Top Banner
გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგ გგგგგგგგგ გგგგ გგგგგგგგგგ
7

გურჯაანის ყველაწმინდა

Aug 16, 2015

Download

Art & Photos

la-lana
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
Page 1: გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა

ლანა მაისურაძე კესო ეცადაშვილი

Page 2: გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანისა "ყველაწმინდის" ტაძარი კახეთშია. იგი ღვთისმშობლის მიძინების სახელობას ატარებს. რაიონის ცენტრ გურჯაანიდან 2 კილომეტრის მანძილზეა, კახთუბნის ანუ გურჯაანის ხეობაში. იგი განმარტოებით დგას, მთის კალთაზე. ეკლესია შედარებით კარგადაა შენახული, მნიშვნელოვან დაზიანებათა და გადაკეთებათა გარეშე.

Page 3: გურჯაანის ყველაწმინდა

VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების („გარდამავალი ხანის“) უმნიშვნელოვანესი ძეგლია — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ე. წ. „ყველაწმინდა“

Page 4: გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში.

Page 5: გურჯაანის ყველაწმინდა

აგებულია რიყის ქვის სწორი რიგებით, კუთხეები და დეკორატიული ნაწილები — შირიმის თლილი კვადრებით. თაღები, კამარები და საყრდენი ბოძები ამოყვანილია კვადრატული აგურით. რთული გეგმის ნაგებობის ზოგი ნაწილი ორ სართულადაა განლაგებული.

Page 6: გურჯაანის ყველაწმინდა

ტაძრის აგების შესახებ არანაირი წერილობითი ცნობა არაა ჩვენამდე მოღწეული, თუმცა მისი მხატვრულ-სტილისტური ანალიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდა აგების თარიღის განსაზღვრა VIII საუკუნით.

Page 7: გურჯაანის ყველაწმინდა

არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი შემოსევის დროს ბერებმა და მლოცველებმა სამალავს შეაფარეს თავი, დარჩა მხოლოდ ჩვილბავშვიანი ქალი, რომელიც სასოწარკვეთილი აქეთ-იქით დარბოდა. მოულოდნელად ეკლესიის კედელი გახსნილა და ქალი იქ დამალულა. ცოტახანში ქალს იმდენი რძე წამოსვლია, რომ კედელში გამოჟონილა. ამ დღიდან დედები, რომელთაც რძე არ აქვთ, მიდიან, ფხეკენ ტაძრის სველ კედელს, სადაც თეთრი ფერის წვეთები შეიმჩნევა და სვამენ. ლეგენდა 1878 წელს მელიქსეთ-ბეგის მიერ არის ჩაწერილი. ამჟამად მონასტერი მოქმედია და იქ ბერები მოღვაწეობენ.