სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ“ აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მ/შ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში _____________________ კახაბერ კირტავა 02. 05. 2017 წელი ეგზ. N1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ფინანსური აუდიტის ანგარიში N 20/36 2016 წლის 1 იანვარი - 2016 წლის 31 დეკემბერი
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
„ ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ“
აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მ/შ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
_____________________ კახაბერ კირტავა
02. 05. 2017 წელი
ეგზ. N1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ფინანსური აუდიტის ანგარიში N 20/36
2016 წლის 1 იანვარი - 2016 წლის 31 დეკემბერი
სარჩევი
აუდიტის ანგარიში
შემოკლებანი .............................................................................................................................................. 3 ზოგადი ინფორმაცია .................................................................................................................... 3 დასკვნა ფინანსური ანგარიშგების შესახებ ................................................................................ 4 ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ....................................................................................... 4 აუდიტორის პასუხისმგებლობა ................................................................................................. 4 პირობითი მოსაზრების საფუძველი ფინანსური ანგარიშგების შესახებ .............................. 5 პირობითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ ...................................................... 6 მნიშვნელოვან საკითხთა ხაზგასმა ............................................................................................ 6 საწარმოთა მართვა ................................................................................................................................... 6
მყარი ნარჩენების პროექტი ................................................................................................................ 11
პირდაპირი მიყიდვა .............................................................................................................................. 12
პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვა და დაყადაღება ........................................ 14
ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება ............. 14
ქონების მართვა ....................................................................................................................................... 15 საჯარიმო სანქციებისაგან გათავისუფლება ................................................................................... 16
ბიუჯეტის შედგენა -შესრულების მდგომარეობა ........................................................................ 20
ანგარიშგების ფორმები .......................................................................................................................... 25
2
შემოკლებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო-სამინისტრო
2. სსიპ „ბათუმის ბულვარი“ - ბულვარი
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგისა და გადაცემის, ამ საწარმოთა ლიკვიდაციის და წმინდა მოგების განაწილების საკითხის განმხილველი კომისია - კომისია
ზოგადი ინფორმაცია სამინისტროს ამოცანები და ფუნქციებია: სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საფინანსო სისტემის მართვა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირება; „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის კოორდინაცია; „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან უფლებამოსილი ხელისუფლების ორგანოს მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობის, მართვისა და განკარგვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ქონების პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის) საკითხებთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელება;
სამინისტროს საბალანსო მონაცემების შესაბამისად, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წმინდა ღირებულება შეადგენს 9530.0 ათას ლარს. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული პირებია: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახური, სსიპ „ბათუმის ბულვარი“, სსიპ -ტექნიკური სამშენებლო ლაბორატორია, ა(ა)იპ „ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი“. სამინისტრო არის საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
3
დასკვნა ფინანსური ანგარიშგების შესახებ აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური აუდიტი, რომელიც მოიცავს სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების ბალანსებს, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ანგარიშებსა და ინფორმაციებს. აუდიტი მოიცავს შემდეგ ანგარიშებსა და ინფორმაციებს: ანგარიში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, ანგარიში არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ, ანგარიში ფინანსური აქტივებით და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების შესახებ, ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ, ანგარიში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ, ანგარიში ფულადი გრანტების შესახებ, ანგარიში არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ, ანგარიში არასაოპერაციო შემოსავლებისა და არასაოპერაციო ხარჯების შედეგად ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილების შესახებ, ინფორმაციას არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვის მონაცემებზე, ინფორმაციას ანგარიშებზე რიცხული დებიტორული დავალიანებების შესახებ, ინფორმაციას ანგარიშებზე რიცხული კრედიტორული დავალანებების შესახებ.
ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა სამინისტროს ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და მის სამართლიან წარდგენაზე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ დებულების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის N364 ბრძანების „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად. აღნიშნული პასუხისმგებლობა მოიცავს შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და შენარჩუნებას, რაც საჭიროა ისეთი ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენისათვის, რომელიც არ შეიცავს შეცდომით ან განზრახ არამართლზომიერი ქმედებით (თაღლითობით) გამოწვეულ არსებით უზუსტობებს, ასევე საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას.
აუდიტორის პასუხისმგებლობა აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პასუხისმგებელია, რომ აუდიტის საფუძველზე გამოთქვას მოსაზრება წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაზე. აუდიტი წარიმართა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისად. აღნიშნული სტანდარტებით მოითხოვება აუდიტორის მიერ ეთიკის
4
მოთხოვნების დაცვა, აუდიტის დაგეგმვა და წარმართვა იმგვარად, რომ მიღებულ იქნეს დასაბუთებული რწმუნება იმის შესახებ, შეიცავს თუ არა მოცემული ფინანსური ანგარიშგება არსებით უზუსტობას. აუდიტი ითვალისწინებს პროცედურების ჩატარებას აუდიტორული მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული თანხებისა და განმარტებითი შენიშვნების შესახებ. პროცედურები შეირჩევა აუდიტორის პროფესიული განსჯის საფუძველზე, რაც მოიცავს ფინანსური ანგარიშგების არსებითი უზუსტობების რისკების შეფასებას, რომლებიც გამოწვეულია თაღლითობით ან შეცდომით. ამ რისკების შეფასების დროს აუდიტორი განიხილავს, შესაფერისია თუ არა შიდა კონტროლი მუნიციპალიტეტსა და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის, რომ განსაზღვრულიყო მოცემული გარემოებების შესაფერისი აუდიტორული პროცედურები და არა იმ მიზნით, რომ მოსაზრება გამოთქვას შიდა კონტროლის ეფექტიანობაზე. აუდიტი აგრეთვე გულისხმობს, ხელმძღვანელობის მიერ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკისა და მნიშვნელოვანი სააღრიცხვო შეფასებების მართებულობის შეფასებას, ასევე მთლიანად ფინანსური ანგარიშგების წარდგენის შეფასებას. ჩვენს მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები საკმარისი და შესაფერისია აუდიტორული მოსაზრების გამოსათქმელად საჭირო საფუძვლის შესაქმნელად.
პირობითი მოსაზრების საფუძველი ფინანსური ანგარიშგების შესახებ
1. ფინანსური აქტივები გარემოება 1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით, შპს „ჰიგიენა 2009-ს“, საწესდებო კაპიტალის შევსების მიზნით ჩაერიცხა 4400,0 ათასი ლარი, თუმცა აღნიშნული ფინანსური აქტივები, სამინისტროს1 საბალანსო მონაცემებში არ არის აღრიცხული. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით2, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ფლობს, მართავს და განკარგავს, ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ფინანსური აქტივები (წილები, აქციები და. ა.შ) უნდა აღრიცხულიყო სამინისტროს ბალანსზე.
გავლენა: სამინისტროს ბალანსის დანართ ფორმა N2-2-ში - „ორგანიზაციის ანგარიში ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების შესახებ“, ფინანსური
აქტივების ზრდის მუხლი შემცირებულია 4400,0 ათასი ლარით.
1 აღნიშნული ფინანსური აქტივები უწყებრივად არსად არ არის აღრიცხული. 2 მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
5
2. ხარჯები გარემოება 2.1.სსიპ „ბათუმის ბულვარის“ 2016 წლის ბალანსის დანართ ფორმა 4-ში (ანგარიში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სახსრების შესახებ), ძირითადი კაპიტალის მოხმარების მუხლში დაფიქსირებული აქვს 18,7 ათასი ლარი, რაც არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ აქტივებზე დარიცხულ ცვეთას წარმოადგენს. აღნიშნული თანხა ფიქსირდება ასევე 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში. გავლენა: არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ აქტივებზე დარიცხული ცვეთის - 18,7 ათასი ლარის, ბალანსის დანართ ფორმა 4-ში და მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებით, არასწორად განისაზღვრა ბულვარის 2016 წლის ხარჯები და მოგების გადასახადი.
პირობითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ
ჩვენი აზრით, პირობითი მოსაზრების საფუძვლებში აღწერილი საკითხების ფინანსურ ანგარიშგებაზე შესაძლო გავლენის გარდა, წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფინანსურ მდგომარეობას 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აგრეთვე მათი საქმიანობის ფინანსურ შედეგებსა და ფულადი სახსრების მოძრაობას იმ სააღრიცხვო პერიოდისთვის, რომლებიც დასრულდა მოცემული თარიღით.
მნიშვნელოვან საკითხთა ხაზგასმა
● საწარმოთა მართვა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით არსებული 55 საწარმოდან, გაკოტრების რეჟიმში მოქცეულია 11, გაკოტრებიდან გამომდინარე ლიკვიდირებულია 7, პრივატიზებულია 1, მართვის უფლებით გადაცემულია 1 საწარმო. სამინისტროში წარმოდგენილია 30 საწარმოს ფინანსური ანგარიშგება, საიდანაც განხილულია 28, ხოლო 5 საწარმოს ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენა და განხილვა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად შეჩერებულია. კერძოდ:
6
N დასახელება ავტონომიური რესპუბლიკის წილი
ანგარიშგების წარმოუდგენლობის მიზეზები
1 შპს „ახალი ტექნოლოგიები“ 34% საწარმო არ ეწევა ეკონომიკურ და სამეურნეო საქმიანობას. ვერ ხერხდება პარტნიორთა საერთო კრების მოწვევა.
2 სს „გომარდული“ 10% საწარმო არ ეწევა ეკონომიკურ და სამეურნეო საქმიანობას. ვერ ხერხდება პარტნიორთა საერთო კრების მოწვევა.
3 შპს „აჭარა -ინვესტი“ 25% საწარმოში არსებული დოკუმენტაცია არ იძლევა ანგარიშგების შედგენის საშუალებას. მიმდინარეობს გამოძიება.
4 შპს „ლოტო 2000“ 100% საწარმოში არსებული დოკუმენტაცია არ იძლევა ანგარიშგების შედგენის საშუალებას. მიმდინარეობს გამოძიება.
5 შპს „ქობულეთის მეფრინველეობის საწარმოო გაერთიანება“
100% ხელმძღვანელობას დაევალა (წერილი N01-10/814. 26.02.2014) ანგარიშგების წარმოდგენა, რაც არ შესრულებულა. ხელმძღვანელი საქართველოში არ იმყოფება.
ცხრილი N1. ინფორმაცია იმ საწარმოთა შესახებ, რომლებზედაც მიღებულია გადაწყვეტილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის შეჩერების შესახებ.
წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების მიხედვით, 2015 წელი მოგებით დასრულებული აქვს 17 საწარმოს, ანუ 30,9 პროცენტს. წლიური ფინანსური მოგება 4337,2 ათას ლარს შეადგენს, საიდანაც წინა წლების დაუფარავი ზარალის გადაფარვის და დარიცხული მოგების გადასახადის გაქვითვის გათვალისწინებით, 2015 წლის წმინდა მოგება 2876,6 ათასი ლარით განისაზღვრა. პარტნიორთა საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, 2015 წლის მოგებიდან, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, საწარმოებში დატოვებული იქნა 399,7 ათასი ლარი3. ამავე დროს გასული წლების მონაცემებით, დარჩენილი გადასახდელი და საწარმოებში დატოვებული თანხებისა და შუალედური დივიდენდის გათვალისწინებით, 2016 წელს დივიდენდის სახით გადახდას დაექვემდებარა 2985,9 ათასი ლარი. სახაზინო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 2016 წელს დივიდენდის სახით რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებში ჩარიცხულია 1605,0 ათასი ლარი, ანუ 53,8 პროცენტი.
დიაგრამა N1. 2012-2016 წლებში მიღებული დივიდენდების შესახებ (ათასი ლარი).
3 შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“-399369ლარი.
2012 წელი 2013 წელი 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი
1307,4 1310,5 1312,2 1317,5 1 605,0
საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდები 2012 - 2016 წლებში (ათასი ლარი)
7
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან დივიდენდის გადამხდელი საწარმოების რიცხვი 8 ერთეულამდე შემცირდა4, საიდანაც 5 საწარმოს5 მიერ გადახლი დივიდენდების საერთო წილი 97 პროცენტს შეადგენს.
ცხრილი N2. რესპუბლიკურ ბიუჯეტში 2016 წელს ჩარიცხული დივიდენდის შესახებ
სამინისტროში წარმოდგენილი 2015 ფინანსური ანგარიშგებების შესაბამისად, დიდია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები. კერძოდ, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საწარმოთა დებიტორული დავალიანება 20429,7 ათას ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანება 12979,3 ათას ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხებიდან, დებიტორული დავალიანების ნაწილში 2795,7 ათასი ლარი, ხოლო კრედიტორული დავალიანების ნაწილში 675,2 ათასი ლარი, არაიდენტიფიცირებული დავალიანებაა, რომლებიც წლების განმავლობაში ირიცხება საწარმოთა ბალანსებზე.
აუდიტის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არასათანადო არგუმენტაციით, საწარმოთა 2015 წლის წმინდა მოგებიდან 441,4 ათასი ლარი არ იქნა განაწილებული დივიდენდის სახით. კერძოდ:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშულებების განკარგვისა და გადაცემის, ამ საწარმოთა ლიკვიდაციის და წმინდა მოგების განაწილების საკითხის განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჰიგიენა 2009-ის“ და შპს „სტადიონის“ წმინდა მოგებები, შესაბამისად 184,7 ათასი ლარი და 93,0 ათასი ლარი, დატოვებული იქნა საწარმოებში, იმ პირობით, რომ ის შეიძლება განაწილებული იქნეს დივიდენდის სახით მომდევნო წლებში, ხოლო შპს „N1 პოლიკლინიკის“ 2015 წლის წმინდა მოგების -163,7 ათასი ლარის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილება აუდიტის პერიოდში არ არის მიღებული. აღსანიშნავია, რომ შპს „ჰიგიენა 2009-ის“ და შპს „სტადიონის“ 2015 წლის ფინანსური მოგებები, არა სამეურნეო საქმიანობამ, არამედ აჭარის ავტონომიური
4 2015 წელს დივიდენდი გადახდილი აქვს 10 საწარმოს. 5 შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“ – 114.5 ათასი ლარი, შპს „ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ – 163,8 ათასი ლარი, შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო“ - 174,3 ათასი ლარი, შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“ – 105,0 ათასი ლარი, სავაჭრო ცენტრი 2009“ -1000,0 ათასი ლარი.
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, საწესდებო კაპიტალის შევსების მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების, კომერციულ ბანკებში, სადეპოზიტო ანგარიშებზე განთავსებისათვის (შპს „ჰიგიენა 2009“ - 8041,2 ათასი ლარი, შპს „სტადიონი“ -18137,8 ათასი ლარი) მიღებულმა პროცენტებმა, ანუ არასაოპერაციო შემოსავლებმა განაპირობა. წმინდა მოგების გაუნაწილებლად დატოვების არგუმენტად აღნიშნული საწარმოების ბიუჯეტიდან დაფინანსება სახელდება, რაც ვერ ჩაითვლება საბიუჯეტო თანხების არათავისდროული მიღების სათანადო არგუმენტად. საწარმოთა 2015 წლის დივიდენდის განაწილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, 2016 წელს არ განხორციელდა 1811,4 ათასი ლარის დივიდენდის სახით ბიუჯეტში მობილიზება. კერძოდ: 2015 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით შპს „ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას“ და შპს „სავაჭრო ცენტრ 2009-ს“ დივიდენდის სახით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა, შესაბამისად 659,5 ათასი ლარი და 1266,4 ათასი ლარი. 2016 წელს შპს „ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას“ გადახდილი აქვს 114,5 ათასი ლარი, ხოლო შპს „სავაჭრო ცენტრ 2009-ს“ 2015 წლის დივიდენდი არ აქვს გადახდილი. სამინისტროს აღნიშნული თანხების მობილიზებისათვის ღონისძიებები არ განუხორციელებია. ამრიგად, ადგილი აქვს კერძო სამართლის სუბიექტში საბიუჯეტო სახსრების გამოუყენებლობისა და ბიუჯეტში თანხების არასრულად და არათავისდროულად მობილიზების ფაქტებს. შედეგად, სახელმწიფომ დაკარგა შესაძლებლობა დროულად და სრულად მიეღო შემოსავალი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის პრიორიტეტული სფეროების სრულად დაფინანსება.
საწარმოების მიერ, 2015 წლის ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, გაცემული რეკომენდაციები ზოგადი ხასიათისაა და არ მიუთითებს არსებული მდგომარეობის გამოსწორების კონკრეტულ ღონისძიებებზე. ამასთან, 2015 წლის ფინანსური ანგარიშების განხილვის შედეგები ცხადყოფს, რომ გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა შეუსრულებელია, თუმცა სამინისტროს შესაბამისი პირების მიმართ, რაიმე სახის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია. მაგალითად: შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ 2015 წლის ფინანსური ანგარიშგების განხილვასთან დაკავშირებით შედგენილ მოხსენებით ბარათში6 აღნიშნულია, რომ საწარმოს ხელმძღვანელობას, სამინისტროს მიერ მითითებული ნაკლოვანებების არცერთი პუნქტის გამოსასწორებლად არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა ამისთვის რაიმე ფორმით პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. საფინანსო დისციპლინის დაცვის საქმეში არსებული ნაკლოვანებებისათვის საწარმოს დირექტორის საქმიანობა არასაკმარისად შეფასდა და გაიცა 2014 წელს გაცემული რეკომენდაციების იდენტური რეკომენდაციები.
6 მოხსენებითი ბარათი N01-1395. 30.08.2016წ. 9
შპს „ჰიგიენა 2009“
შპს „ჰიგიენა“ 2009-ის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პროექტის „მყარი ნარჩენების მართვა აჭარაში“ განხორციელების ხელშეწყობა და ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობა და ექსპლუატაცია. დაფუძნების შემდგომ საწარმოს საწესდებო კაპიტალში განხორციელდა ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარებით, საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 8041,2 ათასი ლარით. მათ შორის:
N თანხის გადარიცხვის საფუძველი. მინისტრის ბრძანების ნომერი და თარიღი
საქართველოს ბანკში გახსნილი ანგარიშიდან, თანხების მოძრაობის შესახებ საბანკო ამონაწერის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს ირაკლი ცეცხლაძეს ნაღდი ანგარიშსწორების გზით გატანილი აქვს 5004,2 ათასი ლარი, რომლის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი, რაც საბიუჯეტო სახსრების შესაძლო მითვისებაზე მიუთითებს. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის 241 მუხლის შესაბამისად, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში. შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“ სამინიტროში წარმოდგენილი 2015 წლის ფინანსური ანგარიშგების შესაბამისად, შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015-ის“ შემოსავლები 75,7 ათას ლარს, ხოლო ხარჯები კი 129,5 ათას ლარს შეადგენდა. შესაბამისად, საწარმოს 2015 წელი, წარმოდგენილი ანგარიშგების შესაბამისად, 53,8 ათასი ლარის ფინანსური ზარალით აქვს დასრულებული. საწარმოს შემოსავლის ძირითად წყაროს, ნავსაყუდელის ტერიტორიაზე, მცურავ საშუალებებზე გაწეული მომსახურების (შესვლა და დგომა) საფასური წარმოადგენს, რომელიც დიფერენცირდება მცურავი საშუალებების სახეობისა და გაბარიტების გათვალისწინებით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრებოდა. აუდიტის პერიოდში, აღნიშნული ხელშეკრულებები ვერ იქნა წარმოდგენილი. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში, ვერ იქნა წარმოდგენილი შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015-ის“ 2015-2016 წლების ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, რაც საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების რეალობის შესაძლო რისკებზე მიუთითებს.
10
შპს „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ წარმოდგენილი ანგარიშგების შესაბამისად, საზოგადოებას 2015 წელი 134,2 ათასი ლარის ზარალით აქვს დასრულებული. დიდია დებიტორული დავალიანება, რომელიც 2015 წელს 399,5 ათასი ლარით გაიზარდა და 5659,4 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნული დავალიანებებიდან 1815,1 ათასი ლარის დავალიანება არაიდენტიფიცირებულია, ხოლო 1162,4 ათასი ლარის დავალიანება 2005 წლიდან შეუცვლელად ირიცხება ბალანსზე. დიდია კრედიტორული დავალიანებაც, რომელიც 2015 წელს 564,5 ათასი ლარით გაიზარდა და 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 4515,0 ათასი ლარი შეადგინა. „გაუნაწილებელი მოგების“ მუხლში აღირიცხება 699,4 ათასი ლარი, თუმცა კომპანიის ფულადი რესურსი 2016 წლის 1 იანვრისათვის მხოლოდ 8,9 ათასი ლარია. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული დავალიანებიდან 882,9 ათასი ლარი სამედიცინო პერსონალის მიმართ არსებული დავალიანებაა, ხოლო 3639,0 ათასი ლარი - საგადასახადო ვალდებულებებია. ზემოთ აღნიშნული მძიმე ფინანსური მდგომარეობის ფონზე, საავადმყოფოს მიერ 2016 წლის ივნისში წარმოდგენილი, 2015 წლის ფინანსური ანგარიშგების განხილვა კომისიის მიერ არ მომხდარა. ანგარიშთან დაკავშირებით სამინისტროს წერილი გაგზავნილია 2017 წლის 23 იანვარს. აღნიშნულ წერილში არაფერია ნათქვამი საზოგადოების მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე, ხოლო არსებული ნაკლოვანებებისა და წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე ინფორმაციის წარმოდგენისათვის, 2016 წლის სამეურნეო საქმიანობის შესახებ ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენის დრო, ანუ 2017 წელი აქვს განსაზღვრული.
● მყარი ნარჩენების პროექტი 2010 წლის 18 თებერვალს ხელი მოეწერა „აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის“ სასესხო ხელშეკრულებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (ბანკი) და საქართველოს შორის, რომლის თანახმად, ბანკი დათანხმდა საქართველოს გამოუყოს 3000,0 ათასი ევრო. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, 2010 წლის 18 თებერვალს ხელი მოეწერა „აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის“ განხორციელებისა და მხარდაჭერის ხელშეკრულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თვითმმართველ ქალაქ ბათუმს, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ბანკს შორის და იმავე დღეს გაფორმდა „აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის“ განხორციელების ხელშეკრულება შპს „ჰიგიენა 2009-სა“ და ბანკს შორის. აღნიშნული ხელშეკრულებების გათვალისწინებით, 2010 წლის 20 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმდა ქვესასესხო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან, სასესხო ხელშეკრულებითა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისათვის, უნდა მიეღო 3000,0 ათასი ევრო. აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, სესხის მიმღები აუთვისებელ ნაწილზე იხდის ვალდებულების გადასახადს წლიური 0,5%-ის ოდენობით.
11
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „SWECO”-ს შორის, 2013 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა ახალი ხელშეკრულება საინჟინრო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის შესახებ, რომლის ღირებულებაც 482,4 ათასი ევროთი განისაზღვრა. მათ შორის 399,3 ათასი ევრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო 83,1 ათასი ევრო, პროექტის მხარდაჭერისათვის გამოყოფილი გრანტის აუთვისებელი ნაწილია, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, კომპანია „SWECO”-ს მიერ გასაწევი მომსახურებისათვის გამოყოფილი გრანტიდან, 2013 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით7, აუთვისებელი იყო 90,4 ათასი ევრო, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე 7,4 ათასი ევროთი მეტი. აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, აუდიტის პერიოდისთვის არ განხორციელებულა ხელშეკრულების ცვლილება, რითაც მოხდებოდა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად ათვისება და შესაბამისად დაიზოგებოდა საბიუჯეტო სახსრები. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს დამატებით გადასახდელად დაეკისრა 7,3 ათასი ლარი. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში, ისევ ვერ მოხერხდა სესხის სახით გამოყოფილი თანხის ათვისება და ხელშეკრულების მე-3 პუნქტის საფუძველზე აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის სახით გადახდილია სულ 232,2 ათასი ლარი. მათ შორის 2011 წელს - 51,0 ათასი ლარი, 2012 წელს - 34,0 ათასი ლარი, 2013 წელს - 33,6 ათასი ლარი, 2014 წელს - 35,2 ათასი ლარი, 2015 წელს - 37,9 ათასი ლარი და 2016 წელს - 40,5 ათასი ლარი.
• პირდაპირი მიყიდვა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2016 წელს 11 შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზება განხორციელდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით. საერთო მონაცემების შესაბამისად, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებული 7088,2 ათასი ლარის ღირებულების ქონება, გასხვისებული იქნა 6572,2 ათას ლარად. ამასთან 6 შემთხვევაში საპრივატიზაციო საფასურად 1 ლარი განისაზღვრა, ხოლო გადასახდელად განსაზღვრული თანხიდან 6445,1 ათას ლარზე დაწესდა გადახდის გრაფიკი. აღსანიშნავია, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 10,0 ათას ლარზე მეტი ღირებულების ქონების პირდაპირი განკარგვის შემთხვევებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმირებას ითვალისწინებს, თუმცა აღნიშნულის დოკუმენტური დადასტურება სამინისტროში არსებულ საქმეებში არ მოიპოვება8. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიზანი ისეთი ურთიერთობების უზრუნველყოფაა,
7 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2013 წლის 17 დეკემბრის N272 ხელშეკრულების გაფორმების თარიღი. 8 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი.
12
რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. ამავე დროს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანი, საკუთრების უფლების გადაცემაა იმ მყიდველზე, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობებს9. 2016 წელს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებული ობიექტების საქმეების მასალების ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ რიგ შემთხვევებში მიღებული გადაწყვეტილებები შეუსაბამოა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრულ მიზნებთან. მაგალითად: 2016 წლის 17 მაისს, სამინისტროსა და ფიზიკურ პირს10 შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. ბათუმში, კვარიათის დასახლებაში მდებარე 223 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი ფორმით პრივატიზების შესახებ. ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო, აღნიშნული მიწის პირდაპირი მიყიდვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 16 მაისის N145 ბრძანება, რომლის შესაბამისადაც ხელშეკრულების ღირებულება 111,5 ათასი ლარით განისაზღვრა და ითვალისწინებდა მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობას. აღსანიშნავია, რომ ხათუნა ქორიძე, აღნიშნული მიწის ნაკვეთის შესყიდვის ინიციატივის დაყენებისას, აუქციონის გამოცხადებას ითხოვდა. შესყიდვის საფასურის გადახდის შემდეგ, სამინისტროს თანხმობით, შესყიდული მიწის ნაკვეთი გაერთიანდა ერთ საკადასტრო ერთეულად მყიდველის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან, შეტანილი იქნა შპს „ბრიზის“ საწესდებო კაპიტალში და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების პირობით გაყიდული იქნა შპს „დომუს დეველოპმენტზე“. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, გაყიდული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება კვადრატულ მეტრზე 2,2 ათასი ლარით11 განისაზღვრა, რაც პირდაპირი მიყიდვისას დაფიქსირებული ფასზე (0,5 თასი ლარი), 1,7 ათასი ლარით მეტია.
სამინისტროსა და შპს „სტატოტელს“ შორის, 2016 წლის 16 სექტემბერს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 15 სექტემბრის N01-3/302 ბრძანების თანახმად, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე 15070 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში მდებარე 2255 კვ.მ შენობა - ნაგებობისა და 184760 კვ.მ მიწის ნაკვეთების პრივატიზების შესახებ. ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულება 3900,0 ათასი ლარით განისაზღვრა, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში, თანაბარწილად, ყოველ 9 თვეში, არაუგვიანეს მეცხრე თვის ბოლო რიცხვისა.
9 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 1 მუხლის 1 პუნქტი. 10 ხათუნა ქორიძე. 11 900 აშშ დოლარი *2.45=2205 ლარი.
13
აუდიტის პერიოდისათვის, შპს „სტატოტელს“ ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულება არ აქვს გადახდილი. ამასთან, 2016 წლის 4 ოქტომბრისთვის სამინისტროდან ითხოვს ქონების იპოთეკით დატვირთვისა და გასხვისების ნებართვას. სამინისტროს, აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, ნებართვა არ გაუცია.
● პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვა და დაყადაღება 2008-2012 წლებში პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვისა და დაყადაღების გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად, კვლავ ვერ ხერხდება 160,0 ათასი აშშ დოლარისა და 2476,8 ათასი ლარის ღირებულების ქონების ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში დაბრუნება. კერძოდ,
ობიექტის დასახელება მყიდველი ვალდებულების შესრულების ვადა
ქონების იპოთეკით დატვირთვის
თარიღი
ქონების ღირებულება
ქ. ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო N74 -ში მდებარე ყოფილი N1 მუსიკალური სკოლის შენობა ფართით 451,1 კვ.მ და მასზე დამაგრებული 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთი
ნოდარ ბერიშვილი
29.11.2010 29.06.2008 160000 აშშ დოლარი
აჭარის ა.რ. საკუთრებაში არსებული ქონების სს „გომარდულისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
სს „გომარდული“
20.12.2013
27.11.2012
2157200 ლარი
Ko22შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მდებარე 4837,11 კვ.მ შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 25629,4 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
შპს „ბიოპოლუსი“
30.06.2013
24.08.2011
186700 ლარი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ჩაქვში, ჩაის სახლის მიმდებარედ 12730 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
შპს „ჩაქვი 2005“ 31.04.2014 132900 ლარი
ცხრილი N4. იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ.
● ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2016 წელს სამინისტრო ახორციელებდა პირობების შესრულების მონიტორინგს 137 ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებებიდან 39 შემთხვევაში, საერთო რაოდენობის 28,5 პროცენტი, ვერ ხერხდება დადგენილ ვადებში ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება, რის გამოც მიეცათ დამატებითი ვადა. მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, სახელშეკრულებო ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვალა 8 შემთხვევაში, ვალდებულებების შესრულება გადავადდა და დარიცხული საჯარიმო სანქციები ჩამოიწერა 20 შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ჩამოწერა განხორციელდა იმ პირობით, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში
14
აღდგენილი იქნება საჯარიმო სანქცია სრული ოდენობით. ამასთან, ადგილი აქვს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არათავისდროული და არასათანადო კონტროლის დაწესების ფაქტებს. მაგალითად: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ნინოშვილის, დ. თავდადებულისა და რუსთაველის ქუჩებს შორის მდებარე 7007 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიყიდვის შესახებ, შპს „აქტივ ბათუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2012 წლის 5 ნოემბერს, გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მიღებულია 2015 წლის 23 იანვარს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2015 წლის 18 მაისის N129 ბრძანების შესაბამისად, შპს „აქტივ-ბათუმის“ ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი და სათანადო გამოკვლევის საფუძველზე, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა აუდიტის პერიოდში, სამინისტროს მხრიდან ამ მიმართებით აქტივობები არ განხორციელებულა. შპს „JASMINE”-ს მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურების მოთხოვნით, სამინისტროს 2014 წლის 13 მაისის წერილზე პასუხი გაცემულია 2016 წლის 3 მაისს, სადაც საუბარია ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დარიცხული ჯარიმისაგან გათავისუფლებაზე. აღნიშნულ თხოვნას აუდიტის პერიოდში რეაგირება არ მოჰყოლია. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების საჯარო რეესტრში აღურიცხაობის გამო, დაბა ხულოში, მამულაძის ქუჩა N5-ში არსებული „კაფე ხიხანის“ შენობა (271,36 კვ.მ) და მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი, პირობების გარეშე, შპს „ბელიდან“ გადავიდა შპს „პროკრედიტ პროფერთის“ საკუთრებაში.
ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობისათვის დარიცხული საჯარიმო სანქციების ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღების მიზნით, შესაბამისი სარჩელები შეტანილია სასამართლოში და ცალკეულ შემთხვევაში წარმოებული მოლაპარაკების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება. შედეგად, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, დასრულებულია 23 საქმე და 186,0 ათასი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღების მიზნით მასალები გადაგზავნილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში. საჯარიმო სანქციების სახით დარიცხული თანხებიდან, აუდიტის პერიოდში ამოღებულია 2,3 ათასი ლარი და 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დარიცხული თანხებიდან ნაშთად ირიცხება 4052,5 ათასი ლარი და 5706,2 ათასი აშშ დოლარი.
●ქონების მართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის Nს-157 ბრძანების შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ, გამოვლენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი გამოყენების 43 შემთხვევა,
15
რომლებიც 2008-2012 წლებშია რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის N3/4/641 დადგენილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ზემოთ აღნიშნული კომისია და რომელმაც 2014 წელს ავტონომიური რესპუბლიკის ქონების არამართლზომიერი გამოყენებისათვის, ქონების მოსარგებლეებს, სარგებლობის საფასურის სახით გადასახდელად დააკისრა 2638,7 ათასი ლარი. შედეგად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის Nს-157 ბრძანება. სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი გამოყენებისათვის, უსაფუძვლო გამდიდრების მოტივით, შეტანილია სასარჩელო განცხადებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი გამოყენება 2016 წელსაც გრძელდებოდა.
● საჯარიმო სანქციებისაგან გათავისუფლება 2016 წელს, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მოტივით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, სამინისტროს წინადადების გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, ქონების მყიდველები, 20 შემთხვევაში, პირობით12 გათავისუფლდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დარიცხული 9074,5 ათასი ლარისა და 3652,6 ათასი აშშ დოლარის საჯარიმო სანქციისაგან. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მოტივით 2015 წელს 22 შემთხვევაში ჩამოეწერათ ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების დარღვევისათვის საჯარომო სანქციის სახით დარიცხული 4710,0 ათასი ლარი და 1890,3 ათასი დოლარი. ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის დარიცხული საჯარიმო სანქციებისაგან გათავისუფლებას საფუძვლად უდევს სამინისტროს შესაბამისი მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისადმი, რომლის მოწონების შემთხვევაში, მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, სამინისტროს ენიჭებოდა საჯარიმო სანქციებისაგან გათავისუფლების უფლება. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრებაში ან სარგებლობაში ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობისათვის დარიცხული სანქციებისაგან გათავისუფლება,
12 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღდგენილი იქნება საჯარიმო სანქცია სრული ოდენობით.
16
დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს. ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა შემთხვევები, როცა სანქციებისაგან გათავისუფლება დამატებით დასაბუთებას მოითხოვს. ამასთან, ადგილი აქვს საკითხისადმი არაერთგვაროვან მიდგომის ფაქტებს. მაგალითად:
შპს „ეიერ-მერიდიანს” ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, 2015 წლის 18 ივნისის მდგომარეობით, საჯარიმო სანქციის სახით ერიცხებოდა 419,7 ათასი აშშ დოლარი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 5 ივლისის N88 განკარგულებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების პირობით, ჩამოეწერა. ჩამოწერის საფუძვლად მსოფლიოში წარმოქმნილი სავალუტო რყევები და შესაბამისად, ფინანსური რესურსის მოზიდვის გაჭიანურება სახელდება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მოტივი ზოგადი ხასიათისაა და არ იძლევა დასკვნის საშუალებას კონკრეტული ინვესტორის მიმართ გასატარებელი ღონისძიების აუცილებლობაზე. შპს „ბიჯი თრეიდს“ ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, 2016 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით, საჯარიმო სანქციის სახით ერიცხებოდა 1743,5 ათასი ლარი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის N01-3/281 ბრძანებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების პირობით, ჩამოეწერა. ჩამოწერის საფუძვლად საპროექტო დოკუმენტაციის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გაჭიანურება სახელდება. ანალოგიური მოტივით, სააქციო საზოგადოების „ია-ფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“ თხოვნის13 განხილვა, სამინისტროს მიერ მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული და მას ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ყოველდღიურად ერიცხება 469,5 აშშ დოლარი. ამ შემთხვევაში სამინისტროს მიერ, ინვესტორის წინადადების განხილვაც კი არ მომხდარა და შესაბამისად, 2016 წლის 5 მაისის შემდეგ, საქმესთან დაკავშირებით რაიმე სახის გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
• სახელმწიფო შესყიდვები სამინისტროსა და შპს ,,დაგის“ შორის, ქალაქ ბათუმში, თამარის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით, გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება განხორციელებულია მშენებლობის კალენდარული გრაფიკით განსაზღვრული ვადების დარღვევით. კერძოდ, მიმწოდებელს I ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შესახებ ანგარიშები (ფორმა N2 და N3) სამინისტროში წარდგენილი აქვს 11 სექტემბერს, ანუ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადასთან მიმართებით 5 დღის დაგვიანებით. მოცემულ შემთხვევაში არ
13 სააქციო საზოგადოების „ია-ფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთის წარმოამდგენლობა საქართველოში“ 2016 წლის 12 აპრილის N162 წერილი.
17
იქნა გამოყენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება პირგასამტეხლოს სახით 2,4 ათასი ლარის14 დარიცხვის შესახებ.
სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მიერ, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ადგილი აქვს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობაზე არასათანადო მონიტორინგის, სახელშეკრულებო პირობების დარღვევისა და არასათანადოდ შესრულების ფაქტებს. კერძოდ, - სსიპ „ბათუმის ბულვარსა“ და შპს „ლიტომს“ შორის, 2015 წლის 26 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება15, უნივერსიტეტის ასასვლელიდან კაფე-ბარ „ტყუპებმდე“ ალეებში დაზიანებული ასფალტის, ფილების, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდიურების აყრა-გატანისა და მის სანაცვლოდ ბუნებრივი წყალმიმღები ჭების, ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობითი სამუშაოების შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობისას, საზოგადოებრივი მოთხოვნიდან გამომდინარე, შუა ალეაში მწვანე საფარის მოწყობითი სამუშაოები შეიცვალა დეკორატიული ფილების მოწყობითი სამუშაოებით, რის გამოც შეიცვალა ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვა და ახალი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებების16 საფუძველზე, 2016 წლის 28 მარტს, გამარტივებული შესყიდვის ფორმით, შპს „ლიტომთან“ გაფორმდა ხელშეკრულება 450,6 ათასი ლარის ღირებულებით. აუდიტის პერიოდში, წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმების პერიოდისთვის, შპს „ლიტომს“ უკვე შესრულებული ჰქონდა შუა ალეაში კორდის დაგებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, რაც თანხობრივად 81,6 ათას ლარს შეადგენდა და 3879 კვ.მ ტერიტორიის ხელით მოსწორებასა და ამავე ტერიტორიაზე 40სმ სისქის მცენარეული გრუნტის შეტანას ითვალისწინებდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება, პირველი ეტაპის სამუშაოებთან ერთად, დაფინანსებული იქნა 2015 წლის 28 დეკემბრს. შესაბამისად, ბულვარის ალეების მოწყობის პროექტის შეცვლასთან ერთად, საჭირო შეიქმნა უკვე შესრულებული 81,6 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების მოშლა და ბულვარის მიერ მიღებული ზარალის აღიარება. შპს „ლიტომი“, თავისი 2016 წლის 17 თებერვლის წერილით, გამოთქვამს მზადყოფნას ჩატარებული სამუშაოების ღირებულების ჩუქებასთან დაკავშირებით, რაც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული თანხიდან ჩამოწერის გზით უნდა განხორციელებულიყო, თუმცა 2016 წლის 9 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, შპს „ლიტომი“ ბულვარს უსასყიდლოდ გადასცემს მის საკუთრებაში არსებულ 81,6 ათას ლარს. აღნიშნული თანხა, ნაღდი ფულის სახით, ბულვარის საბუღალტრო ჩანაწერებში არ ფიქსირდება. ამასთან, ბუღალტრულად არ არის აღრიცხული ასევე ჩუქების ხელშეკრულებით განსაზღრვული 1516,6 კუბ.მ მცენარეული გრუნტის მიღება-გამოყენება.
14 379 057,84 X0.15%=568.58 X5=2842.93 ლარი 15 ხელშეკრულება N2/35. 26.11.2015. SPA 150025587. 1253,2 ათასი ლარი. 16 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 11 მარტის N895 და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 მარტის N27 განკარგულებები.
18
შპს „ლიტომთან“ 2015 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, სხვა სამუშაოებთან ერთად, ითვალისწინებდა ბეტონის დეკორატიული რომბისებური ფილების მოწყობას ქვიშა - ცემენტის ნარევის საფუძველზე. ამასთან, ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებული იყო ნიმუშისათვის დაეგო 40კვ.მ დეკორატიული ბეტონის ფილა, რომლის სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში მოხდებოდა ხელშეკრულების შეწყვეტა. მხარეთა შორის 2016 წლის 4 მაისს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, დეკორატიული ფილების მოწყობის საფუძვლად, ქვიშა-ცემენტის ნარევის ნაცვლად, 8 სმ სისქის ქვიშა განისაზღვრა. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ლიტომის“ მიერ დეკორატიული ფილების მოწყობისას გრძელდებოდა ქვიშა-ცემენტის ნარევის გამოყენება და განსხვავებული ფერისა და ვიზუალის ფილების გამოყენება, რაც 2016 წლის 31 დეკემბერს წარმოდგენილ ფორმა N2-ში დაფიქსირებული სამუშაოების უარყოფითად შეფასების საფუძველი გახდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფორმა N2-ში შესრულებულად ნაჩვენებია 1500 კვ.მ (საკონტროლო აზომვით 1330 კვ.მ-მდე დაზუსტდა) სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამო დეკორატიული ფილის, სახელშეკრულებო პირობების დარღვევით მოწყობა, თუმცა სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში სსიპ „ბათუმის ბულვარს“ რეაგირება არ მოუხდენია. შედეგად, სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ მიერ, ბათუმის ბულვარში შესრულებული სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციასთან შეუსაბამოდ ჩაითვალა და მდგომარეობის გამოსწორებისათვის მიეცა ვადა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში, სამუშაოები არ განხორციელებულა, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიძლება 10,0 ათასი ლარის ჯარიმის დარიცხვის საფუძველი გახდეს. აღსანიშნავია, რომ ბულვარის მიერ ხელშეკრულება ცალმხრივად არის შეწყვეტილი და მიმწოდებლის მიერ, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით, სარჩელი შეტანილია ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მიერ, აუდიტის პერიოდში გაფორმებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ხელშეკრულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტებით ვერ დადგინდა მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურებისა თუ შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან. კერძოდ,
N ხელშეკრუ
ლების ნომერი და
თარიღი
მომწოდებელი
ღირებუ
ლება
ხელშეკულების
საგანი
შენიშნვა
1 N2/10. 15.02.2016
შპს „ბათუმგამწვანება“
58000 ხე-მცენარეების შესყიდვა-დარგვა
არ დასტურდება მოწოდებული ხე- მცენარეების მახასიათებლებისა და დარგვისას აგროტექნიკური წესების დაცვის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან
2 N2/28. 31.05.2016
შპს „ბათუმგამწვანება“
54790 კორდის ბელტისა და ხე-მცენარეების
შესყიდვა-დარგვა
არ დასტურდება მოწოდებული ხე-მცენარეების მახასიათებლებისა და დარგვისა აგროტექნიკური წესების დაცვის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან
არ დასტურდება მიღებული საღებავების ტექნი-კური მახასიათებლების შესაბამისობა სატენდე-რო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან. მიღება-ჩაბარების აქტებში არ ფიქსირდება
19
შესრულებული სამუშაოების ადგილმდებარეობა. 4 N2/19.
18.04.2016 შპს „მარეთი 777“ 15000 სპეციალური
ტექნიკის საშუალებით მომსახურება
მითითებულია მხოლოდ სპეცტექნიკის გამოყენე-ბის დრო. არ არის მითითებული ამ ტექნიკის გამოყენებით შესრულებული სამუშაოების სახეები და ადგილმდებარეობა.
5 2/04. 29.01.2016
შპს „მარეთი 777“ 45000 სპეციალური ტექნიკის
საშუალებით მომსახურება
მითითებულია მხოლოდ სპეცტექნიკის გამო-ყენების დრო. არ არის მითითებული ამ ტექნიკის გამოყენებით შესრულებული სამუშაოების სახეე-ბი და ადგილმდებარეობა.
ცხრილი N5. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მიერ 2016 წელს განხორციელებული რიგი შესყიდვების შესახებ
• ქონების იჯარით გადაცემა სსიპ „ბათუმის ბულვარი“, აუდიტის პერიოდში, ელექტრონული აუქციონის ფორმით ახორციელებდა სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების იჯარით გაცემას. 2016 წელს ქონების იჯარით გასაცემად გამოცხადებულია 390 აუქციონი, აქედან 69 შემთხვევაში, სააუქციონო ვაჭრობის შედეგად, გამარჯვებულად გამოვლენილმა პირმა უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, „ბეს“ სახით შეტანილი საგარანტიო თანხა დარჩა სსიპ „ბათუმის ბულვარს“. წარმოდგენილი მასალების ანალიზით ვლინდება, რომ უმეტეს შემთხვევაში ახლად გამოცხადებულ აუქციონზე იმარჯვებს ერთი და იგივე პიროვნებები, პირველ აუქციონზე დაფიქსირებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად. ამ გზით პირველად და განმეორებით აუქციონების შედეგად დაფიქსირეულ თანხებს შორის სხვაობამ 383,5 ათასი ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ქონების საწყისი საიჯარო ღირებულების განსაზღვრა დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე კეთდება, რომელთა შედგენისას არ არის გათვალისწინებული შესაბამისი ობიექტის გასული წლის სააუქციონო ვაჭრობის შედეგები და საიჯარო ღირებულება განსაზღვრულია საბაზრო ღირებულებასთან (აუქციონის შედეგები) არარეალურად დაბალ ფასად. შედეგად, საგარანტიო თანხაც მცირდება, რაც ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმისა და მომდევნო აუქციონზე მონაწილეობის საფუძველი ხდება. ამრიგად, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მიერ შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს აქტივების ეფექტურ გამოყენებას, რაც გავლენას ახდენს ბულვარის შემოსავლებზე.
● ბიუჯეტის შედგენა -შესრულების მდგომარეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო კოდით გათვალისწინებული, 2016 წლის დაზუსტებული ბიუჯეტი 12251,2 ათასი ლარით განისაზღვრა. ამავე პერიოდის საკასო ხარჯი 11174,2 ათას ლარს შეადგენს, რაც საბიუჯეტო გეგმის 91,2 პროცენტია. სამინისტროს სახაზინო კოდით გათვალისწინებული პროგრამების ბიუჯეტის შესრულება შემდეგი სახისაა:
დასახელება დაზუსტებული გეგმა
საკასო შესრულება
გადახრა შესრულების %
აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 4938948 4813292 125656 97,5 სახაზინო მომსახურება 207556 196606 10950 94,7
საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა (გაზეთი „აჭარა“)
223760 223432 328 99,9
დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა (ააიპ „ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი“)
68900 67949 951 98,6
საფრთხის შემცველი ობიექტებისათვის მომსახურების მიწოდება და მართვა (სსიპ „ტექნიკური და
სამშენებლო ლაბორატორია“)
284600 263276 21324 92,5
სულ 12251194 11174218 1076976 91,2
ცხრილი N6. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში
ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ბიუჯეტის შესრულება მოცემულია ცხრილის სახით.
საბიუჯეტო კლასიფიკაციის
მუხლების დასახელბა
2016 წლის ბიუჯეტი
2016 წლის ხარჯები გადახრა ფაქტ.ხარჯსა და გადახდას შორის
1.8 სხვა ხარჯები 585830 478780 608162 129383 107050 81,7
არაფინანსური აქტივები
2. სულ არაფინანსური აქტივების ზრდა
1817695 1785850 31845 98,2
ვალდებულებები
4. ვალდებულებების შემცირება
44072 44071 1 99,9
სულ 5728478 5499909 7711948 228569 96,0
ცხრილი N7. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მუხლობრივ ჭრილში.
2016 წლის შრომის ანაზღაურების მუხლით დაზუსტებული ასიგნებების ოდენობამ 1980,6 ათასი ლარი შეადგინა. 2016 წლის განმავლობაში, ბიუჯეტიდან შტატით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურებაზე მიმართულ იქნა 1980,1 ათასი ლარი, რაც დაზუსტებული ასიგნების 99,9 პროცენტია და 6,2 ათასი ლარით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
21
შრომის ანაზღაურება 2015 წ. 2016 წ. ზრდის ტემპი
2015-2016 წწ.
შრომის ანაზღაურება 1973889 1980137 6248
ხელფასები ფულადი ფორმით -თანამდებობრივი სარგო 1092989 1071653 -21336
ხელფასები ფულადი ფორმით - პრემია 342597 375651 33054
ხელფასები ფულადი ფორმით - დანამატი 538303 532833 -5470
ცხრილი N8. „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ხარჯები შემადგენელი კომპონენტების დონეზე (ლარი). როგორც ცხრილიდან ჩანს, 2015 წელთან შედარებით, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გახარჯული სახსრების მოცულობა თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის კომპონენტის მიხედვით შემცირებულია, თუმცა ამავე დროს გაზრდილია პრემიის კომპონენტის საკასო ხარჯი.
2015 წლის მაჩვენებელი
(1)
2016 წლის მაჩვენებელი (2)
ნომინალური სხვაობა (2)-(1)
(2)/(1) (%)
შრომის ანაზღაურება 1973889 1980137 6248 0,3
მათ შორის:
პრემია 342597 375651 33054 9,6
დანამატი 538303 532833 -5470 -1,0
პრემია + დანამატი 880900 908484 27484 3,1
ცხრილი N9. შრომის ანაზღაურების კომპონენტების ანალიტიკური მაჩვენებლები (ლარი).
ზემოთ აღნიშნული ანალიზი გვიჩვენებს, რომ თანამდებობრივი სარგოს შემცირების პირობებში, ადგილი აქვს პრემიის ზრდისა და დანამატის არაპროპორციულად შემცირების ფაქტებს. ამასთან, მხარჯავ დაწესებულებებში დანამატის გაცემა ხდება შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ან მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მუხლის მითითებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის საბიუჯეტო ასიგნება შრომის ანაზღაურების მუხლში 1980,6 ათასი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული ასიგნება გაანგარიშებულია 100 თანამშრომელზე, რომელთა თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, ხელფასის ყოველთვიური ფონდი 100,6 ათას ლარს შეადგენს. 2016 წლის განმავლობაში სამინისტროში ვაკანტური თანამდებობების არსებობის შედეგად, შრომის ანაზღაურების მუხლში წარმოქმნილი ეკონომია 171,2 ათას ლარს შეადგენდა, რომელიც სამინისტროს მუშაკთა მატერიალური წახალისების კომისიის მიერ, 2016 წლის 27 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, განაწილებული იქნა პრემიის სახით, რაც არ შეიძლება მისაღებ პრაქტიკად ჩაითვალოს. შტატგარეშე მუშაკთა შრომის ანაზღაურების 2016 წლის საბიუჯეტო ასიგნება 238,6 ათასი ლარით განისაზღვრა. საანგარიშო პერიოდში ამ მუხლით გაწეულია 231,4 ათასი ლარის ხარჯი, რაც საბიუჯეტო გეგმის 96,9 პროცენტს შეადგენს. წარმოდგენილი აუდიტორული მტკიცებულების შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში გაფორმებულია 34 შრომითი ხელშეკრულება, შტატგარეშე მუშაკთა დასაქმების შესახებ.
22
მივლინების მუხლის 2016 წლის საკასო ხარჯი 53,7 ათას ლარს შეადგენს, რაც საბიუჯეტო გეგმის (62,2 ათასი ლარი) 86,3 პროცენტია. სამივლინებო თანხიდან დღიური ხარჯებისთვის ანაზღაურებულია 14,1 ათასი ლარი, მგზავრობისთვის - 16,0 ათასი ლარი და საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის - 23,6 ათასი ლარი. ოფისის ხარჯების მუხლის 2016 წლის საკასო ხარჯი 223,7 ათას ლარს შეადგენს, რაც საბიუჯეტო გეგმის (265,1 ათასი ლარი) 84,4 პროცენტია. აღნიშნული მუხლით გაწეული ფაქტიური ხარჯი 7,1 ათასი ლარით ნაკლებია საკასო ხარჯზე, რაც გაუხარჯავი საქონლის ნაშთით არის გამოწვეული; წარმომადგენლობითი ხარჯების 2016 წლის საკასო ხარჯი 31,1 ათას ლარს შეადგენს, რაც საბიუჯეტო გეგმის (35,1 ათასი ლარი) 88,6 პროცენტია. აღნიშნული მუხლით გაწეული ფაქტიური ხარჯი 0,1 ათასი ლარით მეტია საკასო ხარჯზე, რაც გასულ წლებში შეძენილი საქონლის ექსპლუატაციაში გაშვებით არის გამოწვეული; ტრანსპორტის, ტექნიკის და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების მუხლის 2016 წლის საკასო ხარჯი 110,0 ათას ლარს შეადგენს, რაც საბიუჯეტო გეგმის (129,0 ათასი ლარი) 85,3 პროცენტია; სუბსიდიის მუხლის 2016 წლის საკასო ხარჯი 340,3 ათას ლარს შეადგენს, რაც საბიუჯეტო გეგმის (345,8 ათასი ლარი) 98,4 პროცენტია. აღნიშნული მუხლით ფინანსდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების სასესხო ვალდებულების ნაწილი. სუბსიდიის მუხლით გაწეული ფაქტიური ხარჯი 1,8 ათასი ლარით ნაკლებია საკასო ხარჯზე, რაც თანადაფინანსების წინასწარი გადახდით არის გამოწვეული; გრანტების მუხლის 2016 წლის ფაქტიური ხარჯი 3437,9 ათას ლარს შეადგენს, რაც სამინისტროს ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების სხვა პირებზე უსასყიდლოდ გადაცემით არის გამოწვეული; სხვა ხარჯების მუხლის 2016 წლის საკასო ხარჯი 478,8 ათას ლარს შეადგენს, რაც საბიუჯეტო გეგმის (585,8 ათასი ლარი) 81,7 პროცენტია. აღნიშნული მუხლით გაწეული ფაქტიური ხარჯი 129,4 ათასი ლარით მეტია საკასო ხარჯზე, რაც წინა წლის მარაგების ხარჯვით არის გამოწვეული.
საანგარიშო პერიოდში არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო ხარჯი 1785,9 ათას ლარს შეადგენს, რაც 2016 წლის საბიუჯეტო გეგმის 98,3 პროცენტს შეადგენს, ანუ გეგმის შესრულებას 31,8 ათასი ლარი დააკლდა;
ვალდებულების კლების გეგმური მაჩვენებელი შესრულებულია 100 პროცენტით. ამ მუხლით,
23
2016 წლის დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებული და გახარჯულია 44,1 ათასი ლარი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის 2015 წლის პროგრამების ასიგნებების შესრულება შემდეგი სახისაა:
N დასახელება დაზუსტებული
ბიუჯეტი საკასო ხარჯი
გადახრა შესრულების პროცენტი
1 ფინანსების, ეკონომიკური პილიტიკისა და ქონების სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
2709963 2647413 62550 97,7
2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვა
68000
66155
1845
97,3
2 რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენი 79585 76485 3100 96,1 3 ეკონომიკური ობსერვატორია 24000 23375 625 97,4 4 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე
არსებული თვითმმართველი ერთეულების სივრცითი მოწყობის დოკუმენტის შედგენა
150000 128200 21800 85,5
5 სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამა
1785400 1754814 30585 98,3
6 მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა
122000 116850 5150 95,8
ცხრილი N10. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის პროგრამების შესრულების შესახებ
●დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ერიცხებოდა 804,6 ათასი ლარის დებიტორული და 706,8 ათასი ლარის კრედიტორული დავალიანება. საანგარიშო პერიოდში დებიტორული დავალიანება შემცირდა 787,2 ათასი ლარით, ხოლო კრედიტორული დავალიანება - 501,2 ათასი ლარით და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შესაბამისად 17,4 ათასი ლარი და 286,0 ათასი ლარი შეადგინა. დებიტორული დავალიანება ავანსად გადახდილმა თანხებმა, ხოლო კრედიტორული დავალიანება კი მიწოდებული საქონლისა თუ მომსახურების აუნაზღაურებლობამ გამოიწვია.
გოჩა შარაბიძე /წამყვანი აუდიტორი/
ნადიმ ბოლქვაძე /წამყვანი აუდიტორი/
ზვიად ვარშალომიძე /აუდიტორი/
ავთანდილ აბაშიძე /აუდიტორ - ასისტენტი/
01.05.2017წელი
24
ანგარიშგების ფორმები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით
კოდი აქტივები ანგარიშის ნომერი
ნაშთი წლის დასაწყისისთვის
ნაშთი წლის (კვარტლის)
ბოლოს
1 2 3 4 5 I.ფინანსური აქტივები და მოთხოვნები
010 ნაღდი ფული სალაროში ეროვნულ ვალუტაში 1110 020 ნაღდი ფული სალაროში უცხოურ ვალუტაში 1120 030 მიმდინარე ანგარიში ბანკში ეროვნულ ვალუტაში 1211 040 მიმდინარე ანგარიში ბანკში უცხოურ ვალუტაში 1212 050 სხვა ანგარიშები ბანკში 1220 540923 1229271
060 მიმდინარე ანგარიში არასაბიუჯეტო სახსრებისათვის ხაზინაში
1230 17370 305483
070 ანგარიში მიზნობრივი გრანტების და მიზნობრივი დაფინანსებისათვის
1240
080 ანგარიში საბიუჯეტო სახსრებით ორგანიზაციის საკასო ხარჯებისათვის 1250
090 დეპოზიტები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში 1260 100 დეპოზიტები ხაზინაში უცხოურ ვალუტაში 1270 110 ხაზინის სავალუტო ანგარიში 1280 120 სხვა ანგარიშები ხაზინაში 1290 93776 130 ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა 1310 140 მოკლევადიანი სესხები 1320 150 აქციები და სხვა კაპიტალი 1330 160 წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები 1340 170 საბიუჯეტო სესხებზე დარიცხული პროცენტები 1351 180 არასაბიუჯეტო სესხებზე დარიცხული პროცენტები 1352
190 დეპოზიტებზე და სხვა ფინანსურ აქტივებზე დარიცხული პროცენტები
1353
200 მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით 1354 3654 16664
210 მოთხოვნები ფულად სახსრებზე და მათ ექვივალენტებზე აქტივების/მომსახურების მიწოდებით 1355 113631 153449
220 გადახდილი დღგ 1356 230 წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადი 1357 657 240 სხვა საგადასახადო აქტივი 1358
250 მოთხოვნები ფულადი სახსრების და მათი ეკვივალენტების დანაკლისებით
1359
260 სხვა დანარჩენი მოკლევადიანი ფინანსური აქტივები 1360
25
270 მოთხოვნები ბარტერით 1410
280 მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიების მიმართ 1420
290 მოთხოვნები საქონლის და მომსახურების მიღებაზე წინასწარი გადახდებით
310 მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით 1440 320 ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნები 1450 330 მომუშავეების მიმართ მოთხოვნები 1460 340 მოთხოვნები წინასწარ გადახდილი გადასახდელებით 1470 350 სხვა დანარჩენი მოკლევადიანი მოთხოვნები 1480 360 გრძელვადიანი სესხები 1510 370 აქციები და სხვა კაპიტალი 1520 380 სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივები 1530 390 სხვა გრძელვადიანი მოთხოვნები 1540
II. არაფინანსური აქტივები
400 სტრატეგიული მარაგები 1610 410 სხვა მატერიალური მარაგები 1620 138140 271761 420 შენობა-ნაგებობები 2110 18838663 25390014 430 მანქანა-დანადგარები და ინვენტარი 2120 9313025 7911760 440 სხვა ძირითადი აქტივები 2130 1213130 3721670 450 დაუმთავრებელი ძირითადი აქტივი 2141 7463688 780606
460 საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებითი გაუმჯობესება 2142
ნაშთი პერიოდის ბოლოს ნაშთი პერიოდის ბოლოს 197120635
* აღნიშნულ სტრიქონზე აღირიცხება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიღებული შემოსავლებიდან და სხვა შემოსულობებიდან ბიუჯეტის კუთვნილი თანხები ** სადებეტო ნაშთს წლის დასაწყისისათვის ემატება სადებეტო ბრუნვა
*** საკრედიტო ნაშთს წლის დასაწყისისათვის ემატება საკრედიტო ბრუნვა
35
ბალანსის დანართი ფორმა №4
ანგარიში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ
ორგანიზაციის დასახელება აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კოდი: 245429200
პერიოდულობა: წლიური, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება 2017 წლის 1 იანვრისათვის
ზომის ერთეული: ლარი
სტრიქონის
კოდი დასახელება გეგმით საკასო ფაქტიური
1 2 3 4 5
010 ფულადი სახსრების ნაშთი წლის დასაწყისისთვის 652023
020 გაუნაწილებელი მოგება/დაუფარავი ზარალის ნაშთი წლის დასაწყისისთვის 2437713
030 შემოსულობები
040 საოპერაციო შემოსავლები 0 1063298 1479315
050 საანგარიშო პერიოდის შემოსავლები კლასიფიკაციის მიხედვით 0 1063298 1479315
060 გადასახადები
070 გრანტები
080 სხვა შემოსავლები 0 1063298 1479315
090 ა) შემოსავლები საკუთრებიდან
100 ბ) საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია
110 გ) სანქციები,ჯარიმები,საურავები 2432
120 დ) ნებაყოფლობითი ტრანსფერები,გრანტების გარდა 34024 34706
130 ე) შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები 1026842 1444609
140 შემოსულობები 611215
150 არაფინანსური აქტივების კლება
160 ფინანსური აქტივების კლება
170 ვალდებულებების ზრდა 611215
180 სულ საოპერაციო შემოსავლები და შემოსულობები 0 1674513 1479315.1
190 გადასახდელები
200 საოპერაციო ხარჯები 801093 727132 325438
210 1. ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციის
მიხედვით კოდი
801093 727132 325438
220 1.1. შრომის ანაზღაურება 21 150155 149780 149780
230 1.2 საქონელი და მომსახურება 22 202426 148447 135211
240 1.3 ძირითადი კაპიტალის მოხმარება 23 20205
250 1.4 პროცენტი 24
260 1.5 სუბსიდიები 25
270 1.6 გრანტები 26
280 1.7 სოციალური უზრუნველყოფა 27
290 1.8 სხვა ხარჯები 28 448512 428905 20242
300 გადასახდელები 764427 64650
310 2. არაფინანსური აქტივების ზრდა 31 764427 64650
320 2.1 ძირითადი აქტივები 311 764427 64650
330 2.2 მატერიალური მარაგები 312
340 2.3 ფასეულობები 313
350 2.4 არაწარმოებული აქტივები 314
360 3. ფინანსური აქტივების ზრდა 32 0 0
370 3.1 საშინაო 321
380 3.2 საგარეო 322
390 4. ვალდებულებების კლება 33 0 0
400 4.1 საშინაო 331
410 4.2 საგარეო 332
420 სულ საოპერაციო ხარჯები და გადასახდელები 332 1565520 791782 325438
390 5.1 მიწა 161235376 131065190.7 131496191.7 160804375
400 5.2 წიაღისეული 0
410 5.3 სხვა ბუნებრივი აქტივები 0
420 5.4 არაწარმოებული არამატერიალური აქტივები
0
41
ბალანსის დანართი ფორმა №5-1
ანგარიში არასოპერაციო შემოსავლებისა და არსაოპერაციო ხარჯების შედეგად ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილებების შესახებ
ორგანიზაციის დასახელება აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კოდი: 245429200 პერიოდულობა: წლიური, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება 2017 წლის 1 იანვრისათვის ზომის ერთეული: ლარი
ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების დასახელება არასოპერაციო შემოსავლები
კრედიტი (8100) არასაოპერაციო ხარჯები
დებეტი (8200)
010 ფინანსური აქტივები 16249 0
020 ვალუტა დეპოზიტები
030 ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა
040 სესხები
050 აქციები და სხვა კაპიტალი
060 სადაზღვევო ტექნიკური რეზერვები
070 წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები
080 სხვა დებიტორული დავალიანებები 16249
090 მონეტარული ოქრო და ნასესხობის სპეციალური უფლება
100 ფინანსური ვალდებულებები 22493 1820
110 ვალუტა და დეპოზიტები
120 ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა
130 სესხები
140 აქციები და სხვა კაპიტალი
150 სადაზღვევო ტექნიკური რეზერვები
160 წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები
170 სხვა კრედიტორული დავალიანებები 22493 1820
42
ბალანსის დანართი ფორმა №6
ინფორმაცია არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვის მონაცემებზე
ორგანიზაციის დასახელება: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
კოდი: 245429200
პერიოდულობა: წლიური, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება 2017 წლის 1 იანვრისათვის
ზომის ერთეული: ლარი
ანალიზური აღრიცხვის მონაცემები
დასახელება
საანგარიშო პერიოდის დასაწყისში
საანგარიშო პერიოდში მიღება საანგარიშო პერიოდში გასვლა