This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
სასწავლო კურსის სილაბუსი
სასწავლო კურსის სახელწოდება
საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი / Family and Inheritance Law
ავტორი (ავტორები) ეკა ზარნაძე, ასოცირებული პროფესორილექტორი (ლექტორები) ეკა ზარნაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კერძო სამართლის მიმართულება).ტელეფ.: 8 99 91 32 43, ელ. ფოსტა. [email protected]
სასწავლო კურსის კოდი --
სასწავლო კურსის სტატუსი 1. იურიდიული
2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
3. სავალდებულო
სასწავლო კურსის მიზნები საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის კურსის მიზანია ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინის თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც სტუდენტს კვლევითი ხასიათის პროგრამით ამზადებს მაგისტრატურის საფეხურზე შემდგომი სწავლისათვის და მუშაობისათვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. უდავოა საოჯახო სამართლის, მემკვიდრეობის სამართლის ადგილი და როლი სამოქალაქო სამართლის და კერძო სამართლის სისტემაში, რასაც ამ სასწავლო კურსის მეშვეობით უნდა გაეცნოს სწორედ სტუდენტი. საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის კურსს აქვს როგორც თეორიულ-შემეცნებითი, ასევე სამეცნიერო-პრაქტიკული მნიშვნელობა. იგი დაეხმარება სტუდენტს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ურთიერთმიმართების გააზრებაში, ხელს შეუწყობს მისი სამართლებრივი კულტურის, თეორიული თუ პრაქტიკული მომზადების დონის გაზრდას.ნორმატიული მასალის, დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის შეჯერების მეთოდით
1
სასწავლო კურსი შეუქმნას სტუდენტს სრულყოფილ წარმოდგენას საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის ძირითადი ცნებების შესახებ, ოჯახისა და საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობათა შინაარსზე, ოჯახის წევრთა პირადი და ქონებრივ ურთიერთობათა სამართლებრივი მოწესრიგების წესსა და ფარგლებზე, პასუხისმგებლობის ფორმებზე საოჯახო სამართალში, პირის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების მემკვიდრეებზე გადასვლის წესის შესახებ, მამკვიდრებლისა და მემკვიდრის სამართალსუბიექტურობის საკითხის თაობაზე, კანონითა და ანდერძით მემკვიდრეობის განსხვავებული წესსა, სამემკვიდრეო უფლებათა განხორციელების სამართლებრივი მექანიზმის თაობაზე. საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის ინსტიტუტების შესწავლის გარდა, საგნის სწავლების მიზანს წარმოადგენს კანონმდებლობასთან მუშაობის პროფესიული ჩვევებისა და სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურაზე თუ ნორმატიულ აქტებზე დამოუკიდებლად მუშაობის კულტურის ჩამოყალიბება. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფილი დამუშავებით, არამედ დოქტრინალური საკითხების გაცნობითა და ანალიზით. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს როგორც მოცემულ სფეროში შესწავლილი და დამუშავებული საკითხების თაობაზე ცოდნის გაღრმავებას, ასევე შესასწავლი და გადასაწყვეტი პრობლემების წარმოჩენას.საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის ფარგლებში სტუდენტი უნდა გაეცნოს სამოსამართლეო სამართალს. სწავლებამ უნდა გააღრმავოს სტუდენტში ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა ნორმატიული წყაროების იურიდიულ-ლოგიკური ექპერტიზა და შეფასება, კონკრეტულ ინსტიტუტებთან და საკითხებთან მიმართებით საკუთარი სამართლებრივი პოზიციის გამოხატვა და დასაბუთება.
კრედიტების რაოდენობა და სათების განაწილება სტუდენტის დატვირთვის შესაბამისად (ECTS)
5 კრედიტი (125 საათი) ლექცია - 30 საათი, სამუშაო ჯგუფში
მუშაობა - 30 საათიორი შუალედური გამოცდა თითოეული - 2 აკადემიური საათი
2
დასკვნითი წერითი გამოცდა - 3 ასტრ. საათი
სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობის საათების რაოდენობა სემესტრული გათვლით - 30 საათი
შუალედური გამოცდის მოსამზადებლად და ჩასაბარებლად განკუთვნილი დრო - 20 საათი;
დასკვნითი (საბოლოო)გამოცდის მოსამზადებლად და ჩასაბარებლად განკუთვნილი დრო - 15 საათი
დაშვების წინაპირობები ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი
სწავლის შედეგები საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაობის სრულად შესრულების შედეგად სტუდენტი დაეუფლება ცოდნას საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის სფეროში და ჩამოუყალიბდება სისტემური უნარ-ჩვევები როგორც დარგობრივი, ისე ზოგადი კომპეტენციის მიმართულებით:- ცოდნა და გაცნობიერება: სასწავლო კურსი მიმართულია კანონმდებლობაზე, დოქტრინასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სისტემური ცოდნის გადაცემისა და სტუდენტში მისი გაცნობიერება-ანალიზის უნარის განვითრებისაკენ. დისციპლინა სტუდენტს მისცემს ფართო ცოდნას საოჯახო სამართალსა და მემკვიდრეობის სამართლში, ასევე გამოუმუშავებს განჭვრეტა-გაცნობიერების უნარს სხვადასხვა ინსტიტუტის შესწავლა გაანალიზების პროცესში.საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის კურსის შესწავლისას სტუდენტი გაეცნობა ოჯახისა და საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობათა ცნებასა და შინაარსს, ოჯახის წევრთა პირად და ქონებრივ ურთიერთობათა სამართლებრივი მოწესრიგების წესსა და ფარგლებს, შეისწავლის პასუხისმგებლობის ფორმებს საოჯახო სამართალებრივ ვალდებულებათა დარღვევისას, პირის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების მემკვიდრეებზე გადასვლის საფუძველებსა და წესს, მამკვიდრებლისა და მემკვიდრის სამართალსუბიექტურობის საკითხს კანონითა და ანდერძით მემკვიდრეობის განსხვავებული წესს, სამემკვიდრეო უფლებათა განხორციელების სამართლებრივი მექანიზმს და სხვ.
3
- ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის კურსს აქვს როგორც თეორიულ-შემეცნებითი, ასევე სამეცნიერო-პრაქტიკული მნიშვნელობა. იგი დაეხმარება სტუდენტს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ურთიერთმიმართების გააზრებაში, ხელს შეუწყობს მისი სამართლებრივი კულტურის, თეორიული თუ პრაქტიკული მომზადების დონის გაზრდას. სასწავლო კურსის გავლა საშუალებას მისცემს დაინახოს საოჯახო სამართალსა და მემკვიდრეობის სამართლის სფეროში არსებული პრობლემები, შეძლოს მათ გადასაჭრელად კონკრეტული გზების ძიება და შეიმუშავოს რეკომენდაციები. სასწავლო კურსის გავლა ჩამოუყალიბებს სტუდენტს კანონმდებლობასთან მუშაობის პროფესიული ჩვევებს, იგი შეძლებს კანონმდებლობის სისტემაში ორიენტირებას, და შეიძენს სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურისა თუ ნორმატიულ აქტების ანალიზის უნარს და შესაბამისად მათზე დამოუკიდებლად მუშაობის კულტურას.- დასკვნის უნარი: სწავლების შედეგად სტუდენტმა უნდა შეძლოს ნორმატიული წყაროების იურიდიულ-ლოგიკური ექპერტიზა და შეფასება, პრაქტიკის ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე კონკრეტულ ინსტიტუტებთან და საკითხებთან მიმართებით საკუთარი სამართლებრივი პოზიციის გამოხატვა, დასაბუთება და საკუთარი არგუმენტირებული პოზიციის წარმოჩენა; სტუდენტს ჩამოუყალიბდება სამართლებრივი ინფორმაციის ანალიზის და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების კულტურა.- ღირებულებები: ოჯახი და მის საფუძველზე წარმოშობილი საოჯახო ურთიერთობანი საზოგადოების ბუნებრივ და ძირითად უჯრედს წარმოადგენს და შესაბამისად გააჩნია დაცვის უფლება საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მნიშვნელოვან წილად ხორციელდება საოჯახო სამართლის ნორმებით. ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების ბუნებრივი მოვლენაა პირის გარდაცვალება, რომელიც სვამს საკითხს გარდაცვლილის უფლებამონაცვლეობის შესახებ სამართლებრივ ურთიერთობათა ყველა სფეროში (ვალდებულებითი, სამეწარმეო და სხვ.), რომელსაც აწესრიგებს მემკვიდრეობის სამართალი. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფოს მიერ
4
აღიარებულ და გარანტირებულ მემკვიდრეობის უფლების განხორციელების წესსა და ფარგლებს. ამდენად, მნიშვნელოვანია საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის რეგულირების სფერო და ფარგლები, მისი კავშირი სამართლის სხვა დარგებსა და ინტიტუტებთან. სასწავლო კურსი სტუდენტს დაეხმარება იმ ძირითად ღირებულებათა ფორმირებასა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვაში, რომელთაც სწავლობს საოჯახო სამართალი და მემკვიდრეობის სამართალი: ოჯახის კეთილდღეობაზე სახელმწიფო ზრუნვის პრინციპი, ქორწინების ნებაყოფლობითობა და მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობა; შვილების აღზრდის, მათი კეთილდღეობისა და განვითრებისათვის ზრუნვის, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, მემკვიდრეობის უფლება და ანდერძის და სხვ.- კომუნიკაციის უნარი: სასწავლო კურსის გავლის შედგად სტუდენტი შეძლებს საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლებრივ პრობლემატიკასთან დაკავშირებული მასალების მოძიებას, მომზადებას თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებითა და მათ პრეზენტაციას სპეციალისტთა და არასპეციალისტთა წინაშე. იგი ხელს შეუწყობს ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სტუდენტში, როგორიცაა სამართლის ცალკეულ პრობლემატურ საკითხებზე საზოგადოებაში დისკუსიის წარმართვა, საკუთარი მოსაზრებების ნათლად, გამართული იურიდიული ტერმინოლოგიით ჩამოყალიბება და დაცვა საჯარო წესით გამოსვლისას.
სასწავლო კურსის შინაარსი
იხ. დანართი
სწავლების/სწავლის მეთოდები
საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის საგნის სწავლებისას მუშაობა განხორციელდება ლექციებითა და სემინარული (სამუშაო ჯგუფი) წესით. ლექცია აიგება მონოლოგის, დისკუსიისა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების შეჯერების პრინციპზე. ყოველი შემდგომი ლექცია დაიწყება წინა ლექციაზე განხილული მასალის მოკლე მიმოხილვით. დროის გარკვეული მონაკვეთი წარიმართება მონოლოგის ფორმით. ლექციის მსვლელობისას
5
კონკრეტული საკითხის თავისებურების გათვალისწინებით, მონოლოგთან ერთად გამოყენებული იქნება დისკუსიის ფორმა, რომლის საფუძველზეც იქნება შესაძლებელი დასკნის გაკეთება იმის თაობაზე, თუ რამდენად სრულყოფილად იქნა აღქმული სტუდენტის მიერ შეთავაზებული თემატიკა, ასევე გააქტიურებს მას და განავითარებს ამ უკანასკნელის საკუთარი არგუმენტირებული პოზიციის წარმოჩენის უნარს. სალექციო მასალის გადმოცემა განხორციელდება ასევე შემთხვევის ანალიზის (Case study) მეთოდის საფუძველზეც.სამუშაო ჯგუფი ითვალისწინებს დისკუსიას წინა ლექციებზე განხილულ თემებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას იძლევა სისტემატურად შეფასდეს სტუდენტი ზეპირი თუ წერილობითი აქტივობის მეთოდით. ზეპირი აქტივობა ითვალისწინებს ვერბალურ გამოსვლას, რომელიც თავის მხრივ მოიაზრებს კონკრეტული საკითხების დასმას, სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურისა და ნორმატიული აქტების მიმოხილვას, რეკომენდაციების ჩამოყალიბებას. წიგნზე მუშაობის მეთოდის გარდა გამოყენებულ იქნება წერითი მუშაობის მეთოდი. პროფესიული წერის კულტურის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელობის მქონეა წერითი გამოკითხვების, მითითებულ წყაროებზე და სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურაზე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის, კაზუსების ამოხსნისა და ტესტირების ფორმები. განვლილი მასალის ოპტიმალური ათვისებისა და მიღებული ცოდნის შეფასების მიზანს ემსახურება შუალედური წერითი გამოკითხვის წესი შუალედური გამოცდის ფორმით. სტუდენტის ცოდნის შემოწმების მიზნით ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ლექტორთან სათანადო კონსულტაციების შედეგად შერჩეულ თემაზე სემესტრის განმავლობაში შემდგომი საჯარო დაცვის გათვალისწინებით რეფერატის მომზადება საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე. მის შეფასებისას მნიშვნელოვანი იქნება რამდენადაა წარმოჩენილი სტუდენტის დამოუკიდებელი მოსაზრებები და მსჯელობა თემატურ საკითხებთან დაკავშირებით.სწავლებისას გამოყენებული იქნება სასამართლო პრაქტიკა და განხორციელდება სტუდენთა მიერ
6
კონკრეტული გადაწყვეტილების ანალიზი. პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფებში განხორციელდება ჯგუფური (collaborative) მუშაობისა და როლური-სიტუაციური მეთოდების საფუძველზე იმიტირებული სასამართლო პროცესები .პრობლემისადმი სტუდენტის შემოქმედებითი მიდგომის, დამოუკიდებელი დასკვნის გაკეთების უნარის განვითარების მიზნით სწავლებისას გარკვეულწილად გამოყენებული იქნება გონებრივი იერიშის (Brain storming) მეთოდიც.
საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის საგნის სწავლება ეფუძნება შედარებით-სამართლებრივ, ისტორიულ-სამართლებრივ და სამართლებრივ-ლოგიკური ანალიზის, კომპლექსური კვლევის მეთოდებს.
ლექცია: სემესტრის განმავლობაში -15 (კვირაში 2 ლექცია)
სამუშაო ჯგუფის მუშაობა: სემესტრის განმავლობაში - 15 (კვირაში 2)
შუალედური გამოცდა: სემესტრის განმავლობაში -2, დამატებით ერთი აღდგენითი შუალედური გამოცდა
სამუშაო ჯგუფის მუშაობაში აქტიურობა - 20 ქულაპირველი შუალედური გამოცდა - 20 ქულამეორე შუალედური გამოცდა - 20 ქულადასკვნითი გამოცდა - 40 ქულა
აქტიურობა სტუდენტისა განისაზღვრება დისკუსიაში მონაწილეობის, ვერბალური გამოკითხვის ( დისკუსია და ვერბალური გამოკითხვა წარიმართება ლექციებზე განვლილი თემების ირგვლივ თეორიული ცოდნის განმტკიცების, პრობლემის ანალიზის, ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და იურიდიული ტერმინოლოგიით საუბრის უნარ-ჩვევის გამომუშავების მიზნით. ვერბალური გამოკითხვა თითოეული სტუდენტისა უნდა მოხდეს სემესტრის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ და შეფასდეს თითოეული ორი ქულით. სემესტრის განმავლობაში ამ წესით მიღებულ მაქსიმალური ქულა შეიძლება იყოს ათი), წერითი გამოკითხვის შედეგებით, რომელიც მოიცავს თეორიულ, ტესტირებისა და კაზუსის ამოხსნის ელემენტებს. შუალედური გამოცდა - ტარდება სემესტრის განმავლობაში ორჯერ წერითი ფორმით კომბინირებული მეთოდით: თეორიული საკითხი, კაზუსი.შუალედური გამოცდის ბილეთის თითოეული ვარიანტი წარმოდგენილი იქნება ორი თეორიული საკითხითა და ერთი კაზუსით. თითოეული თეორიული საკითხი ფასდება ოთხი ქულით, კაზუსი _ თორმეტი ქულით.თეორიული საკითხის შეფასება:1. 4 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; სტუდენტი ზედმიწევნით სრულად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას; ღრმად და საფუძვლიანად ათვისებული აქვს ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა; ავლენს ლოგიკური, ანალიტიკური, აზრის ნათლად ჩამოყალიბების უნარს.2. 1-3 ქულა: პასუხი არასრულია ან ნაწილობრივ არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია ან არ არის შესაბამისი; არასაკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას; აღინიშნება არსებითი შეცდომები.3. 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არ არის მოცემული. კაზუსის შეფასება: 1. 12 ქულა: პასუხი სრულია; კაზუსის საკითხები
8
ამომწურავად არის გაშუქებული; სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც ძირითადი, ისე - დამხმარე ლიტერატურა. ადგილი აქვს კონკრეტული სიტუაციური ამოცანის სწორი სამართლებრივი შეფასების მიზნით ნორმატიული აქტების ზუსტ გამოყენებას და აუცილებლობისას ნორმის სწორ განმარტებას, ასევე სამართლებრივ ლოგიკურ-ანალიტიკურ მსჯელობას ფაქტობრივ გარემოებათა შეფასებისას.2. 10-11 ქულა: პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად გამართულია; საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა. ადგილი აქვს კონკრეტული სიტუაციური ამოცანის სწორი სამართლებრივი შეფასების მიზნით ნორმატიული აქტების ზუსტ გამოყენებას; 3. 7-9 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები. ადგილი აქვს კონკრეტული სიტუაციური ამოცანის სწორი სამართლებრივი შეფასების მიზნით ნორმატიული აქტების არა სრულ გამოყენებას;4. 4-6 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა. კაზუსში მოცემულ ფატობრივ გარემოებათა შეფასება განხორციელებულია არასრულად ან არ არის მოცემული;5. 1-3 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია; გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები; არ არის შესაბამისად გამოყენებული ძირითადი სამართლებრივი ნორმები; ვერ ხორციელდება ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება ან მხოლოდ ფრაგმენტულ გააზრებას აქვს ადგილი6. 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის
9
ან საერთოდ არაა მოცემული.
დასკვნითი გამოცდა - ტარდება სემესტრის ბოლოს წერითი ფორმით კობინირებული მეთოდით: თეორიული საკითხები, ტესტირება. შეფასებისას მნიშნელოვანია როგორც წერითი კულტურის დონე და ნორმატიული აქტის მითითებით სწორი სამართლებრივი შეფასების უნარი, ასევე თეორიული საკითხების გააზრებულად ცოდნა. დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა სტუდენტის მიერ სემესტრის განმავლობაში სამუშაო ჯგუფში მინიმუმ თერთმეტი ქულის დაგროვება. დასკვნით გამოცდაზე შეთავაზებულ იქნება რამდენიმე ბილეთი-ვარიანტი. თითოეული ვარიანტი შედგება ათი ტესტი-ამოცანისა და ხუთი თეორიული საკითხისაგან. თითოეული ტესტის სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით, ხოლო თეორიული საკითხი - 4 ქულით. ტესტის შეფასება:1. 2 ქულა: პასუხი ზუსტია.2. 0 ქულა: პასუხი არ არის ზუსტი, ან საერთოდ არ არის მოცემული.თეორიული საკითხის შეფასება:1. 4 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; სტუდენტი ზედმიწევნით სრულად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას; ღრმად და საფუძვლიანად ათვისებული აქვს ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა; ავლენს ლოგიკური, ანალიტიკური, აზრის ნათლად ჩამოყალიბების უნარს.2. 1-3 ქულა: პასუხი არასრულია ან ნაწილობრივ არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია ან არ არის შესაბამისი; არასაკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას; აღინიშნება არსებითი შეცდომები.3. 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არ არის მოცემული.
კრედიტის მინიჭების წინაპირობა: ქულათა 51% დაგროვება. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტმა უნდა მიიღოს გამოცდის ქულათა სულ მცირე 50%.
ძირითადი ლიტერატურა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, თბილისი, 2000, მთ. რედ. ლადო ჭანტურია (ლიტერატურა ხელმისაწვდომია თსუ იურიდიული ფაკულტეტის
10
ბიბლიოთეკაში);ჩიკვაშვილი შალვა, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2004, (ლიტერატურა ხელმისაწვდომია თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ბიბლიოთეკაში);ჩიკვაშვილი შალვა, მემკვიდრეობის სამართალი, თბილისი, 2000 (ლიტერატურა ხელმისაწვდომია თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ბიბლიოთეკაში);შენგელია რომან, შენგელია ეკატერინე, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009 (ლიტერატურა ხელმისაწვდომია თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში); შენგელია რომან, შენგელია ეკატერინე, მემკვიდრეობის სამართალი, თბილისი, 2007 (ლიტერატურა ხელმისაწვდომია თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში);
დამხმარე ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა
ბოილინგი ჰ. უღირს მემკვიდრედ ცნობა და სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. ქართული სამართლის მიმოხილვა, 6#4, 2003;ზურაბ ახვლედიანი, მემკვიდრეობის სამართალი, თბილისი, 2007;ზურაბ ახვლედიანი, ანდერძით მემკვიდრეობის ზოგიერთი საკითხი საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქართული სამართლის მიმოხილვა, 1998;ეკა ზარნაძე, მემკვიდრეობის სამართალი, ნაწილი მეოთხე, სასამართლო პრაქტიკის კომენტარი სამოქალაქო და საკორპორაციო სამარტალში, 2003;ბესარიონ ზოიძე, ძველი ქართული მემკვიდრეობითი სამართალი, თბილისი, 2000;გიორგი თუმანიშვილი, საქორწინო კონტრაქტი, თბილისი, 2010 და სხვ.სანდრა ჰენშელი, სამოქალაქო კაზუსების დამუშავების მეთოდიკა, თბილისი, 2009;აღნიშნული ლიტერატურა ხელმისაწვდომია თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში.
სწავლების პროცესში თითოეულ თემასთან დაკავშირებით სტუდენტს ლექტორის მხრიდან მიეთითება სხვა დამატებით ლიტერატურაზეც.
სასწავლო მასალას წარმოადგენს შესაბამისი ნორმები საოჯახო და მემკვიდრეობის
11
სამართლის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა: საერთაშორისო აქტები, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ.საქართველოს სრული საკანონმდებლო ბაზა:http://laws.codexserver.com/ცალკეულ საკითხზე თემატიკის გათვალისწინებით შესაძლებელია ლექტორის მიერ სხვა ნორმატიულ მასალაზე მითითება
სასწავლო მასალას წარმოადგენს საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის სფეროში სასამართლო გადაწყვეტილებანი (ჟურნალი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი“ და სხვ).საქართველოს უზენაესი სასამართლო: www.supremecourt.geსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: www.constcourt.ge
Tema III _ qorwinebis Sewyveta da baTiloba3.1. qorwinebis Sewyvetis cneba da safuZvlebi. ganqorwinebis safuZveli da wesi samoqalaqo reestris saagentos teritoriul samsaxurSi. ganqorwinebis Sesaxeb saqmeTa ganxilva sasamarTlos mier. ganqorwinebis Sesaxeb sasamarTlos gadawyvetilebis aRsruleba da ganqorwinebis registracia.
Tema VIII_meurveoba da mzrunvelobameurveobisa da mzrunvelobis cneba, ganxorcielebis safuZvlebi. meurveobisa da mzrunvelobis organoebi. meurveobisa da mzrunvelobis daweseba. piri, romelic SeiZleba iyos meurve an mzrunveli. meurvisa da mzrunvelis ufleba-movaleobebi. qonebis meurvis daniSvna. zedamxedveloba meurvisa da mzrunvelis saqmianobaze. meurvisa da mzrunvelis uflebamosilebaTa SezRudva. meurveobisa da mzrunvelobis Sewyvetis safuZvlebi. meurveobisa da mzrunvelobis sakiTxebis gasaCivreba