Top Banner
თემა N14 - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები 3.2. დავის განხილვის ალტერნატიული საშუალებები - ნინო ლიპარტია ................................. 2 3.2.1. არბიტრაჟი ................................................................................................................................ 2 3.2.1.1. საარბიტრაჟო შეთანხმება ............................................................................................... 2 3.2.1.2. საარბიტრაჟო წარმოება ................................................................................................... 4 3.2.1.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება .......................................... 7 3.2.1.4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება ............................................................... 12 3.2.2. მედიაცია ................................................................................................................................. 12 3.2.2.1. სასამართლო მედიაცია ................................................................................................. 15 3.2.2.2. კერძო მედიაცია .............................................................................................................. 16 3.2.2.3. სანოტარო მედიაცია ...................................................................................................... 17 3.2.2.3.1. სამართლებრივი მოწესრიგება ............................................................................... 17 3.2.2.3.2. პროცედურა ............................................................................................................... 17
18

თემა N14 - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები · თემა n14 - დავის...

Feb 08, 2021

Download

Documents

dariahiddleston
Welcome message from author
This document is posted to help you gain knowledge. Please leave a comment to let me know what you think about it! Share it to your friends and learn new things together.
Transcript
  • თემა N14 - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები

    3.2. დავის განხილვის ალტერნატიული საშუალებები - ნინო ლიპარტია ................................. 2

    3.2.1. არბიტრაჟი ................................................................................................................................ 2

    3.2.1.1. საარბიტრაჟო შეთანხმება ............................................................................................... 2

    3.2.1.2. საარბიტრაჟო წარმოება ................................................................................................... 4

    3.2.1.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება .......................................... 7

    3.2.1.4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება ............................................................... 12

    3.2.2. მედიაცია ................................................................................................................................. 12

    3.2.2.1. სასამართლო მედიაცია ................................................................................................. 15

    3.2.2.2. კერძო მედიაცია .............................................................................................................. 16

    3.2.2.3. სანოტარო მედიაცია ...................................................................................................... 17

    3.2.2.3.1. სამართლებრივი მოწესრიგება ............................................................................... 17

    3.2.2.3.2. პროცედურა ............................................................................................................... 17

  • 3.2. დავის განხილვის ალტერნატიული საშუალებები - ნინო ლიპარტია

    3.2.1. არბიტრაჟი

    მსოფლიოში არსებულმა გლობალიზაციის პროცესმა ისევე, როგორც ეკონომიკური

    ურთიერთობების განვითარებამ გავლენა იქონია კერძოსამართლებრივი დავების

    განხილვის ფორმებსა და წესებზე. იმისათვის, რომ საერთაშორისო ბაზრის

    ფუნქციონირება იყოს ეფექტური, შეიქმნა დავების გადაწყვეტის ისეთი მექანიზმები,

    რომლებიც მისაღები იყო სხვადასხვა სამართლის სისტემის სუბიექტებისათვის1.

    დავის გადაწყვეტის ყველაზე პოპულარული ალტერნატიული საშუალებებია:

    არბიტრაჟი და მედიაცია.

    დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების უმთავრესი პრინციპი მხარეთა

    ავტონომიურობაა. მხარეები საკუთარი ნებით ირჩევენ დავის გადაწყვეტის გზას და

    ითვალისწინებენ შეთანხმების სავალდებულო შედეგებს. დავის გადაწყვეტის

    ალტერნატიული საშუალებების გამოყენების უმთავრესი საფუძველია დავის

    შემჭიდროვებულ ვადაში გადაწყვეტისა და საქმისწარმოების ხარჯების შემცირების

    შესაძლებლობა. ამასთან, როგორც წესი, საქმე განიხილება დახურულ სასამართლო

    სხდომაზე, რაც კონფიდენციალობის ერთ-ერთი გარანტიაა. როდესაც მხარეები

    თავიანთი დავის გადასაწყვეტად ირჩევენ არბიტრაჟს, ამით ისინი გამოხატავენ ნებას,

    უარი თქვან სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სასამართლო ხელისუფლებაზე და

    მის ნაცვლად მიმართონ დავის გადაწყვეტის კერძო საშუალებას. შესაბამისად,

    მხარეთა ლეგიტიმური მოლოდინია, რომ მათ დავას განიხილავს მხარეთა მიერ

    არჩეული არბიტრ(ებ)ი, რომლის გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და არ

    დაექვემდებარება სასამართლოს მიერ გადასინჯვას.2

    3.2.1.1. საარბიტრაჟო შეთანხმება

    საქართველოში არბიტრაჟის განვითარება 1997 წელს „კერძო არბიტრაჟის შესახებ“

    საქართველოს კანონის საფუძველზე დაიწყო. 2009 წელს მიღებული იქნა ახალი

    „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვით, „არბიტრაჟი

    1ლიპარტია ნ., საარბიტრაჟო შეთანხმების ფორმის ნაკლი და მისი სამართლებრივი შედეგები,

    მართლმსაჯულება და კანონი, #4 (15). 2 ტყემალაძე ს., "საჯარო წესრიგი", როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თუ მის

    ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი (ქართული პრაქტიკის მოკლე

    მიმოხილვა)(ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა), 2013, 15.

  • უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის

    ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის“.

    შესაბამისად, კანონმა არბიტრაჟს მხოლოდ კერძო ხასიათის ქონებრივი დავების

    განხილვის უფლებამოსილება მიანიჭა. იმისათვის, რომ დავა გადასაწყვეტად

    გადაეცეს არბიტრაჟს, აუცილებელია საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა.

    საარბიტრაჟო შეთანხმება წარმოადგენს კერძოსამართლებრივ შეთანხმებას, მხარეთა

    სამოქალაქოსამართლებრივ გარიგებას მხარეთა საპროცესო ურთიერთობის ფორმის

    არჩევის შესახებ. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით,

    „საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან,

    განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც

    წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა

    სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.“3 საარბიტრაჟო შეთანხმება

    შეიძლება დაიდოს: კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ მხარეთა

    შორის დადებულ ხელშეკრულებაში არსებული საარბიტრაჟო დათქმის სახით და,

    მითითებულ ხელშეკრულებაში ასეთი დათქმის არარსებობისას, ცალკე შეთანხმების

    სახით.4 ამასთან, სავალდებულო არ არის ხელშეკრულების კლასიკური ფორმა,

    როდესაც ორივე მხარე აწერს ხელს ერთ დოკუმენტს. იგი უნდა გაფორმდეს

    წერილობით, ისე რომ მისი შინაარსი დაფიქსირებული უნდა იყოს ნებისმიერი

    ფორმით.5 ასევე, საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს დაიდოს

    ელექტრონული შეტყობინებების და საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო

    შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ

    უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას. „უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო

    გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ“ 1958 წლის ნიუ-იორკის

    კონვენცია წერილის ან ტელეგრამის გაცვლით დადებულ შეთანხმებას იცნობს.

    ამგვარი ჩანაწერის გარდა, კომუნიკაციის სხვა საშუალებით დადებულ შეთანხმებაზე

    კონვენცია სხვა დამატებით განმარტებას არ შეიცავს. სავაჭრო ურთიერთობის

    განვითარებისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების პრაქტიკაში

    ინტენსიურმა გამოყენებამ გამოიწვია შეთანხმების სხვადასხვა სახით არსებობის

    შესაძლებლობა. ნიუ-იორკის კონვენცია არ ითვალისწინებდა თანამედროვე

    3 „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილი. 4 თითბირიძე გ., საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ კომენტარი, 2017, 35. 5 თითბირიძე გ., საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ კომენტარი, 2017, 37.

  • სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით დადებული შეთანხმების არსებობის

    შესაძლებლობას.6

    2006 წელს, UNCITRAL-ის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა „ელექტრონული

    ვაჭრობის შესახებ“ მოდელური კანონი. ელექტრონული ფორმით დადებული

    საარბიტრაჟო შეთანხმების დროს მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი: 1.

    ელექტრონული ხელმოწერის არსებობა; 2. საინფორმაციო შეტყობინების სახით

    გაცვლილი შეთანხმების ნამდვილობა. ელექტრონული ფოსტის (E-mail) მეშვეობით

    დადებული ხელშეკრულება შესაძლებელია ითვალისწინებდეს საარბიტრაჟო

    შეთანხმებას. აღნიშნული აკმაყოფილებს კონვენციის მე-2 მუხლით

    გათვალისწინებულ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია საარბიტრაჟო

    შეთანხმების წერილობითი ფორმით დადება.7

    მნიშვნელოვანია ხელმოწერის არსებობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით

    დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში. ელექტრონული ხელმოწერა ეფუძნება

    წყვილი, ღია და დახურული, გასაღებების (საჯარო და პირადი გასაღებების)

    გამოყენებას. პირადი გასაღები მხოლოდ ხელმომწერისათვის არის ცნობილი, ხოლო

    საჯარო გასაღებით ხდება გაგზავნილი ხელმოწერის დადასტურება. ამ დროს პირს,

    რომელსაც აქვს საჯარო გასაღები შეუძლია ზუსტად განსაზღვროს: ა) მოხდა თუ არა

    ტრანსფორმაცია პირადი გასაღების გამოყენებით, რომელიც შეესაბამება ხელმომწერი

    პირის საჯარო გასაღებს; ბ) მოხდა თუ არა საწყისი ელექტრონული ჩანაწერის შეცვლა

    მას შემდეგ, რაც შესრულდა ტრანსფორმაცია. მრავალი ქვეყნის კანონმდებლობით,

    ელექტრონული ხელმოწერა გათანაბრებულია წერილობით ხელმოწერასთან და

    სასამართლოში მტკიცებულების ძალა აქვს. შესაბამისად, ამგვარი ხელმოწერის

    არსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო შეთანხმება ნამდვილია და ექვემდებარება

    ცნობასა და აღსრულებას ნიუ-იორკის კონვენციის შესაბამისად.8

    3.2.1.2. საარბიტრაჟო წარმოება

    საარბიტრაჟო წარმოება იწყება მხარის მიერ არბიტრაჟისთვის მიმართვით.

    „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი მას საარბიტრაჟო სარჩელს უწოდებს,

    6 ლიპარტია ნ., საარბიტრაჟო შეთანხმების ფორმის ნაკლი და მისი სამართლებრივი შედეგები,

    მართლმსაჯულება და კანონი, #4 (15), 129. 7 Kubicova G., Electronic Form of Arbitration Agreement, 19. 8ზამბახიძე თ., ელექტრონული ვაჭრობის სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლები,

    (პრობლემები და პერსპექტივა), ქართული სამართლის მიმოხილვა, 8/2205-1/2, 108.

  • რომელიც ეგზავნება მოპასუხე მხარეს შესაგებლის წარმოსადგენად. საქმე შეიძლება

    განიხილოს ერთმა ან რამდენიმე არბიტრმა. ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის

    საბჭოს (IBA) მიერ 2010 წლის ოქტომბერში დამტკიცებული “საერთაშორისო

    საარბიტრაჟო დათქმების შედგენის შესახებ” სახელმძღვანელო პრინციპების (მე-5

    სახელმძღვანელო პრინციპი) რეკომენდაციის თანახმად, მხარეები არ უნდა

    შეთანხმდნენ არბიტრთა ლუწ რაოდენობაზე.9 მათი რაოდენობა, წევრებისა და

    თავმჯდომარის დანიშვნის წესი განისაზღვრება მხარეების მიერ. მათი თანხმობის

    არარსებობის შემთხვევაში არბიტრაჟი უნდა შეიქმნას სამი არბიტრის

    შემადგენლობით და თავმჯდომარე აირჩევა შემდეგნაირად: ა) სამი არბიტრისაგან

    შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და

    დანიშნული ორი არბიტრი - არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ ერთ-ერთი მხარე არ

    დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში ან თუ

    ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 30 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე

    არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს

    ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში, ბ) ერთი

    არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან

    არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს

    ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

    არბიტრად დანიშვნისათვის აუცილებელია ამ პირის თანხმობა და მხარეთა

    მოთხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების

    დაწყებამდე მხარეებს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და

    არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ.

    არბიტრის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა მიერ

    შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. არბიტრად არ შეიძლება დაინიშნოს

    პირი, რომელიც არის ა) შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები, თუ

    სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ბ) სახელმწიფო

    მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური

    თანამდებობის პირი ან საჯარო მოსამსახურე; გ) მსჯავრდებული დანაშაულის

    ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს.10 სხვა შემთხვევაში

    დაუშვებელია პირს აეკრძალოს არბიტრად დანიშვნა.

    9 თითბირიძე გ., საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ კომენტარი, 2017, 45. 10 „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი N1280, 19/06/2009 მე-11 მუხლი.

  • არბიტრი დავის განხილვის მიზნით ამზადებს საქმეს, უგზავნის მხარეებს საქმის

    მასალებს და ატყობინებს მათ სხდომის თარიღს. არბიტრი უფლებამოსილია

    დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა, თუმცა დავას არსებითად განიხილავს მთავარ

    სხდომაზე. მხარეები ვალდებულნი არიან არბიტრაჟში წარმოადგინონ ყველა

    მტკიცებულება, რომელზედაც ამყარებენ თავიანთ პოზიციას. მათ შორის

    წერილობითი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნა, მოითხოვონ მოწმის

    დაკითხვა და აშ. არბიტრი ვალდებულია მხარეთათვის უზრუნველყოს თანაბარი

    საპროცესო უფლებები.

    სხდომაზე არბიტრი უსმენს პროცესის ყველა მონაწილეს, შეაფასებს წარმოდგენილ

    მტკიცებულებებს და მისი დასრულების შემდგომ იღებს საბოლოო

    გადაწყვეტილებას.

    საარბიტრაჟო სხდომები დახურულია, ხოლო არბიტრაჟის წევრი ვალდებულია

    დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის

    კონფიდენციალურობა. მხარეთა შეთანხმებით, ასევე შესაძლებელია განსაზღვრული

    იყოს საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, ჩატარდეს თუ არა ზეპირი განხილვა, იყოს თუ

    არა განხილვა დახურული.

    არბიტრაჟის ერთ-ერთი უპირატესობა დავის სწრაფად განხილვის შესაძლებლობაა.

    საქმის განხილვის ვადები არბიტრაჟის დებულებით ან მხარეთა შეთანხმებით

    განისაზღვრება. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ვადებს ადგენს

    კანონი. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია, რომ

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის

    დაწყებიდან 180 დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ვადა

    შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით. ბუნებრივია, ასეთი

    გაგრძელება ობიექტური აუცილებლობით უნდა იყოს ნაკარნახევი. ამასთანავე უნდა

    აღინიშნოს, რომ სავალდებულო არ არის გადაწყვეტილების გამოტანა აუცილებლად

    180-ე დღეს და რომ არბიტრაჟი უფლებამოსილია საბოლოო საარბიტრაჟო

    გადაწყვეტილება გამოიტანოს უფრო ადრეც, ნებისმიერ დროს. საარბიტრაჟო

    განხილვის ერთ-ერთი უპირატესობა საქმის განხილვის მოქნილი პროცედურები და

    განხილვის სისწრაფეა.11 საარბიტრაჟო დავის განხილვისათვის არბიტრაჟში

    დადგენილია შესაბამისი გადასახადი, რომელსაც საარბიტრაჟო მოსაკრებელს

    უწოდებენ. მათი ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ხშირ შემთხვევაში

    არბიტრაჟის დებულებით.

    11 თითბირიძე გ., საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ კომენტარი, 2017, 127.

  • 3.2.1.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

    1997 წლის „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

    არბიტრაჟი თავად ახდენდა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო

    ფურცლის გამოწერა, რომელიც მხარის სურვილის შემთხვევაში იძულებითი

    აღსრულების პროცესის დაწყების საფუძველი იყო. საარბიტრაჟო წარმოების მხარეს

    გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მხოლოდ კონკრეტული საფუძვლის

    არსებობის შემთხვევაში გააჩნდა.

    „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით არსებითად შეიცვალა როგორც

    გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, ასევე დადგენილ იქნა არბიტრაჟის მიერ

    მიღებულ გადაწყვეტილებებზე სასამართლოს კონტროლი. კერძოდ, საქართველოს

    ფარგლებს შიგნით მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება

    შესაძლებელია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო

    გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების

    შემდგომ. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და

    აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს

    საქართველოს უზენაესი სასამართლო.

    იურიდიულ ლიტერატურაში არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობას განმარტავენ,

    როგორც სასამართლოს დასტურს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და

    სავალდებულოა მხარეებისათვის. ამის შემდგომ, მხარეებს უფლება ერთმევათ იმავე

    დავის საგანზე ხელახლა მიმართონ დავის განმხილველ ორგანოს.

    გადაწყვეტილების აღსრულება დამოუკიდებელი ეტაპია და იგი იძულებითი

    აღსრულების დაწყების უმთავრეს პირობას წარმოადგენს. მხარეებს კონკრეტული

    სამართლებრივი შედეგი გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომ უნდა

    დაუდგეთ12.

    “არბიტრაჟის შესახებ” კანონის 45-ე მუხლი ითვალისწინებს სააბიტრაჟო

    გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველებს. შესაბამისი

    ცვლილებები შევიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, კერძოდ, 2009

    წლის 19 ივნისს ამ კოდექსს დაემატა მეშვიდე პრიმა კარი “სასამართლოს

    მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების

    აღსრულებაში”.

    12 ლიპარტია ნ., საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებაზე უარის თქმის

    საფუძვლები საჯარო წესრიგთან მიმართებით“ ზურაბ ახვლედიანი 80, თბილისი, 2013. 127.

  • საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილება გამოაქვს

    სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფორმით. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების

    აღსრულების თაობაზე განჩინებასთან ერთად მხარეს ეძლევა სააღსრულებო

    ფურცელი. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების

    აღსრულების თაობაზე საბოლოოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ განჩინებაზე

    საკასაციო ან კერძო საჩივარი არ დაიშვება.

    საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

    საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღსრულდეს თუ

    საქართველოს უზენაესი სასამართლო მოახდენს მის ცნობასა და აღსრულებას.

    ისევე, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების დროს სასამართლოს

    მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს გადაწყვეტილების

    მატერიალურსამართლებრივი მხარე, ასევე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების

    სასამართლოს მიერ ცნობისა და აღსრულების განხილვის დროს არ ხდება იმ

    მატერიალური სამართლის ნორმების განხილვა, რომელიც გადაწყვეტილებას დაედო

    საფუძვლად. აქ განიხილება მხოლოდ პროცესუალური მხარე და გადაწყვეტილების

    შესაბამისობა ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონთან.

    “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლისა და „უცხო ქვეყნის

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ“ 1958 წლის ნიუ-

    იორკის კონვენციის მეხუთე მუხლის შესაბამისად, “მხარეს შეიძლება უარი ეთქვას

    გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხოლოდ კანონით პირდაპირ

    გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას“. მხარეს შეიძლება უარი ეთქვას

    გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე თუ: 1) საარბიტრაჟო შეთანხმების

    გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდამჭერის მიმღები და

    მხარდაჭერა არ მიუღია; 2) საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილი ან ძალადაკარგულია; 3)

    მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო

    განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი

    პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; 4) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

    გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს; 5)

    არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა

    შეთანხმებას ან საქმის განხილვის ქვეყნის კანონის მოთხოვნებს; 6) დავა არ შეიძლება

    იყოს საარბიტრაჟო დავის საგანი; 7) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და

    აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

  • საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმა მხოლოდ ზუსტად

    განსაზღვრული საფუძველების არსებობის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

    სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას მოკლებულია შესაძლებლობას გაცდეს

    კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს და ცნობასა და აღსრულებაზე უარი

    განაცხადოს სხვა საფუძველზე მითითებით. აღნიშნულიც არბიტრაჟის ერთ-ერთ

    დადებით მხარედ უნდა განვიხილოთ, რადგან სასამართლოს მოქმედების ფარგლები

    საკმაოდ შეზღუდულია.

    საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ ამომწურავად განსაზღვრავს

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა–აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს.

    ამ საფუძველთაგან, საჯარო წესრიგი ის ერთადერთი საშუალებაა, როდესაც

    სასამართლოს შეუძლია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების არსებით ნაწილს შეეხოს.13

    საჯარო წესრიგის ამომწურავი დეფინიცია არ არსებობს, თუმცა იგი

    სხვადასხვანაირად განიმარტება. ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, მასში

    იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტალური პრინციპები, როგორიცაა

    საკუთრების, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლებანი და აშ. საჯარო

    წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული

    მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს უპირველესად, სახელმწიფოსა და

    საზოგადოების ინტერესებს. ნიუ-იორკის კონვენცია საჯარო წესრიგის განმარტებას

    არ ახდენს, შესაბამისად, სახელმწიფო უფლებამოსილია საკუთარი პრინციპებიდან

    გამომდინარე, საკუთარი საჯარო წესრიგი თავად განსაზღვროს.14

    სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკიდან თუ თეორიული მასალებიდან

    გამომდინარე, განისაზღვრა საჯარო წესრიგის (Order public) თითქმის

    უნივერსალური დეფინიცია. “საჯარო წესრიგი“ წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსა

    და საერთაშორისო ორგანიზაციათა (extra-national community) ეკონომიკური,

    13ტყემალაძე ს., "საჯარო წესრიგი", როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თუ მის

    ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი (ქართული პრაქტიკის მოკლე

    მიმოხილვა)(ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა), 2013, 16. 14 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი (სამართალი), თბილისი, 1999,

    178. იხ., ციტირება იოსელიანი ა., სადისერტაციო ნაშრომი „მოქნილი მეთოდის უპირატესობა ხისტ

    მეთოდთან შედარებით სახელშეკრულებო საკოლიზიო სამართალში“, 2010, 95.

  • სამართლებრივი, მორალური, პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური

    ფუნდამენტური სტანდარტების ერთობლიობას.15

    საჯარო წესრიგის დაყოფა შემდეგნაირად ხდება: 1. ეროვნული, 2. საერთაშორისო, 3.

    ტრანსნაციონალური. ასევე, გამოყოფენ მატერიალურსა და

    საპროცესოსამართლებრივ საჯარო წესრიგს.16

    პროცესუალური საჯარო წესრიგი ეხება არბიტრაჟის მიმდინარეობის პროცესს, მაშინ

    როდესაც მატერიალური საჯარო წესრიგი დაკავშირებულია საარბიტრაჟო

    გადაწყვეტილების არსთან. პროცესუალური საჯარო წესრიგის მაგალითებია პირის

    უფლება, იყოს ინფორმირებული საარბიტრაჟო წარმოების შესახებ და მიეცეს

    საშუალება, დაიცვას საკუთარი ინტერესები, პირის უფლება, მისი საქმე განიხილოს

    დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა არბიტრმა.17

    ეროვნული ანუ „შიდა“ საჯარო წესრიგი სახელმწიფოს მიერ ეროვნული

    კანონმდებლობით აღიარებულ მორალისა და სამართლის ფუნდამენტურ

    პრინციპებს მოიცავს. იმპერატიული ნორმების გათვალისწინება ქვეყნის

    კანონმდებლობით ხდება, რათა დაცული იქნას სახელმწიფოს მიერ. საერთაშორისო

    საჯარო წესრიგი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „იგი ეროვნული კანონმდებლობით

    გათვალისწინებული მორალისა და კანონის სავალდებულო ნორმების ერთობლიობას

    წარმოდგენს და იმ ურთიერთობების მიმართ გამოიყენება, რომელშიც

    საერთაშორისო ელემენტია წარმოდგენილი.18

    ტრანსნაციონალური საჯარო წესრიგის ცნება ძირითადი წესებისა და პრინციპების

    ერთობლიობას მოიცავს, მათ შორის სტანდარტებს, ნორმებსა და ჩვეულებებს,

    რომელიც მსოფლიოს საზოგადოების მიერაა მიღებული. ასევე, ჩვეულებაზე

    დაფუძნებული სამართლის წესების ერთობლიობას, რომელიც სახელმწიფოს შიდა

    კანონმდებლობის ნაწილი არაა, თუმცა იგი გამოყენებული უნდა იქნას არბიტრის

    მიერ, რათა ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა არ მოხდეს. აღნიშნული

    15 Choi S., Symposium Issue, The Interaction Between National Courts and International Tribunal, Note,

    Judicial Enforcement of Arbitration Awards Under The ICSID and New York Conventions, New York

    University Journal of International Law and Politics, (Fall 1995-Winter 1996), 18 16 ლიპარტია ნ., საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებაზე უარის თქმის

    საფუძვლები საჯარო წესრიგთან მიმართებით“ ზურაბ ახვლედიანი 80, 2013. 127. 17ტყემალაძე ს., "საჯარო წესრიგი", როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თუ მის

    ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი (ქართული პრაქტიკის მოკლე

    მიმოხილვა)(ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა), 2013, 16. 18 Rohullah A., Grounds for Refusing Enforcement of Foreign Arbitral Awards under the New York

    Convention, 20.

  • პრინციპები და წესები არც საერთაშორისო და არც ეროვნულ სამართალს არ

    მიეკუთვნება, არამედ - lex mercatoria, lex sportive, lex electronica.19

    საჯარო წესრიგის ამგვარი განმარტება და შინაარსი სასამართლომ შემდეგნაირად

    განმარტა მის გადაწყვეტილებაში. “თეორიაში და პრაქტიკაში დამკვიდრებული

    მიდგომაა, რომ ის არ გულისხმობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსის

    გადასინჯვას და ამ თვალსაზრისით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დასაბუთების

    მართებულობის შეფასებას სასამართლოს მხრიდან; მოცემული საკითხისადმი ამ

    პოზიციის შეუსაბამო მიდგომა, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდოდა

    „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანთან; ამ მსჯელობიდან

    გამომდინარე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას საჯარო წესრიგზე

    მითითებით არ შეიძლება გადაისინჯოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ასახული

    სახელშეკრულებო დებულებების განმარტება, მტკიცებულებათა შეფასება,

    სამართლებრივი ურთიერთობების კვალიფიკაცია, რადგან საჯარო წესრიგი მოიცავს

    არა ნებისმიერი სახის დარღვევას, არამედ სამართლის ფუნდამენტური პრინციპების

    უგულებელყოფას; ე.ი. სხვაგვარად რომ ითქვას, იმისათვის რომ საარბიტრაჟო

    გადაწყვეტილება საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობის საფუძვლით იქნას

    გაუქმებული, იგი წინააღმდეგობაში უნდა მოდიოდეს უფრო მაღალ

    ღირებულებებთან; წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო წესრიგი გადაიქცევა

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აპელაციის მექანიზმად. ასეთი მიდგომა კი

    წინააღმდეგობაშია “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მიზანთან –

    უზრუნველყოფილი იქნას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების საბოლოობა.”20

    სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში როგორც

    საარბიტრაჟო სამართლის სფეროში არსებული სანიმუშო პრეცედენტი, განვითარდეს

    შემდგომი სასამართლოს პრაქტიკა მის შესაბამისად და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება

    შესაძლებელი საუბარი საქართველოში არბიტრაჟის სრულ და ხელშეუხებელ

    დამოუკიდებლობაზე.21

    19 ლიპარტია ნ., საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებაზე უარის თქმის

    საფუძვლები საჯარო წესრიგთან მიმართებით“ ზურაბ ახვლედიანი 80, თბილისი, 2013. 133. 20 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის

    №2ბ/5858-13 გადაწყვეტილება. 21 თითბირიძე გ., საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ კომენტარი, 2017, 27.

  • 3.2.1.4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარის ერთ-ერთი უფლებამოსილებაა.

    საჩივრის წარდგენის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია

    გააუქმოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხოლოდ კანონით ამომწურავად

    ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას.

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს შემდეგი საფუძვლების

    არსებობის შემთხვევაში: 1) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო

    არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები (მხარდაჭერის მიღების გარეშე დაიდო

    შეთანხმება) ან კანონმდებლობის მიხედვით საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია/

    ძალადაკარგულია; 2) მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების

    გაუქმებას, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან

    საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა,

    წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; 3) საარბიტრაჟო

    გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში

    არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ

    საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება; 4)

    არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა

    შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – არბიტრაჟის შესახებ

    კანონის მოთხოვნებს; 5) დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი

    ან/და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ

    საჯარო წესრიგს.

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების

    გაუქმების შესახებ საბოლოოა და არ საჩივრდება.

    3.2.2. მედიაცია

    მედიაცია სასამართლოსა და დამოუკიდებელი არბიტრის ჩარევის გარეშე დავის

    გადაწყვეტის ეფექტური საშუალებაა. ეს არის პროცესი, სადაც ნეიტრალური მესამე

    პირი - მედიატორი ეხმარება მხარეებს, რათა მათ მორიგებით დაასრულონ დავა. იგი

    მხარეთა თავისუფალ ნებაზე დამყარებული პროცესია და მედიატორი ხელს უწყობს

    მხარეთა შორის კომუნიკაციას, რათა შესაძლებელი გახდეს შეთანხმების მიღწევა.

    მედიაცია, არბიტრაჟის მსგავსად, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას

    წარმოადგენს, თუმცა მისგან განსხვავებით მედიაციის პროცესში მხარეები თავად

  • იღებენ გადაწყვეტილებას და თანხმდებიან პირობებზე. არბიტრისაგან განსხვავებით,

    მედიატორი მხოლოდ ეხმარება დავის მონაწილე მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.

    მედიაციის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთთან დააახლოოს არა

    სამართლებრივი პოზიციები, არამედ მოდავე მხარეთა ინტერესები. მედიაციის

    ფარგლებში არ განიხილება მტყუანი და მართალი, არ ვლინდება გამარჯვებული და

    დამარცხებული, არ ხდება წარსულში წამოჭრილი უსიამოვნებების განხილვა და

    განსჯა. ნაცვლად ამისა, მედიატორი – ნეიტრალური, დამოუკიდებელი და სათანადო

    უნარებით აღჭურვილი პირი – ეხმარება მოდავე მხარეებს დიალოგის წარმართვაში

    და ამ გზით ორივესთვის ოპტიმალური და მისაღები შედეგის ძიებაში. ამრიგად,

    მედიაცია არის დავის გადაწყვეტა მხარეთა მორიგების გზით, ანუ პრობლემის

    გადაჭრის ალტერნატიული საშუალება, რომელიც მოდავე მხარეებს ანიჭებს

    შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ საკუთარი ინტერესები, პრიორიტეტები და

    აღმოფხვრან კონფლიქტი მეორე მხარესთან ურთიერთობის „დანგრევის“ გარეშე.22

    დავის ტრადიციული მეთოდებით გადაწყვეტისაგან განსხვავებით, მედიაცია სწრაფი

    და ნაკლებხარჯიანი პროცედურაა. თუ სასამართლოში დავამ შეიძლება სამი

    ინსტანცია მოიაროს, მედიაცია მხოლოდ ”ერთინსტანციური” პროცესია, რომელთან

    დაკავშირებითაც არსებობს ასევე მნიშვნელოვანი შეღავათები ხარჯების კუთხით (იხ.

    ქვემოთ). გარდა ამ შეღავათებისა, მედიაციაში მხარეებს არ უწევთ ძვირადღირებული

    მტკიცებულებების მოპოვება და წარმოდგენა, ვინაიდან მედიაციაში საქმე ეხება არა

    რაიმეს დამტკიცებას, არა სამართლებრივი პოზიციების გამყარებას, არა გამარჯვებას

    მეორე მხარის დამარცხების ხარჯზე, არამედ საკუთარი ინტერესების წინ წამოწევას,

    ერთმანეთის მოსმენას და მშვიდობიანი გზით პრობლემის მოგვარებას. მედიაცია

    დავის გადაწყვეტის ის საშუალებაა, სადაც გადაწყვეტილებას იღებენ თვითონ (და

    მხოლოდ) მხარეები და სადაც დამარცხებული არავინ შეიძლება იყოს!23

    მედიაციის სტრუქტურირებული პროცესია, როდესაც ორი ან მეტი მხარე,

    ნებაყოფლობით, მედიატორის დახმარებით მიაღწევს შეთანხმებას მათ შორის

    არსებულ დავასთან დაკავშირებით.24 მედიატორი წარმართავს შეხვედრას და ხელს

    22

    მედიაცია - მოაგვარე დავა შეთანხმებით, საერთო სასამართლოების სისტემა, 2013, გვ. 3-4 http://www.library.court.ge/upload/mediacia_borchure_9_2013.indd.pdf 23

    იქვე. 24 Directive 2008/52/EC of the European Parliament and of the Council of 21 May 2008 on Certain Aspects of

    Mediation in Civil and Commercial Matters, Official Journal of the European Union, 24.5.2008, L136/6.

    http://www.library.court.ge/upload/mediacia_borchure_9_2013.indd.pdf

  • უწყობს მხარეებს კომუნიკაციასა და ინტერესების დაახლოებაში. შეხვედრები

    დახურულია და მხარეთა მიერ გამჟღავნებული ინფორმაცია კონფიდენციალურია.

    მხარეებს არა აქვთ უფლებამოსილება გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც

    მათთვის გახდა ცნობილი მედიაციის განხორციელების დროს.

    მედიაციას მრავალი დადებითი თვისება გააჩნია, კერძოდ: 1) მედიაცია ახდენს

    მხარეთა შორის კომუნიკაციის გახსნას; 2) მხარეები მესამე პირის დახმარებით

    აღწევენ შეთანხმებას და არ ხდება დავის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ; 3) დავის

    მშვიდობიანი გადაწყვეტა ახდენს პრობლემების პრევენციას; 4) იგი უზრუნველყოფს

    პრობლემის გატანას სასამართლო დარბაზიდან ნეიტრალურ სივრცეში; 5)

    მოგვარებული დავა დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებს არსებობას, ვინაიდან, იგი

    ორივე მხარის ნებაყოფლობითი შეთანხმებაა; 6) მედიაცია, სასამართლო პროცესთან

    შედარებით, არის უფრო სწრაფი და იაფი; 7) იგი ეხმარება მხარეებს პრობლემის

    იდენტიფიცირებაში, ამცირებს მხარეთა შორის გაუგებრობას; 8) მედიაცია

    მიმდინარეობს კერძო სივრცეში; 9) იგი იძლევა ყოველგვარი დავის მოგვარების

    საშუალებას, მათ შორის ისეთი დავისა, რომელსაც არა აქვს სამართლებრივი

    საფუძველი; 10) მედიაციის პროცესის განხორციელება უფრო ადვილად არის

    შესაძლებელი სასამართლოსთან შედარებით; 11) შესაძლებელია მოხდეს არა

    მხოლოდ დავის, არამედ მისი მიზეზების აღმოფხვრა; 12) იგი ამცირებს მხარეთა

    შორის დაძაბულობას და საშუალებას აძლევს დავის მხარეებს მოახდინონ საქმიანი

    ურთიერთობების აღდგენა. დადებითი მხარეების გარდა, მედიაციას შემდეგი

    უარყოფითი მხარეები გააჩნია: 1) იგი არ გამოიყენება ყველა კატეგორიის დავის

    გადაწყვეტისათვის; 2) ყველა შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც

    სასამართლო წარმოებაში სწრაფი და იაფი საშუალება, ვინაიდან, მხარეთა

    შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავის წარმოება სასამართლოს/არბიტრაჟის მიერ

    უნდა მოხდეს; 3) მას სჭირდება მოდავე მხარეთა კომუნიკაცია და დავის მოგვარების

    სურვილი; 4) გადაწყვეტილებას აქვს არასავალდებულო ხასიათი და შესაძლებელია

    არაკეთილსინდისიერი მხარის მიერ მედიაცია გამოყენებულ იქნეს როგორც დავის

    გაჭიანურების საშუალება25.

    მიუხედავად რიგი უარყოფითი მხარებისა, მედიაციის პოპულარობა მსოფლიოში

    ყოველდღიურად იზრდება და საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებში ეფექტურად

    გამოიყენება, თუმცა საქართველოში მისი პოპულარობა ჯერ კიდევ საკმაოდ

    დაბალია.

    25 ლიპარტია ნ., საოჯახო მედიაცია-საოჯახო სამართლებრივი დავის განხილვის ალტერნატიული

    საშუალება, სამართლის ჟურნალი #2 . 2015, 82.

  • 3.2.2.1. სასამართლო მედიაცია

    სასამართლოზე დაფუძნებული მედიაცია მართლმსაჯულების განხორციელების

    პროცესია. იგი მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით დავის დასრულების

    საუკეთესო საშუალებაა. მედიაციის დროს მხარეები საკუთარი ნებით იღებენ

    გადაწყვეტილებას და თანხმდებიან სხვადასხვა პირობებზე. ამასთან, სასამართლოს

    არ აქვს უფლება მხარეები იძულებით დაითანხმოს რაიმე პირობებზე.

    2012 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ფაქტობრივად ამოქმედდა სასამართლოზე

    დამყარებული მედიაცია, რომლის ფარგლებშიც სასამართლო ხელს უწყობს

    მედიაციის პროცესის შესაბამისობას კანონთან და მხარეთა სურვილის შემთხვევაში

    მზად არის დაამტკიცოს და იურიდიულად სავალდებულო ძალა მიანიჭოს მხარეთა

    შორის შეთანხმებულ პირობებს26.

    საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების

    შესაბამისად, სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმეები შეიძლება

    გადაეცეს მედიატორს დავის შეთანხმებით დასრულების მიზნით. სასამართლო

    მედიაცია შეიძლება გავრცელდეს: ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე, გარდა

    შვილად აყვანასთან, შვილად აყვანის ბათილად ცნობასთან, შვილად აყვანის

    გაუქმებასთან, მშობლის უფლების შეზღუდვასთან, მშობლის უფლების

    ჩამორთმევასთან, აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში

    ძალადობასთან დაკავშირებული დავებისა; 2) სამემკვიდრეოსამართლებრივ

    დავებზე; 3) სამეზობლო სამართლებრივ დავებზე; 4) ნებისმიერ დავაზე - მხარეთა

    თანხმობის შემთხვევაში.

    მედიაციის წარმოების დროს სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება

    და საქმე გადასცეს მედიატორს. საქმის მორიგებით დასრულების შემთხვევაში

    მედიატორის შეთანხმების პირობებს უგზავნის სასამართლოს, რომელიც ამტკიცებს

    პირობებს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებით დამტკიცებული

    პირობები შესასრულებლად სავალდებულოა და მისი დარღვევის შემთხვევაში მხარე

    უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის

    მოთხოვნით. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის

    სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად

    თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასამართლო

    26 კოხრეიძე ლ., სასამართლო მედიაციის სამართლებრივი ასპექტები“, მართლმსაჯულება და კანონი,

    #4, 2013, 21.

  • მედიაციის პროცესში დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში

    მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

    მედიაციის პროცესი ვადაშიც შემჭიდროვებულია. კერძოდ, სასამართლო მედიაციის

    ვადა შეადგენს 45 დღეს, მაგრამ არანაკლებ 2 შეხვედრისა. ეს ვადა მხარეთა

    შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს იმავე ვადით.

    სასამართლო მედიაციის დროს საქმის მხარეთა შეთანხმებით დასრულების შემდგომ

    შეთანხმება დასამტკიცებლად ეგზავნება სასამართლოს. მორიგების აქტის

    დამტკიცების შემთხვევაში საქმის წარმოება წყდება და მხარეებს არ შეუძლიათ

    სარჩელი აღძრან იმავე საფუძვლითა და იმავე დავის საგანზე.

    შეთანხმების პირობის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებული პირი მიმართვას

    სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. სასამართლოს მიერ

    გაცემული სააღსრულებო ფურცელი მხარის მიერ წარედგინება აღმასრულებელს

    იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყების მიზნით.

    3.2.2.2. კერძო მედიაცია

    მედიაცია შეიძლება განხორციელდეს, როგორც სასამართლოში დავის წარმოების

    დროს, ასევე სასამართლოსათვის მიმართვამდე. ასეთ შემთხვევაში მხარეები დავის

    წარმოშობის დროს თანხმდებიან მედიაციის გამოყენებაზე და ნიშნავენ მედიატორს.

    შესაძლებელია მედიაციის შესახებ შეთანხმება ძირითადი ხელშეკრულების ნაწილი

    იყოს და მასშივე იყოს შეთანხმება მედიატორის რაოდენობისა და ვინაობის შესახებ.

    ამგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, მხარეები დავის წარმოშობის

    შემდგომ თანხმდებიან მედიატორთა რაოდენობისა და ვინაობის შესახებ.

    თუ ხელშეკრულებაში არსებობს დათქმა მედიაციის გამოყენების აუცილებლობასთან

    დაკავშირებით, სასამართლო ან არბიტრაჟი მოკლებულია შესაძლებლობას დაიწყოს

    საქმის წარმოება მედიაციის პროცესის დასრულებამდე. მხარეები ვალდებულნი

    არიან სასამართლოს ან არბიტრაჟისათვის მიმართვამდე მოახდინონ მედიაციის

    პროცესის განხორციელება. დავის შეთანხმებით დასრ�