Top Banner
1 სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანი ზაფხულის პირველ, გულმოდგინე ლოდინში უცაბედად შემოპარული ივნისის დილა. ჯერ კიდევ ნამიანი, ქალაქური, მაგრამ მაინც მშვიდი და გრილი გარიჟრაჟი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის III კორპუსის ეზოში ჩვეული ფუსფუსია, ძილს და სითბოს ნაადრევად მოწყვეტილ, ოდნავ მჭმუნვარე სახეებს სასიამოვნოდ აკრთობს და ღიმილს უხატავს სახეზე, ბავშვურ ოცნებასავით სწრაფად და ლამაზად ახდენილი, მომდევნო ორი დღის მარშრუტი. ტრადიცია გრძელდება, სამთოგეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი ისევ აქტიურად ზრუნავს საკუთარი სტუდენტების გეოლოგიური, ისტორიული და შემეცნებითი კუთხით მეტი ინფორმაციით უზრუნველყოფაზე და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის საკუთარი თვალით და ხელით აღქმის შესაძლებლობას აძლევს მათ. ამჯერად ჩვენი მარშრუტია: თბილისიახალციხეგოდერძის უღელტეხილი. უკანა გზა: ახალციხე ახალქალაქი ნინოწმინდა ფარავნის ტბა წალკა თბილისი. ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრებისა და თანამშრომლებისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობს ბნნოდარ ფოფორაძე რამდენიმე პროფესორმასწავლებელთან ერთად. ექსპედიციის მიზანია ჩვენი პროფესიის სიყვარულის ჩანერგვა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ნაბიჯის გადასადგმელ საფეხურებს იკვეთს გეოლოგიაში, უკვე გამოცდილი გრძნობის განმტკიცება და პროფესიული ხედვის ობიექტივში მზერის დახვეწა ჩვენთვის, საქართველოს მადლიანი სილამაზის შეგრძნება, მორიგი დასტური იმისა, რომ მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრილ მიწაზე ვტოვებთ ჩვენს უხილავ და ცოდვილ ნაკვალევს. დავიწყოთ ჩვენი მარშრუტი, გავყვეთ საავტომობილო გზას ახალციხის მიმართულებით და ვნახოთ საქართველოს ისტორიული შუაგული ისეთი, როგორი სახითაც წინაპრებს შემოუნახავთ, მომავალ თაობას რომ შეგვილამაზებიადა ვეცადოთ ნაკვალევიც დავტოვოთ გასვლა სტუ-მესამე კორპუსიდან
23

სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

Feb 03, 2018

Download

Documents

vuongminh
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

 

სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანი

ზაფხულის პირველ, გულმოდგინე ლოდინში უცაბედად შემოპარული ივნისის დილა. ჯერ კიდევ ნამიანი, ქალაქური, მაგრამ მაინც მშვიდი და გრილი გარიჟრაჟი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის III კორპუსის ეზოში ჩვეული ფუსფუსია, ძილს და სითბოს ნაადრევად მოწყვეტილ, ოდნავ მჭმუნვარე სახეებს სასიამოვნოდ აკრთობს და ღიმილს უხატავს სახეზე, ბავშვურ ოცნებასავით სწრაფად და ლამაზად ახდენილი, მომდევნო ორი დღის მარშრუტი. ტრადიცია გრძელდება, სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი ისევ აქტიურად ზრუნავს საკუთარი სტუდენტების გეოლოგიური, ისტორიული და შემეცნებითი კუთხით მეტი ინფორმაციით უზრუნველყოფაზე და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის საკუთარი თვალით და ხელით აღქმის შესაძლებლობას აძლევს მათ. ამჯერად ჩვენი მარშრუტია: თბილისი–ახალციხე–გოდერძის უღელტეხილი. უკანა გზა: ახალციხე – ახალქალაქი – ნინოწმინდა – ფარავნის ტბა – წალკა – თბილისი. ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრებისა და თანამშრომლებისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობს ბნ–ი ნოდარ ფოფორაძე რამდენიმე პროფესორ–მასწავლებელთან ერთად. ექსპედიციის მიზანია ჩვენი პროფესიის სიყვარულის ჩანერგვა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ნაბიჯის გადასადგმელ საფეხურებს იკვეთს გეოლოგიაში, უკვე გამოცდილი გრძნობის განმტკიცება და პროფესიული ხედვის ობიექტივში მზერის დახვეწა ჩვენთვის, საქართველოს მადლიანი სილამაზის შეგრძნება, მორიგი დასტური იმისა, რომ მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრილ მიწაზე ვტოვებთ ჩვენს უხილავ და ცოდვილ ნაკვალევს.

დავიწყოთ ჩვენი მარშრუტი, გავყვეთ საავტომობილო გზას ახალციხის მიმართულებით და ვნახოთ საქართველოს ისტორიული შუაგული ისეთი, როგორი სახითაც წინაპრებს შემოუნახავთ, მომავალ თაობას რომ „შეგვილამაზებია“ და ვეცადოთ ნაკვალევიც დავტოვოთ

გასვლა სტუ-ს მესამე კორპუსიდან

Page 2: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

 

საუკუნეთა ნატერფალზე. ვნახოთ, შევიგრძნოთ, კადრებად აღვბეჭდოთ და ლექსადაც დავწეროთ, ოღონდ მხოლოდ ისეთი, ჩვენ რომ დაგვინახავს, არა მარტო ისტორიული, ჩვენებური, გეოლოგიური.

მარშრუტის დასაწყისი–თბილისი. საქართველოს ტექტონიკური დარაიონების მიხედვით ვიმყოფებით მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემის აჭარა–თრიალეთის ზონის სამხრეთ ქვეზონაში. ქანების გეოლოგიური ასაკი ზედა ეოცენია, მათი ლითოლოგიური შედგენილობა ფორამინიფერებიანი მერგელები, მსხვილმარცვლოვანი კვარც–არკოზული და გრაუვაკული ქვიშაქვები, თიხები კონგლომერატების, კონგლომერატ–ბრექჩიების შუაშრეები და დასტები, იშვიათად მერგელები და კირქვები, ზოგან სუბტუტე ბაზალტური და ტრაქიტული ლავები და პიროკლასტოლითები. ზედა ოლიგოცენი – თიხები და ქვიშაქვები; ქვედა ოლიგოცენი – კარბონატული თიხები და ქვიშაქვები.

მცხეთის გასასვლელიდან შევდივართ ამიერკავკასიის მთათაშუა არეში და ხაშურის რაიონამდე ვიმყოფებით ქართლის მოლასაში. ასაკი–მიოცენი. ზღვიური და კონტინენტური მოლასები. ქანების ლითოლოგიური შედგენილობა–კონგლომერატები, თიხები, ქვიშაქვები, მერგელები, კირქვები, ქვიშები. კასპი–გორის რაიონების ორივე მხარეს ისევ ზღვიური და კონტინენტური მოლასები გამოდის. ხაშურიდან გასვლისას ახალდაბიდან შევდივართ მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემაში, აჭარა–თრიალეთის ჩრდილოეთის ქვეზონაში. გეოგრაფიულად ვიმყოფებით შიდა ქართლის ტერიტორიაზე. ხმაურიან, ხალხის ფუსფუსით გარინდებულ ქალაქის ქუჩებს უკვე ბუნების პეიზაჟები ცვლის. თავადაც მწვანეში ჩაფლულ გორებს გულში ჩაუხუტებიათ, უმწეო ბარტყებივით უბეში შეუფარებიათ კოხტად გამოყვანილი სახლები, სავანედ უქცევიათ სიმყუდროვეს მონატრებული ხალხისთვის. ახალდაბიდან გასვლისას ერთმანეთს მიჰყვება კრიალოსნის თვლებივით აწყობილი კურორტების ჯაჭვი. უფალს ღვთიური ცვარი უხვად გადმოუფრქვევია ბორჯომის მთებისთვის. თითქმის უკვდავების წყაროდ ქცეულან მთის წიაღიდან წამოსული წყლები, რომლებსაც გეოლოგები ბორჯომისა და ლიკანის მინერალურ წყაროებს ვეძახით. ისინი მათში გახსნილი მინერალური კომპონენტებით უნიკალურ სამკურნალო თვისებებს ატარებენ. ამიტომაცაა ავტობუსის ფანჯრებშიც იჭრება წიწვოვანი ხეების ყვავილში არეული მათი სურნელი. რამდენიმე წუთით ვივიწყებთ სილამაზეს და საქმესაც, კიდევ ერთი სასიამოვნო მოვალეობის შესასრულებლად. წახემსება აუცილებელია, სამცხე–ჯავახეთის მიწას მასავით ნოყიერად დაპურებულები უნდა შევხვდეთ.

შესვენება სლესის ციხის მიდამოებში

Page 3: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

 

განვლილი მანძილის მატებასთან ერთად მატულობს ინტერესი ჯერ კიდევ სახილველი ბუნების, მოსალოცი ეკლესია–მონასტრების და მნახველებისაგან მერამდენედ „დაპყრობილი“ ციხეების სტუმრობის. ჩვენც გვინდა დავლაშქროთ ისტორიული მესხეთის ციხეები, ოღონდ არა იმ წინაპართა კვალდაკვალ, ქონგურებზე მტრის დროშას რომ აფრიალებდა. კოშკებიდან ქართულ მიწას დავლოცავთ და პატრიოტულ სულისკვეთებას შევიგრძნობთ, ბრძოლის ველიდან წამოსული ალმურივით რომ ტრიალებს ჰაერში. ფოტოებად ვაქცევთ საქართველოს ნანგრევების ფონზე სიამოვნების და სინანულის გამომხატავ სახეებს.

ახალციხის რ–ნი, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ხარაგაულისა და ბორჯომის, აღმოსავლეთიდან ასპინძის, ხოლო დასავლეთიდან ადიგენის მუნიციპალიტეტი. სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველო–თურქეთის საზღვარს. გეოლოგიურად ვიმყოფებით ახალციხის (სამცხის) ქვაბულის ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს ტექტონიკურ, ეროზიულ მთათაშორის ქვაბულს სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მდ. მტკვრის ზემო აუზში. მისი აბსოლუტური საშუალო სიმაღლე 900–1000მ–ია. ქვაბულის კალთები აგებულია შუაეოცენური ასაკის ვულკანოგენური ქანებით, ხოლო შუა ნაწილი – ზედა ეოცენის თანაბარშრიანი თაბაშირიანი ქვიშიან–თიხოვანი წყებით. ოლიგოცენური თიხებითა და ქვიშიან–თიხოვანი ნალექებით, აგრეთვე მიო–პლიოცენის ტუფოგენური (გოდერძის) წყებით. მეოთხეული ნალექები მტკვრისა და მისი შენაკადების ხეობათა ძირზეა.

ჩვენ ვიმყოფებით სამცხე–ჯავახეთის, ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ერთ–ერთი უძველესი მხარეა თავისი მდიდარი ისტორიული წარსულით. სწორედ დღევანდელი მესხეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა ქართველ ტომთა პირველი გაერთიანება „დიაოხი“, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოს წარმოქმნაში. სამცხე–ჯავახეთი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი და კულტურულად დაწინაურებული პროვინცია იყო. მესხეთი ისტორიული სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდებაა. ანტიკურ წყაროებში ეს ტერიტორია „მოსხიკეს“ სახელწოდებითაა ცნობილი, ხოლო ქართული წყაროები ზემო ქართლის სახელწოდებით მოიხსენიებენ (X-XVI ს.ს.). სამცხე წარმოდგება მესხთა ტომის სახელისგან სა–მესხე, სა–მცხე. მესხეთის გეოგრაფიული მდებარეობა ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა ქვეყნის კულტურულ–ეკონომიკური განვითარებისთვის. იგი ხელს უწყობდა კავშირის დამყარებას საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ ძველ კულტურებსა და მცირე აზია–მახლობელი აღმოსავლეთის ცივილიზაციის ცენტრებს შორის.

ძვ. წელთაღრიცხვის II-I ს.ს.–ში მესხეთის ტერიტორია 3 ნაწილად იყოფოდა: სომხეთს ეკავა ტაო, სპერი და კოლა; კოლხეთს–შავშეთი, კლარჯეთი და აჭარა; ქართლს (იბერია)–არტაანი, ჯავახეთი და სამცხე. უკვე გვიან იბერიამ კვლავ შემოიერთა დანარჩენი მესხეთი გარდა სპერისა. IX-X ს.ს.–ში მესხეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ბაგრატიონთა სამეფო (ცენტრი არტანუჯი). XII-XIII ს.ს–ში მესხეთი საქართველოს სამეფოს დიდმოხელე ერისთავთა, სამცხის სპასალარი ჯაყელ–ციხისჯვარელთა სამფლობელო იყო. ამ საგვარეულოს მიერ ათაბაგის სახელის დამკვიდრების შემდეგ საათაბაგოდ იწოდებოდა (ცენტრი ახალციხე). XVI-ს–ში მესხეთი ოსმალებმა მიიტაცეს და იქ ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეული–ახალციხის საფაშო შექმნეს. სამცხე და ჯავახეთი საქართველოს დაუბრუნდა რუსეთ–ოსმალეთის ომის (1828–1829წ.წ.) შედეგად, ადრიანოპოლის ზავით.

Page 4: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

 

ღირსშესანიშნაობების მონახულებას ზარზმის მონასტრით ვიწყებთ, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. გეოლოგიურად ვიმყოფებით აჭარა–თრიალეთის ნაოჭა სისტემაში, რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა შემდეგი ქვეზონები: გურიის, ჩრდილოეთის, ცენტრალური და სამხრეთის. გოდერძის უღელტეხილი მოქცეულია ცეტრალური და სამხრეთის ქვეზონების ფარგლებში. აღმავალ ბილიკს ერთ–ერთი მთისკენ მივყავართ, ირგვლივ აშკარად ემჩნევა აქტიური ცხოვრების კვალი. პირველად გაკვირვებას იწვევს სოფლის ასეთი სიახლოვე მამათა მონასტერთან, შემდეგ თანდათან ეჩვევა მზერა ამ პატარა სოფლის ზოგან უწესრიგოდ მიშენებულ სახლებს, განუყრელი საქონლის სადგომებით და დამთვალიერებლების უკვე მერამდენედ მხილველი ადგილობრივებით, მაინც რომ იმეტებენ თბილ ღიმილს.

ზარზმა

Page 5: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

 

ხეობებში გაფანტული მზერა უცებ მონუსხა და ერთი მიმართულებით წარმართა მესხეთის

ბუნების წიაღიდან ზარზმის ამაყად ამართულმა ტაძარმა. შორიდანვე იგრძნობა მისგან წამოსული ღვთიური მადლი, საუკუნეთა ჭირ–ვარამში გამობრძმედილი სამრეკლოს ზარი, საამურად რომ ეფინება და აფხიზლებს ხავსმოკიდებულ კედლებს, რიდის გრძნობას რომ აღუძრავს მის ირგვლივ მყოფ მომლოცველებს და გზად მცხოვრებ ადგილობრივ მუსულმანურ მოსახლეობასაც კი.

ზარზმა

ზარზმის მონასტრის ეზო

Page 6: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

 

ეზოში შესვლისთანავე შევამჩნიეთ, რომ მონასტერი თანამედროვე ხუროთმოძღვრების

ელემენტებს არ შეიცავს, რესტავრაციის კვალი სიძველის იერს გვიხატავს. ეზოში მიმოფანტული დამთვალიერებლების ფონზე ვამჩნევთ მშვიდად მოფუსფუსე მამაოებს, ბერებს, რომელთაც სავალი გზა სულიერი ჭეშმარიტების საძიებლად მიუმართავთ, გამორიდებიან ცოდვილ კაცობრიობას და აქ, მიწიერ სავანეში დაუწყიათ მოღვაწეობა.

მონასტრის წინ, ქვაზე გამოყვანილი რუსულენოვანი წარწერა მოგვითხრობს, რომ ზარზმა

XIV ს–ის დასაწყისში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. სახელწოდება მომდინარეობს სერაპიონ ზარზმელის სახელიდან (VIII-IX ს.) XVI ს–ში რესტავრირებულია ხურციძეების მიერ, რომელთაც იმ პერიოდში ზარზმა ეკუთვნოდათ. იმავე წარწერიდან ვგებულობთ, რომ თურქების ბატონობისას სამცხეში, მონასტრიდან ხატები გადაუბრძანებიათ გურიის, სოფ. შემოქმედის, განზრახულად აშენებულ ეკლესიაში. დღევანდელი იერ–სახე მონასტერს XX ს–დან მოჰყვება.

ზარზმის მონასტრის ეზო

ზარზმის მონასტერი

Page 7: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

 

მოვილოცეთ ტაძარი, დავათვალიერეთ ფრესკები, შევაფასეთ რელიგიური და მხატვრული კუთხით. ემოციით დატყვევებულები ვტოვებთ მონასტრის ეზოს და თან უდიდესი მადლი და სიწმინდე მოგვყვება –– სურნელი, რომელიც საუკუნეთა ფეთქვას რიტმულად აყოლილი ზარზმის კედლებიდან მოდის და რომელსაც ტაძრიდან მდუმარედ მლოცავი სანთელ–საკმევლიდან წამოსული სიტკბოება უერთდება.

ნანახით აღფრთოვანებულები და სულიერად დამშვიდებულები განვაგრძობთ მარშრუტს

აჭარის მთებში. ჩვენი მთავარი სამიზნე უკვე ახლოსაა, გოდერძის უღელტეხილი თავისი უნიკალური განამარხებული ტყის მასივით, რომელიც ბუნების ძეგლების კატეგორიას მიეკუთვნება და რაც ძალზე იშვიათობას წარმოადგენს. გეოლოგიურად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება აჭარის რ–ნის ფარგლებში გამოყოფილ გოდერძის წყებას, რომელიც ძირითადად აგებულია ზედა მიოცენური და ქვედა პლიოცენური კონტინენტური ნალექებით, ტუფებით, შეცხობილი ტუფებით, ვულკანური ბრექჩიებით, კონგლომერატებით, დიატომიტებით, კირ–ტუტე, ანდეზიტური და ბაზალტური განფენებით. რაც შეეხება უშუალოდ „განამარხებული ტყის“ ფრაგმენტებს, ისინი წარმოადგენენ დაახლოებით 5–6 ათასი წლის წინანდელ, სავარაუდოდ, ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის მასივის ნაშთებს, რომელთაც განცდილი აქვთ გაკვარცება, ამასთან, შემორჩენილი აქვთ ხის ტქსტურა და ზოლებრიობა. გაკვარცების გამო ის ძალზე კარგ სანახელაო მასალად ითვლება. აქვე გვხვდება დიდი რაოდენობით აგატის, ქალცედონის და ოპალის გამოსავლები.

ამ საოცრების საკუთარი თვალით ხილვისას ვრწმუნდებით, რომ ეს კიდევ ერთი ქართული სიმდიდრეა, რომელსაც სწორად შეფასება, გამოყენება და, რაც მთავარია, გაფრთხილება სჭირდება. შევარჩიეთ რამდენიმე ნიმუში აქ არსებული უნიკალური წარმონაქმნის საილუსტრაციოდ, რომელსაც ჩვენს მუზეუმებში მოვათავსებთ, რათა ყოველი თვალის შევლებაზე თავი შეგვახსენოს დღევანდელმა ექსპედიციამ და გეოლოგიური სიმდიდრის ჯერ კიდევ უნახავ სტუდენტებსაც გაუჩნდეთ სურვილი კიდევ ერთი ექსპედიციის მოწყობისა.

ზარზმის მონასტერი

Page 8: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

 

მოსაღამოვდა, მზე აქ სულ სხვანაირი და დიდებულია, ზოგჯერ მეტად მოალერსე და ზოგჯერაც უცაბედად განაწყენებული, უკვე სხივებს ითვლის და კრებს აქოჩრილი მთების წვერებზე.

დასაბანაკებელი ადგილის შერჩევა დავიწყეთ, აუცილებლად მდინარესთან ახლოს, ტყის

მასივთან და ვაკე რელიეფზე. მთაში ხომ ყველაფერია ასეთი სურვილის ჯადოსნურად ასასრულებლად, ჩვენც უკვე კარვების გაშლით ვართ დაკავებული. რამდენიმე წუთიც და გარემო ჟრიამულმა მოიცვა. მდელოზე მწკრივში ამოსული სოკოებივით მოჩანს კოხტა კარვები.

გოდერძის უღელტეხილი

ჩვენი ბანაკი

Page 9: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

 

უკვე მთებისკენ მიიწევს კოცონიდან წამოსული მოუსვენარი ალი და ოდნავ შესამჩნევი ბოლი, რომელიც გამვლელებს ხეობაში სტუმრად მყოფებზე ამცნობს.

ამ ფუსფუსში ვიღაცას მაინც რჩება დრო და ფანტაზია სიტუაციის კადრებზე აღბეჭდისა. ეს აუცილებელია, ვიწრო ობიექტივში ძლივს ჩატეული პეიზაჟი - ეს ხომ სილამაზეა, ეს ხომ სიცოცხლეა, მთიდან ამაყად მომზირალი ზარზმის მონასტერი - ეს ხომ უფალია, ყველაფერი ერთად, ჰარმონიულ შეხამებაში კი ჩვენი სამშობლოა!.. ესაა ის ყველაფერი, რისთვისაც სიცოცხლე ღირს, ბედნიერება იგრძნობა და იმედი ძალას იკრებს! ასეთ გარემოში ისწავლება გეოლოგიაც, ისტორიის ფეთქვაც, ურთიერთსიყვარულიც.

ვახშმისთვის სამზადისი

Page 10: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

10 

 

დიდებული, გრილი, მთაში რომ იცის ისეთი ღამე... ქართული, ბარაქიანი, ხმაურიანი, გეოლოგიური სულისკვეთების სუფრა... სადღეგრძელოში გამოთქმული და სმით გამოხატული სიყვარული, სამადლობელი. ბოლოს ისევ კოცონი, ქართული ჰანგები, ცეკვა და ლაღი სიცილ–კისკისი. კარვებში ძილი და მოლოდინი დილით აქაური მზის ამოსვლის ხილვის...

აქტიური, გეოლოგიური დილა, საუზმე და სამზადისი მარშრუტის გასაგრძელებლად...

გეზი ახალციხისკენ ავიღეთ, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილი გველოდება.

საღამო გოდერძის ურელტეხილთან

Page 11: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

11 

 

ქალაქ ახალციხეს გულგრილად ვერ გაივლი, მითუმეტეს ახლა, როდესაც წინა წლის ზაფხულში რაბათის ისტორიული ციხესიმაგრე აღადგინეს და მიმზიდველ ტურისტულ სანახაობად აქციეს.

რაბათის ციხე

Page 12: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

12 

 

მდებარეობის გამო, რაბათი მნიშვნელოვან თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა. IX-X ს.–ში ციხე დაინგრა. მისი ფრაგმენტები, სავარაუდოდ, მხოლოდ ციხის ციტადელზეა შემორჩენილი. XII ს–ში ათაბაგებმა ჯაყელების საგვარეულო ციხე ახლიდან ააშენეს და ამ დროიდან ჩნდება ტერმინი „ახალციხე“. XIII-XIV ს.ს.–ების მიჯნაზე ქალაქი ჯაყელთა რეზიდენციად იქცა და მთელი სამცხე–საათაბაგოს ცენტრს წარმოადგენდა. მისი პერიმეტრი 7 ჰა–ს მოიცავს. რეაბილიტაციის ფარგლებში შიდა ტერიტორია მთლიანად ისტორიული წყაროების მიხედვით აღდგა. ციხე–ქალაქი ზღვის დონიდან 1000 მ–ზე მდებარეობს. შესასვლელიც, ისევე როგორც მთელი კომპლექსი, XII ს.–ის ნანგრევების კვალზეა აშენებული. IX ს.–ის ციხის ფრაგმენტები, სავარაუდოდ, ციტადელის კოშკზეა შემორჩენილი.

კომპლექსში მეჩეთს შევხვდებით, ეს მუსულმანური ტაძარი იტალიელი არქიტექტორის დაპროექტებულია. იგი თავისი ხუროთმოძღვრებით უნიკალურია ამიერკავკასიაში. 1882 წელს ახალციხე სისხლიანი ბრძოლის შემდეგ რუსებმა აიღეს. ამ ბრძოლას მთლიანად შეეწირა რაბათის უბანი. რუსულმა იმპერიამ კვალი რაბათის ციხეზეც დატოვა. მათ მეჩეთი მართლმადიდებლურ ეკლესიად გადააკეთეს. მეჩეთის აღმოსავლეთი მხრიდან მიშენებული შვერილი–საკურთხეველი, ამის დღემდე შემორჩენილი დასტურია.

მეჩეთი რაბათის ციხეში

Page 13: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

13 

 

მეჩეთის უკან მდებარეობს მედრესე. იგი 1750 წელსაა აშენებული. ეს არის ოსმალური

მედრესეს ტიპიური ნიმუში–წინა მხარეს თაღოვანი ღია გალერიით, რომელიც მოსწავლეთა საცხოვრებელ ოთახებს მიუყვება. იგი აგრეთვე მოიცავს შიდა სათავსოებს მეცადინეობისათვის. ახალციხის მედრესე არის ჩამოყალიბებული, გამართული და საკმაოდ ბევრ მოწაფეზე გათვლილი სასწავლებელი. ძალიან საინტერესოა გალერიის თაღნარის სვეტები. სვეტებს თავსა და ბოლოში ჩართული აქვს მწვანე ფერის ქვის ჩანართები, რაც გალერეას თავისებურ ფერადოვნებას ანიჭებს. ეს ძველებური, მესხური დარბაზებიც ნანგრევების კვალზეა აგებული. მათი გაბარიტები არ შეცვლილა, უბრალოდ, გამოიცვალა სარკმლის ჩარჩოები, რომლებიც აგურით იყო ამოყვანილი. იგი შეიცვალა ქვით და მასზე ამოყვანილი იქნა დეტალები. კომპლექსში გაკეთდა ბაღი, რომელსაც ,,სიყვარულის ხეივანს “უწოდებენ. დღევანდელი ამფითეატრის ადგილას ადრე ჰოსპიტალი ყოფილა. ახლა კი იგი გამოიყენება ღია ცის ქვეშ ჯვრისწერის ცერემონიალის ჩასატარებლად. წყლის კასკადების ბოლოში ქორწინების სასახლეა, რომელიც ფუნქციონირებს ციხესიმაგრის გახსნის დღიდან.

ციტადელის კუთხისკენ, ყველაზე შემაღლებულ ადგილას, ბუნებრივ კლდეზე შემორჩენილია ციტადელის უძველესი ნაწილი, რომელიც შეიცავს ადრეული შუა საუკუნეების ციხის ნაშთებსაც.

მეჩეთი რაბათის ციხეში

Page 14: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

14 

 

VIII საუკუნეში ახალციხე გახდა ტყვეთა სყიდვის რეგიონალური ცენტრი. დასავლეთ

საქართველოდან მოტაცებული, ნაყიდი თუ ტყვედ აყვანილი უამრავი ტყვე მოჰყავდათ აქ და შემდეგ ანაწილებდნენ თურქეთში სტამბულის ბაზარზე. მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში საქართველოდან ყოველწლიურად გაყვანილ ტყვეთა რაოდენობა 40.000-ს აღემატებოდა. ეს შენობა, რომელიც აღდგენილი სახითაა ჩვენს წინაშე წარმოდგენილი, დილეგი ყოფილა, სადაც გამოკეტილი ჰყავდათ ტყვეები. კოშკი დანგრეულა, მისი ნაწილი კი მიწითა და მცენარეებით ყოფილა დაფარული. კოშკის გაბარიტები შენარჩუნებულია. ადრეულ სიმაღლესთან დაკავშირებით კი არქიტექტორებს მონაცემები არ გააჩნდათ. მათ სავარაუდო გამოთვლებით შეიმუშავეს სიმაღლე.

რაბათის კომპლექსში კიდევ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილია მუზეუმი, სადაც მესხეთის ისტორიის და კულტურის ამსახველი ნიმუშები მრავლადაა გამოფენილი. ყურადღებას იპყრობს ექსპონატებისთვის მინიჭებული შესაფერისი ადგილი და მნიშვნელობა, დაცულობა. კარგად მომზადებული და ინფორმირებული გიდები, რომლებიც დაუღალავად გვაცნობენ ადგილობრივ საგანძურს. სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ჩანს ინტენსიური კულტურული განვითარების კვალი. ქ. ახალციხის მახლობლად, მდ. ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე გათხრილ ენეოლით–ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ.III ათ.) ტერასულად განლაგებული ნასოფლარი. არქეოლოგიური მასალით ირკვევა, რომ ძვ.წ. აღ. II ათასწლეულში სამცხე–ჯავახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთური დიდი ყორღნების ბრწყინვალე კულტურის გავლენის სფეროში იყო. აქ შეიქმნა ამ კულტურის აქაური, მესხური ლოკალური ვარიანტი. მეტალურგიის

კოშკი რაბათის ციხეზე

Page 15: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

15 

 

განვითარებამ განაპირობა ლითონის დამზადების მაღალი ხელოვნება, რაც გამოვლინდა დისკოსებრი გულსაკიდების სხვადასხვა ტიპის საკინძებისა და სატევრის მესხური ტიპის ჩამოყალიბებაში. აქვე ვნახულობთ თამარის მეფობის ხანაში შექმნილ ქართული სამართლის პირველ, ე.წ. ბექა–აღბუღას სამართლის წიგნს.

ახალციხეს თვალნათლივ ეტყობა მკაცრ საუკუნეთა ნაკვალევი, მის მრავალაღმსარებლობიან მოსახლეობაზე წუთში ქმნის შთაბეჭდილებას ხედი რაბათის ციხიდან. მეჩეთი, წმ. მარინეს ეკლესია, სინაგოგა. ეს სურათი მხოლოდ საქართველოში თუ შეიქმნება, მხოლოდ ჩვენ თუ შევძლებთ ყველასთვის გულის და კარის გახსნას. ოსმალების ბატონობის ხანიდან, როდესაც ახალციხე საფაშოს ცენტრი გახდა, შემორჩენილი და ზედმიწევნითაა აღდგენილი ახმედ ფაშას მოსასვენებელი. აღმოსავლური სტილით მოჩუქურთმებული კედლები და ტახტი, რომელიც მთლიანად ხეშია გამოკვეთილი. ვაკვირდებით ოთახს და ალბათ ყველა ჩვენთაგანი გონებაში ხატავს აქ არსებული ისტორიული რეალობის წარმოსახვით სურათს. გულმა თვით ახმედ ფაშას ადგილას დასაბრძანებლად გაგვიწია, ჩვენი სურვილით და სულსწრაფობითაც კი მივიწევდით იმ ადგილის დასაკავებლად, ჩვენი წინაპარი ქართველი ქალები დიდებით შესვლაზეც არ თანხმდებოდნენ. თუმცა, სწორედ ამიტომ ვეხებით ისტორიის ნაკვალევს, რათა ყოველ ნაბიჯში მეტი დასტური ვიპოვოთ იმის, რომ მთავარი ღირსებაა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, წარსულის ნაშთებიდან, ქვად ქცეული ქართული ტკივილიდან რომ გამოსჭვივის.

რაბათის ციხე–ქალაქი დალაშქრულია, დარჩენილი სანახაობების მოლოდინში გზას

მივიკვლევთ ახალციხის რაიონის სოფლებში. განსხვავებულ სურათს ქმნის და გზის ორივე

ახმედ ფაშას მოსასვენებელი

Page 16: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

16 

 

მხარეს ჩვენს ყურადღებას იპყრობს ტერასებად განლაგებული ნავენახრები. რთული რელიეფის გამო, ადგილობრივები ჯერ კიდევ ისტორიულ წარსულში იყენებდნენ ამ მეთოდს ქართული ერის სიძლიერის სიმბოლოს–ვაზის მოსაყვანად. სწორად შერჩეული ექსპოზიცია და ნიადაგი გემრიელი ყურძნის მოყვანას უწყობდა ხელს. საბედნიეროდ, ახლაც მიუმართავს ზოგიერთ ადგილობრივს წინაპართა მეთოდისთვის და თვალს ახარებს თითქოს ზეცისკენ მიმავალ საფეხურებზე ვაზის თამამად შეღერილი ლერწები.

გზად სოფელი რუსთავი გვხვდება. მის წიაღში დაიბადა გენიოსი, რომლის სიტყვამაც საუკენეებს გაუსწრო და გაუძლო. ეს სწორედ ის რუსთავია, რომლის სახელიც, გადმოცემის თანახმად, შოთას ფსევდონიმად აურჩევია. შემდეგი ღირსშესანიშნაობა თმოგვის ციხეა, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობა X-XI ს.– ში აგებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ თმოგვის ციხესთან უხსნის ხეობა კარს და საქართველოს ტერიტორიაზე მოუძღვის შემდგომ უკვე დედა მდინარედ წოდებულ მდ. მტკვარს.

მომდევნო საგანძური ხერთვისის ციხეა (X ს.). შორიდანვე რომ გვაგრძნობინებს თავის ძალასა და სიდიადეს.

დარაჯად დასდგომია მის ფეხქვეშ გაშლილ მდინარე მტკვრისა და ფარავნის შესართავს. არსებული გადმოცემით, სწორედ ამ ფაქტთანაა დაკავშირებული მისი სახელიც, ხ–ერთვისი. მივყვებით გზას ციხისკენ, როგორც წესი, მისი კედლებიც ვულკანური მასივის საფუძველზეა

ხერთვისის ციხე

Page 17: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

17 

 

ამოყვანილი. ბრძოლა გადატანილი ციხიდან დარჩენილ ნანგრევებს აშკარად ემჩნევა რესტავრაციის კვალი. ლამაზად გამოყვანილი კედლები და ქონგურები ისტორიულ სიმკაცრეს აფრქვევენ. გულს გვტკენს მისი უწესრიგოდ მიმოფანტული ეზოს ნაწილები. ერთ დროს დიდებული ციხის სენაკები საქონლის სადგომადაა ქცეული, სადაც მათსავით უმოწყალოდ აბიჯებს ზოგიერთი დამთვალიერებელი მტრის გაურღვეველი კედლიდან დროის ნაშალ ქვებს, წინაპართა ცრემლებისგან აგორებულ ლოდებს.

ზემოთ, ციხეზე პატარა ეკლესიაა, ძლივს შემორჩენილი სიწმინდის ერთადერთი დარაჯი.

გალავანზე ისე ამაყად და ლაღად ფრიალებს ქართული დროშა, თითქოს სულ არ სჭირდებოდა თავგანწირვა უწინ მის აღმართვას და დაცვას.

ზეციდან დაბერილ ნიავს თავისუფლების ჟინი მოაქვს, ისეთი, ციხის გალავანს რომ გათვალიერებინებს მეციხოვნის ფხიზელი თვალით, ფეხქვეშ გაფენილ მთებს რომ გადაგახედინებს ბრძოლის ოხშივარადენილს და ქართველობას რომ გაგრძნობინებს ისეთი, იმ ქართველობას, უქარქაშოდ რომ ცვეთდა ხმალს. ციხის კედლებს კი სულ სხვა ქართველობა მოუმწყვდევია, სახელოვან წარსულზე აღმოცენებული უჯიშო აწმყოს შვილები, ნაციხრად, ნასახლარად და ნანგრევების დამაქუცმაცებლად გადამქცეველნი... აქ ყველაზე მეტად გინდა, რომ თავდახრილიც უსწორებდე თვალს ფეხქვეშ გაშლილ საქართველოს და თვალები ზეცისკენ მხოლოდ სიამაყემ აგაწევინოს უფლის სამადლობლად, აღარ სავედრებლად. რეალობაში დაბრუნებულები ციხის კედელზე მტკვრისკენ მიმართულ საფეხურებს ვამჩნევთ. საკმაო სიგრძის ეს გზა მდინარესთან სრულდება, რომლის მეორე ნაპირზე თამარ მეფის აბანოს ვხვდებით. იმ ეპოქის აბაზანის მიღების ტრადიციის სრული სურათის აღდგენით, სადაც მთავარ როლს გოგირდიანი ცხელი წყალი ასრულებდა.

ხერთვისის ციხე

Page 18: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

18 

 

ამით ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი გავაცოცხლეთ, ავახმაურეთ, კედლებში შეხიზნულ

საუკუნეებს სიმტკიცე ვუსურვეთ და დავტოვეთ ვერდასათმობი ხერთვისი.

გზად ახალქალაქის რაიონია. ამ რაიონისთვის სრულიად განსხვავებული სილამაზეა

დამახასიათებელი, რომლის მიზეზიც შეგვიძლია გეოლოგიურად ავხსნათ. ჯავახეთის

თამარ მეფის აბანო

ხერთვისის ციხე

Page 19: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

19 

 

ვულკანური პლატო, ტალღობრივი ვაკე, რომლის აღმოსავეთ ნაწილში აღმართულია აბულ–სამსარის ქედი. ესაა ვულკანების თითქმის სიმეტრიულად განლაგებული „ცოცხალი“ ჯაჭვი, რომლებიც შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის გულში ჩაწოლილი ღრუბლებით ლაჟვარდი ცის ფონზე. აქ გამოყოფილი წალკა–ახალქალაქის წყება ზედა პლიოცენურ–ქვედა მეოთხეულია. კონტინენტური სუბტუტე ბაზალტები, დოლერიტები და ანდეზიტ–ბაზალტები, ანდეზიტები, ტბიური კონგლომერატები, ქვიშაქვები, ქვიშები, თიხები. აქ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ვულკანური წიდა (სოფ.ზაკვი), პემზა (სოფ. სულდა და ოკამი) და პერლიტი (სოფ. სულდა). საბედნიეროდ, ყველა მათგანი მოქმედი საბადოა და ნადლეულით ამარაგებს ქვეყანას.

ერთფეროვან გარემოს შეჩვეულ მზერას საღამოს ტბის ხილვა აფხიზლებს. ემოცია და

ფოტოაპარატების აქტიურობა მატულობს. უკვე ჩამავალი მზის სხივებით აციმციმებული მდ. ფარავანი ლამაზკონტურებიანი მეანდრებით მიიკლაკნება საღამოს ტბის გამოსაკვებად. ხედი ამ დროს განსაკუთრებით მშვენიერია, ალბათ ამიტომაც მიისაკუთრა დღის ეს მონაკვეთი და საკუთარ სახელადაც აქცია ახლა უკვე საღამოს ტბამ.

ჯავახეთის ვულკანური პლატო

Page 20: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

20 

 

წინ მორიგი სილამაზე გამოჩნდა, პეიზაჟს რომ ვერ ქმნის ისეთი. თუმცა როგორ

მოახერხებს, როცა სულ თვითონაა, თითქოს ცის კიდეს უერთდება და მასავით უკიდეგანოს გულის სარკეზე იხატავს. ეს საქართველოს ყველაზე ვრცელი ტბაა–ფარავანი, რომლის საფუძველი ზედა პლიოცენური სუბაერული კირტუტე–ანდეზიტ ბაზალტებითაა აგებული.

საღამოს ტბა

ფარავნის ტბა

Page 21: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

21 

 

ვჩერდებით მისი ბრწყინვალების ახლოს სახილველად. ყოველ ნაბიჯზე გაასმაგებული

მანძილი და მაინც მისი მღელვარე ტალღები, ხმაურით, ბობოქრობით სიმშვიდეს რომ გვანიჭებს. ბედნიერი სახეები და ლამაზი ფოტოები...

დღის ბოლოს კიდევ ერთხელ გაშლილი სუფრა და უფლის სამადლობელი... ემოციით დატვირთულ ჯგუფს გეზი თბილისისკენ უჭირავს. უკვე ჩამავალი მზის სხივები

და მესხური ჰაერი გვაცილებს, საბოლოოდ ცდილობს ჩვენს გონებასა და სხეულში შემოღწევას აქაურობის უკვდავსაყოფად.

ვგრძნობ, ქართულ სიტყვათა მარაგის მიუხედავად, ისევე მიძნელდება იმ შთაბეჭდილებების ზედმიწევნით გადმოცემა, როგორც ექსპედიციის დასასრულს ემოციების გამოთქმა. უდავოდ, ეს იყო არაჩვეულებრივი მარშრუტი, ჩვენს თვალწინ გადაშლილი გეოლოგიური სურათით–ვულკანური ნაკადებით, ტექტონიკური დეპრესიით, ტბებით და ჩამქრალი ვულკანური ქედით. საქართველოს გაცოცხლებული ისტორია ამ კუთხის მაგალითზე. ყოველ ნაბიჯში ციხე, ეკლესია–მონასტერი ქართველი კაცის ბრძოლით შენარჩუნებულ მამულზე, ენასა და სარწმუნოებაზე რომ მეტყველებს. საშუალება მოგვეცა ლეგენდებად ქცეული ისტორიისთვის სულში ჩაგვეხედა, ქვად ქცეული საუკუნეები გაგვეცოცხლებინა და მომავლისკენ ამ თვალთახედვით გაგვესწორებინა მზერა. ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა მეტად შეგვეგრძნო მანძილით გადაღლილ ტრანსპორტში,

ფარავნის ტბა

Page 22: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

22 

 

ფოტოებად აღბეჭდისას, სუფრასთან, კოცონთან და კარვებშიც კი. ამ ყველაფრისთვის დამსახურებული და გულითადი მადლობა ბ–ნ ნ. ფოფორაძეს, შ. გეგიას, დ. ბლუაშვილს, ნ. პატარიძეს, ნ. ჯაფარიძეს და ყველა დანარჩენ მათგანს, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული ექსპედიციის სასიამოვნო რეალობად ქცევაში.

ყოველივე გაგონილის და ნანახის შემდეგ, ცხადია, მესხეთი მართლაც საქართველოს დიდების აკვანია. მიზანი კვლავ ერთია, კიდევ მეტი უნდა ვნახოთ იმიტომ, რომ დავრწმუნდეთ –– სამცხე–ჯავახეთი განსაკუთრებულია, კიდევ იმიტომ რომ უკეთესი ისაა, სადაც ჯერ არ ვყოფილვართ. გეოლოგიურმა სულისკვეთებამ ყველა კუთხეში რომ უნდა ჩამოგვატეხინოს ქანის ნიმუში იმიტომ და ათასჯერ ნათქვამს ჩვენი თვალით, სხვანაირად დანახული საქართველო რომ შევმატოთ და დავწეროთ ჩანახატებად, ლექსებად, ავაჟღეროთ სიმღერებად, სადღეგრძელოებად, ქართველები რომ ვართ და გამოგვდის კიდევ იმიტომ!..

ჩვენ საქართველო უკვე სამცხე–ჯავახეთიდანაც დავლოცეთ, უფლისგან კი მარად ყოფილიყოს დალოცვილი!...

ღვთის სადიდებლად ცად აწვდილი ლერწები ვაზის, თავისუფლების მოყვარული ვულკანთა ჯაჭვი,

ჯავახეთის ვულკანური პლატო

Page 23: სამცხე -- საქართველოს დიდების აკვანიgtu.ge/pdf/samcxe_statia 2.pdf · 2 საუკუნეთა ნატერფალზე.

23 

 

ღრუბლების ჯარად წამოსული სურნელი სამცხის, ციხე–ქალაქებს შერჩენილი წარსულის ჯავრი... გზად ისტორია შემეფეთა დიდებულ ქართლის, თმოგვის ციხესთან დედასავით მლოცავი მტკვარი, შიშველ პეიზაჟს საუკუნეთა ალმური ასდის, ხერთვისის კედლებს რომ აშუქებს მბჟუტავი ალით... სულში ჩამწვდომი აჟღერება ზარების ზარზმის, გზად, ისტორიის ნატერფალზე გონება გარბის... ქართული ცრემლი ჩამოგორდა ლოდების სახით, ლექსში გატეხილ რითმასავით დაყოვნდა წამიც... აქ სიცოცხლეა შეუფასებლად ძვირფასი განძი, მგზნებარე კოცონს სურნელება სურვილის ასდის, ყოველ ნანგრევში გამოსჭვივის ღირსების ფასი, სიტყვა რუსთველის ქართველობას კიდევაც გაზრდის! გეოლოგია ჩანისლული ვულკანთა ჯაჭვში და ჩვენებურად დანახული მწვერვალი ცაში, საღამოს ტბასთან ჩამოშლილი დაისი ცხადში, მესხეთის ზეცა ჩახატული ფარავნის ტბაში. მზერა მტკვარს გაჰყვა საწანწალოდ, შეგრძნებად სამცხის, სმით დამტკიცება სიყვარულის სიტყვისას ჯაბნის, მე კიდევ მინდა ქართულ ბილიკს ჩავუდგე კვალში, სიცოცხლის მაცნედ გაჩენილი კარვების რკალში!..

ავტორი ქეთი ბენაშვილი