Top Banner
13 ნოემბერს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, სამინისტროსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობ- რივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ზვარეს მოსახლეობას მათივე მოთხოვნით შეხვდა. „საქართვე- ლოს რკინიგზას” მიერ ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა საფრთხეს უქმ- ნის სოფელ ზვარესა და მიმდებარე ტერი- ტორიის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ამავე დროს, მოსახლეობის თქმით, შეცვლილია პროექტით გათვალისწინებული მარშრუტი. ამჟამად ზვარეში რკინიგზის ხაზის სამშე- ნებლო სამუშაოები შეჩერებულია. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გე- ოლოგიური სამსახურის უფროსმა მერაბ ჩალათაშვილმა დაადასტურა, რომ სარ- კინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პირ- ვანდელი მარშრუტი, რაზეც მშენებლობის ნებართვაა გაცემული, შეცვლილია. რკინიგ- ზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ზვარეს მინერალური წყლის საბადოზე. როგორც მერაბ ჩალათაშვილი ამბობს, მშენებლობის დროს პროექტის კორექტი- რება შესაძლებელია, მაგრამ დადგენილი მარშრუტიდან სამასი მეტრით გადაწევა, ახალი მარშრუტია და არა კორექტირება. მოსახლეობის გარდა შეშფოთებულია ზვარეს მინერალური წყლის ლიცენზიის მფლობელი. მერაბ ჩალათაშვილი მიიჩნევს, რომ სარკოფაგის მოწყობით ჭაბურღილი ვერ გადარჩება და ზვარეს უნიკალური საბადო დაიკარგება. „რკინიგზის დეპარ- ტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სარკოფაგში მოაქცევენ ჭაბურღილს და სარკოფაგიდან ათი მეტრის სიმაღლეზე გადაივლის ესტაკადით რკინიგზა, - გან- მარტავს მერაბ ჩალათაშვილი, - კანონმ- დებლობით აკრძალულია, რომ მინერალური ჩამოსასხმელი წყლის თავზე რამე აშენდეს. წყლის ფორმირება, მართალია, დაბალ სიღ- რმეებში ხდება, მაგრამ წყალს ნებისმიერი ვიბრაცია დააბინძურებს და მისი გამოყენება შეუძლებელი იქნება. თუ დაფიქსირდა, რომ რკინიგზის მშენებლობის არეალშია მინერალური წყალი, მას აღარავინ იყიდის.” ვარეში აღმოჩნდა კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა - სამ- შენებლო ნარჩენები მდინარის ხეობაშია ჩაყრილი. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, ჭარბი ნალექის შემთხვევაში ღვარცოფი გარდაუვალია, რადგან მდინარეში ჩაყრი- ლი გაფხვიერებული მასალა ასჯერ მეტი დამანგრეველი ძალისაა, ვიდრე ჩვეულებ- რივი წყალი. -არ გვინდა, ერთი საქმე გაკეთდეს და ასეთი ბუნებრივი სიმდიდრე დაიკარგოს, - აღ- ნიშნეს ზვარელებმა გარემოს დაცვის მინისტ- რთან შეხვედრაზე და ზვარეს მინერალური ქარხნის ამოქმედება მოითხოვეს. სოფელი ზვარე ცნობილია მინერალური წყლით და არა რკინიგზით, - აცხადებენ ზვარელები. ვარეში შეხვედრის შემდეგ პრობ- ლემურ საკითხებზე საუბარი ხარა- გაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავარიანის კაბინეტში გაგრძელდა. გარემოს დაცვის მინისტრს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუ- ტატი, პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე შეხვდა. სოფელ ბაზალეთისა და ხანდების უბნის მოსახლეობამ, ასევე არასამთავრობო ორგა- ნიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი” წარმომადგენლებმა ხანდებში გვირაბის აფეთქების შედეგად მიყენებულ ზიანზე ისაუბრეს. ელზა ბანცაძე (ხანდების უბნის მცხოვრები): -შიშისგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. საქართველოს რკინიგზისა და სამშენებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ სახლის აშენებას ვთხოვ. სწორად გამიგეთ, აღარ ვჩივი აფეთქების გამო მოყენებულ ზიანს, შიშით ვართ ცუდად, გაუსაძლისი მდგო- მარეობაა. წინასწარ გავეფრთხილებინეთ, რომ ასეთი ვითარება იქნებოდა და სხვაგან წავიდოდით საცხოვრებლად დროებით. მერაბ ჩალათაშვილის თქმით, თავდა- პირველი მშენებლობის ნებართვის თანახმად, მშენებელს აფეთქები საერთოდ არ უნდა ეწარმოებინა, რადგან ხარაგაული არის სენ- სიტიური თავისი გეოლოგიური აგებულებით. „ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები არ იყო აქ გათვალისწინებული. უნდა გამოყენებულიყო მექანიკური სანგრევი. მე გეუბნებით იმას, რაც ეწერა პირველადი საინჟინრო-გეოლოგიური შეფასების დოკუმენტში. ამის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო დეტალური ძიება,” - აღნიშნა მერაბ ჩალათაშვილმა. პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზი- დან მას აცნობეს, რომ დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოს რკინიგზის მიერ დაქირავე- ბული ექსპერტები შეამოწმებენ ხანდებში გვირაბის აფეთქების შედეგად დაზიანებუ- ლი საცხოვრებელი სახლების ხარისხს. კვლევის ჩატარების მოთხოვნით გარე- მოს დაცვის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელი- სუფლებამ მიმართა. გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის თქმით, ხარაგაულში ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობით გამოწვეულ სერიოზულ პრობლემებს შეის- წავლის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებში შექმნილი ერთობლივი კომისია. „მათი დასკვნის საფუძველზე ვიმსჯელებთ, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი ცუდი შედეგები. დაიგეგმება შესაბამისი ღონიძიებები, როგორ ეშველოს ყველაფერს,” - აღნიშნა მინისტრმა შეხვედ- რის ბოლოს. პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის განც- ხადებით, რომელიც გარემოს დაცვის საპარ- ლამენტო კომიტეტის წევრია, იგეგმება ხა- რაგაულში ამ კომიტეტის სხდომის ჩატარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. ნინო კაპანაძე ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობით გამოწვეულ პრობლემებს კომისია შეისწავლის გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ზვარეში ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობით გამოწვეულ ზიანს ეცნობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება 9 ნოემბერს ხარაგაულის მუნიცი- პალიტეტის გამგებელმა თორნიკე ავალიშვილმა თანამდებობა დატოვა. გაზეთის მომზადების პროცესში დავუ- კავშირდით ყოფილ გამგებელს და ვთხო- ვეთ განემარტა, ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო თუ ვინმეს რჩევით, სად აპირებს საქმიანობის გაგრ- ძელებას და რა გეგმები აქვს მომავალში. ყოფილმა გამგებელმა თავდაპირველად გვიპასუხა, რომ ერთ საათში დავკავში- რებოდით. შემდეგ კი მან ჩვენს სატელე- ფონო ზარებს აღარ უპასუხა. რას გეგმავს მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის კანდიდატუ- რის შერჩევასთან დაკავშირებით, ამის გასარკვევად საკრებულოს თავმჯდო- მარეს, აკაკი მაჭავარიანს დავუკავ- შირდით. „გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად მისი გადადგომიდან ორი კვირის ვადაში საკრებულო გამოაცხადებს კონკურსს. შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც ათი დღის განმავლობაში მიიღებს გამგებ- ლობის მსურველთა განცხადებებს, განიხილავს და შერჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს საკ- რებულოს. ალბათ, სავარაუდოდ, ეს პროცესი ერთ თვეში დასრულდება,” - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ. პარლამენტი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს რადიო თავისუფლება. საქარ- თველოს პარლამენტმა 13 ნოემბერს რიგგარეშე სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. ფინანს- თა მინისტრის მიერ წარმოდგენილი მთავარი ფინანსური დოკუმენტის მი- ხედვით, გაიზრდება როგორც მთლიანად ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილები, ასევე ცალკეული დარგები- სა და სამინისტროების დაფინანსება. ბიუჯეტით გათვალისწინებულია პენ- სიების გათანაბრება საშემოსავლო მინი- მუმთან და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის შემოღება. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებასა და დაფინანსებას. ამასთან, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვითვე, და- ფინანსება შეუმცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო რწმუნებულებს. განათლების სამინისტრო მოსწავლეების გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეების შემსუბუქებას ცდილობს განათლებისა და მეცნიერების სამი- ნისტრო იმ მოსწავლეთა და მასწავლე- ბელთა ტრანსპორტირების საკითხით დაინტერესდა, ვისაც შორი მანძილის გავლა უწევთ ყოველდღიურად სახლი- დან სკოლამდე. განათლების სამინისტროს, მათივე მოთხოვნით, ამბების აკიდო გვ. 2 გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” შემდეგი ნომერი გამოვა 22 ნოემბერს რა უნდა გაკეთდეს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხარაგაულში ხუნეველი გივი სულაქველიძე სოფელს ვერასოდეს მიატოვებს ქვებელ იდენი ჭყოიძეს არასდროს გაუწყვეტია სოფელთან კავშირი 4 გვ. 4 გვ. 4 გვ. რჩევები დამწყებ მეფუტკრეებს 3 გვ. დღეს ნომერშია არჩევნების შემდგომი ხარაგაული და ღირსებადაბრუნებული ადამიანები სოფლის მეურნეობის განვითარების სპეციალური პროგრამის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტებში საკონსულტაციო ცენტრები შეიქმნება ბაზალეთელი კალანდაძეების ოჯახი ქათმის ხორცს მთელი წლის მანძილზე აწარმოებს 2 გვ. 3 გვ. 3 გვ. !^ YJTV,THB7 GFHFCRTDB @_!@ O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb #42 (517) www.chemikharagauli.com წარმოგიდგენთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს 7 გვ. დღეს, 16 ნოემბერს, 15 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში მოს- წავლე-ახალგაზრდობის სახლი გეპატიჟებათ სპექტაკლზე „ბიბ- ლიოთეკის ტყვეობაში” (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). გთხოვთ გვეწვიოთ. დასწრება თავისუფალია. გიწვევთ სპექტაკლზე
8

(517), 15ნოემბერი 2012 წელი.

Jan 30, 2017

Download

Documents

trandiep
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: (517), 15ნოემბერი 2012 წელი.

13 ნოემბერს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, სამინისტროსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობ-რივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ზვარეს მოსახლეობას მათივე მოთხოვნით შეხვდა. „საქართვე-ლოს რკინიგზას” მიერ ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა საფრთხეს უქმ-ნის სოფელ ზვარესა და მიმდებარე ტერი-ტორიის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ამავე დროს, მოსახლეობის თქმით, შეცვლილია პროექტით გათვალისწინებული მარშრუტი. ამჟამად ზვარეში რკინიგზის ხაზის სამშე-ნებლო სამუშაოები შეჩერებულია.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გე-ოლოგიური სამსახურის უფროსმა მერაბ ჩალათაშვილმა დაადასტურა, რომ სარ-კინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პირ-ვანდელი მარშრუტი, რაზეც მშენებლობის ნებართვაა გაცემული, შეცვლილია. რკინიგ-ზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ზვარეს მინერალური წყლის საბადოზე. როგორც მერაბ ჩალათაშვილი ამბობს, მშენებლობის დროს პროექტის კორექტი-რება შესაძლებელია, მაგრამ დადგენილი მარშრუტიდან სამასი მეტრით გადაწევა, ახალი მარშრუტია და არა კორექტირება.

მოსახლეობის გარდა შეშფოთებულია ზვარეს მინერალური წყლის ლიცენზიის მფლობელი. მერაბ ჩალათაშვილი მიიჩნევს, რომ სარკოფაგის მოწყობით ჭაბურღილი ვერ გადარჩება და ზვარეს უნიკალური საბადო დაიკარგება. „რკინიგზის დეპარ-ტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სარკოფაგში მოაქცევენ ჭაბურღილს და სარკოფაგიდან ათი მეტრის სიმაღლეზე გადაივლის ესტაკადით რკინიგზა, - გან-მარტავს მერაბ ჩალათაშვილი, - კანონმ-დებლობით აკრძალულია, რომ მინერალური ჩამოსასხმელი წყლის თავზე რამე აშენდეს. წყლის ფორმირება, მართალია, დაბალ სიღ-რმეებში ხდება, მაგრამ წყალს ნებისმიერი ვიბრაცია დააბინძურებს და მისი გამოყენება

შეუძლებელი იქნება. თუ დაფიქსირდა, რომ რკინიგზის მშენებლობის არეალშია მინერალური წყალი, მას აღარავინ იყიდის.”

ზვარეში აღმოჩნდა კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა - სამ-

შენებლო ნარჩენები მდინარის ხეობაშია ჩაყრილი. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, ჭარბი ნალექის შემთხვევაში ღვარცოფი გარდაუვალია, რადგან მდინარეში ჩაყრი-ლი გაფხვიერებული მასალა ასჯერ მეტი დამანგრეველი ძალისაა, ვიდრე ჩვეულებ-რივი წყალი.

-არ გვინდა, ერთი საქმე გაკეთდეს და ასეთი ბუნებრივი სიმდიდრე დაიკარგოს, - აღ-ნიშნეს ზვარელებმა გარემოს დაცვის მინისტ-რთან შეხვედრაზე და ზვარეს მინერალური ქარხნის ამოქმედება მოითხოვეს. სოფელი ზვარე ცნობილია მინერალური წყლით და არა რკინიგზით, - აცხადებენ ზვარელები.

ზვარეში შეხვედრის შემდეგ პრობ-ლემურ საკითხებზე საუბარი ხარა-

გაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავარიანის კაბინეტში გაგრძელდა. გარემოს დაცვის მინისტრს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუ-ტატი, პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე შეხვდა.

სოფელ ბაზალეთისა და ხანდების უბნის მოსახლეობამ, ასევე არასამთავრობო ორგა-ნიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი” წარმომადგენლებმა ხანდებში გვირაბის აფეთქების შედეგად მიყენებულ ზიანზე ისაუბრეს.

ელზა ბანცაძე (ხანდების უბნის მცხოვრები): -შიშისგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. საქართველოს რკინიგზისა და სამშენებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ სახლის აშენებას ვთხოვ. სწორად გამიგეთ, აღარ ვჩივი აფეთქების გამო მოყენებულ ზიანს, შიშით ვართ ცუდად, გაუსაძლისი მდგო-მარეობაა. წინასწარ გავეფრთხილებინეთ, რომ ასეთი ვითარება იქნებოდა და სხვაგან

წავიდოდით საცხოვრებლად დროებით.მერაბ ჩალათაშვილის თქმით, თავდა-

პირველი მშენებლობის ნებართვის თანახმად, მშენებელს აფეთქები საერთოდ არ უნდა ეწარმოებინა, რადგან ხარაგაული არის სენ-სიტიური თავისი გეოლოგიური აგებულებით. „ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები არ იყო აქ გათვალისწინებული. უნდა გამოყენებულიყო მექანიკური სანგრევი. მე გეუბნებით იმას, რაც ეწერა პირველადი საინჟინრო-გეოლოგიური შეფასების დოკუმენტში. ამის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო დეტალური ძიება,” - აღნიშნა მერაბ ჩალათაშვილმა.

პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზი-დან მას აცნობეს, რომ დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოს რკინიგზის მიერ დაქირავე-ბული ექსპერტები შეამოწმებენ ხანდებში გვირაბის აფეთქების შედეგად დაზიანებუ-ლი საცხოვრებელი სახლების ხარისხს.

კვლევის ჩატარების მოთხოვნით გარე-მოს დაცვის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელი-სუფლებამ მიმართა.

გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის თქმით, ხარაგაულში ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობით გამოწვეულ სერიოზულ პრობლემებს შეის-წავლის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებში შექმნილი ერთობლივი კომისია. „მათი დასკვნის საფუძველზე ვიმსჯელებთ, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი ცუდი შედეგები. დაიგეგმება შესაბამისი ღონიძიებები, როგორ ეშველოს ყველაფერს,” - აღნიშნა მინისტრმა შეხვედ-რის ბოლოს.

პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის განც-ხადებით, რომელიც გარემოს დაცვის საპარ-ლამენტო კომიტეტის წევრია, იგეგმება ხა-რაგაულში ამ კომიტეტის სხდომის ჩატარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობით გამოწვეულ პრობლემებს

კომისია შეისწავლის

გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ზვარეში ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობით გამოწვეულ ზიანს ეცნობა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსი გამოცხადდება9 ნოემბერს ხარაგაულის მუნიცი-

პალიტეტის გამგებელმა თორნიკე ავალიშვილმა თანამდებობა დატოვა. გაზეთის მომზადების პროცესში დავუ-კავშირდით ყოფილ გამგებელს და ვთხო-ვეთ განემარტა, ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო თუ ვინმეს რჩევით, სად აპირებს საქმიანობის გაგრ-ძელებას და რა გეგმები აქვს მომავალში. ყოფილმა გამგებელმა თავდაპირველად გვიპასუხა, რომ ერთ საათში დავკავში-რებოდით. შემდეგ კი მან ჩვენს სატელე-ფონო ზარებს აღარ უპასუხა.

რას გეგმავს მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის კანდიდატუ-რის შერჩევასთან დაკავშირებით, ამის გასარკვევად საკრებულოს თავმჯდო-მარეს, აკაკი მაჭავარიანს დავუკავ-შირდით. „გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად მისი გადადგომიდან ორი კვირის ვადაში საკრებულო გამოაცხადებს კონკურსს. შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც ათი დღის განმავლობაში მიიღებს გამგებ-ლობის მსურველთა განცხადებებს, განიხილავს და შერჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს საკ-რებულოს. ალბათ, სავარაუდოდ, ეს პროცესი ერთ თვეში დასრულდება,” - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

პარლამენტი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს

განიხილავსრადიო თავისუფლება. საქარ-

თველოს პარლამენტმა 13 ნოემბერს რიგგარეშე სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. ფინანს-თა მინისტრის მიერ წარმოდგენილი მთავარი ფინანსური დოკუმენტის მი-ხედვით, გაიზრდება როგორც მთლიანად ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილები, ასევე ცალკეული დარგები-სა და სამინისტროების დაფინანსება. ბიუჯეტით გათვალისწინებულია პენ-სიების გათანაბრება საშემოსავლო მინი-მუმთან და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის შემოღება. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებასა და დაფინანსებას. ამასთან, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვითვე, და-ფინანსება შეუმცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო რწმუნებულებს.

განათლების სამინისტრო მოსწავლეების

გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეების

შემსუბუქებას ცდილობსგანათლებისა და მეცნიერების სამი-

ნისტრო იმ მოსწავლეთა და მასწავლე-ბელთა ტრანსპორტირების საკითხით დაინტერესდა, ვისაც შორი მანძილის გავლა უწევთ ყოველდღიურად სახლი-დან სკოლამდე.

განათლების სამინისტროს, მათივე მოთხოვნით,

ამბების აკიდო

გვ. 2

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” შემდეგი ნომერი გამოვა 22 ნოემბერს

რა უნდა გაკეთდეს

სოფლის მეურნეობის

განვითარებისთვის

ხარაგაულში

ხუნეველი გივი

სულაქველიძე სოფელს

ვერასოდეს

მიატოვებს

ქვებელ იდენი ჭყოიძეს

არასდროს გაუწყვეტია

სოფელთან

კავშირი 4 გვ.

4 გვ.

4 გვ.

რჩევები დამწყებ

მეფუტკრეებს 3 გვ.

დღეს ნომერშია

არჩევნების შემდგომი

ხარაგაული და

ღირსებადაბრუნებული

ადამიანები

სოფლის მეურნეობის

განვითარების

სპეციალური პროგრამის

განსახორციელებლად

მუნიციპალიტეტებში

საკონსულტაციო

ცენტრები

შეიქმნება

ბაზალეთელი კალანდაძეების ოჯახი ქათმის ხორცს მთელი წლის მანძილზე აწარმოებს

2 გვ.

3 გვ.

3 გვ.

!^ yjtv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb#42 (517)

www.chemikharagauli.com

წარმოგიდგენთ

ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის 2013

წლის ბიუჯეტის

პროექტს 7 გვ.

დღეს, 16 ნოემბერს, 15 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში მოს-წავლე-ახალგაზრდობის სახლი გეპატიჟებათ სპექტაკლზე „ბიბ-ლიოთეკის ტყვეობაში” (რეჟისორი ირინე ჩხეიძე).

გთხოვთ გვეწვიოთ.დასწრება თავისუფალია.

გიწვევთ სპექტაკლზე

Page 2: (517), 15ნოემბერი 2012 წელი.

2 xtvb [fhfufekb !^ yjtv,thb7 @_!@ o

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამო-თქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.

,,არჩევნებზე საქართველოს მო-სახლეობამ გამოხატა თავისი ნება. ხმა მისცა ,,ქართულ ოცნებას” და ელოდება ცვლილებებს. არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ რომ აცხადებენ „ნაციონალები”, რატომ არ არის ცვლილებებიო, ცხრა წელიწადში არა-ფერი შეუცვლიათ და ეს დაავიწყდათ?! - ამბობს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგი ნინო ხარაძე, - ორ დღეში ძირეული ცვლილებები ვერ მოხდება. ხალხი ხვალინდელ დღეს იმედით ელოდება. არჩევნების მეორე დღეს ხარაგაულის ქუჩებში რომ გავედი, ადამიანები აბსოლუტურად სხვანაირები იყვნენ - დამშვიდებულე-ბი და ბედნიერები. ამდენი მომღიმარე სახე, რამდენი ხანია, არ მინახავს. საოცრად თვალშისაცემი იყო ეს ცვლი-ლება. ადამიანები საუბრობდნენ იმაზე, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ამბობდნენ. თავისუფლების შეგრძნება დაეუფლა ხალხს. იმ დღეს ძალიან დიდხანს ვიარე ხარაგაულის ქუჩებში. მსიამოვნებდა ბედნიერი ადამიანის დანახვა. რადიკალურად სხვანაირი იქნებოდა ჩვენი მდგომარეობა, არჩევ-ნებს სხვა შედეგი რომ მოჰყოლოდა. ვნახოთ, რა იქნება და რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი მთავრობა.”

არჩევნების შემდგომ ხა-რაგაულში პირველი ადვი-ლად შესამჩნევი ცვლილება ადმინისტრაციულ შენობაში საშვთა სისტემის გაუქმება გახლ-დათ. საშვთა სისტემა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის შენობაში საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის #67 ბრძანებით ამოქმედდა. როგორც მაშინ ხელისუფალნი განმარტავდნენ, საშვთა სისტემა წესრიგის დასაცავად შემოიღეს. ამ პირობებში განსაზღ-ვრული არ იყო წესები ჟურნალის-ტებისთვის. ამდენად, 2012 წლის 10 მაისიდან ოქტომბრამდე პროფესი-ული მოვალეობის შესასრულებლად ჟურნალისტების ადმინისტრაციულ შენობაში შესვლას კანონი კი არ გან-საზღვრავდა, არამედ ხელისუფლების წარმომადგენელთა ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული.

არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 10 ოქტომბერს, ხარაგაულის საკრებუ-ლოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავა-რიანმა ეს ბრძანება გააუქმა. დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საშვთა სისტემის შემოღება საკრე-

ბულოს შენობაში უცხო პირთა შესვლამ განაპირობა: -არჩევნებამდე შენობაში შემოდიოდნენ უცხო პირები. როდესაც ვინაობას ვეკითხებოდით, აცხადებდ-ნენ - მე ვარ იქსი ან იგრეკი. იქსები და იგრეკები არ უნდა დასწრებოდენ საკრე-ბულოს სხდომას. ჩვენ გვქონდა სრული უფლება გვცოდნოდა, ვინ შემოდის საკრებულოს სხდომაზე. ჩვენ არავის-თვის დაგვიხურავს კარები. ეს მაშინ გავაკეთეთ, როცა დაუკითხავად შემო-დიოდნენ და საკრებულოს სხდომების მიმდინარეობას უშლიდნენ ხელს. ახლა უკვე საშვების საჭიროება აღარ არის. ინტერესმა იკლო. ახლა სხვა კუთხით

გაიზარდა ინტერესი და ჩვენც აღარ გვჭირდება საშვები. ბრძანება გაუქმე-ბულია. როცა არჩევნები ჩატარდა, ჩვენ მივულოცეთ გამარჯვებულ პარტიას. არჩევნები ჩატარდა, შეიცვალა დე-პუტატი. ძველ დეპუტატთან კავშირი გვაქვს მხოლოდ ძმური და მეგობრული. რაც შეეხება ახალ დეპუტატს, მასთან სამუშაო განწყობით ვართ.

-თქვენი აზრით, თვითმმართ-ველობას არჩევნების შემდეგ გაეზარდა თუ არა დამოუკიდებ-ლობის ხარისხი?

-თვითმმართველობა ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და დღესაც ასეა. არავითარი პრობლემა არ გვაქვს დე-პუტატთან. რაღაც ინტერესი გაუჩნდა გამარჯვებულ პარტიას და ყველა საკ-რებულოს სხდომაზე შეინიშნება დაინ-ტერესებული ადამიანების დასწრება.

არჩევნებიდან ერთ თვეში, 2012 წლის 9 ნოემბერს, ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის გამგებელმა თორ-ნიკე ავალიშვილმა პირადი განც-ხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. გამგებლის საქმეს პროკურა-ტურა იძიებს. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მომხდარ ავტოავარიას. გამ-

გებელმა ავარიის ფაქტი დამალა და არ განაცხადა პოლიციაში, შესაბამისად არ გამოვლინდა დამნაშავე, რომ მას დაკისრებოდა ზარალის ანაზღაურე-ბა. გამგებელმა ავტომანქანა კანონის დარღვევით ბიუჯეტის სახსრებით შეაკეთა, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 18 ათას ლარამდე დაუჯდა.

ზოგადად როგორია არჩევნების შემდგომი პერიოდი და როგორ

მდგომარეობაშია თვითმმართველობა დღეს ხარაგაულში, - ამ შეკითხვით ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს ნოდარ ებანოიძეს მივმართეთ.

-ვფიქრობ არჩევნების შემდეგ ადა-მიანთა განწყობები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ნელ-ნელა ქრება შიში, რომელიც აიძულებდა მოქალაქეებს, ფრთხილად ან საერთოდ არ გამო-ეთქვათ საკუთარი მოსაზრებები. ამ მიმართულებით წინსვლა გვაქვს, რისი დასტურიც იყო თუნდაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 ნოემბრის სხდომა.

ამასთან, სახეზეა ზოგადი უძრაობაც, ანუ საერთო მდგომა-რეობის უცვლელობა, რომელიც ისეთი მა-ღალი მოლოდინების პირობებში, რომელიც არჩევნების შედეგებმა გააჩინა, რბილად რომ ვთქვათ, თითქოსდა ნორმალური არაა. მე ყველას მინდა ვთხოვო იმის გათვალისწინება, რომ ხელისუფლება ორიოდე კვირაა, რაც მოვალეობის შესრუ-ლებას შეუდგა და მიმ-დინარე ეტაპზე მისი სრული დაკომპლექ-ტებაც კი არ მომხდა-რა. არაორდინალურ

პირობებში მუშაობს პარლამენტიც და ამაში, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ სამუშაო პირობებს არ ვგულისხმობ. ძალიან მნიშვნელოვანია 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის ფორმირების პროცესის დასრულებაც. ბუნებრივია, ადამიანთა მოლოდინები მაღალია და ეს კარგად იგრძნობა ხარაგაულშიც.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა მთელს ქვეყანაში თვითმ-მართველობის ფიქტიურობაა. ანუ, იგი არის და არც არის. არსებობს შესაბა-მისი კანონმდებლობა, შეერთებულნი ვართ ევროპულ ქარტიას, ტარდება ადგილობრივი არჩევნები, თუმცა ეს

ყველაფერი ფიქცია იყო. სინამდვილე-ში თითქმის ყველა გადაწყვეტილება ცენტრალურ ხელისუფლებაში, უფრო მეტიც, ზოგჯერ გუბერნატორების მიერ მიიღებოდა. მიმდინარე ეტაპ-ზე ხარაგაულში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასა-ტარებელი. მომავალი ადგილობრივი არჩევნები 2014 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს. მანამდე კი დიდი საკანონმდებლო რეფორმაა გასატარე-ბელი. ამ რეალობიდან გამომდინარე, საჭიროა, არსებული საკრებულოს ფარგლებში გამოინახოს კონსესუსი და აღმასრულებელი ხელისუფლება კვალიფიციური კადრებით დაკომპ-ლექტდეს. ეს უნდა მოხდეს გამჭვირ-ვალედ და ამ პროცესში ფართოდ უნდა ჩაერთოს მოსახლეობაც, რაც იქნება წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელო-ვანესი გარანტი. უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანე-სია გამგებლის პოსტზე ხარაგაული-სათვის საკადრისი კადრის შერჩევა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შემდგომ პროცესებს. მჯერა, რომ ხა-რაგაულის საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური სპექტრი

წარმატებით დავძლევთ ამ ბარიერს.

მხოლოდ არჩევნების შემდეგ შეძ-ლო კოალიცია „ქართული ოც-

ნების” წარმომადგენელმა ინგა მაღ-რაძემ იმ საიჯარო ხელშეკრულების მოპოვება, რომელსაც ექვსი თვეა ით-ხოვდა. საქმე ეხება „ნაციონალური მოძ-რაობის” სათაო ოფისსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც პარტიამ ფართი დაიქირავა. ხელშეკრულება გაფორმებულია 2009 წლის 5 ოქტომბერს მუნიციპალიტე-ტის გამგებელ თორნიკე ავალიშვილსა და ნაცმოძრაობის გენერალურ მდივან ზურაბ მელიქიშვილს შორის. ხელშეკ-რულებით ნაცმოძრაობამ ოფისისთვის დაიქირავა ფართი დ. ხარაგაულში. ამ ხელშეკრულების თანახმად 60 კვმ ფართის ყოველთვიური საფასურია 15 ლარი. ხელშეკრულება ორი წლის ვადითაა დადებული. როგორც ინგა მაღ-რაძე აღნიშნავს, გამგებლის მოადგილემ მიაწოდა დამატებითი შეთანხმების დო-კუმენტი, რომელიც 2012 წლის 1 იანვ-რითაა დათარიღებული, სადაც თვიური ქირა 150 ლარს შეადგენს, რაშიც შედის კომუნალური გადასახადებიც. ინგა მაღ-რაძემ თხოვნით მიმართა საკრებულოს წევრებს, შეისწავლონ, მოხდა თუ არა აღნიშნული ქონების ქირავნობით გაცე-მის დროს შესაბამისი პროცედურების დაცვა და მოხდა თუ არა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე აღნიშნული ფართის გაქირავება.

„მოქალაქეები, რომლებიც გარკ-ვეული წნეხისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, ნელ-ნელა გამოდიან მდგომარეობიდან. ამ ადამიანებმა იგრ-ძნეს თავისუფლება. განსაკუთრებით საჯარო მოხელეებმა და პედაგოგებმა, - აღნიშნავს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი ინგა მაღრა-ძე, - აქამდე ხმის ამოღებას ვერ ბედავენ და ახლა უკვე დაიწყეს საუბარი იმ პრობლემებზე, რაც ზოგადად იყო ხარა-გაულში. ახლა საჯარო ინფორმაციებს დროულად ვიღებთ, როცა ადრე თვეების განმავლობაში ვერ ვიღებდით. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანები ალაპარაკდნენ ზეწოლებზე, რაზეც აქამდე ვერ საუბრობდნენ. რაც შეეხება გამგებლის ქმედებებს, შესასწავლია

უამრავი დოკუმენტი. რეგაგირებას მოვახდენთ ყველა დარღვევაზე. დეპუ-ატატის ბიუროში ყოველდღე უამრავი ადამიანი მოდის ბევრი მტკივნეული პრობლემით. ძირითადად დახმარებას ითხოვენ სამედიცინო კუთხით, დასაქ-მების და სხვ. ბევრი ადამიანი მოგვმარ-თავს უფლებების შელახვის ფაქტზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართლებრივი საფუძვლები გავამყაროთ და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ამ ადამიანებს დავეხმაროთ. პირად საუბარში საკრებულოს წევრები აღნიშნავენ, რომ დაიწყეს დამოუკიდებ-ლად ფიქრი და აზროვნება. ისინი ადრეც ძალიან კარგად აზროვნებდნენ, მაგრამ რატომღაც დუმდნენ.

ივნისში ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის გამგეობამ საკ-

რებულოს შესთავაზა საბიუჯეტო ცვლილება, რომლის თანახმადაც ერთ-ერთი სტუდენტის სწავლების თანხა უნდა დაფინასებულიყო. მაშინ გამგებელმა თორნიკე ავალიშვილმა ეს ფაქტი საფინანსო სამსახურის შეც-დომად ჩათვალა. დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ 5 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

სხდომაზე წარმოადგინა 2012 წლის 24 მაისს ხელმოწერი-ლი ბრძანება, სადაც წერია, რომ სოფელ კიცხში მცხოვ-რებ ანი ჩხიკვაძეს გაეწიოს მატერიალური დახმარება

გაეროს მისიაში სტაჟირები-სათვის საჭირო სხვადასხვა ხარჯის დასაფარავად 1500 ლარით. „როცა გამგეობა საკრებულოს საბიუჯეტო ცვლილებას სთავაზობდა, ბრძანება უკვე ხელმოწერილი ყოფილა. როცა ეს ფაქტი აღმოვაჩინეთ, თანხა უკან დააბრუნეს. ამ გოგონას არ უცხოვრია და არ უსწავლია ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტში. ის, სხვათაშორის, კიცხის რწმუნებულის შვილია. ბიუროში მოგვმართავს უამრავი სტუდენტი, რომლებსაც სტუდენტის სტატუსი შე-უჩერდათ იმის გამო, რომ მათ ოჯახებს თანხის გადახდის საშუალება არ აქვს,” -ამბობს ინგა მაღრაძე.

არჩევნების შემდეგ, 10 ოქტომბერს, სტუდენტ ანი ჩხიკვაძის მამამ, პაატა ჩხიკვაძემ 1500 ლარი უკან დააბრუნა. „ჩემი შვილი ანი ჩხიკვაძე კიცხში დაბადებული და გაზრდილია, მაგრამ ჩაწერილია თბილისში. როგორც სა-ფინანსო განყოფილებაში მითხრეს, არ შეიძლებოდა თურმე ამ თანხის მიღება. ჰოდა, დავაბრუნე, ბატონო, ფული უკან,” - ამბობს პაატა ჩხიკვაძე.

ხარაგაულის ისტორიული მუზე-უმის მეცნიერ-თანამშრომელი ეკა შველიძე ამბობს, რომ არჩევნებს ადამიანი ყოველთვის იმედით უყუ-რებს და ელოდება ცვლილებებს. „სწორედ ამაშია არჩევნების არსი. ალბათ არჩევნების დანიშნულებაც ეს არის, როცა ამთავრებს რაღაც ეტაპს ერთი პოლიტიკური ჯგუფი და იწყებს მეორე. დემოკრატიული საზოგადო-ებისათვის ეს დამახასიათებელია. ჩვენ, მოქალაქეებს, გვეძლევა საშუალება, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ. ჩემი აზრით, ამ არჩევნებში ხალხმა, საკუთარი გადაწყვეტილებით, სიახლის სურვი-ლი გამოხატა. ცვლილებით მოსახლე-ობას უნდა კიდევ უფრო კარგი იყოს მომავალი. ჩვენ გვახსოვს, როგორი მდგომარეობიდან გამოვიდა ქვეყანა, - იყო სიბნელე, უშუქობა, კრიმინალი. ამ არჩევანით უკეთესი იქნება ჩვენი ცხოვრება. ასე ვფიქრობთ და ასე გვგონია. ქართველი ხალხის ღირსებაა მოთმინების უნარი. ჩვენი უფლება იყო აგვერჩია და ავირჩიეთ,” - დასძენს ქალბატონი ეკა.

სოფო ჭიპაშვილი

არჩევნების შემდგომი ხარაგაული და ღირსებადაბრუნებული ადამიანები

ამბების აკიდო

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრმა გადასცა ინფორმაცია, თუ რო-მელ სკოლაში რამდენი მოსწავლე გადის სკოლამდე მანძილს ფეხით და თითოეული რამდენ კილომეტრს; სად არის შესაძლე-ბელი ტრანსპორტით უზრუნველყოფა და სად ვერ მოხერხდება უგზოობის გამო.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მამუკა ჭიპაშვილის, ინფორ-მაციით, განათლების სამინისტრომ, ამ ეტაპზე, შეარჩია ცხრა სკოლა, ვინაიდან ჩათვალეს, რომ დანარჩენი სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირება, ჯერ-ჯერობით, ვერ მოხერხდება.

„ჩვენ სამინისტროს მივაწოდეთ დაწვრი-ლებითი ინფორმაცია, - ამბობს მამუკა ჭი-პაშვილი, - არის საუბარი, რომ სკოლებს მიეცეთ ტრანსპორტით მომსახურებაზე ტენდერის გამოცხადების შესაძლებლობა. ეს პროექტი დამუშავების პროცესშია და ამიტომ, ჯერჯერობით, უფრო დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, ფაქტია, რომ ახალი მინისტრი დაინტერესებულია, შემსუბუქდეს მოსწავლეების მდგომარეობა გადაადგილებასთან დაკავშირებით.

შერწყმული სკოლები, შესაძლოა, გამოცალკევდეს

განათლების სამინისტრო შერწყმული სკოლების დაცალკევების პროექტზეც მუშაობს.

„განათლების ახალმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა რომ ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის სკოლების წინაშე მდგარი პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ჩვენეული ხედვის შესახებ ინფორმაცია მოგვთხოვა, სხვა რამდენიმე პრობლემასთან ერთად, დო-ტაციური ხუნევის სკოლისგან გედსა-მანიის სკოლის გამოყოფის საკითხიც დავსვით, - ამბობს ხარაგაულის საგან-მანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჭიპაშვილი, - ხუნევის საჯარო სკოლაში არის 14 ფინანსური კლასი - შვიდი ხუნევში და შვიდი - გედსამანიაში. მოსწავლეთა კონტინგენტი მცირეა და ვაუჩერი არ ჰყოფნის ელემენტარული პრობლემების მოსაგვარებლადაც კი. ეს პრობლემა მოგვარდება ძალიან მარტივად, თუკი ჩვენ ამ ორ სკოლას - ხუნევისა და გედსამანიის - გამოვყოფთ ერთმანეთის-გან ანუ დავუბრუნდებით 2006 წლის მდგომარეობას. 2006 წელს შეერწყა ეს ორი სკოლა. გამოცალკევების შემდეგ თითოეულ სკოლას შეეძლება საკუთარი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და აღარც დოტაციური სკოლა გვეყოლება.

შესაძლოა, განათლების სამინისტრომ ასევე განიხილოს საღანძილის სკოლიდან ვანის სკოლის გამოცალკევების საკითხი.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება სათბობით უზრუნველყოფილია

გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, უკვე ერთი თვეა, რაც გაერთიანებაში შემავალი რვავე საბავშვო ბაღი უზრუნველყოფილია სათბობით. მალე იგეგმება ხევში საბავშვო ბაღის გახსნა. გაერთიანების დირექციამ ხევის საბავშვო ბაღის სათბობით მომა-რაგების საკითხი უკვე მოაგვარა.

ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების

სკოლებში ინტერნეტი მიუწვდომელია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში ინტერნეტი ხელმისაწვ-დომი, ფაქტიურად, მხოლოდ საჯარო სკოლებშია. ბოლო ხანს კი სკოლებშიც სერიოზული შეფერხებაა ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, „ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის უმრავლეს სკოლებში ინტერნეტით უპრობლემოდ სარგებლობდნენ. ერთი თვეა, რაც „მაგ-თის” ახალი პროვაიდერი - „ჯეოსელი” ჩაენაცვლა. სწორედ ამ დღიდან დაიწ-ყო, რომ იტყვიან, სოფლის სკოლებში ინტერნეტის მომხმარებელთა წამება. „ფაქტიურად, სოფლებში საერთოდ არ აქვთ ინტერნეტი და სადაც არის, დღეში სამჯერ-ოთხჯერ ითიშება. გვიხდება მუდმივად „ჯეოსელის” ცხელ ხაზზე დარეკვა. ეს პრობლემა რომ განათლების სამინისტროს შევატყობინეთ, გვითხრეს, რომ „ჯეოსელი” ახალი ოპერატორია და მოსაწესრიგებელია მდგომარეობა, საქართველოს სკოლების 80 პროცენ-ტი ანალოგიურ მდგომარეობაშია. იმედია, რომ მალე გამო-სწორდება ეს სიტუაცია.”

პირველი გვერდიდან

გვ. 7

Page 3: (517), 15ნოემბერი 2012 წელი.

3xtvb [fhfufekb!^ yjtv,thb7 @_!@ o

2012 წლის საპარლამენტო არჩევ-ნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ამომრჩე-ველს ჰპირდებოდა გამარჯვებისთანავე სოფლის მეურნეობის აღორძინებისთ-ვის სპეციალური პროგრამის განახორ-ციელებას.

„საწყის ეტაპზე შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების ერთმი-ლიარდიანი ფონდი! - ნათქვამია დაპი-რებაში, - სოფელს გარანტირებული ექნება:• გრძელვადიანი და წლიური 3%-

მდე შეღავათიანი სესხი;

• სასოფლო-სამეურნეო ტექნიკითა და საწვავით უფასო სარგებლობა;

• უფასო სასუქი და შხამქიმიკატები;• მოსავლის დაზღვევა;• უხვმოსავლიანი სათესლე მასალა

და მაღალი ხარისხის ნერგები;• გამართული სარწყავი და სადრე-

ნაჟე სისტემა;• დაცული შიდა აგრარული ბაზარი;• საერთაშორისო ბაზრების ხელმი-

საწვდომობა;• თანამედროვე ტექნოლოგიები, სა-

კონსულტაციო და საინფორმაციო ცენტრები.”

როდიდან და როგორ დაიწ-ყება სოფლის მეურნე-

ობის აღორძინებისთვის სპეცი-ალური პროგრამის განახორცი-ელება და ვინ უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტებში ამ პროგ-რამას, - ამ შეკითხვით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივ-მართეთ.

როგორც სამინისტროს საზოგა-დოებასთან ურთიერთობის დეპარ-ტამენტიდან გვაცნობეს, სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ სტრატეგიაზე სასაუბროდ მინისტ-რი დავით კირვალიძე შეხვდა და ვრცლად ესაუბრა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს რი-ჩარდ ნორლანდს.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერა-ციების შექმნის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, საირიგაციო არხების რეაბილიტაცია, მიწის რეგისტრაცია და საკონსულტაციო ექსტენციის ცენტრების დაარსება ყველა რაიონში ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართუ-ლებებია,” - აღნიშნა დავით კირვალი-ძემ. მინისტრის განცხადებით, საქართ-ველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი პარტნიორების დახმარება, უპირველეს ყოვლისა, გამოცდილების გაზიარების კუთხით.

აშშ-ს ელჩის განცხადებით, შეერ-თებული შტატები მზად არის აქტი-ურად ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორცი-ელებაში.

ფოტოზე: სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოში შეერთე-ბული შტატების ელჩს რიჩარდ ნორ-ლანდს შეხვდა

სოფლის მეურნეობის

განვითარების სპეციალური

პროგრამის განსახორციელებლად

მუნიციპალიტეტებში

საკონსულტაციო ცენტრები შეიქმნება

მეფუტკრეობა საქართველოს სოფ-ლის მეურნეობის უძველესი და ტრა-დიციული დარგია. მეფუტკრეობის ისტორია ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. მეფუტკ-რეობას მისდევდნენ მოსახლეობის ყველა ფენის, მათ შორის, სასულიერო წოდების წარმომადგენლები. ქართველ ხალხს ფუტკარი უყვარდა როგორც ღვთაებრივი მწერი. წესად ჰქონდათ შემოღებული ფუტკრის შელოცვა ავი თვალისგან.

უძველესი დროიდან დღემდე სა-ქართველოში მეფუტკრეობის სამი ფორმა არსებობდა: ტყიური, ნახევრად შინაური და შინაური. თანამედრო-ვე (კულტურული) მეფუტკრეობის წარმოშობას ხელი შეუწყო სამმა დიდ-მა გამოგონებამ. ესენია: დასაშლელი ჩარჩოიანი სკა, ხელოვნური ფიჭა და ციბრუტი.

ქართული ფუტკარი ბუნებით ნაბო-ძები გამორჩეული ნიშან-თვისებების გამო მსოფლიომ აღიარა, როგორც სა-უკეთესო და მეფუტკრეობის საერთშო-რისო კონგრესებზე სხვადასხვა წლებ-ში სამჯერ მიენიჭა ოქროს მედალი. ქართული ფუტკრის ჯიშობრივი სიწ-მინდისათვის საქართველოს ტერიტო-რია 1958 წლიდან გამოცხადებულია ნაკრძალად. მსოფლიო მნიშვნელობის ამ გენოფონდის შესარჩუნებას ესაჭი-როება სახელმწიფო დაცვა.

კომუნისტების ეპოქაში ქართული ფუტკრის დედების და ამანათნაყრების გამოყვანას ემსახურებოდა საჯიშე მეურნეობები. ერთ-ერთი ასეთი მეურ-ნეობა იყო ხარაგაულის რაიონში. შემდეგ ეს მეურნეობები დაიშალა, ალტერნატიული არაფერი შექმნილა. ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ეს ტრადიციული დარგი უყურადღებოდ იყო მიტოვებული ისევე, როგორც მთლიანად სოფლის მეურნეობა.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ეს დარგი მაინც ვითარდებოდა. მე-ფუტკრეობის ასოციაციის ვარაუდით დღეისათვის საქართველოში 300 000 ფუტკრის ოჯახია და მათი რაოდენო-ბა ყოველწლიურად იზრდება. ახალი მთავრობა გვპირდება, რომ სოფლის მეურნეობა გახდება პრიორიტეტული.

მოსახლეობის მხრიდან ფუტკ-რის მოშენებისადმი გამოჩენილი

მზარდი ინტერესი გახდა ამ წერილის დაწერის მიზეზი. მე შევეცდები პა-

სუხი გავცე დამწყები მეფუტკრეების იმ კითხვებზე, რომლებსაც ხშირად მისვამენ პირად საუბრებში და მი-ვაწოდო რჩევები ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან.

მეფუტკრეობა მოითხოვს გონებრივ და ფიზიკურ შრომას. თეორიული ცოდნის გარეშე ამ დარგში წარმატებას ვერ მიაღწევ. როგორც დიდი ილია გვასწავლის: „არც სულ უწიგნურობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა.”

გონივრული შრომის პირობებში მეფუტკრეობა ოჯახისთვის არის მატერიალური შემოსავლის წყარო. ჩემს მაგალითზე მოგახსენებთ. მივიღე უმაღლესი განათლება და მქონდა შე-საბამისი სამსახური, მაგრამ როდესაც საქართველოში არასტაბილური გა-რემო შეიქმნა (20 წლის წინ) და აღარ ღირდა საჯარო სამსახურში მუშაობა, დავრჩი უმუშევარი. რაღაც გზა უნდა გამომენახა, რომ ოჯახი შემენახა. იმ დროისთვის მყავდა რამდენიმე ძირი ფუტკრის ოჯახი. გადავწყვიტე, რომ განმევითარებინა მეფუტკრეობა და ასეც მოვიქეცი. ჩემს ოჯახს რეალუ-რად გაუჩნდა საარსებო მინიმუმი.

მეფუტკრეობას არ უნდა შევხედოთ, როგორც იოლი შემოსავლის წყაროს, ადვილად გამდიდრების საშუალებას. იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან არაპუნქტუალურები, დაუდევრები და ზარმაცები, ჯობია ამ საქმეს ხელი არ მოჰკიდონ, რომ შემდგომში თვითონ არ განიცადონ იმედგაცრუება და სხვასაც

არ შეუქმნან პრობლემები.მეფუტკრეობის ყველაზე დიდი

მტერი არის დაუდევარი მეფუტკრე. მოუვლელ ფუტკარში თავს იჩენს დაავადებები, რომლებიც რამდენიმე კილომეტრი რადიუსით ქურდი და მოხეტიალე ფუტკრებიდან გადაეცემა სხვა საფუტკრეებს.

ერთხელ ერთმა კაცმა მთხოვა, რომ მენახა მისი ფუტკარი. მითხრა, რომ ათი ოჯახიდან დარჩა ოთხი ოჯახი. ნანახით გაოგნებული დავრჩი. იქ მძვინვარებდა დაავადება ამერიკული სიდამპლე. ეს დაავადება მკურნალობას ძნელად ემორჩილება. მისი საფუტკ-რედან ჩემი საფუტკრე მდებარეობდა ოთხ კილომეტრში. დამწყებ მეფუტკ-რეებს ვურჩევ, წელიწადში ორ-სამჯერ თავიანთი ფუტკარი გამოცდილ მე-ფუტკრეს შეამოწმებინონ, რომ რაიმე დაავადება არ გამოეპაროთ.

დამწყებ მეფუტკრეთათვის ფუტკრის შეძენის ყველაზე

კარგი დრო არის გაზაფხული. ფუტკ-რის შეძენამდე გირჩევთ, რომ შეიძი-ნოთ მეფუტკრეობის სახელმძღვანელო და შეისწავლოთ ფუტკრის ბიოლოგია და მოვლა-პატრონობა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც წერა-კითხ-ვის უცოდინარ მეფუტკრეებს ჰქონდათ მეურნეობები. შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში ფუტკარი გვხვდებოდა ფუღუროებსა და კლდის ნაპრალებში. დღეს ფუტკარი ადამიანის ჩაურევლად უკვე ვეღარ არსებობს იმიტომ, რომ არის დაავადება ვაროატოზი, რომლის

საწინააღმდეგოდაც გვიწევს ფუტკრის სისტემატური მკურნალობა.

დასაწყისისთვის უმჯობესია შე-იძინოთ ორი ამანათნაყარი (პაკეტი). თუ ეკონომიური მდგომარეობა ხელს გიწყობთ, ორი ოჯახის შეძენა ჯობია. ამანათნაყარიდან თქვენ იმავე წელს მოსავალს ვერ მიიღებთ. ერთი სეზონი მის ოჯახად გადაქცევას ჭირდება. ორს იმიტომ გირჩევთ, რომ თუ ერთი რაღაც მიზეზით გაქრება, მეორე დაგრჩებათ და გულგატეხილობა არ დაგეუფლებათ.

ოჯახის შეძენის შემთხვევაში შე-გეძლებათ იმავე წელს მიიღოთ თაფლი და გამოყოთ ძირითადი ოჯახიდან დამატებით ამანათნაყარი. უმჯობესია ფუტკარი შეიძინოთ კვალიფიციური მეფუტკრესგან, რომელიც ზედმი-წევნით კარგად იცავს ვეტერინა-რულ-სანიტარულ პირობებს და ჰყავს ჯანმრთელი ფუტკარი. თუ აპრილის დასაწყისში ყიდულობთ ფუტკრის ოჯახს, სკაში უნდა იყოს არანაკლებ ოთხი ჩარჩო ბარტყი. ბარტყი ჩარჩოზე განლაგებული უნდა იყოს თანმიმდევ-რულად უჯრედების გამოტოვების გარეშე, რაც დედის კარგ ხარისხზე მიგვანიშნებს. ფუტკრის ოჯახი მინი-მუმ ხუთი კილომეტრით უნდა დავა-შოროთ იმ ადგილს, სადაც შევიძინეთ, რომ ფუტკარი უკან არ დაბრუნდეს. სკა არ უნდა დავდგათ დაბლობ ჩაღრმავე-ბულ ადგილას, სადაც ზედმეტი ტენია. ფუტკრის ოჯახი უფრო მდგრადია სიცივის

რჩევები დამწყებ მეფუტკრეებს

მეფუტკრე უნდა იყოს პუნქტუალური და მშრომელი

გვ. 4

სოფელ ბაზალეთში სამი წლის წინ, ჯუმბერ კალანდაძის ოჯახმა გადა-წყვიტა, რომ საკუთარი ბიზნესი წამო-ეწყო. მათ საკუთარი სახსრებით ააგეს შენობა, შეისყიდეს სახორცე ჯიშის ფრინველები და ხელი მიჰყვეს მეფრინ-ველეობის განვითარებას. დღესდღე-ობით ჯუმბერ კალანდაძე აწარმოებს მაღალხარისხიან ქათმის ხორცს. ფრინველებს ზრდიან ნატურალური სიმინდით და სხვადასხვა აუცილებელი საზრდელი ვიტამინებით. რეალიზება ხდება ხარაგაულში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ხაშურში. იღებენ კერძო შეკვეთებსაც. ფერმაში დასაქმებულია ოთხი ადამიანი. კალანდაძეების ოჯახი

ქათმის ხორცს მთელი წლის განმავ-ლობაში აწარმოებს. ჩვენთან საუბარში ჯუმბერ კალანდაძემ აღნიშნა, რომ სამომავლოდ ფერმის გაფართოებას არ გეგმავენ, თუმცა შეიძინეს ახალი დანადგარები, რომელიც გააუმჯობე-სებს კვების პროცესს და ფერმის ფუნ-ქციონირების ხარისხს. ხარაგაულში სუპერმარკეტების მფლობელებმა და მომხმარებლებმაც აღნიშნეს, რომ ჯუმბერ კალანდაძის მიერ მოწოდებუ-ლი ნაწარმი მოწონებას იმსახურებს, ხარისხიანი და ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის.

თამარ ჩხიკვაძეავტორის ფოტო

ბაზალეთელი კალანდაძეების ოჯახი ქათმის ხორცს მთელი

წლის განმავლობაში აწარმოებს

Page 4: (517), 15ნოემბერი 2012 წელი.

4 xtvb [fhfufekb !^ yjtv,thb7 @_!@ o

შოთა სახვაძე (სხლითი): -20-25 წლის ახალგაზრდები გადაეჩვიენ მუშაობას და გაზარმაცდნენ. ამბობენ, სასუქი ძვირიაო. ასი „პაჭკა” სასუქი რომ მისცე უფასოდ და ყანა მოუხნა, თოხს არ მოჰკიდებენ ხელს და ყანას სასუქს არ მიაყრიან. არ იციან მუშაობა.

ტექნიკით ყანის დამუშავება ძვი-რია. ხარაგაულის უმეტესი სოფლები მოუსავლიანია. კიცხსა და ბორს არა უშავს, იქ ყურძნის მოსავალი მაინც მოდის.

ხარაგაულში უნდა განვითარდეს მესაქონლეობა და მეღორეობა. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც პა-ტარა ბიზნესს წამოიწყებს ამ კუთხით, ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს, რომ გადა-სახადებით არ დაახრჩონ.

ადრე, როცა კოლმეურნეობა იყო, ახალგაზრდები შეისწავლიდნენ სოფ-ლის მეურნეობას და იცოდნენ, რა რო-გორ გაეკეთებინათ. სოფელიც სავსე იყო ხალხით. ბრიგადირი ასწავლიდა და სპე-ციალისტები რჩევებით ეხმარებოდნენ. პროდუქცია იქმნებოდა. დღეს გლეხებმა არ იციან, ეფექტურად როგორ მართონ მეურნეობა. ზოგი აიღებს კრედიტს, დახარჯავს და შედეგს ვერ ღებულობს.

ხელშეწყობა უნდა სოფლის მეურნე-ობას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღე-ბამდე აზრთა გაცვლა-გამოცვლა უნდა მოხდეს, რა და როგორ ჯობია. ადრე, სოფლისა და რაიონის ხელმძღვანელები ეკითხებოდნენ მოსახლეობას აზრს. ახლა ჩვენთან, კარგა ხანია, არავინ მოსულა აზრის გამოსაკითხად. ერთ-მანეთსაა დაშორებული ხელისუფლება და მშრომელი ხალხი. მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ. შემდეგ მომავალ არჩევნებამდე ივიწყე-ბენ. ახლანდელ დეპუტატს ვუთხარი, ხშირად გაიხსენეთ ხალხი-მეთქი. წელიწადში ორჯერ მაინც მოვალო, - დამპირდა.

ვლადიმერ ჭიპაშვილი (ისლარი): -ხარაგაულში სოფლის მეურნეობის ბევრი დარგის განვითარება შეიძლება. 87 წლის კაცი ვარ და უშრომლად ვერ ვჩერდები. ჩემთვის ყველაფერს ვაკეთებ და მოსავა-ლიც მომდის.

ჩვენთან უნდა განვითარდეს მევე-ნახეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა. ვისაც შრომა და გარჯა უყვარს, ბევრი რამ შეიძლება მოიყვანოს. თუ იშრომებ, ჩვენს სოფელში ისეთი ნიადაგია, რომ კარგ მოსავალს მიიღებ. ხელის შეწყობა ხელისუფლებიდან ნამდვილად გვინდა. მიწის დასახნავად და სასუქის შესაძე-ნად დახმარებაა საჭირო.

ელენე გაგოშიძე (კიცხი): -ხა-რაგაულის რაიონში ძირითადად მე-ხილეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა და მესაქონლეობა უნდა განვითარდეს. ხუთი ძროხა მყავს ოჯახში და იმით ვარსებობ. თუმცა საკვები ისე ძვირია, რომ პირუტყვს, როგორც საჭიროა, ისე ვერ ვკვებავთ.

საწვავი უნდა გაიაფდეს, რომ შევძ-ლოთ ჩვენი ნაკვეთების დამუშავება და შემდეგ მოსავლის აღება. უნდა გაიაფ-

დეს სასუქი, შესაწამლი მასალები. ოც ლარს რომ ერთ კილოგრამ წამალში გადაიხდი, რამდენჯერ შეძლებ ვაზის შეწამვლას.

ბაჩუკი გორგაძე (ხევი): -საკუ-თარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ჩვენს პირობებში სოფლის მეურნეობის მხრივ პრიორიტეტად მიმაჩნია მეფუტკ-რეობა. ეს დარგი უფრო მეტად უნდა განვითარდეს. რა თქმა უნდა, ცოტა შემცირდა ყვავილოვანი მცენარეები, იმოქმედა ხეების გაჩეხვამ, მაგრამ პრიორიტეტულად მაინც ეს მიმაჩნია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ასევე

უნდა განვითარდეს მეცხოველეობა. თუმცა ჩვენთან ზამთრის პერიოდი ცოტა ხანგრძლივია და ამ დროს პირუტყვის გამოკვება რთულია.

ერთ-ერთი წამყვანი დარგია მევე-ნახეობა. ყურძენი იმდენი მაინც უნდა მოიყვანო, რომ შენი ოჯახი დააკმაყო-ფილო. არიან ოჯახები, რომლებსაც რამდენიმე სული ძროხა ჰყავთ და ამით ოჯახსაც არჩენენ და კიდეც ყიდიან მი-ღებულ პროდუქტს. ჩვენს მუნიციპალი-ტეტში ცოტ-ცოტა ყველაფერი მოდის. მთავარია, არ იზარმაცოს ადამიანმა.

ნიკოლოზ მაჭავარიანი (ხარა-გაული): -ხარაგაულში შეიძლება გან-ვითარდეს მეცხოველეობა, მეხილეობა. დაახლოებით ათი-თორმეტი წელია, სოფელ ბორში ორასი ძირი თხილი გავაშენე. მაქვს მიწის ნაკვეთები, სადაც გაზაფხულზე ორმოცი კაკლის ნერგი უნდა გადავრგო. ამის შემდეგ მექნება ორმოცდაათამდე ძირი კაკალი. ვხნავ ნაკვეთებს და მომყავს სიმინდი, ლობიო. თუმცა ისეთი მოგებით არა, როგორც სხვა კუთხეში, ნოყიერ ნიადაგზე მოვა. წელს თხილის მოსავალი ნაკლებად მოვიდა, შარშან კი 250 კილოგრამი გამ-ხმარი თხილი მივიღე და 1000 ლარის ჩავაბარე. ჩვენთან ასევე კარგმოსავლი-ანია ჯონჯოლი. ხარაგაულში შეიძლება ვაშლი არ მოგივიდეს ისეთი, რომ გორის ვაშლს გაუწიოს კონკურენცია, მაგრამ ჯონჯოლი, თხილი და კაკალი უნდა გა-აშენო ადამიანმა. მეცხოველეობა უფრო მთიან სოფლებშია მომგებიანი და კარგი შემოსავლის წყაროა. მეფუტკრეობა ყოველთვის მომგებიანი დარგი იყო და არის ხარაგაულში. ფუტკარს კარგი მოვლა სჭირდება. სამაგიეროდ თაფლი სერიოზული შემოსავლის წყაროა.

მოამზადა სოფო ჭიპაშვილმა

მოსახლეობის აზრით

რა უნდა გაკეთდეს სოფლის მეურნეობის

განვითარებისთვის ხარაგაულში

მიმართ, ვიდრე - ტენის. არც ისეთი ადგილი უნდა შევარჩიოთ, სადაც ქარი ძლიერად ხვდება. გაზაფხულზე მზიან ადგილზე დადგმულ სკაში უფრო სწრაფად ვითარ-დება ფუტკარი, ვიდრე ჩრდილში მყოფში. ხოლო ზაფხულის პაპანაქება სიცხის

დროს უმჯობესია, თუ სკას დავჩრდილავთ. ფუტკრის ოჯახის შეძენასთან ერთად საჭიროა ვიყიდოთ საბოლებელი, პირბადე და საფხეკი.

მთავარი ღალიანობის დაწყებამდე ფუტკარს უნდა ჩავუტაროთ დამატებითი გამაღიზიანებელი კვება, თუნდაც საკვები საჭირო რაოდენობით ჰქონდეს, რომ დედა ფუტკარმა გააძლიეროს კვერცხმდებლობა და ღალიანობას ძლიერი ოჯახით შეხვდეს.

სკაში არსებული მდგომარეობის შე-სასწავლად უნდა გავსინჯოთ ფუტკრის ოჯახები. ამისთვის საჭიროა ჩავიცვათ კომბინიზონი, მოვამზადოთ საბოლებელი და საფხეკი. ფუტკართან მუშაობის დროს მეფუტკრეს არ უნდა ასდიოდეს ოფლის, ალკოჰოლის, ნივრის და სხვა რაიმე მკვეთ-რი სუნი, რაც ფუტკარს გააღიზიანებს და აღაგზნებს დანესტვრისათვის.

დანესტვრის შემთხვევაში ნესტარი უნდა მოვიშოროთ სწრაფად, ფრჩხილის

გვერდიდან გასმით და არა ხელის მოჭერით და ამოძრობით, რომ დამატებით არ ჩავწუ-როთ შხამი. შემდეგ დანესტრილი ადგილი წყლით უნდა მოვიბანოთ, რომ შხამის სუნმა სხვა ფუტკრები არ გააღიზიანოს.

ფუტკრის ოჯახი უნდა გავსინჯოთ მზიან ამინდში. ბუდის გახსნა და საბო-ლებლის გამოყენება აფერხებს ფუტკრის ოჯახის ნორმალურ მუშაობას. ამიტომ გასინჯვის ხანგრძლივობა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. სკიდან ამოღებული ჩარჩო არ უნდა მოვაშოროთ სკის ზედა-პირს, რომ დედა ფუტკარი შემთხვევით არ ჩამოვარდეს და ბალახებში არ დაიკარგოს.

საჭიროა საფუტკრეში საწყურებლის მოწყობა, რადგან გაზაფხულზე ფუტკრებს, განსაკუთრებით ბარტყიანობის დროს, ბევრი წყალი სჭირდებათ. წყლისთვის ფუტკარი დაბალ ტემპერატურაზე (+30-ზე) გამოფრინდება სკიდან, თუ წყალი შორსაა, ფუტკრები ცივდება და ნაწილი გზაში იღუ-პება. საფუტკრეში უნდა დავდგათ წყლიანი კასრი, რომლის ონკანიდან მრუდეღარიან ფიცარზე წვეთ-წვეთად იდენს წყალი.

მთავარი ღალიანობის დაწყებამდე უნდა მოვიმარაგოთ ხელოვნური ფიჭა. ბუდეში ყოველწლიურად სამი ძველი ფიჭა უნდა შევცვალოთ, რომ ოთხ წელიწადში ბუდე განვაახლოთ. ძველი ფიჭა არის გა-შავებული. ასეთი უჯრედების მოცულობა

მცირეა და მასში პატარა ზომის ფუტკრები გამოდიან. მას შემდეგ, რაც ძირა კორპუსი მთლიანად შეივსება ფიჭიანი ჩარჩოებით და ფუტკრით, ვადგამთ ზემოდან საკუჭ-ნაოს ან პირდაპირ კორპუსს. კორპუსის დადგმის შემთხვევაში ძირა კორპუსიდან ორბარტყიან ჩარჩოს ამოვიტანთ მეორე კორპუსში და ვათავსებთ შუა ადგილზე. თაფლის გამოწურვას ვახდენთ მთავა-რი ღალიანობის დამთავრების შემდეგ, როდესაც თაფლიანი ჩარჩოების 70% გადაბეჭდილია.

ფუტკრის რაოდენობა ალბათ ბევ-რად მეტი იქნებოდა, რომ არ

არსებობდეს ფუტკრის დაავადებები და მავნებლები. მათი რაოდენობა ძალიან დიდია. შევჩერდები მხოლოდ ერთ მათ-განზე, რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ვაროატოზი ფუტკ-რის ინვაზიური დაავადებაა, რომელიც გავრცელდა აზიიდან. დღეისათვის ეს დაავადება საქართველოს ყველა რაიონშია დაფიქსირებული. ვაროატოზს იწვევს ტკიპი ვარორა იაკობსონი. იგი აზიანებს როგორც ფუტკარს, ისე ღია და გადა-ბეჭდილ ბარტყს. ტკიპი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ვაროატოზის საწინააღმდეგოდ ვიყენებთ: მავრიკს, ვარვაკომს, ბიპინს, ვაროსტოპს და სხვა პრეპარატებს. ფუტკრის დამუშავება ვაროატოზზე არ შეიძლება ღალიანობის წინ მინიმუმ ორი კვირა და ღალიანობის დროს, რომ წამლის კვალი თაფლში არ დარჩეს. როდესაც ფუტკარს ტკიპზე ვა-მუშავებთ ყოველწლიურად ერთი და იმავე პრეპარატით, ტკიპი იძენს იმუნიტეტს მის მიმართ. ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩ-ნია, დავამუშაოთ სხვადასხვა პრეპარატით კომბინირებულად. დამუშავება უნდა მოხ-დეს მონაცვლეობით. დამუშავებას ვიწყებთ თაფლის გამოხდის დამთავრებისთანავე.

ზურაბ მაჭავარიანი

მეფუტკრე უნდა იყოს პუნქტუალური და მშრომელი

გივი სულაქველიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის მცხოვრებია. მისი მრავალრიცხო-ვანი ოჯახი შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. გივი სულაქველიძის ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან მიღებული პროდუქციაა.

ბატონი გივი თავის კუთვნილ მიწებ-თან ერთად სოფლის იმ მოსახლეების მიწებსაც ამუშავებს, რომლებმაც მიწა მიატოვეს და ქალაქში წავიდნენ.

სიმინდი, გოგრა, ლობიო, პომი-დორი, კიტრი, მარწყვი, ყურძენი - ეს ყველაფერი გივი სულაქველიძეს სა-

კუთარ მეურნეობაში იმდენი მოჰყავს, რომ წლიდან წლამდე ოჯახს ჰყოფნის. სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციისგან თავს იკავებს. „ყვე-ლაფერს მოვლა უნდა, ყურძენს წამალი სჭირდება, სიმინდს - სასუქი. პროდუქ-ტებს არ ვყიდი, იმდენიც არ მოდის, რომ ხარჯები ამინაზღაუროს, თუმცა ოჯახში ყოველთვის გვაქვს საკმარისი მარაგი,” - მითხრა ბატონმა გივიმ.

დავინტერესდი და გივი სულაქ-ველიძეს ვკითხე, რა ხელშეწყობა სჭირდება მთავრობისგან სოფლის მეურნეობას.

„მთავრობა უფასოდ რომ მოგვ-

ცემდეს სასუქს და ვენახის შესაწამლ საშუალებებს, კარგი იქნება. უფრო მეტ შემოსავალს მივიღებთ. ზოგ-ჯერ გვალვაა, ზოგჯერ უხვი ნალექი გვინადგურებს მოსავალს. მთავრობა უნდა დაგვეხმაროს და სოფელში ერთი ტრაქტორი მაინც გვყავდეს. ხარით და ხელით მიწების დამუშავება ძნელია, მაგრამ რა ვქნა, მაინც ვახერხებ. ბევრი პრობლემის მიუხედავად, ჩემი მამული ძალიან მიყვარს და მას ვერასდროს მივატოვებ,” - ამბობს ხუნეველი გივი სულაქველიძე.

გიორგი ლომიძე

1940 წლის 15 იანვარს სოფელ ქვებში დაბადებული ირაკლი (იდენი) ჭყოიძე ბავშვობიდანვე სოფლის მეურნეობაშია ჩართული. პერიოდულად იგი მუშაობდა მარაბდა-ახალქალაქის მშენებლობაზე, მემანქანედ, დეპოში ოსტატად, მაგრამ სო-ფელთან არასოდეს გაუწყვეტია კავშირი.

პენსიაში გამოსვლის შემდეგ აქტი-ურად მიჰყო ხელი სოფლის მეურნეობას. ბატონ ირაკლის სოფელში ყველა იდენის ეძახის. სამი შვილი და რვა შვილიშვილი ჰყავს. ორი შვილიშვილი სტუდენტია,

ოთხი - სკოლის მოსწავლე. დანარჩენები მუშაობენ. ცოტ-ცოტას ეხმარებიან, მაგრამ თავად ოჯახის უფროსი არაფერს ავალებს.

ბატონი იდენი აქტიურად აშენებს ვენახს და ყოველწლიურად დაახლოებით ტონა-ნახევარ მოსავალს იღებს. ამ დროისთვის ყველაზე მეტად თხილის მოშენებითაა დაკა-ვებული. დილიდან საღამომდე ელაზნაურის მინდვრებშია, კომუნისტების დროს მიტო-ვებულ ადგილებს ასუფთავებს და თხილს აშენებს. თხილი ერთ ჰექტარზე გააშენა.

ნახევარ ჰექტარზე ახლა აშენებს. გაისად ოთხ ტონამდე თხილის მოსავალს ელოდება.

წლების წინ იდენი ჭყოიძემ მარწ-ყვი მოაშენა და 0,05 ჰექტარზე კარგი მოსავალიც მოუვიდა, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, მარწყვი არ გაუჩერეს, „გადამიჭამეს და ფეხებით გადათელესო.” ამიტომ შეწყვიტა მარწყვის მოშენება.

ბატონი იდენის სიმინდის ყანები დაახ-ლოებით 25 ჰექტარზეა გაშენებული. შარ-შან კი ქვებში დაახლოებით ჰექტარნახევარი მიწა შეისყიდა. კარგი მიწაა და ბარაქიანი მოსავალი მომყავს, ლობიოც საკმაოდ მო-მივიდაო,” - მითხრა იდენი ჭყოიძემ.

ორი წელია, რაც კალმახის მოშენება დაიწყო. „საკმაოდ დიდები გაიზარდნენ, - მიამბობს ბატონი იდენი, - მინდოდა საკალ-მახე მეურნეობის განვითარება, მაგრამ რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის გამო უნდა დაინგრესო და ჯერჯერობით თავს ვიკავებ. თუ რკინიგზის მაგისტრალი ჩემს საკალმახეზე არ გაივლის, აუცი-ლებლად მოვიშენებ დიდი რაოდენობით კალმახს და გავიტან ბაზარზე.”

იდენი ჭყოიძე ფიქრობს, რომ აუცი-ლებელია სოფელს ტრაქტორი ჰყავდეს. „მიწის დამუშავება გვიჭირს და ტრაქ-ტორი მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება. გვიჭირს სასუქის შეძენაც და ამაში თუ დაგვეხმარება ახალი ხელისუფლება, კარგი იქნება,” - თავის მოსაზრებას გვი-ზიარებს გამოცდილი მეურნე.

ხვიჩა ჭყოიძე

„ჩემი მამული ძალიან მიყვარს და მას ვერასდროს მივატოვებ”

ქვებელ იდენი ჭყოიძეს არასოდეს გაუწყვეტია სოფელთან კავშირი

მესამე გვერდიდან

Page 5: (517), 15ნოემბერი 2012 წელი.

5xtvb [fhfufekb!^ yjtv,thb7 @_!@ o

არასამთავრობო ორგანიზაცია „სხივის” ჩანართი მომზადებულია პროექტის „მოქალაქეობრივი მორალის და კანონის სამსახურში” ფარგლებში

თემურ შველიძის (ბაზალეთის საჯარო სკოლა), მარიამ ბლუაშ-ვილის (ბორითის საჯარო სკოლა), სალომე ტალახაძის, მარიამ გოგ-ნაძის, გიგა ჩიტაძის (ზვარეს საჯა-რო სკოლა), ხათუნა გოგოლაძის (ვერყვიჭალის საჯარო სკოლა), ეკა ცხადაძის, გოჩა ინასარიძის, თე-ონა ლომსაძის (ვახანის საჯარო სკოლა), შოთა და თამარ ლომსა-ძეების, ბექა მეცხოვრიშვილის (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია), გიორგი კალანდაძის (სარგვეშის

საჯარო სკოლა) ნახატები ბავშვური გულწრფელობით და მრავალფეროვანი ფანტაზიით იყო შესრულებული.

„არაჩვეულებრივი ნამუშევრებია, გაოცებული დავრჩი, ისეთი გულით, სულით, სიყვარულით არის შესრუ-ლებული, - აღნიშნა პროექტის ხელმ-ძღვანელმა იზა ვეფხვაძემ, - ძალიან ამაღლებული დღე გამოგვივიდა. ჩვენი მიზანია, რომ შეზღუდული შესაძლებ-ლობის მქონე ბავშვების ინტეგრაცია მოხდეს საზოგადოებაში. გამოფენა

ბევრმა მათმა თანატოლმა დაათვალი-ერა და ნახატებიც შეიძინა. ნახატების ავტორები ძალიან ცნობადები გახდნენ. იმედია, წლების შემდეგ ყველა ლამაზად გავიხსენებთ ამ დღეს.”

არასამთავრობო ორგანიზაცია „სხი-ვი” მომავალში არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს. მათ შორის ერთობლივი პოეზიის საღამოების, კონცერტების, მეგობრობის ხეივანის მოწყობას. „ასე რომ, მაქსიმალურად გვინდა, შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირთა ინტეგრაცია მოხდეს, რად-

გან ისინი მართლაც ეულად გრძნობენ თავს. ამ ბავშვებს უნდა მივანიჭოთ სიხარული, ბედნიერება და ადამიანური წვლილი შევიტანოთ მათი ცხოვრების გალამაზებაში,” - ამბობს იზა ვეფხვაძე.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის VIII კლასელმა ხათუნა გო-

გოლაძემ გამოფენაზე სამი ნახატი მოიტანა. როგორც თავად ხათუნა ამბობს, ძალიან უყვარს ყვავილები და ხეები. ხათუნას დედა ლუიზა მაჩიტიძე გვიყ-ვება, რომ ხათუნას მეზობლებიდან ხში-

რად მოაქვს ქოთნის ყვავილების ნერგები და ყველას ახარებს. „ხათუნას ხატვაც ძალიან უყვარს და წერაც. ეს დღე მისთ-ვის მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლო-ბის მქონე პირთა ჩართვა აუცილებელია. დიდი მადლობა ყველას, რომ ეს ბავშვები დააფასეთ,” - ამბობს ქალბატონი ლუიზა.

ბაზალეთის საჯარო სკოლის მე-სამე კლასის მოსწავლეს, თემურ შველიძეს სურს, მხატვარი გახდეს. „დღეს თემური ძალიან გახარებული და ბედნიერია, - ამბობს თემურის დედა ირინე შველიძე, - ზღაპრების გმირები უყვარს და მათ ხატავს.”

„მთელი საღამო გახარებული და აღტაცებული იყო. ძლივს დაიძინა, თან მეუბნებოდა, ხომ აუცილებლად წამიყვან ნახატების გამოფენაზეო, - გვიამბობს ვახანის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი თეონა ლომსაძის მამა ზაზა ლომსაძე, - მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს და ყვე-ლას, ვინც დღეს ეს ბავშვები დააფასა.”

ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მასწავლებელმა მარიკა ტაბატაძემ აღნიშნა, რომ მის მოსწავლეებს ძალიან უყვართ ხატვა. „ბედნიერები და გახარე-ბულები არიან, თავისი ნამუშევრები და ამდენი დამთვალიერებელი რომ ნახეს. ეს მათთვის დიდი სტიმულია. ასეთი ღონისძიებები თუ ხშირად მოეწყობა, კარგი იქნება.”

ხარაგაულის საბიბლიოთეკო სისტემის გაერთიანების დირექ-

ტორმა ნანა ლურსმანაშვილმა სახატავი რვეულებით და ფანქრებით დააჯილდოვა ნახატების ავტორები, ორგანიზაცია „სხივი” კი ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

საქველმოქმედო აქციაზე ყველა ნა-ხატი გაიყიდა. შემოსული 262 ლარიდან მოსწავლეებმა 100 ლარით შეიძინეს ღვთისმშობლის ხატი კანდელით და ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწო-დებულის ტაძარს შესწირეს, ხოლო 162 ლარი ხარაგაულში მშენებარე საკა-თედრო ტაძრის მშენებლობის ფონდში გადარიცხეს. ხარაგაულის ანდრია პირ-ველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ფილიპემ (აბაშიძე) დალოცა საქველმოქმედო აქციის ორგანიზატო-რები და მონაწილეები. „თქვენ ძალიან დიდი და კეთილი საქმე გააკეთეთ, - მიმართა მოძღვარმა მოსწავლეებს, - თქვენს სახელზე ეკლესიაში ჯანმრ-თელობის პარაკლისი აღევლინება.”

ნინო კაპანაძე

თეონა მთელი საღამო მეკითხებოდა, ხომ წამიყვან ნახატების გამოფენაზეო

8 ნოემბერს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არასამთავრობო ორგანიზაცია „სხივის” ინიციატივით პროექ-ტის ფარგლებში „მოქალაქეობრივი მორალის და კანონის სამ-სახურში” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ხარაგაულის მუნი-

ციპალიტეტის შვიდი საჯარო სკოლის ცამეტმა მოსწავლემ 35 ნახატი წარმოადგინა. მოსწავლეთა ნამუშევრები ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სხვა-დასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სხივი” (ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე) ახორციელებს პროექტს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა სა-ზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით. პროექტში ჩართულნი არიან პედიატრე-ბი, ფსიქოლოგები, პედაგოგები.

ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწ-ყებითი კლასების მასწავლებელი ნინო გურეშიძე პროექტში მისი დაწყებისთა-ნავე ჩაერთო.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექ-ტია, - აღნიშნავს ნინო მასწავლებელი, - ტრენინგები, რომლებიც კვალიფი-ციურმა იურისტებმა ჩაგვიტარეს, ძალიან საინტერესო და ბევრისმომ-ცემი იყო. მე სპეციალური საჭიროების

ბაშვებთან ვმუშაობ ინდივიდუალური პროგრამით. მუშაობის შედეგად მოს-წავლე ბევრად უფრო აქტიურია სას-წავლო პროცესში და თანატოლებთან ურთიერთობაში.

მომავალში იგეგმება მსგავსი პროექტების განხორციელება და მეც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. უკეთესი იქნება, თუ საზოგადოების ჩართულობა გაიზრდება.”

ნინო გურეშიძის თქმით, პროექტის ფარგლებში იგეგმება წიგნის გამო-ცემა, რომელშიც შევა მოსწავლეთა ნამუშევრები და ბიოგრაფიები.

წარმატებებს ვუსურვებთ პროექ-ტის მონაწილეებს.

თამარ ჩხიკვაძე

ბაზალეთელი პედაგოგი ნინო გურეშიძე „სხივის” პროექტით

კმაყოფილია

8 წლის ჯუბა ეჯიბაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. ჯუბა სოფელ ჩხერში ცხოვრობს. ჯუბას დედა ნონა ობუხოვი ფიქრობს, რომ ჯუბას მდგომარეობა ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროს მიღებულმა ტრავმამ განაპირობა. პირველი ოპერაცია ჯუბას ერთი წლის წინ გაუკეთდა, რამაც უმნიშვნელო შედეგი გამოიღო. აუცილებელია მეორე ოპერაცია, რასაც ორი ათასი ლარი სჭირდება. ჯუბას დედა იმედოვნებს, რომ ოპერაცია ვაუჩერით დაფინანსდება. ქალბატონი ნონა ობუხოვი ძალიან წუხს, რომ სოფლებში ცუდი გზებია. ეტლის ქონის მიუხედავად, უგზოობის გამო ბავშვს სკოლაში ხელით ატარებს.

-ვფიქრობ, რომ მომავალში ჯუბას სკოლაში ხელით ტარებას ვეღარ შევძ-ლებ, - წუხს ქალბატონი ნონა.

ჯუბას უყვარს მუსიკა და აქვს სიმღერის ნიჭი. სკოლაში მეგობრებს ძალიან უყ-ვართ, რადგან თბილი და კონტაქტურია. ჯუბას დიდი ოცნებაა, ჰქონდეს კომპიუტერი.

სალომე და სოფო ალავიძეებიფოტოზე: ჯუბა ეჯიბაძე სალომე და სოფო ალავიძეებთან ერთად

ჯუბას დიდი ოცნებაა,

ჰქონდეს კომპიუტერი

Page 6: (517), 15ნოემბერი 2012 წელი.

6 xtvb [fhfufekb !^ yjtv,thb7 @_!@ o

მის დაბადებას თოფის სროლა არ მოჰყოლია, არც შამპანურით სავსე ჭიქე-ბი, არც ზარ-ზეიმი. უბრალოდ, მისთვის არავის ეცალა. ცრემლით მოევლინა ამ ქვეყანას და ცრემლითვე იმკიდა თავისი სიცოცხლის პირველსავე წუთებს.

ბედის განგებამ ასე დასაჯა. ჯერ იყო და მშობელი დედა მის მშობიარობას გადაჰყვა, მეორე უბედურება კი ის იყო, რომ თვითონ თანდაყოლილი დამბლით დაიბადა და სავარაუდოდ, მთელი სი-ცოცხლე ვერ შესძლებდა თავისი ფეხით სიარულს, რაზედაც ოჯახის ჭირი-სუფლები და საახლობლო, ცხადად თუ ფარულად მას სდებდნენ ბრალს. არადა, ისედაც დაჩაგრულსა და უმწეოს, კიდევ ცოდვებით უმძიმებდნენ სულს.

ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნა-ლიაო და რამდენიმე წლის შემდეგ ყვე-ლაფერი ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა.

უჩა (ასე ვუწოდოთ პირობითად პატა-რას), არაჩვეულებრივად ნიჭიერი ბავშვი გამოდგა. ბევრს კითხულობდა, განსა-კუთრებით ისტორიით და ლიტერატურით იყო გატაცებული. უყვარდა პოეზია და თავადაც წერდა ლექსებს.

გულით და სულით პატრიოტი იყო. რამდენჯერ უფიქრია, რაიმე ისეთი გაეკეთებინა, გმირობის ტოლფასი რომ ყოფილიყო, მაგრამ კარგად იცოდა, რომ მისთვის ეს აუხდენელი ოცნება იყო. გული სევდით აევსებოდა ხოლმე და კე-დელზე ჩამოკიდებული დედის სურათის-კენ გაეპარებოდა თვალი. თითქოს მისგან ელოდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, რჩევას. დედის სითბო და ალერსი აკლდა და ამას ძალიან განიცდიდა. ამ ყველა-ფერს ისიც ემატებოდა, რომ ხანდახან

ყურს მოჰკრავდა ნათესავების ნათქვამს: -ეს ბიჭი რომ არ დაბადებულიყო, საცო-დავი დედამისი ხომ დღესაც ცოცხალი იქნებოდაო. თავს დამნაშავედ თვლიდა. ერთხელ სცადა კიდეც გულის ნაღველში ამოვლებული კალმით დაეწერა ისეთი რამ, ცოტათი რომ მაინც ეგრძნო შვება. სცადა და გამოუვიდა კიდეც:

მურტალო წუთისოფელო,ნეტავ რად გამაჩინეო,დედა მომიკალ, ვერ ვნახე,მე კიდევ დამარჩინეო.ზღვა სიყვარული წამართვი,ცრემლები დამადინეო,სასთუმალს ვერსად ვპოულობ,დედასთან დამაძინეო.უჩას, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად

გადაადგილება არ შეეძლო. ამაში მას ეტლი და მეზობელი გოგონა ეხმარებოდა. გოგონას უჩა ეზოში ჩაჰყავდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.

ცხელი აგვისტოს ერთ საღამოს, როცა ბავშვები ჩვეულებისამებრ ეზოში თამაშით ირთობდნენ თავს, უჩა მეგობარ-მა გოგონამ ეზოში ჩაიყვანა და უჩასვე თხოვნით იქვე მდგომი თუთის ხის ქვეშ დატოვა. მის შორიახლო ორი პატარა ბავშვი ქვიშის ნარჩენებში თამაშობდა. გოგონა მოთამაშე ბავშვებს შეერია. ეზოს კუთხეში ბიჭებს ფეხბურთი გაეჩაღები-ნათ და გაოფლიანებულ სახეზე ალმური ასდიოდათ. იქვე დაყრილ შეშის მორებზე ორი მოზარდი მორიდან მორზე ხტომით ირთობდა თავს.

უეცრად შეშის გროვის ერთი ნაწილი ჩამოიშალა და აქეთ-იქით გაიფანტა. ერთი მოზრდილი მორი ქვიშაში მოთა-მაშე პატარებისკენ წამოვიდა, ოდნავ

დამრეც ეზოში მორს მეტი გასაქანი მიეცა და ნელ-ნელა სიჩქარეს უმატა. საჭირო იყო მორის დროულად შეჩერება, თორემ ქვიშაში მოთამაშე ორ პატარას გარდაუვალი გასრესა ემუქრებოდა. დრო არ ითმენდა, გაოგნებული ბავშვები დაბნეულობისგან ვერაფერს ახერხებდ-ნენ. უჩამ წამში წარმოიდგინა, თუ რა მოელოდათ პატარებს. ეტლის ბორბლები მთელი ძალით დაატრიალა ხელებით და ბავშვებისკენ წამოსულ მორს გზა გადაუკეტა. ეტლი გადაბრუნდა, უჩა სავარძლიდან გადმოვარდა და სახით ქვიშაში ჩაემხო. აუტანელი ტკივილი იგრძნო, მაგრამ მაინც მორისკენ გაექცა თვალი, რომელიც ქვიშაში მოთამაშე პატარებისგან ორიოდ მეტრში გაჩერებუ-ლიყო. ბაშვებს შვების ოხვრა აღმოხდათ, სირბილით უჩასკენ გაემართნენ და გარს შემოეხვივნენ. სახედასისხლიანებულ უჩას თვალებზე სიმწრისა და სიხარულის ცრემლები ჩამოუგორდა და დაკაწრული სახე აუწვა. ბავშვებმა უჩა წამოაყენეს და ხელით აიყვანეს სახლში. ოთახში, სადაც უჩა იწვა, მთელმა სამეზობლომ მოიყარა თავი. მათ შორის იმ პატარების დედაც იყო, რომლებიც უჩამ გადაარჩინა. ქალს გულში ჩაეკრა უჩა და ჩურჩულებდა:

-შენ ჩემი გმირი ხარ, ჩემი მესამე შვილი, დღეიდან მე ვიქნები შენი დედა.

უჩას ტკივილი დავიწყებოდა. სულ სხვა სითბოს გრძნობდა - დედაშვილურ სითბოს და სიყვარულს. გული სიამაყით ჰქონდა სავსე. ის, რაზეც ოცნებობდა, შეძლო, რომ ახდენოდა.

ამ დროს კი კედლიდან დედის სურათი უმზერდა, რომელსაც თითქოს სიამაყის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ამბობ-და: ღირდა სიკვდილი ამად.

მერაბ მესხიშვილი

მოქალაქეობრივი მორალისა და კანონის სამსახურში

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სხივი” (თავმჯდომარე იზა ვეფხვაძე) პროექტის „მოქალაქეობრივი მორალის და კანონის სამსახურში” ფარგლებში გამოაცხადა

ლიტერატურული კონკურსი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების პრობლემატიკას ეხებოდა. გთავაზობთ კონკურსში გამარჯვებულ ნამუშევრებს.

გმირი

თოვდა. ლამაზი, იისფერი და ფა-ფუკი ფანტელები ტაატით ეშვებოდნენ მიწაზე. ხეებს თეთრი ნაბდები ჩაეცვათ და მოწყენილები შესცქეროდნენ თოვ-ლიან მთებს.

მე მარიამი მიმყავდა. მსუბუქად მივა-გორებდი თოვლში ეტლს. მარიამი ჩემი მეგობარია. ის შეზღუდული შესაძლებ-ლობის მქონეა - სიარული არ შეუძლია, მაგრამ ძალიან ჭკვიანი, ლამაზი და ნიჭიერია. ჩვენ სკოლაში ერთ მერხ-

თან ვზივართ. კლასში ყველას უყვარს მარიამი. მის შემოსვლას დიდი ოვაციით ხვდებიან. ის ჩვენნაირია და ხშირად გვჯობნის კიდეც სწავლაში. უნდა ნახოთ, როგორ მიდის დაფასთან. ჩვენ მერხები ისე დავალაგეთ, რომ მარიამმა ეტლით თავისუფლად იმოძრაოს.

მარიამს უყვარს თოვლი და ერთად გამოვდივართ ხოლმე ქუჩაში. ახლაც მეზობელ ეზოსთან რომ მივედით, ბავ-შვები აყიჟინდნენ: „მარიამი მოსულა,

მარიამი.” შემოეხვივნენ მარიამს და სიყვარულით შესცქეროდნენ. ეზოში თოვლის პაპა წამოეჭიმათ. მიიყვანეს მარიამი, ხელში სტაფილო მიაწოდეს და ცხვირი გაუკეთეო, შესთავაზეს. მარიამმა ღიმილით გადახედა გოგო-ბიჭებს და თოვლის პაპას ცხვირის ადგილას სტაფილო დაუმაგრა.

მარიამი ჩვენნაირია, ჩვენი ლამაზი მეგობარია. ჩვენ ის ძალიან გვიყვარს. ჭკვიანია და ხშირად გვჭირდება მისი დახმარება.

გიორგი მაჭარაშვილივაშლევის საჯარო სკოლა

ის ჩემი მეგობარია

ის, რაც 14 წლის მანძილზე გამივლია, მისი ნოველისა და ჩანახატის სახით წარმოდგენა შეუძლებელია. მხოლოდ შემიძლია მოკლედ, ძალიან მოკლედ მო-გითხროთ იმის შესახებ, თუ რა დღეები გადავიტანე გიორგის ავადმყოფობის გამო.

არ არსებობს ოჯახი, რომელიც არ ფიქრობდეს, რომ ოჯახში ეზრდებოდეს ძე, რომელიც მის გვარს გააგრძელებს. ორი გოგონა მყავს - ნინო და თამარი. დღეს ისინი ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის XII კლასელები არიან. როცა მესამე ბიჭი შემეძინა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მიხაროდა ყველაფერი, გაჭირვე-ბაც კი. მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი სიხარული. ოთხი თვის გიორგის ექიმმა დაუსვა დიაგნოზი - დაუნის სინდრომი. ეს სიტყვა მაშინ გავიგონე პირველად. თავზარი დამეცა, ვერაფერი გავიგე. მხო-ლოდ ექიმის სიტყვები ჩამესმოდა, ბავშვი ვერ გაივლის, ვერ იმეტყველებს და რა ვიცი, კიდევ რა... ბავშვის საავადმყოფოში დატოვებაც კი შემომთავაზეს.…აზრი დავკარგე. სამი-ოთხი საათი ვერაფერს ვგრძნობდი. გონზე რომ მოვედი, მოვი-კითხე ჩემი გიორგი. მომიყვანეს. ჩავიხუტე გულში და რაც ძალა და ღონე მქონდა, საავადმყოფოდან გამოვიქეცი.

იმ დღის შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ნერვიულობა, სტრესი, უარ-ყოფითი ემოციები... ვიყავი სულ ცუდად. გოგონებსაც სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. ვხვდებოდი, რომ მალე

დავიღუპებოდი და შვილები ობლად, დედის გარეშე დამრჩებოდნენ.

მაგრამ მოვიკრიბე ძალა. სულით არ დავეცი. სასოწარკვეთილებაში აღარ ჩავაგდე ჩემი თავი. დავიწყე სირბილი ერთი საავადმყოფიოდან მეორეში, ერთი ექიმიდან მეორესთან და არ ვიცი, როგორ მოვაღწიე აქამდე. არ გამომიტოვებია მკურნალობის არც ერთი კურსი. მარტო 700 ამპულა ნემსი ჩემი ხელით გავუკე-თე ჩემს გიორგის. მეც, რა თქმა უნდა, ვმკურნალობდი, რომ ნევროზი დამეძლია და ჩემი შვილებისთვის სამაგალითო და საყვარელი დედა ვყოფილიყავი.

აქვე მოვიყვან ვიქტორ ჰიუგოს სიტყ-ვებს „ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლი-ერი.” ამ სიტყვებს ჩემი გამოცდილებიდან ვეთანხმები. მართლაც, ძლიერი დედა ვარ. ჩემი დედობის ღირსების სია ძალიან გრძელია და როცა განვლილ გზას გავყუ-რებ, საკუთარი თავით ძალიან ვამაყობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გმირი დედა ვარ, რადგან ჩემი ძალისხმევით დღეს ჩემი გიორგი დადის, დარბის, ფეხბურთს თამაშობს, უყვარს ხატვა, სიმღერა, სა-კუთარი ხელით ჭამს და იცვამს, იბანს და მეხმარება საოჯახო საქმეებში, უყურებს სატელევიზიო გადაცემებს. უყვარს თავი-სი დები, მამა, ნათესაობა და ჩემს გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებს, არ მიშორებს გვერდიდან. ხანდახან ვეტყვი ხოლმე ჩემს მეუღლეს და შვილებს, რომ მე და გიორგიმ ასი წელი უნდა ვიცოცხლოთ ერთად და

მერე ერთად წავალთ ამქვეყნიდან-მეთქი. დღეს მე მდიდარი არ ვარ, მხოლოდ ერთ ოთახში ვთავსებით ოჯახის ხუთი წევრი. შეიძლება კიდეც გაგიკვირდეთ, მაგრამ მე მაინტერესებდა მხოლოდ ის, რომ გიორგის წამლის ფული მქონოდა, მკურნალობის კურსი რომ არ ჩამეგდო. ახლაც ასე ვარ, წამლებს რომ ვიყიდი, ეს არის ყველაზე დიდი სიხარული ჩვენი ოჯახისთვის.

და ბოლოს, მე მინდა ქართველ დედებს თხოვნით მივმართო: ნუ მიატოვებთ თქვენს შვილებს. თქვენი ძალით და ენერგიით შეგიძლიათ შვილი გვერდით გყავდეთ და იამაყოთ კიდეც. და კიდევ ერთი თხოვნა: თქვენს შვილებს ნუ გამოიყენებთ სავაჭროდ, ნუ დაამცირებთ, „დამეხმარეთ, შვილი მყავს ავად,” - ნუ აკადრებთ ამ სიტყვებს თქვენს შვილებს. ამ დროს ისინი ძალიან იტანჯებიან.

როცა გიორგი გამიჩნდა, სულ იმას ვნატრობდი, გაიზრდება და სამშობლოს გამოადგება-მეთქი. მე უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო. მსურდა, ჩემი გიორგი სამხედრო პირი ყოფილიყო, საქართველოს სამსახურსა და სიყვარულში ჩართული, მაგ-რამ... ღმერთმა არ ისმინა ჩემი ვედრება. ამი-ტომ მოხარული ვიქნები, თუ იმ დახმარებით, რასაც გიორგი უნდა ღებულობდეს, ერთი ქართველი ჯარისკაცი მაინც ისარგებლებს ახალი ტანსაცმლით. ასე ვფიქრობ... და ჩემი გიორგის სახელით ემსახურება კიდეც თავის საყვარელ სამშობლოს.

მარინა ნავაძე

„ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი”

2012 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში ფონდ „ღია საზოგადოება - სა-ქართველოსა” და ქსელური პროგრამის „აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი საზღვ-რებს გარეშე” ხელშეწყობით ჩატარდა ტრენინგების სერია რეგიონული არა-სამთავრობო ორგანიზაციების წარმო-მადგენლებისათვის. დასკვნითი სამუშაო შეხვედრა 11-12 ოქტომბერს ფონდის ოფისში გაიმართა. ტრენინგში მონაწი-ლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან, 4-10 ნოემბერს, 12 მონაწილე გაემგზავრა სასწავლო ვიზიტით

ჩეხეთში გამოცდილების გასაზიარებლად შემდეგ საკითხებზე: ადვოკატირება ევრო-კავშირის დონეზე, ეფექტური კომუნიკა-ციის სტრატეგიის შემუშავება, ადგილობ-რივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, მხარდამჭერთა მოზიდვა, ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო ცხოვრებაში და ა.შ. მონაწილეთა შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სხივის” წარმომადგენელი მარიამ გაჩეჩილაძე.

-რაიონებში არსებული არასამთავრო-ბო ორგანიზაციებისთვის ძალზედ მნიშვ-ნელოვანია მსგავსი სახის შეხვედრები, - გვიამბობს მარიამი, - ჩვენი მასპინძელი გახლდა არასამთავრობო ორგანიზაცია DEMAS-ი - ქსელური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანე-ბულია მრავალი NGO.

ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში ვეს-ტუმრეთ არაერთ არასამთავრობო ორ-განიზაციას, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. მათმა წარმო-მადგენლებმა გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება და პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სამოქალაქო სექ-ტორი გაცილებით ადრე განვითარდა, იქაური გამოცდილების გაზიარების შემ-დეგ ნათელი გახდა, რომ საქართველოში

მომუშავე არასამთავრობოები არანაკლებ აქტიურად ვმუშაობთ, არ ჩამოვრჩებით მათ განვითარების დონით და მცირე თან-ხებით ვახერხებთ არაერთი საჭირო და საინტერესო პროექტის განხორციელებას.

ვიზიტის ფარგლებში შევხვდით საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმო-მადგენელს, რომელსაც ჩეხეთ-საქართ-ველოს ურთიერთობაზე ვესაუბრეთ. ჩეხეთში მიღებული გამოცდილება ყველა იქ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის ძალზედ ფასეული და მნიშვნელოვანია. ევროპაში ძალიან

პოპულარულია მოხალისეობის პროგ-რამა, არაერთი ახალგაზრდა მუშაობს მოხალისედ ყოველგვარი ანაზღაურე-ბის გარეშე (ზოგჯერ მოხუცებიც). ეს ტენდენცია საქართველოშიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს.

სამოქალაქო სექტორის განვითარე-ბისთვის აუცილებელი პირობაა მჭიდრო კავშირი ადგილობრივ ხელისუფლებას-თან. ეს საკითხი საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემატურია, ევროპაში კი ამ მხრივ საქმე გაცილებით უკეთაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სხი-ვი” ყველანაირად ეცდება თავის მომავალ საქმიანობაში მაქსიმალურად გამოიყენოს ჩეხეთში მიღებული გამოცდილება მოხა-ლისეობის და ადგილობრივ თვითმმართ-ველობასთან ურთიერთობის კუთხით.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატ-ვირთული რეჟიმი გვქონდა (10-დან 6 სააათამდე ტრენინგები და შეხვედრები), მაინც შევძელით პრაღის ღირსშესანიშ-ნაობების დათვალიერება. პრაღა ულა-მაზესი ქალაქია - საოცრად დახვეწილი არქიტექტურით და თვითმყოფადობით.

ფოტოზე: მარიამ გაჩეჩილაძე პრაღა-ში სტაჟირების დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად

ჩანართი მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარ-დაჭერით. ჩანართის შინაარსზე პასუხისმგებელია არასამთავრო ორგანიზაცია „სხივი” და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” შეხედულებებს.

„სხივის” წარმომადგენელი

ჩეხეთში იმყოფებოდა

გამოცდილების გასაზიარებლად

ა/ო „სხივის” მიერ ორგანიზებულ ნახატების გამოფენაზე

Page 7: (517), 15ნოემბერი 2012 წელი.

7xtvb [fhfufekb!^ yjtv,thb7 @_!@ o

ხარაგაულის კინოთეატრის რეკონსტრუქციას 540 ათასი

ლარი დასჭირდება14 ნოემბერს ხარაგაულის კულ-

ტურის ცენტრის თანამშრომელთა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის საკრებულოში ხარაგაულში კინოთეატრის შენობის რეკონსტრუქ-ციის პროექტის განხილვა მოეწყო.

შენობის სარეკონსტრუქციო სამუ-შაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდრა” განახორციელებს. პროექტის არქიტექტორის, ლევან იმედაძის განც-ხადებით, მოეწყობა მბრუნავი სცენა, შეიცვლება ინტერიერი, ექსტერიერი და შენობის გარე ფასადი, მოეწყობა საგ-რიმიორო, სარეპეტიციო და ადმინისტ-რაციის ოთახები, სველი წერტილები და სხვ. მთელ შენობაში იქნება ცენტ-რალური გათბობა.

რაც შეეხება დარბაზს, ლევან იმე-დაძის თქმით, 320 კაციანი იქნება. კულ-ტურის ცენტრისა და მსახიობების რამდენიმე შენიშვნა არქიტექტორისთვის მისაღები და გასათვალისწინებელია. შეხვედრაზე იმსჯელეს დარბაზის გა-ფართოების თაობაზე.

პროექტის განხორციელება წელს დაიწყება. სადემონტაჟო სამუშაოები მომავალ კვირაში დაიწყება. პროექტის საერთო ღირებულება 540 ათასი ლარია და მისი განხორციელების ვადა მინიმუმ შვიდი თვეა.

სკოლებში მერხების პრობლემააბორითის, მოლითის, ხევის, საღან-

ძილის, მარელისის, კიცხის, ხიდრის, ვარძიის, წყალაფორეთის, ბორის, ლა-შის, ნადაბურის, სარგვეშის, ხუნევისა და ვაშლევის სკოლებში მოსწავლეთა მერხების პრობლემაა.

ჯერ კიდევ სასწავლო წლის დაწყე-ბამდე გადაეცა განათლების სამინისტ-როს ინფორმაცია ოთხი საფეხურის მერხების მოთხოვნით. მერხები სწავლის დაწყებამდე უნდა შემოსულიყო. სამწუ-ხაროდ, ვერ მოხერხდა დაპირებული სასკოლო ინვენტარის დროულად შემო-ტანა. იმის გამო, რომ მერხების მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა ხევის საჯარო სკოლაში იყო, სასწავლო წლის დაწყებამდე ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში შემოსული ორმოცამდე მერხი, დანარჩენ სკოლებთან შეთანხმებით, მთლიანად ხევის საჯარო სკოლას გადა-ეცა. „გვპირდებიან, რომ ეტაპობრივად, ყოველთვიურად შემოიზიდება მერხები - ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებ-ლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჭიპაშვილი, - იმედი გვაქვს, რომ უახ-ლოეს პერიოდში სრულად გადმოგვცემენ მოთხოვნილი რაოდენობის მერხებს.”

გოლათუბნის სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაშიაწიფის საჯარო სკოლის გოლათუბნის

კორპუსის შენობა ავარიულ მდგომარე-ობაშია. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ამის თა-ობაზე ინფორმირებულია განათლების სამინისტრო.

„გოლათუბანში სკოლის შენობა არ გვაქვს, - ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, - კომუნისტების დროინდელი ყოფილი კოლმეურნეობის შენობის ოთახში, სა-დაც სამი მოსწავლე სწავლობს, წყლის ჩამოსვლის საშიშროება იყო და დღეს სახურავი შეკეთებულია. თუმცა სამი-ნისტროს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ამ ორი მოსწავლისთვის ან შენობა უნდა ვიქირაოთ, ან სკოლის ტიპის მსგავსი ნაგებობა შევიძინოთ.”

„პენსიების დარიგების დროს შეფერხება არ იქნება”

მოსახლეობაში გავრცელებული ინ-ფორმაციით, მიმდინარე თვეში პენსიები შეფერხებებით გაიცემა. ამის მიზეზად მოქალაქეები „ლიბერთი ბანკში” გამსვ-ლელ მოლარეთა სიმცირეს ასახელებენ. „ლიბერთი ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დოდო ბოჭორიშვილის განმარტე-ბით, „ამჟამად ხარაგაულის „ლიბერთი ბანკის” ფილიალში 11 გამსვლელი მოლარეა. გამსვლელი მოლარეები ისე გადანაწილდებიან, რომ პენსიების დარიგების დროს არანაირი შეფერხება არ იქნება და პენსიონერები არ დაზა-რალდებიან.”

ამბების აკიდომე-2 გვერდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმ-

მართველი ერთეულის 2013 წლის პროგ-რამული ბიუჯეტის შესაბამისად გათვა-ლისწინებულია 4089.7 ათ. ლარის შემო-სულობების მიღება, აქედან გადასახადები გათვალისწინებულია 110.0 ათ. ლარი, მ.შ საწარმოთა ქონების გადასახადი 85.0 ათ. ლარი და არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი 25.0 ათ. ლარი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2012 წლის 5 ოქტომბრის #04-03/67037 წერილის შესაბამისად ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტს განესაზრვრა 3689.7 ათ. ლარის ტრანსფერი, აქედან ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერი 3559.7 ათ. ლარი და დელეგირებული უფ-ლებამოსილების განსახორციელებლად მიზნობრივი ტრანსფერი 130.0 ათ. ლარი.

სხვა შემოსავლები გათვალისწინებუ-ლია 290.0 ათ. ლარი, აქედან მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობი-სათვის - 50.0 ათ. ლარი, სანებართვო მო-საკრებელი 1.5 ათ. ლარი, დასუფთავების მოსაკრებელი 5.0 ათ. ლარი, ჯარიმები, სანქციები და საურავები 233.5 ათ. ლარი.

შემოსულობების განსაზღვრის შე-საბამისად აღებულია 4089.7 ათ. ლარის გადასახდელების ვალდებულება, საიდანაც 1552.4 ათ. ლარი გათვალისწინებულია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებაზე, სადაც გარდა საკრებულოს და გამგეობის ხარჯებისა, შედის აგრეთვე სარეზერვო ფონდი, დე-პუტატის ბიუროს საოფისე ხარჯები, შეს-ყიდვების (ტენდერი, აუქციონი) ხარჯები, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრუ-ლების ფინანსური უზრუნველყოფის ხარჯი და საარქივო მომსახურებისა და საბუთების დამუშავების ხარჯები.

თვითმმართველი ერთეულის 2013 წლის ბიუჯეტი დაყოფილია პროგრამებად

1) თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოებაზე 2013 წელს გათვალის-წინებულია 344.8 ათ. ლარი;

2) ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რე-აბილიტაცია და ექსპლოატაციისათვის და-გეგმილია 495.0 ათ. ლარი; რომელიც დაყო-ფილია ასევე პროგრამებად, და პროგრამები თავისთავად დაყოფილია ქვეპროგრამებად.

ა) საგზაო ინფრასტრუქტურის პროგრა-მა რომელიც დაყოფილია ქვეპროგრამებად, მოიცავს გზების მშენებლობა, რეკონსტ-რუქცია და მოვლა-შენახვას, საიდანაც 140.0 ათ. ლარი მიმართულია დაბაში მდი-ნარე ჯიხველის ორივე მხარეს ნაპირსამაგ-რების მოწყობას, ასევე მდინარე ძირულაზე სოფელ საქასრიასა და სოფელ ბორითში.

ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპ-ლუატაცია გათვალისწინებულია 279,0 ათ. ლარი, აქედან დაგეგმილია სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების, დამბებისა და წყლის შემკრები ავზების მოწყობა, და-

სუფთავების ღონისძიებები და მაწანწალა ძაღლების იზოლაცია, გარე განათების რე-აბილიტაცია და ექპლოატაციის ხარჯები.

გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებების პროგრამა გათვალისწინე-ბულია 76.0 ათ. ლარი, რომელიც მოიცავს პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონო-ბის ღონისძიებებს.

დ) სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექ-ტები ჯერჯერობით არ დაგეგმილა.

3) განათლების ხარჯი დაიგეგმა 569.0 ათ. ლარი და მოხმარდება საბავშვო ბა-ღების, სკოლა-ინტერნატისა და მოსწავ-ლეთა სახლის სუბსიდიებს და ამასთან გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია რაზედაც გამოყოფილია 100,0 ათ. ლარი, რომელიც მოხმარდება ბორითის საბავშვო ბაღის შენობის შეკე-თებას და #1 ბაგა-ბაღში ერთი დამატებითი ჯგუფის გახსნას.

1. კულტურა, რელიგია, ახალგაზრ-დული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება განისაზღვრა 762.5 ათ. ლარით, რომელიც დაყოფილია სპორტის განვითარების და კულტურის განვითარების ქვეპროგრამებად;

- სპორტის განვითარების ქვეპროგრა-მა მოიცავს სპორტული ღონისძიებების დაფინანსებას, სპორტული სკოლისა და საფეხბურთო კლუბ ,,ჩხერიმელა 2009“-ის დაფინანსებას,

- კულტურის განვითარების ხელშეწ-ყობა მოიცავს:

სამუსიკო სკოლის, ხალხური შე-მოქმედების სახლის, კულტურის ცენტ-რის, ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ისტორიული მუზეუმის სუბსიდირებას, ამასთანავე გათვალისწინებულია არაფი-ნანსური აქტივების ზრდა 30.0 ათ. ლარით, რომლითაც მოხდება კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია, მომავალ წელს კვლავ გაგრძელდება კინოთეატრის შენობის რე-აბილტაცია, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო და უკვე გამოყოფილია 120.0 ათ. ლარი. ტელერადიომაუწყებლობა და საგა-მომცემლო საქმიანობას, ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებას, რელიგიის დაფინანსებას.

2. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა პროგ-რამული გამოყოფილია 366.0 ათ. ლარი. პროგრამა მოიცავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების ქვეპროგრამებს; სოციალური პროგრამები თავის მხრივ დაყოფილია და აფინანსებს უფასო სასადილოს, სოციალუ-რად დაუცველი ოჯახების მკურნალობის, ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარების, ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვისა და სტიქიითა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების საც-ხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებს.

გთავაზობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს

Page 8: (517), 15ნოემბერი 2012 წელი.

8 xtvb [fhfufekb !^ yjtv,thb7 @_!@ o

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

ტელ.: 557 10 20 47 Email: [email protected]

2012 წლის 8 და 9 ნოემბერს ბორის საჯარო სკოლას (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) ქუ-თაისიდან ეწვივნენ ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები და სკოლის ყველა მოსწავლეს სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს. გამოკვლევები არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ და სკოლის ამერიკელი მეგობრების დაფინანსებით განხორციელდა. მოსწავლეებს გამოკვლევები ჩაუტარეს ენდოკრინოლოგმა, კარდიოლოგმა, თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა, დერმატოლოგმა. ბავშვებს აუღეს სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, გადაუღეს ექოსკოპია. ამ გამოკვლევის შემდეგ შესაბამი-სი ჩანაწერის გაკეთება მოხდება ბავშვების ისტორიებში და რაიმე დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია, შესაძლებლობების ფარგლებში, მოეხმარება ბავშვებს პრობლემების დაძლევაში. ბორის სკოლის დირექცია და კოლექტივი დიდ მადლობას უხდის ამერიკელ მეგობრებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ წარმომადგენლებს, ბატონ ვასო ნატროშვილს და ქალბატონ თამუნა გრიგოლიას, აგრეთვე ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებს გაწეული დახმარებისათვის.

ლუკა ცხოვრებაძე: -დედას სამ-ზარეულოს დასუფთავებაში ვეხმარე-ბი. საწოლს ჩემით ვასწორებ. ძალიან მიყვარს ცეცხლის დანთება.

როგორ ვეხმარები მშობლებს

ნიკოლოზ ქველიაშვილი: -ხში-რად დედას ვეხმარები ეზოს დასუფთა-ვებასა და სახლის დალაგებაში.

ლიზი შარიქაძე: -როცა ჩემი დედიკო სახლში არ არის, ჭურჭელს მე ვრეცხავ ხოლმე. ეზოს დასუფთავებაც მიყვარს.

მარიამ შავიძე: -დედას ვეხმარები სახლის დალაგებასა და სალათების მომზადებაში.

ნიკა შავიძე: -მამას მანქანის გარეცხვაში ვეხმარები, დედას კი - ჭურჭლის რეცხვაში.

დავით ჩადუნელი: -მე ვმეცადი-ნეობ ხოლმე. თუმცა ბაბუას ყურძნის დაწურვასა და კვახების დაკრეფაში ვეხმარები.

ნიკოლოზ ჩხიკვაძე: -მამას შეშის მოზიდვაში ვეხმარები ხოლმე. ერთად ვამზადებთ ზამთრის შეშას.

თეონა ჭიპაშვილი: -დედას სახლის დალაგებასა და ჭურჭლის დარეცხვაში ვეხმარები ხოლმე. ჭადის ცომს მე ვზილავ, დედა კი აცხობს.

დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს უსაყ-ვარლეს ბებოს მერი (მარიამ) კაპანაძეს. ვუსურვებთ მას დიდხანს სიცოცხლეს, დღეგრძელობას და ყოველივე საუკეთესოს. უფლის ძალა და მადლი გფარავდეს, მერი ბებო. ვისურვებთ, რომ კიდევ ბევრჯერ მოგველოცოს იუბილე.

„იცოცხლე მანამ, იყავ დღეგრძელი,სანამ მზემ შეძლოს ქვეყნის ნათება,გემატოს დღენი, როგორც ვარდებიმაისის თვეში ბაღს ემატება.”

დიდი სიყვარულით შვილიშვილები მარიამ და

ვახო მაქაძეები

საქმიან, ინიციატივიან და ერთგულ პიროვნებას, ომისა და შრომის ვეტერანე-ბის ქომაგს, ნინო კაპანაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალში.

ვეტერანთა კავშირი

ჩვენს იმედს და ნუგეშს, საყვარელ შვი-ლიშვილს თამაზ ბარბაქაძეს ვულოცავთ უვერცხლო მკურნალების, წმინდა კოზმა და დამიანეს დღესასწაულს და დაბადების დღეს 18 ნოემბერს, საყვარელ მშობლებთან, დაიკო ბარბარესთან, ბიძაშვილ-მამიდაშვი-ლებთან, მეგობრებთან, ახალ მასწავლებ-ლებთან და კლასელებთან ერთად.

თაზიკა, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს სწავლაში, უფალი გფარავ-დეს. გაიხარე მომავალი ცხოვრებით.

დიდი სიყვარულით ლალი ბებო და თამაზ ბაბუა

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს გიორგი ვეფხვაძეს ვულოცავთ წარმა-ტებას, საფრანგეთის ქალაქ ოიონაქსის სარაგბო კლუბში მოხვედრას. ვუსურვებთ გიორგის შემდგომ წარმატებებს.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის

გიმნაზიის პედაგოგიური კოლექტივი

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, მირიან შარიქაძეს, ვულოცავთ მაგისტრა-ტურაში ჩარიცხვას და 100%-იანი დაფინან-სების მიღებას. ვუსურვებთ სწავლის კვლავ წარჩინებით გაგრძელებას, პროფესიულ დაოსტატებას და საუკეთესო მომავალს.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის

გიმნაზიის პედაგოგები

მადლობა ქალბატონ მაიას გულისხმიერებისთვის

ამ დღეებში გამოვედი შინიდან სხვადასხვა საქმეებისთვის. უკან დაბრუნებულს ჯიბეში აღარ აღმომაჩნდა საფულე. მაშინვე გავეშურე საძებნელად, თუმცა დიდი იმედი არ მქონდა, რომ ვიპოვნიდი. მალე გზაში ღიმილით შემომეგება ქალბატონი მაია მდინარაძე, რო-მელსაც ჩემი საფულე ეპოვნა და გადმომცა.

დიდი მადლობა ქალბატონ მაიას გულის-ხმიერებისთვის და სიკეთისთვის. ვუსურვებ ყოველგვარ სიკეთეს მას და მის ოჯახს.

მიტუშა ბუაჩიძე, 90 წლის

ვულოცავთ

მამა სულიკო, მეუღლე ლენა ხომასუ-რიძე, შვილები: ზაზა, ია, დედმამიშვილე-ბი: ლია, მზია, სიძეები ანზორ ჩაკვეტაძე, ავთო წიკლაური, დისშვილები, ცოლისძმა როლანდი, ცოლისდა ქეთინო ოჯახებით, დეიდები, დეიდაშვილები, ბიცოლა და ახლო ბიძაშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

მერაბი სულიკოს ძე ტაბატაძე.გამოსვენება 18 ნოემბერს, კვირას, 13

საათზე ხარაგაულიდან. დაკრძალვა სოფელ მარელისში.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედაგო-

გიური კოლექტივი თანაუგრძნობს ნინო ტაბატაძეს და ნუკრი მაჭარაშვილს ძმისა და ცოლიძმის

ანდრო ტაბატაძისტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი თანაუგრძნობს ამავე სკოლის მასწავლებელს ვენერა ჩადუნელს რძლის

გულიზარ ზირაქაძე-ჩადუნელისგარდაცვალების გამო.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სა-ხელობის გიმნაზიის პედაგოგები და ტექნი-კური პერსონალი მწუხარებას გამოხატავს

მერაბ ტაბატაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს

განსვენებულის ოჯახს.

ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშ-რომლები თანაუგრძნობენ #1 საბავშვო ბაღის თანამშრომელს ლენა ხომასურიძეს მეუღლის

მერაბ ტაბატაძისგარდაცვალების გამო.

შოთა ხარატიშვილის ხსოვნას

შვიდი წელი გავიდა, რაც ჩვენს გვერდით აღარ ხარ. ხშირად გიგონებთ, როგორც სპეტაკ და კეთილშობილ მეუღლეს, მამას და ბაბუას. შენი ხსოვნა და მოგონება არასდ-როს ჩაქრება შენი საყვარელი ოჯახის მეხ-სიერებაში. ჩვენს გულებში იქნები მუდამ. ვილოცებთ შენთვის და უფალს შევთხოვთ, ჩვენს მიერ დანთებულმა სანთლებმა გაგი-ნათოს გზა სასუფეველში.

ოჯახი

11 ნოემბერს, თელავში, ხალხური თვითშემოქმედების IV რესპუბლიკური ფესტივალი ,,შენ ხარ ვენახი” გა-იმართა. ფესტივალში მონაწილეობდა თბილისის ვოკალურ-თეატრალური სტუდია ,,ლურჯა ცხენები” (ხელმ-ძღვანელი კომპოზიტორი ნანა ბა-ლახაშვილი). სტუდიის მოსწავლემ, ხარაგაულელმა ნინო ავალიშვილმა ფესტივალი ნანა ბალახაშვილის სიმღერით ,,შენ ხარ ვენახი” გახსნა. „პროექტის დამფუძნებელს სვეტლა-ნა ჩოჩუას ჩემგან შესრულებული სიმღერა ძალიან მოეწონა, - შთაბეჭ-დილებას გვიზიარებს ნინო ავალიშ-ვილი, - თუმცა ასეთ დიდ წარმატებას არ ველოდი. ოქროს მედლით რომ დამაჯილდოვეს, თავი სიზმარში მეგო-ნა. მინდოდა სიხარულისგან მეყვირა, მაგრამ ხმა აღარ მქონდა.”

„ნინოს თბილისში არ გავყოლილ-ვარ. უმნიშვნელო ფესტივალი მე-

გონა, - ამბობს ნინოს დედა თამარ სხილაძე, - ნინოს მასწავლებელმა, ქალბატონმა ნანამ მთხოვა, რომ ნინო თბილისში გამეგზავნა და მეც გავუშვი. თბილისიდან ჩემი და მაინც გაჰყო-ლია. ნანა ბალახაშვილს ნინოსთვის უთქვამს, ეს სიმღერა აქამდე ვერავინ შეასრულა და შენ გჩუქნი, აბა შენ იციო. საღამოს ნინოსთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ ტელეფონზე არ მიპა-სუხა. ვერც ჩემს დას დავუკავშირდი. ბოლოს ქალბატონ ნანას დავურეკე. მომილოცა, თქვენმა შვილმა ოქროს მე-დალი დაიმსახურაო.” ვულოცავთ ნინო ავალიშვილს მიღწეულ წარმატებას.

სოფო ჭიპაშვილი

ფოტოზე: ნინო ავალიშვილი (მარ-ჯვნიდან პირველი) სტუდია „ლურჯა ცხენების” წევრებთან ერთად ფესტი-ვალის შემდეგ.

ნინო ავალიშვილი ოქროს მედლით დააჯილდოვეს