www.acnet.ge/folklore • ისტორია • მისია • სტრუქტურა • ხელნაწერთა რეგისტრი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივი შემდგენლები: ელგუჯა დადუნაშვილი, მარინე ტურაშვილი ისტორია: ფოლკლორის არქივის ძირითადი ბირთვი შეიქმნა 1932 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე. 1936 წელს არქივი შეუერთდა ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების ინსტიტუტის (ელიხი) შესაბამის განყოფილებას, რომლის საფუძველზეც შემდგომში ჩამოყალიბდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. არქივის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ვახტანგ კოტეტიშვილი (1892-1938). მისია: არქივის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: • კულტურული მემკვიდრეობის საველე კვლევა; • საარქივო მასალების ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; • ფოლკლორის კვლევა და ტექსტების პუბლიკაცია; • ფოლკლორის დოკუმენტაციის საკითხების სწავლება; • ფოლკლორის პოპულარიზაცია. საარქივო ფონდები: 2007 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით არქივში რეგისტრირებულია 105 810 დოკუმენტი. ასეთად ითვლება როგორც მცირე, ისე ვრცელი ზომის ტექსტი. მიმდინარე სამუშაოების კვალდაკვალ საარქივო ფონდების შესახებ მონაცემები სისტემატიურად იცვლება. საარქივო მასალები, მათი წარმომავლობის, ან/და არქივში მათი შემოსვლის თარიღის მიხედვით იყოფა რამდენიმე ვრცელ მასივად. ასეთია:
36
Embed
folktreasury.ge › PDF › registri.pdf 1 - folktreasury.ge • ისტორია • მისია • სტრუქტურა • ხელნაწერთა რეგისტრი
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
www.acnet.ge/folklore
• ისტორია • მისია • სტრუქტურა • ხელნაწერთა რეგისტრი
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის
ფოლკლორის არქივი
შემდგენლები: ელგუჯა დადუნაშვილი, მარინე ტურაშვილი
ისტორია: ფოლკლორის არქივის ძირითადი ბირთვი შეიქმნა 1932 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე. 1936 წელს არქივი შეუერთდა ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების ინსტიტუტის (ელიხი) შესაბამის განყოფილებას, რომლის საფუძველზეც შემდგომში ჩამოყალიბდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.
არქივის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ვახტანგ კოტეტიშვილი (1892-1938).
მისია: არქივის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
• კულტურული მემკვიდრეობის საველე კვლევა;
• საარქივო მასალების ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• ფოლკლორის კვლევა და ტექსტების პუბლიკაცია;
• ფოლკლორის დოკუმენტაციის საკითხების სწავლება;
• ფოლკლორის პოპულარიზაცია.
საარქივო ფონდები: 2007 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით არქივში რეგისტრირებულია 105 810 დოკუმენტი. ასეთად ითვლება როგორც მცირე, ისე ვრცელი ზომის ტექსტი. მიმდინარე სამუშაოების კვალდაკვალ საარქივო ფონდების შესახებ მონაცემები სისტემატიურად იცვლება.
საარქივო მასალები, მათი წარმომავლობის, ან/და არქივში მათი შემოსვლის თარიღის მიხედვით იყოფა რამდენიმე ვრცელ მასივად. ასეთია:
2
1. პეტრე უმიკაშვილის კოლექცია (დაახლოებით 4 870 ტექსტი) თარიღდება 1870-80 წლებით;
2. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმთან არსებული ფოლკლორის სექტორისა და 1930-1959 წლებში განხორციელებული სამეცნერო ექსპედიციების მასალები (32 986 ტექსტი), ე. წ. ადრინდელი ფონდი;
3. 1960 წლიდან დღემდე ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად შეკრებილი მასალები (59 087 ერთეული ტექსტი), ე. წ. ახალი ფონდი;
4. მე-20 საუკუნის 30-70-იან წლებში განხორციელებული სამივლინებო მუშაობის შედეგად შეკრებილი მასალები (13 737 ტექსტი), ე. წ. ვარლამ მაცაბერიძის სახელობის ფონდი.
გარდა ხელნაწერებისა, არქივში დაცულია აგრეთვე ქართული ფოლკლორისა და მისი კვლევის ამსახველი კინო, ფოტო და ხმოვანი მასალა.
მასალის რეგისტრაციის წესი: არქივში შემოსული მასალის სისტემატიზაციისა და რეგისტრაციის ერთიანი წესი შემუშავებული არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ თითოეული
ზემოთ აღწერილი მასივის სარეგისტრაციოდ არქივში სხვა-დასხვა სახის დავთარი გამო-იყენებოდა. ეს დავთრები იმდენად შორს დგას სრულყოფილებისაგან, რომ ოდნავადაც ვერ უზრუნველ-ყოფს არა თუ მასალებით სარ-გებლობას, არამედ მათი რაო-დენობის განსაზღვრასაც კი. საგულისხმოა, რომ ოფიციალურ გამოცემებში დასახელებულია არქივში დაცული მასალების საერთო რაოდენობის აღმნიშვნელი ორი ციფრი, რომელთა შორის სხვაობა, არც მეტი, არც ნაკლები, ნახევარ მილიონს (!) შეადგენს (შდრ.: მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1975, გვ.370 და ქართული ფოლკლორი, მასალები და გამოკვლევები, ტ. IV, თბ., 1974, გვ.53).
დავთრებს შორის უმთავრეს განსხვავებას შეადგენს ხელნაწერი ტექსტებისათვის შიფრის მინიჭების წესი. ზოგ შემთხვევაში შიფრი ენიჭება ცალკე აღებულ თითოეულ ტექსტს, ზოგ შემთხვევაში - ცალკეული შემკრების მიერ ჩაწერილ მასალათა მთელ კრებულს.
ადრინდელი ფონდი
30%
პეტრე უმიკაშვილიკოლექცია
4%
ვარლამ მაცაბერიძის
ფონდი12%
ახალი ფონდი
54%
3
ვინაიდან არქივის მასალები უკვე ამ სახითაა დამოწმებული აკადემიურ კრებულებსა და სხვა გამოცემებში, ამიტომ შიფრის შეცვლა და ერთიანი უნიფიცირებული სისტემის შემოღება ვერც მოგვიანებით, კერძოდ, მასალის ელექტრონული სისტემტიზაციის შემთხვევაში გახდა შესაძლებელი. მცირეოდენი კორექტირებისა და დაზუსტების შემდეგ, საარქივო ფოლკლორული მასალების რეგისტრაციისათვის დადგინდა შიფრის შემდეგი სახეები:
1. უმიკაშვილის კოლექციისათვის შიფრის ორი სახე:
1.1. ფაუგ+რიგითი ნომერი = უმიკაშვილის კრებული „გლეხური სიმღერები“;
1.2. ფაუფ+ტექსტის რიგითი = უმიკაშვილის ფონდი.
შენიშვნა: აქაც და ყველა მომდევნო შემთხვევაში შიფრის პირველი ორი ასო „ფა“ წარმოადგენს ფოლკლორის არქივის აბრევიატურას და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული შეთანხმების შესაბამისად გულისხმობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივს.
2. ადრინდელი ფონდის შიფრი სხვებთან შედარებით მარტივია და აღიწერება შემდეგნაირად: ფაა+ტექსტის რიგითი ნომერი = ფოლკლორის არქივის ადრინდელი ფონდი.
3. ახალი ფონდის ხელნაწერთა აღსანიშნავად გამოყენებული შიფრი შეიცავს დამატებით ინფორმაციას სამეცნიერო ფოლკლორული ექსპედიციის ჩატარების ადგილის შესახებ.
ტაბულა 2. კუთხეების აღმნიშვნელი პირობითი ნიშნები
ამჟამად მოქმედი წესის შესაბამისად, თითოეული კუთხისათვის გამოყენებულია შემდეგი ასო-ნიშნები (იხ. ტაბულა 2). კუთხეებად დაყოფის მოცემული სქემა ემთხვევა ქართველურ ენათა დიალექტებისა და აფხაზური ენის გავრცელების არეალს:
მასალის ელექტრონული სისტემატიზაციის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, დაუშვებელი იყო მოგვეხდინა სარეგისტრაციოდ გამოყენებული ასო-ნიშნების განმეორება, ამიტომ გამოყენებული ნიშნებიდან ბევრი არ ემთხვევა შესაბამისი რეგიონის სახელწოდების პირველ ასოს.
ამრიგად, ახალი ფონდის ხელნაწერი ტექსტი აღინიშნება შიფრით, რომლის შემადგენელი ელემენტებია: ფა+კუთხის აღმნიშვნელი ასო/ნიშანი+ხელნაწერ მასალათა ტომის ნომერი+გვერდი, ან ხელნაწერის რიგითი ნომერი.
4. მაცაბერიძის სახელობის ფონდის ხელნაწერები აღინიშნება შიფრით: ფავ+ტომისა და ტექსტის რიგითი ნომერი.
0 = შერეული; ჰ = საინგილო; პ = კლარჯეთი;
ბ = აჭარა; ი = იმერეთი; ქ = ქართლი;
ც = აფხაზეთი; ჯ = ჯავახეთი; რ = რაჭა;
დ = სვანეთი; კ =კახეთი; თ = თუშეთი;
ე = ლაზეთი; ლ = ლეჩხუმი; წ = გუდამაყარი;
ფ = ფშავი; მ = მესხეთი; ხ = ხევსურეთი;
გ = გურია; ნ = შავშეთი; ყ = ხევი;
ს = სამეგრელო; ო = იმერხევი; ზ = მთიულეთი;
4
ხელნაწერთა რეგისტრი: წინამდებარე პუბლიკაციაში გამოქვეყნებული ხელნაწერთა რეგისტრი (იხ. გვ.6) წარმოადგენს, დავთრებში არსებული ინფორმაციის გადამოწმება-დაზუსტების საფუძველზე შედგენილ მონაცემთა სისტემას. იგი შეიცავს ინფორმაციას საარქივო შენახვის ერთეულთა (ასეთი შეიძლება იყოს ერთად აკინძულ ხელნაწერთა ტომი, რვეული ან ცალკეული ფურცელი) შიფრის, შენახვის ერთეულთა რაოდენობის, ხელნაწერთა გვერდებისა და ერთეულთა რაოდენობის, ხელნაწერთა ზომების, მათი ადგილსამყოფელის (კარადა, თარო) და აგრეთვე იმის შესახებ, შესულია თუ არა მასალა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. იმ შემთხვევაში, თუ ხელნაწერი დაკარგულად ითვლება ველში „შენიშვნა“ კეთდება ჩანაწერი „არ არის ადგილზე“, ხოლო ველში „აკლია“ მიეთითება ადგილზე არარსებულ ტექსტთა რაოდენობა. ხელნაწერთა ზომები მოცემულია ტომის მაქსიმალური სიმაღლისა და სიგანის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ ტომში სხვა, უფრო დიდი ზომის ფურცელია ჩაკეცილი, მაშინ ძირითადთან ერთად, დახრილი ხაზის შემდეგ მიეთითება ეს უკანასკნელიც. ცხრილში ინფორმაცია მოწოდებულია სხვა პირობითი ნიშნების გამოყენებითაც. სახელდობრ, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღწერილი ყველა ხელნაწერი მარკირებულია 20%-იანი, ხოლო დაკარგული ხელნაწერი - 40%-იანი ინტენსივობის მქონე ფონით. ხელნაწერთა თითოეული მასივის ბოლოს მოცემულია 80%-იანი ფონით მარკირებული დამატებითი რიგი, რომელიც შეიცავს ჯამურ ინფორმაციას მოცემულ მასივში დაცულ ხელნაწერთა საერთო რაოდენობაზე.
მონაცემთა ელექტრონული ბაზა: ფოლკლორის არქივმა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, საქმიანობის ძირითად პრიორიტეტად გაიხადა საარქივო ფოლკლორული მასალების ელექტრონული სისტემატიზაცია. საერთაშორისო ფონდებთან და საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ელექტრონული საძიებელი სისტემის ჩამოყალიბება და მისი ინტერნეტში განთავსება.
ტაბულა 3. მონაცემთა ბაზაში ძებნის ფორმულარი
ბაზაში ამჟამად არსებული მონაცემების კვალობაზე ნებისმიერი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია 23 000 ტექსტის ისეთ ძირითად მახასიათებლებზე, როგორიცაა: სათაური, ლექსის დასაწყისი სტრიქონი, პერსონაჟები, საგნები და მოვლენები, გეოგრაფიული სახელები, მონაცემები მთქმელის, ჩამწერის, ჩაწერის ადგილისა და თარიღის შესახებ, ზღაპრული ტიპის საერთაშორისო ინდექსის და სხვა. გარდა ამისა, ანდაზებისა და გამოცანების შემთხვევაში, ველში - „ლექსის დასაწყისი სტრიქონი“, შეტანილია შესაბამისი ჟანრის ნიმუშთა სრული ტექსტები. საძიებელთან დაკავშირებულია აგრეთვე დასკანერებულ ტექსთა მონაცემთა ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა, ზოგ შემთხვევაში, გავეცნოთ აღწერილი მონაცემების მქონე შენახვის ერთეულის ფოტო-ასლს.
როგორც ვხედავთ, საძიებელ ფორმულარში მონაცემები საარქივო მასალების შესახებ დაჯგუფებულია ბლოკებად. იისფრად აღნიშნულია ტექსტის შესახებ
5
მონაცემები; მწვანედ - ინფორმატორის მონაცემები, ხოლო ვარდისფრად - ჩამწერის შესახებ ინფორმაცია (იხ. ტაბულა 3).
ხშირ შემთხვევაში, საძიებელი ველები შეიცავენ ძიების განსაზღვრულ პარამეტრებს, რომელთა არჩევაც ხდება დიალოგის რეჟიმში. თუ ასეთ ველებს არ ვირჩევთ ძიებისას, მაშინ მათში ავტომატურად მიეთითება ძიების პარამეტრი „ნებისმიერი“, ეს ნიშნავს, რომ ამ მახასიათებლის მიხედვით ბაზაში ძიება არ განხორციელდება. ძიებისას შეიძლება მითითებულ იქნას ერთი, ან რამდენიმე მახასიათებელი, მაგალითად, ველში „ჟანრი“ შესაძლებელია მივუთითოთ „ზღაპარი“ და ველში „პერსონაჟი“ ჩავწეროთ „ცხენი“. ასეთ შემთხვევაში, ძიების შედეგად მივიღებთ მონაცემებს იმ ტექსტების შესახებ, რომლებიც ერთდროულად განეკუთვნებიან ზღაპრის ჟანრსაც და რომლებშიც პერსონაჟად ცხენია წარმოდგენილი.
ტაბულა 4. მონაცემთა ბაზაში ძებნის შედეგები
ბაზაში მოძიებული მონაცემები მონიტორზე გამოდის ანალოგიური სტრუქტურის მქონე ფანჯრების სახით, რომელთა დათვალიერებაც ხდება ერთმანეთის თანმიმდევრობით (იხ. ტაბულა 4). მონაცემების დიდი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში ერთ ჯერზე გამოდის რამდენიმე ათეული ფანჯარა. მომდევნო ფანჯრების დათვალიერება შესაძლებელია წარწერის „Submit„ გააქტიურებით.
ძიების ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ამის შესახებ აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. გამოვთქვამთ მხოლოდ ჩვენს მზადყოფნას, საჭირო შემთხვევაში კონსულტაცია გავუწიოთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და დავეხმაროთ მონაცემების მოძიებაში.
მონაცემთა ბაზის ძიების ფორმულარი ხელმისაწვდომია ინტერნეტ მისამართზე: www.acnet.ge/folklore