This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
#1 ვიდეოსესია მათემატიკის (I-IV კლასები) მასწავლებელთათვისსსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის #173 საჯარო სკოლა ფასილიტატორი: ლია გელოვანი
დავიწყეთ ჯიპრაიდის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ვიდეოსესიების ჩატარება. პირველი სესია გაიმართა 23.10.2015წ.
ინფორმაცია სესიის შეასახებ
კურსის დასახელება:მათემატიკის სწავლების ინოვაციური მეთოდები
(I-IV კლასები) მოდულის დასახელება:კონსტრუქტივისტული მეთოდი ენა:ქართული აუდიტორია:I - IV კლასების მათემატიკის მასწავლებლები სესია: სესია # 1 - მათემატიკის სწავლების ინტერაქტიულ-
კონსტრუქტივისტული მეთოდი
სესიისაღწერილობა:ლექტორის ტექსტი და კომენტარები; საგაკვეთილო ვიდეოეპიზოდები; გრაფიკული გამოსახულებები (სლაიდები); სავარჯიშოები; ქვიზი; დანერგვის დავალება.
მიზანი და მოსალოდნელი შედეგები - რა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს შევიძენთ პედაგოგები საკითხის შესწავლის შედეგად. სესია ეხებოდა კონსტრუქტივიზმის პრაქტიკულ განხორციელებას - კეთებით სწავლას, ძიებით -აღმოჩენით/ სოკრატესეულ/ ევრისტიკულ მეთოდს, როგორც აქტიური სწავლის ერთ-ერთ სახეობას; კონსტრუქტივიზმისა და ევრისტიკას შორის ურთიერთკავშირს; რიცხვების გააზრებით სწავლების საკითხს და გამჭოლი კომპეტენციებს I – IV კლასებში: თვლას, რიცხვებზე მოქმედებების გააზრებას, რაოდე-ნობას, კავშირებს, წარმოდგენის ფორმებს. შევასრულეთ სავარჯიშო და ვიხილეთ შესაბამისი ვიდეოფრაგმენტები კონსტრუქტივისტული გაკვეთი-ლებიდან.
გაეცნო მასწავლებლებს საკითხავი მასალა:
კონსტრუქტივიზმი და აქტიური სწავლების სხვა მეთოდები;
მოსწავლის მახასიათებლები და სასწავლო სტრატეგიები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.