1 FB.COM/GROUPS/ELLIB მორჩილაძე აკა შენი თავგადასავალი სიზმრის ახსნა მეტისმეტად ერთგული მკითხველისათვის რატომ დავწერე ეს წიგნაკი ეგებ ამ წიგნაკის გამოქვეყნება აუცილებელი სულაც არ იყოს, მაგრამ იგი მეოთხე წელიწადია არსებობს ჩემს გონებაში და თუ მოეხმარება, თორემ ხელს არაფრით შეუშლის “შენი თავგადასავლის” მკითხველს. Uუამისოდაც მოგეხსენებათ, რომ ყოველ წიგნს თავისი შიგნითა ამბავი აქვს, რომელიც წამკითხველისთვის უცნობი რჩება, დამწერისთვის კი ეგებ მეტად ძვირფასიც იყოს, ვიდრე თავად წიგნი. ისეც მოხდება ხოლმე, რომ წიგნი მაინცდამაინც კარგი ვერ გამოვა, მაგრამ მის დამწერს მაინც ეძვირფასება, რადგან პატიოსანი შრომა ჩაუდევს იქა და ის ფიქრები და ამბები, აქ რომ გადმოუცია, ღირსეული ჰგონებია. ეს რომ საერთოდ არ იყოს და კაცი საკუთარი ნაწერით კმაყოფილი ჩანდეს, თავისი წიგნი მან ყველა მკითხველზე უკეთ იცის და შეუძლია, წიგნიც ყველაზე უკეთ დაწეროს თავისი წიგნის