1 საერთაშორისო საერთაშორისო საერთაშორისო საერთაშორისო ურთიერთობების ურთიერთობების ურთიერთობების ურთიერთობების ასოციაცია ასოციაცია ასოციაცია ასოციაცია საგარეო საგარეო საგარეო საგარეო და და და და ეროვნული ეროვნული ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების უსაფრთხოების უსაფრთხოების უსაფრთხოების საკითხები საკითხები საკითხები საკითხები ქართული ქართული ქართული ქართული პოლიტიკური პოლიტიკური პოლიტიკური პოლიტიკური პარტიების პარტიების პარტიების პარტიების პერსპექტივიდან პერსპექტივიდან პერსპექტივიდან პერსპექტივიდან შედარებითი კვლევა კვლევა მხარდაჭერილია ფრიდრიხ ფრიდრიხ ფრიდრიხ ფრიდრიხ ებერტის ებერტის ებერტის ებერტის ფონდის ფონდის ფონდის ფონდის მიერ მიერ მიერ მიერ www.air.org.ge www.air.org.ge www.air.org.ge www.air.org.ge დეკემბერი დეკემბერი დეკემბერი დეკემბერი, 2010 2010 2010 2010
160
Embed
საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები ქართული პოლიტიკური პარტიების
ეს კვლევა, რომელიც ასოციაციამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის დახმარებით განახორციელა ასახავს ქართული პოლიტიკური პარტიების შეხედულებებს საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების მხრივ – ეს საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა საქართველო–რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
პოლიტიკურპოლიტიკურპოლიტიკურპოლიტიკურ პარტიათაპარტიათაპარტიათაპარტიათა უმრავლესობისთვისუმრავლესობისთვისუმრავლესობისთვისუმრავლესობისთვის.... მხოლოდ პარტიათა მცირე ნაწილი
აკრიტიკებს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს (მაგალითად, ნატოში
გაწევრიანებას).
როდესაც საუბრობენ „დასავლეთზე“, რომელიც ზოგადად გამოიყენება ევრო-
ატლანტიკურ არეალთან ურთიერთობის აღსანიშნად, პარტიათა შორის არ არის
ერთსულოვნება. მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქრსიტიან-
დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და „ჩვენი
საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ „დასავლეთში“ კომბინირებულად
გულისხმობენ აშშ-ს, ევროკავშირსა და ნატოს. სხვა პარტიები უპირატესობას ანიჭებენ
ევროკავშირს, მაგრამ კრიტიკულნი რჩებიან (მაგ, „ლეიბორისტული პარტია“) ამერიკის
და ნატოს მიმართ ან მეტად ფრთხილნი არიან მათთან თანამშრომლობის
შესაძლებლობებზე („კონსერვატიული პარტია“ და „სოციალ-დემოკრატიული
მოძრაობა“).
კვლევის ერთ-ერთი ძირითადი საგანი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები.
პარტიათა უმრაველესობას მიაჩნია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების
გადაწყვეტის მათავარი გზა ნატოში გაწევრიანებაა. მათი აზრით, ნატოს წევრობა იქნება
გარანტი იმისა, რომ რუსეთი ვეღარ შეძლებს სამომავლოდ საქართველოში შემოჭრას და
16
ეს ხელს შეუწყობს ერთიანი საარსებო სივრცის ახალი ფორმისა და ფორმატის მოძიებას.
ამასთან ერთად, პარტიები ფიქრობენ, რომ ცვლილებები ურთიერთობაში შესაძლოა
თავად რუსეთის მხრიდან წამოვიდეს, რაც განპირობებული იქნება ღირებულებათა
სისტემის ან თავად სისტემის ცვლილებით. ამ მოსაზრებას ყველზე მეტად „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“ ემხრობა.
ასევე საინტერესო იყო იმ შეფასებათა საფუძვლების კვლევა, რამაც 2008 წლის აგვისტოს
ომი გამოიწვია. პარტიათა უმრავლსობა ამ საკითხს გლობალურ ძალთა შერკინების
კონტექსტში ხსნის. რუსეთს განიხილავენ როგორც ანტი სტატუს-ქვო აქტორს,
რომელსაც სურს და ძალუძს მის სამეზობლოში საკუთარი გავლენის გავრცელება და
შენარჩუნება. პარტიების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთის აზრით დასავლეთი
ამის წინააღმდეგია და იგი ცდილობს რეგიონში რუსეთის ინტერესების შეზღუდვას.
შესაბამისად კი ამერიკის და ნატოს პოზიციების გამყარებას. გარდა საქართველოს
წარუმატებელი მცდელობისა დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე, კონფლიქტის
ძირითად მიზეზებში მოხსენებული იყო, ასევე, ქვეყნის შიდა მდგომარეობა, არსებული
რეჟიმი, სამხედრო ძალის შეყვანა რეგიონში. ზოგიერთი პარტია (მაგ, „რესპუბლიკური
პარტია“) ომს განიხილავს რუსეთის შიდა პოლიტიკურ პრიზმაში, სადაც საქართველოზე
გამარჯვება რეჟიმის სტაბილურობის გასამყარებლად იქნა გამოყენებული. პარტიები
ასევე უშვებენ იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან ომზე შეერთებული
შტატების „რადიკალურმა ელემენტებმა“ წააქეზეს. სამხედრო თვალსაზრისით,
დასანანია, რომ პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ არაპოპულარულია მიღებული საომარი
გამოცდილების გაანალიზება.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ პარტიები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა ომის
2009 წლის 3 ივნისს, როდესაც ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა თბილისში პიკს
მიაღწია, ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჩამოაყალიბეს დაპირებები ქართველი
ხალხის მიმართ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. მერვე პარაგრაფში
მითითებულია, რომ საქართველოს ესაჭიროება კარგად დაბალანსებული საგარეო
პოლიტიკური კურსი: „ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან უნდა გაძლიერდეს,
ისევე როგორც ევრკოავშირში და ნატოში ინტეგრაციის კურსი. რუსეთთან უნდა
დამყარდეს პარტნიორული ურთიერთობა და დაცულ იქნას საქართველოს ეროვნული
ინტერესები. ორმხრივი ურთიერთობების ახალი ფაზა, რომელიც დაფუძნებული იქნება
ურთიერთპატივისცემაზე, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. კავკასიის რეგიონში უნდა
აღდეგს ტრადიციული კულტურული და საგანმანათლებლო პროცესები.“
25
განცხადება ზოგადია და საჭიროებს შემდგომ დამუშავებას. დებულებათა ბუნდოვანება
მხოლოდ ქართული პოლიტიკის მხოლოდ ამ ეპიზოდისთვის არ არის
დამახასიათებელი. ზოგადად დაშვებულია, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს კარგი
ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და რომ იგი საჭიროებს ინტეგრაციას
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მიუხედავად ამისა, ზუსტი სტრატეგია და ტაქტიკა
პოლიტიკურ სპექტრს ჩამოყალიბებული არ აქვს. პოლიტიკური ლიდერები ხშირად
აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ მთელი რიგი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა,
როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ან დაძაბული ურთიერთობის
მოგვარება რუსეთთან. თუმცა მსგავს განცხადებებს არ მოჰყვება განმარტება, თუ როგორ
აპირებენ ამის მიღწევას. მაგალითად, დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ შეუძლია
შეარბილოს რუსეთთან ურთიერთობა და მოხსნას ეკონომიკური ბლოკადა რუსეთში,
რისი განხორციელებაც სააკაშვილს არ ძალუძს.2
მეორეს მხრივ, პოლიტიკური ლიდერები ხშირად აკეთებენ დაშვებებს, რომლებიც
იშვიათად ხდება კრიტიკული ანალიზის საგანი. მაგალითად, ის რომ საქართველო
„ევროპული ოჯახის“ ნაწილია. სხვა მოსაზრების მიხედვით, საქართველოს შეუძლია
ერთდროულად ილტვოდეს ნატოში ინტეგრაციისკენ და ამასთან ერთად
აუმჯობესებდეს რუსეთთან ურთიერთობას. კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო
ხელი შეეწყო მიზნების, ტაქტიკის, სტრატეგიის შემდგომი დამუშავების პროცესისთვის
პოლიტიკურ ელიტაში. მეორე ტენდენცია გახლავთ, მართლმადიდებლური ეკლესიის,
ყველაზე სანდო ინსტიტუტის, დამოწმება საგარეო პოლიტიკის შესახებ გამოთქმულ
შეხედულებათა ლეგიტიმიზაციისთვის. მაგალითად, გიორგი თარგამაძე იმოწმებს
საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ნატოში გაწევრიანებაზე საუბრისას.3 ნესტან
კირთაძე „ლეიბორისტული პარტიიდან“ იმოწმებს პატრიარქს იმის გამოსახატად, რომ
რუსეთი საქართველოს მეზობელია და მასთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს.4
2 დავით გამყრელიძე, „ახალი მემარჯვენეები“, პროგრამა „პრაიმ-ტაიმი“, რუსთავი 2, 17 დეკემბერი, 2007 3 საზოგადოებრივი მაუწყებელი, საღამოს ტოკ შოუ „დღის კომენტარი“, 9 მაისი, 2008 4 ინერვიუ ნესტან კირთაძესთან, „ცხელი შოკოლადი“, 1 აპრილი, 2009 http://shokoladi.ge/node/447
ეროვნულ უსაფრთხოებას საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასთან გადაჯაჭვულად ხედავს
და განიხილავს არამხოლოდ სამხედრო პრიზმაში, არამედ როგორც შესაძლებლობას
მოქალაქეებისთვის შეიქმნას უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო.7
რესპუბლიკელებისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება უაღრესად
მნიშვნელოვანია და დემოკრატიული ხელისუფლების ძირითადი პოსტულატი სწორედ
ეროვნული უსაფრთხოება უნდა იყოს.8 ამას ემატება უცხო სახელმწიფოების მცირე
გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე.9 „ახალი მემარჯვენეებისთვის“ ეს არის
სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია, უზურნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება შიდა და
გარე საფრთხეების განეიტრალებით.10 იგი მოიცავს ტერიტორიულ მთლიანობას,
მოქალაქეების ფიზიკურ და სოციალურ დაცვას და მსოფლიო სისტემაში საკუთარი
ნიშის მონახვას.11 საბოლოოდ ეს ყველაფერი პარტიის დღის წესრიგშია ასახული და
5 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 6 ინტერვიუ გიორგი კანდელაკთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 7 ინტერვიუ გელა ბანძელაძესთან, „სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა“, თებერვალი, 2010 8 ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, „რესპუბლიკური პარტია“, თებერვალი, 2010 9 ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან, „რესპუბლიკური პარტია“, თებერვალი, 2010 10 ინტერვიუ დავით გამყრელიძესთან, „ახალი მემარჯვენეები“, 2010 11 ინტერვიუ დავით საგანელიძესთან, „ახალი მემარჯვენეები“, 2010
27
გულისხმობს საქართველოს უნიკალური როლის მოძებნას როგორც საერთაშორისო
საზოგადოებაში, ასევე რეგიონულ დონეზე. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან ადგილს
იკავებს პარტიის ხედვაში და მოიცავს იმ ფაქტორების იდენტიფიცირებასა და
გაძლიერებას, რომლებიც განამტკიცებდნენ საქართველოს უნიკალურ როლს
საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე. მეორე ლიდერი ხაზს უსვამს დემოკრატიულ
ეროვნული უსაფრთხოება საგარეო და შიდა პოლიტიკის ფაქტორების ჯამია, რომელიც
მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა რუსეთი ან სახელმწიფოზე ორიენტირებული
მსჯელობის დამკვიდრება ქართულ საზოგადოებაში.13 „ეროვნული ფორუმი“ ეროვნულ
უსაფრთხოებას განიხილავს როგორც ამოცანათა კრებულს, რომელიც კონკრეტულ
ქვეყანას აქვს გადასაწყვეტი. ძირითადი ამოცანებია დამოუკიდებლობა, ტერიტორიული
მთლიანობა, ეკონომიკური ინტერესი, ადამიანთა უფლებების დაცვა როგორც ქვეყნის
შიგნით, ისე საზღვარგარეთ.14
ნესტან კირთაძე „ლეიბორისტული პარტიიდან“ ხაზს უსვამს „ისტორიულ არჩევანს“
ევროპის სასარგებლოდ, რომლის ერთგულიც საქართველო საუკუნეების განმავლობაში
რჩებოდა.15 პარტიის სხვა ლიდერები ეროვნულ უსაფრთხოებას პირველ რიგში
ნეიტრალურ პოლიტიკაში ხედავენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომის
დროს ნატომ ვერ შეძლო საქართვლოს მხარდაჭერა.16 ასევე, ეროვნულ უსაფრთხოებაში
გულისხმობენ ეკონომიკურ მდგრადობას და ტერიტორიულ მთლიანობას.17
„ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია
მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოება სხვადასხვა ფაქტორების ნაზავია, როგორიცაა
საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოება, კეთილდღეობის
უზრუნველყოფა საქართველოს მოქალაქეებისთვის: „ესაა ეროვნული უსაფრთხოების 12 ინტერვიუ გიორგი მოსიძესთან, „ახალი მემარჯვენეები“, 2010 13 ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, 2010 14 ინტერვიუ ირაკლი მელაშვილთან, „ეროვნული ფორუმი“, თებერვალი, 2010 15 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, თებერვალი, 2010 16 ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან, თებერვალი, 2010 17ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან, თებერვალი, 2010
28
განმსაზღვრელი მთავარი კომპონენტები“.18 ვიქტორ დოლიძე, ამავე პარტიიდან, კი
საფრთხეებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფს: შიდა და გარე. ის ამტკიცებს, რომ შიდა
საფრთხეები არანაკლებ მნიშვნელოვანია და ის ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის
განმსაზღვრელია, რაც საბოლოოდ საქართველოს რეპუტაციის საწინააღმდეგოდ
მუშაობს საერთაშორისო არენაზე.19
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის აზრით,
საქართველოს უსაფრთხოება ფოკუსირებული უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანებაზე და
ახალი უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს
დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ის აღნიშნავს, რომ ეკონომიკური განვითარება,
„სამართლიანი შიდა პოლიტიკური სისტემის“ არსებობის აუცილებლობა და ეროვნულ
ტრადიციებთან მიბრუნება ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი
კომპონენტებია.20 პეტრე მამრაძე, იმავე პარტიიდან, ეროვნულ უსაფრთხოებას ხედავს
როგორც მდგომარეობას, როდესაც ქვეყნის ტერიტორია დაცულია გარეშე
საფრთხეებისგან, პოლიტიკური სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა (მოქალაქეთა
უფლებები, ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით) დაცულია, ეკონომიკური
უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.21
ნინო ბურჯანაძე, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი,
ეროვნულ უსაფრთხოებას ხედავს ქვეყნის დაცვაში შიდა და გარე საფრთხეებისგან. სხვა
პარტიის ლიდერებთან ერთად იგი ხაზს უსვამს მოსახლეობის კეთილდღეობის
უზრუნველყოფას, ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის მდგრად განვითარებას.22
„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერები ძირითადად ეროვნულ უსაფრთხოებაზე
საუბრობენ არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა საფრთხეების ჭრილში.23
18 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, მარტი, 2010 19 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი, 2010 20 ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან, იანვარი, 2010 21 ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან, იანვარი, 2010 22 ინტერვიუები ნინო ბურჯანაძესთან, გიორგი კობახიძესთან და ვახტანგ ყოლბაიასთან, თებერვალი,
2010 23 ინტერვიუები კახა კუკავასთან, ბიძინა გუჯაბიძესთან და ზვიად ძიძიგურთან, იანვარ-თებერვალი, 2010.
29
“ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობისათვის“ეროვნული უსაფრთხოება არის გარეშე
ეროვნული უსაფრთხოების იმდენი განმარტებას შევხვდით მონაცემთა ანალიზისას,
რამდენი პოლიტიკური პარტიაცაა. ზოგადად ტერიტორიული მთლიანობა და
დემოკრატიზაცია მის მთავარ კომპონენტებად დასახელდა. „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის ეროვნული ინტერესი აღიქმება, როგორც
ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ ალიანსში და ტერიტორიული მთლიანობა,25
თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია;26 „სოციალ-დემოკრატიული
მოძრაობისთვის“ ეროვნული ინტერესი მოიცავს ეკონომიკურ და სოციალურ
კეთილდღეობას, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებს რეგიონულ და გლობალურ
მოთამაშეებთან.27 ტერმინი განიმარტა როგორც ყველა მიმართულებით პერმანენტულ
პროგრესზე ორიენტირებული მოდერნიზაცია და განვითარება.28
რესპუბლიკელებისთვის ეროვნული ინტერესი კარგი ხელისუფლება, დემოკრატიული
ქვეყანა29 და მოქალაქეების კეთილდღეობაა.30 „ახალი მემარჯვენეებისთვის“ ტერმინი
მოიცავს დემოკრატიული, ინსტიტუციური საკითხების, ასევე ადამიანის უფლებების და
სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.31 პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ
საქართველოს ეროვნული ინტერესია სტაბილური დემოკრატიის განვითარების
24 ინტერვიუ გიორგი რუხაძესთან, თებერვალი, 2010 25 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, 2010 26 ინტევრიუ გიორგი კანდელაკთან, 2010 27 ინტერვიუ გელა ბანძელაძესთან, , თებერვალი, 2010 28 ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან, , თებერვალი, 2010 29 ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, , თებერვალი, 2010 30 ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან, „რესპუბლიკური პარტია“, თებერვალი, 2010. 31 ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან, „ახალი მემარჯვენეები“, 2010
30
უზრუნველყოფა. მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ უკეთესი ცხოვრება და ამისთვის
აუცილებელია დაცული საზღვრები, ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხო
გარემოს უზრუნველყოფა და შენარჩუნება.32
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისთვის“ ქვეყნის ძირითადი ეროვნული ინტერესი
დამოუკიდებლობისთვის განუწყვეტელი ბრძოლაა.33 ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია
სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის არსებობა, რომელიც შეძლებს „პოზიტიური
როლი ითამაშოს რეგიონულ დონეზე”.34 „ეროვნული ფორუმისთვის“ დღესდღეობით
ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენაა.35 “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერისთვის მთავარი ამ თვალსაზრისით
დემოკრატიის განვითარებაა.36 სხვა ლიდერები ლეიბორისტული პარტიიდან ხაზს
უსვამენ „დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას”37 და
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.38 ირაკლი ალასანია („ჩვენი საქართველო -
თავისუფალი დემოკრატები“) ფიქრობს, რომ მთავარი ეროვნული ინტერესი პრო-
დასავლური ორიენტაციის შენარჩუნება და ამ გზით ევროპული უსაფრთხოების
სისტემის ნაწილად გადაქცევაა; ასევე აფხაზეთის და ოსეთის რესპუბლიკების
არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაა იმ მიზნით, რომ ისინი კვლავ საქართველოს
ნაწილი გახდეს.39 ვიქტორ დოლიძე, იმავე პარტიიდან, პრიორიტეტულ ინტერესებად
მიიჩნევს დეოკუპაციას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიზაციას.40 ზურაბ
აბაშიძე ხაზს უსვამს „ქართული სახელმწიფოს“ შექმნის აუცილებლობას, რომელიც
დაფუძნებული იქნება ყველა ეთნოსის უფლებების დაცვის იდეოლოგიაზე.41
საქართველოს გამთლიანება მთავარი ეროვნული ინტერესია ზურაბ
32 ინტერვიუ დავით გამყრელიძესთან, „ახალი მემარჯვენეები“, 2010 33 ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, 2010 34 ინტერვიუ გურამ ჩახვაძესთან, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, 2010 35 ინტერვიუ ირაკლი მელაშვილთან, „ეროვნული ფორუმი“, თებერვალი, 2010 36 ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან, „ლეიბორისტული პარტია“, იანვარი, 2010 37 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, „ლეიბორისტული პარტია“, თებერვალი, 2010 38 ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან, „ლეიბორისტული პარტია“, თებერვალი, 2010 39 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, მარტი, 2010 40 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი, 2010 41 ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან, თებერვალი, 2010
31
ნოღაიდელისთვის.42 პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ მთავარი სახელმწიფოებრიობის
შენარჩუნებაა, რაც დღეს საფრთხის ქვეშაა. მხოლოდ ამის შემდეგაა მნიშვნელოვანი
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური უსაფრთხოების
უზრუნველყოფა და დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრა.43 “დემოკრატიული
მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ინტერესი
გულისხმობს ხალხის კეთილდღეობას, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ
განვითარებას და უნარს აირჩიოს განვითარების საკუთარი სტრატეგია.44 კახა კუკავა,
„კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ოთხ კლასტერზე საუბრობს:
დემოკრატიის სტაბილური განვითარება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,
საექსპორტო ბაზრის დაბრუნება, სამამულო ბიზნესის განვითარება.45 ზვიად ძიძიგური
ხაზს უსვამს ტერიტორიულ მთლიანობას,46 ბიძინა გუჯაბიძე კი საუბრობს კულტურულ
და ეროვნულ თვითმყოფადობაზე, როგორც ეროვნულ ინტერესზე(ქართული ენა,
დამწერლობა, რელიგიური მრავალფეროვნება და ა.შ).47 „ქრისტიან-დემოკრატიული
მოძრაობა“ სხვადასხვა კომპონენტებს ასახელებს ქვეყნის ეროვნული ინტერესის
განსასაზღვრად: ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული უსაფრთხოება,
დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობა.48
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ასევე დაესვათ შეკითვხა, რომელი ქვეყნები
წარმოადგენენ საქართველოსთვის საფრთხეს (შეფასებულია 10 ბალიან შკალაზე, 1 -
ყველაზე ნაკლებად სახიფათო, 10 - ყველაზე სახიფათო).
42 ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან, იანვარი, 2010 43 ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან, იანვარი, 2010 44 ინტერვიუები ნინო ბურჯანაძესთან, გიორგი კობახიძესთან და ვახტანგ ყოლბაიასთან, თებერვალი,
2010 45 ინტერვიუ კახა კუკავასთან, იანვარი, 2010 46 ინტერვიუ ზვიად ძიძიგურთან, თებერვალი, 2010. 47 ინტერვიუ ბიძინა გუჯაბიძესთან, თებერვალი, 2010. 48 ინტერვიუები ნიკა ლალიაშვილთან და გიორგი რუხაძესთან, თებერვალი, 2010
32
გრაფიკი გვიჩვენებს, რომ რუსეთი ყველაზე მეტადაა ქვეყნის საფრთხედ მიჩნეული.
რესპონდენტებს ასევე დაესვათ შეკითხვა: საერთაშორისო გარემოში მიმდინარე რომელი
პროცესი უქმნის საფრთხეს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას (შეფასებულია 6
ბალიან შკალაზე, 1- ყველაზე სახიფათო, 6 - ყველაზე ნაკლებ სახიფათო).
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლები ახლოს დგანან „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ შეხედულებებთან. მათი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ფიქრობს,
რომ ცივილიზაციის განვრცობა სამყაროში ისეთი სტრუქტურების მეშვეობით ხდება,
როგორიცაა ნატო და ძირითადი დასავლური ქვეყნები და პროექტში მონაწილეობა
საქართველოსთვის სასურველია.51 პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ამ
ჩართულობას პოზიტიური ეფექტი აქვს საქართველოს იმიჯზე და სასარგებლოა ქვეყნის
თავდაცვითუნარიანობისთვის.52
ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი მხარს უჭერს საქართველოს მონაწილეობას
ავღანეთის ოპერაციაში, მაგალითად „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი
საქართველოს“ ლიდერები.53 „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები, ასევე, მხარს უჭერენ
საქართველოს მონაწილეობას აღნიშნულ ოპერაციაში, მაგრამ ფიქრობენ რომ
კონტრიბუციის წილი აღემატება შესაძლებლობებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამით
სააკაშვილი ცდილობს აშშ-ს ადმინისტრაციის მეტი ყურადღების მიპყრობას. დავით
გამყრელიძე ფიქრობს, რომ საქართველო არა მხოლოდ „მომხმარებელი უნდა იყოს
უსაფრთხოების, არამედ მანაც უნდა შეიტანოს წვლილი და ეს გზა გამართლებულია
საქართველოს NATO-საკენ სწრაფვით.54 პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ
საქართველოს როლი, როგორც ავღანეთთან კორიდორის, სახიფათოა, რადგანაც ის
ზრდის ტერორიზმის საფრთხეს.55 „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ავღანეთის
ოპერაცაიშ საქართველოს მონაწილეობისგან სარგებელს ხედავს და აღნიშნავს, რომ ეს
ქართული ჯარის სამხედრო წვრთნას წაადგება.56 პარტიის კიდევ ერთი წევრი ნიკა
ლალიაშვილი ამას როგორც მოვალეობას ისე აღიქვამს, „ეს ომი საქართველოს ომიცაა,
რადგანაც ეს ჩვენი მეგობრების ომია“.57
51 ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, 2010 52 ინტერვიუ გურამ ჩახვაძესთან, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, 2010 53 ინტერვიუები ნინო ბურჯანაძესთან, გიორგი კობახიძესთან და ვახტანგ ყოლბაიასთან, თებერვალი, 2010 54 ინტერვიუ დავით გამყრელიძესთან, „ახალი მემარჯვენეები“, 2010 55ინტერვიუ გიორგი მოსიძესთან, თებერვალი, 2010 56 ინტერვიუ გიორგი რუხაძესთან, თებერვალი, 2010 57 ინტერვიუ ნიკა ლალიაშვილთან, თებერვალი, 2010
36
სხვები ვერ ხედავენ განსაკუთრებულ სარგებელს, მაგალითად „სოციალ-
დემოკრატიული მოძრაობა“. მისი წევრები მიიჩნევენ, რომ ამ ოპერაციაში ჩართულობას
არ მოაქვს იმდენად დიდი სარგებელი, რამდენადაც ის აზიანებს ქყვეყნის ინტერესს.
მიუხედავად ამისა, ის უნდა გაიმიჯნოს ერაყში ქართული ჯარის მონაწილეობისგან,
ვინაიდან ერაყის ომის თაობაზე დასავლეთში განსხვავებული მოსაზრებებია.58
ავღანეთის საკითხის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს და არ უნდა იქნას გამოყენებული
შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის, აცხადებს „სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის“
ერთ-ერთი ლიდერი.59 „რესპუბლიკური პარტია“ მხარს უჭერს აღნიშნულ ოპერაციაში
საქართველოს მინიმალისტურ მონაწილეობას. პარტია არ ემხრობა საქართველოს მისიის
შეწყვეტას, თუმცა აღნიშნავს რომ მონაწილეობა უნდა იყოს ქვეყნის შესაძლებლობების
თანაფარდი, ამტკიცებს პარტიის ლიდერი.60
„ეროვნული ფორუმი“ აღნიშნულ ოპერაციაში ვერანაირ სარგებელს ვერ ხედავს. ირაკლი
მელაშვილი ფიქრობს, რომ ეს არ გაზრდის საქართველოს ფუნქციას დასავლეთის
თვალში, მაგრამ გაზრდის ტერორიზმის თეორიულ საფრთხეს. ეს არ წაადგება
საქართველოს სამხედრო ძლიერებას, ეს მხოლოდ ეპიზოდური სამხედრო წვრთნაა,
რამაც შესაძლოა მხოლოდ მსხვერპლი მოუტანოს ქართულ ჯარს.61
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ვერც სარგებელს ხედავს და
ვერც ზარალს ამ ყველაფერში. ის ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ სააკაშვილს აწყობს
ქულების დასაწერად ამერიკელების თვალში. მეორე მხრივ ფიქრობს, რომ
„მონაწილეობა საერთაშორისო პარტნიორობაში არ არის ცუდი“.62 პარტიის სხვა
ლიდერი ალ-ქაიდას მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ჯიჰადის გამოცხადების
საფრთხეს ხედავს, როგორც პასუხს საქართველოს თანამონაწილეობაზე ავღანეთის
ოპერაციაში. ასევე, აღიარებს იმ გამოცდილების სარგებელს, რასაც ქართველი
58 ინტერვიუ გელა ბანძელაძესთან, თებერვალი, 2010 59 ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან, თებერვალი, 2010 60 ინტერვიუები დავით უსუფაშვილთან და დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010 61 ინტერვიუ ირაკლი მელაშვილთან, თებერვალი, 2010 62 ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან, იანვარი, 2010
37
ჯარისკაცები იღებენ ავღანეთის ოპერაციაში.63 ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ
ოპერაციაში ჩართულობას დადებითი ეფექტი აქვს საქართველოს პრესტიჟზე, რადგანაც
იგი გლობალური უსაფრთხოებისთვის ოპერაციაში მონაწილეობს. ეს კი ზრდის
საქართველოსადმი, როგორც პოტენციური პარტნიორისადმი ნდობას.64 ვიქტორ
დოლიძეს მიაჩნია, რომ ეს ოპერაცია მეტად გაწვრთნის ჯარს, მით უმეტეს ოკუპაციის და
დანგრეული უსაფრთხოების სისტემის პირობებში. თუმცა, ამ კალიბრის კონტიგენტის
გაშვება დაუსაბუთებელია.65 მიუხედავად ამისა, პარტიის სხვა წარმომადგენლები ვერ
ხედავენ რამე სარგებელს საქართველოსთვის საერთაშორისო დონეზე და არც ქართული
ჯარის მეტი გამოცდილებას მიიჩნევენ ამის საზღაურად.66
“ეს მხოლოდ ვალდებულებაა და განხილულ უნდა იქნას, როგორც ვალის დაბრუნება
ამერიკელებისთვის” - ფიქრობს ზურაბ ნოღაიდელი.67 პეტრე მამრაძე ამტიკიცებს, რომ
საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში ორმხრივ სასარგებლოა, როგორც
საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე ქართული ჯარის
გამოცდილებისთვის. “დღესდღეობით ვერც ერთი სახელმწიფო, მით უმეტეს პატარა
ქვეყანა, თავს დამოუკიდებლად ვერ დაიცავს“ - აცხადებს პეტრე მამრაძე.68 ლევან
როინიშვილი, ასევე, საუბრობს ოპერაციაში მონაწილეობის სასარგებლოდ და მიაჩნია,
რომ ამით ნატოს წევრ ქვეყნებს უფრო მაღალი წარმოდგენა ექნებათ საქართველოზე.69
„კონსერვატიული პარტია“ არ ეთანხმება საქართველოს იმ ფორმით მონაწილეობას,
როგორც ახლაა ოპერაციაში ჩართული. კახა კუკავა ფიქრობს, რომ საქართველოს
წვლილი არაპროპორციულია მაშინ, როცა სხვა ქვეყნები მხოლოდ სიმბოლურად არიან
ჩართულნი. კუკავა ფიქრობს, რომ მსგავსი ჩართულობა არ წარმოაგდენს საქართველოს
ინტერესს, მაგრამ ის კარგად მუშაობს სააკაშვილისთვის, რომელსაც ესაჭიროება ლობი
63 ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან, თებერვალი, 2010 64 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, მარტი, 2010 65 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი, 2010 66 ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან, თებერვალი, 2010 67 ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან, იანვარი, 2010 68 ინტევრიუ პეტრე მამრაძესთან, იანვარი, 2010 69 ინტერვიუ ლევან როინიშვილთან, თებერვალი, 2010
38
ამერიკის ისეთ „რეაქციონისტულ წრეებში, როგორებიც არიან რესპუბლიკელები და
“ქორები“.70 ზვიად ძიძიგური ამატებს, რომ ეს კიდევ უფრო აღიზიანებს რუსეთს და არ
ეხმარება საქართველოს გახდეს ნატოს წევრი.71 ბიძინა გუჯაბიძე კიდევ უფრო შორს
მიდის და აღნიშნავს, რომ ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ავღანელი ტერორისტების
შემოდინებას საქართველოში და დააზიანოს ადგილობრივი ინფრასტურქტურა და
მოსახლეობა.72
შესაბამისად, საქართველოს მონაწილეობა ნატოს ოპერაციაში ავღანეთში აზრთა
სხვადასხვაობას იწვევს პოლიტიკურ პარტიებში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
დამოკიდებულება კი საკმაოდ მყარია და ნაკლებად სავარაუდოა იგი შეიცვალოს
საჯარო გამოსვლებში ოპიზიციური პარტიის ლიდერები მიდრეკლინი არიან
გადააფასონ ის ცვლადები, რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონდა ქვეყნის საგარეო
პოლიტიკის წარუმატებლობებზე, მაგალითად, როგორიცაა 2008 წლის ბუქარესტის
სამიტზე ნატოს წევრობის გეგმის მიუღებლობა. ეს პოლიტიკური ლიდერების მიერ
ინტერპრეტირებული იქნა, როგორც სააკაშვილის ადმინისტრაციის მარცხი გამოწვეული
ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების გაუთვალისწინებლობით, როგორიცააა რუსეთი,
მოუგვარებელი კონფლიქტები, ნატოში საქართველოს გაწევრიანების სუსტი
მხარდაჭერა მთელი რიგი ევროპული ქვეყნების მხრიდან (ჰოლანდია, გერმანია და
იტალია). მაგალითად, ბუქარესტის სამიტის შედეგების გათვალისწინებით, კახა კუკავა
ასკვნის, რომ „სააკაშვილმა მოუსპო საქართველოს განვითრების ყველა შანსი“.73 დავით
უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ხელმისაწვდომი
70 ინტერვიუ კახა კუკავასთან, იანვარი, 2010 71 ინტევრიუ ზვიად ძიძიგურთან, თებერვალი, 2010 72 ინტერვიუ ბიძინა გუჯაბიძესთან, თებერვალი, 2010 73 „პრაიმ ტაიმი“, რუსთავი 2, პრეზენტაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის, 7 აპრილი, 2008
39
უსაფრთხოების გარანტიების მიღების გადავადებას .74 შალვა ნათელაშვილმა კი
განაცხადა, რომ საქართველოს მარცხი მიეღო “გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“ (MAP)
„სააკაშვილის საგარეო პოლიტიკის მარცხია“. ნინო ბურჯანაძე ასე ეხმაურება ამ
საკითხს: „ნატომ MAP-ი საქართველოს ხელისუფლებას არ მისცა და არა საქართველოს
და ქართველ ხალხს”.
აღნიშნული რიტორიკა პოლიტიკური მანიპულაციის საგნად იქცა. ამის პასუხად
მმართველი პარტია უპირისპირდება ოპოზიციის კრიტიციზმს. დავით ბაქრაძე
აცხადებს, რომ ბუქარესტის სამიტზე ნატომ აიღო მკაფიო პასუხისმგებლობა
საქართველო ნატოს წევრად გახდომაზე.75 დავით დარჩიაშვილი „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობიდან“ და პარლამენტის წევრი, საუბრობს “მოჯადოებულ
წრეზე”: საქართველოს მცდელობა დააკმაყოფილოს დასაველთის და ნატოს მოთხოვნები
და ასევე მოაგვაროს კონფლიქტები შეაფერხა რუსეთმა, რომელსაც კვლავაც მონოპოლია
აქვს „სამშვიდობო პორცესებზე“.76
ზოგადად, ნატოში გაწევრიანება კონცეპტუალიზებულია როგორც პანაცეას პოლიტიკა,
რასაც შეეძელო გადაეჭრა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პრობლემები 2008 წლის
აგვისტომდე. მას შემდეგ რაც ომის რიტორიკა შეიცვალა, მოლოდინები მეტად
რეალისტური გახდა. დღეისათვის კი ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც
უპირატესობას არ ანიჭებენ ნატოში გაწევრიანებას, ავტომატურად მიჩნეულნი არიან
პრო-რუსულ ძალებად, მოღალატეებადაც კი. მაგალითად გიორგი თარგამაძის
განცხადებამ, რომ ნატოს წევრად გახდომა არ უნდა იყოს მიზანი,” მსგავსი ბრალდებები
გამოიწვია.
74 საზოგადოებრივი მაუწყებელი, საღამოს ტოკ შოუ „დღის კომენტარი“, 30 აპრილი, 2008 75 დავით ბაქრაძე, პრეზენტაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის, პროგრამა „პრაიმ ტაიმი“, რუსთავის 2,
მაისი, 2008 76 დავით დარჩიაშვილი, დისკუსიების სერია „ევროინტეგრაცია“, სტუდია „რე“, ტელეარხი „მაესტრო“, 10
აპრილი, 2010
40
ძირითადი პოლიტიკური პარტიების კონცეფციები არსებითად ერთი და იგივეა.
დისკურსის დონეზე ყველა მათგანი ხაზს უსვამს „ევროკავშირთან ჰარმონიზაციის“
აუცილებლობას და მეზობლებთან „ორმხირვ სასარგებლო“ ურთიერთობას.
„რესპუბლიკური პარტია“ მათ შორისაა, ვისაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული
შეხედულებები გააჩნია საგარეო პოლიტიკაზე. ივლიანე ხაინდრავა, პარტიის ერთ-ერთი
ლიდერი, ამბობს, რომ უპირველესად ჩვენ ვიღებთ საგარეო პოლიტიკას, როგორც
ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითად ინსტრუმენტს. საქართველოს
საგარეო პოლიტიკა ეფუძნება სამ ძირითად ღირებულებას: მშვიდობას, პარტნიორულ
სამეზობლო ურთოერთობებს და თანამშრომლობას. საქართველოს საგარეო პოლიტიკის
ძირითადი არეალია სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის რეგიონი, ევროპა და ევრო-
ატლანტიკური სივრცე.77
მხოლოდ პარტიათა მცირე ნაწილი ანიჭებს უპირატესობას რუსეთთან ურთიერთობას,
მათ შორის არიან „ლეიბორისტული პარტია“ და „სამართლიანი საქართველო“. პაატა
ჯიბლაძე „ლეიბორისტული პარტიიდან“ საუბრობს საგარეო ღია პოლიტიკის
აუცილებლობაზე, რაშიც ყველა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს
(დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი) მათ შორის როგორც
თურქეთთან, ირანთან და არაბულ ქვეყნებთან, ისე დასავლეთის სახელმწიფოებთან.
თუმცა აღნიშნავს, რომ ნომერი პირველი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობა უნდა
იყოს. პაატა ჯიბლაძე, ასევე, ხაზს უსვამს ჩინეთთან ურთიერთობის საჭიროებას.78
ოფიციალურ რიტორიკაში ორივე პარტია საუბრობს მეზობლებთან დიალოგის
მეშვეობით ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. „სამართლიანი მოძრაობის“ პროგრამის
ძირითადი დებულება ასე ჟღერს: „საგარეო პოლიტიკის ძირითადი ამოცანაა
მოლაპარაკებების წარმოება მეზობელ ქვეყნებთან“.79 ნესტან კირთაძე იმოწმებს
საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შემდეგი ანალოგიისთვის: „დილით, როცა
77 ივლიანე ხაინდრავა, პრეზენტაცია საპარლამენტო არჩევნების წინ, პროგრამა „პრაიმ ტაიმი“, რუსთავი 2,
10 აპრილი, 2008 78 პაატა ჯიბლაძე, ტოკ შოუ „დღის კომენტარი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 19 მაისი, 2008 79 „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, პარტიის პროგრამა, გვ. 12
41
ადამიანი იღვიძებს, ესალმება მეზობლებს და მზეს. ასეთივე უნდა იყოს
სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობაც.”80
ზურაბ ნოღაიდელი ფიქრობს, რომ რუსეთთან დიალოგის დაწყება „ყველა შემთხვევაში
დადებითი შედეგების მომტანია... ბევრი რამ არის შესაცვლელი საქართველოში, მათ
შორის საგარეო პოლიტიკის კურსი... ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო
პოლიტიკური კურსი და სამხედრო რიტორიკა ქვეყანას არანაირ სარგებელს არ
მოუტანს” - აღნიშნავს იგი.81
„სამართლიანი მოძრაობა“, ასევე, არ ეთანხმება საქართველოს ეროვნული
უსაფრთხოების ძირითად მიმართულებად სტრატეგიულ ურთიერთობას ამერიკის
შეერთებულ შტატებთან.82 მის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ამერიკას და საქართველოს
შორის ხელმოწერილი დოკუმენტი ურთიერთპარტნიორობაზე პოზიტიური ნაბიჯია,
მაგრამ ის არ უნდა იქნას განხილული როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი.
„გარანტორი თავად ქართული საზოგადოება უნდა იყოს.“.83
რესპონდენტებს დაესვათ შეკითხვა: რა მიმართულებით უნდა განვითარდეს
80 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, „ცხელი შოკოლადი, 1 აპრილი, 2009 http://shokoladi.ge/node/447 81 ინტერფაქსი: ცენტრალური აზია და კავკასია, ყოველკვირეული ბიზნესგამოცემა, 28 აპრილი, 2009 82 ძირითადად ასეა კონცეპტუალიზებული აღნიშნული ურთიერთობა. ასე მიიჩნევენ, როგორც
მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიის ლიდერები. იგივეა აღნიშნული „საქართველოს ეროვნული
უსაფრთხოების კონცეფციის“ ძირითად მიმართულებებში, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი
საქართველო“, ნოემბერი, 2009 83 ნოღაიდელის პარტია რუსეთის ფედერაციასთან უერთიერთობის აღდგენას საქართველოს საგარეო
პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითად მიმართულებად მიიჩნევს, ბლექ სი პრესი (საქართველო, 13 იანვარი,
2009)
42
ევროკავშირთან თანამშორმლობის გაფართოება ყველაზე ხშირად იქნა დასახელებული
პრიორიტეტად, მაშინ როცა აზიის მიმართულებით მსგავს თანამშრომლობას არ
დაუმსახურებია პარტიათა დიდი ყურადღება. საინტერესოა, რომ „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ ყველაზე დაბალ
ქულას ანიჭებენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხს, სხვა პარტიები შედარებით
ზომიერნი არიან და მხოლოდ რამდენიმე, როგორიცაა „დემოკრატიული მოძრაობა -
ერთიანი საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი
დემოკრატები“, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ და „სოციალ-
დემოკრატიული მოძრაობა“ მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობას ქვეყნის
გიორგი კანდელაკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ფიქრობს, რომ ბალტიის
ქვეყნებთან, პოლონეთთან, უკრაინასთან და ისრაელთან ურთიერთობა ისეთივე
პრიორიტეტულია, როგორც რუმინეთთან და აზერბაიჯანთან. გია ჟორჟოლიანი,
„სოციალ-დემოკრატიული მოძრაობიდან“, ბალტიის ქვეყნებთან შედარებით ე.წ. „ძველ
ევროპასთან“ და მსხვილ მოთამაშეებთან(გერმანია და საფრანგეთი) კავშირების
დამყარებას მეტად უჭერს მხარს .84
ნესტან კირთაძე მიიჩნევს, რომ რეგიონის სირთულის გამო საქართველომ
თანამშრომლობის პოლიტიკა ყველა მიმართულებით უნდა მიმართოს.85 პეტრე მამრაძე
ეთანხმება, რომ ასე მკაფიოდ არ უნდა იქნას დასახული პრიორიტეტები, საქართველოს
კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ყველა მეზობელთან და მისი საგარეო პოლიტიკის
კურსი არ უნდა იყოს ერთზე ორიენტირებული.86
მიუხედავად იმისა, რომ აშშ მიჩნეულია მეგობრად, პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი
ისურვებდა, რომ დღევანდელთან შედარებით ეს ურთიერთობა მეტად თანაბარ
პირობებში ეხილა. პარტიები, ასევე, ხაზს უსვამენ საჭირო ცვლილებებს აშშ-ს
დახმარების პრიორიტეტებში. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წინასაარჩევნო
პროგრამაში წერია: „უნდა შეიცვალოს ურთიერთობის ფორმა და შინაარსი. აშშ-ს მეტი
დრო და რესურსი უნდა იხარჯებოდეს არასამთავრობო სექტორის განვითარებაზე,
ადამიანთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებზე და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე
და ნაკლები რესურსი მიდიოდეს პირდაპირ ხელისუფლებაზე. აშშ-ს ამჟამინდელი
„უფროსი ძმის“ როლი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეიცვალოს „მრჩევლის“ როლით.”87 “ახალი
მემარჯვენეები“ მიიჩნევენ, რომ „საქართველო უნდა ისწრაფვოდეს მიაღწიოს აშშ-დიდი
ბრიტანეთის და აშშ-ისრაელის ტიპის სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-თან“.”88 ირაკლი
ალასანია კი იმის საჭიროებას ხედავს, რომ „აშშ-თან ურთერთობა მეტად სტაბილური და
84ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან, , თებერვალი, 2010 85 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, თებერვალი, 2010 86 ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან, იანვარი, 2010 87 წინასაარჩევნო პროგრამა, საგარეო პოლიტიკა, 2008 http://cdm.ge/index.php?gverdi=1 88 „ახალი მემარჯვენეები“, პარტიის პლატფორმა, გვ. 46
45
ინსტიტუციური იყოს”89 და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა პირდაპირ
ემსახურებოდეს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას.90 კობა დავითაშვილმა,
ოპოზიციის მიერ აშშ-ს საელჩოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა: “ჩვენც გვინდა
მეგობრობა და პარტნიორობა აშშ-თან. მაგრამ ჩვენ არასოდეს გავხდებით ვინმეს
მოსამსახურეები, მონები და კუდის მოქიცინე ძაღლები.“91
ზოგიერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევაში დაინახა
აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ცვლილების წინაპირობა დემოკრატიულ ხელისუფლებებზე
აქცენტით. „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი ამბობს,
რომ სააკაშვილი ვერ შეძლებდა ხელისუფლების შენარჩუნებას, ბუშის პირდაპირი
მხარდაჭერის გარეშე. “დღეს ნაკლები შანსია მხარი დაუჭირო უსამართლობას და
ამორალობას. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“ - ამბობს კობა
დავითაშვილი.92 პრეზიდენტ ბუშის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს „კონსერვატიული
პარტიის“ კიდევ ერთი ლიდერი კახა კუკავა. “სარკოზიმ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა
2008 წელს დახმარებოდა საქართველოს, მაგრამ იგივე არ გაუკეთებია ამერიკის
პრეზიდენტს ბუშს. ბუში სარკოზის თბილისში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო და
მიაჩნდა რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარის შემოსვლა თბილისში სასურველიც კი იყო
რუსეთის გამოსააშკარავებლად, აცხადებს კუკავა.93
მომდევნო შეკითხვა ასეთი იყო: ისტორიული და კულტურული პერსპექტივიდან
რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყანაა ყველაზე ახლო პარტნიორი
საქართველოსთვის? (შეფასებულია 10 ბალიან შკალაზე, 1 - ყველაზე ნაკლებად ახლო, 10
- ყველაზე ახლო).
89 ალასანია აცხადებს, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგი, „ბლექ სი პრესი“, 17 ივლისი, 2009 90 ალასანიას ციტატა „ინტერფაქსის“ ყოველკვირეული ბიზნეს-გამოცემიდან, ცენრტრალური აზია და
კავკასია, 7 ივლისი, 2009 91 ტელეომპანია „რუსთავი 2“, 19 მარტი, 2008 92 კობა დავითაშვილის ციტატა გაზეთ „რეზონანსიდან“, 8 ნოემბერი, 2008 93 ოპოზიცია ხელისუფლებას ანტიევროპული განწყობის განვრცობაში ადანაშაულებს, ახალი ამბების
სააგენტო „ტრენდი“,(აზერბაიჯანი), 3 სექტემბერი, 2009
როგორც აღვნიშნეთ, ნატოში გაწევრიანებას ქართულ პოლიტიკურ ელიტაში დიდი
მხარდაჭერა აქვს. გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსია. ამ საკითხზე
რეფერენდუმი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარადა და ნატოში
გაწევრიანებას მოსახლეობის 77 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მიუხედავად ამისა, რუსეთ-
საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, მაინც შეიმჩნევა გარკვეული იმედგაცრუება
ნატოსა და ზოგადად დასავლეთის მიმართ.
“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სოციალურ-
პოლიტიკური კონსესუსი ნატოში გაწევრიანებაზე კვლავ არსებობს.94 „ახალი
მემარჯვენეებისთვის“ ნატოში გაწევრიანება კონცეპტუალიზებულია როგორც
„სტრატეგიული ამოცანა“95. “ეს არის ეროვნული უსაფრთხოების ერთადერთი
გარანტი“,96 „ქართული საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი“,97 „სუვერენული
საქართველოს არსებობისთვის მნიშვნელოვანი“98 - აცხადებენ ისინი.
ყველაზე კონსერვატიულ რიტორიკას პროდასავლურ ორიენტაციისა და ნატოში
გაწევრიანების მიმართ „ლეიბორისტული პარტია“ ავლენს. პარტიის ლიდერი შალვა
ნათელაშვილი ნეიტრალიტეტსა და მიუმხრობლობას მეტად უჭერს მხარს.
“საქართველოს სტრატეგია უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყნის აშენება ნებისმიერ
სამხედრო ბლოკში გაწევრიანების გარეშე, მათ შორის ვგულისხმობ ნატოსაც... თუ კი
საქართველო შეუერთდება რომელიმე სამხედრო ალიანსს, ეს სახელმწიფოებრიობის
დასასრულის ტოლფასი იქნება” - განაცხადა ნათელაშვილმა 2008 წლის 4 დეკემბერს99.
94რესპუბლიკელები მოუწოდებენ ნატოს წევრ ქვეყნებს მხარი დაუჭირონ საქართველოს მაპ-ის მიღებაში,
პრაიმნიუსი, 31 მარტი, 2008 95 “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, ახალი დოქტრინა, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები,
თბილისი, 2007 96 “ახალი მემარჯვენეები”, პარტიის პლატფორმა, გვ.45 97 წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, რესპუბლიკური პარტია, თბილისი, 2008, გვ. 17 98 “ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის და რესპუბლიკელების ლიდერის დავით
უსუფაშვილის მიმართვა ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებს, „ბლექ სი პრესი“, 18 აგვისტო, 2008 99 ინტერფაქსი: რუსეთი და დსთ, ყოველდღიური სამხედრო გამოშვება. 4 დეკემბერი, 2008
49
ის ფიქრობს, რომ ნატოში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერამ და პრო-დასავლურმა
ორიენტაციამ საქართველო რუსეთ-აშშ-ს კონფლიქტის ცენტრში მოაქცია და ამიტომაც
„საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი შესაცვლელია“100. ლეიბორისტების ლიდერი
საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებაზე აგვისტოს ომამდეც საუბრობდა101.
მიუხედავად ამისა, 2007 წლის დეკემბერში, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან
შეხვედრისას ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი
არ უნდა შეიცვალოს, ყველა საერთაშორისო ვალდებულება უნდა შესრულდეს, უნდა
გაგრძელდეს სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ყველაფერი უნდა
გაკეთდეს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღსადგენად”. ეს იყო მისი
წინასაპრეზიდენტო დაპირება 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებამდე102. საპრეზიდენტო
არჩევნების კამპანიისას იგი ელექტორატს პირდებოდა, რომ „საქართველო გააგრძელებს
ინტენსიურ ინტეგრაციას ნატოსთან და ევროკავშირთან. ამავე დროს, დაუყოვნებლივ
უნდა გაუმჯობესდეს რუსეთთან ურთიერთობა“.103 მოგვიანებით კი აცხადებდა, რომ
„სააკაშვილის შემდეგ, საქართველო მეგობრულად იცხოვრებს ყველა ქვეყანასთან,
მაგრამ ის არასოდეს შეუერთდება ნატოს და დსთ-ს”.104 შალვა ნათელაშვილი ასევე
აცხადებს, რომ „საქართველო არასოდეს იქნება ანტი-ამერიკული პოლიტიკის
მიმდევარი, რადგანაც ქართველები პრო-დასავლურ საზოგადოებას წარმოადგენენ.”105
მიუხედავად იმისა, რომ „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ მიჩნეულია პრო-
რუსული ორიენტაციის დამცველად, თავის პროგრამაში აღნიშნავს, რომ ქართველი
ხალხის არჩევანი ევროპასთან და ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციაა. „ეს
ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ძირითადი
პრიორიტეტია და ერთადერთი საუკეთესო არჩევანია მომავალში ჩვენივე
100 საზოგადოებრივი მაუწყებელი, 22 თებერვალი, 2009 101 მაგალითად, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი სააკაშვილის გადაყენებას აპირებს, რუსეთი და
დსთ, ახალი ამბები, ინტერფაქსი, 17 მაისი, 2008 102 ნათელაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა და მისი საპრეზიდენტო პროგრამა
გააცნო, პრაიმტაიმი, 11 დეკემბერი, 2007 103 “მეტეხის ვალდებულება”, შალვა ნათელაშვილის საპრეზიდენტო პროგრამა, იანვარი, 2008 104ინტერფაქსი: რუსეთი და დსთ, ყოველკვირეული სამხედრო გამოშვება, 10 აპრილი, 2009 105 საზოგადოებრივი მაუწყებელი, 22 თებერვალი, 2009
50
უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზურნველსაყოფად“- მითითებულია პარტიის
პროგრამაში.106 გასაკვირია, რომ ეს პარტია ევროპასთან და ევრო-ატლანტიკურ
სტრუქტურებთან ინტეგრაციას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ პირობად
მიიჩნევს და ეს მის პროგრამულ პრიორიტეტებშიც აქვს გაცხადებული.107 მეტიც, პარტია
მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვა აღჭურვილი იყოს ნატოს სტანდარტების
მიხედვით.108
ასევე, საინტერესოა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ დამოკიდებულება ნატოში
გაწევრიანების მიმართ. წინასაარჩევნო პროგრამაში პარტია აცხადებს, „უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად,
საქართველოს ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია.“109 გიორგი თარგამაძე ხაზს უსვამს, რომ ნატო არ უნდა იყოს მიზანი
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან
ინტეგრაციის გარდა სხვა ალტერნატიული გზა.” ის ასევე აღნიშნავს, რომ საგარეო
პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ისეთი სასიცოცხლო პრობლემების მოგვარებისკენ,
როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დემოკრატიული ინსტიტუტების
განვითარება. ამ საკითხების გადაწყვეტის შემთხვევაში იგი ჩაითვლება
წარმატებულად.110 რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკის გამო საქართველოს მიმართ,
ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, აცხადებს იგი.111 გიორგი რუხაძე, „ქრისტიან-
დემოკრატიული მოძრაობის“ მდივანი საერთაშორისო საკითხებში, ამბობს, რომ ნატო
უნდა იყოს საშუალება და არა მიზანი: „თუკი ყველა პრობლემის მოგვარებას შევძლებთ,
საქართველოს შეუძლია უარიც კი თქვას ნატოს წევრობაზე”.112 საინტერესოა, რომ
ლიდერები, რომლებიც მიიჩნევიან პრო-დასავლურ პოლიტიკოსებად,
106 „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, პარტიის პროგრამა, გვ.11 107 ნოღაიდელის პარტია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას საქართველოს საგარეო პოლიტიკის
ძირითად მიმართულებად მიიჩნევს, „ბლექ სი პრესი“, 13 იანვარი, 2009 108 „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, პარტიის პროგრამა, გვ.13 109 წინასაარჩევნო პროგრამა, საგარეო პოლიტიკა, 2008 http://cdm.ge/index.php?gverdi=1 110 გიორგი თარგამაძე, ტოკ შოუ „დღის კომენტარი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 19 მაისი, 2008 111 გიორგი თარგამაძე, პროგრამა „პრაიმ ტაიმი“, რუსთავი 2, 17 აპრილი, 2008 112 გიორგი რუხაძე, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წინსაარჩევნო პრეზენტაცია, პროგრამა
„პრაიმტაიმი“, რუსთავი 2, 17 აპრილი, 2008
51
ნაკლებპრინციპულნი არიან ნატოში გაწევრიანების აუცილებლობისადმი. მაგალითად,
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე ამბობს, რომ „ამოსავალი
საქართველო და ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს და არა იდეა ფიქსი, რომ
საქართველო ამა თუ იმ ორგანიზაციის წევრი გახდეს.113
ნატოს მიმართ ორჭოფული დამოკიდებულება - მიზანია იგი თუ საშუალება - მხოლოდ
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის“ არ არის დამახასიათებელი.
„კონსერვატიული პარტია“ ნატოს ხედავს, როგორც მთავარ ინსტრუმენტს ქვეყნის
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში.114 „დემოკრატიული მოძრაობა -
ერთიანი საქართველო“ ნატოს აღიქვამს, როგორც „ერთ-ერთ საშუალებას საქართველოს
ეროვნული ინტერესების და ამოცანების მიღწევის პროცესში... ესაა საშუალება გახდე
დასავლური საზოგადოების თანაბარი და სრულუფლებიანი წევრი, ჩაება
საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებში, გაუმკლავდე ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა
ტერორიზმი, ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობა და ა.შ. … უზურნველყო იმ
საერთაშორისო საკომუნიკაციო ხაზების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოს
ტერიტორიაზეა განთავსებული.“115
ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 2008 წლის
ომის შემდეგ შორეულ მიზნად განიხილავენ. ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ „ეს
პროცესი ხანგრძლივია და არა ერთ ან ორ წელში მიღწევადი. ამის მიზეზი კი
სააკაშვილის პოლიტიკა და მის მიერ დაშვებული შეცდომებია. 2008 წლის რუსეთ-
საქართველოს ომმა დიდად აზარალა ნატოში ინტეგრაციის პროცესი.“116 დავით
გამყრელიძის აზრით, „უახლოეს წლებში საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი და
113 დავით გამყრელიძის ციტატა, ინტერფაქსი, რუსეთისა და დსთ-ს დიპლომატიური პანორამა, 3
დეკემბერი, 2008 114 ნატოსთან ინტეგრაციის და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრინციპების დეკლარაცია,
დემოკრატიული ფრონტი, საპარლამენტო ფრაქცია, რომელიც აერთიანებს რესპუბლიკურ და
კონსერვატიულ პარტიებს, ივნისი, 2006 115 საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ძირითადი მიმართულებები, ნოემბერი, 2009,
„დემოკრატიული მოძროაბა-ერთიანი საქართველო“ 116 „საქართველო მალე ვერ მოახერხებს ნატოსთან სრულად ინტეგრაციას“ - ირაკლი ალასანია, ახალი
ამბების სააგენო „ტრენდი“, 26 ოქტომბერი, 2009
52
ამიტომაც შესაბამისი საშინაო და საგარეო პოლიტიკური სტრატეგია გვესაჭიროება ჩვენს
მეზობელ ქვეყნებთან.“117
მხოლოდ რამდენიმე პარტია მიიჩნევს ნატოს წევრობას „აუცილებელ“ პირობად.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ნატოში
გაწევრიანება აუცილებელია, პირველ რიგში იმ ღირებულებების დასანერგად, რაც ამ
ორგანიზაციას გააჩნია (დემოკრატია, თავისუფლება, განვითარება), მეორე რიგში კი
კოლექტიური თავდაცვის გამო.118 გიორგი კანდელაკი ფიქრობს, რომ საქართველო
ყოველთვის იქნება მსხვილი სახელმწიფოების სამიზნე რეგიონში, ნეიტრალიტეტი კი
ძლიერი ჯარის გარეშე წარმოუდგენელია.119
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერები თანხმდებიან იმაზე, რომ ნატოში
გაწევრიანება აუცილებელია და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა
განსაზღვრავს დიდ ალიანსში გაწევრიანების გარდაუვალობას.120 ისინი აღნიშნავენ, რომ
შიდა დემოკრატიულ რეფორმაზეა დამოკიდებული გაწევრიანების ვადები.121
„სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა“ ნატოში გაწევრიანებას არ მიიჩნევს აუცილებელ
პირობად და ის უფრო ტაქტიკურ და სტრატეგიულ ამოცანად მიაჩნია. გია
თუმცა აცნობიერებს რომ ნატოს შეუძლია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების
უზრუნველყოფა.122 მას უჭირს პროგნოზირება, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს
წევრი. გია ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ ეს პერსპექტივა დამოკიდებულია ნატოსა და
ძირითად აქტორებს შორის ურთიერთობაზე, შუა აღმოსაველთში მოვლენათა
განვითარებაზე და სხვა ფაქტორებზე.123
117 გამყრელიძის ციტატა, ინტერფაქსი, რუსეთისა და დსთ-ს დიპლომატიური პანორამა, 3 დეკემბერი, 2008 118 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, მარტი, 2010 119 ინტერვიუ გიორგი კანდელაკთან, თბერვალი, 2010 120 ინტერვიუ გურამ ჩახვაძესთან, იანვარი, 2010 121 ინტერვიუები გურამ ჩახვაძესთან, ბაჩუკი ქარდავასთან და გოგა გოგნიაშვილითან, იანვარი, 2010 122 ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან, თებერვალი, 2010 123 ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან, თებერვალი, 2010
53
პაატა ზაქარეიშვილი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ნატოს წევრობას იმ შემთხვევაში
ჩათვლის მისაღებად, თუკი ეს საფრთხეს არ შეუქმნის ტერიტორიულ მთლიანობას,
შიდა სტაბილურობასა და მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას.
მიუხედავად ამისა, იგი ნატოს ქვეყნის უსაფრთოხებისთვის დამატებით და არა
ერთადერთ რესურსად განიხილავს.124 დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ აგვისტოს
ომმა ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით უკან გადატყორცნა ნატოსთან
ინტეგრაციის თვალსაზრისით.125 დავით უსუფაშვილი კი ამის საპირისპიროდ მიიჩნევს,
რომ ნატოში წევრობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.126
„ახალი მემარჯვეების“ ლიდერს დავით გამყრელიძეს მიაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანება
სასურველია იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას
დღესდღეობით. გლობალიზებულ სამყაროში საფრთხეები არ არის გეოგრაფიულად
შემოსაზღვრული და ისინი შესაძლოა ჩვენი ქვეყნისგან მოშორებით, ჩრდილოეთ
კორეაში ან ავღანეთში, აღმოცენდეს. ამის გათვალისწინებით ნატოს ტიპის ალიანსების
არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია - აღნიშნავს დავით გამყრელიძე.127 პარტიის
ლიდერები ნატოს არამხოლოდ სამხედრო ალიანსად მიიჩნევენ, არამედ ორგანიზაციად,
რომელიც ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. გიორგი
მოსიძე ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის იქნება სტაბილური
დემოკრატიის განვითარების და ხალხის კეთილდღეობის გარანტი.128
„ახალი მემარჯვენეების“ აზრით, ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა დამოკიდებული
იქნება ქვეყნის შიგნით რეჟიმის ცვლილებაზე, დემოკრატიულ რეფორმებზე, მეზობელი
ქვეყნების განწყობაზე - გახდეს საქართველო ნატოს წევრი. პარტიის ლიდერები
მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ნატოში გაწევრიანება 10
წლიან პეროდშია მიღწევადი.
124 ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან, თებერვალი, 2010 125 ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010 126 ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან, თებერვალი, 2010 127 ინტერვიუ დავით გამყრელიძესთან, იანვარი, 2010 128 ინტერვიუ გიორგი მოსიძესთან, იანვარი, 2010
54
„ეროვნული ფორუმის“ წევრის ირაკლი მელაშვილის აზრით, ნატოში გაწევრიანება
სასურველი უფროა, ვიდრე აუცილებელი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის
ნატოში გაწევრიანებას ეჭვქვეშ აყენებს ნატოს ჩაურევლობის სტრატეგიის გამო.129
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ნატოს წევრობას ქვეყნისთვის აუცილებლად არ
მიიჩნევს და ეჭვქვეშ აყენებს, რომ ეს ახლო მომავალში მიღწევადი ამოცანაა. სოსო
შატბერაშვილის თქმით, „2008 წლამდე ჩვენ არ ვიყავით ამის წინააღმდეგი. ჩვენ ვიყავით
ნეიტრალურები, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომმა დაგვანახა, რომ ვერც ნატო და ვერც
ბუშის ადმინისტრაცია ვერ შეძლებს წინ აღუდგეს რუსეთის გეგმებს. აქედან
გამომდინარე, ნატოს წევრობა სრული ნონსენსია. ჩვენ მიუმხრობლობის პოლიტიკას
ვემხრობით და არა ნეიტრალიტეტს.”130 ნესტან კირთაძე ეხმიანება ამ თემას და
აღნიშნავს, რომ საქართველო ვერ იტყვის უარს დასავლეთთან თანამშრომლობაზე,
თუმცა არასოდეს გახდება სამხედრო ბაზა მისი გეო-სტრატეგიული კონტექსტიდან
გამომდინარე. რეგიონში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით,
კირთაძე ფიქრობს, რომ ნატოში ინტეგრაციის მცდელობა მხოლოდ დაძაბავს სიტუაციას
და საქართველო ამ გამოწვევისთვის მზად არ არის.131 პაატა ჯიბლაძე აცხადებს, რომ
საქართველომ თავი უნდა აარიდოს ნატოში გაწევრიანებას, სანამ რუსეთი ამაში
საფრთხეს ხედავს და არ დარწმუნდება, რომ ნატო მისი მტერი არაა.132
„ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ნატოს
ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნევს და
ფიქრობს, რომ მისკენ სწრაფვა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესების
განვითარებას შეუწყობს ხელს. ალიანსის წევრობას კი იგი მაინცდამაინც აუცილებლად
არ მიიჩნევს. საქართველოს შეუძლია საკუთარი თავდაცვისუნარიანობა ევროკავშირში
ინტეგრაციის ან რეგიონული უსაფრთოხების სისტემების შექმნის ხარჯზე გაზარდოს.133
129 ინტერვიუ ირაკლი მელაშვილთან, თებერვალი, 2010 130 ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან, თებერვალი, 2010 131 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, თებერვალი, 2010 132 ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან, თებერვალი, 2010 133 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, მარტი, 2010
55
ვიქტორ დოლიძის აზრით, ნატოში გაწევრიანება დოგმად არ უნდა იქცეს, ის უნდა
ეფუძნებოდეს მიზანზე ორიენტირებულ პოლიტიკას, საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას
და რუსეთის მხრიდან ნატოსადმი დამოკიდებულების დაბალანსებას და
კოორდინაციას. მიუხედავად ამისა, იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს „მსგავსი ალიანსის
ქოლგის ქვეშ ყოფნას.“134 პარტიის ლიდერების პროგნოზით, ნატოში გაწევრიანება 10
წლიან ვადაშია შესაძლებელი.
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს,
რომ საქართველომ 2008 წელს დაკარგა ნატოში გაწევრიანების შანსი. აქედან
გამომდინარე ფიქრობს, რომ ალიანსის წევრობა „აუცილებელი, მაგრამ
შეუძლებელია“.135 პეტრე მამრაძე დასძენს, რომ ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის ეროვნული
უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საუკეთესო საშუალებას
წარმოადგენდა. თუმცა, სამწუხაროდ, სააკაშვილის პოლიტიკის გამო ეს შანსი
საქართველომ დაკარგა. “ახლა ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთში იმასაც ამბობს, რომ
სააკაშვილის პოლიტიკა იმის პირობაა, რომ ნატოს და ევროპის კარი საქართველოსთვის
დაიხუროს” -აღნიშნავს მამრაძე.136
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ნატოში გაწევრიანებას ქვეყნის
უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს. თუმცა,
ფიქრობს რომ ეს შეუძლებელია სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომებისა და რუსეთ-
საქართველოს ომის შედეგების გამო. ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობას იგი ქვეყნის
სტაბილურობას უკავშირებს.137 ვახტანგ ყოლბაიას აზრით, დემოკრატიზაცია და
ლიბერალიზმი, რუსეთის საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი
დამოკიდებულებასთან ერთად, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას
განსაზღვრავს.138
134 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი, 2010 135 ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან, იანვარი, 2010 136 ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან, იანვარი, 2010 137 ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, თებერვალი, 2010 138ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან, თებერვალი, 2010
56
აგვისტოს ომმა შეცვლა ზოგადად დამოკიდებულება ნატოს მიმართ. ზოგიერთი
პოლიტიკური ლიდერი ნატოში ინტეგრაციისადმი სწრაფვას ქვეყნის პრიორიტეტად
აღარ აყენებს. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: მათი აზრით, ეს უკვე შეუძლებელია ან
2008 წლის აგვისტოში ნატოს მხრიდან არაქმედითი ნაბიჯების გამო იხევენ უკან.
მხოლოდ რამდენიმე პარტია, მაგალითად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, ნატოს წვერობას „აუცილებლად“ მიიჩნევს. სხვა
პარტიებისთვის კი ეს მხოლოდ „სასურველია“ ან „საშუალება უფროა, ვიდრე მიზანი“.
პოლიტიკური ელიტა, საერთაშორისო ორგანიზიებში საქართველოს წევრობის
განხილვისას, ყოველთვის ხაზს უსვამს რუსეთის ფაქტორს. საუბრობენ რუსეთის
გავლენაზე მსგავს ორგანიზაციებში, მაგალითად ვეტოს უფლებაზე და ძალაუფლებაზე
დაბლოკოს ესა თუ ის გადაწყვეტილება.139 ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ისეთი
გლობალური და უნივერსალური ორგანიზაცია, როგორიც გაეროა, მეტად ეფექტური
უნდა იყოს, ვიდრე ახლაა.140
ევროკავშირი და ევროსაბჭო ბოლო პერიოდში გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა
პოლიტიკური ელიტისთვის. ევროსაბჭო განიხილება, როგორც დემოკრატიის
პოპულარიზაციის ეფექტური მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებას
„არადემოკრატიული ქმედებებისთვის“ მეტად ანგარიშვალდებულს ხდის.141 ზოგიერთი
პოლიტიკოსი ევროსაბჭოს რეზოლუციებს ლექსიკას უწუნებს. გიორგი თარგამაძე,
„ქრისტიან-დემოკარტიული მოძრაობის“ ლიდერი, რუსეთზე (ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეა) PACE რეზოლუციის შესახებ აღნიშნავს, რომ „საქართველო
ევროსაბჭოს მხრიდან მეტად მკაცრ ტონს მოელოდა. ჩვენ ვისურვებდით, რომ
139 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, მარტი, 2010 140 ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, თებერვალი, 2010 141 ინტერვიუ გიორგი მოსიძესთან, იანვარი, 2010
57
ევროსაბჭოს და ზოგადად ევროპის ტონი გაცილებით პრინციპული იყოს რუსეთთან
მიმართებაში. თუმცა, ევროპას აქვს კომუნიკაციის საკუთარი მანერა და ის იყო საკმაოდ
მკაფიო და მტკიცე.142 სხვა პოლიტიკური ლიდერები ევროსაბჭოს განიხილავენ, როგორც
არაეფექტურს და ეკონომიკური ან პოლიტიკური გავლენის არმქონეს.143
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გაეროს და ევროპული ინსტიტუტების წვლილი
ევროპასთან ურთიერთობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ქართული პოლიტიკური
ელიტის მიერ ჯეროვნადაა აღიარებული.144 მსჯელობისას გათვალისწინებულია
საქართველოს დემოკრატიულ განვთარებაში, სუვერენიტეტის145 და ერთიანი
სახელმწიფოს ლეგალური სტატუსის146 შენარჩუნებაში მათი დახმარება. ასევე, ნახსენები
იყო მათი როლი ცხინვალის რეგიონში და საქართველოში მიმდინარე არჩევნების
სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობაში(მაგ, ეუთო).147 ნინო ბურჯანაძე ეუთოს
რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ორგანიზაციამ მართლაც
მიიღო რამდენიმე კარგი რეზოლუცია, მაგრამ ისინი „კეთილ სურვილებად“ დარჩა.148
გურამ ჩახვაძე ეუთოს ამორფულ ორგანიზაციად მიიჩნევს.149 ვიქტორ დოლიძე კი,
ეუთოს ყოფილი ელჩი, ეუთოს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში პოზიტიურ
როლზე საუბრობს. ასევე, ახსენებს ეუთოს როლს დემოკრატიული არჩევნების და
ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის პროცესში.150
142ქართული დელეგაცია კმაყოფილია PACE რეზოლუციით და ელის, რომ რუსეთი მის პირობებს
შეასრულებს, ბლექ სი პრესი, 3 ოქტომბერი, 2008 143 ინტერვიუ ირაკლი მელაშვილთან, თებერვალი, 2010 144 ინტერვიუ გელა ბანძელაძესთან და გია ჟორჟოლიანთან, თებერვალი, 2010. 145 ინტერვიუ „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლებთან, 2010 146 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, მარტი, 2010 147 ინტერვიუები დავით ბერენიშვილთან, პაატა ზაქარეიშვილთან და დავით უსუფაშვილთან,
თებერვალი, 2010 148 ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, ავტორი რომან იაკოვლევსკი, „ევროპული დიალოგი“ http://eurodialogue.org/osce/Nino-Burjanadze-I-Absolutely-Dont-Understand-Why-Russia-Challenges-Georgian-People-So-Openly 149 ინტერვიუ გურამ ჩახვაძესთან, იანვარი, 2010 150 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი, 2010
58
ნინო ბურჯანაძე იმასაც უსვამს ხაზს, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია
მიდრეკილია გამოყენებულ იქნას ხელისუფლებების მიერ. სხვა პოლიტიკური
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან სუამ-თან თანამშრომლობა
მიჩნეულია საქართველოსთვის სარგებლის ან პოტენციურად სარგებლის მომტანად.
BSEC ნაკლებადაა პოლიტიკურ პარტიათა პრიორიტეტებში და იგი მხოლოდ
ევროპასთან ინტეგრაციის და ვეროპული სტანდარტების გაზიარების კონტექსტში
განიხილება.152
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სუამი მეტად
პასუხობს საქართველოს საჭიროებებს, ვიდრე BSEC. აკაკი მინაშვილი ფიქრობს, რომ ესაა
სახელმწიფოთა ერთობა, რომელთაც მსგავსი პოლიტიკური ინტერესები და საერთო
გამოწვევები აერთიანებთ და ამიტომაც მათი თანამშრომლობა ეფექტიანია.153 გიორგი
კანდელაკი დასძენს, რომ უკრაინის უკანასკნელი არჩევნების შემდეგ სუამის ბედი
ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ ბუნდოვანია.154 ეს კი ართულებს ამ ორგანიზაციის
გარკვეულ საყრდენად მოაზრებას.
არც სუამი და არც „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა“ არ აღიქმება ეფექტურ
ორგანიზაციებად „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების მიერ. ისინი ფიქრობენ, რომ
„სუამ-ის ფუნდამენტური იდეების განხორციელება და მისი ტრანსფორმაცია აქტიურ და
მრავალფუნქციურ სუბრეგიონულ ორგანიზაციად ვერ მოხდება იმ მარტივი მიზეზის
151 ინტერვიუ დავით საგანელიძესთან, იანვარი, 2010 152 წინასაარჩევნო პროგრამა და ძირითადი მიმართულებები, „რესპუბლიკური პარტია“, 2008, გვ.17 153 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, მარტი, 2010 154 ინტერვიუ გიორგი კანდელაკთან, თებერვალი, 2010
59
გამო, რომ სუამ-ის წევრი რამდენიმე სახელმწიფო დაკავშირებულია დსთ-სთან.”155
დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ რეგიონში არსებობს ახალი, უფრო ეფექტური
სისტემის არსებობის აუცილებლობა და პრიორიტეტად სამხრეთ კავკასიის საკითხებზე
ყურადღების გადატანას ასახელებს.156 დავით ბერძენიშვილის აზრით, სუამი ფიქციაა და
მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, BSEC-ს კი საკმაოდ სუსტი გავლენა აქვს როგორც წევრ
სახელმწიფოებზე, ასევე საერთაშორისო არენაზე.157 პაატა ზაქარეიშვილი ამტკიცებს,
რომ ის რეგიონული ორგანიზაციები, რომლებიც გააჩნია თურქეთსა და აზერბაიჯანს,
გაცილებით ეფექტურია საქართველოსთვის. “ეს ორი მეზობელი სახელმწიფო მეტადაა
დაინტერესებული საქართველოს განვითარებით, ენერგოტრანსპორტირების
ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველო ვერ იქნება მათი კონკურენტი, ამიტომაც
მათ არ აფრთხობთ ჩვენი ქვეყნის განვითარება“ - აღნიშნავს იგი.158
სხვა პარტიების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ სუამ-სა და BSEC-თან
დაკავშირებული იმედების მატერიალიზაცია ვერ მოხდა. ვიქტორ დოლიძე ორივე
ორგანიზაციას ნაკლებეფექტურად, მაგრამ რეგიონული უსაფრთხოებისა და
ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა,
პარტია თავის პროგრამაში სუამს პრიორიტეტებში ასახელებს: “სუამ-ის
თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონთან ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროში უნდა
შენარჩუნდეს და განვითარდეს, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მიმართულება.“159
ირაკლი მელაშვილი, „ეროვნული ფორუმის“ წევრი, მიიჩნევს, რომ არც BSEC-ს და არც
სუამს მკაფიო ფუნქცია და სტრუქტურა არ გააჩნიათ. ის მეტ უპირატესობას ანიჭებს
„აღმოსავლეთ პარტნიორობას“, რადგანაც ამან შეიძლება მოიტანოს ევროკაშვირთან
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც ქართულ პროდუქციას ევროკავშირის
155 წინასაარჩევნო პროგრამა და ძირითადი მიმართულებები, 2008, გვ.17 156 ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან, თებერვალი, 2010 157 ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010 158 ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან, თებერვალი, 2010 159 „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“, პარტიის პროგრამის ძირითადი მიმართულებები http://ogfd.ge/index.php?lang=eng&category=programa
60
ქვეყნებში გაუხნის გზას.160 მამუკა კაციტაძე, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი
ლიდერი, მიიჩნევს, რომ ამ ტიპის თანამშრომლობების (სუამი, BSEC და ა.შ.) საბოლოო
მიზანი ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაცია უნდა იყოს.161
ნინო ბურჯანაძე არც ერთ მათგანს არ მიიჩნევს ეფექტიან ორგანიზაციად. თუმცა
მიაჩნია, რომ BSEC უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე სუამი.162 ვახტანგ ყოლბაიაც
ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამბობს, რომ BSEC-ს მეტი პოტენციალი აქვს და გაცილებით
მიმზიდველია საქართველოსთვის.163
შალვა ნათელაშვილი გაცილებით რადიკალურია შეფასებისას და აღნიშნავს, რომ BSEC
შექმნილია თურქეთის გავლენების გასაძლიერებლად, სუამ-ის დამფუძნებლები კი
“ამერიკელი ქორები” არიან. შესაბამისად არც ერთი ემსახურება საქართველოს
ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც რესპონდეტებს დაესვათ, სააკაშვილის ადმინისტრაციის
საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხებოდა. პასუხად პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა
შეაფასეს, თუ რა შეიცვალა ამ მხრივ მისი წინამორბედის პოლიტიკასთან შედარებით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საგარეო
პოლიტიკა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვლა, მაგრამ არა
რადიკალურად. ახლა იგი მეტადაა ორიენტირებული დასავლეთზე და გიორგი
კანდელაკის თქმით, ნატოსთან ინტეგრაციის მიზანიც გაცილებით ნათელია,164 რასაც
თავის დროზე შევარდნაძის დაბალანსებული პოლიტიკა აფერხებდა. „ჩვენ ახლა გვაქვს
კონკრეტული და თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა“ - აღნიშნავს აკაკი მინაშვილი.165
160 ინტევრიუ ირაკლი მელაშვილთან, თებერვალი, 2010 161 ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან, იანვარი, 2010 162 ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, თებერვალი, 2010 163 ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან, თებერვალი, 2010 164 ინტერვიუ გიორგი კანდელაკთან, თებერვალი, 2010 165 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, მარტი, 2010
61
პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა არ ეთანხმება სააკაშვილის საგარეო პოლიტიკურ
კურსს. ყველაზე მეტად კრიტიკის საგანი პოლიტიკის დაუბალანსებლობა და
არათანმიმდევრულობაა, მეტი რიტორიკა და ნაკლები საქმეა.
სოციალ-დემოკრატები აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკური კურსი
ხისტი და დაუბალანსებელია, შედეგად კი კონფორნტაციული.166 გია ჟორჟოლიანი
ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მკაფიოდ კონფრონტაციულია რუსეთის
მიმართ და თანხმობაშია ბუშის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკასთან.167 შედეგად,
ეს აზიანებს საქართველოს ინტერესებს. სოციალ-დემოკრატები სააკაშვილის საგარეო
პოლიტიკას არარაციონალურს უწოდებენ. „ის არ ეფუძნება საქართველოს ეროვნულ
ინტერესებს და მოკლებულია იდეოლოგიურ საფუძველს“ - აღნიშნავს გელა
ბანძელაძე.168
რესპუბლიკელების აზრით, სააკაშვილის საგარეო პოლიტიკური კურსი მმართველი
პარტიის ინტერესებს ემსახურება და არა სახელმწიფოსი. პაატა ზაქარეიშვილის თქმით,
შევარდნაძის საგარეო პოლიტიკა მეტად ფრთხილი იყო, თუმცა ეს სიფრთხილე მას
ხელს უშლიდა პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებაში. მათი აზრით, შევარდნაძე
კარგად ხედავდა საქართველოს როლს საერთაშორისო გარემოში. სააკაშვილი კი
ახორციელებს ისეთ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც მმართველი პარტიის
გაძლიერებას ემსახურება და არა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების ძირითად
ამოცანებს.169 დავით ბერძენიშვილის თქმით, „შევარდნაძის საგარეო პოლიტიკური
კურსი „ჩრდილო-დასავლური“ იყო, გარემოებების მიხედვით ის ხან ჩრდილოეთისკენ
იხრებოდა და ხან დასავლეთისკენ. შესაბამისად, მისი კურსი შეიძლება
დაბალანსებულად მივიჩნიოთ, ზედმეტად დაბალანსებულადაც კი, რადგანაც იმ
პერიოდში რუსეთის ფაქტორი სასურველზე მეტი იყო ჩვენი ქვეყნისთვის... ორი
ტერორისტული აქტის შემდეგ, შევარდნაძემ განაცხადა, რომ პროდასავლური კურსი
166 ინტერვიუ გელა ბანძელაძესთან, თებერვალი, 2010 167 ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან, თებერვალი, 2010 168 ინტერვიუ გელა ბანძელაძესთან, თებერვალი, 2010 169 ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან, თებერვალი, 2010
62
შეუქცევადია, მაგრამ ეს არ გაუმყარებია შესაბამისი ინსტიტუტებით... სააკაშვილის
ვექტორი გაცილებით მკაფიოდაა ორიენტირებული დასავლეთზე, თუმცა არ შეუქმნია
შესაბამისი ინსტიტუტები და არსებულებიც დაასუსტა(პარლამენტი, სასამართლო,
მედია...) მისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ არასწორია. ანტირუსული ტენდენცია
საგარეო პოლიტიკაში არ არის განმტკიცებული შესაბამისი შესაძლებლობებით და ვერ
ზღუდავს რუსული კაპიტალის შემოდინებას ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიც
ენერგეტიკაა”.170 პაატა ზაქარეიშვილი მიუთითებს, რომ საგარეო პოლიტიკა
დღესდღეობით არ არის ერთიანი და თანმიმდევრული და გადაჭარბებული აქცენტია
შეერთებულ შტატებზე, ევროკავშირი კი შედარებით უგულებელყოფილია. დავით
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც გაცხადებულია
სტრატეგიულ დოკუმენტებში, სავსებით მისაღებია. თუმცა, რეალური პოლიტიკა
განსხვავდება ფორმალურისგან. ის განმარტავს, რომ დოკუმენტებში მეტადაა საუბარი
ევროპასთან ინტეგრაციაზე, ვიდრე რეალურად ქმედითი ნაბიჯებია ამ მხრივ
გადადგმული.171
დეკლარირებულად საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა, აღნიშნავს დავით გამყრელიძე.
მიუხედავად ამისა, „ჩვენ უკან დავიხიეთ ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით...
სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისას ქვეყანა უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდა.”172
„ახალი მემარჯვენეების“ სხვა ლიდერები ფიქრობენ, რომ საქართველომ რეგიონში
ლიდერის როლი სააკაშვილის ხელისუფლების ქვეშ დაკარგა.173 შევარდნაძის საგარეო
პოლიტიკა მეტად დაბალანსებული იყო, სააკაშვილის ძალისმიერი და აგრესიული
პოლიტიკისგან განსხვავებით, აღნიშნავს მამუკა კაციტაძე.174 ასევე, სხვაობა ის იყო, რომ
შევარდნაძეს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, საერთაშორისო არენაზეც ჰქონდა
ავტორიტეტი და პატივი.175 ახლა კი, საგარეო პოლიტიკა მეტადაა დაფუძნებული
170 ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010 171 ინტერვიუები დავით უსუფაშვილთან, პაატა ზაქარეიშვილთან, დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი,
2010 172 ინტერვიუ დავით გამყრელიძესთან, იანვარი, 2010 173 ინტერვიუები მამუკა კაციტაძესთან და დავით საგანელიძესთან, იანვარი, 2010 174 ინტევრიუ მამუკა კაციტაძესთან, იანვარი, 2010 175 ინტერვიუ დავით საგანელიძესთან, იანვარი, 2010
63
პროპაგანდაზე, ვიდრე ღრმა ანალიზზე. პარტიის ლიდერები, ასევე აკრიტიკებენ,
საქართველოს ჩართულობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთი კონკრეტული
კანდიდატის სასარგებლოდ და მიუთითებენ „იმპულსურობაზე და სპონტანურობაზე“,
რამაც არასასურველი შედეგები მოიტანა. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები
ეთანხმებიან ზოგადად საგარეო პოლიტიკის ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისადმი
მიმართულ დეკლარირებულ ვექტორს, მაგრამ ისინი არ ეთანხმებიან ხელისულების
მიერ გამოყენებულ მეთოდებს დასახული მიზნის მისაღწევად.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერები აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის
საგარეო პოლიტიკა სტრატეგიული თვალსაზრისით შევარდნაძის პოლიტიკის
გაგრძელებაა. თუმცა, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში საგარეო პოლიტიკა
მეტად აქტიური, აგრესიული და ნაკლებკომპრომისული გახდა.176 პარტიის ლიდერები
ეთანხმებიან სააკაშვილის ადმინისტრაციის დეკლარირებულ მიზნებს, მაგრამ იწუნებენ
უხეში კრიტიციზმის ტაქტიკას,177 ნატოსთან და ევროკაშვირთან ინტეგრაციისთვის
შიდა რესურსების არარსებობას,178 რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმას
და რუსული სახელმწიფო კომპანიების არსებობას საქართველოში.179
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილიც იგივეს აღნიშნავს,
რომ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკა უფრო აგრესიულია, ვიდრე დაბალანსებული.
მისი აზრით, საქართველოს არ აქვს იმ აგრესიული რიტორიკისთვის შესაბამისი
რესურსი, რასაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ახორციელებს ამჟამინდელი
ხელისუფლება. ირაკლი მელაშვილს, ასევე მიაჩნია, რომ ზოგადად საგარეო
პოლიტიკური ვექტორი, აშშ-ს და ნატოს ნაცვლად, ევროკავშირისკენ და ევროპისკენ
უნდა იყოს მიმართული.180
176 ინტერვიუები ბაჩუკი ქარდავასთან, გოგა გოგნიაშვილთან და გურამ ჩახვაძესთან, იანვარი, 2010 177 ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან, 20 იანვარი, 2010 178 ინტერვიუ გურამ ჩახვაძესთან, იანვარი, 2010 179 ინტერვიუ გოგა გოგნიაშვილთან, იანვარი, 2010. 180 ინტერვიუ ირაკლი მელაშვილთან, თებერვალი, 2010
64
შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შეიცვალა
შევარდნაძიდან სააკაშვილამდე. წინამორბედი პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობდა
შეენარჩუნებინა ბალანსი აშშ-ს, რუსეთსა და ევროპას შორის, მაშინ როდესაც მთლიანად
დამოკიდებული იყო შეერთებულ შტატებზე. ჩვენ ახლა სწორედ იმ საგარეო
პოლიტიკის შედეგებს ვიმკით, აღნიშნავს ნათელაშვილი.181 ნესტან კირთაძე ფიქრობს,
რომ მიმდინარე პროცესებში მხოლოდ სააკაშვილს ვერ დავადანაშაულებთ, რადგანაც
სააკაშვილიც, ვარდების რევოლუციაც და მსგავსი მოვლენები რეგიონში(რევოლუციები
უკრაინასა და ყირგიზეთში) ბუშის ადმინისტრაციის პროექტებია, სააკაშვილი მხოლოდ
აღმსრულებელია.182 სოსო შატბერაშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი იმ გზას მიჰყვება,
რომელსაც თავის დროზე შევარდნაძემ ჩაუყარა საფუძველი. სააკაშვილმა გააძლიერა
აშშ-თან თანამშრომლობა და გაამწვავა რუსეთთან კონფრონტაცია. ორივე პროცესი
შევარდნაძის მიერ იყო ინიცირებული, მიაჩნია სოსო შატბერაშვილს.183 ლეიბორისტების
ლიდერი სააკაშვილის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას ახასიათებს როგორც
არათანმიმდევრულს, მოკლევადიან მიზნებზე გათვლილს184 და „ერთ პოლუსიანს”,
რამაც ქვეყანა ომამდე მიიყვანა.185
„ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებიც იზიარებენ იმ აზრს,
რომ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკა შევარდნაძის პოლიტიკის ნაწილია მიუხედავად
იმისა, რომ პრო-ამერიკული და პრო-დასავლური ორიენტაცია ახლა მეტად მკაფიო186 და
აგრესიული გახდა.187 ისინი ეთანხმებიან საგარეო პოლიტიკის ძირითად სტრატეგიულ
მიმართულებებს, მაგრამ აკრიტიკებენ აგრესიულ ტაქტიკას და შედეგზე
ორიენტირებულობის სიმწირეს.188
181 ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან, იანვარი, 2010 182 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, თებერვალი, 2010 183 ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან, თებერვალი, 2010 184 ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან, თებერვალი, 2010 185 ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან, იანვარი, 2010 186 ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან, თებერვალი, 2010 187 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, თბერვალი, 2010 188 ინტერვიუები ირაკლი ალასანიასთან, ვიქტორ დოლიძესთან და ზურაბ აბაშიძესთან, თბერვალი-
მარტი, 2010
65
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერები ფიქრობენ, რომ წლების
განმავლობაში სტრატეგია არ შეცვლილა, მაგრამ ამჟამინდელი ტაქტიკა
განსხვავებულია. ზურაბ ნოღაიდელი აღნიშნავს, რომ მეზობლებთან კონფრონტაცია
უფრო მკაფიო და არარაციონალური გახდა.189 პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ საგარეო
პოლიტიკა ახლა მხოლოდ ერთი ადამიანის (სააკაშვილი) სპონტანურ ნაბიჯებს
ეფუძნება. მისი თქმით, პრეზიდენტს შეუძლია დილით ერთი თქვას და საღამოს სხვა
აზრზე დადგეს. ამის მაგალითად მოჰყავს სააკაშვილის მიერ უკრაინაში გაკეთებული
განცხადება, რომ ყირიმის ომი რუსეთსა და უკრაინას შორის გარდაუვალია. რამდენიმე
საათის შემდეგ კი ნათვქამი უარყო, აღნიშნავს მამრაძე.190 როინიშვილი ამატებს, რომ
საგარეო პოლიტიკის ძირითადი ელემენტი პოლიტიკურად გაუმართლებელია, რაც
გულისხმობს დასავლეთის დაშანტაჟებას და პრობლემების საკუთარი რესურსებით
მოგვარებაზე უარის თქმას. “მცდელობები მიმართულია რუსეთთან ურთიერთობის
გაუარესებისკენ იმ დონემდე, რომ მერე ვიღაცის გადასარჩენი ვხდებით.... ჩვენი
დღევანდელი საგარეო პოლიტიკა შანტაჟის პოლიტიკაა” აღნიშნავს იგი.191
ნინო ბურჯანაძის აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა, თუმცა
რეალურად სააკაშვილმა დაანგრია დასავლური ღირებულებები და ქვეყანა კვლავ
საბჭოთა ტიპის სახელმწიფოდ აქცია.192 გიორგი კობახიძისთვის საგარეო პოლიტიკური
ორიენტაცია პირველ რიგში გარკვეული პოლიტიკური ღირებულებების აღიარებას
ნიშნავს. “სამწუხაროდ, სააკაშვილი იმპულსურად მოქმედებს და მხოლოდ ამა თუ იმ
პრობლემაზე რეაგირებს“ - აღნიშნავს იგი.193 ვახტანგ ყოლბაიას თქმით, „სააკშვილის
პოლიტიკა ბევრად უარესია, ვიდრე შევარდნაძის“. მისი აზრით, სააკაშვილს შეეძლო
ყოფილიყო ბევრად პრაგმატული და ეფექტიანი მას შემდეგ, რაც განათლებული
გუნდითა და ახალი ხედვით მოვიდა ხელისუფლებაში.194
189 ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან, იანვარი, 2010 190 ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან, იანვარი, 2010 191 ინტერვიუ ლევან როინიშვილთან, თებერვალი, 2010 192 ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, თებერვალი, 2010 193 ინტერვიუ გიორგი კობახიძესთან, თებერვალი, 2010 194 ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან, თებერვალი, 2010
66
ზოგადად, პოლიტიკურ ელიტაში მიჩნეულია, რომ სააკაშვილი აგრძელებს შევარდნაძის
მიერ დაწყებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, თუმცა მისი პოლიტიკა ბევრად უფრო
მკაფიოა. ბევრი პოლიტიკოსი მნიშვნელოვან სხვაობას ხედავს რეალურ და ქაღალდზე
დაწერილ საგარეო პოლიტიკურ კურსს შორის. მეტ მხარდაჭერას გამოხატავენ
დეკლარირებული პოლიტიკის მიმართ და აკრიტიკებენ რეალურს, როგორც
სააკაშვილის ადმინისტრაციის რუსეთისადმი მიმართული პოლიტიკის კრიტიკისას,
ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ „არ არსებობს პრაგმატული
დიპტლომატიური სტრატეგია რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში“ და
„სააკაშვილის წარუმატებელმა სამხედრო რიტორიკამ“ ქვეყნის ინტერესები მხოლოდ
დააზიანა.195
სააკაშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ რუსეთთან კონფრონტაცია შიდა
ინტერესებისთვის, საზოგადოებაში მეტი მხარდაჭერის მოპოვებისთვის გამოიყენა.196
რესპუბლიკელები საკითხის სხვა კუთხეზეც საუბრობენ - „საქართველოს ყველა
პრობლემა რუსეთს ბრალდება“.197
როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები
ზღვარს ავლებენ ხალხსა და „მმართველ რეჟიმს“ შორის და მიუხედავად
სახელმწიფოთაშორის დაძაბული ურთიერთობისა, ხალხთა შორის მეგობრულ
ურთიერთობაზე საუბრობენ. კახა კუკავა ამბობს, რომ „რეალურად საკმაოდ მჭიდროა ამ
ორ ქვეყანას შორის კულტურული და ისტორიული კავშირები. რუსებს უყვართ 195 ინტერფაქსი: რუსეთი და დსთ, ყოველკვირეული სამხედრო გამოშვება, 26 დეკემბერი, 2008 196 დავით გამყრელიძე, ტოკ შოუ „დღის კომენტარი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 25 აპრილი, 2008 197 წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, რესპუბლიკური პარტია, თბილისი, 2008, გვ. 16
67
ქართველები. მე არ ვსაუბრობ კრემლზე, მე ვგულისხმობ ხალხს, ბიზნეს და
კულტურულ ელიტას.“198 ირაკლი ალასანიას თქმით, „ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან
დიდი ისტორია აქვს. ჩვენთან არასოდეს ყოფილა ანტირუსული განწყობა.
დარწმუნებული ვარ ასევეა რუსეთშიც. მათი დამოკიდებულება ქართველი ხალხის
მიმართ პოზიტიურია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში შესაძლებელია საერთო
ენის გამონახვა...”199 პუტინმა და მედვედევმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ მათ არ
მოსწონთ მმართველი რეჟიმი და არა ქართველი ხალხი.
ნესტან კირთაძე მიიჩნევს, რომ „დრო გავა და ქართული ეკლესია აღიარებს მეფე ერეკლე
მეორეს უდიდეს წვლილს საქართველოს ისტორიაში. მაშინ, როდესაც ევროპამ ზურგი
აქცია საქართველოს და არ აღმოუჩინა დახმარება აღმოსავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ
ბრძოლაში, ერეკლე მეორემ კარი ერთმორწმუნე რუსეთს გაუღო... 2003 წლიდან
მოყოლებული კი საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ქვეყნისთვის
გამანადგურებელია… ეს არ არის საქართველოს მიერ არჩეული კურსი, არამედ
ვაშინგტონის სტრატეგია, რომელსაც მარიონეტი მიხეილ სააკაშვილი აღასრულებს.”200
პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის რუსეთი აღიქმება როგორც
საქართველოს მნიშვნელოვანი და შეუცვლელი ეკონომიკური პარტნიორი. პაატა
ჯიბლაძე რუსეთს ახასიათებს, როგორც „ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების
ტრადიციულ ბაზარს“ და სვამს შეკითხვას „სად უნდა გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია?
რუსეთის საზღვრები დაკეტელია... ჩვენ ვერ გავიტანთ თურქეთში“, რადგანაც სწორედ
იქიდან შემოდის დაბალი ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქცია საქართველოში.201
198ინტერვიუ კახა კუკავასთან, ავტორი სოფო ჭაავა, „ცხელი შოკოლადი“, აპრილი, 2009, http://shokoladi.ge/node/447 199 “სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა“, ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, „კომერსანტი“, 22 ივლისი,
2009 http://www.kommersant.ru/doc.aspx?DocsID=1208084 200 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, ავტორი სოფო ჭაავა, „ცხელი შოკოლადი“, აპრილი, 2009 http://shokoladi.ge/node/447 201 ტოკ შოუ „დღის კომენტარი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 19 მაისი, 2008
68
იმისათვის, რომ მეტი გაგვეგო რესპონდენტების რუსეთ-საქრთველოს
ურთიერთობისადმი დამოკიდებულების შესახებ, მათ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი მხარდაჭერა ხშირად შიენიშნება
ოპოზიციური პარტიების რიტორიკაში. პოლიტიკური ლიდერები აღნიშნავენ, რომ
ურთიერთობის გაუმჯობესების სტრატეგია ორმხრივ ინტერესებს,202 ერთმენეთის
ინტერესების გათვლისწინებას,203 ურთიერთპატივისცემას204 და თანასწორობის
პრინციპებს205 უნდა ეფუძნებოდეს.
ირაკლი ალასანიას აზრით, „რუსეთში არსებობენ რაციონალური ძალები. საქართველოს
სჭირდება ძლიერი, დემოკრატიული რუსეთი, ისევე როგორც რუსეთს ძლიერი
საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი თუ სხვა რეგიონული აქტორი. ეს
ეჭვგარეშეა.”206 პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ
შესაძლო საერთო ინტერესებზე, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების
საფუძვლად გამოდგება. ივლიანე ხაინდრავა „რესპუბლიკური პარტიიდან“ ჩრდილოეთ
კავკასიას მიიჩნევს ასეთი საერთო ინტერესის სივრცედ რუსეთსა და საქართველოს
შორის.207 “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ასე ეხმიანება ამ
საკითხს: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაცია რეგიონში საერთო
ინტერესებს ეფუძნება მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში... საქართველო ჩრდილო
202 ივლიანე ხაინდრავა, „რესპუბლიკური პარტია“, წინასაარჩევნო პრეზენტაცია, პროგრამა „პრაიმტაიმი“,
„რუსთავი 2“, 10 აპრილი, 2008 203 წინასაარჩევნო პროგრამა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა, 2008 http://cdm.ge/index.php?gverdi=1 204 „ჩევნი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, ძირითადი პროგრამული მიმართულებები, http://ogfd.ge/index.php?lang=eng&category=programa 205 დავით გამყრელიძის წინასაარჩევნო პროგრამა, პრეზინდეტობის კანდიდატი, 24 ნოემბერი, 2007 გვ. 6 206ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, „ალიანსი საქართველოსთვის“, ავტორი სოფო ჭაავა, „ცხელი
პროგრამა „პრაიმტაიმი“, „რუსთავი 2“, 10 აპრილი, 2008
69
კავკასიაში სიტუაციის ნორმალიზებას ყოველ მიზეზგარეშე დაუჭერს მხარს…“208
ირაკლი ალასანია აღნიშნავს, რომ „კავკასიაში უსაფრთხოების გრძელვადიან ამოცანებს
ვერც საქართველო და ვერც რუსეთი მიაღწევს ერთმანეთის გარეშე“.209 ჩრდილოეთ
კავკასია სხვა პარტიების პროგრამებშიცაა პრიორიტეტთა ნუსხაში. მაგალითად,
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ელექტორატს პირდება, რომ „აღადგენს
ნდობასა და ურთიერთობას ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან. ჩვენ სრულად
ვაცნობიერებთ ამ ფაქტორის უდიდეს მნიშვნელობას ჩვენთვის და სრულიად
საქართველოსთვის”.210 ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილურობის გარდა „რესპუბლიკური
პარტია“ საერთო ინტერესებს მთელ რიგ საკითხებში ხედავს, როგორიცაა „ეკონომიკური
და სავაჭრო მარშრუტები, საერთაშორისო ტერორიზმის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ
ბრძოლა, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვა და
ა.შ.”211
ზოგიერთი პარტია ორ ქვეყანას შორის უპირობო დიალოგის აღდგენას ემხრობა. ნინო
ბურჯანაძე აღნიშნავს: „ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი არ დაელაპარაკებიან
რუსეთს, სანამ უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
ეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა.”212 “მოძრაობა სამართლიანი
საქართველოსთვის“ „ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე რუსეთთან დიალოგის“
დაწყების აუცილებლობას ხედავს.213 ზურაბ ნოღაიდელი ამბობს: „ჩვენ რუსეთთან
ყოველგვარი ულტიმატუმების და წინაპირობების გარეშე უნდა აღვადგინოთ დიალოგი,
ოფიციალური პოზიცია კი ამის საპირისპიროა. სააკაშვილი დღეს ამბობს, რომ
რუსეთთან ლაპარაკს მხოლოდ მაშინ დათანხმდება, თუ მისი საჯარისო ნაწილები
დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას. რუსეთმა თუ საქართველო დატოვა, მაშინ
სალაპარაკოც აღარაფერია... ამ სიტუაციაში აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკება, 208 “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“, ძირითადი მიმართულებები,
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, ნოემბერი, 2009 209 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, ავტორი მიხეილ ვიგნანსკი, „ვრემია ნოვოსტეი“, 2 აპრილი, 2009 210„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, პარტიის პროგრამა, გვ. 12 211 „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, 2008, გვ.16 212 ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, ავტორი სოფო ჭაავა, „ცხელი შოკოლადი“, აპრილი, 2010, http://shokoladi.ge/node/447 213 „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთის“, პარტიის პროგრამა, გვ.12
70
თუნდაც პრობლემებში გასარკვევად და მათ გადასაჭრელად.”214 ზოგადად, „მოძრაობა
სამართლიანი საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური
ურთიერთობის აღდგენა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი
საკითხია. პარტიის ლიდერები ფიქრობენ, რომ „რუსეთთან კონფრონტაცია უდიდესი
შეცდომა იყო. მკვახე და დამამცირებელი განცხადებები უნდა შეწყდეს და სერიოზული
დიალოგი, კულტურული და ეკონომიკური კავშირები უნდა აღდგეს.”215 ზურაბ
ნოღაიდელი აღნიშნავს, რომ “არასწორი იქნება ერთდროულად შეურაცხყოფა
მივაყენოთ რუსეთს და თან თავი მოვუხაროთ, …რაც ჩვენ გვჭირდება გულწრფელი
დიალოგია რუსეთთან, შესაძლოა ამაში საერთაშორისო მედიატორები ჩაებან. ამ გზით
უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი პრობლემები.”216 ამასთან, ნოღაიდელი აღნიშნავს, რომ
„მხოლოდ თბილისმა არ უნდა შეცვალოს პოლიტიკა, რუსეთმაც იგივე უნდა
გააკეთოს.”217
სხვა პოლიტიკური პარტიები შედარებით შერბილებული არგუმენტებით საუბრობენ.
ირაკლი ალასანია მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებას რუსეთის ჯარების მიერ
საქართველოს ტერიტორიის დატოვებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. ის
აღნიშნავს, რომ „ფაქტობრივი დეოკუპაციის პროცესის დასაწყებად აუცილებელია
რუსეთთან პირდაპირი დიალოგი... ასევე, მნიშვნელოვანია სოციალურ, ეკონომიკურ და
კულუტურულ ურთიერთობებზე ფოკუსირება“.218
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სკეპტიკურია რუსეთთან ურთიერთობის
გაუმჯობესების პერსპექტივისადმი. აკაკი მინაშვილის თქმით, სანამ ცივი ომის და
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის(FSB) მენტალიტეტის ხალხია
რუსეთის ხელისუფლებაში, ურთიერთობის გაუმჯობესება ნაკლებსავარაუდოა. 214 ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან, ავტორი სოფო ჭაავა, „ცხელი შოკოლადი“, აპრილი, 2010, http://shokoladi.ge/node/447 215 ნოღაიდელს მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა საქართველოს საგარეო პოლიტიკის
ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, „ბლექ სი პრესი“, 13 იანვარი, 2009 216 საქართველო საჭიროებს რუსეთთან პირდაპირ დიალოგს - ექს-პრემიერმინისტრი, ინტერფაქსი,
რუსეთის და დსთ-ს ახალი ამბები, 12 იანვარი, 2009 217 გაზეთი „იზვესტია“ (მოსკოვი), 27 ნოემბერი, 2009, გვ.3 218 ალასანია ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, „ბლექ სი პრესი“, 17 ივლისი, 2009
71
“რუსეთი ახლა ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე სამი სახელმწიფოს „ახალი
რეალობის“ ლეგიტიმიზაციას. ჩვენ ამაზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ
რუსეთთან.... ერთადერთი შეხების წერტილი მათთან ჟენევის პროცესის ჩარჩოებში
გვაქვს, რაც ეფექტიანია ჰუმანიტარული პრობლემების გადასაწყვეტად და
კომუნიკაციის შესანარჩუნებლად. ეს რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებს
აგვაცილებს თავიდან.”219
აღნიშნულ საკითხზე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ პოზიცია ყველაზე ახლოს
დგას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეხედულებებთან. მათ მიაჩნიათ, რომ „სანამ
არ მოხდება საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, მანამ იქნება მიუღებელი
რუსეთთან რამე სახის პოლიტიკური თუ დიპლომატიური ურთიერთობა.
მოლაპარაკების საგანი ერთადერთი შეიძლება იყოს - საქართველოს ტერიტორიიდან
რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანა.”220 გურამ ჩახვაძე პარტიის პოზიციას ასე
გამოხატავს: „სანამ რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზეა, ვერც ერთი
მმართველი ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იქნება ეს თუ სხვა პოლიტიკური
გუნდი, ვერ გადაჭრის რუსეთთან გართულებული ურთიერთობის პრობლემას.“221
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შალვა ნათელშვილს ვერ წარმოუდგენია როგორ
უნდა გაუმჯობესდეს რუსეთთან ურთიერთობა, რადგანაც მათთან დიალოგი ოკუპაციის
აღიარებას შეუწყობს ხელს.222 მიუხედავად ამისა, პარტიის ლიდერები ხაზს უსვამენ
დიალოგის აუცილებლობას. ეს შეამცირებს სხვა შესაძლო სამხედრო კონფრონტაციის
შანსს, აღნიშნავს ნესტან კირთაძე.
„ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ რუსეთ-
საქართველოს ურთიერთობას გარკვეული პოტენციალი გააჩნია. ვიქტორ დოლიძის
თქმით, საქართველომ რუსეთთან უნდა დაიწყოს დიალოგი სავაჭრო-ეკონომიკური და
219 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, მარტი, 2010 220 საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ახალი დოქტრინა, თბილისი, 2007 221 გურამ ჩახვაძის გამოსვლა პარლამენტში, 7 აგვისტო, 2009 222 ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან, იანვარი, 2010
72
კულტურული ურთიერთობების აღსადგენად.223 “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი
საქართველო“, „სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა“ და „მოძრაობა სამართლიანი
საქართველოსთვის“ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი რუსეთ-საქართველოს
ურთიერთობისადმი მომავალში. დავით გამყრელიძე, „ახალი მემერჯვენეებიდან“, არ
იზიარებს ამ ოპტიმიზმს. თუმცა მიაჩნია, რომ „გონივრულ პოლიტიკას“ სამხედრო
საფრთხის შემცირება შეუძლია.224 დავით საგანელიძე და გიორგი მოსიძე მთავრობის
რიტორიკას აკრიტიკებენ. მოსიძის აზრით, სააკაშვილმა მაგალითი აზერბაიჯანისგან
უნდა აიღოს, რომელსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს და ამავე დროს ნატოსთან
თანამშრომლობს და ზოგადად პრო-დასავლური ორიენტაციისაა.
„ეროვნული ფორუმის“ წევრი ირაკლი მელაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთთან
ურთიერთობის გაუმჯობესება სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია.
ის გაუმჯობესების საფუძველს რუსეთის ელიტის სტაბილურობაში, საქართველოს
ევროკავშირთან ინტეგრაციაში და რუსეთის მხრიდან იმის გაცნობიერებაში ხედავს, თუ
რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს მისთვისვე კონფლიქტური რეგიონების
დამოუკიდებლობის აღიარება.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის
გაუმჯობესებას საერთაშორისო პოლიტიკურ გარემოზე და რუსეთში დემოკრატიზაციის
პროცესზე დამოკიდებულად განიხილავენ.225 რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი
ფიქრობს, რომ ურთიერთობის გაუმჯობესებას ერთ-ერთ ქვეყანაში მაინც სჭირდება
რეჟიმის შეცვლა.
რესპონდენტებს დაესვათ შეკითხვა, რამდენად შესაბამისობაშია რუსეთთან
ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციასთან, ასევე
რამდენად აღიქვამს რუსეთი ნატოს მტრად.
223 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი, 2010 224 ინტერვიუ დავით გამყრელიძესთან, იანვარი, 2010 225 ინტერვიუები გურამ ჩახვაძესთან, ბაჩუკი ქარდავასთან და გოგა გოგნიაშვილთან, იანვარი, 2010
73
აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა შეცვალოს თავის დამოკიდებულება
ნატოსადმი. “მან უნდა გაითვალისწონოს საკუთარი ხალხის ინტერესები. რუსეთის
საზღვრის ის ნაწილები, რომლებიც ნატოსა და ევროკაშვირის წევრ ქვეყნებს ემიჯნება,
გაცილებით სტაბილურია. შესაბამისად, რუსეთის სტრატეგიულ და დემოკრატიულ
ინტერესს უნდა წარმოადგენდეს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველა იმ
განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, რომელიც რუსეთის მოქალაქეთა
კეთილდღეობას უზურნველყოფს”- აღნიშნავს იგი.226
პოტენციური კომპრომისები უმეტეს შემთხვევებში მიუღებელია. გურამ ჩახვაძე
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან“ ფიქრობს, რომ ნატოსთან ინტეგრაცია არ
გამორიცხავს რუსეთთან კარგ ურთიერთობას და თანასწორ პარტნიორობას.227 ვიქტორ
დოლიძე, „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი აღნიშნავს, რომ
„სამწუხაროდ რუსეთმა ვერ გააცნობიერა საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის
მოტივაცია. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანებით
საფრთხეს არ ვუქმნით ჩვენს მეზობლებს.“228 ირაკლი ალასანია განმარტავს, რომ
საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ რუსეთი საკუთარ საფრთხედ არ უნდა აღიქვამდეს,
რადგანაც “ინტერგაცია სამუშაო პროცესია”და ეს ეხმარება საქართველოს საკუთარი
უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრუქტურები გააუმჯობესოს.“229
ოფიციალურ მანიფესტში „რესპუბლიკური პარტია“ აცხადებს, რომ ნატოში
გაწევრიანება „რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზებას შეუწყობს
ხელს“.230 მიუხედავად ამისა, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ორივე მიზანი
ერთად შეუთავსებელია. მეტიც, დემოკრატიული საქართველოსა და რუსეთის
თანაარსებობა წარმოუდგენელია. ქართველ დემოკრატებს არ ჰყავთ პარტნიორები
226 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, მარტი, 2010 227 ტოკ შოუ „დღის კომენტარი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 5 მაისი, 2008 228 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, ავტორი სოფო ჭაავა, „ცხელი შოკოლადი“, აპრილი, 2009 http://shokoladi.ge/node/447 229 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, „კომერსანტი“, 22 ივლისი, 2009 http://www.kommersant.ru/doc.aspx?DocsID=1208084 230 წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, „რესპუბლიკური პარტია“, 2008, გვ.17
74
რუსულ პოლიტიკურ წრეებში და თუკი არსებობენ იქ ასეთი ძალები, მხოლოდ
მარგინალიზებულნი.231 დავით უსუფაშვილს და პაატა ზაქარეიშვილს მაგალითად
ბალტიისპირეთის ქვეყნები მოჰყავთ და ამბობენ, მათ თუ შეძლეს, საქართველოც
შეძლებს.
ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ გონიერი
საგარეო პოლიტიკის პირობებში, საქართველო შესაძლოა ნატო- რუსეთის
თანამშორმლობის საფუძვლადაც კი იქცეს. იგი ამ დასკვნას საქართველოს სატრანზიტო
ქვეყნის ფუნქციის და სატრანზიტო პროექტებში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის
ჭრილში აკეთებს.
ირაკლი ალასანია, „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი
ფიქრობს, რომ შესაძლებელია ორი მიზნისკენ ერთდროულად სწრაფვა. “ჩვენც და
რუსეთიც კარგად ვაცნობიერებთ გრძელვადიან პერსპექტივებს და შესაბამისად ეს უნდა
იქნას ხაზგასმული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პროცესში.”232 ვიქტო დოლიძე
აღნიშნავს, რომ “ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი რუსი კოლეგები, რომ ნატოსკენ
სწრაფვა მხოლოდ სამხედრო კომპონენტს არ ეფუძნება და რომ ეს ორგანიზაცია იმ
ღირებულებების მატარებელია, რომლის ფარგლებშიც საქართველო მეტად უსაფრთხო
ქვეყანა იქნება.... ნატოსადმი დამოკიდებულება რუსეთში საკმაოდ სფეციფიკურია.
რთულია, მაგრამ შესაძლებელია იქ არსებულ დამოკიდებულებათა ბალანსი, რადგანაც
რუსეთი თავად თანამშრომლობს ნატოსთან.”233
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ ლიდერი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ
საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა ისეთი ქვეყნის გაღიზიანებით, რომელსაც გაეროს
უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება გააჩნია და ბირთვული იარაღითაა აღჭურვილი,
ფაქტობრივად ნატოსგან გამიჯვნას ნიშნავს. “ესაა სწორედ ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა“
231 ინტერვიუ დავთ ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010 232 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, მარტი, 2010 233 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი, 2010
75
- აღნიშნავს მამრაძე. 234 ლევან როინიშვილის აზრით, შეუძლებელია ნატოს წევრობა
რუსეთთან კონფრონტაციით. “ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ნატოს ნდობა და ნათელი
გავხადოთ, რომ შუაღამისას ომს არ დავიწყებთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა,
რამაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის
ჩართვის შემთხვევაში.”235
ნინო ბურჯანაძის აზრით, ეს ორი მიზანი შეთავსებადია. ბალტიისპირეთის ქვეყნები,
რომლებიც ნატოს წევრები არიან, ცივილიზებულ ურთიერთობას ინარჩუნებენ
რუსეთთან. თუ კი არსებული რეჟიმი მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე არ იფიქრებს
და პოლიტიკურ სპეკულაციებს შეეშვება, მაშინ საქართველო შეძლებს რუსეთთან
დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობას, აცხადებს იგი.236 გიორგი
კობახიძე დასძენს, რომ „დროთა განმავლობაში რუსეთი გააცნობიერებს ნატოს
ღირებულებებს, მაგალითად იმას, რომ დემოკრატიის მშენებლობა სახელწიფოს
გადარჩენისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დღესდღეობით რუსეთის
განვითარება სუბიექტივიზმს და ვოლუნტარიზმს ეფუძნება. ამგვარად შეიძლება
გადაიკვეთოს საქართველოსა და რუსეთის ინტერესები... თუმცა არავინ იცის ეს როდის
მოხდება... ერთი რამ ცხადია, რუსეთში კრიზისია... ამან შესაძლოა ქვეყანას
მოდერნიზაციისკენ უბიძგოს.”237
დავით გამყრელიძე, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, მიიჩნევს, რომ სააკაშვილს
ჰქონდა შანსი ნატოში ინტეგრაციის კურსთან ერთად ნორმალური, დიპლომატიური
ურთიერთობები შეენარჩუნებინა რუსეთთან, თუმცა ეს ახლა შეუძლებელია. ნატოს
წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია რუსეთის
აზრი. აშშ-ს ადმინისტრაციაც აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობის
გადახალისებაა საჭირო. საქართველომ ამ მიზანისკენ მშვიდად და ხმამაღალი
რიტორიკის გარეშე უნდა იაროს და ფოკუსირება ქვეყნის დემოკრატიზაციაზე
234 ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან, იანვარი, 2010 235 ინტერვიუ ლევან როინიშვილთან, თებერვალი, 2010 236 ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, თებერვალი, 2010 237 ინტერვიუ გიორგი კობახიძესთან, თებარვალი, 2010
76
მოახდინოს. გიორგი მოსიძე ფიქრობს, რომ თუკი საქართველოს ექნება სტაბილური და
დემოკარტიული სახელმწიფო სისტემა, ის გახდება ნატოს წევრი და დიპლომატიური
საშუალებებით რუსეთის საფრთხის განეიტრალებასაც შეძლებს. სიტუაცია
საერთაშორისო არენაზე სწრაფად იცვლება. მოვლენები შესაძლოა ახლა სხვაგვარად
აღიქმებოდეს, ვიდრე 5-10 წლის წინ, მაგრამ ჩვენ ამ მომენტისთვის მზად უნდა ვიყოთ.
დავით საგანელიძე და მანანა ნაჭყებია მიიჩნევენ, რომ პოლიტიკა ალტერნატივების
მოძიების ხელოვნებაა და დიპლომატიის ძირითადი ამოცანა რთული სიტუაციებიდან
ქვეყნის ნაკლები ზარალით გამოყვანაა.
ბაჩუკი ქარდავას აზრით, ნატოსკენ სწრაფვა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა და
სანამ რუსეთი არ ისურვებს საქართველოს დამოუკიდებლობას, მანამ შეუთავსებელია ეს
ორი მიზანი. გურამ ჩახვაძე ამტკიცებს, რომ ნატოს წევრობა დაარეგულირებს რუსეთთან
ურთიერთობას და ეს უკანასკნელი ვალდებული იქნება საკუთარი მოვალეობები
შეასრულოს.
აქედან გამომდინარე, პარტიების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია
ორივე მიზანს ერთობლივად მიაღწიოს - აღადგინოს რუსეთთან ურთიერთობა და
„გონივრული პოლიტიკის“ მეშვეობით ისწრაფვოდეს ნატოს წევრობისკენ.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ხშირად იყო მოყვანილი დასავლეთის და რუსეთის
ფაქტორის ბალანსის მოდელად.
ერთ-ერთი საკითხი, რაც პროექტის მკვლევართა ჯგუფმა იკვლია, იყო რუსეთთან
ურთიერთობის პროცესში საქართველოს მხრიდან კომპრომისების პოტენციალი და
მზაობა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს: „მე
არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნატოში ინტეგრაციაზე ტერიტორიული
მთლიანობის სანაცვლოდ. მსგავსი ულტიმატუმი რუსეთსაც არ წამოუყენებია. ნატოსკენ
სწრაფვა კონფრონტაციის მოტივია და არა ფუნდამენტური მიზეზი.”238 ამის
238 ინტერვიუ გიორგი კანდელაკთან, თებერვალი, 2010
77
საპირისპიროდ სოციალ-დემოკარტები ფიქრობენ, რომ ნატოს წევრობაზე უარი უნდა
ვთქვათ, თუკი ეს ხელს შეუწყობს რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას.239
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერებისთვის ნატო არ არის პრიორიტეტი და ამით
ისინი თანხმობაში არიან სოციალ-დემოკრატებთან. მიუხედავად ამისა, ნესტან კირთაძე
ფიქრობს, რომ ზოგადად საქართველომ არ უნდა მისდიოს „კომპრომისების
პოლიტიკას... პატარა ქვეყანა დათმობებზე არ უნდა წავიდეს”.240 ნორმალური
ხელისუფლების პირობებში საქართველო დაარწმუნებდა რუსეთს, რომ სამხრეთ
საზღვარზე სტაბილური ქვეყნის არსებობა მისივე საზღვრებს შიგნით თუ გარეთ
სტაბილურობის გარანტია, ამბობს პაატა ჯიბლაძე.241
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან
ურთიერთობის გაუმჯობესება შესაძლებელია ყოველგვარი კომპრომისების გარეშე.
საბოლოო მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ყევლაფერი
უნდა გაკეთდეს ამ მიზნის მისაღწევად, აღნიშნავენ ისინი.242 ნინო ბურჯანაძე ფიქრობს,
რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უნდა დაეფუძნოს საერთო ინტერესებს და
პატივისცემას და არა ულტიმატუმებს.243
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები ფიქრობენ, რომ „ერთადერთი რაც უნდა
დავთმოთ, ამჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებაა“. დავით უსუფაშვილი
აღნიშნავს, რომ საქართველოს საქმე არ უნდა იყოს მსოფლიოსთვის იმის ჩვენება,
რამდენად ცუდი სახელწიფოა რუსეთი.244
239 ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან და გელა ბანძელაძესთან, თებერვალი, 2010 240 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, თებერვალი, 2010 241 ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან, თებერვალი, 2010 242 ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან და პეტრე მამრაძესთან, იანვარი, 2010 და ლევან როინიშვილთან,
თებერვალი, 2010 243 ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, თებერვალი, 2010 244 ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან, თებერვალი, 2010
78
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე ფიქრობს, რომ ჩვენ მეტი უნდა
ვილაპარაკოთ დიპლომატიაზე და არა კომპრომისებზე. ის არ ეთანხმება იმ აზრს, რომ
საქართველო რუსეთთან შეტაკების პოლიგონად იქცევა. ის აღნიშნავს, რომ
საქართველომ პირველ რიგში ფოკუსირება საკუთარი სახელმწიფოებრიობის
გადარჩენაზე უნდა გააკეთოს. მანანა ნაჭყებია დასძენს, რომ არსებობს სხვა საკითხებიც,
რაც რუსეთთან თანამშრომლობის საფუძვლად შეიძლება იქცეს, მაგალითად
რეგიონული თანამშრომლობა. გიორგი მოსიძე ამბობს, რომ რთულია კომრპომისებზე
მსჯელობა ფაქტობრივი მოლაპარაკებების გარეშე, რომლის დროსაც არაერთი დეტალია
გასათვალისწინებელი, მაგ: საერთაშორისო პოლიტიკა, პოლიტიკურ აქტორთა
ძალაუფლება და ა.შ.
ირაკლი მელაშვლის აზრით, მთავარია შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც არ
დააზარალებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროინტეგრაციის პროცესს.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ საგარეო პოლიტიკაში
დათმობები საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასია და რომ
საქართველოს დასათმობი არაფერი აქვს.
ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის აზრით, რთულია რამე სახის კომპორმისზე
საუბარი ფაქტობრივი მოლაპარაკებების გარეშე. მიუხედავად ამისა, რესპონდენტების
უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ბევრი არც არაფერი აქვს დასათმობი.
რესპონდენტებს ასევე ეთხოვათ, განემარტათ დასავლეთის პრაგმატული
დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. პასუხები ერთი და იგივე თემის გარშემო
ტრიალებდა: ენერგორესურსებზე დამოკიდებულება, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნა,
დიდი ბაზარი.
აკაკი მინაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, დასავლეთის პრაგმატულ
ურთიერთობას რუსეთთან, პირველ რიგში, ენერგოდემოკიდებულებით ხსნის, მეორე
79
რიგში კი ბიზნეს კონტაქტებითა და რუსეთში ჩადებული ინვესტიციებით. მესამე
ფაქტორად მინაშვილი რუსეთზე ევროპის გავლენის მოპოვების სურვილს მიიჩნევს. 245
გიორგი კანდელაკი ფიქრობს, რომ არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც
ევროპელები ვერ აფასებენ, ესაა ისტორიული კონტექსტის გაგება. დასავლეთში
პოსტმოდერნისტული ეპოქა ცივი ომის შემდეგ დადგა, როდესაც სამხედრო ძალამ
დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. რუსეთი კი ამ პროცესის ნაწილია, მიუხედავად
თავისი ნაკლოვანებებისა. ეს განსაზღვრავს მისდამი დასავლეთის დამოკიდებულებას.246
სოციალ-დემოკრატი გელა ბანძელაძე მიიჩნევს, რომ ის დასავლელი აქტორები,
რომელთაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურთ, პრიორიტეტად უსაფრთხოებას
მიიჩნევენ. ფიქრობენ, რომ კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობა ორივე
მხარისთვის სასარგებლო იქნება.247 გია ჟორჟოლიანიც ეთანხმება, რომ გრძელვადიან
პერსპექტივაში რუსეთი მიიჩნევა პარტნიორად, იმ შემთხვევაში თუკი ჩინეთი და
ინდოეთი ეკონომიკურად მეტად მოძლიერდებიან. ეს პარტნიორობა კი სამხედრო
თანამშრომლობაზეც შეიძლება აისახოს.248
„ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე ფიქრობს,
რომ რუსეთი და დასავლეთი კიდევ უფრო დაახლოვდებიან, განსაკუთრებით
ეკონომიკის სფეროში. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაც ხელს შეუწყობს ამ პროცესს.
გაუმჯობესების ნიშნები განსაკუთრებით ირანში მიმდინარე პროცესების შემდეგ
შეიმჩნევა, აღნიშნავს იგი.249
გიორგი კობახიძე, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი,
ფიქრობს, რომ დასავლეთის პრაგმატული დამოკიდებულება რუსეთისადმი მეტწილად
განპირობებულია ხედვით, რომ სამყაროში ადამიანთა კეთილდღეობა უსაფრთხოებას
245 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, მარტი, 2010 246 ინტერვიუ გიორგი კანდელაკთან, მარტი, 2010 247 ინტერვიუ გელა ბანძელაძესთან, თებერვალი, 2010 248 ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან, თებერვალი, 2010 249 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი, 2010
80
ეფუძნება. დასავლეთი არ არის დაინტერესებული იმით, რომ რუსეთი გაქრეს როგორც
სახელმწიფო და ამით გაანეიტრალოს მასთან დაკავშირებული საფრთხეები. ის
დაინტერესებულია რუსეთმა შეცვალოს დამოკიდებულება სახელმწიფოს
მოწყობისადმი, მეზობელი ქვეყნებისა და დასავლეთისადმი.250
დავით ბერძენიშვილის აზრით, მთავარი ამ მიდგომაში რუსეთის ბაზარია. დავით
უსუფაშვილი ამატებს, რომ რუსეთთან გეოგრაფიულად ახლოს მყოფი საერთაშორისო
კონფლიქტები(ავღანეთი, ერაყი) ასევე მნიშვნელოვანია და დასავლეთისთვის რუსეთის
დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი გადამწყვეტია. თუმცა, რუსეთისადმი
პრაგმატული დამოკიდებულება დიდწილად დასავლეთის მოკლევადიანი
საჭიროებებითაა განპირობებული.
გიორგი მოსიძის აზრით, ბუნებრივია, რომ დასავლეთი პირველ რიგში საკუთარი
კეთილდღეობაზე ფიქრობს და ნაკლებად აღელვებს „საქართველოს გადარჩენა
რუსეთისგან... დასავლეთი საკუთარ კეთილდღეობას ჩვენს გამო საფრთხეში არ
ჩააგდებს.“
ზოგადად, დასავლეთის პრაგმატული დამოკიდებულება რუსეთისადმი პოლიტიკური
პარტიების მიერ ეკონომიკური ინტერესით, ენერგორესრურსებით და რუსეთის
კვლევის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს
ომი იყო. რესპონდენტებს დაესვათ შეკითხვა თუ რა იყო ომის მოტივები და მიზეზები,
რა გამოცდილება მივიღეთ, რატომ არ ჩაერთო დასავლეთი და ა.შ.
250 ინტერვიუ გიორგი კობახიძესთან, თებერვალი, 2010
81
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის
სტრატეგიულ მიზანს, შეეცვალა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, რაც საგარეო
პოლიტიკური კურსის და დემოკრატიული რეფორმების შეჩერების საფუძველი
გახდება.251 აკაკი მინაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს განვითარება რუსეთისთვის
საფრთხეს წარმოადგენს. რთულია მოსახლეობას აუხსნა, როგორ შეძლო პოსტ-საბჭოთა
ქვეყანამ(საქართველო) განვითარება და რუსეთმა კი ვერ მოახერხა. საქართველომ ომის
შემდეგაც შეძლო სახელმწიფოებრიობის და განვითარების კურსის შენარჩუნება.252
მხოლოდ ეროვნულ-დემოკრტები და გარკვეულწილად „თავისუფალი დემოკრატები“
იზიარებენ მმართველი პარტიის მოსაზრებებს. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“
ლიდერები ფიქრობენ, რომ რუსეთმა თავის მიზანს ვერ მიაღწია. ბაჩუკი ქარდავა ამბობს,
რომ ომი იყო სასჯელიც და საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოპოვების
მცდელობაც. გურამ ჩახვაძე დასძენს, რომ რუსეთმა გვაჯობა სამხედრო თვალსაზრისით,
მაგრამ დამარცხდა პოლიტიკურად. მაგალითად, თუკი აფხაზეთისა და სამხრეთ
ოსეთის კონფლიქტები ადრე ეთნიკურ ჭრილში განიხილებოდა, აგვისტოს ომმა
გვაჩვენა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს ომია. რუსეთმა ვერ შეძლო პოლიტიკური
ელიტის შეცვლა საქართველოში. პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ომი ჯერ არ
დამთავრებულა და საქართველოს გამარჯვებაა ის, რომ არც ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას
არ უღიარებია სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა.253
ირაკლი ალასანია („ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“) ფიქრობს, რომ
რუსეთმა ვერ მიაღწია თავის სტრატეგიულ მიზანს, რადგანაც საქართველოს
საზღვრების ძალისმიერმა ცვლილებამ საერთაშორისო ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა.
ვიქტორ დოლიძის აზრით, სამხედრო აგრესია არ უნდა იყოს რუსეთის საბოლოო
მიზანი, მისთვის გაცილებით სასარგებლოა მისი მოსაზღვრე საქართველოს ძლიერება.
251 ინტერვიუ გიორგი კანდელაკათან, თებერვალი, 2010 252 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, მარტი, 2010 253 ინტერვიუ გოგა გოგნიაშვილთან, იანვარი, 2010
82
თუმცა, ალასანიაცა და დოლიძეც მიიჩნევენ, რომ რუსეთმა მიაღწია ტაქტიკურ მიზანს
და გაიმყარა პოზიციები სამხრეთ კავკასიაში.254
სოციალ-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ომით თავისივე თავი აზარალა. გია
ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ რუსეთმა საკუთარი სისუსტის დემონსტრირება მოახდინა
ძალის გამოყენებით და ამით გარკვეულწილად დაკარგა თავისი გავლენა პოსტ-საბჭოთა
სივრცეში.255
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთა აზრით, რუსეთმა თავის მიზანს საქართველოში
სამხედრო ბაზების დაბრუნებით და ამით სამხრეთ კავკასიაში პოზიციის
გაუმჯობესებით მიაღწია. ნესტან კირთაძე დასძენს, რომ ომის შემდეგ რუსეთი
გლობალურ მოთამაშედ იქცა ნაცვლად რეგიონული აქტორისა. “სამყარო ბევრად
მრავალპოლარული გახდა, ვიდრე ეს აქამდე იყო“- ამბობს იგი.256 შალვა ნათელაშვილის
აზრით, საქართველომ სამუდამოდ დაკარგა თავისი ტერიტორიები.257 სოსო
შატბერაშვილი დასძენს, რომ ეს იყო „უკიდურესი მარცხი“, რადგანაც ომი დღენახევარში
წავაგეთ. “თვენახევარი მაინც უნდა გაგრძელებულიყო წინააღმდეგობა“ -აღნიშნავს
იგი.258
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს,
რომ მისი მოვალეობაა იფიქროს საქართველოს გაერთიანებაზე და არა რუსეთის
სტრატეგიულ გეგმებზე კავკასიასა და საქართველოში. შესაბამისად ვერ იმსჯელებს
მიაღწია თუ არა რუსეთმა თავის მიზანს 2008 წელს.259 პარტიის ლიდერების აზრით,
საქართველომ წააგო ომი, თუმცა პეტრე მამრაძე იმასაც ამბობს, რომ ეს სააკაშვილის
რეჟიმის სამხედრო და პოლიტიკური მარცხი იყო და არა საქართველოსი.260
254 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან და ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი-მარტი, 2010 255 ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან, თებერვალი, 2010 256 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, თებერვალი, 2010 257 ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან, იანვარი, 2010. 258 ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან, თებერვალი, 2010 259 ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან, იანვარი, 2010 260 ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან, იანვარი, 2010
83
ნინო ბურჯანაძე („დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“) აღნიშნავს, რომ
რუსეთმა იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე ამას მოელოდა. მიუხედავად ამისა კობახიძის
აზრით, დრო გვიჩვენებს რამდენად სასარგებლოა რუსეთისთვის ის, რაც მან ომის
შედეგად მიიღო. “შეუძლებელია 21-ე საუკუნეში სახელმწიფო სარგებელს აგრესიიდან
იღებდეს“ - ამბობს იგი.261
დავით ბერძენიშნვილი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ფიქრობს, რომ რუსეთმა თავის
მიზნებს მიაღწია, რადგანაც ამ ომის მიზანი შიდა პოლიტიკური სიტუაციისთვის
გამოიყენა. პირველად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა შეძლო მის
საზღვრებს გარეთ არსებულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება. პუტინის რეჟიმმა
შექმნა სტერეოტიპი, რომ “დაჩოქილი რუსეთი ფეხზე დგება,“ შესაბამისად რუსეთის
პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება საჭიროებს გარკვეულ უპირატესობას
ამერიკელებზე. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოპერაცია ვიეტნამის ან კუბის ოპერაციის
ტოლფასი იყო. მეორეს მხრივ, რუსეთს არაფერი დაუკარგავს და უწინდელი კავშირებიც
კი აღადგინა დასავლეთთან.262 დავით უსუფაშვილი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და
ფიქრობს, რომ რუსეთმა თავის მიზანს ვერ მიაღწია და მან მეტი ზარალი ნახა, ვიდრე
საქართველომ. ეს ნიშნავს, რომ საფრთხე ისევ არსებობს, რადგანაც რუსეთს თავისი საქმე
არ დაუსრულებია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.263
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე აღნიშნავს, რომ რუსეთმა თავის
მიზანს მიაღწია, რადგანაც სამხედრო ბაზები დაიბრუნა საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს იმიჯი, როგორც სტაბილური ქვეყნის, შეილახა, რამაც იმოქმედა
ინვესტორთა მოტივაციაზე და ამასთან აზარალა საქართველოს ნატოში გაწევრიანების
პერსპექტივა. ასევე, დაკნინდა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლი და
ძიება დაიწყეს. ამ ყველაფერით რუსეთის იმიჯი დიდად არ დაზარალებულა, მეტიც მან
261 ინტერვიუები ნინო ბურჯანაძესთან და გიორგი კობახიძესთან, თებერვალი, 2010 262 ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010 263 ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან, თებერვალი, 2010
84
განიმტკიცა გავლენა და შესაბამისი გზავნილიც გაუგზავნა სხვა ქვეყნებს, მაგალითად
სომხეთს და აზერბაიჯანს, რომ რუსეთის როლი კვლავ დიდია რეგიონში.264 დავით
საგანელიძე დასძენს, რომ სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, რუსეთის რეჟიმმა გაიმყარა
თავისი პოზიცია მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც „მკაცრი ხელის“ პოლიტიკის
მომხრეა და „დერჟავის“ ნოსტალგია აქვს.265
გიორგი მოსიძე „ახალი მემარჯვენეებიდან“ მიიჩნევს, რომ რუსეთს ორმაგი
დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. პირველი ემოციურია და ნიშნავს იმას,
რომ რუსეთი ვერ თმობს ძველ იმპერიალისტურ განწყობას და იმპერიის ცენტრად
მიაჩნია თავი. მისი აზრით, საქართველო იყო რუსეთის კურორტიცა და მოკავშირეც
ერთდროულად. მეორე ფაქტორი გაცილებით პრაგმატულია და ენერგო და სხვა
რესურსებზე რაციონალურ გათვლებს ეფუძნება. საქართველოს თავის მხრივ ორი
ძირითადი მიმართულება აქვს აღებული: დასავლურ სამყაროსთან ინტეგრცია, რაც
ემოციურად აღიზიანებს რუსეთს და სააკაშვილის გადაჭარბებული მილიტარისტული
რიტორიკა, რამაც პიროვნულად დაძაბა ორი ქვეყნის ლიდერთა ურთიერთობა.266
პასუხები ომის მოტივების შესახებ შესაძლოა ორ კატაგორიად დავყოთ: მაკრო და მიკრო
დონე. ზოგიერთის აზრით, ომი ისეთმა ფართომასშტაბიანმა პროცესებმა გამოიწვია,
როგორიცაა რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობა და რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკა.
სხვები ფიქრობენ, რომ ომი „არასწორმა გადაწყვეტილებებმა“ და გარკვეულმა
პროვოკაციებმა განაპირობა. მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელი და პეტრე მამრაძე
მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკა 2008 წლის ომის მთავარი გამომწვევი
მიზეზია.267 პოლიტიკურ პარტიათა უმეტესობა ინარჩუნებს დაბალანსებულ
დამოკიდებულებას და აღნიშნავს, რომ ომის მიზეზად უნდა მივიჩნიოთ, როგორც
264 ინტერვიუ დავით გამყრელიძესთან, იანვარი, 2010 265 ინტერვიუ დავით საგანელიძესთან, იანვარი, 2010 266 ინტერვიუ გიორგი მოსიძესთან, იანვარი, 2010 267 ინტერვიუები ზურაბ ნოღაიდელთან და პეტრე მამრაძესთან, იანვარი, 2010
85
რუსეთის „იმპერიალისტური პოლიტიკა“, ასევე საქართველოს ხელისუფლების
პროვოკაციული ნაბიჯები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა აზრით, რუსეთისთვის ძირითადი
გამაღიზიანებელი ფაქტორი სუვერენული საქართველოს ეკონომიკური და
პოლიტიკური განვითარება იყო. მან ჯერ შიდა დაპირსპირების ორგანიზებით, შიდა
პოლიტიკურ პროცესებში ჩარევით სცადა განვითარების კურსის შეფერხება. ეს
მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა და რუსეთმა ამის შემდეგ დაიწყო სამხედრო აგრესია,
აღნიშნავს აკაკი მინაშვილი.268
ეროვნულ-დემოკრატები გარკვეულწილად იზიარებენ მმართველი პარტიის
შეხედულებებს. ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ ომი იმპერიის აღდგენის მცდელობა იყო.
მისი აზრით, ომის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი საქართველოს საგარეო პოლიტიკის
კურსის შეცვლა გახლდათ. “სააკაშვილის ფაქტორი რომ არა, მაშინ სხვა რამ იქნებოდა
მიზეზი. საქართველოს შეცდომა რომ არ დაეშვა, სხვა საბაბით შემოიჭრებოდნენ“ -
აღნიშნავს იგი.269 გურამ ჩახვაძე და გოგა გოგნიაშვილი ფიქრობენ, რომ რუსეთის
იმპერიალისტური ზრახვები ომის დაწყების მთავარი ფაქტორი იყო და ამას არ
განსაზღვრავს ის, თუ რა რეჟიმი იქნება საქართველოში. ორი საუკუნეა რუსეთის
პოლიტიკა არ იცვლება. ჩახვაძის თქმით, რუსეთი ცდილობს შექმნას ალიანსი აშშ-თან
დასაპირისპირებლად და საქართველო ამ დიდი პოლიტიკური თამაშის მსხვერპლია.
“ჩვენ მეტად ფრთხილნი უნდა ვიყოთ, თუმცა სამხედრო აგრესია ამ გარემოების
გათვალისწინებით გარდაუვალი იყო.”270
სოციალ-დემოკრატები ომის მიზეზს „საქართველოს მთავრობის არაციონლური
გადაწყვეტილებით“ ხსნიან. მათი აზრით, ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, იყო ეს
პროვოკაცია თუ არა. ამ ქმედებამ გამოიწვია გეოპოლიტიკურ აქტორებს შორის
268 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, მარტი, 2010 269 ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან, იანვარი, 2010 270 ინტერვიუ გურამ ჩახვაძესთან, იანვარი, 2010
86
ურთიერთობის დაძაბვის პროვოცირება, აღნიშნავს გია ჟორჟოლიანი.271 გელა
ბანძელაძის თქმით, „სააკაშვილი დიდ პოლიტიკურ აქტორებთან მეტადაა
ანგარიშვალდებული, ვიდრე საქართველოს მოსახლეობასთან... აშშ-ში ორი პარტია
იბრძოდა არჩევნებში: მაკ ქეინის ომის პარტია, რომელიც რუსეთს საფრთხედ სახავდა
და ობამას პარტია, რომელიც მეგობრობასა და დაახლოვებაზე საუბრობდა...
გლობალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკან ედგა ორი კანდიდატიდან ერთ-
ერთს, ამ კონფლიქტის ხელშემწყობი იქნებოდა იმის ხაზგასასმელად, რომ მეგობრობაზე
საუბარი ჯერ ადრეა”- აღნიშნავს იგი.272
„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ „სააკაშვილის
პროვოკაციებზე“, როგორც აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზზე. მიუხედავად ამისა,
ისინი აცნობიერებენ რუსეთის სურვილსაც ჩართული ყოფილიყო ამ ტიპის
კონფლიქტში და ამით სამხრეთ კავკასიაში გაეზარდა მისი სამხედრო
წარმომადგენლობა. ნესტან კირთაძე ხაზს უსვამს სააკაშვილის ადმინისტრაციის
„აგრესიულ პოლიტიკას“. რუსეთმა გამოააშკარავა, რომ საქართველოს სწრაფვა ნატოში
გაწევრიანებისკენ მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან თანხმობაში არ
მოდის. საქართველომ უნდა მოიძიოს ალტერნატიული გზა და არ ჩაებას რუსეთთან
კონფრონტაციაში, აღნიშნავს კირთაძე.273
„ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერების აზრით, ომის მიზეზი 20
წლიანი უნდობლობა და დაპირისპირება, რეგიონული უსაფრთხოების მექანიზმის
არარსებობა, რუსეთის ნეო-რეალისტური პოლიტიკა274 და სააკაშვილის
არარაციონალური და არაორგანიზებული პოლიტიკაა.275 ვიქტორ დოლიძის აზრით,
„ჩვენი მეგობრები და პარტნიორები გვაფრთხილებდნენ ყველა ოფიციალურ
შეხვედრაზე თუ პირადი კომუნიკაციისას, რომ რუსეთი სერიოზულ პროვოკაციას
271 ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან, თებერვალი, 2010 272 ინტერვიუ გელა ბანძელაძესთან, თებერვალი, 2010 273 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, თებერვალი, 2010 274 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, მარტი, 2010 275 ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან, თებერვალი, 2010
87
ამზადებდა და რომ ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ სამხედრო ქმედებები. ისინი
გვისაბუთებდნენ, რომ ჩვენ თუ ჩავერთვებოდით ამ პროვოკაციაში, ვერავინ
დაგვეხმარებოდა... ჩვენ მეტად უნდა გვეფიქრა დიალოგზე კონფლიქტურ რეგიონებში
მცხოვრებ ადამიანებთან... ეუთოს მიერ ინიცირებული ეკონომიკური რეაბილიტაციის
პროგრამა შესაბამისად არ იქნა გამოყენებული პოლიტიკური ნების არარსებობის გამო” -
აცხადებს დოლიძე.276
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის პოლიტიკამ რუსეთს მისცა საშუალება
თავისი სტრატეგიული მიზნებისთვის ამ გზით მიეღწია. კობახიძე აღნიშნავს, რონ
რუსეთ-საქართველოს კონფრონტაცია საბჭოთა კავშირის დაშლის მერე დაიწყო და
ძირითადად უკავშირდება რუსეთის სურვილს, თავისი გავლენა შეინარჩუნოს პოსტ-
საბჭოთა სახელმწიფოებზე. მიუხედავად ამისა, ომზე პასუხისმგებლობა უნდა
გაინაწილოს ორივე ქვეყანამ, რუსეთმა როგორც აგრესიის განმახორციელებელმა
სუბიექტმა და საქართველოს მთავრობამ, რომელმაც გარკვეული პოლიტიკური
შეცდომები დაუშვა, აღნიშნავს იგი.
დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის ერთ-ერთ მხარე ქვეყანაში
დემოკრატია რომ ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა. რუსეთი ელოდებოდა ხელსაყრელ
მომენტს სამხედრო აგრესიისთვის და როგორც იქნა 2008 წლის აგვისტოში
საქართველომ ამის შანსი მისცა, აღნიშნავს იგი.277 პაატა ზაქარეიშვილი დასძენს, რომ
რუსეთმა საქართველო ომში ჩაითრია. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გათვალა
საფრთხე და საბედისწეროდ ეთამაშა რუსეთს. ზაქარეიშვილის აზრით, საქართველოს ამ
ქმედებას გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა აშშ-გან, რომელიც სააკაშვილის ეუბნებოდა,
”ნუ გეშინია, რუსეთი ომს არ დაიწყებს, მიდი და გამოიწვიე...”278 დავით ბერძენიშვილი
ფიქრობს, რომ ”სააკაშვილის არარაციონალური გათვლებით რუსეთი არ ჩაებმეოდა
276 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი, 2010 277 ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010 278 ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან, თებერვალი, 2010
88
ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში საქართველოსთან... და ის შეძლებდა
ცხინვალი მაინც აეღო.”279
”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე საქართველოს ხელისუფლების
არასწორ პოლიტიკაში ხედავს საფუძვლებს, რომელიც შიდა პროპაგანდაზე უფრო იყო
კონცენტრირებული, ვიდრე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე. დავით საგანელიძე
დასძენს, რომ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონის აღებას მოქრთამვით იმედოვნებდა და
ფიქრობდა, რომ ”სხვათა დაპირებებით” შეძლებდა ცხინვალში დავით
აღმაშენებელივით შესვლას. საქართველოს ხელისუფლებამ პიარ აქცია დაგეგმა
სამხედრო კამპანიის ნაცვლად, აღნიშნავს იგი. მიუხედავად ამისა, პარტიის ლიდერები
არ გამორიცხავენ რუსეთის ფაქტორს. მანანა ნაჭყებია ომის მიზეზს რუსეთის აგრესიულ
და იმპერიალისტურ პოლიტიკაში ხედავს. ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სწრაფვამ
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ-ერთი კვლევითი კითხვა იყო, რა გაკვეთილი მიიღო
საქართველომ 2008 წლის ომისგან. მიღებულ გამოცდილებად პოლიტიკური პარტიები
უმეტესად იმის გაცნობიერებას ასახელებენ, რომ საქართველო მეტად უნდა იყოს
საკუთარი თავის იმედად და ნაკლებად სხვების მოიმედე.
გიორგი კანდელაკი (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ფიქრობს, რომ მიღებული
”სამხედრო გაკვეთილი” არასწორ დაგეგმვაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ
ტერიტორიულ თავდაცვაზე მეტად ეს კონფლიქტი გაცილებით მცირემასშტაბიან
ოპერაციაზე იყო გათვლილი. “ასევე ნათელი გახდა, რომ შიდა ერთობა და
კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენივე თავის იმედად უნდა ვიყოთ და გარე
სამყაროზე ნაკლებ გათვლებს ვაკეთებდეთ.”281
279 ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010 280 ინტერვიუ მანანა ნაჭყებიასთან, 2010 281 ინტერვიუ გიროგი კანდელაკთან, თებერვალი, 2010
89
სოციალ-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ომისგან მიღებული გაკვეთილია რომ
პრობლემები ძალისმიერი გზით ვერ გადაწყდება და საქართველოს ხელისუფლების
მიდგომა ქვეყნის უსაფრთხოებისადმი არასწორია.282 ნესტან კირთაძე „ლეიბორისტული
პარტიიდან“ ამბობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული
ინტერესები და სხვების სასარგებლოდ არ უნდა ჩაებას მეზობელ ქვეყანასთან
კონფრონტაციაში.283
რუსეთ-საქართველოს ომისგან მიღებული ძირითადი გაკვეთილია ის, რომ
საქართველოს სჭირდება მეტად რაციონალური პოლიტიკა როგორც ორმხირივი, ისე
მრავალმხრივი პოლიტიკის განსაზღვრისას - აღნიშნავს ვიქტორ დოლიძე(”ჩვენი
საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”). ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ
კონფლიქტის გადაჭრა დამოკიდებულია ჩვენზე და არა საერთაშორისო
ორგანიზაციების ჩართულობაზე. “ჩვენ ვსაჭიროებთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-
ოსური ურთიერთობების აღდგენას.”284
ზურაბ ნოღაიდელი (”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთის”) მიიჩნევს,
”გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ჩვენ თავზე ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ.” პეტრე
მამრაძე დასძენს, რომ რაღაც დონეზე მეტად, არავინ გაიფუჭებს ურთიერთობებს
რუსეთთან. 285
დავით ბერძენიშვილი ომის შედეგებს რამდენიმე ნაწილად ყოფს. საზოგადოების და
პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველო დაისაჯა და რუსეთთან
თანამშრომლობა კვლავ მისაღებია ვაშლის, ყურძნის, ღვინის ექსპორტისა და რუსეთში
მცხოვრები ნათესავების მონახულების მიზნით. მეორე ნაწილის აზრით, კვლავ
დასაფიქრებელია ქვეყნისთვის ისეთი სახიფათო პროექტების განხორციელება, როგორც
მაგალითად ტელეარხი ”პირველი კავკასიურია”. ის არ ფიქრობს, რომ რუსეთის
282 ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან, თებერვალი, 2010 283 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, თებერვალი, 2010 284 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, მარტი, 2010 285 ინტერვიუები ზურაბ ნოღაიდელთან და პეტრე მამრაძესთან, იანვარი, 2010
90
პასუხად ჩრდილო კავკასიაში ახალი პრობლემების შექმნა მართებულია. მესამე ნაწილის
აზრით, რუსეთის მიმართ სწორი და პრინციპული პოზიციის შენარჩუნება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, გადამწყვეტია ქვეყანაში დემოკრატიული
ინსტიტუტების აშენება საფრთხეების შესამცირებლად.286 დავით უსუფაშვილი მიიჩნევს,
რომ ომმა მოახდინა სახელისუფლო ინსტიტუტების არაეფექტიანობის და
არადემოკრატიულობის დემონსტრირება. “მსოფლიო გამოცდილებით, ომის დროს
პარლამენტმა უნდა განაგრძოს მუშაობა და ფუქნცია შეინარჩუნოს... ჩვენს ქვეყანაში
პარლამენტის წევრებმა ომში წასვლა გადაწყვიტეს... რაც ომის პირობებში სახელმწიფო
სტრუქტურების ფუნქციებში სრულ გაურკვევლობაზე მიუთითებს”, აღნიშნავს იგი.287
დავით გამყრელიძის თქმით, ომის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მეგობრობა და
პარტნიორობა თუნდაც ისეთ ძალასთან, როგორიც აშშ-ია, არ არის იმუნიტეტის და
დაცვის გარანტი. თუკი საბაბსა და სამართლებრივ მიზეზს მისცემ, სამხედრო აგრესიის
ობიექტიც შეიძლება გახდე. გიორგი მოსიძის აზრით, არ არსებობს კონფლიქტის
მშვიდობიანი გზით მოგვარების ალტერნატივა. შესაბამისად საქართველომ ორი
მიმართულებით უნდა იმუშავოს: პირველი სეპარატისტებთან პირდაპირი დიალოგია
და მეორე ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაა.
„ეროვნული ფორმუმის“ წევრი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არ
უნდა ითამაშოს პროვოკატორის როლი რეგიონში. საქართველოს პოლიტიკა მეტად
პრაგმატული და ევროპაზე ორიენტირებული უნდა იყოს, ვიდრე აქამდე. ევროპის
მარეგულირებელი როლი აშშ-რუსეთის კონფრონტაციის პროცესში ძალიან
მნიშვნელოვანია, აღნიშნავს იგი.
ეროვნულ-დემოკრატები აღნიშნავენ, რომ ქართული არმია რეალურად გაცილებით
სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ამაზე ომამდე საუბრობდნენ. გოგა გოგნიაშვილი ამბობს, რომ
”ჩვენი წინააღმდეგობა ორ დღეზე მეტად უნდა გაგრძელებულიყო.” ბაჩუკი ქარდავა
286 ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010 287 ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან, თებერვალი, 2010
91
შიშობს, რომ აგვისტოს მოვლენებმა საზოგადოებაში შექმნა განწყობა, რომ საქართველო
რუსეთისგან თავს ვერ დააღწევს. ომის დადებით შედეგებს შორის კი იმის
გამოაშკარავებას აღნიშნავს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი დიპლომატიურობა და
მოქნილობა მართებს.288
ზოგადად, ყველა რესპონდენტი აღნიშნავს, რომ საქართველომ ომი წააგო და რუსეთმა
თავისი მიზნების უმეტესობას მიაღწია, ტაქტიკურ დონეზე მაინც.
ხშირად ისმის შეკითხვა, საქართველო ევროპის ნაწილია თუ აზიის, რა ჰქვია იმ
რეგიონს, სადაც საქართველო მდებარეობს და ა.შ. რესპონდენტებს ამ თემაზეც დაესვათ
შეკითხვები.
პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები საქართველოს ძირითადად კავკასიაში ან
სამხრეთ კავკასიაში მოიაზრებენ. სხვა რეგიონულ ტერმინებში გამოყენებულ იყო
აღმოსავლეთ ევროპა,289 შავი ზღვის რეგიონი,290 ცენტრალური ევრაზია,291 დასავლეთის
აღმოსავლეთ საზღავრი/კარიბჭე,292 და ევროპის უკიდურესი საზღვარი.293 სხვები
უპირატესობას ანიჭებენ ისეთ განმარტებებს, როგორიცაა სამხრეთ კავკასია, როგორც
აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი,294 საქართველო, როგორც ევროპის ნაწილი, რომელიც
განთავსებულია სამხრეთ კავკასიაში,295 კავკასია და აღმოსავლეთ ევროპა,296 სამხრეთ
288 ინტერვიუ ბაჩუქკი ქარდავასთან, იანვარი, 2010 289ინტერვიუები ირაკლი ალასანიასთან და ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი-მარტი, 2010 290 ინტერვიუები გიორგი კანდელაკთან, დავით ბერძენიშვილთან და პაატა ზაქარეიშვილთან,
თებერვალი, 2010 291 დავით გამყრელიძე, იხილით ”ახალი მემარჯვენეების”პარტიის პლატფორმა, გვ. 41, სადაც ტერმინი
განმატებულია, როგორც კავკასიის, ცენტალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის მომცველი რეგიონი 292 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, მარტი, 2010 293 ინტერვიუ გიორგი რუხაძესთან, თებერვალი, 2010 294 ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან, იანვარი, 2010 295 ინტერვიუ გურამ ჩახვაძესთან, იანვარი, 2010
92
კავკკასია და ევრაზიური ბალკარეთი.297 პოლიტიკოსების ნაწილი საქართველოს
ევროპაში მოიაზრებს ფართო გაგებით, მაგალითად ნესტან კირთაძე, თუმცა სხვები ამას
სკეპტიკურად უყურებენ. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე ამბობს: ”ევროპელობა
ღირებულებებია... ის რიტორიკა, რომ ჩვენ ვართ ევროპელები რეალურად განსხვავდება
იმ ფასეულობებისგან, რასაც ევროპული ჰქვია.” კობახიძე დასძენს, რომ ”საქართველო
გეოგრაფიულად სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს და აღმოსავლეთ ევროპა
ხარისხობრივად კი იმ გარემოს აღნიშნავს, რომელშიც ვისურვებდით ცხოვრებას.”
ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ საქართველო არც ევროპაა და არც აზია. ”ჩვენ ყოველთვის
მიჯნაზე ვიყავით, ჩვენი ტრადიციებით, მმართველობით თუ გეოსტრატეგიით.”
შემდეგი კვლევითი კითხვა იყო, თუ რას ნიშნავს ქართული იდენტობა. ძირითადად
ორი შეხედულება გამოიკვეთა: პირველ შემთხვავაში ქართველობა ნიშნავს ”ენას,
მამულს და სარწმუნოებას”(ილია ჭავჭავაძე). მეორე შემთხვევაში კი ქართველობა
ევროპული იდენტობის ნაწილთან იყო კონცეპტუალიზებული.
აკაკი მინაშვილი აღნიშნავს, რომ არსებობს დასავლური და ტრადიციული იდენტობის
ნაზავი, სამოქალაქო და ტრადიციული ჩვევები. გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ
ქართველ ერში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული იდენტობა. ”ერის ფორმირება
მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს პროცესი
ეთნო-კულტურულ მეტამორფოზაში გადაიზარდა. დღესდღეობით ეს დაუსრულებელი
პროცესი ჩვენი განვითრების შემაფერხებელია.”
გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და შესაბამისად იგი
მიკუთვნებულ უნდა იყოს ევროპულ ქრისტიანულ ცივილიზაციასთან, რაც
საზოგადოების მოწყობის და განვითარების ზოგად მახასიათელბელებს დაეფუძნება. ის
ამბობს, რომ ეთნიკური იდენტობა დღეს საკმაოდ ძლიერია, თუმცა ის უნდა შეიცვალოს
თუკი ჩვენ სეპარატიზმის პრობლემის მოგვარება გვინდა. დავით უსუფაშვილი
296 ინტერვიუ ლევან როინიშვილთან, თებერვალი, 2010 297 ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან, იანვარი, 2010
93
ფიქრობს, რომ ქართული იდენტობა მართლმადიდებლურ და ევროპულ იდენტობას
ეფუძნება. დავით ბერძენიშვილის აზრით, ქართველი ერი არსებობს, მაგრამ არ
არსებობს სამოქალაქო ერი. ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები არ არიან
ინტეგრირებულნი ეთნიკურად ქართველებთან... საქართველო არის შორეული
ევროპადა სურს გახდეს ”ნამდვილი ევროპა”,298 აღნიშნავს იგი.
დავით გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ილია ჭავჭავაძის ფორმულა ”ენა, მამული,
სარწმუნოება” ყველაზე უკეთ ასახავს ქართულ იდენტობას. თუმცა იქვე ამატებს,
რელიგია არ არის აუცილებელი კომპონენტი იდენტობის განსასაზღვრად. მამუკა
კაციტაძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი იდენტობის განსაზღვრისას არის
წარმომავლობა, გენეტიკა და ისტორია, ამჟამინდელ რეალობასთან და თანამედროვე
ქვეყნის შენების სურვილთან ერთად. მას მაგალითად მოჰყავს იაპონია, რომელსაც ასე
იხსენიებს ”თანამედროვე ტექნოლოგიების სამურაი” და აღნიშნავს, რომ ეს ისაა,
რისკენაც საქართველო უნდა ისწრაფვოდეს.299 გიორგი მოსიძის თქმით, ნებისმიერს
შეუძლია გახდეს ქართველი, მისი ეთნკური წარმომავლობის მიუხედავად, თუკი მას
სურს ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა; მიაჩნია, რომ იყო ქართველია იგივეა
რაც იყო ევროპელი და ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი.300
ილია ჭავჭავაძის ფორმულა ქართული იდენტობის საუკეთესო განმარტებაა „ეროვნულ-
დემოკრატიული პარტიის“ ლიდერებისთვის ბაჩუკი ქარდავასთვის და გიორგი
გოგნიაშვილისთვის. გურამ ჩახვაძე მიიჩნევს, რომ ქრისტიანობა იდენტობის
განსაზღვრისას ძალიან მნიშვნელოვანია. ”ჩვენ ევროპასთან უფრო ახლოს ვართ,
მიუხედავად აღმსარებლობითი გასნხვავებულობისა, და ჩვენ ვიზიარებთ ქრისტიანული
სამყაროს ღირებულებებს” - აღნიშნავს იგი.301
298 ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010 299 ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან, იანვარი, 2010 300 ინტერვიუ გიორგი მოსიძესთან, იანვარი, 2010 301 ინტერვიუ გურამ ჩახვაძესთან, იანვარი, 2010
94
„ეროვნული ფორუმის“ წევრი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე ქართული
იდენტობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ”ქართველები ჯერაც ვერ გარკვეულან
ევროპელები არიან თუ აზიელები”. იგი ქართველობას განსაზღვრავს, როგორც
”ევროპისკენ და ევროპელობისკენ სწრაფვას პოსტ-საბჭოთა სტერეოტიპებთან ერთად.”302
პაატა ჯიბლაძე და სოსო შატბერაშვილი ასევე იშველიებენ ჭავჭავაძის ფორმულას.
ნესტან კირთაძე კი დასძენს, რომ საქართველო ევროპაა თავისი კულტურით,
ცივილიზაციით, ტრადიციებით და ისტორიით.303
ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ქართველი ერი იზიარებს დასავლურ ღირებულებებს
და ისტორიულად მუდმივად ისწრაფვის ევროპისკენ. ”უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვართ
კავკასიელი ერი, თუმცა ევროპული ღირებულებებიც ძალიან ახლოს დგას
ქართველობასთან და ქართველები ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია”,
აღნიშნავს იგი.304 ვიქტორ დოლიძე წუხს, რომ საქართველო გარკვეული დროით
ევროპული ოჯახისგან განცალკევებული აღმოჩნდა და შესაბამისად შეფერხდა შანსი
თვითიდენტობის, როგორც ევროპელობის, ჩამოყალიბების პროცესი.305
ზურაბ ნოღაიდელი (”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”)
ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ქართველები ევროპელები არიან. პეტრე მამრაძე
ეთანხმება ამ მოსაზრებას, თუმცა დასძენს, რომ ქართველობის საფუძველი ენა, მამული
და სარწმუნოებაა. სარწმუნოებაში იგი გულისხმობს ქრისტიანობასა და ყველა იმ
რელიგიას, რომლის მიმდევრებიც საქართველოში ცხოვრობენ. როინიშვილი მიიჩნევს,
რომ ქართველები იზიარებენ ისეთ ევროპულ ღირებულებებს როგორიცაა სწრაფვა
განათლებისკენ, არა კონფლიქტურობა, , მაგრამ კავკასიური თვისებები მაინც
უწინარესია.
302 ინტერვიუ ირაკლი მელაშვილთან, თებერვალი, 2010 303 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, თებერვალი, 2010 304 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, მარტი, 2010 305 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი, 2010
95
ნინო ბურჯანაძე განასხვავებს ხალხსა და ხელისუფლებას. ის აღნიშნავს, რომ
”პიროვნულად მე ევროპელი ვარ და ვიზიარებ ევროპულ ღირებულებებს, მაგრამ არ ვარ
დარწმუნებული, რომ ისინიც ასეთებივე არიან, ვინც განსხვავებული აზრის გამო
ადამიანებს აპატიმრებს...იდენტობას მხოლოდ ის არ განსაზღვრავს, რას ამბობ ან ვინ
გინდა იყო. იდენტობა ქცევა, ცხოვრების წესი და ფასეულობებია.”306
„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერები ფიქრობენ, რომ ეროვნული იდენტობა
ისტორიის, ენის, ტრადიციებისა და რელიგიის ნაზავია. ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ
ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქვეყნები,
რომლებიც ამ ღირებულებებით იმართება, გაცილებით წარმატებულნი არიან.
შესაბამისად, საქართველოს მომავალი მისთვის დასავლური და დემოკრატიული
ღირებულებებით მართული სახელმწიფოა, სადაც დაცულია ტრადიციები, ენა და
კულუტურა.307
ქრისტიან-დემოკრატი გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ ქართული იდენტობა ევროპულ
და აზიურ ელემენტებს შეიცავს, მაგრამ გეოგრაფიულ და რელიგიურ პრიზმაში ”მე ვარ
ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი” მეტად მისაღები დებულებაა, ვიდრე ”მე ვარ
ქართველი, მაშასადამე მე ვარ აზიელი”.308 ნიკა ლალიაშვილი ამბობს, რომ ამ კითხვაზე
პასუხი არ აქვს. ”ამაზე მთელი ცხოვრებაა ვფიქრობ. რა არის ჩვენი იდენტობა? ხინკალი
თუ ვეფხისტყაოსანი? ქალიშვილობის ინსტიტუტი, სუფრა თუ რა? რა გვაერთიანებს?
რელიგია? არ ვიცი. ენა? მე და მეგრელი სხვდასხვა ენაზე ვსაუბრობთ. ამ საკითხზე
ბევრი აზრი შეიძლება არსებობდეს, კვლევითი ინსტიტუტები უნდა მუშაობდნენ ამაზე”,
ამბობს იგი.309
306 ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, თებერვალი, 2010 307 ინტერვიუები ბიძინა გუჯაბიძესთან, კახა კუკავასთან და ზვიად ძიძიგურთან, იანვარ-თებერვალი, 2010 308 ინტერვიუ გიორგი რუხაძესთან, თებერვალი, 2010 309 ინტერვიუ ნიკა ლალიაშვილთან, თებერვალი, 2010
96
შესაბამისად, ძირითადი არგუმენტი კითხვაზე, თუ რატომაა ქართველი ევროპელი,
ქრისტიანობაა. პოლიტიკური ლიდერები, ასევე ხშირად ახსენებდნენ ნაკლებად
განმარტებულ ”ისტორიულ სიახლოვეს ევროპასთან”.
ქართული იდენტობა უმეტესად ტრადიციული ასპექტებით განისაზღვრა, რაც XIX
საუკუნის პოპულარულ დებულებებს დაეფუძნა. თუმცა ბუნდოვანი დარჩა, როგორ
უნდა მოხდეს ქართული პოლიტიკური ელიტის რიტორიკის შეთავსება
თანამედროვეობასთან, ”ევროპასთან და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვასთან”.
ყველა პოლიტიკური პარტიის დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიაში ინტეგრაციისადმი
პოზიტიურია და მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ამის სარგებელი უმეტესწილად
ეკონომიკურია. რესპონდენტთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონის
ლიდერი უნდა გახდეს, რადგანაც მას გააჩნია პოტენციალი ცენტრალური როლი
ითამაშოს. თუმცა, ამ ყველაფერისადმი სკეპტიკური განწყობაც შეიმჩნევა. მაგალითად
შალვა ნათელაშვილის(„ლეიბორისტული პარტია“) დამოკიდებულება რეგიონული
ინტეგრაციისადმი ნეგატიურია. ნესტან კირთაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკური
ინტეგრაცია მიუღწევადი მიზანია.
მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ”საქართველოსა და კავკასიაში, დასავლეთის
ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების წასახალისებალად, რეკომენდებულია
გარკვეული პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნება რეგიონში და დასავლეთის
ეკონომკური ჩართულობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. დიალოგის წინწამოწევა
სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში ყველაზე მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით.
შესაბამისად აუცილებელია მოიძებნოს თანამშრომლობის ეფექტური ფორმები
სახელმწიფოთა საერთო ინტერესებზე დაფუძნებით.”310
310 „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, ახალი დოქტრინა, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები,
თბილისი, 2007
97
კავკასიაში ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობის ალტერნატივა არ არსებობს,
აღნიშნავს დავით დარჩიაშვილი, პარლამეტის წევრი მმართველი პარტიიდან.311 გიორგი
კანდელაკი აღნიშნავს, რომ საქართველოს მსგავსად აზერბაიჯანსა და სომხეთში
დემოკრატიის მშენებლობა მთავარი პრიორიტეტი არ არის და მიიჩნევს, რომ
ინტეგრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც რეგიონში ყველა
ქვეყანას ერთი მიზანი ექნება.312 თუკი პოლიტიკური პრიორიტეტები დაემთხვევა,
რეგიონული თანამშრომლობის სარგებელი იქნება სტრატეგიული და არამხოლოდ
ეკონომიკური, დასძენს იგი.
ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის
სახელმწიფოებს შორის უნდა მოხდეს საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, მაგალითად
როგორიცაა ბაჟთან დაკავშირებული, ზოგად ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა.313
ეს საკითხი წამოჭრეს ”ახალმა მემარჯვენეებმაც” სამხრეთ კავკასიაში ინტეგრაციასთან
დაკავშირებით. აღნიშნულ კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანად მიაჩნიათ ორმხრივი და
რეგიონული თანამშრომლობა და ”სამხრეთ-კავკასიურ დიალოგში” ცენტრალური
როლის აღება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.314 შალვა
ნათელაშვილმა(„ლეიბორისტული პარტია“) გამოხატა სურვილი შეიქმნას კავკასიის
საერთაშორისო ასამბელეა, რაც საქართველოს რეგიონული თანამშორმლობის
ცენტრალურ მოთამაშედ აქცევს.315
რესპუბლიკელები აღიარებენ, რომ ”ყარაბახის კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს
შორის კვლავ რჩება სამხრეთ კავკასიის ეფექტიანი უსაფრთხოების სისტემის შექმნის და
რეგიონში მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითად წინაღობად. ამ სიტუაციაში
311 დისკუსია ”საქართველო და ევროკავშირი” (დავით დარჩიაშვილი, გია ხუხაშვილი, კახა
გოგოლაშვილი), „სტურია რე“, ”მაესტრო”, 3 ოქტომბერი, 2004 312 ინტერვიუ გიორგი კანდელაკთან, თებერვალი, 2010 313 გიორგი რუხაძე, „ქრისტიან- დემოკრატიული პარტიის“ წინასაარჩევნო პრეზენტაცია, პროგრამა ”პრაიმ
ტაიმი”, ”რუსთავი 2”, 17 აპრილი, 2008 314 „ახალი მემარჯვენეები“, პარტიის პლატფორმა, გვ.46 315 ნათელაშვილი შეხვდა და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და საკუთარი საპრეზიდენტო
პროგრამა გააცნო, ”პრაიმ-ნიუსი”, დეკემბერი, 2007
98
საქართველომ უნდა შეინარჩუნოს დაბალანსებული ურთიერთობა სომხეთთან და
აზერბაიჯანთან… მიუხედავად ამისა, ამ პირობების გათვალისწინებითაც, არსებობს
გარკვეული რესურსები მრავალმხირვი თანამშრომლობისთვის”.316 ივლიანე ხაინდრავა
(”რესპუბლიკური პარტია”) აღნიშნავს, რომ ”ჩვენ დიდი პოტენციალი გაგვაჩნია
გავაუმჯობესოთ ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან სამხრეთ კავკასიაში და ასევე
ხელი შევუწყოთ საქართველოში სომხური და აზერბაიჯანული დიასპორის
განვითარების პროცესს საქართველოში. ეს ნიშნავს მეზობელებთან ურთიერთობის
გაღრმავებას, ნდობის გაძლიერებას და ა.შ.317
ირაკლი ალასანია, ასევე, საუბრობს ჩრდილოეთ კავკასიაზე. “საქართველომ უნდა
განაახლოს ჩრდილოეთ კავკასიის ერებთან ისტორიული კავშირები, რაც ეს შესაძლოა
აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მნიშვნელოვან
ინსტრუმენტად იქცეს. ჩვენს ინტერესებშია გვქონდეს გარკვეული ურთიერთობა
ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებთან, რაც მომავალში რაიმე სახის კონფრონტაციას
გამორიცხავს. საქართველო კავკასიის საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად
უნდა იქცეს”, აღნიშნავს იგი.318
რესპუბლიკელების აზრით, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
თანამშრომლობას არ გააჩნია პოტენციალი თურქეთის გარეშე. დავით ბერძენიშვილის
თქმით, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ოთხი და არა სამი ქვეყნის ინტეგრაციაზე.319 დავით
უსუფაშვილი აზრით, პროცესი გარდაუვალია. პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ სამი
ქვეყნიდან საქართველოს ყველაზე მეტი შანსი აქვს გახდეს დემოკრატიული ქვეყანა და
მაგალითი მისცეს სხვა რესპუბლიკებს, თუ როგორ განახორციელონ დემოკრატიული
რეფორმა. დავით უსუფაშვილის აზრით, საერთო ეკონომიკურმა ინტერესებმა და
316 წინასაარჩვენო პროგრამის ძირითადი დებულებები, „რესპუბლიკური პარტია“, თბილისი, 2008, გვ.15-
”რუსთავი 2”, 10 აპრილი, 2008 318 ინეტრვიუ ირაკლი ალასანიასთან, ავტორი მიხეილ ვიგნანსკი, ”ვრემია ნოვოსტეი”, 2 აპრილი, 2009, http://www.vremya.ru/2009/55/5/226242.html 319 ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010
99
ვაჭრობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სოლიდარობას და ისეთი პრობლემების მოგვარებას,
როგორიცაა სადავო სასაზღვრო მონაკვეთები ან ისტორიული ძეგლები.320
”ახალი მემარჯვენეების” ლიდერების აზრით, ეკონომიკური ასპექტი რეგიონული
ინტეგრაციის დღის წესრიგში მოწინავე საკითხია. გიორგი მოსიძე ეთანხმება იმ აზრს,
რომ საერთო ეკონომიკური სივრცე რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების
მთავარი გასაღები იქნება. საერთო ბაზარი 15 მლნ მომხმარებელს ნიშნავს, რაც
ინვესტორების პერსპექტივით გაცილებით მიმზიდველია.321 პარტიის ლიდერები
აღნიშნავენ, რომ რეგიონული ინტეგრაციის მთავარი სარგებელი სტაბილურობა და
ეკონომიკური წინსვლაა და საქართველოს გააჩნია კავკასიის, ცენტრალური აზიის და
შუა აღმოსავლეთის რეგიონულ ცენტრად გადაქცევის პოტენციალი.322 “ქართველი
ხალხის ლტოლვა თავისუფლებისადმი საქართველოს ლიბერალური დემოკრატიის
პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის შესაძლებლობას აძლევს.
საქართველომ უნდა აიღოს რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული
ცენტრის ფუნქცია” - გაცხადებულია პარტიის მანიფესტში.323
გურამ ჩახვაძე(„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“) ფიქრობს, რომ ბალტიისპირეთის
ქვეყნები ამის კარგი მაგალითია. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების
სისტემაში კავკასიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.324
შალვა ნათელაშვილი და ნესტან კირთაძე (”ლეიბორისტული პარტია”) ფიქრობენ, რომ
რეგიონული ინტეგრაცია მშვიდობიან გარემოს უზრუნველყოფს. სოსო შატბერაშვილი
სარგებელს ეკონომიკური კუთხით ხედავს. ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ინტენსიური
პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მნიშვნელოვანია,
მაგრამ ყარაბახის მოუგვარებელი კონფლიქტი და განსხვავებული ღირებულებები
320 ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან, თებერვალი, 2010 321 ინტერვიუ გიორგი მოსიძესთან, იანვარი, 2010 322 ”ახალი მემარჯვენეების” პარტიის პლატფორმა, გვ.47 323 ”ახალი მემარჯვენეების” პარტიის პლატფორმა, გვ.41 324 ინტერვიუ გურამ ჩახვაძესთან, იანვარი, 2010
100
შემაფერხებელი ფაქტორია. “რეგიონული თანამშრომლობა მაშინ გახდება რეალური,
როდესაც სამივე სახელმწიფო ერთნაირი ღირებულებებით იხელმძღვანელებს” -
აღნიშნავს იგი.325
კახა კუკავას აზრით, რეგიონული ინტეგრაცია პრიორიტეტად მხოლოდ მაშინ შეიძლება
იქცეს, როდესაც რუსეთთან ურთიერთობა დარეგულირდება, რადგანაც ტერიტორიული
მთლიანობა და საზღვრების ხელშეუხელბობა პირდაპირ კავშირშია მეზობელ
ქვეყნებთან პარტნიორობის არსთან. იგი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის გეოგრაფია
რეგიონულ საზღვრებს ნათლად გამოკვეთს და შესაბამისად თანამშრომლობა სამივე
სახელმწიფოს ბედისწერაა.326 ზვიად ძიძიგური დასძენს, რომ პატარა სახელმწიფოები
ცალკეულად ეკონომიკურ ზრდას ვერ მიაღწევენ.327 რეგიონული თანამშრომლობის
სარგებლებად ეკონომიკური კეთილდღეობა და სტაბილურობა მიიჩნევა. საერთო
ბაზრის შექმნა, ასევე, მიჩნეულია როგორც პოტენციური უპრატესობა.328 ირაკლი
მელაშვილსაც (”ეროვნული ფორუმი”) მსგავსი არგუმენტები მოჰყავს.
გიორგი რუხაძე (”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”) ეკონომიკური
თანამშრომლობის პოტენციალს ხედავს და ასაბუთებს, რომ რეგიონს აქვს მცირე შანსი
ისეთ პოლიტიკურ ერთობად ჩამოყალიბდეს, როგორიც ევროკაშვირია. მანამ, სანამ
ზოგიერთი სახელმწიფო დიდი ძალების სამხედრო გავლენის ქვეშაა (მაგალითად,
რესპონდენტთა უმეტესობა არ ეთანხმება სომხეთის ეკონომიკურ იზოლაციას და
მიაჩნიათ, რომ იგი უნდა მონაწილეობდეს რეგიონულ პროექტებში. გამონაკლისი
მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. ვახტანგ ყოლბაია (”დემოკრატიული მოძრაობა -
325 ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, თებერვალი, 2010 326 ინტერვიუ კახა კუკავასთან, იანვარი, 2010 327 ინტერვიუ ზვიად ძიძიგურთან, თებერვალი, 2010 328 ინტერვიუ კახა კუკავასთან, იანვარი, 2010 329 ინტერვიუ გიორგი რუხაძესთან, თებერვალი, 2010
101
ერთიანი საქართველო”) აღნიშნავს, რომ მეტი იზოლაცია მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს
და შესაბამისად სომხეთის მონაწილეობამ შეიძლება ხელი შეუწყოს რეგიონში
მშვიდობის დამყარებისა და განვითარების პროცესს.330 კახა კუკავას შემდეგი ანალოგია
მოჰყავს: ”ოჯახის მსგავსად, რეგიონშიც ვერ იქნება ბედნიერი და უბედური
სახელმწიფოები. უბედური სახელმწიფოები შეეცდებიან არასტაბილურობის
პროვოცირებას.” მისი აზრით, სომხეთის ჩართულობა ამის თავიდან აცილების
საუკეთესო პრევენციაა.331 გიორგი რუხაძე (”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”)
აღნიშნავს, რომ მონეტას ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, სომხეთი შეიძლება იყოს
დესტაბილიზატორი ან კონტორლირებული აქტორი რეგიონულ პროექტებში, თუ
გავითვალისწინებთ რუსეთის გავლენას მასზე და , მეორე მხრივ, სომხეთის ინტეგრაცია
აუცილებლად უნდა დაიწყოს.332
ყარაბახის კონფლიქტი რეგიონული ინტეგრაციის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად
მიიჩნევა. რესპონდენტები რუსეთის არაკონსტრუქციულ როლზე საუბრობენ,333 და
აღნიშნავენ, რომ საჭიროა აშშ-ს და ევროპის მეტად აქტიური ჩართულობა.334 ხაზს
უსვამენ იმასაც, რომ პრაგმატული და რაციონალური ინტერესები მხარეებს
თანამშრომლობისკენ უბიძგებს.335 ზოგიერთი რესპონდენტი ფიქრობს, რომ რეგიონის
ორი ქვეყანა, არსებული კონფლიქტის მიუხედავად, ეკონომიკურად უნდა
თანამშრომლობდეს, რაც მათ შორის დაძაბულობას შეამსუბუქებს. 336
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი სომხეთისა
და აზერბაიჯანის მაგალითზე უნდა გამოიტანოს. პრობლემების და რადიკალურად
განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ისინი კვლავ ლაპარაკობენ ერთმანეთთან.
მანანა ნაჭყებიაც იგივეს აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კარგი მაგალითია
330 ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან, თებერვალი, 2010 331 ინტერვიუ კახა კუკავასთან, იანვარი, 2010 332 ინტერვიუ გიორგი რუხაძესთან, თებერვალი, 2010 333 ინტერვიუები გურამ ჩახვაძესთან, ბაჩუკი ქარდავასთან და გოგა გოგნიაშვილთან, იანვარი, 2010 334 ინტერვიუ დავით გამყრელიძესთან, იანვარი, 2010 335 ინტერვიუ გელა ბანძელაძესთან, თებერვალი, 2010 336ინტერვიუ ზვიად ძიძიგურთან, თბერვალი, 2010, ინტევრიუ ირაკლი ალასანიასთან, 6 მარტი, 2010
102
აზერბაიჯანი, რომელიც ცდილობს ურთიერთობა იქონიოს სომხეთთან და
ტერიტორიულ საკითხებზე მოილაპარაკოს.
რესპონდენტთა უმეტესობა სომხეთისა და თურქეთის დაახლოვებას დადებითად
უყურებს. დავით დარჩიაშვილი (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ასაბუთებს, რომ
”ზოგი სომხეთისა და თურქეთის დაახლოვებას აპოკალიფტურ პრიზმაში ხედავს,
მაგრამ ეს მიდგომა არ არის არც დიპლომატიური და არც რაციონალური. ზოგადად ამან
შესაძლოა შეამციროს რუსეთის გავლენა სომხეთზე და დასავლეთის როლის გაზრდას
შეუწყოს ხელი.”337
საზღვრების შესაძლო გახსნაც რესპონდენტების მხრიდან პოზიტიურადაა აღქმული.
აკაკი მინაშვილის აზრით კი, ამან შესაძლოა დააზარალოს რეგიონი და გააძლიეროს
რუსეთის გავლენა. თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ მეზობლებს შორის კონფლიქტი
საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტერესებს. ზოგიერთი მათგანი ნეგატიურ შედეგში
ფინანსურ ზარალს და რეგიონში საქართველოს როლის შემცირებას,338 ეკონომიკურ
დანაკარგს339 გულისხმობს. ასევე ნახსენები იყო ჯავახეთში პოტენციური დაძაბულობა
მას შემდეგ, რაც სომხეთი დამოკიდებული აღარ იქნება საქართველოზე გამავალ
”სასიცოცხლო გზაზე”.340 მეორე მხრივ, დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ნორმალურ
პირობებში ეს გაზრდის ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს. თუმცა, საქართველოს
სისუსტეების გათვალისწინებით ეს ნაკლებწარმოსადგენად მიაჩნია.341 პეტრე მამრაძე
აღნიშნავს, რომ მარშრუტების დივერსიფიკაცია ეკონომიკას ჯანსაღი კონკურენციის
პირობებში განავითარებს კიდეც. მისი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში
საქართველო ზრდიდა სატრანზიტო ტარიფებს სომხებისთვის ფოთის ან ბათუმის
სასაზღვრო მონაკვეთის გადმოკვეთისას, რაც არ არის სამართლიანი.342 ნესტან კირთაძე
337 დისკუსია ”საქართვველო და ევროკავშირი” (დავით უსუფაშვილი, გია ხუხაშვილი, კახა
გოგოლაშვილი), „სტუდია რე“, ”მაესტრო”, 3 ოქტომბერი, 2004 338 ინტერვიუ გიორგი მოსიძესთან, იანვარი, 2010 339 ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან და ბიძინა გუჯაბიძესთან, თებერვალი, 2010 340 ინტერვიუ კახა კუკავასთან, იანვარი, 2010 341 ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან, თებერვალი, 2010 342 ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან, იანვარი, 2010
103
და სოსო შატბერაშვილი (”ლეიბორისტული პარტია”) მიიჩნევენ, რომ ყარაბახის
გადაუჭრელი საკითხი კვლავაც რჩება დაახლოვების შემაფერხებელ ფაქტორად და
საზღვრების გახსნა რეგიონში ინტერგაციას მაინცდამაინც ხელს არ შეუწყობს.
რესპონდენტთა უმეტესობა თანხმდება, რომ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს
შორის თანამშრომლობა გრძელვადიანი და მდგრადია. ”ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა” და ”რესპუბლიკური პარტია” მიიჩნევენ, რომ თურქეთის მეტი ინტეგრაცია
ევროკავშირში საქართველოს ინტერესებს წაადგება. დავით ბერძენიშვილის აზრით,
თურქეთი როგორც დიდი ქვეყანა დამოუკიდებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს
იღებს და შეუძლია დააბალანსოს კიდეც რუსეთი ეკონომიკურ და სამხედრო ასპექტში.
თუმცა, ის არ აპირებს რუსეთთან კონფორნტაციას.343 გიორგი მოსიძე (”ახალი
მემარჯვენეები”) აღნიშნავს, რომ საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა აქტორმა,
ახლებური მიდგომა უნდა გამოიმუშავოს თურქეთისადმი. ამჟამად ამ ორ ქვეყანას
შორის ურთიერთობა საქართველო-ნატოს ურთიერთობის პირზმაშია დანახული.
საქართველო საჭიროებს გადააფასოს თურქეთის როლი, რომელიც ცვლის თავის
საგარეო პოლიტიკას, აღნიშნავს გიორგი მოსიძე.
შალვა ნათელაშვილის აზრით, თურქეთი ”საქართველოს ისტორიული მტერია”344,
თუმცა „ლეიბორისტული პარტიის“ სხვა ლიდერები გაცილებით ფრთხილნი არიან ამ
მოსაზრებისადმი. შალვა ნათელაშვილის თქმით, თურქეთი მზად არის აღიაროს
საქართველოს სეპარატისტული რეგიონების -აფაზეთისა და სამხრეთ ოსეთის -
დამოუკიდებლობა და ამით თურქული კვიპროსის აღიარება მოიპოვოს.345
კახა კუკავას აზრით, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობა არ არის
სიცოცხლისუნარიანი და ის მხოლოდ ნავთობსადენის პროექტით შემოიფარგლება.
“თურქეთისა და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შორის მნიშვნელოვანი
343 ინტერვიუ დავით ბერძენიშვლთან, თებერვალი, 2010 344 ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან, იანვარი, 2010 345 თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სააგენტო ”ტრენდ ნიუსი”
აზერბაიჯანი, ოქტომბერი, 2009
104
კონფლიქტია. ჩვენ ასევე დიდი ისტორიული არაკეთლიგანწყობა გვაკავშირებს
აზერბაიჯანთან. რეგიონული პროექტები გამყარებული უნდა იყოს კულტურული და
ისტორიული ტრადიციებით. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ რუსეთსა და სომხეთს
რეგიონული კონტექსტიდან და მხოლოდ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ვერ
ვითანამშრომლებთ”, აღნიშნავს იგი.346 ზვიად ძიძიგური და ბიძინა გუჯაბიძე არ
იზიარებენ კახა კუკავას მოსაზრებას.
ზოგადად, დამოკიდებულება რეგიონული ინტეგრაციისადმი პოზიტიურია და
პოლიტიკური ლიდერები თურქეთის როლსაც ხშირად აღნიშნავენ ამ პროცესში.
უმეტესობა აცნობიერებს, რომ ყარაბახის კონფლიქტი შესაძლო ბარიერია ინტეგრაციის
პროცესში, თუმცა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ოპტიმისტურად
უყურებენ ამ კონფლიქტის გადაჭრის პერსპექტივას. ასევე, გამოთქვამდნენ მხარდაჭერას
რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებში სომხეთის მეტ ჩართულობასთან დაკავშირებით.
ალასანია აღნიშნავს, რომ ქვეყანის მთლიანობა სწორედ დემოკრატიაზე,
დამოუკიდებლობასა და ევროპასთან ინტეგრაციაზე დამოკიდებული.348
ნესტან კირთაძე(„ლეიბორისტული პარტია“) მიიჩნევს, რომ „ქვეყანამ თავისი არჩევანი
რამდენიმე საუკუნის წინ გააკეთა. ჩვენ ვართ დასავლური ცივილიზაციის კარიბჭე.”349
ბაჩუკი ქარდავას(„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“) აზრით, „საქართველოს
სტრატეგია მიმართული უნდა იყოს დასავლურ ცივილიზაციაში დაბრუნებისკენ,
რომელსაც იგი გარკვეული თვალსაზრისით გაემიჯნა. ჩვენ უნდა ვისწრაფვოდეთ ევრო-
ატლანტიკური სივრცისკენ.”350 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ასეთია:
„ევროპა ის ბუნებრივი გარემოა, რომელსაც საქართველო საუკუნოობით ჩამოშორდა.
დღესდღეობით საქართველომ უნდა განაგრძოს ამ გარემოში განვითარება.”351
„დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ უფრო ღრმად მიდის და ამბობს, რომ
„ისტორიულად და სულიერად საქართველო ყოველთვის იყო დაკავშირებული
ევოლუციის იმ სამყაროსთან, რომელსაც დღეს „დასავლეთს“ ვუწოდებთ.“352
მიუხედავად ამ დეკლარაციებისა, გარკვეული გაუგებრობა მაინც არსებობს რა
იგულისხმება სულიერ და ისტორიულ კავშირებში, ევოლუციის სამყაროსა და
„დასავლეთში“.
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით
დარჩიაშვილი მიიჩნვეს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სწრაფვა
ევროპისკენ განპირობებულია ევროპის კულტურულად მისაღები გარემოთი და იმ
მოსაზრებით, რომ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე და კანონის
348 ირაკლი ალასანია, ქართველებს სურთ პლურალისტული დემოკრატია, „ვოლ სტრით ჯორნალი“, 23
ივლისი, 2009 349 „ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან“, გაზეთი „რეზონანსი“, 6 ნოემბერი, 2009 350 ბაჩუკი ქარდავა, „დღის კომენტარი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 5 მაისი, 2008 351 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები, ეკონომიკური და
პოლიტიკური კავშირების გაღრმავება ევროკავშირთან 352 “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“ ძირითადი მიმართულებები, „დემოკრატიული
მოძრაობა-ერთიანი საქართველო“, ნოემბერი, 2009
106
უზაენასობაზე უკეთესი არაფერია... მიუხედავად ამისა, მაინც შეზღუდულია იმის
გაგება, რას ნიშნავს იყო ევროპელი ან როგორ უნდა გახდე იგი.353
პოლიტიკურ ელიტაში ამ საკითხზე სრული კონსესუსია და რესპონდენტთა
აბსოლუტური უმეტესობა დადებითად უყურებს ევროკავშირში ინტეგრაციას.
რესპონდენტებს დაესვათ შეკითხვა, თუ რატომ არის აუცილებელი საქართველოსთვის
ევროკავშირის წევრობა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლების აზრით, ევროკავშირის წევრობა
პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლისთვისაა აუცილებელი, რაც თავისთავად
გაზრდის ქვეყნის შემოსავალს და მოსახლეობის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.354
გიორგი კანდელაკი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას აუცილებელზე მეტად
სასურველად მიიჩნევს. მისი თქმით, არიან ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირის
წევრობის გარეშეც მიაღწიეს წინსვლას და წარმატებას ევროპულ სტანდარტებზე
დაფუძნებით, მაგალითად ნორვეგია, ავსტრია ან ფინეთი. თუმცა ამ ქვეყნებს,
საქართველოსგან განსხვავებით, დემოკატიის ხანგრძლივი ტრადიცია და
დამოუკიდებლად განვითრების რესურსები გააჩნია.355 აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ
ამ ეტაპზე საქართველოს მთავარი მიზანი ეკონომიკაზე მინიმალური კონტროლი და
ლიბერალიზაციაა. ევროკავშირის რეგულაციები გარკვეული თვალსაზრისით
მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, აღნიშნავს იგი.356
რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის წევრობა სასურველი უფროა ვიდრე
აუცილებელი. მათი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მიღწევადი მიზანი
353 დისკუსია „საქართველო და ევროკაშვირი“(დავით დარჩიაშვილი, გია ხუხაშვილი, კახა
გოგოლაშვილი), „სტუდია რე“, მაესტრო, 3 ოქტომბერი, 2004 354 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, მარტი, 2010 355 ინტერვიუ გიორგი კანდელაკთან, თებერვალი, 2010 356 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, მარტი, 2010
107
ევროპულ სივრცეში ინტეგრირება უფროა. შემდეგ ხალხი თვითონ გადაწყვეტს
ნორვეგიისა და შვედეთის გზას გაჰყვება თუ ევროპული ქვეყნების უმრავლესობის
არჩევანს გაიზიარებს.357 დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით
ევროკავშირის წევრობა აუცილებელი, მაგრამ მიუღწეველია. ხვალ შესაძლოა ის გახდეს
შესაძლებელი, მაგრამ არააუცილებელი.358 პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ
საქართველოც შეძლებს ევროკაშვირის წევრობას, თუკი ამას თურქეთი შეძლებს. იგი
ფიქრობს, რომ თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთად გახდებიან
ევროკავშირის წევრები და ეს იქნება ევროკავშირის გაფართოვების ბოლო საფეხური.
მოლდავეთი, უკრაინა და ბელორუსია მანამდე იქნებიან მიღებულნი წევრ
სახელმწიფოებად.359
დავით გამყრელიძე („ახალი მემარჯვენეები“) მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობა
თავისთავად გრძელვადიანი პერსპექტივაა, თუმცა პროცესი უბიძგებს ხელისუფლებას
სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მოიყვანოს კანონმდებლობა და ინსტიტუტები, რაც
პროგრესის საწინდარია. გიორგი მოსიძე აღნიშნავს, რომ საქართველომ მკაფიო
გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, სურს თუ არა მას ევროკაშვირის წევრობა. ზოგადად
მიჩნეულია, რომ სქართველოს ეს სურს, მაგრამ რეფერენდუმი ამ საკითხზე არ
ჩატარებულა. ეს უფრო ემოციური დამოკიდებულებაა და საქართველოს მოსახლეობა
მოკლებულია ინფორმაციას, რეალურად რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა, რა არის
მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დავით საგანელიძე აღნიშნავს, რომ
საქართველო მცირე ქვეყანაა და ის სწრაფად, 3-5 წელიწადში შეძლებს ევროკავშირის
სტანდარტების მიღწევას.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისთვის“ ევროკავშირის წევრობა ძალიან
მნიშვნელოვანია. ბაჩუკი ქარდავა ფიქრობს, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვა პირველ
357 ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010 358 ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან, თებერვალი, 2010 359 ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან, თებერვალი, 2010
108
რიგში ეკონომიკური ინტერესებითაა განპირობებული. გურამ ჩახვაძე კი მიიჩნევს, რომ
ამ ეტაპზე ნატოს წევრობა უფრო საჩქაროა, ვიდრე ევროკავშირთან სრული ინტეგრაცია.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები აცნობიერებენ, რომ საქართველოს წინ
დემოკრატიული განვითარების დიდი გზა აქვს გასავლელი ევროკავშირის წევრობის
კვალიფიკაციის დაკმაყოფილებამდე. პარტიის ლიდერებისთვის ევროკავშირის წევრობა
გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატოსი. შალვა ნათელაშვილის აზრით, ეს
ნაკლებად გააღიზიანებს რუსეთს. ნესტან კირთაძე საკითხს ქრისტიანული
დასავლეთისა და მუსულმანური აღმოსავლეთის ცივილიზაციათა კონფრონტაციის
ჭრილში განიხილავს. იგი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქრისტიანული
ცივილიზაციის მობილიზებას და კონსოლიდაციას.
ვიქტორ დოლიძე („ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“) აღნიშნავს, რომ
ევროკავშირი არის ისეთ სახელმწიფოთა ერთობა, რომლებსაც საერთო ღირებულებები
და ეკონომიკური პროექტები აერთიანებთ. “ჩვენზე ბევრია დამოკიდებული. პირველი,
თუ როგორ შევძლებთ ავიღოთ ამ პროცესთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა და
მეორე, შევძლებთ თუ არა ამ ვალდებულებების შესრულებას. ევროკავშირი მომთხოვნია,
თავისი წევრების მიმართაც კი“- აღნიშნავს იგი.360
ზურაბ ნოღაიდელი („მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“) აღნიშნავს, რომ
ნატოს წევრობის პერსპექტივა საქართველომ სამუდამოდ დაკარგა, ხოლო შანსი გახდეს
ევროკავშირის წევრი ასევე მნიშვნელოვანდ შემცირდა 2008 წლის აგვისტოს ომის
შემდეგ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი მიზანი ევროკავშირთან დაახლოვება
უნდა იყოს.
კახა კუკავას აზრით, საქართველოს არ უნდა ჰქონდეს არარეალური მოლოდინები,
რადგანაც ევროკაშვირთან ინტეგრაციის პროცესი ერთ დეკადას მაინც საჭიროებს.
360 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი, 2010
109
ზვიად ძიძიგურს კი მიაჩნია, რომ ევროკავშირი მიზანზე მეტად საშუალება უფროა, რომ
საქართველო ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური გახდეს. გიორგი რუხაძეც
(„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“) იზიარებს ამ მოსაზრებას. მისი თქმით, ნატოს
მსგავსად, არც ევროკავშირია თვითმიზანი, მაგრამ მასში ინტეგრაცია კარგი საშუალებაა
დემოკრატიისა და ეკონომიკის განსავითარებლად. ნიკა ლალიაშვილის თქმით, ნატო
ფიზიკური და სამხედრო, ევროკავშირი კი ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტია.
გიორგი თარგამაძე ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი
„თანამედროვე, ევროპული საზოგადოებაა“, რომელიც კონცენტრირებულია
„ევოლუციაზე და არა რევოლუციაზე“.361
რესპონდენტებს დაესვათ შეკითხვა, თუ რა ხდის საქართველოს „ევროპული ოჯახის“
წევრად და ეთხოვათ განესაზღვრათ ევროპის საზღვრები. ქრისტიანობა ყველაზე
ხშირად იქნა დასახელებული საქართველოს ევროპის ნაწილად განმსაზღვრელ
ფაქტორთა შორის. რესპონდენტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპის საზღვრები
მეტად კულტურულია და ევროპელობა ღირებულებები და ცხოვრების წესი უფროა,
ვიდრე სხვა რამ.
გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ საქართველოში „სოციალური კონტრაქტი“
ყოველთვის დასავლეთისკენ სწრაფვას გულისხმობდა. ჩვენი საზოგადოების
პროგრესული ნაწილი საუკუნეების განმავლობაში დასავლეთზე იყო
ორიეტნირებული.362 აკაკი მინაშვილისთვის ევროკავშირი პირველ რიგში
„ღირებულებათა კავშირია“, რომელსაც ამავე დროს გეოგრაფიული საზღვრები
გააჩნია.363 გიორგი კანდელაკის აზრით, ევროპის საზღვრები მეტად ისტორიულ-
პლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური ან გეოგრაფიული.
361 ინტერვიუ გამოქვეყნებული Deutsche Welle-ში, გლობალური მედიაფორუმი, ბონი, 4 ივნისი, 2009 http://www.dw-world.de/dw/article/0,,4303189,00.html 362 ინტერვიუ გიორგი კანდელაკთან, თებერვალი, 2010 363 ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან, მარტი, 2010
110
გია ჟორჟოლიანი („სოციალ-დემოკრატიული პარტია“) ფიქრობს, რომ თუკი ევროპა
განისაზღვრება როგორც გარკვეული ტიპის სახელმწიფოების და საზოგადოებების
ერთობა, მაშინ საქართველო მის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. მისი აზრით, გეოგრაფია ამ
შემთხვევაში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს.364 “ჩვენი კულტურა ევროპული
კულტურის ნაწილია, თუმცა ისტორიული და რელიგიური ფაქტორების
გათვალისწინებით გარკვეულწილად განსხვავებული. მიუხედავად ამისა, ევროპელი
ქართველთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ირანელთან ან არაბთან(მე არ ვაკნინებ ამ
კულტურებს)”, აღნიშნავს გელა ბანძელაძე.365 სოციალ-დემოკრატებისთვის ევროპა
პირველ რიგში გარკვეულ ღირებულებებზე დაფუძნებული კულტურული
კონსტრუქციაა, შემდეგ კი პოლიტიკური და ეკონომიკური ერთობა.
დავით ბერძენიშვილის („რესპუბლიკური პარტიიდან“) თქმით, “ჩვენი წინაპრები
ცდილობდნენ გამხარიყვნენ ევროპული ოჯახის ნაწილი. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს
უმნიშვნელო მიღწევები, მაგრამ ძირითადად წარუმატებელნი ვართ. ახლა ჩვენ ამას
ხელახლა ვცდილობთ მიუხედავად იმისა, რომ ქართული მენტალიტეტი მეტად
განსხვავებულია.”366 პაატა ზაქარეიშვილის აზრით, საქართველო გეოგრაფიულად
ევროპაში რომ იყოს განთავსებული, ხალხის მენტალიტეტიდან და
დამოკიდებულებებიდან გამომდინარე აქამდე ევროკაშვირის წევრი იქნებოდა.
ბულგარეთი და რუმინეთი ღირებულებების თვალსაზრისით სულაც არ არიან
ევროპულ დონეზე, შენიშნავს იგი.367 დავით უსუფაშვილს სხვა ანალოგია მოჰყავს:
საქართველო ცდილობს ევროპული ოჯახისთვის სასურველი სტუმარი გახდეს და ამ
სტატუსის მოპოვება ქვეყნის მთავარი ამოცანაა.368 მისთვის ევროპული საზღვარი
პირველ რიგში ღირებულებითია, შემდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური და ბოლოს
გეოგრაფიული. დავით ბერძენიშვილის აზრით, გეოგრაფიული საზღვრები იცვლება.
“ჩვენ არ ვიცით სად მთავრდება ევროპა, მაგრამ ის ესაზღვრება სამყაროს არაევროპულ
364 ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან, თებერვალი, 2010 365 ინტერვიუ გელა ბანძელაძესთან, თებერვალი, 2010 366 ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010 367 ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან, თებერვალი, 2010 368 ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან, თებერვალი, 2010
111
ნაწილს. მაგალითად, ცენტრალური აზია ან აზერბაიჯანი ევროპა არ არის... ქართველები
ევროპელები არიან... ევროპა ქრისტიანების მიერ შეიქმნა და თავისუფლების იდეაც
სწორედ აქედან მოდის... დღესდღეობით ჩვენ „ბუფერული ზონა“ ვართ და არ არსებობს
მკაფიო განმარტება, რომ შავი ზღვის დასავლეთ სანაპირო ევროპაა, ხოლო აღმოსავლეთ
ნაწილი კი არა... ისტორია არ არის მთავარი ფაქტორი, მაგრამ დიდ როლს თამაშობს
ერის მენტალიტეტში... ქრისტიანობა ჩვენი იდენტობის ნაწილია“, აღნიშნავს დავით
ბერძენიშვილი.369
დავით გამყრელიძე („ახალი მემარჯვენეები“) მიიჩნევს, რომ საქართველო ჯერ არ არის
ევროპული ოჯახის წევრი და ამის მიზეზი შესაბამისი ღირებულებების, ინსტუტუტების
და წესების არქონაა. დავით საგანელიძე ფიქრობს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის
მეზობელი უფროა, რომელსაც ერთ დროს კარგად იღებდნენ ევროპაში. თუმცა, ბოლო
ორი წლის განმავლობაში მისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. მანანა ნაჭყებიას
მაგალითად მოჰყავს „მეგობრები ევროსაბჭოსა და ბალტიის ქვეყნებში“ რომელთა
მიხედვითაც საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი თუკი იგი არ იქნება
სტაბილური ქვეყანა.. გიორგი მოსიძე და მამუკა კაციტაძე მიიჩნევენ, რომ საქართველო
ევროპული ოჯახის წევრია. კაციტაძის აზრით, საქართველო მას შემდეგ
კვალიფიცირდება ევროპული ოჯახის წევრად, რაც ქართული მენტალიტეტი
პიროვნების თავისუფლებას დაეფუძნება. გიორგი მოსიძის თქმით, „ჩვენ საქართველოს
არ ვადარებთ ჩრდილო და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, ჩვენ მეტად ვედრებით
სამხრეთ და ხმელთაშუაზღვისპირეთის ევროპას (საბერძნეთი, კვიპროსი, სამხრეთ
იტალია, ესპანეთი, პორტუგალია) და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვიპროსის ან
საბერძნეთის განვითარების ამჟამინდელი დონე სავსებით მიღწევადია
საქართველოსთვის უახლოეს 20 წელიწადში.“
დავით გამყრელიძე ამბობს, რომ ევროპის განსაზღვრება სცდება გეოგრაფიულ
საზღვრებს და იგი მეტად ღირებულებითია. მანანა ნაჭყებიასთვის ამ ღირებულებებს
369ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან, თებერვალი, 2010
112
შორის პრიორიტეტული დემოკრატიაა. მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, რომ ევროპელობა
განისაზღვრება აზროვნებით, ღირებულებებით, ინდივიდებითა და მათი როლით
საზოგადოებასა და ისტორიაში. გეოგრაფიულ საზღვრებსაც აქვს მნიშვნელობა,
მაგალითად იაპონელი შეიძლება იზიარებდეს ევროპულ ღირებულებებს, მაგრამ
იაპონია ევროპის ნაწილი ვერ გახდება. გიორგი მოსიძე ფიქრობს, რომ ევროპის
გეოგრაფიულ-ცივილიზაციური საზღვრები იწყება ატლანტის ოკეანედან და
გრძელდება ვლადივოსტოკამდე. არც ცენტარალური აზია და არც მუსულმანური ან
ბუდისტურ-კონფუციანური სამყაროა ევროპა, მათი განსხვავებული მენტალიტეტის
გამო. გიორგი მოსიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთი ასევე ევროპული ცივლიზაციის
ნაწილია, უფრო ფართო გაგებით კი იუდეურ-ქრისტიანულისა. დავით საგანელიძე
აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპის კულტურულ საზღვრებს შიგნითაა და ახლა
ცდილობს მისი პოლიტიკური საზღვრების შიგნითაც მოექცეს.
ბაჩუკი ქარდავა („ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“) მიიჩნევს, რომ საქართველო
ევროპის ნაწილია ისტორიის, სულიერების და მენტალობის თვალსაზრისით.
დასავლეთი არის სივრცე, რომელიც თითოეულ ინდივიდს აძლევს განვითარების
საშუალებას.370 გურამ ჩახვაძე დასძენს, რომ საქართველო ევროპისა და აზიის
გზაჯვარედინზეა და მიზეზთა გამო საქართველოს „აზიური“ ელემენტები თუ
ასპექტებიც გააჩნია. ეს მისივე უპირატესობაა, რადგანაც ჩვენთვის „ღიაა აზიის კარები
და ჩვენ შეგვიძლია გავუგოთ აზიას“, აღნიშნავს ჩახვაძე. გოგა გოგნიაშვილის თქმით,
საბერძნეთი ისტორიულად ევროპული ცივილიზაციის მოდელი იყო. საქართველოზე
საბერძნეთის გავლენა დიდი იყო, ისევე როგორც აზიისა, თუმცა ჩვენმა ქვეყანამ შეძლო
განსხვავებული კულტურა შეექმნა. ისტორიულად ბერძნები საქართველოს ევროპის
ნაწილად მიიჩნევდნენ. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ ევროპასთან ინტეგრაციას
ხედავს, როგორც „ჩვენი ხალხის დიდი ხნის მცდელობის განხორციელებას, გახდეს
საქართველო ევროპული ოჯახის წევრი.“371 ბაჩუკი ქარდავა ფიქრობს, რომ ევროპა არის
370 ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან, იანვარი, 2010 371„ ეროვნულ-დემოკრტიული პარტია“, ახალი დოქტრინა, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები,
თბილისი, 2007
113
სივრცე, სადაც თანაარსებობენ სხვადასხვა ეროვნებები განსხვავებული იდენტობით.
ამიტომაც გეოგრაფიული საზღვრები ნელ-ნელა ქრება. გურამ ჩახვაძისთვის ევროპა
პირველ რიგში აზროვნება და ღირებულებებია.
ირაკლი მელაშვილი („ეროვნული ფორუმი“) ფიქრობს, რომ ევროპული ოჯახის წევრად
გახდომისთვის, ქვეყანა მართული უნდა იყოს შესაბამისად და ამისათვის საკმარისი
მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაციები არაა. მისი თქმით, ევროპა დაფუძნებულია
კომპრომისზე და არა აგრესიულ პოლიტიკაზე, რაც მას აშშ-გან განასხვავებს. ესაა ის
ძირითადი, რაც საქართველომ ევროპისგან უნდა ისწავლოს. ჩვენი მენტალობა უნდა
შეიცვალოს და ამას დრო სჭირდება“, აღნიშნავს იგი.
შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ პირიქით “ევროპა უფროა ჩვენი ოჯახის ნაწილი,
ვინაიდან ქრისტიანობა აქედან გავრცელდა.”372 პაატა ჯიბლაძე ხაზს უსვამს
ქრისტიანობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ საქართველო საბერძნეთთან და რომის
იმპერიასთან კარგ ურთიერთობაში იყო წინაქრისტიანულ ხანაში. “ჩვენ ყოველთვის
მჭიდროდ ვიყავით დაკავშირებულნი ევროპულ ქვეყნებთან და ევროპის ციხესიმაგრე
ვიყავით აზიაში“, აღნიშნავს იგი.373 ნესტან კირთაძე ასევე მიიჩნევს, რომ საქართველო
ევროპის ნაწილია და „რაც უფრო ადრე მიხვდება ევროპა ამას, მით უკეთესი“.374 სოსო
შატბერაშვილი, იმავე პარტიიდან, არ ეთანხმება ამ ყველაფერს და აღნიშნავს, რომ
საქართველო არ არის ვეროპის ნაწილი, რადგანაც ევროპული ღირებულებები ჯერ
კიდევ არ არის დანერგილი საქართველოში, თუმცა კი მივისწრაფვით ამისკენ.
ისტორიულად საქართველო ყოველისთვის ევროპის სასარგებლოდ აკეთებდა არჩევენს,
მას მჭიდრო კავშირი ბიზანტიასთან ჰქონდა და არა ირანთან. თუმცა, კონფლიქტების
მშვიდობიანი მოგვარება, ხელისუფლების არაძალისმიერი ცვლილებები და სხვა
ევროპული ღირებულებები არ არის ჩვენთან საყოველთაოდ მიღებული.375
372 ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან, იანვარი, 2010 373 ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან, თებერვალი, 2010 374 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, თებერვალი, 2010 375 ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან, თებერვალი, 2010
114
ევროპის საზღვრები უფრო ცივილიზაციური და კულტურულია, ფიქრობს შალვა
ნათელაშვილი. მისთვის აშშ-ში ან კანადაში მცხოვრები ადამიანიც ევროპელია. ევროპა
ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს
და არა გეოგრაფიულ კატეგორიებს“ - აღნიშნავს ნესტან კირთაძე.376
ვიქტორ დოლიძე („ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“) მიიჩნევს, რომ
ისტორიულმა გარემოებებმა საქართველო მოწყვიტა ევროპასთან სრულ ინტეგრაციას,
მაგრამ მისკენ სწრაფვა მაინც მთავარი ამოცანაა საბჭოთა კავშირის დაშლისა და
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. “ევროპა ჩვენ სწრაფვას პოზიტიურად უყურებს,
მაგრამ ჩვენი მხრიდან ამ ყველაფერს პრაგმატული ნაბიჯები სჭირდება. ჩვენზეა
დამოკიდებული, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე
საქართველოსადმი ნდობა შემცირებულია“ - აღნიშნავს დოლიძე.377 ირაკლი ალასანია
ფიქრობს, რომ ევროპის საზღვრები უფრო პოლიტიკურ-ეკონომიკურია, ვიქტორ
დოლიძე კი ამატებს, რომ საზღვრები გეოგრაფიულიცაა, მაგრამ ხმელთაშუა და შავი
ზღვისპირეთი სამხრეთ-აღმოსაველთ ევროპის ნაწილია.
ლევან როინიშვილი („მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“) მიიჩნევს, რომ
საქართველო არ არის ვეროპის ნაწილი მთელი რიგი პარამეტრების მიხედვით,
მაგალითად როგორიცაა დემოკრატია და მშპ(მთლიანი შიდა პროდუქტი) ერთ სულ
მოსახლეზე. პეტრე მამრაძის აზრით, საქართველო ევროპაა საბაზისო ღირებულებებით
და კულტურის ფართო გაგებით. ის ამბობს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში
საქართველოში მომუშავე თუ ჩამოსული უცხოელი დიპლომატები აღნიშნავდნენ, რომ
საქართველო ევროპის ნაწილია. როინიშვილი ფიქრობს, რომ ევროპის ჩამოყალიბება
თავიდან გეოგრაფიული საზღვრებით დაიწყო, მაგრამ ახლა იგი პოლიტიკური და
ეკონომიკური პარამეტრებით განისაზღვრება. პეტრე მამრაძისთვის ევროპის საზღვრები
უფრო პოლიტიკური და კულტურულია.
376 ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან, თებერვალი, 2010 377 ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან, თებერვალი, 2010
115
ნინო ბურჯანაძე („დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“) მიიჩნევს, რომ
საქართველოს სურს და აქვს კიდეც იმის პოტენციალი, რომ ევროპული ოჯახის წევრი
გახდეს. ვახტანგ ყოლბაია დასძენს, რომ ევროპული საზოგადოებისთვის
დამახასიათებელი ღირებულებები დღესდღეობით საქართველოში
უარყოფილია(მაგალითად მოჰყავს ადამიანის უფლებების უპატივცემულობა,
დაუბალანსებელი ხელისუფლება, დაუბალანსებელი საგარეო პოლიტიკა და ა.შ.)
კახა კუკავას აზრით, ევროპა ქრისტიანული კულტურაა და შესაბამისად ჩვენც მის
საზღვრებში შევდივართ. პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობის
დიდ ნაწილს სურს დემოკრატიის მშენებლობა ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან
განსხვავებით. სწორედ ეს ხდის საქართველოს ევროპის ნაწილად. ზვიად ძიძიგური
ნაწილობრივ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამბობს, რომ საქართველო არც ევროპაა და
არც აზია. მენტალურად ჩვენ ვართ კავკასიელები, ამბობს იგი, მაგრამ ევროკავშირი
მენტალობის გამო წევრად არ მიგიღებს, იგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს.
კახა კუკავასთვის ევროპა კონცეფციაა და მისი საზღვრები კვეთს იმ ტერიტორიებს,
სადაც ცხოვრების კონკრეტულ წესს იზიარებენ. ბიძინა გუჯაბიძეც ეთანხმება იმ აზრს,
რომ ევროპა კულტურისა და მენტალობის მიხედვით უნდა განისაზღვროს. ზვიად
ძიძიგური ფიქრობს, რომ ევროპა რეალურ თვითმმართველობას, პრესის
თავისუფლებას, ადამიანის უფლებების და შეზღუდვების და ბალანსის დაცვას
გულისხმობს.
ნიკა ლალიაშვილი („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“) აღნიშნავს, რომ
საქართველო ევროპაა, რადგანაც იგი ქრისტიანული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი
ნაწილია. ქართველი ერი ჰუმანისტია, რაც ქრისტიანობის შედეგია და იგი მუდმივად
ევროპისკენ ისწრაფვის. გიორგი რუხაძე აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია
გეოგრაფიულად, რელიგიურად და კონცეპტუალურად, თუმცა განვითარების ამ
დონით იგი ევროპული ოჯახის წევრი ვერ გახდება. მისი თქმით, გეოგრაფიული
116
საზღვრები არ არის ზუსტი. “ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ არის თუ არა ევროპა
საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, მაგრამ არავინ დავობს იმაზე, რომ ერაყი
ევროპა არ არის. ევროპა ჩამოყალიბდა როგორც ტერიტორიული ერთეული საერთო
კონცეფციაზე დაფუძნებით და რელიგია ერთ-ერთი გამაერთიანებელი ფაქტორია.
ევროპა ქრისტიანული სამყაროა, მაგრამ სხვა რელიგიური ჯგუფების უფლებებიც ასევე
დაცულია. ევროკავშირის ქვეყნებში სეკულარიზმის მიუხედავად, გაუჭირდება
რომელიმე დიდ მუსულმანურ ქვეყანას ევროკაშვირის წევრი გახდეს. მე არ ვამბობ, რომ
თურქეთს არ შეუძლია ევროპასთან ინტეგრირება რელიგიის გამო, მაგრამ რელიგიური
განსხვავებულობა ერთ-ერთი არაფორმალური მიზეზია. ამასთან, არც ერთი ევროპელი
ლიდერი არ იტყვის საჯაროდ, რომ რელიგია ერთ-ერთი ფაქტორია“ - აღნიშნავს რუხაძე.
ყველა პოლიტიკური პარტია თანმხდება იმაზე, რომ კონფლიქტების მოგვარების
პროცესს დიდად შეუწყობს ხელს ევროკაშვირის მეტი ჩართულობა. ოპოზიციის
ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის იგნორირება არ შეიძლება და პირდაპირი
დიალოგი დე-ფაქტო ხელისუფლებებთან რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე
წარმოუდგენელია.
ზოგადად, გაცნობიერებულია, რომ აფხაზეთის და ოსეთის კონფლიქტების მოგვარება
გრძელვადიანი პერსპექტივაა. ზოგიერთი პოლიტიკოსი ამაზე ღიად საუბრობს.
მაგალითად ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ „ჩვენ თვალებში უნდა შევხედოთ
რეალობას, უახლოეს წლებში აფხაზეთის და ოსეთის პრობლემების მოგვარება სავსებით
არარეალისტურია... ჩვენი ამოცანა უპირველეს ყოვლისა ისაა, რომ დავუბრუნდეთ იმ
მდგომარეობას, რაც აგვისტოს ომამდე გვქონდა და მერე ვისაუბროთ
სტაბილურობაზე.”386
386 ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, ავტორი სოფო ჭაავა, „ცხელი შოკოლადი“, 1 აპრილი, 2009, http://shokoladi.ge/node/447
123
გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ „მთავარი მიზანია რუსეთს ნებისმიერ საერთაშორისო
ორგანიზაციაში თუ დიპლომატიურ არენაზე დისკომფორტი შევუქმნათ, საქართველოს
მიმართ ჩადენილი უსამართლობის და საერთაშორისო ნორმების დარღვევის
პასუხად.”387 მისი აზრით, ევროპული საზოგადოების მოდელი საქართველოში
დაარწმუნებს იმ უმცირესობებს, რომლებიც ჯერ კიდევ ესწარფვიან გამოყოფას, დარჩნენ
საქართველოში.388 მსგავს შეხედულებებს გამოთქვამენ რესპუბლიკელებიც. მათი თქმით,
ევროინტეგრაცია „ერთიანი საქართველოს კონტექსტში აფხაზეთის პრობლემის
მოგვარების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. „ერთად ევროპაში“ - აფხაზური
საზოგადოებისთვის მისაღები ლოზუნგია, ევროპას კი მსგავსი ტიპის პრობლემების
მოგვარების საუკუნოვანი გამოცდილება აქვს“.389
„ჩვენი საქართველო- თავისუფალი დემოკრატები“ ემხრობიან კონფლიქტური
რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, ადამიანის უფლებების დაცვაში კი
საერთაშორისო ორგანიზაციების(გაეროს უსაფრთხოების საბჭო, გენერალური ასამბლეა
და სპეციალური სააგენტოები, ევროკავშირი და ეუთო) ჩართულობას უჭერენ მხარს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი
განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ამ თვალსაზრისით. მათი მიზანია, მიაღწიონ
„ევროკავშირის სამშვიდობო მისიის მანდატის გაფართოებას მთელი საქართველოს
ტერიტორიაზე“, ასევე შეინარჩუნონ ევროკავშირის არაღიარებითი პოლიტიკა
სეპარატისტული რეგიონების მიმართ.390 დავით გამყრელიძე მხარს უჭერს
„ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების და სხვა საერთაშორისო, სამთავრობო თუ
არასამთვარობო ორგანიზაციების მონაწილეობას კონფლიქტის მოგვარების
პროცესში.”391
387 ტელეკომპანია „იმედი“, 24 იანვარი, 2009 388 ინტერვიუ „დოიჩე ველესთან“, გლობალური მედიაფორუმი ბონში, 4 ივნისი, 2009, ელექტრონული
ვერსია იხ: t http://www.dw-world.de/dw/article/0,,4303189,00.html 389წინასარჩვენო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, „რესპუბლიკური პარტია“, 2008, გვ.17 390 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის პროცესში ევროკავშირის როლის გაძლიერება 391 დავით გამყრელიძის საარჩვენო პროგრამა, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, 2007, გვ. 7
124
ქრისტიან-დემოკარტების ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ „ამ ეტაპაზე
ერთადერთი გამოსავალი საერთაშორისო ორგანიზაციების მეტი ჩართულობა, მათი
მხრიდან უფრო მკაცი შეფასებები, საქართველოს მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური
კავშირის გაწყვეტაა.392 ამის საწინააღმდეგოდ, შალვა ნათელაშვილი(„ლეიბორისტული
პარტია“) ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო რეაქციას და მიაჩნია, რომ
„საერთაშორისო კონფერენციები ვერ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის კონფლიქტებს…
მაგალითად, ჟენევის კონფერენცია სავსებით უსარგებლოა. ეს არის შეხვედრა,
რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. მინდა შეგახსენოთ, რომ 1998 წლიდან
მოყოლებული პალესტინის საკითხზე რეგულარულად იმართება კონფერენცია.”393
აგვისტოს ომამდე „ლეიბორისტული პარტია“ კონფლიქტების მოგვარებას რუსეთთან
ურთიერთობის ნორმალიზებში ხედავდა.394 ეს არ ეწერა პარტიის დოკუმენტებში, მაგრამ
სიტყვიერი განცხადებებისას „ლეიბორისტული პარტია“ რუსეთს ასახელებდა
კონფლიქტების მოგვარების მთავარ გარანტორად.395
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიჩნევენ, რომ ნატოსთან დაახლოვება
და აშშ-ს და სხვა მეგობარი ქვეყნების მეტი ჩართულობა ხელს შეუწყობს
სეპარატისტული რეგიონების საქართველოსთან რეინტეგრაციას. აკაკი მინაშვილი და
გიორგი კანდელაკი მიიჩნევენ, რომ საქართველოს განვითარების გაგრძელება და
ევროპის ზეწოლა რუსეთზე სტრატეგიის სწორი მიმართულება იქნება. „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა აზრით, განსაკუთრებული ყურადღება
უნდა დაეთმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდის სწორ შეფასებას და
ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა უფლებების დაცვას.396
სოციალ-დემოკრატი გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ ყველაზე ეფექტიანი სტრატეგია
ევროკავშირთან ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება იქნება, რაც 392 კავკას-პრესი, 26 აგვისტო, 2008 393 პრაიმ-ნიუსი, (საქართველო), 16 ოქტომბერი, 2008 394 რუსეთი და დსთ, ყოველკვირეული სამხედრო გამოცემა, ინტერფაქსი, 30 ნოემბერი, 2007 395 რუსთავი 2, თბილისი, 5 მაისი, 2008 396 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები, საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის პროცესში ევროკავშირის როლის გაძლიერება
125
ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორებადაა მიჩნეული. იგი არ ფიქრობს, რომ ნატო
კონფლიქტების მოგვარების ხელშემწყობ ფაქტორად გამოდგება, შესაძლოა
კონფრონტაციაც კი გამოიწვიოს. მსგავსად იგი ამტკიცებს, რომ 20 წლიანი
გამოცდილების მიხედვით, აშშ-ს პოლიტიკას წვლილი არ შეუტანია რეგიონში
სტაბილურობის დამყარებისთვის. მიუხედავად ამისა, საქართველოს არასოდეს
უარყვია აშშ-ს როლი და მხოლოდ პარალელურად ცდილობდა ევროპა მეტად ჩაერთო
ამ პროცესში. გია ჟორჟოლიანი და გელა ბანძელაძე ისურვებდნენ გერმანიის და
საფრანგეთის მეტ ჩართულობას და აღნიშნავენ, რომ დიალოგის საუკეთესო ფორმატი
დე-ფაქტო ხელისუფლებებთან პირდაპირი ურთიერთობა და სახალხო დიპლომატია
იქნება. ჟორჟოლიანის თქმით, დიალოგი დე-ფაქტო ხელისუფლებებთან და
მოლაპარაკება რუსეთთან ერთმანეთანაა კავშირში და ერთდროულად უნდა
ირაკლი ალასანიას აზრით, „ჩვენ უნდა აღვადგინოთ დიალოგი აფხაზებთან და
ოსებთან“397 მიუხედავად კომუნიკაციის სირთულისა აგვისტოს ომის შემდეგ.398
“დიალოგის დაწყება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“ - ასევე პრიორიტეტულია
დავით გამყრელიძისთვის(„ახალი მემარჯვენეები“).399 სოციალ-დემოკრატები
ეთანხმებიან „აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტების უპირობო აღდგენის
397 ინტერფაქსი, რუსეთი და დსთ, დიპლომატიური პანორამა, 12 მარტი, 2009 398 ირაკლი ალასანია, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“, გამოსვლა „საგარეო პოლიტიკის
ცენტრში“, „საქართველოზე ფოკუსით“ პარლამენტი, ვესტმინსტერი, 16 სექტემბერი, 2009,
ელექტრონულად იხ: http://www.youtube.com/watch?v=htLM7ckNAfM (საქართველოს საერთაშორისო
მედიაცნეტრი, 2009). 399 დავით გამყრელიძის საარჩევნო პროგრამა, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, 24 ნოემბერი,
2007, გვ. 7
131
აუცილებლობას ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში”.400
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ასევე ფიქრობს, რომ “სახალხო
დიპლომატიის ნებისმიერი ფორმის (პირადი, ეკონომიკური, კულტურული,
საგანმანათლებლო, მედია თუ სხვა სახის კონტაქტები) წახალისება
მნიშვნელოვანია.“კონფლიქტები უნდა მოგვარდეს იმაზე ფოკუსირებით, რაც
გვაერთიანებს და გვაკავშირებს და არა იმ ფაქტებზე კონცენტრირებით, რაც
ერთმანეთთან გვაშორებს“- აღნიშნულია პარტიის პროგრამაში.401
რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ ნდობის აღდგენა მათავარი საკითხია. ვერაფერს
მივაღწევთ ხელისუფლების სტრატეგიით, რომელიც ფოკუსირებულია სამ თვეში
ერთხელ სამშვიდობო ინიციატივებზე, “იარაღის ჟღარუნის” პოლიტიკის
განხორციელებაზე და შიდამოხმარებისთვის გამიზნულ აგრესიულ რიტორიკაზე.402
ლევან ვეფხვაძე(„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“) მიიჩნევს, რომ „ლტოლვილები
აქტიურად უნდა იყვნენ ჩაბმულნი მოლაპარაკებების პროცესში, მათ შეუძლიათ
კონტაქტების აღდგენა ძველ მეგობრებთან და ნათესავებთან სახალხო დიპლომატიის
მეშვეობით და აფხაზების დარწმუნება იმაში, რომ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება
მთავარი გარანტიაა.“403
ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ „ახლა ვერ შევძლებთ აფხაზებთან და სამხრეთ
ოსებთან პოლიტიკურ სტატუსზე დალაპარაკებას, პირველ რიგში ნდობა უნდა
დავიბრუნოთ.” მათთან ნდობის აღდგენა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების
პარალელურად უნდა მოხდეს. “რთული იქნება ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი
პრობლემების გადაწყვეტა, და კიდევ უფრო წარმოუდგენელი ქვეყნის გამთლიანება,
რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე“, აღნიშნავს ნოღაიდელი. „ჩვენ 400 „სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს განვითარებისთვის, პროგრამის პრინციპები,
გვ.14-15 401 “საქართველოს ეროვნული კონცეფცია“, ძირითადი მიმართულებები, „დემოკრატიული მოძრაობა-
ერთიანი საქართველო“, ნოემბერი, 2009 402 დავით უსუფაშვილი, ტოკ შოუ „დღის კომენტარი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 30 აპრილი, 2008 403 „რუსთავი-2“, თბილისი, 5 მაისი, 2008
132
აფხაზებთან და ოსებთან და არა რუსეთთან უნდა ვისაუბროთ ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენაზე, მაგრამ დიალოგს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი თუკი
რუსეთთან არ ვიქნებით კონფრონტაციაში. მოლაპარაკება ყოველგვარი წინაპირობის
გარეშე უნდა დაიწყოს.”404
ირაკლი ალასანია ასევე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სტატუსის საკითხი ახლა
გვერდით უნდა გადავდოთ. მისი აზრით, „ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი არა ამ
რეგიონების პოლიტიკურ სტატუსზე, არამედ ხალხთა შორის კავშირების აღდგენაზე. ეს
კი მიღწევადია ევროპული სტრუქტურების მიერ დაფინანსებული საერთო
ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა ტიპის პროექტების მეშვეობით.”405 „სოციალ-
დემოკრატიული მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის
შესახებ მორატორიუმი მისაღებია. ეს დისკუსია ეფექტიანი იქნება მხოლოდ „აფხაზებს,
ოსებს და ქართველებს შორის ნდობის აღდგენის შემდგომ.“406
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს
დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება და პროგრესი ევროპასა და ევრო-
ატლანტიკურ სტრუქტურებში ხელს შეუწყობს საქართველოს რეინტეგრაციის
პროცესს.407 „ახალი მემარჯვენეები“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღებს
ქვეყნის ეკონომიკურ ძლიერებაში ხედავენ.408 ირაკლი ალასანია („ჩვენი საქართველო-
თავისუფალი დემოკრატები“) მიიჩნევს, რომ „ვაჭრობითა და წახალისებითი
მოტივებით, ჩვენ აფხაზებსა და ოსებს რუსეთის ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ.”409
იგი ხაზს უსვამს აფხაზებთან ურთიერთობის წარსულ გამოცდილებას პრეზიდენტის
წარმომადგენლის სტატუსით და აღნიშნავს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზი და
404 ინტერფაქსი: რუსეთი და დსთ, დიპლომატიური პანორამა, 29 ოქტომბერი, 2009 405 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, „კომერსანტი“, 22 ივლისი, 2009, ელექტორნულად იხ: http://www.kommersant.ru/doc.aspx?DocsID=1208084 406 „სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს განვითარებისთვის, პროგრამის პრინციპები, გვ.
14-15 407„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები 408 დავით გამყრელიძე, პრეზენტაცია საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პროგრამა „პრაიმ ტაიმი“,
„რუსთავი-2“, 12 დეკემბერი, 2007 409ირაკლი ალასანია, „გზა აფაზებისკენ, ოსებისკენ და ქართველებისკენ“, „გარდიანი“ 25 სექტემბერი, 2009
133
ოსი ხალხისთვის იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს შემადგენლობაში და
საერთო ევროპულ სამეზობლოში უკეთ იგრძნობენ თავს, ვიდრე რუსეთის სამხედრო
წნეხის ქვეშ.”410 “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ
„კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით პირველი ნაბიჯი ახალგორის და გალის
რაიონის და კოდორის ხეობის დემილიტარიზაციაა. ამ რეგიონებში საერთაშორისო
პოლიციური ძალები უნდა განთავსდნენ. ამას უნდა მოჰყვეს ხალხის უსაფრთხოდ
დაბრუნება და საერთაშორისო მხარდაჭერით ერთობლივი ეკონომიკური პროექტების
განხორციელება.”411 ზურაბ ნოღაიდელის აზრით, მნიშვნელოვანია „აფხაზ, ოს და
ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის, ეკონომიკური და სატრასნპორტო
410 ირაკლი ალასანია, „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“, გამოსვლა „საგარეო პოლიტიკის
ცენტრში“ - „საქართველოზე ფოკუსით“, პარლამენტი, ვესტმინსტერი, 16 სექტემბერი, 2009,
ელექტრონულად იხ: http://www.youtube.com/watch?v=htLM7ckNAfM (საქართველოს საერთაშორისო
მედიაცენტრი, 2009) 411 „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, პარტიის პროგრამა, გვ.13 412 ინტერფაქსი: რუსეთი და დსთ, დიპლომატიური პანორამა, 29 ოქტომბერი, 2009
დისკურსის დონეზე კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზა ერთადერთი
ალტერნატივაა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვრიცხოთ პრობლემის
სამხედრო გზით გადაწყვეტა, აღნიშნავს ნოღაიდელი.413 რესპუბლიკელების აზრით,
კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება მოგვარდეს.414 ირაკლი ალასანია
(„თავისუფალი დემოკრატები“) ფიქრობს, რომ ამ პრობლემას არ გააჩნია „სამხედრო
გადაწყვეტა“.415 სოციალ-დემოკრატები ასევე აღნიშნავენ, რომ „უარყოფილ უნდა იქნას
ძალის გამოყენება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.”.416
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველომ
მხოლოდ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში უნდა დაიცვას თავი, მაგალითად თუკი
413 ნოღაიდელის ციტატა „ვაშინგტონ პოსტიდან“, თავდაცვა და უსაფრთხოება, 30 ნოემბერი, 2009 WPS 414 წინასაარჩვენო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, „რესპუბლიკური პარტია“, თბილისი, 2008,
გვ.13-15 415 ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან,“კომერსანტი“, 22 ივლისი, 2009, ელექტრონული ვერსია იხ: http://www.kommersant.ru/doc.aspx?DocsID=1208084 416 სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის, პროგრამის ძირითადი პრინციპები, გვ.14-15
141
რუსეთი გადმოკვეთს წითელ ხაზს და ადგილი ექნება კიდევ ერთ ეთნიკურ წმენდას,
დავუშვათ გალის რაიონში. ალასანია ეთანხმება, რომ თუკი გალში საქართველოს
მოქალაქეებს საფრთხე დაემუქრებათ, საქართველომ უნდა დაიცვას საკუთარი
ინტერესები სამხედრო პოტენციალის გამოყენებითაც კი.
ძალის გამოყენება მიუღებელია რესპუბლიკელებისთვის ნებისმიერ კონტექსტში. დავით
ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ „ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმ დროზე, როდესაც
მოგვეცემა იარაღის ჟღარუნის შანსი.” პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ნებისმიერი
სამხედრო ოპერაცია მარცხისთვისაა განწირული. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ
ტერიტორიებზე როგორ გადავწონოთ რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნის საჭიროება
ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით. დავით უსუფაშვილის აზრით, კონფრონტაციის
უწინდელი პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა და საქართველოს მანამ უნდა აეღო
ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება თავზე, სანამ ამას აიძულებდნენ.
დავით გამყრელიძე და „ახალი მემარჯვენეების“ სხვა ლიდერები არ ეთანხმებიან ძალის
გამოყენების პოლიტიკას. “სამწუხაროდ, ეს იდეა საკმაოდ პოპულარული იყო ხალხში
და სახელისუფლო პროპაგანდის ბრალია იმ უსაფუძვლო იმედის ჩასახვა, რომ
ძალისმიერი გზით შესაძლებელია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” -
აღნიშნავს იგი.
მსგავსად, სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც გამორიცხავენ ძალის
გამოყენებას ნებისმიერ ვითარებაში. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ პრობლემის
სამხედრო გზით მოგვარების მცდელობა საბოლოოდ დაანგრევს ხიდს აფხაზებთან და
ოსებთან და საქართველო ვერაფერს მოიგებს ამით. მისი თქმით, ცნება „ეროვნული
თანხმობა“ პოლიტიკური დიალოგის და დიპლომატიის მეშვეობით უნდა იქნას