მწუხრება, დროებით მაინც, ცოტა მიინავალა, სხვა საფიქრალი გაჩნდა.

ამის გააზრებამ გივიც შესაბამისად განაწყო, მან ნიკაპი მოისრისა და თქვა:- შოთიკო დუმს მაგრამ სხვამხრივ კარგად უჭირავს თავი, რასაც ვეუბნები

ყველაფერს უსიტყვოდ აკეთებს... ბავშვი კი არა, შენ ბევრ დიდს იცნობ, ვინც მის ადგილას ასე თვადაჭერილად მოიქცეოდა?

- ბევრის რა მოგახსენო, მაგრამ შოთიკოს ამბავი არ მიკვირს, - სევდიანი ღიმილით უპასუხა ნათელამ, - მამამისს ვიცნობ.

- ჰოდა თუ მაგ ხალხს იცნობ იქნება უთხრა რამე, - გივიც დაუყოვნებლივ გადავიდა იმ ერთადერთ საფიქრალზე, რომელიც ახლა აინტერესებდა, - შოთიკომ იკითხა: თინას მოარჩენენო? რა ვუპასუხო ასეთ უცნაურ კითხვაზე? შოთიკო კი არა მე თვითონ ვარ დაბნეული. ჯერ ვიფიქრე, იქნება თინიკოს სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა გინდა მეთქი? მაგრამ მაგას, ეს მეც კი ვიცი, პროზექტურაში, გაკვეთით ადგენენ, ამისთვის სამეცნიერო დაწესებულება არაა საჭირო.

გივიმ მცირე პაუზა აიღო და მიმოიხედა, თითქოს ამოწმებდა ხომ არავინ გვისმენსო. გასამართის მუშაკს „პისტოლეტი“ უკვე ჩაეკვეხებინა რეანიმობილის ავზში და სანამ ბენზინი ისხმებოდა, შალიკოსთან გაემართა მასლაათი.

გივიმ განაგრძნო:- მერე იძულებული გავხდი თინიკოს იქ წაყვანა შენს... ე-ე, საქმიანობასთან

დამეკავშირებინა, - მან ხელები გაშლა, - აბა რა უნდა ვიფიქრო? - ლაპარაკობდა გივი და თანაც თვალს არ აშორებდა ცოლის სახეს, - რაღა გავაგრძელო და ვერაფერი ვუთხარი ბავშვს, დავიძვრინე თავი. შენც არ მეუბნები რამეს.

Page 33: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 33

ნათელასთვის გივის კითხვები ეტყობა არ გამოდგა მოულოდნელი, მან დაფიქრების გარეშე, მოკლედ უპასუხა ქმარს:

- შოთას გადაეცი რომ ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ არც მთლად უძლური ვართ თქო. მეტს ამჟამად ვერაფერს ვიტყვი, დრო არაა.

კაცი დაუფიქრდა ცოლის პასუხს. „არც მათლად უძლური ვართო?“ ამ სიტყვებმა გონებაში ისევ ის ლოგიკური

ბილიკი დაანახა, ასე რომ დააფრთხო ამ ცოტა ხნის უკან. ამჯერად მთლად ისე აღარ შეძრწუნებულა, მაგრამ იმას მაინც კი მიხვდა რომ ნათელა მას რაღაც არაბუნებრივს, უაზროს და საერთოდ დაუშვებლს მიანიშნებს.

ეს მინიშნება თითქოს რეალურ ცხოვრებას აშორებდა გივის და სადღაც უცნაურ სამყაროში გადაჰყავდა იგი. ისეთში სადაც მკვდარი შვილი არ ითვლება მკვდრად, უბრალოდ დროებით მიუწვდომელია როგორც ტელეფონის აბონენტი.

ამავდროულად ეს გაურკვეველი სამყარო არც ისე შორსაა ჩვეულებრივი, აქამდე მთლიანად გასაგები წუთისოფლისგან და არც კავშირი აქვს გაწყვეტილი მასთან. აი მაგალითად, გივის გარკვევით ესმოდა საწვავის გადამქაჩი ტუმბოს ხმა, გრძნობდა სიცხისაგან შედედებული ჰაერის ტალღებს, რომლებსაც გზატკეცილზე მიმქროლავი მანქანები აზვირთებდნენ, ხედავდა ნათელას უცებ მობერებულ სახეს...

- ნათუ, - როგორც იქნა ალაპარაკდა იგი, თუმცა გრძნობდა რომ ჯერ თვითონაც არ იცოდა, რისი თქმა სურდა.

მას არც მოუწია სათქმელის ბოლომდე მოფიქრება - ცოლმა დაასწრო და რაღაც სხვანაირი, დაძაბული ტონით წარმოთქვა:

- ყველაფერი ჩვენზე არაა დმოკიდებულიო რომ გითხარი, გივი, ამაში მარტო ცოდნის უკმარისობა არ მიგულისხმია. სხვა, ჩემგან და ჩემი უნარისგან დამოუკიდებელი მიზეზებიც არსებობს, მაგრამ აბა ახლა როგორ ვილაპარაკებთ მაგაზე? - ისევ შეახსენა მან ქმარს დროის მწირობა.

გივიმ იგრძნო რომ მეუღლის სიტყვებმა მას არათუ ძველი გამოცანა აუხსნა, არამედ კიდევ ერთი, ახალი თავსატეხი შეჰმატა.

ის იყო უნდა შეეჩივლა ცოლისთვის: რა ამბავია ამდენი რებუსებიო? როცა შენიშნა რომ ბენზინის ტუმბოს უკვე შეეწყვიტა მუშაობა ხოლო შალიკო გვერდით ედგათ და გაკვირვებით წარბებმოყრილი ისმენდა მათ საუბარს.

- მზად ვართ, - როგორც კი მიხვდა რომ მისი აქ ყოფნა შენიშნეს, უპატაკა მან გივის ისე, ვითომც არაფერი გაეგონოს.

- კარგი, დაქოქე და მე ამასობაში გადავიხდი, - უთხრა მას გივიმ და თან ყურადღებით დააკვირდა. შალიკომ თვალი მოარიდა, სწრაფად მიბრუნდა და საქმიანად გაემართა რეანიმობილისკენ.

- რა არი? - იკითხა ქმრის მზერის შემხედვარე ნათელამ.-არაფერი, არაფერი, - გაურკვევლად აიქნია ხელი კაცმა.- კარგი, მეც წავალ, - თქვა ნათელამ, - თორემ მანქანა გათბება. ისეც

მთელი ძალით ვამუშავებინებ ამ ხალხს კონდიციონერს, გავყინე საწყლები.გივი ახლაღა დაუკვირდა იმას, რომ პირდაპირ პლაჟიდან წამოსული

ნათელა ისევ თავის ღია მწვანე საცურაოშია გამოწყობილი. ქალმა შენიშნა მისი მზერა და თვითონაც შეცბუნდა.

- კი მაგრამ ესენი თუ გაიყინა... - შეწუხდა გივი, - წამოდი გამოიცვალე, სველი საცურაოთი შეიძლება მაცივარში ყოფნა? რა დროს ეგაა?

ნათელაც უყოყმანოდ დაეთანხმა ქმარს და მალევე საბარგულის ნათურით გაშუქებულ ჩემოდანს ჩხრიკავდა თავის მანქანაში. ბევრი არ დაგვიანია და ქალმა სალონისკენ გადაინაცვლა. შოთა გარეთ გამოვიდა და იქვე იდგა, ამასობაში გივიმ ჯერ შალიკოს აუხსნა შეყოვნების მიზეზი და მერე ფულის გადასახდელად წავიდა.

Page 34: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 34

- იქ პარკი დევს, ტელეფონებია შიგ, - გასძახა მან ცოლს, როცა ის უკანა სავარძელზე ჯდებოდა.

ნათელა მალევე გადმოვიდა მანქანიდან. ახლა მას თავისი მწიფე ხორბლისფერი თმა უკან გადაევარცხნა და მუქლურჯი პლასტმასის შესაკრავით დაემაგრებინა. სველი საცურაოს ნაცვლად ვარდისფერი მაისური და ფირუზისფერი, კოჭებამდე შარვალი ჩაეცვა. ქალს თითქოს ეუხერხულებოდა ასეთი ჭრელა-ჭრულა სამოსი, მაგრამ, მეორეს მხრივ, სხვანაირი ტანსაცმელი საიდან უნდა ჰქონოდა? ისინი ხომ კურორტზე, მხიარულად დროის გასატარებლად წამოვიდნენ და ყველაფერიც შესაბამისი წამოიღეს.

ამ შემზარავი ცვლილების გახსენებამ ნათელას კინაღამ ისევ ცრემლები წამოადინა. იგი იძულებული გახდა შეჩერებულიყო და საკუთარი ნერვების დასაწყნარებლად რამდენიჯერმე ღრმად და აჩქარებით ჩაესუნთქა.

ცოტა რომ დამშვიდდა შოთიკოსთან მივიდა, დაიხარა და შუბლზე აკოცა, თან ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ბავშვმა უარის ნიშნად თავი გააქნია. მაშინ ნათელამ მას კიდევ ერთხელ აკოცა, ისევ რაღაც უთხრა, თავზე ხელი გადაუსვა და რეანიმობილისკენ წავიდა.

შუაგზაზე იგი სალაროდან მომავლ ქმარს შეხვდა. მან გივის ძლიერად თუმცა ამავე დროს ნაზად მოუჭირა ხელი ხელზე და დაბეჯითებით ჩაულაპარაკა:

- აბა თქვენ იცით, დაისვენეთ და მზად იყავით. ყურადღებაც გაიმახვილეთ, - მერე ცოტა ყოყმანის შემდეგ გივისთვის მორიგი გამოუცნობი შინაარსის მქონე ფრაზით დაამთავრა სათქმელი, - არაა გამორიცხული რომ ეს ყველაფერი გართულდეს, შეიძლება სერიოზულ წინაღობასაც წავაწყდეთ.

მერე ქმარს ხელი უშვა და ერთი ნაბიჯი სასწრაფოსკენაც გადადგა, თუმცა ბოლოს მაინც შეყოვნდა, პირი მოიბრუნა და კიდევ ერთხელ დაუქნია ხელი შოთას.

გივიმ მიმავალ ცოლს დაფიქრებული მზერა გააყოლა მაგრამ, მიუხედვად იმისა ვერაფერი გაიგო მისი ბოლო სიტყვებისა, დაზუსტება არ უცდია, უბრალოდ, ასე უცებ ვერ მოიფიქრა რა ეკითხა და მეორეც, მან კიდევ ერთხელ შეახსენა თავს რომ ცნობისმოყვარეობა უნდა დაიოკოს.

„პაჯერო“ მჭიდროდ მიჰყვებოდა რეანიმობილს, სხვა მანქანა ვერაფრით ჩაეჩრებოდა მათ შორის. გივიმ ხელი ასწია და სარკე ისე გაასწორა რომ მასში უკან მომყოლ მანქანათა შუქების ნაცვლად შოთიკოს სახე დაენახა. ბავშვმა, როგორც კი შენიშნა მამაჩემი მიყურებსო, დაუყოვნებლივ შეეკითხა:

- დედიკომ რა გითხრა, უშველის თინას?ამის გამგონე გივის წამით გზისთვის თვალის მიდევნებაც კი დაავიწყდა.

გამოდიოდა რომ მიუხედვად მისი მაშინდელი ფანდისა, ამხელა გზის გამოვლისა, შოთას მაინც არ დაავიწყდა ის თავისი კითხვა, მაშინ, ნომერში, გივიმ თავისი ჭკუით ასე ეშმაკურად რომ აიცილა. კითხვა რომელზე პასუხი ნათელასაც სთხოვა და თავადაც სცადა მასთან შეჭიდება მაგრამ ერთი ნაბიჯიც ვერ დაახევინა უკან.

მართლაც რა ხდება? სასწრაფოს ექიმმა, რაღაცა ექიმია მაგდენი ხომ მაინც ესმის, დაასკვნა, რომ თინა მოკვდა. ექიმი რა ჯანდაბად უნდა! განა თვითონ არ ეუცხოება თავისი პატარა გოგოს ფერგაცლილი სახე? ვერ ხვდებოდა ეს ფერგაცლილობა რას ნიშნავს?

ნათელასგან იცოდა ამის მიზეზი: გული რომ მუშაობას შესწყვეტს, მერე დედამიწის მიზიდულობას ვეღარაფერი აწონასწორებს, სისხლი სხეულის ქვედა ნაწილში ჟინავს და პირაღმა მწოლიარე ორგანიზმის ზედა მხარე, პირველ რიგში სახე, უსისხლობის გამო თეთდება. ამიტომაა რომ მისი კუდრაჭა, ანცი ანგელოზი ახლა ასე საზარლად გამოიყურება... ამის გარდა მისი სახის გაშეშებული ნაკვთები, დაღებული პირი, სამუდამოდ, მ-მჰ! - გივიმ თავი ვერ შეიკავა და ამოიგმინა, - სამუდამოდ დახუჭული, სულ არარაობა ხნის წინ ონავრობით და

Page 35: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 35

ჭკუით სავსე თვალები... ყველაფერი ეს ხომ სიკვდილის იერია, რომლის ნახვა გივის მრავალჯერ არგუნა ბედმა.

მას გაახსენდა როგორ მიადო თინიკოს ლოყა ლოყაზე და როგორ ჩაეღვარა გულში შხამი, როცა შვილის სასიამოვნო სურნელისა და მაამებელი სითბოს ნაცვლად მხოლოდ მკვდარი სიცივე იგრძნო.

გივიმ მთელი ძალით მოუჭირა საჭეს და იმწამსვე შეატყო როგორ შედრკა ტყავის გარსაცმლის შიგნით დამალული ლითონი. ამან იგი ცოტა გონს მოიყვანა და ისევ გზისთვის მიაქცევინა ყურადღება.

„ჰო-ო, - ისევ მოერია იგი თავს და განაგრძნო თავის ძნელი ფიქრები, - კი მაგრამ რა იცის ნათუმ?“

გივი დაფიქრდა, სცადა ყველაფერი გაეხსენებინა, რაც კი ნათელას მისთვის თავის კვლევებზე მოუყოლია და რასაც იგი ვერასდროს ისმენდა დიდი გულისყურით. არა იმიტომ რომ ცოლის საქმიანობა უმნიშვნელოდ მიაჩნდა. არა, გივი ნათელას ნაამბობებს ძნელად იმახსოვრებდა რადგან დარწმუნებული იყო, მაინც ვერ შესძლებდა სათანადო დონეზე გაეგო სამეცნიერო პროცესი და როგორც ჩვეულებრივ მომხმარებელს, ძალუძდა მხოლოდ მისი შედეგით ესარგებლა მომავალში.

ისევე, მაგალითად, როგორც ნამდვილად ვერაფერს გაიგებდა, მისთვის რომ მოეყოლათ, როგორ ხდება ტელეფონში ჩიპების მრავალთანრიგიან კონტაქტებს შორის ნული-ერთი იმპულსების, ანუ ბიტებისგან შემდგარი ელექტრონული მასივების გაცვლა-გამოცვლა. მას ხომ მხოლოდ კორპუსზე განლაგებულ ღილაკებზე თითის დაჭერა მოეთხოვება.

მაგრამ ნათელამ ხომ ძალიანაც კარგად იცის თავისი საქმე? აბა ვინ დააწინაურებდა ამ, ფაქტიურად ახალგაზრდა გოგოს, როცა მათ კათედრაზე გაცილებით უფრო ხნიერი და მეტი წოდების ადამიანია რიგში?

კვლევის პროცესისაგან განსხავებით, რომელსაც ნათელა უკიდურესად გამარტივებული სახით უყვებოდა გივის, როცა ამ უკანასკნელს მეცნიერებისადმი ცნობისმოყვარეობა აღეძვრებოდა დრო და დრო, გივის მშვენივრად ახსოვდა რას ლაპარაკობდნენ ნათელას შემთვრალი კოლეგები მისი ცოლის დაწინაურების აღსანიშნავ ქეიფში.

ნათელას თანამშრომელთაგან გივის ყველაზე კარგი ნაცნობობა ლაბორატორიის გამგესთან, რომან ჯინჭარიძესთან ჰქონდა. შეიძლება იმიტომ, რომ რომანი მისთვის ნათელას არ გაუცვნია, ადრე იცნობდა, სკოლიდან. ხოლო გაცნობაზე თუ წავიდა, ზუსტად რომანმა გააცნო ნათელა.

ჰოდა იმას მერე რომანს ზოგ ადგილას რაღაცა მომატებოდა და შესაბამისად, ბუნებრივი წონასწორობის დასაცველად, ზოგანაც მოკლებოდა. მაგალითად ღიპი მომატებოდა ხოლო სამაგიეროდ თმა მოკლებოდა. თან რამდენიც თმა მოაკლდა იმდენი რომ ღიპი მომატებოდა, რომანს ახლა ტყუპებით ორსულ ქალზე უფრო დიდი მუცელი უნდა ჰქონოდა.

იმ დღეს რომანი და გივი სუფრასთან გვერდიგვერდ ისხდნენ. მეცნიერს მალე არამარტო მისი მრგვალი სახე, არამედ მელოტი თავიც აუღაჟღადა და ლაპარაკის ხასიათიც მოეძალა.

ამიტომ იყო რომ საიდუმლოს სახით, ვითომ გივის მეტი არავინ ჰყავდა მათი სამსახურის სიახლეთა მომყოლი, კათედრაზე მოარული ხმები გაანდო:

- ალბათ შენი ქალბატონი მთვალიძე ცოტა ხანში თვითონ ივანიჩსაც შეცვლისო.

კათედრის გამგეს, საკმაოდ ჭარმაგ, რომ არ თქვას კაცმა - მისუსტებულ მოხუცს გულისხმობდა, რომელიც იმ დღეს ძალიან ცდილობდა მხნე იერი ჰქონოდა. ღვინოც არ დალია, იცოდა მალევე წაატეხინებდა კისერს.

Page 36: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 36

- რაღა დროს მაგის მეცნიერებაა, საპენსიო ასაკს რა ხანია გააბიჯა, - ეჩურჩულებოდა რომანი, - რიღასი მომფიქრებელია? დიდი სპეციალისტი იყო მარა რას იზამ, დრო დროა.

- ვითომ? ამხელა გამოცდილების ადამიანი ვეღარაფერს იგონებს? - დაეჭვდა გივი.

- გამოცდილების? ფხუკ, - ჩაიქირქილა თანამოსუბრემ, - შენ, ბიძია, ბეტონი და ხრეში იცი შენს კუთვნილ ფირმაში და მაგ საქმისთვის ასაკს მართლა არა აქვს მნიშვნელობ, მარა მეცნიერება დიდი სპორტივითაა, რომ იცოდე შენ! - საჩვენებელი თითის აწევით, მრავალმნიშვნელოვნად ამცნო მას შეზარხოშებულმა სწავლულმა.

- რას ქვია სპორტივით? რას ბოდიალობ? - ამჯერად გივის მართლა გაუკვირდა.

- რას ქვია ბიძია და მეცნიერებაში ძალიან მაგარი რამის მოფიქრება, აი ისეთის, გარღვევას რომ ეძახიან, ოცდაათი წლის ასაკამდე შეიძლება, გესმის? - განუმარტა მას სუფრის მეზობელმა, - ხოლო რაიმე მნიშვნელოვანის ორმოცამდე! და მორჩა, მერე მხოლოდ ადრე გაკეთებულის უფრო დაწვრილებითი შესწავლა, ანუ, გაჭრილად რომ ვთქვა, მის ხარჯზე ცხოვრება მიდის. სხვათაშორის ნობელის მიღებაც ამ, ახალგაზრდობაში მიგნებული იდეის ბოლომდე მიყვანით ხდება, აბა!

გივი ფიქრებიდან გამოერკვა და სარკეს გახედა. იქედან მას თავისი ვაჟის ყურადღებიანი თვალები მოსჩერებოდნენ.

გივის გაახსებდა შოთიკოს კითხვა და მიხვდა რომ ბავშვი პასუხს ელის. თუმცა გაახსენდა რა, განა აბა რაზე ფიქრობს ახლა? მაგრამ საქმეც ისაა - შვილისთვის სათქმელი ვერაფერი მოისაზრა.

- მამა, დედიკო რას იზამს მე მაგას ვერ გეტყვი, იმიტომ რომ თვითონაც არ ვიცი. ბოლოს და ბოლოს ისაა საწვლული მე ხომ არა. მოვიცადოთ უნდა, რას იტყვი?

- ჰო, უნდა მოვიცადოთ, - შეიფერა და ცხოვრებაში გამოცდილი ადამიანივით დინჯად დაეთანხმა მას ბიჭუნა.

„ესე იგი რა? - ბჭობდა გივი, თუმცა გრძნობდა რომ მისი ტვინი, ძველი ავტომობილის ძრავის არ იყოს, უკვე „წყალს ადუღებს“, - ნათელამ რაღაც სამეცნიერო გარღვევა მოახერხა და ახლა იმის იმედი აქვს?“

„ჰმ! კი მაგრამ ამხელა გარღვევა აქ, საქართველოში? კი ბატონო, ქვეყანა პროგრესის გზას დაადგა, თანახმა ვარ, მაგრამ ამდენზე კი გაიჭრა წინ, რომ აქ იმისთანა რამეს შვებიან, რაც მართლა მოწინავე ქვეყნებში ვერ ქნეს? ჰმ“.

აქ მეხსიერებამ, გაწვრთნილ ლაქიასავით, ზუსტად საჭირო მოგონება ამოუტივტივა გონების ზედაპირზე - გივი ხანდახან მეცნიერებისადმი გამქირდავ გუნებაზე დგებოდა და ცოლსაც ამ განწყობილების შესაბამის კითხვებს უსვამდა: თქვენო აქ, კი გენაცვალე, რაღაცას იკვლევთ და ჩხირკედელაობთ, მაგრამ ნამდვილი მეცნიერება ხომ სულ სხვა ქვეყნებშიაო?

გივის ახლა ისიც მოაგონდა რომ ნათელა მას ამ თემაზე არასდროს ეკამათებოდა და არც რაიმეს დამტკიცება უცდია. მხოლოდ ერთხელ შეეკითხა: გულის გადანერგვის ოპერაცია, რომელსაც ახლა პანტაპუნტით აკეთებენ, თუ იცი პირველად რომელ ქვეყანაში განხორციელდაო?

იმ საღამოს, რამდენიც არ ეჯიჯღინა გივიმ, ნათელამ „შური იძია“ და მაინც არ გაუმხილა იმ ქვეყნის სახელი. არც გივის უჭყლეტია მაინცდამაინც ტვინი და არც კომპიუტერი შეუძრავს მაგის გამო.

„ხო-ო, - ახლა მიმართა მან საკუთარ თავს, - გამოდის რაღაც ჩვენნაირ ქვეყანაში ქნეს ამხელა ამბავი?... ეჰ, რა მნიშვნელობა აქვს!“

ბობოყვათის ვაკე მონაკვეთი მალე გაილია და მანქანები აღმართს მიადგნენ. აპარატურით დატვირთულმა რეანიმობილმა, მიუხედავად თავისი

Page 37: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 37

ღონიერი კორეელი ძრავისა, ოდნავ შესამჩნევად მაგრამ მაინც შეანელა სვლა. მისგან განსხვავებით გივის „იაპონელმა“ არ შეიმჩნია რელიეფის ცვლილება. კაცმა ცოტა ფეხიც კი აუშვა ამაჩქარებლის სატერფულს რომ ძალიან არ მიახლოვებოდა წინ მიმავალ ტრანსპორტს.

ავტომობილებმა ლიმონარიუმის ნანგრევებს ჩაუარეს, რომლებმაც გივის გაახსენა რომ გუშინ, ბათუმიდან მობრუნებულები, ისინი აქ შეჩერდნენ და პატარა ექსკურსიაც გამოათანიერეს იმ მგზავრობას.

ექსკურსიის მიზეზი რა თქმა უნდა არა ვიღაცის არქიტექტურული შეცდომა იყო, არამედ პირიქით, ხუროთმოძღვრული წარმატების ნიმუში - ხალხში „ქაჯეთის ციხედ“ ცნობილი, პეტრას სიმაგრის ნარჩენები. რამდენი ხტუნვა და სირბილი მოასწრეს ნახევარ საათში ბავშვებმა იმ ქვებს შორის! გივი ვითომ დროგამოშვებით აშინებდა მათ, ამ მთიდან პირდაპირ ზღვაში ამოჰყოფთ თავს და მე თქვენი იქედან ამომყვანი არ ვარო, მაგრამ ვინ ჩააგდო რამედ?

გივის ახლა ვერავინ დაჯერებდა რომ სულ რაღაც ერთი დღის უკან ხდებოდა ეს ყველაფერი. რომ გუშინდელი ვიდეოები და სურათები ბოლო იყო თინასთვის...

ამასობაში ისინი ბამბუკებით გარშემორტყმულ მოსახვევს მიადგნენ. ციცაბომ იმატა მაგრამ ბოლოს ისიც მოსახვევით დასრულდა რომლის კენწეროში სარეკლამო ბიგბორდი წამოყუდებულიყო. მანქანის შუქფარების სინათლეში გამოჩნდა უაღრესად ბედნიერი ოჯახის სურათი. ბედნიერებას სესხის თითქმის ზღაპრული უანგარობა უზრუნველყოფდა. ყოველ შემთხვეაში, თვით ბანკი ამას აჯერებდა მგზავრებს.

„ფორმულა ერთი“ რბოლების ქომაგმა გივიმ ავტომატურად აღნიშნა რომ მოსახვევის კენწეროს „ეიპექსი“ ჰქვია, ხოლო ისეთ მიხვეულ-მოხვეულებს, როგორებითაც გზა ცოტა ხანში მახინჯაურისა და ბუკნარის ტერიტორიებს გადაჰკვეთდა - „შიკანებს“ ეძახიან.

ახლა რომ ვინმეს გივის აზრები წაეკითხა, ძალიან გაუკვირდებოდა - რაებზე ფიქრობს ეს კაცი, კარგად თუა საერთოდო? მიცვალებულ შვილს მიაცილებს და რა დროს რბოლები და „ეიპექსებიაო“?!

მაგრამ თავად გივიმ ძალიანაც კარგად იცოდა რასაც შვება. ეს მისი ნაცადი ხერხი იყო. როცა რაღაც საქმეს ვერა და ვერ აბამდა თავს, როცა იმდენს ფიქრობდა რომ ლამისაა ტვინი ეღრძო და მაინც ვერ პოულობდა სწორ, მისთვის სახეირო გამოსავალს, იგი უბრალოდ თავს ანებებდა ამ ამოცანაზე ფიქრს და საერთოდ ივიწყებდა მას - სულ სხვა რამით იტვირთავდა გონებას.

მერე, სრულიად მოულოდნელად, როცა არათუ ფიქრობდა იმ მიტოვებულ ამბავზე, არამედ იმწამს საერთოდ არ ახსოვდა იგი - ნაჩუქარივით მოსდიოდა ამოხსნა. მისი მოსვლა გამართლებაზე იყო - შეიძლება ხუთ წუთში დაეძლია სირთულე და შეიძლება ერთ თვეში.

მაგრამ იმ საფიქრალის ამოხსნაზე, რაც ნათელას სიტყვებმა და მოქმედებამ დღეს გაუჩინა, გივის ნამდვილად არ აწყობდა არათუ თვის, არამედ რამდენიმე საათის დახარჯვაც კი - პასუხი ახლავე ესაჭიროებოდა.

მან ისევ სარკისკენ გადაიტანა მზერა:- როგორ ხარ მამი, ხომ არ შეგცივდა? - შეეხმიანა იგი ბავშვს.- არა, - მოკლე უპასუხა შოთამ.- იქნება მოგშივდა? გინდა, ხაჭაპურს გიყიდი?- არა, ჯერ არ მინდა. შეიძლება მერე, ბათუმში რომ ჩავალთ, - ცოტაოდენი

ყოყმანის შემდეგ ამოილაპარაკა ბიჭუნამ.- ჰო, ნამდვილად მასე ჯობია, მარკეტში გიყიდი და გავაცხელებინებ, -

დაეთანხმა შვილს გივი.ცოტა ხანს მანქანაში ისევ მხოლოდ ძრავის მიყრუებული ხმა ისმოდა. - მამა, - რაღაც გაუბედავად დაუძახა გივის შვილმა.

Page 38: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 38

- ჰო მამი?- ნინა ბებიას... და ყველას იმათ ხომ ძალიან ეწყინებათ და იტირებენ

თინიკო რომ მოკვდეს. ცოდონი არიან, არა? - ბავშვური პირდაპირობით გამოთქვა ის რაც მოაფიქრდა, შოთიკომ.

ეს კითხვა, მიუხედავად იმისა. მან უკვე რამდენიმეჯერ შეაძრწუნა გივი ამ საღამოს, მაინც შუბივით ეძგერა გულზე. კაცმა ჯერ იფიქრა რამე დამაშვიდებელს და ბუნდოვანს ვეტყვი შვილსო მაგრამ უცებ, თავისდა მოულოდნელად ბრაზი მოერია:

- ცოდონი? არა, მამა, ცოდო მარტო თინიკოა, მეტი არავინ! მხოლოდ თინიკო... მას.... მის გამო არავინ შეწყვეტს საჭმელის ჭამას!

შოთამ ვერ შენიშნა მამამისის ტონი, ალბათ იმიტომ რომ მისი სიტყვების აზრს ვერ მიხვდა:

- ჭამას?მშობელმაც არ დაუგვიანა პასუხი:- ჰო, მამი, ჭამას. ვინც ჭამს ის ქუჩაშიც დადის, ტელევიზორსაც უყურებს,

ტანსაცმელსაც ყიდულობს, წამალსაც... ერთი სიტყვით, როგორც ცხოვრობდა ისე ცხოვრობს, ოღონდ ამ ყველაფერს დროგამოშვებით ამატებს: ძალიან გულმოკლული ვარ ახლობლის დაღუპვის გამოო! მეტი არაფერი!

მან სარკისკენ გაიხედა და იქ შოთიკოს გაკვირვებისგან გადიდებული თვალები დაინახა.

- იმას გეუბნები, შვილო, რომ არც ბებიები, არც ბაბუ, არც მე, შენ და დედა ვართ ცოდონი, იმიტომ რომ ჩვენ ცოცხლები ვართ.

მამამისის სიტყვებმა ბავშვი საბოლოოდ დააბნია:- აბა... აბა ჩვენ რა უნდა ვქნათ? - გაუბედავად იკითხა მან.გივი ბოლოს და ბოლოს დაუფიქრდა საკუთარ ნათქვამს და უფრო მეტად

იმას, თუ ვის ეუბნებოდა ამ ყველაფერს. რომ ძალიან აჰყვა გრძნობებს. იგი თანდათან მიხვდა - დღეს რისხვა მრავალჯერ იმიტომ მოერია, რომ თავს სრულიად უძლურად გრძნობდა, არაფრის შეცვლა ძალუძდა, ვერაფერზე ახდენდა გავლენას. ცხოველი დროზე არ მოაშორა შვილს, მერე ნაპირზე გამოყვანა დააგვიანა და იმ არაფრისმაქნისი დედაკაცის იმედზე დატოვა... რამდენ რამეში გამოიჩინა უსუსურობა და გონებაჩლუნგობა!... სინამდვილეში განა იმ ცხოველის ან ექიმის ბრალია რომ თინიკო... ასეა? არა, მამამისის გარდა არავისი ბრალი არაა! არაა საჭირო სხვებზე გადაბრალება!

გივიმ ღრმად ჩაისუნთქა რომ უცაბედად თავს დატეხილი ზიზღისა და ბრაზის ზვავი როგორმე შეეკავებინა. ისევ ჯებირი დასჭირდა. იმიტომ რომ ახლა თუ რამე შეიძლება... ოხ ნეტა ნათუს მისი ჭკვიანი ტვინის ალღო არ ატყუებდეს და თვითონ ყველაფერს იზამს რომ თავისი დანაშაული გამოასწოროს! ყველაფერს! ოღონდ კი რამე გახდეს საჭირო!

გივიმ ნებისყოფის დაძაბვით როგორც იქნა კვლავ დაიწნყარა ნერვები და ვითომც აქ არაფერიო, ისე, უმნიშვნელო რამეებზე საუბრობენო, რაც მოახერხა იმ ზომის მშვიდი ხმით გააგრძელა ლაპარაკი:

- აი, მომისმინე, შვილო, მე რას ვფიქრობ, შოთი: წესით, რადგან ადამიანები, ე-ე, თანაბარნი არიან, მაშინ ყველა მათგანს ერთნაირი სიდიდის ცხოვრება უნდა ჰქონდეს. არავის უნდა ეძლეოდეს სხვაზე ნაკლები ან მეტი, არა?

შოთიკომ ცოტა იფიქრა და მერე უპასუხა მამამისს, თუმცა არც ისე დაჯერებულად:

- ჰო, აბა ვიღაცას რატომ უნდა მისცენ სხვაზე ნაკლები?- არ უნდა მისცენ, - სწრაფად დათანხმა მამამისი, - მაგრამ სინამდვილეში

ზოგს დიდხნიანი ცხოვრება შეხვდება და ზოგს პატარახნიანი. ჰოდა რატომაა ცოდო ის, ვისაც დიდი ცხოვრება ერგო? პირიქით, ცოდო ისაა ვისაც მოკლე ცხოვრება მიეცა და განსაკუთრებით თუ სულ რაღაც ბავშვობის ოდენა.

Page 39: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 39

გივი გაჩუმდა რადგან იგრძნო რომ ცრემლი, რომელსაც უკვე აღარ ელოდა და დამარცხებული ეგულებოდა, თურმე ვერაგულად ჩასაფრებულიყო და ახლა ისევ ამოუვიდა ქუთუთოზე. მან ნაცადი ღრმა სუნთქვით ჩააქრო აქამდე ვითომ მინავლებული და ახლა სულის შენაბერ მუგუზალივით თავიდან აალებული ტკივილი. კაცმა ისევ ნაძალადევი მშვიდი ხმით განაგრძნო შვილთან საუბარი:

- ხოლო დარდი... მერე რაა დარდი? ზოგი ეგერ იმას დარდობს სამსახურს ვერ ვშოულობო, ზოგი - მეტი ქონება რატომ არ მაქვსო და რა, ამით ვინმეს რამე ემატება? გესმის, შოთი, რას გეუბნები?

ბიჭუნა ისევ ჩაფიქრდა. იგი ძალიან ცდილობდა „დიდების“ საუბარში აჰყოლოდა მამას და ამით ეჩვენებინა რომ თვითონაც „დიდია“:

- მესმის. სხვები არაა... ე-ე, სადარდო... მარტო თინა.- ხო, მამა, ყოჩაღ, მართალი ხარ. დარდს მაშინ ექნებოდა ფასი, მისი

სიცოცხლეზე გაცვლა რომ შეიძლებოდეს. მაშინ კიდე ჰო!შოთიკომ ისევ გაუგებრობით სავსე თვალები მიპყრო მამამისს. გივიმ

განმარტა: - აი მაგალითად, მე რომ შემეძლოს წუხილის მაგიერ მოვიკლო ჩემი

სიცოცხლის წილი და თინიკოს მივცე. მერე ბებიებს და სერთოდ სხვებსაც ასე ექნათ, ე, მაშინ გამოჩნდებოდა სინამდვილეში ვისი მწუხარება რამხელაა. მიხვდი? იმის მიხედვით, ვინ რამდენს მოიკლებს!

- კი მივხვდი, - რიხიანად ამოილაპარაკა ბავშვმა, თუმცა მისი გამომეტყველების შემხედვარე ვერავინ იტყოდა რომ ბიჭუნამ მართლა გაიგო რას ეუბნებოდნენ.

- მამა, შოთა, - ისევ ახედა გივიმ სარკეს და რაც შეეძლო თბილი ხმით განაგრძნო, - ახლა მე ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ის მინდა გითხრა რომ თინას გარდა ყველა საღსალამათია და ჩვენ ახლა მათზე ვერ ვიდარდებთ და არც სჭირთ რამე სადარდო. ჩვენ მარტო თინაზე უნდა ვიზრუნოთ და რითაც შეგვიძლია დედიკოს მივეხმაროთ? არ ვარ მართალი?

ამ სიტყვებმა შოთას სახეზე თანდათან წაშალა დაბნეულობა. მან ისევ დინჯი გამომეტყველება მიიღო და სერიოზულად აღიქვა ის, რომ მამა მის აზრს კითხულობს. ბავშვმა აუჩქარებლად უპასუხა მშობელს:

- ხო, მის გარდა ავად არავინაა და რატომ ვიდარდოთ მათზე, თინას და დედიკოს მივეხმაროთ.

საუბართან ერთად გზაც წინ მიიწევდა. ამ ხნის განმავლობაში სასწრაფოს წინამძღოლობით მათ ბუკნარის დაღმართიც ჩაამთავრეს და ჩაქვსაც მიადგნენ.

და აი აქ აზრმა, რომელიც იმ წამს გაუჩნდა გონებაში, ძალიან გააკვირვა გივი. მისმა უადგილო ფიქრებმა „შიკენებსა“ და „ქაჯეთის ციხეზე“, როგორც იქნა გამოიღო შედეგი თუმცა კი მოულოდნელი და შეუსაბამო.

სრულიად უმიზეზოდ, აზრადაც რომ არ მოსვლია და ან რა დროს მასზე ფიქრი იყო, გივის თავისი „რემინგტონი“ M-24 SWS-ი გაახსენდა!

ეს სნაიპერული კომპლექსი, რომელიც საკუთრივ შაშხანის გარდა შეიცავდა ოპტიკურ სამიზნეს, საგანგებოდ მისთვის შექმნილ საყრდენებს და კიდევ რამდენიმე უნიკალურ დამხმარე მოწყობილობას, ახლა მათ სახლში, საბურთალოზე, სეიფში ატარებდა უღიმღამო დროს. ეს იარაღი მას ომის დამთავრების შემდეგ საპატიო საჩუქრად უბოძა პირადად ბრიგადის მეთაურმა.

გივის ახლა კი არა, საერთოდ უჭირდა იმ ამბების გახსენება და მით უმეტეს მოყოლა, თუ როგორ ერგო მას, ომამდე სულ რაღაც ორი თვით ადრე გაწვეულ რეზერვისტს, ეს ძვირფასი და საქართველოში თითქმის უშოვნელი სიკვდილის ხელსაწყო. თან ამ შაშხანას კიდევ უფრო ძვირფასად ის აქცევდა რომ შორსქმედების გასაზრდელად ის თვით მწარმოებელმა გადააკეთა.

ამ კოსტრუქციული ცვლილებების შედეგად, თავისი „ღვიძლი“ ორმოცდათექვსმეტ მილიმეტრიანი „რემინგტონის“ ჭურვების ნაცვლად, „სამი-

Page 40: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 40

ნული-ნული ვინჩესტერ მაგნუმის“ სამოცდაათ მილიმეტრიანი გარშემოღარიანი თითბერის ვაზნებით შეიძლებოდა მისი გატენვა. ამ ვაზნაში ნიკელის გარსაცმიანი, დაახლოებით თერთმეტ ნახევარი გრამი, ანუ, სნაიპერთა ტერმინოლოგიით, ასსამოცდათხუთმეტი გრანი წონის ტყვია იყო ჩასმული.

შაშხანის ლულიდან საათში დაახლოებით სამი ათასი კილომეტრის სიჩქარით მის მიერ გაშვებულმა ამ ტყვიებმა ბევრ მტერს მკვეთრად შეუმოკლა დახასიათება, რითაც ჯოჯოხეთის მიმღები კომისიის წევრებს ძალიან გაუიოლა საქმე. იმედია არ დაუკარგავენ ამაგს როცა მისი დრო მოვა.

გივის გაუკვირდა როგორ მოეფონა გულზე ამ რიცხვებისა და ტერმინების გახსენება. მან გზას გახედა. ისინი ზეთისხილის სანაშენოს უახლოვდებოდნენ და ცოტა ხანში გვირაბების აღმართსაც შეუდგებოდნენ. მართლაც სულ მალე, ზემოთ, დაახლოებით ორ კილომეტრში, ლაპიონებით განათებული ორი ღრმული გამოჩნდა. თითქოს ორთავიანი გველი გაწოლილიყო ბორცვის თავზე და მანქანების ყლაპვით იკლავდა შიმშილს. თუმცა ყლაპვით მხოლოდ მარჯვენა ხახა იყო დაკავებული, ხოლო მარცხენა რას შვებოდა და საერთოდ თუ იყო ხახა, ეს კიდევ საკითხავია.

ამ უბედურ საღამოს გივიმ პირველად ამოისუნთქა შედარებით თავისუფლად. თანაც უცნაური, არაერთგვაროვანი შვება იყო ეს: ჯერ ვითომ გასალაღებელი არაფერი სჭირდა, მეორეს მხრივ კი გაიზრა რომ მისთვის დამთავრდა უმოქმედობის, უსარგებლობისა და უძლურების ხანა. თორემ აქამდე თავს ისე გრძნობდა, როგორც არც ისე გამჭრიახი სტუდენტი მათემატიკის ლექციაზე. როცა ლექტორი უკვე შემდეგი საკითხის ახსნაზე გადადის, ხოლო ეს ჯერ წინაშიც ვერ გარკვეულა.

უძლურად კი აქამდე კიდევ იმიტომ ეჩვენებოდა თავი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო და რაც არ უნდა ეკეთებინა ნათელას, ის მას ვერაფრით ეხმარებოდა, არაფრისმაქნის ჭირისუფლად იყო.

დიდაც არც ახლა უსკდებოდა თავი გარკვეულობით, მაგრამ ერთ რამეზე ნათლად აეხილა თვალი: ახლა მისი ოჯახი რაღაც არაჩვეულებრივისა და გაუგონარის კარიბჭესთან დგას. ეს თავისთავად აყენებს მის ჯალაბს ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ და ცხადია, ასეთი დაინტერესება ყოველთვის კეთილმოსურნე როდია... ამას გულისხმობდა ნათელა „შეიძლება სერიოზულ წინაღობასაც წავაწყდეთო“, რომ თქვა. ჰოდა რაც არ უნდა ეგულისხმა ნათუს ამ „სერიოზულ წინაღობაში“, გივი აუცილებლად მზად იქნება და ბოლო წვეთამდე ყოველ ღონეს იხმარს მის დასაძლევად.

არადა მაშინ, ბენზინგასამართზე, გივის ერთი გაფიქრება ის მოუვიდა თავში, სამეცნიერო-ტექნიკურ მხარეს გულისხმობს ნათუო. მაგრამ ახლა, ანუ ძალიან მალე, შინაგანმა, ადამიანებზე მონადირის ალღომ დააწუნებინა ის იოლი განმარტება, არ დააყაბულა მარტივ ახსნას. მართლაც, რატომ გააფრთხილებდა ნათელა მას კვლევითი სიძნელეების შესახებ? ან გივის ამის რა ესმის, ან რამეთი მშველელი და მომხმარეა, თუ რა?

ჰოდა გივი როგორც იქნა იმასაც მიხვდა, რა ევალება მას: არც არაფერი ახალი, მხოლოდ ის, რაც ყოველთვის კარგად ეხერხებოდა - თავისი ოჯახის მცველობა და მფარველობა.

გივიმ ისევ გზისკენ მიმართა მზერა. მას თვალები დაუვიწროვდა, ხოლო უკვე მზედაკრული სახის ნაკვთები, მათზე აღბეჭდილი სიმკაცრითა და მუქარით, მუხისგან გამოჩორკნილი კერპისას დაემსგავსნენ. თან მათზე ისეთი უგულობა გამოისახა, რომელითაც იგი უკვე საიქიოში გასტუმრებულ მტერს აცილებდა.

როცა ოპტიკური სამიზნის იქამდე მკვეთრი სურათი, შაშხანის უკუცემისგან ჯერ წამით გაიდღაბნებოდა, ხოლო მერე მასში ჩვრის თოჯინასავით არაბუნებრივად აქეთ-იქით კიდურებ მიმოყრილი, სულ ერთ წამის წინ

Page 41: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 41

დიდგულზე მყოფი, ახლა კი ხორცის მალფუჭად გროვად გადაქცეული მომხვდური გამოჩნდებოდა.

თუმცა არც ეს შეურიგებელი გამომეტყველება შერჩენია გივის დიდი ხნით. როგორც კი ისევ სარკისკენ გააპარა თვალი და იქ შოთიკოს მობუზული, დაღლილი და უკვე ძილის ნიშნებიანი სახე დაინახა, წამსვე ჩამოიშორა მეომრის იერი და მშობლიური ზრუნვით განიმსჭვალა. მან ჰაერის უზარმაზრი ულუფა შეისრუტა და მერე ფრუტუნით გამოუშვა.

ამასობაში გვირაბიც გათავდა. ცოტა ხანში მანქანამ სარკინიგზო გადასავლელის ქვეშ გაიარა და სანაპიროზე აღმოჩნდა, სადაც მისმა მგზავრებმა თევზისა და მლაშე წყლის სუნი იგრძნეს.

გივიმ ზღვისკენ გაიხედა. აქ, ბათუმის მისასვლელთან, პატარა უბის წყალი ლაპლაპებდა, რომელსაც ნავსადგურის ყურისაგან ხმელეთის ოდნავ შემოჭრილი ნაკვეთი ჰყოფდა. გემების მოსასვენებლის იქეთ კი, თითქმის ნამდვილი კონცხის მეორე მხარეს, ქალაქის პლაჟი იწყებოდა.

მის დასაწყისს განათებული ბურჯი - ქართული ანბანით განსახიერებული დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას ორმაგი სპირალი აღნიშნავდა. ეს ამხელა უბედურება გივიმ იმის მერეღა დაიმახსოვრა, როცა ნათელას დაახლოებით მილიონჯერ ჰკითხა: „დნმ“ როგორ იშიფრებაო?

სამხრეთისკენ, ჭიშკრის მეორე ბურჯივით, შერატონის განათებული „შუბი“ იდგა. ბურჯებს შორის რედისონის „იალქნი“ და კემპინსკის „ტალღა“აზავებდნენ ბნელ ღამეს.

ამ ორი, მსოფლიოში განთქმული სახელის შუაში მათი მგზავრობის საბოლოო პუნქტი - ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ცათამბრჯენი წამომართულიყო. თვით შენობა შავად და უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, მხოლოდ მის კენწეროს შერჩენოდა რაღაცის ნიშანწყალი - იქ საავიაციო უსაფრთხოების შუქურა ახელდა თავის სისხლისფერ თვალს წამგამოშვებით.

თავი 7პროფესორ ჯეიმს ფიტცმაიერის მანქანა ნელა მიუყვებოდა როსემედის

ბულვარს სამხრეთისაკენ. მალე ლოგდენის ავენიუც გადაეკვეთა და დაახლოებით ას მეტრში, ქუჩის მარჯვენა მხარეს მდგარ მამამისის ორსართულიან, ქვიშისფერი ფილებით მოპირკეთებულ სახლსაც მიადგა.

ბატონმა ფიტცმაიერმა კაფეში კი დაითრგუნა ყოვლისმომცველი იმედგაცრუება, მაგრამ, ამასთან ერთად, თავისი ნამდვილი შესაძლებლობების დანახვა ნამდვილად არ გამხდარა მისთვის იმის მიზეზი რომ საკუთარ კარიერაზე აეღო ხელი. უბრალოდ რეალობასთან შეგუება ისევე ესაჭიროებოდა ახლა და იმნაირადვე უჭირდა, როგორც, მაგალითად, იმ ბიჭუნას, ვარჯიშის დაწყებისას ბეისბოლის ვარსკვლავობაზე რომ ოცნებობს, მაგრამ ერთ ავადსახსენებელ დღეს იაზრებს რომ მის ნატვრას ასრულება არასოდეს უწერია - ასეთი ყმაწვილებიდან ხომ იმდენივეს უმართლებს დიდ სპორტსმენად გახდომა, სპერმატოზოიდთაგან რამდენსაც ადამიანად გადაქცევა.

თუმცა ჯიმიმ იმწამსვე შეახსენა თავს რომ მთლად ასე ყველაფერს აცდენილიც არაა და პირიქითაც, იგი უმაღელესი ლიგის „მოთამაშეა“. იმ ქალის ტოლი ნამდვილად არა, მაგრამ ერთხელ „ჩემპიონობის“ შანსი მას ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს. ძალიან დიდი პროექტის დავალებას აპირებდა მისთვის ბიოლოგიის განყოფილების სამეცნიერო საბჭო, რომლის წევრი ჯიმი თავადაც იყო.

მშობლიური სახლის წინ ორი მანქანა იდგა. ერთი - კუპრივით შავი „დოდჯ-ჩარჯერი“ ჯიმიმ იმწამსვე იცნო. ამ მანქანის დანახვაზე მას სულ ეცინებოდა

Page 42: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 42

გულში - რად უნდა ამ ბერიკაცს ეს „მოიერიშე-გამანადგურებელიო“? მეორე - ვერცხლისფერი „ჰონდა-სივიკი“, ასევე თითქმის ნაცნობად ეჩვენა.

საკუთარი „სუბარუდან“ გადმოსულ ჯიმის სახლში შესვლა არც კი უცდია, შენობას მოუარა და პირდაპირ უკანა ეზოსკენ გაეშურა, იცოდა სადაც იქნებოდნენ დამხვდურები.

მართლაც, მაისის ამ თბილ მაგრამ უკვე მოღრუბლულ საღამოს სტუმარ-მასპინძელი ვერანდაზე, წკნელისგან ნაქსოვ სავარძლებში მსხდომნი დახვდნენ. სამეული ყინულის ნადნობითა და ტკბილი სასმელით განზავებულ „გლენდიფიშს“ წრუპავდა და აქეთურ-იქეთურზე მასლაათით იმატებდა ძვირფასი ალკოჰოლის სმით მიღებულ სიამოვნებას.

ჯიმის მამა, ჰარი ფიტცმაიერი, შვილზე უფრო მაღალი და მხრებგანიერი კაცი იყო, რომელსაც ეს მხრები ასაკმაც ვერ მოუხარა ჯერ. ეგ იყო რომ რაც ცოლი მოუკვდა, ჯიმის და მისი დის - ჯენიფერის დედა, იმის შემდეგ რაღაც ძალიან სწრაფად გაუთეთრდა კვლავაც ხშირი თმა.

მოხუცი მხნედ გრძნობდა თავს, ძველებური გამჭრიახობით უძღვებოდა ავეჯის მაღაზიათა ქსელს და არანაირ მზრუნველობას და მოვლას ითხოვდა კი არა, ნამდვილად ეწყინებოდა შვილებს რომ რამე მსგავსი შეეთავაზებინათ.

ამიტომაც კვირაში ერთჯერზე მეტს არ ნახულობდა ჯიმი მამამისს, უფრო ხშირი სიარული სხვანაირად არ ჩამომართვასო. მერე ამ ვიზიტების ანგარიშებს დას აბარებდა რომელსაც, როგორც თავის ოჯახთან ერთად სხვა ქალაქში - ლოს-ანჯელესში მცხოვრებს, არ ჰქონდა იმის საშუალება რომ ასე ხშირად მოენახულებინა მამა.

ჯიმის, როგორც სავარაუდოდ ახალი სალაპარაკო თემის წყაროს მოსვლა, სამეულმა რაღა თქმა უნდა მოწონებით აღიქვა.

ამ სტუმრებიდან ერთს - მამის ბავშვობის მეგობარს, „დოჯის“ პატრონსა და ამჟამად მერის თანაშემწეს - დუეინ კარაზერსს, ჯიმი დიდი ხანია, უფრო სწორად, მთელი ცხოვრების მანძილზე იცნობდა, რადგან პატარაობიდანვე ახსოვდა იგი. იმ დღიდან, როცა მამამ და მისმა ძმაკაცმა დუეინმა იგი პირველად წაიყვანეს სტადიონზე ბეისბოლის საყურებლად. ამჟამად ბატონ კარაზერსს მართალია ღიპი ჰქონდა მაგრამ მის დანარჩენ აგებულებას იგი ნამდვილად არ შეეფერებოდა - ტანიც აწოწილი ჰქონდა და ღრმადჩამჯდარი, ფოლადისფერ თვალებიანი სახეც დაკუთხული.

მეორე მამაკაცი შედარებით ახალი ნაცნობი იყო - სახელად ჯეიკობ სტაინპრუდერი. ამ ოვალურსახიან, ორმოცდაათამდე წლის მელოტ კაცს უფერული, საშუალო ზომის თვალები ჰქონდა. მის შემხედვარე ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, თითქოს სულ ხუთი წუთით რომ მოგეშორებინა თვალი და მერე ისევ შეგეხედა მისთვის, შეიძლება ვეღარ გეცნო, იმდენად უსახური იერი ჰქონდა ამ სტაინპრუდერს, თუმცა იმასაც ვერ იტყოდი უცხვირპირო ადამიანიაო.

როგორადაც ჯიმის ახსოვდა, ამ ჯეიკობს საავეჯო ფურნიტურის საწარმო აქვს და ამან დააკავშირებდა იგი ჰარი ფიტცმაიერთან.

- როგორაა საქმე, ჯეიმს? - მის დანახვაზე ჩახლეჩილად აროხროხდა დუეინი, - გამოიგონე რამე წამალი ჩემი და აგერ მამაშენის ბერიკაცობის საწინააღმდეგოდ?

პასუხად ჯიმიმ ღიმილით აირბინა ვერანდის სამიოდ საფეხური და იქ მყოფებს რიგრიგობით ჩამოართვა ხელი.

- რა გითხრა, დუეინ, - გაეპასუხა ჯიმი კითხვას იმ განაწესის თანახმად, რომლის მიხედვითაც აქ დამსწრენი მხოლოდ სახელით მიმართავდნენ ერთმანეთს, - მაგ მხრივ მართლა არის ძვრები.

- რაშია საქმე? - ცოცხლად დაინტერესდა დუეინი, - მორჩა ჩემი და ჰარის დაგლახაკება? ისევ გაგვანორჩებ?

Page 43: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 43

სანამ ის ლაპარკობდა ჯიმიმ ჯერ ცარიელი სავარძელი მოიჩოჩა, მერე იქვე, პლასტმასის მაგიდაზე მდგარი ლითონის ქილა გახსნა, იქედან „კოკა“ ჩაასხა ცარიელ ჭიქაში, რომელიც ალბათ ზუსტად მისთვის იყო მომარაგებული და ბოლოს დიდი მინის ლამბაქიდან ტორით აიღო რამდენიც ჩაეტია ყინულის ნატეხი, რომლებიც „კოკა-კოლას“ ჭაში ჩასძირა.

როცა ეს ყველაფერი მოითავა, ჯიმიმ, უკვე მჯდარმა, მწარედ, თუმცა კი უბოროტოდ ჩაიცინა და უფროს კაცს მიუბრუნდა საპასუხოდ:

- ეგ მე აღარ უნდა მკითხოთ, სხვაგან იციან აწი მაგის პასუხი.- რაო, კონკურენტებმა დაგასწრეს? - ისევ განაცივები მეხივით აჭექდა

დუეინი, - ვინ? ევროპელებმა თუ აზიელებმა?- ჯორჯიელებმა, - მოკლედ ამოილაპარაკა ჯიმიმ და თავისი

გამაგრილებელი სასმელი მოსვა.ამგვარმა პასუხმა მისი მსმენელების გულწრფელი დაინტერესება

გამოიწვია. აქამდე ხომ ისინი ამ საუბარს ლაზღანდარობად აღიქვამდნენ. სამეული ყურადღებით მიაჩერდა მეცნიერს და აშკარად უფრო დაწვრილებით ახსნას ელოდა სანამ იგი პირს იგრილებდა. ბოლოს ისევ დუეინმა ვერ მოითმინა:

- მოიცა, მოიცა, სადაა ჯორჯიაში მასეთი რამის მქმნელები? მაგათ საერთოდ თუ იციან რას ნიშნავს სიტყვა „უნივერსიტეტი“? იმას აღარ ვამბობ რომ შენი კალტექი ყველაზე დიდი სამეცნიერო ცენტრია სამხრეთში, არ ვარ სწორი?

- არა, ჩვენზე დიდი ნასა-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაა, - არ დაუკრა მას კვერი ჯიმიმ.

- მერე ისიც ჩვენს ქალაქში არაა? - ჩაერთო საუბარში მამამისი ჰარი.- მართალი ხარ, - ფიცხლად დაუდასტურა ძმაკაცს დუეინმა, - ჰოდა ვიღაც

ჯორჯიელებმა როგორ გაჯობეს? მაგათ ჯაზის გარდა რამე იციან საერთოდ?ჯიმი ზუსტად ასეთ რეაქციას ელოდა, განსაკუთრებით მამისგან და მისი

ძმაკაცისგან, ამიტომ ღიმილი ვეღარ შეიკავა. მხოლოდ სტაინპრუდერი ინარჩუნებდა ჯერჯერობით თითქმის ნეიტრალურ გამომეტყველებას სახეზე.

- რას იცინი, კი მაგრამ? - წარბშეკვრით ჰკითხა მამამისმა, - ამდენი დაფინანსების პატრონებს იმათ, ვის შესახებაც არავის გაუგონია, როგორ გაჯობეს?

- რას ვიცინი და საქმე კიდევ უფრო საკვირველადაა ვიდრე თქვენ გგონიათ, - და სანამ კიდევ რამეს ჰკითხავდნენ უპაუზოდ მიახალა მოხუცებს, - სხვა ჯორჯიაა ეს, ყოფილი რუსების შტატი, ახლა ცალკე სახელმწიფო.

ამ ცნობამ ნამდვილად რომ განაცვიფრა დამსწრე საზოგადოება და ცოტა ხნით ლაპარაკის უნარიც კი დაუკარგა - სიახლეს გააზრება ესაჭიროებოდა. ბოლოს ისევ დუეინ კარაზერსი, მერის თანაშემწე ალაპარაკდა:

- ჰო-ო, - გაწელა მან, - მართლა გასაკვირია. ამ სიტყვების მერე სიჩუმე ჩამოვრდა ჰარი ფიტცმაიერის სახლის

ვერანდაზე. იმწამსვე მკაფიოდ მოისმა ეზოს ბუჩქებში მობინადრე მწერების ჭრიჭინი, რომელმაც დუმილი კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოაჩინა. პირველმა ისევ დუენმა ამოიღო ხმა:

- ჰოდა რაო, ასეთი რა ქნეს მაგ ახალ ჯორჯიაში? ან როგორ ქნეს, ვინ ქნა?ჯიმიმ თავი შეაქანა, თითქოს აბლაბუდა მოედო სხვენის დათვალიერებისას

და უნდა ჩამოიცილოსო. მან ცალყბა ღიმილით დაიწყო:- როგორც დამისვი იმ თანმიმდევრობით არა, მაგრამ მაინც გაგცემ

პასუხებს შენს კითხვებზე, დუეინ.- ხო, მართლა საინტერესოა, - ჰარიც ჩაერთო საუბარში და იმხელა ყლუპი

მოაკლო თავის ჭიქას, ლამის დაცალა იგი.

Page 44: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 44

მეცნიერმა თავი დაუქნია მამამისს და გაკვირვებაც იგრძნო, როცა მიხვდა ჯერ ისევ როგორ აღელვებს ის, რის თქმასაც ახლა აპირებს. ამავდროულად რაღაც ხინჯიც შეერჭო გონებაში - თითქოს ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. მაგრამ კერძოდ რა, სწავლულმა ასე დაუყოვნებლივ ვერ მოისაზრა. ამიტომ იძულებული გახდა ლაპარაკი განეგრძნო, სანამ მის უფროს თანამეინახეებს მოთმინება დაჰკარგვოდათ:

- ყველაზე უცნაური რა არის იცით? მაგ ახალ ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცოდნის დანეგვა უნდათ და ამიტომ ჩვენგან და ჩვენი რჩევების მიხედვით რამდენიმე უახლესი დანადგარი იყიდეს. ცხადია თავის მიღწევებსაც პირველად ჩვენ გვატყობინებენ, ჩვენთან აჯერებენ და თუ სჭირდებათ, რჩევებსაც გვთხოვენ.

- მერედა რა უცნაურობა ეგაა? - დაეჭვდა მერის თანაშემწე რომელიც საჯარო მოხელეთა წესით ლაპარაკში პირველობას არავის უთმობდა.

- რა და იმ ქალაქს, სადაც ახალი უნივერსიტეტი ფუძნდება, ბათუმი, ჰქვია. სხვათაშორის ზუსტად ჩვენი პასადინას ტოლაა ფართობითაც და მოსახლეობითაც.

- მერე? - ამჯერად მამამისი გაკვირდა.- საქმე იმაშია, - უფროსების მოთმინება შეიწყალა ჯიმიმ, - ეს რომ ამ ახალ

უნივერში და ჩვენს დანადგარებზე გაეკეთებინათ კიდევ ჰო. მაგრამ არა, სხვაგან, თავისი დედაქალაქის შედარებით უფრო ძველ და თითქმის მოუწყობელ ლაბორატორიებში განახორციელეს! - სწავლულმა მოლოდინით გადახედა ჭარმაგ ხალხს - რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა სიტყვებმაო.

მალევე გაარკვია რომ არანაირი. ისინი კვლავინდებურად გაურკვევლობით სავსე მზერებით უყურებდნენ.

ბოლო ისევ ჰარი ფიტცმაიერმა დაარღვია სიჩუმე:- კი მაგრამ ვინ არიან, რა ხალხი ცხოვრობს მაქაურ ჯორჯიაში? ჯიმიმ ხელები გაშალა და არც თუ დარწმუნებით უპასუხა მამამისს:- რა გითხრა... პირადად მე იქაურს არავის შევხვედრივარ, მაგრამ ნაცნობი

მყავს, უფრო სწორად კოლეგა, ნობი გრივსი, ინგლისელი. მანჩესტერის უნივერსიტეტში მუშაობს და ხშირი მიმოწერა გვაქვს. ძირითადად რა თქმა უნდა საქმიანი, მაგრამ ხანდახან სხვა რამეებზეც ვლაპარაკობთ. ჰოდა იქედან ვიცი რომ მოგზაურობის მოყვარულია.

- ა-ა, იმის თქმა გინდა, რუსების ჯორჯიაშიცაა ნამყოფიო? - მას ისევ ჰარი ჩაერია ლაპარაკში.

- ჰო. დღეს რომ ველაპარაკებოდი, შენი არ იყოს ვკითხე ვინაა ეგ ჯორჯიელები თქო? - განმარტა ჯიმიმ, - ინგლისელმა ამის პასუხად გაიცინა და ასე სიცილ-სიცილით მითხრა: ეგ ხალხი თავის თავს პატარა მაგრამ ძალიან გაგებულ ერად თვლისო.

წამიერი სიჩუმის შემდეგ დუეინმა გამოთქვა საერთო კითხვა:- ეს რას ნიშნავს?- არ, ვიცი, - მხრების აიჩეჩა ჯიმიმ, - ნობის მეტი არაფერი უთქვამს და მეც

აღარ ჩავეძიე, ბოლოს და ბოლოს რა მნიშვნელობა აქვს?- მოიცა, - ჰარიმ ჩაიგდო საუბრის ინიციატივა ხელთ და მოსვა რა თავისი

ჭიქიდან მორიგი ყლუპი, შვილს მიუბრუნდა, - რას აწარმოებენ მაგ ქვეყანაში?- მაგ ქვეყანაში, - უპასუხა მამამისს ჯიმიმ, - როგორც ინტერნეტიდან

მივხვდი, არაფერს აწარმოებენ. ყიდვით მხოლოდ სოფლის მოსავალს ჰყიდიან, მგონი.

- ჰო-ო, - მცირე პაუზის შემდეგ წააგრძელა დუეინმა, - აბა როგორ გაჩნდა მაგნაირ ქვეყანაში ასეთი სპეციალისტი?

Page 45: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 45

ჯიმი არც ისე დიდი ხნით ჩააფიქრა ამ კითხვამ, აკი მან უკვე დაუსვა იგი საკუთარ თავს და პასუხიც გასცა მას. ამჯერად კი მხოლოდ იმ პასუხის სწორი ფორმა ესაჭიროებოდა, ისეთი, მის ახლანდელ მსმენელთ რომ მიესადაგებოდა.

- მასეთი სპეციალისტები, მხედველობაში მაქვს ბიოლოგიის ოსტატები, მაგ ქვეყანაში ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ იყვნენ, - გაიცინა ჯიმიმ და როცა თავისი მსმენელების დაბნეულ სახეები დაინახა, საერთოდაც ხარხარი აუვარდა.

- რა სამი ათასი წლის წინ, გვამასხარავებ? - წარბები შეიკრა დუეინმა.- რას ჰქვია გამასხარავებთ, - იუკადრისა მეცნიერმა თუმცა კი სიცილს

ძლივს იკავებდა, - იმ დროს მაგ ქვეყანაში შეეძლოთ ცხოველის კბილები ადამიანად გადაეკეთებინად! აი, ამას ჰქვია გენური ინჟინერია!

უფროსმა ხალხმა კიდევ უფრო დაბნეულად გადახედა ერთმანეთს და მოკლე სიჩუმის შემდეგ ლაპარაკის ინიციატივა კვლავ პოლიტიკასთან ყველაზე ახლოს მყოფმა პირმა ჩაიგდო ხელთ:

- ამ კაცს მგონი საბოლოოდ გამოულაყა ტვინი მეცნიერებამ და შენ, - მიმართა მან ჰარის, - როგორც მამამ და მშობელმა, უნდა მიხედო თავის შვილს სანამ დროა, ხომ გესმის რას ლაპარაკობს: კბილებიდან ადამიანები გამოჰყავდათო, ცუდადაა საქმე! გაგვარკვიე ახლა რას ამბობ თორემ გამოვიძახე სასწრაფო! - გადამეტებული შეწუხებით მიუბრუნდა იგი ისევ ჯიმის.

- რას და, - როგორც იქნა ხითხითის ნარჩენები მოიშორა სწავლულმა, - იყო მოგზაური სახელად იასონი. ერთხელაც მიადგა იგი მაგ ჯორჯიას, რომელსაც მაშინ კოლხეთად იწოდებოდა და მოინდომა მაგ სამეფოს მთავარი განძის წართმევა. ადგილობრივმა პრეზიდენტმა კი, ჰე-ჰე, ისეთი კბილები შეაჩეჩა, რომლებიც მიწაში ჩარგვის შემდეგ ჯარისკაცებად გარდაისახნენ და კინაღამ ბოლო მოუღეს ამ შენს იასონს. ამაზე მეტი ბიოლოგია რაღა გინდათ?

- ჰოო, - ნირწამხდარად გაიღიმა აუდიტორიამ, ხოლო ჰარიმ დააზუსტა, - აა, იმ ძველბერძნული მითში რომ კოლხეთია, ისაა ეს ჯორჯია ახლა? მაშინ ყველაფერი გასაგებია და მართლა აღარაა გასკვირი მათი ასეთი სწავლულობა... თუ როგორც ჰქვია, - ამ სიტყვებით მან ჯერ ცალყბად გაიღიმა, მერე ხელები გაშალა და ბოლოს ერთი მათგანით თავის ჭიქას დასწვდა.

მისგან განსხვავებით დუენი მართლა დააფიქრა ამ მითის ხსენებამ, თუმცა მანაც მალევე ამოყვინთა თავის აზრებიდან და ისევ დაიბრუნა საქმიანი ტონი:

- ვინაა? სამეცნიერო წრეებში განთქმული ხალხია თუ ერთი კაცია და ისიც დღემდე უცნობი?

- ჯგუფი არაა, ქალია, - ამცნო მას ჯიმიმ და სულ ერთწამიანი პაუზის შემდეგ დაამატა, - პირადული ინფორმაციაც ვიცით: ახალგზრდაა, ოცდაათი შეასრულა სულ ახლახანს, ქმარი და ტყუპი გოგო-ბიჭი ჰყავს.

- ბიჭოს, რამდენი მოუსწრია, ყოჩაღ! - გულწრფელად აღფრთოვანდა მამამისი, - ჰოდა მართლა ასე გადმოგილაგათ ყველაფერი?

- ჯერ ერთი, - ღიმილით დაიწყო ჯიმიმ, - მას თავისი შედეგები არ გამოუქვეყნებია სარეკლამო განცხადებების გაზეთში. მეორეც, შეგვატყობინა რა, ბაზრობის თაღლითები ვართ რომ სხვისი ქონება მივითვისოთ? და მესამეც.

სანამ ამ პუნქტის შინაარს გააცნობდა მსმენელებს, ჯიმიმ თავის ქნევით და ირონიული ღიმილით გადახედა მათ:

- ასეთი რამის შემოქმედი ადამიანები არ არიან მიამიტნი და გულუბრყვილონი. ჩვენ გადმოგვეცა ექსპერიმენტის საწყისი პირობები და საბოლოო შედეგები რაც თავისთავად ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მტკიცებულების გარეშე არაფერს ნიშნავს. ხოლო თუ როგორ მიიღო ისინი, ამის შესახებ იმ ადამიანმა დიდი ბოდიშით განგვიმარტა რომ წესიერად ჯერ არა აქვს დალაგებული მონაცემები და დანარჩენს მერე მოგვაწვდის, როცა სისტემატურ იერს შესძენს თავის კვლევას.

Page 46: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 46

- ჰა-ჰა, - თავისი, ცივი სასმელების მოყვარულთათვის დამახასისთებელი ხახანა ხმით გადაიხარხარა დუეინმა, - მართლა ჭკვიანი გოგო ყოფილა! და ეტყობა მართლა დიდი ამბავიც დაუთენებია რადგან ასე აფორიქებული ხარ, ჰა?

- დიახ, ნამდვილად დიდი ამბავი. და უფრო დიდი იმითაც, რომ, ჰმ, მაპატიოს იმ ხალხმა, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მეცნიერების თვალსაზრისით მართლაც რომ მიყრუებულ პროვინციაში მოხდა, - თავის ქნევით აჩვენა დასტური ჯიმიმ დუეინს.

- კი მაგრამ რატომ მიყრუებული, განა რუსები ჩამორჩენილნი იყვნენ მეცნიერებაში? - გაიკვირვა მამამისმა, - ეგენი არ იყო კოსმოსში ასვლა რომ მოგვასწრეს?

- რუსები კი იყვნენ განვითარებულნი, მაგრამ ძირითადად საკუთარ ტერიტორიაზე ჰქონდათ თავმოყრილი ნამდვილი ტექნოლოგიები, თავის პროვინციებს მაინცდამაინც არ უზიარებდნენ უახლეს ტექნოლოგიებს, საიდუმლოდ ინახავდნენ, - განმარტა ჯიმიმ.

- ჰოო? - ისევ გაუკვირდა ჰარის, - ესე იგი ჩვენსავით არ იყვნენ, თითქმის ყველა შტატში, გარდა ალბათ არკანზასისა, ჰე-ჰე, რომ გვაქვს ეს სამეცნიერო დაწესებულებები მიმოფანტული?

- არა, - უარყოფის მანიშნებელი სიტყვის მეშვეობით გამოთქვა თანხმობა ჯიმიმ, - რუსებისთვის მათი პროვინციების მოსახლეობა უცხო ტომი იყო ყოველთვის, კოლონია. ყოველ შემთხვევაში, მე ინეტი მოვქექე და არსად შემხვედრია რომ მაგ რუსული ჯორჯიის წარმომადგენელს მეცნიერების რომელიმე დარგში მართლა რაიმე მნიშვნელოვანი შეექმნას. სპეციალისტების დონეზე კი, რაღაცას შვებოდნენ, მაგრამ რაიმე გლობლურზე ან თუნდაც ნობელის დონეზე იქ არავინ ასულა.

- ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხანია გველაპარაკები, - როგორც იქნა ხმა ამოიღო ჯეიკობ სტაინპრუდერმაც, - და მე ჯერაც ვერ გამიგია, რა ქნა მაგ მეცნიერმა ქალმა ასეთი?

ჯიმიმ თავის შექანებით ჩაიცინა, მერე ჯერ ყინულიანი „კოკის“ მორიგი ულუფა გაიმზადა და იმის ცდისას, ჭიქაში მყოფი აისბერგები როდის გააცივებდნენ ტკბილი სასმელის ზღვას, ჯეიკობს მიუბრუნდა:

- მაგ ქალბატონმა, როგორც სჩანს, მარტივად რომ ვთქვათ, უსულოს გაცოცხლება მოახერხა. „როგორც სჩანსო“ იმიტომ ვამბობ, სანამ ეს პროცესი სხვა ლაბორატორიაში განმეორებადი არ გახდება, იგი არ ჩაითვლება სამეცნიერო ფაქტად.

- ოჰო, - თვალები გადმოკარკლა ჰარიმ, - მკვდრის გაცოცხლება? ეს იგი აქედან მოყოლებული არავინ წავა საიქიოში? ბიჭოს, მერე სად დაეტევა ამდენი ხალხი? უწინ ვინც მოკვდა იმათაც გააცოცხლებენ?

- მოიცა, მოიცა, - ხელები ასწია ჯიმიმ, - მიწიდან არავის ამოიღებენ. არც მკვდრებს გააცოცხლებენ, ჯერჯერობით. იმ სწავლულის განცხადებით, დადგენილია მხოლოდ პროცესი...

- კარგი, კარგი, შვილო, - მოუთმენლად გააწვეტინა ჯიმის მამამისმა, - „პროცესიო“ და მსგავს სიტყვებს ნუ გვესვრი ახლა, მაგაზე ტვინის საჭყლეტად თავმოყრილნი არ ვართ აქ. ჯობია ის გვითხარი, რა ასეთი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მაგ აღმოჩენას, რაში უნდა გამოიყენოს კაცმა? რა შემოსავლის მომცემია?

პასუხად მეცნიერმა მშობელს ჯერ დაბნეული მზერა მიპყრო, მერე მხიარულად ჩაიცინა და მცირე პაუზის შემდეგ, რომლის განმავლობაში თავის ახალ ულუფას უკვე გაგრილებული ნაწილი მოაკლო, სულ სხვა, წყნარი ტონით ალაპარაკდა:

Page 47: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 47

- რაში და თუ ადამიანმა მართლა გაიგო როგორ წარმოიქმნება სიცოცხლე, მაშინ იმასაც ხომ მიხვდება როგორ ქრება იგი, ანუ რა ამცირებს ორგანიზმში სიცოცხლის უნარს, რა იწვევს მის სიკვდილს.

- ფიუუ, - დაუსტვინა დუეინმა, - ეს მართლა რა მომხდარა ხედავთ? რა ჰქვია მაგ ქალს?

- ქალის სახელს არაუშავს - ნათელა, მაგრამ გვარი საკმაოდ ძნელი აქვს: მთველიდზე თუ თუ მთვალაიდზე.

- მთლ, მვვ, მთვ, ნეტა რატომ უყვართ ამ უცხოელებს მიჯრილად ას-ასი თანხმოვნის წარმოთქმა, ენას ავარჯიშებენ? რისთვის კი მაგრამ? - ორაზრონად ახითხითდა ჰარი.

- კი მაგრამ ნუთუ მართლა ასეთი ახალი ამბავია ეს? - იკითხა ისევ სტაინპრუდერმა და თავისი წვრილი ტუჩებით უნდო ღიმილი განასახიერა, - მე წამიკითხავს რომ მეცნიერებს რაღაც ღერძული თუ ღეროვანი უჯრედებით ადამიანის გაახალგაზრდავება შეუძლიათ უკვე რამდენი ხანია და ახალი, ჯანმრთელი ორგანოების გამოზრდაც.

მისკენ თავმიბრუნებულმა ჯიმიმ ერთი კი შეხედა მეფურნიტურეს გაკვირვებით, მერე სათვალე გაისწორა და ალაპარაკდა:

- ღეროვანი უჯრედები ნამდვილად არაა ახალი ხილი, - ღიმილით დაიწყო მან, - ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის აღმოჩენას ნამდვილად ვერ დაარქმევ გაუგონარს.

სწავლულმა კიდევ ერთხელ გაისწორა სათვალე და თანამეინახეებს გადახედა, თუ აინტერესებთ რასაც ვუყვებიო. ყველანი ყურდღებით უსმენდნენ თუმცა დუეინმა ერთი კი გადახედა ჯეიკობ სტაინპრუდერს უცნაურად. ჯიმიმ შეამჩნია ეს მზერა მაგრამ არც რაიმე მნიშვნელობა მიაგო და განაგრძნო:

- მაგრამ ეგ სულ სხვა ამბავია... მთლად უხეშად რომ ვთქვა, ღეროვანი უჯრედი წამლის ერთ-ერთი სახეობაა და სიცოცხლის შექმნასთან არანაირ კავშირშია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტი თუ მკურნალობის ხერხი.

ჰარიმ კეფა მოიფხანა და განწირული კაცის ღიმილით შესთავაზა შვილს:- ჯიმი, საბოლოო რამე გვითხარი, თორემ მაგის ლაპარაკი ჩვენთვის

ტყუილად დროის კარგვაა, მასეთ წვრილმანებში, ყოველ შემთხვევაში მე, ნამდვილად ვერ გამოგყვები.

სანამ ჯიმი რამეს იტყოდა დუეინმა დაასწრო მას:- ჯეიკ, შენ რამდენი რამე გცოდნია, ჰა? ღერძული თუ რა თქვი, ღეროვანი

კოლოფიო, ბერიკაცების ისევ ჯეილებად გადაქცევაო... იქნება დაანებო მაგ საკეტების და სახელურების ქლიბვას თავი და ჯიმისთან წახვიდე სამუშაოდ? ა-ჰა-ჰა!

ამის გამგონე სტაინპრუდერი წამით შეცბა მაგრამ მყისვე თვითონაც აჰყვა მერის თანაშემწეს სიცილში. მისი შეცბუნება ჯიმის არ გამოეპარა და მან როგორც იქნა მოისაზრა რა იყო ის ხიწვი, რომელიც მან ამ საუბრის დასაწყისშივე შეიგრძნო თავის გონებაში.

ჯიმის მამამისთან დასამალი, ცხადია, არაფერი ჰქონდა, ისევე როგორც ფაქტიურ ბიძა დუეინთან. პირიქით, მათთან საუბარი, როცა იგი რთული პრობლემის არსს ჰყვებოდა რომლის ინჩი-ბინჩიც არ ესმოდათ მოხუცებს, თავად ჯიმის ეხმარებოდა მოვლენის უფრო ნათლად დანახვაში.

მაგრამ ამასთან ერთად მას, სამსახურებრივი განაწესის თანახმად, სიტყვაძუნწობაც მართებდა და საქმის დეტალებს, მიუხედავად ახლობლებისადმი სრული ნდობისა, არასდროს ამხელდა.

ჯერ ერთი, დღეს მის სპეციალობას უფრო დამანგრეველი პოტენციალი გააჩნია ვიდრე თერმობირთვულ ბომბს. თითქმის დადასტურებულია რომ ბიოლოგებს ძალუძთ შექმნან ვირუსის შტამი, რომელიც გარანტირებულად

Page 48: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 48

ამოჟუჟავს მთელს კაცობრიობას ორ-სამ თვეში, მიუხედავად იმისა თუ რამდენად მკაცრი იქნება კარანტინი.

მეორეც, ახლა, როცა გენური ინჟინერიის მეშვეობით ათნიშნა თანხების კეთებაა შესაძლებელი მოკლე დროში, ამ სფეროს ისე მოედო სამრეწველო შპიონაჟი, როგორც არასდროს მანამდე. თვით ატომური იარაღის შექმნისას არ ყოფილა ამდენი ალიაქოთი. ხოლო რადგან ჯიმი ზუსტად მთელი ამ უძვირფასესი და უკიდურესად საშიში ტექნოლოგიის წინა ხაზზე იღწვოდა, მას განსაკუთრებით მართებდა ენაზე კბილის დაჭერა.

მაგრამ დღევანდელი დღე ხომ ძალიან დიდზე გაშორდა ჩვეულ ცხოვრებას. რაც იმ ჯორჯიაში ქნეს, ან ამტკიცებენ რომ ქნეს, იმხელა გარღვევის ალბათობა მას თითქმის ნულის ტოლად მიაჩნდა. მხოლოდ სადღაც გულის შორეულ კუნჭულში იტოვებდა უმცირეს იმედს - ვინ იცის, ჯეკპოტმა ჩემსკენაც გადმოიხედოსო. ხოლო როცა სინამდვილემ პირისპირ დააყენა იმ ფაქტთან რომ მისი საოცნებო მწვერვალი სხვამ დაიპყრო, ამით გამოწვეულმა მართლა რომ მთელი დღე-ღამის მღელვარებამ, მომხდარის გააზრებამ და თავის კარიერაზე დარდმა, შეასუსტეს მისი ყურადღება და თვითკონტროლი.

ელდანაცემმა ჯიმიმ მოისაზრა რომ მთელმა ამ შინაგანმა არეულობამ მას საკმაოდ დიდი შეცდომა დააშვებინა! პრაქტიკულად უცნობი ადამიანის წინაშე გაამხელინა მისი ლაბორატორიის მიერ საგანგებოდ დაცული არხით მიღებული ინფორმაცია. მეცნიერმა იგრძნო როგორ დაასხა ცივმა ოფლმა, რომელსაც დღევანდელ დახუთულ დღეს ნამდვილად ვერ დააბრალებდა.

ამის მერე იგი მთელი ძალით შეეცადა ხუმრობებითა და დაცინვით იმ ჯორჯიელი მეცნიერის პროვინციალობაც წარმოეჩინა და მისი კვალიფიკაციაც ეჭვქვეშ მოექცია. საერთოდაც უდარდელი და ლაზღანდარული კილოთი წარმართა დანარჩენი საუბარი, რომელიც მალევე გადაიტანა ბიოლოგიისაგან შორეულ თემებზე. თუმცაღა, ეს დაუდევრობის ლაქა მაინც ვერ მოიშორა და უსიამოვნო ოხშივრად გაიყოლა სახლში მიმავალი მეცნიერის გონებამ.

თავი 8როცა სასწრაფოს წინამძღვრობით მანქანები უნივერსიტეტის ცათამბრჯენს

მიადგნენ, იქ, ცენტრალური შესასვლელის ზედა მოედანზე, შენობის სიღრმიდან მომავალი ბუნდოვანი სინათლით გამოკვეთილი ორი ადამიანი დახვდათ. სხვა კარები გივიმ ვერ შენიშნა და იმისთვის გაემზადა რომ ახლა საკაცეს რაც შეიძლება სწრაფად აარბენინებდა ფართო კიბის საფეხურებზე.

„ნუთუ ასე მალე მოვიდნენ ნათელას დაძახილზე?- გუნებაში გაუკვირდა მას, - თუმცა აბა აქ მეტი ვინ უნდა იყოს?“ - უმალვე გაფანტა საკუთარი ეჭვი.

ნათელამ შენობისკენ უკანა მხრით მიმდგარი რეანიმობილის კარები გამოაღო და გრანიტის პრიალა ფილებით მოპირკეთებულ ტროტუარზე ჩამოხტა. იმავე წამს ის ორი ადამიანიც დაეშვა კიბეზე.

- მამი, - მიუბრუნდა გივი შოთას, - წავედი ახლა მე, დედიკოს მივეხმარები. - შენ როდის მოხვალ? - ნამძინარევი ხმით ჰკითხა ბავშვმა.- არ ვიცი შვილო, - გივიმ ერთი მოუთმენელი მზერა სასწრაფოს

მანქანასთან წამოწყებულ ფუსფუსს შეავლო, - თუ გეძინება დაიძინე, კარები ჩაიკეტე და არავის გაუღო, კაი? საჭმელი, ე-ე, მერე ვჭამოთ, ჰა?

- ხო, ახლა არ მინდა, - არც თუ ისე დაბეჯითებით დაეთანხმა შოთა, - ახლა თინას და დედას მიეხმარე.

კაცმა ყურადღებით შეხედა ბავშვს, ამოიოხრა და მანქანა გამოაღო.- აბა ჰე! - ხმადაბალი მაგრამ მაინც გამამხნებვებელი შეძახილით

გამოემშვიდობა იგი შვილს და კარი მიხურა.

Page 49: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 49

სალონიდან გამოსულს იმწამსვე ბულვარის ხმაური დაატყდა. შადრევნის, აუარება კაფესა თუ ატრაქციონის აუდიოსისტემები საგულდაგულოდ ეხმარებოდნენ ერთმანეთს იმაში რომ თითოეული მათგანის მუსიკა საერთო ღრიანცელად გადაქცეულიყო.

გივიმ ცათამბრჯენის სიახლოვეს, პალმების ჩრდილში მოსეირნე დამსვენებლებიც დალანდა. ბულვარის მთავარ, გაჩახჩახებულ ხეივანს გამოცილებულთ, მათ თითქოს სიცოცხლის ნათელი უკან მოეტოვებინათ და აჩრდილთა სამყაროში გადმოენაცვლათ სამუდამოდ... ჰმ, გადმოენაცვლათ? სამუდამოდ?

„ეს რა აზრები მომდის თავში?" - მწარედ ჩაეცინა კაცს.ამასობაში იგი რეანიმობილს მიადგა. აქ მაღალი, ბორბლებიანი საკაცე

დახვდა რომელიც ნამდვილად ვერ მიამსგავსა იმას, რომელზეც ადრე თინა ესვე... იწვა. მან თვალის დახამხამებაში მოისაზრა რომ ეს ურიკა უნივერსიტეტის მუშაკებმა წინდახედულად მოიმარაგეს.

„ჰო-ო, აბა რისი მეცნიერები იქნებოდნენ მოვლენების განჭვრეტა რომ არ შეეძლოთ?“ - თავს შეახსენა გივიმ.

როცა იგი საკაცეს მიუახლოვდა, სწავლულები მას უსიტყვო შეკითხვით მიაჩერდნენ. ნათელამ საქმიანად, უცერემონიოდ განმარტა:

- გენო, ალექსანდრე, ეს ჩემი ქმარია - გივი.მამაკაცებმაც უხმოდ, სერიოზული სახეებით დაუკრეს თავები ერთმანეთს.

გენო დაახლოებით ორმოცი წლისა იქნებოდა, გამხდარი, სქელლინზიანი სათვალით პირხმელ, წაწვეტილნიკაპიან სახეზე. არც მის კოლეგა ალექსანდრეს ეთქმოდა დაბალი, უფრო საშუალო სიმაღლის ჩასკვნილი, ორმოცდაათამდე წლის კაცი იყო, ფართე სახით, რომელზეცდაც მისი დიდი თვალები და თითქმის ცხვირის ნესტოებიდან დაწყებული ულვაშები გამოირჩეოდნენ.

წარდგინების შემდეგ ყველამ ერთმანეთს გადახედა, თითქოს კითხულობდნენ, ვინ ითავებს შემდგომი მოვლენების წარმართვასო. ნათელას სხარტმა გონებამ ყველას დაასწრო:

- მოდი მე ისევ ავძვრები და თინას მოგაწოდებ, - შესთავაზა მან ქმარს.- ჯობია მე ავალ, - არ დაეთანხმა ქმარი, - იქედან მოწოდება უფრო ძნელია,

- თქვა თუ არა ეს სიტყვები, მან ფეხი ასწია და რადგან სიმაღლეც ხელს უწყობდა, ერთი ნაბიჯით ავიდა ძარაში.

გივიმ საკაცეს დახედა. იქ, სუდარა დაუფარებელი, როგორც ეს ავადმყოფს და არა მიცვალებულს შეეფერება, თვალდახუჭული თინა იწვა. მამამისმა მხრებში და მუხლებში ამოუდო ხელები შვილს და საკაციდან ასწია. გივის უთვალავჯერ ჰყავდა თავისი გოგო ხელში დანაკავები მაგრამ ახლანდელმა შეხებამ ჩვეული საამო სითბო კი არ ჩაუღვარა ტანში, არამედ თითქოს შხამით გაუვსო ვენები. თინას მოქნილი, თბილი და ნაზი სხეული ამჟამად ბამბისგან დამზადებულ თოჯინასავით დარბილებულიყო. გივი იძულებული გახდა ერთი ხელი ბავშვის ხერხემლის გაყოლებითაც მოებრუნებინა, რომ მისი სხეული ქაღალდის ფურცელივით არ ჩაჰკეცოდა ხელებში.

უბედურმა მამამ იგრძნო კვლავ როგორ შეტორტმანდა სინამდვილე და როგორ შეეზავა იგი პარალელურ სამყაროს, სადაც ასეთი გაუგებარი მოვლენის - თინას სიკვდილი შესახებ, არავინ იცოდა რამე.

- გივი, - მოესმა თითქმის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვა.კაცი უმალვე გმოერკვა თავისი ზმანებისგან და ისევ ამ, ჩვეულ, სიმწრით

გაჯერებულ სინამდვილეს დაუბრუნდა. ბავშვის გამოსართმევად ხელგაწვდილ ნათელას მისთვის ტკივილითა და სიბრალულით სავსე მზერა მიეპყრო.

გივი დაიხარა და გოგონას სხეული დედამისს ჩაუდო მკლავებში. კაცმა დაინახა, საზარელი ამანათის გამორთმევისთანავე როგორ დაეღმიჭა ქალს სახე

Page 50: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 50

გაუსაძლისი ტკივილისაგან, თითქოს ზურგში დანა ჩაარტყეს და გული შუაზე გაუპესო.

მაგრამ ურთულესმა, ანდა შეიძლება საერთოდაც გადაუწყვეტელმა ამოცანამ, რომლიც ახლა მის გონებაში გამეფებულიყო, გადაალახვინა ნათელას წამიერი უკანდახევა და ისევ მოაკრებინა ნებიყოფა. მას სულ რაღაც თვალის დახამხამება დასჭირდა იმისთვის რომ გლოვა და ზარი ისევ გულის სიღრმეში ჩაემარხა და კვლავინდებურად იმ ნებისყოფიან და შემოქმედებით ადამიანად გადაქცეულიყო, რომელიც ყოველთვის შეუპოვრად და შედეგიანად მიიწევს მიზნისკენ.

ნათელამ ბავშვის ცხედარი საკაცეზე დაა...წვინა და ძარიდან ჩამომხტარი გივიც უმალ მის გვერდით აღმოჩნდა. კაცმა მალევე აღმოაჩინა რომ ამ სასწავლო-საკვლევ დაწესებულებას სხვა შესასავლელიც ჰქონია. ფართე კიბისაგან ხელმარცხნივ, დაახლოებით ათიოდე მეტრში, კიდევ ერთი, გაცილებით ვიწრო კიბე აღმოჩნდა რომლის საფეხურები მთავარისგან განსხვავებით ზემოთ კი არა, ქვემოთ - სარდაფისკენ მიემართებოდნენ.

როცა საკაცე ამ კიბის თავს მიუახლოდა, გივიმ, როგორც მშენებელმა, თავისდაუნებურად აღნიშნა არქიტექტორის შეცდომა: ამხელა ნაგებობას, სადაც უახლესი სამეცნიერო კვლევები ტარდება, არ შეიძლება რომ მძიმე ხელსაწყო-დანადგარები არ დასჭირვებოდა. ხოლო მათი კიბეზე ჩატანა ნამდვილად ზედმეტი, რომ არ ვთქვათ სულელური წვალება იქნებოდა. ამისთვის აქ ერთი პანდუსი მაინც უნდა გაეთვალისწინებინათ.

„იქნებ უკანა მხრიდან აქვს?“ - გაუელვა მას, თუმცა ეს ვარაუდი ხელადვე მოიშორა როცა გაახსენდა რომ გუშინდელი აქ სეირნობისას მან ცათმბრჯენის უკანა მხარეს მხოლოდ ტრანსფორმატორებისა და ავარიული გენერატორების კონტეინერები ნახა. იმიტომაც დაეჭვდა მაშინ - საერთოდ თუ აქვს ამ ნაგებობას კიდევ ერთი შესასავლელიო? თან რა იცოდა თუ ასე მალე დასჭირდებოდა ეს შენობა?

კიბეზე საკაცის ბორბლებს ვერაფერში გამოიყენებდნენ, ამიტომ გივიმ მარტო მოეჭიდა ორივე უკანა სხელურს და მოლოდინით შეხედა ნათელას კოლეგებს.

ისინიც ორივე მხრიდან ჩაეჭიდნენ თავიანთ სახელურებს და ის იყო თინას სხეულიანი საკაცე კიბეზე უნდა დაშვებულიყო, რომ გივის რაღაც გაახსენდა. მან საკაცეს ხელი უშვა და იქვე უხმოდ მდგარ მედიცინის მუშაკებს, რომლებიც თურმე აქამდე უჩუმრად მოჰვებოდნენ პროცესიას, მიუბრუნდა. სანამ გივი ლაპარაკს დაიწყებდა, მას ექიმმა დაასწრო:

- გისურვებთ, - დაიწყო ქალმა მაგრამ როგორც დაუყოვნებლივ გამოირკვა, მან არც კი იცოდა რა უნდა ესურვებინა ასეთ ვითარებაში მშობლისთვის. ხანმოკლე უხერხული პაუზის შემდეგ, რომლის განმავლობაში მან ეტყობა საბოლოოდ დაკარგა რაიმეს მოფიქრების იმედი, ექიმმა უსუსურად მიაფუჩეჩა სათქმელი, - იმედია დროზე მოვედით, ისე, როგორც თქვენს მეუღლეს უნდოდა... ჩვენ აღარ გჭირდებით და წავალთ ალბათ.

- ჰო წაბრძანდით, რაღა გაგაჩეროთ, ისეც რამდენი სიკეთე გვიქენით, - მადლიერებით უპასუხა გივიმ.

- ოჰ, რა სიკეთე... - დაიწყო ექიმმა მაგრამ ისევ ვერ მოაბა რა თავი სათქმელს, სწრაფადვე დაეთანხმა თანამოსაუბრეს, - მაშ კარგი, წავედით.

მისგან განსხვავებით მძღოლს მეტი სათქმელი აღმოაჩნდა:- ჩვენ წავედით და გისურვებთ თქვენი, ჰმ, მართალი რომ ვთქვა, ჩემთვის

სრულიად გაუგებარი ჩანაფიქრის აღსრულებას, - მორიდებით წარმოთქვა შალიკომ.

ექიმმა მას გაკვირვებით შეხედა მაგრამ მძღოლს მისთვის არ მიუქცევია ყურადღება, იგი ჯერ მიბრუნდა და რეანიმობილის „ალაყაფი“ ჩაკეტა ხოლო

Page 51: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 51

მერე უხმოდ, ისე რომ აღარც გივისა და ექიმისკენ მოუხედავს, თავისი ადგილისკენ გაემართა. ამის შემხედვარე შესამჩნევად დაბნეულმა ექიმმა გივის უხერხულად დაუკრა თავი და ისიც კაბინისკენ გაეშურა. როგორც კი შალიკომ კარი მიიჯახუნა, გივი გამოერკვა, მობრუნდა და ისევ საკაცეს მოჰკიდა ხელი.

კიბე, რომლის ძირს გამოღებული კარის თავზე დამაგრებული მქრქალი ნათურა უნათებდათ, მალე ჩაათავეს და ბეტონის ღია მწვანე იატაკიან, ცისფრად შეღებილ და ლამპიონებით განათებულ დერეფანში აღმოჩნდნენ. აქ ისევ გააგორეს საკაცე.

მალევე სატვირთო ლიფტს მიადგნენ, რომელმაც ერთი სართულით ქვემოთ ჩაიყვანა. პირველი გენო გამოვიდა ბეტონის იატაკიან, სპილოსძვლისფერ კედლებიან დერეფანში და ალექსანდრეს ლიფტიდან საკაცის გამოგორებაში დაეხმარა. ისინი მარჯვნივ გაემართნენ. ცოლ-ქმარი უკან მიჰყვა მეცნიერებს.

გივი თეთრად შეღებილ, ზოგან ლითონისა და ზოგან პლასტმასის კარებზე მიკრულ ქართულ და ინგლისურ წარწერებს კთხულობდა. ხშირად ისინი ორივე ენაზე ერთნაირად გამოიყურებოდნენ. მაგალითად: „სექვენატ. სტარტ“, „სექვენატ ფინიშ“, ზოგჯერაც თარგმანი იყო: „ცილა. წარ.“ - პროტ.პროდ“. ხოლო ერთხელ სულაც უწარწერო კარებს ჩაუარეს: მასზე მხოლოდ რადიოაქტიური და ბიოლოგიური საშიშროების მაჩვებებელი ნიშანი გამოესახათ - ყვითელი წრე მასში ჩახატული შავი „ვენტილატორით“.

ბოლოს საკაცე მიადგა კარს, რომელსაც ორივე ენაზე ეწერა „სინთეზი“. გენომ იგი შეაღო და პროცესიას შეუძღვა. ლაბორატორია სინამდვილეში საკმაოდ დიდი დარბაზი ყოფილა - გივიმ ყურადღებით შეათვალიერა იგი.

ხელმარჯვნივ რამდენიმე მაგიდა და ერთი რკინის კარადასავით მოწყობილობა იდგა. მას რამდენიმე მილი უერთდებოდა. მშენებლის გამოცდილმა თვალმა იმწამსვე დაადგინა რომ ეს ჩვეულებრივი, დუიმიანი წყალგაყვნილობის მილებია. გარდა ამის აქ სხვადასხვა ხელსაწყო-იარაღიანი ორი, თითქმის ჭერამდე სიმაღლის სტელაჟი იდგა, ხოლო შემოსასვლელ კარებთან, კედელზე, ტანსაცმლის საკიდი მიემაგრებინათ.

ლაბორატორიის მარცხენა მხარე გაცილებით რთულად გამოიყურებოდა. პირველ რიგში რაც აქეთ გივის თვალში ეცა - უზარმაზარი, თეთრ ზედაპირიანი დანადგარი იყო, თანაც თავიდან მან ვერც კი მოახერხა იმის გარჩევა, ლითონია ეს თუ პლასტმასი? მოწყობილობის მთავარ ნაწილს გამჭვირვალე პლექსიგლასის მსგავსი მასალისგან დამზადებული ცილინდრი წარმოადგენდა, დიამეტრით დაახლობით ერთი და სიგრძით ორნახევარ მეტრამდე ზომისა.

ცილინდრი ასევე იმ თეთრი ფერის მასალისგან აწყობილ, ოთხმოც სანტიმეტრამდე სიმაღლის მართკუთხა პარალელოპიპედზე იყო დაწვენილი, რომელშიც, ფანჯრისკენ მიმართულ გვერდში, საკომუტაციო ფარი იყო ჩამონტაჟებული. ამავე გვერდიდან გამოწეული ორი მოხრილი კრონშტეინი დაახლოებით ნახევარი კვადრატი ფართის დაფას იკავებდა ისევე, როგორადაც ბარებსა და კაფეებში ტელევიზორებს ამაგრებენ ხოლმე კედელზე. ოღონდ ეს დაფა მაგიდის როლს ასრულებდა და მასზე მონიტორი, კლავიატურა, რამდენიმე გადამრთველი და ღილაკი დაემაგრებინათ.

ცილინდრის მარცხნივაც კომპიუტერი იდგა ბორბლებიან მაგიდაზე და ძირითად დანადგარს სადენებით არ იყო მიერთებული. მისი კლავიატურის გვერდით რაღაც მოდემის მსგავსი ლურჯი კოლოფი იდო და გივიმ იფიქრა - ამას შეიძლება ვაი-ფაის მსგავსი კავშირი ჰქონდეს დანარჩენ ხელსაწყოებთანო.

ამ სტენდის უკან, მარცხენა კუთხეში, დიდი, მოვარდისფრო კერამიკის ზედაპირიანი ყრუ კარადა იდგა, რომელიც გივიმ იმწამსვე რაღაც მაცივრისნაირს მიამსგავსა. მის გვერდით და სერთოდ კედლის გაყოლებით უჟანგავი ფოლადის ათამდე კონტეინერი იდგა. ყველა მათგანში სხვადასხვა

Page 52: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 52

ნივთიერება ინახებოდა რაც გივიმ იმიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ აზოტისა და ჟანგბადის ბალონები იცნო.

ყველა ეს სათავსო მანომეტრებითა და დინების მრიცხველებით იყო აღჭურვილი და სათითაოდ, ორ-ორი მილით უერთდებოდა ცილინდრის კვარცხლბეკ პარალელოპიპედს.

როგორც კი ოთახში აღმოჩნდნენ, მეცნიერებმა ნათელას მეთაურობით საკაცე დაუყოვნებლივ ცილინდრთან მიაგორეს. ახალგაზრდა ქალმა, რომელიც არაერთგზის ყოფილა აქ მივლინებაში და რომლისთვისაც, გივისგან განსხვავებით, ამ ლაბორატორიის შიგათავსი ახალს არაფერს წარმოადგენდა, დაფაზე მყოფ ღილაკებიდან ერთს დააჭირა. იმწამსვე ცილინდრი ჯერ სისინით გაიღო, მერე მისი გამჭვირვალე, ღარისებური ზედა კედელი ნელ-ნელა და ელექტრული სერვოძრავის წრიპინით კვარცხლბეკში ჩასრიალდა. ახლა ეს კამერა ნახევარწრის ფორმის საზურგეებიან საწოლად გადაიქცა. ფეხებთან გამჭვირვალე „საზურგე“ აღმოჩნდა, ხოლო თავთან ლითონისა, შიგ ჩამონტაჟებული შტუცერებით, რომლებსაც შპრიცის მსგავსი დაბოლოებები ჰქონდათ. აგრეთვე, ასეთი შპრიცები საწოლის მთელს გაყოლებაზე განაწილებულიყვნენ თანაბარ მანძილებზე.

აქ ნათელას თითქოს რაღაც მოაგონდაო, მან საქმიანობას თავი ანება და ქმარს მოუბრუნდა:

- გივი, - რბილი მაგრამ საქმიანი ხმით დაიწყო მან, - ამის ყურება რაც ახლა აქ იქნება, მოუმზადებელი კაცისთვის.... და ესეც რომ არ იყოს... - მან სათქმელი აღარ დაამთავრა და ისე მიაჩერდა ქმარს.

- ჰო, ჰო, - ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია გივის იმის მისახვედრად, რას მიანიშნებს მეუღლე, - შოთიკო იქ მარტოა... რომ დავბინავდებით დაგიკავშირდები, - გივი გაჩუმდა, თითქოს ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა კიდევ რისი თქმაც უნდოდა, მაგრამ ბოლოს, ერთი გაურკვევლობით სავსე მზერა შეავლო ცოლს, მერე ალექსანდრეს და გენოს დაუკრა თავი და ხმაამოუღებლად გაეშურა კარისკენ.

- გივი, თუ შეიძლება ის, გარეთა კარი მოიჯახუნეთ რა, - დაადევნა მას ალექსანდრემ. პასუხად გივიმ მოიხედა და მარცხენა ხელი ასწია: „გავიგეო“.

თავი 9ჯიმი ფიტცმაიერმა დიახაც სწორად შეაფასა თავი როგორც უგუნური,

რომელიც მეცნიერულმა აღტკინებამ ყბედურად ააკაკანა იმ ადამიანის თანდასწრებით, ვისზეც თითქმის არაფერი იცოდა.

თანაც მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რაოდენ სამართლიანად და ამასთან ერთად რბილად, მორიდებით ილანძღება. სინამდვილე რომ სცოდნოდა, იქნება არათუ გაეკიცხა, არამედ გაეროზგა კიდეც თავისი სხეული და ამ ხორციელი ტკივილით შესატყვისი სულიერი სასჯელიც მიეყენებინა მისთვის. თუმცა ესეც და გინდაც სხვა, კიდევ უფრო დაუნდობელი და სასტიკი გვემაც უიმედოდ დაგვიანებული იქნებოდა უკვე.

ეს იმიტომ რომ მამამისის შედარებით ახალი ნაცნობი - ჯეიკობ სტაინპრუდერი, სინამდვილეში მარტო ფურნიტურის მწარმოებელი კი არა, არამედ და ძირითადად - რუსული დაზვერვის მთავარი სამმართველოს აგენტი, მეტსახელად - „ჭკუისკოლოფი“ გახლდათ.

დაკავშირებით იმასთან რომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ბოლოდან იწყო ბიოინჟინერიამ თავისი ძლევამოსილი აღმასვლა, ხოლო ოცდამეერთეში იგი ერთ-ერთ განმსაზღვრელ ძალად მოიაზრება ცივილიზაციის განვითარებაში, დღეს აღარაა საკმარისი მხოლოდ იარაღის წარმოებისა და ტექნოლოგიური კვლევებისდამი ჯაშუშების მიჩენა.

Page 53: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 53

ისტორიულ ვადებში კაცობრიობის ზრდის სიჩქარე, განსაკუთრებით ბოლოს საუკუნენახევრის განმავლობაში, კოსმოსური რაკეტის ამოძრავებას ჰგავს: ასაფრენი მოედნიდან რომ ძლივს, ზანტად დაიძვრება ხოლმე და სულ რაღაც ოც წუთში ტყვიაზე ათჯერ უფრო სწრაფად მიაქანებს კოსმონავტებს.

ასე სწრაფად ზრდად მოსახლეობას მხოლოდ ფართო მასების მიერ უმეცრების მიზეზით ათვალწუნებული გენური ინჟინერია თუ აუთავებს სანოვაგეს. რომ ჰკითხო ხალხს, არ გვინდა გადაკეთებული სურსათი, ბუნებრივი დაგვიბრუნეო, ითხოვენ. არადა გენების მთავარი ჩხირკედელა ზუსტადაც თავად ბუნებაა - დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუცია სამ მილიარდ წელზე მეტია გრძელდება და იმის გამო რომ ჩვენ სიტყვა „გენი“ გავიგონეთ, იგი არც შეჩერებას აპირებს და არც ყოვნდება თუნდაც ერთი წამით. ოღონდ ესაა, ბუნება არ აცხადებს რომელ ბიოლოგიურ არსებას რა გენი შეუცვალა, ხოლო მეცნიერები აცხადებენ. სულ ესაა განსხვავება.

თუმცა, სწავლულთა ვარაუდით, ამ საყოველთაო გაღიზიანების მიზეზი ზუსტად ეს გაუგებარი სიტყვა „გენია“. იმათგან ვინც გააფთრებით ითხოვს გენმოდიფიცირების ცალკე აღნიშვნას მაღაზიის თაროზე, რამდენმა იცის რას წარმოადგენს ეს „გენი“ და როგორ მუშაობს იგი?

იმიტომაცაა, ყოველივე ბუნებრივის თავგამოდებულ ქომაგებს არც რამე აქვთ საწინააღმდეგო როცა ფერმერებს ძროხის, ქათმის ან ვაშლის ახალი ჯიში გამოჰყავთ. არადა ამ გამოყვანისას ხომ იგივე გენების „გადაკეთება“ ანუ მოდიფიცირება ხდება, აბა ფერმის ცხოველი „ბუნებრივ“ ძროხაზე სამჯერ დიდი მართლა იმიტომ ხომ არაა რომ მას ტუმბოთი ბერავენ? მით უმეტეს არავინ იჭყლიტავს ტვინს იმაზე ფიქრით რომ ამ ბიოლოგიური ხრიკების გარეშე ადამიანები სულ მალე დაიწყებენ ერთმანეთის ჭამას, სხვა საკვები უბრალოდ აღარ იქნება საკმარისი რაოდენობით.

თუმცა აგენტ „ჭკუისკოლოფის“ გამომგზავნებს არ ანაღვლებდათ მომავალში ან თუნდაც დღეს, ვინ ვის შეახრამუნებს. მათი მთავარი საზრუნავი საკუთარი ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შენარჩუნებაა, რაც ბოლო ათწლეულებში იარაღთან ერთად წიაღისეულის - ნავთობისა და აირის ხარჯზე ხერხდება.

უკანასკნელ ხანს კი ბიოლოგიამ მიწიდან ამოხვრეპილ სიძლიერესაც დაუწყო გაჯიბრება, მაგრამ ამ მხრივ ნამდვილ საფიქრალამდე ჯერ მაინც შორს იყო და სადაზვერვო წრეებში ეს საფრთხე არ აღიქმებოდა სერიოზულად.

მათ სხვა რამ ადარდებთ: მართალია, მილიონნაირი შეთანხმება კრძალავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოება - გამოყენებას, მაგრამ ვინ იცის რას წააწყდებიან ეს მეცნიერები თავიანთ კვლევებში? კარგი და ისეთ რამეს, რაც ძალიან მაცდუნებელი აღმოჩნდება მათი მთავრობისთვის? მაგალითად, ვირუსის სახეობას, რომელიც შერჩევით მოქმედებს - მხოლოდ მტრის გენოტიპიან ადამიანებს აავადებს და კლავს?... ჰოდა განა ასეთი რამეებისადი უყურადღებობა იქნება იმათგან, ვინაც მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ თვლის თავს?

„ჭკუისკლოფი“ პასადინაში ზუსტად ბიოლოგიის განყოფილებაში ვინმეს გადასაბირებლად იყო მოვლენილი. ადრე იგი წმინდად ქიმიური შეიარაღების სპეციალისტი იყო, მაგრამ უფროსობამ ჩათვალა რომ ჯერ ერთი - ქიმია და ბიოლოგია ახლოსაა ერთმანეთთან და მეორეც, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი - აქ, სამხრეთ კალიფორნიაში, იგი ყველაზე დიდი ხნის და კარგად შენიღბული რეზიდენტი იყო.

სპეციალობის ასეთი შეცვლა კი ეტოშა მზვერავს - უწინ ქიმიური ჭურვებისა და მათ გადამზიდ რაკეტათა ნახაზების მოპოვებას ავალებდნენ, ახლა კი რაღაც ლორწოებში უნდა გარკვეულიყო, მაგრამ რა ექნა, მის სამსახურში წასვლაზე განცხადების დაწერა არაა მიზანშეწონილი.

Page 54: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 54

პროფესორი ჯეიმს ფიტცმაიერი თავიდანვე მოხვდა მსტოვრის მხედველობის არეში და თანაც თითქმის შემთხვევით - ამ მეცნიერის მამასთას ბიზნეს კავშირის ხარჯზე. „ჭკუისკოლოფსაც“ ბევრი არ უფიქრია და მეცნიერის მიმართ ნაცადი ხერხის გამოყენება დაგეგმა - პატარა კერძო დახმარება მოზრდილ ფულად და მერე შანტაჟი. ამ კლასიკურ ილეთს მისთვის არასდროს უღალატია ამერიკაში.

აგენტი ჯიმისაც გაეცნო ჯეიკობ სტანპრუდერის სახელით და მომენტსაც არჩევდა საქმეზე გადასასვლელად, როცა ასეთი უზარმაზარი იღბალი დაეცა თავს. თანაც სრულიად მუქთად, ლატარიის ჯეკპოტს რომ მოიგებს ადამიანი, აი, ისე. მას არც მოსყიდვა დასჭირდა ვისიმე და არც დაშინება. ჯეიკობს საუბარიც კი არ წარუმართავს საჭირო მიმართულებით - ყველაფერი ბუნებრივად და მის ჩაურევლად მოხდა.

თუმცა, თავისთავს გამოუტყდა აგენტი მოგვიანებით, მან სულ ერთადერთი კითხვა დასვა იმ ლაპარაკისას და იმითაც კინაღამ გააფუჭა საქმე, მაგრამ ეგ არაფერი - „კინაღამ“ არ ეთვლება. თუ საჭირო იქნა, ამას იოლად მოუვლის.

ახლა კი მან უბრალოდ ის უნდა გაარკვიოს, ღირს თუ არა ეს თემა ძალისხმევად? აგენტმა იმ საღამოსვე გაუგზავნა მოსკოველ უფროსობას პატაკი საქართველოში მომხდარის შესახებ და პასუხის მოლოდინში, ყოველი შემთხვევისთვის, იმის მოფიქრებასაც შეუდგა, როგორ ემოქმედა ამ მოულოდნელად გაიოლებულ ვითარებაში.

თავი 10მოიჯახუნა რა კორპუსში შესასვლელი რკინის კარი ალექსანდრეს თხოვნით,

გივიმ კიბეზე აირბინა და ჯერ სიბნელეს შეაჩვია თვალები, მერე თავისი მანქანა მოძებნა, რომელიც იქვე, შენობის წინ იდგა.

„ნეტა ეს რა ქუჩაა? - დაინტერესდა იგი, - უნდა ვიკითხო ყოველი შემთხვევისთვის“.

მაგრამ იგი ჯერ თავის ავტომობილთან მივიდა და საქარე, ჩაუბურავ მინას მიუკაკუნა. შოთიკო წინა სავარძელზე გადამძვრალიყო და ეტყობა რადიოში თუ ჩანაწერებში სასურველ მუსიკას ეძებდა. კაკუნის გაგონებაზე ბიჭუნამ თავი ასწია და ჯერ უძრავად მიაჩერდა მამამისს, შემდეგ წამს მოისაზრა და კარების საკეტები გახსნა. გივის ესიამოვნა სალონის სიგრილე -“კარგი ვქენი რომ ბავშვს მანქანა ჩართული დავუტოვეო“, - იფიქრა.

- რა ვქნათ წავიდეთ ვჭამოთ და მერე ვნახოთ სასტუმრო თუ პირიქით? - შეეკითხა იგი შვილს.

- მომშივდა, - გაამხილა ბავშვმა.- ჰოდა კარგი, - დაეთანხმა მამამისი და მიმოიხედა, აქვე ხომ არაა რამეო? უნივერსიტეტის პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს, ფაქტიურად კერძო

სახლის ეზოში, ღია კაფეს სინათლეები ანათებდა ტროტუარს.- წავალ, ვნახავ იქ თუ აქვთ რამე, - გადაულაპარაკა მან შოთას და ისევ

გადმოვიდა მანქანიდან.„თან ქუჩის სახელსაც გავიგებ“, გაახსენდა მას, როცა კაფეში შეაბიჯა -

სინამდვილეში კი „კოკა-კოლას“ წარწერიან, ტენტით გადახურულ ტროტუარზე ავიდა. მიმტანი გოგონა მაგიდასთან იჯდა რადგან სხვა არაფერი ჰქონდა საქმე - ერთადერთი კლიენტი ჰყავდა და იმასაც მხოლოდ ლუდის თითქმის ცარიელი ბოთლი ედგა წინ.

გივი პირდაპირ მიმტანთან მივიდა და როცა გოგონამ თავი ასწია, შეეკითხა:

- რა ქუჩაა ეს, გენაცვალე?

Page 55: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 55

პასუხის მაგიერ, კაფეს წითელწინსაფრიანმა მუშაკმა მხოლოდ დაბნეული მზერა და ასეთივე ღიმილი შეაგება.

ახალგაზრდა ქალბატონის უცნაურმა საქციელმა ცოტა არ იყოს გივიც დააბნია. ისიც კი იფიქრა ერთი წამით, ყრუ-მუნჯი ხომ არაა ეს გოგოო? თუმცა ეს აზრი უმალვე უკუაგდო, ყრუ აქ როგორ იმუშავებდაო?

- აი, სადაც ახლა ვართ, - თავიდან დაიწყო გივიმ, მერე ხელი ქვევით, ასფალტისკენ გაიშვირა და აქეთ-იქით გააქანა, - ამ ქუჩას რა ჰქვია?

გოგონამ ისევ ის გამოშტერებული ღიმილი შეინარჩუნა სახეზე, კვლავაც არ დაიცდინა ერთი სიტყვა.

სამაგიეროდ საიდანღაც ტანმოკლე, სუსტი აღნაგობის, იმ გოგოსავით ქერა, შემელოტებული კაცი გაჩნდა, თითქოს ასფალტიდან აღმოცენდაო და გივის „განუმარტა“:

- რუსიშ, თურქიშ ბილორუმ, გერგია იოქ, - თან გულითადი ღიმილიც მოაყოლა თავის სიტყვებს.

- ვაა, ქართული არავინ იცით? - არ დამალა თავისი გაწბილება გივიმ და ყოველგვერი ღიმილის გარეშე ახედ-დახედა კაფეს უცხოელ პატრონებს, თუ ვინც იყვნენ ესენი.

- ნინოშვილის ქუჩაა, მეგობარო, - მოისმა უკანიდან.მობრუნებულმა გივიმ დაინახა რომ მისთვის იმ ლუდის მსმელ კაცს ეპასუხა.- გმადლობთ, - დაუქნია მას თავი გივიმ და ისე რომ წინა

მოსაუბრეებისათვის არც კი მიუხედავს, გაეშურა მანქანისკენ.უცხოელმა რაღაც სიტყვა მიადევნა. გივი მოუბრუნდა მას და ამასობაში

სახეზე ღიმილიც აღიბეჭდა. არც შემცდრა - კაფეს პატრონი გაბადრული სახით კიდევ რაღაცას ეუბნებოდა. პასუხად გივიმ ცერა თითი აუწია და გზა განაგრძნო.

„ბათუმი კოსმოპოლიტი ქალაქი კია მაგრამ როცა ქართული საერთოდ აღარაფერში გარგია, ეს მაგარია, - გულში ჩაეცინა მას, - თუმცა რაა გასაკვირი? აქაურები თვითონაც უყოყმანოდ გადადიან რუსულზე სულ რომ არავინ სთხოვს და უცხოელს რაღას ვერჩი?“

- წავიდეთ, იქ ვჭამოთ, გუშინ რომ ვიყავით, - მანქანაში ჩაჯდომისთანავე უთხრა მან შოთას და თან ხელი უკან, პორტისაკენ გაიშვირა.

- კარგი, - ამოილაპარაკა ბიჭუნამ. მან მხოლოდ მხოლოდ ერთი წამით აჰხედა მამამისს და ისევ აუდიოსისტემის კირკიტს დაუბრუნდა, - მე აჭარულს ვჭამ.

გივიმ მანქანა უკუსვლით დაძრა, მოაბრუნა და გოგებაშვილის ქუჩისკენ გაგორდა, რესტორან „სანაპიროსკენ“.

- მამა, რას ეძებ ასეთ მიუკვლეველს? - ალერსიანი ღიმილით შეეკითხა იგი შვილს.

- ეჰ, - დაღლილი და იმედგაცრუებული ხმით ამოიოხრა ბავშვმა, - ერთ სიმღერის მოძებნა მინდოდა მაგრამ კარგი, „შაფლეს“ დავაჭერ და რაც უნდა ის დაუკრას.

- მასეც იყოს, - კვერი დაუკრა მშობელმა. მომდევნო წამს, როგორც კი შოთამ დანაპირები შეასრულა, მანქანის

სალონი როკ მუსიკამ ამოავსო. „განს ნ‘ როუზი“ წარსულ სიყვარულს უმღეროდა ნოებრის წვიმაში. კერძოდ რას, გივის მაგას ვერ იტყოდა, არ იცოდა მაგდენი ინგლისური, მხოლოდ დაწერილს ხვდებოდა შედარებით, ნალაპარაკს და მით უმეტეს, ნამღერალს - ვერა.

ეს სიმღერა და მის მიხედვით გადაღებული ვიდეო ადრე მოსწონდა გივის, თუმცა ახლა ის კლიპი რაღაც, უკვე ამხდარი სიავის მანიშნებლად ეჩვენა - მასშიც ხომ ყველაფერი კარგად იწყებოდა და ბოლოს ცუდად დამთავრდა.

„ჯერ არაფერიც დამთავრებულა“, - საყვედურით შეახსენა მან თავს, თუმცა თავისდა გულმოსაძმარად, როცა გაახსენდა, სულ რამდენიმე წუთის წინ

Page 56: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 56

როგორი გაშეშებული და გაყინული ეჩვენა ზაფხულის ამ დახუთულ ღამეს შვილის სხეული, მას პირველად, უკვე შეგნებულად, ცივ გონებაზე შეეპარა ეჭვი იმაში რომ თინას რაიმე ეშველება.

გივიმ ამოიოხრა და საათს დახედა ტორპედოზე. თერთმეტის ნახევარი სრულდებოდა.

- მამი, რა ვიცი, ამ დროს შეიძლება აჭარული არ ჰქონდეთ და სხვას რას შეჭამ? - ყოველი შემთხვევისთვის შეამზადა მან ბავშვი.

ბიჭუნა წამით დაფიქრდა და მერე უღიმღამოდ წარმოთქვა:- თუ არ ექნებათ მერე მოვიფიქრებ.მესადგომის ცხარე შემწეობით, რომელიც ათევდა კიდეც ალბათ აქ - ერთი

კლიენტის ფულიც არ გამომრჩესო, როგორც იქნა მანქანის ჩასატენი ადგილი ნახეს და ძლივს შეღებული კარებიდან ისე ამოიზლაზნენ როგორც კვამლი ხანძარგაჩენილი სახლის ფანჯრიდან.

ნავსადგურში, პირსის გასწვრივ, ჯერ ისევ ბევრი ხალხი ირეოდა. პირდაპირ იმ ადგილის წინ სადაც გივიმ მანქანა გააჩერა, ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი კატარღა იდგა. გივიმ შეათვალიერა ისინი და ცალყაბად გაიღიმა.

შოთიკოს არ გამოეპარა ეს:- რა იყო მამი, რა გაცინებს? - დაინტერსდა ბავშვი.- კი არ ვიცინი, ამათზე... ჰე-ჰე, მეცინება, - თავისდაუნებურად ახლა

მართლა გაეღიმა გივის, - შეხედე ამ მიხუტებულ კატარღებს როგორი სახელები აქვთ!

- „თამარა ერთი“, „თამარა ორი“, - ხმამაღლა წაიკითხა შოთამ და კითხვით მიაჩერდა მამამისს.

- სახელების მეტი რაა, ამ დალოცვილებს რომ ეთიდაიგივე არ დაენომრათ, არ შეიძლებოდა?

-ხოო, - არც ისე ხალისიანად აჰყვა მას შოთა და გივი მიხვდა რომ დაღლილ, მშიერ და შეიძლება ითქვას უძინარ ბავშვს ასე იოლად ვერ გაამხნევებდა და ვერ მოიყვანდა ხასიათზე. საერთოდაც, ახლა ხუმრობა და ცარიელი ლაპარაკი არ შველოდა საქმეს, რაც შეიძლება მალე უნდა დაანაყროს და დააძინოს ბავშვი.

ამასობაში მათ ნაკლებად განათებული ავტოსადგომიდან თითქმის გაჩახჩახებულულ ღია რესტორანში გადაინაცვლეს და იმ მაგიდას შემოუსხდნენ, რომელსაც ღამეული ზღვის შავი წყლისაგან მხოლოდ ლითონის პრიალა მოაჯირი აშორებდა.

მიმტანი, ოცდაათიოდე წლამდე, ჯანიანი აგებულების შავტუხა ქალბატონი, მალევე გამოეცხადათ, მით უმეტეს რესტორანი თითქმის დაცარიელებულიყო.

- აჭარული ხაჭაპურები გვინდოდა, თუ არ დავაგვიანეთ, - მენიუს შეთავაზება არ აცალა ოფიციანტს ისე გამოუცხადა თავისი შეკვეთა მას გივიმ, თან შეეცადა სახეზე რაც შეიძლება უფრო გულითადი და მეგობრული ღიმილი გამოესახა.

- არა, არა, რას ბრძანებთ, მალე მოგართმევთ, - დაღლილი თუმცა მაინც თავაზიანი მასპინძელივით შეაჯერა ახალგაზრდა ქალმა გივი და თან შოთიკოს გაუღიმა, - სხვა რა გნებავთ? - მან კიდევ ართხელ გაუღიმა მობუზულ შოთიკოს, - ალბათ ჩაი არა?

- კი გენაცვალე, ნამდვილად ჩაიც... - დაიწყო გივიმ, მაგრამ უცებვე შეაწყვეტინა საკუთარ თავს და ჩაფიქრდა.

- იქნებ მენიუ გნებავთ, - შესთავაზა მიმტანმა.-არა, არა, მოგვიტანეთ ჩაი და ხაჭაპური, თუ კიდევ რამე გაგვახსენდა

გეტყვით, - შესწყვიტა ფიქრი გივიმ.ახალგაზრდა ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და საკლასო

ჟურნალივით გულში მენიუჩახუტებული წავიდა.

Page 57: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 57

როგოც კი იგი საკმაოდ მოშორდა მაგიდას, გივიმ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან.

სანამ ნომერს გამოიძახებდა და მერე პასუხს დაელოდებოდა, შოთას აუხსნა:

- დავურეკოთ დედიკოს, იქნება მასაც და იმ ხალხსაც უნდათ ხაჭაპური. ბავშვმა თავის აქნევით უპასუხა გავიგეო.

გივი ზარის წაგრძელებულ ზუმერებს ისმენდა და ფიქრობდა აწი გამოძახება თავისით შეწყდება რადგან ნათელა არ მპასუხობსო, როცა ყურმილში ცოლის ასე ნაცნობი, მაგრამ სულ რამოდენიმე წუთში მონატრებული ხმა გაიგონა:

- რას შვებით, გივი, დაბინავდით, ჭამეთ? თუმცა, მეც რას ვკითხულობ, ასე ხუთ წუთში ჯერ რას მოასწრებდით?

- ხო, პირველ რიგში შიმშილი გვინდა მოვიკლათ, აგერ ხაჭაპურს ველოდებით მე და შოთიკო და ვიფიქრეთ, იქნება თქვენც არ გაწყენდათ თითო ცალიო? ყოველ შემთხვევაში, შენ ხომ ჩვენსავით უჭმელი ხარ და ბარემ ალექსანდრეს და გენოსაც ჰკითხე.

- კაი, ვკითხავ, - თქვა ნათელამ და მალევე, ყურმილში, გივის მიყრუებული საუბარი მოესმა, შემდეგ კი ისევ ცოლის მკაფიო ხმა:

- გივი, მოგვიტანე თითო ხაჭაპური და რომელიმე კოლა, ოღონდ ახლა არა, დაახლოებით საათნახევარში. - თქვა ნათელამ და გაჩუმდა.

გივი რამდენიმე წამს ელოდა იქნება ნათუმ კიდევ მითხრას რამეო, მაგრამ როცა მიხვდა, მისი ცოლი მეტი არაფრის თქმას არ აპირებდა, აზრად მოუვიდა თვითონ ეკითხა: როგორაა საქმეო?

მაგრამ ეს აზრი ბოლომდეც არ გაიფიქრა ისე სწრაფად უკუაგდო. მიზეზი ის ხმა იყო, როგორითაც ნათელა დაელაპარაკა - სრულიად მტკნარი, ყოველგვარ ტონს, გრძნობას ან სურვილს მოკლებული. ასეთი უფერული ლაპარაკის შესაძლებლად ალბათ ნამდვილ რობოტსაც წავარჯიშება დასჭირდებოდა. ეს კი ნიშნავდა რომ ნათუ უკვე მთლიანად მის წინაშე მდგარ ტექნოლოგიურ ამოცანაში ჩაძირულიყო. ამიტომ კაცმა მხოლოდ „კარგიო“ ამოილაპარაკა და სატელეფონო კავშირიც გაითიშა.

როცა მამა -შვილმა ნაგვიანევი ვახშამი დაასრულა, კაფეს მუშაკმაც ზუსტად იმ დროისთვის მოიტანა სამი დიდი იმერული ხაჭაპური და ამდენივე, ყინულივით ცივი, ლიტრიანი პეპსის ბოთლი.

„ეჰ, - სინანულით იფიქრა გივიმ, - როცა ერთ საათში ამეებს მივუტან, არც ხაჭაპური იქნებ ცხელი და არც სასმელი ცივი“.

ავტოსადგომიდან გამოსულებმა მათ გოგებაშვილის ქუჩის გამყოფს იოლად შემოუარეს, მანაქანების ნაკადი საგრძნობლად შეთხელებულიყო. „პაჯერო“ ხულოს ქუჩას გაუყვა, ანუ როგორც მას გივიმ ხუმრობით დაარქვა გუშინ - „თურქი თაუნში“ აღმოჩნდნენ.

თურქებს მაღაზიების უმეტესობა დაეკეტათ თუმცა კაფეებში ჯერ კიდევ ისხდა ხალხი კანტიკუნტად და თავისივე თურქული ჩვეულებისამებრ „ხმელა“ ლუდს სვამდა, ყოველგვარი ქეიფების გარეშე. თუმცა ქეიფს ლუდი რას შველის, მას ამავე „თაუნის“ ენაზე რომ ვთქვათ - „შარაფი“, ანუ ღვინო უნდა. ხალხით გავსებული მხოლოდ მათ მიერ გამოვლილი ორი ბანქოს სათამაშო დარბაზი იყო.

გზაჯვარედინზე გივი წამით დაფიქრდა და თან საგზაო ნიშანსაც აჰხედა, საითკენმე მოძრაობა ხომ არაა აკრძალულიო? არა, ყველა მიმათულებით შეიძლებოდა წასვლა ძველი ბათუმის ამ გზაგასაყარზე.

გივიც ბულვარისკენ გაუყვა ქუთაისის ქუჩას - უნივესიტეტის მიმართულებით. სულ რაღაც ასიოდე მეტრში მართლაც დაინახა სასტუმრო მაგრამ მისი სახელი ახლოსაც რომ მივიდა მაშინაც ვერ დაადგინა. სიტყვები „სასტუმრო“ და „ჰოტელ“ კი ენთნენ, ხოლო თავად სახელი უკუნეთში ჩაკარგულიყო. ამას არც

Page 58: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 58

მისთვის და არც მითუმეტეს შოთიკოსთვის ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარია რომ სადაც აწყობდათ იქ ნახეს გასათევი.

თავი 11იმ დღის ბოლოს, როცა ჯიმი ფიტცმაიერი საკუთარ დაუდევრობაზე წუხდა,

ჯეიკობ სტაინპრუდერის, იგივე აგენტ „ჭკუისკოლოფის“ უფროსმა - პოლკოვნიკმა ბოროვმა უკვე იცოდა მეცნიერის მჭევრმეტყველების შედეგი.

ისე, დღის ბოლო აგენტისთვის იყო თორემ მოსკოვში, თავის კაბინეტში მყოფ კგბ-ს ოფიცრისთვის შემდეგი დილა საცაა თავდებოდა და ისიც, აუჩქარებლად, უკვე ძირფესვიანად შესწავლილ და გააზრებულ პატაკზე დაყრდნობით იმის მოფიქრებასაც ასრულებდა, რა ღონისძიება დაეგეგმა ამ მოხსენების შინაარსიდან გამომდინარე.

პოლკოვნიკი ძველი ყაიდის საწერ მაგიდას ეჯდა, მწვანე მაუდს რომ დროისა და უთვალავჯერ ჩვრის გადასმისგან გაპრიალებული მუხის ჩარჩო აკრავს გარს. დაახლოებით ოც კვადრატულ მეტრიან ოთახში სამი, ჩაშავებული ლაკით დაფარული ხის სკამი თვით მაგიდას ედგა, ხოლო დანარჩენები მარჯვენა კედელთან ატუზულიყვნენ. მათ საწინააღმდეგო მხარეს ორი ფანჯარა დარაზმულიყო ოთახში სინათლის შემომდენებად.

ამ ძველებურად მოწყობილი კაბინეტის პატრონიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს ავეჯის შექმნის დროიდანაა აქ შემორჩენილიო, თუმცა ნამდვილად არ იყო ასე ასაკოვანი - სულ ახლახანს შეუსრულდა ორმოცდახუთი. იგი ხნით კი არა, ძველი ეპოქის ბინადარს თავისი გარეგნობით დამსგავსებოდა - სამხედრო ყაიდის რუხი შარვალი ეცვა და მომწვანო ფერის ვითომ თანამედროვე შალის პიჯაკი, რომელიც სინამდვილეში უფრო წინა ეპოქის ოფიცრულ ფრეჩს ჰგავდა. ნაცრისფერ პერანგზე ისეთივე ფერის ჰალსტუხი საერთოდაც ძნელი შესამნევი გახლდათ.

ბოროვს ფართო ქვედაყბიანი, მოკლე სახე ჰქონდა რომლის მთავარ ღირშესანიშნავობად წყალივით გამჭვირვალე, მკაცრი, გაუღიმარი თვალები მოიაზრებოდნენ. სველი ქვიშის ფერი თმა კი შეთხელებოდა მაგრამ არც ჭაღარა ერია და ჯერ-ჯერობით თავის ქალასაც მთლიანად უფარავდა პატრონს.

არც ისე დიდი ხნის წინ, ისევე როგორც სხვებს, მასაც შესთავაზეს ამ ძველმანების გატანა და სამუშაო ოთახის ახალი, თანამედროვე ავეჯით მოწყობა. პოლკოვნიკმა მტკიცე უარი განაცხადა - ეს ავეჯი მისთვის ერთადერთი სიმბოლოღა იყო იმ ძველი, დიადი ეპოქისა, რომლის დაბრუნების იმედით სულდგმულობდა იგი და ყველაფერს აკეთებდა მისთვის.

დაზვერვის ოფიცერი ამერიკიდან მიღებულ ცნობას დიდი გულისყურით მოეკიდა. მარავალწლიანმა გამოცდილებამ და თითქმის უტყუარმა ალღომ ხელადვე უკარნახეს რომ ეს საქმე შეიძლება ძალიანაც მნიშვნელოვანი, სხვა, მიმდინარე ოპერაციებისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს. ამის გამო იყო რომ ამ ინფორმაციამ თავბრუდამხვევი ევოლუცია განიცადა - მიღებისას რომ ჩვეული, მორიგი შეტყობინების სტატუსი ჰქონდა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანის დონემდე აღზევდა.

ერთი შეხედვით „ჭკუისკოლოფის“ მინაკვლევ სამეცნიერო გარღვევას დღეს რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. ყოველ შემთხვევაში პოლკოვნიკმა ასე შეაფასა იგი, რადგან ეს ნაშრომი არ ეხებოდა შეიარაღების საკითხებს, სტრატეგიული ენერგეტიკას ან გლობალურ ეკონომიკას.

მაგრამ პრაქტიკულის გარდა ხომ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი შემადგენელიც საკმარისად გააჩნია ცხოვრებას. მაგალითად მორალური, რელიგიური, სოციალური და კიდევ ბევრი, რომელთა შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჰუმანისტურია. აქედან შეხედულზე კი, ბოროვის აზრით, ამ

Page 59: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 59

საქმისადმი უყურადღებობა დაუშვებელიცაა და შეგნებული მავნებლობაც. ასეთი, თითქოს გადამეტებულად მძაფრი აღქმის მიზეზი არამარტო და არა იმდენად თვით აღმოჩენა იყო, არამედ მისი ავტორის ეროვნება. თორემ აბა ამერიკელებს ან სხვა, რუსეთთან დაუკავშირებელ სახელმწიფოში რომ ექნათ მსგავსი რამ, კი, ბოროვს, როგორც პატრიოტს, დასწყდებოდა გული რომ მისმა თანამემამულე სწავლულებმა ვერ დაასწრეს სხვებს, მაგრამ კგბ-ს თავსატეხი ნამდვილად არ იქნებოდა ეს ამბავი.

საქმეც ეგ იყო რომ ტერიტორია სადაც ეს გარღვევვა მოხდა, პოლკოვნიკის ქვეყანასთან არათუ დაკავშირებულია, არამედ მისი განუყრელი ნაწილიცაა, რომელიც დიადმა სამშობლომ მეოცე საუკუნეში განცდილი მძიმე დამარცხების შედეგად დაკარგა.

მაგრამ არც იგი და, რაც მთავარია, არც მისი ქვეყნის დღევანდელი მმართველი, წუთითაც არ ეგუებოდნენ იმ აზრს რომ ეს და კიდევ სხვა უამრავი მიწა-წყალი მათ სამუდამოდ წაართვა ვინმემ. არავინ აპირებდა წინაპართა უდიდესი მონაგარის ვინმესთვის შერჩენას, რომელიც ასე ლაჩრულად დაუთმეს გეოპოლიტიკურ მეტოქეებს დღევანდელი, მიზანდასახული და ნამდვილი პატრიოტი ლიდერის მოღალატე წინამორბედებმა. პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა ამ დანაკარგის რაც შეიძლება მალე თავისი კანონიერი მფლობელის - დედა რუსეთისთვის დასაბრუნებლად.

სამწუხაროდ, წარსულს მიეცა დრო, როცა ერთი-ორი სატანკო დივიზიით შეიძლებოდა ამ პრობლემის სწრაფი მოგვარება. არა, ტანკების ძალა და მათი იერით ცახცახის მოგვრა ჯერ კიდევ შვება თავის საქმეს, მაგრამ ბოლომდე ვეღარა - ამ წყეული გლობალიზაციის გადამკიდე ძალიან გადაიხლართა საერთაშორისო ურთიერთობები და ეკონომიკა.

დღევანდელ დღეს ამ ტერიტორიების დაბრუნება შეუდარებლად გაწელილი პროცესია: მორჩილი მთავრობების დასმა, ამ ვითომ ქვეყნების ეკონომიკური დასუსტება, იქურ მცხოვრებთა ცხოვრების ისეთი გაუარესება რომ მან, მოსახლეობამ, თვითონ მოითხოვოს უკან, იმპერიაში დაბრუნებდა სადაც გაცილებით უზრუნველყოფილად, მაძღრად და უსაფრთხოდ გრძნობდა თავს.

ანუ ეს ერები ეკონომიკურადაც და მორალურადაც თანდათან შესამზდებელი იყვნენ, ყოველ შემდეგ დღეს მათთვის საკუთარ ძალებში რწმენა უნდა შეესუსტებინა და რუსეთის სახით მშველელის ძებნის ჭკუაზე დაეყენებინა.

ამ მიწას რომ დაიბრუნებს მისი ნამდვილი პატრონი იმპერია, ხომ უზარმაზარ ნაბიჯს გადადგამს თავისი პირვანდელი ძლიერების დაბრუნებისკენ. ძალიან დიდს! თუ ეს ადგილი ისევ რუსეთს შეუერთდა, მაშინ ვეღარც სამხრეთი კავკასია და ვერც შუა აზია შესძლებენ თავის ნებაზე დასავლეთისკენ გზის გაკაფვას და ნებსით თუ უნებლიეთ ისევ დედა რუსეთს ჯერ დაუახლოვდებიან და მერე, თანდათანობით, მისი ზედამხედველობის ქვეშაც აღმოჩნდებიან. ბოლოს კი მის განუყოფელ ნაწილად აღდგებიან. ეს იყო რუსეთის დღევანდელი ხელმძღვნელის გეგმა, რომელსაც ბოროვი მთლიანად ეთანხმებოდა.

ამ ფიქრებმა ცოტა ააღელვეს პოლკოვნიკი. იგი წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა. ლუბიანკის არც ისე დიდი მოედანი მაგიდაზე დაფენილ რუკასავით ჩანდა მეექვსე სართულიდან. მისი შუაგული ჭრელა-ჭრულა ყვავილნარს ეკავა, რომლის დანახვა ბოროვს ყოველთვის უფუჭებდა გუნებას, თუმცა ამავე დროს უფრო შეუპოვარი ბრძოლისთვისაც განაწყობდა. ეს სულელური ზიზილები ხომ იმ ადგილს იკავებდენენ, სადაც წესით კგბ-ს დამფუძნებლის ძეგლი უნდა მდგარიყო, ამჟამად მოღალატეთა მეცადინეობით აღებული.

ოფიცერი ისევ თავის აზრებს მიუბრუნდა რომლებმაც ამჯერად ოცნების ელფერიც კი შეიძინეს. იგი უკვე იმ დროზე დაფიქრდა როცა ეს ტერიტორია ისევ დედა რუსეთს დაუბრუნდება და იმაზე მსჯელობდა, თუ რა უნდა იღონოს

Page 60: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 60

მისმა სამშობლომ მთლიანობის აღდგენის მერე, რომ შემდგომში სამუდამოდ აიცილოს „დამოუკიდებლობანას“ თამაშები?

არა, პირადად ქართველების საწინააღმდეგო ოფიცერ ბოროვს არაფერი ჰქონდა. პირიქით ძალიან კარგი მასპინძლობაც იციან და სასიამოვნო საუბარიც, მაგრამ რას იზამ, ასე უდარდელად რუსი ხალხი ვეღარ დაარიგებს წინაპართა მიერ უამრავი სისხლის ფასად მოგროვილ მიწებს.

ხოლო ეს პატაკი თუ ზუსტადაა შედგენილი, არადა თავის გამოცდილ რეზიდენტს ბოროვი ნამდვილად ენდობოდა, ასეთი აღმოჩენა ხომ უეჭველად იმოქმედებს ცივილიზაციის სამომავლო განვითრებაზე და ადვილი სავარაუდოა, საერთოდაც შეუცვლის მას გეზს. ჰოდა რა მოჰყვება ამას? რა მოხდება თუ მთელმა მსოფლიომ აღიარა ეს მიღწევა და სათანადაო პატივი მიაგო ავტორს, რა პატივის ნაწილიც, ცხადია მის, ანუ ამ მეცნიერის თანატომელებსაც შეხვდება?

რა იქნება და ქართველები თითქმის უეჭველად გადაიფიქრებენ ვინმეს, ანუ რუსეთის იმედზე ყოფნას და მის ნაცვლად ცოდნისა და გონებრივი გაძლიერების გზას დაადგებიან. ხოლო მერე ჭკვიან, გონებამოქნილ მოსახლეობას როგორ გინდა მისთვის არასასურველი ურთიერთობა მოახვიო? განათლებულ ხალხს როგორ ჩაუნერგავ იმ აზრს რომ დიდი რუსეთის გარეშე ისინი წაილეკებიან დედამიწის ზედაპირიდან? ან რომელ ფსიქოლოგიურ გატეხაზე იქნება საუბარი? პირიქით, ასეთი დიდი მონაგარი მთელს ერს მორალურად განამტკიცებს, თავისი თავის რწმენას უზომოდ გაუზრდის და მათ მოთოკვაზე ლაპარაკიც კი სისულელე იქნება.

ხოლო ეს, უწინ ორ გუბერნიად დაყოფილი ტერიტორია თუ არ მოუბრუნდა იმპერიას, მაშინ დანარჩენებზეც თითქმის შეუძლებელი იქნება ზეგავლენის მოხდენა. ანუ რუსეთის აღდგენა სამუდამოდ თუ არა, განუსაზღვრელი ვადით გადაიდება. ეს კი ბოროვის აზრით ნამდვილი, გლობალური და უდიდესი კატასტროფის ტოლფასია. იგი, როგორც პატრიოტი და ოფიცერი, ვერ დაუშვებდა თავისი სამშობლოსადმი რაიმე, თუნდაც უმცირესი საფრთხის აღმოუფხვრელობას. მით უმეტეს, ეს პრობლემა და მისი სავარაუდო შედეგები სულ არ გამოიყურებოდნენ „უმცირესებად“. იგი უკვე გრძნობდა რომ ყველა ღონისთვის მზადაა, ოღონდ კი ეს, თუნდაც გადამეტებულად აღქმული ხიფათი სამშობლოსთვის აეცილებინა.

აქ ბოროვს მსგავსი ისტორიული ფაქტი მოაგონდა გამოწერილივით, როცა ერთი სწავლულის გაუგონარმა სამეცნიერო აღმოჩენამ მისი ეროვნების ხალხს ძირფესვიანად შეუცვალა ადგილი კაცობრიობის „რეიტინგში“, რის მეხებითაც მათ თავისი ქვეყენაც კი აღადგინეს! ამ შემთხვევის გახსენებამ ოფიცერს წარბებიც კი შეუკრა ძალაუნებურად და გაცილებით უფრო ხისტ განწყობაზე დააყენა. არც აქამდე ჭოჭმანობდა დიდად მაგრამ ამ ახლო წარსულის მაგალითმა საბოლოოდ გაუფანტა ეჭვის უმცირესი ნამცეცებიც კი იმის შესახებ, რომ საერთოდ გამორიცხულია ეს აღმოჩენა არ ამოიძირკვოს საქართველოდან და მასთან დაკავშირებით არასდროს იქნეს ნახსენები.

ბოროვმა თავი შეაქანა და მყისვე მოიშორა ამჟამად უსარგებლო აზრები, რომლებსაც ამერიკიდან მოსულმა გზავნილმა წამიერად ააყოლა გამოცდილი და ზღაპრებისგან ძალიან შორს მყოფი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი სადაზვერვო-დივერსიული უწყების გამობრძმედილი მუშაკი.

ბოროვი საქმეს მოუბრუნდა და არც ისე დიდხნიანი ფიქრის მერე დაადგინა ამოცანის გამმარტივებელი გარემოება - ამ სამეცნიერო მოვლენის შესახებ ჯერჯერობით არავინ იცის წესიერად რაიმე. ანუ ამერიკელებს რაღაც კი შეატყობინეს, მაგრამ როგორც აგენტის პატაკიდან სჩანს, ქართველი მეცნიერის გარეშე მის შედეგებს ისინი ვერ გაიმეორებენ. დანარჩენ მსოფლიოს კი საერთოდაც არაფერი გაუგია.

Page 61: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 61

ამ ფიქრებისას ბოროვმა რაღაც ეჭვიანობის მსგავსიც კი იგრძნო - რატომ ამერიკელთათვის უნდა ეცნობებინა ამ მეცნიერს და არა ჩვენთვის, უახლოეს მეზობლისთვისო? მაგრამ როგორც კი უფრო ღრმად ჩაეძია ამის მიზეზებს, მაშინვე გაღიზიანებით უკუაგდო ეს კითხვა და ისევ თავის საზრუნავს მიუბრუნდა.

რა გამოდიოდა? რადგან ნაშრომი ჯერ არსებითად არაა გასაჯაროვებული, მისი აღკვეცის უსწრაფესი გზა ჩანასახშივე გაბათილებაა. ამის მიღწევა კი ყველაზე იოლად თვით ავტორის მეშვეობით შეიძლება. აი, რომ ადგეს ის ქალბატონი და თავის ქართველ და ამერიკელ კოლეგებს ბოდიში მოუხადოს:

- მცდარი ექსპერიმენტი ჩამიტარებია და მისი შედეგები არაფერს ნიშნავს მეცნიერული თვალსაზრისითო, მაპატიეთ, ცუდუბრალოდ შეგაწუხეთო...

რა თქმა უნდა, ასეთი განცხადების შემდეგ აკადემიური წრეებისთვის ის სამუდამოდ იქცევა ტაკიმასხარად, მაგრამ ამ ქალბატონის სახელზე ზრუნვა არ ეწერა ბოროვის წინაშე მდგარ ამოცანათა სიაში, მას სხვა ჰქონდა საფიქრალი - როგორ გინდა მეცნიერს, რომლისთვის აღმოჩენის პრიორიტეტს თითქმის საკუთარი სიცოცხლის ტოლი მნიშვნელობა აქვს, უარი ათქმევინო თავის ქმნილებაზე?

თუმცა, თავისი პროფესიის წყალობით, მან სხვაზე კარგად იცოდა რომ ნებისმიერ ადამიანს გაააჩნია ერთი სისუსტეთაგანი - ან მოხვეჭის სურვილი, ან ყველაფრის დაკარგვის დარდი, ანაც, ყველაზე უფრო მაღალი ზნეობის ხალხს - ახლობლების, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გამო შიში, რისი მიზეზითაც ისინი ბევრ რამეზე ამბობენ უარს და მათ შორის გაცილებით უფრო მეტზე, ვიდრე სპეციალისტის ავტორიტეტია.

სახელმწიფო უშიშროების ოფიცერი არ გამორიცხავდა რომ ყველა ამ ხერხის მოსინჯვა დასჭირდებოდა. უფრო მარტივი და უსაფრთხო - ქრთამიდან დაწყებული, ყველაზე შარიანი და საორჭოფო - სიკვდილის მუქრით და არა მარტო მუქარით, დამთავრებული. ბოროვი ამ ბოლო პუნქტის შესაძლებლობამ უსიამოვნოდ დაღმიჭა. მაინც არ სიამოვნებდა რომ შეიძლება ვიღაც ახლგაზრდა, ნიჭიერი სწავლულის მოკვლა მოსწეოდა. ჩეჩენ ან დაღესტნელ ტერორისტზე რომ იყოს საუბარი კი ბატონო, მაგრამ გონებასხარტ სწავლულზე, რომელსაც ვინ იცის კიდევ რამდენი ცოდნის მოტანა შეუძლია ცივილიზაცისთვის?...

მაგრამ რა გაეწყობა? იმპერიას თავისი მოთხოვნილება აქვს და ადამიანის, თუნდაც ძალიან გამოჩენილის, სიცოცხლის ფასეულობა მის ინტერსებთან საერთოდ არაა მოსატანი. ამასთან შედარებით საკუთარი სიცოცხლეც არ წარმოადგენდა ბოროვისთვის განსაკუთრებულ განძს. ამიტომ პოლკოვნიკის ჭოჭმანი ამ ქალის ყოფნა არ ყოფნის შესახებ სინამდვილეში სულიერ ჭიდილთან, ან ჰუმანიტარულ გრძნობებთან არ ყოფილა დაკავშირებული. ბოროვს უბრალოდ სასარგებლო „ნივთის“, როგორც ამ ქალს აღიქვმდა, გაფუჭება-დაკარგვა დაენანა წამით.

იგი მაგიდას მიუბრუნდა და თვალთახედვა იქ დადებულ ფურცლებს მიაპყრო, თუმცა უმალვე გადაიფიქრა, მოაშორა მათ მზერა და ისევ ფანჯრისკენ გაიხედა რადგან მორიგი აზრი დაებადა თავში:

„აი, განა ყველასთვის უფრო კარგი არ იქნებოდა, - ახალ გონებრივ ბილიკს გაუყვა იგი, - ეგ ტერიტორია ისევ იმპერიის შემადგენლობაში იყოს? ეს მიღწევაც თავის წვლილს შეიტანდა დედა რუსეთის გაძლიერებაში და ამ სწავლულსაც არანაირი საფრთხე დაემუქრებოდა. პირიქით, დაფასება, აღიარება და მატერიალური წინსვლა ექნებოდა მას და მის ოჯახს“.

თუმცა გამოცდილი ჩეკისტი იმწამსე შეედავა საკუთარ აზრებს - ამ ქალს ეს ყველაფერი ისედაც ექნება თუ ეს ამბავი გახმაურდაო. ოპერატიული სამსახურის სპეციალისტმა ამოიოხრა და მორიგჯერ დახედა პატაკს, თუმცა მისი შინაარსი უკვე თითქმის დაზეპირებული ჰქონდა.

Page 62: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 62

- ესე იგი უსულოსთვის სულის ჩადგმას აპირებს ეს მეცნიერი? ჰე-ჰე, - უსიხარულოდ გაუცინა მან ცრიელ ოთახს, - ვნახოთ...

ეს სიტყვები მან თავს იმის ნიშნად უთხრა რომ აქედან მოყოლებული იგი ოპერაციის დაწვრილებითი გეგმის შედგენას იწყებდა. ბოროვი წამოდგა და ისევ ფანჯარასთან მივიდა. მან ლუბიანკის მოედნის შუაგულს გახედა, სადაც ძერჟინსკის ძეგლის აჩრდილი ეგულებოდა და თავი დაუკრა მას. შედეგ კი საბოლოოდ მიუბრუნდა მაგიდას.

პირველ რიგში დაფიქრდა ვინ მიეგზავნა იმ ქართველი მეცნიერისთვის? ეს კი იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, თუ ვისი ხელით აპირებდა შემდგომში მოქმედებას.

ჯერ საკუთარი დაწესებულება, უშიშროების სამსახური განიხილა გონების თვალით. ბოროვის მეხსიერებას დიდ ჯაფა არ დასდგომია იმის მოსაგონებლად რომ დღეს ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის პრაქტიკულად აღარ არსებობს თანამშრომლობა... ე-ეჰ, რა შორს შეტოპა ყველაფერმა! სპეც კია არა, საერთოდ არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას გააჩნია რამეში გამოსადეგი ურთიერთობა. მხოლოდ რაღაც ბიზნეს წრეებს და დელეგაციებს, მაგრამ ესენი ამ საქმეში მთლიანად უსარგებლონი არიან.

ესე იგი დარჩა რა? მხოლოდ ის უწყება რომელზედაც პოლკოვნიკმა თავიდანვე იფიქრა მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის გუნებაში მაინც გადახედა სხვა შესაძლებლობებს. რაიმეს გაკეთება მხოლოდ ეკლესიის შემწეობით გამოვიდოდა, იმ ორგანიზაციის, რომელსაც თავის ქართველ კოლეგებთან ყველაზე მძიმე დროსაც არ გაუწყვეტია ურთიერთობა. შემდეგ წამს, იმის მოსაზრებამ თუ რა საქმისთვის უნდოდა რელიგიის მსახურთა დახმარება, პოლკოვნიკი ჩააცინა კიდეც.

- „ჰოდა ძალიან კარგი, - ფიქრობდა უშიშროების ოფიცერი, - ამ ხიფათის აღმოფხვრა ნამდვილად რელიგიის მსახურებმა უნდა ითავონ, ეს ქალი ხომ ზუსტადაც მათი ფირმისთვის აპირებს კონკურენციის გაწევას, თანაც როგორის? ჰე-ჰე-ჰე! მღევდლებისთვის ხომ მისი სურვილი ძირფესვიანად მიუღებელია!“

მეხსიერებამ ბოროვს ისიც მარდად უკარნახა რომ მაგნაირი კონკურენტების მოშორება ეკლესიისათვის არც ახალი ამბავია და უზარმაზარი გამოცდილებაც გააჩნია: კოცონზე შებრაწვით დაწყებული, ადუღებული ფისის დალევინებით დამთავრებული და შუაში ურიცხვ წამების იარაღ მოყოლებული.

რელიგიაზე ასე ცინიკურად ფიქრი ბოროვისთვის არ იყო რაიმე მორალური სიმამაცის ან დამოუკიდებლობის გამოხატულება. იგი, შთამომავლობითი ჩეკისტი, დაბადებიდანვე აღმოჩნდა ისეთ ოჯახურ გარემოში სადაც ზებუნებრივი არსებების ყოვლისშემძლეობა მხოლოდ დაცინვის საბაბად ვარგოდა. ბოროვი არც ათეისტი იყო იმ გაგებით რომ არ სწამდა ღმერთის არსებობა.

არა, უბრალოდ იგი ყველა რელიგიური მოძღვრებას ფენტეზი ჟანრის მხატვრულ ტექსტად აღიქვამდა და აქედან გამომდინარე მისთვის სრულიად მიუღებლად გამოიყურებოდა აზრი რომ რეალურ ცხოვრებაში ზღაპრულ სიუჟეტებს უნდა გაუწიოს ანგარიში.

მაგრამ, რადგან ჯერჯერობით პლანეტაზე მცხოვრები შვიდი მილიარდი ადამიანიდან ექვსს სჯერა სხვადასხვა ღმერთისა, რელიგია დღესაც რჩება ზემოქმედების ძლიერ ბერკეტად, რომლის ანგარიშგაუწევლობა ან მისი საშუალებების არგამოყენება ნამდვილი სისულელე იქნება.

თავად ბოროვს მხოლოდ დედა რუსეთი სწამდა და აქედან გამომდინარე მისთვის არფერი იყო ცოდვა რაც სამშობლოს გასაძლიერებლად კეთდებოდა. ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერია დასაშვებია და არაფერია დანაშაული.

მომავალი საქმის პირობათა დაზუსტება იმის გათვალისწინებასაც მოითხოვდა რომ მღვდლები ოპერატიულ სამუშაოს ვერ შეასრულებენ. მათი გამოყენებით კავშირები დამყარდება, ოპერაციის იდეოლოგიური დასაბუთება

Page 63: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 63

შეიქმნება და ფინანსები გადაიგზავნება, მაგრამ შემსრულებლებად სულ სხვა სფეროს წარმომადგენლებია საჭირო.

აქ მან თავისი მაგიდის სულ ქვემოთა უჯრა გამოაღო, მოლურჯო პლასტმასის საკმაოდ გაცრეცილყდიანი ბლოკნოტი ამოიღო და მის აუჩაქარებელ ფურცვლას მოჰყვა. მალე სასურველ გვარსაც მიაგნო სიაში, რომელიც სიტყვა „მამაოთი“ იწყებოდა.

ბოროვს რამდენიმე ნაცნობი ჰყავდა საპატრიარქოში, რომელთათვის, ისევე როგორც მისთვის, მთავარი ხატი სამშობლო იყო ხოლო ებრაელი ღმერთი იმდენად იმსახურებდა პატივს, რამდენადაც იმპერიის ინტერესებს შეესაბამებოდა. რაც უფრო მეტს ფიქრობდა ბოროვი ეკლესიის მუშაკების გამოყენებაზე, მით უფრო რწმუნდებოდა რომ ეს არამარტო სწორი, არამედ ერთადერთი გზაა შექმნილი გართულების აღმოსაფხვრელად.

ქართველ მღვდლებს, ერთმორწმუნეობის ნიადაგზე, ამ ოპერაციის წამოწყებას მხოლოდ ეკლესიაზე ზრუნვის მიზეზით აუხსნიან. მერე, რადგან მათ საპატრიარქოს უდიდესი გავლენა აქვს სახელმწიფოზეც და საზოგადოებაზეც, მას არც ორგანოებში გაუჭირდება თანამზრახველთა მოპოვება. მით უმეტეს, ფულის დაპირებით.

საერთოდ კი, პოლკოვნიკ ბოროვის აზრით, ამ ოპერაციას მთლიანი, თავს რომ გადააჭარბებ, ისეთი ძალისხმევა ესაჭიროება. თორემ ოფიცერს გულისშხამად ისიც ყოფნის, ყოველდღე, თავისი კაბინეტიდან გადმოხედვისას ლუბიანკის დაცარიელებულ მოედანს რომ ხედავს.

არადა კარგად ახსოვს ის დრო, როცა ახალკურსდამთავრებული იგი პირველად მოხვდა ამ შენობაში და სანამ მისაღებში იცდიდა, როგორ ესიამოვნა მესამე სართულის ფანჯრიდან გრანიტში გამოკვეთილი ფელიქს ძერჟინსკის დანახვა. ამ სიმაღლეზე ისინი თითქოს თანატოლები იყვნენ. იგი აღარ უყურებდა თავის კერპს ქვემოდან ზემოთ და ახლგაზრდა ლეიტენანტს ეს კარგის მანიშნებლად ეჩვენა მაშინ.

ბოროვმა ისიც გაითვალისწინა რომ იქნებ ქართველთა ხელიდან სამეცნიერო მიღწევის გამოგლეჯა მცირე წვლილია რუსეთის ძლევამოსილობის აღდგენაში, მაგრამ ამ საქმისთვის ფულის და მონდომების დაზოგვა მაინც დაუშვებელია - ფული იხარჯება და უკვალოდ ქრება, ხოლო მიწა მუდმივია.

რაც რუსეთმა ფულის გამო ტერიტორია დაკარგა ის არ ეყოფა, ან ჭკუის სასწავლად არაა საკმარისი? ყოველთვის, რამდენჯერაც ბოროვს ამერიკელთათვის ორ ფუთ ოქროდ მიყიდული ალიასკა ახსენდებოდა, ეს ორი საუკუნის წინანდელი ამბავი ისე ეწვოდა, თითქოს გუშინ მომხდარიყოს.

მას ახლაც თვალწინ წარმოუდგა ის არაერთგზის ნანახი ავადსახსენებელი საბუთი, რომლის მიხედვითაც მეფე ალექსანდრემ ასე უგონოდ გაანიავა ამხელა მიწა იმ საბაბით რომ ძვირი გვიჯდება მისი შენახვაო... ეჰ! ჰოდა შემდგომში რამდენი ოქრო აღმოაჩინეს იქ?! ოქრო ჯანდაბას, იმპერიის რაკეტები რომ ალიასკის მიწაზე გუშაგობდნენ დღეს, განა ამერიკა ასე თავხედი და მეტიჩარა იქნებდა?

„სხვათაშორის, - მწარედ ჩაუღიმა მან თავის ფიქრებს, - იმ დოკუმენტში მეფე ალექსანდრეს ტიტულებში ისიცაა ჩამოთვილი, რომ მისი საიმპერატორო უდიდებულესობა დასვლეთ საქართველოს მეფე, ანუ მმართველია, ხოლო იბერიისა, ესე იგი აღმოსვლეთ საქართველოსი, საერთოდაც ხელმწიფე, ანუ მფლობელი“.

ამის გახსენებამ ბოროვი მკვეთრად გამოარიდა ფიქრებს და ისევ საქმისკენ მოაბრუნა. მან დინჯად, პუნქტებად ჩამოწერა მომავალი ოპერაციის გეგმა, ჩადო იგი შავი პლასტმასის გაუმჭვირვალე საქაღალდეში და სამმართველოს უფროსის მისაღებისაკენ გაემართა. უფრო სწორად, იგი ჯერ ლიფტთან მივიდა, რომელმაც პოლკოვნიკი საჭირო - მესამე სართულზე ჩაიყვანა.

Page 64: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 64

რუსეთის დღევანდელი ლიდერი ძილშიც და ღვიძილშიც მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკობდა და მისთვის იღწვოდა, ამიტომ ბოროვს ეჭვი არ ეპარებოდა რომ აუცილებლად მიიღებს ოპერაციის შესრულებაზე უფროსის თანხმობასაც და სათანადო, ნამდვილად რომ ყველაფრისშემძლე ფონდსაც.

თავი 12სასწრაფოს მანქანა ქობულეთის გზას მიუყვებოდა და ნავთობის ქარხნის,

ხალხში „ბენზეს“ სახელით ცნობილ უბანსაც მიადგა როცა მისმა მგზავრებმა პირველად დაილაპარაკეს. ისიც იმიტომ, რომ შალიკოს ცოტა არ იყოს მოსწყინდა ექიმის დროგამოშვებითი ამოოხვრები.

- რა იყო, მარგო, აღარ იზოგავ თავს, რა ამბავია ამდენი ოხვრა? - გაცინებით შეეკითხა იგი თანამგზავრს.

ექიმ მარგოს არ სიამოვნებდა უსწავლელი მძღოლის თამამი და მოურიდებელი კილო მაგრამ რა ექნა -ამ უზრდელს დიდ კაცი ჰყავდა ახლო ნათესავი და ასე იოლად ვერავინ მოუხერხებდა რამეს.

ამიტომ მან, ვითომც აქ არაფერი და ადრე დაწყებულ საუბარს აგრძელებსო, თქვა:

- ვფიქრობ აგერ და ვერ მივმხდარვარ, ერთი შეხედვით ეს ხალხი განათლებული და აზრიანი მეჩვენა და მეორეს მხრივ, რა უბედურობის ჩადენას აპირებენ ნეტა? განსაკუთრებით ის ქალბატონი?

- ხო-ო, მაგი, მართალი გითხრა, მეც სიგიჟედ მეჩვენა. ალბათ ამ გლახა ამბავმა ძალიან იმოქმედა ქალზე და მის ქმარს შეეცოდა, აჰყვა, აღარ დაუწყო კამათი, მაინც რა მნიშვნელობა აქვს აწი?

- რა ვიცი, რა ვიცი... - დაიწყო ექიმმა, მაგრამ წინადადების დამთავრება აღარ დასცალდა, შალიკოს ტელეფონმა ზარის მელოდია დააგუგუნა. თუმცა, მუსიკა შალვასთვის იყო თორემ ეს ხმა კარმიუხურავი ჯოჯოხეთიდან ამოვარდნილ ღრიანცელად ეყურებოდა მარგოს.

კაცმა გულზე მოითათუნა ხელი და პერანგის ჯიბიდან ტელეფონი ამოაძრო. „ვინაა ნეტაო“ - ერთი ამოიბუზღუნა და გზისთვის წამით თვალმოშორებულმა ეკრანს დახედა. ხელადვე ამრეზილი გამომეტეყველება გაბადრულით შეეცვალა.

- ო-ო, გელას გაუმარჯოს! როგორ ხარ ბიძაშვილო, სად დაიკარგე ამდენ ხანს? - მისი ხმა გულითადობითა და თავაზიანობით ისე გაპიპინდა რომ მარგო დაუყოვნებლივ მიხვდა - ნათესავი დიდი კაცი ურეკავს შალვას, მეტი ამდენ სითბოს არავის ახარჯავდა მისი მძღოლი, მხოლოდ ამ ბიძაშვილისთვის ინახვდა მთელს მარაგს.

ამასობაში შალიკო თავის აღტკინებულ ლაპარაკს განაგრძნობდა:- რა ვქნა, მეც არა მიშავს, დავსდევ ამ ავადმყოფებს და ვარ, ამათაც ხომ

უნდა შველა.მცირე პაუზის შემდეგ, მან ისევ გაახმოვანა დიალოგის თავისი წილი:- ა, რას იზამ, კია გვიანი მარა ხომ იცი, ავდმყოფობა დროს არ უყურებს,

თუმცა, მართალი გითხრა ახლა სადაც ვიყავით მე და მარგო აგერ, იმას ავადმყოფობასთან და მკურნალობასთან საერთოდ არა აქვს კავშირი.

შალვას თან გზასაც აკვირდებოდა და ბიძაშვილსაც ყურადღებით უსმენდა:- მარგო, გელა მოკითხვას გითვლის, - მიუბრუნდა მძღოლი თავის

ფორმალურ უფროსს.- ოჰ, დიდი მადლობა, - ხელადვე უპასუხა აშკარად ნასიამოვნებმა

ქალბატონმა, - ჩემგანაც მოკითხვა ბატონ გელას.

Page 65: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 65

- შენც მოკითხვა, გელა, ქალბატონ მარგოსგან, - ყურმილს ჩაულაპარაკა შალვამ. მერე ცოტა ხანს მოუსმინა მას, ისევ ექიმს მოუბრუნდა, თავი დაუკრა, ანიშნა - „შენც მადლობაო“ და თან საუბარიც გააგრძელა:

- რა ვიცი ჯერ შვებულებაც არ მეკუთვნის და თანაც, კაცმა რომ თქვას, არც ისე დიდი ხანია თქვენსკენ ვიყავი, ახლა იქნება შენ ჩამოირბინო აქეთ, აღარ მოვიდა შენი ჯერი?...

ბიძაშვილმა ეტყობა გააწყვეტინა რადგან ინტონაციის მიხედვით მარგო მიხვდა რომ მის მძღოლს წინადადება დაუმთავრებელი დარჩა.

ეს პაუზა სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა და შალვა ისევ ალაპარაკდა:- ვიცი, ვიცი, ზღვისთვის და კურორტისთვის არც ახლა და არც როდისმე

გცალია შენ, მარა, ბოლოს და ბოლოს, ქედადან ჩამოტანილი ყურძნით რომ სუფთა ჩხავერი დავაყენე, არც ის გინდა გასინჯო?

ამ სიტყვების შემდეგ იგი ყურმილს უსმენდა მანამ, სანამ ისევ მისი ლაპარაკის ჯერი დადგა:

- ზუსტად მაგაშია საქმე! სულ არ ვარ დარწმუნებული, რომ მაგი ღვინო აგრილებამდე მიმყვება! აბა!

გელას ხმა არ ესმოდა მარგოს მაგრამ არც საჭიროებდა, შალვას პასუხები ისედაც აგებინებდნენ რაზე საუბრობენ ბიძაშვილები, უფრო სწორად, რომ ზუსტადაც არაფერზე:

- სახლში... ვართ ძველებურად, წელს იღბლად ამინდები კაი დარჩა და სტუმარი არ გვაკლია. ჟუჟუნა და მზია გადაყოლილი არიან სასტუმროს, მეც ვეხმარები რაც შემიძლია, როცა ცვლაში არ ვარ. თქვენ როგორ ხართ, რას შვება ლილი, პატარები საით არიან?

ისევ ტელეფონის მდუმარე ნაწილი ჩაერთო დიალოგში. ამასობაში მანქანა ამ ცოტა ხნის წინ გამოვლილ ჩაქვს მიადგა ისევ.

- ხოო, მაქეთ კაი ადგილებია, მოუხდება ბავშვებს, - ისევ ალაპარაკდა შალიკო, - და შენ ამ უქმეებზე თბილისში რჩები? არ ახვედი მათთან?

ჩაქვის ცენტრში მყოფ ერთადერთ შუქნიშანზე წითელი აინთო და შალიკომ ჩვეულებისამებრ ჯერ თანდათანობით შეანელა მანქანა, როგორც მისი იძულებითი მგზავრების ტარებამ შეაჩვია და მერე საბოლოოდ გააჩერა იგი. საბედნიეროდ ავტომობილს სიჩქარეების ავტომატური გადამრთველი ჰქონდა და ამიტომ მძღოლს, თუ სჭირდებოდა, ერთი ხელი ყოველთვის თავისუფალი ჰქონდა, მაგალითად როგორც ახლა - ტელეფონისთვის.

- გასაგებია, თუმცა ერთი დღით ასვლა სულ არ ასვლვას მაინც ჯობია, - ჩაცინებით განაგრძნო საუბარი შალვამ, იმის მერე რაც თავის კითხვაზე პასუხი მოისმინა, - მოკითხვები გადაეცი მაშინ ყველას და იგი პატარა ანგელოზები დამიკოცნე რომ ახვალ.

ამ სიტყვებზე მარგომ შვება იგრძნო - ემშვიდობებიან ბიძაშვილები ერთმანეთსო. მართალია შალვას არასდროს შეშლია რამე და ნამდვილად კარგი მძღოლია, ექიმს ყურიც კი ჰქონდა მოკრული თითქოს სიყმაწვილეში იგი საავტომობილო შეჯიბრებებშიც მონაწილეობდაო, მაგრამ ქალი ცოტა დისკომფორტს მაინც გრძნობდა როცა შალვას ცალი ხელით მიჰყავდა ავტო და მით უმეტეს, ამ დროს ტელეფონითაც ლაპარაკობდა.

- გეიხარე, გეიხარე, - ისევ ალაპარაკდა მესაჭე, - გადავცემ აუცილებლად, გაუხარდებათ რომ დერეკე მაინც, თვარა ისე მართლა კაი ხანი არ გვინახიხარ.

როცა ამ სიტყვების პასუხად გელამაც მოითავა სათქმელი, ექიმის გასაკვირად, მძღოლმა ბიძაშვილს ჩვეულებისამებრ სხარტი პასუხი კი არ შეაგება, არამედ აპარატი მოიცილა ყურიდან, კაბინას მიმოატარა ერთი აწრიალებული მზერა და ჩაფიქრდა. ორიოდ წამში, რადგან შალვას აღარ ჰქონდა აპარატი ყურის ნიჟარაზე მიჭერილი, მარგომ გაიგონა რომ ტელეფონიდან ისევ წამოდინდნენ სიტყვები, თუმცა კი გაურკვევლად.

Page 66: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 66

- კი, კი, მესმის, - შეიშმუშნა და როგორც იქნა ალაპარაკდა შალვა, - გვირაბში... არა, ჯერ არ ვართ მარა საცაა შევალთ... და ისა, ტყუილ გამოძახებაზე აღარ გევლოსო, ეტყობა ვერ გამიგე... უფრო სწორად შენ კი არა, მე ვერ გაგაგებიე წესიერად. არ ვყოფილვართ ტყუილ გამოძახებაზე...

შალვას ეტყობა ისევ გააწყვეტინეს რადგან იგი უეცრად დადუმდა და ტელეფონს მოუსმინა ცოტა, სანამ აზრს დაასრულებდა:

- ავადმყოფთან კავშირი არა აქვსო კი გითხარი მაგრამ ჯანმრთელიც არ გვინახია იქ, პირიქით, მტერს... მოკლედ, ადამიანებს საშინელება დაემართა, ბავშვი დაეღუპათ... ის კიდევ ცალკე სასწაულია როგორ დაეღუპათ და რატომ, მაგრამ საქმე იმაშია... ეჰ, ბიჯო, არც ვიცი როგორ გითხრა...

შალიკომ უცებ საშინელი დაბნეულობა იგრძნო რადგან ახლაღა გააცნობიერა რომ ჯერ არც კი დაფიქრებულა ბოლომდე, გაჭრილად არ უთქვამს თუნდაც საკუთარი თავისთვის, სინამდვილეში რა ამბავს შეეჯახნენ ის და მარგო ამ საღამოს! მართლაცდა, რას უპირებს ის ქალი თავის მკვდარ შვილს? გზაში ტელეფონით ვიღაცას, სახელად მგონი ალექსანდრეს ელაპარაკა და რაო რას ეუბნებოდა იმ კაცს?

სიტყვები კი ესმოდა შალვას, მაგრამ შინაარს ვერ ხვდებოდა... არადა ის ქალი ყველაფერს დაწყობილად ამბობდა. თან ისე, თითქოს გეგმა წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული: არც ტიროდა, არც ჩიოდა, უბრალოდ... ვითომდა რაღაც ჩვეულ საქმეს ამზადებსო.

შალვამ როგორც იქნა მიაქცია ყურადღება ყურმილიდან მომავალ გელას ხმას. თუმცა, რადგან მანქანა ამჯერად ნამდვილად შევიდა გვირაბში, ვეღარ გაარკვია რა უთხრეს.

- ახლავე, გელა, ახლავე, - ჩასძახა მან აპარატს, - უკვე მართლა ტუნელში ვართ და მანქანების ექოა ძალიან ხმამაღალი, ცუდად მესმის, მოიცა ცოტა... აჰა გავედით კიდეც, - დაახლოებით ნახევარ წუთში განაგრძნო მან სატელეფონო ურთიერთობა, - რაო რა მითხარი?

და ცოტაოდენი დუმილის შემდეგ, როცა გელას კითხვა მოისმინა, ისევ ალაპარაკდა:

- რას ვერ გეუბნები? ჰმ, რას და იმ ბავშვის მშობელი... - შალვამ ექიმს გადახედა, თითქოს მასაც იმოწმებსო. მარგო გაშეშებული შესცქეროდა მძღოლს. ეტყობა მასაც ახლა მოუვიდა თავში რომ ბოლოს და ბოლოს სათქმელი უნდა თქმულიყო.

შალვამ, თითქოს უდიდეს ძალას ატანს თავს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას აიძულებსო, განაგრძნო:

- მოკლედ, ბიძაშვილო, ახლა რაღაცას კი გეტყვი, მაგრამ შენ თუ იფიქრე ესენი გაგიჟებულანო, ჩემი ბრალი არაა იცოდე... და ისა, ერთი წამი მაცალე, ტელეფონს გადავრთავ... ამდენი ხანია მანქანას ცალი ხელით ვმართავ... აქამდე არაუშავდა, მაგრამ აწი ციხისძირის უღელტეხილი იწყება და რაც მთავარია მარგოც მოისმენს ჩვენს ლაპარაკს, იქნება მაგან უფრო გაგაგებინოს სათქმელი, მე თუ ვერ გითხარი.

შალვამ მანქანა შეანელა, რამდენიმე წამით მეორე ხელიც უშვა საჭეს და ღილაკებს დააჭირა. მისთვის ეს ჩვეული ამბავი იყო, ხშირად უწევდა ამ რეჟიმზე ტელეფონის გადართვა, განსაკუთრებით მარტოობისას.

- აჰა, გადავრთე, გელა და ამასობაში, ჰმ, ძალ-ღონეც მოვიკრიბე სათქმელად: მოკლედ, დედამისი იმ ბავშვს გაცოცხლებას უპირებს! ა ბატონო, რაც გინდა ის იფიქრე აწი! - ისე ამოილაპარაკა შალვამ, თითქოს უმძიმესი დანაშაული აღიარა სასამართლოზეო. მერე თავისი მეგზური გაახსებდა და მას მიუბრუნდა. - მარგო, არის ეს ასე თუ მართლა გავაფრინე მე? უთხრი ერთი ამ კაცს.

Page 67: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 67

ქალი თითქოს გაფაციცებით ელოდაო ამ კითხვას რადგან უკვე ყელში აქვს მოწოლილი თავისი სათქმელიც და საერთოდ ეს ამბავიცო, იმწამსვე სხაპასხუპით ალაპარაკდა:

- გამარჯობათ, ბატონო გელა, დაუსწრებლად კი გიცნობდით აქამდე და აი, ახლა პირადად გაგიცანით, თუ შეიძლება ასე ითქვას, - ნერვული ჩაქირქილება დააყოლა მისალმებას მარგომ.

- გამარჯობათ, - გაისმა ტელეფონიდან გელას დაბალი, მჟღერი ხმა, - რატომ არ შეიძლება? მართალია ერთმანეთს ვერ ვხედავთ და ხელის ჩამორთმევაც არ შეგვიძლია, მაგრამ ხომ ვსაუბრობთ, ანუ როგორც დღეს ამბობენ, მაპატიეთ ასეთი ნეოლოგიზმი - ხომ ვეურთიერთობებით ერთმანეთს? ჰოდა, აქედან გამომდინარე, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! - გელას ხმა აშკარად მიანიშნებდა მის მსმენელებს რომ ამ სიტყვებს იგი ღიმილის თანხლებით წარმოთქვამს.

ოდნავი დუმილის შემდეგ, გელამ თითქმის იგივე, მაგრამ მაინც ოდნავ დაძაბულობა შეპარული კილოთი გააგრძელა თავისი მონოლოგი:

- ხოლო რაც შეეხება შენს ნათქვამს, შალვა, ე-ე, ჰმ, ქალბატონო მარგო, თქვენც ასეთი აზრი გაგიჩინათ დღევანდელმა... როგორ ვთქვა, პაციენტების საქციელმა? შალვას, ბიძაშვილობით არ ვიტყვი და ტყუილი ლაპარაკი ან უაზრო ხუმრობები არ უყვარს, ეჭვი არ მეპარება თქვენც დარწმუნდებოდით მაგაში. მაგრამ ახლა, რაღა დავმალო და ვერ აღვიქვამ მის სიტყვებს სერიოზულად.

გელამ კიდევ წაიყოყმანა, ეტყობა შესაფერის, არავისთვის რომ საწყენი ყოფილიყო, ისეთ სიტყვებს ეძებდა:

- დამეთანხმებით ალბათ, ძალიან უცნაური შინაარსი აქვს მის ნათქვამს და თუკი თქვენც, როგორც ვთქვი, იგივე აზრზე ხართ, მაშინ მართლა რაღაც გაუგებრობაა ჩვენს თავს... ან იმ ხალხისას.

- ბატონო გელა, - ისევ ალაპარაკდა მარგო, მაგრამ ამჯერად არა წინანდელი სხაპასხუპით, არამედ პირიქით, ძალიან დინჯად, ეტყობოდა რომ სანამ წარმოთქვამდა, ყველა სიტყვას უფიქრდებოდა, - ის ადამიანი ნამდვილად საღ ჭკუაზეა, ისევე როგორც უნივერსიტეტის მუშაკები, ჩვენ რომ შემოგვეგებნენ.

- უნივერსიტეტის? უკაცრავად, რომელის კი მაგრამ? - ჩაეკითხა გელა. აქამდე, მისი საუბრის კილოდან გამომდინარე, შალვას სიტყვებს იგი

ძალიან მსუბუქი, თითქმის შეუმჩნეველი ცნობისმოყვარეობით ეკიდებოდა მაგრამ ახლა მისმა ხმამ ნამდვილი დაინტერესების ნიშნები გაამჟღავნა.

- რომელის და კოშკი როა ბულვარში, - თქვა ქალმა, - მომავალი თაობის სწავლისა და ახალი ცოდნის კერად აღმართული შენობა ვიღაცისთვის ფულის საქაფავ სასტუმროდ და სამიკიტნოდ რომ აქციეს კინაღამ, თუ უფრო უარესად არა.

- უარესი რა გაქვს მხედველობაში, მარგო? - შალვამ სიცილნარევი კითხვით სცადა ექიმის მოულოდნელად გამკაცრებული ტონის შერბილება.

- რას და სამორინე-საროსკიპოს, ვერ ძღება ეს ხალხი ფულის ხვეჭით, რას უშვებიან ნეტა, ჭამენ? - არ მოუკლო სიკაპასეს მედიცინის მუშაკმა.

- ტექნოლოგიურში? - ამჯერად აშკარად გაოცებულმა გელამ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება მარგოს ტონს. მას დრო დასჭირდა ამ, როგორც ჩანს მისთვის მართლა საკვირველი სიახლის გასააზრებლად.

ამასობაში მანქანამ მესხეთის მთაგრეხილის „კუდი“ უკან მოიტოვა და ქვემოთ, ისევ ბობოყვათისკენ იწყო დაშვება.

- კი მაგრამ, საიდან დაასკვენით რომ ის ქალი მართლა... მასეთ რამეს გეგმავს? ეს ხომ, არ გეწყინოთ ქალბატონო მარგო და არც შენ ჩემო შალვა, უაზრობაა?

- ხომ გაგაფრთხილე მე შენ, ბიძაშვილო, - ნიშნის მოგებით ალაპარაკდა შალვა, - ხომ გითხარი...

Page 68: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 68

ფრაზის დამთავრება მას აღარ აცალეს, გელა ახალი კითხვით ჩაერია ლაპარაკში:

- მოცადეთ, მოიცადეთ, - უკვე ნათლად დაეტყო მას აღელვება, - თქვენ, ქალბატონო მარგო, ხომ იწერთ პაციენტების სახელებს და ამათისაც ჩაიწერდით ალბათ.

- კი ვიწერთ, თუ გვაქვს საშუალება, - ამჯერად თითქოს ლექციას კითხულობსო, ისე მკაფიოდ ალაპარაკდა მარგო, - მაგალითად, როცა სახლში ვაკითხავთ ავადმყოფს, მაგრამ თუკი, საგზაო შემთხვევაზე ან რაიმე სხვა სახის ავარიაზე ვართ გამოძახებული, მაშინ მთლად ყოველთვის ვერ ვიგებთ პაციენტის მონაცემებს, როცა ის მარტოა და არაფრის თქმა შეუძლია.

- გასაგებია, გასაგები, - გელას ხმას მოუთმენლობაც შეეპარა, - მაგრამ რადგან თქვენ ეს... ეს ხალხი ამხელა მანძილზე ატარეთ, ესე იგი გზაში გექნებოდათ გამოკითხვის საშუალება?

ექიმი ამ სიტყვებმა ცოტა ჩააფიქრა და მის ნაცვლად შალვამ განუმარტა თავის ბიძაშვილს საქმის ვითარება:

- გელა, როგორ იყო იცი, თავიდან ის ქალი ბავშვს დასტიროდა, - ეს სიტყვები მძღოლმა გულწრფელი თანაგრძნობით წარმოთქვა რომელიც მას შემდგომ ლაპარაკშიც გადაჰყვა, - მერე კი, როცა ბენზინის ჩასამატებლად შევჩერდით და ქმარმა ტელეფონი მისცა, ის დაუყვნებლი ვიღაცას დაუკავშირდა, როგორც ახლა ვხდები, უნივერსიტეტის მუშაკს და თითქმის მთელი გზა მას ელაპარაკა.

- და თქვენ რა, საერთოდ არაფერი გიკითხავთ მისთვის? - გელას არც უცდია იმედგაცრუების დამალვა.

- კითხვა ვერ ჩავაკვეხეთ თორემ კი! - შალვამაც დაიბოხა ხმა, - მარა შენ თუ მაგ ქალის სახელი გაინტერესებს, რომ დარეკა ტელეფონით, იმ ხალხს ჯერ უთხრა ნათელა ვარ, მთვალიძეო და მერე გადავიდა საქმეზე.

- ნათელა მთვალიძე? - ცოტადენი დუმილის შემდეგ დაფიქრებით და როგორც მის მსმენელებს მოეჩვენათ, დაეჭვებითაც კი გაიმეორა გელამ ეს სახელი და გვარი, - ერთი წამი მაცალეთ, - მოაყოლა მან და ცოტა ხანში მარგომ და შალვამ კარგად გაარჩიეს ტელეფონიდან მომდინარე კლავიშების წკაპუნი.

კაკუნს გელას ხმაც მოჰყვა მალე:- წეღან თქვენ მისი ქმარი ახსენეთ და ბარემ ხომ არ იცით, იმ კაცს გივი

წერაძე ხომ არ ერქვა? - ვაი, რაში საქმე? - ამჯერად შალვა გაკვირდა, - გვარის რა მოგახსენო და

სახელი ნამდვილად გივი ჰქვია!- გასაკვირია, ნუთუ ყველა ადამიანის სახელი იცით მთავრობაში,

პატივცემულო გელა? - მარგომ გადაწყვიტა რომ მისთვისაც დროა დიდ კაცს თავი შეახსენოს, - მართლაც რომ წარმოუდგენელი რაოდენობის სამუშაოს ასრულებთ!

- მთავრობაში? ა-ა, არა. ეტყობა ჩემმა ბიძაშვილმა თავის მოწონების მიზნით გამაზვიადა, - უსიხარულო ჩაცინების ხმა მოისმა ტელეფონიდან, - მთავრობას ვერ აწვდენილი, ამჟამად უშიშროების სამსახურში ვირჯები შეძლებისდაგვარად და უნდა გითხრათ რომ ნამდვილად არაა ჩენთვის ყველა ოჯახის წევრთა სახელი და გვარი ცნობილი. მხოლოდ, ასე რომ ვთქვათ... და ამის თქმით მე საიდუმლოს არ ვამჟღავნებ, მოკლედ, გამორჩეული ადამიანები გვყავს მხედველობის არეში, უმეტესად მათი უსფრთხოების მიზნით.

- გამორჩეული ადამიანები? - ერთხმად გამოხტეს თავისი გაკვირვება მესაჭემ და ექიმმა, - და რა ქნა ამ ხალხმა ასეთი?

ხოლო მარგომ გუნებაში კიდევ ერთი ფრაზა დააყოლა ამ გაკვირვების გამოხატვას: „მთავრობაზე უარესი არ ყოფილხარ?“ -ო.

Page 69: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 69

- ამ ხალხმა არა, - უყოყმანოდ უპასუხა გელამ, - მხოლოდ ქალბატონმა ნათელა მთვალიძემ. რომ იცოდეთ, თქვენი დღევანდელი, ჰმ, მგზავრი ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე მკვლევარია ბიოლოგიის დარგში.

- ვითომ? - მარგომ ვერც კი შეატყო თავს, რამდენი ეჭვიანობა გაამჟღავნებინა ხმას, - საიდან გამომდინარეობს ეს?

შალვამ ალმაცერად გახედა თანამგზავრს მაგრამ ქალმა ვერც შეამჩნია მისი მზერა, იგი გაფაციცებით ელოდა პასუხს.

ტელეფონმაც არ დაუგვინა და უშიშროების მუშაკის ხმა მალევე გააგონა:- ამერიკაში ერთი დაწესებულებაა რომელიც თავის დროზე

პროფტექნიკუმად დაარსდა მაგრამ იმის მერე განვლო ხანმა და ამ სასწავლებლის მუშაკებს ოცდათორმეტჯერ მიენიჭათ ნობელის ჯილდო, ხოლო სამეცნიერო კვლევებში იგი ამჟამად წელიწადში დაახლოებით ორ მილიარდ დოლარს აბანდებს.

- რაა კი მარა ასეთი? - დიდი მილიარდების გაგონებამ შალვაც დააინტერესა.

- რა და კალტექი, ანუ კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ამერიკის და რაღა თქმა უნდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი... ჩვენთვის რაღაც უაზრობაა არა, უნივერსიტეტს რომ ინსტიტუტი ჰქვია? - ჩაცინება დააყოლა გელამ თავის ბოლო სიტყვებს.

მარგომ ამ აუცნაურობას სულ არ მიაქცია ყურადღება და ისევ ჩაეძია თანამოსაუბრეს:

- და ამ ქალთან, ნათელა მთვალიძესთან, რა კავშირი აქვს მაგ უნივერსიტეტს თუ რაცაა?

- ჰეჰ, - მოისმა ტელეფონიდან, - ამ, ჰმ, „რაღაცაში“ არის ბიოლოგიის განყოფილება სადაც შესაბამის კვლევებს აწარმოებენ. ჰოდა ნათელა მთვალიძე ასეთ დიდ მეცნიერად ზუსტად მაგ დაწესებულების მუშაკებმა შერაცხეს, იმის მერე როცა მის კვლევათა შედეგებს გაეცნენ. მგონი პროფესორის ადგილიც შესთავაზეს.

- ბიჯოს! - წამოიძახა შალვამ, - რას იკვლევს ეს ქალი კი მარა ამისთანას ან იქ რაში დასჭირდათ მისი რამე?!

- იქ რაში დასჭირდათ და, მოიცა ერთი წუთი, - ტელეფონში ისევ კლავიატურის წკაპუნი გაისმა, რასაც ცოტა ხანში გელას განმარტება დაემატა, - მართალი გითხრა ეს ყველაფერი სულ ახალი, რამდენიმე თვის ამბავია, მთლად დაწვრილებით არ მაქვს გაგებული და ამიტომ ჯერ ინტერნეტში ვნახავ აგერ...

ისევ კლავიშები არაკრაკდნენ და მერე:- ჰო, ა ბატონო რა წერია აქ: ესე იგი... ბიოინჟინერიის განყოფილება ე-ე,

ფოკუსირებულია, ინგლისურად ვკითხულობ და მთლად გამართული ლაპარაკი არ გამომდის როგორც ვატყობ, - მოიბოდიშა გელამ.

- მშვენიერ კარგადაა ყველაფერი გასაგები, - სულმოუთქმელად შეაგულიანა იგი მარგომ, - მშვენიერად.

- ჰოდა კარგი თუ მასეა, მაშინ ვაგრძელებ: ესე იგი ფოკუსირებულია წინწაწეულ კვლევებზე და გაფართოებულ ცოდნაზე სიცოცხლის რაობის შესახებ - დაწყებული ერთი მოლეკულიდან და ვიდრე მთლიან ორგანიზმამდე.

- რაო, რაო, - მორიგი გაკვირვევული შეძახილი დაამატა საუბარს შალვამ, - სიცოცხლის რაობაზეო?! აბა სწორად მიმხვდარვართ მე და მარგო? არაფერი გაგიჟებული ჩვენ ვართ! ა, რას იტყვი ბიძაშვილო?

პასუხად ტელეფონიდან საკმაოდ დიდხანს მხოლოდ სიჩუმე ისმოდა. ბოლოს, როცა სასწრაფო მანქანის მგზავრებს უკვე ეჭვიც გაუჩნდათ იქნება კავშირი გაწყდაო, ტელეფონიდან დაზვერვის მიშაკის ძლივს შესამჩნევად მაგრამ მაინც გაუცხოებული ხმა მოისმა:

Page 70: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 70

- არ ვიცი, ახლა ვერაფერს გეტყვით, ბოლოს და ბოლოს ამ წუთს გავიგე ეს ამბავი... თქვენც ალბათ უკვე სადაცაა მიხვალთ ადგილზე, არა?

- კი, - ცოტა იმედგაცრუებით დაეთანხმა მას შალვა და მრავალმნიშვნელოვნად გადახედა მარგოს. ქალმა პასუხად მხრები აიჩეჩა.

- ჰოდა მაშინ, - ისევე რაღაც სხვანაირი ხმით ლაპარაკობდა უშიშროების მუშაკი, - დაგემშვიდობები ახლა შალვა და თქვენც ქალბატონო მარგო. მეტს აღარ მოგაცდენთ, მე აგერ სახლში, დივანზე წამოწოლილი ვისვენებ, ხოლო თქვენ შუა საქმეში ხართ.

ამის მერე გელამ თავის ბიძაშვილს და მის თანამგზავრ ექიმს ძლივსღა აცალა „კარგად ბრძანდებოდეთების“ თქმა და მოწყვეტით დაასრულა საუბარი.

თავი 13მეორე დღე პოლკოვნიკმა ბოროვმა იმით დაიწყო რაც წინაზე ვერ მოასწრო

იმის გამო რომ უფროსობასთან მომავალი ოპერაციის შეთანხმება მოსალოდნელზე მეტად გაიწელა. ძირითდად, რაც თავიდანვე ივარაუდა, საჭირო ოდენობა ფულის მოპოვება გაჯანჯლდა. მან საწერი მაგიდის უჯრიდან ხშირი ხმარებით გასქელებული ბლოკნოტი ამოიღო და ფურცვლა-ფურცვლით, გუშინდელის არ იყოს, ისევ საპატრიარქოს გვერდზე გადაშალა. მერე იქ ნანახი ტელეფონის ნომერი აკრიფა რის დროსაც მორიგეობით ხან თავის ჩანაწერს უყურებდა, ხანაც აპარატის ეკრანს.

- დილა მშვიდობისა, მამაო სერგი, - ჩაილაპარაკა მან ყურმილში როგორც კი ზარს უპასუხეს, - ბოროვი ვარ.

- ვხედავ, შვილო ჩემო ნიკოლაი, - ეკლესიის მუშაკის ნაცნობი, ბოხი ხმა გაისმა ყურმილში, - შენც დღეგრძელობა მოგცეს უფალმა, - მისალმებით შემოიფარგლა სერგიც.

„რაზე შეწუხებულხარ?“ და სხვა ამისთანა კითხვების დასმას კგბ-ს მუშაკისთვის აზრი არ ჰქონდა - ეს ხალხი თავადაც იოლად აუდის სათქმელს და არავის მოპატიჟებას ან შეგულიანებას საჭიროებს..

- მამაო, მერიდება შენი შეწუხება მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, უნდა შევხვდეთ და გავისაუბროთ, - უშიშროების მუშაკის სიტყვები ვითომ მოკრძალებას და მობოდიშებას გამოხტავდნენ მაგრამ მისი აუღელვებელი, თანაბარი და უემოციო ტონი ვერც თუ მთლად ადასტურებდა ამას.

„ვიცი როგორაც გერიდება“, - გულში ჩაიცინა სერგიმ, ხმამაღლა კი წარმოთქვა:

- რად გინდა ჩემთან მორიდება, ნიკოლაი, ჩვენ ხომ, მართალია ჩვენ-ჩვენს ადგილზე, მაგრამ ერთდაიგივეს ვემსახურებით.

იმის გათვალისწინებით თუ საპტრიარქოს რომელ განყოფილებაში იღწვოდა სერგი, ეს მისი სიტყვები სავსებით გულწრფელად ჟღერდნენ.

- რამდენად სასწრაფოა ეს შეხვედრა? - დააზუსატა ეკლესიის მუშაკმა და შემდგომ წამს თავადვე უპასუხა ამ კითხვას, - თუმცა არასასწრაფო საქმე შენ საიდან? როგორც ვატყობ ჯობია დღესვე ვისაუბროთ, არა?

- კი, სასურველია, - დაუდასტურა ბოროვმა.- სასურველია, სასურველია, სასურველია..., - წაიღიღინა სერგიმ და მის

წამღერებასთან ერთად ბოროვს ქაღალდების შრაშუნიც ესმოდა ტელეფონში. - აჰა, - შეწყვიტა ვოკალის მეცდინეობა ეკლესიის მუშაკმა, - რას იტყვი

ჩვენთან, ორდინკაზე რომ მოხვიდე თხუთმეტ საათზე?პოლკოვნიკმა კედლის საათს აჰხედა - ცხრა სრულდებოდა.- ძალიან კარგია, მამაო, სრულიად მაწყობს, - უპასუხა მან მღვდელს.- ესე იგი შევთანხმდით, მაშ შეხვედრამდე, - დაემშიდობა მას სერგი.- შეხვედრამდე, - მოკლედვე შეეხმიანა ოფიცერი.

Page 71: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 71

რადგან საპატრიარქოს „თავდაცვის სამინისტროში“, როგორც ისინი უშიშროების სამსახურში რუსეთის ეკლესიის ამ განყოფილებას ეძახდნენ, მისვლამდე ჯერ დიდი დრო იყო, ბოროვმა გადაწყვიტა იქამდე ახალი დავალება შეედგინა თავისი კალიფორნიელი მზვერავისთვის.

რეზიდენტს პრაქტიკულად საიდუმლო ობიექტიდან უნდა გამოეტანა ცნობები იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა საქართველოში დანამდვილებით. როდის და რატომ დაიწყო ამ თემაზე მუშაობა მთვალიძემ? რა ეტაპზე იმყოფება ახლა? რატომ არ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით, მისი შედეგების გამეორება სხვა ლაბორატორიაში? როდისთვის გეგმავს საბოლოო შედეგის მიღწევას და მის გამოქვეყნებას?...

გარდა ამ დავალებისთვის პუნქტების შედგენისა ბოროვს გამუდმებით უწევდა ან ტელეფონით მოკლე შეტყობინებების მიღება, ან მდივნის შემოტანილ ქაღალდებზე ხელის მოწერა, ან მიმდინარე ოპერაციების კორექტირება - წარმართვა. სხავდასხვა დარგის მეცნიერები და გამომგონებლები ერთ წამსაც არ აცდენდნენ ისე რომ რამე არ მოეფიქრებინათ, ხოლო ბოროვს, როგორც დაზვერვის სამეცნიერო - ტექნიკური განყოფილების უფროსს, აბა ხალხში „ბაუმანკად“ ცნობილი მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი ტყუილად კი არ დაუმთავრებია მეორე განათლებად, ყოველ მათ ჩხირკედელაობაზე ტვინი უნდა ეჭყლიტა და მათი მოუსვენარი საქმიანობის შედეგები განეჭვრიტა.

ასეთ ფაციფუცში დრო მალე გარბის და როცა ოფიცერმა კიდევ ერთხელ აჰხედა საათს, ამ უკანასკნელმა აუწყა სადილის დრო მოსულაო - ორი დაწყებულიყო.

ლიფტმა იგი პირველ სართულზე ჩაასრიალა სადაც პოლკოვნიკი მარცხნივ მიმავალ დერეფანს იქამდე გაჰყვა სანამ კაფეს არ მიადგა. აქ მან წვენი, შემწვარი კარტოფილის გარნირიანი დაბეგვილი ხორცი და თევზის სუპი შეუკვეთა.

სადილის აუჩქარებლად შთანთქმის მერე ბოროვი შენობის უკანა გასასვლელისაკენ გაემართა, საიდანაც დეკორატიული ბუჩქების დერეფანში გავლით პირდაპირ ავტოსადგომზე შეიძლებოდა მისვლა. ამის ნაცვლად, კარებიდან გამოსული იგი იქვე, ხის ძირში, სკამზე ჩამოჯდა და ჯიბიდან „მარლობოროს“ კოლოფი ამოიღო. მიუხედავად იმისა მაისი იწურებოდა, მოსკოვში საკმაო სიცივე იდგა, ხოლო დღეს მომეტებულად გამჭოლი ქარი ქროდა მზიანი ამინდის მიუხედავად. ამიტომ, სანამ სიგარეტს მოუკიდებდა, პოლკოვნიკმა თავისი ტყავის ქურთუკის ყველა ღილი შეიკრა.

ათი წუთის შემდეგ ოფიცერმა ჯერაც მხრჩოლავი სიგარეტის ნამწვი იქვე სანაგვეში მოისროლა და თავისი „ტოიოტა კამრის“ -კენ გაეშურა. სიჩქარით ჯერაც არ ეჩქაარებოდა იმის იმედით რომ ორდინკაზე ცალმხრივი მოძრაობა ცენტრისკენაა მიმართული, რაც ძალიან ამოკლებს იქითობის გზას.

მალე იგი ლუბიანკის შუკიდან ჯერ ვარვარკაზე გავიდა და მისი გავლით რამდენიმე წუთში ბოლშოი მოსკვორეცკის ხიდზე ამოჰყო თავი. მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე მისი მანქანა უკვე ბოლშაია ორდინკას გაუყვა, რომლის იქეთა ბოლოში საპატრიარქოს სასურველი განყოფილება ეგულებოდა.

ორდინკაზე დიდი საცობებიც არ დახვედრია მაგრამ არც მთლად ცარიელი ჩანდა ქუჩა - საშუალო მოძრაობა იყო მოკლედ. რამდენიმე წუთში პოლკოვნიკის „იაპონელი“ ივერიის ღვთისშობლის ხატის ტაძართან აღმოჩნდა. კგბ-ს ოფიცერი უსიხარულოდ ჩააცინა იმის გახსენებამ რომ ივერია ზუსტად იმ ქვეყნის ძველი სახელია, რომელშიც ახლა ეს, ყოველ მიზეზს გარეშე მოსაგვარებელი პრობლემა წარმოიშვა.

კიდევ თხუთმეტმა წუთმა განვლო და ბოროვი ქუჩის მარცხენა მხარეს მყოფ თაღოვან სამანქანო შესასვლელს მიადგა. აქ მას მეორე უცხოური სიტყვა

Page 72: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 72

ამოუტივტივდა გონებაში - შესასვლელის იქეთ, მცირე თეატრის მეზობლად, მისი დღეს საზრუნავი ქვეყნის კიდევ ერთი წარმომადგენელი - სახინკლე ეგულებოდა.

ერთხელ პოლკოვნიკიც გამოთვრა იქ, როცა ორ თავის კოლეგასთან ერთად გადაწყვიტეს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება და იმის გაგება, რა ოხრობაა ნეტა ეს ხინკალიო? ამის გახსენებაზე ბოროვს ახლაც მკვახედ ჩაეღიმა.

ეზოში შესვლისთანავე მის თვალწინ ქუჩიდან დაფარული, ქონგურებიანი და ორნამენტებიანი ქათქათა თეთრი შენობა - შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცველ ორგანოებთან ურთიერთქმედების მოსკოვის საპატრიარქოს სინოდალური განყოფილება წამოიმართა.

მალე, იმის მერე რაც მეკარეს თავისი საბუთი წარუდგინა და იმ სრულიად ჭაბუკმა, ჯერც უწვერულმა ბერმა მისი სახელი მომსვლელთა სიაში ნახა, კგბ-ს ოფიცერმა მუხის უზარმაზარი, თაფლისფერი ლაკით დაფარული კარიბჭე შეიარა და ფართო, შუაში წითელ ხალიჩა გადაკრული თეთრი მარმარილოს კიბით მეორე სართულზე ავიდა. აქ იგი შენობის მარჯვენა ფრთისკენ გაეშურა და ასევე ხალიჩით დაფარულ დერეფანს გაუყვა.

ბოროვმა დერეფნის მარჯვენა მხარეს ხუთიოდე კარი გამოტოვა, ხოლო მეექვსეში, სადაც აქაური უფროსის მოადგილე, ანუ, ამათ ენაზე წმინდა სინოდის მთავარდიაკვნი ირჯებოდა, შევიდა. მისაღებში შავანაფორიანმა, ახლგაზრდა ბერ-მდივანმა, რომელიც უკვე გაფრთხილებული იყო, ოფიცერი დაუყოვნებლივ შეუშვა თავისი შეფის კაბინეტში.

კიდევ ერთხელ, ახლა პირადი შეხვედრის აღმნიშვნელი მისალმებების შემდეგ სტუმარ-მასპინძელი მაგიდას მიუსხდა. მამა სერგი ტანსრული, ორმოცამდე წლის კაცი იყო. მას თმაც, წვერიც და ულვაშიც ღაჟღაჟა წითური ფერისა ჰქონდა და გრძლადაც მოშვებული. მის მრგვალ სახეს თვალები იმდენად ღრმად ჩამჯდომოდნენ, თითქოს ხედვის ორგანოები კი არა, ნიღაბის ხვრელებიაო. სერგი ყურადღებითა და მოლოდინით მიაჩერდა თანამოსაუბრეს, რომელიც დღეს ნამდვილად არ გაუცვნია და ვის შესახებაც საკმაოდ ბევრი იცოდა.

კერძოდ, მამა სერგისთვის, ეკლესიური „დაზვერვის სამინისტროს“ მაღალი ჩინის სპეციალისტისთვის, ცნობილი იყო რომ უშიშროების სამსახურში, პოლკოვნიკ ბოროვის ტოლი თანამდებობის ხალხი „ეს“ კლასის მერსედესზე ნაკლები მანქანით არ დადის და ყველას მარმარილოს აუზიანი აგარაკი აქვს. ბოროვი კი თავისი ჭარმაგი „ტოიოტათი“ მგზავრობს და მისი აგარაკიც, თუ იმ ქონებას ასეთი სახელი შეეფერება, მოსკოვიდან გვარიანი ასორმოცდაათი კილომეტრით დაშორებულ სოფელ სუროვატიხაში მამამისის დანატოვარი კარმიდამოა.

თავის მხრივ მამა სერგიც არ იყო პოლკოვნიკისთვის საიდუმლო პიროვნება, მის სამსახურში აბა მეტი რა ეხებოდა? თუმცა თავად ეს კაბინეტიც მშვენიერ თვალსაჩინოებად გამოდგებოდა არქიდიაკვანის დახასიათებისთვის.

სერგის კოლეგა მაღალჩინოსანთა კაბინეტები, ბოროვს არაერთ მათგანში მოსწევია ყოფნა, სავარძლებიან, ფანჯრის რაფების კიდეებიანად ოქროთი იყვნენ მოვარაყებულნი და სერთოდ, სიმდიდრის და ფუფუნების განსახიერებად გამოიყურებოდნენ. მათგან განსხვავებით ოთახს სადაც ახლა ის იმყოფებოდა, ერთადერთი რაც არათუ იმდენად სიმდიდრეზე, რამდენადაც პატრონის მნიშვნელობაზე მიუთითებდა, ზომა ჰქონდა - სულ უმცირეცი სამოცდაათი კვადრატული მეტრი იქნებოდა. დანარჩენი ყველაფერი სადა იყო აქ.

უბრალო, თუმცა კი რბილდასაჯდომიანი მუხის სკამები გრძელ და ასევე მუხის, ოღონდ ბუნებრივად გაპრიალებულ ზედაპირიან მაგიდას შემოსჯარვოდნენ. თეთრი კედლების გასწვრივ რამდენიმე კარადა

Page 73: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 73

ჩაემწკრივებინათ, რომელთა კარელური არყის ხის ერთ დროს ღია ფერის მერქანი, დროს უკვე ჩაეშავებინა.

ოქროთი და ისიც არა უგემოვნოდ მოლესილი, არამედ ძალიან ფაქიზად მოჩუქურთმებული, მხოლოდ ღვთიმშობლის ხატი იყო ოთახის მარჯვენა კუთხეში, მწვანე ხავერდ გადაფარებულ მაგიდაზე მოსვენებული. ხატიც და სერგის მაგიდაც ერთმანეთის მიმართ ისე იყვნენ განლაგებულნი, რომ სადაც არ უნდა მჯდარიყავით, ხატისკენ ზურგშექცევით ყოფნა არასდროს მოგიწევდათ.

ამ ორ მამაკაცს ერთმანეთის არც გაცნობა სჭირდებოდათ და არც რაიმე მაღალფარდოვანი ლაპარაკით მომავალი საქმისთვის ხაზგასმა. სხვანაირი, უმნიშვნელო მიზეზებით ისინი არ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ბოროვმაც შესავლის გარეშე დაიწყო:

- ამერიკიდან ინფორმაცია მოვიდა, ბიოლოგები მიუახლოვდნენ მკვდრის, ყოველ შემთხვევაში ახალმკვდრის გაცოცხლებას და, ჯერ მთლად არ დამიზუსტებია, კიდევ რაღაც, გაცილებით უფრო სერიოზულ თანმხლებ აღმოჩენაზეცაა საუბარი. თუმცა რაც გავიგეთ ისიც ხომ საკმარისია უკიდურესად სერიოზული დაფიქრებისთვის.

სერგის ეჭვიც არ ეპარებოდა, პოლკოვნიკი ტყუილი ლაპარკისთვის და ახლი ჭორების მოსაყოლად არაა მოსული და ამიტომ გულისყურით მოეკიდა მის ნათქვამს თორემ ჯერ-ჯერობით დამაფიქრებელი მისი სიტყვებიდან ნამდვილად არაფერი გაუგია. ეგ კი არა სხვას რომ დაებრახუნებინა ასეთი რამ, ან თუნდაც ტელევიზიით მოესმინა მსგავსი „სენსაციური“ განცხადება, მღვდელი მას აინუნშიც არ ჩააგდებდა.

განა რამდენჯერ ყოფილა, გაზეთს ტირაჟის ასამაღლებლად, სატელევიზიო არხს ან ინტერნეტ გვერდს თავიანთი რეიტინგის გასასუქებლად სრული აბდაუბდა კიჟინ-კიჟინით გამოცხადებინოს სამეცნიერო გარღვევად?

მედიას თავი დაანებე, თვით მეცნიერები, თანაც ავტორიტეტიანი და ღვაწლმოსილნი, არ შვებიან დროდადრო თითქმის იგივეს? როცა თავისი უსაშველოდ ძვირი პროექტებისთვის ახალი ინვესტიციები ესაჭიროებათ?

მაგრამ მერე, როცა ფული უკვე მიღებულია და ღრიანცელის წყალდიდობაც დაიწრიტება, რა რჩება მოტანილ ნალექში? რა და ეს გამაოგნებელი მეცნიერული გარღვევა დიდი ხნის ნაწინასწარმეტყველები ყოფილა და ისიც უთქვამთ მაშინ, რომ პრაქტიკული მნიშვნელობა ამ ნაშრომს კიდევ ათჯერ მეტი კვლევისა და ასჯერ მეტი დაფინანსების მერე ექნება თურმე. ასეთი ილეთების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად მილიარდობით ევროს ხარჯზე აღმოჩენილი ჰიგზის ბოზონიც გამოდგება. ვინ მოთვლის კიდევ რამდენია მსგავსი, მაგრამ ნაკლებად გახმაურებული შემთხვევა?

ამჟამად კი ეტყობა საქმე მართლა სხვანაირადაა. ბოროვი არ შეწუხდებოდა ისეთი ხრიკის გამო, რომელსაც ასი წლის მერე ექნება შედეგი და არაა ის ადამიანი, მედიასავით ისტერიკა ატეხოს ცუდუბრალოდ. პირიქით, როგორც სჩანს ვითარება ნამდვილად სერიოზულია და იმიტომაცაა არსაიდან ისმის ჭაჭანება.

კარგი, მედიას დუმილი ასე თუ ისე გასაგებია - ჯერ არაფერი იციან. მაგრამ მეცნიერები? სერგის არც ამის ახსნისთვის გაუჭირდა ვარაუდის მოფიქრება. ეტყობა სწავლულებმა მართლა რაღაცას მიაღწიეს და ამიტომ არავისი საგანგებო შეტყუება ესჭიროებათ, შედეგი ხელში აქვთ, რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიტანონ აუქციონზე და სასურველი ფასიც დაადონ. ამჯერად ეტყობა არაფერი სჭირთ სახვეწი, დარწმუნებულნი არიან რომ მყიდველთა რიგი დაუდგებათ.

„ხო მაგრამ, - გააგრძელა ფიქრი სერგიმ, - რა შეგვიძლია თუკი ამერიკელებმა ასეთი რამე განახორციელეს. მათ ვინ რას შეუშლის? მით უმეტეს ჩვენ, რუსეთის ეკლესია?“

Page 74: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 74

მანაც დააზუსტა:- ამერიკელთა სამეცნიერო მიღწევის მახარობლად არ მოხვიდოდი შენ. რა

ხდება სინამდვილეში?კგბ-ს პოლკოვნიკმა რამდენიმეჯერ შეაქანა თავი, თითქოს სათქმელს

აფასებსო. მის ადრეულად დანაოჭებულ, ყვიმრალებამოშვერილ სახეზე ზიზღმა გაიელვა, რომელიც უცებვე, რაღაც ფანატიკურის მსგავსი გამომეტყველებით შეიცვალა. ბოლოს მან ერთი ღრმად ამოისუნთქა და პასუხიც დაიწყო:

- სანამ აინშტაინი ფარდობითობის თეორიას გამოაქვეყნებდა, ვის გაუგონია მანამდე ებრაელი მოაზროვნე? იქნებ „მონა ლიზის“ მსგავსი სურათი შექმნა რომელიმე მათგანმა? ან მოცარტის მუსიკას გაუტოლა თავისი? ან მიქელანჯელოს ქანდკებას, სერვანტესის თხზულებას და ანაც, კოლუმბის მიერ ახალი... ჰმ, პლანეტის აღმოჩენას?

სერგი გაუგებრობით მიაშტერდა თანამოსაუბრეს თუმცა ამავ დროს მოთმინებითაც აღიჭურვა. უცნაური შესავლით დაიწყო ნიკოლაიმ წეღანდელი გასაკვირი ცნობის ახსნა და მართლა რიგითზე ძალიან მაღლა მდგომ საქმეს მოასწავებს ეს. ოფიცერი კი განაგრძნობდა:

- მათზე მხოლოდ ის იყო ცნობილი რომ ბოშებივით უმიწაწყლო ხალხია, ოღონდ ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით უფრო ორგანიზებული და ფულიანი.

ბოროვმა ცალყბად გაუღიმა მღვდელს, ის კი კვლავინდებურად იმავე ყურადღებით განაგრძნობდა მოსმენას, მით უმეტეს რომ ჯერ-ჯერობით ვერაფერს ხვდებოდა:

- სწორედ ეს მათი სიმდიდრე უშლიდა ნერვებს ადგილობრივ, ქვეყნის პატრონ ერებს და ამისთვის აწიოკებდნენ ამ უდანაშაულო ხალხს, თუმცა ოფიციალურ მიზეზად ყოველთვის რელიგიას ასახელებდნენ.

ბოლოს სიტყვებზე სერგიმ თავი შეაქანა- ეჭვი მეპარება შენს სიტყვებშიო, თანამოსაუბრეს ანიშნა.

- ჰო, კარგი, თანახმა ვარ, - თქვა პოლკოვნიკმა, - რწმენა მთლად ასე უმნიშვნელო არ ყოფილა, მაგრამ ახლა მაგას შევეშვათ. მე სხვას გეუბნები, გაიხსენე, ამ სწორუპოვრი სამეცნიერო გაღვევის შემდეგ, რამდენი ებრაელი მეცნიერი გაჩნდა, რამდენი გამომგონებელი?...

პოლკოვნიკი ისე უეცრად გაჩუმდა, კაცი რომ ზედმეტს წამოროშავს და თავის იაღლიშს მიხვედრილი წამსვე შეშინებული დამუნჯდება. მაგრამ უშიშროების ოფიცერს არც რაიმესი შეშინებია და არც ლაპარაკის უნარი დაუკარგავს. იგი მსმენელს დაელოდა, ჩემი ნათქვამი გაიაზროს, ყური და გონება შეაჩვიოსო და როგორც კი ამისთვის გამოყოფილი პაუზა საკმარისად ჩათვალა ისევ საქმიანად განაგრძნო:

- მაგრამ მეცნიერებას თავი დაანებე, ასეთი სულიერი აღზევების შემდეგ მთავარს რას მიაღწია მაგ ხალხმა გახსოვს?

წარბშეკრულმა სერგიმ უარყოფის ნიშნად ნელა გააქანა თავი.- მათი სახელმწიფო, - განაგრძნო ახსნა ბოროვმა, - ოცდახუთი საუკუნის

წინ აღიგავა მიწის პირიდან და მისი აღდგენა ისეთივე ზღაპრად გამოიყურებოდა როგორც ახლა ბიზანტიის თავიდან დაარსება. მაგრამ ერთი ადამიანის ისტორიულმა სამეცნიერო მიღწევამ მის ერს იმხელა სულიერი ძალა შესძინა, იმოდენა რწმენა ჩაუნერგა თავის ძალებში, თავისი გონების სიძლიერეში, რომ მათ შეუძლებელი დასძლიეს და თავისი სამუდამოდ გამქრალი სახელმწიფო მკვდრეთით აღადგინეს! - ენერგიულად ამოილაპრაკა უშიშროების ოფიცერმა და თავის სიტყვებს საჩვენებელი თითის ჩამოქნევაც მოაყოლა ისე, თითქოს ძველებურ საანგარიშოზე კოჭი გადასწია, ერთი ქულა მიითვალაო.

სერგი კი ხვდებოდა რომ ებრაელთა ბიოგრაფიის მოსყოლად არაა ეს კაცი მასთან მოსული, მაგრამ მაინც, უფრო ლაპარკში მონაწილებისთვის, ჩაეკითხა:

- კი მაგრამ ბიბლია?

Page 75: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 75

- ბიბლია რომ უფრო ძველი თქმულებების ნაკრებია, ეს შენც კი იცი, - დაუდევრად უპასუხა მას ოფიცერმა, - მაგალითად, წარღვნა შუმერთა მითებშია აღწერილი პირველად. მკვდრეთით აღდგენებიც თითქმის ყველა უფრო ძველ რელიგიაშია... ესენი იქეთ იყოს, რაც მთავარია, მაგ მკიცებულების არმქონე ისტორიებმა განა ოდესმე უშველეს ებრაელებს სახელმწიფოს აღდგენაში?

სერგი, დაიღმიჭა, მერე უხალისოდ დაიქნია თავი და ისევ მოლოდინით მიაჩერდა თანამოსაუბრეს.

ბოროვმა მოკლე პაუზა აიღო და მაგიდაზე მდგარი მინის დოქიდან წყალი დაისხა. აქ ყველაფერი ძველებური იყო - არავითარი პლასტმასის ბოთლებით მინერალური წყალი ან სხვადასხვა ჯურის ტკბილი გაზიანი სასმელი.

ლაპარაკით ჩამშრალი ყელის დასველების შემდეგ მან განაგრძნო:- ზუსტად მაგნაირ შემთხვევაზე მაქვს სასაუბრო შენთან. კერძოდ იმ

სახელმწიფოზე, ვისი სახელობის ტაძარიც აგერ, ნახევარ კილომეტრში გიდგას - საქართველოზე.

სერგიმ თვალები მოჭუტა და წინ გადაიხარა თუმცა მაგიდას არ დაყრდნობია:

- მოიცა, მოიცა, იმიტომ მომიყევი აინშტაინის მიერ ებრაელების აღზევების ამბავი, რომ იქ, ამერიკაში, ქართველმა კაცმა ქნა ეს აღმოჩენა?

მღვდელსხური დაჟინებით მიაშტერდა ოფიცერს ხოლო ამ უკანასკნელმა კითხვაზე პასუხს და ახსნა-განმარტებების მოყოლას არჩია უხმოდ დალოდებოდა, სანამ მისი თანამოსაუბრე თავად ჩასწვდებოდა გაგონილის შინაარსს და მისგან დასკვნას გამოიტანდა.

ეკლესიის მუშაკი არც ჩქარობდა. იგი დინჯად ისწორებდა თავის ხშირ, გულმკერდამდე ჩამოზრდილ ჟღალ წვერს და ისე აკვირდებოდა მას, თითქოს ეშინია ერთი ბეწვიც არ დამრჩეს დაუვარცხნელიო.

გავიდა ხანი. ამასობაში მღვდელმა თავის წვერსაც მოაშორა ხელი და ღვთისმშობლის ხატსაც კარგა ხნას უყურა. ბოლოს ისევ სტუმარს მოუბრუნდა და თითქოს ჯერ ისევ შინაგანი ბჭობის პროცესშიაო, შეფიქრიანებით ალაპარაკდა:

-ჰმ, ნიკოლაი, გასაგებია შენი შეშფოთების მიზეზი. მაგათი - ქართველების თანამემამულემ რომ აინშტაინივით უზარმაზარი სამეცნიერო გარღვევა მოახდინოს, მერე მაგ ტერიტორიის ისევ დედა რუსეთში დაბრუნება ძალიან გართულდებაო, ამას მეუბნები, ხომ?

პასუხად ბოროვმა ერთი მძიმედ ამოიოხრა და თავი დაიქნია. სერგის კაბინეტში საკმაოდ ციოდა. ახლა, მაისის ბოლოს, გათბობა ცხადია გამოერთოთ მაგრამ კალენდრის შეხსენება სულაც ვერ ათბობდა უშიშროების მუშაკს. ლუბიანკაზე ბოროვის ოთახს სამზეურ მხარეს ჰქონდა ფანჯრები და მას ზამთარშიც საგრძნობლად ათბობდნენ მნათობის სხივები. ამას გარდა ელექტრულ რადიატორს პოლკოვნიკი დღემდე ამუშვებდა.

შენობის ჩრდილოეთ მხარეს განლაგებულ მამა სერგის სამუშაო ოთახში კი დღის სინთლე მხოლოდ ანარეკლის სახით შემოდიოდა, ასეთს კი სითბო არ მოჰყვება. ბოროვი შეიშმუშნა და ვითომ სავარძელში გასწორდა ენერგიულად, თუმცა სინამდვილეში ოდნავ მაინც ავიჩქარებ სისხლის მიმოქცევასო, იფიქრა. გასაკვირია ეს მღვდელი როგორ სძლებს აქ მთელი დღე, თუმცა ვინ იცის რა აცვია ამხელა ანაფორის ქვეშ?

- არა, - ბოლოს უყოყმანოდ ამოილაპარაკა ეკლესიის მოხელემ, - სხვას თუ არა, შვილო ჩემო ნიკოლაი, მე და შენ ხომ გვესმის რომ ეს მართლაც დაუშვებელია და რადგან შენ აქ ხარ, ესე იგი რაღაც გამოსავალი არსებობს, თუმცა, მართალი გითხრა, ამდენს ვფიქრობ აგერ და მაინც ვერ წარმომიდგენია, ან იქ, ოკეანის გაღმა პროცესებზე ჩვენ რა გავლენის მოხდენა შეგვიძლია, ან, საერთოდ, როგორ დაუკეტავ პირს მეცნიერთა ჯგუფს? - სერგის დაბნეულობა აღებეჭდა სახეზე.

Page 76: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 76

- არავითარი ამერიკა, მამაო, - აღარ გაწელა ინტრიგა კგბ-ს ოფიცერმა, - საქმეც ეგაა, რომ ეს ჰმ, ჯგუფი სინამდვილეში ერთი ახლგაზრდა ქალია, იგი თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. ამერიკაში მან მხოლოდ მოკლე საინფორმაციო შეტყობინება გააგზავნა. სრულიად გამოუყენებადი იმ გაგებით, რომ ისინი ვერ შესძლებენ ამ ექსპერიმენტის გამეორებას.

რელიგიის მოხელე ჯერ გაუგებრობით მიაჩერდა ძველ ნაცნობს, მერე კი მან ყოყმანით იკითხა:

- ნიკოლაი, აბა ამერიკიდან მოვიდა ცნობაო?- კი, ამერიკიდან მოვიდა მაგრამ ეს ცალკე ამბავია, - ცალყბად ჩაიცინა

ბოროვმა, - დამეთნხმები ალბათ, ცნობის წყაროზე ლაპარაკი ახლა არაფერში გვჭირდება, სხვა რამ გვაქვს საფიქრალი.

- ჰოო, - ხანმოკლე დუმილის შემდეგ ალაპრაკდა აშკრად გამოცოცხლებული სერგი და თან ისევ წვერის ვარცხნას მოჰყვა თითებით, - ეს მართლა ცვლის ვითარების არსს, ხომ იცი შენ.

ამის შემდეგ კგბ-ს ოფიცერმა თანამოსაუბრეს დაწვრილებით გააცნო თავისი გეგმა. მერე მათ ჯერ ორივე ხაზი განიხილეს - საეკლესიოსაც და უშიშროებისაც. ერთსაც და მეორესაც ჰყავდათ საქრთველოში საკმაო რაოდენობის გადაბირებული ხალხი, მაგრამ ის წვრილფეხა დამსმენები ასეთ დიდ საქმეს არ შეეფერებოდნენ და არც რაიმე მისადგომები ექნებოდათ მასთან, მიუხედავად იმისა თუ რამხელა თანამდებობა ეკავათ, ამიტომ სერგიმ პირდაპირვე თავისი მთავარი ფიგურა შესთავაზა თანამოსაქმეს. კაცი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოში საკმაოდ მაღალი ადგილი უკავია.

- სერიოზული ადამიანია, - განუმარტა პოლკოვნიკს მთავარდიაკვანმა, - მან მოიფიქრა და ფაქტობრივად თვითონ შექმნა ისეთი მიკროსამსახური, რომელიც მთლიანად ჩვენი სინოდალური განყოფილების როლს ასრულებს.

გადაწყვიტეს რომ მხოლოდ ამ ქართველი საეკლესიო მუშაკის დახმარებით ემოქმედათ - რაც უფრო ნაკლები არხი იქნებოდა ამოქმედებული, მით ნაკლები შესაძლებლობა იყო ჩავარდნისა ან გახმაურებისა, რაც სინამდვილეში ერთიდაიგივეა.

აქვე, დიდი გაჭირვებით მაგრამ მაინც შეთანხმდნენ რომ რადგან საორგანიზაციო მხარეს მთლიანად საპატრიარქო იღებდა თავზე, ამიტომ საქმის დაფინანსება უშიშროების სამსახურს უნდა ეკისრა.

უსიტყვოდაც ცხადი იყო, მაგრამ ორმა მამაკაცმა მაინც დააზუსტა ერთმანეთში რომ ქრთველთათვის ამ ოპერაციის ნამდვილი საბაბი არ გაეცნოთ. მხოლოდ რელიგიური მიზეზებით აეხსნათ თავისი თხოვნა.

- მესმის, რომ გაფრთხილება და ჭკუის სწავლება არ გჭირდება, - გამომშვიდობებისას „გაახსენდა“ ბოროვს, - მაგრამ იმ შენს ქართველ კოლეგასთან, კარგი იქნება თუ სკაიპით ილაპარაკებ და მთელს საუბარს გამოსახულებიანად ჩაიწერ. გეყოლებათ მაგის ხალხი, მაგრამ თუ საჭიროა...

რელიგიის მსახურმა აღარ დაამთვრებინა ოფიცერს, ხელის აწევით შეაჩერა და წვერ-ულვაშში ჩამალული ოდნავ დამცინავი ღიმილით უთხრა:

- ღვთის შეწევნით, შვილო ჩემო, მაგ ამოცანას როგორმე გავართმევ თავს.

თავი 14გათიშა თუ არა შალიკოსა და მარგო ექიმთან კავშირი, გელამ ჩაფიქრებით

დახედა მობილურს, რომელიც ჯერაც ხელში ეკავა. ცოტა ხანში ისევ დააპირა ნომრის აკრეფა, მაგრამ ბოლო წამს, როცა უკვე მეორე ხელი წაიღო აპარატის ეკრანისკენ, შეყოყმანდა, სახე ისე დაემანჭა თითქოს აშკარა ტყუილს სინამდვილედ აჩეჩებენო და გამზადებული თითი ტელეფონიდან ორიოდ სანტიმეტრში გაუჩერდა. მან ყურმილს თვალები მოაცილა და ოთახი ისე

Page 77: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 77

მოათვალიერა, თითქოს შინაურ გარემოს სთხოვს საკუთარი ეჭვების დადასტურებასო. საბოლოოდ აპარატი დივანის, რომელზეც წამოწოლილი აქამდე შალვას ელაპარაკებოდა, ტყავგადაკრულ ზედაპირზე დადო და წამოდგა.

იგი ფანჯარასთან მივიდა, თბილისი შეათვალიერა, მით უმეტეს აქედან, ნუცუბიძის პლატოს სიმაღლიდან, ხედები მართლაც არ აკლდა. თითქმის მისი ფანჯრის პირდაპირ სამების გაჩახჩახებული ტაძარი, უკუნეთ ღამეში ფარნის შუქ მინათებული ბრილიანტივით ბრწყინავდა. წინ და მარცხნივ, მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძა სასაზღვრო ბოძივით აღნიშნავდა ქალაქის სამხრეთ ზღუდეს, ხოლო იქეთ, აღმოსავლეთისკენ, სინათლეების ფართო მდინარე ჰორიზონტისკენ მიედინებოდა.

როგორც იყო გელამ მზერა მოაშორა საახალწლო ნაძვისხესავით აციმციმებულ ქალაქს და ისევ თავისი კაბინეტი შეათვალიერა. მისი თვალთახედვა ამჯერად წიგნების კარადას შეეფეთა, რომლის შემინული კარიდან მას საშუალო სიმაღლის, დაახლოებით ოცდათხუთმეტამდე წლის მამაკაცი მოაჩერდა. მას ოვალური სახე და სქელქუთუთოებიანი თვალები ჰქონდა, ხოლო თავის ქალას ხშირი, საფეთქლებთან უკვე ჭაღარაგარეული შავი თმა უფარავდა.

„არა, აუცილებლად ვივლი დარბაზში“, - მორიგი გულწრფელი პირობა დადო გელამ თავისი წელსზემოთ შიშველი სხეულის დანახვაზე. როცა მისიანები და განსაკუთრებით გოგონები სახლში იყვნენ, ასე ყოფნის უფლებას არ აძლევდა თავს, მაგრამ ახლა, მარტოსთვის, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა?

„რელიეფური კუნთები არა ის კიდევ! - დანახულის კიცხვას მოსდგა იგი, - ერთის ნასახიც არ მეტყობა წამლად, მოსიარულე ტომარას ვგავარ! მგონი ღიპიც მეზრდება და მერე მთლად მაგარი ვინმე ვიქნები“.

გელას თავისი არასპორტული ტანი ამ საღამოს არ აღმოუჩენია, მაგრამ ამდენ ხანს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო აკრიტიკებდა მას - მთავარ თემაზე საფიქრელად ემზადებოდა. შალვას მონაყოლი ამბავი ერთის მხრივ სიახლე არ იყო მისთვის, მაგრამ ამ საღამოს მომხდარი შემთხვევა ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა.

გელა კახიძეს, საქართველოს უშიშროების სამსახურის კაპიტანს, ამჟამად ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სიახლეთა ანალიზის განყოფილება ებარა და ფორმალურად იგი იმაზე აგებდა პასუხს, რომ მოწინავე ნაწარმი, ნივთიერებისგან იქნება ის შექმნილი თუ სიმბოლოებისგან, სახელმწიფოსთან შეთანხმებისა და მისი ნებართვის გარეშე არ გასულიყო ქვეყნიდან.

მაგრამ ეს მართლაც რომ თეორიულად, თორემ სინამდვილეში სად თანამედროვე ნაკეთობები და სად საქართველო? ყოველ შემთხვევაში გელას, უშიშროებაში ათწლიანი კარიერის განმავლონაში ნამდვილად არ მოსვლია იმის ცნობა რომ ვიღაცას რაიმე მოეგონოს ტექნოლოგიის ან მეცნიერების რომელიმე დარგში.

აქედან გამომდინარე გატანას კი არა ის უფრო შემოტანას ადევნებდა თვალყურს. თუმცა კი ესეც ვითო-ვითომ, რადგან დღესდღეობით საქართველოში არამარტო რაიმეს მოფიქრება, არამედ სხვაგან მოგონილის დამზადებაც გადაულახავ სიძნელედ რჩება. შესაბამისად არც ვინმე ხსნიდა აქ მოწინავე ბიოინჟინერიის ან ნანოტექნიკის საწარმოთა ფილიალებს და არც სათანადო ტექნოლოგია შემოჰქონდა.

ასე რომ, ერთი შეხედვით გელას ვითომ მკაფიო ფუნქციები ჰქონდა - თანამედროვე, ტექნიკით გაჟღენთილ მსოფლიოში მეცნიერებისთვის ყურადღების მიუქცევლობა ხომ წარმოუდგენელია ჭკუათმყოფელი ადამიანისა თუ სახელმწიფოსთვის. სინამდვილეში კი, გაჭრილად რომ ითქვას, თავისი პირდაპირი მოვალეობების მხრივ გელას თითქმის არ უწევდა გარჯა. ეს არ

Page 78: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 78

ნიშნავს რომ იგი ტყუილად დადიოდა სამსახურში ან მუქთად აძლევდნენ ხელფასს.

დაზვერვის უწყებას ყოველთვის ბევრი საქმე აქვს, რისიც თითქმის ასი პროცენტი ჩახლართული ამოცანების გადაწყვეტას ემსახურება. ინგლისურენოვან სივრცეში ტყუილად კი არ უწოდებენ მათ გონებრივ სააგენტოებს. დაზვერვას ხომ ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება და მასში არსებული საფრთხის თავიდან ამშორებელი გზების მოფიქრება ევალება. ხოლო კინოში დიდი ამბით ნაჩვენები სროლები და რბოლები ამ ორგანიზაციათა საქმიანობის ერთ პროცენტსაც არ შეადგენენ.

გელასაც თავისი წვლილი შეჰქონდა სხვა განყოფილებების მიერ მოპოვებული ცნობების დამუშავებაში მაგრამ იმ საქმეებში ის მაინც მხოლოდ დამხმარედ და თანაშემწედ მოიაზრებოდა, ერთგვარ მეორეხარისხოვან თანამშრომლად.

მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ორჯერ მოუწია ოპერაციის წარმართვა - ორივეჯერ როცა საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსები ახლო აღმოსავლეთში, სავარაუდოდ ირანში, რადიოაქტიურ ნივთიერებათა კონტრაბანდას ცდილობდნენ. მაგრამ ის ამბები, გულახდილად რომ ითქვას, უფრო ნახევრადბანდიტური ორგანიზაციების უვნებელყოფასა და ბოროტმოქმედთა დაკავებას ემსახურებოდნენ - თანამედროვე ტექნიკასთან და მით უმეტეს მეცნიერებასთან ოდნავი შეხებაც არ ჰქონდათ.

ამიტომ იყო შალიკოსთან ლაპარაკის დამთავრებისთანავე, აფორიაქებულზე იმწამსვე უფროსთან დარეკვა მოინდომა, მაგრამ მალევე მოისაზრა, შეფის შესაწუხებლად ჯერ არ ვარ მზადო. ძალიან მწირი, თანაც გაუანალიზებელი და, კაცმა რომ თქვას, არაკვალიფიციური ინფორმაცია გააჩნდა. დახარისხება- შევსება ესაჭიროებოდა ამ ახალ, ასე მოულოდნელად და იღბლად მიღებულ ცნობას, მარჩიელობას ვერ იტანს კომიტეტის უფროსი, აუჩქარებელი და ყველაფერში სულ ბოლომდე გარკვევის მომხრე, გენერალი ანზორ თარაშვილი.

თუმცა კი მარჩიელობა რა მოსატანია, მთვალიძის საქმიანობა მართლა ბიოინჟინერიის წინა ხაზზე იმყოფება. ყოველ შემთხვევაში როცა თსუ-ს რექტორმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას თავისი მოლეკულური ბიოლოგიის კათედრით მოაწონა თავი, უშიშროების სამსახურში ეს ინფორმაცია ყურადღებით და სერიოზულად, ანუ თავის მოვალეობათა შესაბამისად აღიქვეს.

გელა იმ ხუთკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში მოხვდა, რომელიც უნივერსიტეტს ესტუმრა და პირადად ექსპერიმენტების ავტორისაგან - ნათელა მთვალიძისაგან მოისმინა რაში მდგომარეობს მისი ძიების არსი. რა თქმა უნდა, კვლევების მეთოდებში პროფესიონალის დონეზე ვერ გაერკვა, მაგრამ იმას მაინც მიხვდა, საით ისწრაფვოდა მკვლევარი.

შედეგებზე არანაკლებად გელა მაშინ თავად მეცნიერმაც გააკვირვა. შეხვედრის წინ, მერიისა და განათლების სამინისტროს გაერთიანებულ დელეგაციაში შენიღბული, დეკანის კაბინეტში იგი ასაკით დამძიმებულ, წელშიც ისევე ფართო როგორადაც წელსქვემოთ, მხცოვანი ქალბატონის მოსვლას ელოდა.

ამ დროს ოთახში მაღალი, ტანწერწეტა, ლამაზ სახიანი, რომელზეც ყურადღებით სავსე, გაკვირვებულ გამოხედვიანი თვალები გამოირჩეოდნენ, ოცდაათამდე წლის ქალი შემოვიდა. გელამ ყოყმანის გარეშე მიიჩნია იგი უფროს ლაბორანტად თუ მდივნად. მისდა გასაკვირად, აქამდე თავის სავარძელში ლაღად მჯდომი ჭარმაგი პროფესორი და შეთავსებით კაბინეტის პატრონი - კარლო გაგნაძე, მარდად წამოდგა და სიამაყე-თავმოწონება

Page 79: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 79

შერეული ღიმილით მთავრობის წარგზავნილებს ეს ახალგაზრდა მანდილოსანი წარუდგინა:

- გაიცანით მეგობრებო: ჩვენი წამყვანი ბიოინჟინერი, ნათელა მთვალიძე.მოგვიანებით, როცა გელა კახიძემ ოპერატიულ თათბირზე მოხსენებითი

ბარათი წარადგინა, მისდა გასაკვირად მთვალიძის საქმიანობა სრულიად მოულოდნელად შეფასდა. პირველად მიტო შამათიშვილი - საპენსიო ასაკს კრიტიკულად მიახლოებული, ნარკოსაქმიანობასთან მებრძოლი, საშუალო სიმაღლის, გამხდარი, უსაშველოდ სახენაოჭიანი კაცი გამოვიდა სიტყვაში. მიტოსთვის ვინმეს რომ ეთქვა ესა და ეს ქალი დეკრეტულ შვებულებაშიო, მაშინაც დაეჭვდებოდა - იქნება ცოლი კი არა ქმარია ორსულად და ახლა რამეს ხომ არ მაიმუნობენ ესენიო? თუმცა ასეთი ფანატიკური უნდობლობა მათი სამსახურის ხალხისთვის ნამდვილად არ იყო მავნე თვისება.

ჰოდა შამათიშვილიც იმწამსვე შეშფოთდა - ეს მეცნიერი ახალი ვირუსის მოგონებას ხომ არ აპირებს? დროზე ხომ არ ავკურძალოთ კვლევები, სანამ ყველანი გავჟლეტილვართო?

მეორე, ასევე უარყოფითი აზრის გამომხატველი, უფროსის მოადგილე მურმან პარატია აღმოჩნდა - ტრეფიკინგთან ბრძოლის სპეციალისტი და თანამედროვე ტექნოლოგიის უნარებში მაინცდამაინც არ ჩახედული პირი. გელას გასაკვირად მან სრულიად მოულოდნელი - რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე შეიტანა ეჭვი ამ კვლევების მიზანშეწონილობაში.

როცა პარატიამ გაიგო, ნათელა მთვალიძე სიცოცხლის რაობას იკვლევსო, იგი დაბეჯითებით და სრული სერიოზულობით მოჰყვა იმის ახსნას რომ სიცოცხლე ღმერთის ქმნილებაა და ადამიანს არ ეკითხება მასში ჩიჩქნა. რომ სდომოდა მამაზეციერი თვითონ გაამხელდა რაა და როგორაა, ხოლო რადგან ამას არ შვება, ესე იგი არაა საჩვენო ეგ საიდუმლოო.

თანაც ამ მთლიანად გაცვეთილ არგუმენტებს ისე ღაღადებდა თითქოს მართლა ამერიკა აღმოეჩინოსო. მურმანის, თავისი ფორმალური უფროსის მაშინდელი წარბშეჭმუხნილი და სერიოზული სახის გახსენებაზე, გელას ახლაც, ისევე როგორც მაშინ, გამოუცნობი გრძნობა დაეუფლა. მურმან პარატია ნამდვილად არაა გონებაშეზღუდული კაცი მაგრამ სრულიად გაურკვევლად ამ საკითხის მიმართ ისე იქცევა თითქოს დაპროგრამებულიაო. ვერაფრით ხსნიდა გელა ამ მოვლენას და ხანდახან იმის უაზრო ეჭვიც უჩნდებოდა, რამეს ხომ არ მიმალავენო.

საბოლოოდ, იმ დღეს გადაწყვიტეს რომ გელა ყურადღებას მიაქცევდა მთვალიძის საქმიანობას ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ანდა რა მიზეზით და უფლებით უნდა ჩარეულიყო? პირიქით, თუ კომიტეტს რაიმე შეხება ექნებოდა ამ სწავლულთან, მის საქმიანობასა და კონტაქტებთან, ესეც მხოლოდ მისი დაცულობისა და უშიშროების მიზნით.

ასე იყო თუ ისე, როგორც იქნა გელა კახიძეს პირდაპირი დანიშნულების საქმე გამოუჩნდა უშიშროების სისტემაში. ხოლო ამ რამდენიმე წუთის წინ ბიძაშვილისა და, რაც მთავარია, სასწრაფოს ექიმისგან მოსმენილი თუ მრთალია, მაშინ ხომ სულ სხვანაირად ყოფილა საქმე, სულ სხვანაირად...

მოულოდნელად გელას თითქოს დასცხა და იგი ფანჯარას მიუბრუნდა - გავაღებო, თუმცა ხელადვე გაიხსენა რომ სიგირილე, კონდიციონერის წყალობით, ზუსტადაც ბინაში აქვს და თუ სარკმელს გამოაღებს, ოთახში მხოლოდ თბილისური ზაფხულის ბუღს შემოუშვებს, სიგრილეზე ლაპარაკიც ზედმეტია მიუხედავად ღამისა.

„კი მაგრამ სადაა გარანტია რომ ან შალვამ, ან მისმა, ეჰმ, იმ ქალს ერთ წუთს ველპარაკე მაგრამ მაინც არ მეჩვენა მთლად გენიოსად, ჰოდა საიდან ვიცი რომ ყველაფერი სწორად გაიგეს, უკვე რომ ალიაქოთის ატეხას ვაპირებ? რომ

Page 80: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 80

ნათელა მთვალიძის ლაპარკში ისინი უშეცდომოდ და დაწვრილებით გაერკვნენ?“ - დაეჭვდა იგი.

გელა ფანჯარას მოშორდა და დივანის მიუახლოვდა - წამოვგორდებიო, მაგრამ უმალვე გადაიფიქრა - წამოწოლილი ვერაფერს მოვიგონებ, ჯობია საქმით გავერთო და იქნება ამასობაში მართლა მომაფიქრდეს რამეო.

იგი სამზარეულოში გავიდა და ის იყო ჩაიდანს გაზი შეუნთო, როცა საჭირო აზრი მოუვიდა თავში. გაზქურა წამსვე დაავიწყდა, საერთოდ მიატოვა სამზარეულო და ისევ კაბინეტში დაბრუნდა, სადაც დივანზე მიტოვებული ტელეფონი ეგულებოდა. აპარატის მეხსიერებაში საჭირო ნომრის ძებნა არ დაგვიანია და მალე ყურმილში გამოძახების ზუმერიც გაისმა.

- გამარჯობა, გიო, - მიესალმა იგი ტელეფონით თანამოსაუბრეს, - გელა ვარ, გოჩას თანამშრომელი, მოგაგონდე იქნება, - ცივი ტონით გაახსენა თავი მსმენელს.

საკმაოდ გრძელი პაუზის შემდეგ გელამ ნირშეცვლილი, უხალისო ხმა გაიგონა:

- კი, მივხვდი ვინც ბრძანდებით, ბატონო გელა, - ამ სიტყვების შემდეგ ყურმილში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, აშკარა იყო, გიო მეტი არაფრის თქმას აპირებს.

გელას მეტი არც რამე სჭირდებოდა, მთავარია ამ ჯეილმა გაიგო ვის, რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელს ესაუბრება.

გელას კოლეგა - გოჩა გობრონაძეს, ნარკობიზნესის მდევნელი განყოფილების მუშაკს, მისი ახლანდელი თანამოსაუბრე კარგად იცნობდა. ეს წრიპა გიო დიდი გამსაღებლის მოსახელთებლად გამოიყენეს თავის დროზე. იმ ოპერაციისას, რომელში გელასაც ჰქონდა წვლილი, ამ მოყვარულ ნარკომანს იმდენ ხანს უთვალთვალეს, სანამ ისეთ დროს წაიჭირეს, როცა დანამდვილებით იცოდნენ რამდენიმე გრამი „პლანი“ აქვს ჯიბეშიო.

გულგახეთქილ გიოს, იმ გეგმის მიხედვით რომელზეც მას წარმოდგენა არ ჰქონდა, შესთავაზეს ან მიმწოდებლის ვინაობა გაემხილა, ან ციხეში წასულიყო. სინამდვილეში არც უპირებდნენ დაპატიმრებას და ძალიანაც რომ სდომოდათ ვერ მოახერხებდნენ - იმ რაოდენობა „მოსაწევის“ მფლობელს არ ეკუთვნოდა სასჯელი. მაგრამ გიომ ეს რა იცოდა, განა ამგვარი სიამოვნების მოყვარულნი კანონის ცოდნით იწუხებენ თავს?

ამგვარად გადაიბირეს ეს გიო, რის შედეგადაც ფიჭური კავშირის ერთ-ერთ ოპერატორში კვალიფიციური ინფორმატორი გაიჩინეს. ბოლოს და ბოლოს ორივე მხარისთვის სასარგებლო დარჩა საქმის ამნარი გადაწყვეტა: ეს ბიჭი იმის მერე ნარკომანიას არ გაჰკარებია, ხოლო გოჩა და გელა საჭიროების შემთხვევაში მალე იგებდნენ ინფორმაციას, რომლის წესების სრული დაცვით მოპოვებას, ერთი საშუალო ზომის ტყისგან რომ ქაღალდი დამზადდება, ის ვერ აუვიდოდა. მართალია, ამ გზით ნაშოვნი მტკიცებულებები სასამართლოში ვერ წაადგებოდათ, მაგრამ გამოძიების დასაკვალიანებლად ზუსტად მისწრება იყო.

- საით ხარ ახლა შენ? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა გელა, მით უმეტეს, მეგობრულად მოსაკითხი ამ პიროვნებასთან არაფერი ჰქონდა, - ერთი ტელეფონიდან ამ საღამოს გაშვებული ზარების მიმართულება მაინტერესებს.

სანამ ამ სიტყვებს ამბობდა, გელამ თავისი აპარატი ყურზე მხარით მიიჭირა და იქვე, დივანზე მყოფი ლეპტოპი ჯერ მოიჩოჩა, მერე კი მაუსის კონტაქტზე ხელის მოსმით „გამოაცოცხლა“.

დისპლეი განათდა და მასზე კალტექის ვებ გვერდი აისახა, რომელზეც გელა ჯერ კიდევ შალიკოსთან საუბრისას შევიდა. მან ბრაუზერის ზემო კუთხეში მიკუჭნულ „გამრავლების ნიშანს“ დაუწკაპუნა და საიტის გამოსახულება ღრუბლებიანმა ცამ - ეკრანის სტანდარტულმა „გარეკანმა“ შეცვალა.

Page 81: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 81

გელამ საფეხურებივით ჩაირბინა სამი დირექტორია და ბოლო მათგანში საჭირო ფაილი - ნათელა მთვალიძის პირადი საქმე მოძებნა. ტექსტს ახლგაზრდა ქალის ხობლისფერი თმით გარშემორტყმული სახის ფოტო უძღოდა. თუმცა ქალბატონს თაფლისფერი თვალები ფართოდ გაეხილა და ისე შემოჩერებოდა ობიექტივს, მაინც იგრძნობოდა რომ, სინამდვილეში აზრით ის სულ სხვაგან იყო, „მისმა თავისა წონამან“. გელას ჩაეცინა - ამ სურათის დანახვაზე ყოველთვის დიდი შოთას ეს ენამოსწრებული სიტყვები მოსდიოდა აზრად.

- კი სამსახურში ვარ ახლა მაგრამ... - ამასობაში კვლავინდებურად უხალისოდ ალაპარაკდა გიო, - მთლად ასე იოლიც არაა თქვენი თხოვნის შესრულება, ლოკალურ ქსელში ვინმემ რომ შემამჩნიოს რას ვეძებ, მაგარ შარში გავყოფ თავს.

- მერე შენც ფრთხილად იმოქმედე და სწრაფად, - არ აცალა მას ბევრი წუწუნი და თავის დაფასება გელამ, - ბოლოს და ბოლოს არც ისე ხშირად გაწუხებთ და არც რაიმე მართლა საშინელს გთხოვთ.

- კი, ბატონო გელა, მაგრამ თქვენ ხომ ამ ცნობის მოპოვება ოფიციალურადაც შეგიძლიათ... - ისევ გაჯანჯლება მოსინჯა ყოფილმა ნარკომანმა.

კი ხვდებოდა გელა მისი სიჯიუტის მიზეზს - სინამდვილეში არაფერი დიდი უსიამოვნება ელოდა მის ინფორმატორს, თუკი ეს ამბავი მართლა გამოაშკარავდებოდა. ბოლო-ბოლო იტყოდა როგორც იყო - უშიშროების სამსახური „მომაწვა“ და აბა რა მექნაო და ვინ გაამტყუნებდა?

მაგრამ გიო სხვა „მელოდიას“ ასრულებდა: იმედოვნებდა რომ ასეთი გაჯანჯლებები ბოლოს და ბოლოს მოაბეზრებდნენ ოპერტიულ მუშკებს მასთან ურთიერთობას და ისინიც შეეშვებოდნენ თანდათან. ძალიან გულუბრყვილო იმედია! არ იცოდა გიომ რომ გელას დაწესებულების მოსამსახურეები საგანგებო ფსიქოლოგიურ წვრთნას გადიან იმის თაობაზე, თუ როგორ „მიეწებონ“ ადამიანს და არ მოშორებოდნენ იქამდე, სანამ ის სჭირდებათ.

გელამაც არათუ რამედ ჩააგდო გიოს ფანდი, პირიქით, ისეთი ტონით განაგრძნო ლაპარაკი, თითქოს მისი თანამოსაუბრე აქამდე კი არ იცილებდა მას, არამედ სულ „მობრძანდით“ და „რით გემსახუროთო“-ს ეუბნებოდა:

- ჰო, გიო, მართალი ხარ, ნამდვილად შეიძლება მაგ ინფორმაციის ოფიციალურად მოპოვება, მაგრამ მაგის დრო არაა სამწუხაროდ, ამ ღამე გარკვევაა საჭირო.

ამ დროს გელას ხმამაღალი ტკაცანი მოესმა სამზარეულოდან და წამიერი დაბნეულობის შემდეგ მას სინანულით გაახსენდა თავისი გაზშენთებული ჩაიდანი!

- ოჰ შენი! - ვეღარ შეიკავა მან გულგატეხილი შეძახილი, - შენ არ გეუბნები, გიო, აგერ გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა. ახლა კლიენტის ნომერი ჩაიწერე... მზად ხარ? - და როცა გიომ მზადყოფნა დაუმოწმა, გელამაც კომპიუტერის ეკრანზე დაწერილი ნათელას ნომერი უკარნახა. მერე სწრაფად ჩაულაპარაკა ყურმილს: „ნახევარ საათში დაგირეკავო“, ტელეფონი გათიშა და სამზარეულოში გავარდა.

აქედან არც ისე დიდი ხნის მერე მისი ძირგამოვარდნილი ქვაბი, გაცივებული და პარკში შეფუთული, სანაგვესთან იდო. ახალი, უხმარი ელექტროჩაიდანი კი, გამორეცხილი და სუპერმარკეტში ნაყიდი წყლით სანახევროდ გავსებული, ჩართვას ელოდა. როცა სამზარეულოდან, გაღებული ფანჯრის მეშვეობით, ნამწვავის უსიამოვნო სუნიც თითქმის მთლიანად განიავდა, ამასობაში ნახევარი საათიც მიილია და გელამ ისევ აკრიფა თავისი ინფორმატორის ნომერი.

Page 82: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 82

- ბატონო გელა, - გაგუდული ხმით ალაპარაკდა გიო, - ახლა აქ ცვლის უფროსია და დიდხანს ვერ გელაპარაკებით. უბრალოდ გეტყვით რომ თქვენთვის საინტერესო ნომრიდან ამ საღამოს, უფრო ზუსტად ოცდაერთ საათსა და ოცდაოთხ წუთზე გავიდა საერთაშორისო ზარი ამერიკაში. ხაზი დაკავებული იყო შვიდი წუთის განმავლობაში. მეორე, ასევე გამავალი ზარი ადგილობრივი იყო, ბათუმში მყოფ აბონენტთან და ათ წუთზე ცოტა მეტს გაგრძელდა.

ყოფილ ნარკომანს თავისი ცნობა ჯერ ბოლომდე არ მოეყოლა, გელა კი უკვე თარაშვილისთვის მოხსენებას ამზადებდა გონებაში.

თავი 15პროფესორ ჯეიმს ფიტცმაიერს გუნება რამდენიმე დღეს ჰქონდა

მოწამლული იმ დაუდევრობის გამო მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ახლა რაღა ეშველება წამხდარ საქმესო და მანაც დაარწმუნა თავი რომ ძალიან აზვიადებს მომხდარს.

მართლაც, ვისი დარდი და ეჭვი აქვს? მამამისის? ჰმ, სასაცილოა. დუეინის? ასევე. მაშ რამ ააფორიაქა? მამამისი ჰარი საერთოდ სიტყვაძუნწი კაცია. დუეინი, მუნიციპალიტეტის სტაჟიანი მუშაკი, ენადაბორკილი ნამდვილად არაა - უტყვი პოლიტიკოსი იგივეა რაც უჩაქუჩო მჭედელი, მაგრამ, ამავდროულად, როგორც გამობრძმედილ აგიტატორს რომელსაც არჩევნების მრავალი კამპანია გამოევლო, მასაც მშვენივრად ეხერხება ბევრი ლაპარაკი რაიმეს უთქმელად.

ესე იგი რა, მისი ნერვიულობისა და შფოთვის მიზეზი ის შეუხედავი მეფურნიტურე - ჯეიკობ სტაინპრუდერია? მან გამოიწვია ამდენი წუხილი? მის გამო დარდობს ეს დღეებია?

ჯიმიმ საკუთარ თავს დასცინა - რა მშიშარა ყოფილხარო. ამასთან ერთად გაიაზრა რომ აღმოჩენა მოუხდენია, გაარკვია რა სიმტკიცის ფსიქიკა აქვს. შესაბამისადაც, საკუთარ სამზარეულოსავით ნაჩვევ „აინშტაინების“კაფეში მჯდარი მეცნიერის ფიქრები ამ, როგორც ხელადვე გაირკვა, დღემდე უვალ ბილიკს გაჰყვნენ. მით უმეტეს, სხვა საქმე გარდა იმისა რომ უკვე შეგრილებული კაპუჩინო ესვა პატარა ყლუპებით, ბიოლოგს არ ჰქონდა. გამოდიოდა რომ მას არასდროს შეუმოწმებია თავი და არ იცოდა როგორ უმკლავდება სიძნელეებს, თურმე გართულებების, გამოცდებისა და გაჭირვების გარეშე მოუღწევია აქამდე.

მართლაც, ჯიმიმ გამორჩეული შედეგებით დაამთავრა სკოლა და კალტექის ბიოლოგიის ფაკულტეტზე მოეწყო. შეძლებული ოჯახი, საშუალო კლასის ზედა ფენიდან, ყველაფერში ხელს უწყობდა სწავლაზე დახარბებულ ვაჟიშვილს. რაიმეთი უკმაყოფილება ან თანატოლებზე ნაკლებობა არასდროს უგრძვნია.

მერე ის იყო მარგარეტი გაიცნო ბოლო კურსზე. აქაც, სიყვარულის სივრცეში, ისე მოხდა ყველფერი, თითქოს წინასწარ შეათანხმეს პირობები ოდესღაცო. თითქოს ის და მეგი მხოლოდ იმ მიზნით მოევლინენ ამ ქვეყანას რომ ერთმანეთი შეყვარებოდათ და ბედნიერი ოჯახი შეექმნათ.

არც შვილების - ბაბუამისის „სახელობის“ ჰარისა და მასზე შვიდი წლით უმცროსი ელიზაბეტის ჯანმრთელობას ან ყოფაქცევას გაუჩენია მისთვის საფიქრალი, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ამჟამად თექვსმეტს მიღწეული ბიჭი ან მართლა გახდება ავტომრბოლელი და იმ საქმიდან რამეს იხეირებს, ან მის დანამტრვრევ მანქნებს მამამისის და ბაბუბამისის ქონება შეეწირება მთლიანად.

ასეთმა მსჯელობამ ჯიმი საბოლოოდ და თავისდა გასკვირად იმ დასკვნამდე მიიყვანა რომ მას იმნაირი ცხოვრება აქვს, როგორზეც ადამიანთა მხოლოდ გამონაკლისი არ ოცნებობს - საყვარელი და მოსიყვარულე ცოლი, ჯანმრთელი და ძირითადად გამგონე ბავშვები, არც ის და მეგი უჩიოდნენ ჯანს, საინტერესო, მთელი გულით მიმზიდველი საქმიანობა. კარგი მეგობრები და კოლეგები, დის იღბალიც ისეთი გამოდგა, ყველა მისიანს რომ უხაროდა.

Page 83: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 83

ერთადერთი სამწუხარო და ძალიან სადარდო მის ცხოვრებაში მშობლის სიკვდილი იყო. დედა, მიუხედავად იმისა მისი სიკვდილიდან ათ წელზე მეტი გავიდა, დღესაც ენატრებოდა და ეუკმარისებოდა. მაგრამ მშობელს დამართული კიბო უფრო დარდისა და ნაღველის მიზეზია და არა ხასიათის სიმტკიცის შემოწმების. იმ დროს, როცა დედა თანდათან ჭკნებოდა მისი ახლობლების თვალსა და ხელს შუა, ჯიმიზე არაფერი იყო დამოკიდებული, ვერცერთი მისი გადაწვეტილება შეცვლიდა საბოლოო შედეგს.

ჰოდა აშკარაა რომ ახლანდელი მისი სულიერი დისკომფორტი წინა, უზადოდ აწყობილი ცხოვრების ბრალია - ეს ერთი მინუსი ჰქონია გალაღებულ არსებობას. მის გამოა რომ საფიქრალისა და საორჭოფოს უნახავმა ჯიმიმ ეს სრულიად უმნიშვნელო შემთხვევა ერთკვირიან საზრუნავად გაწელა.

თორემ რა ტვინის საჭყლეტია ის, რომ ახლი ბიოლოგიური კვლევის შესახებ ვიღაც ჯეიკობ სატაინპრუდერმა გაიგო? რაში გამოადგება კარადების კლიტეთა გამსაღებელს? საწვლულს თითქმის უკვე ეჭვიც აღარ ეპარებოდა, იმ მეფურნიტურემ საერთოდ ვერ გამოიტანა შინაარსი მისი ნალაპარაკიდან. თუმცა ეს „თითქმის“ არც თუ მთლად შემთხვევით ამოუტივტივდა გონებაში... ერთი-ორი უცნაური კითხვა დასვა მაშინ იმ ჯეიკმა, მაგრამ ახლა მეცნიერმა იოლად დაარწმუნა თავი რომ იმნაირი ინტერსი უბირი ადამიანისთვის საერთოდაა დამახასიათებელი.

როგორც კი ეს ყველაფერი დაულაგდა თავში, ჯიმიმ გადაწყვიტა, ის უსიამოვნო შემთვევა როგორც იქნა დასასრულს მიუახლოვდა და მანაც დროა დაივიწყოს იგი. ასეთი გაურთულებელი დაბოლოების გამო ძალაუნებურად გაუღიმა კიდეც თავის აზრებს და ის იყო ყავიან ფინჯანს მიუბრუნდა, როცა მისი მხედველობის კიდემ კაფეში მუშტრის მომატება შეამჩნია.

ბუნებრივმა ცნობისმოყვარეობამ იგი აიძულა თავი აეწია და ახალმოსული შეეთვალიერებინა. შემდეგ წამს, როგოც კი ეს ადამიანი იცნო, მეცნიერის სიხალისემ ისევე ჩქარა იწყო ჩაფუშვა, როგორც ეკლის ღობეზე დაცემულმა ბუშტმა. დარბაზში ჯეიკობ სტაინპრუდერი მოსულიყო და ჯიმიმ დაუყვნებლივ იგრძნო რომ ეს კაცი შემთხვევითი სტუმარი არაა აქ. მართლაც მეფურნიტურემ დარბაზი მოათვალიერა და შეამჩნია თუ არა მეცნიერი, მისკენ გამოეშურა.

- საღამო მშვიდობის, ჯიმი, - მორიდების გარშე, ვითომ დიდი ხნის მეგობრები ყოფილიყვნენ, მოესალმა იგი, - შეიძლება ჩამოვჯდე?

მეცნიერი გააკვირვა სანახევროდ უცნობი კაცის ასეთმა უბოდიშო მოქცევამ. ჰო, შეიძლება მთლად „ბატონო ფიტცმაიერ“- ით არ უნდა მიემართა, მაგრამ ხომ არც ისეთი ახლო ურთიერთობა ჰქონათ, ეს კაცი ხომ მამამისის ბიზნეს პარტნიორი იყო და არა ჯიმის კოლეგა? პროფესორმა გადაწყვიტა, აბა მეტი რაღა გზა ჰქონდა? არაფერი შეემჩნია და თავადაც მიესალმა მოსულს, თან ხელითაც ანიშნა - დაბრძანდიო.

- ზუსტად მიმასწავლა თქვენმა კოლეგამ სად გნახავდით, - კმაყოფილი იერით დაჯდა შემოთავაზებულ სკამზე დაუპატიჟებელი სტუმარი.

- ვინ კოლეგამ? - უსიამოვნო გაკვირვება იგრძნო ჯიმიმ, - სად?- ჰაჰ, - სტაინპრუდერს სულ უფრო ებადრებოდა სახე, - როგორ თუ სად? რა

თქმა უნდა უნივერსიტეტში, თქვენს განყოფილებაში. ქერა, ოცდაათამდე წლის სათვალიანი ქალბატონმა, ძალიან გაუკვირდა როცა ვუთხარი, იქნება ბატონმა სტაინპრუდერმა კიდევ მომიყვეს რამე სიახლე ბიოლოგიაზე მეთქი.

ჯიმის თითქოს გულში რაღაცა ჩასწყდა თუმცა იგი მთელი ძალით შეეცადა არაფერი დატყობოდა.

- ა-ა, - გულგრილი იერით, თითქოს მეავეჯის უნივერსიტეტში მოსვლა ჩვეული ამბავია, ამოილაპარაკა მან, - სტეისი მიულერი შეგხვედრიათ, ჩემი თანაშემწე.

Page 84: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 84

მისდა საუბედუროდ საკუთარი ნერვების კონტროლის, ფიქრთა და გრძნობათა დამალვის გამოცდილება ჯიმის არ გააჩნდა. კი, იგი ამაყ და თავმომწონე პიროვნებად თვლიდა თავს, მაგრამ იმას არასდროს დაფიქრებია, არც ჰქონია საბაბი, რომ მისი სიმტკიცე და სილაღე აკვარიუმში მცხოვრები პატარა თევზისას ჰგავს, ნებისმიერი საფრთხისაგან ხელოვნურად რომაა დაცული. ხოლო რა სითამამე და უდარდელობა შერჩება ამ ლიფსიტას როცა იგი დიდ მდინარეში, მასზე გაცილებით მძლავრ და ბასრკბილა მტაცებლების გარემოცვაში აღმოჩნდება?

ჰოდა ჯიმიმაც არ იცოდა სად ამოჰყო თავი და ცდილობდა ისე მოქვეულიყო, თითქოს კვლავინდებურად თავის, აკვანივით უსაფრთხო აკვარიუმშია. მაგრამ ვის რას მოატყუებდა ამ ვითომ შეუდრეკელი იერით? ჯეიკობი ხომ დიდი ოკეანის ძირძველი ბინადარი იყო და შესანიშნავად იცოდა ვისა აქვს მძლავრი ყბები და ვინ მხოლოდ სხვისი საკბილოა. მასზე ერთი წამითაც ვერ იმოქმედა ჯიმის ცოდვილობამ თავი სალ კლდედ წარმოეჩინა.

- რაღა გავაგრძელო და კარგად სცოდნია შენი ჩვეულებები იმ ქალბატონს, ზუსტ გეზზე დამაყენა, - წარბშეუხრელად აგრძელებდა ფურნიტურის მწარმოებელი.

ჯიმიმ იგრძნო რომ ამ კაცისადმი მისი დამოკიდებულება ყოველ მომდევნო წამს უარესდება. მისი მოსვლა ისე გამოიყურებოდა თითქოს ჩასაფრებული მომხდური დაესხა და სულის მოთქმას არ აცლის, მოულოდნელი იერიშით უნდა ნებისყოფა გაუტეხოს და დაამარცხოს.

- კი მაგრამ, რატომ მეძებდით უნივერსიტეტში, რა სიახლეების გაგება გინდათ? - როგორც იქნა, თუმცა ჯერ ისევ არეულმა ჯიმიმ სცადა გარკვევა, - თქვენ ხომ, ე-ე, მამაჩემივით ავეჯის ბიზნესში ხართ, ბიოლოგიამ რატომ დაგაინტერესათ, თანაც ასე გადაუდებლად?

- ხომ იცი, ისეთი დროა, - შინაურულ ჭორაობასავით ლაპარაკს მიჰყვებოდა მისი სტუმარი, თითქოს ხაზგასმით აგრძნობინებდა ჯიმის, შენი ეს მეცნიერულ-ინტელიგენტური გაფხორვა ჩემზე არ მოქმედებსო, - უცნაურადაა ყველფერი ერთმანეთთან დაკავშირებული, ადამიანებიც, მათი საქმიანობაც და მიზნებიც.

მან ერთი მიიხედ-მოიხედა და შემპარავი ხმით განაგრძნო:- იმას ვამბობდი, მეგობარი მყავს, აქაური არაა, ნიუ-იორკშია, მასე

შენსავით მეცნიერად მუშაობს. ჰოდა გუშინ საღამოს, ტელეფონით ლაპარაკისას, მოვუყევი ეს შენი ნათქვამი, სადღაც ყოფილ რუსეთში, მგონი მკვდარს აცოცხლებენ თუ მოხუცს ახალგაზრდად აქცევენ მეთქი, - ჯიმის თანამოსაუბრემ ეს სიტყვები ისეთი მიამიტი იერით თქვა, თითქოს ჰყვებოდა, საღამოს ამინდის პროგნოზი მოვისმინე და ამ ზაფხულში სიცხეები გამოაცხადესო.

სამაგიეროდ ჯიმის არ აღუქვამს თანამოსაუბრის სიტყვები უბრალოდ. მან იგრძნო როგორ გაუცივდა გული, ხოლო მეხსიერებამ და ნერვებმა იმწამს და სრულიად ახალი ძალით განუახლეს ის თავსატეხი, რომელსაც უკვე გამორიდებული ეგონა თავი.

- ნაცნობს მოუყევი? - უეცრად ჩავარდნილი ხმით იკითხა მან, - კი მაგრამ... მ-მ, რატომ, რაში სჭირდება? - ჯიმიმ ეს კითხვები თითქმის გაუაზრებლად დასვა, სინამდვილეში მას ვერ და ვერ მოეფიქრებინა, რა უნდა მოემოქმედა ამ ვითარებაში.

- რაში სჭირდება? - ვითომ გაკვირვებული, თუმცა საკმაო რაოდენობით დამცინავობა შერეული ღიმილით იკითხა ჯეიკობმა, - ა-ა, ეტყობა დამავიწყდა თქმა, ფუჰ! ისიც ბიოლოგიის მუშაკია და ცხადია მისი დარგის სიახლეებსაა დახარბებული. შენც ხომ მასე ხარ, თორემ აბა იმ დღეს ისე აღფრთოვნებით რატომ მოგვიყვებოდი ჯორჯიელი ქალის მიღწევას?

ჯიმიმ შეუმჩნევლად ამოიოხრა მაგრამ მის სტუმარს ეს თითქოს არც შეუმჩნევია:

Page 85: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 85

- ჯიმი, ყავის დალევას არ გაცლი არა, - ყასიდი მობოდიშება წაუმძღვარა მან თავის ნამდვილ სათქმელს, - მოკლედ ის ჩემი მეგობარი, როგორც გითხარი, ძალიან დაინტერსდა ამ საკითხით და მთხოვა მეტი წვრილმანი გამეგო იმ რუსული ჯორჯიელის ნაქნარისა, იმედია უარს არ მეტყვი და მომიყვები ახლა რაც იცი.

ჯიმი მოიღუშა. ამასთან ერთად ზრდილობიან საზოგადოებაში აუცილებელი თავაზიანობა როგორც იქნა გვერდზე მისწია და გულცივად უპასუხა თანამოსაუბრეს, რასთან ერთად თავის დაძვრენასაც შეეცადა:

- მე იქ, მამასთან, იმდენი მოვყევი, რამდენიც შეიძლებოდა. დანარჩენი საიდუმლო ინფორმაციაა, სამწუხაროდ მეტს ვერაფერს გეტყვი. ასე რომ, თუ მარტო მაგისთვის გინდოდა ჩემი ნახვა, ვეჭვობ ტყუილად დაკარგე დრო.

წესით ასეთი პასუხის გამგონეს, ჯეიკობ სტაინპრუდერს იმედგაცრუება უნდა დასტყობოდა სახეზე, მაგრამ თავისდა არასასიამოვნოდ და შემაშფოთებლად ჯიმიმ მაგვარი ვერაფერი შენიშნა. ჯეიკობს ვითომც არ გაეგონოს მისი სიტყვები, წინანდელი დაბეჯითებით, იმ კაცის უტუხობით განაგრძნობდა საუბარს, რომელსაც ეჭვიც არ ეპარება რომ საწადელს მიიღებს:

- ის ჩემი ნაცნობი, ტომი ჰქვია სხვათაშორის, კარგი ადამიანია. გარდა ამისა ძალიან დავალებული ვარ მისი. როცა ჩემს გოგოს, მაშინ თექვსმეტი წლის იყო, ცეროზის ნიშნები აღმოუჩინეს, სწორედ ტომმა დამაკავშირა ამერიკის საუკეთესო სპეციალისტთან მაგ დარგში.

სტაინპრუდერი მას ვითომ სახეში უყურებდა მაგრამ ამავდროულად ჯიმის ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, საერთოდ ვერ მხედავსო. ჯეიკობმა კი ლაპარაკი შესწყვიტა, დარბაზში მიმოიხედა ისევ და როცა დახლიდართან მოსაუბრე მიმტანი გოგონა შენიშნა, ხელის ქნევით მიიქცია მისი ყურადღება.

შავკანიანი, მილიონი წვრილი ნაწნავით თავდამშვენებული, მრგვალსახიანი, დაახლოებით თვრამეტი-ოცი წლის გოგო უმალვე მაგიდასთან გაჩნდა.

- ერთი ჩაი მომიტანეთ, გეთაყავა, - აჰხედა მას ჯეიკობმა, - და ნამცხვრების რა გაქვთ?

- ჩაი შავი თუ მწავნე? - დააზუსტა მომტანმა, - ხოლო ნამცხვარი მრავალნაირი გვაქვს მაგრამ თუ ნებას მომცემთ, ჩვენს საფირმოს გირჩევდით.

- ჩაი შავი მინდა, - პირველ კითხვაზე უპასუხა მას მამაკაცმა, - და ეს... საფირმო როგორია, რისგანაა?

- ნაღების კრემში ანანასის ჯემია ათქვლეფლი და ეს მასა მერე ფუმფულა ცომშია მოთავსებული, - განმარტა გოგონამ და სახეზე ჩამოყრილი მოკლე ნაწნავები ერთი ხელით უკან გადაიყარა.

- აღწერით მშვენიერია, კარგი, - მუშტარმა შემოთავაზე თანხმობა თავის დაქნევითაც დაადასტურა.

როგორც კი მიმტანი მაგიდას მოშორდა, სტაინპრუდერი აწ უკვე თანამესუფრეს მოუბრუნდა ისევ:

- ერთი სიტყვით, ტომი რომ არა, შეიძლემა ჩემი ალიშა თექვსმეტი წლის ასაკს ვერც კი გადასცილებოდა, თქვენც ხომ გყავთ შვილები, შეიძლება ასეთივე ასკისაც კი?

- კი შვილები მყავს, - ნელა დაუდასტურა ჯიმიმ, - და ერთი მათგანი ზუსტად თექვსმეტი წლისაა ახლა.

ჯიმის ჯერ ეგონა ჩვეულებრივ კითხვაზე გავეცი პასუხიო, მაგრამ შემდგომ წამს, სრულიად მოულოდნელად, იმის შეგრძნება გაუჩნდა, რომ შვილების შესახებ კითხვამ არცთუ შემთხვევით ამოჰყო თავი საუბარში. იგი ხელადვე შეეცადა მოეშორებინა ეს აზრი, მაგრამ მთლად ასე იოლად არ გამოუვიდა განაზრახი - თითქმის შეუმჩნეველი ლაქა რომ დარჩება ახლგაპრიალებულ მინაზე, იმ უსიამოვნო აზრის კვალიც ისე დარჩა მის გონებაში.

Page 86: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 86

სტაინპრუდერს კი თავისი აზრი მიჰყავდა ბოლოსკენ, თუმცა ცოტა ხნით შესვენების აღება მოუწია როცა იმ ნაწნავებიანმა გოგომ ჩაით სავსე ლამბაქი, რომლის ფინჯანზე პლასტმასის კოვზი იდო, საშაქრე და ნამცხვრიანი თეფში დაუდო წინ.

- მადლობა, პრუდენს, - ისევ დაუქნია მას თავისი შემელოტებული თავი კაცმა იმის მერე, რაც მიმტანის მკერდზე მიკრულ ფირფიტას დააკვირდა.

პასუხად გოგონამაც თავი დაუკრა და გულიანად გაიღიმა, რის დროსაც შავი კანის ფონზე მისი ქათქათა კბილები განსაკუთრებით თვალის მომჭრელად აელვარდნენ. ამის მერე სტაინპრუდერს მალევე მიეცა ლაპარაკის საშუალება:

- ჰოდა, ჯიმი, შენც რადგან ბავშვების პატრონი ხარ, მიხვდები რა დონის მადლიერება გამაჩნია ჩემი მეგობრისადმი, რომელმაც ქალიშვილი გადამირჩინა, - თქვა მან და გამომცდელად შეხედა თანამოსაუბრეს.

- ასეთი ამაგის დავიწყება სწორედაც რომ შეუძლებელია, - გულისხმიერი ტონით დაეთანხმა ჯიმი, - მაგრამ ამავე დროს წარმოდგენა არა მაქვს რითი დაგეხმარო, ჯეიკ.

- უბრალოდ რაც შეიძლება მეტი მომიყვევი იმ აღმოჩენის შესახებ, რომელიც ამ ერთი კვირის წინ ახსენე, მეტი შენგან არაფერი მინდა და მგონი ეს არც ისე დიდი სათხოვარია.

პროფესორი ფიტცმაიერი დაფიქრდა და რაც უფრო მეტ ხანს ანდომებდა ამ საქმიანობას, მით უფრო ნათლად ხედვადა რომ ეს პიროვნება სულაც არაა მამამისივით ალალი ბიზნესმენი-მეავეჯე. ეს კაცი შეიძლება საერთოდაც არაა ის, ვინათაც მამამისს გააცნო თავი. მაშ ვინაა? ჯიმიმ გადაწყვიტა რომ ამას მომდევნო საუბარში გაარკვევს რაც შეიძლება სწრაფად:

- არა, ჯეიკ, სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ცდები თუ შენი სათხოვრი უმნიშნელო გგონია. კალტექის წესები მკაცრად კრძალავენ სამეცნიერო ინფორმაციის გამჟღავნებას, - მშვიდად, ლექტორივით ლაპარაკობდა მეცნიერი, თუმცა მისმა თანამოსაუბრემ შენიშნა რომ უდარდელი კაცის პირობაზე იგი ზედმეტად ხშირად ისწორებს სათვალეს, - აკი გითხარი, მაგ თემაზე რისი თქმაც შემეძლო, იმ საღამოს მოვყევი.

სტაინპრუდერი ასეთმა პასუხმა კვლავ ოდნავაც არ გააწბილა. სანამ ჯიმი ლაპარაკობდა მან ჯერ ნამცხვარი ჩაკბიჩა, მერე თითქოს რაღაცას აყურადებსო, ქადის გემო დაადგინა და მოიწონა თავის ქნევით, ბოლოს კი ჩაის დიდი ყლუპი დააყოლა მას.

როგორც კი ჯიმიმ თავისი უარისგამომხატველი გამოსვლა დაამთავრა, ჯეიკიც უმალ ალაპარაკდა:

- მე მგონი შენი მხრიდან ასეთ პედანტური მოქცევა არაა მთლად სწორი. თუნდაც იმიტომ რომ ჩემი აზრით შენ იმ დღეს გაცილებით მეტი თქვი, ვიდრე შენი ინსტრუქცია ამის ნებას გრთავს. ეს იმით მივხვდი, რომ ქალბატონი, აი ის, ქერა, სტეისიო, არა? მოკლედ, შენი ახლანდელი ადგილსამყოფელი რომ გამიმხილა, ძალიან გაკვირდა, როცა ვუთხარი, თქვენ რომ ჯორჯიიდან ამბები მიგივიდათ იმათი გაგება მაინტერსებს უფრო დაწვრილებით მეთქი.

ჯიმის, ბიოლოგიის განყოფილების ერთ-ერთ ყველაზე დამსახურებულ სპეციალისტს, რომელსაც არათუ მრავალ პროექტში მიუღია მონაწილეობა, არამედ ბევრი მათგანის ხელმძღვანელი და წარმმართველიც ყოფილა, ოფლმა დაასხა.

ყოფილა რა, იგი წარსული ამაგით კი არ ცხოვრობს. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი თემის წინამძღვრად დანიშვნის პირასაა. მაგრამ ახლა თუ გამოირკვა რომ იგი ენას ვერ პატრონობს, მაშინ ხომ დაფიქრდება ის ხალხი, ვისაც მისი დანიშვნა ეხება, ეს რისი მომვლელი და წინამძღოლიაო? არადა ამ პროექტის ხელიდან გაშვება პროფესორ ფიტცმაიერისთვის სრულიად დაუშვებელია. პრაქტიკულად, მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ითქვას სათქმელი, ამ

Page 87: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 87

კვლევის წარმატებული დამთავრება თითქმის ას პროცენტიანი ნობელის პრიზის გარანტიაა. განა მას კიდევ ოდესმე მიეცემა ასეთი საოცნებო აღზევების შესაძლებლობა? არამც და არამც! არასდროს! ამის იმედზე ყოფნა საღი აზრისგან საბოლოო ჩამოშორებაა!

ახლა კი რა ხდება? ეს კაცი ეჭვქვეშ აყენებს მის, ასე ნალოლიავებ მიზნისკენ სწრაფვას? სტეისი კია ჭკვიანი ქალი, მაგრამ ვინ იცის რას იფიქრებს და რაც მთავარია, მიხვდება და გაიჩერებს ენას პირში? თუ იქნებ უკვე მოუყვა ვინმეს - კათედრაზე უცნაური კაცი მოვიდა და მითხრა, ფიტცმაიერმა ყველფერი ჩამომომიკაკლა იმ ნათელა მთვალაიდზის ნახელავზეო.

ოჰ, იმ ქალმაც რა! რაღა ჩვენ გამოგვიგზავნა თავისი შედეგები? გაეგზავნა გეტინგენში. ამის გაფიქრებამ ჯიმი თავის უაზრობაზე ჩააცინა. მისი მსჯელობით გამოდიოდა რომ ის, ცხადია უნიჭიერესი ახლგაზრდა ქალი, ყოფილა დამნაშავე იმაში რომ პროფესორი ფიტცმაიერი ყბედია. ჰეჰ. არადა ვისთვის უნდა ეცნობებინა იმ ქალბატონს თავის შედეგები პირველ რიგში, თუ არა ბილოლოგიის განყოფილებისთვის კალტექში?

მაგ ქვეყანაში, მათი მთავრობის ძალისხმევით ხომ ზუსტად ჩვენი უნივერსიტეტი აფუძნებს სამეცნიერო კერას რომელიც, თუ ასევე გააგრძელეს, ყველზე მნიშვნელოვანი ცენტრი იქნება ახლო აღმოსავლეთში. მით უმეტეს, დასაწყისშივე გაუმართლათ და ბედმა ასეთი ძლიერი ინტელექტის მქონე სპეციალისტი აჩუქათ. აი, ამ ნათელას ნამდვილად არ დასჭირდება ნობელის პრიზის მოსაპოვებლად იმაზე წუხილი, საჭირო პროექტში ვაითუ არ მოვხვდეო? იმიტომ რომ იგი თავადაა საჭირო პროექტი. ამის გახსენებამ ახლაც, უკვე მერამდენეჯერ გააკვირვა სწავლული, როგორი მოულოდნელი კუთხით მიუდგა მისი შორეული კოლეგა ურთულესი ბიომოლეკულური, უფრო სწორად, ბიოქვანტური ამოცანის გადაჭრას.

ჯიმის მოსწონდა რომ იმ კავკასიურ ჯორჯიაშიც ბიოლოგიურ განყოფილებას ზუსტად ისეთივე ქალაქში ეყრება საფუძველი, როგორიც მისი მშობლიური პასადინაა. თუმცა იმ ბათუმში აგებული შენობა ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა პროფესორ ფიტცმაიერისთვის. იგი თავისი უნივერსიტეტის ორსართულიან „ქალაქს“ იყო მიჩვეული, ხოლო ჯორჯიელებს ცათამბრჯენი წამოუჭიმავთ. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ესეც გასაგებია. კალტექი ძალიან ძველი დაწესებულებაა და მისი შენობებიც იმ დროის ყაიდაზეა აშენებული. ახლა კი ყველაფერი მოდერნისტული არქიტექტურის წესებით კეთდება ჩინეთის წინამძღოლობით. ჰოდა იქ, კოლხეთშიც, აზიური გიგანტის მაგალითი გამოიყენეს ეტყობა.

„ეს ყველფერი კარგი, - თითქოს გონს მოეგო და თავის ფიქრებს მოუბრუნდა ჯიმი, - რა გამოდის, ამ ვიღაც გაურკვეველი პირის გამოისობით შეიძლება ცხოვრების უმთავრესი შანსი გავუშვა ხელიდან?“

- ჰეი, - სახაპასხუპით, თუმცა კი კმაყოფილებით ალაპარაკდა ამ დროს სტაინპრუდერი, - რა ფერი გეცვალა? გგონია მართლა მასე ველაპარაკე შენს თანამშრომლებს? ჰა-ჰა-ჰა, ნუ გეშინია, უბრალოდ ვუთხარი, მამამისისთვის რაღაცა მაქვს გადასაცემი მეთქი.

ამის გაგონებამ ჯერ გააჩიჩინა სწავლული, მერე მას ძალიან მოუნდა შვება ეგრძნო მაგრამ ასე უცებ მაინც ვერ გაბედა, ამის ნაცვლად მხოლოდ უნდობლად შეხედა თანამეინახეს. ის კი განაგრძნობდა ამ ახალ, ტკბილ ჰანგზე სიმღერას:

- ასეთი რამ უბრალოდ იმისთვის გითხარი, რომ შენშიც გამომეწვია რაღაც გრძნობები, მიმხდარიყავი რომ ტომისადმი ჩემი მადლიერება არ გამოიხატება რაღაც მატერიალური ვალდებულებით, თორემ გესმის ალბათ რომ მე, ბოდიში შენთან და სულ ფეხებზე მკიდია ბიოლოგიაც და ყველა დანარჩენი მეცნიერებაც.

სტაინპრუდერი, დაამთავრა თუ არა ეს გამოსვლა, ჯერ მოლოდინით მიაჩერდა ჯიმის, ხოლო როცა ვერ იქნა და ვერ ეღირსა პასუხს, თითი ჩაიანი

Page 88: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 88

ლამბაქის სახელურს გაუყარა, ასწია იგი და პირზე მიიყუდა ზუსტად იმდენი ხნით, რამდენიც ერთ ყლუპს სჭირდებოდა. მას კარგად ენიშნა მეცნიერის სიჩუმე - ესე იგი უკვე ყოყმანობს, არ იცის საით გადაიხაროს. მან კი არ იცის, სამაგიეროდ „ჭკუისკოლოფმა“ მშვენიერ კარგად იცოდა რით მთვრდება ხოლმე ასეთი ჭოჭმანები.

სასურველი ფინიშის დასაჩქარებლად სტაინპრუდერი იძულებული შეიქნა კიდევ ორიოდ სიტყვა ეთქვა:

- მომისმინე, ჯეიმს, მე უბრლოდ მინდა პიტივი ვცე ადამიანს, რომლის ამაგი ყველა დღე მახსენდება როცა ჩემს ქალიშვილს ვხედავ. ამისთვის მზად ვარ წელში გავწყდე. მაგრამ ამ შემთხვევაში შენ ხომ არ გელის წელში გაწვეტა? რას კრგავ ან შენ ან ვინმე... დავუშვათ ის ქართველი ქალი? იმას ვინმე წაართმევს მის აღმოჩენას თუ რა? გამარკვიე თუ შეიძლება.

ჯიმიმ არც ახლა ამოიღო ხმა, თუმცა მისი ფიქრების მდინარემ კალაპოტი ნამდვილად იცვალა. და არა მარტო ფიქრების, ჯეიკობის ლაპარაკს მისი შეგრძნებებიც საქანელაზე ჰყავდა ჩემოჯენილი და ხან იქეთ გააქანებდა მათ და ხან აქეთ.

საუბრის დასაწყისში ჯიმიმ ისე იგრძნო თავი, როგორც მძღოლმა, რომელსაც მანქანა ყინულზე მოუცურდა და სქელი ბეტონის კედლისაკენ მიექანება. ავტომობილს ვერც მუხრუჭის სატერფულზე მთელი ძალით ფეხის დაჭერა ამჩნევს რამეს და ვერც საჭის სასოწრკვეთილი, შლეგური წაღმა-უკუღმა ტრიალი.

მართლაც, ჯეიკობს რომ ფაკულტეტზე სინამდვილეში მოეყოლა ის, რაც მან იმ საღამოს გაიგონა, მაშინ ჯიმის რა მუხრუჭი უშველიდა? მამამისის აივანზე შემდგარ იმ საუბარს რითი გააუქმებდა?

მაგრამ ახლა, როცა მეფურნიტურემ ჰკითხა, ბოლო-ბოლო შენი რა მიდის, მაცემინე იმ კეთილი ადამიანისთვის პატივიო, ჯიმისაც სულ სხვანაირად წარმოუჩნდა ვითარება. არვითარი ბეტონის კედელი, არანაირი ყინული, ახლა ის კვლავ მშრალ ასფალტზე მოძრაობს უხიფათო სიჩქარით. მართლა რაში გამოიყენებს ამის ნაცნობი ტომი იმ ნათელას აღმოჩენას?

კომერციული ღირებულება ამ ნამუშევარს ამჟამად არ გააჩნია და რომც ჰქონდეს, ციფრებს ან ექსპერიმენტის პირობებს ამერიკაში ჯერ არ ჩამოუღწევიათ. ამავე მიზეზით ვერც პრიორიტეტის ავტორობაზეა შესაძლებელი დავის ატეხვა. ამ ტომმა ძალიანც რომ მოინდომოს და ეს და ეს ვქენი ჩემს ლაბორატორიაშიო, კიჟინი ატეხოს, სამტკიცი ხომ არაფერი აქვს?

ახლა ავიღოთ ეს შვილის გადარჩენით ჩუმად გაგიჟებული კაცი. ცხადია, მადლიერების გრძნობით პირთამდე ავსებული, იგი თავის მეგობარს დაჰპირდებოდა - თავს მოვიკლავ და ყველაფერს გაგიგებ, რაც გაინტერესებსო. ხოლო რომ გაწბილდეს ვინ იცის, მართლა არ მივა უნივერსიტეტში და გამწარებული შურს არ იძიებს? არდა კი ჩანს მაგისთანა რამის მქმნელი, პროფესორს მოაგონდა რომ წეღან, როცა ეს უცნაური მეფურნიტურე ემუქრებოდასავით, ნამდვილი შავი მგლის იერი ჰქონდა.

ამ წამს, როცა ჯიმიმ სატინპრუდერის გარეგნობის ცვლილება აღნიშნა გუნებაში, ისიც გაიაზრა როგორ შეეცვალა ამ კაცს თვალები. უწინდელი არაფრისმთქმელი, ცარიელი გამოხედვის მაგიერ ახლა სწავლულს ორი ელექტრობურღი უხვრეტდა მხედველობის ორგანოებს. ამ სადგისივით ბასრმა და გამჭოლმა მზერამ ჯიმის რაღაც აგრძნობინა, სხვანაირი ეჭვი გაუჩინა, ნუთუ მართლა მადლიერების გამო იქცევა ეს კაცი ასე მოურიდებლად და უბრალო კლიტეების მქლიბავი ალაგებს სათქმელს ასე სწრაფად და გააზრებულადო? მაგრამ ამ აზრს სწავლული ისეთ უსიერ და საშიშ დასკვნებში შეჰყავდა რომ მან დაუყვნებლივ, დაფეთებულმა მოისრლა იგი გონებიდან.

Page 89: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 89

საბოლოოდ, ამ მსჯელობას ჯიმიმ გაუძალიანებლად მიაყვანინა თავი იმ დასკვნამდე რომ ახლა თავისი სახელისთვის ჩირქის მოცხება გარეგნულად დიდბუნოვანი, სინამდვილეში კი უაზრო საქციელი გამოვა. ჯეიკობის მეგობარი ტომი თუ ცუდის ქმნას აპირებს მერე რა? ის ჯორჯიელი ქალი არაა უჭკუო და მოძებნის გამოსავალს. ცხადია, ამ შემთხვევაში ქალბატონი მთვლაივიდზე, ჰმ, შეიძლება დაუმსახურებელ სირთულეებს წააწყდეს მაგრამ რას იზამ? ცხოვრება ძნელი ბიზნესია, განსკუთრებით როცა მწვერვალებს ეპოტინები...

თუმცა სტაინპრუდერთან ურთიერთობა სულაც არ შემოიფარგლა ერთი პატაკით, როგორც პროფესორი ფიტცმაიერი იმედოვნებდა. შემდგომში მას კიდევ არაერთხელ მოუწია „ჭკუისკოლოფისთვის“ ამ მოვლენის არსის და განსაკუთრებით მისი მნიშვნელობის დაწვრილებითი გაშუქება.

თავი 16სააბაზანოდან გამოსული შოთიკო ფანჯარასთან მდგარ მამას მიუახლოვდა.

მართალია მესამე სართულზე შეხვდათ ნომერი, მაგრამ იქედან ახალს ვერაფერს ხედავდნენ - მხოლოდ იმავე ქუჩას რომლითაც მამა-შვილი სასტუმროსთან მოვიდა. ერთადერთი, თავისი მანქანის დანახვა შეეძლოთ თუმცა ეს რაში არგოდათ?

- მამი, დროა ახლა და წავალ აწი მე, დედიკოს ხაჭაპურებს და წყალს მივუტან, შენ დაიძინე, კაი? - მოუბრუნდა გივი შვილს.

შოთიკოს ამ შემოთავაზების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, თვლემიდან შხაპმაც ვერ გამოიყვანა წესიერად.

- კაი, - მდოვრედ დაეთანხმა იგი მამამისს, - რომელ ლოგინზე დავწვე?- რომელზეც გინდა, ოღონდ იქეთა ოთახში, იმიტომ რომ თუ მე და დედიკო

ერთად დავბრუნდით, აქ სინათლეს ავანთებთ და ძილი გაგიტყდება, - უპასუხა მშობელმა და გააფრთხილა კიდეც, - კარი არავის გაუღო, ოთახის გასაღებს მე წავიღებ.

შოთამ უხმოდ დაიქნია თავი და ნომრის მეორე ოთახისკენ წალასლასდა. გივიმ დაფიქრებული მზერა გააყოლა შვილს და როცა ბიჭმა კარი გაიხურა, ერთხანს ისევე გაშტერებული და კარებს მიჩერებული იდგა.

იქვე, მაგიდაზე დადებულ ორი პარკიდან ერთში სამი დიდი ხაჭაპური იდო სქელ ქაღალდში შეფუთული, მეორეში ვითომ გამაგრილებელი, სინამდვილეში კი უკვე თავად გასაცივებელი სასმელები. გივი ოდნავ დაფიქრდა და მერე იმავე მაგიდიდან პარკებთან ერთად მანქანის გასაღებიც აიღო. მართალია სასტუმროდან უნივერსიტეტამდე ორი ფეხის ნაბიჯია მაგრამ კარგი და რაღაცისთვის მირბენა-მორბენა დამჭირდეს, ტრანსპორტით წავალო.

როგორც კი კოშკის ცენტრალური შესასვლელის წინ შეაჩერა ავტომობილი, გივი მგზავრის სავარძელზე დაწყობილ პარკებს დასწვდა და უკვე სალონიდან გადმოსვლაც დააპირა როცა ბოლო წამს მოიგონა და უხერხულად, მარცხენა ხელით ამოაძრო გასაღები ბუდიდან.

მან კარების საკეტები დაატკაცუნა, მალევე ჩაიარა უკვე ნაცნობი კიბე და როცა ასევე ნანახი რკინის კარის წინ აღმოჩნდა, მაშინღა მოისაზრა რომ ასე იოლად, თავის ნებაზე ვერ შეაღწევს შენობაში.

რაღა გაზა იყო და ისევ იმ თავისუფალი ხელით, რომლითაც ახლახანს კარის სახელური მოქაჩა ყოველი შემთხვევეისთვის, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნათელას ნომერი გამოიძახა.

გივის დიდი ხანია გამოუმუშავდა გაშვებულ ზართა დათვლის ჩვეულება. დროის აღრიცხვის ეს ხერხი ძალაუნებურად მოიფიქრა მაშინ, იმ ხუთდღიანი ომის განმავლობაში.

Page 90: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 90

- ხუთი დღე თორემ ის არ იყოს, ერთი კვირაც არაა, მასე ცოტა ხანში რისთვის დაგჭირდა მაგის დადგენაო? - ჰკითხა მას დათიკო გორგოშაძემ, სულ მუდამ რაღაც ფიქრებით და იდეებით ავსებულმა, ღიპიანმა და უსაქმურმა მეზობელმა, როცა ერთხელ, უბნელებთან საუბრისას გივიმ ახსენა - ზუმერებს შორის ორი წამია და თვით სიგნალიც თითქმის მაგდენ ხანს გრძელდებაო.

გივის მაშინ იმ დათიკოსთვის არც მიუქცევია ყურადღება, სულ სხვა ადამიანს უყვებოდა იმ ამბავს - ისეთს, რომელსაც ჰქონდა იმის შეგნება რომ ის ხუთი, ხანგრძლივობით ვითომ ჩვეულებრივი აგვისტოს დღე, ბევრ ნამდვილ ვაჟკაცს მარადისობად ექცა. ასე ყურზე მიდებული ტელეფონით და წინასწარ დათქმულ, უპასუხო ნომერზე გაშვებული ზარის მეშვეობით დასამიზნებელი შუალედის გაზომვა ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა, რადგან წამზომით თუ ადგენ გასროლის მომენტს, მაშინ ეკრანს უნდა უყურო და ცხადია სამიზნე აღარ გყავს თვალთახედვის არეში.

„... შვიდი, რვა, ცხრა, ათი... ცამეტი, კიდევ ორი ზარი და ხაზი გაითიშება“, -გაუელვა კაცს უსიამოვნო აზრმა და ზუსტად ამ დროს ყურმილში ნათელას ხმა გაისმა:

- საჭმელი მოგვიტანე გივი? კარგი, ზუსტად დროულია, - ქალმა სცადა სიმხნევე და მადლიერება ჩაექსოვა ხმაში, - ეხლავე გამოვალ.

„ეხლავემ“ არაუმცირეს ოცი წუთისა გასტანა. გივის ერთი პირობა იმის ეჭვიც გაუჩნდა, ჩემს ცოლს ხომ არ დავავიწყდი ამ ბეტონის ჭაშიო? მაგრამ ეს აზრი რაღა თქმა უნდა სერიოზულად არ აღუქვამს, მოთმინებით და ფეხმოუცვლელად იცდიდა. მას რომ მოთმინება ჰქონდა იმდენი ალბათ რაც ახლა, ამ შუაღამეს ბულვარში ხალხი ირეოდა, იმათ არ ექნებოდათ ჯამში ყველას ერთად. სულწასული სნაიპერი ხომ იგივეა რაც ცვედანი სასიძო.

ამასობაში, როგორც იქნა, საკეტი აჩხაკუნდა და კარიც გაიღო, რომლის თავზე მიმაგრებული მქრქალი ნათურის შუქში ნათელა გამოჩნდა. გივი ცოლს დააკვირდა და მის სახეზე აშკარად გამოკვეთილი ფიქრებში წასულობა გაარჩია. კაცმა, თავისთვისაც კი მოულოდნელად, ფეხი წარსდგა, თავისუფალი ხელი ცოლს მოჰხვია, მიიზიდა იგი და მხურვალედ მაგრამ ამასთანავე რაღაც უხერხულად სადღაც ყურის ბიბილოზე აკოცა. პასუხად ნათელამ თავი უკან გასწია და მას სევდით, სიყვარულითა და დაძაბული აზროვნებით შეზავებული მზერა მიაპყრო.

გივის ჯერ ისევ წელზე ჰქონდა ცოლისთვის ხელი მოხვეული და შემდეგ წამს მან თავისდა გასაკვირად და სამარცხვინოდაც კი, იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა და ყელიც ისე აუქავდა, რომ ხრინწიანი ჩახველება ვეღარ შეიკავა. ნათელას, მიუხედავად მისი გონების სულ სხვა საფიქრალში მთლიანი ჩაძირულობისა, არ გამოეპარა ქმრის შეგრძნებათა ცვლილება. მან გივის ისევ იმ, თითქმის შეუმჩნეველი ღიმილით დაუქნია თავი და ნაზად უთხრა:

- კი გვენატრება ერთმანეთი, მაგრამ თინიკოს ახლა უფრო ვჭირდებით.გივიმ, მიუხედავად იმისა თავის კანონიერ მეუღლეს ეხვეოდა და

სამარცხვინოს არაფერს შევებოდა, იგრძნო როგორ შეუფაკლდა სახე და გაუხარდა რომ აქაური სუსტი ნათურის სინთლეში ნათელა ამას ვერ შეამჩნევს. კაცს კიდეც უკვირდა რა დროს ეგააო და ძალიანაც გაუბრაზდა თავის ორგანიზმს მისი, როგორც გივიმ ახლა აღიქვა თავისი აღგზნება, საქონლური სურვილის გამო.

მაგრამ მაინც, თავის გამოსაძვრენი ან მსგავსი სავაივაგლახო ლაპარაკი არც უცდია, არ ჰქონდა ნათუს მიმართ ამას აზრი, პირიქით, საწყენიც კი იქნებოდა მისთვის. ამიტომ კაცმა უბრალოდ შესთავაზა ცოლს:

- წამოდი, მიგატანინებ ამეებს.ნათელა არ გაინძრა და არც უცდია ქმრისთვის გზის დათმობა. გივიმ

კითხვით შეხედა მას.

Page 91: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 91

პასუხად ნათელა სიტყვებს შორის დიდი შუალედებით ალაპარაკდა:- გივი, ამეებს მე წავიღებ. ბიოლოგიური ექსპერიმენტები, განსაკუთრებით

როცა ისინი ტარდება..., - ნათელა ქმარს მიეკრო და ამჯერად მან მოხვია მას წელზე ხელი, თუმცა მყისვე მკვეთრად მოშორდა და, გივიმ ეს მკაფიოდ დაინახა, ნაძალადევად განაგრძნო საუბარი:

- ექსპერიმენტები ცოცხალ ორგანიზმებზე ან მათ ბიოლოგიურ ქსოვილებზე, მოუმზდებელი ადამიანისთვის ძნელი საყურებელია, უფრო სწორად, მისთვის არაა სასურველი მათი ნახვა. - ეს ბოლო სიტყვები ქალმა შეუვალი, თითქმის მკაცრი ტონით წარმოთქვა, თუმცა კვლავინდებურად სევდითა და თითქმის დედობრივი მზრუნველობით სავსე მზერა ჰქონდა მიპყრობილი ქმრისთვის.

გივი უხმოდ ისმენდა. ან რა უნდა ეთქვა? ნათუმ ყველაფერი განუმარტა: მისი იქ დასწრება გამორიცხულია. სხვას რომ თავი დავანებოთ, რას უნდა უყუროს? იქ რა, ფეხბურთია? თუ ბავშვები ყავს ცირკში მიყვანილი და ახლა ლომებს გადაახტუნებენ ცეცხლიან რგოლში? არა, გასართობი და მისთვის საყურებელი იმ ლაბორატორიაში არაფერია. საყურებელი კი არა, ლაპარაკით გასარკვევიც რაა? რა უნდა ჰკითხოს? დაინტერსდეს - როგორაა საქმე, ხომ უჩანს კაი პირიო? როგორ ატყობ, არის ჩვენი საშველიო და მსგავსი მოთქმა დაიწყოს ახლა თუ რა?

- რა ქენით თქვენ? სადა ხართ, შოთიკო ისევ მანქნაში ხომ არაა? - გივი ცოლის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან.

- ჩვენ აქვე ვართ, - უკან გაიშვირა ცერა თითი კაცმა, - ორი ფეხის ნაბიჯზე, შოთიკომ იბანავა და ახლა სძინავს, - მცირე პაუზის შემდეგ მან დაამატა, - შენ, ეტყობა დასვენებას არ აპირებ ჯერ. მარა, ე-ე, თუ მოგინდა დამირეკე და ორ წუთში მოგაკითხავ. ბიჭებსაც მივიყვან სახლებში, როცა იტყვიან, - მან თავი გაიქნია, ლაბორატორიისკენ ანიშნა მეუღლეს.

- არა, არა, - იმწამსვე იურა ნათელამ, - ჯერ დასვენებამდე შორსაა. დროც ცოტაა. გივი წავედი მე, - მან დაძაბული აზროვნებისგან ჩაშავებული თვალის გუგები მიპყრო ქმარს. მათი სიშავის დასანახად გივის ამ დამტვერილი ლამპიონის შუქიც ეყო.

თუმცა ნათუს ამოღამებული თვალები სინამდვილეში მხედველობამ კი არა მეხსიერებამ დაანახა. ის ხომ არაერთხელ და ორჯერ გაუკვირვებია ცოლის დროდადრო გაუცნაურებულ გუგებს.

თავის დროზე გივიმ „ახსნაც“ კი მოუძებნა ამ მოვლენას: საქმე ისაა რომ ნათელა ცდილობს ბუნების შინაარს ჩასწვდეს, ანუ აზრით შეაბიჯოს იქ, სადაც სამყაროს არსებობის დასაბამიდან არასდროს ყოფილა ვინმე. იმ წუთებში თუ საათებში ნათელას გონება პირდაპირ უსასრულობას ჩასცქერის, ხოლო მისი თვალები იმ უკიდეგანო მარადისობაში ჩასახედ სარკმლებად იქცევიან, რომელიც ადამიანის გონებას ჯერ არ გაუნათებია. იმიტომაცაა რომ მხოლოდ ხანდახან იქცეოდნენ მისი მხედველობის ორგანოები უფსკრულში სამზერ ჭოგრიტათ, როგორც აი, ახლა. ამოდენა დაძაბულობას დიდ ხანით ვერ აიტანს უსასრულობისათვის არ შექმნილი მოკვდავი.

ნათელამ ეს მისი ახსნა მოიწონა - „რომანტიკული და პოეტური“ უწოდა, თუმცა აქვე გამოთქვა „ეჭვი“, რომ სინამდვილეში საქმე გაცილებით უფრო „მდაბიურადაა“: უკიდურესი დაძაბულობისას ადამიანის ტვინი მთელს სხეულში არსებული ენერგიის მეოთხედს იყენებს.

ანუ, საშუალო ადამიანის ტანს იმდენივე ენერგიის ათვისება რომ შეეძლოს რამდენიც მის ტვინს, ამისთვის იგი სამოცდაათს კი არა ათჯერ მეტს - შვიდას კილოს უნდა იწონიდესო. ტვინის ასეთ სიმძლავრეს კი თავის ქალაში შემოდინებული სისხლის მოჭარბებული ნაკადი უზრუნველყოფს, რომლის ნაწილი მხედველობის სისხლსადენებშიც ნაწილდება და იმიტომაც მუქდებიან ამ დროს თვალის გუგებიო.

Page 92: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 92

ბოლო წამს გივიმ მაინც ვერ მოითმინა მთლად ასე ამბის უკითხავად წასვლა:

- ნათუ, ვიცი, რა დროს ახსნა - განმარტება და ლექციებია, მაგრამ ერთი რომ არ გკითხო არ შემიძლია: შენც გიხსენებია და ისედაც მაქვს განაგონი რომ მკვდარი ადამიანის მობრუნება-გაცოცხლება სიკვდილიდან ხუთი წუთის განმავლობაში შეიძლება. ჰოდა თინას რატომ არ ეხება ეს?

ნათელა რამდენიმე წამს ცნობისმოყვარეობით უყურებდა მეუღლეს, თითქოს ცუდი ხელით ნაწერის ამოკითხვას ცდილობსო, მერე წარბები აზიდა და დაბეჯითებით ალაპარაკდა:

- დიდი ხნის განმავლობაში ადამიანს, - ალაპარაკდა იგი, - დიდი ხანიო რომ ვამბობ, ვგულისხმობ ორი ათას საუკუნეს - იმ შუალედს რომლის განმავლობაშიც დედამიწაზე ბიოლოგიური სახეობა - თანამედროვე ადამიანი ჩამოყალიბდა.

გივიმ რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ ნათელამ იგი ხელის აწევით შეაჩერა:- არა, გრძელი ლექციის მოყოლას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა რომ შენ

აქ, - ნათელამ უკან, ლაბორატორიისკენ გაიშვირა ხელი, - მიმდინარე მოვლენის ზომა-წონა უფრო ნათლად დაინახო.

იგი კიდევ ერთი წამით ჩაფიქრდა, მერე თავი დაიქნია, ეტყობა სათქმელი ჩამოაყალიბა გონებაში:

- ჰოდა ამ ორასი ათასწლეულის განმავლობაში რაც უთვალავ ადამიანს უცხოვრია დედამიწის ზურგზე, მათგან არავინ ყოფილა ისეთი, ვინაც წამნახევარზე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ დაყრდნობია მიწას ან მასზე მდგარ საგანს. უფრო სწორად, თუ ვინმე ნახევრკილომეტრიან უფსკრულში გადაიჩეხა, ის ათი წამითაც კი გაითავისუფლებდა ნებისმიერი საგნის შეხებისგან თავს, მაგრამ ვაი ამისთანა განთავისუფლებას... და აი განვლო ორასმა ათასმა წელმა და ახლა, კოსმოსში, ადამიანს თვეობით და წლობითაც კი შეუძლია არაფერს დაეყრდნოს.

ნათელა გაჩუმდა და დაელოდა. გივიმ ჯერ თავი დახარა, თითქოს მძიმე ფიქრმა დასწონაო, მერე ისევ ასწია და ცოლს კვლავინდებურად ყურადღებით შეხედა თვალებში.

პასუხად ქალმა თავისი ახსნა დაასრულა:- ამის მსგავსად ჩვენც ვცდილობთ უსაყრდენო, ანუ უჟანგბადოდ ყოფნის

ხანგრძლივობა გავუდიდოთ ცოცხალ ორგანიზმს. უფრო სწორად, კია რა გავუდიდოთ, არამედ, ამაშია ზუსტად ჩემი მეცადინეობა... პირდაპირ ახალშექმნილი ცოცხალი მდგომარეობიდან განვაახლებინოთ ქმედება, - ნათელა ხვდებოდა რომ მისი ბოლო სიტყვები სრულიად გაუგებარ აბდაუბდად ჟღერდნენ, ამიტომ ამ ლაპარაკის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, - მოკლედ გივი, ოდესმე აუცილებლად გეტყვი ყველფერს.

გივის ფიქრებმა კი პატრონის უკითხავად გაუტიეს სადღაც:- „იმ უხსოვარ დროში გაჩენილი პირველი ადამიანიდან ამხელა დრო

დასჭირდა კოსმოსში ასვლას და ახლა ასე უცებ მოხდება ეს? რაღაც უაზრობაა... თუმცა მოიცა, პირიქით... გამოდის ერთდროულად ხდება ესენი! ორი ათასი საუკუნე თუ დასჭირდა კოსმოსში ასვლას, ეს სულ არ ნიშნავს, რომ... მ-მ, სიკვდილის დამარცხებასაც ამდენივე დრო დასჭირდება! უბრალოდ ყველა ეს დიდი საქმე - კოსმოსიც, სიკვდილის ე-ე, გადადებაც, თითქმის ერთდროულად ხდება! ერთდროულადაა აბა რაა? რას შეიცავს ნახევარი საუკუნე ორას ათას წელთან შედარებით?!“

როგორც კი ეს ყველაფერი მოიფიქრა, გივიმ ჩათვალა რომ თავის მთავარ კითხვაზე მან ნათელასგან ნამდვილი, პროფესიულ დონეზე შესრულებული ახსნის გარეშეც მიიღო პასუხი. კოსმოსის ათვისებაც არ მომხდარა პირველივე ცდაზე, მაშინაც არავინ იცოდა რით დამთავრდებდა ყოველივე.

Page 93: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 93

ჰოდა თინიკოზეც ვერ იტყვის ნათუ ჯერ, როგორ იქნება მისი საქმე. აი თურმე მობრუნების რა შანსი ჰქონია თინას! ამის მიხვედრამ კაცს მწარე გმინვა ამოახდინა მკერდიდან.

ნათელამ დაინახა რომ ამ წამს მან თითქმის გაუცამტვერა გივის ის უზარმაზარი იმედი, რომელიც მას მწუხრებასთან ბრძოლას უადვილებდა. მაგრამ რა ექნა? ახლა ორივენი გულმოკლული მშობლები იყვნენ და ერთად უნდა ეტვირთად უბედურება, შებრძოლებოდნენ მას.

გივიმაც ისევ მოხვია ხელები ცოლს გულზე მიიკრა. ასე უსიტყვოდ იდგნენ ისინი რამდენიმე ხანს ბეტონის ხრამის ფსკერზე, რომელშიც უდარდელი ზღვისპირეთის ჰანგები და მოსეირნეთა ჟრიამული ჩაედინებოდა ზემოდან.

პირველი ისევ ნათელა მოერია თავი გრძნობებს. იგი ფრთხილად გამონთავისუფლდა ქმრის მკლავებიდან და გამჭოლი მზერით ჩახედა მას თავალებში.

კაცსაც არ გასჭირვებია ამ გამოხედვის შინაარსი ამოეცნო:- ტელეფონი სულ ყურთან მაქვს, - ყრუდ ალაპარაკდა იგი, - ნუღარ

მიყურებ, წადი ნათუ. კარს მე მივხურავ.ნათელას ახლაღა გაახსენდა რომ გივიმ მას პარკები მისცა. თავისი

ცარიელი ხელების დანახვაზე მან ძირს დაიხედა. ორივე მის ფეხებთან ეგდო. კიდევ კარგი ცოლ-ქმარს მათელი ამ საუბრის განმავლობაში ფეხი არ მოუცვლია, სანოვაგე გათელვას გადაურჩა.

ნათელა დაიხარა და პლასტმასის ჩანთები ისევ ხელში მოიქცია. მერე ერთი გივის შეხედა და „წავედიო“ მოკლედ ამოილაპრაკა. პასუხად ქმარმა თავი დაუქნია. ამის შემდეგ ქალი მიტრიალდა და უკანმოუხედავად გაუყვა დერეფანს. გივიმ კარი მიხურა, საკეტის ჩხაკუნის ხმა გაიგონა და თვითონაც მოშორდა იქურაობას.

თავი 17მამა გაბრიელს თვით ბუნებაზე მაღლა მდგომ ძალასთან ჰქონდა საქმე და

მას მსახურებდა. ამის გამოისობით უმეტეს წილად წმინდა ნივთები ეჭირა ხელთ - ლოცვანი, ჯვარი, სახარება და მისთანა. მაგრამ, მიუხედავად ყოველივესი, იგი მაინც არაფრით განსხვავდებოდა სხვა ადამიანთაგან და მასაც უწევდა ისეთი რამეების კეთება, რასაც დანაჩენი მოკვდავნი სჩადიან.

არც ფიზიოლოგიით გათვალისწინებული ქმედებებისგან ათავისუფლებდა მამაოს მისი სულიერი სამსახური, იგიც ვერ აცდენოდა იძულებას, ანგარიში გაეწია ბუნების მოთხოვნებისთვის ისევე, როგორც სხვა, ზოგიერთ ნამდვილად არაწმინდა ღვთის მონას. ახლაც, ტუალეტის ქაღალდის მურგს მოახია რა საჭირო ზომის ნაგლეჯი, იგი უნიტაზიდან წამოიწია და ჰიგიენური დამუშავება ჩაუტარა თავისი სხეულის იმ ნაწილს, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი მისთვის უსარგებლო ნივთიერებებს იშორებს ხოლმე.

ამის მერე მამაომ შარვალი აიწია და გაისწორა, ანაფორა ჩამოუშვა, ონკანი გააღო და ხელები საპნით დაიბანა. თავისთავად ცხადია, საპირფარეშოდან გამოსული იგი გაცილებით უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს და უფრო ლაღად იქცეოდა ვიდრე იქ შესვლამდე - მაშინ, როცა ამ ძალიან პირადულ საქმეზე აჩქარებულს, საპატრიარქოს დამლაგებელი, მოხუცი და ენაჭარტალა მაშო შეეფეთა.

მაშოს, როგორც ყოველთვის, გახუნებული, გაურკვევლი ფერის თავსაფრიდან ნაწილობრივ ჭაღარა, ოდესღაც ხნით შენაღები წითური თმა გამოსწეწოდა და წინსაფარიც დამრეცად ჰქონდა ფართე წელზე შემოხვეული. მიუხედავად ასეთი გარეგნობისა, თავის საქმეს ის ბეჯითად ასრულებდა და შესაბამისად არც ტაძრის უფროსობას ჰქონდა მასთან რამე სასაყვედურო.

Page 94: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 94

გაბრიელი ამ ხნიერმა ქალბატონმა ხელფასის მომატებაზე საღინჭილოდ გააჩერა იმ უდროო დროს. გაუმართლა შრომისმოყვარე მუშაკს. იმ წუთს მამაოს არ დაურჩა საშუალება ჩვეულებისამებრ, დინჯი და აუჩქარებელი საუბრით „მოეხვია“ ტვინი დამლაგებლისთვის და ჯამაგირის მომატების საკითხი მორიგჯერ მერესთვის გადაეწია. ორგანიზმის სულ უფრო დაჟინებული მოთხოვნების გამო, მას რა გზა ჰქონდა და გასამრჯელოს მომატება აღეთქვა მაშოს არაუმცირეს ათი ლარისა თვეში და ამითღა მოიშორა ეს ქალი.

ახლა, შვებამიღებულზე, მამაო ცოტა კიდეც ნანობდა თავის ასე იოლ დათმობას და გონებაში იმის ფიქრმაც კი გაუარა, იქნება რაღაცა მიზეზი შევთხზა და გავაუქმო ეს დაპირება, თორემ ერთს თუ მოუმატე, მერე დანარჩენიც შემოგეხვევა მევალეებივითო.

მაშოსთვის იღბლად გაბრიელს არაფრის მოფიქრება დასცალდა, ამ დროს მისი მობილური აზუზუნდა და შემდგომმა ჯერ ტელეფონით, მერე კომპიუტერით საუბარმა კარგა ხნით დაავიწყა წვრილმანი საყოფაცხოვრებო სირთულეები.

მისი კოლეგა ურეკავდა - მამა სერგი. გაბრიელი მაშინ გაეცნო და დაუხლოვდა ამ ადამიანს, როცა ქართული საეკლესიო დელეგაციის შემადგენლობაში პატრიარქს ახლდა მოსკოვში.

- დილა მშვიდობის, ქრისტიანო ძმაო გაბრიელ, - დაიწყო საუბარი რუსმა, - ხომ კარგად ხარ?

- იცოცხლე, ძმაო სერგი, - დინჯად გამოეპასუხა მას გაბრიელი და თავისი ოთახისკენ გაეშურა, - ღვთის შეწევნით არა მიშავს, ვცდილობ რაც უფლის ნების აღმსრულებელ მოკრძალებულ მონას შეეფერება.

- მაგაში ეჭვი როგორ შემეპარება რომ შენ ძალას და ღონეს არ იშურებ სამწყსოს ღვთის სიტყვა გააგებინო და მისი უსაზღვრო სიბრძნე აღუწერო, - რბილი, ხავერდოვანი ხმით აუბა მხარი სერგიმ, - მითხარი ქრისტიანო ძმაო, ხომ არ გაცდენ შენი საქმეებისგან? თუ გაქვს რამდენიმე წუთი დრო მყუდროდ სალაპარაკოდ, ჯობს სკაიპით, თან დაგინახავ კიდეც...

- კი, როგორ არა, - ხელადვე უპასუხა გაბრიელმა, - ახლავე, რამდენიმე წამში ჩემს ოთახში შევალ და კომპიუტერს მივუჯდები.

- კარგი, - მოთმინებით დაეთანხმა უცხოელი.საუბარი მას შემდეგ გაგრძელდა როცა შეფიქრიანებული გაბრიელი, ვისაც

ამჟამად საპატრიარქოს საგარეო საქმეები და მეურნეობა ებარა, თავის კაბინეტში განმარტოვდა, მერე მისმა კომპიუტერმა ოპერაციული სისტემა აამოქმედა და ერთ-ერთი ვირტუალური ხელსაწყო - „სკაიპი“ ჩართო.

- კიდევ ერთხელ სალამი და გისმენ, ძმაო სერგი, - უთხრა ეკრანზე გამოსახულ კაცს გაბრიელმა.

ქართველი მღვდელი მოსკოველი თანამოსაუბრის სრულ საპირისპიროს წარმოადგენდა გარეგნობის მხრივ. ორმოცი წლის გაბრიელს, რუსის ჟღალი ბალანისგან განსხვავებით კუპრივით შავი თმა-წვერიჰქონდა, თვალები პატარა და ღრმად ჩამჯდარის ნაცვლად დიდი და გადმოკარკლული, თან ერთმანეთისგან შორი -შორს მყოფნი. ცხივირი კი ნამდვილად არა პაჭუა, პირიქით - გრძელი და თავისი „საძირკვლიანად“ წინწამოწეული.

- შენც უფალი გფარავდეს, ჩემო ქრისტიანო ძმაო, - სალამი დაუბრუნა გაბრიელს რუსმა, - მისი მადლი არ მოგკლებოდეს. რაღაც ორიოდ სიტყვის თქმა მინდა შენთვის და ხომ მარტო ხარ ოთახში?

- კი, ძმაო სერგი, - დინჯად დაუდასტურა ქართველმა, - შეგიძლია სრულიად თავისუფლად ილაპარაკო.

- მაშინ, ძმაო გაბრიელ, შენის ნებართვით აღარ გავწელავ და პირდაპირ საქმეზე გადავალ, - კვლავინდებურად ნელა და გამოზომილად ალაპარაკდა რუსეთის ეკლესიის მუშაკი, - საქმე ასეა: შემატყობინეს რომ თქვენთან,

Page 95: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 95

საქართველოში, უცნაური, არაღვთისნიერი საქმის განხორციელებას აპირებენ თურმე. გსმენია ეგ ამბავი?

გაბრიელისთვის ეს კითხვა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მაგრამ მან წამსვე შემოუძახა თავს და რაც შეეძლო დაძაბა მეხსიერება. არაფერი გამოუვიდა, ვერ მოიგონა ამ ბოლო ხანს მომხდარი მნიშვნელოვანი ამბავი და მით უმეტეს, ჰმ, „არაღვთისნიერი“.

მაგრამ ეგერ მისმა კოლეგამ ხომ გაიგო? საინტერესოა ვისგან? თუმცა, რაა გამოუცნობი? რუსეთის ეკლესიას და სათანადო ორგანოებს ხომ უწყვეტი კონტაქტები აქვთ, ჩვენსავით კი არ არიან, ზოგიერთი ქართველი მღვდელსხური რომ თითქმის ეკლესიის ღალატად აღიქვამს უშიშროების ორგანოებთან ნამდვილ თანამშრომლობას? აჰა შედეგიც, რუსეთის ეკლესია უფრო ადრე იგებს რა ხდება ქართულ სამწყსოში, ვიდრე ისინი, ვისაც ეს მრევლი აბარია.

თუმცა, ბოლოსკენ მაინც შეეჭვდა გაბრიელი, იქნებ სცდება სერგი, ვინ იცის შეუმოწმებელი ან მცდარი ცნობა მიაწოდესო?

- არა, ქრისტიანო ძმაო, - ბოლოს და ბოლოს ალაპარაკდა იგი, - მართალი გითხრა, არანაირი უჩვეულო და მით უმეტეს უფლისა და ჩვენი წმინდა ეკლესიისთვის მიუღებელი შემთხვევა მსმენია. თუმცა ეჭვიც არ მეპარება, ეს ცნობა უაღრესად სანდო წყარომ მოგაწოდა.

მიუხედავად იმისა სერგი კვალავ ხავერდოვანი ხმით ლაპარაკდობდა, გაბრიელმა მაინც გაიგონა უკმაყოფილების კვალი და იმასაც მიხვდა რითაა იგი გამოწვეული - ქართველმა მღვდელმა რუსის ინფორმაციის ხარისხი თუმცა კი ირიბად, მაგრამ მაინც ეჭვქვეშ მოაქცია.

- დამერწმუნე, მამაო გაბრიელ, - თან რუსი თავის ყაიდაზე - „გავრიილად“ მოიხსენებდა ქართველ კოლეგას, - იმაზე სანდო და სერიოზული წყარო არ მეგულება, ამიტომ ნუ ეჭვობ, ინფორმაცია უტყუარია.

გაბრიელმა ჯერ - „როგორ გეკადრება, რას ჰქვია ეჭვი მეპრებაო?“-ს თქმა დააპირა მაგრამ უცებვე გაახსენდა რომ არსებითად ეს სიტყვები უკვე ნათქვამი აქვს სერგისთვის და ამიტომ უშუალოდ საქმის შინაარსით დაინტერესდა:

- კი მაგრამ, მამაო სერგი, რაზეა საუბარი? უნდა გამაგებინო თორემ ხომ ხედავ, არ ვარ საქმის კურსში.

აღარც უცხოელმა გაწელა:- თქვენმა თანამემამულე მეცნიერმა ძალიან მნიშვნელოვან სამეცნიერო

გარღვევაზე წამოაყენა განაცხადი.პასუხად გაბრიელი დაბნევით მიაჩერდა ეკრანს. რა კავშირი აქვს

მეცნიერულ აღმოჩენას ეკლესიასთან? ვინაა ეს მეცნიერი? სად წამოაყენა ეს განაცხადი თუ საქართველოში არავის გაუგია რამე? იქნებ მხოლოდ მას, უფრო სწორად, საპატრიარქოს არ გაუგია? შეუძლებელია.

გაბრიელმა კვლავ გაგულისებით მოიხსენა კოლეგები, ვინაც ღმერთის სამსახურს გადაჭრით ვერ უთავსებენ უშიშროებასთან გაცილებით უფრო მჭიდრო, და არა თითქმის მოჩვენებით თანამშრომლობას. გასაკუთრებით ის გაღლეტილი, ლოყებჩაცვენილი საგარეჯოელი ფანატიკოსი - მამა თევდორე.

ამასობაში სერგიმ ნათლად დაინახა რა კითხვები დაებადა მის ქართველ თანამოსაუბრეს და შესაბამისი პასუხებიც გასცა:

- ამ მეცნიერის სახელია, - მან ერთ წამით თვალები ქვემოთ დახარა, სადაც ალბათ ფურცელი ედო, რომელზეც საჭირო ინფორმაცია ეწერა, - ნათელა მთვალიძე, ხოლო განაცხადი მან კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში წარადგინა.

- კალიფორნიის... და თქვენ ასე უცებ გაიგეთ? - გაოცებით მოკუმა წარბები გაბრიელმა თუმცა ხელადვე ამ განცვიფრებას მოწიწების და პატივისცემის გამომეტყველებაც მოაყოლა, ქვედა ტუჩი გამობრუცა და თავი დააქანა

Page 96: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 96

რამდენიმეჯერ - რუს სასულიერო პირს აჩვენა, ვაფასებ თქვენს უნარს, მოულოდნელ ადგილებში იპოვოთ ინფორმაციაო.

სერგიმაც შეიფერა და მადლიერების ნიშნად თავი დაუკრა გაბრიელს. ამ უკანასკნელმა კი ისევ საქმიანი იერი მიიღო და შესაბამისი კითხვაც დასვა:

- მერე ვიღაც მეცნიერის ჩხირკედელაობამ რა უნდა დააკლოს ყოვლისშემძლე უფალს? მასეთი აღმოჩენების მეტი რა ხდება? ერთი საშუალო მრევლის ოდენა ხალხს ურიგებენ ნობელის პრემიებს ყოველწლიურად მაგრამ ვინ აგდებს აინუნში?

- ყოვლისშემძლე უფალს უსუსური მოკვდავი რა თქმა უნდა ვერაფერს დააკლებს, მაგრამ აი მის მსახურს - ეკლესიას, შეიძლება ავნოს და სერიოზულადაც, - არ დაეთანხმა ქართველს რუსი.

- კი მაგრამ რაა ასეთი? - გაბრიელი ცდილობდა არ ეჩვენებინა რომ უკვე ელევოდა მოთმინება, მაშოსთან ხელახლა სალაპარაკოდ მიისწრფვოდა, სანამ ის დანაპირები ჯერ არ „ჩაბეტონებულა“ დროზე უნდა გადაავადოს, მას ხომ საგარეო საქმეთა გარდა „სახლთუხუცესობაც“ აბარია.

- სამწუხაროდ მასე მორიგ აღმოჩენაზე არაა საუბარი, გაბრიელ, ის მეცნიერი ამტკიცებს რომ ძალუძს, ე-ე, - რუსმა ისევ დახედა თავის, გაბრიელისთვის უჩინარ კონსპექტს, - მკვდრის გაცოცხლება ანუ უსულოს სულიერად გადაქცევა.

ამჯერად გაბრიელს აღარ უპასუხია დაუყოვნებლივ. მან, თუმცა კი ოდნავ დაგვიანებით მაგრამ მოისაზრა რომ სერგის არ დაურეკია რაღაც მეორეხარისხოვანი საბაბის გამოისობით, ეს არაა მორიგი, ურთიერთობათა განმტკიცება-შემოწმებისთვის წამოწყებული საუბარი. აქედან კი გამოდის რომ ამ საქმეს ნაჩქარევად ვერ მოიშორებს, აქ უფრო საფუძვლიანი მიდგომა და ღრმა დაფიქრებაა საჭირო. ისიც გონებრივ საქმიანობას მიეცა, რის განმავლობაშიც სულ უფრო ექუფრებოდა სახე. სერგი კი მოთმინებით ელოდა როდის ამოიღებდა ხმას კავკასიელი ღვთისმსახური.

- მოიცა, მოიცა, - დაადგა საშველი და ფრთხილად, ხმადაბლა ალაპარაკდა გაბრიელი, - რას ჰქვია, უსულო სულიერად გადააქციოს? ეს როგორ? მიქელანჯელოს ფრესკაში უფალი რომ ადამს თითს უწვდის სიცოცხლის ბოძების ნიშნად, ისე? ეს ნათელა მთვალიძე იგივეს აპირებს?

უცხოელი მღვდელი კვლავინდებურად უხმოდ იცქირებოდა და არც ინძრეოდა. გაბრიელს ეჭვიც კი შეეპარა, იქნება ქსელმა „გაჭედაო“? მაგრამ არა, ეტყობა ზუსტად მისი ეჭვის გასაფანტავად რუსული ეკლესიის მუშაკმა მარჯვენა ხელის მტევანი გადაუშალა, შესთავაზა - გააგრძელე საუბარიო.

გაბრიელმაც განაგრძნო თავისი უნდობლობის უფრო აშკარად გამოთქმა:- ქრისტიანო ძმაო სერგი, თქვენადმი დიდ პატივისცემის მიუხედავად,

ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება ეს ცნობა... ჰეჰ, როგორ თუ სიცოცხლის შთაბერვა ისწავლა? - გაბრიელმა ურწმუნობისა და გაგონილის მიუღებლობის ნიშნად თავიც კი შეაქანა, - ჯადოქრობად თუ ზღაპრად გამოიყურება... ნუთუ არაფერში შეგეპარათ ეჭვი? ასე იოლად დაიჯერეთ?

ქართველმა სასულიერო პირმა ვერც კი შეამჩნია როგორ გადავიდა „თქვენობით“ საუბარზე, რა მომენტში გაქრა „შენობითი“ მიმართვა და მისი თანმხლები ახლობლობა და შინაურულობა. ამ მხრივ, შეგნებულად თუ წაბაძულობით, მას არც რუსი ჩამორჩა.

- ასევე ჩემო ქრისტიანო ძმაო, - ძლივს შესამჩნევი ღიმილით ალაპარაკდა სერგი, - ძალზე ხატოვანი, მართალი რომ ვთქვა, ჩემთვის მოულოდნელი მხრიდან დაინახეთ პრობლემა, მაგრამ საქმე უფრო პროზაულადაა და ამაში თქვენც დამიკრავთ კვერს, თუ დაფიქრდებით და გონების თვალით დაინახავთ, რომელმა დაწესებულებამ მოგვაწოდა ეს ცნობა.

Page 97: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 97

რუსული სამღვდელოების მოხელე წამით შეყოვნდა, რომელიღაც საკუთარ აზრს თავი დაუკრა და სათქმელიც ამის მერე დაამთავრა:

- თუმცა, - მან წვერზე ჩამისვა ხელი, - თქვენი მოსაზრება უაღრესად ზუსტად აჩენს პრობლების მნიშვნელობას და შექმნილი მდგომარეობის სიძნელესაც.

სერგი გაჩუმდა, კიდევ უფრო დაისერიოზულა ისედაც მოქუფრული სახე, მერე მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი აიშვირა იმის ხაზგასასმელად რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი აზრის გამოთქმას აპირებდა:

- ხედვთ, ძმაო გაბრიელ, როგორ განცვიფრდით? ჰოდა ახლა მითხრით - განა ნობელის ჯილდოთი აღნიშნული მორიგი აღმოჩენა ასეთ მძლავრ გრძნობებს აღგიძრავდათ სულში?

პასუხად გაბრიელი ჯერ გაშტერებით მიაჩერდა რუს კოლეგას, მერე თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ უკანასკნელ წამს შეყოვნდა, თავი დახარა და ჩაფიქრდა. საკმაო ხნიანი გონებრივი გარჯის შემდეგ მან გაწბილებული კაცის იერით ამოილაპარაკა:

- ესე იგი ამერიკულ ინსტიტუტშიო? იქ მუშაობს ის ქალი? რაღაცა ქიმიის საშუალებით აღწევს ამას? მერე ჩვენ საიდან უნდა გვცოდნოდა, რა ხდება ამერიკაში? სამწუხაროდ, - მან გულდაწყვეტით ამოიოხრა, - ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციის მოპოვების თქვენოდენა საშუალებანი.

- არა, ქრისტიანო ძმაო, - რბილად ალაპარაკდა მისი ინტერნეტ თანამოსაუბრე, - ეტყობა მთლად გარკვევით ვერ ჩამოვაყალიბე სათქმელი და თქვენც არასწორად გამიგეთ. ამერიკაში ამ სპეციალისტმა განაცხადი წარადგინა, ხოლო საკუთრივ მოვლენა ადგილზე, თქვენს მშობლიურ ქალაქ თბილისში შედგა... თითქმის.

- თბილისში?! - წამოიძახა გაბრიელმა, - სამეცნიერო მიღწევა?მისმა წარბებმა აღმასვლა იწყეს, უკიდურესი გაოგნება გამოიყენეს

ლიფტად და ვინ იცის რა სიმაღლეზე ავიდოდნენ, სხვა გრძნობებს რომ არ ემძლავრათ გაბრიელის გუნებაში. მისთვის სრულიად მოულოდნელად და მისგან უმართავად ქართული ეკლესიის მსახურს სიხარულმა აუჩქარა სისხლი, ხოლო მის სულს და გულს სიამაყის ზვირთმა გადაუარა! თურმე მისი ერის შვილმა მეცნიერული სამყარო შეაზანზარა და ამ რუსის შემხედვარე გამოდის რომ არამარტო მეცნიერული!

სერგიმ იოლად შეამჩნია რა შეგრძნებებში გადაეშვა მისი ქართველი კოლეგა, რამაც რუსული საპატრიარქოს მუშაკი კიდევ ერთხელ დაარწმუნა რომ სწორად იქცევა ქართველი სწავლულის მიმართ - ეს ოპერაცია აუცილებლად, ყოველ მიზეზს გარეშე დედა რუსეთისთვის სასურველი შედეგით უნდა დასრულდეს.

ამასობაში გაბრიელმაც დაინახა სკიპიდან მასზე მოშტერებული გამჭოლი მზერა და უმალვე იწყო საკუთარი გრძნობების მოთოკვა- მიჩქმალვა.

- კი მაგრამ, ეს ხომ პირველი არაა, რომ ეგენი, მხედველობაში მყავს მეცნიერები, რაღაცა მაგნაირს კიჟინებენ? ვითომ ნამდვილად საჭიროა მათ მორიგ ისტერიკაზე ამხელა ყურადღების მიქცევა? იზამდნენ ვითომ მაგხელა მნიშვნელობის საქმეს თბილისში? - ამრეზილი იერით ამბობდა გაბრიელი, ცდილობდა ეს აგდებული ტონი წინანდელი აღტაცების დაცინვად გაესაღებინა.

- რატომაც არა? - მოწყენილი, მფარველური იერით ალაპარაკდა რუსი სასულიერო მოღვაწე, - დროდადრო ხდება ასეთი გარღვევები შეუფერებელ ადგილებში და მათი ავტორებიც სრულიად შემთხვევითი ადამიანები არიან.

ქართველ მღდელმსხურს უსიამოვნოდ გაჰკენწლა რუსი კოლეგის ამ ბოლო შენიშვნამ, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. პირიქით, ეს საწყენი სიტყვები გაბრიელს თავისი აღტკინების საბოლოო განელებაში მოეხმარნენ და როგორც იქნა მოასაზრებინეს - რუსული ეკლესიის მაღალჩინოსანი არ დაურეკავდა მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველი მეცნიერის წარმატება ეხარებინა. გაბრიელი მიხვდა

Page 98: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 98

რომ მთავარის მოსმენა ჯერ წინ ჰქონდა და აქედან მოყოლებული რაც შეიძლება ყურადღებით უნდა ყოფილიყო, რამე ხიფათს არ გადაჰყროდა.

- ჰოდა წარმოიდგინე, გაბრიელ, - ისეთივე დაღლილი იერით განაგრძნობდა სერგი, - ის დღე, როცა მეცნიერები გამოაცხადებენ: მკვდრის გაცოცხლება შეგვიძლიაო! მაშინ რა გამოდის? ნებისმიერ ბიოლოგ-ლაბორანტს, თუ ექთანს შეეძლება თქვას: „ლაზარე, გამოდი, წადი სახლშიო?“ ანუ ჩვენი უფლის მიერ მოკვდავთათვის ნაჩვენები უდიდესი სასწაული დამპალი კბილის ამოთხრას გაუტოლდება? და შენ მეუბნები ერთი ჩვეულებრივი აღმოჩენააო?

ამ სიტყვებიდან მოყოლებული რუს მღვდელს თანდათან აუორთქლდა უშფოთველი განწყობა და იგი სულ უფრო მზარდი გაცხარებით ლაპარაკობდა:

- დღემდე არსებულ უამრავ აღმოჩენათაგან რომელიმეს გაუუქმებია თუნდაც ერთი ღვთის სასწაული? ვინმემ გაიარა წყალზე? ერთი პურითა და თევზით სადმე გააძღეს ბრბო? არა, გაბრიელ, ასეთი მოვლენა, თუ იგი მართლა შედგა, ნამდვილად არ იქნება რიგითი სამეცნიერო მიღწევა. მან შეიძლება ისევე შეურყიოს საფუძველი ჩვენს ეკლესიას, როგორც თავის დროზე ჭეშმარიტი ღმერთის - ქრისტეს მსხვერპლმა საბოლოოდ უძლურჰყო წარმართთა ცრუ ღმერთების - ამონის, ზევსის, უიცლიპუცლის და მათ მსგავსთა ტაძრები!

რუსი კოლეგის ამ გრძელი და ამჯერად შთაგონებით წარმოთქმული სიტყვის სმენისას გაბრიელის სახიდან თანდათან აორთქლდა ეჭვი, იგი სულ უფრო იღუშებოდა ხოლო თვალებში შეშფოთება ჩაუდგა.

- აუჰ, - აღმოხდა ბოლოს მას.- რას ეტყვი, ძმაო გაბრიელ, - ისევ დაჟინებით ლაპარაკობდა სერგი, თან

კამერისკენ ისე ახლოს მოიწია, რომ მისი ქართველი კოლეგის მონიტორი თითქმის მთლიანად წითური წვერმა დაფარა, - შენს სამწყსოს იმ დღიდან, როცა ამ განაცხადის სისწორე დადასტურდება საყოველთაოდ? ისევ მოუყვები ლაზარეს სასწაულს?

სერგიმ ჩაიცინა და თავი შეაქანა:- რას გიპასუხებს მრევლი იცი? მერე რა, დიდი ამბავი, ეგ ახლა ნებისმიერ

ლაბორატორიას შეუძლია სანეპიდსადგურშიო!- კი მაგრამ რა შეგიძლია ჩვენ? მეცნიერები ხომ ბოლოს ყოველთვის

ამტკიცებენ თავისი ფაქტების უტყუარობას. ეგერ, კათოლიკურმა ეკლესიამ ბოდიშიც კი მოუხადა გალილეოს, - სასოწარკვეთილი კაცის შეუპოვრობით ალაპარაკდა გაბრიელი, - მართალია განაჩენის გამოტანიდან სამასი წლის შემდეგ, მაგრამ მაინც ხომ მოუხადა.

- ჰა-ჰა, - მოკლედ მაგრამ გულიანად ჩაიხითხითა სერგიმ და მისი სახე ისევ მთლიანად გამოჩნდა ეკრანზე, იგი ცოტა მოეშვა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, როგორც საუბრის დასაწყისში, - სწორედ ეგაა საქმე, სამასი წლის მერე იქნება ჩვენი ეკლესიაც მზად იყოს ქალბატონ მთვალიძისთვის ბოდიშის მოსახდელად!

ამ სიტყვებს კარგა გრძელი პაუზა მოჰყვა.- სამასი წლის მერე ამასაც მოუხდიან ბოდიშს? რისთვის? - როგორც იქნა

ხმა ამოიღო გაბრიელმა, ასე იმიტომ დააგვინდა რომ ძალიან არ მოეწონა სერგის ეს მინიშნება, ზუსტად იგი აღიქვა იმ ხიფათად, რის შესახებაც წეღან თავი გაიფრთხილა.

მისმა რუსმა კოლეგამ წვერზე ხელი ჩამოისვა და პასუხის გაცემა შორიდან დაიწყო:

- მაგ ბოდიშის მაგალითი გვაჩვენებს რომ მეცნიერება საბოლოდ კი ამტკიცებს თავის დებულებებს მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა კაცობრიობა ამისთვის მზადაა. ნაჩქარევ ცოდნას კი ადამიანისთვის უბედურების მეტი არაფრის მოტანა შეუძლია. წმინდა ეკლესიაც თავისი დაარსების დღიდან ამ

Page 99: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 99

კანონის სადრაჯოზეა, რამეთუ მისი დანიშნულება სხვა რაა, თუ არა ღვთის მონებზე ზრუნვა?

- ეს მართალია მაგრამ ახლა ხომ ხომ გალილეოს ეპოქა არაა, დღეს ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, - გაბრიელმა გადაწყვიტა ამ საქმის ტექნიკური მხარე გაერკვია ჯერ, - ამის შემხევარე როგორ გინდა მეცნიერი გააჩუმო? მათ ხომ ერთ წამში შეუძლიათ პრესის, ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით ქვეყანას გააცნონ თავისი მიღწევა?

- ზუსტად მაგაშია საქმე, - იმავე წამს უპასუხა სერგიმ, - ერთ წამში არავინ აპირებს რაიმეს გაცხადებას. როგორც ჩვენმა აგ... ე-ე, წყარომ გვაცნობა, ეს თქვენი თანამემამულე, - რუსმა წამით ისევ ქვემოთ ჩაანცვლა მზერა, - ნათელა მთვალიძე, სექტებრამდე არ გამოაქვეყნებს თავის ნაშრომს. თავის ამერიკელ კოლეგებს განუცხადა რომ ჯერ ერთი, შედეგები დალაგებას საჭიროებენ, მეორეც და უფრო მთავარი, უნდა გადაამოწმოს ისინი, ანუ, როგორც ხედავ, ქრისტიანო ძმაო, დრო გვაქვს.

გაბრიელმა, სანამ ალაპარაკდებოდა, ცოტა წაიყოყმანა, ეტყობა სათქმელის საჭირო ფორმით გამოსახატავ სიტყვებს ეძებდა თავის მეხსიერებაში. ბოლოს მაინც ყოველგვარ დიპლომატიისგან თავისუფალი პირდაპირობით იკითხა:

- დრო გვაქვს რისთვის, მამაო სერგი?- იმისთვის რომ ეს ადამიანი დავარწმუნოთ, დღეს ასეთი აღმოჩენებისთვის

კაცობრიობა არაა მზად, - თვალის დაუხამხამებლად მიუგო რუსმა. - ბოდიში, ქრისტიანო ძმაო, მაგრამ თქვენ ეტყობა ეს საკითხი ყოველმხრივ

აწონ-დაწონილი გაქვთ, - თითქმის შეუმჩნეველი უკმაყოფილება გაისმა გაბრიელის ხმაში, - ჩემთვის კი იგი სრულიად ახალია და ჯერ, ცხადია, არ მაქვს კარგად გაგებული მისი ყველა მხარე. მაგალითად, ვერ გავიგე, როგორ უნდა დაგვეხმაროს ამ ქალის დარწმუნებაში ყველაფერი ის რაც თქვენ წეღან მითხარით ღვთიური სასწაულების თაობაზე? რატომ გგონიათ რომ ეკლესიის პრომლემები მკვლევარს შეაწუხებენ?

- არა, ეკლესიის მომავალზე დარდით ჯერ არცერთ მეცნიერს შეუჩერებია კვლევები. ისტორიას არ გაუგონია მასეთი შემთხვევა. აქ სხვა, ასე ვთქვათ, პრაქტიკული მხრიდანაა მიდგომა საჭირო, - უპასუხა რუსმა.

ბოლო სიტყვების გაგონებაზე ქართველ სასულიერო პირს გაუგებრობით მოეჭმუხნა წარბები და რუსული ეკლესიის მოხელემ შეუჩერებლივ განაგრძნო თავისი აზრის ახსნა:

- მეცნიერებს არათუ რელიგიური მიზეზები ადარდებთ, არამედ საერთოდაც არანაირი, განა მათ არ იცოდნენ რა მოჰყვება ატომური და წყალბადის ბომბების, სხვა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას? მერე თქვეს უარი მათ დამზადებაზე? ამ ნათელასაც უნდა განემარტოს რომ ახლა იგი უბრალოდ ბუნების საიდუმლოს კი არ ააშკარავებს, არამედ ანგრევს კაცობრიობის უდიდესი ნაწილის სულიერ საყრდენს და მისი აღმოჩენილი ცოდნა გამოიწვევს ქაოსს!

გაბრიელმა აშკარა უნდობლობით აღიქვა რუსის ბოლო სიტყვები:- რას გულისხმობთ, ძმაო სერგი, სულიერი საყრდენი დაინგრევაო, რომ

ამბობთ?სერგიმ თავი დაიქნია, გავიგე შენი კითხვაო და კიდევ უფრო დარწმუნებით

ალაპარაკდა:- ქრისტიანო ძმაო გაბრიელ, ჩემზე არნაკლებად იცი რომ ადამიანი რაც

გაჩნდა იმის მერე სულ ლოცულობს. ახლა წარმოიდგინე, თუ ეს კვლევა გახმაურდა და გამოირკვა რომ ღვთის უნარს მოკვდავიც დაეუფლა? მასაც შეუძლია საიქიოში წასვლა-არწასვლა განაგოს! ანუ რაც მხოლოდ მამაზეციერს შეეძლო, იმას ახლა კაციც მოახერხებს საჭიროების შემთხვევაში! - მან

Page 100: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 100

მრავალმნიშვნელოვნად გადმოხედა თანამოსუბრეს ეკრანიდან, თუ ჩასწვდი ჩემს აზრსო?

გაბრიელი ყურადღებით ისმენდა, გაუგებარი ჯერ არაფერი იყო მისთვის. სერგიმაც დაინახა ეს და განაგრძნო:

- მაშინ რაღა საჭიროა ღმერთს ევედრო ან თაყვანი სცე, ილოცო, თუკი მას ადამიანზე მეტი აღარაფერი შეუძლია? ამის გააზრებისთანავე ხალხი დაასკვნის, რა თქმა უნდა ხვალვე არა, მაგრამ არც ბევრი ათწლეული დასჭირდება ამ აზრამდე მისვლას, რომ აღარ არსებობენ ძალები, რომლებიც კაცზე და მისთვის ცნობილი ბუნების კანონებზე ზემოთ დგანან, იცავენ მას ბოროტისგან და საერთოდ, მთლიანად მოსპობისაგან? მას აღარვინ ეყოლება ისეთი, ვისაც შემწეობის სათხოვნელად მიმართავს და მაშინ რაღა საჭირო იქნება ეკლესიაში სიარული?

ეს სიტყვები წარმოთქვა თუ არა სერგი გაჩუმდა და ისეთი გამომეტყველებით მიაჩერდა ქართველ მღვდელს, თითქოს მზადაა უსასრულოდ ელოდოს მის პასუხსო.

გაბრიელმა თავი დახარა ღრმა ჩაფიქრების ნიშნად და კაი ხანსაც იყო გარინდული. მოსკოველი კოლეგაც მოთმინებით ელოდა მისი გონებრივი საქმიანობის შედეგებს. ბოლოს და ბოლოს ქართველი უხალისოდ ალაპარაკდა:

- კარგი, ვთქვათ და მაგნაირი ფილოსოფიური არგუმენტები მეც ბევრი მოვუყევი იმ მეცნიერს, მაგრამ ხომ იცით, ასეთი ლაპარაკი არაა იმის გარანტია რომ იგი შეიგნებს ჩემს შეგონებებს. ამის მერე რა ვქნათ?

სერგიმ ჩაიცინა:- შენს გამჭრიახობაში ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი, მაგრამ თათბირი

მაინც ასე დავიწყე, იმიტომ რომ ჩვენი, როგორც ეკლესიის მსახურთა უპირველესი მისწრაფება მოყვასის სიყვარულია.

ქართველმა მღვდელმა თავი დაუკრა თანხმობისა და იმის ნიშნად, გასაგებიაო, თუმცა სინამდვილეში სულ არ იყო დარწმუნებული რომ მართლა ბოლომდე ესმოდა ამ საუბრის შინაარსი - გრძნობდა რაღაც უსხლტება გონებიდან, რუსი მთლად ბოლომდე არ ამხელს თავის ჩანაფიქრს.

ამასობაში სერგი ისევ ალაპარაკდა:- ვიცოდი მაგ კითხვას დამისვამდი, რადგან ჩემზე არანაკლებად გაგეგება

რომ მცნიერისთვის ექსპერიმენტის ან მათემატიკის გარეშე რაიმეს დამტკიცება შეუძლებელია.

- ზუსტად მასე ვუყურებ მაგას მეც, მამაო სერგი, - დაეთანხმა გაბრიელი.- ჰოდა იმას ვამბობდი, - განაგრძნო რუსმა სასულიერო პირმა, - ეკლესიას

არამარტო სიყვარულის თესვა ევალება, არამედ სარეველების ამოძირკვაც.ამ სიტყვებს სულ არ გაუხარებიათ გაბრიელი, თუმცაღა უკვე არც

მოულოდნელნი აღმოჩნდნენ მისთვის.- საჭიროების შემთხვევაში დამაჯერებელი და ავტორიტეტული ხერხით უნდა

აჩვენო მთვალიძეს, როგორ ხდება სულწასულობის მოთოკვა. მხედველობაში ისტორიული ექსპერიმენტი მაქვს, - ეს სიტყვები თითქოს ირონიულად ჟღერდა, მაგრამ სინამდვილეში ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობის სინოდალური განყოფილების მთავარდიაკვანმა ისინი სრული სიმკაცრით წარმოთქვა.

შემდგომი ხანგრძლივი, შეღამებისას დამთავრებული საუბრის განმავლობაში სერგიმ თავის ქართველ კოლეგას დაწვრილებით განუმარტა რომელი ისტორიული მაგალითი ჰქონდა მხედველობაში. მეზობელი ეპარქიების მოხელეებმა განიხილეს აგრეთვე მომავალი საქმის გეგმაც და რაც მთავარია, ფულის საკითხი. მოსკოველმა მღვდელმა ხელადვე დაამშვიდა თბილისელი რომ ესმის ქართული ეკლესიის შედარებითი ხელმოკლეობა და რადგან ახლა საქმე მთლიანად მართლმადიდებელ რწმენას ეხება, ბუნებრივია რომ მისმა

Page 101: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 101

მთავარმა საყრდენმა და წინამძღვარმა - რუსულმა საპატრიარქომ, სხვა თუ არაფერი შეუძლია, ფინანსებით მაინც უზრუნველყოს ჭეშმარიტი ეკლესიის უსაფრთხოება.

ამ მომენტამდე მათი ჩანაფიქრის წარმატება გაბრიელს, მთლად გულის სიღრმეში, მაინც საეჭვოდ ეჩვენებოდა, მაგრამ როცა რუსმა ოპერაციისთვის გამოყოფილი თანხა - სამოცი მილიონი დოლარი ახსენა, გაბრიელის განწყობაც ძირფესვიანად შეიცვალა. რიცხვის გაგონებისთანავე ქართველ მღვდელს გაუელვა რომ ფულის ამ რაოდენობით იგი არათუ ერთი მეცნიერს, მთელს აკადემიას დაიყოლებს. მით უმეტეს, თანხის გამოცხადებას სერგიმ ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაამატა: „მთავარია საქმე გაკეთდეს და მერე არც ფულის განაწილების ამბავს იკითხავს ვინმე და არც ხურდას მოითხოვსო“.

ერთი პატარა ლაქა, რომელიც ამ გულუხვობას ოდნევ წაეცხო, ის იყო რომ სერგიმ ხაზგასმით გააფრთხილა გაბრიელი: ფული დავიწყებულია თუ საქმე კეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი იქნება გასაცემიო.

მართალია ძალაუნებურად, მაგრამ უკვე დანაწილებასა და გამოთვლაში ჩართული გაბრიელი - რა ექნა, უზარმაზარმა რიცხვმა დამპყრობელ ურდოსავით უმოწყალოდ დაჯაბნა მისი ფსიქიკა, ამ გაფრთხილებას სულაც არ შეუყოვნებია. ახლა, ელვისებური აწონ-დაწონვისა და გაანგარიშების პროცესში, მას უბრალოდ ვერ წარმოედგინა ქართული ეკლესიის ავტორიტეტისა და დიდძალი თანხის, რომელიც ცხადია, მთლიანის მხოლოდ ნაწილი იქნება, შემწეობით როგორ ვერ შესძლებს ერთი ქალის დარწმუნებას, თანაც, როცა მისი ქმარი თუ სხვა ახლობლები გაიგებენ, როგორი არნახული სარგებელი ელის მათ ოჯახს.

ხოლო ამ ფულზე რომ უარი თქვას, რას მიიღებს სანაცვლოდ? დავუშვათ მართლა მისცეს ნობელი, რაც სულ არაა განაღდებული, ამ ჯილდოს შესაბამისი თანხა ხომ რუსის შემოთავაზებას ვერც კი მიედრება. და რომც მიიღოს მერე? ჯილდოს შემდეგ ხომ მეცნიერის ჩვეულ ხელფასს უნდა დაკმაყოფილდეს, რაც არ უნდა პროფესორი გახდეს! არა, არ იტყვის უარს და გაბრიელიც ხელადვე არ აჯახებს, თანდათან მოუმატებს ფასს...

თავი 18ანზორ თარაშვილი თავის მოადგილე მურმან პარატიასთან ერთად

ხვალინდელ საქმეებს გეგმავდა. გეგმავდა რა? ერთი მხრივ უშიშროების უფროსს საფიქრალი მართლა რომ არასდროს უთავდება, მეორე მხრივ, განსაკუთრებულიც არაფერი მომხდარა.

ცნობა შემოვიდა რომ აფხაზები ჩვენების წინააღმდეგ, რუსების წაქეზებით და მითითებით, პროვოკაციას გეგმავენ: უნდათ რომ ვითომ ჩვეულებრივ ჩხუბს ადამიანი შეეწიროს და ეს გალის რაიონში უფრო მეტი „მშვიდობის დამცველთა“ შეყვანის საბაბი გახდეს. ამ მზაკვრობის შორი სამიზნეც ნათლად იკვეთება: რაც შეიძლება გაძლიერდეს ფსიქოლოგიური წნევა ქართველ მოსახლეობაზე იმ იმედით, რომ იქნებ ამათაც აიყარონ გუდანაბადი და ადრე გაგდებულებს მიყვნენო.

ინფორმაცია თითქოს საგანგაშოდ გამოიყურებოდა, სინამდვილეში კი არც თუ ისე საიმედო წყაროდან შემოვიდა. ასეთი გაფრთხილება კვირა არ გავიდოდა ერთი მაინც რომ არ მიეღოთ „მოდულში“. პრაქტიკულად ყველა მათგანი ფუჭი და სიმართლისშეუცველი იყო მაგრამ მაგის იმედზე ანზორი და მისი სამსახური ვერ იქნებოდნენ, ნებისმიერ შეტყობინებას აუცილებელი შემოწმება ესაჭიროება.

ამ შაბათ საღამოს კი იმიტომ გახდა მათი აქ ყოფნა საჭირო რომ გუშინდელი დღე მთლიანად პირადმა მოვლენებმა წაართვა ანზორს. ამ ორმოცდახუთი წლის კაცს და მის ხუთიოდე წლით უმცროს მეუღლეს - ლალის,

Page 102: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 102

რომ იტყვიან, ცხრა თვის უკან რაღაც გაეპარათ და ეს რაღაცა მერე, თანდათან და შეუმჩნევლად, ვიღაცად გადაიქცა ლალის მუცელში. ხოლო გუშინ, მთელი დღე მოლოდინის მერე, ის ვიღაცა ამ ქვეყანას მოევლინა და თითქმის მაშინვე გამოირკვა რომ ამ ოთხკილონახევრიან ბუმბერაზს რევაზი ჰქვია.

ანზორი ამ დილიდანაც ცოლ-შვილის ამბებს არკვევდა და ამიტომ სთხოვა თავის მოადგილეს - მურმანს პარატიას, დღის მეორე ნახევარში მოდი სამსახურშიო. სრულიად შეუმჩნევლად ეს დღის მეორე ნახევარი ღამის პირველ ნახევრად გადაიქცა - თორმეტი სრულდებოდა. მაგრამ ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს?

- რა ვქნათ, ისედაც გაგიოხრე უქმე დღე, დავიშალოთ აწი, რას იტყვი? - დაღლილი და ბოდიშნარევი ღიმილით შესთავაზა ანზორმა ხელქვეითს.

- პირადი ყანის გათოხვნაზე რომ გაგეჩერებინე ამდენ ხანს, - გაცინებით უპასუხა მურმანმა, - მაშინ კი ბატონო, იქნება მეთქვა საჩივარი მაგრამ რადგან შენს ეზოში არ ვართ, გამოდის სასაყვედუროც არაფერი მქონია. ხოლო უქმე... ჰეჰ, - ღიმილით განაგრძნობდა პარატია, - კარგი, ეს ერთი შაბათ -კვირა წავიმუშავოთ, რა მოხდა მერე, დანარჩენებში ხომ დასვენება არ გვაკლია და განცხრომა, რა გვენაღვლება!

- ჰმჰ, - ცალყბა ღიმლითღა გაეპასუხა მას უფროსი, რომელმაც ხელქვეითზე ნაკლებად ნამდვილად არ იცოდა რაოდენ სიმბოლური მცნებაა მათ სამსახურში უქმე დღე.

- სანამ სეიფს და აქაურობას ჩაკეტავ, წავალ, ამას ჩემს ოთახში მივიტან, - წამოდგა მურმანი და თან უფროსს უკვე თავის იღლიაში ამოჩრილ პლასტმასის საქაღალდეებზე მიუთითა.

იგი კაბინეტის კარებისკენ მიბრუნდა და ანზორიც უკვე ფეხზე ადგა როცა ზუსტად ამ დროს იქვე, მაგიდაზე მყოფმა და ჯერ ისევ ჯიბეში ჩაუდებელმა მისმა ტელეფონმა დარეკა.

აპარატის პატრონს, დაკუთხულ, მკაცრ, მისი ასაკისთის შეუფერებლად დანაოჭებულ სახეზე დაღლილობის ტალღამ გადაუარა მაგრამ დახედა თუ არა ტელეფონს, ანზორს ისევ საქმისთვის მზადყოფნა ჩაუდგა თვალებში. მან თავის ხშირ, თეთრით უკვე საკმაოდ გაზავებულ შავ თმაზე გადაისვა ხელი, სათვალე გაისწორა და სანამ ზარს უპასუხებდა, მურმანს გადაულაპარაკა:

- გელაა, კახიძე, ამ შუაღამეს.მოადგილემ, საქაღალდე არ გამივარდესო, იდაყვმიბჯენილი ხელები

გაშალა - რას იზამო და თანაგრძნობის ასახვას შეეცადა სახეზე, თუმცა ფიქრი კი სულ სხვა აღმოუცენდა გონებაში.

„რა უნდა ამ დროს რომ ურეკავს შეფს? თავისი გადაუღებელი შრომისმოყვარეობა უნდა გამოაფინოს?“ - გაჰკენწლა მას უსიამოვნო ეჭვმა, თუმცა ამავე დროს ანზორს ჯერ საკუთარ გულმკერდზე მიუთითა საჩვენებელი თითით, ხოლო მერე ცერათი კარი აჩვენა - უსიტყვოდ შეეკითხა: გავიდეო?

პასუხად ანზორი ისე მოჰყვა ხელი ქნევას თითქოს კალათბურთს თამაშობსო და თან ყურთან მიტანილ ტელეფონს უთხრა:

- გაუმარჯოს გელას, გისმენ, ხომ მშვიდობაა?... არა, არა, რის ბოდიში თუ ძმა ხარ... გაიხარე, კი კარგად არიან, ამ, - ანზორმა, გულის პროტეზივით მოუშორებელ ჩვეულებას ვერ უღალატა და სანამ მარტივ კითხვაზე უპასუხებდა თანამშრომელს, მაჯაზე დაიხედა, - საათი და ათი წუთის წინ ველაპარაკე და საერთოდაც, ლოგინში არა ისა, მე და მურმანი კანტორაში ვართ, შემიცოდა და ჩემი გუშინდელი გაცდენის, ჰმ-მ, გაბათილებაში მეხმარება.

ამის თქმისას ანზორმა მურმანს გადახედა, რომელმაც საპასუხოდ ღიმილით ჩაიქნია ხელი. მოადგილე მითუმეტეს კმაყოფილი იყო რადგან ახლა, თუკი გელა მართლა „თავის გამოსაჩენად“ რეკავდა, როცა გაიგებდა თუ ვისთანაა უფროსი და სადაა, ცოტა მოუკლებდა „გაზს“.

Page 103: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 103

ამასობაში ტელეფონით საუბარი გრძელდებოდა. გელა, მოკითხვა-მისალმებების შემდეგ საქმეს შეუდგა და თავის ბიძაშვილ შალიკოსა და მისი ექიმისგან გაგებული უცნაური ამბავი გააცნო უფროსს, რაც შეეძლო მოკლედ.

- არ მინდოდა, ანზორ, თქვენი შეწუხება, - დააყოლა გელამ ბოლოს, - მაგრამ ვიფიქრე, აი მართლა რომ ამ ღამე მოხდეს ყველაფერი, ჩვენ ხომ უნდა ვიყოთ საქმის კურსში მეთქი.

- კარგი რა, გელა, შეწუხებაზე იმდენს მებოდიშები, ვითომ მე ვიყო მშობიარე ქალი და არა ჩემი ცოლი, ჰე-ჰე-ჰე, - უგულო ჩაქირქილებით შეარბილა თავის სიტყვების სიცივე ანზორმა, - კარგი ჰქენი რომ დარეკე და გამაგებინე... მართალი გითხრა მოულოდნელი კია შენი ცნობა, უჩვეულო.

ამ სიტყვების გაგონებაზე მურმანმა ჯერ თავისი გადაერთიანებული წარბები აქაჩა, მერე ისევ ქვევით ჩამოსწია და თავიც შეაქანა. ბოლოს ცულის პირივით ვიწრო სახე ანზორს მიაპყრო და კითხვით მიაჩერდა.

- მაშ ასე, გელა, მოდი ალბათ, - განაგრძნობდა ანზორი, - ერთად ვიფიქროთ, ცოტა იქნება მურმანმაც შემეშველოს, თუმცა ისედაც ეს საღამო მთლიანად აქ ვაყურყუტე და რა ვიცი...

- ზუსტად მაგაშია საქმე, ანზორ, - ენერგიულად ჩაერია უფროსის ლაპარაკში მოადგილე, - მაინც შევრჩი აქ და სახლში ბევრი საქმეც რომ მქონდეს, აწი რაღა დროსია, ამიტომ... - ფრაზა აღარ დაამთავრა მურმანმა და უბრალოდ ხელები გაშალა, თუმცა მარჯვენა ისევ მხოლოდ იდაყვში - საქაღალდე ხომ ჯერაც იქ ეჭირა.

ამის დანახვაზე კაბინეტის პატრონმა თავი დაიქნია ისევ ტელეფონით საუბარი გააგრძელა:

- არ, არ ვიცი... ამ ღამე? ჩვენ კი ვართ მგრამ... რაო? ა-ა, კი-კი, მასე შეიძლება, წამსვლა-მოსვლაში დროის კარგვას ნამდვილად ჯობია სკაიპით მოვითათბიროთ, ცოტა მაცალე და გამოგიძახებ. მანამდე კომპი ჩართე... ჰოდა კაი, მით უკეთესი.

როგორც კი ტელეფონით ლაპარაკს მორჩა, ანზორმა მურმანს შეხედა, მერე ცალყბა ღიმილით იმავე სავარძლისკენ მიუთითა, რომლისგან, ასე ჰქვია, მისმა მოადგილემ წამოდგომაც კი ვერ მოასწრო წესიერად. მასთან ერთად თავად კომიტეტის ხელმძღვანელიც, ერთი გულიანი ამოვხნეშვის თანხლებით, მიუბრუნდა სამუშაო ადგილს.

მურმანი კითხვით უყურებდა უფროსს მაგრამ ეს უკანასკნელი არ ჩქარობდა ტელეფონით გაგონილის მოყოლას. იგი ჯერ დაიღმიჭა და სახე მოისრისა, თითქოს ახალგაღვიძებულზე მალე მოფხიზლება უნდაო, მერე ცოტა ხანს გარინდული იჯდა და ბოლოს, როგორც იქნა, მურმანს შეხედა და ენერგიულად ალაპარაკდა:

- გემახსოვრება, არც ისე დიდი ხნის წინ... მგონი თვენახევრი თუ ორის, მოკლედ, გელამ რომ მოგვახსენა მეცნიერი ქალის, ნათელა მთვალიძის შესახებ... - ანზორი გაჩუმდა და თანამოსაუბრეს მოლოდინით მიაჩერდა.

მურმანს სულ რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასახსენებლად თუ ვის ეკუთვნოდა ეს სახელი და გვარი და რა საქმიანობით მიიქცია იმ ადამიანმა უშიშროების კომიტეტის ყურადღება.

- კი, გავიხსენე, ნათელა მთვალიძე, მეცნიერი, ბიოლოგი მგონი. საზღვარგარეთაც აღიარეს მისი კვლევები, ეგაა ხომ? - დააზუსტა მან.

- ხო, მასეა და იქნება ისიც გაიხსენო, კერძოდ რა ქნა ასეთი, რით დაიმსახურა ამდენი ყურადღება? - კითხვითვე უპასუხა ხელქვეითს ანზორმა.

ამჯერად მისი თანაშემწე უფრო ღრმად ჩაფიქრდა თუმცა ანზორს ეჩვენა თითქოს მურმანი უფრო იმაზე ფიქრობდა როგორ ვთქვა სათქმელი, ვიდრე თვითონ კითხვაზე. როგორც იქნა მურმანი ალაპარაკდა:

Page 104: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 104

- ეგ ქალი მგონი იმას იკვლევს, თუ არ ვცდები, სიცოცხლე როგორ ხორციელდება და მუშაობს თუ როგორ ვთქვა არ ვიცი... - უცებ იგი მკვეთრად გაჩუმდა, ანზორს გაკვირვებული მზერა მიაპყრო და მერე ნელა, კითხვით დაასრულა სათქმელი, - რა მოხდა, ქნა მაგ ქალმა რაც უნდოდა?

ანზორ თარაშვილს ცოტა გადამეტებულად ეჩვენა თავისი მოადგილის ესოდენ მკვეთრი გამოძახილი. არა, ახალ ამბავზე რეაქცია ყველა ნორმალურ ადამიანს გააჩნია, მაგრამ მათ სამსახურში მსგავსი ცნობა თითქმის ყოველდღე შემოდის და მაგ მხრივ ისინი დიდი ხანია აღარ არიან ჩვეულებრივი ადამიანები. უშიშროების ოფიცრები ისევე უშფოთველად აღიქვამენ სხვა ადამიანთა უბოროტეს საქციელს ან უსაშინელეს განზრახვას, როგორც, მაგალითად, სასწრაფოს ექიმები ყოველგვარი გულწასულობის გარეშე უყურებენ ავარიაში მოყოლილი, ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანის მუცლიდან გადმოყრილ ნაწლავებს და იმასაც, როგორაა ამ დროს თავად ეს ადამიანი ამოსვრილი თავის სისხლსა და განავალში. ხოლო ახლა საერთოდაც არაფერი თქმულა ასაღელვებელი, საქმე ხომ, მართალია გამორჩეულ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო კვლევას ეხება.

- გელას თქმით ამ საღამოს აპირებს, - ინტერსით შეთვალიერა ანზორმა ხელქვეითი.

- რატომ მაინცდამაინც ამ ღამეს? რაა დღეს ასეთი? - მის გასაკვირად მურმანის ხმაში დაძაბულობა სულ უფრო მატულობდა.

- გრძელი ამბავიაო, გელამ. იმიტომ გადავწყვიტეთ სკაიპით თათბირი... თუმცა რა ვიცი, - შეყოყმანდა ანზორი, - იქნება დილისთვის გადავდოთ?...

მან გამომცდელად შეხედა ხელქვეითს მაგრამ მომდევნო წამს თავადვე შეედავა საკუთარ წინადადებას:

- თუ, მისი არ იყოს, - მან მაგიდაზე მყოფი ტელეფონისკენ გაიქნია თავი, - მართლა რომ მოხდეს რამე, ჯობია ჩვენც მზად ვიყოთ?...

- რა ვიცი, - არც მურმანი ალაპარაკდა მთლად რიხიანად, - როგორც გინდა ანზორ, მაინც აქ ვართ და თუ არ დაიღალე... მოკლედ, მართალი გითხრა, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უბრალოდ ძალიან დავინტერესდი მაგ ამბით და არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, უფრო დაწვრილებით გამეგო, - თითქოს საკუთარ სიტყვებს ემოწმებაო, თავის ქნევით წარმოთქვა მან.

- სწორი ხარ, - მხარი აუბა უფროსმა, - ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ახლა ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა, ხუთ წუთში მივალ სახლში თუ ორ საათში, გამოვიძახოთ სკაიპი, - საბოლოოდ დაასკვნა მან.

ანზორმა თავისი ლეპტოპის ეკრანი მოატრიალა ხოლო მურმანმა ისე მიაჩოჩა სკამი, რომ გამოსხულებაც დაენახა და თვითონაც კამერის „თვალთახედვაში“ აღმოჩენილიყო. ორიოდე წუთის შემდეგ ისინი უკვე გელას ყურადღებამოკრებილ სახეს ხედავდნენ და ისიც მათ უყურებდა.

- ესე იგი ამერიკაშიც დარეკა? - უსიამოვნოდ გაკვირვებული კაცის იერით იკითხა მურმანმა, როცა გელამ თხრობა დაასრულა.

- ხო, როგორც კი ინფორმატორმა მთვალიძის ტელეფონიდან გასული ზარების მიმართულება გამიმჟღავნა, მაშინვე შალიკოს... ესე იგი ჩემს ბიძაშვილს დავურეკე. მანაც დამიმოწმა: კი, უცხო ენაზე ლაპარაკობდა ერთ ხანს და პირველად იმიტომ არ გითხარი, ეტყობა რომ ვერაფერს მივხვდი, გამომრჩა იმ საუბრის ხსენებაო.

სინამდვილეში მურმან პარატიამ ამ საღამოს არც ისე ბევრი სიახლე გაიგო. როცა გელა კახიძეს ამ კვლევის შესახებ განაგონიც არ ჰქონდა და თსუ-შიც არ იყო ნამყოფი, მურმანმა უკვე თითქმის ყველაფერი იცოდა ნათელა მთვალიძეზე და ახლაც იმაზე მეტი იცის, ვიდრე მოუყვნენ. ამ უჩვეულო მიღწევის შესახებ მან ჯერ კიდევ გაზაფხულის ბოლოს გაიგო, თავისი თანამეაზრის, ამჟამად

Page 105: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 105

საპატრიარქოს მაღალჩინოსნის, მაშინ კი სიონის ტაძრის მღვდლის - მამა გაბრიელისგან.

თავი 19ეს სასულიერო პირი უშიშროების თანამშრომელმა შემთხვევით გაიცნო. მის

ყოფილ თანაკლასელსა და მეგობარს - თემურ ნარსავას, ბავშვის გაქრისტიანება მოუნდა და მურმანს სთხოვა ნათლიმამობა. ამ თხოვნის შესრულებას ვითომ არაფერი ედგა წინ, მურმანი მხოლოდ ერთმა გარემოებამ დააფიქრა: არ იცოდა, აქვს თუ არა ასეთი რიტუალისთვის მნიშვნელობა იმას, რომ იგი თვით თემურის ნათლიაცაა?

ერთხელ, სტუდენტობისას, როგორც არაერთხელ მომხდარა, მათ ლუდით და არყით შემთვრალებმა დატოვეს სახინკლის ტერიტორია და აღმაშენებლის გამზირის ბოლოში გამართული სამიკიტნო „მტკვრისპირიდან“ გამოსულნი იქვე, ოქროს უბანში გაუყვნენ ტრამვაის ხაზს.

სიარულ-სიარულში ორი მეგობარი პატარა ეკლესიას გადაეყარა და ნასვამ თემურს მოულოდნელად თავისი ბიოგრაფიის სასწრაფოდ აღმოსაკვეთი ხარვეზი გაახსენდა. კერძოდ ის რომ იგი ამქვეყნად მოუნათლავი დაიარება.

მრგვალთავიანმა, ლოყებღაჟღაჟა, კოტიტა თითება და ახალგაზრდობიდანვე მსუქანმა თემურმა სიმთვრალეში ძალიან სიჯიუტე იცოდა. თუ რამეს აიჩემებდა, არ არსებობდა ძალა და მოსაზრება, რომლებიც მას ჩანაფიქრს გადაათქმევინებდა ან დაავიწყებდა. მოკლედ, ეკლესიის დანახვაზე თემურმა აიხირა გინდა თუ არა უნდა მოვინათლოო.

არანაკლებ შეზარხოშებულ მურმანსაც აღარ დაუწყია თავპატიჟი. პირიქით, მასაც მოეწონა ეს აზრი - უაღრესად სასარგებლოდ მიიჩნია მორალური თვალსაზრისით. ამის მერე იყო მამაოს დაყოლება, რაც სულისმღაფავ ეკლესიაში არც ისე ძნელი აღმოჩნდა ოც ლარად. ხოლო რადგან თავად მურმანი ჩვილობიდანვე იყო ნაზიარები მირონს, მის ნათლიმამობასაც ვერაფერი დაუდგა წინ - ვერც არაყი, ვერც ლუდი და ვერც, მით უმეტეს, ხინკალი.

იმ დღის მერე კარგა ხანი გამოხდა მაგრამ ამ სასაცილო ნათლიღებას მეგობრები თითქმის ყველა ქეიფის დროს იხსენებდნენ და აქედან გამომდინარე მის დავიწყებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

ამიტომ მურმანმა, რომელიც ამჯერად გაცილებით უფრო სერიოზულად მოეკიდა მეგობრის თხოვნას - რაღა დროს ყმაწვილური უდარდელობა იყო, გადაწყვიტა ეკლესიის მსახურისთვის ეკითხა - შეიძლებოდა თუ არა იგი მშობლისა და შვილის ნათლია ყოფილიყო ერთდროულად?

როცა მორიგჯერ სიონის მახლობლად მოუწია ყოფნა, მურმანმა ისარგებლა შემთხვევით და ტაძარში შევიდა საკითხის გასარკვევად. მაშინ ახალგაზრდა მღვდელი - მამა გაბრიელი შეეფეთა, რომელმაც იმწამსვე გაუფანტა ეჭვები ორმაგი ნათლიმამობის კანდიდატს: თუ გინდა მთელი მაგათი საგვარეულოც მოგინათლია, არაა პრობლემაო. ასეთმა გამხნევებამ მურმანს დაუყოვნებლივ მოაშორა საფიქრალი, თუმცა, სინამდვილე რომ ითქვას, მის გამო ისედაც არ უთენებია ღამეები.

- ეტყობა რელიგიისგან შორს ხარ, შვილო ჩემო, - განმარტების მერე ჩაეკითხა მღვდელი, - სახელმწიფო სამსახურში ხარ ალბათ?

- რელიგიური წესების ასეთ უცოდინარობას მხოლოდ ჩემი კოლეგები იჩენენ თუ როგორ გამოიცანით, მამაო? - გაკვირვებული ღიმილით იკითხა მურმანმა.

- დაახლოებით, - ასევე მხიარულად უპასუხა გაბრიელმა.- ეს როგორ? - კიდევ უფრო გაუღვივდა ცნობისმოყვარეობა მურმანს.

Page 106: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 106

- როგორ და ჩემი მხრიდან ეს მხოლოდ დაკვირვებაა, უფრო სწორად მსჯელობა: თავისი საქმით დაკავებული ხალხი, ანუ ბიზნესმენები, უფრო ხშირად აკითხავენ ღმერთს, რადგან მეტი არავინაა მათი მფარველი. უბრალო ხალხს გაჭირვებისგან თავის დაღწევა უნდა და ეტყობა ისინიც სხვას ვერავის ხედავენ ვის შესჩივლონ თავისი უიღბლობა. აი, საჯარო მოსამსახურეთა ღმერთი კი თავად სახელმწიფოა, მასზეა მათი ოჯახების კეთილდღეობა დაფუძნებული, ანუ უფროსზე, რომელიც მათთვის განასახიერებს... ე-ე, - გაბრიელმა ეშმაკურად ჩაიღიმა, - ეჭვი არ მეპარება, გამიგეთ რისი თქმა მინდა.

მურმანმა ამჯერად გაკვირვებული კი არა, ცნობისმოყვრეობასთან შეზავებული ღიმილით შეხედა თანამოსაუბრეს. უშიშროების მაშინ სულ ახალგაზრდა ოფიცერი ყოველთვის სიმპათიით იმსჭვალებოდა იმათადმი ვინც არ ცხოვრობს ტელევიზორის, საზოგადოებრივი აზრის, უფროსის და საერთოდ, სხვისი ჭკუით, ცდილობს თავად იფიქროს.

მათმა იმ პირველმა, შემთხვევითმა საუბარმა საკმაო ხანს გასტანა და ამ ორი, განსხვავებული პროფესიის მამაკაცის შეხედულებათა სიახლოვე გამოამჟღავნა. შემდგომში არც ბევრი დრო დასჭირდა იმის გააზრებასაც, რომ მათ ურთიერთის დახმარება შეუძლიათ და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ორივესთვის ხელსაყრელი იქნება.

იმის მერე საკმაო ხანმა განვლო რომლის განმავლობში ისინი არაერთხელ წაადგნენ ერთმანეთს. ზოგჯერ მურმანი ატყობინებდა გაბრიელს მისი ან სრულიად ქართული ეპარქიის წევრის შესახებ, რომელიც ეკლესიის მსახურისთვის მიუღებელ ქმედებაში შეამჩნიეს და რაც მთავარია, ზოგჯერ მურმანისვე და მისი ერთგული თანამშრომლების მეშვეობით ხდებოდა იმ გზააბნეულის ისევ კალაპოტში მობრუნება.

ხანაც ეკლესიის იერარქიაში აღმამსვლელ გაბრიელს თავისი ერთგული მღვდლების მიერ აღსარებიდან მიღებული მნიშვნელოვანი და მოთხოვნილი ცნობა უვარდებოდა ხელში, რომელსაც სამაგიეროს მოლოდინში აწვდიდა მურმანს. თუმცა ეს ძალზე იშვიათად ხდებოდა - ათეული წლის განმავლობაში სულ ორ სამჯერ - ისიც საზარელ მკვლელობებთან დაკავშირებით.

ძირითადი ინფორმაცია კი, რომელსაც მურმანი თავის სამსახურს აწვდიდა საიდუმლო ინფორმატორისგან - გაბრიელის მიერ რუსეთის სამღვდელოებაში ნაშოვნი ცნობები გახდა.

უმეტესად ისინი რუსეთთან გართულების დასაწყისს ეხებოდნენ, რაც ჩვეულებრივ ქართული მთავრობის დასავლეთ სამყაროსთან დაახლოების მორიგ მცდელობას მოჰყვებოდა ხოლმე.

უშიშროება წინასწარ იგებდა რა პროვოკაციები იგეგმებოდა და შეძლებისდაგვარად ემზადებოდა მათ მოსაგერიებლად. ცხადია ასეთ ინფორმაციას მუქთად არავინ იძლეოდა, ქართული მხრიდანაც შესაბამის „გულახდილობას“ ითხოვდნენ რუსული ეკლესიის მსახურნი. შედეგად, როცა რუსები წინასწარ იგებდნენ რა საერთაშორისო ნაბიჯის გადადგმას აპირებს საქართველო და მისამზადებელი დროც ჰქონდათ მასზე საპასუხოდ, ისინიც გაცილებით მშვიდად იქცეოდნენ.

დრომ აჩვენა რომ ეს ურთიერთობა ორივესათვის სასარგებლოა - გაერთიანებული ძალისხმევა საზოგადოებრივ საქმეებსაც წაადგა და მათ პირად კარიერებსაც. იმ დღეს მურმანი სამინისტროს შენობის - „მოდულის“ მეორე სართულზე იყო თავის კაბინეტში, როცა მისმა პირადმა მობილურმა დარეკა. ეს ნომერი ისე ცოტა, მისთვის ახლობელმა და მნიშვნელოვანმა ხალხმა იცოდა რომ მასზე გამოშვებულ ზარს მურმანი ყოველ მიზეზ გარეშე პასუხობდა, რა ვითარებაშიც არ უნდა ყოფილიყო იმ წამს.

როცა უშიშროების ოფიცერმა დაინახა მამა გაბრიელი მირეკავსო, კი დაინტერესდა მაგრამ ისეთი მაინც არაფერი უფიქრია - რუსების ჩვეულ

Page 107: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 107

საზაფხულო გამწვავებებამდეც ჯერ, სულ უმცირესი, ორი თვე მაინც იყო და არც რაიმე ხმამაღალი დანაშაული მომხდარა ამ დღეებში. შეიძლება ჩემგან უნდა რამეს გაგებაო, იფიქრა კიდეც.

მურმანი და გაბრიელი ერთმანეთს სიონის ტაძრის ეზოში შეხვდნენ ისეთ ადგილას, სადაც მათ თვით ქართული ეკლესიის დედაბოძი შენობა იცავდა მზის სხივებისგან. ჩრდილიც რომ არა, სიცხე ისედაც არ შეაწუხებდა თანამოსაუბრეებს - ქარიანი დღე იდგა თბილისში. ხოლო ახლა, როცა მათ სალაპარაკოდ მოიყარეს თავი, მოსაღამოვდა კიდეც - მზე საცაა დიღმის მასივში ჩაიკარგებოდა.

- წამოდი თუ გინდა, შიგნით გავაგრძელოთ საუბარი, - ხელის გაწევით მიიპატიჟა მღვდელმა, რომელიც სინამდვილეში უკვე დეკანოზი იყო.

პასუხად მურმანმა მიიხედ-მოიხედა, ერთი-ორჯერ ჭოჭმანით შეაქანა წაგრძელებული თავი და ბოლოს უარყო მეგობრისა და სულიერი მოძღვრის შემოთავაზება:

- არა, ვიყოთ აქ, მყუდრო ადგილიცაა და ჰაერზეც ვართ. კბინეტში ჩემსაშიც საკმარისად ვარ.

- როგორ გაქვს სამსახურში საქმეები, იჭერ მსტოვრებს? ბევრი მზაკვრული ჩანაფიქრი გამოააშკარავე? - დასვა გაბრიელმა „მოსათელავი“ კითხვა.

- ოხ, მაგათ რა გამოლევს, სადაც მსახურობ იქ რომ არ იყო, გეტყოდი რის მოსაფხანადაც არ მცალია მაგათ დევნაში, - კითხვის შესაფერისი ტონით უპასუხა უშიშროების დარაჯმა, - მაგრამ ხომ არაფერს ვამბობ? - წამსვე ალალმართლობა-მონანიება აღიბეჭდა მან სახეზე.

- ჰა-ა, ჰა-ა, შვილო ჩემო... - ასევე გადამეტებულად მოღუშა წარბები და თავისი ხშირი წვერით დაბურული ნიკაპი ასწია გაბრიელმა, თუმცა კი ულვაშებში ღიმილი ჩაიმალა.

- ჰოდა არაფერს ვამბობ მეთქი და რა გინდა, ხელადვე მდუღარე კუპრის აბაზანას რატომ მიფორმებ? - მის დამშვიდებას მოჰყვა ოფიცერი.

- კარგი, არაფერს გიფორმებ, - საქმიანი კილო შესძინა თავის ლაპარაკს გაბრიელმა, - მაგრამ ახლა რაც საქმე გველის ის რას იზამს, ამაზე წარმოდგენა მართლა არ მაქვს.

მურმანი მოლოდინით მიაჩერდა თანამოსაუბრეს. მღვდელიც ლაპარაკობდა:

- ერთმორწმუნე ეკლესიიდან მაცნობეს რომ სქართველოში არაღვთისნიერ საქმეს ახორციელებენო, უფრო სწორად, აპირებენო.

მურმანმა წარბები თითქმის უკან გადავრცხნილ ქოჩორამდე აიტანა და ეჭვნარევი ხმით დააზუსტა:

- არაღვთისნიერი საქმე?! საქართველოში? რას ჰქვია ახორციელებენ? შევედით უკვე ნატოში?

- გატყობ, კვლავინდებურად ხუმრობა გგონია ჩემი ნათქვამი, მაგრამ არა, ნამდვილად უჩვეულო რამ ხდება, - დაბეჯითებით წარმოთქვა ეკლესიის მუშაკმა.

საქმეს, ანუ ინფორმაციის გაცემა-მიღებას გაბრიელი ყოველთვის სერიოზულად ეკიდებოდა, თუმცა არცთუ ფანატიზმით. ბოლოს და ბოლოს ვინ თუ არა მან - მარადისობის მსახურმა უწყოდა სხვაზე კარგად რომ ყველაფერი წარმავალია...

მაგრამ ამ საღამოს მურმანს თავისი მეგობარი მართლა რაღაც სხვანაირად შეფიქრიანებული ეჩვენა. ჰოდა ეს სიახლე უშიშროების მუშაკს ნამდვილად არ მოეწონა რადგან გამოცდილებამ მშვენივრად ასწავლა - მათ პროფესიაში თუ განრიგის მიღმა ხდება რაიმე, ეს ყოველთვის ცუდის მომასწავებელია. გაბრიელმა კი მრავალმნიშვნელოვანი პაუზის შემდეგ, რომლის განმავლობაში იგი ყურადღებით აკვირდებოდა მურმანს, განაგრძნო:

Page 108: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 108

- მოკლედ, იმის უფრო ნათლად დასანახვებლად, თუ რა სერიოზულ ამოცანასთან გვაქვს საქმე, გეტყვი: წეღან ნახსენებმა მეზობლებმა პირდაპირ მიმანიშნეს რომ თუ ამ შემთხვევას ვერ ვეპატრონეთ, ისინი ეჭვს შეიტანენ ჩვენს გულწრფელობაში და დაფიქრდებიან, სერთოდ ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. მოკლედ, მურმან ჩემო, გაჭრილად რომ ვთქვათ, ულტიმატუმი წამოგვიყენეს, დაგვექადნენ.

ამის გაგონებაზე მურმანმა უსიამოვნოდ გაიაზრა რომ პროფესიულმა ინტუციამ არ უღალატა.

- გისმენ, გაბრიელ, - სერიოზულად, თუმცა უხალისოდ ამოილაპარაკა მან.- საუბარია მეცნიერზე. თურმე ჩვენთან, საქართველოში, არის, ე-ე, ძლიერი

სპეციალისტი ბიოლოგიის დარგში.გაბრიელი გზადაგზა ალაგებდა აზრს. არა იმიტომ რომ მურმანს

მოუმზადებელი შეხვდა ან წინასწარ არ დაფიქრდა როგორ იტყოდა სათქმელს, არა. უბრალოდ, როცა ლაპარაკი დაიწყო, მიხვდა რომ მომზადებული სიტყვა, რომელიც შეიცავდა ბევრ იმისთანა განსაზღვრებას როგორებიცაა „მსოფლიო“, „მოწინავე“, უმდიდრესი“, „მეცნიერი“, „თანამედროვეობა“ და ასე შემდეგ, მის ლაპარაკს აღტაცებული ბავშვისა და ბნელი, გაუნათლებელი მოხუცის ბოდიალთა ნარევს დაამსგავსებდა. ამიტომაც მან უბრალოდ და მოკლედ, ყოველგვარი აღტკინებისა და დრამატიზმის გარეშე გააგრძელა:

- ამ ადამიანმა, თსუ-ს ბიოლოგიის კათედრის თანამშრომელმა, გაარკვია თუ როგორ შეიძლება სიცოცხლის ჩაბერვა უსულო სხეულში.

უშიშროების თანამშრომელმა ამის გაგონებაზე მხოლოდ თვალები მოეჭუტა ოდნავ, სხვამხრივ არ გამოუხატავს რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ამ ცნობამ. გაბრიელი ყურადღებით უყრებდა მურმანს და ელოდა როდის მოინელებდა მისი მეგობარი ფიქრის პირველი ულუფას. ეს უკანასკნელიც შეეცადა რაც შეიძლება მოკლედ გამოეხატა თუ რა გაიგო მღვდლის ნათქვამიდან:

- ესე იგი რა, მკვდარს აცოცხლებს თუ რას ნიშნავს „ჩაბერვა“? -გაბრიელი რომ ელოდა იმ უნდობლობით შეხვდა ახალ ამბავს მურმანი, - მერე რატომაა ეს ასე საგანგაშო?

- რატომ და რწმენის, ანუ ეკლესიის საფუძვლებს არყევს და იმიტომ. ასე თვლის მოსკოვის პატრიარქატი და მე სრულად ვეთანხმები მას. თეოსოფიურ მტკიცებას არ დაგიწყებ ახლა, მაგრამ იმისთვის რომ ამ საქმის მნიშვნელობა სრულად შეიგნო და რამოდენად წარმოუდგენია იგი მართლამდიდებლურ ეკლესიას ის რომ გაიგო, გეტყვი რომ ამ ადამიანის დასარწმუნებლად იმაში, რომ არ გამოაქვეყნოს თავისი ნაშრომი, გამოყოფილია სამოცი მილიონი დოლარი!

აქამდე მურმანი ეჭვით ეკიდებოდა გაგონილს. ის კი არა ცოტა გაწბილებაც კი იგრძნო და საკუთარ ინტუიციაშიც შეეპარა ეჭვი - რა მკვდრის გაცოცხლება, ეს ხალხი რა ზღაპრებს აჰყოლიაო მაგრამ ახლა, ამ რიცხვის გაგონებაზე, მას უკვე თავის ყურთასმენაში მოუწია დაეჭვება. იგი გაოგნებული მიაჩერდა მღვდელს, რომელმაც, როცა დაინახა მურმანის ინტერესი როგორც იქნა მთლიანად გავაღვიძეო, განაგრძნო:

- რა თქმა უნდა, მთავარი თანხა მეცნიერისთვისაა განკუთვნილი მაგრამ მისი ნაწილი ოპერაციის შემსრულებლებს ეკუთვნის. ანუ ჩვენ - მე, შენ და იმ ხალხს, ვისაც ამ საქმეში ჩართავ.

- ჩავრთავ? - როგორც იყო ხმა ამოიღო მურმანმა, - რად გვინდა ვინმეს ჩართვა, მაგ ფულად ნაშრომს კი არა მთლიანად უნივერსიტეტს არ დაწვავს? მაგ კი არა, მაგის ნახევარ თანხადაც! დამიჯერე, მე არაერთი და ორი მტკიცე ადამიანი მინახია, რომელსაც საკმარისმა ფულმა დედამისიც კი გააშვებინა მარილზე!

Page 109: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 109

სანამ მურმანი ასე გაცხარებით ლაპარაკობდა, მღვდელი თავს უქნევდა, თითქოს ყველაფერში ეთანხმებაო და როგორც კი უშიშროების ოფიცერი დადუმდა, მისმა თანამოსაუბრემაც ასევე თანხმობით დაიწყო ლაპარაკი:

- გეთანხმები, ამხელა ფულს ეს სწავლული ვერასდროს იშოვის და ადვილად უნდა დაგვთანხმდეს, - დინჯად აყალიბებდა იგი თავის აზრს, - მაგრამ მთლად ამის იმედზე ყოფნა, ვფიქრობ შეცდომა იქნება.

მურმანმა წარბები შეიკრა და თავი გვერდზე დახარა ეჭვის ნიშნად. გაბრიელმა ნირშეუცვლელად განაგრძნო:

- ხომ საყოველთაოდ ცნობილია რომ მეცნიერები მთლად დალაგებული ხალხი არაა იმ გაგებით რომ არ იქცევიან სხვა ადამიანებივით - თავისი ფასეულობები გააჩნიათ. ამათგან მთავარი კი სამეცნიერო პრიორიტეტი, ანუ აღმომჩენის პირველობაა. დიდი გაზვიადება არ იქნება თუ ვიტყვი რომ ეს პრიორიტეტი მათი ცხოვრების აზრია და ფაქტიურად მისით ამართლებენ ამქვეყნად თავის არსებობას. განსაკუთრებით ისინი, ვისაც მართლა დიადი საქმე ხელეწიფება. ხოლო ეს ჩვენი თანამემამულე ეტყობა ერთი მათგანია, რადგან სერიოზული ხალხის ესოდენ ძვირადღირებული ყურადღება მიიქცია.

გაბრიელმა პაუზა აიღო და ისევ ჩააცქერდა მურმანს სახეში. ოფიცერი დაძაბულად უსმენდა რელიგიის მსახურს, რომელმაც, დაინახა რა, რომ მისი სიტყვები ზუსტად მოქმედებენ, განავრცო თავისი აზრი:

- ჩემზე არანაკლებად გესმის რომ ამხელა თანხის გამოყოფა მხოლოდ ძალიან მძლავრ უწყებას შეუძლია, ეს არაა ვისიმე პირადი ახირება ან შური. ხოლო ის მძლავრი უწყებები, რომელზეც ახლა მე და შენ ვფიქრობთ, გულუხვობით არ გამოირჩევიან. პირიქით, ყველა გზას ეძებენ რომ რაც შეიძლება სწრაფი და იაფი გზით მოიშორონ სირთულეები.

- მოიცა, გაბრიელ, - აშკარად შეწუხებული ჩაერია მღვდლის ლაპარაკში მურმანი, - რას ჰქვია მძლავრი უწყება? მართლმადიდებლობას უქმნის საფრთხეს ეს აღმოჩენაო, არ მეუბნებოდი?

- გეუბნებოდი და გეუბნები კიდეც, - თავის მხრივ არც რელიგიის მსახურმა აცალა მას ბევრი, - შენ რა, მართლმადიდებლური ეკლესია სუსტი გგონია?

- რა შუაშია სუსტი.... - დაიწყო მურმანმა მაგრამ გაბრიელმა მას ისევ გააწყვეტინა, თუმცა არა ხისტად, არამედ დაყვავებით, - უბრალოდ, ისიც გაიაზრე რომელმა ორგანომ ამცნო ეს საფრთხე წმინდა ეკლესიას, თანაც, დამავიწყდა მეთქვა - ამერიკიდან.

ამის გაგონებამ მურმანი საბოლოოდ დააბნია. მღვდელს აღარ დაუწყია იმის ცდა როდის დაუსვამდნენ დასაზუსტებელ კითხვებს და თავისი მოსაზრებების ქადაგება განაგრძნო:

- იმას გეუბნები და ეს ფაქტები იმიტომ შეგახსენე, რომ აღმომჩენის მნიშვნელობისთვის გამესვა ხაზი და მეთქვა - სულ არაა სავალდებულო, ფულმა, თუნდაც დიდძალმა, მასზე სათანადო შთაბეჭდილება მოახდინოს მეთქი.

- ისე, მართლა რა ამბავია ამხელა თანხა? - ჩაფიქრებით იკითხა მურმანმა და შემდეგ წამს თვითონვე უპასუხა საკუთარ კითხვას, - გამოდის, ჯერ ერთი - მართლა მნიშვნელოვანი საქმეა, მეორეც - მის მომცემს ესაჭიროება რომ ეს ინფორმაცია რაც შეიძლება საიმედოდ ჩაიხშოს, აღიკვეთოს გაჟონვის უმცირესი შესაძლებლობაც კი. საერთოდ გამოირიცხოს მისი გახმაურება. ამხელა ფულის ზვავმა გარანტირებულად უნდა მოიყოლოს ქვეშ ეს მეცნიერი, რომლისთვისაც, წეღან რომ გითახრი იმის არ იყოს, ამ თანხის ნახევარიც კი ფულის გორაა.

თავისივე პასუხებმა ძალიან შეაფიქრიანა მურმანი, მან ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ფშვენით ამოუშვა ჰაერი თან გაბრიელსაც გაუყარა თვალი თავალში, სანამ ისევ ალაპარაკდებოდა:

Page 110: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 110

- ჰოო, ეტყობა მართალი ხარ, მარტო მოსყიდვის იმედზე ყოფნა არ შეიძლება, სხვა ხერხებიც დაგვჭირდება და ესე იგი ხალხიც, - მან გაწბილებით ჩაქინდრა თავი, მაგრამ თითქმის მაშინვე ისევ ასწია და გაკვირვებით იკითხა:

- მოიცა კაცო, ამერიკიდან მოვიდა ცნობაო რომ ამბობ, გამოდის იმ ადამიანმა მოსდო უკვე მსოფლიოს და ახლა ჩვენ რის დამალვას ვაპირებთ? - ამოილაპარაკა მან და თან მიმოიხედა ვინმე ხომ არ გვაყურდებსო.

სიახლოვეს არავინ იყო. რამდენიმე ახლგაზრდამ ჩამოიარა ეზოში და ტაძრის შენობაში გაუჩინარდა. მზე უკვე აღარ ჩანდა - საღამოს ქალაქს ამოფარებოდა, მისი სხივები სანაპიროს იქეთა მხარეს მდგარ ვახტანგ გორგასლის მუზარადს შემორჩენოდნენ მხოლოდ.

- არა, მთლად მასე არაა, - აუხსნა გაბრიელმა, - მან თავის უცხოელ კოლეგებს მხოლოდ შედეგები გააცნო თურმე, ხოლო როგორ მიიღო ისინი, ჯერ არ გაუმხელია, რაღაცა მოიმიზეზა, მოვაწესრიგო უნდა და მაგისთვის დრო მჭირიაო. ხოლო თუ აღარ დაუმოწმა თავისი ნამუშევარი, მაშინ მის განაცხადს ფუჭ, უვიცი ადამიანის ლაყბობად აღიქვამენ და მალევე დაივიწყებენ.

- უყურე შენ, - ცალყბა ღიმილით წამოიძახა მურმანმა, - გამოდის იმის იმედი ნამდვილად აქვს, რომ ამ ე-ე, ცდის გამეორებას და იგივე შედეგის მიღებას უმისოდ ვერავინ შესძლებს, - დაასკვნა მან და ხელადვე ახალი კითხვა დასვა, - რა ჰქვია მაგ ადამიანს, რა ხნისაა, ბერიკაცი პროფესორია?

გაბრიელმა ჩიცინა:- ბერიკაცს ჰქვია ნათელა მთვალიძე და სადღაც ოცდაათი წლისაა.- ბიჭოს! - ახლა ნამდვილად გაკვირდა უშიშროების მუშაკი, - უკვე

ყველაფერი გაგიგია და ჩემთან რაღა გინდა?- მე რაც გავიგე, ეს მსოფლიოს ნებისმიერმა მაცხოვრებელმა, ვისაც

ინტერნეტი ხელეწიფება, შეუძლია გაიგოს რამდენიმე წამში, - ჩაიცინა გაბრიელმა, - მაგის გასაგებად შენ არ შეგაწუხებდი, კი ხვდები.

კი ხვდებოდა მურმანი, აბა მაგას თუ ვერ ხვდებოდა რა უნდოდა მის სამსახურში? ჰოდა რაც უფრო დაწვრილებით უფიქრდებოდა ამ საქმეს, მით უფრო ნათლად ხედავდა რომ მიუხედავად ფულის დიდი რაოდენობისა, ასე იოლად არ გადაწყდებოდა ეს შემთხვევა. იგი გრძნობდა რომ ახალგაზრდა, უკიდურესად ამბიციურ ადამიანთან ექნებოდა საქმე, ხოლო ასეთი პიროვნების მოტყუება და რაღაცით მოსყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამათ მშვენივრად კარგად იციან თავისი ფასი და ძალიან სავარაუდოა, საკუთარი თავის, ვინ იცის რამდენად სწორად მაგრამ მაინც, ისტორიული მნიშვნელობაც წარმოუდგენიათ. ჰოდა რომ არ გაჭრას ფულმა მერე რა? სადაა გარანტია რომ ეს ქალი არ მოფენს ცას და მიწას მათ მცდელობას? მაშინ რა გამოდის, სხვანაირი ხერხები უნდა მოისინჯოს? მერე იმათაც რომ არ გაამართლონ, შედეგი მურმანისთვის და კერძოდ მისი კარიერისთვის ხომ კიდევ უფრო მძიმე იქნება.

ამის მოსაზრებამ გაბრიელის მიმართ გაღიზიანებაც კი გაუჩინა გულში - ეს რა ამბავში გამხვიაო? მაგრამ, უარიც როგორ ეთქვა მეგობრისთვის?

გაბრიელის არ იყოს, ეს ათეული წელია მისი კარიერაც ძალიან დიდი სისწრაფით განვითარდა. ამაში კი თუ მთავარი არა, უდიდესი წვლილი იმ შეტყობინებებმაც შეიტანეს, რომლებსაც იგი ეკლესიის მსახურისგან და გაჭრილად რომ ითქვას, რუსეთის უშიშროებიდან იღებდა.

ცხადია, ეს ინფორმაცია დოზირებული იყო და რაღაც ფუნდამენტურ ცნობებს არ შეიცავდა, მაგრამ მაინც დიდი ეფექტი ჰქონდა. მისით იყო რომ ოპერატიული, ანუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მყოფი რეზიდენტების მიერ მოპოვებული, დანაწევრებული ფრაგმენტებისაგან მურმანს ყოველთვის ზუსტი დასკვნები გამოჰქონდა ვითომდა მახვილგონივრული ანალიზის საფუძველზე.

Page 111: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 111

როცა მისი თეორიული დასკვნები მერე ცხოვრებაში ახდებოდნენ ხოლმე თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით, ეს, რა თქმა უნდა, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა უფროსობაზე. არც ახლანდელ მის უფროსს - ანზორ თარაშვილს გააჩნდა ასეთი ზუსტი ანალიზის უნარი და ეს უკვე პრემიერ მინისტრსაც ჰქონდა ჩაწვეთებული.

ჰოდა ახლა რა დროს ასეთი უძვირფასესი არხის გადაკეტვაა? მით უმეტეს, რა აქვს მას გაბრიელთან სამდურავი? განა მათი თანამშრომლობა გაბრიელის შეთავაზებით არ დაიწყო? განა მან არ განსჭვრიტა თუ რა სარგებლობას მოუტანდა სამშობლოსაც და მათაც პირადად, ეს ურთიერთდახმარება? არა, არა აქვს მურამანს უკან დახევისა და მეგობრის დაღალატების უფლება.

ჰმ, მეგობრობა იქით იყოს და ეს ოპერაცია იმ ზომისაა რომ შეიძლება მან, მურმანმა, ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოს თავისი ოჯახი ფულით. არა, ვარსკვლავებს ვერ გაეთამაშება, მაგრამ დარდიც არაფრის ექნება ამის მერე საერთოდაც რომ გააგდონ სამსახურიდან. ჰო, ესეც გაითვალისწინეს ეშმაკმა მოსკოველმა მღვდლებმა - უბრალოდ გასამრჯელო კი არ შესთავაზეს ქართველ კოლეგებს, არამედ ისეთი რამ, რაზე უარის თქმა ოჯახის გარანტიერებულ და ურყევ კეთილდღეობაზე უარის თქმაც იყო ერთდროულად.

და რატომ უნდა თქვას მურმანმა უარი თავის ოჯახზე ან დააღალატოს გაბრიელი? რისთვის იშრომა ამდენი, გამოცდილება და ცოდნა აგროვა, ხანდახან საკუთარი ჯანმრთელობის რისკით? რად გაიჩინა ერთგული ხალხი უშიშროებაში, ხოლო მის გარეთ ისეთნი, ყველაფერზე წამსვლელნი რომ არიან? რომ საჭირო დროს ეს ყველაფერი არ გამოიყენოს? უაზრობა გამოდის. ესაა ის საქმე, რომელიც მისი შეძლების კაცს ეკადრება, აბა სანამდე უნდა სდიოს ვიღაც წვრილფეხა ვიგინდარებს წოდების და ხელფასის ზრდის მოლოდინში? ჰმ, ხელფასის...

გაბრიელმი კი ამასობაში, მურმანისგან განსხვავებით, ხმამაღლა ამზეურებდა თავის ფიქრებს:

- მოკლედ, ეს ქალი რაღაც მანქანებით უნდა დავარწმუნოთ რომ ახლა არაა შესაფერისი ხანა. მისი აღმოჩენა კია უდიდესი, მაგრამ ცოტა დროს უსწრებს, დღევანდელ დღეს მისმა გამოქვეყნებამ შეიძლება დიდი უბედურება დამართოს საქართველოსაც და საერთოდ, მთელს კაცობრიობასაც.

- საპატრიარქო საქმის კურსშია? - საქმეზე გადავიდა მურმანი.გაბრიელმა ერთი ამოიოხრა და ის პასუხი გასცა მურმანს, რომელსაც იგი

ელოდა კიდეც:- ასეთი რამე რაც შეიძლება ცოტა ხალხმა უნდა იცოდეს თორემ ხმები თუ

დაიძრა, ხომ იცი მერე ვეღარ შეაჩერებ.- სავსებით სწორია, - ჯერ სწრაფად დაეთანხმა მურმანი, მაგრამ მერე ცოტა

მოუკლო ლაპარაკის სიჩქარეს, - ერთადერთი ახლა იმისღა გაგება დაგვრჩა, როგორ დავარწმუნოთ ეს ქალი, შენ რაც აქამდე იმეცადინე და რასაც მიაღწიე, აწი გადაყარე წყალშიო?

- უთხარი, - შესთავაზა გაბრიელმა, - დროებით შეჩერებას გთავაზობთ, მეტს არაფერსო და როცა მოტყუვდება და ფულს აიღებს, მერე ხომ ჩვენს ხელშია ხმის ამოუღებლად. მე ეს მოვიფიქრე და უკეთეს ხერხს თავადაც მოძებნი, შენი გამოცდილების კაცს ეგ არ შეგეშლება.

საბოლოოდ, საკმაოდ გაწელილი საუბრის დასასრულს, რის დროსაც მურმანმა თავისი ორივე მობილურიც კი გამორთი, დაასკვნეს რომ არ იჩქარებდნენ, მზვერავი კარგად მოიფიქრებს ოპეაციის დეტალებს, შეარჩევს ხალხს და ხელსაყრელ დროს. მით უმეტეს, გაბრიელს აცნობეს - ნათელა მთვალიძემ თავის ამერიკელ კოლეგებს უთხრა: დავისვენებ და მერე, შემოდგომისკენ, სულმოთქმულზე ახალი თვალით რომ შევხედავ ჩემს ნაქნარს,

Page 112: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 112

უფრო კარგად დავახარისხებ და ავხსნიო. ესე იგი ზაფხულის ბოლომდე არაფერი ჩანდა საჩქარო.

იმ საუბრიდან ერთი კვირაც არ გასულა და უშიშროების სამსახურმა ოფიციალურად შეიტყო ამ კვლევების შესახებ, როცა თსუ-ს რექტორმა ისინი მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე წარადგინა. მერე გელა კახიძეც მიავლინეს იმ ლაბორატორიაში.

ჰოდა ახლა, ზუსტად გელას მონაყოლის მერე, მურმანი იძულებული გახდა თითქმის გამოთიშვოდა თავისი კოლეგების საუბარს, რადგან მის ფიქრებს მამა გაბრიელთან იმდღევნდელი საუბარი დაეპატრონა, რომელიც ამწამს ასე მკაფიოდ გაახსენდა და წარმოუდგა გონების თვალწინ.

გამოდის, მოქმედების დრო დამდგარა მოულოდნელად და ვადაზე ადრე. ეს კი ნიშნავს რომ ოპერაცია საჭირო მომზადების გარეშე, ნაჩქარევად დაიწყება. ჰმ... კი მაგრამ ვინ წარმოიდგენდა რომ ეს ხალხი ბავშვს ვერ მოუვლიდა ზღვაზე? დაეხრჩოთ ალბათ, აბა ქობულეთში მეტი რა უნდა მოსვლოდა? ჰო, ესეც დასაზუსტებელი იქნება, ფსიქოლოგიური მდგომარეობის დასადგენად.

- კი მაგრამ მართლა რომ გააცოცხლოს მაგ ქალმა თავისი ბავშვი, ეს როგორ იქნება მერე? - მოულოდნელად წამოსცდა მას თავისი ფიქრი ხმამაღლა.

ჯერ კომპიუტერის დინამიკებიდან მოისმა გელას ჩაქირქილება, მერე ანზორმა ასწია წარბები და გაკვირვებული სიცილით შეეკითხა მას:

- აბა რას ვლაპარაკობთ ახლა, შე ოჯახაშენებულო?- კი მაგრამ, ჩვენ ხომ მაინც რაღაც ზოგადად ვმსჯელობთ, - ნირი არ

შეიტეხა მურმანმა, - დიდი მეცნიერული მიღწევააო და რაღაცა მაგისთანებს. მე კი იმას ვკითხულობ, აწი ყველა მკვდარს გაგვიცოცხლებენ თუ როგორ იქნება ეგ ამბავი მეთქი?

ამ კითხვას კარგა გრძელი პაუზა მოჰყვა რომელიც ისევ კაბინეტის პატრონმა შესწყვიტა:

- რა გითხრა, მურმან, ჩვენ მაგის სპეციალისტები არ ვართ, - მან თავისი უძლურების ნიშნად ხელები გაშალა და ჯერ ეკრანს შეხედა და მერე გვერდით მჯდომ ხელქვეითს, - ჰოდა შენ თუ რამე აზრი მოგივიდა, ქე გაგვაცანი აგერ.

პასუხად მურმანმა რამდენიმეჯერ შეაქანა თავი, მერე მარჯვენა ხელის მტევანი მჯიღად მოკუმა და თითების ფალანგები კბილებზე მიიკაკუნა. ამის შემხედვარე ანზორიც უმალ მიეშველა მას:

- თქვი შე კაცო, რას მერყეობ, მაგისთვის არ ვართ აქ?მისმა თანამშრომელმა ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ალაპარაკდა:- ვფიქრობ, უნდა ვაცალოთ, ახლა არ უნდა ჩავერიოთ. ჯერ ერთი,

შეიძლება საერთოდაც არ მოგვაქციოს ყურადღება ან რამე უსიამოვნება გამოვიდეს - გვითხრას, ბავშვი მომიკვდა... თუ მიკვდება... და ახლა თქვენღა მაკლიხართო. მეორეც, ვინ იცის, იქნებ ვერაფერს მიაღწიოს და მისი წინანდელი განაცხადი უბრალოდ ძალიან ოპტიმისტური ოცნება აღმოჩნდეს? ჰოდა მაშინ საერთოდაც რად გვინდა რომ მაგნაირ, ჰმ, არ ვიტყვი სისულელეში, მაგრამ ასე ვთქვათ, უმწიფარ წამოწყებაში ჩავარიოთ ფეხი?

ამ მოსაზრებას ორივე მისი თანამოსაუბრე გაუჯანჯლებლად დაეთანხმა და გადაწყვიტეს რომ ეს ერთი კვირა არანაირი ზომებისთვის მიემართათ ხოლო მერე ისე მოიქცეოდნენ როგორც მდგომარეობა უკარნახებდათ.

თავი 20 როგორც კი უფროსის კაბინეტში გელასთან სუბარი დასრულდა, მურმანს

უსიამოვნოდ მოხვდა გულზე იმის გააზრება რომ დღეიდან ფეხს ვეღარ აითრევს - ქალბატონ მთვალიძესთან ურთიერთობის დაწყებაა საჭირო.

Page 113: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 113

აქამდე იგი - ადრეაო, იმ მიზეზით წელავდა ოპერაციის დაწყებას, ყოველ შემთხვევაში ამით ამშვიდებდა გაბრიელს, თუმცა, კაცმა რომ თქვას, არამარტო მას - საკუთარ თავთან გულახდილობასაც ერიდებოდა. ნამდვილი მიზეზი კი ის იყო რომ მას თვით ამ საქმის უჩვეულობა აფიქრებდა. იგი გრძნობდა, არცერთი მისი ნაცადი ხერხი: ქრთამი, მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი, ახლობლებზე მუქარა, არ გამოიყურებოდა ამ ახლგაზრდა მეცნიერის გადაბირებისთვის გამოსადეგად.

მიუხედვად ასეთი განწყობისა თუ ზუსტად მის გამო, მურამანი დრო და დრო უბრუნდებოდა ამ ძნელ ამოცანას, იქნება ბედმა გამიღიმოს და კარგი აზრი მომივიდესო, მაგრამ თავისდა სამწუხაროდ ვერ იქნა და მას რომ მოეწონებოდა ისე ვერ დააწყო მეცნიერთან უთიერთობის გეგმა, მისი დასაწყისი.

შენობიდან გამოსულმა ოფიცერმა მიიხედ-მოიხედა. ამ გვიან ღამე გამვლელი შეთხელებულიყო ვაჟას გამზირზე, მაგრამ, მისგან განსხვავებით, მანქანათა ნაკადს არც უფიქრია დღე-ღამის ცვლილებას დავიმჩნევო, დაწდომის თითქმის არაფერი ეტყობოდა.

„რომ ჰკითხო, საწვავი საშინლად ძვირია“, - გუნებაში ჩაიცინა ოფიცერმა და იქვე, შესასვლელთან მდგარ თავის „გრანდ ჩეროკისკენ“ გაეშურა.

როგორც კი ძრავი აამუშავა და ავტო დაძრა, მურმანი ისევ თავის საფიქრალს მიუბრუნდა. ახლა იმ დამნაშავის აღმოჩენა მოესურვილა, ვისი გამოისობითაც ეს აუჩქარებლად და დინჯად გადასწყვეტი სკითხი ასე ჩასაფრებული მომხვდურივით დაეცა თავს. ცოტა ხანში, აბა საკუთარ თავს ხომ არ გამოუტანდა განაჩენს, მურმანმა ბრალდებულად ზედმეტი დრო დაასახელა - მაისის ბოლოდან დაწყებული, სექტემბრამდე ხომ უკიდეგანო სამი თვეა, ჰოდა ვადაზე ადრე რატომ უნდა დაეწყო ფაციფუცი? ამიტომ შემოელია ნახევარი ზაფხულიც ასე უცებ. თუმცა შემოელია რა? განა დღესაც არ იყო მის განკარგულებაში სულ უმცირესი ერთი თვე, თუ მეტი არა? განა ის მეცნიერი სექტემბრის პირველ რიცხვშივე დააკიჟინებს საყვირს?

მერე ვინ იცის, მთლად გულის სიღრმეში იმედოვნებდა აქამდე მურმანი, იქნებ კარგად, დასვენებულზე რომ დაფიქრდება, იმ ქალბატონს საკიჟიონოც არაფერი აღმოაჩნდესო?

რაც მთავარია, ვის შეეძლო იმის გათვალისწინება რომ ეს ფორმულებს გადაყოლილი ქალი თავის ბავშვს ვერ მოუვლიდა კურორტზე? მართლა გამოშტერებულია ეს მეცნიერები, ეჰ! მაგრამ რაღას იზამ? წუწუნი ვერ უშველის წამხდარ საქმეს, ახლა უკვე რაც შეიძლება სწრაფ მოქმედებას ითხოვს ვითარება. ამას გარდა, იმ, რუსეთიდან გამოგზავნილ ფულს, მან და გაბრიელმა ამ ორ თვეში ხომ საკმაოდ გაუსინჯეს კბილი? მარტო ეს ახალი ყველგანმავალი რად ღირს, ძველი, ჯაბახანა „ნისანი“ რომ მოაშორა? არც წმინდა მამას დაუკლია ხელი...

ამ ფიქრებმა მურმანს დაუყოვნებლივ აამოძრავებინეს ამდენჯერ გადადებული ოპერაცია, ჯერ თავის გონებაში. თავიდან ხომ სიტყვაა...

პირველ ყოვლისა ის უნდა დაედგინა, ვისი მიგზავნა აჯობებდა სწავლულთან: უშიშროების თანამშრომლის თუ გადაბირებული ყოფილი კრიმინალის? თუმცა პირადად მას ყოფილი კრიმინალი არასდროს უნახავს თავისი თვალით. შემთხვევით ციხეში ჩავარდნილი და ისევ პატიოსან ცხოვრებას დარუნებული ადამიანი კი, მაგრამ განზრახ დანაშაულისათვის ვირის აბანოში ნამყოფი გასპეტაკებულიყოს - არა.

კრიმინალიც სხვადასხვაა: წამლით მოვაჭრე, სუტენიორი, ქურდი, ყაჩაღი, ანუ პოტენციური მკვლელი და ბოლოს - ნამდვილი მკვლელი, ის ვისაც თავის კრიმინალური საქმიანობისას მოუკლავს ადამიანი. არიან კიდევ პროფესიული მკვლელები, მაგრამ საქრთველოში მასეთი მურმანს არც ვინმე დაუჭერია და არც გაუგონია რომ დაეჭიროთ, მადლობა ღმერთს, ჩვენთან ეტყობა

Page 114: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 114

მოთხოვნილება არაა. მისთვის ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ ბოლო ნომერი თუ გამოადგებოდა, აბა, მაგალითად, სუტენიორს რა უნდა მეცნიერთან?

კიდევ ერთხელ გადაავლო რა გონების თვალი ამ გულისამრევ სიას, მურმანმა გადაწყვიტა რომ ჯერ არ ღირს ბოროტმოქმედთა მოხმობა. თავისი კულტურული და გამოცდილი აგენტებით უნდა დაიწყოს და საერთოდაც, იგი იმედოვნებდა რომ კრიმინალის დახმარება არც დასჭირდებოდა.

ამგვარად, ასე თუ ისე, ოპერაციის პირველი პუნქტი იოლად დადგინდა, რაც მურმანს ძირფესვიანად არ მოეწონა. ასე სწრაფმა, მიფუჩეჩებულმა ამოხსნებმა მერე ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები იციან ხოლმე. ახლაც, „ამოხსნისთანავე“ გაუჩნდა მურმანს იმის შეგრძნება რომ რაღაც ეპარება, გამორჩა მნიშვნელოვანი დეტალი, მაგრამ რაღა გზა იყო, დრო შემდეგ საფეხურზე მიერეკებოდა.

იმ დღეს კი ბატონო, ლამაზად მოილაპარაკეს მან და გაბრიელმა როგორ დაეყაბულებინათ ქლაბატონი მთვალიძე, მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევაზე თქვი უარიო. მაგრამ ახალი გართულება რომ დაემატა ამ საქმეს? ამას რაღა უნდა ეშველოს, ეს როგორ უნდა აუნაზღაურდეს ამ ქალს? მას ხომ სკუთარი ბავშვის გაცოცხლების იმედი აქვს და რომელ დედას გადაათქმევინებ ასეთ განაზრახს, თუნდაც იგი საღ აზრს მთლიანად მოკლებული იყოს?

ამის გახსენებამ მურმანი ღრმად ამოაოხრა. ეს შვილის გაცოცხლება მართლა ცუდი წინაღობაა, ძალიან, უკიდურესად... რაღა მაინცდამაინც ახლა დაემართათ ეს? დასწყევლა გამჩენმა! რატომ არ დაუჯერა გაბრიელს და იმწამვე არ მოჰკიდა საქმეს ხელი? ხომ შეუდარებლად იოლი იქნებოდა ყველაფერი - ბავშვი არ ჰყავდა იმ ქალს მკვდარი. აბა რომ ჰყოლოდა, ფულს როგორ მოჰკიდებდა მურმანი ხელს?

რა თქმა უნდა მაშინაც გაჭირვეულდებოდა მეცნიერი, მაგრამ ასე თუ ისე, ეს ხომ მაინც საქმიანი გარიგება იქნებოდა და თანაც ცოტა მიძალებით რატომ არ უნდა დათანხმებულიყო, რას კარგავდა? მით უმეტეს საბოლოოდ, დროთა განმავლობაში გამოქვეყნებაზე უარს არავინ ეუბნებოდა ვითომ.

ჰოდა ყველაფერი აქედან გამომდინარე დღეს იმ ქალთან მოლაპარაკება აღარ იქნება უბრალოდ საქმიანი გარიგება, სხვანაირად შეტრიალდა ვითარება. მურმანმა თავი ვეღარ შეიკავა და ისევ ამოაყოლა სული და გული ამოოხვრას. მას კარგად ესმოდა რომ ამჟამად ცოტა მიძალება სადღა იქნება საკმარისი. თანაც, იმ ქალმა თუ მკვდარი გააცოცხლა, ეს როგორღა დაიმალება?

ამის გააზრებამ ისევ იმ ბინძური სიის ბოლო პუნქტი წამოუტივტივა გონებაში. ბავშვთან დაკავშირებული უბედური შემთხვევის გამო „რბილი“ ზეწოლის ქმედითობა უკვე საეჭვოდ გამოიყურებოდა. მაგრამ ისიც გასათვალიწინებელია რომ უფრო მკაცრი ზომები ხშირად გაუთვალისწინებელი შედეგით მთვრდება ხოლმე. ამიტომ, მსჯელობის მეორე წრე წამოწყო უშიშროების გამობრძმედილმა მუშაკმა, ჯობია სამსახურის ხალხი საერთოდ არ გასვაროს ამ საქმეში, ამით თავიც დაიზღვიოს და „ფირმასაც“ აარიდოს უსამოვნება და შეიძლება სკანდალიც?

მურმანმა რადიო ჩართო და ერთ ხანს დარიგებებს უსმინა იმის თაობაზე, როგორი ძეხვი უნდა ეჭამა და რა ლუდი დაეყოლებინა ზედ. მერე, ისწავლა რა ეს ყველაფერი და კიდევ მრავალი რამ, თანაც თითოეული სიბრძნის ათვისებას თხუთმეტი-ოც წამზე მეტი არ დასჭირვებია, მან გაღიზიანებით გამორთო მიმღები და თავის ფიქრებს დაუბრუნდა.

ჰო, ვითომ ნამდვილი ყაჩაღების გაგზვნა უფრო იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ჰყავდა მას ერთი ბრიგადა, რომელიც მისმა განყოფილებამ ტრეფიკინგზე გამოიჭირა. ეს იქით იყოს და მურმანი, რამე რომ ყოფილიყო, ნებისმიერ თანხას დადებდა იმაზე, რომ ამ ჯეილებს კაციც ჰყავდათ მონაკლავი, თუმცა ვერ დაუმტკიცდათ.

Page 115: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 115

მერე ამ სამეულს გაურიგდნენ და გამოუშვეს, თუმცა გარიგების შედეგად, ავაზკებმა თავისუფლების შეინარჩუნებასთან ერთად კაი სქელი თოკიც იშოვეს, რომლითაც მურმანს იყვნენ მიბმულნი.

ერთხნა მურმანმა ამ ბანდიტებზე იფიქრა მაგრამ მაინც არ უქნა გულმა ოპერაციის ასეთი ხალხით დაწყება. კარგი და ის ქალი იოლად დამყოლია? ან, თუ უკვე გაარკვია რომ შვილს ვერ უშველის და თავსდაცემული უბედურების გამო არც წინააღმდეგობის უნარი აქვს, არც ვაჭრობის და საერთოდ ყველფერზე თანახმაა?

დიდი-დიდ თავის ქმარს ჰკითხოს რჩევა, მაგრამ ის რას ეტყვის ასეთს, რაც ეკლესიისა და უშიშროების ინტერესებს შეეწინააღმდეგება? ეს საკითხი მაშინვე გაარკვიეს მისმა თანამშრომლებმა და უპატაკეს მურმანს რომ მეცნიერ ნათელა მთვალიძის ქმარი ერთი რიგითი ბიზნესმენია, მშენებელი.

მერე, გინდა მშენებელი და გინდა სხვა ვაჭარი როდის იყო სახელმწიფო სტრუქტურებთან კონფლიქტს არ ეპუებოდა? არა, ამ მხრივ თავსატეხი არაფერია. მურმანს ეჭვიც არ ეპარებოდა რომ ასეთი ქმარი პირიქით, მათთვის სასარგებლო გარემოებაა.

ოფიცერმა საბოლოოდ გადაწყვიტა რომ ჯერ სპეციალისტებს დაავალებს იმ ქალთან და შეიძლება მის ოჯახთანაც ურთიერთობას, კვლავ იმ იმედით, რომ ყაჩაღებამდე საერთოდ არ მივა საქმე. ამისთვის ყველაზე შესაფერისად კი თავისი, სხვებზე უფრო გონებამოქნილი და გაბედული ხელქვეითები - ნოდარ თივაძე და გაიოზ ბურჯოძე დაიგულა.

იმის გათვალიწინებით თუ რამდენ ხანს წელა ამ საქმის დაწყება, ახლა, თავისდასაკვირველად, მურმანმა სახლში, ორბელიანის ქუჩაზე მისვლამდე, სულ რაღაც ნახევარ საათამდე დროში საბოლოოდ დაადგინა მომავალი ოპერაციის განაწესი და ხელადვე მოინდომა ნოდარ თივაძისთვის დარეკვა, მაგრამ უკვე თავის ფარეხთან მისული, ისევ ჩაფიქრდა.

მურმანი მიხვდა, პირდაპირ ახლა რომ დაერეკა ხელქვეითისთვის, მაშინ გზადაგზა, მასთან ლაპარაკისას, ანუ როგორც ახლა ამბობენ, „ონლაინში“ უნდა მოეფიქრებინა ოპერაციის ყველა წვრილმანი, რაც ქვეშევრდომს იმის შთაბეჭდილებას შეუქმნიდა, რაღაც მოუმზადებელ და ნაუცბათევ საქმეზე მიშვებენო. მუშაკმა კი პირიქით, უნდა იცოდეს რომ დავალება დინჯად და გულდასმითაა გააზრებული უფროსობის მიერ - მისი აღსრულებისას ამის ცოდნა საკუთარ ძალებში და საქმის წარმატებაში რწმენას სძენს... თუმცა, მურმანი მიხვდა რომ ამ შემთხვეაში თავს იტყუებს, მისი გამოცდილი აგენტები მალევე, თუ არა მყისვე, მიხვდებიან რა სავალალოდაცაა ეს ოპერაცია მომზდებული. ამიტომ საბოლოოდ მათი ერთადერთი გამახნევებელი მხოლოდ არაჩვეულებრივი გასამრჯელოღა დარჩება.

თუმცა არა, ბოლო წამს გაახსენდა მურმანს, რჩება კიდევ რელიგიური მოსაზრებები, ეკლესიაც ხომ ზურგს უმაგრებს მათ ქმედებებს, ანუ არსებითად კურთხევა უბოძა ამ ოპერაციას, ესეც უნდა ჩააგონოს თავის ბიჭებს - რაც არ უნდა ქნან, მორალური თვალსაზრისით მართლები არიან.

ფარეხის ალაყაფთან გაჩერებულმა და მანქანაში მჯდომმა მურმანმა კარგა მოყოლა დრო იმსჯელა იქამდე, სანამ თავის აგენტს დაუკავშირდებოდა. ამასობაში მოიფიქრა, პირველად რას ეტყოდა იმ მეცნიერ ქალს, რით დაიწყებდა საუბარს უფროსი ლეიტენანტი თივაძე. როგორ მიუდგებოდა იმის გათვალისწინებით რომ ქალი ახალგაზრაა, ძლიერ განცდებშია, სავრაუდოდ უძინარიცაა და დაღლილიც. რა შეფარდებით შესთავაზოს ქრთამი და მუქარა? გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ შენობაში მოხვედრა უბრალოდ კარის გაღებით არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა ნოდარი ბათუმში ჩავა, სავარაუდოდ ჯერ კიდევ გამთენიო იქნება. ესე იგი საღებების კომპლექტი უნდა წაიყოლოს,

Page 116: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 116

იარაღიც, ვინ იცის ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის გამოადგება, მეწყვილეც გააფრთხილოს...

თავი 21დაძაბულობისგან ამოღამებული თვალები ნათელამ საპირფარეშოს

სარკმელს მიაპყრო და შემდეგ წამს, მიუხედავად სრული ნერვული დაშრეტილობისა მაინც შესძლო გაკვირვება როცა დაინახა - უკუნეთი ღამე გახუნებულაო.

მერე, სანამ პირზე ცივი წყალი შეისხურა, ხელები გაშალა და რამდენიმეჯერ ჩაჯდა, კიდევ ერთი-ორი წაივარჯიშა, ღამე კიდევ უფრო გაფითრდა - ირიჟრაჟი სწრაფად გარდაიქმნებოდა დილის სინათლედ. ბოლოჯერ გადაივლო რა წყალი სახეზე და ონკანიც ჩაკეტა, იგრძნო რომ შენობაში მყისვე უკიდეგანო სიჩუმემ დაისადგურა, ახალგაზრდა ქალი თითქოს მარტო დარჩა უდროოდ გარდაცვლილ სამყაროში.

საჭირო ოთახიდან გამოსულმა მან კიბეს მიაშურა, ქვედა სართულისკენ აიღო გეზი. დერეფანს, რომლის პატარა მონაკვეთიც ახლა უნდა გაევლო, ფანჯრები საერთოდ არ გააჩნდა - მხოლოდ სასინათლო სარკმლები ზემოთ, ჭერთან, ისევე როგორც ახლა რომ ოთახი დატოვა, იქ. თუმცა დღე-ღამის ამ დროს არც ისინი ვარგოდნენ განათების წყაროებად რადგან ბულვარისკენ - დასავლეთისკენ იცქირებოდნენ და ამომავალი მზის სხივებს მათკენ არ ჰქონდათ გზა. აქაურობას კვლავინდებურად ლამპიონების უსიცოცხლო შუქი ანათებდა.

ნათელა კიბის გასასვლელს მიუახლოვდა, მიმართულებაც სათანადოდ იცვალა და მაშინვე, როგორც კი დერეფანს გვერდულად მოუბრუნდა, მისმა განაპირა ხედვამ მოძრობა შეამჩნია. ქალმა ამ ფაქტს ჯერ არ მიანიჭა მნიშვნელობა - თანამშრომელი ან სტუდენტია, აბა ეს დერეფანი მარტო ჩემი ხომ არააო?

თუმცა თვალის დახამხამებაც კი ბევრი აღმოჩნდა ამ მოსაზრების გასაბათილებლად - ახლა, გამთენიოს, შუაზაფხულში, აქ რომელი თანამშრომელი ან, მითუმეტეს, სტუდენტი უნდა იყოსო? ის კი არა, მან უცებვე გაიხსენა რომ ამხელა შენობას ღამის დარაჯიც არ ჰყავს - იგი ხანძარსაწინააღმდეგო და უსფრთხოების სიგნალიზაციათა ამარაა. დამატებით, რადიაციული და ბიოლოგიური საშიშროების ლაბორატორიებს თავისი, საერთო ქსელისგან დამოუკიდებელი განგაშის სისტემები იცავენ.

ნათელა შეკრთა კიდეც - ნუთუ უძილობისა და ნერვიულობისგან მოჩვენებები დამეწყოო? მან ღრმად ჩაისუნთქა და თავის დამშვიდებას შეეცადა:

- „რა მჭირს, რა არის ეს, რა დროს ეგაა ამდენი სამუშაო მაქვს, ასე აზროვნება შემცდარი თინიკოს როგორ ვუშველი?“

თუმცა ამავდროულად გონებამ ჯიუტად შეახსენა რომ მან არათუ ლანდს მოჰკრა თვალი, არამედ მსუბუქი ნაბიჯების ხმაც მოისმინა. როცა ეს გაიაზრა, იგი უკვე კიბესთან იყო მისული და ფეხიც გაწეული ჰქონდა მასზე დასადგმელად. ქალმა მოძრაობა დაასრულა და დააბიჯა კიდეც პრიალა ბეტონის ზედაპირიან საფეხურს, მაგრამ ანაზდეულად შეჩერდა, ცოტა შეყოყმანდა და ისევ უკან მოტრიალდა. ცნობისმოყვარეობამ - მკვლევარის დაუძლეველმა ნარკოტიკმა, იგი ჩვეულებისამებრ დაიმორჩილა და ამოუხსნელი შეუსაბამობის გამოკვლევა დაავალა.

ნათელა ისევ დერეფანში აღმოჩნდა და იქეთ გაიხედა სადაც ის ლანდი ეგულებოდა. ვერაფერი შენიშნა. ქალმა მეორე მხარეს მიაბრუნა თავი. იქაც, ჯერ კიდევ ღამის უკუნეთთან მებრძოლი ლამპიონებით განათებული ღია მწვანე კედლები სიცარიელის საცავს განასახიერებდნენ.

Page 117: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 117

„ესე იგი მართლა მომჩვენებია“, - გაკვირვებით და გაწბილებით ამცნო მან თავს.

მისი, როგორც ექსპერიმენტატორის უნარი, ზუსტადაც შეუმცდარი დაკვირვება იყო. ცდების დროს ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მისი კოლეგები ან საერთოდ ვერ ამჩნევდნენ ან მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, ნათელას არათუ გამოეპარებოდა, არამედ, უმეტეს შემთხვევაში იგი მაშინვე ხსნიდა მისი წარმოშობის მიზეზს. ამის გამო იყო რომ იქ სადაც სხვებს რამდენიმე ათეული ექსპერიმენტი და თვეები ესაჭიროებოდათ მოვლენის ყოველმხრივი შესწავლისთვის, ნათელას ხუთი-ექვსი ცდა და ორი კვირა ჰყოფნიდა.

ამ დილით ძალიან დაღლილად კი გრძნობდა თავს მაგრამ ნუთუ იმდენად რომ ამხელა ადამიანის ცარიელ დერეფანში ყოფნა მოსჩვენებოდა? ამხელასიო, რომ გაიფიქრა, ნათელამ იმწამსევე მოისაზრა რომ თურმე დანახულის საკმაოდ ბევრი დეტალი შეემჩნია. მეცნიერი შეაცბუნა ამის გახსენებამ, გამოდიოდა, რაც დრო გადის იგი სულ უფრო მეტ წვრილმანს იხსენებს იმ აჩრდილის გარეგნობისა და მაშინ საერთოდაც რა მოლანდებაზეა საუბარი?

ამის გააზრებამ სწავლულის ნერვებს თითქოს შოლტი დაჰკრა და მძლავრი, ნავარჯიშები მეხსიერება ბოლომდე დაუძაბა. შედეგად მისი გონების წიაღში მყოფი სურათი კიდევ უფრო მკვეთრად გამჟღავნდა. ახლა ნათელამ თავისი აზროვნების თვალთახედვით შეუდარებლად მკაფიოდ დაინახა მაღალი კაცი. მას ვიწრო მხრები და ფერმკრთალი სახე ჰქონდა, რომლის ნაკვთები მიუხედვად გონების დაძაბვისა მაინც გადღაბნილნი დარჩნენ. ჰო, კიდევ ნათელამ გაიხსენა რომ უცნობს უკან გადავარცხნილი შავი სწორი თმა ჰქონდა. ასე დაწვრილებით დამახსოვრებულ სურათს კი ნამდვილად შემოწმება ესაჭიროება, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დაადგინოს საღ ჭკუაზეა თუ არა, აქვს თუ არა მუშაობის გაგრძელებას აზრი, თუ უკვე გადაიღალა და მოსვენების დრო დაუდგა?

ნათელა აუჩქარებლად მიაბიჯებდა დერეფანში და თან ყურთასმენას ძაბავდა - იქნება ან იმისი ნაბიჯების ხმა გავიგო ან კარების მიკეტვისო, თუ ის კაცი ნამდვილად არსებობს და არა ჰალუცინაციის ნაყოფიაო. აქ, ნულოვან სართულზე, ყოველ შემთხვევაში ამ დერეფანში, უმეტესად დამხმარე სათავსოები ემიჯნებოდნენ ერთმანეთს. ნათელამ ჯერ ახლახან რომ იყო შიგ, იმ ქალთა საპირფარეშოს ჩაუარა, მერე „დასუფთავების მოწყობილობაო“ წარწერიანს. ამ უკანასკნელის მეზობელი „სამედიცინო პუნქტი“ აღმოჩნდა.

„ნეტა მტვერსასრუტები და ცოცხები მართლა საექიმოს გვერდით უნდა იყოს?“-ო, - ეუცნაურა მას ასეთი სიახლოვე და ის იყო მედპუნქტისთვისაც უნდა ჩაევლო გვერდი, როცა მისი დაკეტილი კარის იქედან ჭრაჭუნის თუ ჩხარუნის ხმა შემოესმა.

მტვერსასრუტების გახსენებაზე ნათელას უკვე ის იყო ეჭვი შეეპარა, ამ დილაუთენია მართლა დამლაგებელი ხომ არ მოვიდაო, მაგრამ ეს აზრი უმალვე გაქარწყლდა ისე, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებაც ვერ მოასწო. ჯერ ერთი, ის კაცი დამლაგებლის გარდა ყველაფერს ჰგავდა თავისი თეთრი სილუეტით. ახლაც, ის შრიალის ხმა ნათელამ სამედიცინო ნაკვეთურიდან გაიგონა და არა სადამლაგებლოდან.

„რას ვმარჩიელობ? - შეაგულიანა მან თავი,- თუ გარკვევა გადავწყვიტე და ამისთვის დავბრუნდი, მაშ რატომ ვკარგავ დროს? ბარემ შევაღებ კარს, ვიკითხავ ამბავს და დროულად მივუბრუნდები ჩემს საქმეს!“

დერეფნის შუაგულიდან ნათელას ორი-სამი ნაბიჯი თუ აშორებდა სასურველი კარების სახელურს. მანაც უყოყმანოდ დაფარა ეს მანძილი და ის იყო სახელურისკენ გასწია ხელი, როცა ბოლო წამს მოულოდნელმა აზრმა უროსავით დაჰკრა თავში:

Page 118: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 118

„კი მაგრამ, თუ ის კაცი დამლაგებელს ვერ მივამსგავსე... ჰმ, მოიცა, რა უნდა დამლაგებელს მედპუნქტში ისიც დილაუთენია?“

ნათელამ იგრძნო თუ როგორ შეუბოჭა ხელ-ფეხი ამ ზრმა. გამოდიოდა რომ ეს უცნობი გაუგებარი მიზეზით იმყოფება შენობაში. ნათელამ სახელურისკენ გაწეული ხელი ჩამოსწია და მის ნაცვლად თავი ისე მოატრიალა, რომ ყური კარიკენ მიეპყრო. ცოტა ხნის დაძაბული სიჩუმის შემდეგ მას თითქოს ისევ რაღაც ფაჩუნი მოესმა.

ნათელას გულმა ისევ გრდემლზე დაცემული უროს წაბაძვა იწყო. უკაცრიელ სიჩუმეში განსაკუთრებით იმძლავრა მარტოობის გრძნობამ. იქ, დერეფნის ბოლოში, საიდანაც ლამპიონების შუქს ვეღარ მოჰქონდა საგნების მკაფიო სურათი, თითქოს ვიღაც იდგა და ყურადღებით აკვირდებოდა მას.

ცხოვრებაში არ ჩავარდნილა ნათელა ასეთ ვითარებაში. არც ვინმე დამუქრებია ოდესმე, არც ხიფათის წინაშე აღმოჩენილა, ხოლო თუკი რაღაც საორჭოფოში მოსწევია ყოფნა, ასეთ დროს ირგვლივ ყოველთვის იყო ხალხი, რომელზეც ეს ორჭოფობა ნაწილდებოდა და ამგვარად სრულიად უმნიშვნელო შეშფოთებამდე დადიოდა ხოლმე. ახლა კი ის მარტოკაა ძალიან უცნაურ გარემოებაში.

უცებ კარებს იქედან ჩუმი ჭრაჭუნი და თითქოს ხმადაბალი ლაპარაკი მოისმა. ქალმა მოულოდნელობისგან კინაღამ შეჰკივლა - ის ძლივს გასაგონი ხმები ქუხილად აღიქვა სასაფლაოს დარ სიჩუმეში!

„მოიცა, ნუ ვარდები ისტერიკაში, - უმალვე მოეგო იგი გონს, - კარგი, დავუშვათ ის უცნობი ჩვეულებრივი ქურდია და ე, ჰმ, მარტო არაა... მერე რა, ეს კარი შევამტვრიო და ისინი დავაპატიმრო?“

ამ მოსაზრებამ იგი სწრაფად დაარწმუნა, რომ ახლა ყველაზე უკეთესი იქნება აქაურობას გაეცალოს და თუ მაინცდამაინც უნდა, თავის კოლეგებთან ერთად მობრუნდეს.

ნათელამ ჯერ ერთი ფრთხილი ნაბიჯით დაიხია უკან, შემდეგ მეორეთი, ხოლო საბოლოოდ, როცა ისევ დერეფნის შუაში აღმოჩნდა, მობრუნდა და აუჩქარებლად, თუმცა კი ფეხაკრეფით, გაემართა კიბისკენ.

მაგრამ რაც უფრო შორდებოდა იგი საექიმო პუნქტს, მით უფრო უკლებდა ნაბიჯს. ნათელა იმაზე დაფიქრდა, რას ვეტყვი ალექსანდრეს და გენოსო? გარკვევით არაფერი დამინახია და მერე რაღაც ბუყბუყმა, რომელიც შეიძლება სულაც ონკანიდან ამოდიოდა და მე იგი ლაპარაკად აღვიქვი, იმან შემაშინაო? რას იფიქრებს ის ხალხი? რას და დაღლილობისგან, უძილობისგან და ნერვული დაძაბულობისგან ეს ქალი წესიერად ვეღარ აზროვნებს და მაშინ რა აზრი აქვს თინიკოს სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენისთვის გამიზნული, არათუ რთული, საერთოდაც არგაგონილი პროცესის გაგრძელებასო?

ამასობაში ნათელა ისევ კიბეს მიადგა მაგრამ თავის ფიქრებს აყოლილმა ამჯერადაც ვერც კი მოასწრო საფეხურზე ფეხის დადგმა. კარგი, მას შეუძლია საერთოდაც არ უხსენოს კოლეგებს ეს უცნაური შემთხვევა მაგრამ თავად ხომ უნდა დარწმუნდეს საბოლოოდ, რომ ნორმალურად გრძნობს თავს და ჩვეულ ფორმაშია? აბა ასეთი შეჯერების გარეშე როგორ მისცემს თავს უფლებას, თინიკოს სხეულზე ექსპერიმენტები ატაროს?

ამ ბოლო მოსაზრებამ ნათელა გააბრაზა კიდეც და მან მტკიცედ გადაწყვიტა რომ ბავშვის ყოფნა არ ყოფნის ხათრით საჭიროა უკუაგდოს შიში და ეს უცნაურობა ბოლომდე გაარკვიოს. ძირითადად საკუთარი მდგომარეობის დასადგენად. მასზეა თინას ბედი ახლა დამოკიდებული, მეტი არავისზე და არაფერზე!

ანუ ახლა იგი უნდა წავიდეს და სამედიცინო პუნქტის კარებს მიუკაკუნოს. მაშინ დანამდვილებით გაირკვევა - თავისი საქმის იმდენად ერთგული ექიმია ის კაცი რომ ამ ალიონზე და უქმე დღეს არ შეეზარა აქ მოსვლა, ან მართლა

Page 119: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 119

მთლიანად გამოშტერებული ქურდია, რომელსაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბანკში ან ოქროულობის მაღაზიაში აერია, ან მას, ნათელას, უკვე მართლა მოლანდებები დაეწყო!

ქალი მობრუნდა და უყოყმანოდ, უშიშრად ისევ დერეფანს დაუყვა. ყოველ შემდეგ ნაბიჯთან ერთად იგი სულ უფრო აჯერებდა თავს რომ რაღაც მოეჩვენა და სინამდვილეში მისი და ქვემოთ, ლაბორატორიაში მყოფი ორი კოლეგის გარდა შენობაში არავინაა. მით უმეტეს მეხივით ელდა ეცა მას, როცა თითქმის ზედ მისულმა დაინახა როგორ შეიღო სამედიცინო ოთახის კარი.

თავი 22გივიმ დაწოლის წინ ტელეფონი ვიბრაციულ რეჟიმზე გადართო - ღამე, ან

ძალიან ადრე რომ დარეკოს ნათუმ, შოთიკოს არ გაეღვიძოსო. მერე იმაზე დაეჭვდა, მე თავად არ გამომრჩეს ძილში ზარი და ხომ არ ჯობია საერთოდ არ დავიძინო, მას ხომ ღვიძავს და მეც რა მიჭირსო? ამიტომაც თვალახელილი იწვა სიბნელეში, ცდილობდა ხვლინდელ დღეზე ეფიქრა.

ტელეფონმა რაღაც ძალიან მჭახედ დარეკა და გივი დააბნია კიდეც, მართლა თუ მქონდა უხმოზე ჩართულიო? თუმცაღა, რადგან ამის გამო თავის ტეხვას უკვე აზრი აღარ ჰქონდა, იგი ხელადვე ადგა და შოთიკოს გასაღვიძებლად გაეშურა.

მამა-შვილმა ნომერი მალევე დატოვა, ბნელი ჰოლიც ჩაიარა, სადაც, მიუხედავად იმისა არავინ იყო, კედელზე მიმაგრებული ტელევიზორი მაინც მუშაობდა. გივიმ წამით შეავლო თვალი ეკრანს და თავის გზას გაუყვა, თუმცა შემდეგ წუთს, როცა მყისიერად დანახული გამოსახულება გაიხსენა, მოეჩვენა თითქოს იქ ნათელას მოჰკრა თვალი.

მანქანაში ჩასხდომისთანავე მათ ბულვარისკენ აიღეს გეზი მაგრამ პირდაპირი გზით წასვლა ვერ მოახერხეს - რემონტის გამო ქუჩის ნაწილი გადაკეტილი დახვდათ და მათაც პარკის, რომლის აქ ყოფნა გივის ძალიან ეუცნაურა, გავლით მოუწიათ მგზავრობა. სულ ცოტა მანძილი ჰქონდათ მცენარეებს შორის გავლილი და სრულიად განსაცვიფრებლად გივიმ აღმოაჩინა რომ ეს თითქოსდა ხელოვნურად გაშენებული ხეივანი სინამდვილეში თურმე უკაცრიელი ტყე ყოფილა.

გივი შეშფოდა, ასე იოლად როგორ ამებნა გზაო და მანქანა გააჩერა. ჩამოვალ, გავივლი-გამოვივლი, იქნებ გავარკვიო სად ვარო? ბავშვიც უმალ ჩამოჰყვა მამამისს.

ორი ნაბიჯითაც არ მოშორებოდნენ ავტომობილს როცა გივიმ აღმოაჩინა რომ ამ ადგილას უკვე ნამყოფია - იგივე თხილნარში მოსულან, სადაც სულ ცოტა ხნის წინ მგლის ლეკვები გაჟლიტეს. ამის დანახვაზე გივის საერთოდაც აერია ტვინი, მან ხომ დანამდვილებით იცოდა რომ ამ თხილნარში მოსვლა შეუძლებელია - იგი სიზმარში აქვს ნანახი!

თუმცა გაკვირვების დროც არ იყო - როგორც კი მაშინდელი ამბავი გაახსენდა, მან მყისვე მოიხედა - შოთიკო ხომაა უსაფრთხოდო?

ბიჭუნა არსად იყო! დაფეთებულმა გივიმ მზერა მიმოატარა და შენიშნა რომ უახლოესი მცენარის ტოტები ირხეოდნენ, თითქოს მათ მიღმა სულ ახლახანს ვიღაც გაუჩინარდაო.

- შოთიკო, მამა, - იღრიალა კაცმა და მყისვე ბუჩქისკენ გაიჭრა.იქ მივარდნილმა, თითქოს ზღვაში იძირებაო ისეთი სასოწარკვეთით

აასავსავა ხელები და ლაწა-ლუწით ჩამოიშორა მცენარის ტოტები გზიდან. იქეთ მხარეს გასულს საზარელი სურათი დახვდა: შოთიკოს და ნათელას რუხი, უზარმაზარი მგლები დასხმოდნენ თავს. დედა-შვილი ერთმანეთს ზურგებით მიყრდნობოდა, უფრო სწორად შოთიკო წელზე მიბჯენოდა ნათელას და თითქოს

Page 120: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 120

ორივე გრძნობდა სად ეცემოდნენ მტაცებლები, ხელებით ყელი დაეფარათ და იდაყვები წინ გამოეშვირათ, რაც შეიძლება გავუძნელებთ საქმეს მხეცებსო.

მგლები, რომელთაც უზარმაზარ, დაღებულ ხახებში ბასრი კბილები უელავდათ, დაჟინებით მისჩერებოდნენ მომავალ ნადავლს. გივიმ, რაღას გააწყობდა და რაც შეეძლო ხაფი ხმით შეუყვირა მტაცებლებს მაგრამ მათ აინუნშიც არ ჩააგდეს მისი მცდელობა და გამეტებით ეკვეთნენ თავიანთ სამსხვერპლოებს.

მგელი, რომელიც შოთიკოს ეცა, კი გამოიყურებოდა მძლავრად და საშინლად, მაგრამ ეტყობა გამოუცდელი იყო. ნახტომი ძალიან მაღალი გამოუვიდა რის გამოც ბავშვს კბილები ააცილა და მის ნაცვლად მთელი გამორბენით ნათელას ზურგს ჰკრა დუნჩი. ქალისთვის ეს დარტყმა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, იგი ხომ წინიდან ელოდა შემოტევას. ამიტომ თავი ვერ შეიკავა და ძალაუნებურად გადადგა რამდენიმე მოკლე ნაბიჯი. ამ წაფორხილებისას ინსტინქტურად, წონასწორობის შენარჩუნების მიზნით ხელებიც აიქნია, რითაც თავის ყელს ფარი მოაშორა.

მასზე დადარაჯებულმა მგელმა არ გააცდინა ეს ხელსაყრელი შემთხვევა, მყისვე ისკუპა და ქალს ძალუმად ჩაავლო კბილები კისერში. ნათელას ქათქათა კანი იმწამსვე სისხლით შეიღება.

ამასობაში შოთიკომც იყვირა. გივიმ მოაშორა ცოლის გაჭირვებას თვალი და ბავშვს შეხედა. ის მეორე მგელი ბიჭუნას ბარძაყში ჩაფრენოდა და გამეტებით ღრღნიდა, თითქოს ახლავე მოკვნეტა განუზრახავსო. ბავშვის ნაზი კანიც თვალის დახამხამებაში დაფარა წითელმა ფერმა, რომელსაც ყოველ მომდევნო წამს ახალი ფენა ემატებოდა.

შოთას შიშითა და ძრწოლვით სავსე მზერა მიეპყრო გივისთვის და გამწარებული ევედრებოდა:

- მამი, მიშველე! მამი, მიშველეო!მიუხედვად საზარელი განსაცდელისა ბიჭუნას სიცოცხლეს ამწამს საფრთხე

არ ემუქრებოდა, ნათელა კი მართლა ცუდი დღე ადგა. ხანჯალივით კბილები სულ უფრო მაგრად ეჭდობოდნენ მის ხორცს და ღრმად ეჭრებოდნენ ყელში, ალბათ მალე სისხლძარღვებსაც გადაუჭრიდნენ და სასულესაც გადაუკეტავდნენ.

ელდაცემული გივი ლულიდან გამოვარდნილ ტყვიასავით გავარდა ცოლისკენ და ორი ნახტომით გაჩნდა მასთან. კაცს ბევრი აღარ უფიქრია, იგი ზურგზე დაახტა მგელს, ორივე ხელი ამოსდო ყელში და მთელი ძალით მოსწია თავისკენ.

უეცრად კაცმა სასტიკი ტკივილი იგრძნო კეფაში და შემდეგ წამს მოისაზრა რომ საიდანღაც გამომტყვრალი კიდევ ერთი მგელი ახლა მას ჩაჰფრენოდა კეფაში.

გამწარებულმა ტკივილს აღარ მიაქცია ყურადღება, მას ახლა მხოლოდ ის ადარდებდა, ხელში რომ ჰყავდა იმ ნადირის კბილები მოეშორებინა ნათუსთვის. გივიმ, ტკივილისგან გაცოფებულმა, კიდევ უფრო მაგრად მოწურა თავისი ტყვის ყელი. ასეთმა არაადამიანურმა ძალისხმევამ მტაცებელი დაუყოვნებლივ სიკვდილის პირას მიაგდო და ცხოველმაც ამის პასუხად კბილები ააკაწკაწა.

თან რაც უფრო მძლავრად უჭერდა გივი მას, მით უფრო ხმამაღლა არაკუნებდა მგელი კბილებს და ბოლოს ეს ხმა საერთოდაც გამაყრუებელ გრგვინვად გადაიქცა, რომელმაც შესძლო და როგორც იქნა გამოსტაცა გივი სიზმრის ტყვეობას.

ჯერ ისევ საზარელი ზმანების ტყვეობაში მყოფმა მამაკამა გაჭირვებით მოისაზრა რომ ამ ხმაურის მიზეზი სინამდვილეში სასთუმალთან, მეტლახზე დატოვებული ტელეფონია.

ძლივს გამოღვიძებულმა გივიმ თავისი მდგომარეობა ისე აღიქვა, თითქოს მთელი ეს ხანი კი არ ძინებოდეს, არამედ ისევე როგორც ახალგაზრდობაში,

Page 121: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 121

ცემენტიანი ან შაქრიანი ტომრები ეზიდოს ვაგონიდან. საშინელ დაღლილობას გრძნობდა ტანში. თან ვერ ხვდებოდა, მოუხერხებლად ეძინა თუ სიზმარში ნანახმა უბედურებამ გასტეხა ასე?

ბოლოს და ბოლოს მან ყურდღება მიაქცია რომ ტელეფონი კვლავინდებურად რეკავს. გივი საწოლიდან გადაიწია და იატაკზე დადებულ აპარატს დახედა. ეკრანიდან ცოლის გაღიმებული სახე უცქეროდა. ეს სურათი მათ ზღვაზე წამოსვლის წინ გადაიღეს, როცა ნათელამ ზუსტად სახლიდან გამოსვლისას საშინაო ხალათი გაიხადა და მის ნაცვლად შოთიკოს „სპანჩ-ბობიანი“ მაისური ძლივს-ძლივობით ჩამოიფხატა. იგი დაბნეული მიაჩერდა ჩანთების გასატანად გამზადებული გივის და გაოგნებულმა ჰკითხა:

- ეს რა არის, ნუთუ ასე უცებ გავსუქდი რომ ცოტა ხნის ჩაუცმელ ტანსცმელში ვეღარ ვეტევი?

შეხედა თუ არა მას გივიმ, მაშინვე ახარხარდა. მამის მხიარულებას მყისვე აჰყვნენ იქვე მოფუსფუსე ტყუპებიც. კაცმა ჩანთებს ხელი უშვა და ჯინსების უკანა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. ამასობაში ნათელამ მაისურზე დაიხედა - რამ გაამხიარულა ესენიო და როცა მიხვდა რაც აცვია, თავადაც, თუმცა კი შეცბუნებით, მაგრამ მაინც აკისკისდა. ზუსტად მაშინ განასახიერა გივის ტელეფონმა ძველებური ფოტოაპარატის დაჩხაკუნება.

თავი 23ნათელა, თითქოს თხევადი აზოტი გადაავლესო, ისე მყისიერად იქცა

ქანდაკებად და გაშეშებული უყურებდა როგორ ნელა ფართოვდებოდა კარსა და ზღურბლს შორის ღრიჭო და როგორ ფრთხილად გამოვიდა იქედან თეთრებში გამოწყობილი უცნობი მამაკაცი. ნათელას დანახვაზე იგი წამითაც არ შემცბარა და ისე თავდაჯერებულად მოიხურა კარი, როგორც ადამიანმა, რომელიც ეს-ესაა სახლიდან გამოვიდა დილის ცხრის ნახევარზე და სამსახურში მიეშურება, თანაც უხალისოდ.

- დილა მშვიდობის, - ძლივს შესამჩნევი ღიმილი აღიბეჭდა მან ბაგეებზე, - მერე პიჯაკის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ერთგზის დააჭირა რომელიღაც ღილაკს და ეკრანს დააკვირდა.

ამის მერე იგი უკვე მოურიდებლად გაიბადრა და უფრო დაბეჯითებით წარმოთქვა:

- დილა მშვიდობისა, ქალბატონო ნათელა მთვალიძე.იმ რამდენიმე წამის განმავლობაში სანამ უცნობი თავის ტელეფონთან

ურთიერთობდა, ნათელას არც მის პირველ მისალმებაზე უპასუხია და არც რაიმე უთქვამს საერთოდ. ნაცვლად ამისა იგი მამაკაცს აკვირდებოდა, ნაცნობი ხომ არააო?

კაცი ოცდაათზე ოდნავ მეტი წლის იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში გივიზე უმცროსად გამოიყურებოდა და მასზე შესამჩნევად დაბალი, ანუ სიმაღლით თავად ნათელას თანატოლი იყო. გამართული სახის ნაკვთები ჰქონდა: სწორი, შავი წარბები, უკეხო ცხვირი, საშუალო ზომის ტუჩები და ფერმკრთალი, კარგად გაპარსული კანი. თუმცა, შეიძლება ამ სიფერმკრთალეს ლამპიონების ცივი სინათლე სძენდა.

მეორე მისალმებაზე, განსაკუთრებით იმის მერე რაც თავისი სახელი გაიგონა, ნათელამ როგორც იქნა გაამჟღავნა ყურთასმენა მეც მაქვსო - კითხვის ნიშნად წარბები აზიდა.

პასუხად არც უცნობმა მოხსნა მჭევრმეტყველების გუდას თავი. მან უხმოდ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ნათელას მიუახლოვდა და თავისი ტელეფონის ეკრანი სახესთან მიუტანა.

Page 122: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 122

იქ, კარგა მოზრდილ „სამსუნგ-გელაქსის“ დისპლეიზე, ქალმა თავისი სახე დაინახა. უფრო სწორად, თსუ-ს ბიოფაკის სათავო ფურცელი ინტერნეტში, რომელიც ხელსაწყოების ფონზე გადაღებული მისი სურათით იწყებოდა.

ნათელა ცოტა მოეშვა და წეღანდელმა ელდამაც გაუარა, თუმცა კი დროებით, სანამ თვალებში არ ჩახედა უცნობს და არ მოეჩვენა რომ მიმინოს ფიტულს უყურებს მის მბზინავ, უსიცოცხლო მინებში. მიუხედავად ამისა, რადგან ჯერ არანაირი საფრთხე სჩანდა მის თავს, იგი შეეცადა შიში არ გაემჟღავნებინა და ჩვეულებრივი ხმით, ვითომ სამეცნიერო დაწესებულებაში უცნობი ადამიანების დილაუთენია ნახვა ყოველდღიური ამბავიაო, ისე ალაპარაკებულიყო. მთლად მის ჭკუაზე არ გამოუვიდა - დაძაბულმა ხმის იოგებმა უღალატეს და სიტყვების ნაცვლად პირველად ჩახლეჩილი, გაურკვეველი ბგერები აღმოხდა.

- მაპატიეთ, ყელი გამიშრა, - ჩახველების შემდეგ მოიბოდიშა ნათელამ, - თქვენც დილა მშვიდობის და ბარემ, საკუთარ საიტსაც თუ მაჩვენებთ და მასზე პატრონის სახელიც იქნება დაწერილი, მთლად კარგი იქნება, - გულუბრყვილო იერით იხუმრა მან, თითქოს უკაცურ ცათამბრჯენში, კაცმა არ იცის საიდან გაჩენილი, საეჭვო ყოფაქცევის უცნობთან კი არაა პირისპირ დარჩენილი, არამედ ასიოდე მეტრის იქეთ, ხალხმრავალ ბულვარში მეგობარს შეხვდაო.

მართლაც, სინამდვილეში გამალებით ფიქრობდა ნათელა, რანაირად შემოვიდა ეს კაცი დაკეტილ შენობაში? როგორ გააღო მედპუნქტის კარი, რატომ ეძებს მას? მაგრამ, ამავდროულად მან არათუ მოინდომა ამ კითხვების დასმა, პირიქით, ცდილობდა უცნობის ყინულოვან გამოხედვას მათი კვალიც არ დაენახა მის თვალებში - ახალგაზრად ქალს ეჩვენებოდა რომ იგი ახლა ძალიან დიდ ხიფათთან, ისეთთან, ცხოვრებაში რომ არ უნახავს, დაუშვებლად ახლოს იმყოფება.

უცნობს თავისი გაუცხოვებული გამომეტყველება წამითაც არ შეუცვლია როცა პასუხის გაცემა იწყო:

- საიტის რა მოგახსენოთ და სახელად... მ-მ, თევდორე მქვია, - ალაპარკდა იგი, - თუმცა, მგონი ჩემს სახელს არა აქვს მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ, თქვენთვის უფრო საინტერესოა რატომ ვარ აქ და რა მინდა? - იგი მოლოდინით მიაჩერდა მეცნიერს.

ამასობაში ქალმა საკმაოდ დაიოკა განგაშის გრძნობა, რამაც იმის საშუალება მისცა, დაენახა რა ხაზგასმული უტიფრობით აჩვენა მას თანამოსუბრემ - ნამდვილ სახელს არ გეუბნებიო. არც იმის მიხვედრა გამოდიოდა ძნელი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვის, თუ რა მიზეზმა მოიყვანა აქ ეს ღია ცისფერ პერანგს, თეთრ პიჯაკ-შარვალსა და ყავისფერ ფეხსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი.

აკი ენამ უყივლა და გუშინ საღამოს უთხრა კიდეც გივის - დიდ ყურადღებას მიიპყრობს ეს ამბავი და ყოველთვის კარგი არ იქნება ჩვენთვის ეგო. ხოლო ეს კაცი რომ ცუდის მაუწყებელია, ნათელას ამაში დაეჭვების საბაბიც არ ჰქონდა. ჯერ ერთი, იგი აშკარად ბადებს საშიშროების შეგრძნებას. ეს იქით იყოს, მისი სუბიექტური აღქმაა, მაგრამ საღადაც რომ გაანალიზო მისი აქ მოსვლა, განა წესიერი კაცი ასე ქურდივით შემოიპარება უნივერსიტეტში? ან ამ უდროო დროს? თან ურცხვად რომ განიშნებს ტყუილ სახელს გეუბნებიო. ვისაც კარგი უნდა, ის ჯერ ტელეფონით დაგიკავშირდება, მერე აქ ვარ მოსული და კარი გამიღეთ თუ შეიძლებაო გეტყვის და ბოლოს თავსაც წარადგენს. არა, ბოლოს კი არა პატიოსანი კაცი თავიდანვე, პირველი სიტყვებიდანვე გაეცნობოდა.

ჰო მაგრამ რა უნდათ ნეტა ამის გამომგზავნებს? იქნებ ფიქრობენ, ჩემი კვლევების საფუძველზე ახალი ბიოიარაღის დამზადება შეიძლება? ან სამეცნიერო პრიორიტეტში ჩაზიარება მოინდომეს? მაგრამ რომ არ ჰგავს ეს კაცი მეცნიერებასთან დაკავშირებულს? თუმცა, ვინ გამოაგზავნა ისიც ხომ

Page 123: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 123

საკითხავია? სხვა რა უნდა იყოს? თინას თუ სიცოცხლე მოუბრუნდა, ეს ვის რას უშლის ან საიდან ეხება? საბოლოოდ ნათელამ გადაწყვიტა რომ საფიქრალი ახლა ისედაც საკმარისი აქვს და ამ საეჭვო პირის რებუსებისთვის ნამდვილად არ სცალია. თუ სათქმელი აქვს თვითონ იტყვის, მორცხვს ნამდვილად არ ჰგავს. ამ დასკვნიდან გამომდინარე ამჯერად იგი მიაჩერდა „თევდორეს“ მოლოდინით.

როცა დაინახა რომ სწავლული მის კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს, კაცს შესამჩნევი იმედგაცრუება დაეტყო სახეზე. იგი ელოდა რომ შეშინებული, გაურკვევლობის გამო განგაშით შეპყრობილი ქალი, მას კითხვებსა დააყრის და იქნებ შეევედრება კიდეც - ნუ მაწვალებ ამიხსენი რაშია საქმეო?

ხოლო ამ ქალბატონის დაზაფვრისა და მორალურად გასატეხად, მან ყველაფერი იღონა, ამის გამოცდილება ნამდვილად კი აქვს. ნოდარ თივაძე იმედოვნებდა რომ მოულოდნელობის ეფექტით მისთვის საჭირო მდგომარეობაში მოქცეულ ქალს კიდევ უფრო დიდ ფსიქოლოგიურ წნეხში მოაქცევდა თუნდაც იმით, რომ თვითონაც სათქმელის თქმას გაუწელავდა და დაამადლიდა. მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ამ ფანდმა არ გაჭრა, ქალს მტკიცე ნერვები აღმოაჩნდა და არაფრის ხვეწნას მოჰყვა. იმედგაცრუებულ აგენტს ისღა დარჩენოდა, თავადვე გადმოელაგა ყველაფერი, მით უმეტეს, განა მაგისთვის არ იყო აქ?

- მოდით, მე ჯერ საერთო აზრს გაგაცნობთ, ხოლო მერე, თანდათან, მის ცალკეულ ნაწილებსაც განვიხილავთ, - ამჯერად შემპარავად ალაპარაკდა იგი, - აზრი კი ასეთია: ის რაც თქვენს ოჯახს შეემთხვა, ძალიან სამწუხაროა, უდიდესი განსაცდელია და ნებისმიერი ადამიანის თანაგრძნობას იმსახურებს, რა თქმა უნდა.

ამ ლაპრაკისას უცნობი ყურადღებით, გამჭოლი მზერით ჩააშტერდა ქალს თვალებში. პასუხად ნათელამ მყისვე ეჭვქვეშ მოაქცია მისი თანაგრძნობის გულწრფელობა რაც იმით გამოხატა რომ ძლივს შესამჩნევად დაიქნია თავი. „თევდორემ“ განაგრძნო თუმცა ნათელას მოეჩვენა თითქოს მისმა გულგრილმა რეაქციამ ძლივს შესამჩნევად მაგრამ მაინც უცვალა ნირი ამ კაცს:

- მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ამის უკან მობრუნებას ან გაუქმებას ვეღარავინ შესძლებს, ყოველ შემთხვევაში მოკვდავი ვერა. აქედან გამომდინარე კი მათ, ვინც ყველაზე ახლოსაა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებთან, დამავალეს გადმომეცა რომ ღვთის საქმიანობაში ჩარევა ადამიანმა არ უნდა გაბედოს. კი, მეცნიერების პროგრესი სასარგებლო და საჭიროა, მაგრამ იგი თავის დროზე უნდა ხდებოდეს. ხოლო დღევანდელ ეპოქაში, უკვე წასული სიცოცხლის მობრუნება კაცობრიობას ბედნიერებას კი არა უამრავ ტანჯვას მოუტანს.

ნათელა დაუფიქრდა „თევდორეს“ წარმოთქმულ სიტყვებს და როგორც კი, ანუ თითქმის მაშინვე, მათი შინაარსი გაიაზრა, იგრძნო რომ შეშფოთება და ცუდის მოლოდინი, რომლებიც აქამდე მარწუხივით ეჭირებოდნენ მის ფსიქიკას და ნორმალურად აზროვნებას, ან ქმედებას უზღუდავდნენ, თანდათან ორთქლდებიან და მათ ადგილას მრისხანება ღვივდება. მან ძლივს შეიკავა თავი რომ ეს გრძნობა უცნობისთვის არ ეჩვენებინა, თუმცა გუნებაში კი მისცა გასაქანი.

„ვინაა ეს ნაძირალა? - გულის ყოველ მომდენო ფეთქვასთან ერთად ძლიერდებოდა მისი აღშფოთების ალი, - მე, დედას, გულგრილად მეუბნება -დაუტოვე შენი შვილი სიკვდილსო? არაფერი იღონო მისთვის და ის უმცირესი იმედიც გადაუწურე, რომელიც არავინ იცის არსებობს თუ არაო!“

მყისვე ნათელას გონება ამ კაცის გამომგზავნის ვინაობით დაინტერესდა.-„ ვინ უნდა იყვნენ? შურიანი კოლეგები? არა, აზრი არა აქვს. ამას არაფერი

ეტყობა მეცნიერებასთან სიახლოვის და არც ვინმე სწავლული მოუგზავნიდა მას ამ უგულო თავხედს. მაშ ვინ? თუმცა, გაუნათდა სწავლულს აზრი, წეღან არ ახსენა, ღვთის საქმეში ჩარევა თუ რაღაც მსგავსიო? ესე იგი რა, ეკლესიიდან გამოუშვეს? როგორ გაიგეს კი მაგრამ ასე უცებ? უყურე შენ! შეიძლება კალტექში

Page 124: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 124

ჰყავთ ვინმე?... თუ იქნებ სასწრაფოს ხალხმა ჩააბარა ასე სწრაფად პატაკი?... მაგრამ ვის, საპატრიარქოს?“

ნათელა უცებ მიხვდა რომ რადგან ეს კაცი ჯერ მთხოვნელის როლშია, მასაც არაფერი სჭირს საიმისო რომ ზედმეტი კითხვებით იტვირთოს გონება, ჯობია სცადოს და თავად ამ „თევდორეს“ გამოსტყუოს რამე:

- მერე ვინ მიიჩნევს თავს სიკვდილის მახლობელად? - იკითხა მან, - ხომ უნდა ვიცოდე თქვენი, ასე რომ ვთქვათ, კომპეტენცია? ვის თხოვნას მამცნობთ? ვინაა ის ვინც დედას ეუბნება შენი შვილი სასიკვდილოდ გაწირე საბოლოოდო?

- მაგის სალაპარაკოდ ალბათ მთლად შესაფერისი ადგილი არაა აქ, - ყოყმანით დაიწყო „თევდორემ“, თუმცა ნათელამ მყისვე გააწყვეტინა მას:

- რომ არ ყოფილიყო არც დაიწყებდით და რადგან სხვაგან მაინც ვერსად ვილაპარაკებთ უახლოეს ხანში, ჯობია თქვათ რაც გინდათ.

აგენტს თავიდანვე არ მოსწონდა ასე ნაუცბათევად ამისთანა რთულ საქმესთან შეჭიდება, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მისი რა ბრალია? მურმანიც კაი ტიპია, თუ ამდენი ხნის უკან იყო ეს საქმე დასაწყები, რაღა ასე მიჩიქორთებულად, ტელეფონით, უკვე გამოგზავნილებს და გზაში მყოფთ აუხსნა მას და გიოზს დავალების არსი? თუმცა ჰო, ბავშვის მოულოდნელმა სიკვდილმა გადაატრიალა ყველაფერიო...

ჰოდა ნოდარსაც რა გზა ჰქონდა, ყოველგვარი წინასწარი შემზადებისა და საჭირო მდგომარეობამდე მიყვანის გარეშე უნდა მიეხალა ამ ქალისთის ის, რაც სინამდვილეში დიდი მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ ითქმება, როცა ობიექტი მორალური თვალსაზრისით უკვე მიყვანილია გადაბირებამდე. მანაც, რაღა ექნა და კილო იცვალა:

- ჩემს გამომგზავნებზე მოგვიანებით ვისაუბროთ და ჯერ მოდით, თქვენი მდგომარეობა გავარკვიოთ, ადამიანისა რომელსაც ბავშვი დაეღუპა სავარაუდოდ თავისივე დაუდევრობის გამო, - მან თითქმის დამცინავად შეხედა ნათელას და ქალსაც, ამის გაგონებაზე, განცვიფრება და დანაშაულის გრძნობა ერთდროულად გამოუმჟღავნდა სახეზე.

აგენტი ხისტად განაგრძნობდა: - მოკლედ, ნუ იზამთ და ერთ დანაშაულს მეორეს ნუ მიამატებთ.

მხედველობაში მაქვს, თუ საღი აზრის შესაბამისად მოიქცევით, უზარმაზარ, ვერანაირი სამეცნიერო ჯილდო რომ ვერ შეედრება, ისეთ სარგებელს ნახავს თქვენი ოჯახი. თუ სამეცნიერო პრესტიჟის ამბავზე დარდობთ, შედეგების გამოქვეყნებასაც შესძლებთ, ოღონდ ცოტა მერე, როცა ეკლესიის მსახურნი სამწყსოს შეამზადებენ ამისთვის.

ნათელამ თითქმის არ აცალა მას წინადადების დამთავრება:- თუ არ დავთანხმდი თქვენს შემოთავაზებას, თუ გადავწყვიტე, იქნება

გაგიკვირდეთ მაგრამ მაინც, - დაძაბულად თქვა მან, - რომ არცერთი რაოდენობის ფული მიღირს ჩემი თინას სიცოცხლედ, მაშინ რა იქნება?

ამ დროს, დერეფნის პრაქტიკულად იდეალურ სიჩუმეში კიბის გასასვლელიდან ნაბიჯების ხმა მოისმა. უცნობმა ერთი სწრაფი მზერა სტყორცნა იქეთ, ხოლო შემდეგ თავის თანამოსაუბრეს მიუბრუნა სახე, გაღიზიანებით დაიღმიჭა და სწრაფად წაილაპარაკა:

- თუ ბავშვი ასე გიყვართ, მაშინ ისიც მოიფიქრეთ, დაატანეთ ტვინს ძალა, ნუ შეიზრებთ, რომ ზრუნვა, მკვდარზე არანაკლები ცოცხალ შვილსაც ესაჭიროება. ხოლო თქვენი უგუნური საქციელი ვინ იცის რას დამართებს მას?

ამ სიტყვების გაგონებაზე ნათელას მყისვე ყვიმრალები გაუთეთრდა. მოხდენილი ეფექტით კმაყოფილმა აგენტმა უფრო თავხედურად განაგრძნო:

- თან იცოდე, პატივცემულო მეცნიერო, ეს წინადადება მარტო სამღვდელოების სათნო და უწყინარი ხალხისგან არ მოდის. მის, ჰმ, შედგენაში კიდევ ბევრი, ძალიან სხვადასხვანაირი ხალხი მონაწილეობდა, მათ შორის

Page 125: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 125

ოფიციალური სტრუქტურებიდანაც, ისეთები, ვისაც დიდი გავლენის მოხდენა შუძლიათ შენი უახლოესი ხალხის საღსალამათობაზე.

ნათელამ იგრძნო როგორ მობრუნდა მის გულში შიშის მსუსხავი ყინვა, თუმცა ცდილობდა გულადი გამომეტყველება შეენარჩუნებინა. მაგრამ უშიშროების გამობრძმედილ მუშაკს რას გამოაპარებდა? ამ უკანასკნელმაც ცალყბა ღიმილით მიუგდო ბოლოს, როცა კიბეზე ამომავალი ადამიანის ნაბიჯთა ხმა თითქმის დერეფნიდან ისმოდა უკვე:

- ამათ, - ნოდარმა კიბისკენ გაიქნია თავი, - ნურაფერს ეტყვი, ვერაფერს გიშველიან და ტყუილად გახვევ შარში, - ნათელას ესეც ცუდად ენიშნა, როგორ უდიერად გადავიდა ეს კაცი „შენობით“ ლაპარაკზე, - ხოლო რაც ახლა გითხარი, იმაზე ჯობია კარგად დაფიქრდი, ქმარსაც მოეთათბირე, მე ორ საათში ისევ აქ ვიქნები და პასუხსაც, იმედია, სწორს გამცემ.

აქ კაცმა კიდევ ერთხელ გაიხედა კიბისკენ, მიაყურადა თითქმის ზედა მოედანზე ამოსულ ნაბიჯებს, მიტრიალდა და ისე რომ მეტი აღარ მოუხედავს, სწრაფად მიეფარა დერფნის კუთხეს.

იმავე წამს კიბის გასასვლელიდან ნათელას ერთი კოლეგათაგანი - გენო მალაძე გამოჩნდა და ქალის დანახვისთანავე ალაპარაკდა:

- ქალბატონო ნათელა, ნამეტარი ბოდიში რომ... ე-ე, ამისთანა ადგილზე გამოგყევით, მაგრამ რომ აღარ გამოჩნდით, დავეჭვდით მე და ალექსანდრე, უკიდურესად დაღლილს და ნანერვიულებს... ე-ე, ხომ არ ჩაეძინაო? - გენო თან მას ელაპარაკებოდა და თან დერეფნისკენ იხედებოდა, აშკარად რაღაცას აყურადებდა.

ნათელმ თავს ძალა დაატანა და გაიღიმა. სანამ გენო ლაპარკობდა, მან აწონ-დაწონა უცნობთან შეხვედრა და გადაწყვიტა რომ კოლეგებს მართლაც არაფერს ეტყვის. ტყუილად რატომ შეაშფოთოს ისინი? თანაც ვინ იცის, იქნებ ეს ყველაფერი ხიფათად ჩათვალონ და შემდგომ თანამშრომლობას თავიც აარიდონ? ხოლო ნათელას მათი დახმარება ძალიან ესაჭიროება. თუმცა ქალს შემდეგ წამსვე შერცხვა ამ მშვენიერ ხალხზე ასე ცუდად ფიქრი. იქნებ, რომ გაიგონ რა ხდება, პირიქით, უფრო მედგრადაც დამიდგნენ გვერდში და რატომ მაქვს მათ მიმართ ასე უსამართლო აზრებიო?

როგორც არ უნდა ყოფილიყო, მისი ასეთი საქციელი რომ მთლად პატიოსანი და გულწრფელი აღარ გამოდიოდა კოლეგების მიმართ, ამას დიდი მიხვედრა აღარ უნდოდა, მაგრამ რა ექნა? თინიკოს საბოლოოდ დაკარგვის შიში ნათელას მთლიანად ართმევდა არჩევანის საშუალებას. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი კი, რის გამოც მან დუმილი არჩია, ის იყო რომ პირველ რიგში გივისთვის უნდა მოეყოლა ეს ამბავი და მასთან ერთად გადაეწყვიტა, რის ლაპარაკი ღირს და რის არა. ამიტომ მან წყნარად უპასუხა კოლეგას:

- ოჰ, რატომ შეწუხდით ბატონო გენო? თუმცა კი, რა თქმა უნდა მადლობელი ვარ. ჰოდა ისა, მართალი გითხრათ, ცოტა მეუხერხულება კიდეც უფროსი კაცი „ქალბატონოთი“ რომ მომმართავთ... იქნებ უბრალოდ სახელი დამიძხოთ.

ამ მოულოდნელმა შეთავაზებამ წამსვე დაავიწყა გენოს რას აყურადებდა იქამდე. იგი ჯერ გაკვირვებით მიაჩერდა თავის ახლაგაზრდა, თუმცა კი გაცილებით წინ წასულ კოლეგას, მერე ფართედ გაიღიმა და თანხმობა შემხვედრი წინადადებით გამოხატა:

-კარგი ნათელა, მასეც იყოს, ოღონდ შენც თუ უბრალოდ გენოს მიწოდებ.- შევთანხმდით, - სწრაფადვე დაუკრა კვერი ქალმა და ისინი

ლაბორატორიისკენ გაეშურნენ.

Page 126: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 126

როცა მათი ნაბიჯების ხმა მიწყდა, ხელადვე, იმავე დერეფანში ფეხაკრეფილი სიარულის შარიშურც გაისმა, ნოდარ თივაძე გასასვლელისკენ მიდიოდა.

თავი 24მიუხედვად იმისა, უკვე დაინახა ნათელას გამოსახულება ეკრანზე, გივი ჯერ

ისევ გაჭირვებით აღწევდა თავს საშინელ სიზმარს. ის იყო რომ ტელეფონის დაუცხრომელი ზუზუნიც ეხმარებოდა ამაში და შემზარავი ზმანებიდან სინამდვილისკენ უჯიკავენდა.

- „რა უბედურებაა, ეს ავი სიზმრები აღარ გამოილია?“ - გულდაძმარულად გაიფიქრა კაცმა. მერე ტელეფონს დასწვდა, ლოგინზე წამოჯდა და თითქმის მთლად გამოღვიძებულმა უპასუხა ზარს:

- გისმენ, ნათუ.- გივი... - თქვა ნათელამ და უცებვე შეყოვნდა, კაცმა ისიც კი იფიქრა

კავშირი ხომ არ გაწყდაო და შეხმიანებაც დააპირა უკვე, როცა აპარატიდან ისევ მოისმა ლაპარაკი, - რაღაც, გაურკვევლობაში ვეხვევით, თუ უკვე ვართ... - პაუზებით ლაპარაკს განაგრძნობდა ქალი, - მთლად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ თითქმის კი...

გივი კიდევ ერთ წამს ძილბურანის ტყვეობაში იყო მაგრამ როგორც კი ცოლის სიტყვები მთლიანად აღიქვა, საბოლოოდ და მკვეთრად დაუბრუნდა რეალობას:

- თქვენს საქმეში რომ გქონდეს დაბრკოლება მე არ შემომჩივლებდი, მაგაში რისი მომხმარე ვარ? - ფრთხილად თქვა მან.

- არა, - უსიცოცხლო ხმით დაეთანხმა ცოლი, - მაგ მხრივ ჯერ არაფრია საგანგაშო, მაგრამ...

ნათელა კვლავ შეყოვნდა და გივიც იმწამსვე ჩაერია ლაპარაკში:- ნათუ, მე ეხლავე მოვალ. ჯობია მაქ ვილაპარაკოთ, შოთიკოს მაინც

სძინავს ჯერ.- კარგი, - მოკლე დუმილის მერე დაეთანხმა ქალი, - ოღონდ ისა, მე

დერფანში ვარ, გენომ და ალექსანდრემ არაფერი იციან.ნათელას ამ სიტყვებს გივიმ ჯერ პაუზით უპასუხა, მერე სწრაფად

ჩაილაპარაკა: „გასაგებია, მოვდივარო“ და ცოლ-ქმარმა თითქმის ერთდროულად გათიშა კავშირი.

როგორც კი გივიმ რკინის კარი მოიხურა და ისინი ხელოვნური სინათლით განათებულ დერეფანს გაუყვნენ, მათი საუბარიც მაშინვე განახლდა. ჯერ ქალი მოჰყვა, როგორ შეეფეთა უცნობს და მასთან საუბრის შინაარსსაც:

-იცი, გივი, - თან ფიქრობდა და თან ლაპარაკობდა ნათელა, - მართალია გითხრა, ერთი ისიც ვიფიქრე, გიჟი ხომ არ იყო ის კაცი მეთქი? მით უმეტეს აურაცხელ გასამრჯელოზე ლაპარაკი რომ გამახსენდა, მაგრამ გადარეული არ შეიძლება ასე გარკვეული იყოს ბიოლოგიის სიახლეებში და ჩვენი უბედურების ამბავსაც როგორ გაიგებდა ასე მალე?

- არა, არა, ნათუ, - დაემოწმა ქმარი, - რის შეშლილი? ნეტა მასე იყოს... - მან ნიკაპი მოისრისა, - ასე სწრაფად მართლა როგორ შეაქუჩებდნენ ეკლესიას, სტრუქტურებიო თუ ვიღაცას, უზარმაზარ ფულსაც... ნუთუ ამ ერთ ღამეში მოაკვარახჭინეს ამხელა ამბავი? დაუჯერებელია...

მისგან განსხვავებით ნათელა მყისვე და ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე ალაპარაკდა:

- მეც დავეჭვდი. გუშინ აკი გითხარი, არასასურველი ყურადღებაცაა მოსალოდნელი მეთქი, მაგრამ ასე უცებ, ვინც არ უნდა იყოს ეს ხალხი, ვერანაირად ააწყობდა შემოთავაზებას. არ გავდა იმ კაცის საქციელი

Page 127: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 127

ექსპრომტს. გამოდის ესენი ადრეც იყვნენ ჩემი საქმიანობის კურსში. ბოლო-ბოლო მაგის გაგებას რა უნდოდა, მთავრობის თუ ვიღაც ორგანოს წარმომადგენლებიც ხომ მყავდა ლაბორატორიაში. მხოლოდ ის ვერ გამოვიცანი - გამუდმებით მითვალთვალებდნენ თუ სასწრაფოს ხალხისგან გაიგეს თინიკოს ამბავი? - ნათელა გაქვავებული სახით მიაჩერდა ქმარს, - თუმცა, ახლა რა განსხვავებაა, არა?

გივიმ თავი დაუქნია:- მართალი ხარ, ეგ არაა პირველ რიგში გასარკვევი... ესე იგი რაო, მეორე

შვილზე იზრუნეო? - მოქუფრულად დააზუსტა მან.- ჰო, - დაუდასტურა ნათელამ, - მაგრამ როგორც მანამდე ლაპარაკობდა

ზრდილობით, ანუ - „თქვენობით“, ისე აღარ მოუმართავს, ბოლოსკენ რატომღაც უხეშ ლაპრაკზე გადავიდა. ვერ ვხვდები რატომ იცვალა ასე უმიზეზოდ ტონი? მე ხომ მისთვის არც კი მითქვამს და, მით უმეტეს, არც არა?

- იმიტომ რომ ჯერ მოსყიდვაზე საუბრობდა, ამას კი უფრო ზრდილობიანი ურთიერთობა შეშვენის, ხოლო მერე მუქარაზე გადავიდა, - მწარედ ჩაიცინა გივიმ, - ბანდიტების მთავარი ხრიკია - ფსიქოლოგიური ზეწოლა. კინოშიც ხომ გინახია - რეკეტირები ფულს რომ აწერენ კაცს, განა იმას ჰკმარდებიან რომ იგი უარს არაა? კიდეც უნდა სცემონ გარანტირებული დაშინების და მორალური გატეხვის მიზნით, წინააღმდეგობაზე რომ არ დაფიქრდეს მომავალში.

გივიმ, სანამ ლაპარაკობდა, ვერ მოითმინა და რისხვით შეაქანა თავი: - ვინ იცის, იქნებ გაგიმართლა კიდეც რომ გენომ მოგაკითხა... - კაცმა

ამოიოხრა და აღარ დაამთავრა წინადადება.ამის გაგონებაზე ნთელას ჯერ თვალები გაუფართოვდა, მერე მან მწარე

ჩაცინებით ამოილაპარაკა:- ჰო, მახსოვს შენი ლექციები, - ნათელა ამასაც ამბობდა და ამავდროულად

საფეთქლებსაც იზილავდა. გივის, ნათელას შემხედვარეს, გული აეწვა. მან, მიუხედავად იმ საშინელი

სიზმრისა, ასე თუ ისე რამდენიმე საათს იძინა, ხოლო მისმა საწყალმა ცოლმა მთელი ღამე მათი უსიცოცხლო შვილის გვერდით გაატარა და ამ ხნის განმავლობაში წამიც არ ექნებოდა ისეთი, რომლის დროსაც არ ეცოდინებოდა საით იხრება თინას ბედი და ვინ იცის რამდენჯერ ყოფილა სასოწარკვეთისა და უიმედობის ზღვარზე? ჰოდა ასე დატანჯულ ქალს ის საფიქრელი არ ეყოფა, ახალა კიდევ ვიღაც ნაგვებზე რომ არ იდარდოს და ტვინი არ იჭყლიტოს?

ამასობაში ისინი ქვედა, მინუს ერთი სართულისკენ გასასვლელს მიადგნენ და გივიმ კიბის თავზე შეაჩერა მეუღლე.

- კაი, ნათუ, - ალაპარაკდა იგი, - მაგაზე ნუღარ იფიქრებ. შენ, ჩვენს მეგობრებთან ერთად, გაცილებით ძნელი საქმე გაკისრია. ხოლო მაგის გარკვევას მე ვითავებ, ნუ გეშინია, არ ვიყო რაიმეთი დაკავებული.

- მარტო? არავის შევტყობინოთ? - დაეჭვდა ქალი.- ვის შეატყობინებ? რას ეტყვი? ვისთან ვიჩივლოთ? ვის აუხსნი შენს

საქმიანობას და ვინ აღიქვამს ასე უცებ მაგისთანა რამეს სერიოზულად და რაც მთავარია, რითი შეგიძლია რაიმეს დამტკიცება?

ნათელა ყურადღებით უსმენდა ქმარს და ძლივს შესამჩნევად, დაფიქრებული უქნევდა თავს.

- ამას თავი დაანებე, - განაგრძნობდა გივი, - მე უფრო სხვა რამ მაფიქრებს: რა იცი რა შეუძლია ამ ხალხს და სად ბუდობენ? ასეთი ოპერაციის მყისიერად მომწყობნი და გამბედავნი, ამას რამხელა გაბედვა უნდა რომ შენისთანა მეცნიერს უნივერსიტეტში მიადგე და შანტაჟი დაუწყო? ჰოდა ასეთები ხომ უბრალო ყაჩაღები არ იქნებიან? ერთი სიტყვით, ნათუ, ჯერ წესიერად გავიგოთ ვინაა ეს ხალხი და მერე გადავწყვეტთ, რა მოვიმოქმედოთ, სად წავიდეთ და ვის ვთხოვოთ დაცვა. თორემ ხომ შეიძლება საჩივარი ზუსტად

Page 128: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 128

იმასთან მოგვივიდეს შეტანილი, ვინაც ესენი მოგვასია? - დაასრულა მან სათქმელი.

ნათელამ ჯერ გაოცებით შეხედა მას, მაგრამ შემდგომ წამს ამოიოხრა და გაშტერებული ჩააჩერდა ბეტონის იატაკს. ცოტა ხანში მან ისევ შეხედა ქმარს:

- ახლა არავისი თავი გვაქვს მაგრამ... იქნება პრესისთვის მიგვემართა? - კითხვით შეხედა მან ქმარს, თანაც თვალებში ეტყობოდა რომ თვითონაც არ ჯერა საკუთარი აზრის მარგებლიანობის.

გივიც შესაბამისად აიმრიზა, მერე ცოლს გაუცინა და დაუდასტურა მისი ეჭვი:

- პრესას ფაქტები და სურათები უნდა, სხვათაშორის ისევე როგოც პოლიციას, აკი გითხარი... და რას ეტყვი, რით დაამტკიცებ რომ საერთოდ ვინმეს ელაპარაკე დღეს? იმას თავი დავანებოთ, საუბრის შინაარს რომ ვერსაიდან მოიტან? არა, მაგ მხრივ ამათ ძალიან დახვეწილად ჩაატარეს პირველი შეხვედრა - მოულოდნელად, უკაცურ ადგილზე. გამორიცხული არაა, ორ საათში მოვალო რომ გითხრა, ის შეხვედრაც ისე მოაწყოს რომ შენ მისი ჩაწერა საკუთარ ტელეფონზეც ვერ მოახერხო, მოწმეებზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ.

პასუხად ნათელამ მხოლოდ თავი შეაქანა და ტუჩი მოიკვნიტა.- ნათუ, - ისევ ენერგიულად ალაპარაკდა გივი, - მოდი ვსინჯოთ, იქნებ

გამოვიდეს და მე შევხვდე შენს მაგიერ. თუ გვითვალთვალებენ იქნებ დაინახეს კიდეც რომ შემოვედი და ახლა ჩემი საშუალებით სცადონ შენზე გავლენა, ხომ გითხრეს კიდეც, ქმარს ეთათბირეო? ჰოდა ახლა წადით, წაიყოლე ის ხალხი, დაისვენეთ ყველამ, ამიხსენი რა ვქნა უთქვენოდ, იმედია შევძლებ ერთხნს შეგენაცვლოთ, დავრჩები სამორიგეოდ.

ნათელა თითქმის არც დაფიქრებულა. მან უყოყმანოდ, უხმოდ დაიქნია თავი თანხმობის ნიშნად, რის შემდეგაც ცოლ-ქმარი ლაბორატორიისკენ გაეშურა. ოთახის კარებთან ქალი შეჩერდა და გივის შემოხედა.

- ნათუ, არ მომივა გულზე, მაგაზე ნუ ფიქრობ, - გამოიცნო მისი გაუბედავობის მიზეზი და შეაგულიანა ცოლი გივიმ.

ნათელამ კიდევ ერთხელ დაიქნია თავი, ოღონდ ამჯერად ლაპარაკის თანხლებით:

- კარგი, პროცესის საწყისი ნაბიჯი მაინც გავლილია უკვე, - ამ სიტყვებით მან კარი გამოაღო და გივის შეუძღვა ოთახში.

- თუ საჭიროა, ნათელა მიგიყვანთ მანქანით, - ამ სიტყვებით მიმართა გივიმ მეცნიერებს ბოლოს, როცა ლაბორატორიაში მყოფებმა ყველაფერზე მოილაპარაკეს და გივისაც აუხსნეს მისი დროებითი მოვალეობები.

აგერთვე შეახსენეს რომ ტელფონის გათიშვას არავინ გეგმას და მას ნებისმიერ წამს შეუძლია რაიმეს დაზუსტება ან გაუთვალისწინებელი ცვლილების შეტყობინება. კოლეგებს წაყვანა არ დასჭირდათ, ისინი ალექსანდრეს მანქანით აპირებდნენ წასვლას, ნათელამ კი ქმარს გამოართვა ავტომობილის გასაღები.

მარტო დარჩენილმა გივიმ როგორც იქნა შვილზე გადაიტანა მზერა. აქამდე, სანამ მოკლე მაგრამ ტევად ინსტრუქტაჟს უტარებდნენ, მას თითქმის მხოლოდ ეკრანებზე და აღმრიცხველებზე უწევდა ყურება.

მაგრამ ახლა იგი წესიერად დააკვირდა ბავშვს და როცა ნანახი სრულფასოვნად გაიზარა, კინაღამ ისევ მოარიდა თვალი თინიკოს, ისე დაზაფრა მისმა იერმა.

გოგონა იმ ლითონის კვარცხლბეკზე შემდგარ გამჭვირვალე პლასტმასის ცილინდრში იწვა, გუშინ საღამოს რომ ნახა გივიმ. ბავშვის კანს ნაცრისფერი შერეოდა და თან ისე გამოიყურებოდა, თითქოს სიკვდილის წინ აშიმშილებდნენ და ამის გამო ხორცი მთლიანად შემოადნაო.

Page 129: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 129

მაგრამ არც საკუთრივ კანს ეტყობოდა ბუნებრივობა, აი ისე, ჯერ მსუქან და მერე უცებ გამხდარ ადამიანს რომ ჩამოეკიდება შეუსაბამოდ დიდი ზომის ტანსაცმელივით. არა, ჩამოკონწიალებული კი არა პირიქით, კოსმეტიკური ოპერაციის მეშვეობით საგანგებოდ დაჭიმულს მიუგავდა მის შვილს სხეული.

კიდევ უფრო რეჩხის მომგვრელად გოგონას ტანში შერჭობილი ნემსები გამოიყურებოდნენ. განსაკუთრებით მათმა რაოდენობამ გააოგნა გივი - არაუმცირეს რამდენიმე ასეული ფოლადის ნესტარი გესლავდა ბავშვის სხეულს დაწყებული ფეხის გულებიდან და ვიდრე მუცლამდე ასული. შემდეგ, რადგან თინა პლასტმასის ხარიხებზე იწვა, მის ტანს ნემსები ყველა შინაგან ორგანოსთანაც მიჰკვროდნენ, მკერდისაც და ზურგის მხრიდანაც. თითო ცალი ბავშვის თვალებშიც შეეყვანათ, შემდეგ საფეთქლებშიც და საერთოდ, თავის ქალაზე ალბათ იმდენივე ჰქონდა მიერთებული, რამდენიც ჯამში დანარჩენ სხეულზე. ამ ნემსებით თინიკოს სხეულს მილაკები და სადენები უკავშირებოდნენ.

მისი საწოლის გვერდით დაბალი, თეთრი კარადის მსგავსი მოწყობილობა იდგა, საიდანც დრო და დრო ხან ზუზუნი ისმოდა და ხან შიშინი. ზედათავზე ამ დანადგარს კლავიატურა და პატარა ეკრანი ჰქონდა, ხოლო მათ გვერდით კარგა მოზრდილი სარქველი.

ეს აპარატი ცალკე იყო გოგონას ტანს მიერთებული ორი გამჭვირვალე ვიწრო მილაკით. ერთი ნემსის საშუალებით ხელის ვენაში, მეორეთი - ბარძაყისაში. ამ მილკებში გაუმჭვირვალი მუქი ყავისფერი სითხე იდგა და გივის დაკვირვებით ეს მასა ხან თინიკოს ვენებისკენ მიედინებოდა და ხანაც პირიქით.

ასე თვალიერება-თვალიერებით გივიმ ყველა ნემსის სამყოფელი მოიარა, თუმცა, ამავე დროს როგორღაც ახერხებდა და ბავშვის სახეს არიდებდა მზერას. გაუჭირდა გვამის ნიღაბ მორგებული კუდრაჭასთვის კიდევ ერთხელ შეხედვა.

მაგრამ თანდათან, როგორც იქნა გივი მოერია თავს და გაუსწორა თვალი თინიკოს. მას მყისვე სუნთქვა შეეკრა ხოლო გული კი პირიქით, თითქოს აუფეთქდა. კაცმა თვალები რამდენიმეჯერ დახუჭა და გაახილა, მხედველობა ხომ არ მატყუებს, რამე ხომ არ მელანდებაო? ოთახშიც მიმოიხედა, თუა აქ ყველაფერი ისე, როგორც უნდა იყოს სინამდვილეში, ისევ სიზმარში ხომ არ ვარო?

ასეთი თავზარი გივის იმან დასცა რომ თავისი გოგონას სახეზე იგი უშინაარსო, ცარიელი, გვამისთვის დამახასიათებელი უაზრო გამომეტყველების დანახვას ელოდა. ამის ნაცვლად კი შეამჩნია რომ ქუთუთოებს ამოფარებული თინიკოს თვალები მოძრაობენ, თითქოს ბავშვი რაღაცას ხედავს თვალადხუჭულიო! გივიმ იგრძნო როგორ ისევ ძალუმად შეუქანდა გული და ძრწოლა მოჰგვარა იმის შეგნებამ, რომ ეს მიმიკა შეიძლება პატარას გონებაში გამკრთალი აზრის აჩრდილი იყოს.

აქამდე ჰო, ნათელა ცდილობდა მათი შვილის სხეულში სიცოცხლის დაბრუნებას და ერთი მხრივ გივის უღვიოდა იმედი რომ მისი ცოლი დაძლევს ამ დაუძლეველ ამოცანას, მაგრამ, ამასთან ერთად, თურმე თვითონაც რომ ვერ ხვდებოდა ისე, იგი შერიგებია თინიკოს სიკვდილს. ახლა კი შვილის სახეზე იმის მსგავსი რამ დაინახა, რისთვისაც ხშირად მოუკრავს თვალი მძინარე პატარების ყურებისას - მათი სახეების თამაშისთვის, მანიშნებლის იმისა, რომ ისინი სიზმარს ხედავენ. მაგრამ თინასთვის როგორ შეიძლება სიზმარი? მისი ნახვა ხომ მარტო ცოცხლებს შეუძლიათ?!

გივის ოფლმა დაასხა და მომდევნო წამს მან იგრძნო რომ ასეთ კითხვებთან ჭიდაობა არ ძალუძს, ყოველ შემთხვევაში ამჟამად. იქნებ მერე, ამ მოვლენის არსს ოდნავ მაინც რომ აუხსნის ნათუ, უნდა აუხსნას...

ცოტა ხანში კი, როცა სული მოითქვა და მეორედ აჰხედა თინიკოს სახეს, აქამდე უროს ჩაქუჩივით აბაგუნებული გული მყისვე გაუჩერდა - მისი შვილის

Page 130: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 130

სახეზე უკვე გამქრალიყო ის კრთომა და ბავშვის სხეულს ისევ სრულიად გაუქრა სიცოცხლის ნიშანწყალი.

გივის თითქოს ყინულიანი წყალი გადაავლეს. რამდენიმე ხანს იგი გაშეშებული იდგა და ნერვებს იოკებდა ღრმა, ფილტვების გასკდომით რომ ემუქრებოდა, ისეთი სუნთქვის მეოხებით. ცოტა რომ დაწყნარდა და აზროვნების უნარი მოიბრუნა, გაიხსენა რომ მიახლოებითი წარმოდგენაც არ აქვს იმ პროცესებზე, რომელთა მომსწრეც ახლაა. რომ ეს მისი ციცნცხალი „სამეცნიერო“ დასკვნები უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, სრული სისულელეა.

მაგრამ, გონება გონებად იყოს და იგი მაინც ვერაფერს უხერხებდა გულში ეკლების ჩხვლეტას - რატომ აღარ იძლევა რაიმეს ნიშანწყალს თინა? რატომ ისევ გვამისას დაემსგავსა მისი სახეო?

გივიმ ტელეფონისკენაც წაიღო ხელი, თუმცა კარგა მოყოლა ყოყმანის შემდეგ გადაიფიქრა. მოდი, ჯერ თავზე დავადგები თინიკოს, დავიხრები რამდენის საშუალებასაც ეს ორგანული მინა მომცემს, ჩავაცქერდები სახეში და ასე დანახულს მოვუყვები ნათუსო. ბავშვის ფეხებთან მდგომმა კაცმა ნაბიჯიც კი გადადგა დახუფული სარეცელის მეორე მხარისაკენ, როცა ამ დროს მოძრაობა შეამჩნია: ლაბორატორიის კარი გაიღო.

თავი 25უშიშროების ოპერატიული თანამშრომლის - ნოდარ თივაძის გულს

შერეული გრძნობები დაეუფლნენ. ერთი მხრივ იგი კმაყოფილი იყო რომ დროზე ჩავიდა ბათუმში და თავისი საღებებით მან და გაიოზმა უნივერსიტეტის სათადარიგო, მეცნიერთათვის ახლა ძირითადად ქცეული შესასვლელი იოლად გააღეს, მით უმეტეს, შენობის ამ უბანზე სიგნალიზაცია გამორთული დახვდათ.

გაიოზი გარეთ დარჩა ხოლო იგი შევიდა კორპუსში და მალევე მიაგნო ოთახს, სადაც, გელა კახიძის ბიძაშვილს თუ დაეჯერება, იმ ქალიანად სამი სული მეცნიერი იმყოფებოდა. ნოდარი აქ უნდა დალოდებოდა და ისეთი დრო მოეხელთებინა, როცა ეს ქალი - ნათელა მთვალიძე, მარტო გამოვიდოდა ოთახიდან. ეგ კი აუცილებლად მოხდებოდა, ადამიანს ბუნებრივი მოთხოვნილება ყველა რამდენიმე საათში ახსენებს თავს, ხოლო ქალთა საპირფარეშო, როგორც მან ხელადვე დაადგინა, ნულოვან სართულზეა, განსხვავებით, ლაბორატორიისავე დონეზე მყოფი მამაკაცთა ოთახიდან.

ჰოდა ნოდარიც იმ, ქალებისთვის განკუთვნილ ადგილთან იცდიდა, რამდენიმე კარით იქეთ. იგი სამედიცინო ოთახში, რომელშიც ასევე დაუბრკოვლებლივ შეაღწია, პაციენტების სასინჯ ტახტზე წამოწვა და შეღებულ კარს აყურადებდა, სასურველი ნაბიჯების ხმა არ გამომეპაროსო. ნოდარი მზად იყო ლოდინისთვის - დავალების შერულებისას გაუთავებელი თვალთვალის მეტი რა ევალება ოპერატიულ მუშაკს?

როცა დაადგა საშველი და დერეფნიდან ნაბიჯების ხმა მოისმა, ნოდარი მყისვე წამოხტა და კარი მოიხურა, ოდნავი ღრიჭო დატოვა მხოლოდ, ვინ მოდისო იმის დასანახად. მერე ის იყო საგანგებოდ მომზადებული სცენა გაათამაშა იმ ქალის მოსატყუებლად და მისთვის ელდის საცემად.

შემდგომი ლაპარაკიც მეტ-ნაკლებად სასურველად აეწყო და საერთოდ მაგ დრომდე ყველაფერი შესანიშნავად გამოდიოდა, მაგრამ მერე ის სულელი მეცნიერი გამოეცხადა ზაფხულში მოსული თოვლივით! ამას როგორ გაითვალისწინებდნენ ის და გაიოზი რომ მამაკაცი საპირფარეშოში წასულ ქალს გამოეკიდებოდა?

ჰოდა ამის გამო იყვნენ ახლა ნოდარი და გაიოზი გულგატეხილნი - არ შედგა ობიექტთან ნორმალური საუბარი, არ აცალეს გადმობირების მოსინჯვა.

Page 131: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 131

თუმცა მთლად უშედეგოც არ ყოფილა ის ხანმოკლე შეხვედრა, მართალია მიფუჩეჩებულად, მაგრამ საქმის ვითარება მაინც გაიგო იმ ქალმა.

ხოლო მაშინ, მეტი რა გზა იყო და ნოდარმაც სწრაფი ნაბიჯით დატოვა უნივერსიტეტი. შენობიდან გამოსული იგი ხელმარცხნივ, ბულვარისკენ გაჭრილი, ავტოსადგომად ქცეული შუკისკენ დაიძრა სადაც მისი მეწყვილე, ნოდარისავე „ფოლქსვაგენ-პასატში“ იჯდა მძღოლის ადგილზე. მას კარი გამოეღო და ტელეფონს იმდენად დაძაბული ჩაშტერებოდა რომ მიუხედავად დილის სიგრილისა უკვე აჭარხალებულიყო კიდეც.

- რა ხდება? - დამცინავი ცნობისმოყვარეობით იკითხა ნოდარმა, - არ გაგიმართლა ბილეთმა?

გაიოზმა თავი ასწია და გაანჩხლებით მიმართა ამხანაგს:- ბიჭო, ხომ შემილაგეს ამ შეტყობინებებით: „განაახლეთ სისტემა“ და

განაახლეთ სისტემაო“! ჰოდა ამოვიდა და მივეცი ინსტალირების ნება! - ლაპარაკისას იგი კიდევ უფრო გახელდა და მოკაკვულ თითს მონდომებით ურაკუნებდა თავისი „ეიჩ-თი-სის“ეკრანს.

- მერე სისტემა თუ გაგიახლდა, უკეთესი რაღა გინდა? - ისევ ირონიულად დაინტერესდა ნოდარი.

- მოიცა, თუ ძმა ხარ, ღადაობ? - დაიღმიჭა გაიოზი, - გასაგებად მქონდა მოწყობილი ტელეფონი, მერე ამ... ფუჰ, მაგათმა შეკიკინებამ ხომ ამირია მონასტერი! ამ განახლების მერე, სხვას რომ თავი დავანებო, ფოსტა სად მაქვს ის აღარ ვიცი! არც ამინდი სადაა... ეგ ჯანდაბას, რომ მოვსინჯე, ახალი სახელი და გვარის ჩაწერა ვერ ვქენი! გინახავს? ისე მომიშალა ნერვები, ლამისაა დავატკლიცო ამ ასფალტზე ახლა! მერე წავალ, ერთ ოცლარიან მობილურს ვიყიდი და მოვისვენებ! - სულმოუთქმელად ჯავრობდა იგი.

ნოდარმა ერთხანს არაფერი თქვა და ისე უყურა თანამშრომელს, ხოლო როცა დაინახა ცოტა დაწყნარდაო, უღიმღამო ხმით ამოილაპარაკა:

- მაგის მეტი გაჭირვება ნუ მოგცა ღმერთმა.გაიოზმა ჯერ გაუგებრობით სავსე გამოხედვა მიაპყრო მას, მაგრამ მყისვე

თავზე შემოირტყა ხელი:-ბიჭოს! სულ გამომაშტერა ამ ტელეფონმა! რაო, ცუდადაა საქმე? რას

ამბობს, ელპარაკე საერთოდ?- არ მაცალეს, - გულგატეხით დაიწყო ნოდარმა და წვრილად მოუყვა

ნათელასთან საუბრის შინაარსი, რამაც არცთუ დიდი დრო შეიწირა.- ჰო-ო, - წააგრძელა გაიოზმა როგორც კი მეწყვილემ თხრობა დაასრულა, -

სათქმელიც არაა ბოლომდე მიყვანილი და ამ ქალმაც გაიგო რომ მის თავს რაღაც ხათაბალაა, პასუხიც არ უთქვამს... ცუდია.

ნოდარი მოიღუშა და ზედა ტუჩის კვნეტას მოჰყვა, თუმცა კი ხმა არ ამოუღია.

- რა ვქნათ? - ისევ გაიოზმა ითავა ბჭობა, - კიდევ ერთხელ ვცადოთ? აბა მეტი რა გზა გვაქვს? - თვითონვე უპასუხა თავის კითხვას.

ნოდარმა ამოიოხრა და რამდენიმეჯერ გაისწორა თავის თეთრი პიჯაკი, სანამ ამხანაგს პასუხს გასცემდა:

- ხო მაგრამ, მაგან თუ იქ... მოკლედ იმ დანარჩენ პროფესორებს უთხრა ყველაფერი, მერე როგორ იქნება ეგ?

- ახალი ამბავი! - თეატრალურად გაიკვირვა გაიოზმა, - დაღამებამდე რომ გელაპარაკა მაგ ქალთან, რა გარანტია გაქვს შეკერავდი? რა იცი მაინც არ ატლიკინდებოდა?

ნოდარმა მას ჯერ ცნობისმოყვარეობით შეხედა, მერე კი აშკარად გუნებაგამოკეთებული ალაპარაკდა:

- სადღაც მართალი ხარ, ხომ იცი შენ? ერთი, რაც გინდა გრძელი საუბრით მართლა არ გადაწყდებოდა ეს საქმე. კი ბატონო, უფრო დიდხანს რომ

Page 132: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 132

მეხუჭუჭებინა და მეტი გარკვევით ამეხსნა რა სარგებელი ელის მის ოჯახს თუ დათანხმდება და რა ხიფათი უარის შემთხვევაში, აჯობებდა რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინაც ხომ ქმართან დალაპარაკებას მომთხოვდა. ჰოდა ითათბირონ ახლა, მით უმეტეს, მაგარი სწავლული არაა ეგ დედაკაცი? ჰოდა ესე იგი ბევრი ლაი-ლაის გარეშეც უნდა გაიაზროს, რად უნდა დაღეჭვა? - დაბეჯითებით დაამთავრა მან.

- ოხ, მაგის რჯულიც არ იყოს! - გულდაწვეტით აღმოხდა გაიოზს, - რაღა ახლა დაემართათ ეგ ამბავი? ჩვენც კაი ტიპები ვართ! მურმანიც თურმე, ოჯახაშენებული, რაღას წელავდა? და აჰა, რა ცუდად შემოტრიალდა ამბავი!

- წელავდა თორემ მთელი ეს ხანი პლაჟზე იყო წმოწოლილი ან ის და ან ჩვენ, - დააყვედრა ამხანაგს ნოდარმა, - ვითომ არ იცი რუსების ამბავი? ზაფხულში, მსოფლიოს უფროსობის კურორტებისკენ გახედვა და ამათი კუჭის აშლა რომ ერთდროულად ხდება.

კვლავინდებურად ნოდარის ადგილზე მჯდომმა გაიოზმა ერთი კი ამოჰხედა მანქანის პატრონს, მაგრამ ამჯერად ისეთი იერით, თითქოს საერთოდ არ უსმენს მას, რაღაც აზრი მოუვიდა და მის ავკარგიანობას ამოწმებს გუნებაშიო.

- ჰო, რაო? იდეები გაწუხებს გატყობ, თქვი რაღას წელავ, - შეგულიანა ნოდრმა.

- რას ვფიქრობ და, - აღარ დაიდო თავპატიჟი გაიოზმაც, - ქნას ამ ქალმა რაც ჩვენ გვინდა, ხოლო თავისი ბავშვი, თუ გამოუვა, ჩუმად მოასულიეროს. არ შეიძლება?

- ეგ უკვე განვიხილეთ მე და მურმანმა, სანამ შენთან მოვდიოდი ამ შუაღამეს, - უხალისოდ დაიწყო პასუხი ნოდარმა, - ნუ გეშინია, სოლოლაკიდან დიღომამდე სიარულში ვერ მოვასწრებდი, ხომ იცი შენ?

გაიოზი მოლოდინით მიაჩერდა მას, ნოდარმაც დაასრულა წინადადება:- ამერიკაში რომ დარეკა ამ მთვალიძემ სასწრაფოდან, ჩვენი ვარაუდით

შეატყობინა იქურებს თავისი გაჭირვება და შეიძლება მაგასთან დაკავშირებით რამე დააზუსტა... თავის ამბავში - ბიოლოგიაში.

- ა-ა, - ნირწახდომით ამოილაპარაკა გაიოზმა, როგორც გაიაზრა ამახანაგის ნათქვამი, - გამოდის ეს ბავშვი რომ მართლა გაცოცხლდეს, ამას როგორღა დამალავ?! იგივე ამერიკელები არ ჰკითხავენ: ბოლო-ბოლო რამდენი შვილი გყავდა, ახლა რომ ყველა ცოცხალია რომელი მოგიკვდა აბაო? ფუჰ!

უშიშროების ოპერატიული თანამშრომლები დადუმდნენ და ვერც კი ამჩნევდნენ რომ მათ გარშემო ქალაქი თანდათან იღვიძებს. დღის სინათლე სულ უფრო კაშკაშდება ხოლო სამსახურისთვის ადრე ამდგარ ხალხს დამსვენებლებიც გაერივნენ.

- ისე, - მოკლე დუმილის შემდეგ ყოყმანით ალაპარაკდა გაიოზი, - ბავშვი რომ არ მობრუნდეს, მაგ ქალსაც აღარაფერი ექნება საჭირვეულო. ხომ უნდა დაფიქრდეს - იქნება საერთოდაც ვცდები და ვაითუ ყველაფერი ფშუკიაო? ჰოდა მეორე ბავშვიც არ ჰყავს? იმასაც ხომ უნდა მიხედვა? ხოლო მაგისთვის რაც უფრო, აქაურების არ იყოს, - მან ხაზგასმით მიმოატარა ხელი, - მეტი ფარა ექნება, უკეთესი არაა?

- თანაც, შვილს თუ ვერ უშველა, ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გინდა იმ ოკეანისგაღმელი ხალხისთვის, რომ ამას მართლა არაფერი გამოუვიდა და ფუჭი ხმაური აუტეხია? - კითხვით დაუკრა ამხანაგს კვერი ნოდარმა.

- სამნი არიან ხომ მაგ ლაბორატორიაში? - წააგრძელა ეს გეგმის შემდგენელი საუბარი გაიოზმა, - მუდამ ხომ არ იქნებიან იქ, გამოუსვლელად? ეგენი თუ გუშინ საღამოს ჩაიკეტნენ მაქ, უკვე დროა ჭამა ან დასვენება მოუნდეთ.

- ხო მაგრამ, - შეფიქრიანებით გააქნია თავი ნოდარმა, - რა იცი ერთდროულად წავლენ დასასვენებლად? უფრო ალბათ მორიგეობით.

Page 133: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 133

- ჰოდა მარტო თუ დარჩა ის ქალი, მაშინ ხომ შეიძლება კიდევ ერთხელ ვცადოთ, იქნება, ამასობაში, ელაპარაკა კიდეც ქმარს... - დაიწყო გაიოზმა და იმწამსვე გააწყვეტინა თავს, - ეჰ, მართლა რომ ყველანი ერთად წავიდოდნენ თუნდაც ცოტა ხნით, მაშინ რას გავიადვილებდით საქმეს!

ნოდარი დაკვირვებით მიაჩერდა კოლეგას. პასუხად გაიოზი თავაუწევლად, მეგობრისთვის თვალგაუსწორებლად, ყრუ ხმით ალაპარაკდა:

- თვითონ ეკლესია თუ ამბობს - ვინც საიქიოში მოხვდა იქვე უნდა დარჩესო და ჩვენ თუ იმას ვიზამთ რაც ღმერთს უნდა, რაში ვიქნებით დამნაშავე? ეს ბავშვი ხომ ისედაც რამდენი ხანია მკვდარია.

ნოდარმა ჯერ უკვე შესამჩნევად ამოზრდილი წვერი მოიქექა, მერე ნეკა თითით კეფა მოიფხანა, მიმოიხედა და ბოლოს, როგორც იქნა, თვალი გაუსწორა თანამოსაუბრეს:

- რას ჰქვია „იმას ვიზამთ“? რა შეგვიძლია ჩვენ? რომელი ბიოლოგიის აკადემიკოსი მყავხარ?

- მშვენივრად გესმის რასაც ვამბობ, - ისევ უხალისოდ ლაპარაკობდა გაიოზი, - მაქ ისედაც წკიპზეა ალბათ. ალბათ კია არა სხვანაირად როგორ უნდა იყოს? ახალი აღმოჩენაა ბოლოს და ბოლოს, აბა ბრმა ნაწლავის ოპერაციას ხომ არ აკეთებს ის ქალი?

- მერე? - მერე რამეს შევცვლით იქ, ან კომპიუტერში რაღაცას ვიზამთ და შეიძლება

საკმარისიც აღმოჩნდეს... ყოველ შემთხვევაში, მოსინჯვა ხომ შეიძლება? აბა რა გითხრა, მივიდეთ და დავახრჩოთ ის ბავშვიო? კი მაგრამ დამხრჩვალი და მკვდარი ისედაც არაა? მეტს რას უზამ?! - გაგულისებთ ამოილაპარაკა მან.

ნოდარმა ურწმუნოდ გააქნია თავი:- ასე იოლია ვითომ სამეცნიერო ცდაში ჩარევა?... თუმცა, შენის არ იყოს,

მოსინჯვა მართლა შეიძლება, ოღონდ ეგაა, ამ ხალხს რას უშვები, ძალით გარეკავ ლაბორატორიიდან? - გულგატეხით დაასრულა მან.

პასუხად გაიოზმა ხმაურიანად ამოიოხრა. ორივენი ჩაფიქრდნენ. საფიქრელი კი ყოველ წამს ზვავივით მატულობდა. საქმე, რომელსაც თურმე უფროსი სულ არ მიიჩნევდა რთულად - რა უნდა მეცნიერის გადაბირებას ისიც გაუგონარ ფულად, როცა მათ გამოცდილი დივერსანტები ჰყავდათ გადანაბირები? მაგრამ უბედურმა შემთხვევამ, აუარება რომ ეგონათ ის დრო მთლიანად წაართვათ და რაც მთავარია, ამ საქმეში ფულის მნიშვნელობაც უკიდურესად შეამცირა, თუ მთლიანად არ გააუქმა.

ასეთი ნაჩქარევი ჩანაფიქრის შესრულებას ჯობია საერთოდ არ მოჰკიდო ხელი, მაგრამ ახლა რაღა დროსია? თუ მკვდრეთით აღდგენა მოხდა ამას სად წაიღებ, როგორ მიჩქმალავ და არ გაახმაურებ? ამის დამალვა იმდენადვე იქნება შესაძლებელი, რამდენადაც დედამიწაზე ასტეროიდის ჩამოვარდნისა.

მაგრამ უარსაც როგორ იტყვიან ოპერაციის ბოლომდე მიყვანაზე? ჯერ ერთი - დავალებაა, მეორეც, არანაკლებ და უფრო სწორად, გაცილებით მნიშვნელოვანი - რაც დაპირდნენ იმ ფულისთვის ნამდვილად ღირს მონდომება, კარიერისა და სამსახურის სასწორზე შეგდებაც, თანაც სრულიად უყოყმანოდ.

ნოდარ თივაძის და მისი თანამოსაქმეების ეს მსჯელობა, მიუხედვად იმისა საერთოდ არ იცოდნენ მათი არსებობა, ზუსტად გამოთვალეს ოპერციის უცხოელმა დამკვეთებმა. მათი წინასწარმეტყველური და გამომთვლელი უნარები რომ უტყუარნი ყოფილიყვნენ, ზუსტად იმიტომაც გაიმეტეს ამ საქმისთვის ესოდენი თანხა. ამდენ ფულს დახარბებული კაცი რას იფიქრებს და მოიმოქმედებს, მართლა რად უნდა მაგის გამოცნობას ბევრი ტვინის ჭყლეტა?

ნოდარი მანქანის სახურავს დაეყრდნო მარჯვენა ხელით და მიტრიალდა - ცათაბრჯენს აჰხედა კენწეროში, თითქოს ამოწმებდა, ახალ გარემოს რომ

Page 134: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 134

დავინახავ, აზრებიც სხვანაირად ხომ არ დამიტრიალდებიან თავში და აქამდე რომ ვერ ვხედავდი, ისეთ გამოსავალს ხომ ვერ შევამჩნევო?

შენობის მწვერვალის თვალიერებამ არ გამოიღო შედეგი და მან თავისი იმედგაცრუებული მზერა ქვემოთ, ზღვის დონეზე ჩამოაცურა. თავიდან უინტერესოდ უყურებდა იქაურობას, მაგრამ უცებ, როცა თვალთახედვის ფოკუსი გაასწორა და ყურადღებით დააკვირდა შენობის წინ, მოედანზე მდგარ სამ ადამიანს, მას უცებ ეცვალა სახე. გულგრილი იერი მყისვე გაუქრა და ნაცვლად ამისა მტაცებელი რომ მოულოდნელ სამსხვერპლოს შენიშნავს და გაიტრუნება, ისე გაუშეშდა სხეული.

შემდეგ წამს ნოდარმა ჯერ ძალიან ნელა მოარიდა სახე იმ სამეულს და მერე აუჩქარებელი ნაბიჯით ბულვარისკენ გასწია. გაიოზმა მას გაკვირვებით ამოჰხედა და პირიც კი დააღო ამბის საკითხავად მაგრამ ნოდარმა არ აცალა:

- უყურე იმ სამს, - ამოისისინა მან და თავისი აუჩქარებელი სვლა გააგრძელა.

მისი მანქანა ისედაც თითქმის ამოფარებული იყო შენობას იმ სამისთვის, თუმცა ნათელას რომ საგანგებოდ მოეხედა აქეთ, ნოდარს აუცილებლად დაინახავდა და იცნობდა კიდეც. ამიტომ იყო მამაკაცი სწრაფად მოშორდა თავის ავტომობილს და ცათამბრჯენის კუთხეს ამოეფარა. სამაგიეროდ გაიოზმა ისევ ტელეფონი დააძრო ჯიბიდან და იმის კირკიტს მოჰყვა, სინამდვილეში კი ნოდარისგან მითითებულ ხალხს არ აცილებდა თვალს.

თავი 26გივიმ იფიქრა ვიღაცას რამე დარჩა და მობრუნდაო, მაგრამ როცა კარი

უფრო ფართედ გაიღო, ოთახში მეცნიერთა ნაცვლად სრულიად უცნობმა კაცმა შემოყო თავი.

- ოჰ, - შეცბუნდა მოსული გივის დანახვაზე მაგრამ მყისვე დაიბრუნა უშფოთველი გამომეტყველება სახეზე, - არ მეგონა თუ აქ ვინმე იქნებოდა, გამარჯობათ.

- გამარჯობათ, - აუჩქარებლად უპასუხა გივიმ მაგრამ, თავისდა გასაკვირად, გულში რეჩხიც იგრძნო.

ნოდარი კი უზრუნველ გამომეტყველებას ინარჩუნებდა, თუმცა სინამდვილეში ძალიანაც დაბნეულად გრძნობდა თავს. ახლა იგი აქ, ლაბორატორიაში, არავის ნახვას ელოდა და ჯერ-ჯერობით ვერ ხვდებოდა, ვინ უნდა ყოფილიყო ეს ახმახი კაცი. ხომ უთხრა მას უფროსმა: ნათელა მთვალიძეს ორი მეცნიერი დახვდა უნივერსიტეტშიო? ჰოდა აგერ ახლა ეს ქალბატონი მათთან ერთად არ წავიდა? უფრო სწორად ისინი თავისი მანქანით წავიდნენ და ეს თავისით, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მან და გაიოზმა გადაწყვიტეს რომ მეცნიერებმა კომპიუტერის იმედით დატოვეს ლაბორატორია და ესე იგი მალე მობრუნებას გეგმავენ, ამიტომ გადაუდებლად შეუდგნენ ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენებას - მანქანა ჩაკეტეს და ნოდარი მყისვე ისევ შენობაში დაბრუნდა, სადაც ლაბორატორიას მიაშურა, ხოლო გაიოზი იქვე სადარაჯოზე ტრიალებდა, მეცნიერთა მოსვლა არ გამომრჩესო.

ახლა კი რა გამოდის? ეს კაცი თავიდანვე აქ იყო თუ გამორჩათ მას და გაიოზს მისი უნივერსიტეტში მოსვლა? არაა გასაკვრი რომ ვერ შეემჩნიათ, კინაღამ ის სამეულიც გამოეპარათ, ისე იყვნენ ბჭობაში გართულნი. მოკლედ, ამჟამად უშიშროების მუშაკს პირველ რიგში ამ ადამიანის ვინაობა უნდა გაერკვია.

გივიც ყურადღებით დააკვირდა შემოსულს და იოლად მიხვდა რომ ამ კაცის გარეგნობა და ჩაცმულობა ზუსტად ემთხვევა ნათელას მიერ აღწერილი უცნობის იერსახეს. ამის გააზრებისთანავე იგი მიხვდა თუ რატომ შეუქანდა გული წამის

Page 135: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 135

წინ. იგი შინაგანად დაიძაბა, თუმცა გარეგნულად ზრდილობიანი სალამი დაუბრუნა უცნობს და მოლოდინით მიაჩერდა.

- თქვენც მეცნიერი ბრძანდებით? - შემპარავად იკითხა ნოდარმა.- არა, - შესაშური გულწრფელობით გაიღიმა გივიმ, - სწავლული ჩემი

მეგობარია. - ა-ჰა, გასაგებია, - ასევე გულითადი ღიმილით ამოილაპარაკა ნოდარ

თივაძემ, თუმცა სინამდვილეში ვერაფერი გაიგო, რადგან გივის არც რამე უთქვამს.

ჯერ-ჯერობით ორი მამამკაცი ისეთი იერით საუბრობდა, თითქოს გამთენიოს, ბიოქიმიური ხელსაწყოებით გატენილ ლაბორატორიაში კი არ იმყოფებოდა უსიცოცხლო ბავშვის გვერდით, არამედ პარკში იჯდა და ნარდის თამაშისას მასლაათით ირთობდა თავს.

ნოდარი გამალებით ფიქრობდა როგორ დავიძვრინო თავი ამ გაუთვალისწინებელი ვითარებიდანო, როცა უეცრად სახე ისე გაებადრა, როგორც კაცს, რომელიც, დიდი ხნის დაკარგული რომ ეგონა, იმ ფულს ნახავს ძველი შარვლის ჯიბეში.

- უკაცრავად, თქვენ ნათელა მთვალიძის მეუღლე ხომ არა ხართ? - იმედით იკითხა მან.

- კი ბატონო, - თითქმის შეუმჩნეველი წარბშეკვრით უპასუხა გივიმ უცნობს. - გასაგებია, - გაცილებით უფრო დაჯერებულად გაიმეორა ეს სიტყვა

ნოდარმა და ყურადღებით ჩახედა რა თანამოსუბრეს სახეში, გულითადი კილოთი განაგრძნო, - მე და თქვენმა მეუღლემ ვილაპარაკეთ აქ, ამ შენობაში და თითქმის დარწმუნებული ვარ იმ საუბრის შინაარსი თქვენც იცით უკვე.

ამ სიტყვების გაგონებაზე გივის თავისი ოთხკუთხა სახის ნაკვთები ოდნავ გაუხევდა ხოლო გაუპარსავი, ისედაც გამოშვერილი მძიმე ნიკაპი კიდევ უფრო წინ გამოეწია, თუმცა მან კვლავინდებურად განურჩეველი ტონით ამოილაპარაკა:

- კი, ვარ საქმის კურსში.ნოდარს ამჯერად აღარფერი უთქვამს, იგი კითხვითა და მოლოდინით

მიაჩერდა თანამოსაუბრეს.ამის პასუხად გივიმ თავი დახარა და მდუმრებას მიეცა. რამდენიმე ხანს

ისინი ასე გაყუჩებულნი იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, მერე კი ნოდარმა გადამეტებული ხმაურით ამოიხვნეშა თანამოსუბრისთვის იმის მანიშნებლად - დრო მიდის, თქვი რამეო.

გივის თავი არ აუწევია ისე ჰკითხა ჯერ კიდევ უცნობ მამაკაცს: - თქვენი ვინ ბრძანდებით?- მე უკვე გავაცანი თავი თქვენს ცოლს... - დაბეჯითებით, თავისი

უპირატესობით გამსჭვალული იერით ალაპარაკდა თეთრებში გამოწყობილი კაცი, მაგრამ როგორც კი გივიმ ეს სიტყვები გაიგონა, იმწამსვე შეეშვა უცნობის სმენას და გონება მთლიანად საკუთარ საფიქრელს დაუთმო.

მას მშვენივრად ახსოვდა ნათელას მიერ სულ ახლახანს მონაყოლი, უცნობის თითოეული სიტყვა მკვეთრად ჰქონია ამოტვიფრული მეხსიერებაში. ჯერ ის წამოუტივტივდა აზრების ზედაპირზე, ნათუმ რომ ხაზგასმით აღნიშნა როგორი დაუფარავი უტიფრობით წარმოაჩინა ამ კაცმა - ყალბი სახელით გეცნობიო. ეს კიდევ არაფერი, ყველაზე ცუდი ნათუს სიტყვებიდან გივიმ ის გაიგო რომ ეს პიროვნება და მისი გამომგზავნები თინიკოს ბედს გადაწყვეტილად თვლიან და აქედან გამომდნიარე საქმიან მოლაპარაკებას აწარმოებენ, თუმცა კი უპატიოსნოს - დაშინების და მუქარის დახმარებით.

როცა ახლა ამ „თევდორემ“ კითხვაზე პასუხის გაცემა ისევ იმ ქედმაღალი ტყუილით იწყო, ანუ განაცხადა რომ უკვე გაცნობეთ ჩემი სახელიო, გივი მიხვდა რომ ეს არაფრის გამხელას აპირებს, ყოველ შემთხვევაში ნებით. იმასაც

Page 136: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 136

მშვენივრად მიხვდა რატომ ექცევა მათ ეს კაცი მთლად ასე აბუჩად, აკი თვითონ აუხსნა წეღან ნათელას.

მართლაც, ნოდარის თვალში ნათელა ჩვეულებრივი უნებისყოფო ინტელიგენტია, ხოლო მის ქმარი ასევე რიგითი ბიზნესმენი, რომლისთვისაც სახელმწიფო სტრუქტურებთან რაიმე კინკლაობა კი არა, იოტისოდენაზე ურთიერთობის გაფუჭებაც კი გაკოტრების, ბიზნესის დაკარგვისა და ვინ იცის კიდევ რა უბედურების მომასწავებელი უნდა იყოს და აქედან გამომდინარე მასთან მორიდებით ლაპარაკი მთლიანად დაუშვებელია.

გივიმ, თითქოს ჩაფიქრებულმა, უმიზნოდ მიმოუსვა ხელი კვარცხლბეკს, რომელზეც თინას სხეული ესვენა გამჭვირვალე საცავში, ხოლო მერე ერთი ნაბიჯი გადადგა თანამოსუბრისკენ.

- თუ შენ უფრო ნათლად გინდა გაიგო, - ამასობაში სხაპასხუპითა და ჯიქურ ლაპარაკობდა უკვე „შენობითზე“ გადასული თეთრებიანი, - ამისთვის შენმა ცოლმა პრინციპული თანხმობა უნდა გვითხრას, ვიდეოზე ჩაწერილი. მხოლოდ ამის მერე გაიგებთ დანარჩენს, ვისგან მოდის ეს წინადადება და იმ ზუსტ რიცხვსაც, რომელსაც თანამშრომლობის სანაცვლოდ მიიღებთ, დამიჯერე დიდი ციფრია, მრავალმილიონიანი, რამე ჯილდო ახლოსაც რომ ვერ მივა, ისეთი.

უცნობის ყველა მომდევნო ლიტონ სიტყვასთან ერთად გივი გრძნობდა როგორ დაუოკებლად ღვივდება მის გულში მძვინვარება. ეს ტურა თავს იკატუნებს თუ მართლა ვერ ხედავს რომ მის თვალწინ თითქმის განწირული პატარა ბავშვია, რომლის მშობლები ახლა თვით ბუნებას ებრძვიან იმისთვის რომ შვილის სიცოცხლე უკან დაიბრუნონ? რაში აინტერესებთ მათ რაღაც თანხები და საერთოდ ამ დროს და ამ ადგილზე როგორ სთავაზობს ასე უტიფრად ქრთამს?

გივიმ იგრძნო რომ ამ კაცთან ლაპარაკი დროის ფუჭი კარგვაა. არაა ეს ისეთი პიროვნება, რომელიც ან დაგხათრავს, ანგარიშს გაგიწევს რამეში ან საერთოდაც თანაგიგრძნობს. სხვანაირად აქვს გული და სული მოწყობილი. ეს სულ ასე უტუხი ზეწოლით იმოქმედებს და საერთოდ რომ ვერ წააწყდეს წინააღმდეგობას, ანუ გივიმ მარტო სიტყვებით თუ ეცადა მისი გულის მორბილება, ვინ იცის სადამდე გათავხედდება? აქედან გამომდინარე ამ კაცის ჭკუაზე მოყვანა, მისი ყურადღების მიქცევა და თავისი თავის სერიოზულად წარდგინება მხოლოდ სათანადო მოქმედებით შეიძლება. მოკლედ, ინიციატივის ხელში ჩაგდება გახდა საჭირო.

- ესე იგი იმ ხელსაწყოს მეშვეობით? - ვარაუდი გამოთქვა გივიმ და უცნობს მის ზურგსუკან მიუთითა, სადაც სინამდვილეში ხელსაწყოები კი არა, მხოლოდ კარადა და ასაწყობი თაროები იდგნენ, რომლებზეც ქანჩის გასაღებები, ბრტყელტუჩები, საკვნეტები და კიდევ მრავალნაირი იარაღი და მასალა ეწყო.

დაბნეულმა თეთრებიანმა, რომლის მთელი აქამდელი ლაპარაკი ხელსაწყოს ხსენებას ნამდვილად არ ითავლისწინებდა, ძალაუნებურად წამით მაინც მიიხედა იქეთ, საითაც თანამოსაუბრე მიუთითებდა.

უშიშროების გამოცდილმა აგენტმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. ასეთ იოლ ფანდზე წამოგებას მის სამსახურში კი არა სკოლაში ვერ ახერხებენ. მაგრამ მთლად მისი დადანაშაულებაც არ იქნებოდა სწორი - იგი ხომ გივის ისე უყურებდა როგორც ვაჭრის ფსიქოლოგიის კაცს და ცხადია მისგან არაფრის გაბედვას ელოდა. სამაგიეროდ გივი თითქმის დარწმუნებული იყო ვისთან ჰქონდა საქმე. მართალია ეს ადამიანი მასზე დაბალია, მაგრამ სუსტი ნამდვილად არ ეთქმოდა. პირიქით ამ მამაკაცს აშკრად ეტყობოდა მის ზუსტ და მკვეთრ მოძრაობებზე რომ იგი შესანიშნავ ფორმაშია. ამიტომ არ გარისკა გივიმ პირდაპირი შეტევა, ჯერ ცოტა ყურადღება დაუფანტა მოწინააღმდეგეს.

როგორც კი ნოდარმა წამის რაღაც მცირე ნაწილით მოაშორა მას თვალი, გივიმ ელვისებურად გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი და გამეტებული პირდაპირი

Page 137: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 137

დარტყმა, ანუ მოკრივეების ტერმონოლოგიით, რომელიც უცხოელებმა ასწავლეს რეზერვისტთა შეკრებაზე, მარცხენა ჯები აგემა მტერს გულის ფიცრის ქვემოთ - ზუსტად მზის წნულში.

მოწინააღმდეგემ „უ-უოჰ!“-ო გამწარებით ამოიგმინა და ორად მოიკეცა. შემდეგ წამს იგი სახის ფერით თინას დაემსგავსა და სხვანაირადაც უსიცოცხლო ეგონებოდა ვინმეს, რომ არა მისი გადმოკარკლული თვალები, რომლებიც ტკივილით, ბრაზით და გაკვირვებით აევსნენ მყისვე.

გივი აღარ დაელოდა როდის მოითქვამს მისი იმ დროისთვის უკვე მუხლებზე დაცემული მტერი სულს, სწრაფად მივარდა თაროს და იქედან სკოტჩის მურგი დაიტაცა. მან იქამდეც შეამჩნია რომ ერთი მიმართულებით გაყვანილი მილები და ელექტროსადენები ზუსტად ამ ფირით იყვნენ შეკრულნი.

გივი ისევ ძლივს მსუნთქავ მოწინააღმდეგეს მიუბრუნდა, ამჯერად ზურგიდან და ჯერ ერთი ხელის უკან გადაგრეხა მოუნდომა. მიუხედავად იმისა უცნობი ძალიან ცუდ დღეში იყო, იგი მაინც შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას და თავისი ხელი მეტოქეს ასე უბრძოლველად არ ანება.

მაშინ გივიმ მთელი ძალით ჩაარტყა მას მუხლი ზუსტად ხერხემლის შუაში და ისევ მიიზიდა მტრის მარცხენა. უცნობმა იყვირა და ამავდროულად ხელიც მოადუნა, ეტყობა ჭიდაობის თავი საბოლოოდ დაუკარგა საშინელმა ტკივილმა. გივიმც ისარგებლად ამით და ახლა თითქმის წინააღმდეგობის გარეშე გადმოსწია მეტოქის ხელები თავისკენ და მაჯები სკოტჩით მიუხვია ერთიმეორეზე.

ამასობაში უცნობს გულს აზიდა. ოთახში ნარწყევის მწკლარტე, უსიამოვნო სუნი დატრიალდა. გივიმ აუჩქარებლად დაამთავრა სკოტჩის დახვევა, ფირს შუაში საჩვენებელი თითის ფრჩხილი დაჰკრა და გაწყვიტა. შემდეგ წამოდგა და სკოტჩი თავის ადგილზე დადო ისე რომ კვლავინდებურად ყურადღება არ მიუქცევია გაბაწრული კაცის გასაჭირისთვის. უცნობმა ღრმა დაბოყინებით კიდევ ერთი-ორჯერ გადმოუშვა პირიდან მოკლე ჩანჩქერი, ძირითადად ხაჭაპურის მოუნელებელი ნაღეჭები. გულისრევამ ეტყობა ცოტა დაუწყნარა ორგანიზმი და როცა ცოტა სული მოითქვა და სუნთქვაც გაისწორა, დალაპარაკებაც შესძლო:

- რას სჩადიხარ თუ იცი, შე იდიოტო? - რისხვით ამოიხრიალა მან, - ვის უბედავ ხელის დარტყმას?

რადგან უცნობი ჯერ ისევ შეუდრეკელ განწყობაზე იყო, გივიმ, როგორც ამნაირ ვითარებისთვის ასე თუ ისე შემზადებულმა კაცმა, მშვიდად, თითქოს ისეთი არაფერი ხდებაო, ამოილაპარაკა:

- არ შეიძლება ლაბორატორიის ასე მოსვრა, სადა აქვთ ნეტა ამათ ჩვარი და ცოცხი? ოთახიც გასანიავებელია, - ამით იგი მოწინააღმდეგეს აჩვენებდა, შენი მუქარა აწი აღარაფერს ნიშნავს და ახალ, შენთვის უარესობისკენ შეცვლილ მდგომარეობას უნდა შეეგუოო.

- ბიჭო შენ ნორმალური თუ ხარ, ვინა ხარ საერთოდ? - ტყვეს კვლავინდებურად არაფერი ეტყობოდა დათრგუნულისა და დამარცხებულის. პირიქითაც, იგი ძველებური რიხით ლაპარაკობდა, - ამ ქალის ქმარი რომ ხარ ვიცი, თუმცა შენი სახელი არც მახსოვს... არც მჭირდება და იმიტომ, ვიცი რომ ერთ რაღაცა ფირმას ხარ სასოებით გადაყოლილი. ჰოდა არ გაქვს იმის ტვინი მიხვდე, რომ ახლანდელმა შენმა გამოხტომამ შენი ბიზნესი შეიძლება მთლიანად გაგიოხროს? მაგდენს თუ ვერ აზროვნებ, მაშინ ამდენ ხანს საერთოდ როგორ პატრონობ მაგ საქმეს?

გივიმ, ისე რომ სადამლაგებლო ინსტრუმენტის ძებნა არ შეუწყვეტია, თავისმოუბრუნებლად თქვა:

- ჯერ საკუთარი სახელის ჩუქება მოგიწევს.

Page 138: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 138

- ბიჭო, დროზე მოდი გონს, ეხლავე გამიხსენი ხელები, მერე სანანებელი გაგიხდება იცოდე! - კიდევ უფრო ჯიქურად ალაპარაკდა ტყვე.

გივიმ ცოცხის ძებნას თავი ანება და კარების კუთხეში, კედელს მიყუდებულ, უჟანგავი ფოლადის, დაახლოებით სამი სანტიმეტრი, ანუ როგორც თვითონ იტყოდა - დუიმიან, ნახევარ მეტრომდე სიგრძის მილს დააჩერდა.

იგი აუჩქრებლად დაიხარა, აიღო ეს საგანი, მოწინააღმდეგეს მიუბრუნდა და თითქოს კვლავინდებურად მშვიდი, თუმცაღა სინამდვილეში ბრაზისგან გაგუდული ხმით წარმოთქვა:

- მერე ვინანებ მე თუ არა ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, ხოლო შენ თუ არ იტყვი რას ერჩი ჩემს შვილს და ვინ მოგაგზავნა, ინანებ პირდაპირ ახლა და ძალიანაც მწარედ, მთელი ცხოვრება გემახსოვრება... თუ გექნა ცხოვრება.

კვლვინდებურად იატაკზე, თავის ნარწყევთან ჩამუხლულ ნოდარს ისევ მუქრის კილოთი უნდოდა საუბრის გაგრძელება, ჯერაც ვერ გამოეღწია იმ შეხედულებისგან, რომელიც მან და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს და შეიქმნეს ამ ადამიანის მიმართ. მაგრამ როცა გივის თვალებიდან ლავასავით გამოდენილი მრისხანება დაინახა, ხოლო მის ხელებში ლითონის კეტი, უშიშროების ოპერატიული მუშაკი როგორც იქნა მიხვდა რომ დრო იყო არსებული და უკვე აშკარად მოძველებული სტერეოტიპისთვის გადაეხედა. მის თვალებში პირველად გამოჩნდა ეჭვის კვალი:

- რად გინდა შენ ან ჩემი სახელი, ან ის, რა ხალხმა დამაბარა შენთან სიტყვა? - საგრძნობლად დაშოშმინდა იგი, - განა იმან, რაც შენს ცოლს შევთავაზე, თუმცა კი გაკვრით და რაც ახლა შენ უფრო გარკვევით გაგიმარტე, ამან არ უნდა მიგახვედროს რომ სერიოზულ ორგანიზაციებთან გაქვს საქმე?

გივი მდუმარედ ისმენდა მის ლაპარაკს ცივ მზერას არ აშორებდა. მერე უცებ „ჰმ“-ო, წამოიძახა და ცალყბად ჩაიღიმა. უცნობი გაკვირვებით მიაჩერდა. პასუხად გივი ჩაცუცქდა, მილი იატაკზე დადო და ტყვის ჯიბეების ჩხრეკას შეუდგა. გაბაწრულმა შეკრული ხელებით სცადა ვითომ გაბრძოლება მაგრამ გივიმ მას თვალებით ანიშნა მილზე და ცივი, აუღელვებელი ხმით გააფრთხილა:

- მარტო ჩარტყმას არ გაკმარებ იცოდე, შეიძლება სადმე შეგიკეთო.უცნობმა მყისვე დაანება თავი ფართხალს. იგი არა იმდენად გივის მუქარით

სავსე სიტყვებმა შეაშინეს, რამდენადაც იმან, როგორი, წყნარი, მშვიდი და ოდნავ გასაგონი ხმით წარმოითქვა ისინი.

აგენტს შარვლის მარჯვენა ჯიბეში გასაღებების ორი შეკვრა აღმოაჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთში აკინძული ლითონის ნახელავები საერთოდ არ ჰგავდნენ ჩვეულებრივ კლიტეებს. მარცხენაში ოცლარიანების დასტა აღმოაჩინა გივიმ თუმცა არც ამან და არც საეჭვო გასაღებებმა მისი ყურადღება ვერ დაიპყრეს დიდი ხნით. პიჯაკის მარჯვენაში ჯიბეში კაცს ფართო ეკრანიანი სამსუნგის ტელეფონი ედო ხოლო პერანგის გულის ჯიბეში მართვის მოწმობა. ამ საგნებმა უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიეს მაგრამ მთავარი აღმოჩენა მაინც უცნობის მარცხენა იღლიის ქვეშ მყოფი რევლოვერის ბოხჩა გამოდგა საიდანაც გივიმ შავად მოელვარე იარაღი ამოაცურა. მას სულ ერთი წამი ეყო იმის დასადგენად, რომ ხელში ცხრა მილიმეტრი კალიბრის პისტოლეტი „ბერეტა“ უკავია.

- გამარჯობა შენი, უშიშროების სამსახურის უფროსო ლეიტენანტო ნოდარ თივაძე, - სამსახურებრივი მოწმობის გაცნობისთანავე დამცინავად ჩაილაპარაკა გივიმ ისე რომ თანამოსაუბრისთვის არც კი შეუხედავს. თუმცა, როცა დაინახა კერძოდ რომელი ორგანიზაციიდან იყო ეს საბუთი გაცემული, ღიმილი მაშინვე წაეშალა სახიდან.

ნოდარმა პასუხს დუმილი არჩია. გივიმ ტელეფონი აიღო და რამდენიმე ცდის შემდეგ კლავიატურის ბლოკი მოხსნა. მით უმეტეს, ტელეფონმა თავად უკარნახა, როგორ უნდა ექნა ესეც და ისიც, სად მოეძებნა ბოლო ზარები.

Page 139: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 139

- ესე იგი დიდ ხალხთან მაქვს საქმე და ცუდ დღეში ჩამაგდებენ რომ არ დავემორჩილო? ახლა რაც დღეში ვარ ის კარგად ყოფნაა შენი გამომგზავნების ჭკუით? - ღრმა ამოოხვრით ამოილაპარაკა გივიმ და ტელეფონს თავი ანება, თითქოს რაღაცა გაახსენდაო, ლაბორატორია შეათვალიერა.

ასაწყობი თაროების გვერდით ორი ცალი თხელი პლასტმასის ფირფიტა იდო იატაკზე, ხოლო ზემოდან მეორე თაროზე მოზრდილი მინის ქვაბივით ჭურჭელი. მათი საშუალებით გივიმ ჯერ ნარწყევი აკრიფა იატაკიდან, რის დროსაც თვითონ მას კინაღამ წასცდა პირიდან კუჭის წვენი. მერე ფანჯარა გამოაღო. ზემოდან, გაღვიძებული ბულვარიდან მომდინარე ხმებს მიაყურადა და შემდეგ მის ხელში მყოფი ნაგავი იმ ბეტონის ღრმულში გადაყარა, სადაც სარეზერვო ელექტროგენერატორის ავზები იდგნენ.

ამის მერე ზედა თაროზე მყოფ ქაღალდის პირსახოცების მურგს კარგა გრძელი ნაჭერი მოახია, რითაც იატაკი მოწმინდა და მერე ეს ნახმარი ჩვარიც წინა ნაგავს მიაყოლა. როცა ამეებს მორჩა, გივიმ სარკმელი ღიად დატოვა, ნათელას და მისი კოლეგების მოსვლამდე ეს მყრალი სუნი განიავდესო. მერე თავის ტელეფონზე საათს დახედა, ისევ მოიმარაგა პირსახოსიც ნაჭერი, დაჭმუჭნა და ტყვეს მიმართა:

- თივაძე, თუ ვიღაცა ხარ, დააღე პირი ულაპარაკოდ თორემ მერე საკუთარ ნარწყევსაც ვეღარ გადმოაფურთხებ - გადაყლაპვა მოგიწევს.

თივაძემ შედავება სცადა, მაგრამ როცა გივის გაქვავებულ სახეს შეხედა, რომელიც ახლა ულმობლობის ეტალონად გამოდგებოდა, მხოლოდღა თავი გააქნია ერთხელ და გივის ბრძანება შეასრულა. გივიმც მონდომებით ჩასჩურთა პირში ქაღალდის გუნდა რაც შეეძლო ღრმად და ისევ სკოტჩით აუკრა ბაგეები, რომ ტყვეს ეს საცობი უკან არ გადმოეფურთხებინა.

- ადე, წავიდეთ, შენი აქ ყოფნა სულ არაა საჭირო, სხვა ადგილზე ვილაპარაკოთ, - შესთავაზა მან თივაძეს.

ტყვემ რაღაცის თქმა სცადა მიუხედვად აკონილი პირისა, მაგრამ გივის მისი მცდელობისთვის ყურადღება არ მიუქცევია - უხეშად წამოაყენა და კარებისკენ წაუბიძგა.

- რადგან მედპუნქტი ღიაა, ალბათ შენი დამსახურებით და სულ უმცირესი ამ ორ დღეს შიგ არავინ შემოვა, იქ დამელოდები.

თივაძემ ჯერ გაკვირვებით შეხედა გივის, ხოლო მერე ეტყობა ყველაფერი მოისაზრა და ისევ თავის ქნევით გავიდა ლაბორატორიიდან. ბოლო წამს გივი დაბრუნდა და სკოტჩი წაიყოლა.

ექიმის ოთახში მან ტყვე იმავე ღია ფერის პლასტმასის ფირით დაფარულ ტახტზე დააწვინა სადაც ნოდარი სულ ცოტა ხნის წინ ნათელას ჩაუსაფრდა. გივიმ ფრთხილად, ისე რომ აგენტს ფეხი არ მოერტყა მისთვის, კოჭები გაუკრა მას. მთელი ამ სამზადისისას ნოდარი გულგატეხილი გაოცებით აკვირდებოდა მოწინააღმდეგეს. მას ვერ გაეგო, როგორ მოხდა რომ ვიღაც უბრალო ადამიანმა იგი, გამოცდილი ოპერატიული მუშაკი, ასე ცხვარივით გაბაწრა.

საექიმოდან გამოსვლის წინ გივი შეყოვნდა, იარაღი გაახსენდა, რომელიც ლაბორატორიის დატოვების წინ შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო. მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგეს ხელ-ფეხი გაკავებული ჰქონდა, საბოლოოდ პისტოლეტი მაინც არ დატოვა აქ - ვინ იცის რის მაქნისია ეს ჯეილიო? ასეთ დავალებაზე მთლად უბრალო ვინმეს ხომ არ გამოუშვებდნენო?

- ეჭვი არ მეპარება, - გასვლის წინ მოუბრუნდა გივი ტყვეს, - არ იხმაურებ და სერთოდ, შენი თავის გასაჯაროვებას არ ეცდები.

პასუხად თივაძემ ბღვერვით დაუქნია თავი. ამის შემდეგ მეცნიერის მეუღლე ოთახიდან გავიდა, კარები მიიხურა და ლაბორატორიისკენ გაეშურა. ქვედა სართულზე მან კიბის ქვეშ შეიხედა და ერთ-ერთი შველერის თავზე იარაღი შემოდო.

Page 140: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 140

თავი 27- მეგონა უფრო დიდხნს იქნებოდი, ნათუ, - მიეგება გივი ლაბორატორიაში

შემოსულ ცოლს, - რა გეჩქარებოდა, დაგესვენა კიდევ, შოთკოს ხომ მაინც სძინავს? - ამ სიტყვებთან ერთად კაცმა ტელეფონი ამოაცურა ჯიბიდან და ეკრანს დახედა, - აბა რას იზამს, რვა ახალდაწყებულია.

იმ ხნის განმავლობაში, სანამ ოთახში მარტო იყო, იგი ერთ წუთსაც არ მჯადარა უსაქმოდ. ჯერ თინას სახესა და ტანს აკვირდებოდა, გულისძგერით ელოდა იქნებ ისევ შევამჩნიო ის სიზმრის ანარეკლი ჩემი გოგოს სახეზეო. მერე, როცა ვერაფერი დაინახა და მიხვდა რომ მხოლოდ გულს იტეხს ფუჭი მოლოდინით, გივიმ კომპიუტერებსა და აღმრიცხველებს შეუმოწმა მონაცემები და შეტყობინებები. შემდეგ კიდევ ერთხელ, უფრო გულდასმით მოასუფთავა თივაძის მონასვარი იატაკი, რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა საზიზღარი ოხშივარი და სველი ქაღალდის ჩვარიც მოუსვა იქურობას.

თავდაპირველად ასეთ გულმოდგინებას იმიტომ იჩენდა, გენომ და ალექსანდრემ არ შეამჩნიონ რამეო, მაგრამ ბოლოსკენ, როცა დასუფთავებას მორჩა, უფრო მნიშვნელოვანზეც დაფიქრდა: ნათუს თუ მოვუყვე თივაძესთან შეტაკების ამბავიო?

ერთი მხრივ, მის ცოლს ახლა ისედაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა და საფიქრალი აწევს და კიდევ მეტით მისი დატვირთვა არ გამოიყურება ჭკვიანურად. მეორე მხრივ, ვინ იცის საბოლოო ჯამში რა გართულება მოჰყვება წეღანდელ შეხლა-შემოხლას? ჰოდა განა მართებული არ იქნება ნათელამ მთლიანად იცოდეს ვითარება და მეტ მზადყოფნაში იყოს?

- სძინავს, ერთი კი გამომხედა ცალი თვალით, როგორ ხარო რომ ვკითხე და იმწუთსვე კედლისკენ გადატრიალდა, - ამასობაში სევდანარევი ღიმილით ამცნო ქმარს ნთელამ, - ჰოდა დასვენება... მეტი რაღა მინდა, თითქმის ორი საათია წასული ვარ, ამათგან საათნახევარი ნამდვილად წავთვლიმე.

გივი უსიხარულოდ ჩააღიმა მეუღლის ბოლო სიტყვებმა, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, უკან ხომ აღარ გაბრუნდებოდა ნათუ სასტუმროში? ამიტომ შვილზე ლაპარაკი განაგრძნო:

- არაა გასაკვირი, გუშინ ძალიან დაიქანცა და თინიკოს ამბავმაც ანერვიულა... მაგრამ მაინც მოუწევს ადრე ადგომა, რაც უფრო ადრე ჩავიყვან ბებიამისთან, მით უკეთესი, ვინ იცის, რა და როგორ იქნება დღეს?

- ბებიამისთან? ჰო, მართალი გითხრა მეც ეგ ვიფიქრე, ოზურგეთი აქვეა... - ამ ადგილას ნათელა შეჩერდა, თავისი ქათქათა სახე ჯერ ქმარს მიპყრო, მერე ჰაერი შეისრუტა გაფართოებული ნესტოებით და შეფიქრიანებულმა იკითხა, - მეჩვენება თუ თუ რაღაც სუნია? ნეტა საიდან მოდის? - უცებვე შეშფოთებული, იგი ბიოსტატს დააკვირდა გაფაციცებით.

- არა, არა, აქ არაა, - მონდომებით მოჰყვა მის დამშვიდებას კაცი, - ფანჯარა გამოვაღე და, - მან უკან გაიშვირა ცერა თითი, - იქედან შემოვიდა. რა ვიცი, იქნებ ვინმე ოხერმა ჩაარწყია საცავში, - გივი ზიზღით დაიღმიჭა, - მერე აღარ დავკეტე, განიავდეს მეთქი.

გივიმ ამ წამს როგორც იქნა გადაწყვიტა რომ თივაძესთან შეხვედრას ახლა არ ახსენებს, მერეც მოესწრება, როცა იმ კაცს წესიერად დაელაპარკება და რამეს მოაყოლებს.

- ჰო-ო, - წააგრძელა ნათელამ თითქოს დაკმაყოფილდა მეუღლის განმარტებასო, თუმცა ამავდროულად მაინც დაეჭვებული მისჩერებოდა მას, - ჩემი არყოფნისას რამე მოხდა აქ? რაღაც აფორიქებული მეჩვენები, რაშია საქმე? - ბოლოს პირდაპირ იკითხა მან.

Page 141: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 141

გამოდიოდა რომ გივის მაინც დაეტყო წეღანდელი ორთაბრძოლა და მერე მისი შედეგების აღმოფხვრა. მთლიანად ვერ დაიმშვიდა თავი. ამან ძალაუნებრურად ისიც აკითხვინა თავისთვის - რატომ ვეძგერე იმ კაცს და ამით რისი გულისთვის გადავიკიდე ვინ იცის რა მძლავრი ხალხიო? ასეთმა აზრებმა შესაბამისი სურვილიც აღუძვრეს: მიუხედავად საკუთარი ჩაუხედავობისა ცოლის საქმიანობაში და იმის გათვალისწინებითაც რომ ნათელას ახლა არა აქვს დასაკარგი დრო, კაცმა გადაწყვიტა თუნდაც რამე გაეგო, რაც ოდნავ მაინც განუმარტავს მომავალი ხათაბალის გამართლებულობას, რომელსაც თივაძის გალახვის შედეგად უეჭველი გადაეყრება.

- არაფერი მოხდა, სხვა რამ მაწუხებს, ნათუ, ვიცი სად გცალია მაგისთვის მაგრამ ... - იგი შეყოყმანდა თუმცა მთლად მაინც არ გაჩერდა, - მომკლა ამ გაურკვევლობამ, იქნება ცოტა რამ მითხრა... რის იმედზე ვართ, ე-ე... რა გზით ეშველება თინიკოს? რა ხდება აქ ისეთი, აქამდე რომ არავის უქნია?

ნათელა დაფიქრდა და ასე აზრმორეული მზერა მიაბჯინა ქმარს, მერე ხელი მოუსვა მკლავზე, ერთი ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ თინიკოს უძრავ სხეულს გადახედა, ისევ მეუღლისკენ მოაბრუნა სახე და ნელა წარმოთქვა:

- მესმის გივი, გაურკვევლობის შეგრძნება მართლაც მომწამლავია. გინდა ცოტა გაგარკვიო და შეგიმსუბუქო დარდი, გგონია მე ვიცი რაა და როგორაა.

კაცი აშკარად დააბნია ცოლის ამ სიტყვებმა და ეს უმალვე სახეზე აესახა. ამის დანახვაზე ქალს მწარედ გაეღიმა.

- ჰო, ზუსტად მასეა, - ქმრის გამოუთქვამ კითხვას უპასუხა მან, - შენზე მეტი კი ვიცი, მაგრამ სინამდვილეში თითქმის შენსავით უვიცობის ბურუსში ვარ.

- მესმის, ნათუ, რასაც ამბობ, - მოისაზრა გივიმ, - გაუგონარ საქმეს ხარ შეჭიდებული, ჯერ რომ არავინ მორევია და კაცმა არ იცის რა შედეგს გამოიღებს ისეთს, მაგრამ მე ხომ საფუძვლებიც არ ვიცი, საიდან იწყება თინიკოს მორჩენა და ბარემ რა ადგილზეა მისული ისიც მინდა გავიგო, - მან თინას გახედა, - იმასაც კი ვხვდები, ნამეტანი უდროოა ახლა ჩემი ცნობისმოყვარეობა... - აღარ დაამთავრა მან წინადადება.

- კარგი, - თანაგრძნობით სავსე მზერა შეავლო მას ცოლმა, მერე ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და თავის ქნევით ალპარაკდა, - იყოს პატარა ლექცია, ოღონდ ერთი წესი დავიცვათ: გაკვეთილი გრძელდება ალექსანდრეს და გენოს მოსვლამდე.

კაცმაც ასევე რამდენიმეჯერ დაიქნია თავი, გასაგებიაო.- ამ მოწყობილობას ბიოსტატი ეწოდება, პასადინადან, კალტექიდან მიიღო

იგი... ბათუმტექმა თუ ბათტექმა, არ ვიცი რას ეძახიან თავის უნივერს აქაური სტუდენტები, მაგრამ ჩემთვის და შენთვის ახლა ყველზე მნიშვნელოვანი ისაა რომ ამ დანადგარის გარეშე განწირული ვიქნებოდით, - თავმოუბრუნებლად, ყრუ ხმით რაღაც შესავლისმაგვარი წაუმძღვარა ნათელამ თავის მომავალ გაკვეთილს.

მერე დადუმდა. ხან ეკრანს უყურებდა და ხანაც მაგიდაში ჩამონტაჟებული კლვიატურის ღილაკებზე დაარბენინებდა თითებს. ბოლოს ისევ დისპლეის გაუსწორა მზერა, შეაფასა თავის ქმედებათა შედეგები, კვლავ გივის მოუბრუნდა და ისე ჩქარა ალაპარაკდა, მის ქმარს პირველხანად ყოველგვარი იმედი გადაეწურა რამეს გავიგებო. მაგრამ მალევე, თავისდა გასაკვირად, მიხვდა რომ ნათუ იოლად აგებინებს სათქმელს, თუმცა დაწყებით კი უცნაურად დაიწყო:

- მაშ ასე, გივი, ფრჩხილებს ხომ იქნი? თმებსაც იკრიჭავ, წვერსაც იპარსავ? კანიც გექერტლება, განსაკუთრებით ახლა, პლაჟზე რომ ირუჯები, ნაკაწრებიც გიხორცდება, ნამწვრობებიც, დანასერიც?

- რაო? - დააბნია კაცი კითხვების ამ მოულოდნელმა ნაკადმა. -ამის გარდა გრიპი ან, ბავშვობისას, წითელა რომ შეგეჭრა ორგანიზმში,

მერე, როცა გამოჯანმრთელდი, ხომ ყველაფერი უკვალოდ გაქრა?

Page 142: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 142

- რას ამბობ ნათუ? - სულ უფრო იპყრობდა გაოგნება კაცს.- მაგას თავი დაანებე, - ქმრის კითხვები თითქოს საერთოდ არ ესმისო, ისე

განაგრძნობდა ქალი, თუმცა მისმა მისმა შემდეგმა ლაპარაკმა ცხადყო რომ არაფერი ეპარება, - სანამ მაგ სამ სიტყვას წარმოთქვამდი, შენს სხეულში მილიონობით უჯრედი მოკვდა!

გაოგნებამ გივის თითქმის შუბლის ზედა კიდემდე აუყვანა წარბები. ამის დანახვაზე ნათელას ბაგეებს ღიმილის აჩრდილმა გადაურბინა, თუმცა მისი საუბრის სისწრაფეზე ამას არ უმოქმედია:

- ამ აუარება საკუთარი შიგათავსის გარდაცვალების გამო ნუ შეშფოთდები, ყველა ეს, ამა თუ იმ მიზეზით გაფუჭებული თუ მკვდარი უჯრედი, ხელადვე ახლით ნაცვლდება. ოღონდ ისაა, შეგიძლია წარმოიდგინო რა სისწრაფის პროცესები ვითარდება ყველა წამს შენს ორგანიზმში.

სანამ გივი ამ მოვლენის მასშტაბს იაზრებდა, ნათელა დადუმდა, ყურადღებიანი მზერა გადაავლო ჯერ თინას სხეულს, მერე ხელსაწყოებს და განაგრძნო:

- ორგანიზმსაც ამ ურიცხვი მიცვალებულის მოშორება ესაჭიროება. თანაც ყოველ წამს, წუთს, საათს... მოკლედ, გამუდმებით, სანამ ვცოცხლობთ. ამ უჯრედებს მარტო დაზიანება ან ავადმყოფობა არ კლავს, ყავლიც გასდით, ბერდებიან, წეღან რომ ვახსენე, იმ სიჩქარით მუშაობის გამო მალევე იცვითებიან. სიკვდილი რომ არ დაავიწყდეთ, ორგანიზმი მკვლელ ნივთიერებას წარმოქმნის - დეზოქსირიბონუკლეაზას, რომელიც ჟლეტს და შლის უკვე დრომოჭმულ უჯრედებს. ამ გვამების არსებობას მყისვე იგებენ ჩვენი სხეულის პაწაწინა ბინადრები - ფაგოციტები. ისინი „ჭამენ“ ამ შხამადქცეულ ნარჩენებს და მერე გამოჰყოფენ ლიმფოსითხეეებში, რის მეშვეობით სხეულიც საბოლოოდ იშორებს მათ.

ნათელა შეჩერდა და კითხვის თვალით შეხედა ქმარს. ამანაც ყოჩაღად დაუქნია თავი. მაშინ ქალმა გააგრძელა ქმრის სურვილის შესრულება:

- მაგრამ როცა სხეული მთლიანად მკვდარია, მაშინ ყველა მისი უჯრედიც მკვდარია და ყველა პროცესი შეჩერებულია. არავის და არაფერს შეუძლია უსარგებლო, მავნე და საშიში ნაწილაკების გამოტანა და მათ ნაცვლად ახალი და მოქმედი ქიმიური მანქანების შექმნა.

ნათელამ აქ პაუზა აიღო, გივის ანიშნა - მთავარ სათქმელზე გადავდივარო: - თავის დროზე დავისახე გამეგო: შეიძლება თუ არა მკვდარი ორგანიზმის

პატარა უბანში იმის განსახიერება, თითქოს მთლიანად სხეული ცოცხალია, მასში ყველა პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს და უსარგებლო უჯრედებიც ახლებით ნაცვლდებიან.

გივის თვალებში ამ სიტყვების გაგონებაზე დაინტერესებამ და გაკვირვებამ აშკარად იმატა, მისი მეცნიერი ცოლი კი განაგრძნობდა:

- მკვდარი ბაყაყის დნმ-ს მიხედვით ავაწყვე უჯრედი რომელსაც შესაბამის, აგრეთვე ხელოვნურ ლიმფოსითხეში დავაწყებინე გამრავლება. მიღებული ბიოქსოვილის ერთიციდა, ნემსის წვერზე რომ დაეტევა იმხელა ფრაგმენტი ჩავნერგე იგივე ბაყაყის უსულო სხეულში იმ იმედით რომ იგი თავის ირგვლივ აამოქმედებდა ცოცხლი ორგანიზმისთვის ჩვეულ სხვა პროცესებსაც, რომლებიც, ვითომც აქ ყველაფერი „ძველებურადააო“, დაიწყებდნენ თავისი მიმდებარე „ტერიტორიიდან“ მავნე ნაწილების, ანუ მკვდარი უჯრედების მოშორებას მანამ, სანამ ყველა მკვდარი უჯრედი ჩანაცვლდებოდა თავისი ახალი ასლით, ანუ სხეულის მთლიან გაცოცხლებამდე. ცხადია ამ საქმიანობას მეც ვეხმარებოდი ენერგიით, ჟანგბადით და „სამშენებლო მასალებით“, ეს კიდევ ცალკე ქარხანაა....

- ქარხანააო? - ეჭვით იკითხა კაცმა.

Page 143: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 143

- კი, - დაუდასტურა ცოლმა, - ცოცხალი არსებები მართლაც უწყვეტად მომუშავე ქიმიური საწარმოებია, ორგანიზმს ძილში თუ ღვიძილში, საღ ჭკუაზე თუ კომაში მყოფს, თავის ტვინშიც და ფეხის გულშიც, ერთნაირი - 36,6 გრადუსი ტემპერატურა ესაჭიროება ზამთარშიც, ზაფზულშიც, სიცხეშიც და სიცივეშიც. ყველა დღე, საათს, წამს... აქედან გამომდინარეობს რომ სითბოს წარმოქმნაც გამუდმებით უნდა ხდებოდეს თორემ იგი თუ შეწყდა, სხეულის სიცოცხლეც ისევე მყის ქრება, როგორც გამორთულ ნათურაში სინათლე.

ნათელამ კიდევ ერთხელ შეათვალიერა გივის სახე, თუ მომყვებაო და როცა დანახულმა დაუდასტურა კარგადაა საქმეო, მიჰყვა თხრობას:

- მოკლედ, ესენი უჩემოდაცაა ცნობილი, ამიტომ ჯობია ისევ ჩემს საქმიანობაზე ვილაპარაკებ: საბოლოდ, ანუ როცა ყველა მკვდარი უჯრედი ახლით შეიცვლება, ორგანიზმიც უნდა გაცოცხლდეს რადგან მკვდარი აღარაფერი იქნება მასში. მალევე გამოირკვა რომ ეს სქემა მუშაობს თუ მკვდრეთით აღმდგარი ბილოგიური ქსოვილი ძველის „თანამედროვეა“ ანუ ისეთი, რომლის უჯრედებს იგივე სიცოცხლის მარაგი აქვთ, როგორიც „პირვანდელ“ ორგანიზმს ჰქონდა. ეს მარაგი ქრომოსომაზე გამობმულ უჯრედთა მწკრივის, ეგრეთ წოდებული ტელომერას სიგრძით იზომება. რაც უფრო ვბერდებით, ყოველი შემდეგი უჯრედი მით უფრო მოკლე ტელომერით იბადება.

უცებ ნათელამ ლაპარაკი შესწყვიტა და ბიოსტატთან მივიდა. იგი დაჟინებით, წარბშეკრული მიაჩერდა თინას სხეულს მარცხენა თირკმლის არეში. ცოტა ხანში თავი ასწია, ერთხანს უმისამართოდ იყურებოდა და ბოლოს ისევ გივისკენ შემობრუნდა.

- იმას ვამბობდი, - ალაპარაკდა იგი, - ხელოვნურ უჯრედებსაც იგივე სიგრძის ტელომერები, იგივე სიცოცხლის მარაგი უნდა ჰქონდეთ, რამდენიც ძველებს სიკვდილის მომენტში, ანუ ორგანიზმის ასაკი უცვლელი რჩება. ეს მოთხოვნა იმან განაპირობა რომ თურმე ფაგოციტებს ამ პროცესში მხოლოდ ისეთი ასაკის მკვდართა მოცილება შეუძლიათ, როგორისაც თავად არიან, ანუ თავისი თანატოლებისა.

ქალი ერთი წამით დადუმდა რის განმავლობაშიც მან ყურადღებიანი მზერა მიაპყრო ქმარს და ხაზგასმით წარმოთქვა:

- სხვათაშორის, ამის გამო ეს ხერხი ვერ გააცოცხლებს სიბერით მკვდარ არსებას და ვერც უკვდავად აქცევს მოკვდავს, ეს, მხედველობაში მაქვს უვადო სიცოცხლე, ცოდნის სულ სხვა საფეხურზე იმყოფება და სავარაუდოდ ჩვეული კვლევებითა და ცდებით არ მიიღწევა, მგონი ძალიან განსხვავებული რამ დასჭირდება მაგის, მ-მ, ათვისებას. მოკლედ, ამ ჩემი... მ-მ, ახალი წესით მხოლოდ ისაა შესაძლებელი რომ ადამიანს მიკლებული სიცოცხლე დაუბრუნდეს.

ნათელა კვლავ მოლოდინით მიაჩერდა ქმარს. ისიც ცოტა ხანი ყოყმანის შემდეგ ალაპარაკდა:

- მივხვდი, ნათუ, მაგრამ ერთმა რამემ დამაბნია, რა გამოდის, ეს გაცოცხლება იგივე კლონირებაა? ხომ თქვი, ძველი, მკვდარი უჯრედები მათი ასლებით ჩანაცვლდებიანო? - თითქოს იმდეგაცრუებით იკითხა გივიმ, - გაგონილი მაქვს მგონი რომ მასეთი რამ აკრძალულია..., - კაცი კიდევ უფრო ღრმად ჩაფიქრდა და შეწუხებით ალაპარაკდა, - ეგ კარგი, ჯანაბას მაგათი აკრძალვა, მაგრამ თინიკო თუ... მ-მ, როცა დაუბრუნდება სიცოცხლეს, იგი აღარ იქნება ისევ ის ჩვენი ბავშვი? მისი კლონი ქნება?

ნათელამ თავი გააქნია:- გივი, კლონირება ბუნებაში ყველაზე გავრცელებული პროცესია. წეღან

რომ გითხარი ყველა წამს უამრავი უჯრედი კვდება ჩვენს სხეულში მეთქი, ისინი რითი ჩანაცვლდებიან ხოლმე, როგორ ფიქრობ? ყოველი ახალი უჯრედი ძველის კლონია, რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანი მთლიანად იცვლის

Page 144: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 144

თავის უჯრედებს, მე და შენ რაც დავიბადეთ, იმის კლონი კი არა, კლონის კლონი ვართ.

ამჯერად გივის მხოლოდ გაოცებაღა შერჩა სახეზე:- თუ მასეა, რამ გადარია ეს ხალხი, ასე სატიკად რატომ კრძალავენ იმას,

რაც ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავი ყოფილა?- იმიტომ რომ არ ესმით ისეთი მოვლენების, როგორებიცაა კლონირება ან

გენმოდიფიცირება, შინაარსი, ისინი რაღაც ძველის და ესე იგი სწორის ნგრევად მიაჩნიათ. ყოველთვის ასე იყო, მაგალითად, სამრეწველო რევოლუციისას ხალხი აჯანყებებს აწყობდა, ანადგურებდა დაზგებს და ფაბრიკებსაც კი. ახლაც იგივეა, ოღონდ მექანიკური დანადგარების მაგიერ ბიოტექნოლოგიებია ეშმაკის მანქანებად შერაცხული.

ნათელამ ლაპარაკი დაამთავრა და იმას ელოდებოდა, სანამ მისი აშკარად საგონებელში ჩავარდნილი ქმარი ამ სიტყვებს გაიაზრებდა და საპასუხო სათქმელს მოუყრიდა თავს. საკმაოდ გაწელილი უძრაობის მერე გივი როგორც იქნა მოეგო გონს და უკვე სრულიად მშვიდად იკითხა:

- ესე იგი თინასთვის არაფერი შეიცვლება? იგი ისეთივე დარჩება, ოღონდ უჯრედები ექნება ახალი, როგორც ყველა ჩვენგანს?

ამ კითხვაზე ნათელამ წარბები შეიკრა და ცოტა უფრო დაძაბული ხმით თქვა:

- თითქმის ყველა უჯრედი იცვლება ბუნებრივად, გარდა ერთისა. თავის ტვინში ახლდებიან მხოლოდ ის აქსონები, ანუ ის ნაწილები, რომლებიც ბიოლოგიურ პროცესებს მართავენ, მაგალითად საჭმლის მონელებას, ორ ფეხზე წონასწორობის დაცვას და ასე შემდეგ, რასაც ჩვენ გაუაზრებლათ ვაკეთებთ. ამ ნეირონებში მოქმედების პროგრამა გენეტიკურ დონეზეა ჩაწერილი და მას ახალი უჯრედი მემკვიდრეობით იღებს.

ნათელამ ღრმად ჩაისუნთქა სანამ ისევ გააგრძელებდა სათქმელს:- მაგრამ ტვინის ის ნაწილი, რომელშიც ცხოვრების მანძილზე,

გამოცდილების მეოხებით იწერება ინფორმაცია, არ იცვლება სიცოცხლის ბოლომდე, მისი უჯრედები არ ახლდებიან. იმიტომ რომ მაშინ ადამიანს საერთოდ არაფერი ეხსომებოდა, არც ნაცნობი, არც წერა-კითხვა... მაგრამ თინიკო პატარა ბავშვია, თუ მისი მეხსიერების აღდგენა არ მოხერხდა, ყველაფერს თავიდან ვასწავლით, ხომ? - მთელი ამ ლაპარაკის განმავლობაში პირველად აუთრთოლდა ხმა ნათელას.

- აბა რას ვიზამთ, ნათუ? - მყისვე, ქალის ამ ბოლო სიტყვებმა რომ გულში მახვილი ჩასცეს, იმით გამოწვეული ტკივილის გასაბათილებლად, რიხიანად ალაპარაკდა გივი, - მაგის მეტს რას ვიზამთ... შენ ის მითხარი, ახლა რა ადგილზე ხარ? - ამავე მიზეზით ახსნის გაგრძელებისკენ წაუბიძგა მან ცოლს.

ნათელამ რამდენჯერმე ჩაისუნთქა, თვალზე მომდგარ ცრემლებს მოერია და მერე თითქმის კვლვინდებური, უემოციო, ლექტორის ხმით განაგრძნო:

- მოკლედ, იმ ჩემს ბაყაყიან ცდებში ახალი უჯრედები კი ანაცვლებდნენ მკვდრებს და მათგან აგებული ფაგოციტები კი ანადგურებდნენ მკვდარ ქსოვილს, მაგრამ უბედურება ის გამოდგა, რომ ამ კლონებს არ სურდათ გამრავლება. უფრო სწორად ძალიან ცოტაჯერ ქმნიდნენ თავის ასლებს. ასეთი უდღეურობის გამო მათ მხოლოდ პატარა „მიდამოს“ გაცოცხლება ძალუძდათ თავის ირგვლივ და ამ ტემპით ვერასდროს აღადგენდნენ მთლიანად მკვდარ ორგანიზმს.

ნათელა დანადგარის მმართავ პულტთან მივიდა. რამდენიმე ღილაკს დააჭირა თითი და თან მოყოლა გააგრძელა:

- ერთი შეხედვით ეს წინაღობა არ გამოიყურებოდა დაუძლევლად, თეორიულად ვითომ საკმარისია მკვდარ სხეულში ამგვარი „სასიცოცხლი კერების“, ანუ ახალი უჯრედების მეტი რაოდენობით, უფრო ხშირ-ხშირად

Page 145: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 145

ჩანერგვა და სირთულეც დაიძლევა. მაგრამ პრობლემა ისაა რომ ადამიანის სხეული დაახლოებით ორმოც ტრილიონ უჯრედს შეიცავს. ეს წარმოუდგენლად დიდი რიცხვია. უჯრედების დონეზე ჩვენი სხეული ერთი სამყაროა, მაგალითად რამდენსაც ჩვენ უჯრედს შევიცავთ, იმდენი ვარსკვლავისთვის რომ თავის მოყრა გვინდოდეს, მაშინ ოთხასი ცალი ჩვენი გალაქტიკა - „ირმის ნახტომი“ დაგვჭირდებოდა!

ნათელა გამჭვირვალე ხუფთან მივიდა, თინას ბარძაყში შერჭობილ ნემსს დააკვირდა ცოტა ხანით და მერე თავმოუბრუნებლად გააგრძელა:

- ჰოდა რადგანაც არსებითად, საყოფაცხოვრებო გაგებით, ეს რიცხვი უთვალავის ტოლია, ესე იგი მეც შესაბამისი რაოდენობის „სიცოცხლის კერა“ უნდა ჩამენერგა მკვდარ სხეულში, მთელს მის მოცულობაში. ეს კი შეუძლებელია, მილიონ წელზე მეტი დასჭირდებოდა ამდენჯერ „გამაცოცხლებლის“ შეშხაპუნებას.

- ახლა რაც მილაკები აქვს თინას მიერთებული, მათი საშუალებით ზუსტად ეგ ახალი უჯრედები შედიან მის ტანში? - დააზუსტა გივიმ და მზერა ბიოსტატსა და მასში მყოფ შვილზე გადაიტანა.

- კი, უჯრედებიანი ხსნარი შედის ორგანიზმში მაგნაირად, ახლა ხომ თინიკოს სხეულში არც სისხლის მიმოქცევაა და არც ლიმფოსითხისა, - განმარტა ქალმა.

- არც სისხლის მიმოქცევაა?... - ახლაღა გაიაზრა გივიმ.- ჰო, - დაუდასტურა ნათელამ, - სხეულის იმ უბნებში სადაც ცოცხალ

უჯრედებს ვნერგავთ, ასევე შეგვყავს ჟანგბადი და „სამშენებლო მასალა“, ხოლო მათგან გამოგვაქვს მკვდარი ქსოვილები და ამ გზით თანდათან ვაფართოვებთ გაცოცხლებულ არეებს.

- მერედა როგორ აიცილე ის, მილიონი წელი დასჭირდებოდაო, რომ თქვი? - გაახსენდა გივის.

- მეორე გზით, - დაუყოვნებლივ უპასუხა ცოლმა, - ეს სიცოცხლის აღმდგენი კერები არაა სავალდებულო უთვალავნი იყვნენ, საკმარისია დღეგრძელობა გაუდიდდეთ და იმდენ ხანს იმოქმედონ, სანამ მთლიანად არ განაახლებენ ორგანიზმს. როგორც ამას შვებიან ფაგოციტები სხეულის დაავდებისას. ინფექციის ბაქტერიებიც ხომ სწრაფად მრავლდებიან, ანუ მარდად აჯერებენ სხეულს „სიკვდილის კერებით“ და რომ აცალო მალევე მოუღებენ ბოლოს. მაგრამ განა ავადმყოფობისას ჩვენ აუცილებლად ვკვდებით? არა, რადგან ბუნებრივი ფაგოციტები, ჩემს მიერ ხელოვნურად შექმნილთაგან განსხვავებით არ იხოცებიან წამების განმავლობაში, ისინი იმდენ ხანს იბრძვიან რამდენიც საჭიროა და მთლიანად ანადგურებენ ყველა „სიკვდილის კერას“.

ნათელამ კიდევ ერთხელ მოითქვა სული სანამ განაგრძნობდა:- ჰოდა მეც, ჯერ კიდევ გაზაფხულის დასაწყისიდან კვლევები იქეთ

წარვმართე, სადაც ამ ხელოვნურ უჯრედთა დღეგრძელობის გაზრდა მეგულებოდა. მათ „სიცოცხლის ინფექციით“ უნდა გაეჯერებინათ მკვდარი სხეული და იმდენ ხანს ემუშავათ, სანამ იგი მთლიანად არ აღდგებოდა. მით უმეტეს, ცოცხალისგან განსხვავებით, მკვდარს არ გააჩნია თავდაცვის მექნიზმენი, არ შექმნა ბუნებამ, არ დასჭირვებია.

ნათელამ ისევ შეამოწმა გივის ჩართულობა, ტყუილად ხომ არ ვქადაგებო, კაცმაც უყოყმანოდ დაუდასტურა - აზრზე ვარ, რასაც ლაპარაკობო:

- მივხვდი. ჩვეულებრივი ინფექცია ადამიანის სხეულში ბაცილების და ვირუსების მეოხებით ქმნის, როგორც შენ ამბობ, „სიკვდილის კერებს“ და რომ არა ბუნებრივი წინააღმდეგობა, მთელს ორგანიზმს ამ კერებათ აქცევს, ანუ მოკლავს კაცს. შენ კი პირიქით, ცდილობ მკვდარ სხეულში შენი „ბაცილების“ მეოხებით შექმნა „სიცოცხლის კერები“ და თუ მათ არაფერმა შეუშალა ხელი, ამ, ჰმ, „ინფექციით“ მთლიანად გააცოცხლო ორგანიზმი, ანუ ჩვეულებრივი

Page 146: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 146

ავადმყოფობა თუ ცოცხალი ადამიანის მოკვლას ცდილობს, შენი... ჰეჰ, კარგადმყოფობა მკვდრის გაცოცხლებას ესწრაფვის! - გივიმ ძალაუნებურად გაიღიმა და აღფრთოვანება შერეული ცნობისმოყვარეობით მიაჩერდა ცოლს.

ნათელასაც გაეღიმა თუმცა თუმცა კი წამიერად და მან ხელადვე განაგრძნო ქმრის განათლება:

- ამ გზაზე დავინახე რომ რაც უფრო ადრეული სტადიიდან იწყებოდა ხელოვნური უჯრედის შექმნა, მით უფრო დღეგრძელი იყო იგი. ადრეულ სტადიაში კი შემდეგს ვგულისხმობ:

- ყველაზე გვიანი სატადიაა სხვა, საღსალამათი ორგანიზმის ცოცხალი უჯრედის აღება, მის დნმ-ში ადენინის, ტიმინის, გუანინისა და ციტოზინის განლაგების თანმიმდევრობათა შეცვლა ზოგიერთ მონაკვეში, ანუ გენური მოდიფიცირება იმ მიზნით, რომ ახალი უჯრედი გენეტიკურად სრულიად ისეთივე იყოს, როგორიც მკვდარ სხეულს ჰქონდა.

ნათელა კიდევ ერთხელ შეჩერდა და თვალი გადაავლო ხელსაწყოებს. გივის მოეჩვენა რომ მისი ცოლი სულ უფრო ხშირად შვება ამას და მართლა არა აქვს ლექციის დრო, მაგრამ მაინც არ გააწყვეტინა, თავად უკეთ იცის რამდენ ხანს შეუძლია ჩემთან ლაპარაკზე დროის ხარჯვაო. ნათელაც ჯერ-ჯერობით აგრძელებდა მის მეცდინეობას:

- როცა ასეთმა „იოლმა“ და ნაკლებად შრომატევადმა ფანდმა არ გაამართლა, უფრო ადრეულ საფეხურზე ჩავინაცვლე: თავიდან ბოლომდე მოვახდინე საჭირო დნმ-ს სექვენაცია, ანუ აწყობა. მისგან შექმნილმა უჯრედებმა აშკარად უფრო მეტ ხანს იბრძოლეს მკვდარ სხეულში, თუმცა მაინც არასაკმარისად.

ნათელამ უსიხარულოდ ჩაიღიმა, თითქოს რაღაცაზე გულდაწყვეტილმა თავი აქეთ-იქეთ გააქნა და განაგრძნო:

- როცა საბოლოოდ გავარკვიე რომ უფრო ადრეული სტადიიდან აწყობილი დნმ-ს უჯრედი გაცილებით დიდხანს მოქმედებს და მკვდარი სხეულის მეტ მოცულობას აცოცხლებს, მახსოვს ცუდ ხასიათზე დავდექი: ეჭვი დამებადა, ისე ხომ არ იქნება, სულ უფრო ადრეული სტადიიდან აწყობის მცდელობა ევოლუციური კიბის პირველ საფეხურამდე ჩამიყვანს მეთქი? იქამდე, სადაც არანაირი ბიოლოგიური წარმონაქმნი არსებობს: მხოლოდ მარტივი ქიმიური ელემენტებია.

ნათელამ აქაც იმ ხაზგამსმელი მზერით შეხედა ქმარს, კვლავ რაღაც განსაკუთრებულს გეუბნებიო:

- მაშინ გაოგნებული და თავზარდაცემული ვფიქრობდი ამაზე და ერთგვარი წონასწორობის, თუ სამართლიანობის კანონიც კი დავინახე: გამოდიოდა რომ სიკვდილის გაუქმება სიცოცხლით არ შეიძლება, არამედ მხოლოდ ისევ სიკვდილით. ანუ მისი დამარცხება უნდა დაწყებულიყო იმ დროიდან, სადაც მარტო სიკვდილი იყო იმ გაგებით რომ სიცოცხლე საერთოდ არ არსებობდა, ჯერ არ წარმოშობილიყო.

ნათელამ თავი გააქნია და მწარედ ამოიოხრა: - რაც დრო გადიოდა და რაც უფრო ქვემოთ ვეშვებოდი სიცოცხლის

სარდაფში, მით უფრო ნათლად ჩნდებოდა რომ ამ გზაზე აუცილებლად მივადგებოდი იმ ბოლო გაჩერებას. ამიტომაც გთხოვე - ახლა წავიდეთ ზღვაზე მეთქი, თუმცა კი აგვისტოს დასაწყისში ვაპირებდით. მინდოდა გონება დამესვენებინა, მოვშორებოდი განუწყვეტელ ფიქრს, რასაც ასევე გამუდმებული ექსპერიმენტები მაიძულებდნენ...

ნათელამ ერთი ღრმად ამოისუნთქა, სული მოთქვა და მთელი თავისი იერით აგრძნობინა გივის რომ მისი სტუდენტობა მთავრდება:

- ზუსტად მაგას ვცდილობ ახლა, ვცდილობ დავიდე იმ დონეზე, სადაც ბუნებაში ჯერ კიდევ არ არსებობს სიცოცხლე და მერე იქედან ამოვიდე დნმ-მდე,

Page 147: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 147

რომელიც, რომ იცოდე, შედგება ნუკლეოტიდებისგან. ესენი თავის მხრივ აწყობილია აზოტოვანი ფუძისგან, დეზოქსირიბოზისა და ფოსფატური ჯგუფებისგან. აზოტოვანი ფუძე წარმოაგენს ჰეტეროციკლურ ორგანულ ნაერთს, წარმოებულს პურინისა და პირიმიდინისა. პირიმიდინი აგრეთვე ჰეტეროციკლური ნაერთია მ-დიაზინების ბრტყელ მოლეკულოვანი წარმომადგენელი, რომლიც აწყობილია ნახშირბადის ოთხი, აზოტის ორი და წყალბადის ოთხი ატომისგან... მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დნმ-ა, ანუ ინსტრუქცია, სადაც წერია როგორ უნდა დამზადდეს ყური, თმა ან მარჯვენა ფეხის ნეკა თითი.

- მარჯვენა ფეხის? - თავისდაუნებურად დააზუსტა გივიმ.- ჰო მარჯვენასი, აბა მარცხენა თითები როგორ მოერგება მარჯვენა

კიდურს? ეგ კიდევ ცალკე ამბავია, - ჩახედა ნათელამ ქმარს თვალებში, - ჰოდა ამ დნმ-ინსტრუქციას წამკითხველი ხომ უნდა? მერე წამკითხველმა, სახელად რნმ-მ, ხომ უნდა აუხსნას ამწყობ საამქროს, ანუ რიბოსომას, როგორ უნდა დამზადდეს შენ რომ გუშინ ხაჭაპური ჭამე, იმის შემადგენლობაში მყოფი ცილისა და ნახშირწყლისგან ახალი ცილა, რომელიც აგერ შენი ბიცეფსის ქსოვილების ან მუხლის სახსრის მყესებში უჯრედების გამოსაცვლელადაა საჭირო? თანაც არ უნდა აერიოს და წვივზე არავითარ შემთხვევაში თვალის რქოვანას უჯრედები არ უნდა წარმოქმნას...

- კარგი, ნათუ, - გივის მოღლა დაეტყო, თვალები დაუმძიმდა, გონებრივი დაძაბულობის გამო სისხლი მოაწვა ტვინიში და გრძნობდა რომ ნათელას როგორც ემართება ხანდახან, მასაც ისე ამოუღამდა გუგები, - მივხვდი ყველაფერს და განსაკუთრებით იმას...

- მოიცა, მოიცა, - თავის მხრივ გააწყვეტინა მასაც ცოლმა, - ჯერ ხომ პურინზე არ გვისაუბრია, ანუ კვლავ აზოტოვან ფუძეში ვიმყოფებით. ამის მერე დეზოქსირიბოზასა და ფოსფატურ ფუძეებს დავშლით ატმოსფერულ გაზებამდე, შემდგომ ამისა დნმ- ს, რომლებიც თითოეულ უჯრედში ცხრა მილიარდი ცალია... და ის თქვი შენ, ამის იქეთ წასვლა თუ არ დამჭირდა...

ნათელა კვლავ შეჩერდა და ისევ გამომცდელად მიაჩერდა ქმარს. გივიც მიხვდა, რაღაცას ისეთს მეუბნება, განსაკუთრებული დაკვირვებით რომ უნდა მოვეკიდო და უფრო დაწვრილებით ჩავწვდე მის შინაარსსო. მართალაც, ცოტა ხანი ფიქრის შემდეგ, რის განმავლობაშიც ნათელა მოთმინებით ელოდა მას, კაცი ალაპარაკდა:

- რა-ა? - ნირწამხდარად იკითხა გივიმ იმ კაცის იერით, რომელიც ფიქრობდა - რაც უბედურება მჭირს როგორც იქნა ის დავადგინე მაინცო და ამ დროს ახალმა ჯოჯოებმა რომ იწყეს გამოჩენა, - მაგას იქეთ რა უნდა იყოს გაზებამდე თუ დადი, ნათუ, რას გულისხმობ?

- კიდევ რაა? - პასუხად ქალმა თვალმოჭუტვით შეხედა ქმარს, - მოლეკულებს სიმეტრია აქვთ, რაც მათგან შედგენილ ნივთიერებებზეც ვრცელდება. მაგალითად ცილებს მარცხენა აქვთ, შაქრებს მარჯვენა და ასე შემდეგ.

- ნათუ, რაა ეს სიმეტრია? - სხვა ტერმინებს რომ ვერ მოერია, ყველაზე მარტივს დავაზუსტებო იფიქრა გივიმ.

ნათელამაც არ დააყოვნა განმარტება:- აი, შენ რომ ახლა მაჯები მოიჭრა და სცადო მარცხენა ხელზე მარჯვენა

მიიბნიო და პირიქით, ხომ ვერავითარ შემთხვევაში დაამთხვევ პირვანდელ მდგომარეობას. მაგალითად, მარცხენა ხელზე მიბნეულ მტევანს თუ ცერა თითს ზემოთ ამოაშვერინებ, მაშინ მას ხელისგული გარეთ ექნება მიმართული, ხოლო თუ ხელისგულს გადმოატრიალებ სწორ მხარეს, მაშინ ცერი იქნება უკუღმართად, ქვემოთ მიმართული.

Page 148: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 148

გივიმ თავისი მაჯები ერთმანეთს დაადო და ერთხანს გაკვირვებით დასცქეროდა მათ, მერე ცოლს გახედა:

- უყურე შენ, ამას კი არ დავკვირვებივარ.- მაგას ეწოდება მარცხენა და მარჯვენა სიმეტრია, ასეთი საგნები

ურთიერთის ანარეკლს წარმოადგენენ და მათ ვერასოდეს დაამთხვევ ერთმანეთს, გასაგებია? - ჩააცქერდა ქალი გივის.

- მაგას, მაგ სიმეტრიას მგონი კი, მოვუყარე თავი. მაგრამ დანარჩენს, რის თქმასაც ეტყობა აწი აპირებ... მოვერევი ვითომ? - თავის მხრივ კითხვით გასცა პასუხი ქმარმა.

- მერე ადვილია, - სითბოთი გამსჭვალული ღიმილი შეაგება ნათელამ, - ატომებსაც გააჩნიათ თავ-თავიანთი სიმეტრიები და მათ მიხედვით უნდა დალაგდნენ. მოლეკულაში.

- მერე რა უშლის მაგას ხელს? - ლაპარაკში თანამონაწილეობა გამოაჩინა გივიმ.

- რა და, ესენი, ატომები, უფრო სწორად მათი შემადგენელი ელექტრონები და პროტონები მარტოხელები რომ იყვნენ და ჰმ, ეჭვიანი მეუღლეები არ ჰყავდეთ, მაშინ ჰო, მართლა იოლი იქნებოდა მათი შენს ჭკუაზე გამწკრივება.

- რაო, ელექტრონებს მეუღლეები ჰყავთო? - პირი დააღო გივიმ, - რა ხდება კი მაგრამ მაგ თქვენს მეცნიერებაში, ასეთი რამ ვინ მოიგონა?

- ასეთი რამ ერთმა გენიოსმა - ბორმა მოიგონა, ხოლო მეორე გენიოსი - აინშტაინი, ორმოცი წელი ეცადა იმის დამტკიცებას, ტყუილია ეგო, მაგრამ მათი სიკვდილის მერე საბოლოოდ დადგინდა რომ მეუღლეები მართლა ჰყავთ ატომში მობინადრე ნაწილაკებს.

- ნათუ, რას ჰქვია მეუღლეები? მართალი გითხრა, მგონი მთლად გამოვეთიშე შენს მსჯელობას! რა კავშირი აქვს მაგას თინიკოს მობრუნებასთან? - თავს ვერ მოერია და მოუთმენლობა გაამჟღავნა გივიმ.

- ასეთ წყვილებს გადახლართული ნაწილაკები ეწოდებათ, - არ გააჯანჯლა ნათელამაც, პირიქით, ცდილობდა რაც შეიძლება ცოტა სიტყვით შემოფარგლულიყო, - ჰოდა ერთს თუ მარცხენა სიმეტრია აქვს და მეორეს მარჯვენა, ამ ურთიერთგანლაგებას ისინი აღარასოდეს შეიცვლიან. თუ ერთმა თავისი შეიცვალა, მეორეც მყისვე იცვლის თავისას და ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა რომელი სადაა, რამხელაზე არიან დაშორებული ერთმანეთისგან, თუნდაც სამყაროს მოპირდაპირე ნაპირებზე ბინადრობდნენ.

ამ სიტყვების გამგონე გივიმ იმედგაცრუება ვერ დამალა, პასუხად ნათელამ საჩვენებლი თითი ასწია - ერთი წამიც მაცალეო:

- სწორედ ამიტომ უწოდა აინშტნაინმა ამ მოვლენას შემაძრწუნებელი, რადგან იგი ჩვენს მიერ დღეისთვის შემეცნებულ სამყაროს გარეთ არსებობს, ჩვენსაში ხომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფი ურთიერთქმედება შეუძლებელია, ანუ ვგულისხმობ, ეს კავშირი სადღაც, ჯერ-ჯერობით ჩვენი გონებისთვის ისევე მიუწვდომელ არსში ხორციელდება, როგორც, მაგალითად, პირველყოფილი ადამიანებისთვის მიუწვდომელი იყო გამოქვაბულებს შორის სკაიპით დაკავშირება.

ნათელამ კიდევ ერთხელ დაამაშვიდა ქმარი, ამჯერად თავის შექანებით და წარბების შეთამაშებით, რის განმავლობაშიც სულმოუთქმელი ლაპარაკი ოდნავაც არ შეუნელებია:

- ჰოდა ამ ორგანულ მოლეკულებს რომ ვაწყობ, თუ მათში შეუღლებული ატომი გამოერია, ეს აუცილებლად შეცვლის სიმეტრიას... მაგალითად, ამინომჟავაში ურომლისოდაც, ვთქვათ, შენ ღვინოს ვერ მოინელებ. აქედან გამომდინარე, ამ ნივთიერების აწყობისას უნდა დავრწმუნდე რომ მის მოლეკულაში მყოფი ყველა ატომი ერთნაირი სიმეტრიისაა, უნდა ვიცოდე მათი

Page 149: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 149

ასვალ-დასავალი, ზუსტად მაგას ვგულისხმობდი, გივი, რომ ვთქვი - უსიცოცხლო ნივთიერებების იქეთაც არ მომიწიოს წასვლა მეთქი.

- რას ნიშნავს... ე-ე, - არცთუ დაჯერებით დაიწყო გივიმ და ხელადვე საერთოდაც გაჩუმდა, ხელები გაშალა უძლურების ნიშნად.

- მხედველობაში მაქვს, - მიეშველა ცოლი, - უბრალო ქიმიურ ელემენტებამდე ჩასვლა თუ არაა საკმარისი, მაშინ უნდა ჩახვიდე იქ, სადაც საერთოდ არაფერია, არც ელემენტები, არც მათი შემადგენელი ნაწილაკები, ანუ საერთოდ მატერია არ არსებობს, სადაც მარტო ენერგიის ლაქა იყო, რომლისგანაც წარმოიშვნენ ნაწილაკებიც და მთლიანად სამყაროც. მხოლოდ მაგ შემთხვევაში მეცოდინება ჩემს ხელში არსებული ყველა ატომის სიმეტრია დანამდვილებით, რომელთაგან მერე სწორ მოლეკულას, მერე ამინომჟავას და ბოლოს სიცოცხლეს ავაგებ.

გივის სასტიკად იმედგაცრუებული სახის დანახვაზე ნათელამ სასწრაფოდ დაამატა:

- არა, მასეც არაა, რაც ახლა ვთქვი იმის განხორციელება ყველაზე დიდ ამაჩქარებელსაც არ ძალუძს. სხვა, გაცილებით ჩვეული გზებიც არსებობს ნაწილაკთა შერჩევისა, ოღონდ ესაა, ეს ბილიკები ძალზე დაკლაკნილნი არიან და მათი გავლა დიდ დროს მოითხოვს... ჰოდა მეც ვადგავარ მაგ გზას, ვადგენ ამინომჟავის ძეწკვს, ვიკვლევ მის თვისებებს, ვაჭრი არასწორ ფრაგმენტებს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ... აი ესაა სულ, ახლა თავად შეგიძლია გაიაზრო როგორაა თინიკოს საქმე... ჩემი აზრით, - ჩვეული საქმიანი ტონით დაასკვნა ნათელამ, - არაა უიმედო მდგომარეობა, ყოველ შემთხვევაში, მიუხედვად ნელი წინსვლისა, შეფერხება, აი ისეთი, ჩიხში რომ გაქცევს ადამიანს, არ გვქონია.

მოკლე დუმილის შემდეგ ნათელამ სინანულით გააქნია თავი:- ამ კვლევების დასრულებას ახალი წლის დამდეგისთვის ვფიქრობდი, ისიც

ნაწილის, ძალიან ბევრია გადასაქექი... ქალმა თავი მიაბრუნა და ბიოსტატს გახედა. გივიმ შეამჩნია რომ მის

მეუღლეს ცრემლები მოსდგომოდნენ თვალს და ამის დანახვაზე კაცსაც გამსკდარი ტყავის ბურთივით ჩაეფუშა გული. ნათელამ კი უღიმღამო ხმით დაასულა სათქმელი:

- უნდა ავჩქარდე... თინიკოს არ სცალია... ინტუიციის იმედი მაქვს, მეთოდური კვლევებს ბევრი დააგვიანდება, ფოტოსინთეზივით უნდა მოვიქცე, - მწარედ გაიცინა მან.

- რაო? - ისე ჩანდა, კიდევ ერთ ტექნოლოგიურ თავსატეხზე მინიშნებამ ილაჯი საბოლოოდ გააცალა გივის, - რასავით უნდა მოვიქცეო?

- რაო და მცენარეს მივბაძავ-თქვა, - გაუღიმა კაცს ცოლმა, - ისინი ხომ მზის სხივს საჭმელად აქცევენ და ამის გამოისობითაა ყველა სულიერს რომ საკვები აქვს დედამიწაზე.

- მერე შენც მასე მზის სხივისგან შექმნი, ე-ე, უჯრედებს თუ დნმ-ს? - როგორც იქნა საბოლოოდ დაიბნა მეცნიერის მოწაფე.

- სხვას ვგულისხმობ, ფოთლები უბრალოდ კი არ ჭამენ სინათლეს, არამედ მის ულუფას საგანგებო ნაკვეთურში ათავსებენ, რომელსაც მისი მონელება ძალუძს. მაგრამ საქმე ისაა, ასეთი მომნელებელი ფოთოლში მილიარდობითაა, სხივის ნაჭერი კი აუცილებლად თავისთვის გამოსადეგში უნდა შევიდეს, ხოლო პირდაპირ იქ თუ არ მოხვდა და მის ძებნაში დანარჩენი ნაკვეთურები რიგრიგობით მოიარა, ამასობაში მთლიანად გაიცვითება და ადგილზე მისული აღარაფრად ივარგებს.

გივი მიხვდა რომ ის დრო წავიდა როცა იგი ცოლის ახსნა-განმარტებებს თუმცა კი გაჭირვებით მაგრამ მაინც იგებდა.

- ეს სინათლის გუნდა, სახელად ფოტონი, ჭკუას ხმარობს, - ნათელამ ეტყობა გადაწყვიტა რაც შეიძლბა საფუძვლიანად ამოეხაპა გივის მომავალ

Page 150: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 150

კითხვათა მარაგი, - როგორც კი იგი მცენარეში აღმოჩნდება, ხელადვე არსს იცვლის, ტალღად იქცევა, გუბურაში ჩააგდებული ქვისგან რომ ყველა მიმართულებით წყლის რხევები ვრცელდება ხოლმე, ისეთად. ამ ტალღას ხომ აღარ სჭირდება გუბურის ნაპირებთან რიგრიგობით მისვლა, იგი ყველგან ერთდროულად აღწევს და მეც ეს ვიგულისხმე, ერთდროულად უნდა ვეძებო ყველა მიმრთულებით, რიგრიგობით სინჯვა ძალიან დამაგვიანებს მეთქი, - თქვა ნათელამ და კითხვით შეხედა ქმარს, ხომ ავხსენი გასაგებადო?

- მერე მართლა შეგიძლია შენ მასე... მ-მ, მასე აზროვნება? - ეჭვი შეეპარა გივის ხმას.

- მასე ყველას შეუძლია, ეგ რომ არ შეეძლოს ადამიანს, მაშინ კომპიუტერივით უაზრო იქნებოდა, ყოველი ცალკეული შესაძლებლობის მორიგეობით განხილვა მოუწევდა და ერთი სადღეგრძელოს თქმაც კი დიდი ვაჟკაცობა იქნებოდა მისთვის. ოღონდ ისაა, ჩვენი ბიჭის დიდმა სეხნიამ რომ თქვა: კაცია არ ყველა სწორია, დიდი ძევს კაცით კაცამდისო, იმის არ იყოს, ზოგის ტვინს მხოლოდ აბაზანის კიდეებამდე შეუძლია თავისი ტალღა მიაწვდინოს, ზოგისაც კი ცუნამივით ოკეანის ნაპირებამდე...მე კი... იმედია შევძლებ თინიკოსთვის შესაფერისი ტალღის აღძვრას.

პასუხად მისმა ქმარმა ჯერ ყურებზე უკვე საკმაოდ ჩამოზრდილი თავისი სწორი თმა გადაიწია ორივე ხელით, მერე დაფიქრებით მოჰყვა ნიკაპის ზელვას, ამოწმებდა მართლა თუ მივხვდი რა მითხრესო? მაგრამ საბოლოოდ გარკვევას აღარ შეეჭიდა, ამის ნაცვლად სულ სხვა რამ დააზუსტა:

- შეფერხება არ გვქონიაო, წეღან თქვი და ესე იგი კოლეგებიც, გენო და ალექსანდრე, გაერკვნენ შენს საქმიანობაში?

- მეტ-ნაკლებად, - თითქოს თავს აჯერებსო ისეთი კილოთი უპასუხა ნათელამ, - ყოველ შემთხვევაში ახლა რაც ხდება, ანუ თინიკოს ბიოლოგიური ქსოვილების სტაბილიზცია, ხრწნისგან დაცვა, ამას იოლად ართმევენ თავს და ჩემს ძირითად კვლევებშიც მეხმარებიან.

გივი თან ცოლს უსმენდა და თან მის მონაყოლს აფასებდა, თავდაპირველ კითხვაზე - ის თივაძე რომ შემომელახა და კიდევ ვინ იცის არ ამბები დატრიალდება აქ, თუ ღირს ამად ის ხერხები და მეცნიერება, რაც ახლა თინიკოს გადასარჩენდაა ამ ლაბორატორიაშია ამოქმედებული, რამდენად მზადაა ნათუ სიკვდილთან ბრძოლისთვისო?

მის ცოლს კოლეგების შესახებ კითხვაზე პასუხი არც ისე დიდი ხნის დამთავრებული ჰქონდა როცა გივიმ საბოლოო დასკვნა გამოიტანა: ამათი ბანდა გამოუკლებლივ გასაწყვეტი რომ დაურჩეს, მიუხედვად იმისა სულ არ ესწრაფვის სისხლისღვრას, ისედაც არ აკლია ცხოვრებაში, მათი ნაგავი სიცოცხლეები მაინც არ იქნებიან მოსატანი იმასთან, რასაც ნათელა შვება. გივი დარწმუნდა რომ აქ, ამ ოთახში რაც ამჟამად მიმდინარეობს, ეს მოვლენა დანამდვილებით შეეფერება სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდაობას, ზუსტად ერთნაირი სიდიდის ძალები დამდგარან ერთმანეთის საპირისპიროდ. ხოლო იმის გაფიქრებამ თუ რამხელა ამოცანას შეჭიდებია ნათუ და რა გაუგონრად ღრმად ჩაუყვინთავს ბუნების საიდუმლოებებში, გივის გაურკვეველი, შიშისმაგვარი გრძნობაც კი განაცდევინა თავისი ცოლისადმი, თუმცა ამ შეგრძნებამ გულის მხოლოდ ერთი ფეთქვაღა გასძლო. ხომ არ გასულელდიო? - მყისვე შემოუძახა მან თავს.

ამ დროს, თითქოს იმას უცდიდნენ როდის გვახსენებენო, დერეფნიდან ლაპარაკი მოისმა - ალექსანდრე და გენო დაბრუნდნენ. მალევე ისინი ოთახში შემოვიდნენ და ალექსანდრემაც საერთო აზრი გამოთქვა:

- ახლა ყველანი დასვენებულნი ვართ და მეტი ამ ადამიანს ნუღარ ვაჩერებთ, - მან ღიმილით მიაშვირა გაშლილი ხელისგული გივის, - მით უმეტეს ბავშვი მარტოა იქ და აქაც... - აღარ დაამთავრა მან.

Page 151: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 151

- სრულიად მართალი ბრძანდებით, ალექსანდრე, - თავის ქნევით დაეთანხმა გივი, - აქ მართლაც არაფერში ვარ გამოსადეგი, დიდი-დიდი ფეხებში გაგებლანდოთ და ხელი შეგიშალოთ, ჰეჰ, - გაიცინა მან და ხელადვე დადინჯებულმა დაამატა, - ამიტომ მართლა ჯობია წავიდე და ბავშვთან ვიყო, მით უმეტეს, თუ დაგჭირდით აქვე ვარ.

ამის მერე მამაკცები მოკლედ გამოემშვიდობნენ ურთიერთს, გივიმ ერთი დაფიქრებულ - გამამხნევებელი მზერა ესროლა ცოლს და ლაბორატორიიდან გავიდა.

დერეფნიდან გასულმა ჯერ კიბის ქვეშიდან პისტოლეტი ამოიღო, მერე კი სანამ ზედა, ნულოვანი სართულისკენ კიბეს შეუდგებოდა, ოდნავ შეყოვნდა რომ გონება გაენთავისუფლებინა იმ რთული ინფორმაციის ზეწოლისგან, რომელიც სულ ახლახანს ნათუმ დააზვინა. ამავე მიზეზით გივიმ ძალიან აუჩქარებლად აიარა კიბე და მედპუნქტის კარებთანაც შეჩერდა რამდენიმე წამით, თავისი აზრები საბოლოოდ განაწყო ახალი ამოცანისთვის შესაფერისი მიმართულებით.

ოთახში შესულს თივაძე ტახტზე წამომჯდარი დახვდა. გივიმ პირველ რიგში მას მწებარე ფირი აახლიჩა სახიდან, რამაც ტყვე სიმწრით ამოაზმუილა მაგრამ გივის ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია - მანაც ფსიქოლოგიური შეტევა იწყო. მერე პირიდანაც ამოუღო თავის ტყვეს დაჭმუჭნილი ქაღალდი და კარებთან მდგარ სანაგვეში ჩააგდო ნახმარ სკოტჩთან ერთად, აქ ყოფნის ნაკვალევი საგანგებოდ დატოვა.

- რას იზამ, იტყვი რას შვები აქ თუ პატრული გამოვიძახო? ბოლოს და ბოლოს, შენ თუ მართალი კაცი ხარ, პოლიციის მოსვლა უნდა გინდოდეს, ასე არაა? - საუბრის ამგვარი დასაწყისი გივიმ წინასწარ მოიფიქრა და პირდაპირ მიახალა ტყვეს.

- არა, პოლიცია რად გვინდა, - ხელადვე იუარა ხელ-ფეხშეკრულმა კაცმა, - გეტყვი რაც გინდა, ოღონდ აქედან გამიყვანე. კარგი და მათი ფეხის ხმა ვერ გავიგონოთ, - თივაძემ იატაკს მიაშვრა მზერა, ლაბორატორიისკენ მიანიშნა თანამოსაუბრეს, - და მოგვაყურადონ რას ვლაპარაკობთ, რა საჭიროა?... წამო ჩემს მანქანაში ჩავჯდეთ და იქ ვისაუბროთ, ყველაფერს აგიხსნი.

გივიმ აწონ-დაწონა აგენტის ნათქვამი და თავი დაიქნია. მან გაიაზრა რომ რადგან უცნობი, თუმცა მისი სახელი კი იცოდა, ეს კაცი მისთვის მაინც ნამდვილ უცნობად რჩებოდა, მაინცდამაინც არ ესწრაფვის პოლიციასთან ურთიერთობას, ესე იგი არც გაქცევას შეეცდება და არც ქუჩაში ყვირილს მორთავს - მიშველეთ დამატყვევესო. ერთი კი იფიქრა, იქნებ გამოვტყუო - მარტო ხარ თუ ვინმე გახლავსო, მაგრამ ხელადვე მოისაზრა რომ უშიშროების მუშაკი სიმართლეს მაინც არ ეტყოდა და ამიტომ არც რამე უკითხავს მისთვის. რომც ახლდეს ვინმე მერე რა, მაინც ხომ ვერ იქნება აქ მთელი დღე, მალე უნდა გაარკვიოს საქმე.

გივიმ იქვე, მაგიდაზე მდგომი ლარნაკიდან მაკრატელი ამოიღო და თივაძეს ფეხები გაუთავისუფლა, ხოლო მისი იარაღი ამჯერად ჯიბეში კი არ ჩაიდო, არამედ პირდაპირ ქამრის ქვეშ გაიყარა და ზემოდან პერანგი გადააფარა. ლითონის გველური სიცივე უსიამოვნოდ მიედო შიშველ სხეულზე.

კორპუსიდან გამოსვლის წინ გივიმ წაიყოყმანა, მაგრამ ხელები მაინც არ შეუხსნა უცნობს.

- ისე იარე, - გადაულაპარაკა მან თივაძეს, - როგორც ზურგს უკან ხელშემოწყობილმა კაცმა.

თივაძემ უხმოდ დაუქნია თავი. დერეფანსა და რკინის კარებს გამოშორებული მამაკაცები კიბეს აუყვნენ და ისევ ზღვის დონეზე აღმოჩნდნენ, სადაც გამვლელნი ჯერ მაინც კანტიკუნტად მოძრაობდნენ. უფრო სწორად, უმეტესად ესენი გამვლელები კი არა, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი მორბენლები იყვნენ. ერთმა ოცდახუთიოდე წლის, შავტუხა, ლამაზმა გოგომ

Page 152: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 152

ზუსტად უნივერსიტეტის წინ ჩამოირბინა და მიწისქვეშეთიდან ამ სისხამ დილით ამოსული ორი ახალგაზრდა მამაკაცი დამცინავი მზერით შეათვალიერა.

გივის მისი „გამოცნობები“ ნამდვილად არ აინტერესებდა, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო რომ აქ ვერავინ და ვერაფერი შენიშნა საეჭვო - არცაა გასაკვირი, ნოდარის კოლეგები ხომ დაწვრილებით სწავლობენ შენიღბვის ფანდებს.

- სადაა შენი მანქანა? - ხმადაბლა გადაულაპარაკა მან ნოდარს.- იქეთ, - მარცხნივ გაიხედა თივაძემ, - ეგერ ცოტათი რომ ჩანს, შავი

„პასატი“.ისინი ნაჩვენები მიმართულებით გაეშურნენ და მალე უნივერსიტეტისა და

„რედისონის“ კორპუსებს შორის შესახვევში აღმოჩნდნენ. აქ თითქმის არავინ იყო. თითქმის კი არა, როცა გივიმ უფრო ყურადღებით მიმოათვალიერა ეს მოკლე ქუჩა, აღმოაჩინა რომ ის და ნოდარი მარტონი არიან აქ. მხოლო ერთი ჯმუხი, საკმაოდ ღიპიანი კაცი, რომელმაც გულგრილად შეათვალიერა ისინი, ჩაჰკირკიტებდა თავის ტელეფონს.

მამაკაცები მანქანისკენ დაიძრნენ. ამ დროს გივის გაახსენდა და იქურობა მოათვალიერა, ჩემი „პაჯერო“ სადააო? მათი ავტო ნათელას იგივე შუკაში გაეჩერებინა ოღონდ ამ კაცის ტრანსპორტზე უფრო აქეთ. მის დანახვაზე გივის ისიც მოაგონდა რომ გასაღების გამორთმევა დაავიწყდა ცოლისთვის.

ამასობაში ისინი „პასატს“ მიუახლოვდნენ და გივიმ პიჯაკის ჯიბეში ჩაუყო ხელი ნოდარს, საიდანაც თავისავე ჩადებული ავტომობილის გასაღები ამოაძრო. მან გასაღების ტარზე გახსნილი ბოქლომის ნახატიან ღილაკს დააჭირა და მანქანამაც ერთი მოკლედ შეჰკივლა, ანიშნა - კარები ღიაა, მობრძანდითო.

გივი სახელურს მიეტანა და ამ დროს მოეჩვენა თითქოს მის ზურგს უკან ლანდი გაჩნდა. შემდეგ წამს კეფაზე უნივერსიტეტის ცათამბრჯენი დაემხო, თავის ქალა ჩაუმტვრია და დღის სინათლეც ჩაუქრო.

თავი 28გივი საშინელმა ტკივილმა მოიყვანა გონს. ალბათ ჩამტვრეული ჰქონდა

თავის ქალა. თვალის გახელაც არ უცდია, შიშობდა, დღის სინათლე წყალდიდობასავით შემომივარდება ქუთუთოებში და გატეხილ ძვლებს შორის ღრიჭოებიდან ტვინს ამომირეცხავსო. სცადა, ხელს მოვისვამ, იქნება დავადგინო რამხელა ჭრილობა მაქვსო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ვერ შესძლო კიდურის განძრევა.

„ნეტა რა ხდება, ნუთუ მართლა ნანგრევებს ქვეშ ვარ მოყოლილი და იმიტომ ვეღარ ვექანები?“ - გაუელვა თავზარდამცემმა მიხვედრამ.

მაგრამ ნელ-ნელა, ტკივილთან მისადაგების თანადროულად, იგი საღი აზროვნების უნარსაც იბრუნებდა და სულ უფრო გარკვევით ხვდებოდა რომ შენობის დამხობასა და საკუთარი თავის გასრესვაზე ფიქრი უაზრობაა. ამ დასკვნამ შესძლო და როგორც იქნა თვალები აახელინა.

მზერა დაეწმინდა თუ არა, გივი მყისვე დარწმუნდა თავისი შიშების უსაფუძვლობაში - დანგრეულის არაფერი ეტყობოდა იქურობას, იგი მანქანის სალონში, უკანა სავარძელზე იჯდა ხოლო საქარე მინაში ხეები მოჩანდნენ. ეტყობა ავტომობილი პარკში იდგა, თუმცა პირველი შეხედვით გივიმ ეს ადგილი უნივერსიტეტის მიმდებარე ბულვარს ვერ მიამსგავსა. იმწამსვე ეჭვი შეეპარა რომ მისი გაურკვევლობის მიზეზი თვალების გახელას მოყოლილი ტკივილის ახალი აფეთქებაა.

- როგორა ხარ პატივცემულო? - გაიგონა მან გულგრილი ქედმაღლობით დასმული კითხვა და როცა თავი გაჭირვებით ოდნავ იქეთ მიაბრუნა, დაინახა

Page 153: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 153

რომ მის გვერდით ის კაცი, თეთრებში გამოწყობილი ნოდარი ზის, - სამწუხაროდ შენი სახელი არ ვიცი, საბუთი არ გაქვს ჯიბეში, გასაკვირია მანქანას როგორ ატარებ? თუ მართვის მოწმობას და ტექპასპორტს ზემოთ, საჩრდილავის ჯიბეში ინახავ? არ შეიძლება მასე, დაგეკარგება.

გივიმ წამოწევა სცადა და იმწამსვე მიხვდა რატომ ვერ შესძლო წეღან და თავზე ვერ მოისვა ხელი - ნანგრევები არაფერ შუაში ყოფილან, უბრალოდ ამჯერად, ნოდარ თივაძეს კი არა მას ჰქონდა ხელები შეკრული. საჭესთან წვერგაუპარსავი, უხეშ და მსხვილნაკვთებიანი, მძლავრი აღნაგობის, თუმცა კი შესუქებული კაცი იჯდა, რომელიც აგრეთვე მას მოშტერებოდა და მისი სახე რატომღაც ეცნო გივის.

- ჩემი სახელი გაინტერესებთ? - ჩახრინწული ხმით ამოილაპარაკა მან და ამ სიტყვების წარმოთქმაზე დახარჯულმა ძალისხმევამ მის თავში მოგუზგუზე ტკივილის ალი ნავთდასხმულივით გამოაცოცხლა. გივი შეიჭმუხნა, თუმცა კი მაშინვე დაილაგა სახე, შეეცადა მტრებისთვის არ ეჩვენებინა თავისი გაჭირვება, - ეს ვერ გაიგეთ ამდენ ხანს? აბა ასეთი რამეები თუ არ შეგიძლიათ, სადაა რომ ეჩრებით? - გივიმ ძალიან მოინდომა და ცალყბა ღიმილი მოაყოლა თავის პასუხს.

- ჰეჰ, - ბოროტად ჩაიქირქილა ნოდარ თივაძემ, - გაინტერესებს რისი შემძლე ვართ?

- არა, - თანდათან სულ უფრო დაჯერებით ლაპარაკობდა გივი, - ეგ მოგვიანებით, ახლა უფრო ის მინდა ვიცოდე რასაც აქამდე გეკითხებოდი, თივაძე, რა ხდება?

- ჰო, ეგ მართლა მნიშვნელოვანია და როგორც ვატყობ, - ისევ თივაძე ალაპარაკდა. მისი დამქაში კვლავინდებურად უტყვად და თვალებგადმოკარკლული მისჩერებოდა ტყვეს, - ეგ ამბავი კიდევ ერთხელ გვაქვს გასარკვევი.

გივის სასტუმროში დატოვებული შოთიკო გაახსენდა და გულში უსიამოვნების ნაპერწკალმა გაუარა.

-თუმცა, - აუჩქარებლად მაგრამ დაბეჯითებით განაგრძნობდა თივაძე, - კარგი, ყველასთვის სასარგებლო და უმტკივნეულო ის იქნება, რაიმეს გარკვევას არ დაიწყებდე ახლა და ამის ნაცვლად ცოლს დაარწმუნებდე ქნას ის, რაც მე უკვე გითხარით შენც და მასაც და ახლა კიდევ ერთხელ გაგიმეორებ.

- არ მჭირდება გამეორება, - მოღლილი ხმით, ისე რომ თანამოსაუბრისთვის არ შეუხედავს, წარმოთქვა გივიმ, - მახსოვს და მივხვდი რასაც გვთავაზობ: ბევრ ფულს იმის სამაგიეროდ რომ ჩვენი შვილი მკვდრად დატოვოს ნათელამ.

ნოდარმა ჰაერი ჩაისუნთქა რაღაცის სათქმელად მაგრამ ამის გამგონე გივიმ არ აცალა და უსიხარულო ხმით განაგრძნო:

- შვილი ხომ გყავს? ჰოდა იმას რომ შველა სჭირდებოდეს და განკურნების შანსი ჰქონდეს, შენ რას იზამდი, მიატოვებდი მცდელობას, ვინმეს რომ ეთქვა, შეეშვი და ფულს მოგცემო?

- როგორ სულ კითხვების დასმა გიყვარს, ჰა? - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა თივაძემ, მოსაფიქრებელი დრო მოიგო, - შვილი მყავს და თანაც შენი არ იყოს ორი, მაგრამ ისინი ცოცხლები არიან.

მან პაუზა აიღო და ელოდა სანამ გივი ბოლოს და ბოლოს მისკენ გამოიხედვდა. ასეც მოხდა, როცა ლაპარკის გაგრძელება გააჭიანურა ნოდარმა, გივიმ თავი ასწია და სავარძლის მეზობელს მოლოდინით შეაცქერდა.

ნოდარმა ძალიან სერიოზული გამომეტყველება მოირგო სახეზე და შესაბამისადაც ალაპარკდა:

- ხოლო შენი ერთი ბავშვი მკვდარია, რამდენადაც ვხვდები ზღვაში დაგეხრჩოთ, ვერ მიხედეთ.

Page 154: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 154

გივის ისე დაეჭიმა სახე რომ ლოყებიც კი ჩაუცვივდნენ. თივაძემ შეამჩნია მისი მდგომარეობა და უფრო რბილი ტონით განაგრძნო:

- ახლა ამას ნიშნის მოგებით კი არ გეუბნები, მხეცი ხომ არ ვარ? არც იმაზე დაბოღმილი, იქ რომ გულ-მუცელი კინაღამ ჩამინგრიე, ბოლოს და ბოლოს ეგ ვალი უკვე გასტუმრებულიც გაქვს და... ამ მირტყმა-მორტყმაზე ლაპარაკი საერთოდ რა მოსატანია იმასთან, რისი გულისთვისაც აქ ვართ თავმოყრილი. შენი ბავშვის დაღუპვის ამბავი ასე დაწვრილებით მხოლოდ იმიტომ გაგახსენე რომ დაგადგეს საშველი და მიხვდე: ეგ უკვე მომხდარი ფაქტია, მაგას აღარაფერი ეშველება, ცოცხლები ვართ საზრუნავი და საფიქრელი.

გივიმ ღრმად ჩაისუნთქა და თავის ქნევით მოკუმული ტუჩებიდან გამოუშვა ჰაერი.

- მესმის, - ამის დანახვაზე კიდევ უფრო დაჟინებით განაგრძნო თივაძემ, - ამისთანა უბედურებასთან შეგუება არაა ადვილი, ადვილი კი არა მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, მაგრამ სხვა რა გზაა? თუ ემოციების გარეშე დაფიქრდები, მიხვდები რომ მართალი ვარ... სამწუხაროა, ძალიან სავალალო, მაგრამ რას იზამ? ასე მოხდა...

უშიშროების აგენტი გაჩუმდა. საპირველჯეროდ მან საკმარისი ინფორმაცია ჩააწვეთა გადაბირების ობიექტს და ახლა მოცდა იყო საჭირო, სანამ ის მოსმენილს გაიაზრებს.

გივიც იაზრებდა და ხვდებოდა რომ ამ ხალხთან საუბარი გარდაუვალი ჩიხით დამთავრდება. ესენი სხვა მხრიდან უყურებენ მომხდარს და მისი ოჯახის მდგომარებაში შესვლას არ აპირებენ. არადა ამათ ხომ ვერ აუხსნის იმას, რაც სულ ახლახანს ნათელამ ელაპარკა. რომც შესძლოს და გაუმეოროს, განა დაიჯერებენ? არა. იტყვიან, ეგ შენი ცოლის ოცნებაა, სინამდვილეში კი მკვდარს ვერავინ გააცოცხლებსო... ვინ იცის, იქნებ მართალიც არიან, ნათელას მართლა ხომ არ მიუღწევია ჯერ რამესთვის, მხოლოდ გზა დაინახა თინიკოს ხსნისა, მაგრამ ხომ არავინ იცის რამდენი დასჭირდება ამ გზის გავლას? ან შესაძლებელია კი მისი დაძლევა?

გივიმ ამოიოხრა მაგრამ რადგან ჯერ არავინ აჩქარებდა, ისევ განაგრძნო მსჯელობა. გამოდიოდა რომ სადღაც ესენიც მართალნი არიან, აკი ნათელამაც თქვა: „უვიცობის ბურუსში ვარო“?

მაგრამ რას ცვლის ეს? განა გივის შეუძლია ადგეს და ამათი მოთხოვნით უთხრას ნათუს: გამორთე დანადგარი, მაინც არაფერი გამოგივა, არ გვიშველის შენი მახვილგონივრული ნაფიქრებიო? ამას რომ ეტყვის, შემდეგი სიტყვა რა უნდა მიაყოლოს? დავმარხოთ თინიკოო?...

ამის გაფიქრებამ გივის გულში ვულკანივით ააფეთქა რისხვა და მას გაუხარდა კიდეც რომ ხელები შეკრული აქვს, თორემ ამწამსვე ჩაუტეხავდა ცხვირის ხრტილს ამ გაბერილ გომბეშოს, თავისი დასიებული თვალებით ასე უტიფრად რომ მოშტერებია!

გივიმ ერთი ღრმად ჩაისუნთქა რომ ბრაზი არ გამოემჟღავნებინა. მისი უცაბედი გატოკება და მერე ამოოხვრა ნოდარ თივაძემ თავისებურად გაიგო და ისევ გულში ჩამწვდომი ხმით მიუსამძიმრა:

- ეჰ, რას იზამ, რომ იტყვიან, მართლა ყველანი სიკვდილის შვილები ვართ.ამ გამოთქმას გივი სისულელედ მიიჩნევდა ყოველთვის, რას ჰქვია

სიკვდილის შვილები ვართ? ესე იგი სიკვდილმა გაგვაჩინა, სიცოცხლის აღარაფერი ვართო? ახლა ხომ მით უმეტეს გულისამრევ სიტუტუცედ ეჩვენა ეს სიტყვები, მაგრამ ამასობაში ნერვები უკვე მოითოკა და ამიტომ ნოდარს პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია რამდენიმეჯერ, ვითომ ეთანხმებოდა.

ტკივილი თანდათან უცხრებოდა და იგი სულ უფრო ნათლად აზროვნებდა. კიდევ რამდენიმე წამი დაშოშმინებისა და ფიქრის შემდეგ გივიმ გადაწყვიტა რომ პირდაპირ უარის თქმა ახლა არ იქნებოდა მართებული. ჯერ თავს

Page 155: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 155

მოიკატუნებს, ვითომ თითქმის თანახმაა, ხოლო ამასობაში იქნებ რაიმე გამოსტყუოს ამათ, რაღაც მნიშვნელოვანი იმის შესახებ, ბოლო-ბოლო ვისთანა აქვს საქმე, ვინ მეთაურობს ამ ჯგუფს?

- ჰოდა ნათელამ ცდებიც უნდა შეწყვიტოს? კი მაგრამ ბავშვი თუ არ მოაბრუნა, მაგას რაღა მნიშვნელობა აქვს?

ამის გაგონებაზე ნოდარმა ვერ შესძლო გრძნობების დამალვა და კმაყოფილად გადახედა გაიოზს, სანამ კითხვას უპასუხებდა:

- არა, ეგ საქმე საერთოდ უნდა შეჩერდეს და მკვდრების აღდგენა სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნით გადაიდოს.

- რას ჰქვის დიდი ხნით? - ნოდარის სიტყვებისადმი ინტერესი განასახიერა გივიმ, - ვინ აწესებს ვადას?

- დიდი ხანიო რომ გითხარი, მართალი რომ ვთქვა, ზუსტად არ ვიცი რა შუალედზეა საუბარი, - ოდნავი შეყოყმანებით გააგრძელა თივაძემ, - ხოლო რაც შეეხება ვინ აწესებსო?...

ნოდარმა აღარ დაამთავრა წინადადება, დამქაშს გადახედა. გაიოზმა ქვედა ტუჩი გამობრუცა და მხრები აიჩეჩა ამრეზით: ბოლო-ბოლო ხომ მაინც მივა მაქამდე და რაღა აზრი აქვს დამალვასო? - ანიშნა მეწყვილეს.

- ჰო ალბათ, - თავის ქნევითა, თითქოს ნაძალადევად დაეთანხმა კოლეგას თივაძე და წუთიერი დაფიქრების შემდეგ ისევ გივის მიუბრუნდა, - ეკლესია და არამარტო ქართული, თვლიან რომ მაგნაირი გარღვევისთვის კაცობრიობა ჯერ არაა მზად. შენმა ცოლმა თუ მართლა მიაღწია თავის მიზანს, ეს, ჰმ, სულიერ საყრდენს გამოაცლის თანამედროვე ცივილიზაციასო, - წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები, ნოდარ თივაძემ ხელები გაშალა, რამდენადაც ამის საშუალებას სალონის სივიწროვე იძლეოდა, იმის ნიშნად რომ ასეთ მაღალფარდოვან აზრებთან და მიზეზებთან მას არაფერი აქვს საერთო, იგი მხოლოდ სხვის დავალებას ასრულებს.

- აჰა. - მცირე დაფიქრების შემდეგ ამოთქვა გივიმ, - რასაც ამბობთ მართლა თუ იმხელა ფულს სთავაზობენ ნათელას, გამოდის მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონია ჩემი ცოლის საქმიანობას, ყოველ შემთხვევაში ეკლესიისთვის.

- კი, - ახლა უკვე მთელი სერიოზულობით დაუდასტურა ნოდარმა, - თანხა მართლაც უზარმაზარი, გაუგონარია. და საქმე, რომ იცოდე მარტო ეკლესიას არ აინტერესებს.

გივი თავდახრილი ჩაუფიქრდა ამ სიტყვებს ხოლო მისმა დამტყვევებლებმა იმედიანად გადახედეს ერთმანეთს, რის შემდეგაც ისევ ნოდარმა გააგრძელა ობიექტის გადაბირება:

- აბა დაფიქრდი, ყველა მომაკვდავი თუ ისევ გააცოცხლეს, ამდენი ხალხი როგორ გინდა არჩინო? რომელი მთავრობა შესძლებს მაგას?

გივიმ მაშინვე ასწია თავი და თვალი გაუსწორა ბადრაგს:- კი მაგრამ, მასე თუა, გამოდის არც ავადმყოფი უნდა მოარჩინო, კიბოს და

სხვა უბედურობის წამალიც არ უნდა ეძებო და მაშინ კიდევ უფრო ნაკლები ხალხი იქნება სარჩენი, არა? - დამცინავად იკითხა მან.

ამის გაგონებაზე აგენტებს სახეებზე ერთდროულად აღებეჭდათ გაწბილება. გივიმ კი მოისაზრა რომ რაღაც კვალს ამ ოპერაციის მეთაურისა უკვე მიაგნო, მეტ თვალთმაქცობას აზრი არა აქვს და ესენი არც რამეს გააგებინებენ იმაზე მეტს რაც უთხრეს. ამიტომ მან კიდევ უფრო გამქირდავად იკითხა:

- რაღაც ვერ ედრება, ბიჭებო, თქვენი ნათქვამი სინამდვილეს, ჰოდა ამასაც ხომ ვერ დამიზუსტებთ იმ, ჰეჰ, „მარტო ეკლესია რომ არაა“, იმ ხალხთან?

უშიშროების გადაგვარებულმა მუშაკებმა ამჯერად გაღიზიანებით გადახედეს ერთმანეთს და ხელადვე შეთანხმდნენ თვალებით რომ მათმა პირვანდელმა გეგმამ არ იმუშვა, უშუალო მოქრთამვამ არ გაჭრა, გივი არ თანხმდება მათ

Page 156: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 156

შეთავაზებას და მის ნაცვლად ისეთი ლაპარაკის წამოწყებას ცდილობს, რომლის საშუალებითაც მათგან უნდა რაიმეს გაგება. მაგრამ მასე სადაა, მათი სპეციალობის ხალხს ხომ საამისო კბილი რამდენი ხანია მოცლილი აქვთ.

მოვლენების ამგვარი განვითარება კი ეწყინათ მაგრამ ამავე დროს ელდასავითაც არ ეცათ აგენტებს, ასეთი შესაძლებლობაც გაითვალისწინეს და სათადარიგო გეგმაც შეიმუშავეს. მის მიხედვით, თუ „საქმიანი“ საუბარი არ გამოვიდოდა, მაშინ მუქრაზე გადავიდოდნენ. შეიძლება ძალადობაც გამოეყენებინათ წერაძის დასაშინებლად და ამ გზით დაეყოლებინათ იგი ქრთამზეც და საერთოდ, საკუთარ მოთხონაზეც. თუ ესეც არ გაჭრიდა, მესამე გზაც არსებობდა - მის ცოლს დაურეკავდნენ, შენი ქმარი ჩვენს ხელთაა და თუ ჭკუით არ იქნები, მარტო ბავშვი აღარ გეყოლება საზრუნავიო.

სინამდვილეში ეს მხოლოდ ლიტონი მუქარა იქნებოდა, რაიმე სერიოზული ზომები ჯერ-ჯერობით არ დაუვალებია მათთვის მურმანს. თუ მაქამდე მივიდა მე თავად ჩავერევი და ვიღაცასაც მოვიშველებო -დაკვლიანებისას უთხრათ უფროსმა. თუმცა ამასთან ერთად, შეფმა, მართალია ზრდილობიანი სიტყვებით, მაგრამ მაინც გარკვევით მიანიშნა ხელქვეითებს: თუ ჩემი და კიდევ სხვისი ჩარევა გახდა საჭირო, მაშინ თქვენ რის მაქნისი ხართ ან რა შუაში ხართ, განსაკუთრებით როცა წახალისებაზე მივა საქმეო? ის სამას-სამასი ათასი რასაც ახლა შეგპირდით, საგრძნობლად შემცირდება, სავარაუდოდ თავის მეათედამდე დავაო.

ნოდარს და გაიოზს დიდი ხანი არ დააგვიანდათ იმის გააზრებაზე რომ ამოდენა ამბავში მონაწილეობის შანსი მათ დანამდვილებით აღარ ექნებათ დარჩენილ ცხოვრებაში - სადაა ასე პანტა-პუნტით სამეცნიერო გარღვევები საქართველოში, თანაც ამ დონის?

მათაც უყოყმანოდ გადაწყვიტეს რომ თავად დასძლევდნენ ყველა სირთულეს. მით უმეტეს, მათი მოწინააღმდეგეები, თუ საერთოდ უადგილო არ იყო აქ ეს სიტყვა, ამნაირ ოპერაციებთან კავშირის არმქონე, საბრძოლო ხრიკებისგან შორს მყოფი, გაუწვრთნელი და ცხოვრებისეული კუთხით ძალიან რიგითი ადამიანები იყვნენ. კი, ამ კაცმა დაარტყა ნოდარს, მაგრამ ეს უფრო ქუჩური ჩხუბის გამოვლინებას ჰგავდა, რაც, ადრე რომ გაეთვალისწინებინათ, არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი ბავშვის სიკვდილით გამწარებული კაცისგან.

ამიტომ გივის ბოლო კითხვის პასუხად საჭესთან მჯდომმა მუტრუკმა ამპარტავნულად ჩაიცინა, ხოლო თივაძემ პირის კიდეები ჩამოუშვა და გაღიზიანებით ალაპარაკდა:

- ეს მოულოდნელად ჯიღების ქნევა კი იცი ამხელა ვირმა მაგრამ მეტი არაფრის ჭკუა გაქვს, ვერაფერს ხვდები?

ტონის ასეთმა მკვეთრმა ცვლილებამ გააკვირვა გივი. მას დაბნეულობა და გაოგნება დაეხატა სახეზე, მერე კი გრძნობების ამ სურათს შიშიც შეერია.

სინამდვილეში ეს ყველაფერი მან დიდი ძალისხმევით განასახიერა, შენიღბვის ერთ-ერთი ფანდი იხმარა, რომელიც ნატოს, ვის წინაპრებთან გაერთიანებასაც დაუდგრომელი მოამაგე სულხან-საბა იღწვოდა თავის დროზე, ინსტრუქტორებმა სხვა ბევრ რამესთან ერთად ასწავლეს რეზერვისტობის იმ ორ თვეში, ავადსახსენებელ ხუთდღიან ომს რომ უძღოდა წინ. სნაიპერობა იგივე მზვერავობაა, უხსნიდნენ მას, ოღონდ შორიდან. აქაც მალულად მოქმედებ და მტერს არ უმჟღავნებ არც შენს არსებობას და არც ნამდვილ ვინაობას, უბრალო ჯარისკაცად მოგაქვს თავი. ამიტომ, თუ ტყვედ ჩავარდი, ყველანაირად უნდა ეცადო მოწინააღმდეგემ არ გაიგოს შენი ფსიქოლოგიური და გონებრივი უნარები. უნდა ითვალთმაქცო რომ საჭირო წამს მოულოდნელობის ეფექტი მოიშველო და ხიფათს გააღწიო.

ახლაც, გივის არ უნდოდა ამათთვის ეჩვენებინა თუ რას ხვდება იგი და რას არა. ან როგორ განწყობაზეა: შეშინებულია, გაბრაზებული, საგონებელში

Page 157: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 157

ჩავარდნილი და დაბნეული თუ სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებს, თავის გამოძვრენაზე ფიქრობს. მით უმეტეს მას ისიც შველოდა, როგორც შეატყო, მოწინააღმდეგეებმა მართლა არ იცოდნენ ვისთან ჰქონდათ საქმე.

ხოლო გივი მართლა ამათ უვნებელყოფაზე და გაქცევაზე ფიქრობდა და არა მხოლოდ იმიტომ რომ თავი ედარდებოდა. არა, სიკვდილის და ხიფათის მახლობლობაში მან უკვე ბევრჯერ მოასწრო ყოფნა თავის ცხოვრებაში და ახლანდელი მდგომარეობა მისთვის არ იყო განუცდელი ან თავზარდამცემი. მას მხოლოდ თავისი ოჯახის დაუცველობა ადარდებდა, სატუმროში დატოვებული პატარა შოთიკო.

გივიმ იქაურობა მოათვალიერა. ახლა, როცა თავის ტკივილს მეტ-ნაკლებად მოერია და უფრო დაწყნარებულად შეეძლო არე-მარის შესწავლა, იგი მიხვდა რომ ისინი ბულვარში და საერთოდ ქალაქში არ იმყოფებიან. მანქანა სადღაც ტყეში, ფოთლოვან ხეებს შორისაა გაჩერებული. ირგვლივ ძირითადად თხემლებია, თუმცა ალაგ-ალაგ წიფელი და მუხაც ურევიათ.

პირველი, სწრაფი შეთვალიერებისას მან თავისთვის გამოსადეგი ვერაფერი შენიშნა, ხოლო მეორედ, როცა უფრო დაკვირვებით და აუჩქარებლად მოატარა მზერა მანქანის ფანჯრიდან, მახლობელი ხის ძირში ნაგავი შეამჩნია.

- ეს მგონი საერთოდ არაა გაგებაში, რა სიტუაციაშია ჩავარდნილი, - როგორც იქნა ალაპარაკდა მესაჭე. მას, თავისი აღნაგობისთვის შეუფერებლად მაღალი, ყიყინა ხმა აღმოაჩნდა, - ბიჭო, შენ რასაც გეუბნებიან ის გააკეთე, რას გვეტინგიცები? მიდი უთხარი შენს ქალს დაანებოს ჩხიკინს თავი თორემ ინანებთ სუყველანი! - თითქმის ყვირილით დაამთავრა მან.

გივიმ მტკნარი, შეშინებული სახით შეხედა მას:- კი მაგრამ მე რა ვქნა, ძმაო... - მან მწარედ ამოიოხრა და თავი დახარა, -

მართალი რომ გითხრათ, მე თვითონც არ მაქვს რაიმეს იმედი მაგრამ მეუღლეს ვერ ვეუბნები. ხომ გესმით, დედაა და ამასთან ერთად ბიოლოგიის სპეციალისტი, არ გაჩერდება სანამ გულს არ შეაჯერებს.

- ბიჭო, რა მოხელე ხარ შენ ამ ცხოვრებაში? - ისევ მესაჭე მოჰყვა აგდებული ტონით ყიყინს და მერე თივაძეს მიუბრუნდა, - მგონი ამას ვერაფერს გავაგებინებთ სიტყვებით, თავისი ცოლის ეშინია და ჩვენს ლაპარაკს არაფრად აგდებს, სხვანაირად უნდა ავუხსნათ.

პასუხად მისმა დამქაშმა ჯერ გაღიზიანებით დაკრიჭა კბილები, მერე მხრები აიჩეჩა და ბოლოს თქვა:

- ხო, მგონი გაგვიგრძელდა წილა-ბოდილა. უფროსიც პასუხს ელის.მაშინ მუტრუკი ისევ ტყვეს მიუბრუნდა და შეუღრინა:- ჩადი ძირს!გივიმ შეწუხებული სახით ჯერ მანქანის ჩაკეტილ კარებს შეხედა, მერე მას.- ეჰ, შენი, - გაიღიზიანებით ამოიბურტყუნა მესაჭემ და თავად გადავიდა

უკანა კარის გამოსაღებად.ზურგს უკან სკოტჩით ხელშეკრულმა გივიმ მოუხერხებლად დატოვა სალონი

და ნელა გაიმართა წელში. ტკივილმა ახლებურად შეახსენა თავი, თუმცა ამჯერად უფრო ნაკლები ძალით. მან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მერე თავის დამტყვევებლებს მიუბრუნდა, თან ისე რომ ზუსტად ნაგვის გროვასთან, რომელიც ქაღალდისა და პლასტმასის ნაფლეთების, დაჭმუჭნილი ლითონის ქილებისა და მინის ნამსხვრევებისგან შედგებოდა, მდგარიყო.

- ესე იგი არ გინდა წესიერად მოვრჩეთ არა? - ამოიხრიალა მუტრუკმა. გივიმ აღნიშნა რომ მისი ახალი მოწინააღმდეგე მართლაც თივაძეზე ძლიერი აღნაგობისა, ფართე მხრებისა და გამობერილი გულმკერდის პატრონია, თუმცა გივიზე დაბალი და თანაც ღიპიანი. ხელებიც საკმაოდ კოტიტა ჰქონდა.

Page 158: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 158

ამასობაში თივაძემაც შემოუარა მანქანას და მათკენ გამოემართა. სანამ გივიმ მისკენ გადაიტანა ყურადღება, ამასობაში მესაჭემ ორი უსწრაფესი ნაბიჯი წადგა მისკენ და მარცხენა ჰუკი პირდაპირ ნიკაპში აძგერა.

დარტყმა ძლიერი აღმოჩნდა, გივიმ იგრძნო როგორ შეუზანზარდა თავის ქალაში ტვინი, თუმცა სისწრაფე მაინც დააკლდა მუტრუკის შეტევას, არ იყო ისეთი რომ გაეთიშა. ზუსტად სიჩქარის უკმარისობამ მოასწრებინა გივის ცოტა თავის დაწევაც და კისრის კუნთების დაძაბვაც. შედეგად მოწინააღმდეგის ჯიღი მას ნიკაპის წვერში - ყველაზე სახიფათო ადგილზე კი არ მოხვდა, არამედ უფრო ზემოთ, ლოყაზე, თითქმის ყვიმრალში. მართალია, შემდეგ ეს ყვიმრალი ჩაულურჯდება, მაგრამ არც მერე და არც ახლა ამის მეტი ზიანი გივის არ მიადგებოდა. სანახევროდ დაჭიმულმა კისრის კუნთებმაც შეარბილეს დარტყმა გაზრდილი დრეკადობის ხარჯზე, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი, როგორც კი მჯიღი სახეში მოხვდა, მოცელილივით ჩავარდა პირდაპირ ნაგვის გროვაში.

- ვაა, ეს ამხელა კალათბურთელის ტოლა ახმახი რა იმასავით წაიქცა, - დამცინავად მოუბრუნდა ამხანაგს მესაჭე, - რა ქვია იმას, ბოულინგში რომ უნდა წააქციო? მართლა იმ კეგლიასავით არ გავაგორე, - კმაყოფილი სახით ტრაბახობდა იგი.

თივაძემაც მას ცალყბა, ზიზღნარევი ღიმილით უპასუხა და ამ ჩაცინებას სიტყვებიც მოაყოლა:

- ჰო მაგრამ, ამის გულწასულობა რაში გვაწყობს? საქმე უნდა გავაკეთებინოთ... - დაფიქრებით ალაპარაკდა იგი და თან მიწაზე დაგდებული გივისკენც გააპარა თვალი, თუ მისმენს, თუ აქვს მაგის თავიო?

- მოიცა თუ ძმა ხარ, ხომ ხედავ, ჯერ ისევ დედაშვილობაზე გველაპარაკება. ის ვერ შეიგნო აქამდე რომ სანამ მეორე შვილი საღსალმათად ჰყავს, იქამდე უნდა დაგვთანხმდეს, - ასევე ბრაზიანი მზერა გადაავლო ტყვეს გაიოზმაც.

ამასობაში გივი კვნესა -კვნესით გადმობრუნდა ზურგზე და ეტყობა წამოდგომას შეეცადა, ხან ფეხებს იშველებდა, ხანაც წელში მოხრას წვალობდა, თუმცა ჯერ ისევ დარეტიანებული, ზუსტად ვერ მოძრაობდა.

- ესე იგი რა, გაიოზ, ვიყოთ აქ საღამომდე და ამას ვეხვეწოთ? კი მაგრამ თვითონ არ თქვი საკუთარი ქალის ეშინია რისი მაქნისია, რაში გამოსადეგიაო? - ამრეზით იკითხა ნოდარმა.

- მაგისი შიშის წამალი მე მაქვს, - ავად ალაპარაკდა ის, ვისაც ნოდარმა გაიოზი უწოდა, - რომ შევდგები ფეხით, უცებ გაარკვევს რაა უფრო სახიფათო, ცოლი თუ ჩამტვრეული, საკუთარ ფილტვებში შერჭობილი საკუთარივე ნეკნები?

გივი ისევ წამოდგომის მცდელობებს განაგრძნობდა და ხან ერთი გვერდისკენ გადაიწეოდა, ხან მეორისკენ, ვერაფრით ახერხებდა საჭირო მდგომარეობის მიღებას. მისი მებადრაგეებიც არ აპირებდნენ მიშველებას.

- ეს როგორ, ასე? - იკითხა გაკაპასებულმა თივაძემ, მერე ტყვეს მიუახლოვდა და გამეტებით ჩაარტყა ფესაცმლის წვერი ნეკნებში. გივიმ ტკივილისაგან და მოულოდნელობისაგან შეჰყვირა, ხოლო თივაძემ დარტყმას ბრაზით წარმოთქმული სიტყვები მოაყოლა:

- იმდენს გირტყამთ, როცა ცოლს დაელაპარაკები, შენს ხმას ვეღარც იცნობს და მართლა აღარ გაგიგონებს.

- ჰო კარგი, კარგი, - ტკივილისგან მისუსტებული ხმით ამოილაპარაკა გივიმ, - ვცდი... - მძიმედ სუნთქავდა იგი, - და ნათელას შევთავაზებ, მოკალი ჩვენი ბავშვიო, მერე რა, თქვენი ჭკუით გამიგონებს?

თივაძემ და გაიოზმა ერთმანეთს გადახედეს. მერე ღიპიანი მუტრუკი გივის მიუბრუნდა:

- კიდევ ერთხელ გეუბნები: როცა ეტყვი რომ თუ არ დაიჯერებს და ისედაც უკვე მკვდარს თავს არ დაანებებს, მეორე ბავშვისთვისაც და შენთვისაც ექნება

Page 159: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 159

ეს თავისი მეცნიერება გამოსაგონი, აუცილებლად დაგიჯერებს, ეჭვი არ შეგეპაროს. სადა გაქვს ტელეფონი?

ამ სიტყვებით იგი გივის ზედ წაადგა, დაიხარა და შარვლი მოუჩხრიკა. წინებში რომ ვერფერი ნახა, გაიოზმა გადაბრუბება დაუპირა თავის ტყვეს, უკანა ჯიბეებს შევუმოწმებო და ჩაცუცქდა. ზუსტად ამ დროს გივიმ მარცხენა ფეხი ელვისებურად მოხარა და მერე გამეტებით ჩაარტყა მას ტერფი ყვერებში. გაიოზმა საზარლად ამოიგმინა, ხელები მტკივან ადგილას იტაცა და პირდაპირ ჩაცუცქული მდგომრეობიდან დაემხო მუხლებზე.

გივის გაუელვა რომ მას გუშინდელი საღამოდან მოყოლებული უკვე მეორეჯერ უწევს ფეხის ჩარტყმით მოწინააღმდეგის მოგერიება, მაგრამ იმ დელფინისა და დღევანდელ ორფეხა ცხოველს შორის რომელია უარესი, ამას კითხვაც არ უნდოდა. წყლის ბინადარი თავის ინსტინქტებს აყოლილი შვებოდა რასაც შვებოდა - ასეთად შექმნა იგი ბუნებამ, იგი ვერ იარსებებს თუ სხვა სულიერი არ შეჭამა. ხოლო ეს მუტრუკი?

ამდენი ანალიზის დრო არ იყო - გივი ელვისებურად გადაგორდა გვერდზე და შემდეგ წამს ფეხზე წამოხტა. განცვიფრებულმა თივაძემ დაინახა რომ ტყვეს ხელები უკვე თავისუფალი აქვს, ხოლო მარჯვენა, გასისხლიანებულ მტევანში ბოთლის ნამტვრევი უკავია.

სანამ თივაძე გონს მოვიდოდა, გივი ერთი ნაბიჯით მივარდა მას და მარცხენა ისევ მთელი ძალით ჩაარტყა მუცელში:

- ეტყობა არ გეყო ერთი, ვერ ისწავლე ჭკუა, - მიაძახა მან უკვე ჩაკეცილ ნოდარს და თვითონაც ჩაჩოქება დააპირა ჯიბეებს მოვუჩხრიკავო, მაგრამ ამ დროს ფაჩუნი მოესმა უკნიდან.

გივიმ მსწრაფლ მოიხედა. გაიოზი ეტყობა უკვე ერეოდა ტკივილს, მას ცალი ხელი გაეშვა შარვლის უბისთვის და ჟილეტის ჯიბისკენ აცურებდა. პირველ წამს გივიმ იფიქრა კიდევ დავარტყამ, იქნება სულაც გავთიშო და მერე რის ამოღებასაც ცდილობს იმას წავართმევო, მაგრამ მყისვე მიხვდა რომ ეს გეგმა მთლად გამართულად არ გამოიყურება.

ჩაცუცქული გაიოზის შიშველი ხელით დარეტიანება სათუოდ ჩანდა, მით უმეტეს, მოულოდნელობის უპირატესობა გივიმ უკვე დაჰკარგა. ხოლო ჭიდაობა და ძალით წართმევა რომ დაიწყოს, ამასობაში ნოდარაც მოითქვამს სულს და თავის იარაღსაც დააძრობს. გივი მიხვდა რომ ერთადერთი გამოსავალი დარჩენოდა - გაქცევა. მან სწრაფი მზერა შეავლო თავის, უკვე მეტ-ნაკლებად მოსულიერებულ მოწინააღმდეგეებს და ტყისკენ გავარდა.

ერთის მხრივ მანქანა თითქოს უღრან და უკაცურ ადგილას გაეჩერებინათ ნოდარას და გაიოზას, თუმცა კი, გაიზარა გივიმ, რადგან აქ ნაქეიფარის ნარჩენებია, გამოდის არც ისე მივარდნილი ყოფილა აქაურობა და სამშვიდობომდეც ანუ მოსახლეებამდე შეიძლება არც ისე შორს იყოსო. გივიმ მონდომებით ირბინა რამდენიმე ხანს და თან გაფაციცებით იყურებოდა წინ, იქნებ ხეებს შორის, დაადგეს საშველი და მინდორი ან ყანები გამოჩნდნენო.

თავისუფალ სივრცეს, თითქოს სურვილს უსრულებს ლტოლვილსო, მართლაც არ დაუგვიანია და მალევე გადაიშალა მის თვალწინ, მაგრამ ამან ვერაფერი სიხარული მოჰგვარა გივის - ეს სიცარიელე იმ ღრმა ხევის ნაპირებს შორის გადაჭიმულიყო, რომელმაც ახლა მას გზა გადაუღობა.

დევნილმა რამდენჯერმე გაწბილებით აათვალიერ-ჩაათვალიერა ბუნებრივი დაბრკოლება. მისი ფერდები არ გამოიყურებოდნენ ისე ციცაბოდ რომ გივი აქეთ ვერ დაშვებულიყო და მერე მოპირდაპირე ნაპირზე არ შესძლებოდა მაღლა აცოცება. საკითხავი სხვა იყო, რამდენად დროულია ახლა ეს მთამსვლელობაში ვარჯიში? გივის ბევრი არ უფიქრია იმის მისახვედრად რომ არა, არ ღირდა ახალი სპორტის ათვისება ამ პირობებში.

Page 160: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 160

საღმა აზრმა დაუყოვნებლივ უკარნახა რომ სანამ ის ხრამის დამრეც კედლებზე ზევით-ქვევით ცოცვაში იქნება გართული, მდევრები აუცილებლად წამოეწევიან, ზემოდან იოლადაც დაინახავენ და მარტივ სამიზნედაც დაიგულებდნენ. მართალია გივი იმედოვნებდა რომ ისინი სროლას არ აუტეხავენ, სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს დიდ ხმაურთან, ანუ თავის გამოაშკარავების რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ მაინც უჩინრად დარჩენა ამჯობინა. აქედან გამომდინარე ხევში ჩასვლის ნაცვლად დევნილმა გადაწყვიტა შემოევლო მისთვის, თუ მოახერხებდა.

ამასობაში დილა საგუშაგოს ტოვებდა, დღეს აბარებდა რიგს. ტყის სიმწვანე სასიამოვნოდ ხასხასებდა დილის სხივებში და არ ნაღვლობდა რომ გივი ამას ვერც ამჩნევს და მისი სილამაზით ტკბობის არც დრო აქვს და არც ხასიათი. მართალია ჯერ გრილოდა მაგრამ ჩანდა რომ ერთი-ერთი იმ დახუთულ დღეთაგანი ახლოვდება, როცა ტყეში ყოფნა ფინეთის უნახავ ადამიანს იმას მაინც გააგებინებს, როგორია იმ ქვეყნის აბანოში -საუნაში ყოფნა.. ნიავი არც კი ჩასახულიყო ხეებს შორის, ხოლო ფოთლები ისე გაშეშებულიყვნენ თავიანთ ტოტებზე, მათი შემხედვარე კაცი იფქრებდა ნატურმორტს გამოექცნენო.

გივიმ ჯერ მარცხნივ, ბარისკენ წასვლა დააპირა - ბათუმი ხომ მთის კენწეროზე არაა გაშენებული მაჩუ-პიქჩუსავითო. მერე მოაფიქრდა რომ ნოდარამ და გაიოზამ კარგად იციან სადაც მოდიოდნენ. ესე იგი აქედან ქალაქამდე ან საერთოდ დასახლებამდე მისასვლელი გზებიც იციან და აუცილებლად დახვდებიან იქ. ამ მსჯელობით გამოდიოდა რომ მთისკენ წასვლა ჯობია.

გივიმ მალევე შესწყვიტა თავისი შინაგანი დავა ორი მიზეზით: ჯერ ერთი, ამ მარჩიელობით იგი ვერაფერს გაარკვევს, მეორეც - მთაში ბოდიალის დრო არ აქვს, პირდაპირ ქალაქისკენ უნდა დაიძრეს და როგორმე მტრებს დაუსხლტეს. რატომაც არა? ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ომის, მით უმეტეს უჩინარის, ან საერთოდ, ცხოვრების ახალბედა ხომ არაა? უნდა შესძლოს.

აქ მან ძალაუნებურად შეახსენა თავს რომ ნამდვილად არაა ამ ცხოვრების უვიცი. ისე გამოვიდა რომ სკოლის დამთავრების მერე, როცა მისი თანატოლები საგამოცდო მზადებისგან თავისუფალ დროს დაუნანებლად კლავდნენ უსაქმურობით, გივი „შაკალხანაში“ ეყუდა.

ასეთი უცნაური სახელი ოზურგეთში დღიური მუშების ბირჟას ჰქვია. ყოველ შემთხვევაში მაშინ, მისი ჭაბუკობის დროს, ნამდვილად ასე ეძახდნენ იმ ადგილს, რკინიგზის სატვირთო სადგურის მიდამოში.

გივის შრომითი ბიოგრაფიის ასეთი მკვეთრი დაწყება პირველ სიყვარულს დაბრალდა. მაშინ მამამისმა კუკურიმ, ძუნწმა და უხიაკმა კაცმა, გივის სასტიკი უარი განუცხადა იმ და საერთოდ ნებისმიერი სხვა გოგოს ცოლად მოყვანაზე.

„თვითონ ჩემი სარჩენი ხარ და ახლა კიდევ შენი ცოლი და მერე შვილიც გინდა კისერზე დაგვაჯინო მე და დედაშენსო?“ - თავისი ერთადერთი პირმშოს გრძნობების სრული გაუთვალისწინებლობით, მკვახედ განუცხადა მამამისმა.

გივისაც თავზე ხელი არ წაუშენია და საკუთარი ბედის უკუღმართობისა და აუხდენელი სიყვარულის გამო ტირილი არ დაუწყია. რადგან უკვე სრულწლოვანი იყო და პასპოტიც ჰქონდა, ერთ დღეს, როცა თავი მარტო დაიგულა სახლში, მოაგროვა რაც შეეძლო თავისი გუდა-ნაბადი და დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგა. იქვე „შაკალხანიდან“ არც ისე შორს, „მოიდანახეს“ უბანში, ოც ლარად ერთი მიტოვებული, ორსართულიანი ხის სახლი იქირავა.

ამ ბინის პატრონი უკვე მკვდარი იყო, ხოლო მისი შვილები დიდ ქალაქებში - თბილისსა და ბათუმში დაფანტულიყვნენ. როგორც მიტროფანემ, ჭარმაგმა, დაძარღვულმა მეზობლის ბერიკაცმა, ვინაც გივის სახლის ქირაზე მოურიგდა, აუხსნა: პატრონის შთამომავლებს ქირა სინამდვილეში ფეხებზე ჰკიდიათ,

Page 161: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 161

მხოლოდ ის უნდათ, სახლში ვინმე იყოს და მიხედოს, ამიტომ დაადეს ეს სასაცილო ფასიო.

მიტროფანე საერთოდაც ზრდილობიანად იქცეოდა. მიუხედავად იმისა დაუფარავი ცნობიმოყვარეობით უყურებდა გივის, ერთხელაც, თუნდაც ირიბად, არ უკითხავს მისთვის, ასე ახლგაზრდა კაცს, პრაქტიკულად მოზარდს, რა გჭირს იმისთანა რომ ბინის ქირაობა დაგჭირდაო? ან საიდან ხარ ჩამოსული რომ ოზურგეთში ერთი ნათესავიც არ გყავს, იმასთან იცხოვრო თუ მაინცდამაინცო? ცხოვრების ვეტერანი ხვდებოდა რომ მისი კითხვების გარეშეც მალე განათლდებოდა სურათი.

მართლაც, მშობლებმა სწრაფად დაადგინეს თავისი ერთადერთი ვაჟის ასავალ-დასავალი და მონდომებით აატალახეს იქურობა, რაც არც იქაურ მეზობლებს გამორჩათ. ბევრი ხვეწნა და ტირილი მოისმინა მაშინ გივიმ: „შვილო დაგვიბრუნდი სახლში, რად გვინდა ის დასაწვავი უშენოდო?“

უცებ არა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გივიმ დაარწმუნა დედ-მამა რომ მისთვის თავი დაენებებინათ. მთავარი არგუმენტი ის მოიშველა რომ მაინც ხომ უნდა წავიდე თბილისში და იქ მარტო ვიცხოვრო და რაღა ახლა და რაღა მერეო?

დამოუკიდებლად არსებობას, მიუხედვად ზოგიერთი სირთულისა, განსაკუთრებით ტანისამოსის რეცხვის „დარგში“, იგი მალე შეეგუა, ისევე როგორც სახლსა და დედის ზრუნვას მოკლებული თვრამეტი წლის მოზარდები ეჩვევიან ჯარს. გამოირკვა რომ მისი ასაკი უპირატესობაა სხვა მუშებთან მიმართებაში. დამქირავებლებს პირველ რიგში ის მიჰყავდათ არხის გასათხრელად, სილის ქვედა ეზოდან ზემოთ ასატანად, ქვების მოქუჩება - გადასყრელად და მის მსგავს სამუშაოებზე, რადგან თვლიდნენ რომ იგი, რადგან ახლგაზრდაა, უფრო პატიოსნად იმუშავებს და სადილზე ღვინოსაც არ დალევს.

გივიც ამართლებდა ამ იმედებს და „კოლეგებთან“ შედარებით უფრო ხშირად ჰქონდა სამუშაო. შედეგად, დღეში ოცი-ოცდახუთ ლარის მშოვნელი იგი იოლად აგროვებდა თბილისში წასასვლელ ფულსაც და გაუჭირვებლადაც ცხოვრობდა, თუმცა მთლად უხარვეზოდაც არ ჩაიარა მისი ბიოგრაფიის იმ ნაწყვეტმა და ერთ დიდ შარში გახვევა მაინც მოუწია.

იმ უსიამოვნო შემთხვევაზე ფიქრი, რომელსაც იგი თავის მოგონებებში მიადგა, გივიმ აღარ ისურვა და ისევ თავის რთულ დღევანდელობას მოუბრუნდა. თუმცა მთლად ფიქრებში ჩაძირული არც აქამდე ყოფილა. უჩინარობა ხომ მისგვარი სამხედრო ხალხისთვის ზუსტ სროლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - ლანდშაფტის ნაწილად ვერქცეული სნაიპერი ძალიან მალე გვამად იქცევა. ამიტომ ახლა მას ძალიან არ მოსწონდა თავისი ჭყეტელა „ჰავაის“ პერანგი. ცოტაოდენი იმაზე კი წაიყოყმანა, საერთოდ ხომ არ გავიხადოო, მაგრამ უკუაგდო ეს აზრი, ქალაქში რომ ჩავალ იქ შიშველი როგორ ვივლიო?

იგი ყურადღებით, გამოცდილი მზერით აკვირდებოდა არემარეს და ცდილობდა სიარულისას რაც შეიძლება ნაკლებად მოსწევოდა მცენარეებს შორის, მზით განათებულ ადგილებზე ყოფნა. თან ხეებსაც ეფარებოდა, თანაც ხრამის პირს მიჰყვებოდა, გზა არ დამებნესო.

ამის გარდა გივის ძალიან აღონებდა რომ იარაღად მხოლოდ ის ბოთლის ნატეხი აქვს, რომლის მეოხებითაც, მტრებისგან შეუმჩნევლად, ვითომ ადგომის მცდელობაში, შესძლო და ხელები გაითავისუფლა. ის მინის ნამტვრევი ახლაც ხელში ეკავა, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღის, თანაც სავარაუდოდ ორის წინააღმდეგ რაში გამოადგებოდა, კაცმა არ იცის.

ასე რომ ჯერ-ჯერობით გივის თავის ერთადერთ და ნამდვილ „მფარველად“ დასახლებასთან სიახლოვე ეგულებოდა, ასეთ ადგილას მტრებს ვერ უნდა გაებედათ კანონადის ატეხვა, თუ სერთოდ აპირებდნენ ცეცხლის გახსნას.

Page 162: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 162

ეს ახალი, თითქმის შემთხვევით მოსული აზრი, რომელიც პირველად უმნიშვნელოდ და წვრილმანად გამოიყურებოდა, უცებ, თვალის დახამხამებაში გადაიქცა უზარმაზარად და უმნიშვნელოვანესად. იგი დაფიქრდა, ნუთუ ეს ხალხი მართლა ესვრის მას, გაიმეტებს მოსაკლავად? თავდაპირველად ეს ბუნებრივადაც ეჩვენებოდა გივის, ფრონტზე წარმოიდგინა თავი მთელი ამ შეტაკებებისა და ტკივილის შედეგად, მაგრამ ახლა სხვანაირად, როგორც სინამდვილეშია, ისე შეხედა თავის მდგომარეობას.

იგი ხომ მართლა ომში არაა? მაშ რატომ უნდა ესროლონ გაიოზამ და ნოდარამ? მკვლელობას გაბედავენ? რაში აწყობთ კი მაგრამ? მოკლული ან დაჭრილი რით გამოადგებათ, როგორ დაელაპარაკება ნათელას?

მაგრამ გივიმ თითქმის იმწამსვე გადაწყვიტა რომ ახლა ამ გამოცანაზე ფიქრის დრო არა აქვს. იგი ისე მოიქცევა, ვითომც მართლა ომში იყოს. ბოლოს და ბოლოს მას ორი პისტოლეტიანი კაცი მოსდევს, რა დროს მათი ჩანაფიქრების გამოცნობაა? თავს უნდა უშველოს, ყველა ღონე იხმაროს სიცოცხლისა და ჯანის შენარჩუნებისთვის რომ თავისი ცოლ-შვილის გვერდით ყოფნის ილაჯი ჰქონდეს.

გივიმ მიმოიხედა - იქნებ კომბლისმაგვარი რამეო ვნახოო. მიწაზე მრავლად ეყარა სხვადასხვა ზომის ტოტი, ოღონდ ყველა მათგანს ერთი ნაკლი მაინც ჰქონდა - ან მთლიანად დამპალი იყო ან სანახევროდ. ამის შემხედვარე გივიმ გადაწყვიტა, თუ მაინცდამაინც, როცა იმ წყვილს დავინახავ მაშინ მოვიმარაგებ კომბალსო. მინის ნატეხი კი, რომელმაც მართალია დიდი სამსახური გაუწია მაგრამ ამავდროულად ხელებიც დაუსისხლიანა, ხევში მოისროლა.

თავი 29ფრიდონ ბეჟანაძე დილაადრიანად გამოვიდა სამსახურში, უთენია

განაღვიძებ კაცს რა გააჩერებს სახლში? ამჟამად იგი დასუფთავების განყოფილებაში, ქუჩის მხვეტავად აგრძელებდა მოღვაწეობას. არა, მას რა თქმა უნდა შეეძლო პენსიონერის ცხოვრებას დაჰყაბულებოდა, მაგრამ არ ისურვა - არაა იგი უქმად ყოფნას ჩვეული. თუმცა, გაჭრილად რომ ითქვას, მანამდე რომელიმე დარგში დიდ სმაღლეებამდე ავიდაო, არც მასე იყო.

ჯერ მანქანების მოხელედ შრომობდა ვითომ. ვითომ კი არა მართლა მუშაობდა, მაგრამ საქმეც მაგაშია. ხან მისი ჩადგმული საკისარი იწყებდა ხრჭიალს როცა სახელოსნოდან გამოსულ მფლობელს მანქანა ჯერ სახლშიც არ მიეყვანა და ამის მერე ცოტა ხანში ფრიდონი თავდახრილი ისმენდა გაცოფებული პატრონის ყვირილს, ხანაც კარდანის სამწვერა გამნაწილებელი იმ დროს აღუღუნდებოდა, როცა ახალგარემონტებულ ტრანსპორტს ზაფხულის წყნარი დღის სიოსავით ნაზად უნდა ექროლა.

ამ სამწუხარო შემთხვევებს ფრიდონი მალე მიეჩვია და გარეგნულად, მუშტრის დასანახად მძიმედ, თუმცა კი შინაგანად სულ იოლად ართმევდა თავს. სახელოსნოს პატრონიც არ იმეტებდა საბოლოოდ გასაგდებად, მაგრამ როცა რუსული წარმოების, კონვეიერიდან ჩამოსვლისთანავე გაუმართავი მანქანები თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილმა გერმანულმა და იაპონურმა ავტომობილებმა შესცვალეს, ფრიდონის ავტობიოგრაფიაც - იმ გაგებით რომ ავტომობილთა მოხელის ბიოგრაფია, საბოლოოდ დასრულდა.

საპენსიო ასაკს ახალგადაცილებულ ფრიდონს მალე მოსწყინდა თავისი ცოლის, ზაირას თანაშემწედ ყოფნა და ისიც მორიგ გამოწვევას - ქალაქის დასუფთავებას შეეჭიდა, ამ სამსახურში მოწყობას ასაკმაც ვერ შეუშალა ხელი. შეიძლება ეს მთლად ჯეკ-პოტად არ აღიქმებოდა ვიღაც-ვიღაცეებში, მაგრამ ახალი საქმიანობის დაწყება მაინც ხომ კიდევ ერთი გამოწვევაა ცხოვრებაში.

Page 163: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 163

ალბათ იმის გამო რომ თავის დროზე, მიუხედავად სკოლაში გატარებული რვა წლისა, იგი დაუძვრა განათლების საყარს, ახლა ფრიდონს თითქმის არ ეტყობოდა ხნე. გარდა იმისა რომ წიგნებს არ დააჩაგვრინა თავი, ამ ჯეილი იერის მიზეზი ალბათ მისი სიგამხდრე, პატარა სახე და დაუდგრომლობაც იყო. ხოლო მოძრავი ნამდვილად არჩვეულებრივი იყო ფრიდონი. გაჩერებულს ძნელად ნახავდა ვინმე - მხოლოდ თუ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მაგალითად, სძინავდა, ჭამდა ან ამ ბოლოს საპირისპიროს შვებოდა. თუმცა ეს უფრო ინტიმური შემთხვევაა და ამ დროს იგი, როგორც საერთოდ წესია, მონდომებით ერიდებოდა საზოგადოებას.

სხვა მხრივ, მას ხან სავსე პარკი მოჰქონდა ბაზრიდან ან მაღაზიიდან, ზოგჯერ ბალახს ჟლეტდა თავისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ეზოსპირას და ხანაც გაზის ბალონს აურბენინებდა მეზობლის ქალს მეორე სართულზე. თან მართლაც რომ აურბენინებდა, ისე რომ ახალგაზრდას... თუმცა არა, როდის იყო მაგისთანა რამეები შურდათ ახალგაზრდებს?

დღესაც ყველას დაასწრო. სამორიგეოდან თავისი დიდი ფოცხი ამოაძვრინა და ზღვისპირიდან დაწყებული ნინოშვილის ქუჩისკენ მიჰყვა ცათამბრჯენის მიმდებარე შუკის დაგვას. იგი თითქმის გამოსცდა უნივერსიტეტის შენობას როცა ნაცნობი წკრიალი გაიგონა. ტელეფონის ხმა ახლანდელ დროს, როცა ყველას, მისი ჩათვლით, ჯიბეში უდევს ეგ მოწყობილობა, არაა გასკვირი. გაუგებარი სხვა რამ გამოდგა - ამ რეკვის წყარო არც მისი აპარატი იყო და არც ვინმე სხვისი რადგან ვერავის ხედავდა თავი სიახლოვეს. ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთხელ მიმოიხედა და საბოლოოდ დარწმუნდა რომ მარტოა შუკაში.

ტელეფონი კი სულმოუთქმელად განაგრძნობდა რეკვას და თანაც ძალიან ახლოდან. ბოლოს და ბოლოს ფრიდონმა მოისაზრა რომ ხმა ქვემოდან, ტროტუარისა და გზის გამყოფი ბალახის ზოლიდან მოდის.

მხვეტავმა მესამედ მოათვალიერა მიდამო, მერე ერთი ნაბიჯი წარსდგა და მაშინვე შავი, დიდეკრანიანი აპარატი დაინახა. სინამდვილეში შავი მხოლოდ ტელეფონის კორპუსი აღმოჩნდა, ზოლივით რომ ერტყა ეკრანს, ხოლო თვით ეს უკანასკნელი საახალწლო ნაძვისხესავით წითელ-მწვანედ ციმციმებდა.

ფრიდონმა ზურგზე „მუნიციპალიტეტის“ წარწერიანი ნეილონის ქურთუკის ჯიბიდან სათვალე ამოიღო და გაძლიერებული ხედვით მიაჩერდა ბალახში უპატრონოდ დაგდებულ, მაგრამ მიუხედავად ამისა დაუდგრომელ მოწყობილობას.

დასუფთავების მუშაკმა როგორც იქნა გადაწყვიტა, დაიხარა და იგი ფრთხილად აიღო ხელში, თანაც ცდილობდა თავისი ბრეზენტივით უხეშ კანიანი თითები ეკრანისთვის არ მიეკარებინა.

ფრიდონის მიერ ხელში აყვანამ არაფრით იმოქმედა აპარატზე, იგი კვლავ ჭირვეული ჩვილივით გამაბეზრებელად ხმაურობდა. ამავე დროს ეს ხელსაწყო სულ არ ჰგავდა ფრიდონის უძველეს და უიაფეს „ნოკიას“, რომელსაც ციფრიანების გარდა კიდევ სულ ორი ღილაკი აქვს. ამ ტელეფონს ღილაკები საერთოდ არ გააჩნდა და ფრიდონი ვერა და ვერ ისაზრებდა რა უნდა ექნა რომ მრეკავისთვის პასუხი გაეცა.

აპარატი არ ცხრებოდა. ეკრანის ზედა ნაწილში ახლგარდა, ლამაზი ქალის სურათი გამოსახულიყო, ხოლო ქვემოთ ორი წრე - წითელი და მწვანე. ორივეზე ტელეფონის ყურმილი ეხატა. ფრიდონმა კიდევ მცირეოდენი წაყოყმანების შემდეგ გაბედა და მწვანეს დააჭირა თავისი ხის ჩხირივით თითი.

იმავე წამს წრეებს ზემოდან გამოსახული ღია ნაცრისფერი რკალი მისი თითისკენ დაიძრა და მერე ამ მწვანე წრეს შემოევლო რგოლად, მაგრამ თვით აპარატმა აინუნშიც არ ჩააგდო თავის ეკრანზე მოხტუნავე სურათების ცელქობა

Page 164: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 164

და ისევ დაჟინებით განაგრძნო ძველებური, ბავშვობიდან რომ ახსოვდა ფრიდონს, ისეთი ტელეფონების ხმაზე წკარუნი.

როგორც კი ეკრანს თითი მოაცილა, ნაცრიფერი რგოლი მყისვე მოშორდა მწვანეს და ისევ ამ ორი წრის ზემოთ გამოსახულ რკალად იქცა.

ფრიდონმა კვლავ დააჭირა მწვანე ყურმილს მაგრამ მისდა გულისგასატეხად ახლაც ვერ შეაწყვეტინა ამ პატარა ხელსაწყოს მისი გულიგამაწყალებელი წრიპინი.

- ფუჰ, შენი გამკეთებლის! - ვეღარ მოითმინა მან, - რა გახდა ამის ჩართვა, ვის უნდა ამისთანა ტელეფონი?! - გაგულისებული ებურდღუნებოდა იგი თავისთავს და თითქმის იმ ჭკუაზე იყო, ეს პლასტმასის ფირფიტა ისევ ბალახში მოესროლა.

ამ დროს ხელსწყომ თითქოს იგრძნო რომ საქმე ცუდაა და თუ ახლავე არ ჩაიკმენდს ხმას, სულ მალე თავის ერთად მოყრას მხოლოდ ფრიდონის ფოცხითღა შესძლებს. მანაც დაუყოვნებლივ შეწყვიტა თავისი დაჟინებული მოხმობები.

- ბიჯოს, არ მომკლა კაცი!- შვებით ამოილაპარაკა მუნიციპალიტეტის წევრმა, როგორც კი ტელეფონი დადუმდა.

ეკრანზე ამჯერად შავი მართკუთხედის ფონზე აღბეჭდილი ყურმილი გამოისახა, წითელი ძახილის ნიშნის ბადრაგით, მერე ტელეფონი საერთოდაც ჩაქრა და გაუმჭვირვალ, შავ მინის ნატეხს დაემსგავსა.

ფრიდონი დაფიქრდა - რა უნდა ექნა ამ ნივთისთვის, სად წაეღო, ვისთვის რა ეკითხა? იმაზე, რომ უბრალოდ მიეთვისებინა ეს ხელსაწყო, იგი არც კი დაფიქრებულა. ალბათ იმიტომ რომ მთელი ცხოვრება პატიოსნად გაატარა, სხვანაირად მოქცევა მის ხასიათს ვერ შეუთავსდა.

მერე ის გაუკვირდა, ამხელა აპარატის დაკარგვა როგორ ვერ შეამჩნია პატრონმაო? თუმცა, თუ მთვრალი იყო, მაშინ ჰო...

რა იცოდა ფრიდონმა რომ გონებადაკარგულ გივის, როცა იგი მოცელილივით დასცა კეფაში მოხვედრილმა იარაღის ტარმა, აპარატი ჯინსების უკანა ჯიბიდამ ზუსტად იმ დროს ამოუვარდა, როცა თავდამსხმელები ჯერ მის წამოყენებას ცდილობდნენ, მერე კი მანქანაში შეთრევას და აქეთ-იქეთ იხედებოდნენ ვინმემ არ წაგვასწროსო.

უცებ ტელეფონი ისევ აჟღარუნდა და კინაღამ ხელიდან გაუვარდა. თუმცა ამჯერად მოულოდნელი მხოლოდ აწკარუნება იყო, ხოლო ზარისთვის როგორ ეპასუხა, ამის შესახებ რაღაც იდეები ამ დროისთვის უკვე გასჩენოდა დასუფთავების თანამშრომელს. ეს ახალი აზრები მას იმ ბუნდოვნად დამახსოვრებულმა სურათებმა მოაფიქრა, რომლებსაც ყველა დღე უთვალავჯერ ხედავდა ქუჩაში. კერძოდ, ლაპარაკის ან კაცმა არ იცის რისას, ახალგაზრდები უბრალოდ კი არ აჭერდნენ თითებს ამნაირ აპარატებს, არმედ მიუს-მოუსვამდნენ ხოლმე.

ფრიდონმაც, ერთი ორი გაჟღრიალება აცალა მოწყობილობას და მერე ნაცრისფერი რკალი თითით გააჩოჩა მწვანე ყურმილისკენ. რეკვა იმწამსვე შეწყდა. მოხუცმა მოკლედ წაიზეიმა მუხანათ ხელსაწყოზე გამარჯვება და ფრთხილად მიიდო იგი ყურზე.

- რას შვებით გივი, გაიღვიძა შოთიკომ? - მოესმა ქალის სასიამოვნო, დაბალი, თუმცა კი თითქოს დაღლილი ხმა.

ფრიდონმა ჩაახველა და რაც შეეძლო ზრდილობიანად თუმცა კი სიამაყით და სიცილნარევი, კმაყოფილი ხმით გასცა პასუხი:

- ქალბატონო, ეს თქვენი გივი ეტყობა ნამეტარი უდარდელი კაცია რახან ამისთანა ტელეფონებს ასე იოლად „თესავს“, ჰე-ჰე-ჰე, - ქირქილით თქვა მან.

Page 165: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 165

პასუხად ტელეფონში სიჩუმე ჩამოვარდა. ფრიდონს რაღა თქმა უნდა არ გაჰკვირვებია - დაიბნეოდა ეს ქალი აბა რაა, თავის ახლობელის, იქნება ქმრის ნაცვლად ვიღაცა უცხოს ხმა რომ გაიგონა.

- უკცრავად... ნომერი ნამდვილად არ შემშლია, მისი ხელით აკრეფვა არ მჭირდება... - ქალის ხმაში მართლაც დაბნეულობა ისმოდა, - ვინ ბრძანდებით, საიდან გაქვთ ეგ ტელეფონი?

ფრიდონს ცოტა გაჰკენწლა რომ ამ ქალმა ერთი მადლობაც არ უთხრა და პირდაპირ ეტაკა, ვინ ხარო? მაგრამ მერე მაინც მოისაზრა რომ ჯერ სამადლობელი ნამდვილად არაფერი სჭირს - ნივთი ხომ არ დაუბრუნებია პატრონისთვის.

- თუ იცით თქვენ, ქალბატონო, ბულვარში ახალი უნივერსიტეტი როა, ცათამბრჯენი? ე, იმასთან ვდგავარ. ხოდა ჩემი სახელი თუ გაინტერესებთ, მე ფრიდონ ბეჟანაძე მქვია. აქ ვიპოვე ეს ტელეფონი.

- სასიამოვნოა, ბატონო ფრიდონ, მე ნათელა მთვალიძე მქვია და ზუსტად მაგ უნივერსიტეტის შენობაში ვიმყოფები, ეხლავე გამოვალ, - გაეცნო ფრიდონს ტელეფონის თანამოსაუბრეც.

- კი ბატონო, აქ ვიქნები, შემოსასვლელის წინ, ამოვალ საფეხურებზე,- დაეთანხმა მას ფრიდონი.

- არა, ბატონო ფრიდონ, ზემოთ ნუ მოდიხართ, მე ქვემოდან, სათადარიგო კარიდან გამოვალ, - გააფრთხილა იგი ნათელამ და ტელეფონიც გათიშა.

ფრიდონი ნინოშვილის ქუჩისკენ დაიძრა და გზადაგზა გაკვირვებაც იგრძნო - მის პატიოსან, თუმცაღა აუჩქარებელ გონებაში თანდათან დაიბადა კითხვები: კი მაგრამ რატომ ქვემოდან ამოდის ეს ქალი? ფრიდონმა ისიც კი ძლივს გაიხსენა სად იყო ის მეორე შესასვლელი. მერე, როგორც იქნა, გაცილებით უფრო დიდ გაუგებრობას წააწყდა მისი გონება და მან თავის უძველეს, მექანიკურ მაჯის საათს დახედა - რვა სრულდებოდა.

„კი მაგრამ რვა საათზე რომელი უნივერსიტეტი ან გინდა სხვა მაგისთანა დაწესებულება იწყებს მუშაობას, რაშია ნეტა საქმე?“ - სულ უფრო ოცდებოდა იგი.

თუმცა შემდეგ წამს ფრიდონმა ყველაფერს მოუძებნა ახსნა-განმარტება და ასე იოლმა გამოცნობამ ჩააცინა კიდეც. რას ქვია რატომ გამოდის სარდაფიდან და რას შვება სასწავლებელში ამ დილაუთენია? თავად მას რა უნდა აქ? ჰეჰ, რა თქმა უნდა ეს ქალი მასავით დამლაგებელია, აბა მეტი ვინ იქნება? თუმცა პატარა ხინჯი მაინც შერჩა მის თეორიას. ასეთი ტელეფონი, ფრიდონს ეჭვიც არ ეპარებოდა რომ ეს აპარატი ბევრი ღირს, იმიტომ რომ მის ნაცნობებს არავის ჰქონდა მაგისთანა, სამაგიეროდ ბულვარში მოსეირნე ან რესტორნებში მჯდომ ხალხს, თითქმის ყველას მასეთი ჰქონდა.

ხოდა მართლა უცნაურია რომ დამლაგებლის ქმარს ასეთი ტელეფონი აქვს, თუმცა, იქნება შვილი ყავთ კარგი და იმან აჩუქა? მაგრამ მაგისთანა შვილის პატრონს აქ მხვეტავად რა ამუშავებს? რა და მე რა მამუშავებსო, გაიხსენა თავისი ამბავი მანაც და ამჯერად იგრძნო რომ მთლიანად, უეჭველად და ზუსტად გამოიცნო ყველაფერი. ამის მერე იგი თავისი გამჭრიახობით კმაყოფილი ელოდებოდა კოლეგასთან შეხვედრას.

ცოტა ხანში სათადარიგო შესასვლელის კიბეებზე ვიღაც ახლაგზრდა ქალი ამოვიდა და ფრიდონმა იმწამს იცნო იგი - მისი სურათი ეკრანზე იყო როცა ტელეფონი რეკავდა. მოხუცი გაკვირვებული მიაჩერდა ამ მაღალ, ტანწერწეტ, ხორბლისფერ თმიან ქალბატონს, რომელსაც მომრგვალო, ლამაზი სახე ჰქონდა, კანი ვითომ კი შერუჯვოდა, მაგრამ მაინც გაფითრებულს უფრო მიუგავდა.

მოახლოვებისას ქალმა სანდომიანად გაიღიმა. ფრიდონმა მას თვალებში ჩახედა და იმწამსვე შეცბუნდა. ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ის კი არაა ამ

Page 166: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 166

გოგოზე სულ უმცირესი ორჯერ უფროსი, არამედ თავადაა მასწავლებლის წინაშე მდგარი მოზარდი, რომლის ტვინში გაჩენილ აზრებს გაზეთივით კითხულობენ.

- ბატონი ფრიდონი ბრძანდებით? - თავაზიანად იკითხა ქალმა, - მე ნათელა ვარ, სასიამოვნოა თქვენნაირი ყურადღებიანი და უანგარო ადამიანის გაცნობა, - უაღრესად გულწრფელი ხმით დაელაპრკა მას ქალი.

ფრიდონმა უნებლიედ, ისე რომ თვითონ არც შეუმჩნევია, მოისვა ხელი სიფრიფანა ქურთუკზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოართვა ნათელას გამოწვდილი მარჯვენა. მერე უხმოდ გაუშვირა მარცხენა ხელისგული, რომელსაც თითქმის მთლიანად ტელეფონის აპარატი უფარავდა.

ნათელამ თავის დაქნევით ჩამოართვა იგი, ერთი ზერელედ შეათვალიერა და ისევ ფრიდონს შეხედა:

- დიდი მადლობა ბატონო ფრიდონ, - თბილი ხმით ლაპარაკობდა იგი, - პირდაპირ ასფალტზე ეგდო?

- არაფრის, ქალბატონო ნათელა, - როგორც იქნა ხმა ამოიღო კაცმა, - ეს რა სალაპრაკოა... ხო, ტელეფონი არა, გზაზე არა, ბალახში ეგდო, იქ - ფრიდონმა ხელი შუკისკენ გაიშვირა.

- ხომ არ შეწუხდებით ის ადგილი რომ მაჩვენოთ? - მორიდებით იკითხა ქალმა.

-არა, როგორ გეკადრებათ, რა შეწუხებაა, - მსწრაფლ იუარა ფრიდონმა, - წამობრძანდით.

- იქნებ გაცდენთ, თქვენ ხომ თქვენი საქმე გაქვთ, - დაინტერესდა ქალი.- საქმე? - ფრიდონი წამით ჩაფიქრდა, - მე ამ შუკის დაგვას ზღვის მხრიდან

ვიწყებ, ხოდა რადგან აქამდე მოვაწიე, ესე იგი შემისრულებია გეგმა, - თვითკმაყოფილი ღიმილით ამოჰხედა მას შრომის ვეტერანმა.

ნათელამაც თავის ქნევით გაუღიმა. ამ ლაპარაკში მათ ცათამბრჯენს შემოუარეს და ფრიდონზე განპირობებულ ვიწრო შუკაში აღმოჩნდნენ.

პირველი, რაც ნათელას თვალში მოხვდა და გული კინაღამ გაუჩერა, მათი „პაჯერო“ იყო. გონებამ მყისვე შეახსენა რომ მას გასაღები არ დაუბრუნებია გივისთვის, მაგრამ ისიც უმალ მოიაზრა რომ მანქანის აქ ყოფნისა და მითუმეტეს ტელეფონის დაკარგვის მიზეზი ეს ნამდვილად არ იქნებოდა.

- ა ბატონო, ამ ადგილას ეგდო, - მიუთითა ფრიდონმა, - აგერ ბალახში.ამ დროს კაცმა როგორც იქნა შეამჩნია რომ თანამგზავრი გვერდით, სადაც

აქამდე ეგულებოდა, აღარ ჰყავს და უკან მოიხედა. - რატომ გაჩერდითო? - უნდოდა ეკითხა ფრიდონს, მაგრამ როცა უძრავად

მდგარი ქალის გაქვავებულ სახეს შეხედა, ვეღარაფერი თქვა, მხოლოდ შეშფოთებით მიაჩერდა მას.

- რა არის, ცუდად ხომ არ ხართ? - ორი ნაბიჯით მიუახლოვდა და მზრუნველობით შეეკითხა იგი ახლგაზრდა ქალს.

ნათელა მყისვე გამოერკა ფიქრებიდან. მან ჯერ უხმოდ გააქნია თავი, მერე გაყინული მზერა მიაპყრო ფრიდონს და დაძაბული ხმით ალაპარაკდა:

- არა მიშავს, არა მიშავს, ნუ წუხდებით... ჰო, რა თქვით, სად ვნახეო?მოხუცმა მას ერთი ყურადღებით შეხედა და მერე ისევ „შემთხვევის“

ადგილისკენ გაემართა, თან გაწვდილი მტევნით ანიშნა „მობრძანდითო“.- აი აქ ვნახე, თუ არ ვცდები, - ფრიდონმა თავისი, პლასტმასის

ფოსტლებიანი ფეხი დაადო იმ ადგილს, სადაც მისი აზრით მან ტელეფონი ნახა.ნათელამ ჯერ ბალახს დააცქერდა, მერე თავის მანქანას შეხედა. მათი

„ყველგანმავალი“ საკმაოდ შორს იდგა ამ ადგილიდან და რაც მთავარია არა ზღვის მხარეს, ანუ უნივერსიტეტიდან გამოსულ და თავის ავტოსკენ მომავალ გივის აქ არაფერი ესაქმებოდა.

Page 167: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 167

- „იქნება ზღვისკენ გაისეირნა? - ივარაუდა ნათელამ, - არა, რა დროს სეირნობაა? ბავშვი მარტოა სასტუმროში“ - იმწამსვე უარყო მან ეს ვარაუდი და ამავდროულად შოთიკოს გახსენებამ განგაშის ზარივით დაურა ტანში.

- ბატონო ფრიდონ, - ისევ მიუბრუნდა იგი მამაკაცს, - თქვენ აქ ადრე მოხვედით? რაიმე მანქანა ხომ არ შეგინიშნავთ ამ ადგილის სიახლოვეს?

ფრიდონი შეიჭმუხნა. ეს ადამიანი ნამდვილად სხვანაირი იყო - სულ არ ჰგავდა ჩვეულებრივ ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც იგი ცხოვრებაში შეხვედრია. თითქოს კი იღიმება მაგრამ ამავე დროს რაღაც სხვანაირი... უგრძნობლობით, ფრიდონს სხვა სიტყვა არ მოაგონდა, უყურებს.

ამ დაკვირვებამ ფრიდონს თავისდაუნებურად აიძულა რაც შეეძლო გულდასმით ეფიქრა კითხვაზე. წამით ისევ გაუჩნდა შეგრძნება, თითქოს საყვარელ მასწავლებლს პასუხობს და მის წინაშე ძალიან არ უნდა თავის შერცხვენა. იგი პაუზებით და ყოყმანით ალაპარაკდა:

- არ ვიცი, ქალბატონო ნათელა, მე დაგვას საერთოდ იქედან, მან ხელი ზღვისკენ გაიშვირა, - აი, საველოსიპედო ბილიკიდან ვიწყებ და აქეთ მოვყვები შუკას. ამ დილით..., - მამაკაცი შეჩერდა, მოკლე, ჭაღარა წიწვებით დაფარულ ლოყაზე მოისვა ხელი და მერე გაკვირვებით შეხედა ნათელას პირდაპირ თვალებში, - კი, იყო აქ ხალხი, ხომ იცი თქვენ!

მამაკაცი დადუმდა, წარბებს თავი მოუყარა და განაგრძნო:- მართლა საკვირველად გამახსენდა! - ემოციური კომენტარი გაუკეთა მან

თავის მიღწევას, - იყო აქ რამდენიმე ადამიანი, აი... დიახ გამოდის ზუსტად ამ ადგილზე სადაც ტელეფონი ეგდო. მერე ისინი შავ, უცხოურ მანქანაში ჩასხდნენ, აღარ დავაკვირდი რა მარკისაში და წავიდნენ.

- რამდენი კაცი იყო, ის ხომ არ შეგინიშნავთ? - ისე მკვეთრად იკითხა ნათელამ, თითქოს ამ სიტყვების წარმოთქმის მერე სული შეიგუბაო.

ფრიდონმა ისევ საკუთარ გაუპარსავ სახეს გაუკეთა მასაჟი და თითქოს თავს ძალას ატანსო, ამოღერღა:

- შორიდან დავინახე, ქალბატონო, თანაც მაინცდამაინც არ დავინტერესებულვარ, ჩემი საქმე მაქვს აქ...

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, - ნათელას უკვე მოუთმენლობა შეერია ხმაში, - მაგრამ მაინც, ე-ე, საინტერესოა....

კაცმა მას ყურადღებით შეხედა და ოდნავ ჩაიღიმა. ნათელამ არ შეამჩნია ფრიდონის „მიხვედრილობა“, იგი დიდი მადლობელი იყო ამ პატიოსანი ადამიანის, რომელმაც ტელეფონი დაუბრუნა და ახლა რაც შეეძლო ეხმარებოდა, მაგრამ ამ, თუნდაც გაუგებრობით გამოწვეული და სრულიად უწყინარი სისულელის დრო არ ჰქონდა:

- ესე იგი, რამდენნი იყვნენო? - დააზუსტა მან, - არა უშავს, ქალები თუ ერია იმ ხალხს, ნუ მალავთ, ჩვენი ნაცნობები არიან.

ფრიდონი ისევ გააკვირვა ამ გოგომ, როგორ გამოიცნო ჩემი ნაფიქრალიო? მან მყისვე მოიკვეცა თავისი „მრავალმნიშვნელოვანი“ ღიმილი და რაც შეეძლო სერიოზულად განაგრძნო:

- არა, ქალები ნამდვილად არ შემინიშნავს, დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ მგონი ორი კაცი... თუმცა ახლა რომ ვიხსენებ, ცოტა უცნაურად მ-მ, ჩაჯდნენ მანქანაში.

- რას გულისხმობთ?- რას და... არა, ერთი კი, ჩვეულებრივად მიუჯდა საჭეს, მაგრამ მეორემ ჯერ

იქედანა უკანა კარი მოხურა, მერე მანქანას შემოუარა და მაინც უკან დაჯდა. ხოდა თუ უკან დაჯდომა უნდოდა, იქვე ვერ ჩაჯდა, მით უმეტეს რომ ეჩქარებოდა?

- ეჩქარებოდა?ფრიდონ წამით ჩაფიქრდა მაგრამ უმალვე მოისაზრა თავისი დასკვნის

წყარო:

Page 168: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 168

- ხო, ეჩქარებოდაო იმიტომ ვიფიქრე, სირბილით შემოუარა მანქანას და კარიც სწრაფად მოიხურა.

ნათელაც დაფიქრდა წამით მაგრამ ამ წამის განმავლობაში მისმა აზრებმა დიდი მანძილი დაფარეს გონების სარბენ ბილიკზე. იგი მიხვდა რომ გივი არავის მანქანაში ჩაჯდებოდა სირბილით. არც კარის მოხურვაში ესაჭიროებოდა დახმარება.

მაშ რა გამოდის? როცა მანქანაში ჩაჯდა უკვე აღარ იყო იმ მდგომარეობაში, რომ კარის მოხურვა შესძლებოდა? მაშინ როგორღა ჩაჯდა? თუ თავისით არ ჩამჯდარა?

ამის გაფიქრებაზე მან იგრძნო როგორ გადაექცნენ თმის ძირები გახურებულ ნემსებად.

-„არა! - იმწამსვე გონებაში წამოიძახა მან, - იქნება ამ კაცმა სულაც სხვა ხალხი დაინახა? თუმცა არა, ჩვენი მანქანა ხომ აქაა, გივი ხომ გასაღებისთვის არ მობრუნებულა?“

ნათელამ მწუხარებით გაიაზრა რომ მისი განსაცდელების რიცხვი თოვლის ზვავივით იზრდება, ისინი ავისმომასწავებლად ჩქარა მრავლდებიან. თინიკო, მერე ის თეთრებიანი თავისი მუქრებით, ახლა გივის რაღაცა სჭირს... ჰო, ნამდვილად სჭირს. ტელეფონის დაკარგვას ამდენ ხანში ნამდვილად აღმოაჩენდა და მოიკითხავდა.

- ქალბატონო ნათელა, იქნებ კიდევ გაინტერესებთ რამე? - ზრდილობიანად იკითხა ფრიდონმა და მოლოდინით მიაჩერდა ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ამ რამდენიმე წუთში მთლიანად გააცამტვერა მისი გონებამახვილი მიხვედრა: ეს გოგო ნამდვილად არ ჰგავდა დამლაგებელს და რას შვება ამ შენობაში, ამის გამოცნობაზე ფიქრი ფრიდონს ამჯერად აღარც უცდია.

- იცით რა, ბატონო ფრიდონ? - დაიწყო ნათელამ და ამ დროს მისი შარვლის ჯიბეში ტელეფონმა შტრაუსის „ამას ამბობდა ზარატუსტრა“ დაუკრა. ქალმა უნებლიედ ჯერ გივის ტელეფონს დაჰხედა, რომელიც ხელში ეჭირა, შემდეგ წამს სწრაფად ამოაძრო ჯიბიდან თავისი აპარატი, წამიერად შეავლო მზერა ეკრანს და ყურზე მიიდო.

- გისმენ ალექსანდრე, - ჩაულაპარაკა მან ყურმილს.- არა, არა, ყველაფერი წესრიგშია, - მის ხმას მოუთმენლობა დაეტყო, -

არა, გივი აქ არაა... ალექსანდრე, ახლავე მოვალ.- ბატონო ფრიდონ, - ისევ დასუფთავების მუშაკს მიუბრუნდა ნათელა, როცა

კავშირი გაწყვიტა, - კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი გულისხმიერებისთვის, მაგრამ ახლა გავიქცე უნდა.

- ოჰ, რისი მადლობა, ქალბატონო ნათელა, მიბრძანდით მე რას მიყურებთ, მე ერთხან მაინც აქ უნდა ვიყო - სანამ ცვლის უფროსი არ ჩამოივლის და ნამუშევარს შემიმოწმებს, კარგად ბრძანდებოდეთ, - თავის ქნევით გამოემშვიდობა მას ჭარმაგი კაცი.

- თქვენც კარგად მეყოლეთ, - გულთბილად გაუღიმა მას ახალგაზრდა ქალმა და შენობისკენ გაეშურა.

თავი 30გაიოზმა გინება-გინებითა და ნატკენი ადგილის ზელვა-ზელვით შეხედა

ნოდარს. - გვატყუებდა ხედავ, თავს იმკვდარუნებდა ეს ნაბიჭვარი, - მისი უტყვი

კითხვის პასუხად გაწბილებით ამოილაპარაკა კოლეგამ, - არადა უკიდურეს ზომებს თავი აარიდეთო მურმანმა, მხოლოდ დააშინეთო, ჰმ..., - გაღიზიანებით დაამთავრა მან.

Page 169: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 169

- მერე მოვიდეს და თვითონ დააშინოს ეს შობელძაღლი! - თავისი გამყივანი ხმით აფეთქდა გაიოზი, - მასე ხომ არაა! და ბარემ ისიც გაგვირკვიოს, ვინაა ეს უპატრონო, სულ რომ არ უნდა შეშინება და კინაღამ აქეთ დაგვხოცა?!

- კარგი, დავწყნარდეთ, ასე გაგიჟებულზე არ იქნება საქმის კეთება, - უფრო მშვიდად ალაპარაკდა ნოდარი, - მართალი ხარ, ამ კაცის შესახებ ნამდვილად უვარგისი ინფო გვაქვს ან მართლა ასეთი ჯიუტი და გონებაჩლუნგია...

- ამდენი ხანი ბაღის ბავშვებივით გვასულელა გამოცდილი ოპერმუშაკები და ესაა გონებაჩლუნგი? - არ აცალა მას წინადადების დამთავრება ჯერ ისევ დაუშოშმინებელმა გაიოზმა.

- ჰო, მართალი ხარ, მთლად სულელი როგორ იქნება, ხომ გავიგეთ: საშუალო ბრუნვიანი სამშენებლო ბიზნესი აქვსო და შტერი როგორ გაუძღვება მაგისთანა საქმეს? მაგრამ, ჰმ, მთლად ასე დივერსანტივით მოქცევა მაინც შეუფერებელია მგონი რიგითი ბიზნესმენისთვის, ა? - ნოდარი ამხანაგს კი არა, თითქოს საკუთარ თავს ეთათბირებოდა.

- ესე იგი რა? აქეთობისას რაც მოვითათბირეთ, ფაფუ? თავისი ცოლის დასყაბულებლად ეს კაცი აღარ გვარგია? - განყენებული მსჯელობა მოსწყინდა გაიოზს და მან საბოლოო დასკვნისკენ წარმართა საუბარი.

- ასეა ეს ჩქარა-ჩქარა და მოუმზადებელი საქმეები ყოველთვის!... ყოველთვის! - კითხვაზე პასუხის ნაცვლად გაგულისებით წამოიძახა ნოდარმა.

იგი ცოტა ხნით დადუმდა და ისევ თითქმის სრულიად მშვიდად ალაპარაკდა:

- ამის გაშვება არ შეიძლება, რამენაირად უნდა შევაჩეროთ... - პირქუშად თქვა მან და ბოხჩიდან პისტოლეტი დააძრო, მჭიდი შეუმოწმა თუა ბოლომდე დატენილიო და ისევ იღლიის ქვეშ დაიბრუნა.

- რას ჰქვია „რამენაირად“? - მისი სამზადისის დანახვაზე ხმა დაეძაბა გაიოზს.

- არა, ეგ არა, - დაიღმიჭა ნოდარი, - არაფერი ისეთი, ჰმ, შეუქცევადი... ბოლოს და ბოლოს იარაღი გვაქვს ორივეს და უკაცურ ტყეში ამოყვანილ, ხელცარიელ კაცს როგორ ვერ ვაიძულებთ რასაც გვინდა?

ნოდარმა ერთი წაიყოყმანა მაგრამ მერე დაჯერებულად და ცოტა გაღიზიანებითაც კი განაგრძნო:

- თუ ვერ ვქენით და ეს ამბავი გასკდა, ხომ იცი რა და როგორ იქნება? ეს ვირი და მისი დედაკაცი ვის დაადებენ ხელს, ჩვენს გარდა მათ ვინ ნახეს? მერე რითი დაამტკიცებ, ვინ დამავალა ამეების კეთებაო?

ნოდარის ამ შეხსენებას გაიოზზე რამე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია. სანამ პასუხს გასცემდა, მან ჯერ მაყუჩი მიახრახნა თავის პისტოლეტს:

- ოჰ, კაი რა, ახალი ამბავი, აბა რაში დაგვპირდნენ ამდენ ფულს? - უხალისოდ ჩიცინა მან, - ისე, საკვირველი კია ერთმა ქალმა ამდენ ხალხს როგორ ჩააჯმია, ა? როგორია მაინც, კაი სახმარია?

- მოგცლია თუ კაცი ხარ, რა დროს ეგ ბოდიალია? - უკმაყოფილოდ მოუჭრა ნოდრმა.

- კარგი ხო, მართალი ხარ, - აღარ შეედავა თანამზრახველი, - დროზე მივხედოთ საქმეს. ესე იგი რას ვშვებით, მთლად უკიდურეს ვარიანტში, ვესვრით? მაგალითად, ფეხში?

ნოდარმა უყოყმანოდ დაუქნია თავი:- ჰო, ერთი პატარა ნატყვიარის მკურნალობა და არ გახმაურება იოლიც

იქნება და ნამდვილადაც დააწყნარებს, უფრო მორჩილს გახდის ამ ვაჟკაცს, - ხანმოკლე პაუზის შემდეგ მან მოღუშულად დაამატა, - ბოლოს და ბოლოს როგორმე ხომ უნდა მოვიყვანოთ ეს ჩემისა ჭკუაზე, არ გააჭირა საქმე!

Page 170: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 170

ამის მერე ისინი სწრაფი ნაბიჯით გაემართნენ იქეთ, საითაც ტყვე, უკვე ყოფილი, გაუჩინარდა. თუმცა, რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ ისევ შეჩერდნენ და ცოტა კიდევ წაითათბირეს.

... გივის ანგარიშით ხევამდე მან დაახლოებით სამასი მეტრი ირბინა. მისდა ბედად მანქანის სიახლოვეს ხშირი ჯაგები იყო და პირველი მიმალვა იოლად მოახერხა. მაგრამ მერე, რაც უფრო მიიწევდა ხრამის გასწვრივ, მით უფრო ხალვათდებოდა მცენარეულობა.

გივის არც ბუნებრივი საფარის შესუსტება აწყობდა და არც ის მოსწონდა რომ ხევის ნაპირს მიჰყვება - ამნაირად იგი საკუთარი თავისუფლების ხარისხს იზღუდავს - უფსკრულის ზღვარზე მას მხოლოდ ერთ განზომილებაში - „წინ და უკან“, შეეძლო მოძრაობა. ხოლო მეორე განზომილება - „შორს და ახლოს“, მისთვის აკრძალული ხდებოდა.

მან დიდი მუხისკენ გადაინაცვლა და ის-ის იყო უნდა ამოფარებოდა მას, როცა დაახლოებით მისი სახის სიმაღლეზე ხის ტანს შავ ლაქასავით მიხატული ფუღუროდან, ხმამაღალი ზუზუნით უშველებელი კრაზანა გამოფრინდა.

გივის ელდა ეცა - ვაითუ ამათ ბუდეს გადავეყარეო და წარმოსახვაც ხელადვე აუმოქმედდა. მყისვე წარმოიდგინა როგორ თამბაქოს კვამლივით გამოიწელება ხიდან კრაზანების ღრუბელი და შემოესევა მას, ჩაასობს ურიცხვ მწარე ნესტარს ხელებში, მოღეღილ გულზე, ყელზე, ტუჩებში, ქუთუთოებზე, ცხვირის ნესტოებში... რა საშინელი ტკივილის თანხლებით დაიმონებს შხამი, დაუკარგავს წინაღობის უნარს, წაართმევს გონებას და ძალას...

თავისივე წარმოსახვით დაფეთებულმა კაცმა მყისვე უკან გაიწია და იმავე წამს პირველ კრაზანას მეორეც მიემატა. თუმცა ეს უკანასკნელი გივიმ რატომღაც ვერსად შეამჩნია და მისი ხმაც საიდანღაც ქვემოდან მოვიდა. თანაც სხვანაირი. პირველისგან განსხვავებით, რომელიც ზუზუნ-ზუზუნით გაფრინდა სადღაც, ამან ერთი წაიზუზუნა და უცებვე ჩაჩუმდა. გივიმ ტანიც კი შეითვალიერა, სადმე ხომ არ დამაჯდაო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადგა გვერდზე, ხეს მოვცილდებიო. ზუსტად იმავე დროს, როცა მან უკან წარსდგა ნაბიჯი, იმ ადგილის პირდაპირ სადაც წამის წინ მისი ბარძაყი იყო, ხის ქერქში ცეროდენა აფეთქება მოხდა რომელმაც წვრილი, ეკალივით ნაფოტები მიმოფანტა ირგვლივ.

თვალის დახამხმების წინ ნესტარიანმა მწერმა იმით შეაშინა რომ გივის ვერ წარმოედგინა რას მოიქმედებდა ეს პატარა მაგრამ ძალიან მავნე მოწინააღმდეგე და როგორ უნდა შებრძოლებოდა მას. მაგრამ ახლა სხვა მტერი გამოსჩენოდა რომლის შესახებ, კარზანასგან განსხვავებით, გივიმ თითქმის ყველაფერი იცოდა და მათ შორის ისიც, როგორ დაეღწია მისგან თავი. ხის მერქნის დაზიანებისთანავე იგი მყისვე მიხვდა რომ ხმა, რომელიც მწერის ზუზუნს დაემატა წეღან, სინამდვილეში ჰაერში მქროლავი ტყვიის წუილი იყო.

გივიმ მესამე ელვისებური, ფართე ნაბიჯი გადადგა გვერდზე და ფეხბურთის მეკარესავით ისკუპა მეზობელი მძლავრი ხისკენ. ამ ერთი ნახტომით მან თითქმის მთელი ტანი ამოაფარა ვეება მცენარეს.

ამავე დროს ყოფილმა ჯარისკაცმა გაწბილებით მოისაზრა რომ მისი იმედი, მდევრები არ ატეხავენ სროლას, ხმაურს მოერიდებიანო, არ გამართლდა. მაყუჩები ჰქონიათ. ხოლო ასეთი აღჭურვილობით თუნდაც მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ გივის სხეული ტირის სანიშნედ გამოეყენებინათ - არავინ იქნებოდა მათი მუნჯი კანონადის გამგონე.

ამის მიხვედრას ბუნებრივად სხვა ამოცანის გადაჭრაც მოჰყვა - დაჯერება რომ უჭირდა, სულ ტყუილუბრალოდ როგორ გამიმეტებენ სასიკვდილოდო? ეს ეჭვი სულ რაღაც თვალის დახამხამებაში გაეფანტა საბოლოოდ და სინამდვილეც სრულიად ნათლად წარმოუჩნდა გონების თვალწინ - მისთვის მორიგი ომი დაწყებულა!

Page 171: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 171

ამ ახალ, საბრძოლო ვითარებას კი შესაბამისი მორგება და მოფიქრება ესაჭიროება. მდგომარებაში მართლაც, მეტი როძ არ შეიძლება იმდენად რთულშია ჩავარდნილი. ტყეში დამალვა კია იოლი მაგრამ მიპარვაც ხომ არაა ძნელი? აბა რატომ იყო რომ ძველ დროს ჯარი ყოველთვის ტიალ მინდორში ბანაკდებოდა და არა ტევრში? მიპარვას თავი დაანებე, ჩასაფრებისთვისაც ხომ ტყეზე უკეთსი რა უნდა იყოს? მით უმეტეს თუ ესენი გაიყვნენ და ერთი მათგანი მას მეორისკენ მიერეკება? ასეთ პირობებში გაიოზას და ნოდარს იმ შემთხვევაშიც უზარმაზარი უპირატესობა ექნებოდათ, გივისაც რომ ჰქონდეს იარაღი, ხოლო ახლა, ხელცარიელზე ხომ საერთოდაც უიმედოდ გამოიყურება მისი მომავალი.

მაგრამ ბრძოლაში ხომ სიმედგრის შენარჩუნებაა მთავარი, როგორც ეს გივიმ დანამდვილებით იცოდა. ამიტომ ცუდი ფიქრების შემდეგ იგი თავისთვის სახარბიელო მხარეების აღმოჩენასაც შეუდგა. აზრების აქეთ გადმოწყობისთანავე მან იმ ფაქტს მიაქცია ყურადღება რომ ზურგში ესროლეს. გამოდის მოწინააღმდეგებმა მისი მარშრუტი გაიმეორეს - ჯერ ხევს მიადგნენ და შიგ რომ ვერ დაინახეს, მიხვდნენ ნაპრალის კიდეს გაჰყვაო და უკან გამოუდგნენ. ამ მსჯელობიდან გამომდინარე მას გზა ხსნილი აქვს წინ, დაბრკოლების გარეშე შეუძლია ბარისკენ მოძრაობა. ოღონ ესაა რომ ასე „ცალპირა“ მსჯელობა ძალიან, საეჭვოდ ამარტივებს ვითარებას.

უფრო სწორი კი იმის გათვალისწინებაა რომ ესენი მეტ ეშმაკობას და მოფიქრებულობას, ანდა, როგორც ნათელას უყვარს ხოლმე თქმა, კრეატივს გამოიჩენენ და როგორც გივიმ თავიდანვე იეჭვა - ასე კვალში ჩამდგარი მწევრებივთ უკან არ გამოუდგებიან. უფრო სწორად, ერთი შეიძლება მართლაც მოსდევდეს ფეხდაფეხ მაგრამ სადაა გარანტია რომ მეორე თავიდანვე არ გაიქცა ბარისკენ, მისთვის გზის მოსაჭრელად? ასეთ შემთხვევაში კი გივის გაორმაგებული სიფრთხილე მართებს. ისეც მართებს... გაორმაგებულიც და გაათასმაგებულიც.

აქ მან შეამჩნია რომ ფეხები ცოტათი ხის ტანს იქეთ დარჩენია და ხელადვე მოკეცა მუხლები, მოაშორა ღია ადგილს. ეს მოძრაობა ზუსტად რომ დროული გამოდგა - იქ სადაც სულ ახლახანს მისი ტერფი იდო მიწაზე, გამხმარი ფოთლის ნამცეცები აცვივდნენ ჰაერში, რასაც სასიკვდილოდ მგესლავი ქვეწარმავალის სისინი მოჰყვა - ტყვიას თავისი ხმაც მოედევნა.

გივიმ უმატა ფიქრის სიწრაფეს. რადგან მათთვის ცნობილია რომ მას იარაღი არა აქვს მაგრამ მაინც ვერ უახლოვდებიან მთლად თამამად, გამოდის მართლა დაცალკევდნენ. მით უმეტეს იციან - გივი არაა დემორალიზებული, ბრძოლისთვის მზადაა, საჭირო ძალა და მოხერხებაც გააჩნია. ისიც გასაგებია, მტრების მორიდებულობა დიდხანს არ გასტანს. გზადაგზა გათამამდებიან, გაიაზრებენ - შორიდან, ყოველ შემთხვევაში იარაღის იოლად დასამიზნებელი მანძილიდან, გივი მათ ვერაფერს დააკლებს.

ლტოლვილმა უკან მოიხედა, საიდანმე, ხეებსშორისიდან მეორეც ხომ არ მეპარებაო. ვერავინ შენიშნა. თან იმის გაგებაც უნდოდა, რომელი მათგანი საით მხარეს ჰყავდა. მართალია ალყაში ყოფნა ცუდია, მაგრამ ერთი სიკეთე ამასაც გააჩნია - მოწინააღმდეგეები ერთად არ უტევენ და თუ მოვლენები მისთვის სასარგებლოდ განვითარდა, მას, არაა გამორიცხული, საშუალება მიეცეს თითო-თითოდ შეებრძოლოს მტრებს. ამ შემთხვევაში კი ძალიან სასურველია იმის დადგენა თუ ვინ სადაა?

ომზე, თანაც ისეთზე, რომელმაც შენი თვისტომები გაწყვიტა და საარსებო არე, საცხოვრებელი ტერიტორია შეუმცირა შენს ერს, როგორ შეიძლება რაიმე კარგი იფიქრო ადამიანმა თუ მთლად საქონელი ან ჩვეულებრივი გამყიდველი არ ხარ, მაგრამ ამჟამად იმ საომარი დღეებისადმი გივის ნამდვილად რომ მადლიერების გრძნობა გაუჩნდა.

Page 172: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 172

ზუსტად იმ ომმა ასწავლა სიკვდილის მოლოდინისას ცივი აზროვნების შენარჩუნება. რა თქმა უნდა, რეზერვისტობის დროს ერაყის ორ ომში ნამყოფმა ინსტრუქტორებმა მრავალი გაკვეთილი ჩაუტარეს და ბევრი მაგალითი მოუყვანეს კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში მოქცევისა, მაგრამ ის მაინც თეორია იყო. ხოლო ამ სწავლების ნამდვილი შინაარსი მხოლოდ მაშინ გაიგო როცა თავად მის ორგანიზმს გაუჩნდა შესაძლებლობა „გამდიდრებულიყო“ ქიმიური ცხრილის ოთხმოცდამეორე ელემენტით.

„თუ ესენიც ჩემნაირ „სკოლაში“ არიან ნამყოფი, - მსჯელობდა გივი, - მაშინ ვერაა საქმე კარგად... ჰმ, ვითომ უმაგისოდ ხომ ჯეკპოტი მერგება ხომ იცი შენ“ - მწარედ დასცინა მან თავს,

გივიმ მტერთა ხასიათების გამოცნობა სცადა. მისი აზრით გაიოზი შედარებით წინდაუხედავი ჩანდა, რომლისგანაც იმპულსური, ბრაზს, სულწასულობას ან შიშს აყოლილი საქციელი ადვილი მოსალოდნელია.

ნოდარა უფრო ეშმაკი, აუჩქარებელი და ფრთხილია. იგი გიჟივით არ გამოუვარდება მეტოქეს, იქამდე მოითმენს სანამ თავისი პოზიციის უტყუარობაში საბოლოოდ არ დაწმუნდება. გივი ახლა იმ აზრს ანიჭებდა უპირატესობას რომ ის სამი ტყვია ძალიან დიდი ალბათობით ზუსტად ნოდარას ნასროლია. მათ შორის ინტერვალი მიუთითებდა ამისკენ.

გაიოზა თავიდანვე არ გაჩერდებოდა პირველ ტყვიაზე ისე, როგორ ეს წეღანდელმა მსროლელმა ქნა. სავარაუდოდ იქამდე გააგრძელებდა სროლას სანამ მთელ მჭიდს არ დაცლიდა... საინტერესოა, თუ აქვთ ამათ სათადარიგო მჭიდები?

ხოლო ნოდარა, რაკი დაინახა, მისი საგულდაგულოდ გამიზნული ნასროლი გივიმ სრულიად გაუგებრად და შეიძლება ითქვას სასწაულებრივად აიცილა, დაფიქრდა და სცადა გამოეცნო თავის იაღლიშის მიზეზი. ამ აწონ-დაწონვისას მან მხოლოდ ერთადერთი ტყვია დახარჯა - მოსინჯა, იქნებ მსხვერპლს რაიმე ზიანი მაინც მივაყენოო. ხოლო მესამე ტყვია ასევე საღი აზრის ნაკარნახევად გამოიყურებოდა - დაჭრილი მოწინააღმდეგე გაცილებით ჯობია საღსალამათს...

ისე, სნაიპერი ნამდვილად არ ყოფილა ნოდარა - ის ტყვია რომც არ ასცდენოდა გივის, კორპუსში კი არა ფეხში მოხვდებოდა. თუმცა, მეორე მხრივ, მაყუჩიან პისტოლეტსა და სანიპერულ შაშხანას შორის რა შედარებაა...

კიდევ ცოტა ფიქრის შედეგად გივი მიხვდა რომ ჭრილობაზე გაცილებით მეტი ზიანის მოყენება შეეძლო იმ ტყვიას. ბარძაყის არტერია რომ გაეხვრიტა ნოდარას ნასროლს, რამდენ წუთს იცოცხლებდა ამის მერე? რამდენს და ამ დროისთვის მკვდარი იქნებოდა უკვე.

„ჰუჰ, - წამიერი რისხვის უფლება მისცა მან თავს, ძირითადად გულის გასამაგრებლად, - ჯერ ვნახოთ ვინ იქნება მკვდარი, ნუ ვიჩქარებთ, ბიჭებო!“

ამ ფიქრებში გივი იმასაც ათვალიერებდა, საით გადაეჩოჩა. მასზე უკეთ ვინ იცის რომ იმის შემდეგ რაც აღმოგაჩენენ, ერთ ადგილზე ყოფნა ყველაზე იოლ, უძრავ სამიზნედ გადაქცევას ნიშნავს. მაგრამ ამასთან ერთად ისე უნდა ემოძრავა, ყოველთვის რაიმეს უკან ყოფილიყო.

მან, მუხას ამოფარებულმა, ხოხვა-ხოხვით იწყო ხევის ნაპირისგან გაჩოჩება, თუმცა მთლად კიდეს არც იქამდე მოჰყვებოდა. ბუჩქნარი ამ მხარეს საკმაოდ გახშირდა თუმცა ბეტონის კედელივით გაუმჭვირვალიაო რომ ეთქვა კაცს, არც ეს იქნებოდა სიმართლე. მით უმეტეს იოლი იყო მოძრაობის შენიშვნა უქარობის გამო გაშეშებულ ტოტებს შორის. გივიმ, მიუხედავად იმისა ძალიან ფრთხილობდა, მაინც შეაქანა ერთი - ორი ტოტი. სნაიპერული ოსტატობის ერთი მთავარი ნაწილი კი ზუსტად ადგილმდებარეობასთან უზადო შერწყმაა, გარემოს ნაწილად გადაქცევა. მაგრამ ჯარში ყოფნისას იგი ამას შესაბამისი მომზადებისა და აღჭურვილობის დახმარებით ახერხებდა, იმ დროს იგი მონადირის როლში იყო და არა სამიზნის.

Page 173: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 173

ახლა მას არც რაიმესთან შერწყმა ძალუძდა და არც საკუთარი სურვილის მიხედვით გადანაცვლება. მხოლოდ ერთი გეზი ჰქონდა თავისუფალი - მეორე მონადირისკენ, საითკენაც მას ალყაში მოქცეული მგელივით მიდენიდნენ.

საკუთარი შენიღბულობის გახსენებაზე გივის საერთოდაც უგულოდ ჩაეცინა - ასეთი ჭრელა-ჭრულა ფერები, როგორითაც მისი „ჰავაი“ პერანგია მოხტული, ალბათ ამაზონიის თუთიყუშსაც შეშურდება. ხურმის და მანდრინის დრო რომ იყოს და იგი ხეხილის ბაღში იმალებოდეს, მაშინ კი ბატონო, იქნება როგორღაც შერეოდა ყვითელ და წითელ ნაყოფებს. მაგრამ ხურმაც, მანდარინიც და ლიმონიც გვიან შემოდგომაზე მწიფდება, როცა უკვე სიცივეა და მაგ დროს აბა ვინ დადის საკურორტო პერანგით ქუჩაში?

ახლა კი გარს მხოლოდ მწვანე ფოთლები და რტოები ერტყა, თან ისე ხშირად, გივი თითქმის დარწმუნდა რომ სხვანაირი ფერები საერთოდაც ამოიშალნენ ბუნებიდან. თუმცა არა, მისგან დაახლოებით ორ მეტრში გივიმ მოკლე, დროისგან ჩამოლეწილი, მიტეხილ ტოტებიანი კუნძი შენიშნა. ეტყობა ხემ, რომლის ნაწილს ის ადრე წარმოადგენდა, ახალგაზრდობაშივე ჰპოვა აღსასრული - უდროო დროს გახმა და წაიქცა. ამ კუნძს შესანიშნავი, თითქმის ნიადაგის ფერი ედო და ამის მეოხებით ბუჩქის ძირას, ჩრდილში, იგი პრაქტიკულად არ ჩანდა.

ეჰ, ნეტა ამ მორის ფერი სამოსი მეცვასო ინატრა გივიმ და ისევ კიბორჩხალივით უკან-უკან გაზლაზნვა დააპირა, როცა ახალი აზრი მოუვიდა. მან რამდენიმე წამის განმავლობაში აწონ-დაწონა იგი, გამომადგებაო დაასკვნა და ხელადვე შეუდგა მის ხორცშესხმას.

თავი 31შებრუნდა თუ არა ლაბორატორიაში, ნათელა პირველ რიგში ბიოსტატთან

მივიდა სადაც მისი შვილი, სადენებით და მილაკებით გარშემორტყმული, თითქმის უჟანგბადო ატმოსფეროთი ავსებულ გამჭვირვალე ცილინდრულ საკანში იწვა.

ქალმა შემოუარა ამ მაღალტექნოლოგიურ საწოლს, მის მეორე მხარეს მყოფ ეკრანს შეხედა და ცოტა ხანს სხვადასხვა სარკმელში ასახულ ციფრთა სვეტები ათვალიერა.

ახლა იგი თინას უსიცოცხლო სხეულს დედა-შვილურად კი არა, არამედ როგორც ექსპერიმენტულ ნიმუშს, იმ ბაყაყს, რომლის კიდურის გაცოცხლებაც მან შესძლო რამდენიმე წამით, ისე შესცქეროდა.

საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის ასეთი მიდგომა შემაძრწუნებლად გამოიყურება მაგრამ ნათელაზე უკეთ ვინ იცოდა რომ მხოლოდ ცივი, უგრძნობო ტვინით შეიძლება ბუნების ჩანაფიქრის ამოცნობა. სამყარო ხომ თავადაა სრულიად განურჩეველი და გულგრილი ცოდნის მსურველთა მისწრაფებებისადმი, არა აქვს ვისიმე ხათრი, რიდი, არ ითვალისწინებს სხვის გაჭირვებას და გულქვად, იოტისოდენა თანაგრძნობის გარეშე ეპყრობა შვილმკვდარ დედას.

ნათელას როგორც იქნა გაახსენდა, იგი კოლეგებს მოუბრუბდა და ბოდიშნარევი ხმით თქვა:

- ტელეფონი თურმე ბალახში ეგდო, მეეზოვეს ენახა, ძალიან პატიოსან კაცს, მაგრამ თვით გივი არსადაა.

ქალი წამით შეყოვნდა, ოდნავ შეიჭმუხნა და ისევ ალაპარაკდა: - გამოდის, როცა ნახა მანქანის გასაღები დამრჩენიაო, აღარ დაბრუნდა და

ფეხით წავიდა სასტუმროში, შოთიკოსთან. იქნებ ტელეფონიც ჯიბეებში ქექვისას ამოუვარდა, მაგრამ ეს ჯერაც არ გაუგია, თუმცა რომც გაეგო რანაირად

Page 174: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 174

შემატყობინებდა?... ყოველ შემთხვევაში მეტი ახსნა ჩვენი მანქანის აქ ყოფნას და გივის არ დაბრუნებას მე ვერ მოვუძებნე.

ალექსანდრემ და გენომ დაფიქრებული მზერები შეაგებეს მის სიტყვებს, ნათელა კი მსჯელობას განაგრძნობდა:

- შეიძლება მელოდება კიდეც ნომერში იმის იმედით რომ ტელეფონიც ლაბორატორიაში დარჩა და მე მივუტან. თუმცა რა ვიცი, იქნებ ეს აპარატი საბოლოოდ დაკარგულიც ჰგონია და ახლის ყიდვას ფიქრობს უკვე?

- არაა გამორიცხული მასე იყოს, - პირველი, როგორც უფრო ახალგაზრდა და სწრაფი რეაქციის პატრონი, გენო დაეთანხმა მას, - ამიტომ ჯობია ახლა შენც სასტუმროში მიირბინო და ტყუილ ხარჯს ააცილო, - მოკლე დაფიქრების შემდეგ მან დაამატა, - გამოდის ჯობდა ტელეფონით გეთქვა ეს ალექსანდრესთვის და პირდაპირ სასტუმროში წასულიყავი.

- ჰო, სწორს ამბობს, - მხარი აუბა მეგობარს ბორბლებიან სავარძელში მჯდომმა კოლეგამც.

ნათელამ ყოყმანით შეაქანა თავი:- ახლა მოვისაზრე, მანამდე კი იმას ვფიქრობდი, ისევ ჩემი გულისთვის არ

შეწუხდნენ და ძებნა არ დამიწყონ მეთქი, - ოდნავ შესამჩნევი ღიმილით განმარტა ნათელამ.

- ოჰ ნათელა, ეგ რა სახსენებელია? - იმწამს, ფიცხლად შეეწინააღმდეგა მას გენო, - მაგაზე ლაპარაკს ჯობია მართლა დროზე წახვიდე და შენებს მიუსწრო სასტუმროში.

- კარგი, მაშინ მივირბენ ერთს, - აღარ გაჯიუტდა ქალიც. კოლეგებს კი შეაჩეჩა მომხდარის გულუბრყვილო ვერსია და მათაც

იოლად ირწმუნეს იგი რადგან არაფერი იცოდნენ ამ დილით დატრიალებული მოვლენებზე, მაგრამ თვით ნათელას სინამდვილეში განა ის ადარდებდა, იყიდის თუ არა გივი ახალ ყურმილს? განგაში მას სულ სხვა შიშებმა გაუჩინეს გულში: სად გაქრა გივი? ხომ არიან ის და შოთიკო ერთად? და უკანასკნელი და ყველაზე შემზარავი: იმ შავი მანქანით მართლა ხომ არ გაიტაცეს მისი ქმარი?

შენობიდან გამოსული ნათელა მანქანისკენ გაემართა, მაგრამ რაც უფრო უხლოვდებოდა თავისი ოჯახის ტრანსპორტს, მით უფრო უნელდებოდა ნაბიჯები. თითქოს უსაშველოდ დამძიმდაო, ისე ძლივს გამოაღო მძღოლის კარი, ზოზინით ჩაჯდა სავრძელში და ასევე აუჩქარებლად აამუშავა ძრავი.

ამ დროს მანქანის წინ ვიღაც ტანდაბალი, ხნიერი კაცი გაჩერდა და მას გაუღიმა. ნათელას ჯერ გაუკვირდა, ეს კიდევ რა ხდებაო? მაგრამ შემდეგ წამს ფრიდონი იცნო. კაცს სანდასუფთავების უნიფორმა აღარ ეცვა და თავის რუხ, მუქ-წითელ უჯრედებიან პერანგსა და გახეხილ ჯინსებში გამოწყობილი კიდევ უფრო გამხდრად და დაძარღვულად გამოიყურებოდა.

- რა ჰქენით, ქალბატონო ნათელა, იპოვეთ მეუღლე? - გაბადრული ღიმილი არ მოუცილებია გაუპარსავი სახიდან, ისე იკითხა ფრიდონმა.

ნათელამ ანაზდეული გაღიზიანება იგრძნო - რა აცინებს ამასო, მაგრამ უმალვე მოისაზრა რომ ამ ადამიანმა მისი გაჭირვების შესახებ არაფერი იცის და მომხდარს უბრალოდ სასაცილო კურიოზად აღიქვამს.

თუ აქამდე ნათელა თითქოს ძალდატანებით ჩაჯდა თავის მანქანაში, ახლა პირიქით, მკვირცხლად გადმოვიდა და ფრიდონს მიუახლოვდა:

- იცით, ბატონო ფრიდონ, ვერა, ჯერ ვერ ვიპოვე, - სერიოზული სახით მიმართა მან კაცს, - თქვენ კი, როგორც ვხედავ, უკვე დაგიმთავრებიათ საქმე.

- კი, ქალბატონო ნათელა, საღამომდე თავისუფალი ვარ აქედან, - უდარდელი იერით დაუდასტურა მას დამსუფთავებელმა, - ახლა ვფიქრობ, წავიდე ეგერ ჩამოსასხმელი ლუდი მოვსვა, თუ სახლისკენ გავყვე, იქნება საქმე მომიძებნონ მეთქი, ჰე-ჰე-ჰე.

Page 175: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 175

ნათელა დაჟინებით უყურებდა ამ ხანდაზმულ კაცს, თითქოს უნდოდა მისი თვალები დურბინდის ოკულარებად გამოეყენებინა და ჩაეხედა იქ, ამ ადამიანის ცნობიერების სიღრმეში, გაეგო ვისთან ჰქონდა საქმე? ვინ იყო ფრიდონი? ერთი ქარაფშუტა, თავისი უჭკუობის გამო არასანდო, ნახევრად იდიოტი, რომელიც რასაც გაიგებს ყველაფერს იმწამს არაკრაკებს, შეხედეთ რამდენი ვიცი, მეც ხალხში ვარ გარეულიო? თუ ხანგრძლივი ცხოვრების მიერ ჭკუანასწავლი, დაბრძენებული პიროვნება, რომელსაც მხოლოდ გენეტიკურმა უიღბლობამ წაართვა ნებისმიერი საქმისადმი უნარი და ამით ხელი შეუშალა სოციალურ კიბეზე ასვლაში?

შეამჩნია რა ნათელას უცნაური, მისი ხუმრობისადმი შეუსაბამო ყურადღებიანი მზერა, ფრიდონმა თანდათან მოიშორა ღიმილი ბაგეებიდან და თვითონაც დაკვირვებით, თითქოს დაეჭვდა, ეს ქალი კარგად ხომააო, შეაჩერდა ნათელას.

- ბატონო ფრიდონ, - ალაპარკდა ნათელა, როცა გადაწყვიტა რომ ჯერჯერობით საკმარისად გააანალიზა ახალი ნაცნობის ფსიქოლოგია, - რადგან შედარებით თავისუფალი ბრძანდებით, მინდა გთხოვოთ ერთ ადგილას წამოყოლა, აქვე ახლოს, სატუმროში, ქუთაისის ქუჩაზე, მგონი „ბრიზი“ ჰქვია, იქნება იცით კიდეც?

- ქალბატონო ნათელა, მაგას რა თხოვნა უნდა, ამ ორი ფეხის ნაბიჯზე როგორ ვერ გაგყვებით? სასტუმროდან გაქვთ რამე წამოსაღები და მანქანამდე მარტო ვერ ჩამოიტანთ, ხომ? - არც დაფიქრებულა ისე დათანხმადა მას ფრიდონი.

- არა, ბატონო ფრიდონ, მაგისთვის არ შეგაწუხებდით, უბრალოდ სხვა დახმარება დამჭირდეს შეიძლება, იქ აგიხსნით, თუ ნებას მომცემთ, - თქვა ქალმა და მოლოდინით მიაჩერდა მუნიციპალიტეტის თანამშრომელს.

- კი ბატონო, წავიდეთ რა პრობლემაა, - კვლავ უყოყმანოდ გამოთქვა მზადყოფნა ფრიდონმა თუმცა ამჯერად ოდნავ დაბნეული იერით.

ამ დროს მან ჯაბა ოდილავიძეს მოჰკრა თვალი, თავის მუდამ წვერგაუპარსავ და თვალდაწითლებულ ნაცნობს, რომელიც ახლა ზლაზვნით მიეშურებოდა ბულვრისკენ. სად მიდის ეს კაცი, ამის გამოცნობაზე თავის ტეხვას ფრიდონი ნამდვილად არ საჭიროებდა. თავისი უახლოესი მომავლიც ნათლად დაინახა იმ შემთხვევაში, თუ ახლა ამ გოგოს არ გაჰყვება: თხუთმეტ წუთში მას უკვე ლუდის კათხით ხელში გახურებული კამათი ექნება ამ მთავრობის, წინა მთავრობის, იმის წინა და ასე შემდეგ ვიდრე დინოზავრთა მთავრობის ავკარგიანობაზე.

უფრო სწორად, კამათი კი არ იქნებოდა, არამედ ჭლექიანივით ჩავარდნილი გულისფიცრისა და ერთი-ორზე გათვლილი კბილების პატრონი ჯაბა იმის დამტკიცებას შეუდგებოდა მემილიონეჯერ, რომ აი, შემდეგი მთავრობის დროს იგი ნაღდად აყვავდება. იმიტომ რომ ამისთანა ნამდვილად კაი კაცი, ყველაფერში გაგებული, კაი სიტყვა-პასუხის პატრონი, არ არსებობს რომ არ დაფასდეს!

როცა ფრიდონი შეეკითხებოდა ხოლმე:- მაინც რა სამსახური გინდა პირადადო? - ლაშასაც გამზადებული პასუხი

ჰქონდა, - რასაც დამავალებენ ყველაფერს ხუთიანზე გავაკეთებო.არადა რამდენჯერ უთქვამს მისთვის ფრიდონს - მოდი, დამიდექი გვერდით,

არის დასუფთავებაში ადგილებიო, მაგრამ სამსახურის ვითომ გულმოდგინედ მაძიებელი უარობდა - უმაღლესი ზუსტად მაგიტომ დავამთავრე რომ ფიზიკური მუშაობა არ შემიძლიაო. ფრიდონმაც კაი ხანია გამოიცნო მისი უმაქნისობის მიზეზი: სინამდვილეში ამ ჯეილს ფიზიკური შრომა ეზარება, ხოლო რაც მართლა არ შეუძლია - გონებით მუშაობაა. ერთადერთი, კუდის ქიცინის იმედზეა მარა მაგაში სხვები, უფრო მარჯვეები ასწრებენ ყველა მთავრობის დროს.

Page 176: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 176

მიცლილ დროს და კათხა ლუდით ხელში ფრიდონს ხშირ შემთხვევაში არაფერი ჰქონდა ამ აბდაუბდით გართობის საწინააღმდეგო მაგრამ ახლა, ჯაბას რომ მოაშორა თვალი და ისევ ნათელას სასიამოვნო სახეს შეხედა, იგრძნო რომ დღევანდელ, ჯაბას მომავალი თავბრუდამხვევი წარმატებებისთვის მიძღვნილ ლექციას გაცდენა უწევდა მიუხედავად იმისა რომ ლუდის თანამეინახემ მისალმების ნიშნად ხელიც აუწია უკვე შორიდან.

ისინი მანქანაში ჩასხდნენ და ქალმა ძრავიც აამუშავა. - უნივერსიტეტში, - ნათელამ უკან გაიშვირა ცერა თითი თუმცა თვალი არ

გაუსწორებია თანამგზავრისთვის, - გადაუდებელი საქმე მაქვს, მისი შეწყვეტა ან მისგან დიდი ხნით მოშორება არ შემიძლია. იმიტომ ვარ ამ უქმე დღეს აქ. შეიძლება ტყუილად გაწუხებთ, ჩემი ქმარი სასტუმროშია ბავშვთან ერთად, მაგრამ უტელეფონოდ რას გავიგებ? ჰოდა მაგ შემთხვევაში ბოდიშს მოგიხდით და სადაც მეტყვით იქ მიგაბრძანებთ.

- როგორ გეკადრებათ, ნათელა, პირიქით მადლობელი ვარ რომ ეგერ იმ ლოთს მოვშორდი თქვენი გამოისობით, - ამ სიტყვებით მან საკბილოგამოცლილ ძაღლივით პირდაფჩენილი ჯაბა აჩვენა ქალს.

ნათელამ მოკლედ ჩაიღიმა მაგრამ იმწამსვე საქმიანად განაგრძნო:- მაგრამ აი, ჩემი ქმარი თუ იქ არაა... ბიჭს შეიძლება სძინავს კიდეც ჯერ,

მაგრამ მარტო მაინც არ დავტოვებ, - ნათელა კვლავინდებურად არიდებდა ფრიდონს მზერას და არა მხოლოდ იმიტომ რომ მანქანს მართავდა, - და ვერც სამსახურში მივიყვან... რენტგენის აპარატია ჩართული და პატარა ბავშვისთვის არ შეიძლება იქ ყოფნა.

ამ ბოლო სიტყვების გაგონებაზე ფრიდონს ცნობისმოყვარეობა ჩუდგა თვალებში:

- კი მაგრამ რას შვებით ასეთს?ნათელამ, როგორც იქნა, ფრიდონს ერთი მოკლე მზერა შეავლო სანამ

პასუხს გასცემდა:- ახალ წამალს ვქმნით. - გამოდის მეცნიერი ყოფილხართ, - დაასკვნა მოხუცმა, - და რისი წამალი

უნდა მოიგონოთ? სურდოს მოსარჩენად არ იქნებით მაქ? - თავისი ოხუნჯობით კმაყოფილმა, ეშმაკურად ჩაიცინა მან.

მანქანამ ნინოშვილის ქუჩა მოითავა და გოგებაშვილიდან რუსათველზე გამდინარე ტრანსპორტის ნაკადთან შეჩერდა, იქნებ ღრიჭო გაჩნდეს დინებაში და მეც შევერიო მასო.

ნათელამ ისევ წამიერად გახედა თავის მგზავრს და უშფოთველად განმარტა:

- მართალი ბრძანდებით, კიბოს წამალზე ვმუშაობთ.ეს უწყინარი ტყუილი ქალმა სიმართლის დასამალად კი არა, უფრო იმიტომ

თქვა რომ ეს კაცი სერიოზულ განწყობაზე დაეყენებინა. თორემ წეღანდელმა, ტელეფონის დაბრუნებისას დასმულმა „ეშმაკურმა“ კითხვამ ქალს ცხადად მიანიშნა - მუნიციპალიტეტის თანამშრომელს ეჭვი არ ეპარება რომ ნათელას ქმარი სადღაც ერთობა და თავისი ცოლის ნერვიულობა სულ არ ანაღვლებს.

ერთხანს ფრიდონი მართლაც ენაჩავარდნილივით იჯდა, ხოლო ნათელამ ამასობაში როგორც იქნა მოახერხა და პორტისკენ მიმავალი მანქანების მდინარეს შეუერთდა, მით უმეტეს რომ ახლანდელი, დილის ნაკადი, მალ-მალე წდებოდა.

- მართლა რა გახდა ეს კიბო, ამდენ ხალხს რომ კლავს და მისი მოსპობა არ იქნა? - ბოლოს და ბოლოს ალაპარაკად კაცი, - რა იწვევს მაგას, ბაცილები?

ნათელა, ისე რომ ამჯერად წამიერადაც აღარ მობრუნებია თავი, მონოტონურად ალაპრაკდა, თითქოს ურიცხვი ახსნა-განმარტების მიცემით შეძენილი პირობითი რეფლექსი აუმუშავდაო:

Page 177: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 177

- ჩვენი სხეული მუდმივად იცვლება, მისი შემადგენელი უჯრედები კვდებიან და მათ ადგილს ახლები იკავებენ, როგორც ბავშვები მშობლებისას.

ქალი დადუმდა, დაელოდა როგორ აღიქვამს ამ ცნობას მისი მსმენელი.- ესე იგი ყველა წამს მიახლდება კანი? - ეჭვით იკითხა მოხუცმა, - კი მაგრამ

მაშინ რაიზა ვბერდები?- იმიტომ რომ ყალიბი სადაც ახალი უჯრედები მზადდება, თანდათან

იცვითება და ძველებურად კარგ ნაწარმს ვეღარ უშვებს, - გზას გაუღიმა ნათელამ.

- ხოდა კიბო რა შუაშია მაგასთან? - გაახსენდა ფრიდონს.- როცა დრომოჭმული, უსარგებლო უჯრედები სიკვდილს ვერ ხვდებიან,

ისინი ახლების, სასარგებლოების ადგილს იკავებენ და ეს კლავს ადამიანს, - დაფიქრების გარეშე, თუმცა კი დინჯი ლაპარაკით უპასუხა მას ნათელამ.

- უყურე შენ! - წამოიძახა კაცმა, - გასაგებია ყველაფერი. „რატომაც არა? - უსიხარულოდ წაეხუმრა თავს ნათელა, - რადგან ასეთმა

ინფორმაციამ პატივცემულ ფრიდონს სარეკორდოდ ცოტა - ნული კითხვა გაუჩინა, ესე იგი მართლა ერთ წამში დაუფლებია ეს ადამიანი ბიოლოგიას“.

ნათელას აქამდეც ძნელად გადაჰქონდა თავისი ყურადღება ფრიდონთან საუბარსა და მანქანის მართვაზე რადგან ყველა წამს გრძნობდა იქვე, თითქმის გონების ზედაპირთან ჩასაფრებულ ავისმომასწავებელ ჯოჯოს, რომელიც ბოროტი ღიმილით ეკითხებოდა: „შენი ქმარ-შვილი რომ არ დაგხვდება სასტუმროს ოთახში, თუ გამოიცნობ ვინ წაიყვანა? საიდან დაიწყებ მათ ძებნას“ -ო?

ბოლოსკენ ეს შემზარავი კითხვები სულ უფრო გამაყრუებლად ჟღერდნენ მის აზრებში მაგრამ ამ დროს მანქანა სასტუმროს შესასვლელს მიადგა და ნათელასაც საშუალება მიეცა ისინი გვერდზე გადაედო, ისევ სინამდვილეში ჩართულიყო მთლიანად.

საკმაოდ ბნელ ჰოლში, ხელოვნური ტყავის სავრძელში, კედელზე მიმაგრებულ ტელევიზორს მიჩერებული ადმინისტრატორი იჯდა. ნათელამ შეხედა მას, მაგრამ კითხვით არაფერი უკითხავს, მოულოდნელად პირიც გაუშრა და ხმაც ჩაუვარდა.

- ბავშვს სძინავს, ქალბატონო, - დამამშვიდებელი ღიმილი შეაგება მორიგემ, საკმაოდ შემელოტებულმა, ორმოციოდე წლის მამაკაცმა, - ჯერ, ასე ადრე, რა გააღვიძებდა?

ამ სიტყვებმა უზარმაზარი შვება აგრძნობინეს ქალს, თუმცა საბოლოო დამშვიდებამდე ჯერ მაინც შორს იყო - ამისთვის საკუთარი თვალით უნდა დაენახა შვილი.

სასტუმროს მუშაკმა ერთი ფრიდონსაც გადახედა ზერელედ და მერე ისევ ნათელას ჰკითხა:

- მეუღლე, ბატონი გივი, გარეთ გელოდებათ?- გასაღები თქვენ გაქვთ? - კითხვას წაუყრუა ნათელამ და მოლოდინით

მიაჩერდა მას.კაცს ეტყობა კიდევ უნდოდა რაღაცეების დაზუსტება, მაგრამ როცა

ნათელას გამოხედვას წააწყდა, გადაიფიქრა. იგი უხალისოდ წამოდგა და ბუდიდან გასაღები ამოუღო თავის მდგმურს.

ნათელამ უხმოდ დაუქნია თავი და თანამგზავრს მიუბრუნდა:- წამობრძანდით, ფრიდონ ბატონო.მოხუცმა ერთი გახედა ადმინისტრატორს რომელმაც ასე აგდებულად

აათვალიერა იგი და ნათელას გაჰყვა.ქალი სწრაფად აიჭრა მეორე სართულზე, თუმცა ფრიდონმაც არ დაუდო

ტოლი. ნათელამ მას სულ ორი ნაბიჯით შეასწრო ნომერში, მაგრამ როცა

Page 178: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 178

ფრიდონიც შიგ აღმოჩნდა და მეორე ოთახის ღია კარებში შეიხედა, იქ უკვე ლოგინთან მუხლებზე დამხობილი და შვილს ჩახუტებული დახვდა ქალი.

ბიჭუნამ გაიღვიძა და უკმაყოფილო სახით მოჰყვა თავლების ფშვნეტას.- დე-ე, რატომ გამაღვიძე, მეძინება, - განაწყენებით ისაყვედურა მან.- ადე, დედი, ადე, - ალერსიანად, თუმცა კი დაჟინებით ალაპარაკდა

ნათელა, - უნდა წავიდეთ.- სად უნდა წავიდეთ? რატომ უნდა წავიდეთ ამ ადრე? - ასე ადვილად არ

დათანხმად დედამისს შოთა, მერე მიიხედ მოიხედა და ამრეზით იკითხა, - თინა სადღაა, უკვე გაიღვიძა?

ნათელამ პასუხის ნაცვლად შეუმჩნევლად ამოიოხრა და მერე ბიჭუნას პირდაპირ თვალებში შეხედა ნაღვლიანად.

შოთიკო ჯერ მოლოდინით უყურებდა დედამისს, მაგრამ შემდეგ წამს ძილის ნიშნები მყისვე შემოეცალა სახეზე, მან ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ხმაამოუღებლად ჯერ წამოჯდა, ხოლო მერე სწრაფად ჩამოვიდა ლოგინიდან. აქ მან უცნობი მამაკაცი დაინახა და შეცბა.

- გამარჯობა, ბაბუ, - გულითადად მიესალმა მას ფრიდონი, - მოგიწია ხომ ადრე ადგომა? რას იზამ, მასეა ხანდახან.

- ეს ფრიდონ ბაბუაა, შოთი, - გააცნო მას ნათელამ.- გამარჯობათ, - ამოღერღა ბავშვმა.- გაგიმარჯოს, ბაბუ, გაგიმარჯოს, - არ დაიზარა ფრიდონმა მეორედ

მისალმება.- წადი, შვილო, პირი დაიბანე და მე მანამდე ტანსაცმელს ჩავალგებ, -

დააჩქარა ბავშვი დედამისმა და როგორც კი იგი სააბაზნოში შევიდა, ქალი ფრიდონს მიუბრუნდა:

- ბატონო ფრიდონ, ძალიან კი მეუხერხულება ამ ლაპარაკის დაწყება, მაგრამ რა ვქნა, სხვა გამოსავალი არ მაქვს და უნდა შეგაწუხოთ ერთი თხოვნით.

- რაშია საქმე, ბრძანეთ, ქალბატონო ნათელა, – თქვა კაცმა, თუმცა კი საკმაოდ გაკვირვებულმა.

- როგორც გითხარით, არ შემიძლია დიდხანს მოვშორდე იქურობას, - მან ხელი დაახლოებით ბულვარისკენ აიქნია, - ვერც შოთიკოს მივიყვან იქ, - ნათელამ ამოიოხრა და უფრო ძალდატანებით გააგრძელა, - არც ჩემი ქმარი სჩანს და საუბედუროდ ბათუმში არც ნათესავი მყავს და არც ნაცნობი...

ნათელა დადუმდა და მოლოდინით მიაჩერდა თანამოსაუბრეს. ახლა იგი ამ კაცის მოსაზრებულობას ელოდა, თავად კი ყველაფერი კარგა ხანია გადაწყვიტა. მისი მსჯელობიდან გამომდინარე, გივი თუ იმდენადაა საქმის გარკვევაში ჩართული, რომ დროებით ბავშვიც კი მიატოვა, გამოდის რთულადაა ვთარება. ხოლო რადგან მასეა, ჯობია შოთა სულ სხვა ადგილზე იყოს თორემ აბა გენოსთან ან ალექსანდრესთან ბავშვის მიყვანას რა უნდა?

მაგრამ თუ შოთიკო სრულიად უცნობ ადამიანთან იქნება, რომელთანაც მათი ოჯახის დაკავშირებას ვერცერთი სამსახური შესძლებს, მაშინ თავადაც წყნარად იგრძნობს თავს და თინას მობრუნებაზე უფრო გულდაჯერებული იმუშავებს. თორემ რა დაავიწყებს მას იმ თეთრებში გამოწყობილი გველის სიტყვებს: „მეორე ბავშვს მიხედე“ -ო?

იმაზეც დაფიქრდა, როგორ გამოიყურება მისი საქციელი ამ მოხუცის გადმოსახედიდან, რომ იგი ალბათ მართლაც კარგს არაფერს ფიქრობს მათ ცოლ-ქმრობაზე, მაგრამ რა ექნა ნათელას? ვერ ეტყოდა ფრიდონს - იქ მეორე შვილი მიწევს და მას მინდა სიცოცხლე დავუბრუნოო. ვერც იმას გაუმხელდა, ჩემი შვილის მკვდრად დარჩენას ზუსტად ისინი მთხოვენ, სიცოცხლეს და სიყვარულს რომ ქადაგებენ და იმათ მოგვიგზავნეს ყაჩაღები, ვისი მოშორებითაც ახლა ჩემი ქმარია დაკავებულიო.

Page 179: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 179

- ოჰ, მეც არ ვიფიქრე?! - ამჯერად რიხიანად და უყოყმანოდ ალაპრაკდა ფრიდონი, - ერთი კინკილა ბავშვი თუ ვერ შევიკედლე, აბა რად მინდა ის ბინა? მაგი კია არა, იქეთ ვიქნები მადლობელი, შვილიშვილების ჩამოსვლამდე მთლად გამოვყრუვდით მე და ჩემი დედაბერი!

- ჰოდა ძალიან კარგი, - შვებით ამოილაპარაკა ნათელამ, - ვალში არ დაგრჩებით იცოდეთ, ბატონო ფრიდონ.

- კაი ახლა, სირცხვილია მაგის ლაპარაკი, - წრფელი გაგულისებით წამოიძახა ფრიდონმა, - ნუ წამიხდინეთ შთაბეჭდილება თქვენზე, ნათელა.

- კარგი, კარგი, ბატონო ფრიდონ, - შემრიგებლურად ალაპარაკდა ქალი და ხელადვე საქმეზე გადავიდა, - მანქანის ტარება ხომ იცით?

- მანქანის ტარება როგორ არ ვიცი, მე სულ მხვეტავი კი არ ვყოფილვარ, ერთ დროს მოხელეც ვიყავი, ხადავოიშიკი, - ფიცხლად განუმარტა დასუფავების თანამშრომელმა.

ეს უცნაური სიტყვა რას ნიშნავს ნათელამ ნამდვილად არ იცოდა, თუმცა არ შეიმჩნია და თავი დაუქნია კაცს. იმან კი ჩაცინებით განაგრძნო:

- მარა მაგი რა შუაშია, არ უნდა იცოდეთ სადაა თქვენი ბავშვი?პასუხად ნათელამ თვალები გადაატრიალა და ხელი შემოირტყა თავზე:- მთლად გამოვშტერდი, დავიღალე. კარგი, ახლავე გავემზადებით და

ჩამოვალთ.მართლაც, ცოტა ხანში ნათელა და შოთიკო ქვემოთ ჩავიდნენ, გასაღები

დაუტოვეს მორიგეს და გარეთ გამოსულები იქვე, ტროტუარზე მომლოდინე ფრიდონს შეუერთდნენ.

თავი 32თუ გასროლის წინ ნოდარი ბოლომდე ორჭოფოდა, იქნებ არ ღირდეს

იარაღის ხმარა, მოხერხდეს და უამისოდაც დავიყაბულოთ ეს კაციო, მერე, როცა გადაწყვიტა და სასხლეტს გამოჰკრა საჩვენებელი თითი, სხვანაირად გადაუბრუნდა გუნება. სამივე ნასროლის დაცილებამ ხელმოცარული მონადირის გაწბილება აგრძნობინა და იმის სურვილიც, აუცილებლად გამოესწორებინა თავისი იაღლიში.

ნოდარს იმის გააზრებამაც გაუფუჭა ხასიათი, რომ ამ დაცილებით მან საქმე კიდევ უფრო გაართულა - აქამდე ეს კაცი შეიძლება არც ფიქრობდა რომ ისინი იარაღს გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, ახლა კი არამარტო გაიგო ეს, არამედ ისიც რომ მაყუჩიანი სასროლით ხმაურის გარეშე შეუძლიათ ინადირონ მასზე. ამის ცოდნა კი გაცილებით ფრთხილს გახდის მას, ძნელად მოსახელთებელს, ამ ყველაფერს კიდევ უფრო გაწელავს დროში და სადაა ამდენი დრო?...

ამასთან ერთად ნოდარს კვლავაც უკვირდა, როგორ იქნა რომ ამ ნათელა მთვალიძის ქმარი, სრულიად რიგითი მოჩალიჩე, ამხელა პრობლემა გამოდგა? სახელიც ვერ ათქმევინეს! არადა უნივერსიტეტთან რომ გაბაწრეს, ძალიან კმაყოფილნი იყვნენ ის და გაიოზი. გაეხარდათ, საჟანტაჟო მასალა ვიშოვეთ და მის ცოლს რასაც გვინდა იმას ვაქნევინებთო. ზუსტად ამ მონაგარმა მიატოვებინათ ის ქალიც, მით უმეტეს რომ ამჟამად მაინც არ ჰქონდათ წესიერად, უმოწმეებოდ მასთან ლაპარაკის საშუალება.

მწევრის აზარტი ნოდარს თავისმა, გაიოზისთვის ნათქვამმა სიტყვებმაც გაუმწვავა: ერთ კაცს ორმა შეიარაღებულმა როგორ ვერ უნდა ვეპატრონოთ უკაცრიელ ადგილასო? აზარტი და მონადირული თავმოყვარეობა იქით იყოს, ნოდარს ისიც ვერ წარმოედგინდა, რა პირით მოუყვებოდა მურმანს, ან რანაირად აუხსნიდა: ასეთ საორჭოფო და სახიფათო მდგომარეობამდე მივიყვანეთ საქმე, პისტოლეტების გამოყენება გავრისკეთ და მაინც ვერ მოვერიეთ იმ კაცს და ახლა სასამართლოში უნდა ვიმართლოთ თავიო? არ

Page 180: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 180

იფიქრებს ის კაცი, სულელები ყოფილან ეს უპატრონოებიო? მერე არქივში რომ გადაიყვანოს ორივენი, კომპიუტერში სახელ და გვარების შეტანაზე, არ იქნებიან ღირსი?

თუ აქამდე ნოდარი ამ დავალებას მხოლოდ კმაყოფილების და სიხარულის მომასწავებლად აღიქვამდა მომავალი უჩვეულო, ნამდვილად რომ მის სამსახურში წარმოუდგენელი დიდი ანაზღაურებიან გამო, ახლა დაქვეითების, თუნდაც მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებულმა პერსპექტივამ ნამდვილი პირადი მტრობა აგრძნობინა ამ ვირივით ჯიუტი კაცისადმი. ნოდარ თივაძეს ცივი მრისხანება დაეუფლა, მდგომარეობა რომელში ყოფნისას მას განსაკუთებით მკაფიოდ შეეძლო ლოგიკური მსჯელობა და ვითარების გააზრება.

„ესე იგი რა ხდება, - ფიქრობდა იგი, - ამან იცის რომ ვესვრით, მაგრამ იმას მიხვდებოდა კი, რომ განგებ დავუმიზნე ფეხში? არა. ვერ მიხვდებოდა, სხვას რომ თავი დავანებოთ თუნდაც იმიტომ რომ ზუსტად ჩემი გასროლისას გახტა გვერდზე. ნეტა რატომ... იგრძნო რამე? ასეა თუ ისე ამ აცდენას თავის იღბალს მიაწერს და არა ჩემს შეგნებულ ქმედებას. ნეტა მართლა რა სიკვდილმა აახტუნავა მაინც და მაინც მაშინ?...“

რადგან მოწინააღმდეგის აზრებში ჩახედვა არ შეეძლო, ნოდარმა შესწყვიტა მარჩიელობა და საქმეზე გადავიდა. თავისი სამალავიდან იგი ვერაფერს ხედავდა, ის კაცი სქელტანიან ხეს ამოფარებოდა. ახლოს მისვლაა საჭირო. ნოდარმა გადაწყვიტა რომ მისთვის საერთოდაც არაა სავალდებულო იმალოს, მტერი ხომ უიარაღოა, ყოველ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი არაფერი აქვს. იგი თავის სამალავ ბუჩქს მოშორდა და იმ სქელტანიანი მუხისკენ გაემართა, სადაც ის კაცი ეგულებოდა, თუმცა კი ფრთხილად, ხშირ-ხშირად იხედებოდა აქეთ-იქით. იქნებ მტერი ამასობაში მოშორდა ხეს და ფლანგიდან მიპირებს თავდასხმასო.

მან კიდევ ორი ნაბიჯი წარსდგა და უცებ შეჩერდა რადგან დაინახა - იმ ხის იქეთ რომელსაც დევნილი აქამდე სამალავად იყენებდა, კარგა მოშორებით, დაახლოებით ოც მეტრში, ბუჩქის ტოტები შეინძრა.

„აჰა - გუნებაში აღნიშნა ნოდარმა, - სწორად იქცევი ჯიგარო, ეგრე გააგრძელე და მალე მოგივლი, გაიოზიც არ დამჭირდება“.

დარჩენილი მანძილი ნოდარმა უფრო თავისუფალი, ჩქარი ნაბიჯით დაფარა და თავადაც იმ მუხასთან აღმოჩნდა, რომლის უკან ამ რამდენიმე წუთის წინ მისი მოწინააღმდეგე აფარებდა თავს. უშიშროების მუშაკმა ყოველი შემთხვევისთვის მაინც ფრთხილად გამოიხედა და ხელადვე შენიშნა თავისი სამიზნე. ანდა რა ასეთი დაკვირვების უნარი ესაჭიროებოდა საბავშვო კალეიდოსკოპივით ათასფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანის დანახვას მწვანე ბუჩქნარში?

თურმე ლტოლვილი იმ ბუჩქში კი არა, რომლის ტოტიც წეღან შექანდა, არამედ მეზობელი მცენარის ძირში შემალულიყო. ეტყობა ჩაღრმავებაა იმ ადგილას და იქ შეძვრა. თუმცა ვაი ამ შეძვრომას - მისი ჭრელა-ჭრულა პერანგის კიდე მაინც მკაფიოდ ჩანდა, მეცნიერი ქალის ერთგულ მეუღლეს მარცხენა ბეჭის ნაწილი ამოშვეროდა სამალავს ზემოთ. თან იგი მდევარისკენ ზურშექცევით იწვა, ეტყობა ასე მოუწია ღრმულში ჩაძვრომა და ახლა განძრევის ეშინოდა, ყურადღება არ მივიქციოო.

ამჯერად ნოდარმა მეტი მონდომებით დაუმიზნა, ნიშანი რაც შეეძლო ზემოთ აიღო, გულში არ მოვარტყა ამ ხისთავიანს და მართლა არ შემომაკვდესო. მას ეჭვიც არ ეპრებოდა რომ ხელს თუ გაუკაწრავს იმ, ასე სულელურად დამალულ ადამიანს, ესეც საკმარისი იქნება.

გასროლისთანავე ნოდარს მოწინააღმდეგის მიყრუებული გმინვა შემოესმა და ის ჭყეტელა სამოსიც შექანდა. ნოდარი ცოტა შეშფოთდა კიდეც, სერიოზულად ხომ არ დამიჭრია და ნეტა შველა არ დასჭირდებოდესო.

Page 181: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 181

მან კიდევ ერთხელ შეუკურთხა ოპერაციის ნაუცბთევობას, მართლა ძალიან სახელდახელოდ და გაუაზრებლად მოხდა ყველაფერიო. ჯერ იყო და ძილისთვის გამზადებულს დაურეკა მურმანმა, ნაქეიფარი ხომ არ ხარო? როცა გაიგო რომ მისი ქვეშევრდომი სრულიად ფხიზელია, აბა ამ პაპანაქებაში რა დამალევინებს, გიჟი ხომ არ ვარო? იფიქრა მაშინ ნოდრმა, უფროსმა გადაუდებელი ოპერაციაა და ამღამესვე უნდა გაემგზავრო დასვლეთში, კერძოდ ბათუმში და სანამ გზაში იქნები დავალებას აგიხსნი შენც და მეწყვილესაცო.

მათი სამსახურისთვის ასეთი უდროო განგაშები ჩვეული ამბავია და ნოდარმაც გასაგებია, გავემზადები და ახლავე მივდივარო ოღონდ ის დააზუსტა, ვინ წამომყვებაო?

- სირთულე არ უნდა წამოიჭრას, - რაღაც არც მაინცდამაინ დარწმუნებით ალაპარაკდა მაშინ მურმანი, მაგრამ ჯობია ნებისმიერი მოულოდნელობისთვის რომ მზად იქნება ისეთი ვინმე წაიყოლო და ამ მხრივ მგონი გაიოზ ბურჯაძე ყველაზე გამოსადეგია.

გართულება რომ არაა გამორიცხული ისეთი შემთხვევისთვის კი გაიოზზე სასარგებლო ნოდარს მართლაც არავინ ეგულებოდა. მართალია გამჭრიახობა ზოგჯერ ღალატობდა ამ კაცს, არ ფიქრობდა რა მოჰყვებოდა მის ქმედებას მერე, დავუშვათ ერთ წელიწადში, სამაგიეროდ ნადირის ინსტინქტური ეშმაკობა გააჩნდა, პირდაპირი შეტაკებისას ტაქტიკურად უშეცდომოდ მოქმედებდა. როცა გადაწყვეტდა რა უნდა ექნა, ყოყმანი და უკანდახევა არ სჩვეოდა - სხვა გზები მისთვის უბრალოდ აღარ არსებობდნენ.

მერე, გზაში, ნოდარს და გაიოზს მართლაც გააცნეს ვითრება. პირველ რიგში საქმის მასშტაბისა და მნიშვნელობის ნათლად დასანახად ამცნეს რომ მათი ჰონორარი წარმატების შემთხვევაში სამასი ათასი დოლარი იქნება თითოზე. ნოდარს ახლაც კი ჩაეცინა, როცა გაახსენდა - ამ რიცხვის გაგონებაზე რაოდენ გადმოეკარკლა თვალები მეწყვილეს.

შემდეგ აუხსნეს თუ ვინაა ეს მეცნიერი, რა დაემართა მის ბავშვს გუშინდელ საღამოს და რაც მთავარია, რის გამოა ამ საქმის ვადა შეზღუდული. აგრეთვე უთხრეს რომ ახლა, დაზარალებული ბავშვის გარდა ნათელა მთვალიძეს ქმარი და მეორე შვილი ახლავს და თუ საჭირო იქნა, ამათი გამოყენებაც შეიძლება საქმის წარმატებისთვისო. მით უმეტეს რომ ეს კაცი, თუმცა მთლად დაწვრილებით არ გამოუკვლევიათ მისი ბიოგრაფია, არაა აუცილებელი, წინაღობის გამწევი ვერ უნდა იყოს - ერთი რიგითი საქმოსანიაო.

ამ ყველაფერმა ახლა უცებ გაუელვა ნოდარს თავში, როცა იმ საწყალმა კაცმა გასროლის შემდეგ მხოლოდ ერთი ამოიგმინა და მერე არც განძრეულა და არც ხმა ამოუღია.

„უჰ, შენი, ნუთუ მოვკალი? - გულში აღმოხდა ნოდარს, - რა გინდა რომ ქნა თუ მართლა მასეა? ოხ, ამის დედა.... ხომ ვიძახი ყოველთვის, ნაჩქარევ ოპერაციას ჯობია იმწამსვე დაწერო განცხადებაო! თუმცა რა დროს განცხადებაა, ამას რომ მკვდარს ნახავენ, ვინაა მკვლელიო, არ ატყდება ფორიაქი? ატყდება კი არა რომელი ატყდება?! მით უმეტეს რომ ეს ქალი უკვე ამერიკაშიც ცნობილი ყოფილა.

„ო-ოჰ, შენი!“ - მერამდენედ ამოიხრა ნოდარმა როცა გაიხსენა რომ ნათელა მთვალიძეს იგი ნანახი ჰყავს და თუ იქამდე მივიდა, თავისუფლად აღუწერს პოლიციას მის გარეგნობას და მასთან საუბარს. მართალია, გარეგნობით ასე იოლად ან ნახავენ და ან არა, მაგრამ შარი ხომ უკვე აიკიდა?

„ოხ ამის!“ - კიდევ ერთხელ აღმოხდა მას გუნებაში, თუმცა ამჯერად გაცილებით მშვიდად, დრო იყო ისტერიკას მორეოდა და საქმისთვის მიეხედა. ჯერ უნდა დაადგინოს რა სჭირს ამას და იმის მიხედვით დაგეგმავს დანარჩენს, მურმანსაც შეეკითხება თუ საჭირო იქნა. არდა, თუ მართლა ცუდადაა საქმე,

Page 182: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 182

გადაირევა მურმანი - კაცი როგორ შემოგაკვდათ და თანაც ის, რომლის ყოფნა-არყოფნას საერთოდ არა აქვს მნიშვნელობაო?

ნოდარმა თვალი მოაშორა ჭრელ პერანგს და მიმოიხედა. წვრილტანა ხეებისა და ჯაგნარისგან შემდგარი ადგილი ძველებურად გარინდებულიყო. ეტყობა მცენარეებიცა და სულიერებიც, პაპანაქების მოლოდინში ღამიდან შემორჩენილი სიგრილის საცოდავ ნარჩენებს უფრთხილდებოდნენ.

რაც უფრო უახლოვდებოდა ჭრელ პერანგს, მით უფრო დაბლა უშვებდა ნოდარი იარაღს. თითქოს მოძალებული ფიქრების სიმძიმემ დაღალა და ძალა გამოაცალაო. მართლა რა ქნან თუ შემოაკვდა? დამარხონ? ხო მაგრამ რითი, პისტოლეტებით მოთხარონ ორმო თუ ტელეფონებით? ისიც გაახსენდა, გაიოზი რატომ არ მირეკავსო და პასუხიც მალე მოისაზრა - მაგან რა იცის რომ ზარით ვეღარავის გამოუაშკარავებს ჩემს სამყოფელსო.

ესე იგი რა, საბარგულში ჩააგდონ და წაიღონ? მერე სად? ფუჰ, მიუტანონ მის ცოლს, აჰა, ესეც გააცოცხლეო? ოხ ამათი დედაც..., - თავისდა გასკვირად გაუგულისდა ნოდარი ამ უძრავად დაგდებულსაც და მის ოჯახსაც.

სხეულის ქვედა ნაწილი მთლიანად ჯაგში ჩამალვოდა კაცს, ეტყობა ამ გაჭირვებულს ეგონა საერთოდ არ ვჩანვარო. ვაი მაგის პატრონს, ამ ტაკიმასხარული სამოსის გახდა მაინც როგორ ვერ მოისაზრა?

„ნეტა სადა აქვს ნატყვიარი, სისხლს რატომ ვერ ვხედავ? - გაახსენდა ნოდარს, - თუ წითელ ნაჭერზე არ სჩანს და იმიტომ ვერ შევამჩნიე აქამდე?“

მან კიდევ რამდენიმე ნაბიჯი წარსდგა და რაც მეტად უახლოვდებოდა უძრავ ტანს, მით უფრო კვირობდა. თავიდან, როცა საწყისი ოციოდ მეტრიდან ხედავდა თავის სამიზნეს და რაღაც ვიწროდ ეჩვენებოდა იგი, ნოდარი ამას იმით ხსნიდა რომ კაცის სხეულის უმეტესი ნაწილი ნიადაგის უსწორმასწორობასაა ამოფარებული.

მაგრამ ახლოდან დანახულიც არ მიესადაგა მეცნიერის ქმრის აღნაგობას. ოპერატიული მუშაკი ნატყვიარის ძებნას შეეშვა და ქვემოთ, ფეხებისკენ გადაიტანა მზერა სადაც... არანაირი ჯინსები და საერთოდ ადამიანის ტანის გაგრძელება არ იყო, მხოლოდ ჯაგის ძირები და გამხმარი, შარშანდელი ფოთლებით მიმოფენილი მიწა!

ნოდარს წამიც არ დასჭირვებია ყველაფრის მისახვედრად და ის იყო გვერდზე გახტომა დააპირა, როცა უკნიდან წვივებში საშინელი ძალით ჩაარტყეს რაღაცა, რამაც მყისვე მოუკეცა ფეხები და მუხლებზე დასცა. სანამ იგი პირველ ელდას და გონების წამლეკი ტკივილის ტალღას სძლევდა, მას ზურგზე მოახტნენ. მტერმა ერთი ხელის იდაყვი ნიკაპს ქვემოთ ამოსდო უშიშროების ყაჩაღადქცეულ აგენტს, მტევანი მისსავე მხარს დააყრდნო მოჭიდავესავით და თავის უკან გადაწევა დაუწყო. მეორეთი კი ნოდარის იმ მაჯას წვდა რომელშიც ამ უკანასკნელს თავისი „ბერეტა“ ეჭირა.

ნოდარმა მარცხენა მტრის ხელს სტაცა, ყელის გამონთავისუფლება სცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა - იგი არ იყო სუსტი კაცი მაგრამ ჯერ ერთი - მოწინააღმდეგე ღონით სჯობდა მას, მეორეც - მარცხენათა შერკინებაში მტერს აშკარა უპირატესობა ჰქონდა: მას არწივის კლანჭებივით მოეჭიდა თითები ნოდარის მხრისთვის და საყრდენად იყენებდა მას.

ამავე დროს მათი მარჯვენები შედარებით თანაბარ პირობებში ჭიდაობდნენ. პირიქით, შეიძლება ნოდარს უპირატესობაც კი ჰქონდა - პისტოლეტიანი ხელი არ გამომღლიტოსო, მტერი მთლად ისე თამამად ვეღარ იქცეოდა.

მოწინააღმდეგები უხმოდ ძიძგლაობდნენ რადგან ლაპარაკზე დასახარჯი ძალა არავის ჰქონდა, ხოლო ყელზე იდაყვმოჭერილ ნოდარს საერთოდაც არ შეეძლო რაიმეს თქმა. მან რამდენიმეჯერ გაიბრძოლა რაც შეეძლო, მაგრამ ვერაფერს გამორჩა.

Page 183: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 183

მისი მორიგი გაფართხალების შემდეგ ორივემ ერთდროულად მოადუნეს კუნთები, ცოტა სულის მოთქმა იყო საჭირო და თანაც რაიმე ახალი ხერხის მოფიქრება. ასე ჩახუტებული მდგომარეობა ვერავის აძლევდა მტრის ძლევის შესაძლებლობას. ნოდარს ჯერ-ჯერობით სასულე გადაკეტილი არ ჰქონდა, იგი თავისი ხელითაც ეწინააღმდეგებოდა მტრის მარცხენას, ნიკაპსაც აჭერდა მის იდაყვს და ამიტომ შესძლო ორიოდ სიტყვის ამოხრიალება:

- ბიჭო! ხელი გამიშვი და ცუდი არაფერი მოგივა, არავინ გიპირებს მოკვლას, გაშინებდით.

გივიმ არაფერი უპასუხა და არც მოჭიდება შეუსუსტებია, თუმცა კი მტრის ნიკაპის აქაჩვა ოდნავ შეანელა. როგორც კი ეს იგრძნო, ნოდარს გული მოეცა და კვლავ ალაპრაკდა თუმცა ჯობდა არაფერი ეთქვა, მოჩვენებთმა შვებამ თავისთვის საბედისწერო სიტყვები წამოაროშვინა:

- თორემ გაიოზაც აქვეა, ის რომ მოვარდება მერე მართლა ცუდად გახდები.მისი ნათქვამიდან გივიმ ის აზრი გამოიტანა რომ უნდა იჩქაროს სანამ მისი

მტრები ისევ არ გაერთიანებულან. ნოდარმა მყისვე იგრძნო საკუთარი ფუჭი მუქარის შედეგი - ხერხემალზე მიბჯენილი და საშინელი ტკივილის გამომწვევი მუხლი. ამას გივიმ სიტყვებიც მოაყოლა:

- მოვიდეს მერე, სადაა? მოკვლას არ გიპირებთო. იხუმრე? - დაგუბულად ხრიალებდა იგი, - წეღანდელი ტყვიები ისე, მოკითხვად გამომიგზავნე?

აქამდე თუ ისინი მუხლებზე იდგნენ, ახლა ორივენი გვერდზე, თავ-თავიანთ მარჯვენა ხელებზე დავარდნენ. გულში შემაძრწუნებელი სიცივე შეეპარა ნოდარს, მან იგრძნო რომ ახლა მოწინააღმდეგე მის გაუვნებელყოფას და საკუთარი თავის დახსნას კი აღარ ცდილობს, არამედ შეტევაზე გადავიდა. რაც უფრო ზევით იწეოდა მისი ნიკაპი და მისი კეფა უახლოვდებოდა მისსავე ზურგს, მით უფრო გარკვევით ხვდებოდა აგენტი მტრის მიზანს.

მოწინაააღმდეგე საერთოდ შეეშვა მის მხარს და ახლა მხოლოდ თავზე ექაჩებოდა. ამ წნევის გაბათილება ნოდარს ერთი ხელით აღარ შეეძლო, მტერს დიდი ბერკეტი შეემატა - იგი მუხლით ეყრდნობოდა მის ხერხემალს, ხოლო თავის ტანს და არა მხოლოდ მას, ზურგის მძლავრ კუნთებსაც, წნეხივით იყენებდა.

ნოდარს მყისვე დაუარა ზაფრით გაჟღენთილმა აზრმა ტანში: ასეთ მდგომარეობაში იგი დიდხანს ვერ იბძოლებს და ეს მისთვის ცუდად დამთვრდება. ხსნად ისევ თავისი პისტოლეტი დაისახა. რადგან იარაღიანი და მტრის მიერ გაკავებული კიდური ისედაც მიწაზე ედო, მან ხელი უშვა პიტოლეტის ტარს და იმ დროს როცა დანარჩენი კუნთებით საკუთარი კისრის მოტეხვას ეწინააღმდეგებოდა, თვალთახედვის ძალიან ვიწრო კიდით იმას შეხედა თუ რას შვებოდნენ მისი თითები. ნოდარმა ჯერ პისტოლეტს უშვა ისინი, მერე იარაღი თავისკენ შემოატრიალა და ისევ აიღო ხელში თან ისე, რომ ჩახმახის სასხლეტზე ამჯერად მისი ცერა თითი აღმოჩნდა, ხოლო ლულის შავი თვალი პირდაპირ სახეში უყურებდა.

მან უკიდურესად დაძაბა კუნთები მაგრამ მოწინააღმდეგის რკინისებურ თითებში მოქცეული მაჯა მაინც ვერ მოატრიალა - მათი ხელები თითქოს შედუღებულიყვნენ და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობა აღარ შეეძლოთ. მაშინ ნოდარმა რამდენიც შესძლო მტევანი მიატრიალა, ლულა თავის სახეს აარიდა და მერე ქვემოთ დაეხარა. იგი ამ არასაიმედო და საეჭვო გზით ცდილობდა მოწინააღმდეგის ხელი ამოეღო მიზანში.

ამასობაში მტერმა შეანელა ნოდარის ნიკაპზე დაწოლა, მეტად ვეღარ ასწია ის, საკუთარი ხელის სიგრძე უზღუდავდა ამ სურვილს, მისი სხეული ხომ რეზინისა არ იყო რომ მარჯვენა თითქმის გამართული ჰქონოდა ნოდარის მაჯას ჩაბღუჯული, ხოლო მარცხენათი მისი კისერი ეგრიხა, მაგრამ სამაგიეროდ მან

Page 184: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 184

შენიშნა ნოდარის მანევრები და ახალი ძალით დააჭირა მუხლი ხერხემლის ძირში.

ნოდარმა სასხლეტს გამოჰკრა. შედეგად მიყრუებული „ფუჰ“ - ო და მყისიერი წუილი გაისმა. მეტი არაფერი, არავის მოსვლია ზიანი. მხოლოდ ნოდარის ხერხემალი აგრძელებდა გაზნექას. საოწარკვეთილმა, მან ისევ დააჭირა სასხლეტს, მერე ისევ, ისევ... თან იარაღის თავისკენ მობრუნებაც იწყო, მისთვის უკვე სულერთი იყო საკუთარივე ტყვია გაუშვებდა საიქიოში თუ მტერი მოსტეხდა კისერს.

მაგრამ არა, მისი ნასროლი ჭურვები ერთი-მეორის მიყოლებით სადღაც მათ ზურგებს უკან, ტყეში უჩინარდებოდნენ და მხოლოდ ხეებს აყენებდნენ ჭრილობებს.

ნოდარმა კიდევ ერთხელ დააჭირა ცერი და რაც შეეძლო ლულა თავისკენ მოიბრუნა, აღარაფრის რიდი ჰქონდა, გაუსაძლისი ტკივილი თვალს უბნელებდა და თავის გაწირვას აიძულებდა. მაგრამ ამჯერად ის მიყრუებული ხმა, ბოთლიდან საცობის ამოვარდნისას რომ ჰგავდა, ვეღარ გაიგონა და ვერც ტყვიის ზუზუნი. მათ ნაცვლად მხოლოდ დაცემული ჩახმახის მშრალი ჩხაკუნი გაისმა.

იმავე წამს მოწინააღმდეგემ ფიცხლად გაუნთავისუფლა მას იარაღიანი მაჯა და მარჯვენაც თავისსავე მარცხენას მიახმარა, ნიკაპქვეშ ამოუდო მოწინააღმდეგეს. ნოდარის ხერხემლის მალება მყისვე იგძნეს მათზე მოქმედი ძალის უკიდურესი მომატება.

იგი უკანასკნელად შეეცადა გაფართხალებას, რაც შეეძლო გამეტებით მოიქნია ხელი უკან და გამეტებით ჩაარტყა მტერს იდაყვი ნეკნების ძირში - პრაქტიკულად ღვიძლში.

ტკივილისაგან გივის სუნთქვა შეეკრა თუმცა ასეთი შეწინააღმდეგება მისთვის აღარ იყო მოულოდნელი - ამ ხანმოკლე სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლისას იგი დარწმუნდა რომ მტერი ძალიან კარგ ფორმაშია, თან კოორდინირებულია და სწრაფი, აშკარად ნავარჯიშევი, მთლიანად ძარღვებისა და კუნთებისგან შედგება.

გივი მიხვდა რომ იდაყვით კიდევ ერთ ამნაირ ჩარტყმას ვეღარ გაუძლებს და იძულებილი იქნება მტერს ხელი უშვას, მთლიანად დაკარგოს თავისი უპირატესობა. ამიტომ მან, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, მეორე ფეხი მოხარა და მისი მუხლის თავი ფარად გამოიყენა. ზუსტად დროული იყო - იმავე წამს მას თითქოს მუხლის კვირისტავი ჩაუტეხესო ისეთი საშინელი ტკივილი იგრძნო. მაგრამ არც მოწინააღმდეგეს მოსწონებია რბილის მაგიერ ძვალზე იდაყვის დარტყმა, მან მწარედ ამოიგმინა. მისი ოდნავი დაბნეულობით გივიმ დაუყოვნებლივ და გამეტებით ისარგებლა - მკვეთრად მოქაჩა მტრის თავი.

ხერხემლის ძვლების უეცარი, სუნთქვის შემხუთავი ტკივილი წარღვნასავით შევარდა ნოდარის ცნობიერებაში. მას ძალა გამოეცალა და კუნთებიც ჩვარივით მოუდუნდნენ თვალის დახასმხამებაში. თითქმის ამავდროულად მან იგრძნო როგორ გატყდა მის კისერში რაღაცა და მოემზადა იმ ახალი ტკივილის შესაგრძნებად, რომელიც ამ დაზიანებას უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ არა, სამზადისი ამაო გამოდგა რადგან მოტეხვის ყრუ ხმა, რომელიც მან უფრო იგრძნო ვიდრე გაიგონა, ბოლო შეგრძნება აღმოჩნდა იმათგან, რომელიც მას ცხოვრების განმავლობაში უნდა განეცადა. ამის მერე ბუნებრივმა მოვლენამ სახელწოდებით: „ნოდარ თივაძის სიცოცხლე“, არსებობა შეწყვიტა.

თავი 33გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ფრიდონის სახლთან, ნათელამ

თხუთმეტ წუთში მიიყვანა ისინი და სადარბაზოს წინ გააჩერა მანქანა. მერე

Page 185: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 185

ყველანი ერთად ავიდნენ მესამე სართულზე, სადაც ასაკის მიუხედავად მკვირცხლი და მოფუსფუსე დიასახლისი დახვდათ - ზაირა, ფრიდონის მეუღლე.

იმას მერე რაც დიდ, ფირუზისფერად შეღებილ, ნათელ ოთახში სტუმრები დაბალ საზურგიან დივანზე ჩამოსხდნენ ხოლო ცოლ-ქმარი მათ პირდაპირ სავარძლებში, ოჯახის პატრონმა აღარავის, ანუ ნათელას არ აცალა და თვითონ აუხსნა ცოლს საქმის ვითარება.

ზაირამაც გულისხმიერება გამოიჩინა და არ დაუსვამს ის კითხვები, რომლებიც ცხოვრებაში გამოცდილ ადამიანს ასეთ ამბის გაგონებაზე უნდა მოსვლოდა თავში. მანაც თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა ფრიდონის ნათქვამი იმის შესახებ რომ პატარა შოთიკო გაახალისებდა მათ ბებრულ ცხოვრებას.

მცირე წაჭიდავება მოხდა ნათელასა და ფრიდონს შორის მას შემდეგ, როცა ქალმა, შოთიკოს იქნებ რამე მოუნდესო, ფულის დატოვება განიზრახა. საბოლოოდ მათ მხოლოდ სატელეფონო ნომრები გაცვალეს და ნათელამ, მასზე გაფიქრებაც რომ გულს უჩერებდა ისეთი შემთხვევისთვის, საცვლებიანი და სუფთა პერანგებიანი პარკი დაუტოვა შვილს.

ბინიდან გამოსული ახლგაზრდა ქალი ხასიათის გაფუჭების კიდევ ერთ მიზეზზე დაფიქრდა: რა პირით ეტყოდა თავის ერთგულ კოლეგებს, ქმარი ვნახე და ბავშვი იმასათანაა, ყველფერი წესრიგშიაო, ანუ კიდევ ერთხელ მოატყუებდა?

მაგრამ ამავე დროს რა აზრი ჰქონდა გენოსა და ალექსანდრესთვის იმის თქმას, სინამდვილეში რა მდგომრეობაა? რითი უშველიდნენ? ვერაფრით. თუმცა, აი, მართლა რომ ყველაფრის მოყოლა გადაწყვიტოს, რა აქვს სათქმელი? ვიღაცა მოვიდა და ამბავი მოუტანა შენ საქმიანობას თუ შეწყვეტ ძალიან ბევრ ფულს მოგცემენო? მერე ეს უთხრას მეცნიერ ხალხს? კიდევ რა, ჩემი ქმარი გაქრაო ის აცნობოს? იქნებ გივი სულაც არ გამქარალა, არამედ იმ ხალხთან აგვარებს საქმეებს? გამოდიოდა რომ მან წესიერად არც რამე იცის ამჟამად და არც გამართული, შემოწმებული ინფორმაცია გააჩნია. მაშინ წესით არც იმის მიზეზი ჰქონია რომ თავის კოლეგებთან, თუნდაც შინაგანად, უხერხულად ეგრძნო თავი.

მით უმეტეს, მთლად ასე ვაკუუმშიც არ ჰყავს ისინი, ყოველ შემთხვევაში ერთი მათგანი. როცა გენომ მას, საპირფარეშოში წასულს, ძებნა დაუწყო, პირველად კი გადაატანინა ნათელამ ყურადღება დერეფანში გაგონილი ნაბიჯებისგან კოლეგას, მაგრამ მერე იგი მაინც მიუბრუნდა იმ შემთხვევას და ნათელას მიანიშნა, ყურთასმენას არ ვუჩივი და ნამდვილად გავიგონე რაღაცაო.

ნათელამ მაშინ არ იკადრა ტყუილის თქმით შეურცხყოფა მიეყენებინა თავისი დამხმარეს, კეთილისმსურველისა და უფროსი კოლეგისთვის, თუმცა სიმართლის გამხელაც არ მოინდომა და ამიტომ გაურკვეველი თუმცა კი ჩახედული კაცისთვის საკმარისის მიმანიშნებელი პასუხი გასცა:

- ცნობისმოყვარეობას იწვევს ჩვენი საქმიანობა საზოგადოებაში, რომელიც მთლიანად კარგი ადამიანებისგან არ შედგება. ამავე დროს რომელი მათგანისთვის ღირს ყურადღების მიქცევა და სერიოზულად აღქმა, ჯერ ძალიან ადრეა მაგის თქმა, - ეს სიტყვები მან მოღლილი იერით, უხალისოდ წარმოთქვა და გენოც მეტი აღარ ჩაეძია, არ ჰქონდათ ახლა მაგისთანა, როგორც მაშინ აღიქვა კაცმა, წვრილმანების დრო.

მან უკვე სადარბაზოც გამოიარა და თავის მანქანას უახლოვდებოდა, როცა შარვლის უკანა ჯიბეებიდან ერთში ტელეფონმა დარეკა. ახლა ორივეში ჰქონდა ტელეფონი, ერთგან თავისი, მეორეგან გივისა. თუმცა რომელი რომელში, ეს აღარ ახსოვდა ზეპირად. ამიტომ პირველად ის გაიფიქრა, რომ ალბათ ლაბორატორიიდან მირეკავენ, როგორაა საქმეო აინტერესებთ.

Page 186: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 186

თუმცა მყისვე მიხვდა თავის შეცდომას. მის ტელეფონზე ხომ „ოდისეა -2001“ - ის „უვერტიურა“ ასრულებდა ზარის როლს, ხოლო ამჟამად „ძველი ტელეფონი“ რეკავდა. როცა მოწკრიალე აპარატი ჯიბიდან ამოიღო და ეკრანს დახედა, ნათელამ იქ მხოლოდ ნომერი დაინახა, არავითარი სახელი. ესე იგი გივიც არ იცნობს იმას, ვინაც ახლა მას ურეკავს.

თავი 34გივიმ შეიგრძნო მოწინააღმდეგის ძვალთა ყრუ ტკაცუნი და მყისვე მას

მოყოლილი ცვლილებაც აღიქვა. ნოდარას სხეული, ამ წამამდე ფოლადის ძნელად მოსადრეკი ზამბარებისგან შემდგარი, მკვეთრად მოდუნდა. მის ნაცვლად დამყოლი, ყოველგვარ წინაღობის უნარს მოკლებული, ჩვრის დიდი და მძიმე თოჯინა შერჩა მკლავებში. მას ერთხანს კიდევ ჰქონდა ამ ტომარასავით უაზრო საგანზე ხელები შემოჭერილი, მერე გაუშვა და ზურგზე გადაწვა. მიწაზე მწოლიარე, ორთქლმავალივით მქშინავი სუნთქვის შუალედებში, ტყის სამარისებური სიჩუმის ფონზე თითქოს ესმოდა კიდეც როგორ ჩამოსდის ოფლი ტანზე. მალევე, როცა სუნთქვა ოდნავ დაუწყნარდა, გივი მომხდარის გააზრებასაც შეუდგა, მის მოსალოდნელ შედეგებზე დაფიქრდა, შემდგომ ნაბიჯებზეც და უახლოესზეც - რა უყოს გაიოზას?

„ცუდადაა საქმე,- პირველად ეს უსიამოვნო დასკვნა მიართვა საკუთარმა გონებამ, - რა ეშველება ახლა ამას?“ - გივიმ ერთი მოკლე, უჟმური მზერა შეავლო მის გვერდზე მყოფ გვამს.

„აქამდე იქნებ მშვიდობიანად მოგვარებულიყო, მაგრამ ახლა? - განაგრძო მან ფიქრი და იმწამსვე ბრაზის მოწოლაც იგრძნო, - რა მექნა? მომეცადა როდის მომკლავდა? თუ მე დავესხი მათ და მათ ოჯახებს იარაღით ხელში?“

იმის გახსენებამ რომ ეს ავაზაკები მის ცოლ-შვილს ემუქრებიან, გივი კიდევ უფრო განარისხა და მან ერთი პირობა წიხლის კვრაც კი იფიქრა მკვდრისთვის, თუმცა წამსვე მიხვდა ამ განაზრახის უგუნურობას - ყოფილი მტერი ახლა სრულიად უსაფრთხო ლეშადაა გადაქცეული და მასთან ურთიერთობა უკუნითი უკუნისამდე დროის შუალედში აღარ ექნება. კარგი, ამის ამბავი მორჩა, ფიქრობდა გივი, მაგრამ თავად მას - ადამიანს ვინაც უშიშროების ოფიცერი მოკლა, რა ელის ამას იქეთ?

ამ ბოლო აზრმა, თითქოს ახლაღა შეეგნოს კაცი შემომაკვდაო, ნამდვილი ძრწოლა დამართა, გივის და წამით სასულეც კი გადაუკეტა. ესენი, ვინც არ უნდა იყვნენ, როგორც კი გაიგებენ ჩვენი თანამოსაქმეა მკვდარიო, რას იზამენ? რაიმე ბრალდებას წაუყენებენ თუ მიჩქმალვას ეცდებიან? არა, ბრალდება და პატიოსანი სამართალი ვისაც უნდა, ის არ ემუქრება შენს მცირეწლოვან შვილს... ესე იგი ჩაფუჩეჩებას შესთავაზებენ? რის ხარჯზე ნეტა? ისევ თინიკოს? გივიმ ამოიოხრა, ამ მსჯელობას იგი საშიშ დასკვნამდე მიჰყავდა: მეტი მკვლელობები და მსხვერპლი სულ არაა გამორიცხულიო.

მან ერთი კიდევ შეხედა გვამს, მერე უკან გაიჩოჩა და ფეხზე წამოდგა. დროის უმნიშვნელო მონაკვეთი, რომელიც მტრის სხეულისგან მოშორებას დასჭირდა, გივის ეყო იმისთვის რომ თავიდან ამოეგდო უახლოეს მომავლზე ახლა არაფერში გამოსადეგი ფიქრები და მთლიანად ოპერატიულ ვითარებას ჩაღრმავებოდა.

„ახლა იმ გაიუს იულიუს კეისარს უნდა მივხედო, - გაიფიქრა მან, - ეგ ეტყობა ჯერაც მელოდება და ადგილიდან არ ექანება, თუმცა უსასრულოდაც არ მოიცდის, მალე აწრიალდება“.

გამოჩენილი რომაელი მხედართმთავრის სახელი შემთხევით არ უწოდა იმ მუტრუკს გივიმ. ერთხელ ნათელამ, როცა გაიგონა ვიღაც კაცს გაიოზი ჰქვიაო, გამოთქვა ვარაუდი რომ ეს სახელი ზუსტად იმ საყოველთაოდ ცნობილი

Page 187: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 187

არშემდგარი იმპერატორისგანაა ნასესხები. თუმცა გივის ახლა ამ გაიოზ „კეისრის“ სახელის წარმომავლობა კი არა, მისი სამყოფელი აინტერესებდა. აგრეთვე არ იქნებოდა წინააღმდეგი რომ ის ვირი უკვე თავის სახელგანთქმულ სეხნიას იყოს ჩახუტებული.

წასვლის წინ მან ისევ კისერმოტეხილ, უვნებელ მტერს შეხედა და მისმა იერმა მოულოდნელად სხვა მკვდრები გაახსენა. იმ ხანმოკლე მაგრამ სიკვდილუხვ ომშიც საკმარისად იყო გვამები და მანაც შეიტანა თავისი წვლილი სულიერთა უსულოდ გადაქცევაში, მაგრამ ახლა გივი გრძობდა რომ ის მაინც სხვა იყო.

იქ შორიდან უწევდა მტრის მოკვდინება, მისი არც სახელი იცოდა და შეიძლება ითქვას არც გარეგნობა. უფროს სწორად, გარეგნობა იმათ ყველას ერთნაირი ჰქონდათ - სამხედრო ფორმა და პაჭუა ცხვირი გობივით სახეზე. ოპტიკურ სამიზნეში მეტის გარჩევა არც ესაჭიროებოდა. მხოლოდ ბოლოს, როცა იმ ტანკის ეკიპაჟი ამოწყვიტეს, შედარებით ახლოდან მაშინ დაინახა ვის კლავდა, მაგრამ ამით დიდი განსხვავება არ უგვრძნია.

ნოდარას კი, რაც არ უნდა იყოს, სულ უმცირესი ერთი საათის განმავლობაში იცნობდა და არა უბრალოდ იცნობდა, არამედ ესაუბრებოდა კიდეც და თავისებური ფილოსოფიური კამათიც კი მოუვიდათ. კამათს თავი დაანებე, ხომ თქვა ამ კაცმა ორი შვილი მყავსო, ესე იგი დაობლდნენ ის ბავშვები...

ამის გაფიქრებაზე გივიმ ისევ ამოიგმინა. ეს ნოდარა ხომ უშიშროების მუშაკია, ესე იგი იმავე სამშობლოს იცავს... იცავდა, რომლისთვისაც გივიც კინაღამ გამოესალმა სიცოცხლეს და მას კიდევ გაუმართლა. მის იქაურ, ახლადშეძენილ ძმადნაფიცებს - ჯუმბერა ქორნიას და ნიკალა უჩეიშვილს არ დაურჩათ მასავით იღბალი და ვეღარ დაბრუნდნენ სახლებში. არადა ჯუმბერამ პატარა გოგოს, ნიკალამ კი ორ ბიჭსა და ერთ კუდრაჭას სამუდამოდ მოაკლეს მამის ხელი...

გივიმ ისე მოიკვნიტა ტუჩი რომ სისხლის წვეთი ამოუვიდა ზედ. იგი სწრაფად მზარდი გავეშებით ფიქრობდა - ვინაა ნეტა ის, მე და ეს ნოდარა, სინამდვილეში თანამებრძოლნი, სასიკვდილოდ რომ გადაგვკიდა ერთმანეთსო? ასე სასტიკად ვის შეუშალა ხელი ნათელას მეცნიერებამ? რა ძალამ, რა პიროვნებამ გადაწყვიტა ყოველ მიზეზს გარეშე, დაუნდობლად მოესპო მისი საქმიანობა? რა ადამიანმა გამოუშვა ეს საცოდავი სასიკვდილოდ? იგი ხომ თავისი ნებით არ მოსულა აქ?

ხასიათწამხდარმა გივიმ რამდენიმეჯერ შეაქანა თავი, თუმცა მწუხარების ნაცვლად ისევ გაღიზიანება იგრძნო. როცა სხვისი ჯარისკაცი მოდის და ახლობლებს გიკლავს, შენთვის რა სხვაობაა თავისი ნებით შვება ამას თუ სხვისით? იგი მტერია და შენგან მხოლოდ სიკვდილი ეკუთვნის. გივის ყბის კუნთებიც კი ამოებურცა, ისე მტკიცედა ჩააგონა ეს აზრი თავს და მის წინ გაგორებულ გვამს უკვე აქამდელივით სიბრალულით კი არა, არამედ გულგრილად, როგორც გამოცდილ სნაიპერს სჩვევია, ისე შეხედა. მისი საბრძოლო ხელობის კაცს ხომ არა აქვს ემოციებზე აყოლის საშუალება, მისთვის მტერი არა ადამიანი ან სულიერია, არამედ სამიზნე, რომელიც აუცილებლად უნდა განადგურდეს რომ საქმე გაკეთებულად ჩაითვალოს.

არადა როგორ წარმოიდგენდა მაშინ, ივნისის დასაწყისში, რეზერვისტობისთვის მზადებისას, რომ ამნაირი საშინელი ჭეშმარიტების შესისხლხორცება მოუწევდა? საერთოდ, განა რაიმე, თუნდაც უმცირესი გუმანი ჰქონდა იმისა რომ ომში მოუწევდა ყოფნა? არა. ამ მივლინების თაობაზე მას და ნათუს სულ სხვა აზრები ჰქონდათ. ცოლი აჯავრებდა: მუშაობა გეზარება და გულში ძალიანაც გსიამოვნებს წინ რომ ორთვიანი მუქთახორობა გელისო, გივი კი იმას იჩემებდა: იქედან გამოჩენილი მხედართმავარი დაგიბრუნდები, მთლად

Page 188: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 188

მაკედონელის ტოლი თუ არა, გიორგი სააკაძის დასაწუნი ნამდვილად არაფერი მექნებაო....

იმ ქილიკობების მოგონებამ გივი ჩააღიმა კიდეც მაგრამ მან იმწამსვე ისე გააქნია თავი, თითქოს ახლა სრულიდ უსარგებლო წარსულზე ფიქრებს იშორებს და ამ გზით აწმყოს უბრუნდებაო. იგი ჩაჯდა და მკვდრის ჩხრეკას შუდგა. პიჯაკის ერთ წინა ჯიბეში ტელეფონი იპოვა, ხოლო გულისაში ის საბუთები, რომლებიც უკვე ნანახი ჰქონდა.

შარვლის მარცხენა ჯიბეში ისევ ის ფულის შეკვრა იყო, მოკლედ, არაფერი ახალი. განსაკუთრებით სათადარიგო მჭიდის არყოფნამ გაუცრუა იმედი, გამოდიოდა რომ გივი ისევ უიარაღოა მეორე მტრის წინაშე. მან ერთი კი დახედა კვლავინდებურად ნოდარას გახევებულ თითებზე წამოცმულ მაყუჩიან პისტოლეტს მაგრამ მისაკუთრება არც უცდია - რაში გამოადგებოდა ეს, სულ რამდენიმე წუთის წინ სიკვდილ-სიცოცხლის გამგებელი, ახლა კი სრულიად უსარგებლო ნივთი?

მერე იფიქრა, იქნებ მანქანაში აქვთ დამატებითი ვაზნებიო და ამის გახსენებაზე სხვა იმედიც გაუჩნდა: ვაზნებზე უკეთესი ის იქნება, „ფოლკსვაგენის“ გასაღები დამხვდებოდეს თავის ბუდეში ჩაჩრილიო. გივიმ მიიხედ-მოიხედა, ირგვლივ არაფერი ინძრეოდა და არც ხმას გამოსცემდა. დახუთულობა სულ უფრი სქელდებოდა, მით უმეტეს რომ იგი, ნოდარასთან ორთაბრძოლის შედეგად, ისედაც ოფლში იყო გაღვრილი.

იგი ისევ წამოდგა და კანზე მიკრული წვრილი ტოტების ნატეხები, გამხმარი ბალახის ძაფები და შარშანდელი ფოთლების ნაფცქვენები ჩამოიფერთხა. მერე თავის მარცხენა ხელში ჩაბღუჯულ ტელეფონს დახედა და ჩაფიქრდა.

ვისთვის დაერეკა? ნათუს ვერ დაურეკავდა, ნომერი ხომ მის, ეტყობა ამ დავიდარაბაში დაკარგულ ტელეფონს ჰქონდა დამახსოვრებული, თვით მას არა. მან მხოლოდ თავისი ნომერი იცოდა ზეპირად, იმიტომ რომ, ჯერ ერთი - დიდი ხანია ერთიდაიგივე ჰაქვს, მეორეც - ხშირად უწევს ვინმესთვის მისი ჩაწერინება.

აქ გივის აზრად მოუვიდა, არაა გამორიცხული ჩემი მობილური ამათ მანქანაში ამომვარდნოდაო. მოკლედ, ყველანაირად გამოდიოდა რომ პირველ რიგში ავტომობილისკენ უნდა აეღო გეზი.

იგი დაიხარა და მკვდარს გაცივებული ხელიდან იარაღი გამოაძრო. მართალია ნოდარას პისტოლეტი ახლა დაცლილი აკუმულატორივით გამოუსადეგარია, მაგრამ აკუმლატორი რომ დაეტენება იქამდე უსარგებლო ტელეფონს, მერე მას ხომ მთელს მსოფლიოსთან შეუძლია დაგაკავშიროს? ჰოდა პისტოლეტიც მასე არაა? დატენვის მერე ისევ ძალუძს ამქვეყნად ნებისმიერი ადამიანის მოკვლა.

გივიმ პირველი ნაბიჯი გადადგა და იმწამსვე შეჩერდა, გაახსენდა რომ ჯერ ისა აქვს დასადგენი, რა მიმართულებით იაროს? ისევ ხევის პირს გაჰყვეს? თუ გზა მოჭრას და პირდაპირ მანქანისკენ დაიძრეს? ფიქრი აღარ გაუწელავს და გადაწყვიტა რა გზითაც მოვიდა აქ, იმავეთი დაბრუნდეს, მით უმეტეს რომ იქ სადაც იგი, ტყიდან გამოვარდნილი, ხრამს მიადგა, დიდი ხე ეგდო. გივის მასზე გადაბობღება მოუწია მაშინ. ახლა ის, დროსთან ჭიდილში დამარცხებული მცენარე საუკეთესო გზამკვლევად გამოადგება.

ბოლო წამს გივი ისევ მიუბრუნდა ჯაგს, რომელმაც მას ასეთი დიდი სამსახური გაუწია და მის ძირში დაგდებულ ჯირკს ფრთხილად შემოაძრო თავისი „ჰავაი“.

მანქანაში გივიმ ვერც ვაზნები ნახა და ვერც თავისი ტელეფონი, სამაგიეროდ გასაღები ერჭო თავის ადგილზე. როცა მან კარი მოიხურა და „პასატის“ კაპოტქვეშ შემალული ასობით ბედაური აათქარუნა, მხოლოდ მერე გაახსენდა რა აჩქარებით და უყურადღებოდ მივარდა იგი ავტომობილს. დაგვიანებულად მაინც მიმოიხედა ირგვლივ, თუმცა ისედაც კარგად ესმოდა,

Page 189: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 189

„გაიუსი“ რომ აქ ყოფილიყო, უკვე დიდი ხანია გივი დაჭრილი ან დატყვევებული ეყოლებოდა, თუ უარესი არა.

გაიოზას დამცინავად, აგდებით ხსენება გივის თითქოს რაღაც ფსიქოლოგიურ უპირატესობას აძლევდა, აბათილებდა მათი შეიარაღების უთანასწორობას. ნოდარას საბოლოოდ გამოუსადეგარი პისტოლეტი მან იქვე, მგზავრის სავარძელზე მიაგდო.

გივი ისევ დარეკვაზე ჩაფიქრდა, აზრად მოუვიდა - ხომ შეიძლება, ტელეფონი სულაც არ მქონდეს დაკარგული და როგორც მანქანის გასაღები, ისიც ლაბორატორიაში დამრჩაო? როგორც კი ეს მოისაზრა, მან ბლოკი ახსნა ნოდარას აპარატს და თავისი ნომრის აკრეფა იწყო. სამიანზე ორჯერ დაჭერაღა ჰქონდა დარჩენილი, როცა მოულოდნელად ეკრანიდან კლავიატურა გაქრა, რასაც უმალვე ნაძალადევად ჩახლეჩილხმიანი მომღერლის ხრიალი მოჰყვა. გივი ეკრანზე გამოსახულ წარწერას დააცქერდა.

„მურმანი“ - ეწერა დისპლეის.გივი დაფიქრდა, სამსახურიდან ურეკავენ ნოდარას თუ ისეა ვინმეო?

ლოგიკური მსჯელობა მიუთითებდა რომ სამსახურიდან, უფროსობა უნდა იყოს, ვისაც ამბის გაგება ეჩქარება. აბა ამხელა საქმეზე გამოშვებულ კაცს ხომ არ დაივიწყებდენენ? ჰო მაგრამ მან რა ქნას? სანამ ის ყოყმანობდა ეპასუხა თუ არა, ტელფონი განგრძნობდა ხრიალს. გივიმ მიმოიხედა კიდეც, თითქოს შეცბუნდა, ასეთი სამარცხვინო ზარის გამო ვინმე ხომ არ დამცინისო?

სინამდვილეში მისი ყოყმანის მიზეზი ის იყო რომ მან ვერა და ვერ მოიფიქრა, ზარზე რომ ეპასუხა რა ეთქვა ამ მურმანისთვის? ეს კაცი ხომ აუცილებლად დაინტერესდება, სადააო ჩემი კოლეგა და რა უთხრას, შემომაკვდაო?

ამ თვალსაზრისით გამოდიოდა რომ არ ღირდა პასუხი. მაგრამ, მეორე მხრივ, უსასრულოდ ხომ ვერ დაიმალება და საერთოდაც, რა დამალვაზეა საუბარი, ნათუ ეგერ არაა? მეუღლის გახსენებამ როგორც იქნა გადააწყვეტინა პასუხი. უნდა დაელაპარკოს კიდეც და ისეც ქნას რომ მთელი მაგათი ბანდის ყურადღება საერთოდ მოაშოროს ოჯახს, თავისთავზე გადმოიტანოს. ამასთან ერთად ლაპარაკისას იქნებ რაიმეს გაგებაც შესძლოს, თუმცა კი ეს ძალიან საეჭვოა - ამ სამსახურის თანამშრომლები არაა ის ხალხი იოლად რომ დააცდენინო რამე.

- გისმენთ? - გივიმ რაც შეეძლო ნოდარას ხმას მიბაძა და თან მიკროფონიც პირიდან მოშორებით დაიჭირა, თითქმის თვალთან აიტანა ისე მოატრიალა ყურმილი. თავადაც ვერ ხვდებოდა რაში დასჭირდა ეს კუკუდამალობანა, ან რა შედეგს მოუტანს? ინსტინქტურად გამოუვიდა, ჩადენილი მკვლელობის მერე ძალაუნებურად ვერ გაბედა ხელადვე თავის გამოაშკარავება.

- რა ქენით, ნოდარ? - მისალმების გარეშე, მოლოდინიანი ხმით იკითხეს ყურმილში.

ასეთი ზოგადი, გაურკვეველი კითხვა ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა გივისთვის. მართლა ისეთი ვინმე ხომ არ რეკავს, ვინც არაფერ შუაშია ამ ამბავთანო?

- ალო, ნოდარ, გესმის? - მოესმა დაჟინებული კითხვა და გივიმც ამ მომენტისთვის თითქმის დასძლია თავისი უმიზეზო შიში, თუმცა კი მთლად ღიად მაინც ვერ გაამჟღავნა თავი. მან ხმადაბლა, სიტყვების გამოზოგვით ჩაულაპარაკა ყურმილს:

- ჯერ ვერაფერი. ველოდები.მცირე პაუზის შემდეგ მურმანმა დააზუსტა:- ცუდად ისმის. რას ელოდები, ქმართან ლაპარაკს აპირებს როგორც

ვივარაუდეთ? სადაა მერე ის კაცი, მაქაა თუ დაურეკოს უნდა?- ხო.

Page 190: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 190

- რა გჭირს, ნოდარ? რა ძალით გქაჩავ სიტყვებს, რაშია საქმე? - თანამოსაუბრის ხმაში ეჭვი მოისმა.

- ჰო, რა ვიცი, - გივი კვლავაც ჭოჭმანობდა, რატომღაც არ უშვებოდა გული ამ კაცთან ღია კონტაქტს.

ის ვიღაც მურმანი ამჯერად გაცილებით დიდი ხნით გაჩუმდა.- ნოდარ, იმას თუ დაურეკე ქუთაისში, რა გითხრა?გივი წამიერად დაიბნა, რის ქუთაისი? ვის რა უნდა ეთქვა?... მერე ის

გაუკვირდა, რატომ აღარ აინტერესებს ამ კაცს ნათელას ამბავიო? მაგრამ როგორც კი ეს კითხვა დაებადა, მყისვე მიხვდა რაშიცაა საქმე. აგრეთვე იმასაც რომ მისი ეს გაურკვევველი და უაზრო წვალება, რომელიც სრულიდ უმიზეზოდ მოუგონა თავს, დასრულდა. გივიმ შვებაც კი იგრძნო რომ მეტი აღარ მოუწევდა თვალთმაქცობა:

- არ ვიცი რა უთხრეს ნოდარს, - ტელეფონი გაისწორა და ჩვეულებრივი ხმით თქვა მან.

ამ სიტყვებს მართლა უსასრულობა დუმილი მოჰყვა რომლის მერეც მურმანი დაძაბულად ალაპარაკდა:

- სადაა ნოდარი, რატომ გაქვს მისი ტელეფონი? ვინ ხარ?გივიმ ცოტა წაიყოყმანა და კითხვითვე უპასუხა უცნობს:- შენ მურმანი ხარ?პაუზა ამჯერადაც გაიწელა.- ვხედავ, არ აპირებ ვინაობის გამხელას, - როგორც იქნა ამოილაპარაკა

მურმანმა თანაც ამჯერად არა დაჟინებით და მოთხონით, არამედ შემპარავად, - გამოცანას მეთამაშები. კარგი შევეცდები ამოვხსნა შენი რებუსი: ან ვიღაცა შემთხვევითი ადამიანი ხარ, რომელმაც ნოდარის დაკარგული აპარატი ნახა ან მის... ე-ე, დავალებასთან დაკავშირებული ადამიანი.

მურმანი შეყოვნდა მაგრამ რადგან არაფერი უთხრეს, განაგრძნო:- შემთხვევითი ადამიანი ან ტელეფონის დაბრუნებაზე დამიწყებდა

ლაპარაკს ან, თუ მითვისებას გადაწყვეტდა, უკვე გადაგდებული ექნებოდა ეს ბარათი. გამოდის ჩართული პიროვნება ყოფილხართ ანუ ქალბატონ მთვალიძის თანმხლები. მას კი ამ მოგზაურობაში ოჯახი და მათ შორის, ცხადია, ქმარიც ახლავს. აქედან გამომდინარე იმ მეცნიერი ქალბატონის მეუღლე ბრძანდებით და თუ არ ვცდები გივი გქვიათ, გივი წერაძე, არა?

გივიმ სიჩუმით დაადასტურა ეს ვარაუდი. უცნობმა, რომლის სახელი გივიმ უკვე იცოდა, მისი უტყვობა დაბნეულობად აღიქვა და უფრო დაჯერებით გააგრძელა საუბარი:

- აჰა, ვატყობ გამოცანა მერგება, - მოწყალე ტონით ამოილაპარაკა მან, - ჰოდა რადაგან გივი ბრძანდებით, მოდით დროს ნუ ვკარგავთ და საქმეზე გადავიდეთ, რას იტყვით?

- კარგით, მოვილაპარაკოთ, - მოკლედ დაეთანხმა გივიც.- თუმცაკი ეს არაა ახლა ყველზე მნიშვნელოვანი, - დაიწყო მურმანმა, -

მაგრამ უბრალოდ იმისთვის რომ დავრწმუნდე ჩვენ გულწრფელად ველაპარაკებით ერთმანეთს, უნდა მითხრათ, საიდან გაქვთ ნოდარის მობილური და სადაა თავად იგი?

- როცა ვუთხარით მოვითათბირებთ და მერე მოდიო, იგი წავიდა ხოლო ტელეფონი მაგიდაზე დარჩა, - ამოღერღა გივიმ ის, რისი მოფიქრებაც სულ უკანასკნელ წამს მოახერხა,- თქვენ ვინ ბრძანდებით?

- გასაგებია, - კმაყოფილი ხმით ალაპარაკდა მურმანი, - ესე იგი უნივერსიტეტში დარჩენია. თავად შენობიდან გავიდა ხოლო თქვენ და თქვენი მეუღლე სალაპარაკოდ დაგტოვათ. კარგი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე მურმანი, ნოდარის უფროსი კოლეგა ვარ და მოდით ჯერ-ჯერობით ამით შემოვფარგლოთ ურთიერთწარდგენები, საქმეს მივუბრუნდეთ.

Page 191: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 191

გივის ამაზე არაფერი უთქვმას და მურმანმაც დაუბრკოლებლად განაგრძნო:

- როგორც ვიცი ბიზნესმენი კაცი ხართ და თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე უეჭველად გეცოდინებათ: ნებისმიერი გაუგებრობის აღმოფხვრა შეიძლება მოლაპარაკებით ისე რომ იგი საბოლოო გართულებამდე არ მივიდეს, იმნაირამდე, რომლის იქეთაც მისი მოგვარება შეუძლებელია.

ეს სიტყვები ჭინჭარივით მოედვნენ გივის გულს. ზუსტად ეგ იყო ამბავი - მტკიცებულება იმისა რომ ეს საქმე აღარ მოგვარდება ლაპარაკით, იქაა, ბუჩქის ძირას. მისთვის საბოლოოდ ცხადი გახდა რომ აქედან მოყოლებული ნებისმიერი ლაპარაკი მასა და მურმანს შორის სრული უაზრობაა. ნოდარას ვეღარავინ მოაბრუნებს, ნათელას მეცნიერებაც კი. აქედან გამომდინარე ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ მოახერხებს თავისი მიზნის უფრო მალე მიღწევას: მურმანი დაიყოლებს მათ თუ გივი მონახავს გზას, საშუალებას და ძალას, რომელიც მის ოჯახს განსაცდელს მოაშორებს.

მან ცივად წარმოთქვა:- ესე იგი ჩემთან როგორც ბიზნესმენთან გინდა მოლაპარაკება? მოდი მერე,

დავიწყოთ იმით რომ მითხარი, რას მთავაზობ შვილის სანაცვლოდ?ასეთმა პირდაპირმა, შეურიგებელმა კითხვამ ეტყობა მურმანიც კი,

უშიშროების მაღალჩინოსანი, დააბნია. მან მთლად უცებ ვერ მოისაზრა პასუხი ხოლო გივის არც უფიქრია დალოდებოდა მოწინააღმდეგის ჭკუაზე მოსვლას:

- შენ თუ მართლა ფიქრობ რომ ჩემი შვილის სიცოცხლეს იყიდი ჩემგან, - დაბალი, ჩახრინწული ხმით ლაპარაკობდა იგი, - გამოდის, ბიზნესმენი საერთოდ არ გგონია ადამიანი.

- ნუ ცხარობთ, ახალგაზრდავ... - ალაპარაკდა როგორც იქნა მურმანი, მაგრამ გივიმ უმალ გააწყვეტინა:

- ახლგაზრდავ კი არა ვიღაცა ხარ, თუ ჩემთან ლაპარაკი გინდა ჯერ ამიხსენი რაშია საქმე, ბოდიალის დრო არ მაქვს.

ამჯერად მურმანი აღარ დაფიქრებულა და ისიც გაფიცხებით ალაპარაკდა, რაც გივის კარგად ენიშნა - მოწინააღმდეგე წონასწორობას ჰკრგავს, არაა მთლად შეუვალი:

- შენ აქ პირობების წამოყენებას თავი დაანებე... - მე გეკითხები, რა დაგიშავა შენ და შენს დამქაშებს ჩემმა ოჯახმა? - გივიმ

მტკიცედ გადაწყვიტა არაფერში დაჰყოლოდა მტერს. მურმანი, ამნაირი ფსიქოლოგიური შერკინებების გამობრძმედილი

ფალავანი, ხელადვე მიხვდა რომ მთლად ისე არ ყოფილა თავიდან რომ ეგონა, გაცილებით უფრო რთულ მოწინააღმდეგესთან ჰქონია საქმე. ამ კაცის პირადად გაცნობამდე იგი ფიქრობდა რომ მხოლოდ მეცნიერი ქალი ჰყავდა მოსათოკავი რაც, ინტელიგენციის „საბრძოლო“ თვისებების გათვალისწინებით, არ გამოიყურებოდა ძნელად. ხოლო მისი ბიზნესმენი, ანუ ვაჭარი ქმარი საერთოდ არ აღიქმებოდა რაიმე მნიშვნელობის მქონე ფიგურად. ამიტომ არც მისი ბიოგრაფიული მონაცემების დაზუსტებისთვის შეიწუხა თავი. ახლა კი გამოდიოდა რომ უმნიშვნელო საკითხისადმი, ყოველ შემთხვევაში თავიდან ნამდვილად ასე გამოიყურებოდა, უყურადღებობამ, მთელი ოპერაცია მოულოდნელად გაართულა.

მაგრამ რაც არ უნდა გულდასაწყვეტი ყოფილიყო ეს დაუდევრობა, ამ წამს მურმანს არ შეეძლო მისი გამოსწორება და ამ კაცის ბიოგრაფიის შესწავალა, ახლა თავად მოწინააღმდეგისგან უნდა გაეგო მისი ნამდვილი რაობა და შესაძლებლობები.

- ესე იგი გაინტერესებს რა ხდება? - მეცნიერის უცნაური ქმრის „შიგათავსის“ გამოკვლევაზე გადავიდა იგი და კითხვაზე პასუხის ნაცვლად სალაპარაკო თემა შეცვალა, - გაუგებარია, ვაჭარი კაცი, ჩემთვის ბიზნესმენი

Page 192: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 192

იგივე ვაჭარია, ხათაბალებს უნდა გაურბოდე წესით და შენ რატომ იქცევი ასე, ე-ე, არასწორად?

ამ დროს მურმანის ლაპარაკის ფონზე გივის რამდენიმე დაწრიპინება მოესმა. მან ტელეფონი ყურიდან მოიშორა და ეკრანს დახედა. ვიღაცა ურეკავდა. ნეტა ვინააო დაფიქრდა და შემდეგ წამს ეკრანის ზედა სტრიქონზე პატარა ასოებით დაიწერა იმ აბონენტის სახელი: „გაიოზი“. ამას რაღა უნდაო? გაკვირვება დააპირა გივიმ მაგრამ მერე მოისაზრა რომ ეს ბანდიტი მას კი არა ამ ტელეფონის უკვე არარსებულ პატრონს ურეკავს.

გივის არ ესიმოვნა ამის დანახვა. ახლა თუ გაიოზამ ფორიაქი ატეხა, მერე რა გინდა ქნა? თუ გამოაშკარავდა რომ გივი ტყუის, ისინი ქალაქში კი არა ტყეში არიან და ნოდარასაც არსად დარჩენია მობილური? ამ ფიქრებმა წამით მთლიანად დაისაკუთრეს გივის გონება, მაგრამ როცა თვალებთან მოტანილი ეკრანი ისევ ჩაქრა და იქედან გაურკვეველმა ბუტბუტმა მოაღწია გივის ცნობიერებამდე, მას გაახსენდა რომ მურმანს ელაპარაკება და ისევ მიიდო აპარატი ყურზე. მისი ვირტუალური თანამოსაუბრე კი აგრძელებდა, თუმცა ამჯერად მისი ლაპარაკი რაღაც ყასიდად მოესმა გივის:

- ... არ შეიძლება ახლა მკვდრების გაცოცხლება, არაა ჯერ მაგის დრო მოსული და ვისაც ეს გაეგება, ძალაუფლებით აღჭურვილი ხალხია. კარგად იციან როგორ მიაღწიონ საწადელს, - მურმანი ვითომ მნიშვნელოვან რამეს ამბობდა, მაგრამ გივის გარკვევით ესმოდა რომ უშიშროების მუშაკი სინამდვილეში უგულისყუროდ ლაპარაკობს. აქედან გივიმ დაასკვნა რომ მისი თანამოსაუბრეს სხვა რამეზე აქვს ყურადღება გადატანილი.

მართლაც, მურმანმა წამით ლაპარაკიც კი შესწყვიტა სანამ აზრს დააბოლოვებდა:

- ... ამიტომ უფრო ბრძნულად ქმედება გმართებთ, რომ თქვენი ოჯახის ცხოვრება არ გართულდეს.

მურმანს თავისი წინადადება არც ჰქონდა დასრულებული, გივი კი უკვე მიხვდა რას ნიშნავდა მისი თანამოსაუბრის შუა ლაპარაკში გაჩენილი პაუზა. გაიოზამ გივის... ფუჰ, ნოდარას რომ ვერ დაუკავშირდა, როგორც გივიმ ივარაუდა, უფროსთან დარეკვა სცადა. მურმანმაც, ისევე როგორც გივიმ ამ ერთი წუთის წინ, დაინახა გაიოზის გამოძახება და იმაზე გადაიტანა ყურადღება, დაფიქრდა, ნეტა რის შეტყობინება უნდა ჩემს ხელქვეითსო?

ამის მიხვედრამ გივის მყისვე აუჩქროლა გული. ცხადი გახდა რომ მოვლენები მისთვის არასახარბიელოდ ჩქარა გაჭენდნენ. როგორც კი მურმანი გაიოზს დაელაპარაკება და მისგან შეიტყობს: რა უნივერსიტეტი, რის ცოლ-ქმრული მოთათბირებაო? ხოლო მერე თავად გაიოზა გაიგებს რომ გივი ნოდარას ტელეფონით ელაპარაკა მურმანს, მაშინვე ხომ სულ სხვანაირად წავა საქმე.

გივი მიხვდა რომ ახლა გაიოზას ნახვაა საჭირო რაც შეიძლება მალე, ხოლო მურმანს პირიქით, რაც გაეწყობა უნდა დაუგვიანოს გაიოზასთან ლაპრაკი. იმდენ ხანს, სანამ ამ მუტრუკის ტელეფონსაც მოიგდებს ხელში... რაიმე ხერხით.

ამიტომ იგი ფიცხლად ალაპრაკდა თან მანქანის სალონიც მიატოვა: - რა თქვი, ვაჭარი კაცი ხათაბალებს უნდა გავურბოდეო? - გადამეტებული

გაკვირვებით იკითხა გივიმ, - ვაჭრების გარდა ვინ ბედავს თავისი ფულისა და ქონების საორჭოფოზე დადებას, ოღონდ კი საქმე ააწყოს? თუ მასეთი სიმამაცე მხოლოდ შენისთანა ხაზინის წურბელებს ძალუძთ? ეგ მაინც თუ იცი, შენ რომ გარჩენს ის ფული საიდან ჩნდება ხაზინაში? ეს კიდევ არაფერი, თუ გაგიგია რომ დღეს რაცაა კაცობრიობა, ვაჭრებმა მოიყვანეს აქამდე? ოდითგანვე მხოლოდ ისინი ადგებოდნენ უცნობ გზებს მარტონი, ანუ ზუსტად შენს მიერ ნახსენებ ხათაბალებში ეხვეოდნენ ნებაყოფლობით, არ იჯდნენ სახლში თავის ცოლებს

Page 193: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 193

ამოფრებულნი და არ ტიროდნენ - რა გვეშველება ვინ ჩაგვიწყობს საჭმელს პირშიო?

გივი, მიუხედვად ასეთი შთაგონებული გამოსვლისა, ერთი წამითაც არ ივიწყებდა არე-მარის თვალიერებას. მით უმეტეს, ეს მხურვალე ლაპარაკი გულიდან არ ამოსდიოდა და მას მხოლოდ დროის მოსაგებად იყენებდა. თვითონ კი ამ დროს ისევ თივაძის გვამისკენ მიემართებოდა, რადგან ერთი აზრი მოუვიდა იმის თაობაზე, როგორ დაეხმარებოდა ეს ნოდარა, თუნდაც უკვე მკვდარი, გაიოზასთან შეტაკებისას.

- მხოლოდ თავისი გამბედაობისა, - შთაგონებით განაგრძნობდა იგი, - მოხერხებულობის და გონების იმედზე იყვნენ ის ვაჭრები თავიანთ მოგზაურობებში და ამ დროს მათ უთვალავი ჯარი არ უმაგრებდათ ზურგს!

გივის, მართალია, ეს ლექცია კაცმა არ ივის საიდან მოუვიდა თავში, ცოტა თვითონც კი უკვირდა თავისი მჭევრმეტყველება, ეტყობა „გაჭირვება მაჩვენეო...“ ეს წესი მოქმედებსო - თავს აუხსნა, მაგრამ მაინც ერთი წამითაც არ დავიწყნია რომ შეიარაღებულ გაიოზს შეიძლება უკვე მოსწყენოდა სამალავში ლოდინი და აქეთ მოდის.

- „აბრეშუმის გზა“ გაგიგონია, მურმან? შენ გგონია მხდალ, ჰმ, ხათაბალის მოშიშარ ადამიანებს შეეძლოთ ამხელა, მაშინ მთლიანად მსოფლიოს ტოლი, ველური ევრაზია გადაელახათ, რასაც თვეები და წლებიც სჭირდებოდა?

ამასობაში ხევიც გამოჩნდა, თუმცა ამჯერად გივის მის ნაპირთან მისვლა არც უცდია, გზა შეიმოკლა და პირდაპირ გვამისკენ აიღო გეზი თან ლაპარაკსაც წელავდა რაც შეეძლო:

- ჰოდა რომ მეუბნები, დიდი ხალხის სურვილია, ნათელამ შესწვიტოს თავისი ცდაო, ასეთი ვინ ხალხია ყოვლისშემძლე რომ ჰგონიათ თავი? თუ ასე დარწმუნებული არიან თავიანთ სისწორეში, მოვიდნენ და ჩვენც დაგვარწმუნონ, მით უმეტეს, შენი და შენი ბანდიტების ბლუყუნისგან მე ვერაფერი გავიგე, - აგდებულად შესთავაზა მან მტერს.

- ჰმ, უშვერი მოქცევით მალავ შიშს? - ავი ჩაცინებით, რომელიც ნათლად აჩვენებდა გივის რომ მისი გამიზნულად შეურცმყოფელი ლაპარაკი მიზანს აღწევს, გამოეპასუხა მურმანი, - მაგისთანა, ვაჭრების განდიდებითა და ხულიგნური საქციელით იწონებ ახლა თავს ცოლის წინაშე? მაგას არ ჯობია დროზე მოითათბიროთ?

- მურმან, რად გვინდა ეს არასერიოზული ლაპარაკი? გამაგებინე: თუ შენ და შენს გვერდით მდგომი ადამიანები საერთო ანუ საზოგადო საქმისთვის წუხხართ, რატომ არ მოდით ჩემს მეუღლესთან და პირდაპირ არ უთხარით სათქმელი? თუ გგონიათ იგი სიტყვებს ვერ გაიგებს და ამიტომ ყაჩაღების მოგზავნა ამჯობინეთ? - ვითომც წეღანდელი უხეში ლაპარაკი მისი არ ყოფილიყოს, ამჯერად ისე თავაზიანად ალაპარაკდა გივი.

ისევ დუმილი ჩამოწვა ყურნილში, ეტყობა მურმანი საგონებელში ჩააგდო გივის ასე მკვეთრად ცვალებადმა საქციელმა და ამიტომ, როცა დაადგა საშველი და იგი ალაპარაკდა, მის ხმაში გაკვირვება ისმოდა:

- ახლა უკვე ასეა და ვეღარ გავაუქმებთ, მაგ ხალხს უნდა დავუჯეროთ, მეტი გამოსავალი არ გაქვს, იმიტომ რომ...

ამ დროს გივიმ ნაცნობი ადგილი დაინახა - უკვე კარგად დამახსოვრებული მუხა, რომლისგან ორიოდე ათეულ მეტრში, ბუჩქის სიახლოვეს ნოდარის გვამი იყო. ეს იმას ნიშნავდა რომ მურმანთან საუბრის დრო ამოიწურა. გივიმ ხელადვე გათიშა მიმდინარე კავშირი და წამიერი დაფიქრების შემდეგ ისევ თავისი ნომერი აკრიფა.

ყოველ შემდეგ ზართან ერთად გივის გულგატეხილობაც იზრდებოდა. ესე იგი მართლა ბანალურად დავთესე ტელეფონიო, ის იყო გაუელვა თავში რომ ყურმილიდან ნაცნობი, ყველაზე სანატრელი, სასიამოვნო და სასურველი ხმა

Page 194: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 194

მოესმა. გივის მოეჩვენა რომ ამ ორმარცვლიანო „ალო“ - ს განმავლობაში პულსი გაუათკეცდა. იმისიც კი შეეშინდა გული არ გამისკდეს მღელვრებისგანო. მაგრამ შემდეგ წამს ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და გულისცემაც ოდნავ დაიწყნარა:

- რომელი ბრძანდებით? გივის თუ ურეკავთ თქვენ სწორად აკრიფეთ, მე მისი მეუღლე ვარ, ნათელა, - „ალო“ -ს მოაყოლა ქალმა.

ნათელას ლაპარაკის გაგონებასთან ერთად გივის ისიც ესიამოვნა რომ მის ცოლს მშვიდი, საქმიანი ხმა ჰქონდა.

- ნათუ მე ვარ, - მღელვარებისგან ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოღერღა მან, - როგორ ხარ... მმ, სად ხარ? - არ შევაშინოო, გივიმ ჯერ ვერ გაბედა შოთიკოს ამბის პირდაპირ კითხვა.

- გივი..., - უცებ ჩაუწყდა ხმა ნათელასაც და დრო დასჭირდა მის აღსადგენად, - აი, შოთიკო წამოვიყვანეთ სასტუმროდან. შენ სად დაიკარგე? ცოტა კი ე-მ, გამიკვირდა შენი გაუჩინარება... - რაღაც შუაზე გაწყვეტილ აზრივით დაამთავრა ქალმა აღელვებული ლაპარაკი და გაჩუმდა.

იმ რამდენიმე წამში, სანამ მისი ცოლი ამ ორიოდ სიტყვას იტყოდა, გივის აზრთა და გრძნობათა ცუნამის მოგერიება - მონელება მოუხდა.

ჯერ უდიდესი, თითქოს იალბუზი ჩამოიშორა მხრებიდანო, ისეთი შვება იგრძნო, როცა ნათელას და შოთიკოს საღსალამათობა გაიგო. მაგრამ ამ სიხარულს უმალვე შავი ჩრდილი დაადგა, რომელიც ნათელას სიტყვამ - „წამოვიყვანეთო“ გააჩინა. ვისთან ერთად წამოიყვანა ნათუმ ბავშვი? ნუთუ ამ ყაჩაღების ამხნაგებმა ორივე დაატყვევეს?

- შოთიკო წამოიყვანე-თ? - გაიმორა მან ნათელას სიტყვები და ეს ბოლო „თ“ დანარჩენი ფრაზისგან განცალკევებით გამოქვა.

- ჰო, - კიდევ უფრო მშვიდად, მკვირცხლად უპასუხა მის ორსართულიან კითხვას ქალმა, - მე და ბატონმა ფრიდონმა, სწორედ მან მოიძია შენი ტელეფონი უნივერსიტეტის კორპუსთან და მე გადმომცა.

- კორპუსთან? - ჩაეკითხა მას გივი, - ბატონმა ფრიდონმა? - ფრიდონი დასუფთავების მუშაკია და იმ შუკას ხვეტავდა სადაც შენ მანქანა

დატოვე. კიდევ კარგი იმ დილაადრიან ეს ღვთისნიერი კაცი გადაეყარა შენს აპარატს, თორემ ვინ იცის? უკვე რახანია გამომშიდობებული იქნებოდი მას. ჰო მართლა, შენ საიდან რეკავ, ვისი ტელეფონით?

- ეს... ადამიანმა მათხოვა აგერ, - სხაპასხუპით ალაპრაკდა გივი, მთლად აშკარად არ დამემჩნეს ტყუილიო, - ამიტომ დიდხანს ვერ ვილაპარაკებ, აბა ჰე, მე მალე მოვალ და ყველაფერს მოგიყვები.

- კარგი, - მოესმა მას ცოლის გაუგებრობაშერეული ხმა და გივიმ მყისვე შეწყვიტა საუბარი. მით უმეტეს რომ ჯერ ერთი - მართლა ეჩქარებოდა, მეორეც, საკმაოდ შრომატევადი ჭიდაობა ელოდა მიცვალებულთან.

თავი 35მურმანი ერთ ხანს აპარატს დაჰყურებდა, ვერ გაეგო კავშირი გაწყდა თუ ამ

გივი წერაძემ გათიშა საუბარი? თან ლაპარაკის უეცარ შეწყვეტაზე მეტად იმან დააფიქრა რომ ეს კაცი, ამ საქმეში მოულოდნელად და რაღაც ჯიუტად ამოტივტივებული, პრობლემა გახდა და თანაც როგორი? საერთოდ მიავიწყა ის სწავლული, რომლის იძულება თითქმის თამაშად ჩანდა აქამდე. აქამდე რა, ახლაც მასე არაა? ფორმულებს გადაყოლილი მეცნიერი როგორ შეეწინააღმდეგება უშიშროებას? მაგრამ ეს? როგორ თავხედურად მოახალა: „რას დამპირდები შვილის სანაცვლოდო?“ ასეთი სიტყვების მთქმელს განა ადვილად მოელაპარაკები ან დაითანხმებ? ადვილად კი არა საერთოდ გაგივა რამე?

Page 195: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 195

ამ უსიხარულო ფიქრებისას იგი თავის მობილურს ათამაშებდა ხელში რამაც ბოლოს და ბოლოს გაახსენა რომ გაიოზი ეცადა მასთან დაკავშირებას. მურმანმაც გადავურეკვო ჯერ დააპირა, მაგრამ ბოლო მომენტში შეიცვალა აზრი, სასწრაფო რომ იყოს რამე, ამდენ ხანში თავად დამირეკავდა ისევო. ეტყობა იმის შეტყობინება უნდათ გაიოზს და ნოდარს, მეცნიერი და მისი ქმარი თათბირობენ და ჩვენ ველოდებითო. მით უმეტეს რომ აგენტებს მობილური დროებით ერთი აქვთ.

სხვა მიზეზიც მოიაზრა, ისინი უნდა გავაფრთხილო - ეს კაცი არაა მთლად ისეთი ჩვენ რომ გვეგონა და გაუგებარია რა ჭკუაზე დააყენებს თავის ცოლს, ამიტომ გართულებისთვისაც მზად იყავითო. თუმცა, კიდევ ცოტა რომ დაუკვირდა, მურმანს ეს განაზრახიც აღარ მოეწონა. რომ ჰკითხონ ხელქვეითებმა: რას ჰქვია იმნაირი არ ყოფილა, აბა როგორიაო, რა უპასუხოს?

გამოდის პირველ რიგში ის ძველი დაუდევრობაა აღმოსაფხვრელი, მაშინ, გაზაფხული ბოლოს რომ მოუვიდათ. ოპერაციის დაწყებისთანავე გასაკეთებელი ახლა უნდა ქნას: ამ ვაჭრის ასვალ -დასვალი დაწვრილებით გამოიკვლიოს, რაც მან და მისმა ხელქვეითებმა, როგორც ჩანს პირობების არაზუსტი შეფასების გამო, იმ დროს ზედმეტ თავის შეწუხებად მიიჩნიეს.

ისე, დაეჭვდა მურმანი, კაცმა რომ თქვას, იქნებ არც რაიმე შეცდომა მოსვლიათ? ჯერ ხომ არავის უთქვამს რომ ეს გივი წერაძე მართლა რამეს წარმოადგენს? მაგას თავი დაანებე, იგი მხოლოდ ტელეფონს ამოფარებული წაედიდგულა მურმანს, პირისპირ ლაპრაკისას ხომ ვერაფრით შეეწინააღმდეგა თივაძესა და ბურჯოძეს? მოვილაპარაკებ ცოლთანო და მეტი არაფერი. აქ მურმანს მოაგონდა რომ ცოლთან თათბირისა და აგენტთა ლოდინის შესახებ მან მხოლოდ ისევ ამ წერაძის ლაპრაკიდან იცის, მაგრამ იმით დაიმშვიდა თავი, სხვანაირად რომ ყოფილიყო, ჩემი თანამშრომლები მაშინვე შემატყობინებდნენო.

მურმანმა აღარ გადადო და ხელადვე დაავალა საჭირო თანამშრომელს გივი წერაძის ბიოგრაფიისა და საქმიანობის დაწვრილებითი შესწავლა, თავად კი მიმდინარე, აურაცხელ საქმეს მიუბრუნდა.

იგი მორიგი პატაკს ეცნობოდა როცა მისი ყურადღება ერთი ნიშნაკის ფერისცვალებამ მიიპყრო და თავის სამუშაო მაგიდაზე მდგარ მონიტორისაკენ მიახედა. შეავლო თუ არა მას მზერა, ოფიცერი გაკვირდა - მალე გაურკვევიაო, მაგრამ ხელადვე დაეჭვდა, ალბათ მუშაობაში გართულს მეჩვენება ეგო. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ეკრანი აუწყებდა რომ მისი დავალება შესრულებულია.

წეღან მურმანი ინფორმციის და ანალიზის განყოფილებას დაუკავშირდა და თავის ერთგულ კადრს - ჯუანშერ ცქვიტინიძეს ელაპარაკა. ჯუანშერი - ოცდახუთწლამდე ხმელი, ვიწრომხრებიანი, ვიწროსახიანი და შავქოჩორა კაცი, უნივერსიტეტის რადიონექნიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მურმანის დახმარებით მოეწყო მათ სამსახურში და ამას არასდროს ივიწყებდა. მუდამ დაუზარებლად ეხმიანებოდა მოამაგის თხოვნებს და ენაზე კბილის დაჭერაც ეხერხებოდა.

არა, რეზიუმე კარგი ჰქონდა ამ ბიჭს და პროტექციის გარეშეც დაიკავებდა ადგილს, რომ არა ერთი ლაგოდეხელი თუ ბოლნისელი ახალგაზრდა, ვინაც ჯუანშერზე ოდნავ უკეთესად გაიარა ტესტები. კოლეგიის სხდომაზე მურმანმა ზუსტად მაგ დროს გადასწონა სასწორი ჯუანშერის მხარეს. დაარწმუნა კომისია რომ პირად, რეალურ ურთიერთობაში იგი უფრო იოლად პოულობს ადამიანთა ნდობას, რაც უშიშროების მუშაკისთვის თითქმის მთავარი თვისებაა.

სინადვილეში ის კახელიც არ იყო ცუდი, მაგრამ ჯუანშერი შორეული ნათესავი აღმოჩნდა მურმანის მეუღლისა და ეს ახლობლობა მშვენიერ საბაბად

Page 196: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 196

ჩაითვალა იმისთვის, რომ სამსახურში არა უბრალოდ უნარიანი ახალგაზრდა კაცი მიეღოთ, არამედ უნარიანიც, ახალგაზრადაც, ოღონდ მისი კაცი.

უშიშროების მაღალჩინოსანმა ერთბორბლიანი, კუდიან-კუზიანი „ავტომობილი“ მაგიდაზე გაასრიალა, კურსორი ნარიჯიფერ ნიშანს დააფარა და საჩვენებელი თითით წკაპანი შეასრულა. შედეგად ეკრანზე ჯუანშერის სახე გამოჩნდა.

ხელქვეითის სერიოზულმა, თითქმის მოღუშულმა გამომეტყველებამ მურმანს მოულოდნელი გულის რეჩხიც კი აგრძნობინა. იგი შინაგანად დაიძაბა თუმცა გარეგნულად არაფერი შეიმჩნია და პირიქით, ხუმრობით დაიწყო საუბარი:

- რა არის, ჯუანშერ, ასე გაგაკვირვა მაგ ადამიანის პირადმა საქმემ? თუ სხვაზე ხარ ჩაფიქრებული, ცოლი ხომ რა მომეყვანაო, იმაზე ბჭობ?

პასუხად თანამოსაუბრემ თვითონაც ჩაიცინა:- არა, ბატონო მურმან, იქნება ხანდახან კი ვფიქრობ მაგაზე მაგრამ თქვენი

დავალების შესრულებისას ნამდვილად არა.-კარგი, კარგი, ჯუანშერ, მართალი ხარ, ჯობია საქმეზე გადავიდეთ, -

უადგილობამდე აღარ გაწელა ხუმრობა მურმანმაც, - თუმცა კი ვეჭვობ მაინცდამაინც ბევრს ვერ გაიგებდი, დღეს უქმეა და მის სამსახურშიც არავინაა ალბათ.

- უქმე კია, ბატონო მურმან, მაგრამ რაღაცას მაინც გავხდი.შეფარული თავმოწონებით წარმოთქვა ახლაგაზრდა თანამშრომელმა და

ამის მერე მართლაც საქმეზე გადავიდა, ანუ იმ საბუთის კითხვა დაიწყო, რომელსაც მურმანი ვერ ხედავდა და რომელიც ჯუანშერს მაგიდაზე ედო:

- თავიდან, მართალი ბრძანდებით, მაგ ფირმის საიტიც და ტელეფონებიც ვნახე, მაგრამ, როგორც თქვენ სწორად ივარაუდეთ, დღეს არავინ მიპასუხა.

მურმანმა თავი დაუქნია კომპიუტერის ეკრანს - გასაგებიაო. ჯუანშერის გამოსახულებამც განაგრძნო:

- ამ დავალებაში, ბატონო მურმან, ბუნებრივია ყურადღება მივაქციე იმას, რასაც თქვენ ხაზი გაუსვით: არ შეეფერება ეს ადამიანი ბიზნესმენის სტერეოტიპსო, შეუსაბამოდ მდგრადი ფსიქიკა აქვს და ამან დამაეჭვაო. მეც ვიფიქრე, რამე ისეთ ორგანიზაციაში ხომ არაა ნამუშევარი, სადაც... ე-ე, რაიმე სახის შერკინება უწევს კაცს, რაღაცისთვის წინააღმდეგობი გაწევა?

- ყოჩაღ, ჯუანშერ, შემოქმედებითად მიდგომიხარ საქმეს, - მურმანის ხმაში მომეტებული დაინტერესება გაისმა.

- მოკლედ, - ახლგაზრდა კაცმა იგრძნო რომ ამდენი გაწელვა და საკუთარი მოსაზრებულობის ჩვენება უკვე ზედმეტი ხდებოდა და აუჩქარა სათქმელს,- ჯერ პოლიციის ბაზაში ვნახე, იქ არაფერი დამხვდა. მერე თავდაცვის სამინისტროს შტატი გავცხრილე და გავარკვიე რომ არც იქაა ვინმე გივი წერაძე ნახსენები და როცა უკვე ვიფიქრე, სახანძრო რაზმებზე ან სულაც მანდატურების სამსახურზე ხომ არ გადავიდე მეთქი, - ჯუანშერმა მობოდიშებით ჩაიცინა, - თს-ს გვერდზე თვალი მოვკარი რეზერვისტების განყოფილებას.

ახალგაზრდა კაცმა ვერ მოითმინა და მრავალმნიშვნელოვანი პაუზა აიღო ძირითადი სათქმელი წინ. მაურმანი ამჯერად შეუნიღბავი მოთმენლობით მიაჩერდა მას.

- ამ სიაში აღმოჩნდენენ არა ის რეზერვისტები, რომლებიც ორი ათას რვა წლის შვიდ, რვა აგვისტოს გამოიძახეს და მერე ორ-სამ დღეში სახლში გაუშვეს, - განაგრძნო ანალიტიკის სამსახურის თანამშრომელმა, - არამედ ისინი, ვინც ომამდე იმყოფებოდნენ ჯარში და თანაც წვრთნის კურსიც გაიარეს.

- ხო-ო? - მურმანს უსიხარულოდ გაუკვირდა ეს ცნობა.- კი, - დაადასტურა ჯუანშერმა, მერე თვალი კამერას მოაშორა და ისევ მის

წინ მდებარე საბუთის კითხვას მოჰყვა, - პირადად გივი წერაძე მოხვდა ნატოს

Page 197: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 197

ინსტრუქტორების მიერ ჩამოყალიბებულ სნაიპერთა მოსამზადებელ პროგრამაში, სადაც მის გარდა კიდევ ორი ადამიანი იყო, მათი, ანუ ევროპელთა მიერვე შერჩეული.

აქამდე თავის მოხერხებულ სავარძელში, საზურგეზე მიწოლილად მჯდარი მურმანი წელში გასწორდა. მომხსენებელს ეს არ შეუმჩნევია, იგი თავაუღებლად განაგრძნობდა კითხვას:

- წერაძემ მიიღო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, როგორც სნაიპერს გაჩნია ოცდაოთხი სამიზნის განადგურების დასტური, - აქ ჯუანშერმა თავი აიღო და კამერას, ანუ მურმანს გაუყარა თვალი თვალში, - საკითხს გადავხედე და გავარკვიე რომ ეს ძალიან დიდი რიცხვია, პროცენტულად შეედარება ლეგენდარული ფინელი სნაიპერის - სიმო ჰაიჰას შედეგს, რომელმაც 1939-40 წლების ფინეთ-საბჭოეთის ასდღიან ომში 504 მტერი მოკლა.

მურმანმა გახევებული სახით მოისმინა ეს ცნობა, არაფრით გამოუხტავს რა ცივი გველი შეუძვრა უბეში. ჯუანშერიც თავის საბუთს მიუბრუნდა და მოხსენება განაგრძნო:

- აგრეთვე ოცდამეშვიდე ბრიგადის მეხუთე ოცეულის შემადგენლობაში მან სოფელ დიცთან გამოარღვია ალყა რის დროსაც ოცეულმა, რომლის შემადგენლობაში წერაძეც იმყოფებოდა, გაანადგურა მტრის ტანკი. ომის შემდგომ იგი დაჯილდოვებულია მედლით - „მხედრული მამაცობისათვის“.

რაც უფრო მეტს იგებდა ჯუანშერის წაკითხულიდან მურმანი, მით უფრო დიდი ზარი ისადგურებდა მის გულში. სრულიად უმიზეზოდ და უდროოდ მის გულს ბასრი კლანჭი გაჰკრა აზრმა: თუ არიან ჩემი აგენტები საღსალამათადო? იგი სულ უფრო კარგად ხვდებოდა რა მოუმზადებლად დაუწყია ოპერაცია. ახლა ეს კატასტროფული შეცდომა მისი გონების თვალწინ იმ უკიდეგანო ნაპრალივით აშკარავდებოდა, რომელსაც მანამდე ნისლი ფარავდა. ამ ბურუსის სახელებიც კარგად იცოდა მან: არაპროფესიონალიზმი და უვიცობა, რომელთა ყველაზე გავრცელებული შედეგია მწარე სინანული - რატომ დროზე არ ვქენი ესა თუ ისო?!

- კარგი ჯუანშერ, - რაც შეელო მშვიდი ხმით უთხრა მან თავის პროტეჟეს, - ეგ ტექსტი ელექტრონულადაც ხომ გაქვს? - და როცა ეკრანიდან უხმოდ დაუქნიეს თავი, დაასრულა, - ჰოდა გადმომიგზავნე.

- კი ბატონო, - დაუდასტურა დავალების მიღება ახალგაზრდა კოლეგამ.- აბა კარგად იყავი... და ისა, ყოჩაღ, ჯერ ნამდვილად არ ველოდი ამ

საკითხზე არაფერს, მით უმეტეს ასე გონებამახვილურად ნაპოვნს და საფუძვლიანად შესწავლილს.

- ოჰ, რას ბრძანებთ, ბატონო მურმან, კარგად ბრძანდებოდეთ, - კმაყოფილი ღიმილი ვეღარ დაფარა, ისე დაემშვიდობა თანამშრომელი.

როგორც კი მისი სახე ეკრანიდან გაქრა, მურმანი მყისვე მოიღუშა - თავის განგაშავსებულ ფიქრებს დაუბრუნდა. ახლა მან სულ სხვანაირად შეხედა ვითრებას. უფრო სწორად, თავს აიძულა ისე დაენახა როგორცაა და არა ისე, როგორც აქამდე უნდოდა. რას ჰქვია ნოდარს სადღაც მობილური დარჩა? მურმანი დაფიქრდა და ვერ გაიხსენა თავისი გამოცდილი და თვალსაჩინო ქვეშევრდომის უყურადღებობის ან გულმავიწყობის მაგალითები.

ჰო მაგრამ რაღაცა ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს იმას რომ მისი ტელეფონი ამ წერაძესთანაა? საბოლოოდ მურმანმა გადაწყვიტა რომ მარჩიელობა ფუჭად დროის კარგვაა, ჯობია გაიოზს დაურეკოს.

მაგრამ იქამდე მან ჯუანშერის გამოგზავნილი ფაილი ქაღალდზე გადაატანინა პრინტერს, მერე ამ ფურცელს ხელი დაავლო და კარებისკენ გაეშურა. გზადაგზა, სანამ კაბინეტს ჩაკეტავდა და „მოდულის“ მესამე სართულის დერეფანს დაუყვებოდა ლიფტამდე, ტელეფონი ამოიღო.

Page 198: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 198

- გამარჯობა გაბრიელ, - ჩაულაპარაკა მან ყურმილს და რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ, რომლის განმავლობაში პასუხი მოისმინა, ისევ თვითონ ალაპარაკდა - ჰო, მასეა, მაქვს სლაპარაკო, ა?... ახალი არა, იმ ამბავზე, მ-მ, სამეცნიერო...

კიდევ მოკლე პაუზის შემდეგ მას ისევ მოუვიდა ლაპარაკის ჯერი:- ჰო, ჰო, ზუსტად... არა ჯერ, თუმცა ველაპარაკეთ უკვე, საით ხარ ახლა

შენ?... კარგი, ნახევარ საათში მანდ ვარ... რაო? ჰოო? კარგი, მაქ იყოს.

თავი 36გაიოზს მობეზრდა ცდა, სადამდე უნდა ყოფილიყო ამ ხის ძირში ატუზული?

ნეტა რა სჭირს ნოდარს? ამდენ ხანს ვერ დაეწია იმ კაცს? კი მაგრამ, თუ ასე სწრაფად მორბიან რატომ უკვე ვერ მოაღწიეს? თუმცა, რას ჰქვია მორბიან? ის წერაძე ალბათ ფრთხილად, ბუჩქებს და ხეებს ამოფარვით მოიწევს აქეთკენ და ნოდარიც ყურადღებით და აუჩქარებლად მოსდევს, სადმე არ ჩამისაფრდეს და უკნიდან არ დამეტაკოსო. ხოლო რაც ამ ახმახს ერთი საათია იცნობენ და ამ ხნის განმავლობაში კარგად დარწმუნდნენ რომ დატაკების ამბავში ეს წერაძე არასდროს იხევს უკან.

- ბოლო-ბოლო ვინაა ეს მოუსვენარი მშენებელი, რატომ ბედავს ამდენს? - უკვირდა გაიოზს და მხოლოდ ერთ ახსნას უძებნიდა იმ კაცის საქციელს: წერაძე არის ვიღაც სულელი, რომელსაც ქუჩური ჩხუბი ეხერხება და იმის იმედზეა. ხოლო იმდენი ტვინი, შეიგნოს რა ხალხს ეჭიდავება, არა აქვს. გაიოზმა ახლა სინანულით მოიაზრა რომ თავადაც, ის და ნოდარიც არიან დამნაშავენი. მეტი სერიოზულობით და სიმკაცრით უნდა მოპყრობოდნენ წერაძეს... თუმცა, არც დაუკლიათ ვითომ ხელი...

გაიოზს ახლა დრო საკმარისად ჰქონდა ფიქრისთვის და იმის გამოცნობას შეეცადა, რატომ გაიწელა ეს, ოპერტიული თვალთახედვით მარტივი ოპერაცია? მართლაც, დავალების გაცნობისას ნოდარმა უთხრა რომ საქმე შეიარაღებულ ყაჩაღებთან ან გაიძვერა ტრაფიკერებთან კი არ ჰქონდათ, და არც, მით უმეტეს, საგანგებოდ მომზადებულ მზვერავებთან ან დივერსანტ-ტერორისტებთან.

არა. მათ უნდა დაერწმუნებინათ ერთი მეცნიერი... მეცნიერი რა, გამოდის ახალგაზრდა გოგო იმაში, რომ შეაჩეროს თავისი საქმიანობა. რადგან არცერთ კანონს ამ სწავლულის საქმიანობა არ ეწინააღმდეგება, ამიტომ ეს ამბავი არაოფიციალურ ვითარებაში უნდა მოგვარდეს, ძირითადად მოსყიდვით, თუმცა კი ქრთამის შეთავაზების გაიოლებისთვის დაშინებაც უნდა გამოეყენებინათ.

მოკლედ, არაფერი ახალი. ჩვეული, მრავალჯერ გამოცდილი სქემით მოგვარებადი საქმე. უჩვეულო მხოლოდ ქრთამის რაოდენობა იქნებოდა. იგი მართლაც ძალიან აკვირვებდა გაიოზს, მაგრამ ამავე დროს დანაპირები თანხის სიდიდე სასიამოვნო მალამოდ ედებოდა გულზე.

თავიდან ცოტა კი მოხდა შეფერხება, ნოდარს მხოლოდ ნაწილობრივ დასცალდა იმ ქალის შეშინება და მერე ფულის შეთავაზება - მისი ორჭოფულ მდგომარეობაში ჩაგდება, უდროო მოწმე გამოუჩნდა. მაგრამ ამის გამო მეწყვილეებს ბევრი არ უდარდიათ, არ არსებობს ოპერაცია, რომელშიც სულ უმცირესი ერთი მაინც გაუთვალისწინებელი წვრილმანი არ ამოჰყოფს თავს. მაგრამ აი მერე, საიდანღაც ის ქმარი რომ გამოტყვრა, ეგ უკვე მართლა სერიოზული ხათბალა აღმოჩნდა. იქნება ჯობდა მისი გამოჩენისთანავე მურმანისთვის დაერეკათ? თუმცა, ხომ გადაწყვიტეს, თვითონ ვქნათ, უფროსის სასაცილო არ გავხდეთო...

ბოლოს და ბოლოს წეღან, როცა ამ ხეზე მიყრდნობილი ჩაფიქრდა და გაიაზრა რომ მოვლენების განვითარება ძალიან ასცდა მისი და ნოდარის პირვანდელ გეგმას, გაიოზმა მაინც სცადა მურმანს დაკავშირებოდა, თუმცა კი

Page 199: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 199

უშედეგოდ, ხაზი დაკავებული დახვდა. მეტი აღარ მოუსინჯავს, რა ვაწუხო შეფი, ხომ დაინახა ჩემი ზარი და რომ მოიცლის თავად შემეხმიანებაო.

რაც დრო გადიოდა, გაიოზს მეტად ეუფლებოდა მოუთმენლობა. მართალია, მისი პროფესიის ადამიანს მოთმინების უნარი გამრავლების ტაბულასავით შეთვისებული აქვს, მაგრამ უსაზღვრო ლოდინი გაცილებით იოლია მაშინ, როცა იგი შენი ჩანაფიქრის მიხედვითაა. ახლა სად იყო მასე? ამდენ ხანს, რაც არ უნდა ფრთხილად ემოძრავათ ნოდარს და მის დევნილს, მაინც უნდა მოეღწიათ გაიოზის სამალავამდე.

ამ ფიქრებმა გაიოზი იმ აზრამდე მიიყვანა რომ შეიძლება იგი ტყუილად დგას აქ, იქნებ ნოდარს შველა უნდა და გაიოზი საფარში კი არ უნდა იჯდეს, არამედ მათ შესახვედრად გაეშუროს? ცოტა ხანში, რომელიც იმაზე ყოყმანში დახარჯა, ვიყო აქ განუძრევლად, როგორც მოვილპარაკეთ, თუ წავიდე მივეშველოო? გაიოზმა საბოლოოდ გადაწყვიტა რომ მისი უმოქმედოდ ყოფნა ძალიან გაიწელა და დროა მიეშველოს ამხანაგს.

მან ყურადღებით მიმოიხედა და რადგან ვერაფერი საეჭვო შენიშნა, ის იყო ნაბიჯის წადგმაც დააპირა თავისი საფარიდან როცა ზუსტად ამ წამს ძრავის დაშორებული, ყრუ ხმა გაიგონა. ეს ძლივს გასარჩევი ზუზუნი გაიოზს კი მოეფონა გულზე, თუმცაღა არც იმის მიზეზი გამხდარა რომ აღტაცებული ყვირილით გამოვარდნილიყო გზაზე და ავტომობილს შეგებებოდა, ოპერატიული მუშაკის ინსტინქტმა გააფრთხილა - ეს უცნაური დაგვიანება გაითვალისწინეო. ისიც, ნაძვის ხის უკან ამომდგარი, დაძაბულად ელოდა ტრანსპორტის გამოჩენას და რაც მთავარია იმის დანახვას, ვინ ზის საჭესთან?

ცოტაც და მანქანის რადიატორი გამოჩნდა ბუჩქებს ამოფარებული მოსახვევიდან და მერე მისი საქარე მინაც. გაიოზი გაფაციცებით ჩააკვირდა საჭესთან მჯდომის სილუეტს და რადგან ჯერ დანამდვილებით ვერაფერს არჩევდა, სამალავიდან გამოსვლასაც არ ჩქარობდა. მან რაც შეეძლო დაძაბა მხედველობა, ნოდარის ავტოს დაბურული მინები მზიან ადგილზეც საკმაოდ აბნელებდნენ სალონს, ხოლო აქ, ტყით დაჩრდილულ სივრცეში, მით უმეტეს ძნელი იყო შორიდან რაიმეს გარჩევა.

„ის კი არადა ძალიან რომ მომიახლოვდება, მაშინ თუ გავარჩევ, ისიც საკითხავია“, - დაეჭვდა გაიოზი.

„პასატი“ ნელა მოგორავდა, თითქოს მძღოლი რაღაცას ან ვიღაცას ათვალიერებს და ამიტომ ფეხი უმეტესად მუხრუჭის სატერფულზე აქვს დადებულიო. ამასობაში ავტომობილი იმდენად მიუახლოვდა ხეს, რომლის უკანაც გაიოზი იმალებოდა, რომ ამ უკანასკნელმა როგორც იქნა შესძლო გაერჩია მძღოლი.

მას გულზე მოეშვა როცა ბოლოს და ბოლოს იქ ნოდარი დაინახა, თუმცა კი უცნაურად, თავისთვის უჩვეულო ყაიდაზე იჯდა მისი მეწყვილე სავარძელში. თივაძეს უკან გადაწოლილი, საზურგეზე მიყრდნობილი უყვარდა ავტომობილის მართვა, ახლა კი ისე ახლოს მიჩოჩებულიყო საჭესთან და ისე ჩაებღუჯა იგი, ზოგიერთმა ხანშიშესულმა ტაქსისტმა რომ იცის. ამას აღარ დაგიდევდათ გაიოზი რადგან კი ამხანაგი საღსალამათი იხილა და წეღანდელი დაგვიანების გამო აღძრული ეჭვები უსაფუძვლონი გამოდგნენ.

როცა მანქანა უფრო მოახლოვდა, გაიოზმა მიატოვა სამალავი და გზაზე გავიდა, სადაც კიდევ ერთი უცნაურობა მოხვდა თვალში: რაღაც არაბუნებრივი მდგომარეობა ჰქონდა ნოდარის სხეულს. იმის ნაცვლად რომ მხრები წინ, საჭისკენ ჰქონოდა გაწეული, ისინი თითქოს ოდნავ უკანაც კი გაეწია და შესაბამისად ხელები, ყოველ შემთხვევაში იდაყვები, ქვეოთ, ტანის გასწვრივ ჩამოეშვა. გაიოზს ტვინი აერია თავში, ასეთ მდგომარეობაში როგორ აწვდენს ხელებს საჭესო? როდის ჰქონდა ნოდარას ამსიგრძე მკლავები ან თითებიო?

Page 200: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 200

გაიოზმა კიდურებს თავი ანება, მზერა ნოდარის სახეს მიაპყრო და იმწამსვე მიხვდა რომ აქამდე რასაც ხედავდა ის არაფერია, ნამდვილი საკვირველება თურმე წინ ელის - ნოდარი თვალდახუჭული მართავდა მანქანას!

სანამ გაიოზი ამ გადასარევ ამბავს დაახურდავებდა, „პასატმა“ მკვეთრად უმატა სიჩქარეს და ასევე ხისტად მოუხვია გზიპირისკენ, იქეთ სადაც გაიოზი იდგა. ამ უკანასკნელისთვის ავტომობილის ეს უეცარი ფანდი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, მან გვერდზე გახტომაც ვერ მოასწო. მხოლოდ ისღა შეეძლო რომ მონუსხულივით მიშტერებოდა სწრაფად მოახლოებად რადიატორს, რომელზეც ამოტვიფრული გერმანული ასონიშანი „დუბლ-ვე“ თითქოს მის სხეულზე დაღის ამოსაშანთავად მოექანებოდა.

შემდეგ წამს გადატეხილი ბარძაყის, ან შეიძლება წვივის ძვლების, მაგის გარკვევის თავი სად ჰქონდა, ჯოჯოხეთურმა ტკივილმა თითქმის გონი დააკარგვინა გაიოზს, მაგრამ ბოლო წამს გაოცების ნაპერწკალმა მაინც გაუქროლა ტვინში - ნოდარის უკან იმ კაცის, გივი წერაძის სახე დალანდა!

როგორც კი მანქანა გაიოზს დაეჯახა, გივიმ მსწრაფლ დაამუხრუჭა და თავის ფეხებს შორის მჯდომ ნოდარას გვამს გვერდით სავარძლისკენ უბიძგა. მერე კიდურები გამოაძვრინა მის ქვემოდან და ცალ ფეხზე ხტომით ავტომობილი დატოვა. იგი თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა მანქანის წინ და ბამპერის ქვეშ თითქმის წელამდე შემალულ გაიოზს შეავლო ყურადღებიანი მზერა.

პირველ რიგში იარაღის ადგილსამყოფელი აინტერესებდა და ისიც მალევე დაადგინა - დაცემისას პისტოლეტი გავარდნოდა გაიოზას და იქვე, ორიოდ ნაბიჯში, მტვერში ეგდო. გივიმ დაუყოვნებლივ მოიგდო იგი ხელში და ისევ მკვნესარე მტერს დაადგა თავს.

- მკლავ ბიჭო? - ძლივს, ტკივილისაგან სახედამანჭულმა, მილეული ხმით ამოიკვნესა გაიოზმა, - შენ მართლა გიჟი ხარ თუ რა გჭირს? ასე როგორ იმეტებ ადამიანს? - მიუხედავად საშინელი ტკივილისა წერაძის გარეგნობამ მაინც შესძლო მისი გაოცება: ამ კაცს ნოდარის თეთრი პიჯაკისთვის სახელოები მოეხია და თავის ხელებზე წამოეცვა, სხვამხრივ კი წელსზემოთ შიშველი იყო და უშიშრობის ოფიცერს არასასიამოვნოდ ეცა თვალში ამ წერაძის დაკუნთულობა და ფართე გულმკერდი.

გივიმ ჯერ ცალი წარბი ასწია გაკვირვების ნიშნად, მერე ჰაერიც ჩაისუნთქა თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დუმილი და წაქცეული მოწინააღმდეგისათვის ყურისგდება ამჯობინა.

- რას გაშტერებულხარ? მიშველე რაღაცა! - უფრო თამამად და მომთხოვნი კილოთი ამოიხრიალმა მანქანის ქვეშ დაგდებულმა მუტრუკმა, რამაც გივი გუნებში ავად ჩააცინა კიდეც, თუმცა სახეზე არაფერი შეიმჩნია, - ბიჭო შენ მართლა ნორმალური თუ ხარ? იქნება რა მოტეხილობა მაქვს, სისხლისგან დავიცალო, ქენი რამე!

გივი ხედავდა, მაგნაირობის ნახვა საკმარისად მოასწრო ცხოვრებაში, რომ გაიოზას ეტყობა მართლა ვერ ჰქონდა საქმე კარგად. მისი ფართე, ხორცსავსე სახის სიფითრე სულ უფრო მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა კუპრივით შავ, სავარაუდოდ ორი დღის გაუპარსავ წვერთან.

უცებ გაიოზს სახის გამომეტყველება ისევ შეეცვალა. ახლა შიში აღებეჭდა ზედ და მან თვალები ზემოთ, მანქანის სალონისკენ გააპარა. მერე ისევ გივის შეხედა და უკვე ყოველგვარ თხოვნებსა და პრეტენზიებისგან თავისუფალი, რაღაც ცუდის მომლოდინე კაცის ხმით ჰკითხა:

- ნოდარას რა სჭირს, გაბაწრული გყავს?არც ამ კითხვითვის მიუქცევია გივის ყურადღება. მისთვის ახლა იმის

დადგენა იყო მთავარი, ელპარაკა თუ არა ეს გაიოზა თავის უფროსს? ამაზე იყო დამოკიდებული ნათუს, შოთიკოს... და თინიკოს უსაფრთხოება.

Page 201: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 201

ამიტომ გივიმ ავისმომასწავებელი გულგრილობით შეეკითხა ჯერ ისევ მიწაზე გაშოტილ უმწეო ავაზაკს:

- ელპარაკე მურმანს? - თან ამ სიტყვების თქმისას პისტოლეტი შეათამაშა ხელში.

გაიოზმა, მიუხედავად იმისა საშინელი ტკივილი სატანჯავდა, მაინც შესძლო გაოცება და გივისთვის შესაბამისი გამოხედვის მიპყრობა. თანაგრძნობის ნასახიც რომ ვერ ამოიკითხა მის თავზე წამომდგარი კაცის სახეზე, გაიოზს გულმა ცუდად უყო რეჩხი. თან იმის შეგნებაც სულ უფრო გოროზად იღმართებოდა მის ფსიქიკაში რომ ნოდარა, რაც არ უნდა გაბაწრული და პირაკონილი იყოს, რაღაც ზმუილს მაინც გამოსცემდა ან გაიფრთახლებდა და მანქანის რამდენიმე მილიმეტრიანი იატაკი აუცილებლად გამოატარებდა იმ ხმას.

ესე იგი ნოდარა აღარ ინძრევა... და იქნებ აღარც სუნთქავს. ამის გაფიქრებამ გაიოზს თავისი გატეხილი ძვლებიც კი დაავიწყა. იგი მიხვდა რომ ეს კაცი გიჟია ან რაღაცა მისდაგვარი მათდა ბედად. იგი არაფრის წინაშეა უკან დამხევი. რომ ახლა მისი, გაიოზის როგორც ადამიანის და არა როგორც დივერსიული განყოფილების მუშაკის, ამოცანაა თავისი სიცოცხლის შენარჩუნება. ყოველ შემთხვევაში, რაც შეიძლება მეტი დროის მოგება ანუ უფრო დიდხანს დარჩენა ცოცხალ მდგომარეობაში. ამისთვის კი ამ კაცთან თანამშრომლობა მოუწევს...

„ჰმ, „თანამშრომლობა“, - მწარედ ჩაეცინა გაიოზს ამ ოფიციალური, საოქმო და სატელევიზიო სიტყვის გახსენებაზე, - თანამშრომლობა არა ის!... მან ახლა თხასავით უნდა იპეტელოს რომ თავი დაიძვრინოს. თუმცა, ერთი პატარა მცდელობა მაინც შეიძლება:

- ვინაა მურმანი? - ტკივილთან მებრძოლი ადამიანის პირობაზე რაც შეეძლო მიამიტად იკითხა მან.

გივის ეძნელებოდა დასახიჩრებული ადამიანისთვის ასე უმოწყალოდ და გულქვად მოპყრობა, მაგრამ ამ კითხვამ გაუადვილა. იმწამსვე განუმტკიცა ორლესულა ფოლადის ხიშტივით ცივი და შეუდრეკელი მრისხნება, რომელიც გაფიცხებასავით და სიანჩხლესავით მოკლე ხანს კი არ მოქმედებს, არამედ ბოლომდე, დასახული მიზნის მიღწევადე მიერეკება ადამიანს.

მან კიდევ უფრო დაბალი, მოგუდული ხმით დასვა ახალი კითხვები:- რა ვქნა, თუ არაფერი იცი რაღაში მჭირდები? ჰოდა და თუ არ მჭირდები,

შენი აზრით, როგორ უნდა მოვექცე კაცს რომელმაც დამარეტიანა, ტყეში წამიყვანა და მაყუჩიანი პისტოლეტით გამომეკიდა?

აქ გივიმ თვალი გაუსწორა გაიოზს და უბრალოდ ცივი კი არა, კუბოდან ახალამდგარის ხმით უკარნახა:

- თუ არ იცი, ეგერ შენს ძმაკაცს ჰკითხე.იმის დანახვაზე თუ როგორ გაუქვავდა ამ კაცს სახის ნაკვთები და როგორ

მოეწურა თვალები, გაიოზი მიხვდა რომ მას ამწამსვე უნდა დაეწყო ლაპარაკი. მანაც აღარ გაწელა:

- მურმანი ჩვენი უშუალო ხელმძღვანელია, უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე და დივერსია-ტრფიკინგის განყოფილების უფროსი, დღეს მასთან არ დამირეკია.

გივიმ, მიუხედავად თავისი ნერვული სისტემის ჯერ ბუნებრივი და მერე ნავარჯიშევი სიმტკიცისა, თავი მაინც ვერ შეიკავა და გაოცება ვერ დამალა:

- უშიშროების უფროსის? - გაოგნებით აღმოხდა მას, - ის თავობს ამას? მთელი უშიშროების სამსახური დასდევს ჩემს ოჯახს? - გივის ბოლო სიტყვებში ეჭვი გაისმა და იგი გამომცდელად ჩააჩერდა მიწაზე გულაღმა მწოლიარე, ჯერაც სანახევროდ მანქანის ქვეშ დამალულ ტყვეს.

მისი ეჭვიანი მზერის დანახვისთანავე გაიოზი ისევ ჩქარა ალაპარაკდა:

Page 202: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 202

- არა, მთელი სამსახური არა, - იგი ამრეზით დაიღმიჭა, - მთლად უფროსმა, თარაშვილმა... და დანარჩენებმა არ იციან, მხოლოდ ერთმა ჯგუფმა, თუმცა პირადად...

- რამხელაა ეს ჯგუფი? - მკაცრად გააწყვეტინა მას გივიმ.გაიოზმა ყოყმანით შეაქანა თავი და უხალისოდ ამოღერღა:- რამდენიმე კაცია, თუმცა მთლად მასე ვერ იტყვი, საჭიროების შემთხვევაში

გადაბირებულ კრიმინალებსაც ვიყენებთ.- ჰმ, - ავი ჩაცინებით გამოეხმაურა ამ ბოლო ცნობას გივი.- ე ბიჭო ვკვდები კაცი, ხომ გიპასუხე რაც შემეკითხე და რაღაცა შენც

გამიწიე ანგარიში, მიმათრიე სადმე ექიმთან. ვინც გჭირდება იმის სახელი და სამყოფელი ხომ იცი უკვე? - შეწუხებული სახით შეეხვეწა გაიოზი.

გივიმ აღნიშნა რომ მიუხედავად თავისი ძალიან საეჭვო მდგომარეობისა ეს მუტრუკი ჯერ მაინც ინარჩუნებს ლოგიკური აზროვნების უნარს და მთლად ტირილზეც არ გადადის. მაგრამ მკვდარ ამხანაგს რომ დაინახავს მერე რას იზამს?

„ხო მართლა, - უსიამოვნოდ გაახსენდა გივის, - ვთქვათ პირადად ეს მართლა აღარაა ჩემთვის სახიფათო, მაგრამ თივაძის სიკვდილს ხომ ვერ დამალავს?...“

- ესე იგი არ დაგირეკია? - უგულოდ დააზუსტა გივიმ.ტყვემ მას ჯერ გაუგებრობით სავსე მზერა მიაპყრო, მერე მწარედ ჩაიცინა:- დავრეკე მაგრამ არ მილაპარაკია, დაკავებული იყო, თვითონ ნახე,

მარცხენაში მაქვს აპარატი, - გაჭირვებით ამოილაპარაკა მან და ჟილეტის ჯიბისკენ ხელის თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობით მიუთითა გივის.

გივიმ უხმოდ დაუქნია თავი მის შეთავაზებას, ჩაცუცქდა და გაიოზს ჯიბიდან ტელეფონი ამოუღო, თან ისე რომ იარაღიანი ხელი გვერდზე ჰქონოდა გაწეული.

- კარგი. - მოკლედ თქვა მან, როცა უკანასკნელი ზარების სიას გადახედა და ისიც შეამოწმა, რამდენ ხანს გაგრძელდა მურმანთან კავშირი და როდის შედგა იგი.

გივი დააკმაყოფილა იმის გაგებამ რომ მაშინ, მურმანთან გაფაციცებული საუბრისას, ზუსტად გამოუცვნია ვითარება და ამასთან ერთად უზარმაზარი შვება იგრძო იმის გამო რომ არ აცალა ამათ ერთმანეთში საუბარი, დროზე შეხვდა გაიოზას.

ახლა მან პირველ რიგში ნოდარას პიჯაკის სახელოები მოიძრო მკლავებიდან და ისევ წელსზემოთ შიშველი დარჩა, როგორც მაშინ, ნოდარას გვამი რომ მანქანაში შეათრია და მერე მის თეთრ პიჯაკზე შემოგლეჯილი სახელოებით შეინიღბა ხელები. იმ მომენტში გივიმ გადაწყვიტა და გამოდის სწორადაც, რომ გაიოზას აუცილებლად, მცირე ხნით მაინც შეაცდენდა თავის პერანგსა და პიჯაკის გამოწყობილი ნოდარა, რომელსაც ასევე პიჯაკში გამოწყობილი ხელები საჭეზე ექნებოდა მოკიდებული. ხოლო მისი კეფის უკნიდან ცალი თვალით გამომყურე გივის გვიან დალანდავდა გაიოზი, თავისთვის საბედისწეროდ გვიან.

გივიმ პისტოლეტს მაყუჩი მოხრახნა და ჯერ მისი გადაგდება მოინდომა, მაგრამ ბოლო წამს გადაუფიქრა და წინა ჯიბეში ჩაიჩურთა, ხოლო თავად პისტოლეტი დამცველზე დააყენა და ქამარში გაირჭო.

ამის შემდეგ გაიოზას მოკიდა იღლიაში ხელი და მანქანის ქვეშიდან გამოქაჩა.

- ოუჰ, - აღმოხდა ამ უკანასკნელს, - რა უწყალოდ გამიმეტე, ა? - საყვედურის მსგავსიც კი გააბედვინა მას ტკივილმა, თუმცა ნამდვილი ჩივილი მაინც ვერ გაბედა - მყისვე საეჭვოდ და საზარლად გაყუჩებული ნოდარა გაახსენდა.

Page 203: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 203

შუაზაფხულის სიცხემ უკვე საბოლოოდ გაანადგურა თავისი წინამორბედი - დილის სიგრილე. გივიმ ბამპერის ქვეშიდან გამოთრეული გაიოზა მანქანასთან, მგზავრის კარებთან მიაჩოჩა და ხელი უშვა, გავსწორდები, სულს მოვითქვამო. იგი, თითქოს ახალგამოსულია შხპიდანო, მთლიანად ოფლში გაიღვარა, გაიოზა ხომ ვერაფრით ეხმარებოდა - ორივე ფეხი მოტეხილი ჰქონდა. არადა ეს მერემდენეჯერ უწევდა ასე გაწურვა ამ ნახევარი საათის განმავლობაში. ჯერ ნოდარასთან ორთაბრძოლა, მერე მისი გვამის მითრევა მანქანასთან, რომელიც რაც შეეძლო ახლოს მიაგორა იმ ადგილთან, ახლა გაიოზას ქაჩვა და მერე კიდევ ავტომობილის სალონში მისი გადაბარგება ელის.

გივიმ მიმოიხედა, არე-მარე შეათვალიაერა. იქეთ ხევის მიმართულებით, უფრო სწორად მის გადაღმა, ტყით დაფარული გორაკის წვერი მოჩანდა. ხეებს შორის მან რაღაც შენობები დაინახა და მათმა შემხედვარემ ის ადგილი მწვანე კონცხს მიამსგავსა. ყველა დანარჩენი მიმართულებით ხეები უზღუდავდნენ თვალთახედვას.

- ჭამის მეტს რას შვებოდი კი მაგრამ ცხოვრებაში? - ბოლოს თავის ტყვეს დახედა და ქოშინით შეეკითხა გივი, - ქალებს და ბავშვებს აშინებდი? თუ უიარაღო ხალხს დასდევდი მოსაკლავად?

- რის მოსაკლავად არა ისა? - გარეგნულად გულწრფელად გაიკვირვა გაიოზამ, - მოკვლა რომ გვდომოდა სანამ უგონოდ იყავი მაშინ ვერ ვიზამდით?

გივის ერთი წამიც არ დასჭირდა ამ ვითომ კეთილი ზრახვების გასაქარწყლებლად:

- ჰეჰ, - უსიხარულოს ჩაიცინა მან, - ვაი შენს დღეს, კიდევ არ იშლი ცუღლუტობას? მაშინ ხომ გჭირდებოდით, იმედი გქონდათ, ჩემი გამოისობით ნათელას დააშანტაჟებდით, - ეს სიტყვები კი თქვა გივიმ დარწმუნებული კაცის იერით, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იგრძნო რაღაც არასასიამოვნო ეჭვი, - კარგი, ლაპარაკი მერე, ახლა არაა მაგის დრო, - არ ისურვა მან ამ ეჭვისთვის გასაქანის მიცემა.

მან ავტმობილის კარი გამოაღო და როგორც კი ეს ქნა, სავარძელზე მჯდარი და კარს შიგნიდან მიყრდნობილი ნორადას ნეშტი ანაზდეულად გადმოიხარა და თავი დაჰკრა ზღურბლს, რაც ტყის სიჩუმეში უსაშველოდ ხმამაღლა გაისმა. გივი უსიამოვნოდ შეიჭმუხნა, მას სულ არ გახსენებია რომ მგზავრის წინა სავარძელზე ნოდარას გვამია.

თავისი უსულო ამხანაგისა და კოლეგის დანახვაზე გაიოზა გაფითრდა და „ოჰ შენიო“, - ძალაუნებურად შესძახა. აქამდე თუ იმედი ჰქონდა, ნოდარა დარეტიანებულია და იმიტომ არ იძვრისო, ახლა საზარელი სინამდვილის დანახვამ შეაძრწუნა. მისთვისაც კი, დივერსიული ჯგუფის მუშაკისთვის, ადამიანის მოკვლა არ იყო ასე ხელწამოსაკრავი საქმე. ხელწამოსაკრავი კი არა, მან თვითონაც არ იცოდა ჰყავდა ვინმე მოკლული თუ არა.

ერთხელ, პანკისის ხეობაში, რუსებს გამოქცეული ვითომ ლტოლვილების, სინამდვილეში კი ჩვენს ტერიტორიაზე შემოსული ბანდიტების განადგურება მოუწიათ. ისინი კი მოსპეს და გაიოზსაც არ შეუსვენებია თავისი შემტევი „ბულგარელი“ - ავტომატურცეცხლიანი შაშხანა არ-მ1-ი, მაგრამ სინამდვილეში ვისმა ტყვიამ მოკლა ის უბედურები, რას გაიგებ? ახლა კი აგერ მის თანამებრძოლს მკვდარი ქათამივით ჩამოუკიდია თავი.

- კი მაგრამ ვინ ხარ შენ?! - შიშისა თუ მოულოდნელობისაგან ელდაცემულმა წამოიყვირა გაიოზმა, - თუ იცი რომ მე და ნოდარა ერთად ვებრძოდით ჩეჩენ ტერორისტებს და იქნებ ზუსტად ის აფეთქება აღვკვეთეთ, შენს სახლთან რომ უნდა მომხდარიყო?!

ამ სიტყვების გაგონებაზე გივი გალიაში მყოფ, უძლური ბრაზისაგან აღრენილ და ეშვებამოყრილი ვეფხვს დაემსგავსა. მან ელვისისწრაფით წაიღო

Page 204: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 204

ხელი უკან, ამოიძრო ქამრიდან პისტოლეტი და პირდაპირ ყვიმრალზე მიაჭირა გაიოზას.

- მერე ჩემი ცოლშვილია ტერორისტი?! - ჩახლეჩილი ბდღვინვით იკითხა მან, - თუ მე? და იმიტომ მთხრიშე იარაღი თავში?

გაიოზა ისევ გაფითრდა შიშისგან, ლულის წვერმა მას კანი აახლიჩა და ამ ჭრილობის სისხლი წამებულის ცრემლივით ჩამოუგორდა ლოყაზე. გივის კითხვაზე პასუხის გაცემა მან ვეღარ გაბედა, ან რა უნდა ეთქვა?

- არც შენ და არც ეს, - გივიმ სიძულვილით სავსე მოძრაობით გაიქნია მეორე ხელი ნოდარას უნებისყოფოდ, დამარცხებულად ჩამოკონწიალებული თავისკენ, - იქ, მართალ საქმეში, თქვენი ნებით არ წასულხართ, ცხვარივით წაგასხეს და როგორც ცხვარს ევალება თავის ფარას გაჰყვეს, თქვენც ისე ასრულებდით დავალებას, მეტი რა გზა გქონდათ?

გივიმ მიმოიხედა და უფრო ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით განაგრძნო:- აქ კი თქვენი ნებით ხართ, თქვე დამპლებო! ახლა კი ბედავ და თავს იმ

ბიჭებს მიდარებ, ვინც იქ დარჩნენ სამუდამოდ?ამ სიტყვებზე გივიმ ისეთი გამომეტეყველება მიიღო, თითქოს რაღაცა

მოისაზრაო. იგი დაიხარა, სახე პირდაპირ სახესთან მიუტანა გაიოზას და ბრაზისგან ნიკაპწამოწეულმა განაგრძნო:

- ახლა მივხვდი შენ ვინა ხარ! შენ იმათნაირი ხარ, ხალხი რომ მიყვებოდა, აფხაზეთში ვითომ საომრად რომ მიდიოდნენ და სინამდვილეში ავტომატის შოვნა უნდოდათ რომ მერე, მობრუნებულზე, ისედაც დაჩაგრული ხალხი ეძარცვათ და ეჟლიტათ!

- არა მე... - დააპირა გაიოზამ თავის მართლება მაგრამ არ დასცალდა, გივიმ გამეტებით ჩაარტყა თავისუფალი ხელი ცხვირში და ახლა მეორე ადგილიდანაც წამოადინა სისხლი.

- არა კი არა, კი, - უფრო დაწყნარებით ალაპარაკდა გივი, თითქოს მტრის სისხლის დანახვამ გუნება გამოუკეთა, - ზუსტად იმნაირები ხართ თქვენ. ვითომ სამშობლოს დასაცავად რომ ირაზმებოდნენ, სინამდვილეში კი ხალხს აწიოკებდნენ! ანდა თანამოსანგრეს რომ კლავდნენ, მის „კალაშნიკოვს“ მერე ყაჩაღებს ათასხუთას დოლარად მივყიდიო!

დამფრთხალი, დასისხლიანებული ნაძირალას შემხედვარეს, გივის ზიზღით ჩაეცინა სანამ სათქმელს დაასრულებდა:

- ხო, ზუსტად ისეთი ჩამოსხმა ხართ, თორემ ახლგაზრდა სწავლულს, მის პატარა ბავშვს და საერთოდ მის ოჯახს როგორ გაიმეტებდით კაი ხალხი რომ იყოთ? - იგი გაჩუმდა და ერთახნს მათ ირგვლივ მაყურადებელივით უჩუმარ ტყეს ათვალიერებდა წარბშეკრული.

მერე ამოიოხრა, იარაღი ისევ ადგილზე ჩაიჩურთა და მართალია თავისი სურვილის წინააღმდეგ, მაგრამ გაიოზა მაინც გაათრია უკანა კარისკენ და სალონშიც შედო, რაც კიდევ უფრო ძლიერ გაოფლებად და საშინელი წყურვილის გაჩენად დაუჯდა. უკიდურესი დაღლილობისა და გატანჯულობისთვის ანგარიში გაწევის ფუფუნება ახლა არ ჰქონდა და სანამ გაიოზს დაათრევდა, იმაზეც დაფიქრდა, ნოდარას გვამს რა ვუყოო? ყველაზე უკეთეს გამოსავალად, ან გაჩერება მომიწიოს, ან სხვა რამე და ქალაქში ეს მკვდარი არ დაინახონ სალონშიო, ცხედრის საბარგულში ჩადება მიიჩნია.

ცოტაც და უკვე მთლიანად გასავათებულმა გივიმ ისევ დაძრა მანქანა, ოღონდ მანამდე დაწვენილი სავარძლის ზურგი, რომელზე ჯდომაც მაშინ მოუწია როცა გვამის უკან იმალებოდა, ისევ წამოაყენა და თავად სავარძელიც წინ წასწია.

აქამდე თუ ეჭვი ჰქონდა თავისი საქციელის მართებულობაში და რა თქმა უნდა ნოდარას მკლელობაში, ახალა, როცა გამოიცნო რანაირი ხალხია ესენი, ბოლო ყოყმანიც გაუქრა. ხოლო რომ გამოიცნო ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა, აბა

Page 205: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 205

მართლა მოღალატე გარეწარის გარდა ვინ მივიდოდა ქალთან და ვინ ეტყოდა არ უშველო შენს შვილს თორემ მეორესაც მოგიკლავთო?

ამ მსჯელობამ გივი ისევ გაცოფების ზღვარზე მიიყვანა და ერთი პირობა ისიც კი იფიქრა, რად მინდა ამას რომ ვათრევო? თუმცა მალევე დაიწყნარა ნერვები, მართლა მკვლელი ხომ არ ვარო? როცა ამის უფროსობას დავაწყნარებ, მოწმედ უნდა გამომადგეს სასამართლოში, იქ გადაწყვიტონ ამათი ავკარგიანობაც და ბედიცო.

გაიოზი უკანა ხედის სარკეში ხედავდა ამ კაცის სახეს, მის კეხიან ცხვირს, მძიმე ნიკაპს, ბრაზის ალით განათებულ შავ თვალებს და როგორც უშიშროების თანამშრომელი, რომელსაც ნასწავლი ჰქონდა ფიზიოგნომიკაც, იოლად იგებდა გივის ფსიქიკაში მიმდინარე მოვლენებს. სინამდვილეში გაიოზი დიდ გამჭრიახი არასდროს ყოფილა, უბრალოდ გივი ახლა ისე მკვეთრად გამოხატავდა თავის გრძნობებს რომ მის სახეზე აზრების წაკითხვას ბრმაც კი შესძლებდა. და ეს „ტექსტი“ ძალიან არ მოსწონდა გაიოზს - ის, რაზეც ახლა მისი დამტყვევებელი ფიქრობდა, კარგს არაფერს უქადდა მას.

ამასობაში მანქანამ ტყე უკან მოიტოვა და რომელიღაც სოფლის გახრიოკებულ ასფალტზე გამოგორდა. ეს გზატკეცილი კარგა ხნის მიტოვებულად გამოიყურებოდა, ასფალტის საფარი უამინდობას და მოუვლელობას გაეფუჭებინა ხოლო სადაც ის ჯერ კიდევ შემორჩენილიყო, იქ კენჭებისა და მიწის ფენას დაეფარა.

გივიმ თანდათან მოისაზრა სად იმყოფება: ეს ის ძველი გზაა ბათუმსა და ქობულეთს რომ აკავშირებდა გვირაბების გაყვანამდე. ისიც გაახსენდა, გუშინ საღამოს ამ გვირბში რომ გამოიარა რაზე წუხდა მაშინ. განა წარმოიდგენდა რომ თინიკოზე დარდის გარდა კიდევ რამე ექნებოდა საფიქრალი დღეს?

უკანა ხედის სარკეში გაიოზს მოჰკრა თვალი. მისი ტყვე გზას უყურებდა და ჩუმად კვნესოდა. ერთი იმანაც გაუელვა გივის, თავს არ დამესხასო, თუმცა ეს რომ საღსალამათი ყოფილიყო განა უკანა სავარძელზე დაისვამდა და თანაც გაუბაწრავს?

გივიმ ისევ გზას მიაპყრო ყურადღება. უკაცრიელობა გამეფებულიყო ირგვლივი, არც მოსახლე ჩანდა და არც ვინმე გამვლელი. თუმცა რა გასაკვირია? როცა ტრასამ ეს ადგილები მიატოვა, სიცოცხლეც ჩაკვდა ამ სოფლებში. ის ერთადერთი სულიერი - გზისპირზე მდგარი მოწითალო ჟანგისფერი ძროხა, ალბათ ზუსტად ცხოვრების ასეთ გულგრილობაზე ფიქრობდა და იმიტომ გაშეშებულიყო იმის მაგიერ რომ თავისი დავალება პირნათლად შეესრულებინა: ბალახი ეძოვა.

მანქანა ნელა მიუყვებოდა გზას. მიუხედავად დროის სიმწირისა, გივი მაინც ფრთხილობდა - არ მოვცურდე ამ ბუნებრივ ხრეშზე და ხევში არ ამოვყო თავიო, მით უმეტეს, შემკავებელი ბოძებიც წაქცეულან ან ვისაც ეხება იმათ წაეღოთ.

ყოფილი მანქანაუხვი გზატკეცილი ახლა მდუმარედ მიჰყვებოდა მარჯვნივ ხრამს და მარცხნივ კბოდეს. ავტომობილი მორიგი კლაკნილის გავლას შეუდგა - გივიმ ჯერ მარჯვნივ მიატრიალა საჭე და შემოუარა ტრასაზე შემოჭრილ ბორცვის ფერდს, მერე მარცხნივ - ისევ კბოდისკენ.

ამ დროს რაღაც სწრაფ მოძრაობას მოჰკრა თვალი სარკეში, თითქოს გაიოზი წამოხტა ფეხზეო. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო, მისი ფეხმოტეხილი ტყვე ხომ სინამდვილეში კაი ხანს ვერ შესძლებდა თავის კიდურებზე დაყრდნობას.

რა იცოდა გივიმ, რომ მოტეხილი გაიოზას მხოლოდ მარჯვენა ჰქონდა, ხოლო მარცხენას მხოლოდ ძლიერი დაბეჟილობა ერგო ოღონდ ისეთი, მას თვითონაც რომ ეგონა თავიდან - ორივე ფეხი მომტყდაო.

მაგრამ მერე, როცა სანახევროდ მანქანის ქვეშ მწოლიარემ შიშით მოისვა ხელები ბარძაყებზე, წამსვე იგრძო უზარმაზარი განსხვავება იმ ტკივილებს

Page 206: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 206

შორის, რაც საკუთარმა ხელმა დამართა ჯერ მარცხენა ხოლო მერე მარჯვენა ფეხის შეხებისას. გაიოზს, რა თქმა უნდა, არც უფიქრია ამის გამხელა თავისი დამტყვევებლისთვის, ეს ამბავი საიდუმლო იარაღად შემოინახა, ყოველი შემთხვევისთვის.

მერე, როცა ნოდარას სიკვდილი შეიტყო და ამისი ბრალდებები და ეჭვები მოისმინა, როცა სარკეში დაინახა თუ რა დაუნდობელმა გამომეტყველებამ გადაუარა ამ კაცს სახეზე, მიხვდა რომ საბოლოო ჯამში კარგი არაფერი ელის. მართალია, ამ გიჟს მისი მოკვლა თუ უნდოდა, ტყეში უფრო ადვილად იზამდა მაგრამ ვინ იცის რას აპირებს?

იქნება ჯერ იმაში დარწმუნება უნდა რომ მისი ცოლ-შვილი საღსალამათია? კარგი, რომც არ უპირებდეს მოკვლას, მერე რა? ეს და მისი ოჯახი ხომ ხელადვე ატეხენ ხმაურს და მას, გაიოზს ხომ მოწმედ დაასახელებენ. ვის წინააღმდეგ, კი მაგრამ, მოწმედ? კარგი, ამ შეშლილმა იცის შეფის შესახებ, მერე რა? მურამანი აღიარებს რამეს? სადაა მის წინააღმდეგ თუნდაც ერთი სამხილი?

„აღიარებს არა კვახი, - გუნებაში დასცინა მან თავს, - ჩემი გულისთვის წავა ციხეში? ჰეჰ!... საერთოდ არ ვიცი რას ბოდიალობს ეს ბურჯოძეო, ვერ იტყვის?“

რაც უფრო მეტს ფიქრობდა თავის უახლოეს მომავალზე გაიოზი, მით უფრო რწმუნდებოდა რომ საკუთარი ბედზე თვითონ უნდა იზრუნოს. უბრალოდ ასე მოხდა. კაცმა რომ თქვას, მართლა რატომ უნდა აღიაროს რამე მურმანმა, მან დააშავა რამე თუ მას ჩაეფუშა საქმე ხელში? არა, თავად არიან ბრალში: ორმა, გამოცდილმა, შეიარაღებულმა ოპერატიულმა მუშაკმა ერთ ვიღაც მებათქაშეს დააჩაგვრინეს თავი!

გაიოზმა სინანულით ამოიოხრა, როგორ მოგვივიდა ასეთი სისულელეო? მოკლედ, გამოდიოდა რომ მართლა ვერ მოსთხოვდა უფროსს თავისი და ნოდარას დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. თავად უნდა გამოაკეთოს ჩასვრილი საქმე და თავიც იხსნას ხიფათისაგან.

ჰოდა ამ განსაცდელიდან გამოსაღწევად გაიოზის აზრით ახლა ზუსტად დროული იქნებოდა საიდუმლო იარაღის ამოქმედება: თუმცა კი ძალიან მტკივან, მაგრამ მაინც მოუტეხელ ფეხზე დაყრდნობით წამოხტომა და მტერს მივარდნა.

სანამ გივი მოისაზრებდა ეს რას ვხედავ სარკეში, რა ხდებაო? მან ჯერ საფეთქელში იგემა მძიმე დარტყმა, რომელმაც თითქმის გათიშა იგი, ხოლო მერე ძლიერი ხელები მოეჭდნენ ყელზე და ჰაერს მის ფილტვებში მიმავალი გზა გადაუკეტეს.

მანქანამ, იმის მაგიერ რომ გზის საფარს გაჰყოლოდა, პირდაპირ მიწის კედლისაკენ აიღო გეზი რაც ზუსტად ემთხვეოდა გაიოზის ჩანაფიქრს. მისი გეგმის მიხედვით, სანამ იგი წერაძეს უვნებელჰყოფდა, ამასობაში მანქანა ბორცვის კედელს მიეჯახებოდა და იქვე გაჩერდებოდა.

გაიოზს იმედი ჰქონდა რომ ისევ აამუშავებდა მას. ხოლო იმაში რომ მხოლოდ ერთი და ისიც დაბეჟილი ფეხის ამარა შესძლებდა მართვას... უნდა შესძლოს, მეტი გამოსავალი არა აქვს. საკითხავი სხვაა: რა უყოს ნოდარის გვამს და ამ კაცისას მერე? თუმცა რა, ამასვე ვერ დააბრალებს მომხდარს? რამეს მოიფიქრებს, რა უნდა მაგას, ოღონდ ახლა არა, ახლა გატეხილი ძვლის ტკივილი ლამისაა გონებას უთიშავს და ისა აქვს სადარდო თავის გეგმას თუ მოერევა?

მაგრამ მთლად ასე გაიოზის დაწერილ ნოტებზე არ აეწყო მელოდია. მან ჩაიფიქრა მესაჭეს იმ დროს დასხმოდა როცა მანქანა ხრამის საპირისპირო მხარეს იქნებოდა მიმართული და ამ კაცს ფეხი მუხრუჭის სატერფულზე ექნებოდა, მაგრამ რაღაც წამის მეათედებით ეტყობა იჩქარა და იმ დროს გადავიდა შეტევაზე როცა მესაჭემ მართალია ტერფი კი აიღო ამაჩქარებლიდან, მაგრამ მუხრუჭზე დადება ვერ მოასწრო.

Page 207: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 207

შედეგად, როცა გაიოზმა მას ჯერ საფეთქელში ჩაარტყა მუშტი, ხოლო მერე ორივე ხელი შემოაჭდო ყელზე, მისი მოწინააღმდეგე თავიდან კი მოადუნდა თავში დარტყმამ, მაგრამ რამდენიმე წამში ცოტა მოვიდა აზრზე და წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ეტყობა მთლად მაგრად ვერ სთხლიშა გაიოზმა და არც იყო გასაკვირი: ძალიან უხერხული მდგომარეობიდანაც წამოიწყო შეტევა და მანქანის ჭერი და სავარძლებიც არ აძლევდნენ საჭირო გასაქანს.

კაცმა საჭეს ხელი უშვა და თუმცა კი ჯერ ისევ ღონემიხდილი ხელებით მაგრამ მაინც შეებრძოლა გაიოზს, რომელსაც თითები ისე ჩაერჭო მისი ყანყრატოსთვის, რომ ლამისაა გაეხვრიტა.

მოწინააღმდეგის მცდელობა არ იყო ის მთავარი დაბრკოლება, რამაც გეგმა აურია გაიოზს. საქმე სხვამ გააფუჭა: როცა თავისი ყელის განთავისუფლებას შეეცადა, მტერი წელში ამოიზნიქა და ამ დროს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ამაჩქარებელს მოუცილებელი ფეხი ისევ დააყრდნო სატერფულს. ცხადია ამ დაჭერის ძალა არ მოუზომავს, რის შედეგადაც მანქანა უეცარი ნახტომით გაქანდა წინ და ხმამაღალი გრუხუნით შეახეთქა მარცხენა მხარე ფერდობს.

გაიოზი ამ ხმაურს არ შეუშინებია. მას უკვე ჰქონდა მსგავსი ავარია გამონაცადი. ერთხელ, საგარეჯოში, მამისეულ სახლში ყოფნისას, საკუთარი, მაშინ საღასლამათი თუმცა კი ჭარმაგი „ჰონდათი“ ეზოში უკან იხევდა და კაკლის ხეს მიეჯახა. ეს მცენარე რომ მისი თბილისში გადაბარგების შემდეგ დაერგათ და მერე გაზრდილიყო, კიდევ ჰო, კაცი იტყოდა: ცარიელი ადგილი ახსოვს აქ და იმიტომ დაემართა ეს ამბავიო.

მაგრამ არა, ამ კაკალზე შეიძლება ითქვას მან თავისი ბავშვობა გაატარა და იმ დღეს მაინც ისე სასწაულად მიეჯახა. თანაც დატაკების ხმა იმხელაზე მოესმა სალონში, იფიქრა ნახევარი მანქანა თავიდან ასაწყობი მექნებაო. მაგრამ როცა სალონიდან გადმოსულმა და გულისგამხეთქი სურათის მომლოდინემ როგორც იქნა მანქანას შემოუარა, გაიოზმა თვალებს არ დაუჯერა!

კი, ეტყობოდა ბამპერს დანჯახები რომ იყო, მაგრამ ამავე დროს დიდად თუ არ დააკვირდებოდი, ტალახის ლაქად მოგეჩვენებოდა ადამიანს.

ასე რომ გაიოზისთვის ამ გრუხუნს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სავარაუდოდ იგი გავლენას ვერ მოხდენდა ავტომობილის მოძრავუნარიანობაზე. სხვა რამ იყო ცუდი: მის მოწინააღმდეგეს ფეხი კვლავინდებურად ამაჩქარებლის სატერფულზე ეჭირა და მანქანაც სიჩქარეს უმატებდა. თან რელიეფის მიხედვით თვითონ ასწორებდა გეზს.

რადგან გაიოზის ტყვეს საჭეზე ხელი აშვებული ჰქონდა, ავტოს წინა თვლებიც თავად „წყვეტდნენ“ საით მოეხვიათ. მორიგ აღმართზე ასვლისას, წინაღობის შემცირების ბუნებრივი კანონის შესაბამისად, ქვემოთ, გზისკენ იღრიცებოდნენ, მაგრამ როგორც კი შედარებით გაივაკებდნენ ისევ უფრო ნაკლები წინღობისკენ, ანუ მეტი დაღმრთისკენ - საწინააღმდეგო მხარეს მიტრიალდებოდნენ ხოლმე, სადაც ავტო ისევ კბოდეს ასკდებოდა.

ამასობაში გივის ორგანიზმი სულ უფრო დაჟინებით ითხოვდა ჟანგბადს. სხეული რაც შეეძლო ცდილობდა კისრისა და ნეკნებსშორისი კუნთების დაძავას, რომ გულმკერდში ვაკუუმი შეექმნა და ამით ატმოსფერულ წნევას საშუალება მისცემოდა მის ფილტვებში ჰაერი ჩაეტუმბა. გივიმ არც ამ კუნთების სახელები იცოდა, არც ის რომ ფილტვებს ისევე არ გააჩნით კუნთები, როგორც რეზინის ბუშტს, მათ არც რაიმეს ჩასუნთქვა ან ამოსუნთქვა შეუძლიათ თავისთავად. აგრეთვე არ აინტერსებდა იმ პროცესების რაობა, რომლებიც სუნთქვის საშუალებას აძლევდნენ. იგი მხოლოდ გრძნობდა რომ ძალა ეფიტება და მის ყელში ჩაფრენილ გაიოზას თითებს ვეღარ უწევს წინააღმდეგობას.

საიდანღაც გივიმდე აღწევდა ძრავის ხმამაღალი ღმუილი, დაჯახების ხმა, მინის მტვრევის შესატყვისი ბგერებიც, მაგრამ ყოველი ახალი წამის

Page 208: azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads/siviwrove-site.docx · Web viewზურაბ. ანდღულაძე. სივიწროვე. თავი 1. შუადღის

ზურაბ ანდღულაძე 208

დადგომასთან ერთად სულ უფრო შორიდან. მის თვალწინ მყოფი სალონის რუხი ჭერი კი თანდათან მუქდებოდა.

ამასთან ერთად მტრის თითები სულ უფრო ხისტად და ქვასავით უჭერდნენ ყელში, ხოლო თავად მის ჰაერმონატრებულ სხეულში აღარ ხდებოდა გლუკოზის დაჟანგვა, ანუ მისი წვა. ხოლო წვის და მისგან წარმოქმნილ სითბოს გარეშე კუნთები აბა საიდან მიიღებდნენ ენერგიას?

ისინიც დუნდებოდნენ და გივიც გრძნობდა რომ უკვე ტყუილად ედო გაიოზას თითებს მისი ხელები, რომ უკვე ჩასუნთქვაც აღარ უნდოდა იმდენად. იმდენად კი არა, საერთოდ აღარ უნდოდა, გივი ხვდებოდა რომ საშინლად დაიღალა და უნდა დაისვენოს. დიდი ხნით. რაც შეიძლება ძალიან დიდი ხნით...

მერე იმ ნანატრი დასვენების მოსვლა მართლაც იგრძნო და სადღაც ქვემოთ გაექანა. სამყარო რყევა-რყევით დატრიალდა, თუმცა კი გივის თვალწინ არაფერი მოძრაობდა, მხოლოდ ის იყო, ჭერი ჯერ სადღაც შორს გაიწია და მერე სერთოდ წყლის ორთქლივით უკვალოდ შეუზავდა ჰაერს. რა ძნელი ყოფილა დასასვენებლისკენ მიმავალი გზაო, ერთი ამის გაფიქრება კი მოასწრო მან და ყველაფერი შეწყდა: სინათლეც, ხმებიც, შეგრძნებებიც...

თავიდან ბოლომდე წიგნი აქაა: https://saba.com.ge/books/details/3232/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94